Friday, April 29, 2011

Mariam Ksowreli-Chartischwili -- Lyrik aus Georgien

Mariam Ksowreli /aus Georgien, Tbilisi/ veröffentlicht ihre Gedichte und Übersetzungen vom Deutschen aufs Georgisch in der literarischen Zeitungen und Zeitschriften, gibt die Bucher heraus.

Von außen ins Innere, ihre Welt sehen, eigene Abgründe und eigenen Himmel beschreiben, die untaugliche Kräfte überwinden, – darüber zu schreiben, ist der Autorin eigen, aber wie es ihr gelingt, das muß der Leser beschätzen. Hier sind die Gedichte aus fruherer Zeit gegeben.

In den vorigen Jahren sie hat folgende Literatur veröffentlicht:
a). Die eigene Lyrik – Mariam Ksowreli „Gedichte“, Tbilisi, 1996 Verlag „Rubikoni“.
_ Veröffentlichte Gedichte in den literarischen, religiösen Zeitungen und Zeitschriften.
_Kritischer Artikel „Manches über die heutige georgische Literatur“,literarische Zeitschrift „Tschweni Mzerloba“,2006 #16.
_Gedichtsammlung der Autorengruppe „Die Weinleise des schönen Wortes” (gebildet von M. Ksowreli-Chartischwili, 2010 Tbilisi), Verlag “Griphoni”.
_Rezension “Über ein neues, achtzugebendes und ein nützliches Buch” (von Nino Bakanidse “Anna im Wunderland”), literarische Zeitschrift “Cheleuri”, # 1, 2011.

b). Übersetzungen auf Georgisch vom Deutsch:
1. Lao-Tse, Tao Te King (aus Deutsch übersetzt vom Chinesisch: N. Federmann - Laotse, Tao Te King, München 1921 und G. Debon Lao-Tse, Tao Te King, Stuttgart 1961) georgisch in Zeilen. (Die Übersetzung wurde durch den Auftrag des Collegiums erfüllt).
2. Upanischaden (bestimmter Teil) die Übersetzung in Zeilen (Die Übersetzung wurde durch den Auftrag des Collegiums erfüllt).
3. Kira Sinos “Der Stamm der Mammutjäger“, Tbilisi 1994, Verlag „Das Kinderbuch“.
4. F. Hölderlin „Die Hoffnung der kommenden Jahrhunderte“, Tbilisi 1999, Verlag „Lomisi“ (Die erwählte Literaur 33).
5. H. Hesse „Narziss und Goldmund“, Tbilisi 2001, Verlag „Otar Karalaschvili“.
6. Zweite Ausgabe, Tbilisi 2009 Verlag SIESTA.
7. Angelus Silesius „Der Cherubimische Wanderer“ (I Buch), die Zeitschrift „Saundshe“, Tbilisi1993. Vom Verlag SIESTA zur Edition vorbereitet.
_ 2010 vom Bildungsministerium Georgiens eine der sechs ausgewählten Übersezungen genannt.
8. Ziegfried Lenz „Der seelische Ratgeber“, Erzählung, „Riza“, 1991, # 4 (Suchumi).
9. Selma Lagerlöf „Erzählungen“, gedruckt in den Zeitschriften: „Riza“ (Suchumi), „Droscha“ (Tbilisi). Vom Verlag SIESTA zur Edition vorbereitet.
10. Die Muster der deutschen Poesie – gedruckt in den literarischen Zeitungen „Rubikoni“, „Kawkasioni“, „Mesame Gsa“, „Gsa“.
11. G. Robakidse, Die Briefe an Nikos Kasandsakis, gedruckt im Buch „Der purpurrote Wiederspiegelung des grossen Brandes“, T. Meskchi, Tbilisi 1996.
12. „Die kleine Anthologie der deutschen Poesie“, Tbilisi 2009 Verlag SIESTA (Volksgedichte, Paul von der Aelst, Goethe, Hölderlin, Eichendorff, Mörike, Lenau, Heim, Trakl, Rilke, Hesse, Strittmatter, Novalis).
13. „Gedichte von Eichendorff“, Übersetzungen, Literarische Zeitschrift „Cheleuri“, Tbilisi 2009 #4.
14. Fr. Schiller „Wallenstein“(Adaptation, Analyse, Geschichte) – das Buch wird vom Verlag SIESTA zum Druck vorbereitet.
15. Brentano, K. M., Sophie Mereau. Neu übersetzte Gedichte, Lit. Zeitschrift „Cheleuri“ 2010 # 2.
16. H. Hesse, „Das Glasperlenspiel“, ein Fragment – von „der Berufung“, Lit. Zeitschrift, „Tschweni mzerloba“, 2011 # 5.
17. Mit dem Mann zusammen übersetzte Gedichte, vorläufig 15 Gedichte aus der deutschen Militärdichtung (als historische Hinsicht), www.defencegeorgia.blogspot.com.

Zur Zeit arbeite ich an der Übersetzung des Romans von H.Hesse „das Glasperlenspiel“.
Im November 2003 wurde in Tbilisi während „der Hessetage in Georgien“ vom Goethe Institut das Buch „Narziss und Goldmund“ von H. Hesse präsentiert.
2010 Frühling, das Buch „Die kleine Anthologie der deutschen Dichtung“ wurde von der Goethe Literarischen Gesellschaft präsentiert.
2011. 26. 09. Radio „Tawisufleba“, Rubrik „Bibliothek“, von M. Charbedia, über Hesses Übersetzungen in Georgien, nämlich „Narziss und Goldmund“.



* * *

მე არ ვტიროდი.
მე ვისმენდი სხვათა ტირილებს
და შევდიოდი მამლის ყივილში
და ძაღლის ყეფას მივყვებოდი იმ ადგილისკენ,
სადაც გოდებენ მხოლოდ უხმოდ,
მე არ ვტიროდი.



* * *

Ich weinte nicht.
Ich hörte anderer weinen
und trat ins Hahneskrähen
und das Hundesbellen führte mich
zu jener Stelle,
wo man stimmlos klagt,
ich weinte nicht.


ტანჯვა

მთვარისფერი სახე
სევდაში გარდამეცვალა.
თვალების სხივი
მიწას აფიქრდება
და ფორმათა ჩაკეტილი სიმარტოვე
მიუკარებლად
გამოუთქმელ სიმყუდროვეში მიმეძალება.
მდინარედ მივალ,
მარადს შევერთვი
ვერამოსუნთქვად.


DIE MARTER
Mein Mondgesicht ist
in Wehmut verstorben.
Die Augenstrahlen
denken an die Erde
und die Einsamkeit der geschlossenen Formen
jagen mich unfaßbar
in die heimliche Stelle.
Als Fluße fließe ich
und münde in die Ewigkeit
unausatmend.


* * *

გზა შედის
უსიერ ტყეში,
სადაც ხარობენ
შავი ხეების
მწვანე დღეები, _
და მე მივყვები. . .
ჩემი ღრუბლები
შენზე ტირიან
დიდი ხანია, _
დავიწყებიათ საკუთარი.


* * *

Der Weg geht
In den dichten Wald ein,
wo sich die grünen Tage
der schwarzen Bäume freunen, –
und ich schreite.
Meine Wolken weinen Über dich,
Alles Eigene haben sie
Schon lange vergessen.


* * *

მთვარე ჩადგა,
ჩაწვა სამთვაროს.
ის იღვრებოდა ღამის სიუცხოვით.
(გადამილოკეს სიხარული).
და ჩადის ნახევარმთვარე
მკვდარი სისავსით.


* * *

Der Mond hat sich
in den Mondschoß gelegt.
Er schwieg in der wunderlichen Nacht.
/Man beleckt mir die Freude/.
Und geht der Halbmond
mit beschlossenen Fülle unter.


* * *

შენმა ნაცრისფერი წვიმიანი
ღამეების სიჩუმემ
ჩემი იისფერი სიმყუდროვის
სარკმელებთან ჩამომსხდარი
გათოშილი ბეღურების
უსინთლო იმედების
უმწეო ზღაპრები
დაათრო.


* * *

Deine Stille
Der grauen regnerischen Nächte
hat hilflose Märchen
lichtloser Hoffnungen
der an den Fenstern
meiner violettablauen Gemütlichkeit sitzenden,
gefrorener Sperlinge
betrunken gemacht.


* * *

შენ გარდამცვალე ყველას გულებში,
გადამაფარე ჩემეული ჩუმი საღამო.
მიმაცილებდა გალობა შაშვის. . .
თვალთ ყოველივე
გაიმარტოვეს,
ო, ისე მყუდროდ,
ამომისუნთქე
ვით სამუდაოდ.


* * *

Ich bin in allen Herzen gestorben
und bin mit meinem stillen Abend umgehüllt.
Mich begleitet das Singen der Drossel.
Alles ist in meinen Augen
einsam geworden,
so still,
als bin ich von der Ewigkeit
zum erstenmal ausgeatmet worden.


საღამო
ბინდი მიცურავდა
და ყანაც ღვინისფრად სთვლემდა,
მომკილ თავთავებს
მოხუცი ცოლ-ქმარი
კონებად კრავდა,
ყრმა მწყრებს დასდევდა,
ხბო ბალახობდა,
შაშვი გალობდა, _
ბინდი მიცურავდა. . .


DER ABEND
Die Dämmerung schwamm her
und der Acker schlief weinfarbig,
die geschnitten Ähren
hauften die alten Eheleute,
der Jungling folgte den Wachteln,
das Kälbchen graste,
die Drossel sang…
Die Dämmerung schwamm her.


* * *

ცა დუმილისფერობდა
ღრუბელთა მწუხრში,
როგორც ქვათა ოცნების
სიზმარში გაჭრა.
მიწა ეხვეოდა საღამოს ხელებით
და იხუტებდა დახურულ მკერდთან.
მეფობდა ღამის უმანკო გოდება;
სიჩუმე წურავდა დარდიან მანდილს
და გვატკბობდა.


* * *

Der Himmel schwieg im Wolkenbetrübnis
wie in den Träumen – die Steine.
Er faste die Erde mit den Abendhänden
Und herzte sie an die geschlossenen Brust.
Es herrschte reines Nachtklagen.
Die Stille wringte die traurige Decke
Und machte uns süß.


* * *

შენი ხეების დამტვრეული ტოტები,
ნაადრევად ზამთრიანი,
ჩემი მთვარიანი ღამის კალთაზე დაიყარა. . .
ჩემი პატარა ვარსკვლავები,
სიზმრიანი, ცისფერი ყვავილები
თოვლის ფანტელებით დაიფარა.


* * *

Die zerbrochene Äste
deiner frühwinterlichen Bäume
sind auf den Schoss meiner Mondnacht gefallen.
Meine kleine Sterne
im Traum gesehene, blaue Blumen
sind mit den Schneeflocken bedeck.


* * *

შენ იფერებ
მხოლოდ შენ მსგავსებს,
მხოლოდ პოეტებს. . .
შენ წვიმხარ ჩემი დღეების ფერით
და ვმყუდროვდები.
მიედინები და ისევ ის ხარ.
მოვარდება მერე ხანი
და ისე მიხვევს,
რომ ხელმეორედ ამოფეთქვით,
ოჰ, მერამდენედ ვიბადები!
ჩვილის ცრემლების ნათლით
ყველას გეხვევით,
თქვენ, ვინც ეხვევით
ბორბალზე ბედის.


* * *

Du hast nur deinesgleiche, nur Dichter bei dir.
Es regnet
und der Regen hat eine Farbe meiner Tage
und ich werde still.
Du bist es wieder.
Und dann kommt zu mir
dieWeile rasch und hinterlistig
und packt mich so,
daß ich mit dem wiederneuen Auferwachsen,
o, wievielmal geboren bin.
Mit dem Licht der Säuglingstränen
Herze ich alle,
die,die auf den Knäul des Schicksals wickeln.


* * *

მიუცხოვდება წარსული
და ძვალდება დარდი.
ჩვენს შორისა წევს
სიჩუმისფერი სივრცე.
ყოველ საღამოს მე ვიბადები
და ღამეული გაზაფხულებით
გიახლოვდები.
(მე ვხედავ დედამიწას,
როგორ ამოსდის ტანზე ყვავილი
და მეხილება სამყარონი სულიერ თოვის).


* * *

Mir entfremdet die Vergangenheit
und der Gram wird Knochen,
zwischen uns liegt stillfarbige Ferne.
An jeden Abend werde ich geboren
und mit dem nächtlichen Frühling
nahe ich dir.
Ich sehe die Erde ihr die Blumen blühen
und sehe ich auch die Welten
des seeligen Schneiens.


წვიმა

წვიმს.
გული წვიმის
მიწად იგრძნო
კოსმიურმა ცრემლმა,
გულმა ჩემფერმა.
ჩავინისლები
და დავრჩები სამუდამოდ,
ვითა სიზმარი,
რომელსაც ვეღარ იხსენებენ _
იწვიმებს ბევრჯერ ათასფერებად.


Der Regen

Es regnet.
Mein Herz – kosmische Zähre –
hat sich das Regensherz
als die Erde gefühlt,
werde ich nebelig
und bleibe immer
wie ein Traum,
an welchen man sich nicht erinnert.
Es wird tausendfarbig regnen.


ჟამს ფერისცვალების

ქარი ქრის,
ქარი ქრის
და მე ვარ საყდრად _
ჩემს სიმარტოვედ.
მდინარის შუაწელი
ღამისკენ მიიქცა,
დამძიმდა სარკმელთან
ცის ჩამონაჭერი
და დმიღონდა ფერი მტრედისა _
ჩაფერფლილ სახიდან აღმდგარი თვალები.


Die Verfärbung

Der Wind weht
und ich bin in der Kirche, –
in meiner Einsamkeit.
Der Mittenteil des Flußes
fließt zur Nacht.
Das Himmelstück wurde
am Fenster schwer
und ist mir die Farbe der Taube
trüb geworden, –
die von eingeäscherten Gesicht
auferstehende Augen.


ქება შემოდგომისა

სიტკბოს მოწეულს,
დაბინდულ ძოწეულს,
გადასცემ ნაყოფს
და მერე ფიქრად ჩამოიფოთლები,
დადგები სხივოსანი,
გარინდების ფრთოსანი,
და თესლს ნაყოფისას
დაესიზმრები და აუხდები.
სიტკბოს მოწეულს,
დაბინდულ ძოწეულს, უძღვნიან ნაყოფს. . .


LOB DES HERBSTES

Die Süßigkeit der Fülle, –
dämmernder Granat –
gibst du der Frucht über
und dann beginnst du die Blätter –
die Gedanken zu fallen.
Du wirst strahlend stehen, –
der Vogel des Erstaunens –
und der Same der Frucht
sieht dich im Traum,
und ihm wird der Traum erfüllen.
Die Süßigkeit der Fülle –
dämmernder Granat
gerne der Frucht bringt man der.


* * *

შენი არს უფალო,
მსუფევი ყოველი.
შენდამი მომნდობი
წყალობას მოველი.

დაჩრდილე ცოდვანი,
სინათლით დაფარე.
მივუხვდი განსაცდელს,
არცოდნა მაკმარე.


* * *

Deiner ist, Gott, Herr,
jeder Wesende,
auf dich Gehoffte
Gnade erwarte.
Sünden mir beschatte,
Versuchung verstehe
mit Licht bedecke.
Unwissen gestehe.


* * *

სინანულის დიდ ქვეყანაში
დრო უსასრულოდ გამეფებულა.
ო, მერამდენედ
ლოკავს წყალი
ზღვის სანაპიროს.
თვალ-მარგალიტი
ფსკერით ამომაქვს
დრო და დრო თმენით.
მაცხოვრის ხატის წინ
იფრქვევა
ნაჟური ჩუმი.


* * *

Die ewige Zeit herrscht
im großen Reueland,
wievielmal leckt und leckt
die Wellen den Meeresstrand.
Aus dem Meeresgrunde
die Perlen ziehe ich
Zeit zu Zeit dauernd
Von den Augen fließen sie
Vor dem ungeschafften Bild.


* * *

სულისა წმიდის იდუმალებას
რომელიც ჩაწვდა,
მიხვდა, იხილა:
დრო–ჟამ ცვალებით
გვამი იფერფვლის
და შეერთვება
სიჩუმით მეტყველ მარადისობას...


* * *

Wer sich ins Geheimnis des heiligen GEISTES
vertieft hat,
der hat verstanden…
Mit der Veränderung der Zeit
wird die Leiche in die Asche versetzt
und mündet in die stillsprechende Ewigkeit.


ლიტანიობა

სულისწამღები სიმყუდროვითა და სიჩუმით,
ნათლიანი ბინდით ჩაკარგულა გზა,
შენსკენ მავალი, შენი წიაღისკენ, ადამიანო,
გზა მარტოული, მოხილული ღვთის
სხივოსნობით,
გზა უღრან ტყეში,
სად ხეთა ჩრდილი
უტყვი დინებით
უბრუნდება საკუთარ სახეს,
და სად შროშანა ცრემლიანი ზარებით
ხარობს
და მგალობელი ტყისა ფრინველი
გზად გეგებება _
ხმა მოღაღადე, _
რათა დათრგუნო შიში ნადირთა _
ხმა ძალოვანი. . .
გზა შენსავ თავში,
შენი სახლისკენ მიმავალია,
დასაწყისია და დასაყრდენი,
საყდარია შენი ხატების,
შენი, უფალო.
მარადწვანეა ჩვენი ღიმილი და
მოკრძალება. . .


DIE FEIER
/Der Weg zum Gott/

In wunderlicher Gemütlichkeit und Stille,
in heller Abenddämmerung ist der Weg verloren,
der zu dir gehende, zu deinem Schatz, Mensch,
der Weg ist einzig, mit Gottesstrahlen erleuchtet,
der Weg durch den dichten Wald,
wo die Schatten der Bäume mit stimmlosen Fließen
in eigenes Gesicht zurückkehren,
wo sich die Meiglocken mit ihren Tränen freuen
und der singende Waldvogel
kommt dir entgegen –
die flehende Stimme, –
weil du die Angst der Waldtiere –
die starke Stimme –
überwinden wirst.
Der Weg ist zu deinem Innere,
zu deinem Haus gehend,
ist der Anfang und die Stütze,
ist die Kirche Deines Bildes,
Deines, Herr.
Immergrün ist unser Lächlen und die Ehrfurcht.


ლოცვა

მომხედენ, უფალო,
გააღვიძე ჩემში სიხარული შენი და
კეთილნი საქმენი შემასრულებინე.
სიბეცისა გამო ნცრისფრად იქცა შუქი ჩემი
და უგუნურების შეცხადების გამო მწუხრად ვიქმენი და
ზედმეტი მგრძნობელობისა გამო
მცირედღა შემწევს ძალა მე ბრძოლისა.
შენად მომაქცია გაჭირვებამ, _
მფარავდე მარად.
განვიდეს ყოვლისაგან ფუჭი ღირსებანი და
მთლად საკუთარი სამყაროს შენად მოქცევის
კრძალვა და შიში მოენიჭოს,
რამეთუ მშვიდობაი მოწეული თმენით და
მთელი არსების ყურად შენად მოპყრობა
ღირსგვყოფს ჩვენ სუფევად.
გვიწყალე, ღმერთო ჩვენო, და
ჩვენი უვიცობისა გამო
ნუ მიიქცევ პირსა ჩვენგან,
შენ ჩაგვისახე სიხარული შემდგომ ტანჯვის გადატანისა.


DAS GEBET

Sieh mich Gott,
erwache in mir deine Freude…
wegen des Nichtsehens ist mein Licht grau geworden
und wegen des Erlebens der Unvernünftigen
werde ich gedämmert und
mit überflüssiger Empfindlichkeit habe ich
mindeste Kraft, um zu kämpfen.
Die Not hat mich zu Dir geführt,
hüte mich ewig.
Laß von jedem leere Würde gehen
und diesen mit eigener Welt zu Dir beckehren,
um ihm Angst und Bescheidenheit zu geben,
denn der mit Geduld eroberte Friede
und das an Dich wendende ganze Wesen werden uns lebenswürdig.
Erbarme uns Gott, und
wegen unseres Unwissens nimmst du Dein Gesicht
von uns nicht zurück,
gebäre in uns Freude nach dem Ertragen der Not.
Herr, Du bist hoch.


ბუნებითი ცხოვრება

შაშვი იძახის,
ნეტარად გალობს,
ადიდებს უფალს,
თვის თავს ვერ ფარავს.
თავს ვხრი მადლობით
წინაშე ღვთისა.
ოდეს დიდებით
მე არ მიქია,
ვიდრეკ ქედს კრძალვით.
როს მერეოდა ძალა ამაო, ამქვეყნიური,
მასულდგმულებდა ციური ძალა,
თრგუნავდა ნებას.
არის ცხოვრება ნამდვილი, წმინდა,
მივიწყებული ყოველი მხრიდან.
ფრინველ-ყვავილნი,
ღვთის ხელით ქმნილნი,
ხარობენ თვისთვის.
უსიყვარულოდ ძენი კაცისაც
რომ ვერა სძლებენ?
ნუთუ დარჩება გარნა სულისა
რამე მუდმივი ამ ქვეყანაზედ?


DAS LEBEN NACH DER NATUR

Die Drossel singt,
sie ruft wohl,
lobt den Herren,
kann nicht dankbar
von dem Gott;
denn habe ich Ihn nicht mit Pracht gelobt,
huldige ich undächtig.
Als die irdische, starke Kraft
mich beweltigte,
gab mir die Hoffnung
die himmlische Kraft.
Gibt es Leben wahrhaftig, rein,
vergessen von allen Seiten.
Vogel und Blumen,
vom Gott geschaffen,
freuen sich selbst;
ohne Liebe können die Menschen doch nicht leben.
Wird vom Menschen außer dem Geist
Auf der Erde etwas bleiben?


მხედართა დაკრძალვა სოფელში

წყვილ-წყვილად მიაქვთ თქვენი ცხედრები
დღეს-ხვალიობით. . .
სუნთქავს სოფელი, ის ცხოვრებას მაინც აგრძელებს.
თქვენი დუმილი აჯავრიანებს შეწუხებულებს.
სიცხეა მწველი, ქარი დაჰქროლებს.
სროლის ხმა ისმის;
ეს ნიშანია ავბედითი ჟამიანობის,
დედაბუნებას რომ ეუცხოვა.
წამს ირინდება ყველა სულდგმული,
და ოდეს კარი იმა ქვეყნისა მთლად განიხვნება,
მამლიხ ყივილი ერთიანად მარადისობას
აახმიანებს. . .
შედიხართ იქით,
ჩვენ აქეთ ვრჩებით.
განშორებულნი მაინც ერთად ვართ.
ამაღამ ჭოტი უკვდავების ხმით დაიძახებს
სახელებს თქვენსას,
და გარდასული წინაპრები, დაოსებულნი გარინდებით, შეირხევიან
და ცას დაცხრილულს ვარსკვლავებით ჩვენ დაგვილოცვენ,
ნეტარ არს იგი, ვის შეწირულის ლოცვა ეწევა.


DIE BEGRÄBUNG DER REITTER IM DORF

Paar auf Paar trägt man ihre Leichen
heute, morgen…
Atmet das Dorf, es setzt das Leben doch fort.
Euer Schweigen macht den Betrübten traurig,
Heiß scheint die Sonne, der Wind weht.
Man hört die Stimme des Schießens.
Das ist ein Zeichen der bösen Zeit,
der Lärm ist der Mutternatur fremd.
Im Nu starrt jeder,
und wenn das Tor jedes Landes
ganz eröffnet wird,
das Hahneskrähen laßt die Ewigkeit rauschen…
Ihr tretet dorhin,
wir bleiben hier.
Die Getrennten sind wir doch zusammen.
In dieser Nacht wird eure Namen der Uhu
mit der Stimme der Unsterblichkeit rufen
und die jenseitsgegangenen gestarrten Ahnen
werden sich das fühlen
und werden uns den sternklaren Himmel segnen.
Selig ist der, wen das Gebet des Geopfarten hört.

von der Autorin übersetzt

Wednesday, April 27, 2011

აშშ–ის შეიარაღებული ძალები 1970–იან წლებსა და 80–იანების დასაწყისში

(ნ ა წ ი ლ ი V)

XVI. სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის ორგანიზაცია აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში 1970-იან წლებში

საბჭოთა სამხედრო პერიოდიკის მიხედვით, 1970-იან წლებში აშშ-ის მილიტარისტული წრეები უარყოფდნენ საერთაშორისო დაძაბულობის განმუხტვის განმტკიცებაზე მიმართულ საბჭოთა კავშირის დასაბუთებულ წინადადებებს, აგრძელებდნენ გამალებულ შეიარაღებას და ისწრაფვოდნენ სსრკ-ზე სამხედრო-ტექნიკური უპირატესობის მიღწევისკენ. ამასთან განსაკუთრებულ მნიშვნელობას ისინი ანიჭებდნენ შეიარაღებულ ძალებში სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის (მტი, НТИ) ორგანიზაციასა და სრულყოფას (ჟურნალისრედაქციისშენიშვნა: აშშ–ის თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო მუშაობის პრაქტიკაში არ იყენებდნენ ტერმინს „სამხედრო–ტექნიკური ინფორმაცია“, არამედ იყენებდნენ ტერმინს „სამეცნიერო–ტექნიკური ინფორმაცია“, „ტექნიკური ინფორმაცია“, „სამეცნიერო ინფორმაცია“ და ა. შ.).

1970-იანი წლების შუახანებში სამეცნიერო კვლევებისა და შემუშავებების საინფორმაციო უზრუნველყოფისთვის შექმნილი იყო სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის ეროვნული სისტემა (მტიეს), რომელშიც შედიოდა მტი-ის ურთიერთშორის მოქმედი რამდენიმე დამოუკიდებელი უწყებრივი სისტემა, თუმცა კი ქვეყანაში არ არსებობდა მათი მუშაობის მაკოორდინირებელი ერთიანი ორგანო. სახელმწიფო მასშტაბით სამეცნიერო-ტექნიკურ ინფორმაციას ახორციელებდნენ დეცენტრალიზებულად, ფედერალურ და სხვა უწყებებში კი _ ცენტრალიზებულად. მტიეს-ი ყველაზე უფრო მჭიდროდ ურთიერთმოქმედებდა თავდაცვის სამინისტროს მტი-ის სისტემასთან.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროში სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის ორგანიზაციის ყველაზე უფრო სრულად წარმოდგენისთვის საბჭოთა ავტორები აუცილებლად თვლიდნენ იმას, რომ თუნდაც მოკლედ შეჩერებულიყვნენ იმ სხვა მნიშვნელოვანი ფედერალური უწყებებისა და დაწესებულებების საინფორმაციო საქმიანობაზე, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობდნენ თავდაცვის სამინისტროსთან.

მათი სიტყვით, სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის ეროვნული სისტემა აშშ-ში აგებული იყო უმთავრესად მოქმედი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების (მკც) ბაზაზე. 1973 წელს მეცნიერების მართვის უმაღლესი ორგანოების რეორგანიზაციის შემდეგ ამ სფეროში აშშ-ში სამხედრო სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო შემუშავებების (მკცკშ, НИОКР) და სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის საერთო ხელმძღვანელობა გადაეცა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს. ეს საბჭო ხელმძღვანელობდა აგრეთვე ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მუშაობასაც, რომელიც მოიპოვებდა სხვადასხვანაირ საზღვარგარეთულ ინფორმაციას და მისით უზრუნველყოფდა ქვეყანაში შესაბამის დაწესებულებებს. სამოქალაქო სფეროში სამეცნიერო კვლევებისა და მტი-ის საერთო კორდინაციის ამოცანა 1970-იანი წლების შუახანებში ეკისრებოდა ეროვნულ სამეცნიერო ფონდს, რომელიც ურთიერთმოქმედებდა პრეზიდენტთან არსებულ აღმასრულებელ აპარატში 1976 წლის მაისიდან შექმნილ სამმართველოსთან (სააგენტოსთან) მეცნიერებისა და ტექნიკის საკითხებში.

მეცნიერებისა და ტექნიკის საკითხებში ფედერალურ საბჭოში იყო სამეცნიერო-ტენიკური ინფორმაციის კომიტეტი, რომელმაც უკვე 60-იან წლებში შეიმუშავა ერთიანი ეროვნული საინფორმაციო კლასიფიკატორი. ამ კლასიფიკატორით შემდგომ ათწლეულში ხელმძღვანელობდა ქვეყნის ყველა საინფორმაციო ორგანო ბიბლიოგრაფიული მასალების შემუშავებისას.

სამხედრო მნიშვნელობის მტი-ში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და განსაკუთრებით ტექნიკურ მეცნიერებათა ეროვნული აკადემია. ამ აკადემიების სამუშაო ორგანოს წარმოადგენდა ეროვნული კვლევითი საბჭო. მას თავის დაქვემდებარებაში ჰყავდა დაახლოებით 500 კომიტეტი, რომელთაგან ბევრი ასრულებდა სამხედრო შეკვეთებს. ეს კომიტეტები პერიოდულად ამზადებდნენ და ავრცელებდნენ სხვადასხვანაირ მიმოხილვით ინფორმაციას, რომელიც მიდიოდა თავდაცვის სამინისტროს მტი-ში.

სამხედრო მნიშვნელობის ინფორმაციის მნიშვნელოვან წილს აშშ-ში შეადგენდა კონგრესის ბიბლიოთეკის, ვაჭრობის სამინისტროს მტი-ის ეროვნული სამსახურის ცენტრის (გამოსცემდა რეფერატების ჟურნალს Government’s Reports Announcements – GRA) საინფორმაციო მასალები, აერონავტიკასა და კოსმოსური სივრცის კვლევებში ეროვნული სამმართველოს (NASA, გამოსცემდა რეფერატების ჟურნალს Scientific and Technical Aerospace Reports – STAR) და ენერგიის სფეროში კვლევებისა და შემუშავებების სამმართველოს საინფორმაციო ორგანოები (ჟურნალის რედაქციის შენიშვნა: ენერგიის სფეროში კვლევებისა და შემუშავებების სამმართველო აშშ–ში შეიქმნა 1973 წელს ატომურ ენერგიაში კომისიის ბაზაზე).

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო ორგანოები ურთიერთმოქმედებდნენ აგრეთვე სხვა სამინისტროების, ფედერალური უწყებების ქვეყნის უნივერსიტეტებისა და სამრეწველო კომპანიების საინფორმაციო ორგანოებთან.

თავდაცვის სამინისტროს სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის სისტემა წარმოადგენდა აშშ მტი-ის ერთერთ ყველაზე უფრო სრულყოფილ სისტემას. იგი აერთიანებდა თავდაცვის სამნისტროს, აგრეთვე სხვა ფედერალური და კერძო დაწესებულებების საინფორმაციო ქვედანაყოფებს, რომლებიც მკცკშ-ში იყვნენ დაკავებული თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტების საფუძველზე (ნახ. 10).

[10–ე ნახატზე, რომლის სახელწოდებაცაა აშშ–ის თავდაცვის სამინისტროს სამეცნიერო–ტექნიკური ინფორმაციის ძირითადი ორგანოები, სტრუქტურის სათავეში ნაჩვენებია თავდაცვის სამინისტრო; მის დაქვემდებარებაში შედიოდნენ: თავდაცვის მინისტრის თანაშემწე დაზვერვაში, შტაბების უფროსთა კომიტეტი, პერსპექტიული სამხედრო კვლევების სამმართველო, სამეცნიერო–კვლევითი და საცდელ–საკონსტრუქტორო სამუშაოების სამმართველოს დირექტორი, მომარაგების სამმართველო, ინფორმაციის ანალიზის სპეციალიზებული ცენტრები, სხვა უწყებათა საინფორმაციო ორგნოები, რომლებიც ასრულებდნენ თავდაცვის სამინისტროს შეკვეთებს; გარდა ამისა, ყველა მათგანს, დაზვერვაში თავდაცვის მინისტრის თანაშეწის გარდა, ჰქონდა ჰორიზონტალური კავშირებიც ურთიერთ შორის; თავდაცვის მინისტრის თანაშემწეს დაზვერვაში უშუალოდ ექვემდებარებოდა დაზვერვის სამმართველო, რომელიც ასევე ოპერატიულ დაქვემდებარებაში იყო შტაბების უფროსთა კომიტეტთან; სამეცნიერო–კვლევითი და საცდელ–საკონსტრუქტორო სამუშაოების სამმართველოს დირექტორს პირდაპირ ექვემდებარებოდა ამავე სამმართველოს იარაღის სისტემების შეფასებათა ჯგუფი, ხოლო მომარაგების სამმართველოს კი – თავდაცვითი დოკუმენტაციის ცენტრი, რომელსაც გააჩნდა თავისი რეგიონული განყოფილებები; ზემოთაღნიშნულ სტრუქტურებთან ოპერატიული ურთიერთკავშირები ჰქონდათ არმიის, სჰძ–ისა და სზძ–ის სამინისტროებს; არმიის (სახმელეთო ჯარების) სამინისტროს პირდაპირ დაქვემდებარებაში შედიოდა: არმიის სადაზვერვო სამმართველო, არმიის მინისტრის თანაშემწე სამეცნიერო–კვლევით და საცდელ–საკონსტრუქტორო სამუშაოებში, სარდლობების (სამმართველოების) და სამეცნიერო–კვლევითი ცენტრების საინფორმაციო ორგანოები; არმიის მინისტრის თანაშემწეს მკცკს–ში ექვემდებარებოდა არმიის შტაბის უფროსის მოადგილე მკცკს–ში, ხოლო ამ უკანასკნელს კი – სამეცნიერო–კვლევითი სამმართველოს საინფორმაციო ქვედანაყოფი; სჰძ–ის სამინისტროს პირდაპირ ექვემდებარებოდნენ: სამინისტროს სადაზვერვო სამმართველო, მინისტრის თანაშემწე მკცკს–ში, საავიაციო სარდლობების (სამმართველოების) და სამეცნიერო–კვლევითი ცენტრების საინფორმაციო ორგანოები; სჰძ–ის მინისტრის თანაშემწეს მკცკს–ში უშუალოდ ექვემდებარებოდა სჰძ–ის შტაბის უფროსის მოადგილე მკცკს–ში, ხოლო ამ უკანასკნელს – უცხოური ტექნიკის სამმართველო; სზძ–ის სამინისტროს უშუალოდ ექვემდებარებოდნენ: სამინისტროს სადაზვერვო სამმართველო, მინისტრის თანაშემწე მკცკს–ში, სზძ–ის შტაბის უფროსის მოადგილე მკცკს–ში, სარდლობების (სამმართველოების) და სამეცნიერო–კვლევითი ცენტრების საინფორმაციო ორგანოები; გარდა ამისა, მკცკს–ში სზძ–ის მინისტრის თანაშემწისა და სზძ–ის შტაბის უფროსის მოადგილის ერთობლივ დაქვემდებარებაში იყო ნაჩვენები სამეცნიერო–კვლევითი სამმართველოს საინფორმაციო განყოფილება, ხოლო მცკცს–ში შტაბის უფროსის მოადგილის უშუალო დაქვემდებარებაში კი – სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის სამართველოს საინფორმაციო ქვედანაყოფი; გარდა ამისა ნახატზე ნაჩვენები იყო ოპერატიული დაქვემდებარებისა და ჰორიზონტალური კავშირების ბევრი მიმართულებაც].

ეს სისტემა ახორციელებდა სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო შემუშავებების პროგრამების საინფორმაციო უზრუნველყოფას, რომლებსაც ატარებდნენ იარაღისა და სამხედრო ტექნიკის ახალი სახეობების შექმნის მიზნით. მისი ქვედანაყოფები და სამსახურები დიფერენცირებულად და ოპერატიულად უზრუნველყოფდნენ სარდლობებს (სამმართველოებს), სამეცნიერო-კვლევით ცენტრებს, ცალკეულ მეცნიერებსა და სპეციალისტებს საცნობარო-სასიგნალო და მიმოხილვით-ანალიტიკური ინფორმაციით (ჟურნალის რედაქციის შენიშვნა: ყოველწლიურად აშშ–ის ბიუჯეტით გათვალისწინებული იყო სამეცნიერო–კვლევითი და საცდელ–საკონსტრუქტორო შემუშავებების დაახლოებით 500 ცალკეული პროგრამის დაფინანსება, რომლებსაც ანაწილებდნენ შეიარაღებული ძალების სახეობათა სამინისტროების მიხედვით).

სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო შემუშავებებისა და სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის (მკცკშ და მტი) საერთო კოორდინაცია თავდაცვის სამინისტროში ეკისრებოდა მკცკშ-ებში სამმართველოს დირექტორს, რომელიც იყო თავდაცვის მინისტრის მთავარი მრჩეველი და თანაშემწე სამეცნიერო და ტექნიკურ საკითხებში. თავისი მოვალეობების შესრულებისას იგი კონსულტაციებს გადიოდა შტაბების უფროსთა კომიტეტთან მკცკშ-ებისა და სტრატეგიის ურთიერთკავშირის საკითხებში, კოორდინაციას უწევდა მისდამი დაქვემდებარებული მკცკშ-ებში სამმრთველოს საქმიანობას თავდაცვის სამინისტროს სხვა ორგანოების საქმიანობასთან და უზრუნველყოფდა კავშირს სხვა სამინისტროებისა და ფედერალური უწყებების სამეცნიერო-კვლევით ცენტრებთან.

მკცკშ-ების სამმართველოში შედიოდა იარაღის სისტემების შეფასების ჯგუფი, რომელიც აანალიზებდა და აფასებდა შეიარაღებაში მიღებულ და დაპროექტების სტადიაში მყოფ იარაღის სისტემებს, უჩვენებდა მათ გავლენას სტრატეგიაზე, ტაქტიკასა და შეიარაღებული ძალების ორგანიზებაზე. ჯგუფის მოხსენებებს რეგულარულად გზავნიდნენ თავდაცვის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო შემუშავებების სამმართველოს სხვა განყოფილებებსა და შტაბების უფროსთა კომიტეტში იარაღის ახალი სისტემების შემუშავებაზე გადაწყვეტილებების მისაღებად.

პერსპექტიული სამხედრო კვლევების სამმართველო, რომელიც ადრე ემორჩილებოდა თავდაცვის სამინისტროს მკცკშ-ების დირექტორს, 1972 წელს გადააქციეს ცენტრალური დაქვემდებარების სამმართველოდ. იგი პერიოდულად ამზადებდა და შეიარაღებული ძალების ყველა სამინისტროს უგზავნიდა სხვადასხვანაირ საინფორმაციო მასალებს პერსპექტიული მკცკშ-ების შესახებ შეიარაღებასა და სამხედრო ტექნიკის სფეროში.

თავდაცვის სამინისტროს დაწესებულებებსა და ორგანიზაციებამდე საინფორმაციო მასალების მიწოდების ამოცანა, რომლებიც შეიცავდა ცნობებს იარაღისა და სამხედრო ტექნიკის თანამედროვე მდგომარეობისა და განვითარების პერსპექტივების შესახებ საზღვარგარეთ, ეკისრებოდა თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოსა და შეიარაღებული ძალების სახეობათა სადაზვერვო სამმართველოებს.

1969 წლიდან აშშ-ში ახორციელებდნენ თავდაცვის სამინისტროს სამეცნიერო-ტექნიკური სადაზვერვო ინფორმაციით უზრუნველყოფის პროგრამას, რომლის ძირითად შემსრულებელს წარმოადგენდა სჰძ-ის შეიარაღების სისტემების შემუშავების სარდლობის უცხოური ტექნიკის სამმართველო. ამ პროგრამის ხელმძღვანელობა ეკისრებოდა თავდაცვის სამინისტროს მკცკშ-ების სამმართველოსა და შეიარაღებული ძალების სახეობათა წარმომადგენლებისგან შემდგარ კომიტეტს. აღნიშნულ კომიტეტში თავმჯდომარეობდა თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელი.

თავდაცვის სამინისტროს სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის სისტემაში ძირითად ორგანოს წარმოადგენდა თავდაცვითი დოკუმენტაციის ცენტრი (თდც), რომელიც შეიქმნა 1963 წელს შეიარაღებული ძალების ტექნიკური ინფორმაციის სამმართველოს ბაზაზე (იმყოფებოდა სჰძ-ის სამინისტროს გამგებლობაში). ადმინისტრაციული მიმართებით იგი ემორჩილებოდა მომარაგების სამმართველოს, სამეცნიერო მიმართებით კი _ თავდაცვის სამინისტროს მკცკშ-ების სამმართველოს.

ცენტრი მდებარეობდა კამერონ-სთეიშენში, ქ. ალექსანდრიის ახლოს (ვირჯინიის შტატი), გააჩნდა ექვსი განყოფილება და წარმოადგენდა აშშ-ის შეიარაღებული ძალების ძირითად საინფორმაციო ორგანოს. ამ ცენტრის უმნიშვნელოვანეს ფუნქციებს შეადგენდა თავდაცვის სამინისტროს ყველა სამეცნიერო-კვლევითი ორგანოს ანგარიშების შენახვა, აგრეთვე სხვა უწყებებისა და დაწესებულებების, რომლებიც ასრულებდნენ სამეცნიერო შეკვეთებს და მათი უზრუნველყოფა სამეცნიერო-ტექნიკური დოკუმენტური ინფორმაციით. გარდა ამისა, ცენტრში აგროვებდნენ ინფორმაციას ყველა მიმდინარე და შესამუშავებლად დაგეგმილი პროექტის მიხედვით, რომელთა მიმართ დაშვება გააჩნდა ყველა მის აბონენტს.

თდც-ში 1970-იანი წლების შუახანებში მუშაობდა 800 სპეციალისტ-ინფორმატორი, მისი წლიური ხარჯები შეადგენდა დაახლოებით 11-12 მლნ. დოლარს. აშშ-ის კონგრესში არაერთხელ აღინიშნებოდა, რომ თუკი არ იქნებოდა თავდაცვითი დოკუმენტაციის ცენტრი, მაშინ თავდაცვის სამინისტროს დანაკარგები მკცკშ-ების დუბლირებაზე მნიშვნელოვნად გადააჭარბებდა ამ ცენტრის შენახვაზე გაწეულ ხარჯებს.

ინსტრუქციის შესაბამისად, თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტით მომუშავე თითოეული დაწესებულება ვალდებული იყო თდც-ში წარედგინა იმ დოკუმენტების ასლები, რომლებშიც დაფიქსირებული იქნებოდა სამეცნიერო და ტექნიკური მიღწევები. დოკუმენტებს ანიჭებდნენ ნომრებს, ფოტოაპარატებით იღებდნენ სპეციალლურ ფირებზე, რომლებსაც საცავში მცირე ადგილი ეკავა და მოსახერხებელი იყო გამოყენებაში.

თითოეულ დოკუმენტზე ადგენდნენ ბიბლიოგრაფიულ აღწერილობას, რომელიც შეჰყავდათ ელექტრონულ-გამომთვლელ მანქანაში. ამ ბიბლიოგრაფიული აღწერილობების საფუძველზე თავდაცვის სამინისროს თდც-ში შექმნილი იყო სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო შემუშავებების ავტომატიზებული საინფოფმაციო-საცნობარო ფონდი, რომელსაც აქტიურად იყენებდნენ კლიენტების შეკვეთებზე პასუხების გაცემისას. საინფორმაციო-საცნობარო მუშაობის უნიფიკაციის მიზნით თავდაცვის სამინისტროს თდც-ის სპეციალისტებმა ზემოთ მოხსენიებული ერთიანი კლასიფიკატორის გათვალისწინებით, შეიმუშავეს თავიანთი უწყებრივი საინფორმაციო კლასიფიკატორი.

თავდაცვის სამინისტროს თდც თვეში ორჯერ გამოსცემდა ბიბლიოგრაფიულ ბიულეტენს (Technical Abstract Bulletin – TAB), რომელსაც უგზავნიდნენ მის დოკუმენტებთან დაშვების მქონე ყველა კლიენტს. ამ ბიულეტენის მიხედვით თავდაცვითი დოკუმენტაციის ცენტრი კონტრაქტორებისგან ღებულობდა შეკვეთებს მათთვის სამეცნიერო-ტექნიკური დოკუმენტაციის გაგზავნაზე, რომლებსაც აკმაყოფილებდნენ ინსტრუქციის შესაბამისად. თუკი დოკუმენტი გადაცემული იყო მტი-ის ეროვნული სამსახურის ცენტრში, მაშინ მის გაგზავნაზე შეკვეთას გადააგზავნიდნენ ამ ცენტრში, რომელიც ამზადებდა პასუხს შეკვეთაზე.

თავდაცვითი დოკუმენტაციის ცენტრს კავშირები ჰქონდა დამყარებული საერთაშორისო ორგანიზაციებთან და რიგი ქვეყნების საინფორმაციო ორგანოებთან (განსაკუთრებით ნატო-ს ბლოკის მონაწილე ქვეყნებისა). ზოგიერთ საკითხში თდც ტექნიკურ ინფორმაციას ცვლიდა მათთან. ამ ცენტრის მოვალეობებში შედიოდა აგრეთვე აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს საზღვარგარეთული აბონენტების სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციით მომარაგება.

1970-იან წლებში ცენტრს გააჩნდა შვიდი რეგიონული განყოფილება (ქალაქებში ვაშინგტონი, ნიუ-იორკი, ბოსტონი, დეიტონი, ლოს-ანჟელესი, სან-ფრანცისკო და ჰანსთვილი), რომლებიც სამეცნიერო-ტექნიკური დოკუმენტებით უზრუნველყოფდნენ თავდაცვის სამინისტროს კონტრაქტორებს თავიანთი მოქმედების რაიონებში. მტი-ზე შეკვეთების დაკმაყოფილებისას ეს განყოფილებები მუშაობდნენ მჭიდრო კონტაქტში თდც-თან, რომლისგანაც ისინი ღებულობდნენ სამეცნიერო-ტექნიკურ დოკუმენტებზე ბიბლიოგრაფიულ აღწერილობებს.

თავდაცვითი დოკუმენტაციის ცენტრის გარდა თავდაცვის სამინისტროს მტი-ის სისტემაში შედიოდა ინფორმაციის ანალიზის სპეციალიზებული ცენტრები. თავდაცვის სამინისტროში მოითვლებოდა 30-ზე მეტი ასეთი ცენტრი. ისინი ითვლებოდა ძირითად ორგანოებად, რომლებიც აანალიზებდნენ და განაზოგადებდნენ ინფორმაციას სამხედრო დანიშნულების მკცკშ-ების ყველაზე უფრო აქტუალურ პრობლემებში.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის აზრით, ინფორმაციის ანალიზის ცენტრების ვიწრო სპეციალიზაცია საშუალებას აძლევდათ შეემცირებინათ ცალკეულ სამეცნიერო და საინჟინრო-ტექნიკურ მუშაკებთან მისული დოკუმენტების ნაკადი, არეთვე აემაღლებინათ საინფორმაციო მასალების ხარისხი.

ინფორმაციის ანალიზის სპეციალიზებული ცენტრები ჩვეულებრივ იმყოფებოდა თავდაცვის სამინისტროს მსხვილ სამეცნიერო-კვლევით ცენტრებთან და გააჩნდათ შედარებით მცირე შემადგენლობა. მათში მომუშავე სპეციალისტებს ჰქონდათ მაღალი კვალიფიკაცია. ეს ცენტრები საინფორმაციო მასალების მომზადებისთვის ფართოდ იყენებდნენ მსხვილ მეცნიერებსა და სპეციალისტებს.

მხედველობაში უნდა გვქონდეს, რომ შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის შემუშავების უშუალო ხელმძღვანელობას აშშ-ში ახორციელებდნენ შეიარაღებული ძალების სახეობათა სამინისტროები. ამიტომ მათში შექმნილი იყო მეცნიერების მართვისა და მკცკშ-ების საინფორმაციო უზრუნველყოფის საკუთარი ორგანოები.

აშშ-ის არმიის (სახმელეთო ჯარების) სამინისტროში კვლევების, შემუშავებებისა და სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის სფეროში ზოგად პოლიტიკას განაგებდა მინისტრის თანაშემწე სამეცნიერო-კვლევით და საცდელ-საკონსტრუქტორო შემუშავებებში.

ყველა სამეცნიერო-კვლევითი პროგრამის მიხედვით სამუშაოებს უშუალოდ ხელმძღვანელობდა არმიის შტაბის უფროსის მოადგილე მკცკშ-ებსა და შესყიდვებში, რომელიც ფაქტიურად გახლდათ სახმელეთო ჯარების მკცკშ-ების უფროსი. მას ემორჩილებოდა რამდენიმე სამმართველო, მათ შორის არმიის სამეცნიერო-კვლევითი სამმართველო, რომელიც ახდენდა კიდეც მკცკშ-ებისა და სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის ორგანოების საქმიანობის კოორდინაციას. ამ სამმართველოში შედიოდა საინფორმაციო ქვედანაყოფი, რომელიც ახორციელებდა კავშირს თავდაცვითი დოკუმენტაციის ცენტრთან და შეიარაღებული ძალების სხვა სახეობათა საინფორმაციო ორგანოებთან, ხელმძღვანელობისთვის ამზადებდა ინფორმაციას არმიის ინტერესებში სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო შემუშავებების პროგრამების შესრულების შესახებ.

სახმელეთო ჯარების ძირითად სარდლობებთან (სამმართველოებთან) და სამეცნიერო-კვლევით ცენტრებთან იყო საინფორმაციო ორგანოები, რომლებიც აგროვებდნენ, ამუშავებდნენ და ავრცელებდნენ სამეცნიერო-ტექნიკურ ინფორმაციას არმიის სამინისტროში.

მკცკშ-ის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი პროგრამების უმეტეს უმრავლესობას ასრულებდნენ არმიის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს ქვედანაყოფები. ეს სამმართველო წარმოადგენდა დამაკავშირებელ რგოლს სამხედრო მრეწველობასა და არმიის სამინისტროს შორის და მოწოდებული იყო ოპერატიულად მიეტანა ამ სამინისტროს კონტრაქტორებამდე შესრულებული მკცკშ-ის შედეგები, აგრეთვე სხვა საინფორმაციო მასალები.

სამეცნიერო-ტექნიკურმა ინფორმაციამ ყველაზე უფრო მეტი გავრცელება ჰპოვა სახედრო-საჰაერო ძალებში. აქ კვლევების, შემუშავებებისა და მტი-ის ორგანიზაციას განაგებდა მინისტრის თანაშემწე მკცკშ-ში. მას ექვემდებარებოდა კვლევებისა და შემუშავებების სამმართველო რომელსაც მეთაურობდა მინისტრის თანაშემწის მოადგილე მკცკშ-ში, აგრეთვე სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიები, რომელთაც გააჩნდათ საინფორმაციო ქვედანაყოფები.

სჰძ მკცკშ-ის უფროსს, ისევე როგორც სახმელეთო ჯარებში, წარმოადგენდა შტაბის უფროსის მოადგილე სამეცნიერო-კვლევით და საცდელ-საკონსტრუქტორო შემუშავებებში, რომელსაც ექვემდემარებოდა საცდელი მშენებლობისა და შესყიდვების, ოპერატიული მოთხოვნებისა და საცდელი მშენებლობის დაგეგმვის, კოსმოსური და სადაზვერვო სისტემებისა და რადიოწინააღმდეგობის საშუალებების სამმართველოები. ყველა ამ სამეცნიერო-კვლევით სამმართველოში ასევე იყო საინფორმაციო ქვედანაყოფი, რომლებიც ამზადებდნენ და ავრცელებდნენ ინფორმაციას თავიანთ თემატიკაში.

სჰძ-ში ყველა სარდლობასთან (სამმართველოსთან) და სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან იყო საინფორმაციო ორგანოები. მკცკშ-ისა და მტი-ის ორგანოების საქმიანობის უშუალო კოორდინაცია და თავდაცვის სამინისტროს მკცკშ-ისა და მტი-ის სხვა ორგანოებთან მათი ურთიერთმოქმედების უზრუნველყოფა ეკისრებოდა სჰძ-ის შეიარაღების სისტემების შემუშავების სარდლობას, რომელიც აშშ-ში წარმოადგენდა ერთერთ უმსხვილეს სამთავრობო სამეცნიერო-კვლევით და დამკვეთ დაწესებულებას.

ეს სარდლობა სისტემატიურად აქვეყნებდა ინფორმაციას ახალი საავიაციო ტექნიკისა და იარაღის შემუშავებაზე, ამზადებდა საინფორმაციო აღწერილობებს სჰძ-ის ინტერესებში ჩატარებული მკცკშ-ის შესახებ. მომზადებული ინფორმაცია პერიოდულად დაჰყავდათ საინფორმაციო ცნობარებზე. ამ სამმართველოს პროგრამების მიხედვით სამუშაოების შედეგების შესახებ ინფორმაციას პერიოდულად გამოსცემდნენ სხვადასხვანაირი ანგარიშების სახით.

აშშ სჰძ-ის სამინისტროში ფართოდ იყენებდნენ სასიგნალო ინფორმაციის სამსახურს. ყველაზე უფრო ეფექტურად მუშაობდა ცენტრალური ავტომატიზებული საცნობარო-საინფორმაციო სამსახური. იგი ამზადებდა ბიბლიოგრაფიულ აღწერებსა და სხვადასხვანაირი საინფორმაციო მასალების რეფერატებს, რომლებსაც შემდგომში წერდნენ მაგნიტურ ფირზე ან ფოტოსურათებს უღებდნენ მიკროფირზე (მათი წაკითხვა შესაძლებელი იყო სპეციალური აპარატურის მეშვეობით). ამ მასალების საფუძველზე ყოველთვიურად გამოსცემდნენ შეზღუდული ან შეუზღუდავი გამოყენების საინფორმაციო ბიულეტენებს.

ეს სამსახური ორგანიზაციას უკეთებდა აგრეთვე საინფორმაციო მასალების თემატურ ძიებას, რომელსაც ახორციელებდნენ ელექტრონულ-გამომთვლელი მანქანების მეშვეობით. თემატურ ბიბლიოგრაფიულ მიმთითებლებს აგზავნიდნენ წერილობითი დაკვეთების შესაბამისად, ხოლო შემდეგ მათი მიხედვით მომხმარებლები უკვეთავდნენ თავად საინფორმაციო მასალების რეფერატებს ან ასლებს. ზოგიერთ დამკვეთს საინფორმაციო მასალებს უგზავნიდნენ სხვა ქალაქებში ტელეტაიპით.

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სამინისტროში სამეცნიერო-ტექნიკური პოლიტიკის საერთო ხელმძღვანელობა ეკისრებოდა მინისტრის თანაშემწეს მკცკშ-ში, რომელსაც ემორჩილებოდა სზძ-ის სამეცნიერო-კვლევითი სამმართველო.

სზძ-ის მინისტრის თანაშემწე სამეცნიერო-კვლევით და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოებში ამავე დროს იყო სზძ-ის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე და პასუხს აგებდა თავისი სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ორგანოებისა და მტი-ის ორგანოების ურთიერთმოქმედებაზე თავდაცვის სამინისტროს შესაბამის ორგანოებთან, არმიისა და სჰძ-ის სამინისტროებთან.

სზძ-ის შტაბში მკცკშ-ისა და მტი-ის ძირითად ორგანოს წარმოადგენდა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის, საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების, გამოცდებისა და შეფასებების სამმართველო, რომელსაც მეთაურობდა დირექტორი და იგი ემორჩილებოდა შტაბის უფროსის მოადგილეს მკცკშ-ში.

სზძ-ის სამეცნიერო-კვლევით სამმართველოში შედიოდა საინფორმაციო განყოფილება, რომელიც ძირითად ყურადღებას უთმობდა სამხედრო-საზღვაო ტექნიკის ახალ სახეობათა შემუშავებაში პროგრამების რეალიზაციის დაგეგმვისა და კონტროლის საინფორმაციო უზრუნველყოფის საკითხებს. იგი პერიოდულად წარუდგენდა სზძ-ის მინისტრს მოხსენებებს სამხედრო-საზღვაო ძალების ინტერესებში განხორციელებადი მკცკშ-ის პროგრამების შესრულების მსვლელობის შესახებ. სზძ-ის სამეცნიერო-კვლევითი სამმართველო წარმოადგენდა აგრეთვე შეიარაღებული ძალების ამ სახეობის სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის სამსახურს თავდაცვის სამინისტროს მტი-ის სისტემაში.

სზძ-ის ძირითად სარდლობებსა (სამმართველოებსა) და სამეცნიერო-კვლევით ცენტრებში შექმნილი იყო საინფორმაციო ორგანოები, რომლებიც ამზადებდნენ მონაცემებს სზძ-ის ავტომატიზებულ საცნობარო-საინფორმაციო სამსახურში ჩასართავად. საცნობარო-საინფორმაციო მონაცემების დიდი ნაწილი ამ სამსახურში სამხედრო-საზღვაო ძალების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სარდლობიდან, რომელსაც ეკისრებოდა ახალი სამხედრო-საზღვაო ტექნიკის შემუშავება და შესყიდვა.

საზღვაო ქვეითი ჯარის კორპუსში მკცკშ-სა და მტი-ის მეთაურობდა შტაბის უროსის მოადგილე კვლევებში, შემუშავებებსა და დაპროექტებაში. ზქჯ-ის კორპუსის სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო შემუშავებების ყველა გეგმის კოორდინაციას ახდენდნენ სზძ-ის სამეცნიერო-კვლევით გეგმებთან. ზქჯ-ის კორპუსის ინტერესებში კვლევებს ატარებდნენ სამხედრო-საზღვაო ძალებისა და საზღვაო ქვეითი ჯარის კორპუსის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში (კვონტიკო, ვირჯინიის შტატი) და შეიარაღებული ძალების სხვა სახეობათა სამეცნიერო-კვლვით ცენტრებში.

სამხედრო-სამეცნიერო ინფორმაცია (სამხედრო პოლიტიკის, ეკონომიკის, თეორიისა და ისტორიის შესახებ) თავდაცვის სამინისტროს მტი-ის სისტემაში არ შედიოდა. მას ჩვეულებრივ ამზადებდნენ შტაბების უფროსთა კომიტეტი, შეიარაღებული ძალების სახეობათა შტაბები, არმიის სამინისტროს კონცეფციების ანალიზის სამმართველო, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ისტორიული ორგანოები, სტრატეგიული კვლევების ჰუძონის ინსტიტუტი, “რენდ კორპორეიშნი”, სამხედრო კვლევების ინსტიტუტი, სამხედრო-საზღვაო კვლევევის ცენტრი, უმაღლესი სამხედრო-სასწავლო დაწესებულებები და ქვეყნის ზოგიერთი უნივერსიტეტი.

თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო ორგანოს მუდმივად სრულყოფდნენ. უცხოური ბეჭდური გამოცემების მონაცემებით, 1960-იანი წლების ბოლოს აშშ-ში ჩაატარეს სპეციალური კვლევა, რომელმაც უჩვენა, რომ სჰძ-ის 1000 სპეციალისტიდან მტი-ის ეროვნული სამსახურის ცენტრის მიერ გამოცემულ რეფერატულ ჟურნალს GღAრეგულარულად კითხულობდა მხოლოდ 3,5%, შემთხვევიდან შემთხვევამდე 20,5% და არ კითხულობდა 76%. ამ გამოკვლევამ ასევე უჩვენა, რომ თავდაცვის სამინისტროს თდც-ის მიერ გამოცემულ რეფერატების ჟურნალს TAB რეგულარულად კითხულობდა 30%, შემთხვევიდან შემთხვევამდე 37,5% და არ კითხულობდა 32,5%. ბევრმა სპეციალისტმა არც კი იცოდა NASA-ს მიერ გამოცემული რეფერატების ჟურნალის STAR-ის გამოსვლის შესახებ.

ასეთნაირად, აშშ-ში იმ წლებში სამ ყველაზე უფრო გავრცელებულ რეფერატების ჟურნალს ქვეყნის სამხედრო სპეციალისტები იყენებდნენ უკიდურესად სუსტად. ამასთან დაკავშირებით აშშ-ში 1970-იან წლებში ახალისებდნენ ინფორმაციის ამორჩევითი გავრცელების (იაგ) სამსახურებს. ისინი შექმნეს NASA-სა და მტი-ის ეროვნული სამსახურის ცენტრში, რათა დაინტერესებული დაწესებულებებისა და ორგანზაციებისთვის მოემზადებინათ შეტყობინებები (თემატური მაჩვენებლები) რეფერატების ჟურნალებში განთავსებული საინფორმაციო წყაროების შესახებ.

დაინტერესებულ დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში გასაგზავნი თემატური მაჩვენებლების ფორმა არ იყო სტანდარტული. მათ ბეჭდავდნენ სხვადასხვანაირ პერფობარათებზე. იაგ-ის სამსახურებში მათი დაგზავნის პერიოდულობა იყო სხვადასხვანაირი (დღეღამიდან თვემდე). ამ თემატური მაჩვენებლების მიხედვით დაწესებულებები და ორგანიზაციები უკვეთავდნენ მათთვის საინტერესო მასალებსა და დოკუმენტებს.

1970-იანი წლების შუახანებში აშშ-ში აწარმოებდნენ კავშირგაბმულობის სისტემის გამოყენების სამუშაოებს ვიდეოტელეფონების გამოყენებით სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენციების ჩატარების, ლაბორატორიული ექსპერიმენტების, ტექნიკური გამოფენებისა და ა. შ. ტელევიზიით გადაცემისთვის. ვარაუდობდნენ ეგმ-ების გამოყენებასაც თავდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენციების მასალების რეგისტრაციის, გამოცემისა და გავრცელებისთვის.

ქვეყანაში ინფორმაციის გავრცელების წესი განსაზღვრული იყო ახალი კანონით ინფორმაციის შესახებ, რომელიც ძალაში შევიდა 1975 წლის 19 თებერვალს.

კანონში გამოცხადებული იყო აშშ-ის ყველა მოქალაქის ვითომდა თავისუფალი დაშვების შესახებ. მაგრამ, საბჭოთა ავტორების აღნიშვნით, იმავე კანონში არსებული მრავალრიცხოვანი გამორიცხვა და წაცდენა ფაქტიურად ართმევდა ამერიკელებს მთელ რიგ საკითხებში ინფორმაციის მიღების უფლებას.

საიდუმლო ინფორმაციის გავრცელებაზე აშშ-ში დამყარებული იყო მკაცრი კონტროლი, ამასთან დაშვება ნებადართული იყო მხოლოდ იმათთვის, ვისაც იგი ნამდვილად სჭირდებოდა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას. ამ მიმართებით საჩვენებელი იყო შემდეგი მონაცემები: პენტაგონის მიერ ყოველწლიურად გაფორმებული 45 ათასი სამეცნიერო-ტექნიკური დოკუმენტიდან 56% მაინც, ამერიკული პრესის მონაცემებით, არ ხვდებოდა მტი-ის ეროვნულ სამსახურში.

ხელმძღვანელობდა რა ზემოთ მოხსენიებული კანონით, აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა და 1975 წლის თებერვალში აამოქმედა ახალი დირექტივები, რომელთა მიხედვითაც დამყარებულ იქნა სამეცნიერო-საინფორმაციო მასალების შენახვის, დამუშავებისა და გავრცელების უფრო მკაცრი რეჟიმი.

არმიის, სჰძ-ისა და სზძ-ის სამინისტროებში ინფორმაციის შესახებ კანონის საფუძველზე იმ მოთხოვნების გათვალისწინებით, რომლებიც ჩაწერილი იყო თავდაცვის სამინისტროს დირექტივებში, შეიმუშავეს და აამოქმედეს ახალი ინსტრუქციები, რომლებშიც დაზუსტებულ იქნა ინფორმაციის გავრცელებაზე პასუხისმგებლობა და თავისებურებები შეიარაღებული ძალების სახეობებში.

ასეთნაირად, საინფორმაციო ორგანოები აშშ-ის თავდცვის სამინისტროში შექმნილი იყო თითქმის ყველა სარდლობაში (სამმართვრლოში) და წამყვან სამეცნიერო-კვლევით ცენტრებში; საინფორმაციო ორგანოების საქმიანობას კოორდინაციას უწევდა და აკონტროლებდა თავდაცვის სამინისტროს ან შეიარაღებული ძალების სახეობეათა სამინისტროების თითო-თითო სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. თავდაცვის სამინისტროს ყველა საინფორმაციო ორგანო მჭიდროდ ურთიერთმოქმედებდა ურთიერთშორის და სხვა სამინისტროების, ფედერალური იუწყებების, უმაღლესი სამხედრო-სასწავლო დაწესებულებების, ზოგიერთი უნივერსიტეტის, კერძო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ინფორმაციის ორგანოებთან.

თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების სახეობათა სამინისტროებში, ამერიკული ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, კარგად იყო ორგანიზებული სასიგნალო ინფორმაცია ახალი საინფორმაციო მასალების მოსვლის შესახებ, ფართოდ იყენებდნენ ელექტრონულ-გამომთვლელ მანქანებსა და ინფორმაციის დამუშავების ახალ მეთოდებს. თავდაცვის სამინისტროში მკცკშ-ის დუბლირების გამოსარიცხად სასიგნალო ინფორმაციასთან ერთად ახალისებდნენ ინფორმაციის ანალიზის სპეციალიზებული ცენტრების შექმნას, რომლებიც სამეცნიერო-კვლევით ცენტრებს ამარაგებდნენ კვალიფიციური ანალიტიკური (განზოგადებული) ინფორმაციით მკცკშ-ის აქტუალურ პრობლემებში. ყველა სახეობის საინფორმაციო მასალებს თავდაცვის სამინისტროში ავრცელებდნენ დიფერენცირებულად, საიდუმლო სამეცნიერო-ტექნიკურ ინფორმაციასთან დაშვებას მკაცრად აკონტროლებდნენ.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის სისტემა, უცხოელი სპეციალიხტების აზრით, გადაქცეული იყო სამეცნიერო-კვლევითი ორგანოების საქმიანობის ეფექტურ საშუალებად იარაღისა და სამხედრო ტექნიკის ახალი ნიმუშების შემუშავებაში.

XVII. აშშ–ის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი 1970-იან წლებში

საბჭოთა ავტორების სიტყვით, საბჭოთა სახელმწიფოს პოლიტიკა, რომელიც მიმართული იყო მშვიდობის განტკიცებაზე, განმუხტვის პროცესის გაღრმავებაზე, გამალებული შეიარაღების შეწყვეტასა და ურთიერთხელსაყრელი საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებაზე, 1970-იანი წლების მეორე ნახევარში, ხვდებოდა მსოფლიო საზოგადოების ფართო მხარდაჭერას და ჰპოვებდა სულ უფრო მეტ მომხრეს ბევრი ქვეყნის სახელმწიფო მოღვაწეთა შორის, აგრეთვე საქმიანი წრეების წარმომადგენელთა შორისაც.

მაგრამ, მათივე სიტყვით, დასავლეთის ზოგიერთ სახელმწიფოში ჯერ კიდევ იყვნენ მეტად გავლენიანი ძალები, რომლებიც ისწრაფვოდნენ განმუხტვის პროცესის განვითარების დამუხრუჭებისკენ, გამალებული შეიარაღების შეწყვეტისა და სამხედრო ასიგნებათა შემცირების არდაშვებისკენ. ამ მილიტარისტული წრეების პოზიციის არსებისა და მიზნების კაშკაშა (ნათელი) დახასიათება იყო გამოთქმული საბჭოთა ხელმძღვანელობის მიერ 1976 წლის ოქტომბერში: “...თავიანთ დამარცხებებზე სოციალურ ბრძოლებში, კოლონიური სამფლობელოების დაკარგვაზე, კაპიტალიზმისგან სულ უფრო და უფრო მეტი ქვეყნების ჩამოშორებაზე, მსოფლიო სოციალიზმის წარმატებებსა და ბურჟუაზიულ სახელმწიფოებში კომპარტიების გავლენის ზრდაზე – ყოველივე ამაზე კაპიტალისტური სამყაროს აგრესიული წრეები რეაგირებას ახდენენ საომარი მზადებების ციებ-ცხელებიანი გაშლით, ბერავენ სამხედრო ბიუჯეტებს, ქმნიან შეიარაღებათა ახალ სახეობებს, აშენებენ ბაზებს, მიმართავენ სამხედრო და საომარ დემონსტრაციებს. ემყარება რა ამ “ძალის პოზიციას”, იმპერიალიზმი იმედოვნებს შენარჩუნოს მბრძანებლობა სხვა ქვეყნებსა და ხალხებზე, რომელიც ახლა მას ხელიდან ეცლება”.

საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების აღნიშვნით, ამერიკული მილიტარიზმის მთავარი ძალები კონცენტრირებული იყვნენ ე. წ. სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში (სმკ, ВПК) – სამრეწველო, სამხედრო და პოლიტიკური წრეების თავისებურ კონგლომერატში, რომლებიც გაერთიანებული იყვნენ იმ პოლიტიკური და ეკონომიკური სარგებლითა და მოგებებით, რომლებსაც ისინი ღებულობდნენ სამხედრო ბიზნესიდან. მართალია, მილიტარიზმის აპოლოგეტები დაჟინებით ცდილობდნენ ბრალდებების უარყოფას სმკ-ის მისამართით და თავად მისი არსებობის ფაქტსაც კი, მაგრამ მთელი ეს მცდელობები, საბჭოთა ავტორების სიტყვით, მოსჩანდა სრულებით ვერშემდგარად ყველდღიური ამერიკული სინამდვილის ფონზე. ეს ატორები, თავიანთი სიტყვების დასამტკიცებლად, მიმართავდნენ ზოგიერთ ფაქტსა და ციფრს, რომლებიც მანმადე გამოქვეყნებულ იქნა საზღვარგარეთულ ბეჭდურ გამოცემებში.

ტერმინი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი პირველდ გამოყენებულ იქნა აშშ-ის პრეზიდენტის დ. ეიზენჰაუერის მიერ, როდესაც 1961 წელს, თავისი პოსტის დატოვებისას, იგი იძულებული იყო ეღიარებინა, რომ სამხედრო-სარეწველო კომპლექსმა ქვეყანაში მოახერხა უკონტროლო გავლენის პრაქტიკულად შეძენა.

საბჭოთა ავტორები აღნიშნავდნენ, რომ სმკ-ის წინასახედ გამოდგებოდა ჯერ კიდევ ის გარემოება, რომ 1916 წელს ერთერთი უმსხვილესი სამხედრო კონცერნის “არმსტრონგის” (დიდი ბრიტანეთი) აქციონერთა სიაში შედოდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი თანამდებობის მოხელეები, მმართველი და ოპოზიციური პარტიების, აგრეთვე ოფიცრებისა და ჟურნალისტების თვალსაჩინო წარომადენლები. ისინი, რა თქმა უნდა, სულაც ვერ იქნებოდნენ გულგრილნი კონცერნის აქციებისგან მიღებული შემოსავლებისადმი, და ყველანაირად ხელს შეუწყობდნენ სამხედრო ბიზნესზე მის შემდგომ აყვავებას.

1970-იანი წლების სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, საბჭოთა ავტორების შეფასებით, გარეგნული ნიშნებისა და მოქმედებათა მეთოდების მიხედვით, არსებითად განსხვავდებოდა ნახევარი საუკუნის წინათ არსებული თავისივე წინასახისგან, მაგრამ მისი არსი, ბუნება და მიზნები რჩებოდა იგივე, ვინაიდან ისინი განისაზღვრებოდა იმ ნიადაგით, რომელზედაც იგი იყო ამოზრდილი – სამხედრო-სამრეწველო კაპიტალიზმით.

ბევრი ამერიკელი საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწის აღიარებით, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი 1960-70-იანი წლებში გადაიქცა იმდენად დიდ ძალად ქვეყანაში, რომ მას სერიოზულად უწოდებდნენ “სახელმწიფოს სახელმწიფოში”. იგი ყველაზე უფრო უშუალო მონაწილეობას ღებულობდა სამხედრო-პოლიტიკური და სამხედრო-ეკონომიკური ღონისძიებების დაგეგმვაში, სამხედრო დოქტრინებისა და კონცეფციების შემუშავებაში, შეიარაღებული ძალების მშენებლობის პროგრამების შედგენასა და იარაღის ახალი სისტემების შექმნაში. გარდა ამისა, სმკ არსებით გავლენას ახდენდა ქვეყნის ეკონომიკაზე მთლიანობაში, ვინაიდან სამხედრო ბიუჯეტის უზარაზარი თანხები, რომლებიც იმყოფებოდა მის განკარგულებაში, წარმოადგენდა ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების მექანიზის მნიშვნელოვან ელემენტს.

აშშ-ის სამხედრო-სამრეწველო კონცერნები, რომლებმაც მოახდინეს შეიარაღების წარმოების მონოპოლიზაცია, შეადგენდნენ სმკ-ის საფუძველს. მასში განსაკუთრებული ადგილი ეკავა 100 უმსხვილეს ფირმას, რომლებიც ირიცხებოდნენ პენტაგონის მთავარ კონტრაქტორთა სიაში. ოფიციალური სტატისტიკის მონაცემებით, მათ წლად 70-იან წლებში მოდიოდა მთელი სამხედრო შეკვეთების ღირებულების თითქმის 70%, თუმცა კი სულ სახედრო წარმოებაში სხვადასხვა ხარისხით მონაწილეობდა რამდენიმე ათეული ათასი სამრეწველო ფირმა.

შეიარაღების ამ ძირითად მიმწოდებლებს შორის გამოიყოფოდა შედარებით უფრო შეზღუდული ჯგუფი, რომელსაც ერგებოდა სამხედრო კონტრაქტების ლომის წილი: კორპორაციების სიაში მდგომი პირველი ათეული ყოველწლიურად ღებულობდა თავდაცვის სამინისტროს შეკვეთების მთელი თანხის 31%-ზე მეტს, ხოლო მომდევნო 20 ფირმა კი – 22%-ს. მონაცემები, რომლებიც ახასიათებდა ათი უმსხვილესი კორპორაციის საქმიანობის გაქანებას, მოყვანილია მე-6 ცხრილში.

ცხრილი 6

თავდაცვის სამინისტროს იმ პირველადი კოტრაქტების ღირებულება, რომლებსაც ღებულობდა აშშ-ის ათი უმსხვილესი კომპანია

(მონაცემების უფრო კომპაქტურად ჩაწერისთვის შემოვიტანეთ აღნიშვნები: [A] – თანხა, მლნ. დოლარი; [B] – კუთრი წონა საერთო თანხაში, პროცენტები; [C] – 1976 წელს; [D]) – 1975 წელს)

კომპანიის . . . . . ძირითადი პროდუქცია . . . . . ძირითადი სამხედრო . . ადგილი უმსხვილეს
დასახელება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .შეკვეთები 1976 წელს . . კომპანიებს შორის
(შტატი) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . [A] . . . . . . [B] . . . . . . . . . [C] . . . . . [D] . .

“მაკდონელ- . . გამანადგურებლები F-4, F-15, F- . . . 2465 . . . . 5,87 . . . . . . . . . . 1 . . . . . . 4 . .
დუგლასი” . . . 16, მოიერიშეები A-4, კოსმოსური . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
(მისური, კა- . . საფრენი აპარატები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ლიფორნია) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

“ლოქჰიდ ეა- . .საპატრულო და ნავსაწინააღმ- . . . . .1510 . . . . 3,60 . . . . . . . . . . 2 . . . . . . 1 . . .
რკრაფტი” . . . . დეგო თვითმფრინავები (P-3 და . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
(კალიფორ- . . . S-3), სამხედრო-სატრანსპორტო . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ჯია, ჯორ- . . . . C-5 და ჩ-130. რაკეტები “პოსეი- . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ჯია) . . . . . . . . . დონი” და “თრაიდენთი”. სარაკე- . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . . . ტო ძრავები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

“ნორთროპი” . . გამანადგურებლები F-5, F-18 . . . . . 1480 . . . . 3,53 . . . . . . . . . . 3 . . . . . 12 .
(კალიფორნია) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

“ჯენერალ . . . . ავიაძრავები, კოსმოსური საფრე- . . . 1347 . . . . 3,21 . . . . . . . . . . 4 . . . . . .7 .
ელექტრიკი” . . . ნი აპარატები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
(მასაჩუსეტსი, . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
პენსილვანია) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

“იუნაითედ . . . . ავიაძრავები, ძრავები რაკეტები– . . 1233 . . . .2,94 . . . . . . . . . .5 . . . . . . 3 . .
ტექნოლოჯი” . . სა და კოსმოსური საფრენი აპარა- . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
(კონექტიკუტი) . . ტებისთვის . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ბოინგი (ვაში- . . მართვადი სარაკეტო იარაღის სი- . . 1176 . . . 2,80 . . . . . . . . . . 6 . . . . . . 2 . .
ნგტონი, პენ- . . სტემები “მინითმენი”, SREM, შორე- . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
სილვანია) . . . . . ული რადიოლოკაციური აღმოჩენი- . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . . . . სა და მართვის სისტემა AWA CS, სა- . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . . . . მხედრო-სატრანსპორტო თვითმფრი- . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . . . . ნავები, ხომალდები წყალქვეშა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . . . . ფრთებზე . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

“ჯენერალ . . . . . გამანადგურებლები F-111, F-16, მა- . . 1073 . . 2,56 . . . . . . . . . .7 . . . . . . 6
დაინემიქსი” . . .რთვადი სარაკეტო იარაღის ტაქტიკ– . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
(კოლორადო, . .ური სისტემები. “თრაიდენთის” სისტე– . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ტეხასი) . . . . . . . მის ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავე- . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . . . . ბი. რადიოელექტრონიკა. ფრთოსანი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . . . . რაკეტები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

“გრუმანი” . . . . . გამანადგურებლები F-14, მოიერიშე- . . 982 . . 2,34 . . . . . . . . . .8 . . . . . . 5
(ნიუ-იორკი) . . . ები A-6, რადიოელექტრონიკა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

“ლითონ ინ- . . . .ხომალდები, რადიოელექტრონიკა . . . . 978 . . 2,33 . . . . . . . . . 9 . . . . . . 8 .
დასთრიზი” . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

“როქუელ ინ- . . . სტრატეგიული ბომბდამშენი B-1, . . . . .966 . . 2,30 . . . . . . . . 10 . . . . . .10
ტერნეშენლი” . . . კოსმოსური საფრენი აპარატები, . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
(კალიფორნია) . . . „შატლი“ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

საერთო ჯამში . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 13210 . . 31,48 . . . . . . . . . . . . . . . .


იარაღის მიმწოდებელთა წამყვანი ჯგუფის შემადგენლობა მრავალი წლის მანძილზე რჩებოდა თითქმის უცვლელად, მხოლოდ ცალკეულები მათგან სამხედრო ბაზრის კონიუნქტურის გავლენით ხან გაიჭრებოდნენ წინა რიგებში, ხანაც გარკვეული დროით შევიწროვებული აღმოჩნდებოდნენ კონკურენტთა მიერ. ასე, მაგალითად, სამხედრო კომპანიების 1975 წლის პირველი ათეულიდან ცხრა დარჩა უძლიერესთა სიაში 1976 წელსაც. მხოლოდ “ჰიუზ ეარკრაფტმა” გადაინაცვლა მეცხრედან 11-ე ადგილზე, ხოლო “ნორტროპმა” კი – მე-12-დან მესამეზე. ასეთი მდგომარეობა ბევრად უწყობდა ხელს სამრეწველო კონცერნების “განსაკუთრებული” ურთიერთობებისა და მდგრადი კავშირების წარმოქმნას თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან.

ფართო საწარმოო კოოპერირებას, რომელიც დამახასიათებელი გახლდათ აშშ-ის იმდროინდელი სამხედრო წარმოებისთვის, საქმე მიჰყავდა იქითკენ, რომ ხდებოდა თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული პირველადი სამხედრო შეკვეთების შემდგომი გადანაწილება გენერალური მოიჯარადრეების მიერ ქვემოიჯარადრეებზე, რომელთა შორისაც შესაძლო იყო აღმოჩენილიყვნენ მსხვილი ფირმებიც, რომლებიც წარმოადგენდნენ მთავარ კონტრაქტორებს შეიარაღების სხვა სახეობათა მიხედვით. ამის შედეგად ზოგიერთი ფირმა ახერხებდა მნიშვნელოვნად იმაზე მეტი სამხედრო შეკვეთების მიღებას, ვიდრე ეს აღნიშნული იყო პირველადი შეკვეთების ჩამონათვალში.

როგორც მოწმობდნენ უცხოური ბეჭდური გამოცემები, პენტაგონი ყოველწლიურად განათავსებდა ეკონომიკის სხვადასხვა დარგებში მრავალმილიარდიან კონტრაქტებს იარაღის, სამხედრო ტექნიკისა და სხვა სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებაზე შეიარაღებული ძალებისთვის. იმისთვის რათა წარმოედგინათ ამ თანხების მასშტაბები, საბჭოთა ავტორები საკმარისად თვლიდნენ აღენიშნათ, რომ აშშ-ის სამხედრო კონტრაქტების ჯამური თანხა 1975 წელს (43,3 მლრდ. დოლარი) შეესაბამებოდა დიდი ბრიტანეთის მთლიანი ეროვნული პროდუქტის თითქმის 20%-ს, იტალიის – 25%-ს და 20%-ით აღემატებოდა დანიის მთლიან ეროვნულ პროდუქტს.

სავსებით გასაგები იყო, რომ ფირმები, რომლებიც აწვდიდნენ იარაღს და ისწრაფვოდნენ თავიანთთვის მაქსიმალური მოგების მიღებისკენ, იყენებდნენ პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის ყველა საშუალებას ქვეყნის მმართველ წრეებზე, რათა უზრუნველეყოთ სამხედრო ხარჯების მუდმივი ზრდა. როგორც აღნიშნავდნენ ცნობილი ამერიკელი ეკონომისტები ფილიპსი და შილერი, “მთავარ მამოძრავებელ ფაქტორს სამხედრო კორპორაციებისთვის წარმოადგენს წინასწარ ტკბობა მოგებებით, რომლებიც გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე სამოქალაქო საქონლის წარმოებისას, როგორც არ უნდა უარყოფდნენ ამას კორპორაციები”. სხვა მკვლევარი – რეიხი, რომელიც სწავლობდა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საქმიანობას, თვლიდა, რომ კაპიტალიზმს შეეძლო სამხედრო ხარჯების გადაყვანა სოციალურ საჭიროებებზე, მაგრამ “ასეთი ნაბიჯი შეამცირებდა მოგებას და შეეხებოდა უმსხვილესი კორპორაციების სხვა ინტერესებს, ამიტომ მას შეეწინააღმდეგებიან ეროვნული ეკონომიკის ყველაზე უფრო ძალმოსილი ელემენტები”.

საკითხმა სამხედრო მრეწველთა მოგებების შესახებ 1970-იანი წლების მეორე ნახევარში შეიძინა განსაკუთრებული მნიშვნელობა, რადგანაც სამხედრო-სამრეწველო ფირმების წარმომადგენლები მათ ხელთ არსებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მეშვეობით ცდილობდნენ საზოგადოების დარწმუნებას იმაში, რომ ისინი ვითომ გაჭირვებაშიც კი იყვნენ ჩავარდნილნი სამხედრო წარმოების დაბალი შემოსავლიანობის გამო და ამ საქმით დაკავებული იყვნენ მხოლოდ და განსაკუთრებულად “პატრიოტიზმის” გრძნობიდან გამომდინარე. მაგრამ, საბჭოთა ავტორების სიტყვით, თვით ბურჟუაზიული მკვლევარების შრომებშიც კი აღიარებდნენ, რომ ეს ასე არ იყო. პრაქტიკულად ყველა სამხედრო-სამრეწველო ფირმა, პენტაგონის შეკვეთების შესრულებასთან ერთად, მნიშვნელოვანი მოცულობით უშვებდა სამოქალაქო პროდუქციასაც. მიაკუთვნებდნენ რა თავიანთ ანგარიშებში მოგების მთელ თანხას მთელი პროდუქციის ღირებულებასთან, ისინი “ასაშუალოებდნენ” სამხედრო კონტრაქტებიდან მიღებულ მოგებას და ამით შეგნებულად ამცირებდნენ მას. სარგებელი სამხედრო ბიზნესიდან ასევე განისაზღვრებოდა კიდევ შემდეგი ფაქტორებით: კოტრაქტების ღირებულების ამაღლების შესაძლებლობა შემუშავებისა და სერიული წარმოების პროცესში (მოგების ნებადართული ნორმა დგინდებოდა კონტრაქტის მიხედვით ამ ღირებულების პროცენტებში), მინიმალური დანახარჯები კაპიტალდაბანდებებზე (ხორციელდებოდა ძირითადად სამხედრო უწყების ხარჯზე), იმ სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების შედეგების გამოყენების შესაძლებლობა თავიანთ ინტერესებში, რომლებიც ანაზღაურებული იყო თავაცვის სამინისტროს მიერ (თუკი არ იყო შეზღუდვები საიდუმლოების დაცვის მოსაზრებათა გამო), პრივილეგიები დეფიციტური მასალების განაწილებისას და, ბოლოს, პირდაპირი მაქინაციების შესაძლებლობანი დამკვეთის მხრიდან კონტროლის მექანიზმის არასრულყოფილების შედეგად.

ყოველივე ეს აშშ-ის წამყვან სამხედრო-სამრეწველო კონცერნებს აყენებდა გამალებული შეიარაღების გაგრძელების მომხრეთა რიგებში არა მხოლოდ თავიანთ ქვეყანაში, არამედ სამხედრო ბლოკებში მათი მოკავშირეების ქვეყნებშიც. იმავე დროს სამხედრო შეკვეთებიდან მიღებული დიდი მოგებები მრეწველებს აძლევდა საკმარის სახსრებს “მეგობრობისა” და სრული “ურთიერთგაგების” ურთიერთობათა დამყარებისა და შენაჩუნებისთვის იმ ორგანოებთან, რომლებიც განსაზღვრავდნენ სამხედრო ბიუჯეტის ზომას და ამტკიცებდნენ მას კონგრესში.

თავდაცვის სამინისტრო წარმოადგენდა სმკ-ის მეორე კომპონენტს. სამნისტროს პასუხისმგებელი პირები, რომლებიც შეიმუშავებდნენ შეიარაღებული ძალების მშენებლობისა და იარაღის ახალი სისტემების შექმნის პროგრამებს, საბჭოთა ავტორების სიტყვით, დაინტერესებული იყვნენ სამხედრო ხარჯების მაღალი დონის შენარჩუნებაში, რამდენადაც ისინი უზრუნველყოფდნენ მათთვის მდგომარეობის განსაზღვრულ სტაბილურობას სამსახურსა და საზოგადოებაში. ოფიცერთა ზოგიერთი ჯგუფისთვის კი, რომლებიც პასუხს აგებდნენ გადაწყვეტილებათა მიღებაზე სამხედრო ტექნიკის შესყიდვების თაობაზე, მსხვილმასშტაბიან შეკვეთებს შეიარაღებაზე მოჰქონდა კიდევ დამატებითი სარგებელი.

გამოდიოდა რა როგორც დამკვეთი სამრეწველო ფირმებთან ურთიერთობებში, პენტაგონი ინარჩუნებდა მათთან მჭიდრო კონტაქტს თავისი მრვალრიცხოვანი სამმართველოებისა და განყოფილებების მეშვეობით. ეს კავშირები არ შემოისაზღვრებოდა მხოლოდ ოფიციალური საქმიანი ოპერაციების სფეროთი. ამერიკელი გენერლის შოუპის აღიარებით, ურთიერთობები სამხედროებსა და მრეწველებს შორის გაცილებით უფრო მჭიდრო იყო, ვიდრე ამას ბევრი ფიქრობდა. ერთად ისინი ჰქმნიდნენ საზოგადოებრივ აზრს. რიგი სამხედრო ასოციაციებისა წარმოადგენდა ოფიცერთა შეხვედრების ადგილს ბიზნესის წარმომადგენლებთან, რომლებზედაც განიხილავდნენ ურთიერთ თანამშრომლობის სხვადასხვანაირ საკითხებს.

ორივე მხარის ანგარებიან ინტერესებზე არაერთხელ ამახვილებდნენ ყურადღებას რიგი სოციალურ-ეკონომიკური კვლევების ავტორები სმკ-ის სფეროში, და ხაზს უსვამდნენ, რომ მრეწველობი ცდილობდნენ თავიანთთვის ყველაზე უფრო მეტად ხელსაყრელი კონტრაქტების მიღებას, სამხედროები კი, რომლებზედაც ეს იყო დამოკიდებული, მოელოდნენ მრეწველებისგან “მადლიერებას”.

თეორიულად პენტაგონის შესაბამის მუშაკებს უნდა მიეცათ კონტრაქტები იმ ფირმებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფდნენ სამხედრო პროდუქციის ყველაზე უფრო მეტ ეფექტურობასა და ყველაზე უფრო ნაკლებ ღირებულებას. სპეციალური კანონი შესყიდვების შესახებ შეიარაღებული ძალებისთვის ავალდებულებდათ მთელი შესყიდვების განხორციელებას ვაჭრობის გამოცხადებისა და კონკურენტული წინადადებების განხილვის გზით. მაგრამ მასში იყო 17 დათქმა, რომლებიც უშვებდა გამონაკლისებს ამ წესიდან, მათ რიცხვში ასეთებიც: “როდესაც კონკურენტული მიდგომა არაპრაქტიკულია” ან “როდესაც სასურველი არ არის მომწოდებლის გამხელა საიდუმლოების დაცვის მოსაზრებებით”. ამის შედეგად, ამერიკელი სენატორის მეტცენბაუმის აღიარებით, 1970-იანი წლების მეორე ნახევარში თავდაცვის სამინისტროს კონტრაქტების მხოლოდ 8% იყო გაცემული კონკურენტული წინადადებების საფუძველზე, დანარჩენი კი – პენტაგონის უმსხვილეს და მუდმივ კონტრაქტორებთან პირდაპირი მოლაპარაკებების გზით.

ასეთი მდგომარეობის დროს პირადი “მეგობრული” კავშირები უმაღლესი ოფიცრების ცალკეულ ჯგუფებსა და სამხედრო-სამრეწველო ფირმებს შორის იძენდა განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ითვალისწინებდნენ რა ამას, ფირმების წარმომადგენლები ეწეოდნენ ოფიცრების “დამუშავებას” სამინისტროს შესაბამისი შემსყიდველი ორგანოებიდან. ყველაზე უფრო მეტად “ლოიალურებს” თადარიგში მათი გასვლის შემდეგ ფირმები თავისთან ან თავიანთ სუბკონტრაქტორებთან აძლევდნენ მაღალანაზღაურებად თანამდებობებს.

გამოდიოდა რა აშშ-ის კონგრესის გაერთიანებულ ეკონომიკურ კომიტეტში, სენატორმა პროკსმაირმა აღნიშნა, რომ 1969 წელს 100 ძირითად სამხედრო-სამრეწველო კომპანიაში მუშაობდა 2072 ყოფილი ოფიცერი პოლკოვნიკის და უფრო მაღალი წოდებით, მათგან 1065 – ათ უმსხვილეს კომპანიაში (1959 წელს – მხოლოდ 372 ადამიანი). დამახასიათებელი იყო, რომ თადარიგში გასულები სამუშაოდ მიდიოდნენ, როგორც წესი, იმ კომპანიებში, რომლებთანაც მათ საქმე ჰქონდათ სამხედრო უწყებებში თავიანთი სამსახურის პერიოდში.

კადრების ურთიერთგაცვლა მრეწველობასა და პენტაგონს შორის ზოგჯერ ხდებოდა უფრო მაღალ დონეზეც. ასე, არმიის ყოფილი მინისტრი პეისი 50-იანი წლების დასაწყისში გახლდათ ერთერთი უმსხვილესი ფირმის “ჯენერალ დაინემიქსის” პრეზიდენტი,ხოლო თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დ. პაკარდი, ამ თანამდებობაზე დანიშნულ იქნა ფირმა “ჰიულეთ პაკარდიდან”, სადაც მას ჰქონდა აქციები 300 მლნ. დოლარის თანხაზე. ხშირად სამსახურში დაწინაურებაში დახმარებას აღმოუჩენდნენ იმ ოფიცრებს, რომლებსაც შემდეგ უნდა დაეცვათ მათი ინტერესები და უზრუნველეყოთ უფრო მომგებიანი შეკვეთების მიღება.

ამ მიმართებით საჩვენებელია სზძ-ის ავიაციისთვის “ჰაერი-ხომალდი” კლასის მართვადი რაკეტა “კონდორის” შექმნის ისტორია (ფირმა “როქუელ ინტერნეშენლი”). 1974 წელს კონგრესმა რეკომენდაცია მისცა შეეწყვიტათ მისი შემუშავება გამოცდების არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო. ფირმამ შეაკოწიწა პროექტის მომხრეთა ჯგუფი, რომელშიც შევიდნენ სენატორები, თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი ორანოების წარმომადგენლები და სხვა მაღალი თანამდებობის პირები, რომლებმაც მიაღწიეს კონგრესში სახსრების გამოყოფას პროგრამაზე მუშაობის გაგრძელებისთვის. შემუშავების მსვლელობისას რაკეტის ღირებულება გაიზარდა 70 ათასი დოლარიდან 1965 წელს 415 ათასამდე 1976-ში. სპეციალურად ჩატარებულმა გამოძიებამ უჩვენა, რომ კომპანია “როქუელ ინტერნეშენლი” რამდენიმე თვის განმავლობაში “გარს უტრიალებდა” რიგ ოფიციალურ პირებს თავდაცვის სამინისტროდან, რომლებიც დაკავებული იყვნენ პროექტით “კონდორი”.

ანალოგიური მოქმედებები აღინიშნებოდა რიგი სხვა ფირმების ურთიერთმოქმედებებშიც პენტაგონის თანამშრომლებთან, კერძოდ ავიასარაკეტო-კოსმოსური კომპანიისა “ნორთროპი”.

“მეგობრობის” კავშირები პენტაგონსა და სამხედრო მრეწველებს შორის არცთუ იშვიათად აძლევდა საშუალებას უკანასკნელთ გადაეჭარბებინათ კონტრაქტების პირობებისთვის და აქედან გამოეტანათ იმაზე გაცილებით უფრო მეტი სარგებელი, ვიდრე ეს გათვალისწინებული იყო შესაბამისი ინსტრუქციებით. როგორც მოწმობდნენ აშშ-ის ბეჭდური გამოცემები, ბევრმა ამერიკელმა არც კი იცოდა, რომ იარაღის მსხვილი სისტემების 90%-ზე მეტი საბოლოო ჯამში ჯდებოდა იმაზე ორჯერ უმფრო მეტი, ვიდრე ისინი ფასდებოდა თავდაპირველად. ჩატარებულმა გამოძიებებმა უჩვენა, რომ 1970-1973 წლებში პენტაგონის 526 კონტრაქტორის მოგება მერყეობდა კონტრაქტების ღირებულების 3 – 652%-ის ფარგლებში, ხოლო საშუალოდ კი შეადგინა მათი 28%. ძირითადი კაპიტალის ღირებულებასთან მიმართებით ეს მოგება აღწევდა დაახლოებით 84%-ს. ასეთი კომპანიები, საბჭოთა ავტორების სიტყვით, იძულებული ხდებოდნენ, რომ ზემოგებების ნაწილი დაებრუნებინათ, მაგრამ პენტაგონიც ამ დროს ცდილობდა “არ ეწყენინებინა” თავისი მუდმივი მიმწოდებლებისთვის.

მოყვანილი მაგალითები გვიჩვენებს, რომ სამხედრო ბიუჯეტის უზარმაზარი თანხები, რომლებიც გადიოდა პენტაგონის მეშვეობით და სოლიდურ მოგებებს აძლევდა სამხედრო-სამრეწველო ფირმებს, წარმოადგენდა იმ ფუნდამენტს, რომელზედაც იდგა მათი კავშირი. საბჭოთა ავტორების სიტყვით, ამ კავშირის წარმოქმნა კანონზომიერი გახლდათ კაპიტალიზმის ქვეყნებისთვის, სადაც ყოველივე ემორჩილებოდა ნაღდი ფულის ძალაუფლებას.

კონგრესის ორგანოები და ლობისტური ორგანიზაციები, საბჭოთა ავტორების სიტყვით, შეადგენდნენ სამხედრო-სამრეწველო კოპლექსის პოლიტიკურ კომპონენტს. კონგრესი განიხილავდა და საკანონმდებლო წესით ამტკიცებდა სამხედრო ბიუჯეტს, სადაც ასახული იყო შეიარაღებული ძალების მშენებლობის, აგრეთვე იარაღის ძირითადი სისტემების შემუშავებათა და წარმოების წამყვანი პროგრამები. ლობისტური ორგანიზაციები ამზადებდნენ ნიადაგს შესაბამის კომისიებსა და ქვეკომისიებში პენტაგონის მიერ წარმოდგენილი სამხედრო პროგრამების მიხედვით “ხელსაყრელი” გადაწყვეტილებების მისაღებად და სმკ-ის ინტერესებში ორგანიზებას უკეთებდნენ ხმაურიან პროპაგანდისტულ კამპანიებს, ატარებდნენ კულისებსმიღმა მოლაპარაკებებს კონგრესმენებთან – სენატისა და წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალებისა და ასიგნებების კომისიების წევრებთან.

კონგრესში იბადებოდა ასიგნებების ის “ნაკადულები” კონკრეტულ სამხედრო პროგრამებსა და პროექტებზე, რომლებიც შემდგომში წარმოქნიდნენ დოლარების ძლიერ ნაკადებს, მიმდინარეებს სამხედრო-სამრეწველო ფირმების სეიფებში.

ზოგიერთი ამერიკელი მკვლევარის აზრით (მაგალითად, ლისკესი და ლუდევისტისა), როგორ საჯაროდაც არ უნდა დაესაბუთებინათ ფორმალურად დამოუკიდებელ კონგრესმენებს თავიანთი პოზიციები ამა თუ იმ სამხედრო საკითხში, ისინი თავიანთ პრაქტიკულ საქმიანობაში ხელმძღვანელობდნენ თავიანთი საარჩევნო ოლქის (შტატის), უწყების პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესებით, რომელთანაც მათ ჩამოუყალიბდათ “განსაკუთრებული” ურთიერთობები, აგრეთვე კონგრესის იმ ორანიზაციასთან, რომელშიც ისინი მუშაობდნენ (სენატისა და წარმომადგენელთა პლატის კომისიები და ქვეკომისიები).

პრაქტიკულად ხშირად იქმნებოდა აღნიშნული მოტივების კომბინაციები, რომლებიც ურთიერთკავშირში იმყოფებოდნენ ერთმანეთთან. ასე, მაგალითად, საბჭოთა ავტორების შეფასებით, კონგრესმენის პირადი კარიერა ბევრწილად იყო დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად პასუხობდა მისი მოქმედებები მისი საარჩევნო ოლქის (შტატის) სამხედრო-სამრეწველო წრეების წარმომადგენელთა პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს, რომლებიც მას აღმოუჩენდნენ ფინანსურ დახმარებას აშშ-ის კონგრესში არჩევნების პერიოდში. ბიზნესმენები, რომლებიც მილიონობით დოლარებს ხარჯავდნენ არჩევნების დროს ამა თუ იმ კანდიდატის მხარდაჭერისთვის, ბუნებრივია მოქმედებდნენ ცნობილი პრინციპის მიხედვით: “ვინც ფულს იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს”. სავსებით გასაგებია, რომ ასეთი კონგრესმენი გახლდათ სმკ-ის წარმომადგენელთა მიერ დაყენებული და დაიცავდა მათ ინტერესებს კონგრესში, იბრძოლებდა იმ სამხედრო პროგრამების დამტკიცებისთვის, რომლებიც ყველაზე უფრო მეტად უპასუხებდა ამ პირთა ანგარებიან ინტერესებს.

რიგ შემთხვევებში კონგრესმენი თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან “განსაკუთრებული” ურთიერთობების არსებობის შედეგად (წარსული სამსახური, საქმიანი კავშირები, მომავალში მაღალანაზღაურებადი სამსახურის მიღემისკენ მისწრაფება და ა. შ.) გამოდიოდა პენტაგონის რომელიმე უწყების მიერ შეთავაზებული რომელიმე კანონპროექტის მხარდასაჭერად. მოცემულ სიტუაციაში ეს უწყება სამხედრო-სამრეწველო წრეების წარმომადგენლებთან ერთობლივად ორგანიზებას უკეთებდა პროპაგანდისტულ კამპანიას, რათა ამომრჩეველთა თვალში გაემართლებინა კონგრესმენის პოზიცია (შეკვეთების შესრულებაში მონაწილე ფირმების რაოდენობის განზრახ გადიდება, საქმის როგორც კონტრაქტების “სამართლიანად განაწილების” სახით წარმოდგენა და სხვა).

როდესაც კონგრესში ერთმანეთს ეჯახებოდა სხვადასხვა სამხედრო-სამრეწველო დაჯგუფებათა ინტერესები ან წარმოიქმნებოდა ბრძოლა შეიარაღებული ძალების სახეობებს შორის ამათუიმ სამხედრო პროგრამის პრიორიტეტისთვის, უკანასკნელი სიტყვა კონგრესისადმი საბოლოო რეკომენდაციების შემუშავებაში ეკუთვნოდა შესაბამის კომისიებს, რომელთა წევრებიც ამ შემთხვევაში იძულებული ხდებოდნენ ეთამაშათ ორმაგი როლი: გამოდიოდნენ არბიტრის როლში და ამავდროულად იცავდნენ შეიარაღებულ ძალთა ამათუიმ სახეობის ან დაჯგუფების ინტერესებს.

ასე, კონგრესმენები იმ შტატებიდან, სადაც განლაგებული იყო ფირმა “ლოქჰიდის” ან სხვა დაინტერესებული კომპანიების საწარმოები, რიგი წლების განმავლობაში (1965-1972 წლები) ახერხებდნენ დამატებითი ასიგნებების გამოყოფის მიღწევას სახმელეთო ჯარებისთვის საბრძოლო ვერტმფრენის AH-56A “შაიენის” შემუშავებაზე, მიუხედავად იმსა, რომ მისი კონსტრუქცია ვერ პასუხობდა წაყენებულ მოთხოვნებს. საბოლოო ჯამში 1972 წლისთვის ვერტმფრენის შემუშავებამ შთანთქა 200 მლნ. დოლარზე მეტი მას შემდეგ, რაც მუშაობა მასზე შეწყვეტილ იქნა. მოყვანილ მაგალითზე თვალსაჩინოდ აისახებოდა როგორც მეტოქეობა სახმელეთო ჯარებსა და სჰძ-ს შორის, ასევე კონკურენციაც მრეწველებს შორის და კონგრესმენთა მისწრაფებაც მოენახათ “ოქროს შუალედი” ამ საკითხის გადაწყვეტაში.

საბჭოთა ავტორები აღნიშნავდნენ ასევე მრავალრიცხოვანი ნებაყოფლობითი საზოგადოებებისა და ორგანიზაციების არსებობას, რომლებიც შექმნილი იყო პენტაგონის მიერ ყოფილი სამხედროებისა და სამხედრო-სამრეწველო ფირმების თანამშრომლებისგან და რომლებიც არსებითად წარმოადგენდა სმკ-ის პოლიტიკური კომპონენტის შემადგენელ ნაწილს. მათ გააჩნდათ თავიანთი მასობრივი ინფრორმაციის საშუალებები, რომლებსაც აფინანსებდნენ, როგორც წესი, სამრეწველო ფირმები, და რომლებიც ჰქნიდნენ ძლიერ და მეტად გავლენიან ლობის, რომლის მეშვეობითაც პენტაგონი და სამხედრო კომპანიები წინასწარ აწვდიდნენ კონგრესს ინფორმაციას თავიანთი “საჭიროებების” შესახებ, აგრეთვე მის ორგანიზაციებსა და ცალკეულ კონგრესმენებსაც.

მაგალითად, უილიამ კეისის მიერ ორგანიზებულმა მოქალაქეთა კომიტეტმა, რომელიც გამოდიოდა მშვიდობის მომხრედ უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობებში, 1969 წელს ბევრ ამერიკულ გაზეთში გამოაქვეყნა ბრჭყვიალა რეკლამა, რომელშიც ლაპარაკი იყო იმის შესახებ, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევების პრინსტონის კორპორაციის მონაცემებით, ამერიკელთა 84% მხარს უჭერდა რაკესაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემას. მაგრამ პრინსტონის კორპორაციამ განაცხადა მასზე მითითებების დაუსაბუთებულობის შესახებ. მალევე გამოირკვა, რომ რეკლამაზე ხელმომწერი 344 ადამიანიდან 55 პირდაპირ იყო დაკავშირებული ამ სისტემაზე უკვე მომუშავე სამხედრო-სამრეწველო კომპანიებთან, ხოლო ბევრი მათგანი კი იმ ფირმებთან, რომელთა მონაწილეობასაც ამ პროგრამაში ვარაუდობდნენ. კომიტეტის ხელმძღვანელები კატეგორიულდ უარყოფდნენ რაიმენაირ კავშირს სამხედრო მრეწველობასთან. მალევე ამის შემდეგ პრეზიდენტმა ნიქსონმა, რომელიც ცდილობდა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის პროგრამის დამტკიცებას, კეისი დანიშნა განიარაღებისა და შეიარაღებაზე კონტროლის სააგენტოს საკონსულტაციო საბჭოში გარკვეულ თანამდებობაზე.

1977 წლის ივლისში ამერიკის კონსერვატიულმა კავშირმა შექმნა ჯგუფი ეროვნული თავდაცვის სფეროში პოლიტიკის საკითხებში, რომლის მიზანსაც, საბჭოთა ავტორების სიტყვით, წარმოადგენდა ბრძოლა სამხედრო პროგრამებზე ასიგნებათა ნებისმიერი შემცირების წინააღმდეგ. ჯგუფის სხდომაზე გამოსვლისას კონგრესენმა რ. დორნანმა მოუწოდა სჰძ-ის ოფიცრებს წასულიყვნენ თადარიგში ახალი სტრატეგიული ბომბდამშენის B-1 წარმოების გაყინვის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად. დორნანი წარმოადგენდა კალიფორნიის შტატს, სადაც იმყოფებოდა “როქუელ ინტერნეშენლის” საწარმოები, რომლებიც აწარმოებდნენ ამ ბომბდამშენის შემუშავებას.

ზემოთ განხილული ფაქტები, საბჭოთა ავტორების სიტყვით, მოწმობდა იმის შესახებ, რომ აშშ-ის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი არის რეალობა, როგორც არ უნდა დაეწყოთ ამის უარყოფა მილიტარიზმის აპოლოგეტებს. მისი სამივე კომპონენტი – სამხედრო-სამრეწველო, სამხედრო და პოლიტიკური – მოქმედებდა მჭიდრო თანამშრომლობით, რაც ემყარებოდა თითოეული მათგანის მისწრაფებას მაქსიმალური ეკონომიკური და პოლიტიკური სარგებლის მიღებისკენ მათ ხელებში გამავალი უზარმაზარი სამხედრო ბიუჯეტებიდან. სწორედ ამით აიხსნებოდა კიდეც სმკ-ის წარმომადგენელთა და მასთან დაკავშირებული წრეების გააფთრებული წინააღმდეგობა ნებისმიერი ღონისძიებებისადმი, რომლებიც მიმართული იყო საერთაშორისო დაძაბულობის განმუხტვასა და გამალებული შეიარაღების შეკავებაზე.

მცირე დასკვნა

ასეთი გახლდათ აშშ-ის შეიარაღებული ძალების მშენებლობისა და სამხედრო მრეწველობის მდგომარეობა და განვითარების ძირითადი მიმართულებები 1970-იან წლებსა და 80-იანების დასაწყისში. ზემოთ გადმოცემულ თხრობაში უდაოდ ძლიერი იყო საბჭოთა პროპაგანდის გავლენა, რაც აუცილებლად უნდა იქნას გავალისწინებული ნაშრომის გაცნობისა და მასზე მუშაობისას. როდესაც 1991 წლიდან დავიწყეთ აშშ-ის სახედრო მშენებლობის გამოცდილების შესწავლა, მაშინ ამ იდეოლოგიურ შეფასებებს პრაქტიკულად გვერდს ვუვლიდით და მხოლოდ საკუთრივ სამხედრო ინფორმაციის დამუშავებაზე ვამახვილებდით ყურადღებას. მაგრამ, უკანასკნელ ათწლეულებში, განსაკუთრებით კი 1998 წლიდან, საქართველოში დატრიალებულმა მოვლენებმა, სახელდობრ აშშ-ის სახელმწიფო სტრუქტურებისა და მათი წარმომადგენლების საქმიანობამ ჩვენს ქვეყანაში არა ჩვენდა სასიკეთოდ, ალბათ ბევრი დააფიქრა იმაზე, რომ უწინდელ საბჭოთა პროპაგანდაში აშშ-ის მმართველი წრეების იმპერიალისტური მისწრაფებების კრიტიკის საკითხში, ბევრი რამ ყოფილა საყურადღებო და ანგარიშგასაწევი. ამიტომ ზემოთ გადმოცემული საკითხები, ჩვენი აზრით, უთუოდ საინტერესო და სასარგებლო იქნება თანამედროვე სამხედრო საქმით დაინტერესებული ქართველი მკითხველისთვის. ამ პერიოდის მასალების შეძლების და გვარად ამოწურვის შემდეგ ვაპირებთ თემის გაგრძელებას 80-იან წლებზე და, შესაძლოა, უფრო გვიანდელ ხანაზეც, როგორც ეს შესაძლებელი იქნება. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ თავად საკითხის დიდი მოცულობის გამო, სხვა ქართველმა მკვლევარებმაც მოჰკიდონ მას ხელი, განსაკუთრებით 1990-იანი და 2000-იანი წლების პერიოდისთვის, ან კიდევ ჩაუღრმავდნენ შეიარაღებული ძალების ცალკეულ სახეობებს, შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის განვითარებას, სამხედრო მრეწველობასა და სხვა.

ირაკლი ხართიშვილი

გამოყენებული ლიტერატურა

1. И. Ануреев – Достижения науки и техники на службе пентагона, Зарубежное военное обозрение, 1974 №3;

2. В. Филиппов – Резервы вооружённых сил США, Зарубежное военное обозрение, 1974 №12;

3. В. Александров – Особенности современного развития вооружённых сил США, Зарубежное военное обозрение, 1975 №3;

4. В. Александров – Высшие военные органы США, Зарубежное военное обозрение, 1976 №3;

5. И.Архипов – Войска США в Европе, Зарубежное военное обозрение, 1976 №9;

6. Ю. Дмитриев – Совет национальной безопасности США, Зарубежное военное обозрение, 1977 №1;

7. В. Филиппов – Комитет начальников штабов вооружённых сил США, Зарубежное военное обозрение, 1977 №3;

8. П. Масленников – Организация научно-технической информации в вооружённых силах США, Зарубежное военное обозрение, 1977 №5;

9. В. Ларионов – Планирование развития вооружённых сил США, Зарубежное военное обозрение, 1977 №12;

10. В. Гидаспов – Управлуние вооружёнными силами США, Зарубежное военное обозрение, 1978 №10;

11. Н. Мишин – Американские войска в Южной корее, Зарубежное военное обозрение, 1978 №10;

12. Полковник запаса В. Кронов, Военно-промышленный комплекс США, Зарубежное военное обозрение, 1978, № 11.

13. И. Быстров – Вооружённые силы США, Зарубежное военное обозрение, 1981 №1;

14. В. Таманский – Автоматизация управления вооружёнными силами США, Зарубежное военное обозрение, 1981 №6;

15. А. Кораблёв – Обеспечение стратегической мобильности (воздушные и морские переброски американских войск), Зарубежное военное обозрение, 1981 №9;

16. Ю. Викторов – Обеспечение стратегической мобильности вооружённых сил США (заблаговременное складирование американского вооружения), Зарубежное военное обозрение, 1983 №2;

17. Г. Васильев – Объединённое центральное командование вооружёнными силами США, Зарубежное военное обозрение, 1983 №3.

აშშ–ის შეიარაღებული ძალები 1970–იან წლებსა და 80–იანების დასაწყისში

(ნ ა წ ი ლ ი IV)

XII. აშშ–ის შეიარაღებული ძალების განვითარების დაგეგმვა 1970-იან წლებში

საბჭოთა ავტორების აღნიშვნით, 1970-იან წლებში საბჭოთა კავშირის მხრიდან ცივი ომის პოლიტიკაზე უარის თქმის, საერთაშორისო ურთიერთობებში დაძაბულობის განმუხტვის, მშვიდობიანი თანარსებობისა და სტრატეგიულ შეიარაღებათა შეზღუდვის შესახებ წამოყენებული წინადადებების მიუხედავად ამერიკული სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა აგრძელებდა ძალის პოზიციიდან საგარეო პოლიტიკის გატარების მიზნით თავისი შეიარაღებული ძალების გაძლიერებას და, შესაბამისად, დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა თავისი შეიარაღებული ძალების განვითარებას, აგრეთვე მისი დაგეგმვის საკითხებს.

შეიარაღებული ძალების განვითარების ხელმძღვანელობის იმდროინდელი სისტემის საფუძვლები აშშ-ში ჩადებულ იქნა 1947 წელს „ეროვნული უსაფრთხოების შესახებ კანონის“ მიღებით, რომლის შესაბამისადაც ადრე არსებული შეიარაღებულ ძალთა სახეობების ხელმძღვანელობის ორგანოები გააერთიანეს ერთიან სამხედრო ორგანიზაციაში თავდაცვის მინისტრით სათავეში. თავდაცვის სამინისტროს შექმნა, რომელშიც შევიდა სახმელეთო ჯარების (არმიის), სჰძ-ისა და სზძ-ის სამინისატროები, პირველ ნაბიჯად იქცა ამერიკული შეიარაღებული ძალების დაგეგმარებისა და მართვის ფუნქციების ცენტრალიცაზიის მიმართულებით. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს შემდგომი რეორგანიზაციის მსვლელობისას 1950-იანი წლების განმავლობაში უფრო მეტად გააძლიერეს ამ ფუნქციების ცენტრალიზაცია თავდაცვის სამინისტროსა და შტაბების უფროსთა კომიტეტის ეგიდით. ამერიკულ შეიარაღებულ ძალებში გატარებული ღონისძიებების შედეგად მისი არსებობბის ისტორიაში პირველად შექმნეს გაერთიანებული სარდლობები, მოამზადეს შეიარაღებული ძალების სახეობათა ერთობლივი მოქმედებების გეგმები, აგრეთვე უშუალოდ თავდაცვის მინისტრის კონტროლქვეშ ჩააყენეს სამხედრო ბიუჯეტის შეიარაღებული ძალების სახეობებს შორის განაწილება და ფედერალური მთავრობის პოლიტიკასთან მისი შესაბამისობაში მოყვანა.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროში დაგეგმარების სისტემის შემდგომი განვითარება მიდიოდა იარაღის ახალი სისტემებისა და შეიარაღებული ძლების განვითარების მიმართულებების არჩევაში გადაწყვეტილებების მიღების უფრო რაციონალური ხერხების ძიების მიმართულებით. ამის შედეგად 60-იანი წლების დასაწყისისთვის აშშ-ში ჩამოაყალიბეს სამხედრო დაგეგმვის სისტემა, რომლის თავისებურებას, წარმოადგენდა ის, რომ შეიარაღებული ძალების მშენებლობის მიმართულებებისა და მათ რეალიზებაზე ფინანსური სახსრების განაწილების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება დაიწყეს ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში შეიარაღებულ ძალებზე მთლიანობაში დაკისრებული ძირითადი ამოცანების გათვალისწინებით. იგივე სისტემა აგრძელებდა მოქმედებას აშშ-ის თავდაცვის სამინისტროში 1970-იანი წლების მიწურულსაც.

ამერიკული შეიარაღებული ძალების განვითარების დაგეგმვა ემყარებოდა სისტემური ანალიზის მეთოდებსა და ეკონომიკურ მიდგომაზე.

სისტემური ანალიზის არსი მდგომარეობდა ნებისმიერი მოვლენის როგორც რთული მთლიანობის განხილვაში, რომელიც შეიცავდა ურთიერთდაკავშირებული ელემენტების ერთობლიობას, ხოლო ამ უკანასკნელთა ფუნქციონირება დაქვემდებარებული იყო ერთიანი მიზნისადმი. დაგეგმარებისადმი სისტემური მიდგომის შესაბამისად შეიარაღებული ძალების დახასიათებისთვის შემოიტანეს ცნება „იარაღის სისტემა“.

„იარაღის სისტემას“ აშშ-ში განსაზღვრავდნენ როგორც ელემენტების კომპლექსს, რომელთაც შეეძლოთ განსაზღვრული ამოცანების გადაწყვეტა. მასში შეტანილი ჰქონდათ განსაზღვრული სახეობის საბრძოლო საშუალებები (ბალისტიკური რაკეტები, ბომბდამშენები ან წყალქვეშა ნავები), დამხმარე სისტემები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ საბრძოლო საშუალების მიერ მასზე დაკისრებული ამოცანების ნორმალურ შესრულებას (კავშირგაბმულობის, მართვისა და მომსახურების საშუალებები). სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელი იყო პირადი შემადგენლობის არსებობა, რომელიც ემსახურებოდა საბრძოლო საშუალებებსა და დამხმარე სისტემებს. ამერიკული იარაღის სისტემების მაგალითებს 1970-იან წლებში წარმოადგენდა სარაკეტო სისტემა „მინითმენი“, საავიაციო სისტემა B-52, საზღვაო ბაზირების სისტემა „თრაიდენთი“.

აღსანიშნავია, რომ დაგეგმვის ამოცანებისთვის იარაღის თითოეულ სისტემას იღებდნენ განვითარებაში. მისი განვითარების პროცესს შექმნის დასაწყისიდან შეიარაღებიდან მოხსნამდე მისცეს დასახელება „სასიცოცხლო ციკლი“. იგი მოიცავდა ოთხ ეტაპს, ანუ ფაზას: სისტემის ძირითადი კონცეფციის ფორმულირება, მისი შექმნის შესაძლებლობისა და მიზანშეწონილობის დასაბუთება, შემუშავება და წარმოება, ექსპლუატაცია.

ეკონომიკური მიდგომის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ შეიარაღებული ძალების განვითარებას განიხილავდნენ როგორც წარმოებით პროცესს, რომლის ოპტიმიზაციას ახდენდნენ კრიტერიუმ „ღირებულება/ეფექტურობის“ მიხედვით, რომელიც წარმოადგენს დახარჯული რესურსების თანაფარდობას მიღებულ შედეგებთან. მაგალითად, დანახარჯების მაჩვენებლის სახით იყენებდნენ იარაღის სისტემის (ან საკუთრივ საბრძოლო ერთეულების) სრულ ღირებულებას. მასში შედიოდა იარაღის სისტემის შემუშავებასთან, წარმოებასა და ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ყველა პირდაპირი და ირიბი დანახარჯი მთელი მისი „სასიცოცხლო ციკლის“ განმავლობაში. საბოლოო შედეგი განისაზღვრებოდა იარაღის სისტემებისა და საბრძოლო ერთეულების საბრძოლო ეფექტურობით.

ეკონიმიკური მიდგომა საშუალებას აძლევდათ შეიარაღებული ძალებისა და შეიარაღებათა შესაქმნელად საქმიანობის ხარისხობრივად სხვადასხვანაირი სახეობები გამოეხატათ ერთნაირი რაოდენობრივი მაჩვენებლებით და ამით უზრუნველეყოთ საფუძველი შეიარაღებული ძალების განვითარების საქმეში მოქმედებების ოპტიმალური ვარიანტების ასარჩევად. ხელმძღვანელობის უზრუნველყოფას რაოდენობრივი ინფორმაციით, რომელიც ეხმარებოდათ მიღებული გადაწყვეტილებების სხვადასხვანაირი ვარიანტების ეკონომიკური შედეგების შეფასებაში, ამერიკელი სპეციალისტები განიხილავდნენ როგორც დაგეგმვის პროცესის უცილებელ ელემენტს, განსაკუთრებით მშვიდობიანობის დროის პირობებში.

სამხედრო სფეროში ეკონომიკური და სისტემური მიდგომის დებულებების ერთობლივმა განვითარებამ გამოიწვია აშშ-ში შეიარაღებული ძალების განვითარების საკითხებში გადაწყვეტილებათა მომზადებისა და მიღების სპეციფიური მექანიზმის ჩამოყალიბება, რომელსაც მისცეს დასახელება „დაგეგმვა _ პროგრამირება _ ბიუჯეტის შემუშავება“ (დპბ) და რომელიც საშუალებას აძლევდა თავდაცვის მინისტრს გაეკონტროლებინა როგორც მთლიანობაში შეიარაღებული ძალების, ისე შეიარაღებულ ძალთა ცალკეული სახეობების გეგმები, პროგრამები და ბიუჯეტები. დპბ-სისტემაში შეიარაღებული ძალების განვითარების დაგეგმვას განიხილავდნენ როგორც პროცესს, რომელიც შედგებოდა სამი ურთიერთ დაკავშირებული ფაზისგან: საკუთრივ დაგეგმვა, ანუ სტრატეგიული დაგეგმვა; პროგრამირება; ბიუჯეტის შემუშავება.

სტრატეგიული დაგეგმვა აშშ-ში მიღებული მიდგომის შესაბამისად მდგომარეობდა მთავარი სამხედრო მიზნების ჩამოყალიბებაში, რომლებიც იდგა ქვეყნის შეიარაღებული ძალების წინაშე და გამომდინარეობდა ზოგადსახელმწიფოებრივი ინტერესებიდან, მისი საბრძოლო გამოყენების ხერხების განსაზღვრაში, აგრეთვე ამ მიზნების მისაღწევად საჭირო შეიარაღებული ძალების შემადგენლობის განსაზღვრაში. სტრატეგიულ დაგეგმვას აშშ-ში იყენებდნენ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მიერ ზოგადსახელმწიფოებრივი სამხედრო-პოლიტიკური მიზნების განსაზღვრით ხუთ წლამდე პერიოდზე, რომელსაც ზოგადი სახით გადმოსცემდნენ ეუს-ის მიერ ყოველწლიურად მომზადებულ (ან კორექტირებულ) დოკუმენტში „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის საფუძვლები“. კონკრეტულად ეს მიზნები გადმოცემული იყო ხოლმე პრეზიდენტის დირექტივებში (ე. წ. „მემორანდუმი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში“) და გზავნიდნენ თავდაცვის სამინისტროსა და შტაბების უფროსთა კომიტეტში.

სტრატეგიული დაგეგმვა აშშ-ში წარმოადგენდა უწყვეტ პროცესს, რომელიც გრძელდებოდა მთელი წლის განმავლობაში და რომელშიც ჩართული იყო შეიარაღებული ძალების ყველა მგეგმავი ორგანო. ამერიკულ შეიარაღებულ ძალებში საბჭოთა ავტორები პირობით გამოყოფდნენ სტრატეგიული დაგეგმვის სამ დონეს: შტაბების უფროსთა კომიტეტში (გაეთიანებული დაგეგმვა), თავდაცვის მინისტრის აპარატსა და შეიარაღებული ძალების სახეობებში (სახმელეთო ჯარებში, სჰძ-სა და სზძ-ში, ზქჯ-ის კორპუსის ჩათვლით). მთლიანობაში შეიარაღებული ძალების მასშტაბით ძირითად როლს თამაშობდა გაერთიანებული დაგეგმვა, რომელსაც ახორციელებდა შტაბების უფროსთა კომიტეტი (შუკ).

1970-იანი წლების მონაცემებით, აშშ-ის შეიარაღებული ძალების შუკ-ი ყოველწლიურად შეიმუშავებდა ოთხ სახელმძღვანელო (ე. წ. „გაერთიანებულ“) დოკუმენტს: „სადაზვერვო შეფასებას“, „გრძელვადიან სტრატეგიულ ანალიზს“, „სტრატეგიული ამოცანების გეგმასა“ და „სტრატეგიული შესაძლებლობების გეგმას“, რომელთაგან შეიარაღებული ძალების განვითარების შემდგომი ეტაპების დაგეგმარებისთვის განმსაზღვრელი იყო „სტრატეგიული ამოცანების გეგმა“. ამ დოკუმენტს შუკ-ი ამზადებდა შეიარაღებულ ძალთა სახეობების სამხედრო დაგეგმვის ორგანოების დახმარებით და იგი შედგებოდა სამი ტომისგან.

გეგმის პირველი ტომი შეიცავდა სამხედრო-სტრატეგიული ვითარებისა და ამერიკული შეიარაღებული ძალების გამოყენების ანალიზს ათ წლამდე პერიოდზე სავარაუდო მოწინააღმდეგეების ძალების გათვალისწინებით. მეორე ტომი განსაზღვრავდა იმ ძალების დონეებს, რომლებიც საჭირო იყო იმ პერიოდში აშშ-ის სამხედრო-პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. მესამე ტომში აფასებდნენ აშშ-ის მოკავშირეების სამხედრო პოტენციალს. მთლიანობაში „სტრატეგიული ამოცანების გეგმაში“ მიცემული იყო რეკომენდაციები შეიარაღებული ძალების რიცხოვნებისა და შემაგენლობის, გაერთიანებული და სპეციალური სარდლობების გაშლის, სამობილიზაციო გაშლის, სტრატეგიული გადაზიდვების, სამეცნიერო კვლევების, შეიარაღებათა შემუშავების, შეიარაღებული ძალების ზურგის უზრუნველყოფის, კაპიტალური მშენებლობის, მრეწველობის მობილიზაციისა და სხვა სახელმწიფოებისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენის საკითხებში. იგი შეიცავდა აგრეთვე სამხედრო-ეკონომიკურ შეფასებებს და ზოგადი სახით იმ ფინანსურ შეზღუდვებს, რომლებსაც ადებდა ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტი. „სტრატეგიული ამოცანების გეგმას“ გააჩნდა მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი და მას იყენებდნენ უმთავრესად ორიენტირად აშშ-ის სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ დაგეგმარების პროცესის შემდგომ ფაზებში შეიარაღებული ძალების განვითარების მიმართულებებზე კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად. ამიტომ აუცილებელი არ იყო „სტრატეგიული ამოცანების გეგმის“ ყველა რეკომენდაციის შემდგომში რეალიზება.

შეიარაღებული ძალების განვითარების პერსპექტივების განსაზღვრისთვის დიდ მნიშვნელობა ჰქონდა აგრეთვე „გრძელვადიან სტრატეგიულ ანალიზს“, რომელშიც მოცემული იყო 10-15 წლის შემდეგ მოსალოდნელი სტრატეგიული ვითარებისა და შეიარაღებული ძალების განვითარების ზოგადი მიმართულებების შეფასება. ეს დოკუმენტი ფუძემდებლური იყო სამხედრო კვლევების დაგეგმვის მიმართულების შემდგომი არჩევისთვის შორეულ პერსპექტივაში აუცილებელ შეიარაღებათა შექმნის მიზნით.

თავაცვის სამინისტროს აპარატში სტრატეგიული დაგეგმვა დაიყვანებოდა უწინარეს ყოვლისა შუკ-ის იმ რეკომენდაციების ანალიტიკურ შეფასებაზე, რომლებიც გადმოცემული იყო „სტრატეგიული ამოცანების გეგმაში“ („ღირებულება/ეფექტურობის“ კრიტერიუმის მიხედვით), აგეთვე შესაბამისი დირექტიული მითითებების გამომუშავებაზე სახმელეთო ჯარების, სჰძ-ისა და სზძ-ის საორიენტაციო შემადგენლობის სფეროში. ამ მითითებებს თავდაცვის მინისტრი აგზავნიდა შეიარაღებულ ძალთა სახეობებში, სადაც ისინი წარმოადგენდა საფუძველს მათ მიერ ოფიციალური წინადადებების შემუშავებისთვის შეიარაღებული ძალების სახეობათა განვითარების არსებულ პროგრამებში ცვლილებების შესატანად.

შეიარაღებული ძალების სახეობებში სტრატეგიული დაგეგმვა ექვემდებარებოდა შუკ-ის მიერ განხორციელებულ გაერთიანებულ დაგეგმვას. სტრატეგიული დაგეგმვა 1970-იანი წლების პრაქტიკით ძავდაპირველად ეფუძნებოდა არსებულ წარმოდგენებს მოცემული სახეობის როლისა და ადგილის შესახებ აშშ-ის ზოგადი სამხედრო-პოლტიკური მიზნების მიღწევაში. მის შედეგებს წარადგენდნენ შუკ-ში გაერთიანებულ სტრატეგიულ დაგეგმარებაში გასათვალისწინებლად. შემდეგ ახდენდნენ სახეობების სტრატეგიული გეგმების კორექტირებას შუკ-ისა და თავდაცვის მინისტრის დირექტიული მითითებების გათვალსწინებით. ამრიგად, სტრატეგიული დაგეგმვა წარმოადგენდა შეიარაღებულ ძალთა ამათუიმ სახეობის ძალებსა და საშუალებებში მოთხოვნილებების თანამიმდევრული შეთანხმების პროცესს მთლიანობაში მათი მშენებლობის ამოცანებთან.

პროგრამირება წარმოადგენდა სტრატეგიული დაგეგმარების ეტაპზე დასახული ამოცანების შესრულების რაციონალური გზების განსაზღვრის პროცესს. მისი არსი გამოიხატებოდა შეიარაღებული ძალების განვითარების თითოეული ცალკეული მიმართულების მოსალოდნელი შედეგების თანაფარდობაში მისი რეალიზებისთვის გასაწევ აუცილებელ ხარჯებთან. პროგრამირების ფაზის შედეგს წარმოადგენდა თავდაცვის სამინისტროს ხუთწლიანი პროგრამის შემუშავება.

ხუთწლიანი პროგრამა _ ეს იყო დოკუმენტი, რომელშიც მოცემული იყო შეიარაღებული ძალების მშენებლობის ღონისძიებათა ჩამონათვალი მათი შინაარსისა და ვადების განსაზღვრით. იგი შედგებოდა დიდი რაოდენობით ცალკეული პროგრამებისგან, რომლებსაც უწოდებდნენ პროგრამულ ელემენტებს, აშშ-ის შეიარაღებული ძალების მშენებლობის ყველა მიმართულების მიხედვით. დოკუმენტურად პროგრამას აფორმებდნენ რამდენიმე ათასი სტანდარტული ცხრილის სახით, რომლებიც შეიცავდა ძალების შემადგენლობის ან შეიარაღების, მათი შექმნის ვადებისა და ღირებულების შესახებ.

პროგრამირების ფაზა, რომელიც ადგენდა კავშირს სტრატეგიულ გეგმებსა და მათი რეალიზაციისთვის არსებულ ფინანსურ სახსრებს შორის, წარმოადგენდა აშშ-ის შეიარაღებული ძალების განვითარების მთელი პროცესის დაგეგმარების ყველაზე უფრო მნიშვნელოვან რგოლს. პროგრამირების ამოცანა შედგებოდა იმაში, რომ დაეკონკრეტებინათ საქმიანობის სახეობათა სიმრავლე, რომლებსაც ახორციელებდა თავდაცვის სამინისტრო შეიარაღებული ძალების მშენებლობის საქმეში, ხოლო შემდეგ კი მიზნობრივი ნიშნის მიხედვით დაეჯგუფებინათ განსაზღვრული დანიშნულების პროგრამულ ელემენტებად. პროგრამისთვის ყველაზე უფრო დამახასიათებელ ვარიანტში თითოეული ასეთი ელემენტი თავის თავში აერთიანებდა საქმიანობის ერთგვაროვან სახეობებს შეიარაღების რომელიმე სახეობისა და მასთან დაკავშირებული უზრუნველმყოფი სისტემების, აღჭურვილობისა და პირადი შემადგენლობის შექმნის საქმეში, რომელთა ეფექტურობაც შესაძლოა შეფარდებული ყოფილიყო აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მიზნებთან. პროგრამული ელემენტების სახით ყველაზე ხშირად გამჰოყოფდნენ იარაღის სისტემების ან უზრუნველყოფის სისტემების პროგრამებს. ამ ელემენტების სახით ხუთწლიან პროგრამაში შესაძლოა გამოეყოთ საბრძოლველად მზადმყოფი შენაერთებისა და ნაწილების შექმნის, საქმიანობის განსაზღვრული სახეობების ერთობლიობის („მეთვალყურეობა და გაფრთხილება“, „საფრენოსნო შემადგენლობის მომზადება“ და სხვები) პროგრამები, აგრეთვე სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო პროგრამები სამეცნიერო კვლევების მთელი მიმართულებების ან ცალკეული თემების მიხედვით.

პროგრამულ ელემენტებს ხუთწლიან პროგრამაში რაოდენობრივად ახასიათებდნენ მაჩვენებლების ორი ჯგუფით: მატერიალურითა და ფინანსურით. მატერიალურ მაჩვენებლებად, იქ სადაც შესაძლებელი იყო, იყენებდნენ ისეთ რაოდენობრივ სიდიდეებს, როგორიცაა საბრძოლველად მზადმყოფი რაკეტების, თვითმფრინავების, საბრძოლო ხომალდების, დივიზიების, საავიაციო ფრთებისა და სხვათა რიცხვი. მაგრამ იმ პროგრამულ ელემენტებს, რომლებიც ასახავდნენ საქმიანობის განსაზღვრულ სახეობებს ან სამეცნიერო კვლევების პროექტებს, რაოდენობრივად გამოხატავდნენ ფინანსური ხარჯების კატეგორიებში. პროგრამული ელემენტების მიხედვით დანახარჯებს აფასებდნენ პროგრამის საერთო ღირებულების სახით, რომელიც განაწილებული იყო წლების მიხედვით მთელ პროგრამულ პერიოდზე.

ამასთან დაკავშირებით, იარაღის სისტემის სრული მოცულობით წარმოების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, აშშ-ის სამხედრო ხელმძღვანელობის აზრით, საჭირო იყო მთლიანობაში პროგრამის რეალიზაციაზე შესაძლო ხარჯების წინასწარი შეფასება. გარდა ამისა, პროგრამული ელემენტების შესრულების ძირითადი ეტაპების მიხედვით ხარჯების განაწილების მიზნით პროგრამული ელემეტების მიხედვით ჯამურ დანახარჯებს ჰყოფდნენ სამ კატეგორიად: კვლევები და შემუშავებები, კაპიტალური მშენებლობა და ექსპლუატაცია. იმისთვის, რათა შემდეგში შესაძლებელი ყოფილიყო პროგრამაზე დანახარჯების სამხედრო ბიუჯეტის მუხლების მაჩვენებლებში ასახვა, პროგრამული ელემენტების მიხედვით ხარჯების თითოეულ კატეგორის ათნხმებდნენ საბიუჯეტო კატეგორიებთან, ე. ი. ანაწილებდნენ ბიუჯეტის შესაბამისი მუხლების მიხედვით.

პროგრამული ელემენტები წარმოადგენდა თავდაცვის სამინისტროს ხუთწლიანი პროგრამის ძირითად „ბლოკებს“ და ამასთან ერთად შეიარაღებული ძალების განვითარების დაგეგმარების ყველაზე დაბალ დონესაც, რომელიც მოითხოვდა გადაწყვეტილების მიღებას პირადად თავდაცვის მინისტრის მიერ. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ხუთწლიანი პროგრამა 1970-იან წლებში შეიცავდა 1000-ზე მეტ ასეთ ელემენტს, რომლებიც შეიარაღებული ძალების მშენებლობის სფეროში თავდაცვის სამინისტროს ძირითად ამოცანებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით შეიყვანეს განსაზღვრულ ჯგუფებში, ხოლო ამ უკანასკნელთ უწოდეს ხუთწლიანი პროგრამის მთავარი პროგრამები. მსგავს გაერთიანებას ახორციელებდნენ ცალკეული პროგრამების ამოცანებისა და მიზნების საერთოობის პრინციპის შესაბამისად. მთავარი პროგრამების მიზნობრივი დანიშნულების მიხედვით შესამუშავებლად მათში თავებისა და ქვეთავების სახით გამოყოფდნენ პროგრამული ელემენტების იერარქიულ ქვეჯგუფებს, რომლებსაც ზოგჯერ უწოდებდნენ პირველი და მეორე რიგის ქვეპროგრამებს.

1970-ანი წლების მიწურულს აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ხუთწლიანი პროგრამა თავის თავში შეიცავდა ათ მთავარ პროგრამას (ნახ. 5): 1-ლი _ „სტრატეგიული ძალები“, მე-2 _ „ზოგადი დანიშნულების ძალები“, მე-3 _ „სამხედრო დაზვერვა და კავშირგაბმულობა“, მე-4 _ „ძალები ჯარების ჰაერითა და ზღვით გადასროლისთვის“, მე-5 _ „ეროვნული გვარდიისა და რეზერვის ძალები“, მე-6 _ „სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოები“, მე-7 _ „მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა“, მე-8 _ სწავლება, სამედიცინო მომსახურება და პირადი შემადგენლობის ზოგადი უზრუნველყოფის სხვა სახეობები“, მე-9 _ „ადმინისტრციულ-მმართველობითი საქმიანობა“, 10-ე _ „სხვა სახელმწიფოებისთვის სამხედრო დახმარება“. მათ ჰყოფდნენ პირველი რიგის დაახლოებით 50 ქვეპროგრამად. პირველი ექვსი მთავარი პროგრამა, თუმცა კი არ იყო თანაბრად ფასეული, მიკუთვნებული იყო ძირითადი ვარიანტებისადმი. დანარჩენები მოიცავდა სხვადასხვა სახეობის დამხმარე საქმიანობას. ყველა მთავარი პროგრამიდან ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი იყო პირველი ორი _ „სტრატეგიული ძალები“ და „ზოგადი დანიშნულების ძალები“, რომლებიც მთლიანობაში ასახავდნენ აშშ-ის მზადების ამოცანებს შესაბამისად საყოველთაო და შეზღუდული ომებისთვის, აგრეთვე მე-6 _ „კვლევები და შემუშავებები“, რომელიც წყვეტდა მომავლის მოთხოვნებისადმი შესაბამისი შეიარაღებული ძალების მზადების ამოცანებს.

მთავარი პროგრამა „სტრატეგიული ძალები“ მოიცავდა სამ განყოფილებას: „შეტევითი ძალები“, „თავდაცვითი ძალები“ და „სამოქალაქო თავდაცვა“. მათ შემაგენლობაში შედიოდა შემდეგი ქვეგანყოფილებები: „საავიაციო ძალები“. „მიწისზედა და საზღვაო ბაზირების სარაკეტო ძალები“, „ოპერატიული მართვისა და კავშირგაბმულობის საშუალებები“ (შეტევითი ძალები); „საავიაციო ძალები“, „სარაკეტო ძალები“, „ოპერატიული მართვისა და კავშირგაბმულობის საშუალებები“, „მეთვალყურეობისა და შეტყობინების სისტემები“ (თავდაცვითი ძალები); „დაცვა“, „შეტყობინება“, „ღონისძიებები საგანგებო ვითარებაში“, „ზოგადი უზრუნველყოფა“ (სამოქალაქო თაცდაცვა). პროგრამული ელემენტების სახით, კერძოდ, პირველ მთავარ პროგრამაში გამოყოფილი იყო საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების (სკბრ) „ტიტან-2“, „მინითმენ-2“ და „მინითმენ-3“-ის ესკადრილიები, სკბრ-ების „მინითმენ-3“ გაშვების მართვის სისტემა, B-52, FB-111 თვითმფრინავების ესკადრილიები, რაკეტები SREM, ფრთოსანი რაკეტები, რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა „სეიფგარდი“, სისტემა „ბიმიუსი“ და სხვები. სულ პირველ მთავარ პროგრამაში მოითვლებოდა დაახლოებით 100 პროგრამული ელემენტი.

მთავარი პროგრამა „ზოგადი დანიშნულების ძალები“ მოიცავდა იმ ძალებს, რომლებიც განკუთვნილი იყო შეზღუდული ომების წარმოებისთვის, აგრეთვე ოპერაციებში მონაწილეობისთვის საომარ მოქმედებათა თეატრზე და საყოველთაო ომში. ეს პროგრამა შედგენილი იყო შეიარაღებულ ძალთა სახეობების მიხედვით და გააჩნდა ისეთი განყოფილებები, როგორებიცაა „გაერთიანებული სარდლობები“, „სამხედრო-საზღვაო ძალები“, „სამხედრო-საჰაერო ძალები“ და ა. შ.

მე-6 მთავარი პროგრამა „კვლევები და შემუშავებები“ შეიცავდა ყველა სამეცნიერო-კვლევით და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოს, რომლებიც უშუალოდ არ მიეკუთვნებოდა სხვა პროგრამების ელემენტებს. პროგრამული ელემენტები მასში დაჯგუფებული იყო მთავარი პროგრამების განყოფილებების სახით აშშ-ის თავდაცვის სამინისტროში მიღებული კვლევებისა და შემუშავებების კლასიფიკაციის შესაბამისად: კვლევები, საძიებო, ექსპერიმენტული და საცდელ-საკონსტრუქტორო შემუშავებები. სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების ასეთი დაყოფა ასახავდა მათი ჩატარების თანამიმდევრობას აშშ-ში იარაღის ახალი სისტემების შექმნისას.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროში მიღებული სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების კლასიფიკაციაში შედიოდა სამუშაოების კიდევ ერთი სახეობა _ შემუშავება და მოქმედი სისტემების დაყოფა. მაგრამ სამუშაოების ამ სახეობისადმი მიკუთვნებული პროგრამული ელემენტები ვერ ერთვებოდა მე-6 მთავარ პროგრამაში, ამიტომ მათ ანაწილებდნენ სხვა მთავარ პროგრამებში შეიარაღებათა სახეობების შესაბამისად, რომელთა სრულყოფაზეც ისინი იყო მიმართული. ასე, რომ სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოები არსებული რაკეტა „მინითმენებისთვის“ ახალი სათავო ნაწილების შესაქმნელად, შედიოდა მთავარ პროგრამაში „სტრატეგიული ძალები“, სამუშაოები დივიზიების შეიარაღებაში მყოფი ტანკების გასაუმჯობესებლად _ მთავარ პროგრამაში „ზოგადი დანიშნულების ძალები“ და ა. შ.

ამრიგად, დასავლური სამხედრო ბეჭდური გამოცემების მიხედვით, 1970-იან წლებში მოქმედი აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ხუთწლიანი პროგრამა ემსახურებოდა რესურსების დაბალანსებული განაწილების მიზნებს იმ ძალებს შორის, რომლებიც განკუთვნილი იყვნენ სხვადასხვანაირი ამოცანების გადასაწყვეტად, აგრეთვე არსებული ძალების საბრძოლო მზადყოფნაში შენარჩუნებას, გარდა ამისა, იმ სამეცნიერო კვლევებს შორისაც, რომლებიც უზრუნველყოფდნენ მათ შემდგომ განვითარებას. თავდაცვის სამინისტროს ხუთწლიან პროგრამას შეიმუშავებდნენ ყოველწლიურად და თავდაცვის მინსიტრის მიერ მისი დამტკიცების შემდეგ იგი ხდებოდა დირექტიული დოკუმენტი, რომელიც აუცილებელი იყო შეიარაღებული ძალების ყველა სახეობისა და აშშ-ის სამხედრო უწყების სხვადასხვა სამმართველოს მმართველი ორგანოებისთვის.

ბიუჯეტის შემუშავება წარმოაგენდა დაგეგმარების ციკლის დასკვნით ფაზას, რომლის მსვლელობისას საბოლოოდ განისაზღვრებოდა შეიარაღებულ ძალებზე გამოყოფილი რესურსების ზომები და სტრუქტურა, ხორციელდებოდა მათი დაბალანსებული განაწილება მთავარი პროგრამების, შეიარაღებულ ძალთა სახეობებისა და მიზნობრივი დანიშნულების მიხედვით. ამერიკული სამხედრო ხელმძღვანელობა თვლიდა, რომ ასეთი პრინციპი საშუალებას აძლევდა მას ყოველმხრივ გაეანალიზებინა განაწილება და უფრო სრულად გაეკონტროლებინა სამხედრო მიზნებით გამოყოფილი რესურსების გამოყენება.

ბიუჯეტს შეიმუშავებდნენ ერთ წელზე, მას ამტკიცებდა კონგრესი და გააჩნდა ზოგადსახელმწიფოებრივი კანონის ძალა სტრატეგიული დაგეგმვისა და პროგრამირების დოკუმენტებისგან განსხვავებით, რომელთაც ძალა ჰქონდათ მხოლოდ სამხედრო უწყების ფარგლებში. სამხედრო ბიუჯეტს ამერიკული ხელმძღვანელობა განიხილავდა შეიარაღებული ძალების განვითარების რეგულირებისა და კონტროლის ინსტრუმენტის სახითაც. ბიუჯეტის მაკონტროლებელ-მარეგულირებელი ფუნქცია ვლინდებოდა იმაში, რომ სახსრების გამოყოფის მეშვეობით აშშ-ის კონგრესი და უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა აკონტროლებდნენ სამხედრო უწყებების საქმიანობას ქვეყნის შეიარაღებული ძალების მშენებლობაში (იმ დროს, როდესაც პროგრამირების სტადიაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს ასეთი ძალა არ გააჩნდა და ატარებდა მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს). ბიუჯეტის თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებით ან შეჩერებით აშშ-ის კონგრესი არეგულირებდა იარაღის სისტემების შექმნის ცალკეული პროგრამების შესრულების მსვლელობას, რამდენადაც გადაწყვეტილებები მათი შემუშავებისა და წარმოების (შესყიდვების) დაფინანსების შესახებ გამოჰქონდათ ცალცალკე.
შეიარაღებული ძალების განვითარების დაგეგმვას აშშ-ში ახორციელებდნენ უწყვეტი, ყოველწლიურად განახლებადი პროცესის სახით. ბდპ (ППБ) სისტემის სამუშაო ციკლი, რომელიც იწყებოდა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მიერ სახელმძღვანელო დოკუმენტის „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის საფუძვლები“ შემუშავებით და მთავრდებოდა მორიგ საფინანსო წელზე პრეზიდენტის მიერ მოწონებული სამხედრო ბიუჯეტის პროექტის კონგრესში გადაცემით, გრძელდებოდა დაახლოებით წელიწადნახევარს. ასე, დაგეგმვის ციკლი, რომელიც დასრულდა 1976/77 ფინანსურ წელში (წელი დაიწყო 1976 წლის 1 ოქტომბერს) სამხედრო ბიუჯეტის პროექტის შემუშავებით, აშშ-ში გაიშალა 1974 წლის მეორე ნახევრიდან. შესაბამისად, 1975 წლის მეორე ნახევრიდან შეუდგნენ დაგეგმვის მეორე ციკლს, რომელიც დასრულდა 1977 წლის დასაწყისში 1977/78 საფინანსო წელზე სამხედრო ბიუჯეტის პროექტის შემუშავებით, და ა. შ. ბდპ (ППБ) სისტემის სამუშაო ციკლის შესახებ წარმოდგენას გვაძლევს ნახ. 6-ზე მოყვანილი მისი მიახლოებითი სქემა, თუმცა ღონისძიებების შესრულების კონკრეტული ვადები შესაძლო იყო წლიდან წლამდე შეეცვალათ.

საბჭოთა ავტორები ასკვნიდნენ, რომ აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოყენებული სამხედრო მზადებების დაგეგმვის სისტემა 1970-იანი წლების მიწურულისთვის სულ უფრო მეტად ეგუებოდა ამერიკული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მოთხოვნილებებს. ამერიკული სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ შეიარაღებული ძალების განვითარების მართვის სტრუქტურის ეფექტურობის ამაღლების ღონისძიებები, მათი სიტყვებით, მთელი სიაშკარავით მოწმობდა ამერიკული ეკონომიკისა და სამეცნიერო-ტექნიკური განვითარების სახელმწიფოებრივ-მონოპოლისტური რეგულირების მთლიანი სისტემის ნათლად გამოხატული მილიტარისტული მიმართულების შესახებ, რომელიც განკუთვნილი იყო აშშ-ის მმართველი წრეების აგრესიული საგარეოპოლიტიკური ჩანაფიქრების განხორციელების უზრუნველყოფისთვის.

XIII. სტრატეგიული მობილურობის უზრუნველყოფა 1970-იან წლებში
(ამერიკული ჯარების საჰაერო და საზღვაო გადასროლები)

ამერიკული საგარეო პოლიტიკის გლობალური ხასიათი 1970-იან წლებშიც განაპირობებდა და მოითხოვდა აშშ-ის შეიარაღებული ძალების „მეწინავე ყოფნას“ დედამიწის სხვადასხვა რაიონში და ამიტომ ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა განიხილავდა თავის შეიარაღებულ ძალებს „აშშ-ის ეროვნული პოლიტიკის ინსტრუმენტის“ სახით. როგორც საბჭოთა ავტორები აღნიშნავდნენ, თავისი ექსპანსიონისტური მიზნების მისაღწევად პენტაგონმა საზღვარგარეთ შექმნა სამხედრო ბაზებისა და საყრდენი პუნქტების ქსელი, ჯარების მსხვილი დაჯგუფებები გაშალა ჩვენი პლანეტის პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვან რაიონში, თავის ტერიტორიაზე ჩამოაყალიბა ძლიერი სტრატეგიული რეზერვი მზადყოფნის ჯარების გაერთიანებული სარდლობის (მანამდე ერქვა დამრტყმელი გაერთიანებული სარდლობა) სახით, შექმნა ინტერვენციონისტული „სწრაფი გაშლის ძალები“ და 1980-იანი წლების დასაწყისში აგრძელებდა მისი რიცხოვნების ზრდას.

უცხოურ სამხედრო გამოცემებში აღნიშნავდნენ, რომ სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე განლაგებული აშშ-ის საჯარისო კონტინგენტების სწრაფი გაძლიერების გეგმები განსაზღვავდა ამერიკული სარდლობის განსაკუთრებულ ყურადღებას თავისი შეიარაღებული ძალების სტრატეგიული მობილურობის ამაღლებისადმი, და პირველ რიგში სტრატეგიული რეზერვისა, რომელშიც შედიოდა აშშ-ის კონტინენტურ ნაწილში დისლოცირებული რეგულარული სახმელეთო ჯარებისა და სამხედრო-საჰაერო ძალების ტაქტიკური საავიაციო სარდლობის (სჰძ ტას) შენაერთები და ნაწილები.

სტრატეგიული მობილურობის ქვეშ დასავლელ სამხედრო სპეციალისტებს ესმოდათ ნაწილებისა და შენაერთების სწრაფი გადასროლის უნარი ზღვისმიღმა საომარ მოქმედებათა თეატრებზე (ომთ) იქ გაშლილი ჯართა დაჯგუფებების გაძლიერების ან ახლების შექმნის მიზნით, აგრეთვე მათი ზურგის უზრუნველყოფისთვის. ამერიკული სარდლობის აზრით, ასეთი მობილურობის უზრუნველყოფა შესაძლებელი იქნებოდა რიგი ფაქტორებით, რომელთაგან ძირითადად ითვლებოდა: საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი საშუალებების საკმარისი რაოდენობის არსებობა; აშშ-ისა და სავარაუდო ომთ-ების ტერიტორიაზე პორტების, აეროდრომების, რკინიგზებისა და საავტომობილო გზების განვითარებული სისტემის შექმნა; სტრატეგიული რეზერვების, განსაკუთრებით „ორმაგი ბაზირების“ შენაერთებისა და ნაწილების მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნება; მსოფლიოს სხვადასხვა რაიონში მატერიალური საშუალებების მარაგების წინასწარ დაგროვება. ქვემოთ მოკლედ განვიხილავთ 1970/1980-იანი წლების მიჯნაზე საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტის მდგომარეობას, განვითარების მაშინდელ პერსპექტივებსა და ზოგიერთ შესაძლებლობას, რომლებიც განკუთვნილი იყო აშშ-ის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული მობილურობის უზრუნველსაყოფად.

აფასებდა რა ევროპულ ომის თეატრზე საბრძოლო მოქმედებების სავარაუდო ხასიათს, აგრეთვე 1970-იანი წლების მეორე ნახევარში ჩატარებული ამერიკული შეიარაღებული ძალების სწავლებების შედეგებს, პენტაგონის ხელმძღვანელობა ითვალისწინებდა აშშ-დან ევროპაში გაძლიერების ჯარებისა და სამხედრო ტვირთების გადმოსროლების განხორციელებას პირველ რიგში სამხედრო-სატრანსპორტო საავიაციო სარდლობის (მტას) თვითმფრინავებითა და საზღვაო გადაზიდვების სარდლობის (ზგს) გემებით, აგრეთვე სამოქალაქო ავიაკომპანიებისა და სავაჭრო ფლოტის ძალებისა და საშუალებების ფართო გამოყენებითაც.

საჰაერო გადაზიდვები. ამერიკული სარდლობა ახლო აღმოსავლეთში 1970-იანი წლების ომების გამოცდილების გათვალისწინებით, განსაკუთრებულ ყურადებას უთმობდა ჯარებისა და თვირთების ჰაერით მიყვანის (მიტანის) შესაძლებლობების ამაღლებას, ვინაიდან თვითმფრინავებს შეეძლოთ მათი გადაზიდვა დიდ მანძილებზე მინიმალურად მოკლე ვადებში, თუმცა კი გააჩნდათ შედარებით შეზღუდული ტვირთამწეობა და სატვირთო კაბინის ზომები.

1981 წლის დასაწყისის მდგომარეობით მტას-ის განკარგულებაში მოითვლებოდა 600-ზე მეტი თვითმფრინავი, მათგან: 315 მძიმე სტრატეგიული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი (მათ შორის 74 C-5A “გელექსი” და 241 C-141 “სთარლიფტერი”) და 276 საშუალო სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი C-130 “ჰერკულესი”. სჰძ-ის სამინისტროს ხელმძღვანელობის აზრით, განსაზღვრულ პირობებში აღნიშნული საშუალებები სრულად ვერ შეძლებდნენ პირადი შემადგენლობისა და შეიარაღების გადასროლაში პენტაგონის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. ამიტომ არსებობდა მტას-ის რეზერვები, რომელშიც შედიოდა სჰძ-ის რეზერვის სარდლობის ნაწილები და ქვედანაყოფები (248 ტაქტიკური სატრანსპორტო თვითმფრინავი) და ასევე სჰძ-ის ეროვნული გვარდიისა (166 მანქანა). გარდა ამისა, იყო სამოქალაქო ავიაკომპანიების მძიმე (ფართოფუზელაჟიანი) თვითმფრინავების მნიშვნელოვანი რაოდენობა (სულ აშშ-ის ფარგლებში გადაზიდვებისთვის განკუთვნილი თვითმრინავების გათვალისწინებით ამ რეზერვში შედიოდა ბოინგ 747, DC-10, DC-8 და სხვა ტიპების 373 სატვირთო და სამგზავრო თვითმფრინავი).

მტას-ის შეიარაღებაში არსებულ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებს გააჩნდათ შემდეგი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიატებლები: C-5A “გელექსის” შეეძლო ბორტზე მიეღო 120 ტ ტვირთი, ან 345 სამხედრო მოსამსახურე პირადი იარაღით, ან ორი საშუალო ტანკი M-60. მისი მაქსიმალური ასაფრენი წონა იყო 348,8 ტ, საკრეისერო სიჩქარე 815 კმ/სთ 9000 მ სიმაღლეზე, პრაქტიკული ჭერი 10300 მ საფრენ წონაზე 280 ტ, ფრენის მაქსიმალური სიშორე 100 ტ ტვირთით დაახლოებით 6000 კმ. როგორც უცხოურ გამოცემებში იტყობინებოდნენ, C-5A თვითმფრინავის ექსპლუატაციამ უჩვენა, რომ მისი ფაქტიური საფრენოსნო რესურსი მნიშვნელოვნად ნაკლები აღმოჩნდა გაანგარიშებულთან შედარებით (17000 სთ 30000-ის ნაცვლად). ამერიკელი სამხედრო ექსპერტების აზრით, ამ მანქანის სამსახურის ვადის გაგრძელება შესაძლებელი იქნებოდა მოდერნიზებული ფრთის დაყენების გზით (იმ პერიოდში ახალი ფრთის მქონე თვითმფრინავი გადიოდა საფრენოსნო გამოცდებს). ისინი თვლიდნენ, რომ ასეთი სამუშაოების ჩატარების შემდეგ თვითმფრინავი შეძლებდა სრული დატვირთვის წაღებას (120 ტ), მანამდე კი მისი ტვირთამწეობა შეზღუდული იყო 90 ტ-ით.

სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრნავს C-141A “სტარლიფტერი” შეეძლო ბორტზე წაეღო 42 ტ ტვირთი ან წაეყვანა 154 ჯარისკაცი პირადი შეიარაღებით, ან მსუბუქი ტანკი “შერიდანი”. მისი მაქსიმაქლური ასაფრენი წონა იყო 143,6 ტ, საკრეისერო სიჩქარე 800 კმ/სთ 9000 მ სიმაღლეზე, პრაქტიკული ჭერი 12200მ, ფრენის მაქსიმალური სიშორე 32 ტ ტვირთით დაახლოებით 6560 კმ. ამერიკული სარდლობა თვლიდა C-141A თვითმფრინავების შესაძლებლობებს სრულად არგამოყენებულად და ამიტომ მიიღო მისი მოდერნიზაციის ჩატარებაზე გადაწყვეტილება. მოდერნიზაციის არსი დაიყვანებოდა სატვირთო კაბინის ზომის გაზრდაზე დაახლოებით 30%-ით, ფუზელაჟის დარგძელებისა და ჰაერში საწვავით გაწყობის მოწყობილობის დაყენების ხარჯზე. მოდერნიზებულ თვითმფრინავს (მიიღო აღნიშვნა C-141B) გააჩნდა მაქსიმალური ასაფრენი წონა 156 ტ და შეეძლო დიდი გაბარიტების ტვირთების წაღება იმავე წონის სასარგებლო დატვირთვაზე. ამერიკულ პრესაში ხაზს უსვამდნენ, რომ C-141 მანქანების მთელი ფარეხის მოდერნიზაცია C-141A ტიპის 90 ახალი თვითმფრინავის აგების ტოლფასი იქნებოდა.

საშუალო სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი C-130 “ჰერკულესი” ბორტზე იღებდა 92 ჯარისკაცს პირადი იარაღით, ან 20,4 ტ ტვირთს (ხოლო ოკეანეზე გადაფრენით გადაზიდვებისას 8-10 ტ-ს). 1980-იანი წლების დასაწყისში მის ბაზაზე შეიმუშავებდნენ ახალ ვარიანტს L-400 “თვინ ჰერკულესი”.

ჯარებისა და საბრძოლო ტექნიკის დიდ მანძილებზე გადასროლებში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების გამოყენების ეფექტურობის ამაღლების მიზნით აშშ-ში შექმნეს და სჰძ-ის შეიარაღებაში დაიწყეს სატრანსპორტო-გამწყობი თვითმფრინავების KC-10 მიწოდება, რომელთაც გამოიყენებდნენ როგორც მძიმე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის, ისე ჰაერში სხვა თვითმფრინავების საწვავით გამწყობის სახითაც. სატვირთო ვარიანტში მაქსიმალური ასაფრენი წონისას 268 ტ და საწვავის მარაგისას 80 ტ მას შეეძლო კიდევ 77 ტ ტვირთების გადატანა 7000 კმ მანძილზე, ხოლო გამწყობის ვარიანტში ასეთივე ასაფრენი წონით _ 117 ტ საწვავის გადაცემა სხვა თვითმფრინავებისთვის 1850 კმ სიშორეზე და უკან ბაზაში დაბრუნება. ამერიკული პრესის მონაცემებით აშშ სჰძ-ის სარდლობა 1980-იანი წლების დასაწყისისთვის ვარაუდობდა 30-ზე მეტი ასეთი მანქანის შესყიდვას.

გეგმავდა რა სამოქალაქო ავიაკომპანიების თვითმფრინავების ფარეხის გამოყენებას, პენტაგონი გამოუყოფდა მათ სახსრებს კომერციული მანქანების გადაკეთების სამუშაოების ჩატარებისთვის სამხედრო ტვირთების გადასაზიდად მათი შემდგომი გამოყენების მიზნით (კაბინის იატაკის გაძლიერება, სატვირთო ლუკის გაფართოება და ა. შ.).

უცხოური ბეჭდური გამოცემების აღნიშვნით, აშშ-ში ატარებდნენ აგრეთვე ინტენსიურ სამუშაოებს ახალი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის C-X შემუშავებისთვის. მომავალი მანქანის ერთერთი ვარიანტის სახით ასახელებდნენ თვითმფრინავს დაახლოებით 180 ტ ასაფრენი წონით. იგი შეძლებდა 60 ტ სასარგებლო ტვირთის ბორტზე ატანას და აშშ-დან ზღვისმიღმა ტერიტორიებზე არა მხოლოდ იარაღიანი პირადი შემადგენლობის გადასროლის განხორციელებას, არამედ მძიმე მსხვილგაბარიტიანი ტვირთებისაც M-1 ტანკის ჩათვლით. C-X თვითმფრინავისთვის წაყენებულ ერთერთ ძირითად მოთხოვნას წარმოადგენდა მოქმედების უნარის ქონა გრუნტიანი ასაფრენ-დასაჯდომი ზოლიდან (აშშ სჰძ-ში ასეთი თვითმფრინავი მართლაც გამოჩნდა 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანების დასაწყისში C-17-ის სახით).

ითვალისწინევდნენ რა ამერიკული სამხედრო-საჰაერო ძალების სატრანსპორტო საშუალებების შესაძლებლობებს, უცხოელი სპეციალისტები ამტკიცებდნენ, რომ მაგალითად 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის გადასროლისთვის საჭირო იქნებოდა C-141A თვითმფრინავების 800 რეისი. ნატო-ს ბლოკის ფარგლებში ჩატარებული “რეფორჯერის” ტიპის სწავლებების გამოცდილებით, რომლებზედაც ამუშავებდნენ აშშ-დან ევროპაში “ორმაგი ბაზირების” შენაერთების გადმოსროლას, 12 ათას ადამიანამდე რიცხოვნების პირადი შემადგენლობის (მძიმე იარაღისა და ტექნიკის გარეშე) და 1500 ტ ტვირთების გადმოზიდვას, გეგმავდნენ C-5A თვითმფრინავების 10-12 რეისის შესრულებას და C-141A თვითმფრინავების 130 რეისამდე, რაზედაც გადმოსროლების საშუალო ტემპებისთვის საჭირო იყო 6-8 დღეღამე. ერთერთ ასეთ სწავლებაში 1978 წელს პირველად გამოიყენეს სამოქალაქო ავიაკომპანია TWA-ის ოთხი მძიმე თვითმფრინავი ბოინგ 747, რომლებმაც ჯარების ინტერესებში გადმოიყვანეს 600 ადამიანზე მეტი და გადმოიტანეს 70 ტ ტვირთი. 1981 წელს ჩატარებულ სწავლებებში (“რეფორჯერ-13”, “ტიმ სპირიტ-81” და სხვები) გამოვლინდა ტენდენცია, რომ პირადი შემადგენლობის გადასროლისთვის გამოეყენებიათ სამოქალაქო ავიაკომპანიების თვითმფრინავები, ხოლო იარაღისა და ზოგიერთი სახეობის საბრძოლო ტექნიკისა _ სამხედრო-სატრანსპორტო საავიაციო სარდლობის თვითმფრინავები.

საზღვაო გადაზიდვები. სტრატეგიული მობილურობის უზრუნველყოფის მიზნით პენტაგონის ხელმძღვანელობა მიზანშეწონილად თვლიდა საჰაერო ტრანსპორტთან ერთად ფართოდ გამოეყენებინა საზღვაოც (უმთავრესად მძიმე იარაღისა და ტექნიკის გადასროლებისთვის). საზღვაო გემებს, როგორც ცნობილია, შეუძლიათ პრაქტიკულად ნებისმიერი წონისა და გაბარიტების ტვირთების ბორზე მიღება, მაგრამ მათი მიტანის სიჩქარე ბევრჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე თვითმფრინავებით. ამიტომ გეგმავდა რა ჯარების გადასროლას ზღვისმიღმა ომთ-ებზე, ამერიკული სარდლობა ისწრაფვოდა ტრანსპორტის ერთი სახეობის ნაკლოვანებების მეორის უპირატესობებით კომპენსირებისკენ.

საზღვაო გადაზიდვების შესრულება, როგორც უკვე აღვნიშნავდით, ეკისრებოდა საზღვაო გადაზიდვების სარდლობას. მის შემადგენლობაში შედიოდა გემების ორი ჯგუფი: რომლებიც ეკუთვნოდა უშუალოდ სამხედრო-საზღვაო ძალებს ან იყო სახელმწიფო საკუთრებაში, და რომლებსაც ქირაობდნენ კერძო გემთმფლობელი კომპანიებისგან _ მისი ცვალებადი ნაწილი, რომლის შემადგენლობაც შესაძლოა მკვეთრად შეცვლილიყო შექმნილი ვითარების და მიხედვით.

საზღვაო გადაზიდვების სარდლობის სატრანსპორტო საშუალებების ზრდა ხდებოდა ეროვნული თავდაცვის სარეზერვო ფლოტის გემების მწყობრში შეყვანის ხარჯზეც, რომელიც მშვიდობიანობის დროს იმყოფებოდა ვაჭრობის სამინისტროს სავაჭრო ნაოსნობის სამმართველოს კონტროლქვეშ, აგრეთვე აშშ-ის სავაჭრო ფლოტის გემების დაქირავებითაც. უცხოური პრესის შეტყობინებების თანახმად, სარდლობისთვის მათი მიწოდებების რეგლამენტირებას ახდენდა აშშ-ის თავდაცვისა და ვაჭრობის სამინისტროებს შორის დადებული სპეციალური შეთანხმება, რომელიც ადგენდა საგანგებო პირობებში სამხედრო მიზნებისთვის გემების გამოყენების რიგითობას.

ამერიკელი სამხედრო-საზღვაო სპეციალისტები, ანგარიშობდნენ რა სტრატეგიული მობილურობის უზრუნველსაყოფად სზძ-თვის გამოსაყოფი სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობას, მიუთითებდნენ, რომ საზღვაო გადაზიდვების სარდლობას გააჩნდა სხვადასხვა ტიპისა და დანიშნულების დაახლოებით 70 გემი, ეროვნული თავდაცვის სარეზერვო ფლოტს _ 350-ზე მეტი, ხოლო სავაჭრო ფლოტის შემადგენლობიდან შესაძლო იყო გამოეყოთ დაახლოებით 300. მაგრამ, მათი აღნიშვნით, 1981 წელს ამა თუ იმ გარემოებების ძალით, აღნიშნულ სარდლობას შესაძლო იყო ჰქონოდა მხოლოდ 12 საშტატო გემის, სავაჭრო ფლოტისგან დაქირავებული 38 გემისა და ეროვნული თავდაცვის რეზერვიდან 161 გემის გამოყენების იმედი (ყველა მათგანი გამოდგებოდა მსხვილგაბარიტიანი ტვირთების გადაზიდვებისთვის).

სზძ-ის მოთხოვნებს იმ დროს ყველაზე უფრო მეტად პასუხობდა “რო-რო” კლასის ტრანსპორტები (ჩატვირთვისა და გადმოტვირთვის ჰორიზონტალური ხერხით), აგრეთვე “ლეშის” ტიპის ლიხტერმზიდებისა და “სიბის” ტიპის ბარჟმზიდების კლასებისა.

“ლეშის” ტიპის ლიხტერმზიდებს იყენებდნენ თხლადმჯდომი ბარჟების ტრანსპორტირებისთვის (წყალჯდომით 1,8 მ, ტვირთამწეობით 350-800 ტ). სულ ასეთ გემებს შეეძლოთ ბორტზე დაახლოებით 80 ბარჟის მიღება. მასზე შესაძლებელი იყო აგრეთვე კონტეინერების, თვლიანი ტექნიკის, ვერტმფრენების, პაკეტებში და ქვესადგარებზე (поддоны) განთავსებული ტვირთების მიღება.

“სიბის” ტიპის თითოეულ ბარჟმზიდს შეეძლო 38 ბარჟის წაღება თითოეული 830 ტ ტვირთამწეობით, ვერტმფრენებითა და სხვა ტექნიკით. აღინიშნებოდა, რომ მათ საკმარისად ადვილად გადააკეთებდნენ ხოლმე “რო-როს” კლასის გემებად.

უცხოელი სპეციალისტების აზრით, აშშ-ის სავაჭრო ფლოტში 1980-იანი წლების დასაწყისში არ ჰყოფნიდათ გემები ომიანობის დროს სამხედრო გადაზიდვების სრულად უზრუნველყოფისთვის. ამასთან დაკავშირებით ამერიკაში შეიმუშავეს სხვადასხვა დანიშნულების 300 გემის მშენებლობის ათწლიანი პროგრამა (კონტეინერმზიდები, უნივერსალური ტრანსპორტები, ბარჟმზიდები და სხვა). ახალი გემების აგებისას მთავრობა უნაზღაურებდა გემთმფლობელებს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებულ ხარჯებს _ ახლად აშენებული გემები ვარგისი უნდა ყოფილიყო სამხედრო ტვირთების გადასაზიდად, ჰქონოდათ ცურვის დიდი სიშორე და 20 კვანძზე არანაკლები სვლის სიჩქარე.

უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებოდნენ, რომ აშშ-ში შეიმუშავეს 25 ათას ტ-ზე მეტი ტვირთამწეობის მრავალმიზნობრივი გემის პროექტი, რომელსაც უნდა ჰქონოდა ისეთი თვისებები, რომლებიც ვარგისს გახდიდნენ მას როგორც სავაჭო ზღვაოსნობში, ისე სამხედრო მიზნებისთვისაც (თვლიანი და მუხლუხიანი ტექნიკის ტრანსპორტის, ჩვეულებრივი მშრალი ტვირთმზიდი გემის, კონტეინერმზიდის ან მძიმე შეიარაღების მცურავი საწყობის სახით). მისი ჩამტვირთავი და გადმომტვირთავი საშუალებები გემს გახდიდნენ დამოუკიდებელს საპორტო აღჭურვილობის არსებობისგან. ვარაუდობდნენ, რომ ახალი სატრანსპორტო საშუალებები მნიშვნელოვნად აამაღლებდნენ აშშ-ის სავაჭრო ფლოტის სამობილიზაციო შესაძლებლობებს.

ამოწმებდა რა ჯარებისა და ტექნიკის სტრატეგიული გადასროლების გეგმებს, ამერიკული სარდლობა აქტიურად იყენებდა სატრანსპორტო გემებს მრავალრიცხოვან სწავლებებში მონაწილეობისთვის. მაგალითად, “რეფორჯერ-10” სწავლების მსვლელობისას ტრანსპორტებმა “ადმირალი კალაგანი” და “კომეტი” ევროპაში გადმოიტანეს 50-ზე მეტი საშუალო ტანკი, საარმიო ავიაციის დაახლოებით 120 ვერტმფრენი, 30 ჯავშანტრანსპორტერი, 1000 ავტომობილი და მისაბმელი, 300-მდე კონტეინერი სამხედრო ტვირთებით. ზღვით გადმოსვლამ ჩატვირთვის პორტიდან ბომონტი (აშშ) გადმოტვირთვის პორტებში გენტი (ბელგია) და როტერდამი (ნიდერლანდები) დაიკავა 16 დღეღამე.

სტრატეგიული მობილურობის უზრუნველყოფის ინტერესებში პენტაგონის ხელმძღვანელობა მიზანშეწონილად თვლიდა ზღვისმიღმა ომთ-ებზე შენაერთებისა და ნაწილების გადასაყვანად საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტის კომპლექსურად გამოყენებას. ამასთან საჰაერო ფლოტს აკისრებდა პირადი შემადგენლობისა და სასწრაფო ტვირთების გადასროლის ამოცანებს, საზღვაოს კი _ მძიმე იარაღისა და ტექნიკის. ასე, ზემოთ მოხსენიებულ სწავლებებში კომპლექსური ხერხით გადმოიყვანეს დაახლოებით 13 ათასი სამხედრო მოსამსახურე და გადმოიტანეს 37 ათას ტ-ზე მეტი ტვირთი. 1980-იანი წლების დასაწყისში აშშ-ის “სწრაფი გაშლის ძალების” სარდლობის გეგმებით, 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის შემადგენლობიდან პირველი ბატალიონი სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციას სპარსეთის ყურის რაიონში შესაძლო იყო მოეყვანა განგაშის გამოცხადებიდან 48 სთ-ის შემდეგ, ხოლო მთელი დივიზიის ჰაერით გადმოსროლა დაიკავებდა ორ კვირას. კიდევ ერთი დივიზია აქ ჩამოვიდოდა ზღვით 30-35 დღეღამის შემდეგ.

ამერიკული სამხედრო ბეჭდური გამოცემები, ინტენსიურად ემყარებოდნენ რა მითს “საბჭოთა სამხედრო მუქარისა” და ნატო-ს ბლოკის ყბადაღებული “დაუცველობის” შესახებ (რაც თავად ალიანსის ხელმძღვანელებმაც აღიარეს 1980/1990-იანი წლების მიჯნაზე), 70-იანი წლების მიწურულს აუცილებლად თვლიდნენ საჰაერო და საზღვაო გადაზიდვების უზრუნველყოფაში შესაძლებლობების ამაღლებისთვის შემდეგი ღონისძიებების სასწრაფო გატარებას:

_ C-5A და C-141 თვითმფრინავების მოდერნიზების დასრულება, ახალი თაობის სამხედრო-სატრანსპორო მანქანის C-X შემუშავების დასრულება;

_ საჰაერო ფლოტის სამოქალაქო რეზერვში ფართოფუზელაჟიანი თვითმფრინავების ფარეხის გაზრდა;

_ “რო-რო” კლასის ტრანსპორტების, აგრეთვე სატრანსპორტო გემების მშენებლობის გაგრძელება, რომლებიც მოწყობილი იქნებოდა აღუჭურველ სანაპიროზე ჩასატვირთ-გადმოსატვირთი სამუშაოების ჩატარებისთვის;

_ ამერიკულ სავაჭრო ფლოტთან ერთად საოკეანო გადაზიდვებისთვის ჩრდილოატლანტიკური ბლოკის ქვეყნების საზღვაო სატრანსპორტო საშუალებების ფართო გამოყენება.

ამ ღონისძიებების მოკლე ვადებში რეალიზაცია, დასავლური გამოცემების აღნიშვნით, აშშ-ის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის უზრუნველყოფდა “ძალის დემონსტრირების” შესაძლებლობას კრიზისული სიტუაციების წარმოქმნისას, ხოლო სამხედრო-სტრატეგიულ პლანში საშუალებას მისცემდა “ოპერატიულად მოეხდინათ ვითარების გამწვავებაზე რეაგირება” სტრატეგიული რეზერვების გადასროლით აშშ-ის კონტინენტური ნაწილიდან მსოფლიოს ამა თუ იმ რაიონში.

XIV. აშშ–ის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული მობილურობის უზრუნველყოფა 1970-იან წლებში
(ამერიკული შეიარაღების წინასწარ დასაწყობება)

თუმცა ამერიკული ადმინისტრაცია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ტრადიციულად აცხადებდა თავს მთელი დასავლური სამყაროს ხელმძღვანელად და ლიდერად, მაგრამ 1980-იანი წლების დასაწყისში აშშ-ის თეთრი სახლის ადმინისტრაციამ სულ უფრო ხშირად დაიწყო ლაპარაკი ამერიკის „გლობალური (მსოფლიო) ინტერესების“ შესახებ, რაც გულისხმობდა დედამიწის მთელი რიგი რაიონების აშშ-ის „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების“ სფეროდ გამოცხადებასა და ამ ინტერესების „დაცვის“ მიზნით იქ შეიარაღებული ძალების მრავალრიცხოვანი კონტინგენტების გაგზავნას. სახელდობრ, 1983 წელს, როგორც უკვე ვთქვით, პენტაგონში ჩამოაყალიბეს კიდევ ერთი გაერთიანებული სარდლობა „ცენტრალური სარდლობა“ (Central command – CENTCOM), რომლის პასუხისმგებლობის ზონას წარმოადგენდა ძირითადად ხმელეთის ის რაიონები, სადაც ამერიკულ შეიარაღებულ ძალებს არ გააჩნდა მუდმივი სამხედრო ბაზები _ განსაკურებით ახლო აღმოსავლეთი, ცენტრალური აზია, აფრიკის თითქმის მთელი კონტინენტი ჩრდილოეთ ნაწილის გამოკლებით (რომელიც აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის ზონაში შედიოდა).

უნდა ითქვას, რომ ეს პროცესები არ დაწყებულა 80-იან წლებში და დედამიწის ე.წ. „ცხელ რაიონებში“ ამერიკული შეიარაღებული ძალების „სახანძრო რაზმების“ ანუ „ინტერვენციონისტული ძალების“ გამოყენების საკითხები უფრო ადრე იდგა პენტაგონში და ამ მხარი გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოებიც ჰქონდათ ჩატარებული. ასევე მსოფლიოს საკვანძო რაიონებში _ დასავლეთ ევროპასა და შორეულ აღმოსავლეთში _ ამერიკული სამხედრო ყოფნა, სამხედრო ბაზების სახით, რეალურად ხორციელდებოდა ჯერ კიდევ 1940-იანი წლებიდან.

პენტაგონის ხელმძღვანელობა თვლიდა, რომ გლობალური და რეგიონული უპირატესობის მისაღწევად, დედამიწის ყველაზე უფრო მოშორებულ წერტილებში „ამერიკული ინტერესების დაცვის“ უზრუნველსაყოფად (ფაქტიუად კი ამერიკული ხელმძღვანელობის ჩანაფიქრების განხორციელებისთვის) აუცილებელი იყო მისი შეიარაღებული ძალებისთვის მაღალი სტრატეგიული მობილურობის მიცემა. ამ ცნების ქვეშ უწინარეს ყოვლისა გულისხმობდნენ მის უნარს სწრაფად გადასროლებისთვის დედამიწის ნებისმიერ რაიონში იქ უკვე შექმნილი შეიარაღებულ ძალთა დაჯგუფებების გასაძლიერებლად ან ახლების გასაშლელად, აგრეთვე მათი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისთვის.

სტრატეგიული მობილურობის მნიშვნელოვნებისა და მისი შემდგომი ამაღლების განზრახვის შესახებ იმ დროს არაერთხელ აცხადებდნენ უცხოური სამხედრო ბეჭდური გამოცემების ფურცლებზე და პენტაგონის წარმომადგენლების საჯარო გამოსვლებში. მაგალითად, თავდაცვის მინისტრი კ. უაინბერგერი ამტკიცებდა, რომ სამხედრო პოლიტიკას აუცილებელია განიხილავდნენ გლობალურ კონტექსტში, რომ აშშ-ს არ შეუძლია თავს ნება მისცეს უგულვებელყოს ერთი რომელიმე რაიონი მეორის გამაგრების გულისთვის, იგი საკმარისად ძლიერი უნდა იყოს იმისთვის, რათა იცავდეს თავის ინტერესებს. გამოდიოდა რა ამერიკული სამხედრო ძლიერების შემდგომი ზრდის მომხრედ, იგი მოუწოდებდა ჰყოლოდათ ისეთი შეიარაღებული ძალები, რომლის გაშლაც შესაძლებელი იყნებოდა დედამიწის ნეისმიერ რაიონში.

უცხოური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებების თანახმად, სტრატეგიული მობილურობის უზრუნველყოფის ძირითად მიმართულებად პენტაგონი თვლიდა საჰაერო და საზღვაო გადასროლებს, აგრეთვე აშშ-ის კონტინენტურ ნაწილში მყოფი სტრატეგიული რეზერვის (რეგულარული ჯარებისა/ძალებისა და ორგანიზებული რეზერვის შენაერთებისა და ნაწილების) საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის მაღალ დონეს.

ასეთი ღონისძიებების განხორციელებისთვის მზადება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა პრეზიდენტ რეიგანის ადმინისტრაციის მიერ საბჭოთა კავშირთან „პირდაპირი დაპირისპირების“ გამოცხადებისა და ცხოვრებაში გატარებისას, რასაც შედეგად მოჰყა „გეოგრაფიული, ანუ ჰორიზონტალური ესკალაციის“ ახალი სტრატეგიული კონცეფციის გამოჩენა. მისი არსი, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, მდგომარეობდა იმაში, რომ მსოფლიოს რომელიმე ერთ რაიონში შეიარაღებული კონფლიქტის წარმოქმნისას აშშ-ს უნდა შეძლებოდა საბრძოლო მოქმედებების გაჩაღება და წარმოება „სრულ გამარჯვებამდე“ რამდენიმე სხვა რაიონშიც, რომლებიც „მოწინააღმდეგისთვის ყველაზე უფრო მოწყვლადი“ იქნებოდა და იქ წარმატებები პენტაგონს მთლიანობაში გამარჯვებას მოუტანდა.

ამიტომ არც თუ შემთხვევით, ზოგადი დანიშნულების ძალების მშენებლობის გეგმებში ითვალისწინებდნენ მისი საბრძოლო შესაძლებლობების შემდგომ გაძლიერებას, სტრატეგიული და ტაქტიკური მობილურობის ამაღლებას. სახმელეთო ჯარებში, რეგულარული და სარეზერვო კომპონენტების ჩათვლით, 90-იანი წლებისთვის დივიზიების მიყვანას გეგმავდნენ 26-მდე, სჰძ-ის ტაქტიკურ ავიაციაში 1986 ფინანსური წლისთვის გეგმავდნენ სრული შემადგენლობის 40 საავიაციო ფრთის ყოლას (ეროვნული გვარდიის ფორმირებების გათვალისწინებით). ასევე ვარაუდობდნენ სზძ-ის სახომალდო შემადგენლობის არსებით გადიდებასაც, მიიყვანდნენ რა მას 600 ერთეულამდე.

არსებული და ახალი შენაერთებისა და ნაწილების გაშლისა და საბძოლო მოქმედებების წარმოების უზრუნველყოფისთვის გეგმავდნენ სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის თვითმფრინავების რაოდენობის გაზრდას. ომიანობის დროს ამერიკული ჯარებისა და ტვირთების საჰაერო გადაზიდვებისთვის გამოიყენებდნენ სამოქალაქო ავიაკომპანიების თვითმფრინავებსაც. პენტაგონის ზეწოლით ნატო-ს ბლოკის ცალკეულმა ქვეყნებმა ვალდებულება აიღეს გამოეყოთ მოქმედების დიდი რადიუსის მქონე სატრანსპორტო თვითმფრინავები ამერიკული ჯარების ევროპაში გადმოსასროლად. აწარმოებდნენ ზოგიერთი სხვა მთავრობის დამუშავებასაც, რათა აეძულებინათ ისინი მსგავსი ვალდებულებების თავის თავზე ასაღებად.

ჯარებისა და ტვირთების დიდ სიშორეზე გადასროლისთვის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების გამოყენების ეფექტურობის ამაღლების მიზნით შეერთებულ შტატებში 1980-იანი წლების დასაწყისში ახორციელებდნენ ღონისძიებების ფართო კომპლექსს. კერძოდ, დააგრძელეს C-141 თვითმფრინავების ფუზელაჟი და მათში დააყენეს ჰაერში საწვავით გაწყობის სისტემა, რის შედეგადაც 30%-ით უნდა გაზრდილიყო სატვირთო კაბინის მოცულობა და გაიზარდა დაუჯდომლად ფრენის სიშორე. აწარმოებდნენ სატრანსპორტო თვითმრინავების სათადარიგო ნაწილების შესყიდვებს, ითვალისწინებდნენ მომსახურე პერსონალისა და ჩამტვითავ-გადმომტვირთავი აღჭურვილობის რაოდენობის შემგომ ზრდას, აგრეთვე სახმელეთო ჯარების სავარაუდო გაშლის რაიონებში მათ მიტანას.

როგორც დასავლელი სამხედრო სპეციალისტები თვლიდნენ, კრიზისულ სიტუაციებში საჭირო იქნებოდა საზღვაო გადაიდვების სარდლობის გეგმებით ზღვით გადასროლების მოცულობის მნიშვნელოვნად გაფართოებაც სავაჭრო ფლოტის ძალებისა და საშუალებების ფართო გამოყენებით. ამერიკული ჯარების ზღვით ევროპაში ტრანსპორტირებისთვის ნატო-ს ქვეყნებმა ვალდებულება აიღეს გამოეყოთ 400-ზე მეტი გემი. ამერიკული შეიარაღებლი ძალების შენართებისა და ნაწილების გადასხმა, დასავლელი ექსპერტების აზრით, შესაძლო იყო განეხორციელებიათ თვით დანგრეულ პორტებშიც და აღუჭურველ სანაპიროზეც. ამიტომ უკვე მაშინ წინასწარ ჰქმნიდნენ სხვადასხვანაირ დამხმარე საშუალებებს გემების გადმოსატვირთად. აშშ-ის შეიარაღებული ძალების მაღალი მობილურობის უზრუნველყოფისთვის ატარებდნენ მრავალრიცხოვან სპეციალურ წვრთნებსა და სწავლებებს ჯარებისა და ტვირთების სტრატეგიულ გადაზიდვებში. საგანგებო ვითარებაში პენტაგონი იმედოვნებდა პირველი 10 დღეღამის განმავლობაში აშშ-დან დასავლეთ გერმანიაში გადმოესროლა დამატებით ექვსი დივიზია და 1000 საბრძოლო თვითმფრინავამდე. მაგრამ, საბჭოთა ავტორების შენიშვნით, ამერიკელ სამხედროთა მადა მუდმივად იზრდებოდა. აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების წინაშე სვამდნენ ამოცანას 1986 წლისთვის შეექმნათ აუცილებელი პირობები ევროპაში ტაქტიკური გამანადგურებლების 80-მდე ესკადრილიის გადმოსროლისთვის, რაც მოითვლიდა დაახლოებით 1900 საბრძოლო თვითმრინავს.

საჰაერო და საზღვაო გადასროლების უზრუნველყოფასთან, ზოგადი დანიშნულების ძალების საბროლო და სამობილიზაციო მზადყოფნის მაღალ ხარისხში შენახვასთან ერთად ამერიკული სარდლობა უზარმაზარ სახსრებს ხარჯავდა აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნის მიზნითაც როგორც თავის ტერიტორიაზე, ისე ყველაზე უფრო შესაძლო საომარ მოქმედებათა თეატრებზეც. აგრეთვე საწყობების სისტემის გასაშლელად ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ზღვისმიღმა ომთ-ებზე.

ქვემოთ უფრო დაწვრილებით შევეხებით ამერიკული შეიარაღების აღჭურვილობისა და მომარაგების საგნების წინასწარ დასაწყობების საკითხს უცხო ტერიტორიებზე, რაც წარმოადგენდა ამერიკული შეიარაღებული ძალების სტრატეგიული მობილურობის უზრუნველყოფის კიდევ ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას.

იარაღის, საბრძოლო ტექნიკისა და სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების სხვა ქვეყნებში წინასწარ განლაგება და განთავსება, ამერიკელი სპეციალისტების შეფასებით საშუალებას იძლეოდა მნიშვნელოვან ხარისხად შეემცირებიათ აშშ-ის შენაერთებისა და ნაწილების მოშორებულ ომთ-ებზე გადასროლის ვადები და გაეზარდათ ტემპები, რადგანაც ამ შემთხვევაში საჭირო გახდებოდა მხოლოდ პირადი შემადგენლობის მიყვანა მსუბუქი იარაღით. როგორც უცხოურ პრესაში აღინიშნებოდა, სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციას (სამოქალაქო ავიაკომპანიების ფართოფუზელაჟიანი თვითმფრინვების გამოყენების გათვალისწინებით) გააჩნდა დიდი შესაძლებლობები პირადი შემადგენლობის გადაზიდვებში.

პირველად წინასწარ დასაწყობებამ თავისი პრაქტიკული გამოყენება ჰპოვა 1961 წელს, როდესაც ამერიკულმა სარდლობამ „ბერლინის კრიზისის“ შემდეგ ფედერაციული გერმანიის ტერიტორიაზე დაასაწყობა მძიმე შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა ე. წ. „2+10“ პროგრამის მიხედვით, ე. ი. ორი საბრძოლო დივიზიისა და საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის ათი ცალკეული ნაწილისთვის. 1960-იანი წლების ბოლოს პენტაგონმა დასავლეთ გერმანიიდან აშშ-ში გაიყვანა მექანიზებული ქვეითი დივიზია და ცალკეული ჯავშანსაკავალერიო პოლკი, ხოლო მათი შეიარაღება დატოვა ევროპაში და მას დაუმატა იარაღი და სამხედრო ტექნიკა 74 ცალკეული ქვედანაყოფისთვის (არასადივიზიო დაქვემდებარებისა). ამ მარაგების დასაწყობებას ატარებდნენ პროგრამა „რეფორჯერის“ შესაბამისად („რეფორჯერი“ ნიშნავს – Return of Forces to Germany _ „ძალების დაბრუნება გერმანიაში“). მაშინვე ამ პირობითი დასახელებით დაიწყეს ამერიკული შეიარაღებული ძალების ყოველწლიური სწავლებების ჩატარება (გათამაშება), რომლებზედაც ამუშვებდნენ ჩრდილოამერიკული კონტინენტიდან დასავლეთ გერმანიაში ევროპაში ნატო-ს დაჯგუფების გასაძლიერებლად ჯარების გადმოსროლის, მათ მიერ საწყობებიდან იარაღის მიღებისა და ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნების შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების წარმოების საკითხებს.

საბჭოთა ავტორები აღნიშნავდნენ, რომ 1970-იანი წლების ბოლოს საერთაშორისო დაძაბულობის განმუხტვაზე კურსიდან უკანდახევასა და კონფრონტაციის პოლიტიკაზე გადასვლასთან ერთდროულად ვაშინგტონმა მიიღო გადაწყვეტილება მძიმე იარაღის მარაგების გაზრდისა და მათი ზომების იმ დონემდე მიყვანის შესახებ, რომელიც აუცილებელი იქნებოდა ექვსი დივიზიის აღჭურვისთვის. ამის შესაბამისად 1981 წლისთვის შეიტანეს იარაღი რიგით მეოთხე დივიზიისთვის, ხოლო 1983 წლის ბოლომდე გეგმავდნენ კიდევ ორი შენაერთისთვის საჭირო შეიარაღების დასაწყობებას. შექმნა რა ასეთი მარაგები, პენტაგონის ხელმძღვანელობა, დასავლური პრესის აღნიშვნით, იმედოვნებდა ვითარების გამწვავებისას ევროპულ ომის თეატრზე ათი დღეღამის განმავლობაში ექვსი ჯავშანსატანკო და მექანიზებული დივიზიის პირადი შემადგენლობის მსუბუქი იარაღით გადმოსროლას აქ უკვე გაშლილი დაჯგუფების გასაძლიერებლად.

დასავლურ სამხედრო ბეჭდურ გამოცემებში ამ მარაგებს მთლიანობაში უწოდებდნენ პომკუს-ს (POMCUS – Pre-positioned Material Configurated to Unit Sets). მათ ინახავდნენ საწყობებში კონკრეტულ ნაწილებსა და ქვედანაყოფებზე მიწერილი კომპლექტების სახით.

პომკუს-ის მარაგების მაღალ საბრძოლო მზადყოფნაში შენარჩუნების ამოცანები ეკისრებოდა საბრძოლო ტექნიკის მომსახურებისა და უზრუნველყოფის ჯგუფს (მანჰაიმი, გფრ), რომელიც შედიოდა ევროპულ ზონაში ამერიკული სახმელეთო ჯარების ზურგის 21-ე სარდლობის შემადგენლობაში. მათ, კერძოდ, მიეკუთვნებოდა სპეციალურად გამოყოფილ საწყობებში შეიარაღების შენახვის ღონისძიებების შესრულება, ნაწილებისა და ქვედანაყოფებისთვის მისი გაცემა ომის შემთხვევაში, სწავლებების, მაგალითად „რეფორჯერის“ ჩატარებისას, აგრეთვე სხვა ოპერატიული ღონისძიებებისა, რომლებიც დაკავშირებული იყო სახმელეთ ჯარების ნაწილებისა და ქვედანაყოფების აშშ-ის კონტინენტური ნაწილიან ევროპაში გადმოსროლასთან.

ორგანიზაციულად ჯგუფი შედგებოდა შტაბის, ოთხი ბატალიონისგან (აღმოსავლეთის, დასავლეთის, ჩრდილოეთისა და ჩრდილო-დასავლეთის), ასევე საგანგებო პირობებში საბრძოლო ტექნიკის გადაზიდვების უზრუნველყოფის ქვედანაყოფის, მომსახურების ბატალიონისა და დაცვის ჯგუფისგან.

აღმოსავლეთის ბატალიონში შედიოდა სამი ასეული, რომლებიც ემსახურებოდნენ პომკუს-ის ოთხ საწყობს, განლაგებულს მანჰაიმის, კარლსრუესა და ჰერმესჰაიმის რაიონებში. ისინი ინარჩუნებდნენ შეიარაღების შესანახად აუცილებელ განსაზღვრულ პირობებს, ატარებდნენ სარეგლამენტო სამუშაოებს, პასუხს აგებდნენ აშშ-ის კონტინენტური ნაწილიდან მოსული ნაწილებისა და ქვედანაყოფებისთვის იარაღისა და სამხედრო ტექნიკის თავის დროზე გაცემაზე და ღებულობდნენ მათ უკან შესანახად. დასავლეთის ბატალიონი მოითვლიდა ოთხ ასეულს და პასუხს აგებდა ხუთ სასაწყობო კომლექტზე პირმაზენსის, მიზაუს, კაიზერსლაუტერნისა და იდარ-ობერშტაინის რაიონებში, ხოლო ჩრდილოეთისა (ორ ასეულიანი შემადგენლობის) ემსახურებოდა ასეთ კომპლექსებს მიუნჰენ-გლადბახსა და ჰერონგენში. ყველა ამ ქვედანაყოფზე მიმაგრებული იყო საწყობები უკვე შექმნილი შეიარაღების მარაგებით ოთხი დივიზიისთვის დასვლეთ გერმანიის ტერიტორიაზე. ჩრდილო დასავლეთის ბატალიონი მაშინ იმყოფებოდა ჩამოყალიბების პროცესში და შემდგომში მას პასუხი უნდა ეგო ბელგიისა (გრობენდონკი, სიუტენდალი) და ნიდერლანდების (ემენი, კიორკრაიდი) ტერიტორიებზე მშენებარე საწყობებზე ამერიკული სახმელეთო ჯარების რიგით მეხუთე და მეექვსე დივიზიებისთვის. პომკუს-ის ყველა საწყობი გაშლილი იყო საბრძოლო მოქმედებების ზონის ზურგის რაიონში და გაერთიანებული იყო მსხვილ სასაწყობო კომპლექსებად.

1980-იანი წლების დასაწყისში ჯგუფის პირადი შემადგენლობის საერთო რიცხოვნება იყო დაახლოებით 5 ათასი ადამიანი, მათგან 700-ზე მეტი სამხედრო და 50-მდე სამოქალაქო მოსამსახურე, რომელთაც ჰქონდათ ამერიკული ქვეშევრდომობა, დანარჩენები კი იყვნენ ადგილობრივ დაქირავებული სპეციალისტები.

მატერიალურ საშუალებათა შენახვის საერთოდ მიღებული ხერხისგან განსხვავებით (ტექნიკის სახეობებისა და მომარაგების საგნების მიხედვით) პომკუს-ის მარაგებს ინახავდნენ კომპლექტებში თითოეული კონკრეტული ქვედანაყოფისთვის, მაგალითად ბატალიონის ან ასეულისთვის. იმ დროისთვის ასეთი კომპლექტები, რომელთა უმეტეს ნაწილს შეადგენდა ავტოჯავშანსატანკო ტექნიკა, დასაწყობებული იყო დაახლოებით 450 ქვედანაყოფისთვის. საბრძოლო მანქანებიდან მოხსნილი იყო სასროლი იარაღი, რადიოსადგურები, ლაზერული სამიზნეები, ღამური ხედვისა და ცეცხლის მართვის ხელსაწყოები და სხვა ელემენტები, რომლებიც იმყოფებოდა ასევე კომპლექტებში სპეციალურ სათავსოებში (გაძლიერებული დაცვის ქვეშ).

ყოველ ექვს თვეში ატარებდნენ მთელი დასაწყობებული შეიარაღების საერთო მდგომარეობის შემოწმებას, ხოლო ოთხ წელიწადში ერთხელ _ გულდასმით დათვალიერებას აუცილებელი სარეგლამენტო და სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებით.

როგორც დასავლურ პრესაში იტყობინებოდნენ, აშშ-დან მოსული ჯარებისთვის იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის გაცემას ორგანიზებას უკეთებდნენ ჩვეულებრივ შემდეგნაირად. საწყობში პირველები მიდიოდნენ შეიარაღების მიმღებები მათზე მიწერილი ნაწილებიდან და ქვედანაყოფებიდან, რომლებიც იწყებდნენ სამხედრო ტექნიკისა და მაკომპლექტებელი ელემენტების მიღებას. საწყობის ზონაში საბრძოლო გათვლებისა და ეკიპაჟების მოსვლის შემდეგ იწყებდნენ იარაღის განკონსერვებასა და საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანას, მოხსნილი აღჭურვილობის, საბრძოლო მასალების, ქონების, ინდივიდუალური საბრძოლო კომპლექტების ჩატვირთვას, ახორციელებდნენ მანქანების საწვავით ნაწილობრივ გაწყობას. საბრძოლო ტექნიკის მზადყოფნის და მიხედვით ქვედანაყოფები მიდიოდნენ თავმოყრის პუნქტში, რომელსაც ნიშნავდნენ თითოეული საწყობის რაიონში. მასში ახდენდნენ ხელსაწყოების საბოლოო დაყენებას, მთელი მაკომპლექტებელი აღჭურვილობის ჩალაგებასა და დამაგრებას, ტექნიკის საწვავით ბოლომდე გაწყობას, აგრეთვე მისი მუშაობის უნარიანობის შემოწმებას. იარაღით სრულად აღჭურვილი ქვედანაყოფები წინ მიდიოდნენ კოლონების ჩამოყალიბების პუნქტებში, საიდანაც თავიანთი ნაწილების შემადგენლობაში მიიწევდნენ ოპერატიული დანიშნულების რაიონებისკენ. რიგი სწავლებების გაანალიზეის შემდეგ ამერიკელმა სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ, მაგალითად, საბრძოლო ბატალიონისთვის ავტოჯავშანსატანკო ტექნიკის გაცემაზე, მომზადებასა და თავმოყრის რაიონში გასვლაზე იხარჯებოდა დრო 10 საათამდე.

როგორც უცხოურ სამხედრო ბეჭდურ გამოცემებში აღნიშნავდნენ, 80-იანი წლების დასაწყისში არსებული პომკუს-ის მარაგების საერთო ღირებულება შეადგენდა 1,5 მლრდ. დოლარზე მეტს, ხოლო მათი სრულად დაკომპლექტებისა და კიდევ ორი დივიზიისთვის იარაღისა და სამხედრო ტექნიკის დაგეგმილი დასაწყობების გათვალსწინებით იგი მიაღწევდა 3,5 მლრდ. დოლარს.

საზღვაო ქვეითი ჯარის სტრატეგიული მობილურობის ამაღლებისა და ევროპულ ომის თეატრზე გადმოსროლის ვადების შემცირებისთვის 1981 წლის ბოლოს აშშ-მა შეთანხმება დადო ნორვეგიის მთავრობასთან ქ. ტრონჰემის რაიონში (ჩრდილოეთ ნორვეგია) მძიმე შეიარაღების წინასწარ დასაწყობებაზე საზღვაო ქვეითი ჯარის საექსპედიციო ბრიგადისთვის, რომელიც ნატო-ს სტრატეგიული გაშლის გეგმების მიხედვით აშშ-დან უნდა გადმოესროლათ ბლოკის ჩრდილოეთ ფლანგზე საბრძოლო მოქმედებების წარმოების მიზნით. 1984 წლისთვის ვარაუდობდნენ 155 მმ ყალიბის 24 ჰაუბიცისა და მათი გამწევების, დაახლოებით 250 ავტომობილისა და 100 მისაბმელის, ზქჯ-ის ორი საავიაციო ესკადრილიისთვის მაკოპლექტებელი აღჭურვილობის, საბრძოლო მასალების, საწვავისა და სურსათის დასაწყობებას. ამ შეთანმების შესაბამისად ნორვეგიამ ვალდებულება აიღო ამერიკული ჯარების გაშლისთვის მიეცა დაახლოებით 150 მანქანა (თოვლში მავალი), ორი ავტოსატრანსპორტო ასეული (90-90 ავტომობილით), სამედიცინო ასეული (35 სანიტარული მანქანით), საწვავ-საცხები მასალების ათეული (საწვავით გამწყობი ექვსი მანქანით), აუცილებელი საინჟინრო და დამხმარე აღჭურვილობა.

ყველა ჩამოთვლილი ღონისძიების შესრულება, როგორც აღნიშნავდნენ დასავლურ სამხედრო გამოცემებში, საშუალებას მისცემდათ ჰაერით გადმოესროლათ საზღვაო ქვეითი ჯარის საექსპედიციო ბრიგადის პირადი შემადგენლობა მსუბუქი შეიარაღებით ჩრდილო ამერიკის კონტინენტიდან ჩრდილოეთ ნორვეგიაში პირველივე დღეებში ბლოკის სამოკავშირეო (გაერთიანებული) შეიარაღებული ძალების სტრატეგიული გაშლის დაწყების შემდეგ. იმ პერიოდში მისი ზღვით ტრანსპორტირებისთვის კი საჭირო იყო 15-20 დღეღამე.

ტაქტიკური ავიაციის გადმოსროლის ვადების შემცირებისა და მისი საბძოლო საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით ოპერატიული დანიშნულების რაიონებში ამერიკული სჰძ-ის სარდლობა გეგმავდა ზღვისმიღმა ომთ-ებზე გადასასროლი ნაწილებისა და ქვედანაყოფებისთვის დამხმარე და სანავიგაციო აღჭურვილობის, აგრეთვე მომარაგების საგნების წინასწარ დასაწყობების განხორციელებას. უცხოელი სპეციალისების აზრით, ეს საშუალებას მისცემდათ გამოენთავისუფლებინათ სამხედრო-სატრანსოპორტო ავიაციის თვითმფრინავების ნაწილი სახმელეთო ჯარების გადასროლების განხორციელებისთვის.

მძიმე იარაღის, სამხედრო ტექნიკისა და მომარაგების საგნების წინასწარ დასაწყობების საკითხმა ახალი მნიშვნელობა შეიძინა 1980 წელს ე.წ. „სწრაფი გაშლის ძალების“ (სგძ) (*) შექმნასთან დაკავშირებით (ჟურნალის რედაქციის შენიშვნა: 1983 წლის 1 იანვრიდან სწრაფი გაშლის ძალები გარდაქმნეს აშშ–ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ ცენტრალურ სარდლობად). იგი განკუთვნილი იყო უმთავრესად მოშორებულ ომთ-ებზე გამოყენებისთვის, რომელთაც გააჩნდათ სუსტად განვითარებული ინფრასტრუქტურა, რთული გეოგრაფიული და კლიმატური პირობები. პენტაგონის ხელმძღვანელობის შეფასებით, როგორც არასდროს, მწვავედ დადგა საკითხი სგძ-ის შემადგნლობიდან ჯარების აუცილებელი კონტინგენტის ოპერატიული დანიშნულების შესაძლო რაიონებში სწრაფად გადასროლისა და გაშლისთვის, აგრეთვე მისი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ორგანიზებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის შესახებ.

მოცემული პრობლემის გადაწყვეტის ერთერთ ძირითად მიმართულებად ამერიკულმა სარდლობამ აირჩია იარაღის, სამხედრო ტექნიკისა და მომარაგების საგნების წინასწარ დასაწყობება სგძ-ის სავარაუდო გამოყენების რაიონების მახლობლობაში. სგძ-ის გამოყენების ყველაზე უფრო შესაძლო რაიონებში (სამხრეთ-დასავლეთ აზია) რთული სამხედრო-პოლიტიკური ვითარების, რეგიონის ქვეყნები შიდაპოლიტიკური ვითარების არასტაბილურობის, აგრეთვე რიგი მათი მთავრობების ამ საკითხისადმი უარყოფითი პოზიციის გათვალისწინებით შერთებულმა შტატებმა იმ დროისთვის ვერ გაბედა წასვლა სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე სამხედრო ტექნიკისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნელყოფის საშუალებების წინასწარ განლაგების სისტემის გაშლაზე და დასაწყობების სისტემას ჰქმნიდა გემებში.

1980 წლის ივლისში ინდოეთის ოკეანეში კ. დიეგო-გარსიას რაიონში გაშალეს შვიდი გემ-საწყობი შეიარაღებით, აღჭურვილობით, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებებითა და მტკნარი წყლით 12 ათას ადამიანამდე რიცხოვნების საზღვაო ქვეითი ჯარის საექსპედიციო ბრიგადისა და ამერიკული სჰძ-ის ტაქტიკური ავიაციის რამდენიმე ესკადრილიისთვის, რაც, უცხოელი სპეციალისტების შეფასებით, საშუალებას მისცემდა მათ ეწარმოებინათ საბრძოლო მოქმედებები 15 დეღამის განმავლობაში. გემ საწყოების სახით იყენებდნენ „რო-როს“ კლასის სამ ტრანსპორტს („მეტეორი“, „მერკური“ და „იუპიტერი“) ჩატვირთვისა და გადმოტვითვის ჰორიზონტალური ხერხით, რომლებიც განკუთვნილი იყო ჯავშანსატანკო ტექნიკის, არტილერიისა და სხვა მსხვილგაბარიტიანი შეიარაღებისა და აღჭურვილობის დასაწყობებისთვის, ორ კომეციულ ტრანსპორტსა („ამერიკენ ჩემპიონი“ და „ამერიკენ კურიერი“) და ორ ტანკერს _ ერთს საწვავ-საცხები მასალებისა და მეორეს მტკნარი წყლისთვის.

ყველა ეს გემ-საწყობი დაკომპლექტებული იყო სამოქალაქო ეკიპაჟებით. დასავლელი სამხედრო სპეციალისტების აზრით, მათ არსებით ნაკლს წარმოაგენდა აღუჭურველ სანაპიროზე შეიარაღების გადმოტვირთვის უნარის არქონა, რაც მნიშვნელოვანწილად აძნელებდა საბრძოლო ტექნიკის გადაცემას საზღვაო ქეითი ჯარის ქვედანაყოფებისთვის, რომლებსაც ოპერატიული დანიშნულების რაიონებში გადაისროდნენ ჰაერით.

დასავლური ბეჭდური გამოცემების მონაცემებით, 1981 წლის ბოლოს გემ-საწყობების რაოდენობა კ. დიეგო-გარსიას რაიონში გაზარდეს 13-მდე, რამაც საშუალება მისცათ შეექმნათ მათში მომარაგების საგნების მარაგები, რომლებიც გაანგარიშებული იყო საბრძოლო მოქმედებების წარმოებაზე 30 დღეღამის განმავლობაში.

მაგრამ ინდოეთის ოკეანეში გაშლილი გემ-საწყობები 1983 წელში უკვე ვეღარ აკმაყოფილებდა პენტაგონის შეკვეთებს. ისწრაფვოდა რა ამერიკული სამხედრო ყოფნის ზრდისკენ ამ რეგიონში, აშშ-ის შეიარაღებული ძალების დაჯგუფების სწრაფი გადასროლის შესაძლებლობებისა და სუსტად აღჭურვილი ომთ-ის პირობებში ხანგრძლივი საბრძოლო მოქმედებების წარმოების უნარის ყოველმხრივ ამაღლებისთვის ამერიკულმა სამხედრო ხელმძღვანელობამ შეიმუშავა პერსპექტიული პროგრამა. მის შესაბამისად, 1987-1988 წლებისთვის გემ-საწყობებში, რომლებიც იძლეოდნენ იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის აღუჭურველ სანაპიროზე გადმოტვირთვის საშუალებას, გეგმავდნენ მძიმე შეიარაღებისა და მატეიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებების კომპლექტების განთავსებას საზღვაო ქვეითი ჯარის სამი საექსპედიციო ბრიგადისთვის. კერძოდ, როგორც უცხოურ პრესაში იტყობინებოდნენ, გეგმავდნენ 160-მდე საბრძოლო ტანკის, 300-ზე მეტი ჯავშანტრანსპორტერის, 18 თვითმავალი და 72 ბუქსირებადი ჰაუბიცის, 1000-ზე მეტი ავტომობილის დასაწყობებას.

განიხილავა რა წინასარ დასაწყობებას ამერიკული შეიარაღებული ძალების სტრატეგიული მობილურობის ამაღლებაში ერთერთი ქმედითი ზომის სახით, აშშ-ის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა 80-იანი წლების დასაწყისში აგრძელებდა დასაწყობების პროგრამის გაფართოებას ინდოეთის ოკეანეში და ამთავრებდა იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის მარაგების შექმნას სახმელეთო ჯარების ექვსი დივიზიისა და ზქჯ-ის ერთი ბრიგადისთვის ევროპაში, აწარმოებდა დასაწყობების არსებული სისტემის სრულყოფის გზების ძიებას, ასევე ეძიებდა შესაძლებლობებს ახალი საწყობების გასაშლელად, პირველ რიგში ევროპულ ომთ-ებზე, ზრდიდა შენახული შეიარაღების, მათ შორის საავიაციო ტექნიკის ასორტიმენტს. კერძოდ, 1982 წლის იანვრიდან ატარებდნენ საარმიო ავიაციის ვერტმფრენების წინასწარ დასაწყობების სამუშაოებს.

საბჭოთა ავტორები აკეთებდნენ დასკვნას, რომ პენტაგონის გეგმები და პრაქიკული ღონისძიებები შეიარაღებული ძალების სტრატეგიული მობილურობის ამაღლებისთვის, დაბეჯითებით აჩვენებდა, რომ ამერიკელი მილიტარისტები აქტიურად ახორციელებდნენ ცხოვრებაში როგორც „რეალისტური დაშინების“, ისე ახალ „პირდაპირი დაპირისპირების“ სტრატეგიას. ისწრაფვოდნენ მსოფლიოს ნებისმიერ რეგიონში სუვერენული სახელმწიფოების საშინაო საქმეებში თავხედურად ჩარევისკენ.

XV. მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევები პენტაგონის სამსახურში 1970-იან წლებში

საბჭოთა ავტორების სიტყვით, დასავლეთის, და პირველ რიგში აშშ-ის მმართველი წრეების მიერ 1960/70-იან წლებში საერთაშორისო დაძაბულობის განმუხტვასა და ორ ბლოკს შორის მშვიდობიანი თანაარსებობის პრინციპების პრიორიტეტულობის აღიარებაზე თავის შეკავებამ და საგარეო პოლიტიკის “ძალის პოზიციიდან” გატარებამ თავისთავად გამოიწვია გამალებული შეიარაღების შემდგომი გაძლიერება, მეცნიერებისა და ტექნიკის მილიტარიზაციის განუწყვეტელი ზრდა. სამეცნიერო-ტექნიკური მიღწევების სამხედრო მიზნებით გამოყენების მასშტაბებმა 1970-იანი წლების შუახანებისთვის მიაღწია ისეთ მაჩვენებელს, რომ თუკი მეორე მსოფლიო ომამდე მთელი ამერიკული სამეცნიერო კვლევებისა და შემუშავებების 1/20 ატარებდა სამხედრო ხასიათს, 1974 წლისთვის მათი წილი აღემატებოდა 4/5-ს.

მათემატიკის, ბირთვული ფიზიკის, სარაკეტო-კოსმოსური ტექნიკის, რადიოელექტრონიკის, კვანტური ელექტრონიკის, აგრეთვე მეცნიერებისა და ტექნიკის სხვა იმ დროისთვის უახლესი და პერსპექტიული დარგების განვითარება, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, ჩაყენებული იყო პირველ რიგში იმპერიალიზმის აგრესიული წრეების სამსახურში. ამასთან ისინი აღნიშნავდნენ, რომ ტექნიკურ პროგრესთან, სამხედრო ტექნიკისა და მისი წარმოების პროცესის გართულებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად გაიზარდა ფუნდამენტური სამეცნიერო კვლევების რიცხვი და მათი წარმოების ხარჯები. 1956 წელს ასეთ კვლევებზე ხარჯების წილი აშშ-ში შეადგენდა კვლევებსა და შემუშავებებზე საერთო სამთავრობო ასიგნაციების 6,3%-ს, 1972-ში კი _ დაახლოებით 25%-ს. 1970-იანი წლების შუახანებისთვის ფუნდამენტური სამეცნიერო კვლევების 60%-ზე მეტს შეადგენდა სამხედრო შეკვეთები, რომლებსაც ასრულებდნენ აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ინტერესებში.

მეცნიერებისა და ტექნიკის უმნიშვნელოვანეს მიღწევებს პენტაგონი იყენებდა უწინარეს ყოვლისა იარაღის სხვადასხვა სახეობათა შემდგომი სრულყოფის, ამ იარაღების მიზნამდე მიტანის საშუალებების განვითარების, შეიარაღებული ძალების მართვის შესაძლებლობების ამაღლებისთვის.

იარაღის სრულყოფა. 1970-იან წლებში ამერიკელი სპეციალისტები თვლიდნენ, რომ ჩვეულებრივი იარაღის ეფექტურობის შემდგომი ამაღლება შესაძლოა მომხდარიყო პირველ რიგში იმდროინდელი ქიმიის მიღწევების უფრო ფართო გამოყენების ხარჯზე, რომლის ბაზაზეც შესაძლებელი იქნებოდა დიდი სიმძლავრის ახალი ასაფეთქებელი ნივთიერებების შექმნა, აგრეთვე საბრძოლო მასალების კონსტრუქციების სრულყოფის შედეგად. ჩვეულებრივი საბრძოლო მასალების სიმძლავრის ამაღლების მაგალითად საბჭოთა სამხედრო პერიოდიკაში მოჰქონდათ ზოგიერთი მონაცემი ამერიკული საავიაციო ბომბის BLU-82 (“კომანდოსის ნახტომი”) შესახებ, რომელიც ამერიკულმა ავიაციამ პირველად გამოიყენა ვიეტნამში 1971 წელს. ბომბი იწონიდა 6,8 ტ-ს, ბომბების ჩამოყრის სიმაღლე შეადგენდა 8000-10000 მ-ს, ჩამოგდებისთვის იყენებდნენ საპარაშუტო სისტემას. ამერიკული ბეჭდური გამოცემების შეტყობინებით, ასეთი ბომბის აფეთქებისას ნაგებობების ნგრევის ზონის რადიუსი შეადგენდა 450 მ-ს, საფრების (укрытия) გარეთ მყოფი ცოცხალი ძალის დაზიანების რადიუსი _ 500 მ-ს. ასაფეთქებელი ნივთიერების სახით იყენებდნენ ამონიუმის ნიტრატის, ალუმინის ფხვნილის, წყლისა და შემსქელებლის ნარევს.

1960-იანი წლების ბოლოსა და 70-იანების პირველ ნახევარში გამოჩნდა პრინციპულად ახალი საბრძოლო მასალები: საარტილერიო ჭურვები და საავიაციო რაკეტები ისრისებური მომაკვდინებელი ელემენტებით, ასევე ფოლადის ბურთულებით აღკაზმული სფერული მცირეყალიბიანი ბომბები. ასეთ საბრძოლო მასალებს ამერიკული ჯარები ფართოდ იყენებდნენ სამხრეთ ვიეტნამში ომის დროს. ბურთულებიან ბომბებს იყენებდნენ აგრეთვე ისრაელის ჯარები საბრძოლო მოქმედებებში არაბული ქვეყნების წინააღმდეგ.

ჩვეულებრივი იარაღის დამაზიანებელი თვისებების ამაღლებასთან ერთდროულად ახდენდნენ ამ იარაღის მატარებლებისა და მათი მართვის საშუალებების სრულყოფას, რაც საბოლოო ჯამში ხელს უწყობდა დაზიანების ჩვეულებრივი საშუალებების გამოყენებით მიმდინარე ომში შეიარაღებული ძალების ეფექტურობის ამაღლებას.

ბირთვული იარაღი წარმოადგენს მასობრივი დაზიანების ყველაზე უფრო მძლავრ იარაღს, რომელშიც იყენებენ ორ ძირითად ბირთვულ რეაქციას: 1) მძიმე ბირთვების (ურან-235 და პლუტონიუმ-239) დაყოფისა და 2) მსუბუქი ბირთვების (დეითერიუმი, ტრიტიუმი, აგრეთვე მათი შენაერთები სხვა ელემენტებთან) სინთეზის. ბირთვული რეაქციის კუთრი ენერგია მილიონჯერ აღემატება ქიმიური რეაქციების კუთრ ენერგიას.

1970-იან წლებში აშშ-ში არსებულ ატომურ და თერმობირთვულ საბრძოლო მასალებს გააჩნდათ ტროტილის ექვივალენტი რამდენიმე ასეული ტონიდან რამდენიმე ათეულ მილიონ ტონამდე (მეგატონა). ამერიკულ ბეჭდურ გამოცემებში მიუთითებდნენ, რომ ბირთვული იარაღის შემდგომი განვითარება მიდიოდა ახალი გაყოფადი ელემენტების ან იზოტოპების გამოყენების გზით, რომელთაც ურან-235-სა და პლუტონიუმ-239-თან შედარებით ექნებოდათ გაცილებით უფრო ნაკლები კრიტიკული მასა. ეს თვისება ხელს შეუწყობდა ბირთვული იარაღის მატარებლის მასის შემცირებას ან მატარებლის მასის შენარჩუნებისას ბირთვული იარაღის სიმძლავრის გაზრდას.

ბირთვული იარაღის განვითარების ერთერთ მიმართულებად, რომელიც დაკავშირებული იყო რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ამოცანის გადაწყვეტასთან, ამერიკელი სპეციალისტები თვლიდნენ ისეთი ბომბის შექმნას, რომლის მოქმედებაც დაფუძნებული იქნებოდა რენტგენის სხივების იმპულსების ფართო სპექტრის გამოყენებაზე, მცირედან ძალზედ დიდ ენერგიებამდე. ჩატარებული კვლევების შედეგად აშშ-ში გამოთქვეს ვარაუდი, რომ შორეული მოქმედების რაკეტსაწინააღმდეგო იარაღს შეეძლო წაეღო 1 მგტ სიმძლავრის ექვივალენტური სპექტრული საბრძოლო მუხტი, რომელსაც ააფეთქებდნენ 1,5 კმ და მეტ დაშორებაზე ბალისტიკური რაკეტის სათავო ნაწილიდან. ითვლებოდა, რომ სპექტრული მუხტის სხივების ინტენსიური ნაკადის მოქმედებით რაკეტის სათავო ნაწილის სითბოდამცავი საფარველი აორთქლდებოდა, რასაც შეეძლო გამოეწვია მისი დარღვევა.

პენტაგონის დავალებით აშშ-ში იკვლევდნენ აგრეთვე კოსმოსში ბირთვული ბომბის ნეიტრონული გამოსხივების მოქმედებას. უცხოურ პრესაში იტყობინებოდნენ, რომ კოსმოსში 1 მგტ სიმძლავრის ბირთვული ბომბის აფეთქებისას ნეიტრონების ნაკადს შეეძლო რაკეტის ელექტრონული სისტემების მწყობრიდან გამოყვანა 29 კმ-მდე მანძილზე, ხოლო ამ სისტემების მუშაობაში სერიოზული დარღვევების გამოწვევა 100 კმ-მდე დაშორებაზე.

დიდ სამუშაოებს აწარმოებდნენ მართვადი თერმობირთვული რეაქციების სფეროში, რასაც უზარმაზარი მნიშვნელობა გააჩნია დედამიწაზე ენერგიის ახალი წყაროების მიღების პრობლემის გადაწყვეტისთვის. ამავდროულად ეს სამუშაოები ითვალისწინებდა პლაზმური ძრავების შექმნას, რომელთა გამოყენებაც გამოიწვევდა მსხვილ ცვლილებებს სარაკეტო ტექნიკაში, ავიამშენებლობასა და სხვა სფეროებში.

უფრო მოშორებულ პერსპექტივაში, უცხოური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებით, იკვეთებოდა ახალი ბირთვული რეაქციის _ ანიჰილაციის მიღების შესაძლებლობა, რომელიც წარმოადგენს ნივთიერებების ნაწილაკებისა და ანტინაწილაკების შეერთებას ენერგიის უზარმაზარი რაოდენობის გამოყოფით. კუთრი ენერგია ანიჰილაციისას 1000-ჯერ აღემატება კუთრ ენერგიას ბირთვული რეაქციის დროს.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშშ-ში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ კვლევებს ქიმიური იარაღის შემდგომი სრულყოფის შესაძლებლობებში. ამ კვლევებისა და შემუშავებების შედეგებმა, საბჭოთა ავტორების შენიშვნით, პრაქტიკული გამოყენება ჰპოვა ვიეტნამში.

1970-იანი წლების შუახანებისთვის აშშ-ში დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ შედარებით ახალგაზრდა დარგის _ კვანტური ელექტრონიკის განვითარებას. ამ სფეროში კვლევებს შორის პირველი ადგილი ეკავა თავდაცვის სამინისტროს პროგრამებს ლაზერული იარაღის, ლაზერული კავშირგაბმულობისა და ლოკაციის, ლაზერული სამიზნე მოწყობილობებისა და ლაზერების გამოყენებით ელექტრონულ-გამომთვლელი მანქანების შექმნის საკითხებში. ცნობილია, რომ ამერიკული ჯარები ვიეტნამში უკვე იყენებდნენ საავიაციო ბომბებს დამიზნების ლაზერული სისტემით. ასეთივე ბომბებს იყენებდა ისრაელის ავიაცია არაბული ქვეყნების წინააღმდეგ ომში 1973 წლის ოქტომერში. აშშ-ის სახმელეთო ჯარების შეიარაღებაში იმ დროისთვის მიღებული იყო ლაზერული მანძილმზომები. ამერიკელი სპეციალისტები შეიმუშავებდნენ დამიზნების ლაზერულ სისტემებს საარტილერიო ჭურვებისთვის.

ახალი იარაღის შესაქმნელად წარმოებულ სამეცნიერო კვლევებში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა კვანტური ელექტრონიკის გამოყენების თემატიკას რაკეტსაწინააღმდეგო და კოსმოსსაწინააღმდეგო თავდაცვაში. ამერიკელი სპეციალისტები თვლიდნენ, რომ რაკეტებისა და კოსმოსური აპარატების დასაზიანებლად ლაზერების გამოყენებისას საჭირო არ იქნებოდა რთული გამოთვლების წარმოება რაკეტის ქობინის ან აპარატის დაზიანების წერტილის გამოანგარიშებისთვის, რამდენადაც ლაზერული სხივის სიჩქარე განსაკუთრებით დიდია.

1960-იანი წლების მიწურულსა და 70-იანების პირველ ნახევარში პენტაგონელი სტრატეგოსების ყურადღება მიპყრობილი იყო ე. წ. მეტეოროლოგიური იარაღის _ “მეტეოროლოგიური ომის” წარმოების ერთერთი საშუალების გამოყენების შესაძლებლობაზეც. ამასთან დაკავშირებით აფართოვებდნენ კვლევებს მეტეოროლოგიისა და გარემოს შესახებ მეცნიერებების სფეროში.

ამერიკელი სამხედრო სპეციალისტები თვლიდნენ, რომ ამინდწარმოქნის პროცესების მართვის შესწავლით შეძლებდნენ მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე შტორმებისა და ქარიშხლების მიმართვას, განსაზღვრულ რაიონებში გვალვის ან მკვეთრი აცივების გამოწვევას აგრეთვე მისი თვითმფრინავებისა და ხომალდებისთვის წინააღმდეგობას. გამოჰქონდათ აგრეთვე “გეოფიზიკური ომის” წარმოების ილეთები, რომელიც ითვალისწინებდა ოზონის ფენაში წყვეტების შექმნას. ეს ფენა იმყოფება ატმოსფეროს ზედა შრეებში და აკავებს მზიდან დედამიწისკენ მომავალი ხისტი ულტრაიისფერი სხივების ნაკადს, რომელიც დამღუპველია ადამიანისთვის, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროსთვის. ოზონის დაშლის გამოწვევას ვარაუდობდნენ ზოგიერთი ქიმიური ნივთიერებით, რომლებსაც ატმოსფეროს ზედა ფენებში მიიტანდნენ რაკეტების ან კოსმოსური საფრენი აპარატების მეშვეობით.

ამ პროექტების მოჩვენებითი ფანტასტიურობის მიუხედავად, საბჭოთა ავტორები მათ მიიჩნევდნენ განსაკუთრებით საშიშად, რადგანაც “მეტეოროლოგიური” და “გეოფიზიკური” ომის საშუალებების შემუშავების შემთხვევაში გამოჩნდებოდა მასობრივი დაზიანების იარაღის ახალი კიდევ უფრო მძლავრი სახეობები.

იარაღის მიტანის საშუალებების განვითარება. იარაღის მიტანის ყველა საშუალება ამერიკულ შეიარაღებულ ძალებში შესაძლოა დავყოთ მიწისზედა, საზღვაო და საჰაერო-კოსმოსურ საშუალებებად. აქ ჩვენ შევჩერდებით მხოლოდ სამეცნიერო-ტექნიკური მიღწევების გამოყენების უმნიშვნელოვანეს მიმართულებებზე იარაღის მიტანის საჰაერო-კოსმოსური საშუალებების განვითარებისთვის, რომელთაც მიეკუთვნება აეროსტატიკური და აეროდინამიკური საფრენი აპარატები, ბალისტიკური რაკეტები, კოსმოსური საფრენი აპარატები.

ა ე რ ო ს ტ ა ტ ი კ უ რ ს ა ფ რ ე ნ ა პ ა რ ა ტ ე ბ ს შეუძლია ფრენა ატმოსფეროს ჭავლურ დინებებში 11-50 კმ სიმაღლეზე. ზოგიერთი ჭავლური დინება შედარებით მდგრადია და გააჩნია 200-300 კმ/სთ რიგის სიჩქარე. 1970-იანი წლების შუახანებში ამერიკელი სამხედრო სპეციალისტები თვლიდნენ, რომ აეროსტატები შესაძლო იყო გამოეყენებიათ დაზვერვის წარმოების, მოწინააღმდეგის რადიოტექნიკური სისტემებისთვის ხელშეშლის შექმნისა და მასობრივი დაზიანების იარაღის მიზნამდე მიტანისთვის, აგრეთვე სხვა შესაძლო ამოცანების შესასრულებლად.

ავტომატური აეროსტატების სრულყოფას აშშ-ში მიმართავდნენ მათი ტვირთამწეობის გაზრდის, ფრენის სიმაღლისა და სიშორის ამაღლების, ეფექტური ამრეკლი ზედაპირის შემცირების, საბორტო აპარატურის მოდერნიზაციის გზით. ამასთან იყენებდნენ სხვადასხვა მეცნიერების მიღწევებს. ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების აზრით, ავტომატური აეროსტატები წარმოადგენდა შედარებით იაფ და ეფექტურ საშუალებას, მათთან ბრძოლისთვის აუცილებელი იქნებოდა საჰაერო თავდაცვის მნიშვნელოვანი ძალების გამოყოფა.

ა ე რ ო დ ი ნ ა მ ი კ უ რ ი ს ა ფ რ ე ნ ი ა პ ა რ ა ტ ე ბ ი აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში წარმოდგენილი იყო თვითმფრინავებით, აგრეთვე “მიწა_მიწა”, “ჰაერი_მიწა”, “მიწა_ჰაერი” და “ჰაერი_ჰაერი” კლასების მართვადი რაკეტებით.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი ხელს უწყობდა აშშ-ში აეროდინამიკური აპარატების სწრაფ განვითარებას. საკმარისია ითქვას, რომ 1970-იანი წლების პირველ ნახევარში ამერიკულმა თვითმფრინავებმა მიაღწიეს შემდეგ მაჩვენებლებს: სიჩქარე 3000 კმ/სთ, ჭერი 20 კმ-ზე მეტი, ფრენის სიშორე 16000 კმ-ის რიგის, საბომბე დატვირთვა 30 ტ-ზე მეტი (სტრატეგიული ბომბდამშენებისთვის). მართვადი რაკეტების მაქსიმალური სიჩქარე, მაგალითად “ჰაერი_მიწა” კლასის რაკატა SREM-თვის აღწევდა 4000 კმ/სთ-ს.

ამერიკელი სპეციალისტები 1970-იანი წლების დასაწყისში აღნიშნავდნენ, რომ უახლოეს ხანში გამოჩნდებოდა ჰიპერბგერითი თვითმფრინავები და რაკეტები. ამისთვის აუცილებელი იყო რიგი სამეცნიერო პრობლემების გადაწყვეტა, სახელდობრ: ჰიპერბგერითი დინამიკის შემუშავება, ახალი ძრავების აგება, კინეტიკური გახურების პრობლემის გადაწყვეტა, მართვის ავტომატიზებული სისტემების შექმნა. ამერიკული სამხედრო და სამეცნიერო ლიტერატურიდან იმ დროს ჩანდა, რომ ყველა ზემოდასახელებულ პრობლემას პენტაგონის სამხედრო კვლევებში უთმობდნენ მნიშვნელოვან ადგილს.

როგორც ცნობილია, ჰიპერბგერითი აეროდინამიკა სწავლობს საფრენი აპარატების მოძრაობას ატმოსფეროში დიდ ზებგერით სიჩქარეებზე (დაახლოებით ბგერის ხუთჯერად სიჩქარეზე მეტი /5M/), როდესაც მაღალი ტემპერატურების შედეგად დამუხრუჭებისას სასაზღვრო ფენაში ხდება ნივთიერების მოლეკულების დისოციაცია, ქიმიური გარდაქმნები და პლაზმაც კი წარმოიქმნება. წარმოქმნილი რთული მოვლენების აღწერა უკვე აღარ შეიძლებოდა იმდროინდელი ზებგერითი აეროდინამიკის საშუალებებით. აი რატომ ანიჭებდნენ პენტაგონში ასეთ დიდ მნიშვნელობას ჰიპერბგერითი აეროდინამიკის საკითხების გადაწყვეტას, რომელიც თეორიულ ბაზად გამოდგებოდა ჰიპერბგერითი თვითმფრინავებისა და რაკეტების შექმნის, აგრეთვე ბალისტიკური რაკეტების სათავო ნაწილებისა და კოსმოსური აპარატების შემუშავებისთვის.

დიდი სიჩქარეების მისაღწევად ამერიკელი სპეციალისტები განიხილავდნენ სხვადასხვანაირი ახალი ძრავების გამოყენების შესაძლებლობებს: ტურბოსარაკატოსი, პირდაპირი დინების საჰაერო-რეაქტიულისა (სარაკეტოსთან შეხამებით), თხევად-სარაკეტოსი და ბირთვულის.

კინეტიკური გაცხელების პრობლემის გადაწყვეტა, ე. ი. ეკიპაჟისა და კონსტრუქციის შრომისუნარიანობის უზრუნველყოფისა მაღალი ტემპერატურების პირობებში, რომლებიც წარმოიქმნება ჰიპერბგერით სიჩქარეებზე ფრენისას, მოითხოვდა სამეცნიერო კვლევების ჩატარებას პოლიმერების ქიმიის, მყარი სხეულის ფიზიკის, მასალათმცოდნეობისა და მასალების ტექნოლოგიის სფეროში.

მართვის ავტომატიზებული სისტემები განკუთვნილია აეროდინამიკური აპარატების ფრენის ეტაპების _ აფრენის, საბრძოლო გამოყენებისა და დაჯდომის (მრავალჯერადი გამოყენების აპარატებისთვის) _ ავტომატიზაციისთვის. ჰიპერბგერითი საფრენი აპარატებისთვის ასეთი სისტემების შემუშავება მოითხოვდა მათემატიკის, ფიზიკის, რადიოელექტრონიკის, კიბერნეტიკისა და სხვა მეცნიერებათა უკანასკნელი მიღწევების გათვალისწინებას.

აერდინამიკური აპარატების განვითარების მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენდა ვერტიკალური აფრენისა და დაჯდომის უნარის მქონე თვითმფრინავებისა და საჰაერო ბალიშიანი აპარატების შექმნა.

ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, ბალისტიკური რაკეტები 1970-იან წლებში წარმოადგენდა ბირთვული იარაღის ყველაზე უფრო ეფექტურ მატარებლებს, განსაკუთრებით სტრატეგიული ამოცანების გადაწყვეტისას. ბალისტიკური რაკეტების განვითარების ძირითად გზებს აშშ-ში 1970-იან წლებში წარმოადგენდა: რაკეტების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება და სიზუსტის გაუმჯობესება, სტარტზე და ფრენაში მათი დაცულობის სრულყოფა, მათ მიერ მოწინააღმდეგის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის გადალახვის ალბათობის ამაღლება.

რაკეტების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებას აღწევდნენ სარაკეტო სისტემის კონსტრუქციის სრულყოფის, მისი საექსპლუატაციო თვისებების გაუმჯობესების, ფრენის მართვის ინერციული აპარატურისა და მთლიანობაში სტრატეგიული სარაკეტო-ბირთვული ძალების მართვის სისტემის სრულყოფის ხარჯზე. საბჭოთა ავტორებს მოჰყავდათ მხოლოდ ერთი მაგალითი, რომელიც ახასიათებდა სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის გავლენას რაკეტების საბრძოლო მზადყოფნაზე. როდესაც რაკეტა “მინითმენში” ამერიკელებმა დააყენეს გიროსკოპი რესურსით 20 ათასი საათი (დაახლოებით 2,5 წელიწადი), მისი საბრძოლო მზადყოფნის განსაზღვრა დაიწყეს წუთით. საბრძოლო მზადყოფნის ასეთი მკვეთრი გაზრდა აიხსნება იმით, რომ საბრძოლო მორიგეობაზე მყოფ ახალ რაკეტებში გიროსკოპები განუწყვეტლივ ბრუნავდა, ხოლო ძველ გიროსკოპებს დატრიალებისთვის სჭირდებოდა 20 წთ-ზე მეტი.

რაკეტების სიზუსტის გაზრდის მიზნით სრულყოფდნენ მართვის ინერციულ სისტემას, აუმჯობესებდნენ რაკეტის ბალისტიკურ მახასიათებლებსა და გეოდეზიური უზრუნველყოფის სიზუსტეს, ეძიებდნენ რაკეტის ტრაექტორიის გაანგარიშების უფრო ეფექტურ მეთოდებს. ამისთვის იყენებდნენ ბევრი მეცნიერების, მათ შორის გეოდეზიის, ასტრონომის, ზეციური მექანიკის, მეტეოროლოგიისა და სხვების მიღწევებს. აწარმოებდნენ მართვის ახალი სისტემების კვლევებს, რომლებშიც არ იყო გიროსტაბილიზებული პლატფორმები. ასეთ მოწყობილობებში კოორდინატების საყრდენ სისტემას, რომელსაც ჩვეულებრივ სისტემებში ქმნიდნენ გიროსტაბილიზებული პლატფორმის მეშვეობით, რეალიზაციას უკეთებდნენ მათემატიკურად, საბორტო ელექტრონულ-გამომთვლელი მანქანების (კომპიუტერების) მეშვეობით.

ამერიკული რაკეტების დაცულობას სტარტზე ამაღლებდნენ უმთავრესად შახტის სიმტკიცის გაზრდის ხარჯზე. უცხოური პრესის მონაცემებით, რაკეტა “მინითმენების” გასაშვები შახტები გაანგარიშებული იყო დარტყმის ტალღის ფრონტში ჭარბ წნევაზე 21 კგ/კვ.სმ. ამავე დროს აწარმოებდნენ სამუშაოებს ამ მაჩვენებლის გასაზრდელად. სასტარტო პოზიციების დასაცავად ამერიკელი სპეციალისტები იმედოვნებდნენ ე. წ. ზედაცული და ზემტკიცე შახტების აგებას მყარ კლდოვან გრუნტში.

აშშ-ში დიდ ყურადღებას უთმობდნენ ატომურ წყალქვეშა ნავებში განთავსებული ბალისტიკური რაკეტების განვითარებას. ამ ხომალდებს გადააიარაღებდნენ მრავალმუხტიანი სათავო ნაწილის მქონე ბალისტიკური რაკეტებით “პოსეიდონი” (3-14 ქობინი თითოეული 50 კტ სიმძლავრით). ნავში თავსდებოდა 16 რაკეტა სროლის სიშორით 4600 კმ. 1970-იანი წლების შუახანებისთვის აწარმოებდნენ სამუშაოებს ახალი ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავების “თრაიდენთის” შესაქმნელად, რომელთაგან თიოეულში განთავსებული იქნებოდა 24 რაკეტა სროლის სიშორით 9000 კმ-მდე.

რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის გადალახვის ალბათობის გაზრდას აღწევდნენ რადიოწინააღმდეგობის განხორციელების, ახალი რადიოლოკაციასაწინააღმდეგო დაფარვების გამოყენების, ცრუ მიზნებისა და განცალკევებადი სათავო ნაწლების გამოყენების გზით. მოკლედ შევჩერდებით უკანასკნელ ხერხზე, რომელსაც პენტაგონის სპეციალისტები ანიჭებდნენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

რაკეტების განცალკევებადი სათავო ნაწილებით აღჭურვა ითვალისწინებს უწინარეს ყოვლისა მათი ეფექტურობის ამაღლებასა და მოწინააღმდეგის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის გადალახვის შესაძლებლობების გაფართოებას. 1970-იანი წლების დასაწყისში აწარმოებდნენ ისეთი სათავო ნაწილების შექმნის კვლევით სამუშაოებს, რომლებსაც ექნებოდა ქობინები სხვადასხვა სიმძლავრის ბირთვული მუხტებით, რომლებსაც ატმოსფეროში შემოსვლის შემდეგ შეეძლებოდათ მანევრირება, ხოლო შემდეგ კი თითოეული მათგანი კონკრეტულ მიზანზე დაემიზნებოდა მართვის საკუთარი სისტემის მეშვეობით.

აწარმოებდნენ აგრეთვე რაკეტების ქობინების რადიოსალოკაციო აღმოჩენის გაძნელების საშუალებებისა და ხერხების ძიებაზე მიმართულ სამეცნიერო კვლევებს. ამისთვის მინაბოჭკოსა და სხვა მასალებისგან შეიმუშავებდნენ სხვადასხვანაირ სითბოდამცავ ეკრანებს, რომლებიც შთანთქავდნენ მიწისზედა რადიოსალოკაციო სადგურების (რადარების) გამოსხივებას. სწავლობდნენ რაკეტის სათავო ნაწილის ატმოსფეროში შემოსვლისას წარმოქმნილ პლაზმურ გარემოში ცივი აირის შეფრქვევის საკითხს, რასაც რადიოსალიკაციო სადგურებისთვის უნდა გაეძნელებინა მისი აღმოჩენა.

რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის გადალახვის ალბათობის გასაზრდელად ქმნიდნენ აქტიური ხელშეშლის გადამცემებს, რომლებიც შესაძლო იყო გამოეყენებინათ სათავო ნაწილებზე ან სპეციალურ მძიმე ცრუ მიზნებზე. აქტიური რადიოწინააღმდეგობის საშუალებებს აშშ-ში მიაკუთვნებდნენ ბირთვულ აფეთქებასაც ატმოსფეროში, რომელიც იწვევდა რადიოტალღების ვერგავლას. ითვლებოდა, რომ 100-200 კმ სიმაღლეზე 1 მგტ სიმძლავრის ბირთვული მუხტის აფეთქებისას მეტრული დიაპაზონის რადიოსალოკაციო სადგურები შესაძლო იყო “დაებრმავებინათ” 17 წთ-ის განმავლობაში; ბირთვული მუხტის მქონე რაკეტსაწინააღმდეგო იარაღის აფეთქების შედეგად წარმოქმნილი რენტგენის გამოსხივების ზემოქმედებისგან სათავო ნაწილების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით ეძიებდნენ სხვადასხვანაირ მაეკრანირებელ საშუალებებს.

ამერიკული სარაკეტო ტექნიკის შექმნასა და სრულყოფაში მნიშვნელოვანი იყო მრავალჯერადი გამოყენების პირველი საფეხურის მქონე რაკეტებისა და ბირთვული ძრავების მქონე რაკეტების შემუშავება.

ამერიკელი სპეციალისტების აზრით, მნიშვნელოვანი სტრატეგიული ამოცანების გადასაწყვეტად შესაძლო იყო გამოეყენებიათ კოსმოსური საშუალებებიც. სამხედრო მიზნებით კოსმოსის გამოყენების საკითხების შესწავლას აშშ-ში ატარებდნენ შემდეგი სამი ძირითადი მიმართულებით. პირველი იყო _ სათანამგზავრო სისტემების შექმნა, რომლებიც განკუთვნილი იქნებოდა შეიარაღებული ძალების ყველა სახეობის საბრძოლო მოქმედებების უზრუნველყოფისთვის. აქ შედიოდა თანამგზავრების სადაზვერვო, კავშირგაბმულობის, რადიოსანავიგაციო, გეოდეზიური და მეტეოროლოგიური სისტემები. მეორე მიმართულება ითვალისწინებდა სტრატეგიული შეტევითი კოსმოსური იარაღის შექმნას დედამიწაზე და კოსმოსში მიზნების დასაზიანებლად. მესამე მიმართულება მოიცავდა რაკეტსაწინააღმდეგო და კოსმოსსაწინააღმდეგო ამოცანების შემსრულებელ სისტემებს.

1970-იანი წლების შუახანებისთვის შექმნილი იყო და ფუნქციონირებდა სტრატეგიული დაზვერვის, კავშირგაბმულობის, ნავიგაციის, შეიარაღებული ძალების გეოდეზიური და მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის კოსმოსური სისტემები.

სადაზვერვო სისტემები იყენებდნენ თანამგზავრებს “სემოს-P”, “სემოს-M”, “ფერეტი”, “ლასპი” (“ბიგ-ბერდი”). თანამგზავრები “სემოს-P” განკუთვნილი იყო მიმოხილვითი ფოტოდაზვერვისთვის, ისინი მოძრაობდნენ 160-200 კმ სიმაღლის პოლარულ ორბიტებზე. აქტიური ფუნქციონირების დრო ჰქონდათ სამ-ოთხ კვირამდე. სანამგზავრები “სემოს-M” განკუთვნილი იყო დეტალური ფოტოდაზვერვისთვის. მათ უშვებდნენ 130-140 კმ სიმაღლის ორბიტებზე ეკვატორის სიბრტყისადმი 100-110 გრადუსით დახრით და მათი აქტიური ფუნქციონირების ხანგრძლივობა შეადგენდა 25-30 დღეღამეს. თანამგზავრები “ფერეტი” აძლევდათ რადიოტექნიკური სადგურების სიგნალების დაჭერისა და ჩაწერის, აგრეთვე მათი ადგილმყოფობის საკმარისად მაღალი სიზუსტით განსაზღვრის შესაძლებლობას. რადიოსიგნალებს წერდნენ მაგნიტურ ლენტზე და გადასცემდნენ მიწისზედა პუნქტებში.

სტრატეგიული რაკეტების გაშვებებისა და ბირთვული აფეთქებების ადრეული აღმოჩენის მიზნით ამერიკული სარდლობა იყენებდა დაახლოებით 36 000 კმ სიმაღლის სტაციონარულ ორბიტებზე გაშვებულ თანამგზავრებს. ამ ტიპის ყველაზე უფრო სრულყოფილ თანამგზავრებად ითვლებოდა დედამიწის ხელოვნური თანამგზავრები “იმეუსი”. გარდა ამისა, მომავალ კოსმოსურ დაზვერვაში, უცხოური გამოცემების მიხედვით, მნიშვნელოვანი ადგილი უნდა დაეკავებია პილოტირებულ კოსმოსურ აპარატებსა და ორბიტალურ სადგურებს.

რადიოსანავიგაციო თანამგზავრებს აშშ-ში იყენებდნენ სისტემა “ტრანზიტში” ატომური წყალქვეშა ნავების კოორდინატების ზუსტად განსაზღვრისთვის. ითვლებოდა, რომ ასეთმა სისტემამ საშუალება მისცათ მნიშვნელოვნად გაეზარდათ წყალქვეშა ნავების ბალისტიკური რაკეტების “პოლარისისსა” და “პოსეიდონის” ეფექტურობა, რადგანაც რაკეტმზიდი წყალქვეშა ნავის ადგილის განსაზღვრის სიზუსტემ მიაღწია 150-200 მ.

კავშირგაბმულობის თანამგზავრებს აშშ-ში იყენებდნენ კავშირგაბმულობის სტრატეგიული და ტაქტიკური სისტემების შესაქმნელად. ვიეტნამში ომის დროს ამერიკელები იყენებდნენ სტაციონარულ თანამგზავრებს “სინქომი”, “ადვენტი”, “ტაქსატი” და სხვებს. შემდგომში კავშირგაბმულობის სისტემის სრულყოფისთვის ვარაუდობდნენ ასევე სტაციონარული თანამგზავრების გამოყენებას, რომლებიც დაცული იქნებოდა მოწინააღმდეგის შესაძლო ზემოქმედებისგან და უზრუნველყოფდნენ რადიოგამოსხივებას ფართო დიაპაზონში. პერსპექტიულ მიმართულებად ითვლებოდა კოსმოსში კავშირგაბულობისთვის ლაზერების გამოყენება.

გეოდეზიური თანამგზავრები განკუთვნილი იყო გეოდეზიური კოორდინატების სხვადასხვანაირ სისტემებს შორის კავშირის, დედამიწის ფორმის დაზუსტების, დედამიწის ზედაპირზე მანძილების განსაზღვრის სიზუსტის, დედამიწის გრავიტაციული ველის ვარიაციების გაზომვისთვის. გეოდეზიური თანამგზავრების დახმარებით ჩამოთვლილი სამეცნიერო და პრაქტიკული ამოცანების გადაწყვეტაზე წარმოებული სამუშაოები მიმართული იყო უწინარეს ყოვლისა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების ეფექტურობის ასამაღლებლად. 1970-იანი წლების პირველ ნახევარში აშშ-ში გეოდეზიური სისტემების სფეროში სამუშაოები თავმოყრილი იყო თანამგზავრებზე “გეოსი” (ორბიტის სიმაღლე 1200-1500 კმ).

მეტეოროლოგიური თანამგზავრები ამერიკული შეიარაღებული ძალების ყველა სახეობას უზრუნველყოფდნენ ინფორმაციით მეტეოროლოგიური ვითარების შესახებ. (ღრუბლიანობის მდგომარეობა, ტემპერატურა, ნალექები, დედამიწისა და ატმოსფეროს არეკვლის უნარი). ამ მიზნებისთვის იყენებდნენ “ითოსისა” და “ნიმბუსის” ტიპის თანამგზავრებს. გლობალური მეტეოროლოგიური სისტემის უზრუნველყოფისთვის ვარაუდობდნენ ასევე სტაციონარული თანამგზავრების გამოყენებასაც.

ამერიკელი სპეციალისტები თვლიდნენ, რომ კოსმოსური აპარატები სავსებით ვარგისი იყო მათი გამოყენებისთვის თავდასხმის საშუალებების სახით, აგრეთვე ორბიტალური კოსმოსური სადგურების სახითაც, რომლებიც, ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, წარმოადგენდა სამხედრო მიზნებით კოსმოსის ათვისების ერთერთ ძირითად საშუალებას. მათი მეშვეობით ვარაუდობდნენ სადაზვერვო და სანავიგაციო ამოცანების გადაწყვეტას, რაკეტების გაშვებებზე მეთვალყურეობის განხორციელებას, პოლიგონებისა და სასტარტო პოზიციების ადგილმდებარეობის განსაზღვრას, კოსმოსური ობიექტების აღმოჩენისა და გაუვნებელყოფის წარმოებას.

უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში აღინიშნებოდა, რომ 1970-იან წლებში აშშ-ში უკვე იყო ორბიტალური სადგურების შექმნის პროექტები, რომლებსაც ორბიტაზე ააწყობდნენ ცალკეული ბლოკებისგან. იტყობინებოდნენ, მაგალითად, რომ ასეთი სადგურები 6-12 ადამიანის ეკიპაჟით შეძლებდნენ ფრენაში ყოფნას ხანგრძლივი დროის განმავლობაში. 1974 წლის 8 თებერვალს დასრულდა სადგურ “სქაილების” მეშვეობით კოსმოსში კვლევების პროგრამა. როგორც ცნობილია, სადგურის მესამე ეკიპაჟი სამი ადამიანის შემადგენლობით ორბიტალურ ფრენაში იმყოფებოდა 84 დღეღამის განმავლობაში.

სამეცნიერო კვლევების ფართო კომპლექსს აშშ-ში ატარებდნენ აგრეთვე რაკეტსაწინააღმდეგო და კოსმოსსაწინააღმდეგო თავდაცვის ინტერესებში. რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის (რსთ, ПРО) საშუალებების შემდგომი განვითარება მიდიოდა ჰორიზონტსმიღმა აღმოჩენის რადიოსალიკაციო სადგურების (რლს), ადრეული აღმოჩენის კოსმოსური სისტემის შემუშავების, რაკეტსაწინააღმდეგო იარაღის სრულყოფის, ლაზერული იარაღის გამოყენების მიმართულებით. რაკეტსაწინააღმდეგო იარაღის გაუმჯობესებას ვარაუდობდნენ ქობინების დაჭერის (перехват) დასკვნით ეტაპზე დამიზნების ავტონომიური სისტემის გამოყენების გზით.

კოსმოსსაწინააღმდეგო თავდაცვას 1970-იან წლებში, აშშ-ის სპეციალისტების შეხედულებებით, უნდა გადაეწყვიტა შემდეგი ამოცანები: უწყვეტი მეთვალყურეობა კოსმოსურ სივრცეზე, კოსმოსური ობიექტების აღმოჩენა და ამოცნობა, მათი ორბიტების განსაზღვრა, თავისი ობიექტების მოწინააღმდეგის კოსმოსური დაზვერვისგან შენიღბვა და მოწინააღმდეგის კოსმოსური ობიექტების განადგურება.

შეიარაღებული ძალების მართვის საშუალებების განვითარება. შეიარაღებული ძალების მართვის სრულყოფისთვის აშშ-ში იყენებდნენ ბევრ სამხედრო და სამოქალაქო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას. თეორიულ პლანში იკვლევდნენ მართვის ცალკეული ფუნქციების, უწინარეს ყოვლისა გადაწყვეტილებათა მიღებასა და დაგეგმარებაში, გადაწყვეტის ოპტიმალურ ხერხებს. პრაქტიკული ღონისძიებები მდგომარეობდა შეიარაღებული ძალების სტრატეგიული მართვის ორგანობის სრულყოფაში, სხვადასხვანაირი მართვის ავტომატიზებული სისტემების (მას) დანერგვასა და ათვისებაში.
აშშ-სა და დასავლეთის სხვა სახელმწიფოებში 1970-იან წლებში შეიარაღებული ძალების სამხედრო მმართველობის სრულყოფაში მთავარი ადგილი ეკავა მმართველობის ყველა რგოლში ავტომატიზებული სისტემების შემუშავებისა და დანერგვის პრობლემებს. დაახლოებით 1965 წლიდან აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში მიმდინარეობდა ტაქტიკური და სტრატეგიული დანიშნულების ავტომატიზებული სისტემების შემუშავება.

ტაქტიკური დანიშნულების მას-ები განკუთვნილი იყო საველე არმიების ნაწილებისა და ქვედანაყოფების, ტაქტიკური ავიაციისა და ხომალდების შენაერთების მართვისთვის. ბრძოლის ველზე ჯარების მართვის ავტომატიზებული სისტემა შეიცავდა სამ ქვესისტემას: საბრძოლო მოქმედებების მართვის (“ტოსი”), საველე არტილერიის მართვისა (“ტაქფაირი”) და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მართვის (CS3). ისინი მოწოდებული იყო უზრუნველეყოთ საინფორმაციო და დასათვლელი ამოცანების ავტომატიზებული გადაწყვეტა, რომლებიც აუცილებელი იყო სარდლობისთვის ვითარების შეფასებისა და გადაწყვეტილებათა მიღებისთვის.

ტაქტიკური ავიაციის მოქმედების მას-ი (407L), რომელსაც იყენებდნენ ტაქტიკური ავიაციის ნაწილების საბრძოლო მოქმედებების მართვის პროცესების ავტომატიზაციისთვის ბრძოლის ველზე, უზრუნველყოფდა შემდეგი ამოცანების გადაწყვეტას: საბრძოლო მოქმედებების ზონაში თვითმფრინავების მართვა და მიზანზე გაყვანა, უშუალო საავიაციო მხარდაჭერა, საჰაერო მოძრაობის მართვა. ავტომატიზებული სისტემა NTDS განკუთვნილი იყო ამერიკული სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდების შენაერთების (ერთი ხომალდის) საბრძოლო მოქმედებათა მართვის პროცესების ავტომატიზაციისთვის.

აშშ-ში ხდებოდა ელექტრონულ-გამომთვლელი მანქანების (კომპიუტერების) სწრაფი განვითარება. 1960-იანი წლების მიწურულიდან აგებდნენ მესამე თაობის ეგმ-ებს მიკროელექტრონიკის (ინტეგრალური სქემების) ბაზაზე, მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ ინტეგრაციის შედარებით დაბალი ხარისხით. ამ მანქანების განსხვავება პირველი თაობის ეგმ-ებისგან მდგომარეობდა არა მხოლოდ ინტეგრალურ სქემებზე გადასვლაში, არამედ მანქანების სტრუქტურული სქემის შეცვლაშიც. პირველი და, ნაწილობრივ, მეორე თაობის მანქანებს უკვე გააჩნდა მოწყობილობების პარალელური მუშაობის საშუალება და ამის წყალობით შესაძლებელი იყო მათი გამოყენება რიგი ამოცანების გადაწყვეტისთვის.

ამერიკელი სპეციალისტების მტკიცებით, მომავალში შეიარაღებულ ძალებში გამოყენებას ჰპოვებდა მეოთხე თაობის ელექტრონულ-გამომთვლელი მანქანები (მათ ზოგიერთ ნიმუშს 70-იან წლებში უკვე იყენებდნენ კიდეც), რომლებსაც ააგებდნენ დიდ ინტეგრალურ სქემებზე და შედეგად შემცირდებოდა მანქანების ზომები, ამაღლდებოდა მათი მოქმედების სიჩქარე, საიმედობა და ეკონომიურობა. გამოჩნდებოდა ახალი ალგორითმული ენები, გააუმჯობესებდნენ პერიფერიულ მოწყბილობებს, ვარაუდობდნენ ინფორმაციის ხმით გამოყვანის მოწყობილობების შექმნას. დაბოლოს, მეოთხე თაობის ეგმ-ებში მოხდებოდა მანქანების კავშირგაბმულობის სისტემებთან მჭიდრო შეუღლების პროცესი, რომელიც დაიწყეს უკვე მესამე თაობის მანქანებში.

ითვლებოდა, რომ მომავალში ელექტრონულ-გამომთვლელ მანქანებში ახალი დამამახსოვრებელი მოწყობილობების შექმნისთვის შესაძლებელი იქნებოდა ჰოლოგრაფიის ფართო გამოყენება. ჰოლოგრამებზე ასეთი მოწყობილობების მეხსიერების სიმჭიდროვეს უნდა მიეღწია მნიშვნელობებისთვის ასეულობით მილიონიდან მილიარდობით ბიტამდე ერთ კვადრატულ სანტიმეტრში.

საბჭოთა კავშირის უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობა 70-იანი წლების შუახანებში აცხადებდა შემდეგს: “ჩვენ არ გვაქვს უფლება გვავიწყდებოდეს აგრეთვე იმის შესახებ, რომ საერთაშორისო დაძაბულობის განმუხტვის პირობებში გრძელდება და ძლიერდება კიდეც პროცესი, რომელიც წარმოადგენს მსოფლიო ომის მატერიალურ მზადებას”. და საბჭოთა ავტორებიც აღნიშნავდნენ, რომ მათ წერილებში გამოქვეყნებული სულაც არა ამომწურავი მონაცემები მთელი სიაშკარავით გვიჩვენებდა ამ პროცესის კონკრეტულ მოვლენებსა და გამოვლინებებს, განსაკუთრებით აშშ-ში, სადაც მეცნიერების მიღწევებს პენტაგონი ფართოდ იყენებდა იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის ახალი სახეობების შესაქმნელად. ისინი ასკვნიდნენ, რომ შეუწყვეტელი გამალებული შეიარღება ავალდებულებდა საბჭოთა შეიარაღებული ძალების მებრძოლებს მომავალშიც მაღალი სიფხიზლე გამოეჩინათ იმპერიალიზმის რეაქციული აგრესიული წრეების ხრიკებთან მიმართებაში და მოკავშირე ქვეყნეის ძმურ არმიებთან მჭიდრო კავშირში აემაღლებინათ თავიანთი საბრძოლო მზადყოფნა.

(დასასრული იხ. ნაწილი V)

მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა