Wednesday, January 18, 2012

ტერორიზმი როგორც გლობალიზაციის გარდაუვალი ნიშანი

“საერთაშორისო ტერორიზმის” მრავალსახოვნება, ამ კლიშეს საბაბად გამოყენება ძველი გეოპოლიტიკური ამოცანების გადაწყვეტისთვის გვახალისებს საიმისოდ, რომ ვიფიქროთ მისი არსის, მიზნებისა და მის უკან მგდარი ძალების შესახებ.

პალესტინა-ისრაელის კონფლიქტი ტერიტორიის გამო, რომელიც მიმდინარეობს სპეციფიური ფორმით დიდმპყრობელური დიქტატის გამოისობით, ტერორისტული აქტები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, რომლებზედაც პასუხისმგებლობას ხშირად ღებულობენ სრულიად არა ისინი, ვინც ეს აქტები აღასრულა, მისტიკური ალ-ქაიდა, რომლის გზავნილის გამოც “ინტერნეტში” აშშ-მა გაანადგურა ავღანეთი და აპირებს ერაყის განადგურებას, რომელმაც არაფრით არ გამოავლინა თავისი კავშირი ტერორიზმთან, უცხოელი დაქირავებულები ჩეჩნეთის მთებში, რომლებიც თავებს ჭრიან ადამიანებს, მშვიდობიან მოქალაქეთა მკვლელები ქალაქებში – ყოველივე ეს გაერთიანებულია ტერმინით “საერთაშორისო ტერორიზმი” მეთოდების მსგავსების მიხედვით, მაგრამ საამისოდ წამახალისებელი მიზეზებისა და ფესვების პრინციპული განსხვავებით.

გარკვეულ დრომდე დიპლომატიური და პოლიტიკური ინსტრუმენტის სახით “საერთაშორისო ტერორიზმის” წინააღმდეგ ბრძოლის კლიშეს გამოყენება სავსებით მართლზომიერია, რადენადაც რუსეთთან და აშშ-თან ბრძოლისთვის “ტერორისტული ცენტრების” კადრების სამჭედლო ერთია. მაგრამ აუცილებელია გავაცნობიეროთ, რომ ამ ბრძოლის მიზნები სავსებით განსხვავებულია.

აშშ-გან “ტერორიზმი” მოითხოვს სხვა სამყაროთა საქმეებში ჩაურევლობას. წამახალისებელი მოტივები როგორც აშშ-ისა ტერორიზმის წინააღმდეგ, ისე “ტერორიზმისაც” აშშ-ის წინააღმდეგ – ეს არის ახალი მოვლენა როგორც ტიპის, ისე მეთოდის მიხედვითაც. ტერორიზმი აშშ-ის წინააღმდეგ გამოდის როგორც გამოწვევის სრულიად ახალი ტიპიცა და როგორც ძალისმიერი ომის ახალი აბსოლუტურად დეჰუმანიზებული მეთოდიც, რამდენადაც ტექნიკურად ფანტასტიკური სამხედრო ძლიერება უაზროდ აქცევს ძალისმიერი დაპირისპირების ნებისმიერ სხვანაირ მცდელობებს.

“ტერორისტების” მიერ რუსეთის წინააღმდეგ წამოყენებული მიზნები არ არის მხოლოდ (განსაკუთრებულად, сугубо) ახალი მოვლენებით ნაშობი მსოფლიო პოლიტიკაში, არამედ არსებითად წარმოადგენს ძველი გეოპოლიტიკური მისწრაფებების გაგრძელებას მხოლოდ ახალი მეთოდებით. რუსეთის გეოპოლიტიკური როლის როგორც ცივილიზაციებს შორის წონასწორობის დამჭერის (держатель) დანგრევამ გამოაღვიძა ბევრი მთვლემარე დაპირისპირება და მისწრაფება. რამდენადაც სათანადო სახელმწიფოებრივი როლის არარსებობამ არ მოგვცა პოსტსაბჭოთა საშუალება გენერალ დუდაევის წმინდა მაფიოზური რეჟიმის ლიკვიდაციისთვის, როდესაც ეს არ იყო შეუღლებული დიდ მსხვერპლთან, ეს კონფლიქტი გადაიქცა კავკასიის მსოფლიო გეოპოლიტიკის ორბიტაში დაბრუნების ინსტრუმენტად.
ჰასავ-იურტის შემდგომ ახალ სისხლისსამართლებრივ ჩეჩენ ავტორიტეტებსაც და მათ ბოევიკებსაც უკვე აწვდიდნენ არა შიდა ძალები, არამედ გარედან, იდეოლოგიური კადრებისა და პროფესიონალი ტერორისტების ერთიანი სამჭედლოდან. ადგილებზე მოქმედების ეს რაზმი ფინანსებსა და იარაღს ღებულობდა არა იმისთვის, რათა შემდეგ ცხვრები ემწყემსათ დამოუკიდებელ და იზოლირებულ ღატაკ იჩქერიაში. მათი მიზანია – ჩაითრიონ მთელი კავკასია რუსეთის წინააღმდეგ ომში, ჩამოგვაშორონ იგი, სტავროპოლისა და კრასნოდარის მხარეები, ხოლო ამ უკანასკნელს, არც თუ შემთხვევით, მათ რუკებზე უწოდებენ “ისლამურ რესპუბლიკა ადიღეას”, გავიდნენ შავ ზღვაზე, აიღონ ყირიმი და ბალკანეთი.

აქედან ამომდინარე, რუსეთისგან “ტერორიზმის” მეთოდით მოითხოვენ ზუსტად იმასვე, რასაც მისგან მოითხოვდნენ გასულ საუკუნეებში: განდევნას (оттеснение) შავი ზღვიდან ევრაზიის ჩრდილო-აღმოსავლეთში, და ტერიტორიებს – სწორედ იმათ, რომლებისთვისაც ომებს აწარმოებდნენ ოტომანის იმპერია და სპარსეთი, მათ კი აქეზებდნენ ანგლოსაქსები – იმ ხანად ბრიტანეთი.

მაგრამ შანსი სახელწიფო შანტაჟის წარმატებაზე სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორისტული აქტების დახმარებით საერთოდ და რუსეთში კი განსაკუთრებით – ეს ნამდვილად ახალი მოვლენაა, ნაშობი ტრადიციული საზოგადოებრივი და ეროვნული შეგნების ხარისხობრივი ცვლილებით. ამას ემსახურება გლობალიზმის იდეოლოგია – დოქტრინა, რომელსაც გააჩნია ორი შემადგენელი: “გლობალური მმართველობის” მსოფლიო პროექტისადმი ელიტის თანაზიარობის (თანამონაწილეობის, сопричастность) იდეა, და თავისი სამშობლოს საქმეებისადმი ობივატელის (მაცხოვრებლის) ართანაზიარობის (ართანამონაწილეობის, несопричастность) იდეალი, რომელიც კარგავს იმის შეგნების უნარს, თუ რამდენად დამღუპველია ქვეყნისა და მისთვის ეს მსოფლიო პროექტი. ამის შედეგად გახლეჩილ ერს არ შეუძლია იპოვნოს თანხმობა თავისი წარსულის, აწმყოსა და მომავლის არც ერთ საკითხში და მიაღწიოს ეროვნულ კონსენსუსს მსოფლიო სტრატეგიისა და საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს მიმართულებებში სწორედ იმ მომენტში, როდესაც სახელმწიფო განიცდის მასირებულ ზეწოლას გარედან. უზარმაზარი როლი აქ ითამაშა რუსეთის ისტორიისადმი ნიჰილიზმისა და სამოქალაქო საზოგადოების ცრუ კონცეფციის ათწლიანმა ქადაგებამ.

აშშ ეომება ტერორისტებს იმპერიული ინტერესებისა და “გლობალური მმართველობისთვის”, რუსეთი კი – სიცოცხლისთვის (за «живот»). ამ ბრძოლაში მოკავშირე არ იჩენს სოლიდარულობას რუსეთთან მისი ტერიტორიული მთლიანობისა და მისი გავლენის სფეროების საკითხებში ბალტიკიდან შავ ზღვამდე. ამიტომ შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა (вывод):

“ანტიტერორისტული სოლიდარობა” ატარებს დროებით სიტუაციურ ხასიათს და ამ სოლიდარობას უკან გარდაუვალად მოჰყვება კიდევ უფრო მეტი ზეწოლა.
ამრიგად, მსოფლიოში, მათ შორის ჩეჩნეთშიც, ე. წ. ტერორიზმის ასეთი სხვადასხვა გამოვლინებების ანალიზი გვიჩვენებს (გვივლენს, вскрывает) ბევრ განზომილებას.

აქ არის საერთაშორისო სამართლის კრიზისიც, რომელიც კრძალავს ომის გამოცხადებას, რომელიც ვარაუდობს თავდაცვის უფლებას, რაც არ ტოვებს ადგილს ტრადიციული მეთოდებით წინააღმდეგობისთვის. (Здесь и кризис международного права, запрещающего объявление войны, которое предполагает право на оборону, что не оставляет места для сопротивления традиционными методами). მეორეს მხრივ, აქ არის შეგნების საშინელი დეჰუმანიზაციაც, რომელიც არ ყოფილა წარსულის ყველაზე უფრო სისხლისმღვრელ დაჯახებებშიც კი, ვინაიდან მსხვერპლი ტერორისტისთვის მისი მოთხოვნების ადრესატიც კი არ არის, არამედ უბრალოდ საგანია.

სახეზეა ძალის ფაქტორის ახალი საერთო ზრდაც მსოფლიოს ახალი გადანაწილების დაწყებულ ეტაპზე, რის შესახებაც მოწმობს თითქმის ყოველწლიურად მიმდინარე აშშ-ის სამხედრო აქციები გლობალური მართვისთვის ხელშემშლელი ქვეყნების წინააღმდეგ. იგივე ნებადართულია მხოლოდ რჩეულთათვის და, ნგრევებისა და მსხვერპლის მასშტაბურობის მიუხედავად, გლობალიზმის იდეოლოგიის შესაბამისად, მათ უწოდებენ უკვე არა ომებს, არამედ “ჰუმანიტარულ ინტერვენციებს” ანდა “ნაცვალგების (შურისძიების) აქციებს”, რომლებიც გამორიცხავს უფლებას ცივილიზებულ პასუხზე.

ამასთან, ე. წ. “ჩვეულებრივმა შეიარაღებამ” მიაღწია ხარისხობრივად ფანტასტიკურ დონეს, ხოლო მისი გამოყენების მეთოდებმა – ელექტრონული დამიზნების სისტემებმა, ჰაერიდან მიტანის საშუალებებმა პრინციპულად შეცვალეს საომარი მოქმედებების სტრატეგია და ტაქტიკა.

“ჩვეულებრივ შეიარაღებათა” განვითარება აგრძელებს გზას, რომელზედაც თავის დროზე აღმოჩნდა ბირთვულ შეიარაღებათა პროცესი. ბირთვული შეჯიბრი (Ядерная гонка) – დამანგრეველობის აღმატებული რაოდენობრივი პარამეტრების მიღწევა უაზრობა შეიქნა. შეკავება შესაძლოა უზრუნველყოფილი ყოფილიყო მხოლოდ უკვე რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებით. ზუსტად ასევე, აშშ-ის ჩვეულებრივ შეიარაღებათა უახლესი სისტემებისადმი დაპირისპირება, რომლებიც გამოსცადეს იუგოსლავიასა და ავღანეთში, შეუძლიათ მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელ ქვეყნებს, რომელთაც გააჩნიათ საჰაერო თავდაცვის ისეთივე სრულყოფილი სისტემები, როგორებიცაა С-300 და С-400 თაობისა.

რამდენადაც საჰაერო დარტყმების მიყენება დედამიწის ნებისმიერ წერტილში შესაძლებელი გახდა და აღწევს დასახულ მიზანს, ასეთი მდგომარეობა პრინციპულად ცვლის თავად ცნებას საბრძოლო მოქმედებების შესახებ. მათში შემტევი არმიის პირადი შემადგენლობის მონაწილეობა ფაქტიურად ნომინალური გახდა, ხოლო თავდაცვაში მყოფი მხარის ყველაზე უფრო თავგანწირული და მრავალრიცხოვანი არმიის წინააღმდეგობა – ტექნიკურად შეუძლებელი და უაზრო.

“რიგით რაიანს” ეშინია და არ აპირებს ომს პირისპირ, იგი ომობს მხოლოდ კომპიუტერით ისეთი არმიის წინააღმდეგ, რომელსაც არ შეუძლია სუპერთანამედროვე ჩვეულებრივ შეიარაღებათა დარტყმების მოგერიება, მაგრამ ჯერ კიდევ შეუძლია მისგან თავის შეფარება, ბირთვული დარტყმისგან განსხვავებით. ამის შედეგად “ჩვეულებრივი” ომის ხარისხობრივად (თვისობრივად) ახალი მეთოდები, ფსევდოჰუმანისტური რიტორიკის საწინააღმდეგოდ, გამიზნულია სულ უფრო მეტწილად სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ, რასაც გააჩნია სხვა სარჩული – როგორც მატერიალური, ისე თანამედროვე ლიბერალური საზოგადოების შეგნების სფეროშიც.

რატომ იყო, რომ იუგოსლავიაში დაბომბვები მიზანმიმართულად ანადგურებდა ქალაქების სიცოცხლის უზრუნველყოფის ობიექტებს, დაიღუპა სერბული არმიის 100-ზე ნაკლები სახედრო მოსამსახურე, და ამასთანავე რამდენიმე ათასი სამოქალაქო პირი, 400-ზე მეტი ბავშვი. ეს შემთხვევითობა არ გახლავთ, არამედ გათვლა (გაანგარიშება). ზემოქმედებას ახდენდნენ როგორც ინდუსტრიული საზოგადოების არსებობის პრინციპულად ახალ პარამეტრებზე, ისე შეგნების ახალ ტიპზეც.

ურბანისტული საზოგადოება კაპიტულაციას აცხადებს, არა როდესაც არმია განადგურდა, არამედ როდესაც მილიონიან ქალაქებში ჩერდება წყალგაყვანილობა და კანალიზაცია, ხოლო ხელისუფლების შანტაჟი როგორც ჰუმანიტარული ინტერვენციებით, ისე ტერორისტული აქტებითაც ხერხდება, როდესაც საკუთარი სამშობლოს ბედისადმი ართანამოზიარე “მსოფლიოს მოქალაქეების” ლიბერალური შეგნება საკუთარ თავს არ აიგივებს ერთან, მის ისტორიასთან და მის არმიასთან. ასეთი შეგნება გლობალიზმის იდეოლოგიისა და ღია სამოქალაქო საზოგადოების ქადაგების თანამედროვე პროდუქტია.

ამრიგად, სამხედრო ძლიერების განვითარების სფეროში მატერიალური “პროგრესისა” და სახელმწიფოებრივი და ეროვნული შეგნების სფეროში “ლიბერალური პროგრესის” სამწუხარო შედეგად იქცა სამართლებრივი ნიჰილიზმი, საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური ცნების – სუვერენიტეტის ნგრევა და შეგნების დენაციონალიოზაცია. ყოველივე ეს, სამწუხაროდ, – ობიექტური წინაპირობებია იმისთვის, რათა ტერორიზმი იქცეს არა კერძო მოვლენად, არამედ დაპირისპირებათა ერთერთ გარდაუვალ ფორმად გლობალიზმისა და მსოფლიოს მოქალაქის ფილოსოფიის ეპოქაში: “სადაც კარგად ვარ, იქ არის სამშობლოც”.

ტერორიზმი – გლობალიზმის პოლიტიკისა და იდეოლოგიის ნაშიერია

აცნობიერებს რა გლობალურ მმართველობაზე თავისი პრეტენზიების მოწყვლადობას, მსოფლიო ენერგორესურსებზე გლობალური კონტროლის გარეშე, აშშ-მა შექმნა ფინანსური, პოლიტიკური და სამხედრო ზეწოლის უმძლავრესი მექანიზმი როგორც მთლიანობაში მსოფლიოზე, ისე ცალკეულად მსოფლიო საზოგადოებრიობის თითოეულ წევრზეც. იდეოლოგიურად ყოველივე ეს ასევე გაფორმებულია გლობალიზმის დოქტრინაში, რომელსაც არც თუ შემთხვევით ქადაგებს სწორედ აშშ. უნდა შეგახსენოთ, რომ ამერიკული სახელმწიფო იდეოლოგიის ცენტრალური პუნქტი გახლდათ ანგლოსაქსონელი პურიტანების რელიგიური იდეა: იდეა “გამომსყიდველი ერისა” («нации искупительницы») – “Redeemer Nation”. ამიტომ აშშ-ის სტრატეგია მისი ინტერვენციის ობიექტებთან მიმართებაში იდეოლოგიურად მოტივირებულია უმაღლესი ცივილიზატორული მიზნებით.

ჯერ კიდევ 100 წლის წინ ამერიკელი სენატორი ა. ბევერიჯი მოუწოდებდა – “უფალმა გვაქცია ჩვენ მსოფლიოს სანიმუშო ორგანიზატორებად და სისტემების შემქმნელებად იქ, სადაც მეფობდა ქაოსი. მან მოგვცა ჩვენ ხელმძღვანელობის უნარი... ველურებსა და ბოროტების ხალხებს შორის”. ამერიკულ დოქტრინაში “Manifest Desdiny” – “ღვთაებრივი წინასწარგანზრახულობისა” («божественного предопределения»), რომელიც აკურთხევს მორალურ უფლებას გეოგრაფიულ ექსპანსიაზე, ვლინდებოდა ყოველთვის მშვიდი კალვინისტური დაჯერებულობა იმაში, რომ ღმერთი მიანიჭებს (მიუზღავს, волздаст) უკვე დედამიწაზე სწორედ იმათ, ვინც მისი წყალობის ღირსია, ხოლო ამ წყალობის გამოვლინების, აგრეთვე ღვთივრჩეულობისა და გადარჩენისთვის (ცხონებისთვის) განკუთვნილობის მაჩვენებელს კი წარმოადგენს მიწიერი წარმატება და მატერიალური აყვავება. საჭიროება არ არის მივუთითებდეთ, თუ რამდენად ეწინააღმდეგება კალვინიზმის ეს ფოსტულატი ახალ აღთქმასა და მთაზე მაცხოვრის ქადაგებას: “ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა... ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის...”.

პრეზიდენტი ვუდრო ვილსონი პირველ მსოფლიო ომში ტრადიციული ევროპის შემუსვრის შემდეგ მაღალფარდოვნად აცხადებდ: “ამერიკისთვის გამზადებულია უნახავი პატივი, რომ განახორციელოს თავისი დანიშნულება და იხსნას მსოფლიო”. ფილოსოფოსთა აღიარებით სწორედ ვილსონიანობამ შეათავსა “ღმერთის იარაღის” პათოსი ლიბერალურ ბაგაჟთან. შეგახსენებთ, რომ დევიზი აშშ-ის სახელმწიფო ბეჭედზე აცხადებს “novus ordo seculorum” – “ახალი წესრიგი საუკუნოდ”. აშშ-მა მოახდინა თავისი მსოფლიო პროექტის “თეოლოგიზაცია” და საკუთარ ინტერესებს აიგივებს უნივერსუმის მორალურ-ეთიკურ კანონებთან. ასეთ ფილოსოფიაში აშშ-ის მეტოქე ან მოწინააღმდეგე ხდება დედამიწის (სამყაროს) მტერი და ჯოჯოხეთის მოციქული.

როგორც დასავლური, ისე პოსტკომუნისტური სამყაროს მიერ გლობალიზმის, თითქმის როგორც ბუნებრივი იდეოლოგიის, მიღება – აი რა წარმოადგენს ყბადაღებული იდეოლოგიური ბრძოლის ნამდვილ მემკვიდრეობას, რომელშიც მეტოქეობდა გლობალური მმართველობის ეგიდით უნიფორმული მსოფლიოს ორი მონათესავე იდეა. ხოლო გლობალიზმის იდეოლოგიის თითქმის ტოტალიტარული თავსმოხვევა – ეს გახლავთ ლიბერალური უნივერსალიზმის კომუნისტურზე გამარჯვების პირდაპირი შედეგი.

მაგრამ ახალი დროების იდეალთა უმრავლესობა, რომელთა მიღწევასაც ლოგიკურია ვაკავშირებდეთ ბუნებრივ გლობალიზაციასთან, რომელიც გლობალიზმის იდეოლოგიის იგივური არ არის – სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესისა და განვითარების უნივერსალიზაცია, დემოკრატია მსოფლიო პოლიტიკაში – “ხალხის სუვერენიტეტი” და სახელმწიფოთა თანასწორობა ვერრეალიზებული აღმოჩნდება სწორედ “გლობალიზმის იდეოლოგიის” გამო. მისი ფილოსოფიური ხორცშესხმა იწვევს სხვათა შორის, კაცობრიობის ყველა დიდი კულტურული და ეროვნული ტრადიციის მოსპობას (устранение), რომელთა გარეშეც ქვეყნები და ცივილიზაციები პოლიტიკური სუბიექტებიდან იქცევიან ობიექტებად, კარგავენ ისტორიულ ინიციატივას. მის პოლიტიკურ ასპექტს წარმოადგენს რჩეულთათვის “ზესახელმწიფოს” იდეოლოგიაში დაბრუნება, ხოლო დანარჩენებისთვის კი აქცენტის გაკეთება უნივერსალური ზეეროვნული (наднациональные) სტანდარტებისა და ფასეულობების პრიმატსა და “ზოგადმსოფლიო” ინტერესებზე.

ეს უკვე გახლავთ ბიპოლარული მსოფლიოს დასასრულის პირდაპირი შედეგი და ეხება არა მხოლოდ რუსეთს, არამედ აგრეთვე ევროპასაც, რომელმაც როგორც ჩანს შეიგნო, რომ ამერიკული სტრატეგია გამოვიდა ახალ მიჯნებზე, რომელთა უკანაც ევროპა უკვე ცენტრალური ღერძი კი არ არის, არამედ რეგიონული დონეა, ეს არის გლობალიზაციის განვლილი ეტაპი. ეს არის მხლოდ უზრუნველყოფილი ზურგი, მსოფლიო ისტორიის ჩამოყალიბებადი ანგლო-ამერიკული ღერძისთვის.

მეტად სიმპტომატურია საფრანგეთისა და გერმანიის ახლანდელი მკვეთრი განცხადებები, ამერიკული მზადყოფნის (გადაწყვეტილების, решимость) გამო, მიმართოს დარტყმებს ერაყის წინააღმდეგ მსოფლიო საზოგადოებრიობის ან თუნდაც თავის მოკავშირეთა აზრის გაუთვალისწინებლად. ეს კრიტიკა, ისეე როგორც დ. რამსფელდის უცერემონიო მკვახე პასუხიც, ასახავს წინააღმდეგობათა გამოვლინებას კონტინენტურ ევროპასა და ანგლოსაქსონურ სამყაროს შორის მისი მსოფლიო ამბიციებით. ამ წინააღმდეგობებს, რომლებსაც უნარიანად ახშობდნენ “საბჭოთა მუქარით”, გაცილებით უფრო ღრმა ფესვები გააჩნია, ვიდრე ომისშემდგომ ერთიანობას სსრკ-ის წინააღმდეგ.

როგორც ჩანს, ევროპელებმა იგრძნეს, რომ მსოფლიო პოლიტიკის გლობალიზაცია, რომელსაც ისინი ყველანაირად მხარს უჭერდნენ “პან-ევროპულ” ეტაპზე – უკანასკნელი ანტიატლანტიკური კუნძულების განადგურება კონტინენტზე (იუგოსლავია) და დასავლურ სტრუქტურაში აღმოსავლეთ ევროპის ჩათრევა (втягивание), უკვე აღარ ემსახურება ევროპულ ინტერესებს, ისინი იქცევა ანგლოსაქსების ინსტრუმენტებად.

მაგრამ ამერიკული ამბიციების გარდაუვალი შეჯახება სხვა სამყაროების წინააღმდეგობასთან, რომელთაც შთანთქავს ამერიკული გლობალური მმართველობა, ევროპაზე აისახება გაცილებით უფრო მტკივნეულად.

გლობალიზმის იდეოლოგია და გარდაუვალი პასუხი – დასავლური ცივილიზაციის მსოფლიო ამბიციების დაბადება

დღევანდელი მსოფლიო გვიჩვენებს აშკარა კონფლიქტს დასავლურ “ზესახელმწიფოსა”, რომელიც პრეტენზიას აცხადებს მსოფლიოს მმართველობაზე, და ჩახშობილი (დათრგუნული) ცივილიზაციების ტრანსსასაზღვრო (трансграничное) მოგერიებას შორის, რომელიც ვლინდება სხვადასხვანაირი ფორმებით, მათ შორის ტერორიზმის ფორმითაც, რომელსაც მთვარობები ვერ აკონტროლებენ. აშშ ოსტატურად იყენებს მსოფლიო ცივილიზებული საზოგადოებრიობის საფრთხობელას, პასუხისმგებლობა გადააქვს სხვა ქვეყნებზე და ისწრაფვის არადასავლური სამყაროს სახიფათო ტემპებით მზარდი მრისხანების მათზე მიმართვისკენ. ამან უკვე სახიფათოდ დაძაბა ურთიერთიბა ქრისტიანულ და არაქრისტიანულ სამყაროებს შორის, უწინარეს ყოვლისა ისლამურ სამყაროსთან და შედეგად შესაძლოა საქმე მიიყვანოს კატასტროფულ დაჯახებამდეც მათ შორის.

ანგლოსაქსონური ისტორიული აზრის პატრიარქმა (უნდა იგულისხმებოდეს არნოლდ ტოინბი – ი. ხ.) თითქმის 30 წლის წინ დაგვიტოვა საოცრად შორსმჭვრეტელური შენიშვნები: “თანამედროვე დასავლეთის კონცენტრულმა შეტევებმა ისლამურ სამყაროზე აღნიშნეს (მოასწავეს) ახლანდელი შეჯახებაც ორ ცივილიზაციას შორის. აშკარაა, რომ ეს უფრო მსხვილი და პატივმოყვარული ჩანაფიქრის ნაწილია, სადაც დასავლური ცივილიზაცია მიზნად ისახავს არც მეტს და არც ნაკლებს, თუ არა მთელი კაცობრიობის ჩათრევას ერთიან საზოგადოებაში და კონტროლს ყველაფერზე, რაც არის დედამიწაზე, ჰაერსა და წყალში, და რის მიმართაც შესაძლებელია გამოყენებულ იქნას საქმის სარგებლისათვის თანამედროვე დასავლური ტექნოლოგია. იმას, რასაც დასავლეთი ახლა უკეთებს ისლამს, იგი ამავდროულად უკეთებს ყველა ამჟამად არსებულ ცივილიზაციასაც – მართლმადიდებლურ-ქრისტიანულ სამყაროს, ინდუისტურსა და შორეულ-აღმოსავლურს... ისლამისა და დასავლეთის თანამედროვე შეჯახება არა მხოლოდ უფრო ღრმა და ინტენსიურია, ვიდრე ნებისმიერი უწინდელი, იგი ასევე წარმოადგენს მეტად დამახასიათებელ ეპიზოდს დასავლეთის მისწრაფებაში ვესტერნიზაცია ჩაუტაროს მთელ მსოფლიოს”.

მსოფლიოს სტრუქტუტულ გადაკეთებაში (გადანაწილებაში), რომელმაც შეიძინა უკვე არა ევროპული, არამედ ევრაზიული მასშტაბები ავღანეთსა და შუა აზიაში შესვლის შემდეგ, გაშიშვლდა გლობალიზმის იდეოლოგიის რეალური ხორცშესხმა აშშ-ის ეგიდით, აგრეთვე მისი მიღწევის მეთოდებიც. მცირე სახელმწიფოები, რომლებსაც არ შეუძლიათ თავდაცვა, არსებობას აგრძელებენ მხოლოდ მათდამი ძლიერის შემწყნარებლური დამოკიდებულების გამო. ეს არის კლასიკური ლიბერალიზმის როგორც ფილოსოფიისა და დასავლური დემოკრატიის როგორც პრაქტიკის ღრმა კრიზისი, რომელთა გულისთვისაც რუსეთმა მსხვერპლად გაიღო არა მხოლოდ თავისი როლი დიდი დერჟავისა, არამედ რაც უფრო მნიშვნელოვანია, თავისი გეოპოლიტიკური მისიაც წონასწორობის დამჭერისა (შემნარჩუნებელისა). ამერიკული სტრატეგია შესაძლებელი გახდა მხოლოდ ძირითადი გეოპოლიტიკური საპირწონის ჩამოშორებისა და რუსეთის პოლიტიკური წონის განუხრელად შემცირების შემდეგ.

დაანგრია რა წონასწორობა, რომელზედაც ემყარებოდა მსოფლიო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, და თავიდანვე დაანახა რა ყველას თავისი თავი ისეთ დერჟავად, რომლის წინააღმდეგაც უსარგებლოა შეკავების საერთაშორისო-სამართლებრივი და ტრადიციული შესაძლებლობები, აშშ აღმოჩნდა ახალი გამოწვევების წინაშე. ეს არის ბირთვული იარაღის გავრცელება (расползание) და მის მიერვე გამოზრდილი ძალები, რომლებიც არ ექვემდებარებიან არანაირ ადამიანურ კანონებსა და საერთაშორისო წესებს. გარდაუვალ პასუხად ასეთ მსოფლიო პოლიტიკაზე, რომელსაც სრულებით არ გააჩნია ანალოგიები წარსულის ტრადიციებში, იქცა “ტერორიზმი”. ამერიკელ მოქალაქეთა უსაფრთხობა, ტრადიციული კრიტერიუმებით აშშ-ის დაუმარცხებლობის ფონზე, პარადოქსულად აღმოჩნდა გაუგონრად დაბალ დონეზე.

გაერო-ს წესდებაზე, ჩაურევლობისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ნგრევის სახიფათო შედეგად იქცა ტენდენციაც ბირთვული იარაღის კიდევ უფრო სწრაფად გავრცელებისკენ. აშშ-მა ბევრწილად თავად დაბადა აუცილებლობა და სურვილი იმისა რეგიონულ სახელმწიფოებში, რომ ჰქონდეთ ბირთვული იარაღი. ბიპოლარული მსოფლიოს ნგრევისა და ვაშინგტონის მიერ აზიასა და ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური არასტაბილურობის ინსტრუმენტის სახით თავისი პარტნიორების წახალისების პირდაპირ შედეგად იქცა ბირთვული იარაღის შეძენა (შექმნა, обретение) პაკისტანისა და ინდოეთის მიერ, ბირთვულ შემუშავებათა წარმოება ისრაელში, ირანსა და თავის დროზე ერაყშიც.

ქვეყნები, რომელთა პოლიტიკაც არ იმყოფება აშშ-ის ორბიტაში, მისი დიქტატისა და ჩარევის შიშით, შემდგომშიც ეცდებიან ბირთვული იარაღის მიღებას, რომელსაც, როგორც ჩანს, მხოლოდ ერთს შეუძლია კიდეც ძალისმიერი ჩარევისგან გარანტირება ადამიანის უფლებებზე ჰუმანიტარული ზრუნვის ან თავისი თავის ან თავის მოკავშირეთა დაცვის საბაბით იმ მითიური მუქარისგან, რომელიც გამომდინარეობს მასობრივი განადგურების იარაღის არასასურველ ხელებში თავად არსებობის ფაქტიდან.

ეს ბუმერანგი ეხება უწინარეს ყოვლისა თავად აშშ-ის ინტერესებს, შეცვალა რა მისთვის სიტუაცია, როდესაც არ არსებობდა მისდამი მტრული ბირთვული სახელმწიფოები მისი მეტოქის – სსრკ-ის გარდა. რუსეთისთვის ასეთ სიტუაციაში სიახლე არ არის. მის გარშემო ადრეც იყო სახელმწიფოები, აშშ-ის გარდა, რომელთა ბირთვული მუხტებიც აღწევდა მის ტერიტორიას. სწორედ ერთპოლუსიანი მსოფლიოს დიქტატის სისტემურმა პოლიტიკამ უკანასკნელ ათწლეულში მიიყვანა საქმე ძალის გამოყენების ზღურბლის სერიოზულ შემცირებამდე, ამასთან არა მხოლოდ ჩვეულებრივ შეიარაღებათა სფეროში. პოლიტიკური აზრით შემცირდა (დადაბლდა) ჩვეულებრივი ომის ზღურბლიც. ბირთვული იარაღი გადაიქცა უკვე არა გლობალური, არამედ რეგიონული დონის ფაქტორად, რომელზე კონტროლიც პერსპექტივაში მეტად რთული იქნება.

მასობრივი დაზიანების იარაღის გავრცელება (расползание), რა თქმა უნდა, ნეგატიურ მოვლენას წარმოადგენს.

მაგრამ არ უნდა გვავიწყდებოდეს, რომ იურიდიული თვალსაზრისით ბირთვული იარაღის ქონა აბსოლუტურად არ არის აკრძალული და არ წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის დარღვევას. დარღვევას წარმოადგენს საერთაშორისო ხელშეკრულებებით თავის დროზე აღებული ვალდებულებების საიდუმლო არდაცვა (არშესრულება). მაგრამ აშშ სჯის ყველას, ვინც ბედავს განახორციელოს თავისი უფლება. იგი მათ წინააღმდეგ იყენებს ძალას და ემუქრება ძალის გამოყენებით, მაგრამ სწორედ ეს არის კიდეც აკრძალული თანამედროვე საერთაშორისო სამართლის მიერ. უარის თქმა ძალის გამოყენებაზე და ძალის გამოყენების მუქარაზე დაფიქსირებულია გაერო-ს წესდების მე-2 (4) თავში საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური პრინციპების სახით. ლიბერალურმა გლობალიზმმა დიდი ხანია უარი თქვა საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ პრინციპებზე – უწინარეს ყოვლისა სახელმწიფოთა თანასწორობის პრინციპზე და ამორჩევით თავს ესხმის მხოლოდ მათ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან აშშ-ის გეოპოლიტიკურ გეგმებს მსოფლიოს დაუფლებაზე.

იურიდიული თვალსაზრისით არა თავად მასობრივი განადგურების იარაღის შემუშავებათა არსებობა ერაყის ხელში, არამედ მხოლოდ სხვა ქვეყნების წინააღმდეგ მისი გამოყენების დამტკიცებული განზრახვა წარმოადგენს საფუძველს ამ მდგომარეობის გამოცხადებისთვის “მუქარად საერთაშორისო მშვიდობისთვის”, რომელიც გაერო-ს წესდებით წარმოადგენს გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ განხილვის ობიექტს. ამასთან უშიშროების საბჭოს აქვს უფლება შესთავაზოს ზომები და სანქციები, რომლებიც სულაც არ არის აუცილებელი, რომ იყოს ძალისმიერი.

ნატალია ნაროჩნიცკაია
საიტზე pravoslavie.ru გამოქვეყნდა 20/02/2003
მოგვიანებით განახლებულ იქნა საიტზე narochnitskaia.ru

თარგმნა
ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment