Monday, January 17, 2011

აშშ-ისა და სსრკ/რუსეთის სტრატეგიული და ტაქტიკური საბრძოლო ავიაციის შესაძლებლობების შედარება

ჩვენ ალბათ ამ ბოლო წლებში ყველას გვინახავს ამერიკული ფილმები ვიეტნამის ომის ან მეორე მსოფლიო ომის თემაზე და გვემახსოვრება კადრები, როდესაც, მაგალითად, ვიეტნამელთა ჭარბი ძალები გააფთრებით უტევენ ამერიკული ქვედანაყოფების პოზიციებს სადმე მთებში ან ჯუნგლებში, ცოტაც და ბრძოლა დამთავრდება ამერიკელთა სრული განადგურებით, რომლებიც უკანასკნელი ძალების დაძაბვით ცდილობენ თავიანთი პოზიციების შენარჩუნებას ან თავის გადარჩენას და... ამ დროს ჰაერში გამოჩნდება ორი ან რამდენიმე ამერიკული ბომბდამშენი თვითმფრინავი, ჩამოყრის ბომბებს ვიეტნამური ჯარების განლაგებაზე და ამით მთავრდება საქმე. ამერიკელები იგერიებენ ვიეტნამელთა შემოტევას და ინარჩუნებენ დაკავებულ პოზიციებს, ან სულაც წინ მიიწევენ.

ასეთი კადრების ნახვის შემდეგ ვრწმუნდებით, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს თანამედროვე ომებში საბრძოლო ავიაციას. ამიტომ საინტერესოა შევადაროთ შეიარაღებულ ძალთა ამ სახეობის შესაძლებლობები აშშ-ისა და სსრკ/რუსეთის ხელში “ცივი ომის” მიწურულს და დღევანდელ ეტაპზეც, რისთვისაც უმთავრესად გამოვიყენებთ სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის გამოცემაში Military Balance გამოქვეყნებულ მონაცამებს 1991 და 2000 წლებზე.

სანამ უშუალოდ რიცხობრივ მაჩვენებლებზე გადავიდოდეთ, თავიდან მოკლედ მიმოვიხილოთ სტრატეგიული და ტაქტიკური საბრძოლო ავიაციის ცალკეულ გვარეობათა დანიშნულება და ამოცანები. სრატეგიული ავიაცია მოიცავს ისეთ თვითმფრინავებსა და მათი უზრუნველყოფის ერთეულებს (დანაყოფებს), რომლებსაც შეუძლიათ დიდ მანძილებზე (კონტინენტებს შორის ან ომის თეატრებს) ფრენების განხორციელება და საბრძოლო ამოცანების შესრულება. სტრატეგიული ავიაციის ძირითადი დამრტყმელი ძალაა სტრატეგიული ბომბდამშენი თვითმფრინავები (ამერიკული B-52G/H, B-1B, B-2 /ძნელადშესამჩნევი, “სთელთ” ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნილი/, საბჭოთა /რუსული/ დიდი რადიუსის Ту-95, Ту-190 და საშუალო რადიუსის Ту-16, Ту-22, Ту-26 /Ту-22М/; საშუალო რადიუსის მძიმე ბომბდამშენი თვითმფრინავება ჰყავდათ დიდ ბრიტანეთს და საფრანგეთსაც, მაგრამ 1991 წლისთვის ისინი უკვე მოხსნილი იყო შეიარაღებიდან, სამაგიეროდ ჩინეთს ჰყავდა შეიარაღებაში საშუალო სიშორის მძიმე ბომბდამშენი თვითმფრინავები H-6); მათი მოქმედებების უზრუნველყოფისთვის ამ ქვეყნებს გააჩნიათ ასევე სტრატეგიული სადაზვერვო თვითმფრინავები, რომლებიც ფარავენ დიდ მანძილებს დიდ სიმაღლეებზე და ბორტზე გააჩნიათ სპეციალური სადაზვერვო აპარატურა (1991 წელს ნაჩვენები იყო ასეთი ამერიკული თვითმფრინავები U-2R/RT, TR-1A/B, RC-135, SR-71A/B, ასევე საბჭოთა /რუსული/ Ил-20/-22, Ту-16, Ту-22, თანაც საბჭოთა სტრატეგიულ სადაზვერვო თვითმფრინავებს ამასთან ერთად ეკისრებოდათ მოწინააღმდეგის რადიოსალოკაციო სადგურების ჩახშობის, ანუ რადიოელექტრონული ბრძოლის /რებ/ წარმოების ამოცანები); მართვისა და შორეული რადიოლოკაციური აღმოჩენის თვითმფრინავები, რომლებიც 1991 წელს აღჭურვილი იყო საჰაერო სივრცის კონტროლისა და ავიაციის მართვის აპარატურით AWACS (ამერიკული E-4A/B, EC-135); ჰაერში საწვავით გაწყობის თვითმფრინავები, რომელთა დანიშნულებასაც წარმოადგენს სტრატეგიული ბომბდამშენი, სადაზვერვო და შორეული რადიოლოკაციური აღმოჩენისა და რადიოელექტრონული ბრძოლის თვითმფრინავებისთვის საჭიროების შემთხვევაში ჰაერში საწვავის ჩასხმა და მათ ანგლო-ამერიკული ტერმინოლოგიით თვითმფრინავ-ტანკერებს უწოდებენ (1991 წელს მათ მიეკუთვნებოდა ამერიკული თვითმფრინავები KC-10A და KC-135, საბჭოთა /რუსული/ Миа-4, Ту-16, Ил-78).

ტაქტიკურ ავიაციას ეკისრება ამოცანების გადაწყვეტა შედარებით ნაკლებ სივრცეზე _ ომის თეატრის ან საომარ მოქმედებთა თეატრის ფარგლებში. მაგალითად, ნატო-ს ბლოკში მიღებული დაყოფით, მთელი ტერიტორია აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროდან ვარშავის ბლოკის ქვეყნებთან საზღვრებამდე, “ცივი ომის” წლებში, დაყოფილი იყო ორ ომის თეატრად _ ატლანტიკურისა და ევროპულის, თანაც, ბუნებრივი პირობების გამო, ატლანტიკური ომის თეატრი საოკეანო თეატრს წაროადგენდა, ევროპული კი _ სახმელეთოს. თავის მხრივ, ომის თეატრები კი იყოფოდა საომარ მოქმედებათა თეატრებად (ომთ, რუსული აბრევიატურით ТВД); სახელდობრ, ევროპულ ომის თეატრზე გამოიყოფოდა ჩრდილო-ევროპული, ცენტრალურ-ევროპული და სამხრეთ-ევროპული საომარ მოქმედებათა თეატრები. ასეთი დაყოფა განპირობებული იყო ჯარების მართვისა და პასუხისმგებლობის განაწილების აუცილებლობით. შესაბამისად, “ცივი ომის” დასრულების შემდეგ მან გარკვეული ცვლილებები განიცადა, თუმცა ეს ცვლილებები, ამჯერად, ჩვენს თემას არ შეეხება. ამ გეოგრაფიული მიმოხილვით გვინდოდა მხოლოდ მკითხველისთვის ტაქტიკური საბრძოლო და საბრძოლო უზრუნველყოფის ავიაციის სამოქმედო არე დაგვენახვებინა.

ასეთ პირობებში უდიდეს მნიშვნელობას იძენს ჰაერში უპირატესობის ან ბატონობის მოპოვება, რომელიც წყდება, ერთის მხრივ მოწინააღმდეგის აეროდრომების დაზიანება-განადგურებისა და, მეორეს მხრივ, ჰაერში მოწინააღმდეგის თვითმფრინავების განადგურების ამოცანების შესრულებით. პირველი ფუნქცია ეკისრებათ მოიერიშე და ტაქტიკურ ბომბდამშენ თვითმფრინავებს, მეორე კი გამანადგურებელ ავიაციას. შესაბამისად გამანადგურებელ თვითმფრინავებს გააჩნიათ მაღალი სიჩქარეები (ჰაერში ბგერის გავრცელების სიჩქარეზე უფრო მეტი), “ჰაერი-ჰაერი” კლასის საავიაციო რაკეტები და 20 მმ ყალიბის ავტომატური საავიაციო ზარბაზნები. ისინი ასევე აღჭურვილი არიან რთული რადიოელექტრონული აპარატურით, რომელშიც შედის ყველანაირ ამინდში და ცუდი ხილვადობის დროს ფრენების უზრუნველყოფის აპარატურა, საჰაერო ვითარების კონტროლის აპარატურა (წინა, უკანა და გვერდითი ხედვის რადიოსალოკაციო სადგურები), საბორტო ელექტრონულ-გამომთვლელი მანქანები (კომპიუტერები) და სხვა. შესაბამისად, ასეთი თვითმფრინავების ღირებულება მაღალია.

სახმელეთო ჯარების საბრძოლო მოქმედებების უშუალო საავიაციო მხარდაჭერის აღმოჩენა ეკისრებათ სახმელეთო ჯარების ავიაციის (საარმიო ავიაციის) ვერტმფრენებსა და ტაქტიკური ავიაციის მოიერიშე თვითმფრინავებს. ამერიკული და ნატო-ს ევროპულ სახელმწიფოთა სახმელეთო ჯარების საავიაციო ნაწილებსა და ქვედანაყოფებში ჰყავთ სპეციალიზებული დამრტყმელი (მოიერიშე) ვერტმფრენები, ასევე სადაზვერვო, ზოგადი დანიშნულების (საშუალო სატრანსპორტო), სატრანსპორტო-სადესანტო (მძიმე სატრანსპორტო), რადიოელექტრონული ბრძოლისა და სხვა დანიშნულების ვერტმფრენები. სადაზვერვო და დამრტყმელ ვერტმფრნებს გააჩნიათ მცირე კაბინა (ორი ადამიანისთვის), რისი წყალობითაც ისინი უფრო მსუბუქი და მოწინააღმდეგის საზენიტო ცეცხლისთვის ნაკლებად მოწყვლადნი არიან; სადაზვერვო ვერტმფრენები აღჭურვილია შესაბამისი სადაზვერვო აპარატურით, დამრტყმელი ვერტმფრენების შეიარაღებაში კი შესაძლოა შედიოდეს (კონკრეტული ამოცანების მიხედვით) ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების გასაშვები დანადგარები, უმართავი საავიაციო რაკეტების გასაშვები დანადგარები (ცოცხალი ძალის წინააღმდეგ), საავიაციო ზარბაზნები. ზოგადი დანიშნულების ვერტმფრენებში შესაძლოა ეტეოდეს 20 ადამიანამდე, და მათ იყენებენ წვრილი დესანტების გადასაყვანად, ტვირთების გადასატანად, დაჭრილების საევაკუაციოდ, და სხვა ამოცანებისთვის.

თავიდან სწორედ ასეთი ვერტმფრენები გამოჩნდა ამერიკულ არმიაში ვიეტნამში UH-1 “იროქეზების” სახით და მათვე აკისრებდნენ მიწისზედა ჯარებისთვის საცეცხლე მხარდაჭერის აღმოჩენის ამოცანებსაც, რისთვისაც მათ ბორტზე ჰკიდებდნენ საავიაციო ავტომატურ ზარბაზნებს, უმართავი საავიაციო რაკეტების გასაშვებ დანადგარებს, სხვადასხვა ყალიბის ტყვიამფრქვევებს; მაგრამ მსხვილი გაბარიტების გამო (კაბინის სიგანე თითქმის 3 მ-მდე) ისინი დიდ დანაკარგებს განიცდიდნენ ვიეტნამელთა საზენიტო ცეხცლისგან, რის გამოც გადაწყვიტეს და შეიმუშავეს სპეციალიზებული დამრტყმელი (საცეცხლე მხარდაჭერის) ვერტმფრენი AH-1Q “ჰიუ-კობრა”. ამ უკანასკნელის კაბინის სიგანე იყო სულ 1 მ, ხოლო პილოტი და მსროლელი ერთიმეორის ზურგს უკან თავსდებოდნენ, რაც მნიშვნელოვნად ამცირებდა საზენიტო ცეცხლისგან ვერტმფრენის დაზიანების ალბათობას. თავიდან ეს ვერტმფრენები აღჭურვილი იყვნენ საავიაციო ზარბაზნებით და (ან) უმართავი საავიაციო რაკეტების გასაშვები დანადგარებით და შეეძლოთ ბრძოლა ღიად ან მსუბუქ საფორტიფიკაციო ნაგებობებში განლაგებულ ცოცხალ ძლასთან, მაგრამ როდესაც მათ ფრთისქვეშა კონსოლებზე დაიწყეს ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების “თოუს” გასაშვები დანადგარების ჩამოკიდება, მაშინ მათ შეიძინეს მოწინააღმდეგის ტანკებთან და სხვა მოჯავშნულ მიზნებთან ბრძოლის უნარი, ეწოდათ ტანკსაწინააღმდეგო ვერტმფრენები და მიიღეს აღნიშვნა AH-1S “კობრა-თოუ”. “ცივი ომის” ბოლო ათწლეულის მახლობელ პერიოდში ამერიკულ არმიაში გამოჩნდა უფრო თანამედროვე და უკეთესი მახასიათებლების მქონე ვერტმფრენები: დამრტყმელი AH-64 “აპაჩი” და ზოგადი დანიშნულების UH-60 “ბლექ ჰოქი”, რომელთა მოდიფიკაციებიც აშშ-ის საარმიო ავიაციაში დღესდღეობით ამ დანიშნულების ყველაზე უფრო ბრძოლისუნარიან მანქანებს წარმოადგენენ. ზოგადი დანიშნულების ვერტმფრენების ბაზაზე, მათ სადესანტო განყოფილებაში რადიოერექტრონული ჩახშობის აპარატურისა და მისი მომსახურე ოპერატორების განთავსებით, შეიარაღებაში მიიღეს რადიოელექტრონული ბრძოლის (რებ) ვერტმფრენები, შესაბამისად EH-1 და EH-60. სატრანსპორტო-სადესანტო ვერტმფრენებს მიეკუთვნება მძიმე სატრანსპორტო ვერტმფრენი CH-47 “ჩინუკი”, რომელიც ორი მზიდი ხრახნით გამოირჩევა ფუზელაჟის წინა და უკანა ნაწილში.

რაც შეეხება ტაქტიკური ავიაციის მოიერიშე თვითმფრინავებს, მათ ვერტმფრენებთან შედარებით უფრო მაღალი სიჩქარეები გააჩნიათ, გარდა ამისა მათ არ შეუძლიათ ვერტმფრენების მსგავსად ჰაერში ერთ ადგილას დაკიდება (გაჩერება), რის გამოც თუკი დამრტყმელ ვერტმფრენებს იყენებენ უფრო მეტად წერტილოვანი (მცირე ზომის) მიზნების დასაზიანებლად, მოიერიშე თვითმფრინავებს ევალებათ უფრო ფართობული მიზნების დაზიანება. ვინაიდან მოიერიშე თვითმფრინავებს უხდებათ უფრო მეტად ბრძოლის ველის თავზე ფრენა, ამიტომ მათ გააჩნიათ გამანადგურებლებთან შედარებით ნაკლები სიჩქარე (ბგერის სიჩქარეზე უფრო მცირე), მაღალი მანევრულობა და სიცოხლისურანიანობა (живучесть). უკანასკნელი თვისების უზრუნველყოფა ხდება პილოტის კაბინისა და მანქანის სასიცოცხლო კვანძების მოჯავშნით, ორი ძრავის დაყენებით (ამერიკულ თვითმფრინავში A-10A “თანდერბოლთი” და რუსულში СУ-25), რისი წყალობითაც ერთი ძრავის დაზიანების შემთხვევაში თვითმფრინავს შეუძლია ფრენის გაგრძელება მეორეთი. გარდა ამისა, ამ თვითმფრინავების საწვავის ავზების შიდა კედლებს ჩვეულებრივ ფარავენ ბლანტი ნივთიერებით, რაც ავზის კედლის დაზიანების დროს გაკეთებული ნახვრეტის თავზე შიგნიდან იკვრება და არ აძლევს საწვავს გადმოღვრის საშუალებას. ყოველივე ეს მნიშვნელოვნად ამაღლებს მოიერიშე თვითმფრინავების სიცოცხლისუნარიანობას. ამასთანავე, ვინაიდან მოიერიშე ავიაციას ჩვეულებრივ იყენებენ ფრენებისთვის დღისით და კარგ ამინდში მიწისზედა ჯარების მოქმედებების მხარდასაჭერად, ამიტომ მათ არ აღჭურავენ ღამური ხედვის ხელსაწყოებით, ასევე რთული სანავიგაციო აპარატურითა და მოწინააღმდეგის რადიოსალოკაციო სადგურების ჩახშობის აპარატურით. ბევრ ჩვენგანს ალბათ ემახსოვრება ის შემთხვევა, როდესაც 1991 წლის დასაწყისში სპარსეთის ყურის რაიონში ერაყთან ომის დროს A-10A მოიერიშე თვითმფრინავის პილოტმა ღამით ვერ გაარჩია და ცეცხლი დაუშინა ბრიტანულ ჯავშანტრანსპორტერს, რის შედეგადაც დაიღუპნენ ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურეები. შესაბამისად, მოიერიშე თვითმფრინავების წარმოება გაცილებით უფრო იაფი ჯდება გამანადგურებელ თვითმფრინავებთან შედარებით. თუკი ევროპულ ომის თეატრზე საარმიო ავიაციის ვერტმფრენების გამოყენებას ვარაუდობდნენ მოწინააღმდეგე ჯარების განლაგების სიღრმეში 120 კმ-მდე, მოიერიშე ავიაციისა _ 300 კმ-მდე.

მოწინააღმდეგის ჯარების განლაგების უფრო მეტ სიღრმეში, ან მისი ქვეყნის ტერიტორიის სიღრმეში მიწისზედა მიზნების დაბომბვისთვის ჩვეულებრივ გამოიყენება ტაქტიკური ბომბდამშენი (რუსული /საბჭოთა/ ტერმინოლოგიით _ საფრონტო ბომბდამშენი) და გამანადგურებელ-ბომბდამშენი ანუ მრავალმიზნობრივი ტაქტიკური გამანადგურებელი თვითმფრინავები. დასავლეთში და, ხშირად რუსეთშიც, ჩვეულებრივ ერთი და იგივე ტიპის თვითმფრინავები, გარკვეული მცირე გადაკეთებისა და ეკიპაჟების სათანადო განსწავლის პირობებში, ასრულებენ მიწისზედა მიზნების დაზიანების ან საჰაერო ბრძოლების წარმოების ამოცანებს. ასეთების, მაგალითად, ამერიკული F-104 “სტარფაიტერი”, F-4 “ფანტომი”, F-5 “თაიგერი”, F-15 “იგლი” და F-16 “ფაითინგ ფალკონი” თვითმფრინავები; ასევე ფრანგული “მირაჟები”, დასავლეთ-ევროპული “თორნადო” და სხვები. ამერიკულ ტაქტიკურ საბრძოლო ავიაციაში უფრო მეტად გამოკვეთილი ბომბდამშენის ფუნქციები ცივი ომის წლებში ეკისრებოდა თვითმფრინავებს F/B-111A, ხოლო საბჭოთა სამხედრო-საჰაერო ძალებში _ თვითმფრინავებს Су-24, ხოლო უფრო მრავალმიზნობრივი გამანადგურებლებია МиГ-25, МиГ-29, Су-27 და სხვა მანქანები; მკაფიოდ გამოხატული გამანადგურებელ-დამჭერი ფუნქციები კი ეკისრებათ მაგალითად თვითმფრინავებს МиГ-31, რომლებიც წყვეტენ ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ამოცანებს. გარდა ამისა, ტაქტიკურ საბრძოლო ავიაციასაც გააჩნია თავისი სადაზვერვო კომპონენტი. ტაქტიკურ სადაზვერვო თვითმფრინავებს ეკისრებათ მოწინააღმდეგის საჰაერო დაზვერვის განხორციელება საომარ მოქმედებათა თეატრზე ან ომის თეატრზე როგორც სახმელეთო ჯარებისა და სახედრო-საზღვაო ძალების ინტერესებში, ისე თავად სამხედრო-საჰაერო ძალების ინტერესებშიც. ამ მიზნით იყენებენ ტაქტიკურ გამანადგურებელ თვითმფრინავებს, რომლებსაც აღჭურავენ სპეციალური სადაზვერვო აპარატურით, ხოლო ეკიპაჟებს უტარებენ შესაბამის მომზადებას. ამერიკულ სამხედრო-საჰაერო ძალებში 1991 წელს ტაქტიკურ სადაზვერვო თვითმფრინავებს წარმოადგენდნენ F-4 “ფანტომის” ბაზაზე შექმნილი მანქანები RF-4C, ხოლო საბჭოთა ტაქტიკურ ავიაციაში “ცივი ომის” მიწურულს ეს ფუნქციები ეკისრებოდა შესაბამისად აღჭურვილ თვითმფრინავებს МиГ-21, МиГ-25, Су-17, Су-24.

ასეთი ზოგდი მიმოხილვის შემდეგ უშუალოდ შევეხოთ აშშ-ისა და სსრკ/რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების სტრატეგიული და ტაქტიკური ავიაციის შემადგენლობისა და შესაძლებლობათა საკითხებს.

სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, 1991 წელს აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების სტრატეგიული საავიაციო სარდლობის შემადგენლობაში შედიოდა 14 ბომბდამშენი საავიაციო ფრთა (18 ავიაესკადრილია), ოთხი სადაზვერვო ავიაფრთა (შვიდი ავიაესკადრილია), მართვისა და შორეული რადიოლოკაციური აღმოჩენის (შრლა) ოთხი ცალკეული ესკადრილია და ექვსი ჰაერში საწვავით გამწყობი ავიაფრთა (55 ავიაესკადრილია). თანაც, ბომბდამშენი, სადაზვერვო, მართვისა და შრლა-ის საავიაციო ესკადრილიები მთლიანად შედიოდნენ რეაგულარული სჰძ -ის შემადენლობაში, ხოლო ჰაერში საწვავით გამწყობი თვითმფრინავების 55 ავიაესკადრილიიდან 36 შედიოდა რეაგულარულ სჰძ -ში, 19 კი _ ორგანიზებულ რეზერვში (13 სჰძ -ის ეროვნულ გვარდიასა და ექვსიც _ სჰძ -ის რეზერვში /მათგან სამი ესკადრილია თვითმფრინავების გარეშე/). მათ შეიარაღებაში ნაჩვენები იყო ფრენის დიდი რადიუსის 277 სტრატეგიული ბომბდამშენი (პლიუს 24 მარაგში), 59 სტრატეგიული თვითმფრინვ-მზვერავი (პლიუს ექვსი მარაგში), მართვისა და შრლა-ის 33 სტრატეგიული თვითმფრინავი და 651 თვითმფრინავ-გამწყობი (ტანკერი; პლიუს 39 მარაგში).

მარაგისა და სარეზერვო კომპონენტების, აგრეთვე თვითმფრინავების დანიშნულებისა და ტიპების მიხედვით იქმნებოდა შემდეგი სურათი: რეგულარული სამხედრო-საჰაერო ძალების 301 სტრატეგიული ბომბდამშენიდან (მარაგის გათვალისწინებით) 97 იყო B-1B ტიპის, 95 _ B-52H ტიპის და 115 B-52G ტიპისა; 65 სტრატეგიული სადაზვერვო თვითმფრინავიდან 17 იყო U-2R/RT ტიპების, 23 TR-1A/B ტიპების, 19 RC-135 და კიდევ მარაგში ექვსი SR-71A/B ტიპებისა; მართვისა და შრლა-ის 33 თვითმფრინავიდან ოთხი გახლდათ E-4A/B და 29 EC-135 ტიპებისა; ჰაერში საწვავით გამწყობი 651 თვითმფრინავიდან (მარაგის გაუთვალისწინებლად) რეგულარულ სჰძ -ში მოითვლებოდა 493 მანქანა (436 KC-135 და 57 KC-10A გამწყობ-სატრანსპორტო), სჰძ -ის ეროვნულ გვარდიაში _ 128 თვითმფრინავი KC-135 და სჰძ -ის რეზერვში _ 30 KC-135 (პლიუს სამხედრო-საჰაერო ძალების რეზერვში ნაჩვენები იყო KC-10-ების სამი გამწყობი საწვრთნელი ავიაესკადრილია თვითმფრინავების გარეშე).

ამჯერად ჩვენ უფრო დაწვრილებით შევჩერდებით აშშ-ის სტრატეგიულ ბომბდამშენ თვითმფრინავებზე. აღნიშნულ ლონდონურ გამოცემაში ნაჩვენები იყო, რომ 1991 წელს 14 ბომბდამშენი ავიაფრთიდან ოთხს (6 ავიაესკადრილია) შეიარაღებაში გააჩნდა 96 ზებგერითი თვითმფრინავი B-1B და პლიუს ერთი B-1B მარაგში; ოთხ საავიაციო ფრთას (5 ესკადრილია) შეიარაღებაში ჰყავდა 84 თვითმფრინავი B-52H (პლიუს 11 მარაგში), რომელთა შეიარაღებაშიც, საავიაციო ბომბების გარდა, შედიოდა აგრეთვე საჰაერო ბაზირების ფრთოსანი რაკეტები AGM-86B; ექვსი ავიაფრთის (7 ავიაესკადრილიის) შემადგენლობაში შედიოდა 103 თვითმფრინავი B-52G (პლიუს 12 მარაგში), რომელთაგან 70 (პლიუს 7 მარაგში) იყო ბირთვული იარაღის მატარებელი (ფრთოსანი რაკეტები AGM-86B და მცირე სიშორის მართვადი რაკეტები AGM-69A), 33 კი (პლიუს 5 მარაგში) შეიარაღებული იყო მხოლოდ ჩვეულებრივი იარაღით (ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებით “ჰარპუნი” და ჩვეულებრივი საავიაციო ბომბებით; მაგრამ მითითებული იყო, რომ საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა მათი გადაკეთება ბირთვული იარაღის მატარებლებადაც). ქვემოთ 1-ლ ცხრილში ნაჩვენებია ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშენების ძირითადი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები.

ცხრილი 1

თვითმფრინავის . . . შეიარაღებაში . . . მოქმედების . . . . მაქსიმალური . . . საბრძოლო . . . .
ტიპი . . . . . . . . . . . . . .მიღების წელი . . . რადიუსი (კმ) . . . სიჩქარე (M)* . . . დატვირთვა (ტ)

B-52G . . . . . . . . . . . . . . . . 1959 . . . . . . . . . . 4600 . . . . . . . . . . . 0,95 . . . . . . . . . . . 29,5 . . . . . .
B-52H . . . . . . . . . . . . . . . . 1962 . . . . . . . . . . 1962 . . . . . . . . . . . .0,95 . . . . . . . . . . .29,5 . . . . . .
B-1B . . . . . . . . . . . . . . . . . .1986 . . . . . . . . . . 4580 . . . . . . . . . . . .1,25 . . . . . . . . . . .61,0 . . . . . .

* M ნიშნავს მახის რიცხვს, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში ჰაერში ბგერის გავრცელების სიჩქარის ტოლია; შესაბამისად 0,95M სიჩქარე ქვებგერითი სიჩქარეების დიაპაზონშია, ხოლო 1,25M კი _ ზებგერითი სიჩქარეებისა.

მე-2 ცხრილში მოყვანილია შეიარაღებათა ვარიანტები თვითმფრინავების ტიპების მიხედვით.

ცხრილი 2

თვითმფრინა- . . თვითმფრინავე- . . მაქსიმალური შეიარაღება . . . . . . . . შენიშვნები . . . . . .
ვის ტიპი . . . . . . .ბის რაოდენობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

B-52G . . . . . . . . . . . . . .77 . . . . . . . . . ფუზელაჟის შიგნით: 12 ბომ– . . მათ შორის 7 თვით- .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .ბი (B-43/-53/-61/-83) ან 8 . . . .მფრინავი მარაგში . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .AGM-69A; გარეთ: 12 AGM- . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 86B . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .38 . . . . . . . . . .ფუზელაჟის შიგნით: 12 ბომ– . .ჩვეულებრივი შეიარა–
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ბი: (B-43/-53/-61/-83) ან 8 . . .ღებით, თუმცა კი შესა–
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ხომალდსაწინააღმდეგო მარ– . ძლებელია შეიარაღებ–
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . თვადი რაკეტა “ჰარპუნი” . . . . .ის შეცვლა ბირთვულ–

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ზეც; მათ შორის 5 თვი–
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . თმფრინავი მარაგში . .
B-52H. . . . . . . . . . . . . . 95 . . . . . . . . . .ფუზელაჟის შიგნით: 11 ბომბი . .მათ შორის 11 თვით–
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . (B-43/-53/-61/-83) ან 8 AGM- . .მფრინავი მარაგში . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 69A ან 8 AGM-86B. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
B-1B. . . . . . . . . . . . . . . .97 . . . . . . . . . .ფუზელაჟის შიგნით: 8 AGM- . . ერთი მათგანი მარაგ–
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 86B პლიუს 8 AGM-69A; ან 24 . .ში, ჯერჯერობით არ
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . AGM-69A; ან 24 ბომბი B-61. . . არის აღჭურვილი ფრ–

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ფრთოსანი რაკეტებით

ქვემოთ მე-3 ცხრილში მოგვყავს ამერიკული საჰაერო ბაზირების ფრთოსანი რაკეტების ძირითადი ტაქტიკურ-ტქენიკური მახასიათებლები:

ცხრილი 3

ფრთოსანი . . შეიარაღე- . . ფრენის . . ფრენის . . მთელი . . ბირთვული . . ბირთვული
რაკეტის . . . . ბაში მიღე- . . მაქსიმ. . . .მაქსიმ. . . მარაგი . . ქობინის . . . . . .მუხტის სი–
ტიპი . . . . . . . ბის წელი . . . სიშორე . . .სიჩქარე . . . . . . . . . . .ტიპი . . . . . . . . მძლავრე
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . (კმ) . . . . . . (M) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . (კტ) . . .

AGM-86B . . . . . 1982 . . . . . . 2400 . . . . .0,66 . . . 1660 . . . . .W-80 . . . . . . . 170-200 .
AGM-69A . . . . . 1972 . . . . .56-220 . . . . 3,5 . . . . 1100 . . . . .W-69 . . . . . . . . . 170 . . .

გარდა ამისა, აღნიშნულ ლონდონურ გამოცემაში ნაჩვენები იყო, რომ სტრატეგიული დანიშნულების B-61 ტიპის საავიაციო ბომბის ბირთვული მუხტის სიმძლავრე შეადგენდა ტროტილის ექვივალენტის 100-500 კტ-ს (კილოტონას), ხოლო B-83 ბომბისა _ 1-2 მგტ-ს (მეგატონას). ამასთანავე B-61 სტრატეტიული ბომბების საერთო რაოდენობა შეადგენდა 900 ერთეულს, B-83 ბომბებისა კი _ 800 ერთეულს, ასევე გეგმავდნენ ამ უკანასკნელთა რაოდენობის გაზრდას 1300-მდე.

საბჭოთა კავშირის სტრატეგიული ავიაციის საბრძოლო შემადგენლობაში იმავე 1991 წელს ნაჩვეები იყო ხუთი საჰაერო არმია. მოსკოვში იყო დიდი რადიუსის სტრატეგიული ავიაციის (თვითმფრინავები Ту-95, Ту-160) სარდლობის შტაბი, სმოლენსკში _ დასავლეთის საომარ მოქმედებათა თეატრზე გამოყენებისთვის განკუთვნილი საშუალო რადიუსის ბომბდამშენი თვითმფრინავების (Ту-16, Ту-22, Ту-22М) არმიის შტაბი, ირკუტსკში კი _ შორეული აღმოსავლეთის საომარ მოქმედებათა თეატრზე გამოყენებისთვის განკუთვნილი საშუალო რადიუსის მძიმე ბომბდამშენების საჰაერო არმიისა. სულ სსრკ-ის სტრატეგიული ავიაციის შემადგენლობაში მოითვლებოდა 177 დიდი რადიუსის სტრატეგიული ბომბდამშენი თვითმფრინავი და 410 საშუალო რადიუსისა; ასევე ნაჩვენები იყო 105 სადაზვერვო და რადიოელექტრონული ბრძოლის თვითმფრინავი და ჰაერში საწვავით გამწყობი 69 სტრატეგიული თვითმფრინავი. ტიპების მიხედვით ამ თვითმფრინავების ჩამონათვალი იყო შემდეგი: დიდი რადიუსის სტრატეგიული ბომბდამშენებიდან 162 მანქანა მიეკუთვნებოდა Ту-95-ის მოდიფიკაციებს, 15 კი იყო Ту-160 ტიპისა; დაზვერვისა და რებ-ის 105 თვითმფრინავიდან 40 გახლდათ Ту-16, 55 Ту-22 და ათიც Ил-20/-22 ტიპების; 69 გამწყობი თვითმფრინავიდან 25 იყო Миа-4, ცხრა Ту-16 და 35 Ил-78 ტიპებისა.

უფრო დაწვრილებით შევეხოთ სსრკ-ის სტრატეგიულ ბომბდამშენ ავიაციას. დიდი რადიუსის 177 ბომბდამშენიდან 162 იყო Ту-95 ტიპისა, რომელთაგან 60 დასავლელი სამხედრო სპეციალისტების მიერ მიცემული აღნიშვნებით, წარმოადგენდა B/G მოდიფიკაციის მანქანებს, რომლებიც შეიარაღებული იყვნენ მართვადი რაკეტების AS-4, 75 კი _ H მოდიფიკაციისა, რომელთაგან თითოეული შეიარაღებული გახლდათ 8-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტით AS-15. 15 სტრატეგიული ბომბდამშენი კი გახლდათ იმ დროისთვის უახლესი Ту-160 ტიპისა, რომლის შეიარაღებაც შესაძლებელი იყო ფრთოსანი რაკეტებით. ეს უკანასკნელი მანქანა ზებგერითი სიჩქარისა გახლდათ და იგი საბჭოთა ავიაკონსტრუქტორებმა შეიმუშავეს ამერიკული B-1B-ის საწინააღმდეგოდ. თუმცა კი საბჭოთა სტრატეგიული ბომბდამშენები მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდნენ ამერიკულებს საბრძოლო დატვირთვის (წასაღები ბომბებისა და რაკეტების მაქსიმალური წონის) მიხედვით. საბჭოთა სტრატეგიული ბომბდამშენების ძირითადი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები ნაჩვენებია მე-4 ცხრილში.

ცხრილი 4

თვითმფრინა- . . წელი, რომელშიც მის . . . მოქმედების . . . ფრენის მაქ– . . საბრძოლო
ვის ტიპი . . . . . . .შესახებ ცნობილი გახ- . . რადიუსი (კმ) . . სიმალური . . . .დატვირთვა
. . . . . . . . . . . . . . .და დასავლეთში . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .სიჩქარე (M) . . . . . (ტ) . . . .

Ту-95 (A/B, . . . . . . . . . 1956 . . . . . . . . . . . . . . . 5690 . . . . . . . . . 0,9 . . . . . . . . . . 11,3 . . .
B/G, H)
Ту-160 . . . . . . . . . . . . . .1988 . . . . . . . . . . . . . . .7300 . . . . . . . . . 2,3 . . . . . . . . . . 16,3 . . .
Ту-16 . . . . . . . . . . . . . . . 1955 . . . . . . . . . . . . . . .2180 . . . . . . . . . 0,91 . . . . . . . . . . 9 . . . . .
Ту-22 . . . . . . . . . . . . . . . 1962 . . . . . . . . . . . . . . .1500 . . . . . . . . . 1,4 . . . . . . . . . . .10 . . . . .
Ту-26 (Ту-22М) . . . . . . 1974 . . . . . . . . . . . . . . .4430 . . . . . . . . . 1,92 . . . . . . . . . .12 . . . . .

უნდა ითქვას, რომ საშუალო სიშორის მძიმე ბომბდამშენი თვითმფრინავები 1970-იან და 80-იან წლებში ჰყავდათ დიდ ბრიტანეთს და საფრანგეთსაც, მაგრამ 1991 წლისთვის მათ ისინი მოხსნეს შეიარაღებიდან, ვინაიდან ამჯობინეს ამ მოძველებული მანქანების ჩანაცვლება მიწისზედა და საზღვაო ბაზირების ბალისტიკური ბირთვული რაკეტებით (მათ შესახებ იხ. წერილი “რუსეთისა და აშშ-ის სტრატეგიულ შეტევით შეიარაღებათა ბალანსი”, რომელიც უკვე გამოვაქვეყნეთ ბლოგზე გასული წლის შემოდგომაზე). გარდა ამისა, 1991 წელს ჩინეთის სამხედრო-საჰაერო ძალების შემადგენლობაში ნაჩვენები იყო საშუალო რადიუსის 120-ზე მეტი თვითმფრინავი H-6, და ეს მოდელი დასავლეთისთვის ცნობილი გახდა 1968/9 წელში; მოქმედების რადიუსი შეადგენდა 2180 კმ-ს, მაქსიმალური სიჩქარე 0,91M-ს, საბრძოლო დატვირთვა უტოლდებოდა 9 ტ-ს, და სავარაუდოდ შეეძლო წაეღო ორი ბირთვული ბომბი, რომელთა სიმძლავრეც დასავლელი ავტირებისთვის უცნობი იყო. მაგრამ ჩვენ ისევ საბჭოთა სტრატეგიულ ბომბდამშენ ავიაციას დავუბრუნდეთ.

ლონდონურ გამოცემაში მითითებული იყო, რომ საშუალო რადიუსის ბომბდამშენების გარკვეული რაოდენობა შედიოდა სამხედრო-საზღვაო ძალების ავიაციის ანუ მოკლედ, საზღვაო ავიაციის შემადგენლობაშიც, სადაც მოითვლებოდა 190 Ту-16, ექვსი Ту-22 და 160 Ту-22М თვითმფრინავი (სულ სსრკ-ის საზღვაო ავიაციაში ნაჩვენები იყო 256 საშუალო რადიუსის მძიმე ბომბდამშენი თვითმფრინავი, რომლებიც წყვეტდნენ ამოცანებს სზძ -ის ინტერესებში).

რაც შეეხება საბჭოთა სტრატეგიული ბომბდამშენი თვითმფრინავების შეიარაღებას ამის შესახებ ინფორმაცია მოცემულია მე-5 ცხრილში.

ცხრილი 5

თვითმფრინავის . . თვითმფრინავების . . მაქსიმალური შეიარა– . . . . . შენიშვნები . . . .
ტიპი . . . . . . . . . . . . საერთო რაოდენობა . . ღება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

Ту-95 . . . . . . . . . . . . . . . . . . 162 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მოდიფიკაციები:
A/B . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 4 ბომბი . . . . . . . . . . . . . . . დაახლოებით 27 თვი-
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .თმფრინავი . . . . . . . . .
B/G . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 4 ბომბი/2 ფრთოსანი . . . .დაახლოებით 60 თვი-
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . რაკეტა AS-3/-4 . . . . . . . . .თმფრინავი . . . . . . .
H . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 10-ზე მეტი ფრთოსანი . . .დაახლოებით 75 თვი-
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . რაკეტა AS-15 . . . . . . . . . . .თმფრინავი . . . . . . .
Ту-160 . . . . . . . . . . . . . . . . . .15 . . . . . . . . . . 12 AS-15 / 24 AS-16 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
Ту-16 . . . . . . . . . . . . . . . . . . 310 . . . . . . . . . . 1-2 ფრთოსანი რაკეტა . . 120 სტრატეგ. ძალებში
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .AS-5/6, 1 ბომბი . . . . . . . 130 საზღვაო ავიაციაში
Ту-22 . . . . . . . . . . . . . . . . . . 106 . . . . . . . . . . 1 ფრთოსანი რაკეტა . . . . 100 სტრატეგ. ძალებში
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .AS-4, 1 ბომბი . . . . . . . . . . . 6 საზღვაო ავიაციაში
Ту-26 (Ту-22М) . . . . . . . . . 350 . . . . . . . . . . 1-2 ფრთოსანი რაკეტა . . .190 სტრატეგ. ძალებში
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . AS-4, 2 ბომბი . . . . . . . . . 160 საზღვაო ავიაციაში

მკითხველი ალბათ მიხვდებოდა, რომ Ту-95 ტიპის საბჭოთა ბომბდამშენების მოდიფიკაციები A/B, B/G და H, აგრეთვე საბჭოთა ფრთოსანი რაკეტების აღნიშვნები AS-3/-4/-6/-15/-16 მოცემულია ისე, როგორც მათ აღნიშნავდნენ ნატო-ს ბლოკის სამხედრო სპეციალისტები. აქვე უნდა აღინიშნოს რომ საჰაერო ბაზირების ფრთოსან რაკეტას იქ აღნიშნავენ ასე ALCM – air-launched cruice missile/s/. საბჭოთა ფრთოსანი რაკეტების ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები ასევე სრულად არ იყო ცნობილი დასავლელი სპეციალისტებისთვის. ამის შესახებ იხ. მე-6 ცხრილი.

ცხრილი 6

ფრთოსანი . . . . .დასავლეთში მის . . . ფრენის მაქ– . . ფრენის მაქ– . . ბირთვული . . .
რაკეტის ტიპი . . შესახებ შეტყობის . . სიმალური . . . სიმალური . . . . მუხტის . . . . . . .
. . . . . . . . . . . . . . . . წელი . . . . . . . . . . . .სიშორე (კმ) . . .სიჩქარე (M) . . .სიმძლავრე . . .

AS-4 . . . . . . . . . . . . . . . 1962 . . . . . . . . . . . 300 . . . . . . . . . 3,3 . . . . . . . . . 1 მგტ . . . . .
AS-6 . . . . . . . . . . . . . . . 1977 . . . . . . . . . . .300 . . . . . . . . . 3,0 . . . . . . . . 350 კტ-1 მგტ .
AS-15 . . . . . . . . . . . . . . 1984 . . . . . . . . . . 1600 . . . . . . . . . 0,6 . . . . . . . . . 250 კტ . . .
AS-16 . . . . . . . . . . . . . . 1989 . . . . . . . . . . . 200 . . . . . . . . უცნობია . . . . . .350 კტ . . .

შენიშვნა: მონაცემები რაკეტების საბრძოლო ნაწილის წონის, შეიარაღებაში არსებული მთელი რაოდენობისა და ბირთვული ქობინის ტიპის შესახებ ნატო-ელმა სპეციალისტებმა არ იცოდნენ.

საბჭოთა ბირთვული სტრატეგიული საავიაციო ბომბების შესახებ ასევე მწირი ცოდნა ჰქონდათ დასავლეთში, აღნიშნული იყო მხოლოდ, რომ საბჭოებს შეიარაღებაში ჰქონდათ 5, 20 და 50 მგტ სიმძლავრის სტრატეგიული დანიშნულების ბომბები. რამდენიმე წლის წინ მე ვნახე თანამედროვე რუსული დოკუმენტური ფილმი საბჭოთა კავშირის ბირთვულ იარაღზე, საიდანაც მახსოვს, რომ 50 მგტ სიმძლავრის ბომბების აფეთქებას საბჭოთა სარდლობა ვარაუდობდა ატლანტისა და წყნარ ოკეანეებში აშშ-ის სანაპიროსთან ახლოს, რომელთა შედეგადაც წარმოიქმნებოდა ისეთი სიმაღლისა და ძალის ტალღები, რომ შეერთებული შტატების მთელ ტერიტორიას გადაფარავდა და წალეკავდა.

ამრიგად, შეგვიძლია ერთგვარი შეჯამების სახით დავასკვნათ, რომ აშშ მნიშვნელოვნად აღემატებოდა საბჭოთა კავშირს როგორც დიდი რადიუსის სტრატეგიული ბომბდამშენი თვითმფრინავების რაოდენობით _ 307 თვითმფრინავი 177-ის წინააღმდეგ, ისე ჰაერში ერთი აფრენით ასატანი ბომბებისა და რაკეტების რაოდენობითაც (საერთო წონითაც) _ 12112 ტ ბომბები და რაკეტები 2075,1 ტ-ის წინააღმდეგ; სამაგიეროდ საბჭოთა კავშირის სტრატეგიული ავიაციისა და საზღვაო ავიაციის შეიარაღებაში შედგებოდა სერთო ჯამში 766 საშუალო რადიუსის მძიმე ბომბდამშენი თვითმფრინავი რომელთაც ერთი გაფრენით შეეძლოთ ჰაერში აეტანათ 8050 ტ ბომბები და რაკეტები, რაც მთლიანობაში დიდი რადიუსის სტრატეგიული ბომბდამშენების საბრძოლო დატვირთვასთან ერთად შეადგენდა 10125 ტ-ზე ცოტათი მეტს. აშკარა უპირატესობა ამ შეიარაღებაში შეერთებული შტატების მხარეზე იყო, თუმცა კი არა გადაწყვეტი და ჩამხშობი უპირატესობა.

გარდა ამისა, შეერთებული შტატების ტაქტიკური ავიაციის შეიარაღებაში იმყოფებოდა 332 თვითმფრინავი F-111 (D, E, F, G მოდიფიკაციები), რომლებსაც ადრე ამერიკული სარდლობა განიხილავდა როგორც საშუალო რადიუსის სტრატეგიულ ბომბდამშენებს (აღნიშვნით F/B-111), ხოლო მათი ფრენის რადიუსი გახლდათ 1750 კმ, მაქსიმალური სიჩქარე 2,2/2,5 M, საბრძოლო დატვირთვა კი 13,1 ტ და მათ ერთი გაფრენით შეეძლოთ ჰაერში აეტანათ 4349 ტ-ზე მეტი ბომბები B-43/-57/-61. ამასთანავე, ამერიკული საჰაერო ბაზირების ფრთოსანი რაკეტების AGM-89B (1660 ერთეული) ფრენის მაქსიმალური სიშორე გახლდათ 2500 კმ, რაც ომის შემთხვევაში საშუალებას მისცემდა ამეტიკულ სტრატეგიულ ბომბდამშენებს ისე გაეშვათ თავიანთი ბორტიდან ეს რაკეტები, რომ არ შემოსულიყვნენ ვარშავის ბლოკის ძალების ან საბჭოთა საზენიტო ცეცხლის ზონაში. ანალოგიური საბჭოთა ფრთოსანი რაკეტის AS-15 ფრენის მაქსიმალური სიშორე შეადგენდა 1600 კმ-ს და ამ მხრივაც სერიოზულად ჩამორჩებოდა ამერიკულს.

სტრატეგიული ავიაციის შემდეგ შევეხოთ აშშ-ისა და საბჭოთა კავშირის ტაქტიკური საბრძოლო ავიაციის შემადგენლობასა და შესაძლებლობებს.

სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, 1991 წელს შეერთებული შტატების სჰძ -ის ტაქტიკური საავიაციო სარდლობის შემადგენლობაში ნაჩვენები იყო რეგულარული ძალების 24 საბრძოლო საავიაციო ფრთა (დაახლოებით 96 ავიაესკადრილია, თითოეულში 18 ან 24 თვითმფრინავით), ეროვნული გვარდიის 23 ავიაფრთა (92 ესკადრილია) და სჰძ -ის რეზერვის 21 ავიაფრთა (57 ავიასკადრილია, მათ შორის 37 ესკადრილია თვითმფრინავებით იყო დაკომპლექტებული); ე. ი. რეგულარულ სამხედრო-საჰაერო ძალებსა და ორგანიზებულ რეზერვში პენტაგონის ხელმძღვანელობას ჰყავდა საბრძოლო და სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავებით აღჭურვილი 60-ზე მეტი საავიაციო ფრთა, 225 ავიაესკადრილია, რომელთა შეიარაღებაშიც ნაჩვენები იყო 3813 საბრძოლო თვითმფრინავი (მათ შორის 770 ეროვნულ გვარდიაში და 237 სჰძ -ის რეზერვში), პლიუს 1088 საბრძოლო თვითმფრინავი ჰყავდათ მარაგში (სულ აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების შემადგენლობაში 1991 წელს ნაჩვენები იყო 4900-ზე მეტი ტაქტიკური საბრძოლო თვითმფრინავი).

რეგულარული სჰძ -ის 94 ტაქტიკური ავიაესკადრილიიდან 4 იყო გამანადგურებელი, 72 გამანადგურებელ-ბომბდამშენი და მოიერიშე (ანგლო-ამერიკული ტერმინოლოგიით FGA – figter/s/, ground attack), 2 სადაზვერვო, 4 მართვისა და შრლა-ის, 4 რადიოელექტრონული ბრძოლის, 7 ამინდის დაზვერვისა და სხვა დამხმარე დანიშნულების. სჰძ -ის ეროვნული გვარდიის 92 საავიაციო ესკადრილიიდან მნიშვნელოვანი რაოდენობა გახლდათ სტრატეგიული სატრანსპორტო და გამწყობი თვითმფრინვებისა, ამიტომ აქ მათაც შევეხებით. სახელდობრ, 9 ესკადრილია იყო საჰაერო თავდაცვის (გამანადგურებელი), 28 გამანადგურებელ-ბომბდამშენი და მოიერიშე, 6 ტაქტიკური სადაზვერვო, 1 რებ-ის, 3 ამინდის დაზვერვისა და სხვა დამხმარე დანიშნულების, 21 სატრანსპორტო (ორი სტრატეგიული და 19 ტაქტიკური თვითმფრინავებისა), 13 ჰაერში საწვავით გამწყობი. სჰძ -ის რეზერვის თვითმფრინავებით შეარაღებული 37 ავიაესკადრილიიდან 12 იყო გამანადგურებელ-ბომბდამშენი და მოიერიშე, 17 სატრანსპორტო, 3 გამწყობი, 2 სპეციალურ ოპერაციათა ძალების, 3 ბრძოლის ველზე მეთვალყურეობისა. თვითმფრინავების გარეშე არსებული 21 სასწავლო ესკადრილიიდან 4 ამზადებდა კადრებს სტრატეგიული სატრანსპორტო თვითმფრინავებისთვის C-5, 13 თვითმფრინავებისთვის C-141, 3 გამწყობი თვითმფრინავებისთვის KC-10 და ერთიც აეროსამედიცინო _ თვითმფრინავებისთვის C-9.

ჩვენ ამჯერად გვაინტერესებს შეერთებული შტატების სჰძ -ის საჰაერო თავდაცვისა და ტაქტიკური საავიაციო სარდლობის გამანადგურებელი, გამანადგურებელ-ბომბდამშენი, მოიერიშე, სადაზვერვო და რადიოელექტრონული ბრძოლის თვითმფრინავების უფრო კარგად გაცნობა. ჩვენს ლონდონურ წყაროში აღნიშნულია და ეს ზემოთ ჩვენც ვნახეთ, რომ აშშ-ის ინტერესებში, “ცივი ომის” მიწურულს, საჰაერო თავდაცვის ამოცანებს წყვეტდა რეგულარული სამხედრო-საჰაერო ძალების ოთხი ავიაესკადრილია (72 საბრძოლო თვითმფრინავი) და ეროვნული გვარდიის ცხრა ავიაესკადრილია (162 საბრძოლო თვითმფრინავი). ამ რეგულარული ესკადრილიებიდან ერთი იდგა აშშ-ის კონტინენტურ ნაწილში (18 თვითმფრინავი F-15A), ორი ალიასკაზე (36 F-15C/D) და ერთიც ისლანდიაში (18 F-15C/D), ეროვნული გვარდიის ცხრა გამანადგურებელი ავიაესკადრილიიდან სამი შეიარაღებული იყო საერთო ჯამში 48 თვითმფრინავით F-4D, ხუთი 90 თვითმფრინავით F-16A/B და ერთიც 24 მანქანით F-15A (ჰავაის კუნძულებზე).

ზემოთ ასევე ვნახეთ, რომ მიწისზედა მიზნებზე საჰაერო დარტყმების მიყენებისთვის ამერიკული სამხედრო-საჰაერო ძალების რეგულარული და სარეზერვო კომპონენტების შემადგენლობაში შედიოდა 112 ავიაესკადრილია, მათ შორის 72 რეგულარულ ძალებში, 28 ეროვნულ გვარდიასა და 12 სჰძ -ის რეზერვში. ლონდონური წყაროს მიხედვით, აშშ-ის რეგულარულ სჰძ -სა და ორგანიზებულ რეზერვში სხვადასხვა ტიპის საავიაციო ესკადრილიების რაოდენობა მოცემულია მე-7 ცხრილში.

ცხრილი 7

ავიაესკადრილიების ტიპები . . . . რეგულარული . . . სჰძ -ის ეროვ- . . . სჰძ –ის . . . . . ს უ ლ .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . სჰძ . . . . . . . . . . . . ნული გვარდია . . რეზერვი . . . . . . . . . . .

გამანადგურებელი . . . . . . . . . . . . . . . . . . 4. . . . . . . . . . . . . 9 . . . . . . . . . . . . - . . . . . . . . . . 13 . .
გამანადგურებელ-ბომბდამშენი . . . . . .59 . . . . . . . . . . . .12 . . . . . . . . . . . .7 . . . . . . . . . .78 . .
მოიერიშე . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 13 . . . . . . . . . . . .16 . . . . . . . . . . . . 5 . . . . . . . . . .34 . .
სადაზვერვო . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .2 . . . . . . . . . . . . .6 . . . . . . . . . . . . - . . . . . . . . . . . 8 . .
მართვისა და შრლა. . . . . . . . . . . . . . . . . . .4 . . . . . . . . . . . . - . . . . . . . . . . . . . - . . . . . . . . . . .4 . .
რადიოელექტრონ. ბრძოლის . . . . . . . . . . 4 . . . . . . . . . . . . . 1 . . . . . . . . . . . . - . . . . . . . . . . . 5 . .

მკითხველს ვთხოვთ ყურადღება მიაქციოს იმას, რომ აშშ სჰძ -ის ტაქტიკურ საბრძოლო ავიაციაში “ცივი ომის” მიწურულს ლომის წილი მოდიოდა მიწისზედა მიზნებზე საჰაერო დარტყმების მიყენებისთვის განკუთვნილ თვითმფრინავებზე (78 + 34 = 112 ავიაესკადრილია) და მეტად მოკრძალებული წილი საჰაერო თავდაცვის გამანადგურებელ-დამჭერ თვითმფრინავებსა (13 ესკადრილია) და სადაზვერვო თვითმფრინავებზე (8 ესკადრილია). ჩვენ ქვემოთ ვნახავთ, რომ საბჭოთა საბრძოლო ავიაციაში პირიქით, გაცილებით უფრო მრავალრიცხოვანი იყო გამანადგურებელი ავიაცია, მაგრამ ამის შესახებ მერე ვისაუბრებთ. ახლა უფრო დაწვრილებით შევეხოთ აშშ-ის საბრძოლო თვითმფრინავებს მათი ტიპების მიხედვით. ამისთვის ვნახოთ მე-8 ცხრილი.

ცხრილი 8

თვითმფრი- . . გამანადგუ- . . გამანადგ.- . . სადაზვერვო . . სულ მომ- . . მარაგში . . სულ . . .
ნავის ტიპი . . . რებელი . . . ბომბდამშენი . . და რებ-ის . . . . ქმედ ავი– . . . . . . . . . . .მარაგის
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . [მოიერიშე] . . . . . . . . . . . . . . . . .აციაში . . . . . . . . . . . . .ჩათვლით

F-4 . . . . . . . . . . . . 48 . . . . . . . . . 305 . . . . . . . . . 162 . . . . . . . . . 515 . . . . . . . 467 . . . . . 982
(RF-4C) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .(162) . . . . . . . .(162) . . . . . . .(21) . . . .(183)
F-15 . . . . . . . . . . . 93 . . . . . . . . . 830 . . . . . . . . . . . - . . . . . . . . . .923 . . . . . . . 119 . . . . 1042
F-16 . . . . . . . . . . . 90 . . . . . . . . 1294 . . . . . . . . . . . - . . . . . . . . .1384 . . . . . . . 272 . . . .1656
F-111 . . . . . . . . . . . - . . . . . . . . . . 262 . . . . . . . . . . 32 . . . . . . . . . 294 . . . . . . . . 38 . . . . . 332
(EF-111) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . (32) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .(32)
F-117 . . . . . . . . . . . - . . . . . . . . . . . 45 . . . . . . . . . . . - . . . . . . . . . . . 45 . . . . . . . . 10 . . . . . .55
A-7 . . . . . . . . . . . . . - . . . . . . . . . [270] . . . . . . . . . . - . . . . . . . . . [270] . . . . . . [35] . . . [305]
A-10A . . . . . . . . . . - . . . . . . . . . .[382] . . . . . . . . . . - . . . . . . . . . .[382] . . . . . [168] . . . [550]
სულ დანიშ-.
ნულების
მიხედვით . . . . . 231 . . . . . 2736 + [652] . . . 162 + 32 . . . . . . 3813 . . . . . .1109 . . . .4922

შენიშვნა: F-4 “ფანტომი” სერიის 305 გამანადგურებელ-ბომბდამშენი თვითმფრინავიდან 81 იყო F-4G “უაილდ უიზლი” მოდიფიკაციისა, რომლებიც შეიარაღებული იყვნენ რადიოლოკაციური სადგურების დაზიანებისთვის განკუთვნილი მართვადი რაკეტებით “შრაიქი” და სპეციალურად განკუთვნილნი იყვნენ რადიოლოკაციასაწინააღმდეგო ამოცანის გადასაწყვეტად, ხოლო მარაგში არსებულ 467 F-4 თვითმფრინავებს შორის იყო F-4G მოდიფიკაციის მანქანებიც; ასევე, “სთელთ” ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნილი, F-117 ტიპის 55-ვე ძნელადშესამჩნევი თვითმფრინავი განკუთვნილი იყო რადიოლოკაციასაწინააღმდეგო ბრძოლისთვის. ამ სპეციალიზებული გამანადგურებელ-ბომბდამშენი თვითმფრინავების მიერ მოწინააღმდეგის რადიოლოკაციური სადგურების დაზიანების ან განადგურების შემდეგ აშშ-ის დანარჩენ საბრძოლო თვითმფრინავებს უნდა მისცემოდათ მის საჰაერო სივრცეში თავისუფლად ფრენისა და დაბომბვების განხორციელების შესაძლებლობა, რაც განხორციელებულ იქნა კიდეც ერაყთან ომში 1990-91 წლებში.

ტაქტიკური საბრძოლო თვითმფრინავები სამხედრო-საჰაერო ძალების გარდა შედიოდა სამხედრო-საზღვაო ძალების ავიამზიდების საგემბანო ავიაციასა და საზღვაო ქვეითი ჯარის ავიაციაშიც, ამ უკანასკნელში _ ასევე დამრტყმელი, ზოგადი დანიშნულებისა და სხვა ვერტმფრენები. აღნიშნული ლონდონური წყაროს მონაცენებით, 1991 წელს აშშ-ის საავიამზიდო ძალების საგემბანო ავიაციის შემადგენლობაში ნაჩვენები იყო სულ 13 რეგულარული და ორი სარეზერვო მოიერიშე საავიაციო ფრთა, რომლებშიც საერთო ჯამში შედიოდა 140-ზე მეტი ავიაესკადრილია, მათ შორის: 26 გამანადგურებელი, 47 გამანდგურებელ-ბომბდამშენი (მოიერიშე), ორი რადიოელექტრონული დაზვერვისა, 14 რადიოელექტრონული ბრძოლის, 24 საზღვაო-სადაზვერვო, 12 ნავსაწინააღდეგო ბრძოლის, 15 შორეული რადიოლოკაციური აღმოჩენის, ერთი სპეციალურ ოპერაციათა ძალებისა და სხვა. 1242 საბრძოლო თვითმფრინავი (პლიუს 427 მარაგში) და 416 შეიარაღებული ვერტმფრენი. საბრძოლო თვითმფრინავებიდან 377 იყო გამანადგურებელი F-14A/D, პლიუს 137 მარაგაში; 421 გამანადგურებელ-ბომბდამშენი F/A-18A/B/C/D, პლიუს 135 მარაგაში, 253 საშუალო მოიერიშე A-6E; 12 მსუბუქი მოიერიშე A-7E, 80 შორეული რადიოლოკაციური აღმოჩენის E-2C; 26 რადიოელექტრონული დაზვერვის, მათ შორის ცხრა EA-3, 17 EP-3; 83 რადიოელექტრონული ბრძოლის EA-6B; 282 საზღვაო-სადაზვერვო P-3B/C, პლიუს 155 მარაგში; 130 ნავსაწინააღმდეგო ბრძოლის S-3A/B; 49 ჰაერში საწვავით გამწყობი KA-6D, ერთი KA-3B; 255 სასწავლო, მათ შორის 33 F-5/T-38, 26 F-16/TF-16, 173 A-4/TA-4, 13 TA-7C, 10 TE-2B. ვერტმფრენებიდან ორი იყო დამრტყმელი HH-1K, 45 რადიოელექტრონული ბრძოლის (15 RH-53D, 30 MH-53D), 412 ნავსაწინააღმდეგო ბრძოლის (შეიარაღებული, მათ შორის 169 SH-60B/F, 108 SH2F/G, 135 SH3D/G/H), 40 სატრანსპორტო CH-46.
ერთი საავიამზიდო საავიაციო ფრთის სავარაუდო შემადგენლობაში ნაჩვენები იყო ორი გამანადგურებელი ავიაესკადრილია 24 F-14A თვითმფრინავით, სამი ბომბდამშენი ესკადრილია (24 F/A-18 და 10 A-6E თვითმფრინავით), ორი ნავსაწინააღმდეგო ესკადრილია (10 თვითმფრინავი S-3A და ვერტმფრენები SH-3H), რადიოელექტრონული ბრძოლის ესკადრილია 4 თვითმფრინავით EA-6B, ერთი შერეული ესკადრილია 4 შრლა თვითმფრინავით E-2C და 4 გამწყობი თვითმფრინავით KA-6D; თუმცა შესაძლებელი იყო სხვა შემადგენლობის ავიაფრთების ჩამოყალიბებაც დასმული ამოცანებისა და ხომალდების შესაძლებლობათა მიხედვით.

ზემოთ აღნიშნული საგემბანო თვითმფრინავებიდან საერთო ჯამში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების საგემბანო ავიაციაში შედიოდა სულ, მარაგის გათვალისწინებით, 514 გამანადგურებელი თვითმფრინავი F-14A/D, 556 მსუბუქი გამანადგურებელ-ბომბდამშენი F/A-18 A, B, C, და D მოდიფიკაციებისა, 253 საშუალო მოიერიშე A-6E და 12 მსუბუქი მოიერიშე A-7E; ანუ სულ 514 გამანადგურებელი და 821 მოიერიშე-ბომბდამშენი თვითმფრინავი.
თავისი საბრძოლო ავიაცია გააჩნია აშშ-ის საზღვაო ქვეითი ჯარის კორპუსსაც, რომლის სამ რეგულარულ და ერთ სარეზერვო საექსპედიციო დივიზიებს საავიაციო მხარდაჭერას აღმოუჩენენ ასევე სამი რეგულარული და ერთი სარეზერვო ფრთები, რომელთა საბრძოლო შემადგენლობაშიც 1991 წელს ნაჩვენები იყო 16 გამანადგურებელ/მოიერიშე, 16 ბომბდაშენ-მოიერიშე, ერთი სადაზვერვო, ორი რადიოელექტრონული ბრძოლის, სამი ამინდის დაზვერვის, ერთი სპეციალურ ოპერაციათა ძალების, ხუთი გამწყობი და სამი სასწავლო ესკადრილიები, აგრეთვე 38 სავერტმფრენო ესკადრილია (რვა დამრტყმელი, 17 საშუალო სატრანსპორტო, 10 მძიმე სატრანსპორტო, სამი ზოგადი დანიშნულების ვერტმფრენებისა), საშუალო სიშორის საზენიტო სარაკეტო კომპლექსების “ჰოქი” ერთი დივიზიონი. შეიარაღებაში მათ გააჩნდათ 523 საბრძოლო თვითმფრინავი, 122 შეიარაღებული ვერტმფრენი, “გაუმჯობესებული ჰოქისა” და “სტინგერის” ტიპების საზენიტო რაკეტების გასაშვები მოწყობილობები. სათვითმფრინავო ფარეხში შედიოდა 223 გამანადგურებელ/მოიერიშე F/A-18A/B/C/D, 193 მსუბუქი მოიერიშე AV-8B, 24 გამანადგურებელი F-4S, 53 მოიერიშე A-4M, 54 საშუალო მოიერიშე A-6E, 24 რადიოელექტრონული ბრძოლისა EA-6A/B და სხვა თვითმფრინავები; სავერტმფრენო ფარეხში კი _ 122 დამრტყმელი ვერტმფრნი AH-1J/T/W (პლიუს 12 სასწავლო), 104 ზოგადი დანიშნულებისა UH-1N, 230 საშუალო CH-46D/E და 215 მძიმე სატრანსპორტო CH-53A/D/E ვერტმფრენი და სხვა.

ამრიგად, აშშ-ის საზღვაო ავიაციაში 1991 წელს მოითვლებოდა სულ 538 გამანადგურებელი თვითმფრინავი, რომლებსაც ეკისრებოდათ საჰაერო ბრძოლების წარმოება და 1342 მოიერიშე და ბომბდამშენი თვითმფრინავი, რომლებსაც ეკისრებოდთ საზღვაო და მიწისზედა მიზნების დაბომბვა. ხოლო მთლიანად შეერთებული შტატების ტაქტიკურ და საზღვაო ავიაციაში ნაჩვენები იყო 769 გამანადგურებელი თვითმფრინავი და 4730 გამანადგურებელ-ბომბდამშენი და მოიერიშე.

ასეთი რაოდენობრივი მიმოხილის შემდეგ უპრიანი იქნება მოვიყვანოთ ზოგიერთი ამერიკული ტაქტიკური საბრძოლო თვითმფრინავის ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები, რისთვისაც მივმართავთ მე-9 ცხრილს.

ცხრილი 9

თვითმფრინა- . შეიარაღებაში . მოქმედების . ფრენის მაქ- . საბრძოლო . . მაქსიმალური . . .
ვის ტიპი . . . . . მიღების წელი . .რადიუსი . . . .სიმალური . . დატვირთვა . .შეიარაღება . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . (კმ) . . . . . . სიჩქარე (M) . . . . (ტ) . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

F-111D/E/F/G . . . . 1967 . . . . . . . 1750 . . . . . . . 2,2/2,5 . . . . . .13,1 . . . . 3 ბომბი (B-43/-57

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . /-61) . . . . . . . . . .
F-4D/E . . . . . . . . . . 1969 . . . . . . . . .840 . . . . . . . . . 2,4 . . . . . . . . .5,9 . . . .3 ბომბი (B-28RE/-
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 43/-57/-61) . . . .
F-16 . . . . . . . . . . . . .1979 . . . . . . . 350/930 . . . 2-ზე მეტი . . . . . .5,4 . . . 1 ბომბი (B-43/-61)
A-4M . . . . . . . . . . . .1970 . . . . . . . .1230 . . . . . . . . .0,9 . . . . . . . . . 4,5 . . . 1 ბომბი (B-28/-43

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . /-61) . . . . . . . . .
A-6E . . . . . . . . . . . . 1963 . . . . . . . . 1250 . . . . . . . . .0,9 . . . . . . . . . 8,1 . . . 3 ბომბი (B-28/-43
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . /-57/-61) . . . . . .
F/A-18 . . . . . . . . . . 1982 . . . . . . . . . 850 . . . . . . . . .2,2 . . . . . . . . . 7,7 . . . 1 ბომბი (B-57/-61)
S-3A . . . . . . . . . . . . 1974 . . . . . . . . . 575 . . . . . . . . .0,6 . . . . . . უცნობია . .1 ბომბი (B-57 _ სი-
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .ღრმივი აფეთქებისა)

ამერიკული ტაქტიკური ბირთვული ბომბების შესახებ ჩვენს ლონდონურ წყაროში ნათქვამია, რომ B-57 ბომბის სიმძლავრეა 5-20 კტ და მას გააჩნია სიღრმეში აფეთქების უნარი, რაც მეტად მნიშვნელოვანია ნავსაწინააღმდეგო ბრძოლისთვის; ამ ბომბების საერთო რიცხვი 1991 წელს შეადგენდა 1150 ერთეულს. B-61 ტაქტიკური ბომბის ბირთვული მუხტის სიმძლავრეა 1-345 კტ და მათი საერთო რაოდენობა 1991 წელს იყო 2225 ერთეული.

საბჭოთა კავშირის ტაქტიკური საბრძოლო ავიაციის თვითმფრინავები “ცივი ომის” მიწურულს განაწილებული იყო საჰაერო თავდაცვის ჯარების ავიაციაში, სამხედრო-საჰაერო ძალებსა და სამხედრო-საზღვაო ძალების ავიაციაში. განვიხილოთ თითოეული მათგანი ცალ-ცალკე. საჰაერო თავდაცვის ჯარების ავიაციაში, ზემოაღნიშნულ ლონდონურ გამოცემაში, 1991 წელს ნაჩვენები იყო 2370 გამანადგურებელი თვითმფრინავი, მათ შორის: 890 МиГ-23, 480 МиГ-25, 270 МиГ-31, 500 Су-15 და 230 Су-27. გარდა ამისა, ამავე ჯარებში ნაჩვენები იყო ბალისტიკური რაკეტების საწინააღმდეგო 100 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი: დასავლური აღნიშვნებით ABM-1B “გალოში”, SH-11 “მოდერნიზებული გალოში” და SH-08 “გაზელი”. ასევე ნაჩვენები იყო დაახლოებით 1200 შახტაში განთავსებული 8650 მართვადი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, რომელთაც ევალებოდათ მთელი ქვეყნის მასშტაბით საჰაერო თავდაცვის ამოცანების გადაწყვეტა. ეს ძალები და საშუალებები შეყვანილი იყო საჰაერო თავდაცვის ხუთ არმიაში, რომლებიც შედგებოდა საავიაციო და სარაკეტო პოლკებისა და ცალკეული ესკადრილიებისგან; ასევე მოქმედებდა 14 სპეციალიზებული სკოლა შესაბამისი სპეციალისტების მოსამზადებლად.

სსრკ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებში ნაჩვენები იყო დაახლოებით 4905 ტაქტიკური საბრძოლო თვითმფრინავი, მათ შორის 2130 გამანადგურებელი, 2240 გამანადგურებელ-ბომბდამშენი და მოიერიშე, 475 სადაზვერვო, 60 რადიოელექტრონული ბრძოლისა, ასევე 220 დამრტყმელი ვერტმფრენი სასწავლო ნაწილებსა და ქვედანაყოფებში. 2130 გამანადგურებელი თვითმფრინვიდან 550 იყო МиГ-21 ტიპისა, 590 МиГ-23, 110 МиГ-25, 700 МиГ-29 და 180 Су-27. გამანადგურებელ-ბომბდამშენებიდან 610 იყო МиГ-27 ტიპისა, 330 Су-17-22, 840 Су-24 ტიპისა, რომლებსაც საფრონტო ბომბდამშენებს უწოდებენ, ასევე იყო 460 მოიერიშე თვითმფრინავი Су-25. სადაზვერვო თვითმფრინავებიდან 35 იყო МиГ-21 ტიპის, 130 МиГ-25, 130 Су-17, 180 Су-24 ტიპის. რადიოელექტრონული ბრძოლის ამოცანების შესრულება ეკისრებოდა 60 თვითმფრინავს Як-28. ხოლო სასწავლო ერთეულებში კი, როგორც ზემოთ ითქვა, შეიარაღებაში ჰყავდათ 220 დამრტყმელი ვერტმფრენი Ми-24.

საზღვაო ავიაციის შეიარაღებაში საბჭოთა სარდლობას 1991 წელს ჰყავდა 810 ტაქტიკური საბრძოლო თვითმფრინავი, მათ შორის 155 გამანადგურებელი (85 МиГ-23 და 70 МиГ-29), 645 გამანადგურებელ-ბომბდამშენი და მოიერიშე (80 Як-38 საგემბამო, 350 Су-17, 110 Су-24, 75 Су-25 და 30 МиГ-27). ნავსაწინააღმდეგო ბრძოლის, საზღვაო დაზვერვისა და რადიოელექტრონული ბრძოლის წარმოება უმეტეს წილად ეკისრებოდათ დიდი რადიუსის თვითმფრინავებს 53 Ту-142, 53 Ил-38, 35 Ту-95, 40 Ту-16, 5 Ту-22, 15 Ан-12, თუმცა კი შედარებით მცირე რაოდენობით იყვნენ ტაქტიკური თვითმფრინავებიცა 92 Бе-12, 10 Су-24, და ვერტმფრენებიც 79 Ми-14, 113 Ка-25, 115 Ка-27. ნაღმსაწინააღმდეგო ბრძოლის წარმოებისთვის იყენებდნენ 15 ვერტმფრენს Ми-14, საბრძოლო-საიერიშო ამოცანების შესრულება კი ეკისრებოდა 25 ვერტმფრენს (20 Ка-27 და 5 Ка-29).

ქვემოთ მოვიყვანოთ საბჭოთა კავშირის ტაქტიკური და საზღვაო საბრძოლო ავიაციის ზოგიერთი თვითმფრინავის ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები (ცხრილი 10).

ცხრილი 10

თვითმფრინა- . წელი, როდესაც იგი . მოქმედების . ფრენის მაქ– . საბრძოლო . მაქსიმალური
ვის ტიპი . . . . . .ცნობილი გახდა და- . . რადიუსი . . .სიმალური . . დატვირთვა . . შეიარაღება
. . . . . . . . . . . . . . .სავლეთში . . . . . . . . . . . . (კმ) . . . . .სიჩქარე (M) . . . . . (ტ) . . . . . . . . . . . . . . . . . .

МиГ-27 (D/J) . . . . . .1971 . . . . . . . . . . 390/600 . . . . . . 1,7 . . . . . . . 4,5 . . . . . . . . 2 ბომბი
Су-17 (D/H/K) . . . . . 1974 . . . . . . . . . . 430/680 . . . . . .2,1 . . . . . . . 4,0 . . . . . . . . 2 ბომბი
Су-24 . . . . . . . . . . . . .1974 . . . . . . . . . . 320-1130 . . . . . .2,3 . . . . . . .8 . . . . . . . . . . 2 ბომბი
Ту-142 . . . . . . . . . . . .1972 . . . . . . . . . . . . 1550 . . . . . . . .0,83 . . . . 10 . . . . . . . . . . .2 ბომბი
Ил-38 . . . . . . . . . . . . 1970 . . . . . . . . . . . . 1700 . . . . . . . .0,64 . . . . . . 7 . . . . . . . . . .2 ბომბი
Бе-12 . . . . . . . . . . . . . 1965 . . . . . . . . . . . . . 600 . . . . . . . . 0,5 . . . . . . .10 . . . . . . . . . 2 ბომბი

იმავე ლონდონურ გამოცემაში აღნიშნულია, რომ საბჭოთა (რუსული) ტაქტიკური ბირთვული ბომბების სიმძლავრე შეადგენს 250, 350 კტ-ს, ხოლო მათი რაოდენობა დასავლელი სპეციალისტებისთვის 1991 წელს ცნობილი არ იყო.

შეერთებული შტატებისა და საბჭოთა კავშირის ტაქტიკური საბრძოლო ავიაციის მიმოხილვის შემდეგ დაკვირვებული და საქმეში მეტ-ნაკლებად მკითხველი თავისთვის ალბათ აღმოაჩენდა ერთ საკმაოდ გასაოცარ რამეს. საქმე იმაშია, რომ მაშინაც თავისი მთავრობისადმი მეტ-ნაკლებად კრიტიკულად განწყობილ საბჭოთა მოქალაქეებში და, მითუმეტეს, დღესდღეობით პოსტსაბჭოთა ქვეყნების მოსახლეობაში დამკვიდრებული იყო და არის აზრი, რომ ეკონომიკურად ჩამორჩენილი სსრკ-ის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა გამოირჩეოდა აგრესიულობითა და სადავო საკითხების შეიარაღებული დაპირისპირების გზით გადაწყვეტისკენ მიდრეკილებით. მაგრამ საკმარისია ჩვენი კვლევის დასასრულს გავიხსენოთ საბჭოთა და ამერიკული გამანადგურებელი და ტაქტიკური ბომბდამშენი ავიაციის შედარება, რომ დავრწმუნდებით სრულებით საპირისპიროში.

სახელდობრ, ზემოთ ვნახეთ, რომ აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ტაქტიკურ ავიაციასა და სამხედრო-საზღვაო ძალების ავიაციაში მთლიანობაში მოითვლებოდა 769 გამანადგურებელი თვითმფრინავი, რომლებსაც ეკისრებოდათ საჰაერო მოწინააღმდეგესთან ბრძოლების წარმოების ამოცანა და 4730 გამანადგურებელ-ბომბდამშენი და მოიერიშე თვითმფრინავი, რომლებსაც ეკისრებოდათ მიწისზედა და საზღვაო მიზნებზე ჩვეულებრივი და ბირთვული რაკეტებითა და ბომბებით საავიაციო დარტყმების მიყენების ამოცანები. სსრკ-ის საჰაერო თავდაცვის ჯარების, სამხედრო-საჰაერო ძალებისა და საზღვაო ავიაციის შემადგენლობაში კი ნაჩვენები იყო 4655 გამანადგურებელი თვითმფრინავი, რომლებთაც საჰაერო ბრძოლები უნდა ეწარმოებინათ სავარაუდო მოწინააღმდეგის საბრძოლო თვითმფრინავებთან, და სულ 2885 გამანადგურებელ-ბომბდამშენი (საფრონტო ბომბდამშენი) და მოიერიშე თვითმფრინავი, როლებსაც უნდა შეესრულებინათ მოწინააღმდეგის ჯარებისა და ობიექტების დამომბვის ამოცანები საომარ მოქმედებათა თეატრის ფარგლებში. სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის ეს მონაცემები ნათლად მეტყველებს იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატების ტაქტიკური და საზღვაო საბრძოლო ავიაცია გამოირჩეოდა გაცილებით უფრო მეტი აგრესიული ბუნებით, თავისი შემადგენლობისა და სათვითმფრინავო ფარეხის მიხედვით, ვიდრე საბჭოთა კავშირისა, რაც ჩვენი აზრით, თანამედროვე ქართული საზოგადოების სერიოზული ჩაფიქრებისა და მსჯელობის საგანი უნდა გახდეს. სჯობს გვიან _ ვიდრე არასოდეს, რადგანაც საქმე თუ სერიოზულად გართულდა და ჩვენს მიერ დიდ ჰუმანისტად და სამართლიანობის ნიმუშად მიჩნეულმა ამერიკულმა სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ კავკასიაში რუსეთთან დაპირისპირებაში უკვე ნამდვილი ბრჭყალები გამოაჩინა, მაშინ ჩვენ, ქართველებს, დაფიქრებისა და განსჯის ნაცვლად ტკივილისა და გლოვის შესაძლებლობა-ღა შეიძლება დაგვრჩეს მხოლოდ, სირცხვილთან და სინდისის ქენჯნასთან გადახლართული. არც იქნება გასაკვირი, ვინაიდან რასაც დავთესთ _ იმასვე მოვიმკით.

უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის გავაკეთოთ 11-ე ცხრილი ამერიკული და საბჭოთა ტაქტიკური და საზღვაო ავიაციის გამანადგურებელი, ბომბდამშენი, მოიერიშე და სადაზვერვო თვითმფრინავების რაოდენობის ჩვენებით 1991 წელს. სწორედ ყოფილი ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციისა და ჩრდილოატლანტიკური კავშირის (ნატო-ს) სჰძ -ის ეს თვითმფრინავები იქცა ეუთო-ს ეგიდით 1990 წლის ნოემბერში პარიზში დადებული “ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების” თანახმად შეზღუდვების ობიექტად საბრძოლო ტანკებთან, მოჯავშნულ საბრძოლო მანქანებთან, 100 მმ და მეტი ყალიბის საველე საარტილერიო სისტემებთან და დამრტყმელ ვერტმფრენებთან ერთად ევროპის მთელ ტერიტორიაზე ატლანტიკიდან ურალამდე.

ცხრილი 11

ქვეყანა . შეიარაღებუ- . გამანადგურებელი . გამანადგურებელ- . მოიერიშე . . სადაზვერვო
. . . . . . . . ლი ძალების . . თვითმფრინავები . .ბომბდამშენი . . . . . .თვითმფრი- . თვითმფრი-
. . . . . . . . სახეობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .თვითმფრინავები . .ნავები. . . . . . ნავები . . . .
აშშ . . . . სამხედრო-
. . . . . . . .საჰაერო
. . . . . . . .ძალები . . . . . . . . . . . . 321 . . . . . . . . . . . . . 3531 . . . . . . . . . . . 855 . . . . . . . . 138 . . . .
. . . . . . . .სამხედრო-
. . . . . . . .საზღვაო
. . . . . . . .ძალები . . . . . . . . . . . . 514 . . . . . . . . . . . . . . 556 . . . . . . . . . . . 265 . . . . . . . . 437 . . . .
. . . . . . . .საზღვაო
. . . . . . . .ქვეითი ჯარი . . . . . . . . 24 . . . . . . . . . . . . . . 223 . . . . . . . . . . . 300 . . . . . . . . . - . . . . . .


. . . . . . ს უ ლ აშშ-ში . . . . . . . . . .859 . . . . . . . . . . . . .4310 . . . . . . . . . . 1420 . . . . . . . .620 . . . .

სსრკ . . საჰაერო . .
. . . . . . .თავდაცვის
. . . . . . .ჯარები . . . . . . . . . . . . .2370 . . . . . . . . . . . . . . - . . . . . . . . . . . . . . - . . . . . . . . . . . - . . . . .
. . . . . . .სამხედრო-
. . . . . . .საჰაერო
. . . . . . .ძალები . . . . . . . . . . . . . 2130 . . . . . . . . . . . . .1780 . . . . . . . . . . . . 460 . . . . . .475 . . . .
. . . . . . .სამხედრო
. . . . . . .საზღვაო
. . . . . . .ძალები . . . . . . . . . . . . . . 155 . . . . . . . . . . . . . . 570 . . . . . . . . . . . . . .75 . . . . . . .10 . . . .
. . . . . . სულ სსრკ-ში . . . . . . . . . 4655 . . . . . . . . . . . . . 2350 . . . . . . . . . . . . .535 . . . . . 485 . . . . .

შენიშვნა: ცხრილში აშშ სჰძ -ში მარაგში არსებული F-4, F-15 და F-16 ტიპების თვითმფრინავები გამანადგურებელი და გამანადგურებელ-ბომბდამშენი თვითმფრინავების გრაფებში მიახლოებით გავანაწილეთ ისეთი თანაფარდობით, როგორითაც ისინი არიან მოცემული მომქმედ შემადგენლობაში; F-111 და F-117 მანქანების მთელი მარაგები მოვაკუთვნეთ გამანადგურებელ-ბომბდამშენ თვითმფრინავებს, და ასევე გავითვალისწინეთ, რომ F-4 თვითმფრინავების მარაგიდან ტექსტის მიხედვით 21 იყო სადაზვერვო RF-4C ტიპისა. A-7 და A-10 თვითმფრინავების მთელი მარაგები, ბუნებრივია, მთლიანად მივაკუთვნეთ მოიერიშე თვითმფრინავებს.

ახლა საინტერესოა გავარკვიოთ, თუ რა მდგომარეობა იყო ამერიკულ და რუსულ სტრატეგიულ და ტაქტიკურ ავიაციაში 2000 წლის მონაცემებით. უნდა ითქვას, რომ “ცივი ომის” დასრულების შემდეგ აშშ სჰძ -ის სტრატეგიულმა საავიაციო სარდლობამ დიდი რადიუსის ბომბდამშენი თვითმფრინავების ესკადრილიები შეამცირა 18-დან 14-მდე, თანაც ესკადრილიების ნაწილი რეგულარული ძალების შემადგენლობიდან გადაიყვანა ორგანიზებული რეზერვის შემადგენლობაში. სახელდობრ, ამ წელს აშშ-ის სტრატეგიული ბომბდამშენების 14 საავიაციო ესკადრილიიდან შვიდი შეიარაღებული გახლდათ B-1B თვითვმფრინავებით (მათ შორის ორი ესკადრილია სჰძ -ის ეროვნულ გვარდიაში), ხუთი ავიაესკადრილიის შეიარაღებაში შედგებოდა B-52H ტიპის მანქანები (მათგან ერთი ესკადრილია სჰძ -ის რეზერვში), “სთელთ” ტექნოლოგიით დამზადებული B-2A ტიპის ძნელადშესამჩნევი თვითმფრინავების ორი ესკადრილია კი შედიოდა მხოლოდ რეგულარული სჰძ -ის შემადგენლობაში. თვითმფრინავების ფარეხი მოითვლიდა სულ 208 მომქმედ მძიმე ბომბდაშენს, მათ შორის 91 B-1B-ს, 92 B-52H-სა (მათგან 57 საბრძოლველად მზადმყოფს) და 20 B-2A-ს. საფრენოსნო საგამოცდო ცენტრში ამერიკულ სარდლობას ჰყავდა ორი თვითმფრინავი B-52, ორი B-1 და ერთიც B-2.

საჰაერო დაზვერვის წარმოების ამოცანები ამერიკულმა სარდლობმ მთლიანად გადაიტანა სტრატეგიულ თვითმფრინავებზე, ხოლო ტაქტიკური სადაზვერვო თვითმფრინავები RF-4C გაიყვანა მარაგში. 2000 წელს აშშ სჰძ -ის შემადგენლობაში ნაჩვენები იყო 83 სტრატეგიული სადაზვერვო თვითმფრინავი, მათ შორის 32 U-2R/S, 4 TU-2R/S, 8 E-8ჩ (JSTARS), 2 E-9A, 3 RC-135, 2 RC-135U, 16 RC-135V/W და 16 SR-71. მართვისა და შორეული რადიოლოკაციური აღმოჩენის ფუნქციები ეკისრებოდა 40 თვითმფრინავს (33 E-3B/C, 4 E-4B, 3 EC-135), პლიუს 25 მარაგში. ჰაერში სწვავით გაწყობის ამოცანები _ 549 თვითმფრინავს KC-135D/E/R/T (პლიუს 58 მარაგში) და 59 თვითმფრინავს KC-10A.

რუსეთის ფედერაციის სჰძ -ის სარდლობას თავისი სტრატეგიული ბომბდამშენები 2000 წელს შეყვანილი ჰყავდა 37-ე საჰაერო არმიაში, რომელიც თავის მხრივ შედგებოდა ორი საავიაციო დივიზიისა და ერთი საბრძოლო საკონვერსიო დანაყოფისგან. შეიარაღებაში მათ გააჩნდათ 74 დიდი რადიუსის ბომბდამშენი (68 Ту-95 და 15 Ту-160; პლიუს საგამოცდო მიზნებით შვიდი Ту-95 და ხუთი Ту-160) და 158 საშუალო რადიუსის ბომბდამშენი Ту-22М/МR (მათგან 92 მარაგში); ბომბდამშენების ჰაერში საწვავით გაწყობის ამოცანა ეკისრებოდა 20 თვითმფრინავს Ил-78. გარდა ამისა, სზძ -ის ავიაციაში ნაჩვენები იყო 45 თვითმფრინავი Ту-22М, რომლებიც შეიარაღებული იყვნენ ნავსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტებით AS-4.

რაც შეეხება აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ტაქტიკურ ავიაციას, 2000 წელს მის შემადენლობაში ნაჩვენები იყო 2529 საბრძოლო თვითმფრინავი (პლიუს 1004 მრაგში), მათ შორის მომქმედი საბრძოლო ავიაციის ფარეხს შეადგენდნენ უფრო თანამედროვე F-15, F-16, F-22, F-117 ტიპების გამანადგურებელი და A-10A ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები, ხოლო შედარებით უფრო მოძველებული F-4 და F-111 ტიპების ავიაგამანადგურებლები მთლიანად მარაგში იყო გადაყვანილი. ქვემოთ მოგვაქვს 12-ე ცხრილი ამ ვითარების ჩვენებით.

ცხრილი 12

თვითმფრინავე- . . . . . . . . . . . . თ ვ ი თ მ ფ რ ი ნა ვ ე ბ ი ს . . . . . . ტ ი პ ე ბ ი . . . . . . . . . . . . .
ბის საბრძოლო . . . . . . . F-4 . . . . F-15 . . . . F-16 . . . . F-22 . . . . F-111 . . . . F-117 . . . . A-10A
დანიშნულება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

გამანადგურებელი . . . . - . . . . . .494 . . . . . . * . . . . . . . * . . . . . . . . - . . . . . . . - . . . . . . . . . . - . . .
გამანადგურებელ-
ბომბდამშენი . . . . . . . . . - . . . . . .210 . . . . . . * . . . . . . . * . . . . . . . . - . . . . . . 52 . . . . . . . . . - . . .
მოიერიშე . . . . . . . . . . . . - . . . . . . . - . . . . . . . . - . . . . . . . - . . . . . . . . . - . . . . . . - . . . . . . . . .225 . .
სულ მომქმედ
ავიაციაში . . . . . . . . . . . . - . . . . . .704 . . . . 1420 . . . . . 6 . . . . . . . . - . . . . . . 53 . . . . . . . . 225 . .
მარაგში . . . . . . . . . . . . 218 . . . . . . . 3 . . . . . 384 . . . . . .2 . . . . . 260+34 . . . . - . . . . . . . . . .13 . .
სულ მთლიანო-
ბაში . . . . . . . . . . . . . . . 218 . . . . . 707 . . . . 1804 . . . . . 8 . . . . . . . 294 . . . . 53 . . . . . . . . .238 . .

შენიშვნა: ლონდონური ინსტიტუტის გამოცემაში 2000 წელს მკაფიოდ არ იყო ნაჩვენები, თუ F-16 და F-22 თვითმფრინავების საერთო რაოდენობიდან რამდენი იყო საჰაერო თავდაცვის გამანადგურებელი და რამდენი გამანადგურებელ-ბომბდამშენი, თუმცა კი უნდა ვივარაუდოთ, რომ 494 F-15 სუფთა გამანადგურებლის არსებობის პირობებში F-16 და F-22 თვითმფრინავებს ძირითადად მიწისზედა და საზღვაო მიზნების დაბომბვის ამოცანები ექნებოდათ დაკისრებული. ასევე მარაგში ამერიკულ სარდლობას შენახული ჰქონდა F-4 “ფანტომი” გამანადგურებლების ჩ, D და E მოდელები, ხოლო 294 F-111 თვითმფრინავიდან 260 იყო გამანადგურებელ-ბომბდამშენი F-111A, და 34 გახლდათ რადიოელექტრონული ბრძოლისა EF-111A.

რაც შეეხება აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ავიაციას, 2000 წელს იქ ნაჩვენები იყო საავიამზიდო ძალების საგემბანო ავიაციის 11 ავიაფრთა (10 რეგულარული ძალების და ერთიც რეზერვისა), რომლებშიც სხვებთან ერთად ნაჩვენები იყო 12 გამანადგურებლი და 24 გამანადგურებელ-მოიერიშე საავიაციო ესკადრილია; საზღვაო ქვეითი ჯარის კორპუსის ავიაციაში ნაჩვენები იყო ძველებურად 4 საავიაციო ფრთა (3 რეგულარულიძალებისა და 1 რეზერვის), რომლებშიც შედიოდა 18 გამანადგურებელ-მოიერიშე ესკადრილია 240 თვითმფრინავით F/A-18A/C/D და7 მოიერიშე ესკადრილია 119 თვითმფრინავით AV-8B; გარდა ამისა აქვე შედიოდა 6 მსუბუქი სავერტმფრენო ესკადრილია 188 დამრტყმელი AH-1W და 98 ზოგადი დანიშნულების UH-1N ვერტმფრენით. სულ აშშ-ის საზღვაო ავიაციაში 2000 წელს ნაჩვენები იყო 1456 საბრძოლო თვითმფრინავი და 543 შეიარაღებული ვერტმფრენი (დამრტყმელი და ნავსაწინააღმდეგო ბრძოლისა). საბრძოლო თვითმფრინავებიდან 193 იყო საგემბანო ავიაგამანადგურებელი F-14, 771 მსუბუქი გამანადგურებელ-მოიერიშე F/A-18, 119 მოიერიშე AV-8B; პლიუს ამას სასწავლო დანიშნულებით და მარაგში იყო 181 თვითმფრინავი (მათ შორის 36 F-5E/F, 38 A-4/TA-4J, 89 A-6E, 18 TAV-8B).

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში 2000 წელს საჰაერო თავდაცვის ჯარები ცალკე სახეობად უკვე აღარ იყო შეყვანილი, ხოლო მისი გამანადგურებელი ავიაცია მთლიანად შედიოდა სამხედრო-საჰაერო ძალების შემადგენლობაში და მკვეთრად იყო შემცირებული. რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების შემადგენლობა და თვითმფრინავების ფარეხი 2000 წელს ნაჩვენებია 13-ე ცხრილში.

ცხრილი 13

თვითმფრინავე- . . . . . . . . . . . . . . . თ ვ ი თ მ ფ რ ი ნ ა ვ ე ბ ი ს . . . . . . ტ ი პ ე ბ ი . . . . . . . . . . . .
ბის საბრძოლო . . . . . . МиГ-25 . . МиГ-29 . . МиГ-31 . . Су-27 . . Су-24 . . Су-25 . . . ს უ ლ . .
დანიშნულება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

გამანადგურებელი . . . . . - . . . . . . . 260 . . . . . .280 . . . . .340 . . . . . . - . . . . . – . . . . . . . 880 . . .
საფრონტო ბომბ-
დამშენი . . . . . . . . . . . . . . - . . . . . . . . . - . . . . . . . . – . . . . . . . – . . . . . . 350 . . . – . . . . . . . 350 . . .
მოიერიშე . . . . . . . . . . . . . - . . . . . . . . . - . . . . . . . . – . . . . . . . – . . . . . . . . . . . . .225. . . . . .225 . . .
სადაზვერვო . . . . . . . . . .15 . . . . . . . . - . . . . . . . . .– . . . . . . . – . . . . . .120 . . . . – . . . . . . . 135 . . .

ს უ ლ . . . . . . . . . . . . . . . .15 . . . . . . . 260 . . . . . 280 . . . . . 340 . . . . .470 . . . 225 . . . . 1590 . . .

რუსეთის საზღვაო ავიაციაში 2000 წელს ნაჩვენები იყო 244 საბრძოლო თვითმფრინავი და 107 შეიარაღებული ვერტმფრენი; მათ შორის 45 სშუალო რადიუსის სტრატეგიული თვითმფრინავი Ту-22М, 112 გამანადგურებელ-ბომბდამშენი და მოიერიშე (მათ შორის 52 Су-24, 10 Су-2, 52 Су-27), 40 ნავსაწინააღმდეგო ბრძოლის თვითმფრინავი (10 Ту-142, 26 Ил-38, 4 Бе-12) და ა. შ.

როგორც ვხედავთ, 2000 წელს აშშ-ის ტაქტიკური და საზღვაო საბრძოლო ავიაცია მნიშვნელოვნად აღემატებოდა რუსეთისას, და ეს არც არის გასაკვირი თუ გავითვალისწინებთ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიისა და მოსახლეობის შემცირებას საბჭოთა კავშირთან შედარებით და მის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას (აშშ-ის მოსახლეობა 2000 წელს შეადგენდა დაახლოებით 275,6 მლნ. ადამიანს, რუსეთისა _ 146 მლნ.-ს; აშშ-ის მთლიანი შიდა პროდუქტი 1999 წელს უტოლდებოდა 9,2 ტრილიონ დოლარს, რუსეთისა _ 1,1 ტრილიონს). ჩვენი მკითხველისთვის გასაოცარი და მოულოდნელი უნდა ყოფილიყო ის, რომ “ცივი ომის” წლების მიწურულსაც, როგორც ზემოთ ვნახეთ, ჩვენში საყოველთაოდ გავრცელებული მოსაზრების საწინააღმდეგოდ, შეერთებული შტატების ტაქტიკური, საგემბანო და საზღვაო ქვეითი ჯარის საბრძოლო ავიაცია რამდენჯერმე აღემატებოდა საბჭოთა კავშირის ტაქტიკურ და საზღვაო ავიაციას გამანადგურებელ-ბომბდამშენი და მოიერიშე თვითმფრინავების რაოდენობით და გააჩნდა მკვეთრად გამოხატული შეტევითი და აგრესიული ხასიათი, ხოლო სსრკ კი ასევე რამდენჯერმე აღემატებოდა აშშ-ს სუფთად გამანადგურებელი თვითმფრინავების რაოდენობით, რომლებიც განკუთვნილი იყვნენ საჰაერო მოწინააღმდეგესთან ბრძოლების წარმოებისთვის და გააჩნდათ თავდაცვითი დანიშნულება.

ირაკლი ხართიშვილი
10. 01. 2011


გიორგი XII საქართველოს უკანასკნელი მეფე და მისი შემოერთება რუსეთთან

(წერილი წარმოადგენს აკადემიკოს ნ. დუბროვინის ამავე სახელწოდების მონოგრაფიის დასაწყისი ნაწილის თარგმანს)

სანკტპეტერბურგი
სამკვიდროების დეპარტამენტის (Департаментъ Уделовъ) ტიპოგრაფია
1867 წ.

ს ა რ ჩ ე ვ ი

თავი I. მეფე ერეკლე II-ის გარდაცვალება და მისი დაკრძალვა.
თავი II. საქართველოში აღა-მაჰმად-ხანის შემოსევა. _ ტფილისისა და მისი შემოგარენების დარბევა. _ ერეკლეს თხოვნა რუსეთის დახმარების შესახებ. _ აღა-მაჰმად-ხანი შუშაში. _ მისი მოკვლა. _ იმპერატორ პავლე I-ის ურთიერთობა და მოლაპარაკებები ქართველ მეფესთან.
თავი III. ტახტზე გიორგი XII-ის ასვლა.
თავი IV. საქართველოს მდგომარეობა გიორგი XII ტახტზე ასვლის დასაწყისში. _ ელჩობის გაგზავნა ს.-პეტერბურგში გიორგის თხოვნით ტახტზე მისი დამტკიცების შესახებ. _ იმპერატორ პავლეს რესკრიპტი გიორგისადმი. _ კოვალენსკის დანიშვნა ჩვენს რწმუნებულ მინისტრად საქართველოს მეფის კარზე.
თავი V. კოვალენსკისა და ლაზარევის მოსვლა პოლკით ტფილისში. _ პოლკის დახვედრა და მისდამი ხალხის განწყობა. _ ჩვენი მინისტრის საზეიმო მიღება. _ გიორგისთვის სამეფო ინვესტიტურის ნიშნების მირთმევა. _ მეფის ფიცი. _ ტფილისის ილუმინაცია. _ ლაზარევსა და კოვალენსკის შორის წარმოქმნილი უკმაყოფილებანი. _ ელჩობის გაგზავნა ს.-პეტერბურგში. _ ქვეყნის სისუსტე და უთანხმოებანი (несогласия) სამეფო ოჯახში. _ ალექსანდრე ბატონიშვილის სპარსეთში წასვლა. _ დარეჯან დედოფლის განზრახვა ტფილისის დატოვებაზე. _ დედოფლის წერილი იპერატორ პავლესადმი.
თავი VI. მოვლენები სპარსეთში აღა-მაჰმად-ხანის სიკვდილის შემდეგ. _ ბაბა-ხანი. _ იმპერატორ პავლეს შეხედულებანი ჩვენს საქმეებზე სპარსეთთან. _ კოვალენსკის მიერ დესპანის გაგზავნა თეირანში. _ ხმები სპარსელთა განზრახვის შესახებ საქართველოში შემოჭრაზე. _ სპარსეთის დესპანის ტფილისში მოსვლა. _ ბაბა-ხანის ფირმანი მეფე გიორგისადმი. _ ჩვენი დესპანის თეირანიდან დაბრუნება. _ იბრაჰიმ-ხანის წერილი კოვალენსკისადმი. _ ახალი ჯარების მივლენა საქართველოში. _ გენერალ-მაიორ გულიაკოვის პოლკის მოსვლა ტფილისში და მისთვის მოწყობილი დახვედრა. _ უთანხმოებანი (раздоры) სამეფო ოჯახში. _ კოვალენსკის უკან გაწვევა და საქართველოს მეფის კარზე მინისტრის თანამდებობის მოსპობა.
თავი VII. საქართველოში ავარელი ომარ-ხანის შემოჭრა. _ ლაზარევის ბრძოლა ლეკებთან მდ. იორის ნაპირზე, სოფელ კაკაბეთთან, და მოწინააღმდეგის განდევნა.
თავი VIII. გიორგის ავადმყოფობის გაძლიერება. _ გაურკვევლობა და საერთო შეშფოთება ქვეყნის მომავლის გამო. _ მეფის ძეთა ინტრიგები და ხრიკები. _ დავით ბატონიშვილის ქცევები მამის სიცოცხლის დროს. _ მღელვარებანი საქართველოში. _ ძარცვა და ძალადობანი. _ გიორგის თხოვნა ლაზარევისადმი თვითნებობის დაწყნარებაზე. _ ქართველი ელჩების მოსვლა ს.-პეტერბურგში. _ პირობები, რომლებზედაც მეფეს სურდა რუსეთის ქვეშევრდომობაში შემოსვლა. _ გრაფ მუსინ-პუშკინის წერილი იმპერატორ პავლესადმი საქართველოს მდგომარეობისა და მისი შემოერთების სარგებლიანობის შესახებ. _ საფუძვლები, რომლებზედაც იმპერატორი პავლე ღებულობდა საქართველოს რუსეთის ქვეშევრდომობაში. _ გიორგი XII-ის გარდაცვალება. _ საქართველოს მდგომარეობა მისი სიკვდილის შემდეგ.
თავი IX. ჩვენი მთავრობის მიერ მიღებული გზა საქართველოს რუსეთისადმი შემოერთების საკითხში გიორგი XII-ის სიკვდილის შემდეგ. _ იმპერატორი პავლე ამ საქმეში ღებულობს განსაკუთრებულ მონაწილეობას. _ ელჩების მოსვლა ტფილისში, თავადების, ხალხის თათბირი და ელჩების ახლად გაგზავნა პეტერბურგში. _ უწესრიგობები საქართველოში. _ დავით ბატონიშვილი დროებით მართავს სამეფოს. _ ბატონიშვილების, ერეკლეს ძეთა წასვლა იმერეთში.
თავი X. საქართველოს რუსეთთან შემოერთების შესახებ მანიფესტის გამოცხადების ზეიმი. _ მოვლენები საქართველოში მანიფესტის გამოცხადების შემდეგ. _ საქართველოს ახალი ადმინისტრაციული დაყოფა. _ იმპერატორ პავლეს გარდაცვალება. _ ტუჩკოვ მე-2-ის გრენადერთა, ლეონტიევის მუშკეტერთა და კაზაკთა პოლკების საქართველოში გაგზავნა. _ ჯარების განლაგება, მოხდენილი ლაზარევის მიერ.
თავი XI. დავით ბატონიშვილისა და დარეჯან დედოფლის წერილები იმპერატორ ალექსანდრე I-დმი. _ საკითხი საქართველოს შემოერთების შესახებ ხელახლა გადაეცა სახელმწიფო საბჭოს განხილვაზე. _ იმპერატორი ალექსანდრე I ეწინააღმდეგება თავისი დერჟავისადმი საქართველოს შემოერთებას. _ რესკრიპტი კნორინგისადმი და მისი გაგზავნა საქართველოში. _ რწმუნებულების მოსვლა ს.-პეტერბურგში და მათი თხოვნები. _ მოვლენები საქართველოში.
თავი XII. კნორინგის აზრი საქართველოს საშინაო და საგარეო მდგომარეობის შესახებ. _ სახელმწიფო საბჭოს 1801 წ. 8 აგვისტოს სხდომა. _ მისი წევრების აზრი საქართველოს რუსეთთან შემოერთების შესახებ. _ მანიფესტი საქართველოს შემოერთების შესახებ. დებულება საქართველოს საშინაო მმართველობის შესახებ.

ნ ა წ ი ლ ი I

მცირე განმარტება

ყველა თანამედროვე აქტში, ქაღალდებსა და საქმეში, რომლებიც ინახება ჩვენს არქივებში, საქართველოს უკანასკნელი მეფე დასახელებულია გიორგი XIII-დ. ეს სახელწოდება შენარჩუნდებულია ყველა ისტორიულ ცნობაშიც ამ პირის შესახებ 1866 წ.-მდე, როდესაც ჩემს მიერ გამოცემულ იქნა წიგნი “ამიერკავკასია 1803-დან 1806 წლამდე”, სადაც მეფე გიორგი ასევე მოხსენიებულია გიორგი XIII-დ.

1866 წლის ბოლოს გამოვიდა “კავკასიის არქეოგრაფიული კომისიის” აქტების პირველი ტომი, რომელმაც, შეიცავს რა აქტებსა და წერილებს, რომლებიც მიეკუთვნება საქართველოს უკანასკნელი მეფის მეფობის ხანას, უწოდა მას გიორგი XII. “საქართველოს მეფე გიორგი XII _ ნათქვამია აქტების შენიშვნაში (იხ. Акты кавказской археографической комисiи, т. I, стр. 93) _ მწერლების მიერ ხშირადაა დასახელებული XIII-დ, მაგრამ შეცდომით, რადგანაც საქართველოს ისტორიაში მოიხსენიება მხოლოდ თორმეტი მეფე ამ სახელით. ეს მოხდა იმისგან, რომ გიორგი XI, შაჰ-ნავაზის ვაჟი, გამეფდა ორჯერ, 1676 და 1703 წლებში”.

კომისიისა და იმ პირთა ამ შენიშვნამ, რომლებიც ახლოს იცნობენ საქართველოს ძველი ისტორიის წვრილმან სკითხებს (подробности), მაიძულა მე მიმეღო საქართველოს უკანასკნელი მეფის სახელად გიორგი XII.

ნ. დუბროვინი [1]

თ ა ვ ი I

მეფის ერეკლე II-ის გარდაცვალება და მისი დაკრძალვა

მდინარე ალაზნის ვაზით გაშენებულ ხეობაში, მის გარემომცველ მრავალ ბაღს შორის დგას ქალაქი თელავი, რომელიც ოდესღაც გახლდათ კახეთის სამეფოს დედაქალაქი. თავად ქალაქი მიმოფენილია თელებით (липы, ტილია) დაფარულ მაღლობზე, როლებისგანაც მიიღო კიდეც თავისი სახელწოდება. ქალაქის თეთრი ეკლესიები კოშკები, შერეულები ხეების ხშირ სიმწვანესთან, მოჩანს შორიდან.

გაივლით რა წინამდებარე ადგილს, რომელსაც სამართლიანად უწოდებენ ვარდების ქუჩას, და რომელიც ასევე განფენილია გორაკზე, და გარემოცულია ბაღებით, თქვენ ახლაც იხილავთ თელავის საკმარისად დიდ ციხესიმაგრეს, რომელიც წინ გამოდის თავისი მრგვალი ბასტიონით. მოედანზე, ციხესიმაგრის შიგნით, აქამომდეც დგას ქვის შენობის უძველესი კედლები, რომელიც ბატონობს ყველა დანარჩენ შენობაზე, ხოლო ისინი კი “მოწიწებით მოშორებულ მანძილზე მიყუჟულან ცხესიმაგრის განაპირა სათოფურებთან”. ეს ციხესიმაგრე მეფისაა, ხოლო თავად შენობა _ კახეთის მეფეთა ყოფილი სასახლე გახლავთ.

სასახლე ოდესღაც შედგებოდა ვრცელი, მდიდრულად მორთული დარბაზისგან შუაგულში, რომელსაც გვერდებზე მიუყვებოდა მცირე მოსასვენებელი სადგომები და გალერეები აზიური გემოვნებით.

1798 წლის 11 იანვარს ამ დარბაზში შეიკრიბნენ ქართველები თავიანთი მეფის ერეკლე II-ის გარდაცვალების დასატირებლად (* ავტორს აქ და ყველგან ქვემოთ უწერია Ираклій II, მაგრამ ჩვენ თარგმანში გამოვიყენეთ საქართველოში დამკვიდრებული სახელი მეფისა, ერეკლე II _ ი. ხ.).

ტფილისის შემდეგ ერეკლეს უსაყვარლესი ადგილსამყოფელი გახლდათ თელავი, რომელთანაც შეერთებული იყო მისი საუკეთესო მოგონებანიცა და ბედნიერი ცხოვრებაც. იყო რა თავიდან კახეთის მეფე, ერეკლემ შეიძინა სამხედრო დიდებაცა და ხალხის სიყვარულიც. დიდი ხნის მანძილზე მთელი ამიერკავკასიისთვის ცნობილი იყო, რომ თელავი გახლავთ კახეთის მრისხანე მეფის რეზიდენცია. ცხოვრობდა რა თელავში, ერეკლემ თავისი ძალაუფლების ქვეშ შეაერთა ორივე სამეფო _ ქართლისა და კახეთისა; აქვე იგი ჩამოვიდა იმისთვისაც, რათა დაესრულებინა თავისი უკანასკნელი დღეები, როდესაც ბედნიერების ვარსკვლავი ჩაქრა და მას ტფილისში აღა-მაჰმად-ხანის შემოჭრის შემდეგ არ გააჩნდა რა ძალები რათა ნაცარ-ტუტად ქცეული ტფილისისთვის ეცქირა და მის მცხოვრებთა მოთქმა-გოდებისთვის მოესმინა, იჩქარა თელავს წასულიყო “სიმყუდროვეში ცხარე ცრემლთა საღვრელად”.

ცოტა სახელმწიფო მოხელე (ჩინოსანი) და მახლობელი იყო ერეკლეს გარშემო მისი სიკვდილის წინა წუთებში, მაგრამ სამაგიეროდ იყო მისი საკუთარი მრავალრიცხოვანი ოჯახი. იგი სიცოცხლეს გამოეთხოვა მაშინ, როცა ამ ოჯახში ხდებოდა დავები და უთანხმოებანი (раздоры и несогласія), რომელთაც არ შეეძლოთ სარგებლობის მოტანა მის მიერ შექმნილი სამეფოსთვის (წერია отечеству)...

მაშინვე მეფის სიკვდილის შემდეგ, თელავში მყოფი მთელი კარისკაცები, სამოქალაქო და სამხედრო ჩინოსნები, შეიკრიბნენ სასახლეში. საწოლის წინ, რომელზედაც ესვენა გარდაცვლილის სხეული, მოაწყვეს ამაღლებული ადგილი ტახტის სახით; დადეს რა მასზე მდიდრულად მორთული დიდი ბალიში, გაშალეს ამ უკანასკნელზე პორფირი. ბალიშის ბარჯვენა მხარეს მოთავსებული იყო ყველა სხვა სამეფო რეგალია, ხოლო მარცხენა მხარეს კი დაქვრივებული დედოფლის სამეფო სამკაულები, მისი მეუღლის ტანსაცმელთან და იარაღთან ერთად.

დაბალ დივნებზე (ტახტებზე) ისხდნენ ჩინოსანთა ცოლები, რომლებიც თავიდან ფეხებამდე გახვეული იყვნენ გრძელ, თეთრ საფარველებში და, იცემდნენ რა მკერდში, ხმამაღლა ტიროდნენ მეფის აღსასრულს. ქალების პირდაპირ, ტახტის მარჯვენა მხარეს, განთავსდნენ სახელმწიფო ჩინოსნები უფროსობისა და ღირსების მიხედვით “მდუმარედ და მწუხარე სახით”. ყველაზე უფრო მაღლა ისხდნენ მეფის მინისტრები, მათ შემდეგ ცერემონიამაისტერები, გადატეხილი კვერთხებით.

ოთახის ფანჯრიდან მოსჩანდა მეფის საყვარელი ცხენი, რომელიც იდგა სასახლის კარებთან, უკუღმა შეკაზმული; ცხენის ახლოს მიწაზე იჯდა მოხელე დაუბურავი თავით.

ასეთი იყო ვითარება ოთახში, სადაც ესვენა მიცვალებული, როდესაც მასში შევიდა დედოფალი, თავისი შვილების, ნათესავებისა და დაახლოებულ პირთა თანხლებით.

მიუახლოვდა რა გადაცვლილს, დედოფალი ეამბორა მას, რამდენიმე წუთს ტიროდა მიცვალებულს, იცემდა მკერდზე, სახეზე და იგლეჯდა თმებს. ხოლო შემდეგ კი მიმართა რა იქ დამსწრეებს, იგი მოთქმით და მტირალი ხმით შესჩიოდა მათ, ქართული ადათ-ჩვეულების მიხედვით, რომ დაკარგა თავისი საყვარელი მეუღლე და თავის შვილებთან ერთად საუკუნოდ ობლად დარჩა.

_ ქვეშევრდომებმა მისი სახით დაკარგეს ჭეშმარიტი მამა, ამბობდა დედოფალი.

ამასვე ამბობდნენ მასთან ერთად მოსულნიც.

გამოვიდა რა ოთახიდან, სადაც იწვა გარდაცვლილი, დედოფალი მივიდა მოხელესთან, რომელიც იჯდა ცხენის მახლობლად, და გაუმეორა მას ზუსტად იგივე, ხოლო შემდეგ კი წავიდა თავის მოსასვენებელში.

აქ, იატაკზე, რომელიც მოფენილი იყო მდიდრული ხალიჩით, იჯდა უბედური ქვრივი ღრმა გლოვაში, გაშლილი თმებით; იგი ტიროდა გაუჩერებლად, იგლეჯდა თმებს, იცემდა გულ-მკერდში და ყველაზე უფრო ნაღვლიანი ხმით ჩამოთვლიდა მიცვალებულის ღირსებებსა და თავის მწარე მდგომარეობას. ქართული ხალხური ადათ-ჩვეულების მიხედვით, მას გარს ერტყა ქალების ჯგუფი (წერია толпа _ ბრბო), რომლებიც ანუგეშებდნენ უბედურს, თუმცა კი მასთან ერთად სტიროდნენ. იქ მყოფნი გამოერკვეოდნენ ხოლმე (отвлекались) დროებით მეფის რომელიმე ნათესავის გამოჩენით, და მის მოსვლასთან ერთად სცენა იცვლებოდა. იგი მიუახლოვდებოდა ქვრივს, მის წინ მუხლებზე დაეცემოდა და, მოიდრეკდა რა თავს, იწყებდა ქვითინს, თანაც ამბობდა: როგორ მეგობრულად ცხოვრობდა იგი გარდაცვლილთან, როგორი ღირსეული ადამიანი იყო გარდაცვლილი და როგორი საშინელი დანაკარგი მოუტანა ყველას მისმა სიკვდილმა.

_ ვინ დავკარგეთ ჩვენ მისი სახით? კითხულობდა შემოსული, მიმართავდა რა იქ მყოფ მტირალ ადამიანებს.

_ განა იგი არ იყო მრისხანე დღეთა შორის ჩვენი ნუგეში და დამხმარე, შიმშილობის დროს ჩვენი გადამრჩენელი, სიხარულის დროს კი სიხარულის მიზეზი?

_ ვაი, ვაი, პასუხობდნენ მტირალი ხმები.

_ განა მისი კეთილი მეუღლე არ იყო ჩვენი მეგობარი და დედა? ხოლო ახლა კი ჩვენ ვხედავთ ჩვენს დედას დაობლებულს!..

წამოძახილები და ცრემლი გახლდათ პასუხი შემოსულის შეკითხვებზე (* «Обрядъ слёзъ», «Закавказскій Вестникъ» 1849 г., № 31).

დაასრულებდა რა თავის გაგრძელებულ იმპროვიზაციას, იგი იწყებდა ქვითინს, და ქვითინებდა მოთქმით უნუგეშოდ. ქვრივ დედოფალთან მჯდომი ქალები აიტაცებდნენ მის მოთქმას და ოთახში ისმოდა სულის შემძვრელი ტირილი ყველანაირი შესაძლო ტონითა და ხმით. ძლივს მოასწრებდა ყოველივე ეს დაწყნარებას, ძლივს მოვიდოდნენ იქ მყოფნი ბუნებრივ მდგომარეობაში, რომ ახალი ნათესავის გამოჩენა კვლავ განაახლებდა უწინდელ სცენას...

ადათის მიხედვით, დაუტირებელი არ უნდა დარჩენილიყო გარდაცვლილის არც ერთი ნივთი: არც ცხენის აღკაზულობა, არც კაბა (სამოსი), არც იარაღი, არც სახლი, თვით სახლის სახურავიც კი, თუკი გარდაცვლილს უყვარდა მასში თავისი მოცალეობის ან დასვენების საათების გატარება.

შავი ჭირი, რომელიც იმ დროს იყო საქართველოში, არ იძლედა საშუალებას, რათა სიკვდილის შემდეგ ორმოცი დღეზე უფრო ადრე სამეფო წესით დაეკრძალათ ერეკლე II მცხეთის ტაძარში, საქართველოს მეფეთა უძველეს საძვალეში. თელავის სასახლიდან გვამი გადასვენებულ იქნა მაცხოვრის ძველ ეკლესიაში, რომელიც ოდესღაც გარშემორტყმული გახლდათ მტკიცე კედლებით. Над престолом этой церкви “ამ დრომდე არსებობს сень _ წერს მოგზაური _ რომლის ქვეშაც ორმოც დღეს ესვენა ამ ტაძარში დიდი მეფის ერეკლეს სხეული” (* «Грузія и Арменія», изд. 1848 г., ч. I, стр. 150).

დაკრძალვის დღეს, ადრეული დილიდან, კუბოს მახლობლობაში იდგა „ტირილი და გოდება“. მთელი სასახლის კარი და სამეფოს უპირველესი პირები ღრმა გლოვაში ჩაფლულნი მონაწილეობდნენ ამ სამწუხარო ცერემონიაში.

სამხედრო პირები მიეახლებოდნენ გარდაცვლილს მედოლეებთან და ფლეიტაზე (სალამურზე _ ი. ხ.) დამკვრელებთან ერთად უკანასკნელად გამოთხოვებისთვის. მათ წინ უძღოდნენ საპარადო მოტირლები “ორ გუნდად”, რომელთაც სათავეში ედგათ სამგლოვიაროდ ჩაცმული ცერემონმაისტერი. არტილერიის უფროსი და სარდლები (მხედართმათავრები) თავდაუბურავად მიეახლებოდნენ მორიგეობით კუბოს. მედოლეები და ფლეიტებზე დამკვრელნი უკრავდნენ ნაღვლიან მარშს და ყრუდ სცემდნენ დოლებზე; დახრიდნენ რა დროშებს და “აღასრულებდნენ რა გლოვას”, ისინი ბრუნდებოდნენ თავიანთ ადგილებზე, რომლებიც მათთვის ცერემონიალში იყო დანიშნული.

პროცესიის გრძელი კორტეჟი მოსჩანდა თელავის ქუჩებში. ყველაზე უფრო წინ იდგა არტილერია, გაშიშვლებული და დაბლა დაშვებული ხმლებით, ხოლო მის უკან გრძლად იყვნენ გაჭიმული დანარჩენი ჯარები. ჯარების უკან იდგა ორი ბერეიტორი (ჯილავდარი), რომლებსაც სადავით ეკავათ ერთნაირად შეკაზმული ორი ცხენი. ბერეიტორებს მხრებზე მოსხმული ჰქონდათ ამოქარგული მოსასხამები (попоны /зимпуши/). ორივე ხელმძღვანელი იდგა ქუდმოხდილად, ხოლო ცხენებიდან კი ერთზე გადაკიდებული იყო გარდაცვლილის იარაღი, მეორეზე მისი აბჯარი.

დანარჩენ პროცესიას შეადგენდნენ: საჭურველმტვირთველები (ჯაბადარები) მშვილდებით, ისრებით, კაპარჭებითა და შუბებით; შვეიცარები (ხელჯოხიანები) გადატეხილი კვერთხებით; ხაზინადარები (ნაზირები); საჯარისო მწერლები (ლაშქარ-ნავისები); ხაზინის მცველები (მოლარეთ უხუცესები) სინებით ხელში, რომლებზედაც ელაგა ხაზინის საცავთა გასაღებები; სტატს-მდივნები (მდივნები) სამელნეებითა და გადატეხილი კალმებით ხელში. განლაგებული იყვნენ რა მარჯვნივ და მარცხნივ გზის ორივე მხარეს, ისინი, ხალხური ჩვეულების მიხედვით, იდგნენ დაუბურავი თავითა და გაღეღილი მკერდით, მწუხარე განწყობითა და “ცრემლით სავსე თვალებით” (* «Кавказъ» 1852 г., № 31. «Церемоніялъ погребенія тела Ираклія»).

თუკი უფრო ახლოს მივიდოდით ეკლესიასთან ჩვენ დავინახავდით მეფის მრჩევლებსა (მდივანბეგებსა) და მოსამართლეებს (მსაჯულებს), ქართლელებს მარჯვენა მხარეზე და კახელებს მარცხენაზე. მათ წინ შორიახლოს იდგა პირველი მწერალი, რომელსაც ეჭირა ვერცხლის სინი ფარჩის ბალიშით, რომელზედაც იდო კანონის წიგნი. კიდევ უფრო ახლოს მიხვიდოდით ეკლესიასთან, და თქვენ შეხვდებოდით ჰოფმარშალებს (მანდატურთ-უხუცესებს ანუ ეშიკ-აღას-ბაშებს, წერია еши-кагабаши) მარჯვნივ, ხოლო საიდუმლო საბჭოს ჰოფმარშალებს (халватъ ханскіе ешикагабаши) მარცხნივ, რომელთაც ხელთ ეპყრათ “გადატეხილი კვერთხები და თავაც მწარედ სტიროდნენ”.

შემდეგ მგალობელთა ორი გუნდი: მარჯვნივ მეფისა, მარცხნივ პატრიარქისა, ხოლო მათ უკან კი სასულიერო წოდება, სრულიად საქართველოს კათოლიკოსით სათავეში.

სამგლოვიარო ოთხთვალას წინ უძღოდა: სამეფო გვირგვინი და ხმალი ბალიშსა და ვერცხლის სინზე, სახელმწიფო ღერბი ფარჩით დაფარულ ვერცხლის სინზე; წმ. მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ორდენი ვარსკვლავით; სკიპტრა და დერჟავა (სამპყრობელო _ ი. ხ.), ხატები, დროშები და ჯვარი, რომლითაც საქართველოს მეფეს ჩვეულებრივ “წინ მიუძღვებოდნენ დაგვირგვინების /კორონაციის/ ან ჯვრისწერის დროს”.

თავად ეკლესიასთან იდგა კატაფალკი, გარშემოკრული ძვირფასი ფარჩით, რომელზედაც ოთხივე მხარეს მიკერებული იყო ორთავიანი არწივების გამოსახულებანი. კატაფალკის თავზე მოწყობილი იყო ბალდახინი ანუ ჩარდახი (сень) ძვირფასი შტოფისგან, ოქროქსოვილის თორმეტი ფუნჯით ასეთივე ქსოვილის სქელ ზონრებზე: თითოეულ კუთხეში სამ-სამი ფუნჯი. ბალდახინის ბოძები მორთული იყო “ფიგურულად, ზევით და ქვევით მათზე შემოხვეული ჰქონდათ ერთნაირი ძვირფასი ფარჩა, შუა ნაწილში კი სხვა ფერის შტოფი, განსხვავებისთვის”.

როდესაც პროცესია მზად იყო, სასახლის კარის მცხეთის დეკანოზი, საპარადო მოტირლებისა და ცერემონმაისტერის თანხლებით, გაემართა დედოფლის ოთახებისკენ. დიდებულთა ცოლებით გარშემორტყმული დარეჯან დედოფალი შევიდა ეკლესიაში, და იმ დროს, როცა იგი ეთხოვებოდა ქმარს, მასთან მყოფი დიდებულთა ცოლები ტიროდნენ და გლოვობდნენ “მწარე ცრემლებით”. სწორედ ასევე უახლოვდებოდნენ და ემშვიდობებოდნენ მეფეს მისი ძენი, თავადაზნაურთა თანხლებით, ასულები კი _ თავადაზნაურთა ცოლებისა და ასულების თანხლებით.

გამოთხოვების წესის დასრულების შემდეგ, ზარების რეკვის ხმა გაისმა თელავის ეკლესიებში, ასევე ქვემეხებიდან გასროლების ხმაც, და ქართლისა და კახეთის თავადებმა გამოიტანეს კუბო, დაასვენეს იგი კატაფალკზე, კუბოს გვერდებზე დაამაგრეს ორი სამეფო დროშა, და პროცესია დაიძრა გზით მცხეთისკენ.

მცხეთაში პატივცემული ქართველი მეფის გვამს დახვდა იქაური სასულიერო წოდება, სამგლოვიარო შესამოსლებით, რომლებმაც მეფის კუბო დაასვენეს ტაძარში. მცხეთის ტაძრის კედლები შიგნიდან დაფარული იყო შავი მატერიით, გუმბათზე წითელი ჯვრით, რაც ნიშნავდა ხალხის მომავალ ნუგეშს ახალი მეფის სახით.

“გარდაცვლილის დამარხვის შემდეგ, _ ამბობს ვახუშტი _ მოხსენიება და საეკლესიო სამსახური მასში გრძელდებოდა ორმოც დღეს. მთელი სასახლის კარი და სხვა ჩინოსნები ერთი წლის განავლობაში თავს იკავებდნენ ყველაზე უფრო მცირე გართობებისგანაც კი, უშვებდნენ წვერს, ხოლო ბევრი ამ დროის მანძილზე ხორციან საჭმელსაც არ მიირთმევდა” (* “ისტორია” ვახუშტისა. იხ. ასევე «Кавказъ» 1849 г., № 6, стр. 24).

მეფის ძენი და ასულები ერეკლეს გვამს მიაცილებდნენ თვით მცხეთამდეც. თელავში დარჩა მხოლოდ მეუღლე გარდაცვლილისა, დარეჯან დედოფალი, თავის თანამოაზრეებთან ერთად, თავიანთი ძალაუფლებისმოყვარული ჩანაფიქრების სისრულეში მოსაყვანად.

გაიარა ერეკლე II-ის მეფობის 52-მა წელმა. მოხუცებულმა გვირგვინოსანმა თავისი დღეები დაასრულა სასიკვდილო სარეცელზე ხალხის ტირილისა და კვნესის გარემოში, რომლებიც სტიროდნენ თავიანთი სახლების ნანგრევებში, „თავიანთი შვილების, ცოლების, ქმრებისა და მამების გვამებზე“.

ერეკლე II მოკვდა მაშინ, როდესაც საქართველო კვნესოდა აღა-მაჰმად-ხანის უკანასკნელი შემოსევისა და სამეფო ოჯახში დაწყებული დავებისგან. ქვეყანას ძალზედ სჭირდებოდა ის, რომ მის სათავეში მდგარიყო ადამიანი ენერგიული და ისეთი ძლიერი ხასიათის მქონე, როგორიც გააჩნდა საქართველოს თავად გარდაცვლილ მეფეს...

თავი II

აღა-მაჰმად-ხანის შემოსევა საქართველოში. _ ტფილისისა და მისი შემოგარენის დარბევა. _ ერეკლეს თხოვნა რუსეთისადმი დახმარების შესახებ. _ აღა-მაჰმად-ხანი შუშაში. _ მისი მოკვლა. _ იმპერატორ პავლეს ურთიერთობა და მოლაპარაკებები საქართველოს მეფესთან.

1795 წელს, ველებისა და მთაგორიანი ადგილების გზებზე, ყარაბაღიდან, ნახჭევნიდან, ერევნიდან და სხვა ადგილებიდან საქართველოსკენ უზარმაზარ ბრბოებად დაიძრნენ ამ ოლქების მცხოვრებნი, როგორც ქრისტიანული, ისე მაჰმადიანური აღმსარებლობისა. მათ გაიგეს, რომ სპარსეთის შაჰი აღა-მაჰმად-ხანი, „მათი ხელმწიფე, ომით მოდის ერევანზე“.

ცდილობდნენ რა თავიდან აეცილებინათ ძალადობანი და ძარცვა-რბევა, რაც შეუღლებული გახლდათ თითოეულ მსგავს შემოჭრასთან, ისინი გამოიქცნენ მთელი თავიანთი ქონებითა და საქონლით საქართველოს ფარგლებში, იმედოვნებდნენ რა, რომ აქ ექნებოდათ მშვიდი სადგომი, და დარწმნებული იყვნენ, რომ შაჰი ვერ მოერევა საქართველოს მეფეს.

გადმოსახლებულები შეცდნენ თავიანთ ვარაუდებში.

გაიწელენ რა გრძელ მწკრივებად, უპირატესად მდ. მტკვრის ხეობის გაყოლებაზე, გამოქცეულები მშობლიური ქალაქებიდან და სოფლებიდან, თავიანთი მოგზაურობის სულ დასაწყისიდანვე წააწყდნენ სურსათის უკმარისობას. დახარჯეს რა პურის შესაძენად მთელი თავიანთი სახსრები, გადმოსახებულებს, საქართველოში მოსვლის შემდეგ, უნდა განეცადათ კიდევ უფრო მეტი გასაჭირი და ყველაფრისთვის ძვირი საფასური გადაეხადათ. სამი გირვანქა პურისთვის ისინი იძლეოდნენ ცხვარს, ლიტრა პურისთვის (10 გირვანქა) _ ცხენს; ბოლოს კი უხდებოდათ თავიანთი უკანასკნელი სამოსის გაყიდვაც. მათი უბედურებები ამით არ დასრულებულა. „ქართველებმა რაც ვერ დაათმობინეს, ძალით წაართვეს მათ და ძალზე ბევრი მათგანი სავსებით გაძარცვეს, ე. ი. პერანგებიც კი გახადეს და შიშვლები დატოვეს. ასეთი უბედურებებით სასოწარკვეთილებამდე მიყვანილები, შიმშილით დატანჯულები და შიშვლები, ისინი მონებად უდგებოდნენ იქაურ მდიდარ ქართველებს, ოღონდ კი თავი დაეღწიათ შიმშილით სიკვდილისგან. ბევრი მათგანი, მომკვდარი ასეთი უბედურებისგან, დაუმარხავი ეყარა მინდვრებში, ვინაიდან ამ ჩამოსულებს არ ჰქონდათ ბარები, რათა მიწაში დაემარხათ თავიანთი მომკვდარი თანამოძმეები“ (* Артемій Араратскій, изд. 1813 г., ч. I, стр. 282).....

მაინც რამ აიძულა ისინი დაეტოვებინათ თავიანთი სამშობლო და განეცადათ ასეთი გაჭირვებანი? მრისხანე შაჰის აღა-აჰმად-ხანის მოახლოებამ, რომელიც მთელ სპარსეთში ცნობილი გახლდათ თავისი სისასტიკეებით.

დაბალი ტანისა და მშრალი აგებულების აღა-მაჰმად-ხანი შორიდან მოჩანდა 14 ან 15 წლის ყმაწვილად, დანაოჭებული და უწვერ-ულვაშო სახე მას აქცევდა მოხუცი, სხეულით მოშვებული ქალის მსგავსად, ხოლო სახის ნაკვთების გამოხატულება კი, რომლებიც არასდროს არ იყო სასიამოვნო, მას საშინელ შესახედაობას აძლევდა უკმაყოფილების ან მრისხანების დროს, რაც მეტად ხშირად ხდებოდა.

სიძულვილი და სისხლიანი გაბოროტება ელავდა მის ღრმად ჩამჯდარ თვალებში, რომლებიც, შინაგანი მღელვარებისას, თითქოსდა ივსებოდა სისხლისფერი ციციმით. აღა-მაჰმად-ხანის გამჭოლავი მზერა ძრწოლას გვრიდა მათ, ვისაც იგი უყურებდა, ხოლო შაჰის თხელი და მუდმივად მოკუმული ტუჩების ზიზღნარევი ღიმილი გამოხატავდა სრულ და ღრმა ზიზღს ყოველივეს მიმართ, რაც ან ვინც მის გარშემო იყო.

„მაღალი მახვილბოლოიანი ქუდი, შავი კრაველისგან, ფარავდა მის გადაპარსულ თავს, აძლევდა რა მკვდრის შესახედაობას გაყვითლებულ, უწვერულვაშო და დანაოჭებულ სახეს, რომელიც მოწობდა იმ ბუნებრიობის საწინააღმდეგო დასახიჩრების შესახებ, რომელიც, აღსრულებულ იქნა ოდესღაც მასზე ბავშვობაში, და რომელმაც გადააქცია იგი მთელი კაცობრიობის მოძულედ მოწიფულობის ასაკში. სხეულით დასახიჩრებული შაჰი გადაიქცა ზნეობრივ მტარვალად... აღა-მაჰმადის დასახიჩრებაში დამნაშავე ნადირ-შაჰის ძვლები მან ჩაამარხინა თავის ჰარამხანაში მიმავალი დერეფნის იატაკის ფილების ქვეშ, რათა შესაძლებლობა ჰქონოდა ყოველდღე ფეხით ეთელა მისთვის საძულველი ნაშთები; სწორედ ასევე სურდა მას ერთ აკლდამაში დაეწვინა ადამიანთა მთელი მოდგმა, რათა მთელი კაცობრიობა ზიზღით ფეხით ეთელა“ (* «Зурна», 1855 г., стр. 259. Романовскаго «Кавказъ и кавказская война», стр. 75. “ნაშთები, რომლებსაც მე ფეხით ვთელავ _ ამბობდა ხოლმე შაჰი _ მნიშვნელოვნად მიმსუბუქებს ჩემი გულის ჭრილობებს”, იხ. «Кавказъ» 1855 г., № 101, стр. 405)....

გაბატონებულ ვნებას მის დამჭკნარ სულში წარმოადგენდა ძალაუფლებისმოყვარეობა, მეორე იყო _ სიძუნწე, მესამე _ შურისმაძიებლობა. ყველა მათგანს იგი ეძლეოდა უკიდურესი ხარისხით, განსაკუთრებით კი უკანასკნელს. აღა-მაჰმად-ხანი გამოირჩეოდა თავისი სისასტიკით სპარსეთის ყველა უწინდელი ხელისუფლისგან. პატიების, წყალობისა და კაცთმოყვარების სიტყვები არასოდეს არ ამოდიოდა საჭურისი მბრძანებლის ბაგეთაგან, რომელიც უკვე დიდი ხანი იყო შესჩვეოდა სიძულვილის, ბოროტებისა და დაუთვალავი სიკვდილით დასჯების გამოხატვას.

სპარსეთის თითქმის ყველა შაჰი გახლდათ ღვთისმოსავი, ანდა, სულ მცირე, გარეგნულად მაინც იცავდა თავისი რჯულის წესებს, რაც აუცილებელი იყო ხელისუფლების შენარჩუნებისთვის. ზნეობის წესები არ იყო ცნობილი შაჰებისთვის. სულ ადრეული წლებიდანვე თითოეულ მათგანს ნებას აძლევდნენ ესარგებლათ ყველაზე უფრო უხეში გრძნობისმიერი სიამოვნებებით (ტკბობით), და ამ ტკბობისადმი მიყოლას ისინი თვლიდნენ განსაკუთრებულ უპირატესობად, რომელიც მხოლოს მათ წოდებას ეკუთვნოდა.
სპარსეთის შაჰი არ აღიარებს სხვა მოვალეობას, თუ არა კანონის (რჯულის) წესების შესრულებას. კაცთმოყვარებას, დიდსულოვნებასა და სამართლიანობას იგი თვლის სათნოებათა რიცხვში, მაგრამ არ უწოდებს მათ სამეფო მოვალეობებს. იგი ეძლევა ფუფუნებას, რომელიც მის გარშემოა, უსმენს პირფერ ადამიანებს და ძირს ეცემა ჯარის უფროსის წინაშე, ქანცგაწყვეტილი ზარმაცი და მანკიერი ცხოვრებით.

შაჰი მიეჩვია, რომ მის თითოეულ მზერას უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ, და ამიტომ თითოეული მათგანი რამდენადაც მოუთმენელია თავისი სურვილების შესრულებაში, იმდენადვე გულგრილია მისდამი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი სამსახურის გაწევის მიმართ.

სპარსეთის ისტორია გვიჩვენებს, რომ შაჰები თავისთან დაახლოებულ ადამიანებს ყოველთვის ირჩევდნენ ყველაზე უფრო დაბალი წოდებიდან. „თვითმპყრობელის სიამაყე არასოდეს არ გრძნობს უფრო მეტ ნუგეშს, როგორც იმ ადამიანთა დანახვისას, რომლებიც დავალებული არიან მისი წყალობებისგან, და რომელთა განადგურებაც მას შეუძლია ასევე ერთი ამოსუნთქვით“. სამაგიეროდ სპარსეთში იშვიათობა არ არის, რომ იგივე პირები დაბალი წოდებიდან სწრაფად ადიოდნენ მაღლა და, მოაკვდინებდნენ რა თავიანთ მბრძანებელს, ითვისებდნენ მის ძალაუფლებას.

ზუსტად ასევე მოხდა აღა-მაჰმად-ხანთანაც. ნადირ-შაჰის საჭურისი, იგი მისი სიკვდილის შემდეგ იქცა შაჰად და შედგომში, როგორც ვნახავთ, თავადაც მოკლულ იქნა თავისი საყვარელი მსახურის მიერ.

დასახიჩრებულმა სიცოცხლის მეექვსე წელში, სპარსეთის მომავალმა ხელისუფალმა, დაკარგა რა უნარი იმ სიტკბოებათა შეგრძნებისა, რომლებიც აღმოსავლეთში ყოველთვის ფიტავდნენ ადამიანის სულსა და სხეულს, საკუთარი თავისთვის დაიწყო სხვა საკვების ძიება. სულ მცირეწლოვანებიდანვე მას დაეუფლა პატივმოყვარეობა და აზრი განდიდების შესახებ, რომელსაც იგი მისდევდა მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე იშვიათი მუდმივობითა და ამოუწურავი მისწრაფებით.

ტანით ხმელმა, აღა-მაჰმად-ხანმა საკუთარი თავია მიაჩვია თავშეკავებასა და ქმედით ცხოვრებას. თვრამეტი წლისა იგი უკვე აწარმოებდა ომს სპარსეთის ტახტისკენ მიმავალ გზაზე.

იღბალმა, რომელმაც მორიგეობით აამაღლა ნადირ-შაჰი და ქერიმ-ხანი სპარსეთის ხელისუფლის ხარისხამდე, დაასუსტა ის რელიგიური პატივისცემა სამეფო სახლისადმი, რომელიც ასე ძლიერად იცავდა სპარსეთის სუსტ მმართველებს სეფევიდთა სახლიდან (წერია из дому Софи). თითოეული, რომელიც წინამძღვრობდა რამდენიმე ადამიანს, ფიქრობდა და იმედოვნებდა ტახტამდე მიღწევასაც. ხელმწიფის ღირსება ისე ხშირად ხდებოდა მიტაცებული, რომ უკვე ვეღარ უნერგავდა ხალხს მისდამი პატივისცემას. აღა-მაჰმად-ხანი ტახტისკენ მიმავალ გზაზე იდგა მაშინ, როდესაც სპარსეთში ბატონობდა სრული ანარქია.

ჯარისკაცები, რომლებიც მიეჩვიენ ამბოხებებსა და ძარცვებს, ჯანყდებოდნენ ყველანაირი ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელსაც შეეძლო ისინი დაეშინებია უკანონო შემოსავლის წართმევის საშიშროებით. ქალაქები და სოფლები ისე ხშირად განიცდიდნენ ძარცვებს, რომ მცხოვრებნი, ტოვებდნენ რა სახლებს, ვერ პოულობდნენ საზრდელის შოვნის სხვა გზებს, თუ არა ურთიერთ ძარცვას; სხვები ნებაყოფლობით გარბოდნენ ტოვებდნენ რა დასატაცებლად საკუთარ ქონებას. გზები სავსე იყო ყაჩაღებით, რომლებიც ძარცვავდნენ საქონლით დატვირთულ ქარავნებს, და ამიტომ ვაჭრობა მნიშვნელოვნად დაეცა.

სახელმწიფოს სისუსტე, გაბედული და ენერგიული ადამიანების უკმარისობა ხელს უწყობდა აღა-მაჰმად-ხანის აღზევებასა და ტახტზე მის დამკვიდრებას. მსხვერპლად შეწირა რა ღვიძლი ძმები და ნათესავები, რომელთაგან ერთნი მოაკვდინა, სხვები კი დაასახიჩრა, აღა-მაჰმად-ხანმა მოახერხა არა მხოლოდ ძალაუფლების თავის ხელში მიტაცება, არამედ ფიქრობდა მის გავრცელებასაც მომიჯნავე ხანებზე და დამკვიდრებას სპარსელთა უძველესი სამფლობელოს მთელ სივრცეზე.

დარჩა რა გამარჯვებული თავის საშინაო მტრებზე და ჰქონდა რა განზრახვა გამხდარიყო სპარსეთის შაჰი, აღა-მაჰმად-ხან ისპაჰანელი გადავიდა თეირანში, სადაც დაიწყო თავისი ჯარების შეგროვება. შეკრების მთავარ პუნქტად დანიშნულ იქნა არდევილი, სადაც აწყობდნენ ასევე პროვიანტის (სურსათის) საწყობსაც; სხვა სასაწყობე ადგილად მითითებულ იქნა თავრიზი.

შეკრიბა რა ჯარი, აღა-მაჰმად-ხანმა ამის კვალდაკვალ გამოაცხადა საკუთარი თავი მთელი სპარსეთის შაჰად და განაცხადა თავისი პრეტენზიები ერევანსა და განჯაზე, რომელთა ხანებიც მანამდე ორმოცი წლის მანძილზე საკუთარ თავზე და საკუთარ ხალხებზე აღიარებდნენ საქართველოს მეფის ძალაუფლებას (* ერეკლე II-ის წერილი თავად გარსევან ჭავჭავაძისადმი 1795 წ. 29 აგვისტოს. Архивъ главнаго штаба въ С.-Петербурге). იგი მოითხოვდა ხანების მორჩილებას, იმუქრებოდა რა, მათი წინააღმდეგობის შემთხვევაში, მათი ოლქების (რუს. области) გაძარცვასა და მცხოვრებთა ამოხოცვას.

ერევნის ხანი ციხესიმაგრეში იკეთებდა სურსათისა და საბრძოლო მარაგებს მეტად ხანგრძლივი დროისთვის, სახელდობრ შვიდი წლისთვის. ქალაქისა და ციხესიმაგრის ძირძველი მოსახლეობის გარდა, მან იქ შეკრიბა 7000-იანი ჯარი: 4000 სპარსელი და 3000 სომეხი. თითოეულ სპარსელს ნება მისცეს, ციხესიმაგრეში სივიწროვის თავიდან ასაცილებლად, თან მოეყვანა მხოლოდ ერთი ცოლი, დატოვებდნენ რა შვილებს სოფლებში, ნათესავებისა და ახლობლების მზრუნველობის ქვეშ.

თავდაცვისა და დაცვის ასეთი სისტემა არ შეიძლებოდა ყოფილიყო ხანგრძლივი. დატოვეს რა მთელი თავიანთი ქონება და ოჯახები სოფლებში, რომლებიც არაფრით არ იყო დაცული მოწინააღმდეგისგან, და კარგავდნენ რა ყველაფერს მათ დარბევასთან ერთად, შეეძლოთ კი გარნიზონის ჯარისკაცებს შეუპოვრად და დიდხანს დაეცვათ ციხესიმაგრე მოწინაღმდეგის შემოტევებისგან? პირველივე ცნობის მიღებისას მოწინააღმდეგის შემოჭრის ან მისი მოძრაობის თაობაზე იმ სოფლების მახლობლობაში, სადაც დატოვებული ჰქონდათ ოჯახები, სპარსულ ციხესიმაგრეთა გარნიზონები გაიფანტებოდნენ ხოლმე და ციხესიმაგრის დასაცავად რჩებოდა მხოლოდ ნახევარი, ხოლო ზოგჯერ კი უფრო ნაკლებიც...

აღა-მაჰმად-ხანის ელჩები დაგზავნილ იქნენ სხვადასხვა სპარსელ ხანებთან, რომლებიც მას ჯერ კიდევ არ ემორჩილებოდნენ. სპარსეთის ახალი მბრძანებელი მოითხოვდა ამანათებს (მძევლებს) შუშელი იბრაჰიმ-ხანისგან; მაგრამ მან უარი უთხრა აღა-მაჰმადს და არ აღიარებდა მას შაჰად. შაქისა და შამახიის ხანები, იყვნენ რა შუშის ხანზე უფრო სუსტები და ეშინოდათ სასჯელისა, იხრებოდნენ აღა-მაჰმად-ხანის მოთხოვნებისკენ. დარუბანდელმა შიჰ-ალი-ხანმა, რომელც მანამდე ეძიებდა რუსეთის მფარველობას, ელჩი მიიღო “პატივისცემით”. უკან კი იგი საჩუქრებით გაუშვა, შიჰ-ალიმ თავად გაგზავნა თავისი დესპანი აღა-მაჰმად-ხანთან და, თავი აარიდა რა ჩვენს მფარველობას, თანხმდებოდა სპარსეთის მბრძანებლის მოთხოვნებზე, რომელიც მას დაპირდა მთელი შირვანის ნაიბის წოდებას (* Журналъ всеподданнейшаго донесенія императрице графа Гудовича за 1795 г. Георгіевскій военный архивъ).

ბაქოელმა ჰუსეინ-ყული-ხანმა თავისი დესპანი გამოუგზავნა გრაფ გუდოვიჩს და ეკითხებოდა: შეუძლია თუ არა მას ჰქონდეს რუსული ფლოტის დახმარების იმედი აღა-მაჰმად-ხანის ბაქოზე თავდასხმის შემთხვევაში. მთავარსარდალმა თავი აარიდა ხანისთვის პირდაპირი პასუხის მიცემას (* იქვე).

თალიშელი მუსტაფა-ხანი, უახლოესი მეზობელი კუნძულ საროსი, რომელიც ჩვენს მიერ იყო დაკავებული კასპიის ზღვაზე ვაჭრობის უზრუნველსაყოფად, აღა-მაჰმად-ხანის ყველა მოთხოვნაზე პასუხობდა უარით.

მოვიდა რა კუნძულ საროზე, მუსტაფა გვთხოვდა რუსეთის ქვეშევრდომობაში მის მიღებას და შეგვატყობინა, რომ აღა-მაჰმდ-ხანს აქვს არაკეთილმოსურნე შეხედულებები (გეგმები) ჩვენს წინააღმდეგ; რომ მან საშინელი წამებით ამოწყვიტა გილანის პროვინიის რამდენიმე მოხელე იმისთვის, რომ მათ ენზელში არ მიიტაცეს რუსული გემი.

ცნობებმა სპარსეთის მბრძანებლის განზრახვების შესახებ აიძულეს გრაფი გუდოვიჩი მიექცია ამაზე ყურადღება და მიეღო ზოები. სპარსეთის ნაპირებთან იმ დროს იმყოფებოდა ჩვენი ოთხი სამხედრო გემი; მათგან ორი იფარავდა კუნძულ საროს. თუმცა კი ეს გემები საკმარისი იყო კიდეც იმდენად, რომ აღა-მაჰმად-ხანს, ზღვის მხრიდან ვერაფერი ეღონა ჩვენს წინააღმდეგ, მაგრამ გრაფმა გუდოვიჩმა უბრძანა, ყოველ შემთხვევისთვის, მოემზადებინათ ზღვაში გასასვლელად კიდევ ერთი ხომალდი და საერთოდ ყველა გემს თვალყური ედევნებია სპარსელების საქციელისა და მოძრაობებისთვის (* Рапортъ графа Гудовича императрице 7-го мая 1795 г. Архивъ главнаго штаба въ С.-Петербурге).

მალევე მიღებულ იქნა ცნობა, რომ აღა-მაჰმად-ხანმა თალიშის ხანის წინააღმდეგ დაძრა თავისი ჯარები, დაარბია რამდენიე სოფელი და ტყვედ წაიყვანა ბევრი ქალი. კასპიის ზღვის ნაპირის გაყოლებაზე სპარსელების მოძრაობასთან ერთდროულად, თალიშის ხანის სამფლობელოში, გამოგზავნილ იქნა 60-მდე კირჟიმი (დიდი ნავი) ჯარებით, რომლებმაც, გაჩერდნენ რა კუნძულ საროს პირდაპირ, დაიწყეს გადასხმა თალიშის ნაპირზე. მათ წინააღმდეგ გაგზავნილმა ჩვენმა პაკეტბოტმა აიძულა სპარსელები დაჩქარებით წასულიყვნენ გილანში, მდინარე ლენქორანის შესართავთან. სპარსელებმა მაშინვე გამოგზავნეს განცხადება, რომ მათ არ გააჩნიათ არანაირი განზრახვები რუსეთის წინააღმდეგ, არამედ გაგზავნილი იყვნენ თალიშის ხანის დასასჯელად.

ამრიგად, აღა-მაჰმად-ხანის მოთხოვნები შეუსრულებელი დარჩა. დაბრუნებულმა დესპანებმა თავიანთ მბრძანებელს მიუტანეს უმეტესწილად არადამაკმაყოფილებელი პასუხები და ცნობები იმის შესახებ, რომ ხანები, რომელთა მორჩილებასაც იგი მოითხოვდა, არ აღიარებენ მას შაჰად და გადაწყვეტილი აქვთ წინააღმდეგობა გაუწიონ მას უკიდურეს შესაძლებლობამდე. ამიტომ რჩებოდა ძალით მიეღწია იმისთვის, რისი მიღებაც ნებაყოფლობით შეუძლებელი იყო.

თავისი ჯარები აღა-მაჰმად-ხანმა გაყო სამ ნაწილად: ერთი გაგზავნა საქართველოს “უკანა მხარეს” ერევანზე (წერია: «сзади» Грузии, на Эриванъ), მეორე მუღანის ველზე, რომლის მახლობლადაც მდ. მტკვარი, საქართველოს ერთერთი საუკეთესო მდინარეთაგანი, უერთდება არაქსს, და სადაც ჩვეულებრივ უწინდელ დროში სპარსეთის შაჰები ღებულობდნენ შაჰის ღირსებას. დაიმორჩილებდნენ რა აქ შამახიის, შაქის, შუშისა და თალიშის ხანებს, ისინი, ყარაბაღის გამოვლით თავს უნდა დასხმოდნენ საქართველოს.

თავად შაჰი კი, მესამე რაზმით, დაიძრა შუშელი იბრაჰიმ-ხანის წინააღმდეგ, როგორც იმის გამო, რომ მან უარი თქვა ეღიარებინა იგი შაჰად, ასევე საქართველოს მეფესთან მისი კავშირის გამოც.

სპარსეთში სეფიანთა სამეფო დინასტიის ამოწყვეტამდე საქართველო იყო შაჰის ძალაუფლების ქვეშ. სპარსეთის ხელისუფალს უფლება ჰქონდა დაედგინა საქართველოს მეფედ, თავისი ნების-და მიხედვით, ვინმე ბაგრატიონთა სახლიდან. საქართველოს მეფე და თავადები ყოველწლიურად ღებულობდნენ კარგ გასამრჯელოს შაჰისგან, ჰქონდათ მათთვის ნაწყალობევი მამულები სპარსეთში, რომელთა შემოსავლებიც ყოველწლიურად მოჰქონდათ საქართველოში, და ამაზე ზევით ყოველ წელს საქართველოს მეფე და თავადები შაჰისგან ღებულობდნენ საჩუქრებს. ამის სანაცვლოდ საქართველოს მეფე ვალდებული იყო ეძლია ერთხელ შვიდი წლის განმავლობაში, შვიდი ბიჭი და გოგონა. მეზობელი ხალხების შემოჭრისგან საქართველოს დასაცავად ტფილისის ციხესიმაგრეში იმყოფებოდნენ სპარსული ჯარები.

თურქებმა განდევნეს სპარსელები საქართველოდან და შემოიღეს მასში ახალი წესები, რომლებიც იხრებოდა იქითკენ, რომ საქართველო მოექციათ მაჰმადიანობაში.

ნადირ-შაჰმა, განდევნა რა თურქები საქართველოდან, აღადგინა საქართველოს უწინდელი დამოკიდებულება სპარსეთზე და იქ მეფედ დაადგინა თავიდან ალექსანდრე ბაგრატიონი, ხოლო ის შემდეგ კი ქართლის სამეფო მისცა მის ბიძას თეიმურაზს, კახეთისა კი თეიმურაზის ვაჟს ერეკლეს. პირველმა, შაჰის ნებართვით, გვირგვინი დაიდგა მცხეთაში. შემდგომში ერეკლემ თავისი დერჟავის ქვეშ შეაერთა ორივე სამეფო და, სარგებლობა რა თავად სპარსეთში მომხდარი არეულობებით, განთავისუფლდა შაჰების ძალაუფლებისგან.

აღა-მაჰმად-ხანს სურდა კვლავ დაუფლებოდა საქართველოს და საბაბად ამისთვის აირჩია საქართველოს მეფის კავშირი შუშელ იბრაჰიმ-ხანთან, რომლის წინააღმდეგაც გაგზავნა მან თავისი ჯარები.

იბრაჰიმ-ხანმა, რომელიც შეუერთდა ალექსადრე ბატონიშვილის, ერეკლეს ძის მეთაურობით (მის დასახმარებლად მოსულ) ქართველებს, თუმცა კი მოიგერია სპარსელები და პირველ ხანებში მათი გაყრაც კი მოახერხა თავისი სამფლობელოდან (* Рапортъ Гудовича императрице 2-го августа 1795 г. Георг. воен. архивъ), მაგრამ მას არ შეეძლო წინააღმდეგობა გაეწია მათი მნიშვნელოვანი ძალებისთვის, რომლებმაც ალყა შემოარტყეს შუშის ციხესიმაგრეს.

დაიძრა რა თავად შუშისკენ, აღა-მაჰმად-ხანმა თავისი ძმები, ალი-ყული-ხანი და ჯაფარ-ყული-ხანი ჯარებით გაგზავნა ერევანზე. ალი-ყული-ხანმა ხელთ იგდო სომეხთა პატრიარქი და მოითხოვდა მისგან 80.000 მანეთს გამოსასყიდსა და 8 გირვანქა ოქროს (* ერეკლე II-ის წერილი თავად ჭავჭავაძისადმი 1795 წ. 29 აგვისტოს. Архивъ главн. штаба въ С.-Петербурге).

თავად აღა-მაჰმად-ხანის მოქმედებები შუშასთან ვერ დაგვირგვინდა წარმატებით. არცთუ დიდი პარტიებით მუდმივი თავდასხმებით შუშელები აწუხებდნენ სპარსეთის ჯარებს, იტაცებდნენ მათ საქონელს, და ამით მნიშვნელოვან ზარალს აყენებდნენ მოწინააღმდეგეს. თავად შუშის ციხესიმაგრის მდებარეობაც არცთუ ცოტა სიძნელეებს უქმნიდა მისი დაუფლების მოსურნეს.

მაღლა, ღრუბლებამდე აღიმართება გრანიტით ნაგები შუშის ციხესიმაგრე, რომელიც აშენებულია ციცაბოდ აღმართულ მთებსა და კლდეებს შორის, რომლებიც ქმნიან მხოლოდ ერთ ვიწრო გასასვლელს. “შვეული კლდის წვერიდან მზერა იშლება შორს სამხრეთისკენ, ტყიანი მთებისა და მზიანი ველების გავლით, თვით არაქსის ვერცხლისფერ ნაკადებამდე და ყარადაღის მუქ გრეხილამდე. ჩრდილოეთისკენ ელვარებენ უზარმაზარი მთების თოვლიან-ყინულიანი მწვერვალები, მონიშნავენ რა მადლიანი საქართველოს ფარგლებს”.

ვერ ხედავდა რა შესაძლებლობას შუშის ციხესიმაგრის დასაუფლებლად, აღა-მაჰმად-ხანმა უკან დაიხია ადგილთან ხათუნ-არხი, სადაც განლაგდა კიდეც (* იქვე). აქედან იგი ფიქრობდა დაძრულიყო საქართველოზე და უფრო მეტი წარატებისთვის აგულიანებდა ჭარ-ბელაქნელებს ემოქმედათ მასთან შეთანხმებით საქართველოს წინააღმდეგ, რისთვისაც დაპირდა გაეცა თითოეულზე 100 მანეთი ვერცხლით.

“დაე ცნობილი იყოს შენთვის _ წერდა იგი ჯაფარ-ყული-ხანს (* აღა-მჰმად-ხანის წერილის თარგმანი. Архивъ главн. штаба въ С.-Петербурге) _ რომ თუმცა კი შუშის ოლქის ხალხები, ყარაბაღელები, ახლა უკვე დასუსტდნენ კიდეც, მაგრამ მე ჯერ კიდევ ქალაქ შუშის უცბად აღების ბრძანება არ გამიცია, იმიტომ რომ აქ ვაპირებ გამოზამთრებას, ხოლო ამასობაში, დავტოვე რა იქ ჯარით სულეიმან-ხანი, განზრახული მაქვს 20.000-იანი ჯარით წავიდე საქართველოზე; ამიტომ გავალებ კიდეც შენ, დატოვებ რა ერევანთან 4.000 ჯარს, მზადყოფნაში იყო დანარჩენით ჩემთან მოსასვლელად და მოელოდე ამაზე ჩემს ბრძანებას. მაგრამ, თუ კი ერევნის ხანი ამანათად (მძევლად) მოგცემს ცოლსა და ვაჟიშვილს, მაშინ შეგიძლიათ სულაც თავი მიანებოთ ერევანს”.

ერევნის ხანმა ამანათად მისცა თავისი ცოლი და ვაჟიშვილი და იძულებული იყო ციხესიმაგრიდან დაეთხოვა 500 ადამიანი, რომლებიც მან თავის დასაცავად შეკრიბა სპარსელთაგან.

აღა-მაჰმად-ხანის მიერ ძმებისთვის გაგზავნილი ბრძანება ხელში ჩაიგდო ერეკლემ და გამოუგზავნა გრაფ გუდოვიჩს. შეიტყო რა აღა-მაჰმად-ხანის განზრახვის შესახებ დაძრულიყო საქართველოზე, ერეკლემ დაიწყო მზადება მის დასახვედრად. მან დაავალა ტფილისის მცხოვრებთ შეედგინათ თავიანთი მოსაზრება თავდაცვით მდგომარეობაში ქალაქის მოყვანის შესახებ. მათ სთხოვეს მეფეს ეშუამდგომლა რუსული ჯარების გამოგზავნისთვის, რომელთა დახმარებითაც იმედოვნებდნენ გარნიზონის შედგენას 4.000 ან 5.000 ადამიანისგან, და ამით “სირცხვილისგან თავის დაღწევას”.

იყო მოსაზრება, რომ ყველა მცხოვრებს დაეტოვებინა ტფილისი და თავი შეეფარებინა მთებში; მაგრამ მაცხოვრებლებმა არ მიიღეს მთავრობის წინადადება, იმიტომ რომ მსგავს შემთხვევებში, როგორც ისინი ამბობდნენ, “ქვეშევრდომები ძარცვავდნენ თავიანთ მემამულეებს, ხოლო მეზობლები კი თავიანთ მეზობლებს, ისე რომ საეკლესიო ნივთებსაც კი არ სტოვებდნენ, და რომ ყოველივე ეს სიმართლეა, ამის შესახებ თქვენი უმაღლესობისთვისაც, აგრეთვე ყველასთვისაც ცნობილია” (* «Кавказъ» 1854 г., № 23)....

ერეკლე ითხოვდა მისთვის 3.000-იანი რუსული ჯარის გამოგზავნის შესახებ. ამაზე უფრო ადრე, შეიტყო რა აღა-მაჰმად-ხანის განზრახვის შესახებ შემოჭრილიყო საქართველოში, მეფე მიმართავდა თავად პოტიომკინს დახმარების აღმოჩენისთვის ჯარებით ან ხაზინით” (* ერეკლეს წერილიდან თავად პოტიომკინისადმი. Московскій архивъ министерства иностранныхъ делъ. Дело № 455), და მისმა მეუღლემაც, დარეჯან დედოფალმა, სთხოვა იმპერატრიცას “მიეცა მათთვის დახმარება დაუმარცხებელი მხედრობით” (* 1795 წ. 6 ივნისს. იქვე). თავისი თხოვნის გაძლიერებისთვის ერეკლე სწრდა იგივეს თავის ძეს მირიანს, რომელიც იმყოფებოდა ს.-პეტერბურგში, და არწმუნებდა მას ემეცადინა ამის თაობაზე გრაფის პლატონ ალექსანდრეს ძე ზუბოვის მეშვეობით (* ერეკლეს წერილი თავისი ძის მირიანისადმი 1793 წ. 1 მარტს). ბატონიშვილმა, გრაფის დახმარებით, ამ თხოვნით მიმართა პირდაპირ თავად იმპერატრიცას (* მირიან ბატონიშვილის თხოვნა იმპერატრიცასადმი 1793 წ. 1 მაისს).

1793 წლის 30 მაისს მირიანისა და საქართველოს მეფის თხოვნა განიხილებოდა საბჭოში. იცოდა რა, რომ ერეკლე მეფე იმყოფებოდა რუსეთის მფარველობის ქვეშ, რომ აღა-მაჰმად-ხანის საქციელი “არსებითად სულაც უცხოა (რუს. «посторонніе») ოტომანის პორტასთვის”, რომ ხანი არ ამჟღავნებს ერთგულებას რუსეთისადმი, არამედ, ამის საპირისპიროდ, ძალადობრივად ძლიერდება სპარსეთში, დაეუფლა რა უკვე ისპაჰანს და ავიწროვებს სხვა, ჩვენდამი კეთილად განწყობილ ხანებს, საბჭო აუცილებლად თვლიდა მიეწერა (ებრძანა) გრაფ გუდოვიჩისთვის, რათა მას, აღა-მაჰმად-ხანის ნამდვილი განზრახვის შემთხვევაში შემოჭრილიყო საქართველოში, დაეიმედებინა ერეკლე თავისი დახმარებით.

გუდოვიჩს ებრძანა ჩაეგონებინა ხანისთვის, რომ რუსეთს არ შეუძლია გულგრილად უყურებდეს მის საქციელს, და მიეღო ზომები იმისთვის, რათა წაეხალისებინა სხვა მთიელი მფლობელები ერთობლივი წინააღმდეგობისთვის, “მისცემდა რა თავის მხრივ მათ ან თავად მეფეს (საქართველოსი) ქმედით დახმარებას, რამდენადაც შესაძლებელი იქნებოდა ისე რომ არ შესულიყო დიდ ხარჯებსა და საზრუნავში” (* Московскій архивъ министерства иностранныхъ делъ, Дело № 455).

არ კმაყოფილდებოდა რა ამ დადგენილებით, ერეკლე ითხოვდა ნებართვას, რათა პირადად ენახა გრაფი გუდოვიჩი და სიტყვიერი ახსნა-განმარტება მიეცა მისთვის საქმეებში, რომლებიც იყო მეტად სასარგებლო, “საჭირო და შეეხებოდა როგორც უმაღლესი კარის ინტერესებს, ისე აქაური ქვეყნებისაც”.

“ამ ხერხით _ სწერდა ერეკლე თავად გარსევან ჭავჭავაძეს (* ერეკლეს წერილი თავად ჭავჭავაძისადმი 1795 წ. 20 ივლისს, იქვე) _ მინდა მე საქმით დავუმტკიცო ჩემი მონდომება და ერთგულება სამსახურისადმი. თუკი შედეგად მოჰყვება ასეთი უმაღლესი ნებართვა ჩემს თხოვნაზე, რაშიც მე იმედს არ ვკარგავ, მაშინ იგი მე გამომიგზავნეთ, რათა მე, მოსახერხებელი შემთხვევის გამოძებნისას, შემეძლოს შეხვედრა მოხსენიებულ მთავარსარდალთან და ვთხოვო მას, რათა მან ჩემს მისაღებად გამოგზავნოს საზღვარზე თავისი სამხედრო რაზმი, შემდგარი 300 ან 200 ადამიანისგან, სოფელ ჩიმში ან მოზდოკში, სადაც, ჩვენი პირობის მიხედვით, შეხვედრა უფრო მოსახერხებელი იქნება”.

ხმებმა იმის შესახებ, რომ აღა-მაჰმად-ხანმა უკვე ალყა შემოარტყა შუშის ციხესიმაგრეს და გაგზავნა ჯარი ერევანზე, აიძულეს ერეკლე საჩქაროდ შეეკრიბა თავისი ჯარები და პირველად, დადებული პირობების საფუძველზე, მოეწვია იმერეთის მეფე ერთობლივი მოქმედებებისთვის ქართველებთან (იგულისხმება ქართლ-კახელები _ ი. ხ.).

1790 წელს ტფილისში დადებულ იქნა სამოკავშირეო ტრაქტატი საქართველოსა (ქართლ-კახეთისა _ ი. ხ.) და იმერეთის მეფეებს, ასევე სამეგრელოსა და გურიის მფლობელებს შორის.

“ჩვენ _ ნათქვამია ტრაქტატში _ ვართ რა ერთმორწმუნე ხალხი, ერთ ენაზე მეტყველი, და ერთიანი კათოლიკე ეკლესიის შვილები, კეთილად ჩავიფიქრეთ დავამყაროთ ჩვენს სამშობლოში სასურველი (ნანატრი) სიმშვიდე, გავავრცელოთ მასში აღსარებული რელიგია და აღვადგინოთ სიყვარული, რისკენაც ჩვენ მოგვიწოდებს ქრისტიანული კანონი (რჯული) და ნათესაობის ახლო კავშირი” (* Московскій архивъ министерства иностранныхъ делъ: переписка грузинских царей съ императорскимъ двором, № 45).

ამ ტრაქტატის მიხედვით საქართველოს მეფე დაჰპირდათ:

1) ხელშეკრულების დამდებთა ყველა მტერი ეღიარებინა თავის მტრებად.

2) მიეღო უმაღლესი მზრუნველობა იმერეთის მეფეზე და სამეგრელოსა და გურიის მფლობელებზე.

3) ეზრუნა მათზე ისე, როგორც შეეფერება მზრუნველ მამას თავის შვილებთან დამოკიდებულებაში.

4) მოკავშირეთა საზღვრებში მოწინააღმდეგის შემოჭრის შემთხვევაში, ერეკლეს უნდა მოეგერიებინა ისინი ან თავისი ძალებით, ან შუამდგომლობით, ან კიდევ, მეზობელთაგან დახმარების მოძიებით.

5) თავისი შუამდგომლობით მოეტანა ხელშეკრულების დამდებთათვის რუსეთის მფარველობა.

თავიანთ მხრივ, მზრუნველობის ქვეშ მყოფნი პირობას დებდნენ:

1) ეღიარებინათ საკუთარ თავზე ერეკლეს “მამობრივ-მზრუნველობითი” უმაღლესი ხელისუფლება.

2) ეღიარებინათ მტრად იგი, ვინც იქნებოდა ერეკლეს მტერი.

3) ეზრუნათ საქართველოს სამეფოს სიმშვიდისთვის და, თავიანთი ძალების-და მიხედვით, ყოფილიყვნენ მისი დამცველები; ეზრუნათ საქართველოს მეფისა და მისი ოჯახის კეთილდღეობისთვის.

4) მოწინააღმდეგეთა შემოჭრების დროს, დამჯერნი ყოფილიყვნენ მიცემული რჩევებისადმი და მადლიერნი შუამდგომლობის გამო.

მალევე ამ ტრაქტატის დადების შემდეგ, მოკავშირეებმა მოგვმართეს საერთო თხოვნით რუსეთის მფარველობაში მათი მიღების შესახებ.

„უძველესი დროიდან ჩვენ გვსურდა _ წერდნენ ისინი (* 1793 წ. 10 თებერვლის თხოვნის თარგმანი, იქვე) _ და უმაღლესი კარიდანაც ჩვენ ელჩების (დესპანების) მეშვეობით ყოველთვის გვწერდნენ ჩვენი, სრულიად ივერიის მეფეთა შეერთების შესახებ. რისთვისაც ჩვენ ახლა ურთიერთ შორის სამარადისო ტრაქტატით შევერთდით, შევთანხმდით რა დაგვედგინა და დაგვემტკიცებინა, რომ ჩვენ, მეფენი და მფლობელნი, რჯულის ერთმორწმუნეობისა და მართლმადიდებლობის ძალით, ერთსულოვნად მონებრივ ვემსახურებოდეთ და ვმორჩილებდეთ თქვენს იმპერატორებით უდიდებულესობას, როგორც მართლმადიდებელ მონარქს. საერთოდ ყველა ქრისტიანი, უგულმოდგინესად გთხოვთ, რათა დაამტკიცოთ ჩვენი ეს სამარადისო შეერთება და მიგვიღოთ თქვენი ყოვლადუავგუსტესი მფარველობის ქვეშ, იმის მსგავსად, როგორ კეთილდღეობაშიც არის დღეს საქართველო (იგულისხმება ქართლ-კახეთის სამეფო).

„მაგრამ თუ როგორი საშუალებით ან ძალით ჩვენთვის ეს აღმოჩენილ შესაძლოა იქნას, ამას ჩვენ, ყველა ქრისტიანი, გადმოვცემთ თქვენი უდიდებულესობის ბრძნულ დედობრივ კეთილმეურვეობას და ერთსულოვნად გთხოვთ მიგვიღოთ ჩვენ, თქვენი მონები, შეერთებული მეფენი და მფლობელნი, სამსახურისთვის, თქვენი სამეფო კვერთხის ჩრდილის ქვეშ (под сень) და განგვათავისუფლოთ მაჰმადიანთა ძალაუფლების უღლისგან“.
სპარსელთა შემოჭრამ მისცათ საბაბი იმისთვის, რათა სამოკავშირეო ტრაქტატი აღსრულებაში მოეყვანათ და საქმით დაემტკიცებინათ. ერეკლემ დახმარება სთხოვა იმერეთის მეფეს სოლომონს და მოემზადა მისი ჯარების შესახვედრად.

ქალაქ ტფილისის კარების გარეთ შეიკრიბა მრავალი მცხოვრები, რათა ეხილათ თავიანთი მოკავშირე იმერლების შემოსვლა. თავადი ზურაბ წერეთელი, იმერული ჯარის უფროსი, მოტყუების მეშვეობით ფიქრობდა ჩაეგონებია ერეკლესთვის აზრი თავისი რაზმის მრავალრიცხოვნების შესახებ. მან მცირე ჯგუფებად გაფანტა იგი მთელ დაბლობზე იმ მიზნით, რათა ეჩვენებია ადამიანთა რაც შეიძლებოდა მეტი რიცხვი, რომლებიც სინამდვილეში არ ყოფილან 2.000-ზე მეტნი.

ერეკლე II სიხარულითა და ზეიმით შეხვდა მათ, „რაც მდგომარეობდა ზარბაზნებისა და თოფების რამდენიმე გასროლაში“.

იმერული ჯარები განლაგდნენ ყაზახსა (*) და კრწანისში (**) (* ერეკლეს წერილი თავად გარსევან ჭავჭავაძისადმი 1795 წ. 29 აგვისტოს; ** Артемій Араратскій, ч. II, стр. 6).

საქართველოში ჩვევად არ ჰქონდათ პროვიანტის მომარაგება ჯარების გამოკვებისთვის; ამიტომ მოკავშირე იმერლების სურსათით უზრუნველყოფა წარმოებდა თითოეული მცხოვრების სახლიდან რამდენიმე პურის, ღვინისა და სხვა საკვების შეგროვებით.

“მე არ ვფიქრობ _ ამბობს თანამედროვე _ რომ ეს ყოფილიყოს ზედმეტად დამამძიმებელი მაცხოვრებელთათვის, ვინაიდან მაშინ ტფილისში იყო ყველაფერში ისეთი სიიაფე, როგორიც, როგორც ამბობდნენ იქაური მცხოვრებნი, არასოდეს არ ყოფილა. იმერლები და ტფილისელი მოხალისენი იმდენად კმაყოფილდებოდნენ ღვინით, რომ ხელ-პირსაც კი ღვინით იბანდნენ წყლის ნაცვლად” (* იქვე).

ტფილისის მცხოვრებნი ხალისიანად უმასპინძლდებოდნენ თავიანთ მოკავშირეებს, მით უმეტეს, რომ ქალაქში გავრცელებული იყო ხმები მოსული იმერული ჯარის რიცხვის შესახებ, რომელიც ვითომდა 8.000 ადამიანამდე ადიოდა, იმის დამატებით, რომ რომ იგი შედგება ურჩეულესი მეომრებისგან. ქართველები გამხნევდნენ; ხალხს სჯეროდა თავიანთი ძალების უპირატესობისა მოწინააღმდეგეზე.

_ აბა დაგვენახოს ახლა აღა-მაჰმად-ხანი! გაიძახოდნენ ისინი საკუთარი ღირსების შეგნებით, დადიოდნენ რა ქალაქში.

_ ვის შეუძლია წინ დაგვიდგეს?! იძახდნენ სხვები.

_ თუმცა კი სპარსელები ბრძოლაში ლომებივით ესხმიან თავს _ ამბობდნენ ურთიერთ შორის ქართველები _ მაგრამ მთელ წარმატებას ამყარებენ მხოლოდ პირველ იღბალზე, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში კი მაშინვე ზურგს გაქცევენ და გარბიან.

_ შენ ხედავ _ ამბობდნენ ტფილისის ქუჩებში შემხვედრნი _ რომ ქალაქი მაგარია და მცხოვრებიც ყველა გმირია; გარდა ამისა, ყველა საუფლისწულო მამულიდან ქართველი მეფის ძენი გამოგზავნიან 1.000-1.000 მებრძოლს. ერევნის ხანი უკვე ეწინააღმდეგება შაჰს, ჩვენს დახმარებაზე დაიმედებით. არანაირი ეჭვი არ არის, რომ ჩვენ გავანადურებთ მთელ სპარსულ ჯარს და დავეუფლებით მის ქონებას. ქალაქში მაშინ კარგად იქნება და ყველაფერი გაიაფდება. მე არა ერთხელ ვყოფილვარ ბრძოლაში და ასე ვმსჯელობ გამოცდილების მიხედვით...

აი რითი იმშვიდებდა თავს ხალხი, როდესაც ტფილისში გავცელდა ახალი ცნობა, რომ შაჰი, გვერდი აურა რა შუშას, შემოვიდა უკვე განჯის სახანოში და ყველანი, ვინც ხვდებიან გზაზე მის გამარჯვებულ ჯარებს, მორჩილებას უცხადებენ, ურჩნი კი მიეცემიან ცეცხლსა და მახვილს.

გაჩერდა რა განჯაში, აღა-მაჰმად-ხანმა მეფე ერეკლესთან გამოგზავნა თავისი დესპანი მორჩილების მოთხოვნით; მაგრამ ერეკლემ, რომელიც იმედოვნებდა რუსეთის დახმარებაზე, უარყო ეს მოთხოვნა (* Конс., ч. II, стр. 188. Шагубатовъ, Летопись. ამ მატიანით სარგებლობისას აუცილებელია ვიყოთ ფრთხილნი. შაგუბატოვი თუმცა კი გახლდათ მოვლენების თვალითმხილველი, მაგრამ აღწერა ისინი ძალზედ არასწორად).

ერეკლეს მეუღლემ, დარეჯან გიორგის ასულმა, თავის მხრივ, მიმართა გუდოვიჩს თხოვნით დახმარების შესახებ. აღწერა რა, რომ აღა-მაჰმად-ხანი, დაეუფლა რა განჯას და ერევანს, უახლოვდებოდა საქართველოს, იგი ატყობინებდა, რომ ერეკლე თავისი და იმერელთა ჯარებით დაიძრა სპარსელთა შესახვედრად, ერევნის მხარეს.

ჭექა-ქუხილი, რომელიც საქართველოს თავს ადგა, დღითი-დღე იზრდებოდა. ავარიის ხანი, რომელსაც თავის ქვეშევრდომობაში ჰყავდა მნიშვნელოვანი რიცხვი ლეკებისა, და წაქეზებული გახლდათ აღა-მაჰმად-ხანისგან, აპირებდა კახეთზე თავდასხმას (* Рапортъ гр. Гудовича императрице 13-го сентября 1795 г. Письмо Ираклия Гудовичу 29-го августа 1795 г. Георг. воен. архивъ).

ერეკლე ამის შესახებ სწერდა გრაფ გუდოვიჩს და ატყობინებდა, რომ აღა-მაჰმად-ხანს გაცილებით უფრო მეტი ჯარი ჰყავს, ვიდრე მას გააჩნია თავის მოკავშირესთან, იმერეთის მეფესთან ერთად. მეფე კვლავ ითხოვდა მისთვის 3.000 რუსული ჯარის გამოგზავნას (* Рапортъ гр. Гудовича императрице 13-го сентября 1795 г. Георг. воен. архивъ).

ყველა თხოვნაზე გრაფი გუდოვიჩი პასუხობდა ერეკლეს, რომ აღა-მაჰმად-ხანს ჯერ კიდევ საკმარისი წინააღმდეგობები და სიძნელეები ეღობება თავისი ჩანაფიქრების აღსრულების გზაზე საქართველოსთან მიმართებით; რომ ქართველებისა და იმერლების შეერთებული ძალები საკმარისად დიდია, მით უმეტეს, რომ მათ ჰყავთ კიდევ მესამე მოკავშირეც _ შუშელი იბრაჰიმ-ხანი, რომელმაც მყარად გადაწყვიტა რა მოიგერიოს აღა-მაჰმად-ხანი, და ამაზე ახალისებდა და აიმედებდა თვით ერეკლესაც. გრაფი გუდოვიჩი ურჩევდა მხოლოდ, რომ საქართველოს მეფეს დაეცვა სიფრთხილე და არ მოეშვა სპარსელები ქვეყნის სიღრმეში შემოსაჭრელად. იგი დაპირდა ასევე მოეხსენებინა იმპერატრიცასთვის იმ მდგომარეობის შესახებ, რომელშიც იმყოფებიან საქართველო და იმერეთი. ავარიის ხანს, რომელმაც რამდენჯერმე გამოთქვა თავისი ერთგულებისა და გულმოდგინების შესახებ რუსეთისადმი, მთავარსარდალი სწერდა და სთხოვა მას, რათა ხანს არა თუ მხოლოდ პირადად არ ეღონა რაიმე საქართველოს (ქართლ-კახეთის _ ი. ხ.) წინააღმდეგ, არამედ აეკრძალა ლეკებისთვისაც, რომლებზედაც მას ჰქონდა მნიშვნელოვანი გავლენა, იგივეს გაკეთება,
ავარიის ხანი პასუხობდა გუდოვიჩს, რომ თუმცა კი იგი სავსებით უკვე მზად იყო საქართველოზე გასალაშქრებლად, მაგრამ, მიიღო რა წერილი, გაჩერდა. სამაგიეროდ ხანი თავისთვის თხოულობდა დასაჩუქრებას. გუდოვიჩმა გაუგზავნა მას სიასამურის ქურქი საჩუქრად და ურჩევდა უფრო სწრაფად გამოეგზავნა დესპანი (თხოვნით) რუსეთის ქვეშევრდომობასა და მფარველობაში მისი მიღების შესახებ (* Рапортъ гр. Гудовича императрице 23-го октября 1795 г. Георг. воен. архивъ. Сгнившій журнал донесеній).

საქართველოს მდგომარეობა ვერ გაუმჯობესდა ასეთი რჩევებისგან. ქვეყნის ხვედრი ყველაზე უფრო მეტად დამოკიდებული იყო შუშელ იბრაჰიმ-ხანზე. შუშის, როგორც ყველაზე უფრო ძლიერი ციხესიმაგრის, დაცემასთან ერთად, საქართველო არ იყო არაფრით დაცული იმ მხრიდან, და სპარსელების შემოჭრა ხდებოდა შესაძლებელი და ადვილი.

შეგნებული ჰქონდა რა ეს, გრაფი გუდოვიჩი აუცილებლად თვლიდა საქართველოს დასაცვად მიეცა მისთვის დახმარება ჩვენი ჯარებით.

“საქართველოში ჯარების შეყვანისთვის _ წერდა იგი _ თუმცა კი გადასვლა განსაკუთრებით ძნელია, მაგრამ შემოდგომაზე აგვისტოს შუარიცხვებიდან და ნოემბრის თვემდე, ხოლო გაზაფხულზე კი აპრილიდან მაისის შუა რიცხვებამდე, გზის მომზადებით, შესაძლებელია. მაგრამ ნოემბრის თვეში მთებში იწყება სიცივე, ხშირად მოდის დიდი თოვლი, საცხოვრებელი გზის გაყოლებაზე თითქმის არ არის და ცხენის საკვების (ნავროტის, რუს. фуража подножнаго) ქონაც არ შეიძლება, და მაშინ, უკიდურესი მოქანცვის გარეშე, ჯარების გატარება შეუძლებელია; სხვა დროს, მაისის თვის შუა რიცხვებიდან აგვისტოს შუა რიცხვებამდე, წყალი მდინარე თერგში ძალზედ დიდია და სწრაფი, რომლის გასწვრივაც მთების გავლით მიდის ერთადერთი შესაძლებელი გზა და რომლის გასავლელად მხოლოდ ერთ მარშზე ექვსი ხიდი უნდა იქნას გაკეთებული” (* იქვე).

სპარსელების დასახვედრად გამოსული ქართული ჯარი და თავად ერეკლეც დაბრუნდნენ ტფილისში; საზღვრები დარჩა ყოველგვარი თავდაცვის გარეშე. დასახმარებლად მოსული იმერული ჯარები დაიშალნენ და სახლებში წავიდნენ, გამოთქვამდნენ რა სურვილის არქონას ებრძოლათ სპარსელებთან. საზღვრებიდან უკანდახევისა და ტფილისთან მოახლოების დროს იმერლები თავს ესხმოდნენ ტფილისიდან გამომავალთ, რომლებიც თავის გადასარჩენად მთებისკენ ეშურებოდნენ, და ძარცვავდნენ მათ ქონებას.

აღა-მაჰმად-ხანმა, შეიტყო რა ქართველებსა და იმერლებს შორის უთანხმოების შესახებ და თავად ერეკლეს ხელში თავდაცვისთვის არსებული საშუალებების (სახსრების) უკმარისობის შესახებაც, მიატოვა შუშელი იბრაჰიმ-ხანი, დაიძრა საქართველოს საზღვრებისკენ და, ვერ ნახა რა იქ ქართული ჯარები, წამოვიდა პირდაპირ ტფილისზე (* Рапортъ гр. Гудовича императрице 23-го сентября 1795 г. Московскій архивъ министерства иностранных делъ).

გარშემორტყმულები 70.000 საუკეთესო სპარსული ჯარით, რომელიც უპირატესად შედგებოდა კავალერიისგან, ქართველები, დარჩენილნი ჯარების რიგებში, თავგანწირულად იბრძოდნენ.

აღა-მაჰმად-ხანი ბანაკად განლაგდა შვიდ ვერსზე ტფილისიდან. მან გარს შემოივლო თხრილები და ააგებინა მიწის კედლები, ქართველების თავგანწირული შემოტევისგან უზრუნველსაყოფად (* «Кавказъ» 1850 г., № 87). შაჰი ფიქრობდა, რომ ქართველები არ მისცემენ მას იოლად ტფილისს და გამოიყენებენ ყველა საშუალებას მის დასაცავად.
1795 წლის 10 სექტემბერს აღა-მაჰმად-ხანი მოადგა ტფილისს. მისი ჯარების ავანგარდი დამარცხებულ იქნა ქართველების მიერ.

ტფილისიდან ყველა მხარეს გაფრინდნენ შიკრიკები ცნობით გამარჯვების შესახებ. ერთერთი მათგანი 11 სექტებერს მოვიდა სიღნაღში. ბატონიშვილი გიორგი, რომელიც სიღნაღში იმყოფებოდა, აღნიშნავდა გამარჯვებულთა ზეიმს. იგი გაემზავრა ქალაქის გარე მინდორზე და მიეცა სახალხო ზეიმს, რომელიც შედგებოდა იმაში, რომ მეფის ძე და ხალხი “ისროდნენ იქ მყოფი ოთხი ზარბაზნიდან, სვამდნენ ბევრ ახალგაზრდა ღვინოს, გაიძახოდნენ სიხარულის სიტყვებს და განსაზღვრავდნენ შაჰის დაღუპვას” (* Артемій Араратскій, ч. II, стр. 21).

მაგრამ, ქართველების მიერ მოპოვებულმა გამარჯვებამ, ხელი ვერ შეუშალა სპარსელებს, რათა მეორე დღეს იერიშით დაძრულიყვნენ ქალაქზე. ერეკლე მათ შესახვედრად გამოვიდა თავისი ჯარებით. მეფემ ისინი განალაგა საიდაბადის ბაღებთან და გაჰყო ოთხ რაზმად. მარჯვნივ, ტფილისის ზემო გზაზე, იქ, სადაც მას ჰკვეთენ გზები სოლოლაკიდან და ტაბახმელიდან (წერია Салалак и Табаклили) იდგა დავით ბტონიშვილის რაზმი. გაივლის რა საიდაბადს, ეს გზა ვიწროვდება къ Чорчкале, უერთდება რა ქვემო გზას. მთელი ეს ადგილი კლდოვანია, გზები კი იყო არასწორი და მოუხერხებელი. სწორედ აქ, მოწინააღმდეგის თვალწინ, იდგა დავით ბატონიშვილი, რომელმაც სპარსელების წინააღმდეგ დააყენა თავისი არტილერია და ჩაკეტა ტფილისში შემოსასვლელი ამ მხრიდან. ცენტრში იდგა თავად ერეკლე, ვახტანგ ბატონიშვილთან და თავად ამილახვართან ერთად; მარცხენა ფლანგზე იდგა თავადი იოანე მუხრანელი (მუხრან-ბატონი _ ი. ხ.) თავისი რაზმით, ხოლო ავანგარდი კი ჩაბარებული ჰყავდა მეფის შვილიშვილს, იოანე ბატონიშვილს.

ავანგარდი ჩავიდა ველზე, რომელიც ებჯინებოდა ქართველების მიერ დაკავებულ პოზიციას, ხოლო დავით ბატონიშვილმა კი, ერეკლეს ბრძანებით, დაიკავა კრწანისი.

თავის მხრივ, აღა-მაჰმად-ხანმა დაჰყო თავისი ჯარები თოთხმეტ რაზმად და, დაიკავა რა შემოტევით სოღანლუღისა და შავნაბადას მღლობები, თელეთი და კრწანისი, დაიძრა ქართველების წინააღმდეგ.

შაჰმა, თავისი ჯარისკაცების სიმამაცის და გამარჯვების მისაღწევად განსაკუთრებული ძალისხმევისკენ წახალისებისთვის, მიმართა მეტად უცნაურ ხერხს. “მას ყოველთვის დაჰყავდა თავისთან ერთად 6.000-მდე თურქმენი (до 6.000 трухменов), რომელთაც სძულდათ სპარსელები და უკანასკნელებშიც სწორედ იმავე გრძნობას აღაგზნებდნენ. დაკავშირებულნი რელიგიით, მაგრამ გაყოფილნი ადათ-წესებითა და ჩვევებით, ეს ორი ხალხი გულწრფელად და აშკარად მტრობდა და ზიზღით ეკიდებოდა ერთიმეორეს. აღა-მაჰმად-ხანმა ისარგებლა ამ გარემოებით, შემოიკრიბა თურქმენები თავის გარშემო, დააყენა თავისი ჯარის ზურგში და უბრძანა ეჩეხათ და დაეხოცათ თითოეული სპარსელი, რომელსაც გაუჩნდებოდა მტრისთვის ზურგის შექცევის სურვილი. ბრძანება, რომელიც ასე სასიამოვნო იყო თურქმენთა გულებისთვის, კმაყოფილებით იქნა აღსრულებული, და ბრძოლის ველიდან გაქცეული ბევრი სპარსელი ნაკუწებად იქნა ქცეული მათი ხმლებისგან” (* «Кавказъ» 1850 г., № 89, стр. 355).

გარემოებებისა და ხანის გამომგონებლობისგან იძულებული სპარსელები შეუპოვრად უტევდნენ. ქართველების ავანგარდმა, რომელიც იბრძოდა დილის შვიდი საათიდან, დაკარგა რა ბევრი მოკლულებით, უკანდახევა დაიწყო, როდესაც მის დასახმარებლად გამოცხადდა ვახტანგ ბატონიშვილი, გამოგზავნილი ერეკლეს მიერ, რჩეული ჯარით, რომლიც შედგებოდა ქიზიყელებისგან, აგრეთვე არაგვის ნაპირებზე მოსახლე ფშავლებისა და ხევსურებისგან. გაძლიერებული ავანგარდი თავგანწირულად იბრძოდა და შეტევაში გადავიდა მაშინ, როდესაც მიიღო ახალი დახმარება, გამოგზავნილი მეფის მიერ, (სასახლის კარის) მასხარებისა და მუსიკოსების უფროსის, მაჩაბლის მეთაურობით. აიღო რა ხელში თავისი ჩონგური და დაამღერა რამდენიმე მხიარული სიმღერა, მაჩაბელი (წერია Мочабеловъ) შეუერთდა იოანე და ვახტანგ ბატონიშვილების რაზმებს და მათთან ერთად “მიაღწია სპარსულ დროშებამდე”, რომელთაგან ბევრი დარჩა ქართველებს, რომლებიც მათ სპარსელებს წაართვეს აღა-მაჰმად-ხანის თვალწინ.

_ მე არ მახსოვს _ ამბობდა მაშინ სპარსეთის მბრძანებელი _ რომ ოდესმე ჩემს მტრებს ებრძოლოთ ასეთი ვაჟკაცობით.

რეზერვსა და არიერგარდში მყოფმა მაზანდერანის ქვეითმა ჯარმა მიიღო შაჰის ბრძანება დაძრულიყო შეტევაში. ერეკლემ დასძრა თავისი უკანასკნელი და არცთუ მრავალრიცხოვანი რეზერვები, და თუ ყველა არა, მათი უმეტესი ნაწილი მაინც დაიღუპა ზედახორაში გაცილებით უფრო დიდი რიცხვის მოწინააღმდეგესთან.

ბრძოლა (сражение) გრძელდებოდა დილიდან საღამომდე. სამჯერ იქნენ სპარსელები უკუგდებულნი ქართველების მიერ ქალაქის კედლებიდან; მაგრამ სპარსული ჯარების უპირატესობამ ჩაახშო უმნიშვნელო რიცხვი ქართველებისა, რომლებმაც დაიწყეს ქალაქისკენ უკანდახევა. ერეკლეს მაინც არ სურდა ბრძოლის ადგილის დატოვება.

_ თითოეულმა შენს ქვეშევრდომთაგან _ ეუბნებოდნენ მეფეს მის გარშემო მყოფნი _ იცის შენი მამაცობა, იცის რომ შენ არად აგდებ სიცოცხლეს ხალხისა და სამშობლოს სარგებლისთვის; მაგრამ თუკი უკვე მკაცრმა ბედ-იღბალმა ზურგი შეგვაქცია, მაშინ შენი სიკვდილით ნუღარ გაზრდი მტრების ზეიმს. შენ საჭირო ხარ სამშობლოსთვის.

მეფე არ ისმენდა ამ შეგონებებს მაშინაც კი, როდესც სპარსელებმა ზურგიდან მოუარეს ვახტანგისა და იოანეს რაზებს, გზების დასაუფლებლად, და დაიძრნენ ერეკლეს მიერ დაკავებულ პოზიციაზე. მოხდა ცხარე შერკინება (жаркая схватка). ერეკლე ეძგერა სპარსელებს და ალბათ დაიღუპებოდა კიდეც, “შვილიშვილს რომ არ გადაერჩინა თავისი სახელგანთქული პაპა”.

300 კაცით იოანე ბატონიშვილი შეიჭრა (врубился) სპარსელების ბრბოს სიღრმეში “და თითქმის ხელიდან გამოჰგლიჯა მათ თავისი პაპა”.

მოწინააღმდეგე შემოიჭრა ტფილისში, რომელიც დატოვებული იყო მოსახლეობის მიერ. ერეკლე ავლაბრის ხიდის გავლით გაიქცა არაგვის ნაპირებისკენ.

“ერეკლეს წასვლით ბრძოლა (битва) არ შეწყვეტილა, არამედ დუღდა ტფილისის ვიწრო და მრუდე ქუჩებში. დავით ბატონიშვილი მყარად იდგა თავის პოზიციაზე და რამდენჯერმე უკუაქცია თავდამსხმელი სპარსელები. მაგრამ როდესაც მან დაინახა, რომ მათი ბრბოები იკავებენ ქალაქს, როდესაც შეიტყო, რომ მეფემ დატოვა თავისი დედაქალაქი, მაშინ გადაწყვიტა უკან დაეხია ჩრდილოეთისკენ მთებში. ვიწრო და ციცაბო ბილიკებით გააღწია მან იქით და სამი დღის შემდეგ მივიდა არაგვზე, მთიულეთში, განზრახვით, არ დაეტოვებინა თავისი პაპა, სანამდე სპარსელები არ წავიდოდნენ იქ, საიდანაც მოვიდნენ”.

აღა-მაჰმად-ხანი დაეუფლა ტფილისს.

იყო რა გამაგრებული და გააჩნდა რა თავის კედლებზე ოცდათხუთმეტ ქვემეხამდე, ტფილისს, რა თქმა უნდა, შეეძლო ადვილად დაეცვა თავი მოწინაღმდეგისგან, რომელსაც თავის განკარგულებაში ჰყავდა ძალზედ უმნიშვნელო არტილერია, რომელიც შედგებოდა ორი ცუდი ზარბაზნისგან. სულ მცირე, ისეთი საშუალებების არსებობისას, რომლებიც გააჩნდათ ქართველებს, ტფილისის აღება სპერსელების მიერ შესაძლოა გადავადებულ ყოფილიყო საკმარისად ხანგრძლივი დროით (* Рапортъ гр. Гудовича отъ 28-го сентября 1795 г.).

ერეკლე მეფის მომხრეები, არ იშურებდნენ რა არც მას, არც თავიანთ ქონებას, არ ფიქრობდნენ თავდაცვაზე, არამედ იმედოვნებდნენ _ როგორც წერდა ერეკლე გუდოვიჩს _ “მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის დახმარებაზე” («на одне только руки россійскія»). თავად მეფემ ვერ მოახერხა 1.500 ადამიანზე მეტის მოგროვება, რომლებთან ერთადაც ფიქრობდა ქალაქის დაცვას, თუმცა კი დიდი ხანია ცნობილი იყო მისთვის და მთელი საქართველოსთვისაც მის წინააღმდეგ მომართული ღონისძიებები აღა-მაჰმად-ხანისა, და ოთხ თვეზე მეტი დრო ჰქონდათ მომზადებისთვის.

ქალაქში მოხდა საშინელი არეულობა. მცხოვრებნი გადარჩენას ეძებდნენ გაქცევაში. ჯერ კიდევ სპარსელების შემოსევის წინ დარეჯან დედოფალი გაემგზავრა მთებში, სოფელ ანანურთან, 60 ვერსზე ტფილისიდან, მოზდოკისკენ მიმავალ გზაზე. დედოფლის კვალდაკვალ ყველანი გაიქცნენ ტფილისიდან მთებში; ზოგიერთმა მცხოვრებმა მოზდოკსაც კი მოაღწია. არავინ არ ზრუნავდა ქალაქის დასაცავად, არამედ, პირიქით, თითოეული გადარჩენას ეძებდა გაქცევაში, და ცდილობდა რაც შეიძლება უფრო შორს გასცლოდა საომარ მოქმედებათა თეატრს. იმერეთის მეფე სოლომონი ასევე წავიდა მთებში, თავისი ჯარების კვალდაკვალ (* წერილში: «Взятіе Тифлиса», «Кавказъ» 1850 г., № 89, ნათქვამია, რომ ერეკლესთან ერთად იბრძოდა იმერეთის მეფე სოლომონიც. ჩვენს არქივებში არსებული მონაცემების საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებით ვვარაუდობდეთ, რომ მან დატოვა ტფილისი გაცილებით უფრო ადრე, თუმცა კი არ შეგვიძლია ვთქვათ, სახელდობრ რომელ რიცხვში). ყველა ბატონიშვილი წავიდ-წამოვიდა ვის სად მოეხერხებოდა, და ერეკლეს უფროსმა ვაჟმა და მისმა მემკვიდრემ, გიორგიმ, თუმცა კი შეკრიბა ჯარი, მაგრამ იდგა “მშობელთან შეერთების გარეშე კახეთში” (* ერეკლეს წერილი თავად ჭავჭავაძისადმი, 1796 წ. 9 აპრილს).

ჯერ კიდევ აღა-მაჰმად-ხანის მოახლოებამდე, ერეკლე დაბეჯითებით სთხოვდა გიორგისა (*) და სხვა ბატონიშვილებს ეჩქარათ მისთვის ჯარების გამოგზავნა (* გიორგი მაშინ ცხოვრობდა სიღნაღში მოურავის (მეფის ნაცვლის, წერია царскаго наместника) სახლში, რომელიც იმ ხანად არ ყოფილა). იგი აყალიბებდა ჯარებს სიღნაღში, გზავნიდა მათ ქალაქიდან; მაგრამ ქართველები, არ ზრუნავდნენ რა სამშობლოს დაცვისთვის, შემოვლითი გზებით ბრუნდებოდნენ უკან და მიდიოდნენ სახლებში, “რათა მოესწროთ ყანებიდან პურის აღება, დაეწურათ ღვინო და ამით მიეცათ საკვები თავიანთი ოჯახებისთვის” (* Артемій Араратскій, ч. II, стр. 13).

ტფილისის შემოგარენში დაიწყო რბევა-გაჩანაგება. გზებზე კი დაიწყო ყაჩაღობა და ძარცვა. გაქცეულმა ქართველებმა დაიწყეს ერთმანეთის ხოცვა, რათა მიეტაცებიათ სხვების ქონება. ასე ხდებოდა თითქმის ყოველთვის ყველა იქაურ ადგილში.

ცნობამ ტფილისის დაცემის შესახებ მალევე მიაღწია სიღნაღამდეც. იგი იქ ჩავიდა 14 სექტემბერს, დაახლოებით შუადღეზე. ქალაქის მცხოვრებლებმა დაიწყეს ქალაქის დატოვება და გადარჩენის ძიება გაქცევაში; უნდა გაქცეულიყო გიორგიც, საქართველოს მომავალი მეფე.

მისი ზანდუკები (წერია: сундуки, яхтаны) უკვე საპალნედ ჰქონდათ აკიდებული ცხენებზე, როდესაც ხალხმა შეიტყო ბატონიშვილის სურვილის შესახებ დაეტოვებინა სიღნაღი. შეგროვდნენ რა უზარმაზარი ბრბოს სახით მისი სახლის გარშემო, ქართველებმა დაუწყეს ყვირილი გიორგის, რომ ისინი მას არ გაუშვებენ. ისინი საყვედურობდნენ მას, რომ “მათი ხარების, ცხვრებისა და ღვინის მირთმევა შეეძლო, ხოლო როდესაც საფრთხე მოვიდა, ახლა მათი მიტოვება სურს”.

_ ახლა კი არა _ ერთხმად იმეორებდნენ ისინი _ ახლა ჩვენ არ გაგიშვებთ; მოკვდი ჩვენთან ერთად! როდესაც ჩვენი თავების ჭრას დაიწყებენ, მაშინ შენი თავიც დაგორდეს.

გიორგი სთხოვდა სიღნაღელებს გაეშვათ იგი ქალაქიდან; მაგრამ ხალხი არა თუ არ ისმენდა მის თხოვნებს, არამედ, პირიქით, დარაჯებიც კი დაუყენეს მის სახლს. ბტონიშვილს ერთი საშუალება-ღა დარჩენოდა _ მოესყიდა დარაჯები, რაც მან მოახერხა კიდეც, თუმცა კი სამუდამოდ დაემშვიდობა თავის ქონებას, რომელიც თან ჰქონდა. მხოლოდ ერთი ხიფთანით გაიქცა იგი თელავში.

მცხეთაც ასევე გადამწვარ იქნა სპარსელების მიერ, რომლებსაც სურდათ სახელგანთქმული მცხეთის ტაძრის დაწვაც, მაგრამ რაზმის უფროსმა, ნახჭევნის ხანმა გააჩერა ისინი.

_ არ ეგების სიწინდისა და მეფეთა საძვალის შეურაცხყოფა, უთხრა მან თავის ჯარებს.

მონასტრის ქონება გაძარცვულ იქნა, და ყველგან ეყარა მოკლულთა სიმრავლე. ბერ-მონაზვნები აქეთ-იქით გაიფანტნენ, დაუტოვეს რა საძარცვად მონასტრის სიმდიდრეები.

წინამძღვარმა და მონაზვნებმა, გაქცევისას, მონასტრის განძეულობა დამალეს საიდუმლო ადგილას კედლის შიგნით, რომელშიც ხვრელი გაკეთებული იყო სულ ზევით და იფარებოდა ისეთივე ქვით, როგორიც სხვები იყო. მაგრამ დამალეს რა განძი, სიჩქარის თუ დაუდევრობის გამო, მონაზნებმა იმავე ადგილას დატოვეს კიბე, ხოლო ამან კი საბაბი მისცა სპარსელებს მიხვედრილიყვნენ, რომ აქ არის დამალული განძეულობა, რომელიც დაიტაცეს კიდეც მათ პირწმინდად.

ტფილისი დანგრეულ იქნა თითქმის საფუძვლამდე; ავლაბრის გარეუბანი მთლიანად გადამწვარ იქნა; ხიდი მდინარე მტკვარზე ასევე დაიწვა, მთელ გარეუბანში მხოლოდ მელიქის თავად ბებუთოვის სახლი გადაურჩა ხანძარს (* ჩაწერილია ჩემს მიერ თავად დ. ო. ბებუთოვის სიტყვებიდან, რომელსაც მე ვუხდი გულწრფელ მადლობას). ექვსი დღის განმავლობაში ქალაქი იძარცვავებოდა სპარსელების მიერ.

აღა-მაჰმად-ხანი შემოვიდა ტფილისში განჯელი ჟავად-ხანის თანხლებით, რომელმაც მას უჩვენა ერეკლეს სასახლე. შაჰმა დაათვალიერა მთელი შინა მოსასვენებლები, მიითვისა მთელი ის განძეულობა და სამკაულები, რომლებიც მას მიეწონა, ხოლო შემდეგ კი დანარჩენი სიმდიდრეები დასატაცებლად დაუტოვა თავის ჯარს, რომელსაც უწინარეს ყოვლისა უბრძანა გაეძარცვა და დაენგრია ქრისტიანული ტაძრები.

შეიტყო რა სამეფო აბანოების არსებობის შესახებ ტფილისში, აღა-მაჰმად-ხანი გაეშურა მათ სანახავად. “აშენებულნი მაგარი ქვისა და მარმარილოსგან, ისინი მოეწონა მათ თავიანთი მოწყობითა და სიმდიდრით. იგი ხალისითა და კმაყოფილებით ნეტარებდა მათში, მინერალური წყლის თბილ ნაკადებში ეძიებდა თავის დაავადებათაგან განკურნებას, ვერ ჰპოვა და უბრძანა აბანოების დანგრევა”.

აბანოებიდან იგი გაემართა არსენალში, წაიღო იარაღი, ხოლო ყოველივე დანარჩენი ბრძანა დაენგრიათ და გაენადგურებიათ (* «Кавказъ» 1850 г., № 90, стр. 355).

აღა-მაჰმად-ხანი, ეშინოდა რა ღამით ქალაქში დარჩენისა, ბანაკად დადგა ადგილ სოღანლუღში. ყოველი დღის გათენებისას სპარსული ჯარების ბრბოები, თავიანთ მბრძანებელთან ერთად, მიისწრაფვოდნენ საქართველოს დედაქალაქში (* ტფილისში მოსვლისას აღა-მაჰმად-ხანი ყოველ ჯერზე ჩერდებოდა მელიქის თავად ბებუთოვის სახლში, საღამოს კი ისევ მიდიოდა სოღანლუღში. ამით აიხსნება კიდეც ის, რომ სახლი გადაურჩა საერთო ნგრევას. /თავადის დავით ოსიპის ძე ბებუთოვის მონათხრობებიდან/). იქ სპარსელები ეძლეოდნენ სრულ გაშმაგებას. ისინი დედებს ხელიდან ართმევდნენ ძუძუთა ბავშვებს, ფეხებში სტაცებდნენ ხელს და ერთი მოქნევით ორად ჰკვეთდნენ, რათა გაესინჯათ: კარგი იყო თუ არა მათი ხმლები; ხელს სტაცებდნენ ქალებს და მიჰყავდათ ისინი თავიანთ ბალაკში, მიაგდებდნენ რა ბავშვებსა და ტყვე ქალებს გზაზე. აბანოს კარიდან მიმავალი გზა მოფენილი იყო სამ წლამდე ბავშვებით, მუსლიმანებისგან გზაზე დაყრილები, ისინი ტირილით უხმობდნენ თავიანთ დედებს (* «Кавказъ» 1849 г., № 25). გამოიტანეს რა მტკვრზე გადებულ ხიდზე ღვთისმშობლის ხატი, სპარსელები აიძულებდნენ ქართველებს შეურაცხყოფა მიეყენებიათ ამ ხატისთვის, ხოლო ვინც არ დაემორჩილებოდა, მათ მტკვარში ჰყრიდნენ... მდინარე ჩახერგილი იყო გვამებით (* Романовскій. «Кавказъ и кавказская война», стр. 75).

მხოლოდ დედაქალაქიდან ტყვედ იქნა წაყვანილი 3.000 სულზე მეტი, სხვა ადგილებიდან კი წაიყვანეს 10.000-მდე ქართველი სპარსელებმა, 10.000-მდე მოკავშირე იმერლებმა და სხვა მეზობლებმა, და, ბოლოს, ამდენივე გაიფანტა ახალციხესა და ყარსში, რათა იქ ეძებნათ თავიანთთვის უსაფრთხო თავშესაფარი.

იმერლების დახმარება იმდენადვე დამღუპველი იყო საქართველოსთვის, რამდენადაც თავად მოწინააღმდეგის შემოსევა. ცოტაა ის, რომ იმერლები გაექცნენ მოწინააღმდეგეს: ისინი, გარდა ამისა, თავიანთი გაქცევის გზაზე ძარცვავადნენ, აჩანაგებდნენ ქართლს და ტყვედ მიჰყავდათ ათასობით დაუცველი ოჯახი.

ტფილისის აკვამლებულ ნანგრევებში ღამღაობით, როგორც აჩრდილნი, დაძრწოდნენ კახელები, რომლებიც მოდიოდნენ ან თავიანთი ქონების მოსაძებნად, ან კიდევ რაიმე საკვებისა.

“შევედი რა ტფილისში თაფითაღის კარის გავლით _ ამბობს თანამედროვე (* Артемій Араратскій, ч. II, стр. 39) _ მე კიდევ უფრო მეტად შევძრწუნდი, ვნახე რა თვით ქალები და ჩვილი ბავშვებიც კი, რომლებიც მტრის მახვილით იყვნენ დაჩეხილნი, რომ არაფერი ვთქვათ მამაკაცებზე, რომლებიც მხოლოდ ერთ კოშკში ვნახე, თვალზომის მიხედვით, დაახლოებით ათასი გვამი. დავხეტიალობდი რა ქალაქში განჯის კარამდე, მე ვერ შევხვდი ვერც ერთ ცოცხალ ადამიანს, რამდენიმე გაწამებული მოხუცის გარდა, რომლებზედაც მტრები, ეკითხებოდნენ რა იმას, თუ სადა აქვთ მათ სიმდიდრე ან ფულები, სჩადიოდნენ სხვადასხვანაირ ტირანიას. ქალაქი თითქმის გადამწვარი იყო და ჯერ კიდევ კვამლი ადიოდა, ჰაერი კი მოკლულთა გახრწნილი სხეულებისგან, ცხელი დროის გამო, სრულებით აუტანელი იყო და დამასნებოვნებელიც კი.”

აღა-მაჰმად-ხანის ისტორიოგრაფი აღიარებს, რომ, ტფილისის დარბევის დროს, მამაცმა სპარსულმა ჯარმა უჩვენა ურწმუნო ქართველებს ნიმუში ანუ მაგალითი იმისა, თუ რას უნდა ელოდნენ ისინი სამსჯავროს დღეს («Сынъ Отечества» 1835 г., 333).

თავად ერეკლე, წაიღო რა თავისთან ღვთივსათნო წმინდანთა ნაწილები და ზოგიერთი ნივთი, გაიქცა ქალაქიდან და თავი შეაფარა თავიდან მთიულეთის პროვინციას, ხოლო შემდეგ კი ანანურს. მდიდრული ნადავლი დარჩათ სპარსელებს (* ერეკლეს 1795 წ. 15 სექტემბრის წერილი თავის ძეს მირიანს, რომელიც მაშინ იყო ს.-პეტერბურგში, Московскій арх. мин. иностр. делъ).

“ვარწმუნებთ თქვენს მაღალაღმატებულებას _ წერდა ერეკლე გრაფ გუდოვიჩს (* ერეკლეს წერილი გრაფ გუდოვიჩისადმი 1795 წ. 14 სექტემბერს) _ რომ შეძენილი როგორც ჩვენი წინაპრების მიერ, ისე ჩვენს მიერაც ქონება, ყოვლადმოწყალე ხელმწიფისგან ნაწყალობევი: გვირგვინი, სკიპტრა, პორფირა, ნიშნები, ზარბაზნები, ასევე ჩვენი შვილებისა და ერთგულ ქვეშევრდომთა მამულები, წმინდა ტაძრების ძვირფასი ხატები, ჯვრები, ეკლესიის სალაროები და სხვა საეკლესიო მორთულობა, ერთი სიტყვით, ტფილისის მთელი სიმდიდრე ჩავარდა მის ხელში”.

სპარსელების რაზმებმა შეაღწიეს მუხრანსა და ჭალაში (Мухнаръ и Джалы), არ შეხვედრია რა იქ არც ერთი ადამიანი. სოფლები და დაბები ცარიელი იყო. გორის მახლობლად რაზმი გაჩერდა ციხესიმაგრის არსებობის გამო, იდგა რამდენიმე ხანს, და, ისე რომ არაფერი უღონია, უკან დაიხია. სპარსელები დაძრწოდნენ მთელს ზემო ქართლში, მიაღწიეს ცხინვალამდე და დაბრუნდნენ, არ უნახავთ რა არსად არც ხალხი, არც ცხვრის ფარები და საქონლის ჯოგები, ვერსად ჩაიგდეს ხელში მდიდრული ნადავლი.

დარბეული და გაძარცვული ხალხი, პურის არქონის გამო, იკვებებოდა კაკლით, თხილითა და ბალახეულობით, როდესაც შეიტყო, რომ აღა-მაჰმად-ხანი სტოვებს საქართველოს და რომ მან უკვე განჯისკენ დაიხია.

დუშეთისა და ანანურს იქით ტყეებში თავშეფარებულმა ტფილისისა და სხვა ადგილების მცხოვრებლებმა დაიწყეს სოფლებში გამოსვლა. ანანურში შეიკრიბა უზარმაზარი მომთაბარე დასახლება. მოსულები, რომელთაც არ ჰქონდათ სადგომი, დღეებსა და ღამეებს ატარებდნენ ღია ცის ქვეშ, უამინდობაში, ტანსაცმლისა და საკვების გარეშე. თითოეულმა მათგანმა დაკარგა ვინმე ახლობელი თავისი ოჯახიდან: მამამ დაკარგა ვაჟიშვილი, ვაჟიშვილმა კი არ იცოდა, თუ სად არის და რა მოუვიდა მის მამას; დედებმა დაკარგეს ქალიშვილები, ცოლებმა ქმრები, და ყოველი მხრიდან კვნესა და ღაღადი აყრუებდა ანანურის ქუჩებს.

ანანურის ნახევრად დანგრეულ უძველეს ქართულ მონასტერში, ერთ ძველ სენაკში, რომელიც იყო მონასტრის გალავნის კუთხეში, შეიძლებოდა გენახათ ადამიანი, რომელიც იჯდა პირით კედლისკენ და ტანთ ეცვა ცხვრის ტყავის უბრალო მოსაცმელი. ეს ადამიანი, ოდესღაც მთელი ამიერკავკასიის გრგვინვა-ქუხილი, გახლდათ საქართველოს მეფე, ერეკლე II. მის ახლოს კი იდგა მოხუცებული სომეხი მოსამსახურე.

_ ვინ დგას კუთხეში? კითხულობდნენ მოსულები.

_ ის, ვისაც შენ ხედავ _ პასუხობდა ამოოხვრით სომეხი _ ოდესღაც დიდი დიდებით იყო მოსილი და მის სახელს პატივს სცემდნენ მთელს აზიაში. ის გახლდათ თავისი ხალხის საუკეთესო მმართველი. როგორც მამა იგი ცდილობდა მისი კეთილდღეობისთვის და ორმოცი წლის განავლობაში, ამ დრომდე, მას შეეძლო შეენარჩუნებია თავისი სამეფოს მთლიანობა; მაგრამ სიბერემ, რომელმაც ძალები გამოაცალა მას, ყოველივეს დაუდო ზღვარი და დასასრული. რათა თავიდან აეცილებინა დავები და ძმათა შორის მტრობა თავის ოჯახში, რომლებიც შესაძლო იყო დაწყებულიყო მისი სიკვდილის შემდეგ, იგი ფიქრობდა უკანასკნელი კეთილი საქმე გაეკეთებია თავისი ხალხისთვის, და უკეთესი მმართველობისთვის დაეყო სამეფო ნაწილებად. უბედური მეფე ერეკლე შეცდა თავის იმედებში. თაჰმასპ-ყული-ხანის (ნადირ-შაჰის) საჭურისად ნამყოფი, ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც ერეკლე ატარებდა სპარსეთის მხედართუფროსის წოდებას, მოვიდა ახლა, რათა დაემარცხებინა მისი უძლური სიბერე. საკუთარმა შვილებმა უარი თქვეს მას დახმარებოდნენ და გადაერჩინათ სამშობლო, იმიტომ რომ ისინი ბევრნი იყვნენ და თითოეული მათგანი ფიქრობდა, რომ ხელს გამოიღებს არა თავისთვის, არამედ სხვისთვის. საქართველოს მეფე იძულებული შეიქმნა მიემართა იმერეთის მეფისთვის; მაგრამ შენ რომ ყოფილიყავი ტფილისში, მაშინ, რა თქმა უნდა, ნახავდი მთელ სამარცხვინობას იმისა, თუ რას წარმოადგენდნენ იქ მისი ჯარები. ერეკლე ერთი მუჭა ხალხით ებრძოდა ასი ათასს და დაკარგა ტახტი იმის გამო, რომ შეუბრალებლად იქნა მიტოვებული თავისივე შვილების მიერ _ და ვისთვის მსხვერპლად? _ საჭურისისთვის, ადამიანისთვის, რომელიც უწინ ფეხქვეშ ეგებოდა მის წინაშე!.. ჩაქრა მისი მრავალწლიანი დიდება; დედაქალაქი ნანგრევებად არის ქცეული, ხოლო მისი ხალხის კეთილდღეობა კი დაღუპვას მიეცა. აი, ამ კედლის ძირში, ხედავ შენ, ყველა ადამიანისგან გარიდებულს, საქართველოს სახელოვან მეფეს, დახმარების გარეშე და მხოლოდ ცხვრის ტყაპუჭით შემოსილს!.. კარისკაცებმა და მასთან მყოფმა ყველა ახლობელმა მისმა ბუნებრივმა ქვეშევრდომმა, რომლებსაც ის იფარებდა და კვებავდა, ყოველ სიუხვეში ამყოფებდა თავის წიაღში, მიატოვეს იგი: არც ერთი მათგანი არ გამოჰყვა თან თავის მეუფეს, ჩემს გარდა, ყველაზე უფრო უკანასკნელი სომხისა...

აღა-მაჰმად-ხანის საქართველოში შემოჭრის დროს, იქ მომთაბარე ყველა ხალხი, რომლებიც იმყოფებოდნენ ე. წ. “წითელი ხიდის” ზევით, წავიდა ყარსსა და ახალციხეში, სადაც მცხოვრებლებმა ისინი გაძარცვეს. შემდგომში ისინი თითო-თითოდ ბრუნდებოდნენ საქართველოში (*). ბევრი თავადი თავ-თავიანთი ოჯახებით, ცოლები, შვილები და ქალები დაიტოვეს სპარსელება ტყვეთა რიცხვში (* ერეკლეს წერილი თავად ჭავჭავაძისადმი 1796 წ. 8 აპრილს. Московскій арх. мин. иностр. дел).

ერეკლე ევედრებოდა გუდოვიჩს დახმარების შესახებ; იგი იმედოვნებდა, რომ რუსეთი არ დატოვებს შურისძიების გარეშე აღა-მაჰმად-ხანის საქციელს. საქართველოს მეფე არწმუნებდა მთავარსარდალს, რომ თუკი მას არ ექნებოდა რუსეთის დახმარების იმედი, “მაშინ _ ამბობდა ის _ სხვა მოწვეული ჯარების მეშვეობით შევიარაღდებოდით მის წინააღმდეგ (აღა-მაჰმად-ხანისა) ან კიდევ სხვა ხერხით შევინარჩუნებდით ჩვენს სამეფოს; მაგრამ ჩვენ დარწმუნებული ვიყავით დახმარებაში უმაღლესი კარისგან და თქვენგან”.
ერეკლე II სთხოვდა არ დაეკარგათ სამუდამოდ რუსეთისთვის “ამდენი ხალხი და ქალაქი” საქართველოსი და დახმარებოდნენ მას რუსული ჯარებით ქვეყნიდან სპარსელების გასადევნად.

“...მირიან და გარსევან (ჭავჭავაძე) _ სწერდა ერეკლე ს.-პეტერბურგში (*). _ დადგა დრო რათა გასწიოთ ყველა შესაძლო შრომა ჩვენი საშობლოსთვის, ეკლესიისა და ქრისტიანი ხალხისთვის! უკვე აღარაფერი არ დაგვრჩა, ყველაფერი დავკარგეთ... თქვენ თავად იცით, რომ ჩვენ უმაღლესი კარისადმი ფიცით რომ არ ვყოფილიყავით დაკავშირებულნი, ხოლო აღა-მაჰმად-ხანთან კი თანხმობაში ვყოფილიყავით, მაშინ ეს თავგადასავალი ჩვენ არ დაგვატყდებოდა (* ერეკლეს წერილი თავისი ძის მირიანისადმი, რომელიც იყო ს.-პეტერბურგში, 1795 წ. 15 სექტებერს. იქვე).

ღვთის გულისათვის იღონეთ ყველა შესაძლო მცდელობა, რათა დააჩქაროთ ჯარების გამოთხოვა, სანამ, დახმარების მოსვლამდე, აღა-მაჰმად-ხანი არ გაძლიერებულა, არ მოუსწრია ყოველივეს დაუფლება და ჩვენთან მყოფი მომთაბარე ხალხის წაყვანა, მიიღოთ ჯარი, ხოლო ეს ქვეყნები ღვთივ ბოძებული სახელოვანი გამარჯვებით დიდებით გავანთავისუფლოთ.“

მთიულეთიდან ერეკლემ ყველგან დააგზავნა ბრძანებები მომზადებულიყვნენ ომისთვის და შეგროვებულიყვნენ დანიშნულ ადგილებში. ბატონშვილი გიორგი ჯარების შესაკრებად გაემგზავრა კახეთში, ბატონიშვილი იულონი კი _ ქართლში.

თავადი ქაიხოსრო ავალიშვილი ერეკლეს წერილით გაგზავნილ იქნა აღა-მაჰმად-ხანთან.

„თუკი შენ საკუთარ თავს თვლი შაჰად _ სწერდა ერეკლე _ და მთელი სპარსეთის მბრძანებლად, მაშინ რატომ დაარბიე შენ ჩემი დედაქალაქი, რატომ დაატყვევე ჩემი ქვეშევრდომები, რომელთაც არაფერი დაუშავებიათ შენს წინაშე? შეგეძლოს შენ მეფურად მოქცევა. შენ ბრძოლის შემდეგ მშვიდობა რომ გებოძებინა ტფილისის მცხოვრებთათვის, მაშინ ამით მათ გულებს მოიგებდი. ახლა მოისმინე ჩემი წინადადება: დაუბრუნე თავისუფლება ტყვეებს, ხოლო შემდეგ კი ჩვენ ვიფიქრებთ კავშირის პირობების შესახებ, დავდებთ მას და მე ურღვევად დავიცავ ამ კავშირს, როგორც ამას მოითხოვს ღირსება და სამართლიანობა. თუკი შენ არ აღასრულებ ჩემს სურვილს, მაშინ მე გავაკეთებ ყველაფერს, რათა ვიხსნა ჩემი სამშობლო, იმიტომ რომ ყველა ქართველის გული სავსეა აღშფოთებითა და შურისძიებით. გიცხადებ ასევე, რომ ჩვენი ერთმორწმუნე რუსეთის იმპერატორი არ მოითმენს იმას, რასაც შენ ჩვენ გვიკეთებ“ (* «Кавказъ» 1850 г., № 101).

ამაზე საპასუხოდ აღა-მაჰმად-ხანი ერეკლესგან მოითხოვდა მის დასახმარებლად მოსული ყარაბაღის მცხოვრებლების გაცემას (რომელთა მთებში გასტუმრებაც ერეკლეს უკვე მოესწრო); ვაჟიშვილის მძევლად მიცემას; დიდ თეთრ ალმასს, რომელიც საქართველოს მეფეებს აზატ-ხანისგან დარჩათ, და იმ საათის მიცემას, რომელიც დივანში (საბჭოში) ეკიდა (* ეს საათი ერეკლესთვის საჩუქრად იყო მოტანილი თავად გრიგოლ ალექსანდრეს ძე პოტიომკინისგან).

შაჰი დაპირდა ამასთან, თუკი ერეკლე დაეთანხმება ყველა მოთხოვნას, (მაშინ ისიც) გაათავისუფლებს 30.000 ტყვე ქართველს, და ყველა დამწვარ და გაძარცვულ შენობას ტფილისში აღადგენს, და საქართველოს მეფესთან მეგობრულ კავშირსაც კი შეჰკრავს (* ერეკლეს წერილი გრაფ გუდოვიჩისადმი, 1795 წ. 16 სექტებრისა. Московскій арх. мин. иностр. делъ).

ერეკლე II-მ უარყო აღა-მაჰმად-ხანის მოთხოვნა და, კვლავ სთხოვდა რა დახმარებას გრაფ გუდოვიჩს, უმატებდა, რომ თუკი მას არ გაუწევენ მოლკე დროში ამ დახმარებას, მაშინ, არ გააჩნია რა შეძლება წინ აღუდგეს სპარსეთის მბრძანებლის ძალებს, იძულებული იქნება დაეთანხმოს მის ყველა მოთხოვნას.

არ გაჩნდა რა პირდაპირი ბრძანება ემოქმედა შემტევად, გუდოვიჩს ვერ გაებედა, იმპერატრიცას ნებართვის გარეშე, არსებითი დახმარება აღმოეჩინა ერეკლესთვის. ყოველივე ამასთან ერთად, იმ უკიდურესი მდგომარეობის გამო, რომელშიც იმყოფებოდა მაშინ საქართველო, გუდოვიჩმა ბრძანა ჯარების ნაწილი დაეძრათ მოზდოკისკენ, ხოლო ზოგიერთ ნაწილს კი გადაელახა თერგი, და მიიღო ზომები როგორც საქართველოსკენ მომავალი გზის დათვალიერებისთვის, ისე მისი შეკეთებისთვისაც (* Рапортъ гр. Гудовича императрице отъ 28-го сентября 1795 г. Тамъ же).

მთელ ამ ზომებს არ შეეძლოთ ერეკლეს დაკმაყოფილება, რომელიც ითხოვდა, რათა რუსული ჯარები მოსულიყვნენ მის დასახმარებლად არაუგვიანეს რვა დღისა _ ვადა, რომელშიც შეუძლებელი იყო, ყველაზე უფრო გაძლიერებული მარშების დროსაც კი, გადასულიყვნენ კავკასიის ხაზიდან ტფილისში. მსგავსი მოძრაობისას, დაუსახლებელი ადგილების გავლით, ჯარებისთვის აუცილებელი იქნებოდა თან ჰქონოდათ პროვიანტი არა მხოლოდ მთელი გზისთვის, არამედ მოვიდოდნენ რა ადგილზე, ჰქონოდათ მარაგადაც, ვინაიდან მის მისაღებად საქართველოში არ იყო შესაძლებლობა. ამასთან, მხოლოდ ქვეითი ჯარი არ შეიძლებოდა ყოფილიყო გაგზავნილი დასახმარებლად, ხოლო კავალერიისა და არტილერიის მოძრაობა კი, მაშინდელი ცუდი გზების გავლით, უკიდურესად გაძლიერებული იყო, და რაც მთავარია, მეტად ნელი.

გრაფი გუდოვიჩი სწერდა ერეკლეს, რათა იგი ცდილიყო მოლაპარაკებებით დროის მოგებას და უკიდურეს შემთხვევაში დათანხმებოდა შაჰისთვის თეთრი ალმასისა და საათის მიცემაზე, თუკი მოახერხებს მათ სანაცვლოდ დაეთანხმებია იგი ტფილისიდან უკან დახევაზე, რადგანაც ეს ნივთები დროთა განმავლობაში შესაძლოა დაბრუნებულ იქნა საქართველოს მეფისთვის.

ამანათად (მძევლად) ვაჟიშვილის მიცემასთან მიმართებით კი მთავარსარდალი სთავაზობდა ერეკლეს ეპასუხა, რომ მას ამის შესრულება არ შეუძლია, რადგანაც იმყოფება რუსეთის მფარველობის ქვეშ, და რომ ამის თაობაზე დაუკავშირდება რუს მთავარსარდალს, გრაფ გუდოვიჩს.

ნოემბერში მიღებულ იქნა ცნობები, რომ აღა-მაჰმად-ხანმა უკან დაიხია ტფილისიდან, მაგრამ, გაჩერდა რა ქალაქიდან არც ისე შორს, აწარმოებდა მოლაპარაკებებს დაღესტნელებთან, რომელთაც იგი აგულიანებდა მოეხდინათ თავდასხმა კახეთზე, ჰპირდებოდა რა მათ ამისთვის ბევრ ფულს. თუმცა კი შემდეგ უკან დაიხია მან განჯაში და იმყოფებოდა 180 ვერსზე ტფილისიდან (* ერეკლეს წერილი გრაფ გუდოვიჩისადმი (რიცხვის გარეშე) 1795 წ. Георг. воен. арх), მაგრამ ქართველებს ეშინოდათ მისი უკან დაბრუნებისა თავიანთ დედაქალაქში, რომელიც მით უმეტეს შესაძლებელი იყო, რომ ქვეყნის კლიმატურ თვისებებს არ შეეძლოთ წინააღდეგობა გაეწიათ აღა-მაჰმად-ხანისთვის, რათა მას მთელი თავისი ძალისხმევა გამოეყენებია საქართველოს საბოლოოდ დასამორჩილებლად.

“ამ ზამთარში _ სწერდა თავადი გარსევან ჭავჭავაძე (* სამინისტროსადმი წერილში 1795 წ. 23 ნოემბერს. Московскій арх. мин. иностр. делъ) _ იგი იქაურებს ისეთ სიძვირეს შეუქმნის, რომ მომავალ გაზაფხულზე იქ ჯარის გაგზავნა უსარგებლო იქნება, და იგი ყველა ქართველს თავისი ძალაუფლების ქვეშ მოიყვანს. მე, შევიტყვე რა ასეთი გარემოებები, ჩემი მოვალეობის გამო პატივი მაქვს მოგახსენოთ, რომ თუკი ამ ზამთარში არ იქნება გაგზავნილი ერეკლე მეფესთან ისეთი ძალა, რომელიც დაეხარებოდა მას წასულიყო აღა-მაჰმად-ხანის წინააღმდეგ, მაშინ ამას სიკეთე ვერ მოჰყვება (то не хорошо последуетъ), ამიტომაც უმდაბლესად გთხოვთ გაგზავნოთ ამ ზამთარს თუ არა დიდ რიცხვის ჯარი, მაშინ, სულ მცირე მაინც, ორი პოლკი პროვიანტით. და ეს ახლანდელი მცირე დახმარება გამოიყვანს იქაურებს ყველანაირი ეჭვიდან და იქნება მათთვის გაზაფხულამდე სასურველი დაცვა და გამხნევება, სანამდე აქედან ექნებათ სრული დახმარებაც.

თუკი ვინმე ამაში წინააღმდეგობას გაგვიწევს და დაიწყებს დარწმუნებას მთების მოუხერხებლობისა და იმის შესახებ, რომ შეუძლებელი იქნება მათი გადასვლა და პროვიანტის გადატანა, მაშინ მე, როგორც პატიოსანი ადამიანი, ჩემი საშობლოს გულმოდგინე შვილი, საკუთარ თავზე მივიღებ ამ კომისიას, რათა მთების იმ მხარეს, პირველ სოფელთან, რომელსაც ეწოდება სტეფანწმინდა (называемомъ Степансцминда, т. е. св. Степанъ), მივიღო ეს პოლკები პროვიანტით და ყველაფერ იმით, რაც აქედან გაგზავნილი იქნება, და, ჩემი მოვალეობის მიხედვით, გადავატარო მთების გავლით და კეთილდღეობით ჩავიყვანო საქართველოში.”

სახელმწიფო საბჭომ, განიხილავდა რა საქართველოს ელჩის ამ ახალ თხოვნას, აუცილებლად სცნო დაედასტურებინა გრაფ გუდოვიჩისთვის, რომ მას მიეღო და მოქმედებაში მოეყვანა მთელი ის ზომები, რომელთაც არა მხოლოდ შეეძლებათ სამსახურის გაწევა საქართველოს მეფისა და ჩვენი ერთგული სხვა ხანების განთავისუფლებისთვის აღა-მაჰმად-ხანის მხრიდან თავდასხმებისა და შევიწროვებისგან, არამედ ისინიც, რომელთაც შეუძლიათ მოგვცენ “მოსახერხებელი პირობები შემდგომი მოქმედებებისთვის აღა-მაჰმად-ხანის წინააღმდეგ, იმ ადგილებში, საიდანაც ეს ხანი მიიღებს საშუალებებს (სახსრებს) თავისი ღონისძიებებისთვის” (* საბჭოს 1795 წ. 18 ოქტომბრის დადგენილება. Государственный архівъ).

გრაფ გუდოვიჩს ამასთანავე მოვალეობად ეკისრებოდა ისე წაეყვანა საქმეები, რომ არ მიეყენებია შეშფოთებანი ოტომანის პორტასთვის, და სულაც არ შესულიყო იმ მიწებში, რომლებიც იმყოფებოდა თურქეთზე დამოკიდებულებაში და რომლებიც “მის (პორტას) ფარგლებს ესაზღვრებოდა”. ამ საფუძველზე ვარაუდობდნენ ჯარების დაძვრას სახმელეთო გზით დარუბანდისკენ, ხოლო ფლოტილიის გაგზავნას კუნძულ სარაზე. ჯარების გაგზავნა ერევანზე აღიარებულ იქნა არასაჭიროდ. ერევნის ხანი და მისი ხალხი ყოველთვის დამოკიდებული იყვნენ საქართველოზე, და ამიტომ შესაძლებელი იყო იმედი ჰქონოდათ, რომ, რუსული ჯარების მოსვლასთან ერთად, ხანი თავად ნებაყოფლობით დაექვემდებარება საქართველოს მეფეს და შეასრულებს ყველა მის ბრძანებას, “როგორიც არ უნდა ყოფილიყო ისინი”. ამასთანავე, ერევნის მეზობლობა თურქეთის სამფლობელოებთან, რომლებსაც იგი ესაზღვრებოდა, აიძულებდა ჩვენს მთავრობას, ოტომანის პორტასთან ყოველგვარი გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, ერევნის ხანი დაეტოვებინათ დასჯის გარეშე. ჩვენი მხრიდან იმერეთის მეფის მოწვევა ერთობლივი მოქმედებებისთვის სპარსელების წინააღმდეგ ცნობილ იქნა ასევე უხერხულად. იმერული ჯარების მოქმედება, საქართველოში აღა-მაჰმად-ხანის შემოჭრისას, ცნობილი იყო იმდენად, რომ უფრო მავნებლობის მოტანის მოლოდინი უნდა ჰქონოდათ, ვიდრე სარგებლისა, მათი კავშირისგან, ხოლო ამასთანავე, ყველანაირ შეკრებას და ყველანაირ მოძრაობას იმერეთის ჯარებისა, განსაკუთრებით ჩვენს ჯარებთან ერთად, შესაძლო იყო აღეგზნოთ პორტას ყურადღება, როგორც მიწისა, რომელიც ძველი დროიდან მას ეკუთვნოდა, და რომელიც “დაიკავებს ყველა იმ ადგილს, რომლებიც სამშვიდობო ხელშეკრულების ძალით მიცემული აქვს იმერეთს” (* იმპერატრიცას წერილი გრაფ გუდოვიჩს 1795 წ. 4 სექტებერს. იხ. «Московскій Телеграфъ» 1826 г., т. 8, стр. 283).
მთავრობის ყველა ამ მოსაზრებამ შემდგომში გამოიწვია გრაფ ზუბოვის ცნობილი ლაშქრობა, რომელსაც ჩვენ განზე დავტოვებთ და მივმართავთ მოვლენებს, რომლებიც ხდებოდა თავად საქართველოში.

აღა-მაჰმად-ხანის საქართველოში შემოჭრის შედეგად იყო, როგორც ჩვენ ვნახეთ, ბევრი მცხოვრების ტყვედ წაყვანა, რომლებიც მის მიერ დატოვებულ იქნა სხვადასხვა ქალაქებში: განჯაში, ერევანში, ნუხასა და სხვა ადგილებში.

ტყვეთა დიდი ნაწილი დატოვებულ იქნა განჯაში, საიდანაც ისინი მიჰყიდეს თურქებსა და ლეკებს. იმათ, რომლებიც შესაძლო იყო გამოესყიდათ ნათესავებს, ჯავათ-ხან განჯელმა, გასაყიდი ფასის ზევით, დააკისრა 25-25 მანეთის ბაჟის გადახდა ადამიანზე. მაგრამ გამოსყიდულებს ჯავათ-ხანი მაინც არ ათავისუფლებდა და არ აბრუნებდა ტყვეობიდან. თურქები, რომლებსაც ადრე აკრძალული ჰქონდათ ტყვეების ყიდვა, ახლა დიდი ხალისთ ყიდულობდნენ ქართველებს და მათში მნიშვნელოვან ფულსაც იხდიდნენ (* ერეკლეს წერილი თავად ჭავჭავაძისადმი 1796 წ. 15 იანვარს, Московскій арх. мин. иностр. делъ).

დატოვა რა საქართველო, აღა-მაჰმად-ხამა არა მხოლოდ გაათავისუფლა განჯა და ერევანი ერეკლეზე ყოველგვარი დამოკიდებულებისგან, არამედ ჩამოაცილა კიდეც მას ზოგიერთი პროვინცია, როგორებიცაა, მაგალითად, ბამბაკი, ყაზახი და ბორჩალო, მისცა რა ისინი ერევნის ხანის მფლობელობაში (* ერეკლეს წერილი გრაფ ოსტერმანისადმი 1796 წ. 8 იანვარს. ქართველი მფლობელების მიმოწერა საიმპერატორო კართან. Московскій арх. мин. иностр. делъ. Дело № 455).

ერევნის ხანმა მაშინვე გაუგზავნა განცხადება მისთვის ახლად ნაწყალობევ ხალხებს და მოითხოვდა მათგან მისდამი მორჩილებას. ერეკლე იძულებული იყო თავისი უფლებების დასაცავად ისევ მოემართა თხოვნით ჩვენი მთავრობისთვის.

“თუმცა კი ეს ხალხები _ წერდა იგი _ წინააღმდეგი არიან აღა-მაჰმად-ხანის ბრძანებისა და არ სურთ მისდამი მორჩილება, მაგრამ თუკი ამ ზამთარს ვერ მივიღებ უმაღლეს დახმარებას, რუსეთის ძლევამოსილი ჯარების გამოგზავნით, მაშინ მოხსენიებული ხალხები და მათთან შეერთებული სხვა მეზობლებიც, თავიანთი სუსტი ძალების გამო, იძულებული შეიქმნებიან ეძიონ აღა-მაჰმად-ხანის მფარველობა” (* იქვე, და სამინისტროსადმი თავად ჭავჭავაძის წერილი 1796 წ. 7 მარტს).

მეფე ევედრებოდა მისთვის 8.000-იანი ჯარის გამოგზავნის შესახებ, რომლითაც მას იმედი ჰქონდა გამკლავებოდა შაჰს და დაებრუნებინა ყველაფერი, რაც საქართველომ დაჰკარგა მისი შემოსევის დროს. შეიტყო რა იმის შესახებ, რომ გრაფმა გუდოვიჩმა მიიღო ბრძანება დახმარებოდა მას ჯარებით, ერეკლე მადლობას უხდიდა იმპერატრიცას და სთხოვდა “მონარქის მაღალ დაცვას საქართველოსთვის, რომელიც ჩემთან ერთად, სამუდამოდ მუხლს იყრის (повергается навсегда) თქვენი უმაღლესი მორჩილებისა და ნების ქვეშ” (* ერეკლეს წერილი იმპერატრიცასადმი 1796 წ. 7 იანვარს. იქვე).

“მართალია _ სწერდა იმპერატრიცა ეკატერინე II გრაფ გუდოვიჩს (* Рескриптъ отъ 4-го сентября 1795 г. «Московскій Телеграфъ» 1826 года, № 8, стр. 276), _ რაც უფრო შორს გავრცელდება მოხსენიებული ხანი დასავლეთისკენ, მით უფრო მეტი სიძნელეები შეხვდება მას; უფრო მეტიც, ვერც მისი წლები (* აღა-მაჰმად-ხანი მაშინ 61 წლისა იყო), ვერც კიდევ მისი მბრძანებლობის სახე, რომელსაც თან ახლავს სისასტიკეები, ვერ ჰპირდებიან მას ხანგრძლივ და სრულყოფილ წარმატებებს; მისი სიკვდილის შემდეგ კი და ბედნიერების მნიშვნელოვნად გადატრიალებისას, მთელი ეს ჩანაფიქრები არარად გადაიქცევა, და სპარსეთი კვლავ დაიყოფა, როგორც ეს იყო ნადირ-შაჰის აღსასრულის დროიდან და მასში ორი მმართველის: ქერიმისა და ალი-მურად-ხანის გაძლიერების დროსაც. მეორეს მხრივ, არ უნდა გვეშინოდეს აქ თურქებთან მჭიდრო დაახლოებისაც, სადაც ურთიერთ სიძულვილი, გამომდინარე ორივე მაჰმადიანური სექტის განსხვავებულობისა და სხვა ძველი მიზეზებიდან, ღრმად არის ფესვგადგმული, მაგრამ მიუხედავად ამისა საჭიროდ ვაღიარეთ ჩვენ, როგორც მომავალში ჩვენი საზღვრების უკეთესად უზრუნველყოფისთვის, ისევე ერთხელ და სამუდამოდ ჩვენი სისტემის ჩამოყალიბებისთვისაც იმ მხარესთან მიმართებით, მოვხაზოთ თქვენთვის შემდეგი დარიგებანი:

“ქართლისა და კახეთის მეფეს, როგორც ჩვენს ვასალს, თქვენ მოვალე ხართ იცავდეთ მასზე მტრული თავდასხმების წინააღმდეგ. მისი თანხმობა შუშის ხანთან და მათი საერთო მოქმედება ბევრად შეუწყობს ხელს აღა-მაჰმად-ხანის შემდგომი წარმატებების გაძნელებას; მაგრამ რათა უფრო მეტად გავაძლიეროთ ქართლის მეფე ამ მოუსვენარი ადამიანის წინააღმდეგ, ნებას გრთავთ, რათა თქვენ მიაწოდოთ მოხსენიებულ მეფეს დახმარება მასთან ტრაქტატით დადგენილი ქვეითი ჯარის ორი სრული ბატალიონით, რომელთაც, მათ ჩვეულებრივ ქვემეხებზე დამატებით, გამოუყოფთ მისთვის ადრე შეპირებული არტილერიიდანაც. მაგრამ რადგანაც დიდი ყალიბის ქვემეხების გადატანა და გამოყენება იმ მხარეში მოუხერხებელია, ამისთვის შეცვალეთ კიდეც ისინი მსუბუქი ქვემეხებით, არაუმაღლეს ექვსგირვანქიანი ზარბაზნების და მათი თანაზომადი მარტორქებისა (რუს. единороги) [1], განამწესებთ რა მათთან ადამიანებსაც, რომლებიც საჭირო არიან მათი მოქმედებებისთვის. გარემოებების-და მიხედვით, შეგიძლიათ მიუმატოთ მათ ორი სხვა ბატალიონიც, მხოლოდ გაფრთხილდით, რომ ისინი არ იქცეს ამაო მსხვერპლად შორეულ მხარეში, და ამით ადამიანების დაკარგვისას არ შეიქმნას საკიცხველად ჩვენი იარაღის ღირსება.”

მიიღო რა, ასეთნაირად, ბრძანება დაეძრა საქართველოსკენ, თავისი შეხედულებისა-და მიხედვით, ქვეითი ჯარის ორი ან ოთხი ბატალიონი, რამდენიმე ქვემეხით, გრაფმა გუდოვიჩმა ჰკითხა ერეკლეს: ხომ არ შესულა იგი რაიმენაირ მოლაპარაკებებში აღა-მაჰმად-ხანთან და სად იმყოფება იგი? როგორ მდგომარეობაში არიან სპარსული ჯარები და შეუძლია თუ არა ერეკლეს შეაკეთოს გზები და მოიტანოს პროვიანტი და ფურაჟი საქართველოში დანიშნული ჯარებისთვის? საქართველოს მეფე პასუხობდა, რომ აღა-მაჰად-ხანი თავის ჯარებთან ერთად დგას განჯაში და განზრახული აქვს ზამთარში კვლავ წამოვიდეს ტფილისზე; რომ მასთან არანაირი პირობები მას არ დაუდვია; რომ თავად იგი, დარეჯან დედოფალთან ერთად, იმყოფება კახეთში, მაგრამ ჯარები მას არა ჰყავს, ხოლო გარკვეული რაოდენობის ჯარი ჰყავს მის უფროს ვაჟიშვილს გიორგის, რომელიც ასევე კახეთშია, მაგრამ, არა მასთან ერთად; რომ პროვიანტის შოვნის იმედი აქვს 7.000 ან 8.000 რუსული ჯარისთვის, და რომ გზების შეკეთება არ შეუძლია, სახსრების არქონის გამო (* სხვა წერილში იგი დაპირდა ეშოვნა სურსათი 10.000- ან 12.000-იანი ჯარისთვის).

ერეკლე ითხოვდა მისთვის სესხის სახით მილიონი მანეთის მიცემას, იმ ვადით, „რომლის დანიშვნასაც კეთილ ინებებენ“, ხოლო ვალის გასტუმრება კი მოხდებოდა ნაწილ-ნაწილ. “ხოლო რათა ყოველივე ეს შესრულებულ იქნა სიზუსტით, მეფე, ზემოხსენებული თანხის საწინდრად წარმოადგენს თავის და თავის მემკვიდრეთა სამფლობელოებს” (* წერლი, რომელიც მიაწოდა სამინისტროს თავადმა ჭავჭავაძემ 1796 წ. 7 მარტს. Московскій арх. мин. иностр. делъ).

ჰქონდა რა ცნობა თავად ერეკლესგან, რომ აღა-მაჰმად-ხანმა დატოვა საქართველო და უკან დაიხია განჯისკენ, გრაფი გუდოვიჩი ვარაუდობდა, რომ, პროვიანტისა და ფურაჟის უკმარისობის გამო, სპარსელებს არ შეუძლიათ იქ დიდი ხნით დარჩენა, და მით უმეტეს ზამთარში რაიმენაირი ახალი მოძრაობის დაწყება საქართველოზე. ემყარებოდა რა ამ მოსაზრებებს, მთავარსარდალი სწერდა ერეკლეს, რომ ახლა მის მიერ თხოვნილი 7.000 ან 8.000 ჯარების გამოგზავნის საჭიროება არ არის, მით უმეტეს, რომ ჯარების ასეთი რიცხვის სურსათით მომარაგების შესაძლებლობა არ არის არც საქართველოსკენ მომავალ გზაზე და არც თავად ქვეყანაში, ძირფესვიანად გაძარცვულში, და ამიტომ თვლის კიდევაც საკმარისად, “მის სამეფოში მისი მაღალი პიროვნებისადმი სათანადო პატივისცემის შენარჩუნებისთვის _ რადგანაც მისი ქვეშევრდომები, მთელი მისი უბედურებების შემდეგ, შეიარაღებულნი მის გარშემო არ შეიკრიბნენ (*) _ გამოგზავნოს ქვეითი ჯარის 2.000 ადამიანი ექვსი ქვემეხით” (* Рапортъ гр. Гудовича императрице 23-го октября 1796 г. Журн. всепод. донесеній. Георг. воен. архивъ).

ქვეითი ჯარის ერთი ბატალიონი გამოგზავნილ იქნა გზის შესაკეთებლად და საქართველოს გზაზე მოზდოკიდან 95 ვერსტზე სასაწყობო დეპოს მოსაწყობად პროვიანტისთვის. გზის შეკეთების გარდა, ამ ბატალიონს უნდა აეგო 27 ხიდი მდინარე თერგზე. შემდეგ, დარიალის ხეობის იქით და თავად ტფილისამდე, გზის შეკეთება და პროვიანტის დამზადება ეკისრებოდა საქართველოს მეფის მზრუნველობას, რომელსაც გაეგზავნა კიდეც ამისთვის აუცილებელი ინსტრუმენტები და 100 ფუთი დენთი.

2 ნოემბრისთვის გზა შეკეთებულ იქნა იმდენად, რომ მასზე გავლა შეიძლებოდა საზიდრების ნაწილებად დაშლის გარეშე (*), ხოლო 28 ნოემბერს ორი ბატალიონი, პოლკოვნიკ სიროკნევის უფროსობით, დაიძრა საქართველოსკენ (* Рапортъ графа Гудовича императрице 5-го декабря 1795 г. Московскій арх. мин. иностр. делъ.).

სიროკნევს ებრძანა არ შესულიყო ტფილისში სხვანაირად, თუ არა მაშინ, როდესაც მიიღებდა ერეკლესგან შეტყობინებას იმის შესახებ, რომ მასთან შეიკრიბნენ მისი შეიარაღებული ქვეშევრდომები, რადგანაც “ამის გარეშე ეს რაზმი არ იქნებოდა გაძლიერება, არამედ მხოლოდ რუსეთის ჯარების მოქმედება”. ტფილისში მოსვლის შემდეგ , სიროკნევს უნდა მოეთხოვა ერეკლესგან ქალაქის გამაგრება მისი ქვეშევრდომების მიერ, “რასაც დრო და გარემოებები ახლა ხელს უწყობს, მით უმეტეს, რომ აღა-მაჰმად-ხანმა დატოვა განჯა და დაიხია მუღანის ველზე, რომელიც მტკვრის პირას მდებარეობს”.

ჩვენი ჯარების მოძრაობამ საქართველოში მნიშვნელოვნად გაამხნევა სხვა სპარსელი ხანებიც. განცხადებებზე, რომლებიც გაუკეთა გრაფმა გუდოვიჩმა სპარსეთის ხანებს, რომლებიც იმყოფებოდნენ დაღესტანში და ფლობდნენ ზღვისპირა პროვინციებს, რათა მათ, რუსეთის მფარველობაზე დაიმედებით, შეეერთებინათ თავიანთი ძალები თავიანთი მიწების თავდაცვისთვის მათი საერთო დამრბევის აღა-მაჰმად-ხანისგ წინააღმდეგ, მან მიიღო დამაკმაყოფილებელი პასუხები ზოგიერთი მათგანისგან. ტარკის შამხალი, ყარაყაიდაკის უცმი, რომლის წარმოგზავნილიც იმყოფებოდა გრაფ გუდოვიჩთან და “უქვეშევრდომილეს ერთგულებაზე დადო ფიცი”, ხომუტაი ყაზიყუმუხელი და ყველა სხვა დაღესტნელი მფლობელი შეთანხმდნენ საერთო ძალებით წინ აღდგომოდნენ აღა-მაჰად-ხანს, მაგრამ უფრო მეტი უსაფრთხოებისთვის ითხოვდნენ დახმარებას რუსული ჯარებისგან (* იქვე). დარუბანდელი შიხ-ალი-ხანი თუმცა კი ასევე თანახმა იყო წინააღმდეგობა გაეწია შაჰისთვის, მაგრამ ითხოვდა მისთვის “დიდი რაოდენობით ფულის” გაგზავნას, განმარტავდა რა, რომ ვითომდა მას “ჯარები არ სჭირდება”, და საიდულოდ კი საჩუქრებს უმზადებდა აღა-მაჰმად-ხანს.

დარუბანდის ხანის ქცევა ნაწილობრივ იყო კიდეც მიზეზი იმისა, რომ ვარაუდობდნენ დაეძრათ ჩვენი ჯარები პირდაპირ დარუბანდზე და ზღვით კი გილანზე. შეიტყო რა ამის შესახებ, ერეკლე თხოულობდა საკუთრივ მის განკარგულებაში 3.000-დან 5.000-მდე ადამიანის გაგზავნას. ამ რიცხვით იგი შესაძლებლად ვარაუდობდა ყველა ხანის მორჩილებაში მოყვანას მდინარე არაქსის იქით და მათ დარწმუნებას აღმდგარიყვნენ აღა-მაჰმად-ხანის წინააღმდეგ (* ერეკლეს წერილი თავად ჭავჭავაძისადმი 1796 წ. 9 თებერვალს).

უკანასკნელის წინააღმდეგ მოქმედებებთან მიმართებითსაქართველოს მეფე სწერდა:
“ჩემი აზრი არსებითად ასეთია _ სწერდა იგი (* იქვე, 1796 წ. 15 თებერვალს) _ რომ თუკი ჯარი სახმელეთო გზით ან გემებით გამოგზავნილი იქნება, როგორც მე ამის შესახებ უწინ ვწერდი, (იცოდეთ, რომ) აღა-მაჰმად-ხანის საუკეთესო სიმდიდრე და მისი უმეტესი ნაწილი იმყოფება ასტრაბადში. ძვირფასი ქვების, მარგალიტების, ოქროსა და ვერცხლის სიმრავლე ინახება მიწაში ჩამარხულად, და ამიტომ საჭიროა ვიჩქაროთ მისი საგანძურის მოსაძებნად და მისაღებად, რომელსაც ვიმედოვნებ ხელში ჩავიგდებთ. აქაურ მხარეებში, თუკი ვინმეს ნადირ-შაჰის შემდეგ დარჩა ხაზინა ძვირფასი ნივთებისგან, ყველაფერი ეს ახლა აღა-მაჰმად-ხანის ხელშია.

ამას ვწერ, რათა თქვენ სადაც საჭიროა შეატყობინოთ ცნობად და ყოველივე ეს წარუდგინოთ მათ ნებასა და ძალაუფლებას; მაგრამ ჯერჯერობით გიდასტურებ, გთხოვ და გეუბნები ხელმეორედ, რომ თუკი ამ ზათარს არ გვექნება ჩვენ დახმარება, ხოლო აღა-მაჰმად-ხანი კი იმყოფება აქაურ ადგილებში, მაშინ ჩვენ ვვარაუდობთ, რომ იგი კვლავ მოინდომებს ჩვენზე თავდასხმას, რომელიც აგვაცილოს უფალმა მქუხარე მართალი რუსული იარაღის წინაშე შიშით” («...которое да отврати Боже страхом гремящаго праведнаго россიйскаго оружიя»).

მოვიდა რა დუშეთამდე, სიროკნევმა შეიტყო, რომ აღა-მაჰმად-ხანი წავიდა სპარსეთში, და თავადაც დაბრუნდა თავისი ბატალიონებით კავკასიის ხაზზე. 1796 წელს დაიწყო რუსეთის საომარი მოქმედებები სპარსეთთან. ჩვენი იარაღის წარმატებები სწრაფად გავრცელდა მთელს ამიერკავკასიაში, როდესაც გარდაიცვალა იმპერატრიცა ეკატერინე II.

იმპერატორმა პავლემ, ტახტზე ასვლის შემდეგ, გასცა განკარგულება ჯარების დაუყოვნებლივ დაბრუნების შესახებ თავიანთ საზღვრებში.

“ჩვენი სასაზღვრო საქმეების მდგომარეობა სპარსეთთან _ სწერდა იმპერატორი გრაფ გუდოვიჩს (*) _ და ტახტზე ჩვენს ასვლამდე დაწყებული ჩვენი ჯარების მოძრაობა იმ მხარეში, რომელმაც ვერანაირ გადამჭრელ წარმატებას ჯერჯერობით ვერ მიაღწია, მოითხოვს განსაკუთრებულ პატივისცემას (* Въ рескрипте отъ 5-го января 1797 г. Георг. арх. коменд. правленія).

ჩვენ ყველაფერს ვამჯობინებთ ჩვენი საზღვრების უსაფრთხოებას და ჩვენი ქვეშევრდომების სიმშვიდეს და ამიტომ, მოლოდინში იმისა, სანამ დრო და გარემოებები შეგვიწყობს ხელს იმაში, რომ იმ მხარეში მოვაწყოთ დაწვრილებითი სისტემა, საჭიროდ მიგვაჩნია დავსახოთ თქვენთვის შემდეგი წესები:

პირველი. ჩვენ საკუთარ საზღვრებთან მიმართებით. ჩვენ არსებითად უხელსაყრელესად ვთვლით, რათა ხაზი მათი შენარჩუნებისთვის თვალყურის ქვეშ იყოს მდინარე ყუბანის შესართავიდან მისი ზემოწელისკენ გაყოლებით და შედეგ უახლოესად და ყველაზე უფრო მოსახერხებლად, გამოიყვანთ რა მას მდინარე თერგზე ყიზლარამდე და ა. შ. და ეს ხაზი შეინახეთ ისეთ გამართულ და საპატივსაცემო მდგომარეობაში, რომ იგი არა მხოლოდ იცავდეს ჩვენს საზღვრებს (пределы), არამედ ლაგამსაც ამოსდებდეს მის წინ მცხოვრებ სხვადასხვანაირ ველურ ხალხებს.

მეორე. ყოველგვარი მთიელი ხალხები, რომლებიც ამ ხაზს ესაზღვრებიან და ან ჩვენს ხელქვეით არიან, შეინარჩუნეთ ალერსით (ласкою) სიმშვიდესა და მორჩილებაში, აარიდებთ რა მათ ყველაფერს, რაც ემსახურება მათ შევიწროვებას ან მათი მდგომარეობის დამძიმებას; ხოლო მათ ერთგულებაში თქვენი უზრუნველყოფისთვის, შეინახეთ თქვენთან ან ახლო საგუბერნიო ქალაქებში მათგან ამანათები (მძევლები _ ი. ხ.), ხოლო მათთან კი იყოლიეთ პრისტავები, რომლებიც ალერსით შეძლებდნენ მათში რუსეთისადმი მომხრეობის შენარჩუნებას.

მესამე. ქართლის მეფესთან დაკავშირებით, ერთმორწმუნეობისა და სრულიად რუსეთის თვითმპყრობელებთან ამ მფლობელების ძველი ურთიერთობების გამო და მეფე ერეკლესთან დადებული ხელშეკრულების გამოც, დაიცავით ამ მფლობელთან ყოველნაირად წესიერი (მართებული) ურთიერთობა, და იგი იყოლიეთ კეთილ თანხმობასა და ერთსულოვნებაში იმ მფლობელებთან და ოლქებთან, რომლებიც უფრო მეტად რუსეთს ემხრობიან, რათა, საჭიროების შემთხვევაში, შეერთებული ძალებით მათ ყველამ შესძლონ დადგნენ ჩვენზე ხელის ამღმართავი მტრების წინააღმდეგ, და ჩვენ როგორც ეს შესაძლებელი იქნება ნაკლები საჭიროება გვქონოდეს გამოვდიოდეთ მათ დასახმარებლად შეიარაღებული ხელით. ერთი სიტყვით, მიიყვანეთ საქმე ისეთ ხარისხამდე, რომ რუსეთისადმი კეთილგანწყობილი ამ მფლობელებისგან შეიქმნას ფედერაციული სახელმწიფო, ჩვენზე დამოკიდებული, როგორც მათ უმაღლეს ხელმწიფესა და მფარველზე, რომელიც მით უფრო ნაკლებად იქნება მათთვის სამძიმო, რამდენადაც ჩვენ არც მათი მმართველობის წესში არ ჩავერევით არც კიდევ მათგან ხარკისა და სხვა სამსახურის მოთხოვნა არა გვაქვს განზრახვაში, მხოლოდ ერთადერთი, ჩვენდამი ერთგულების გარდა.

მეოთხე. ტარკის შამხალი, დაღესტნის მფლობელი, და ამის თანაბრად დარუბანდის, ბაქოსა და სხვა ხანებიც, რომლებიც კასპიის ზღვის დასავლეთ ნაწილთან ახლოს იმყოფებიან, შეინარჩუნეთ შეძლებისდა გვარად ჩვენზე დამოკიდებულებაში, ზემომოწერილ საფუძველზე, დაუსახავთ რა მათ შეერთებული ძალებით მოგერიების სიკეთეს იმის მსგავსი მტრული ჩანაფიქრებისა, როგორებიც ახლახანს აღა-მაჰმად-ხანის მხრიდან იქნა გამოვლენილი.

მეხუთე. ყურადღება გქონდეთ მიპყრობილი ჩვენი ქვეშევრდომების ვაჭრობაზე, რათა იგი ამ მხარეებში არაფრით არ იქნას დამძიმებული და დაჩაგრული, არამედ, ამის საპირისპიროდ, სარგებლობდეს მთელი იმ მომგებიანობითა და შეღავათებით, რომლებიც უწინდელი ხელშეკრულებებით არის მოპოვებული.

მეექვსე. თქვენი ყველანაირი მცდელობა მიმართეთ იმაზე, რათა ოსტატურად და ფრთხილად ჩააგონოთ აღა-მაჰმად-ხანს, რომ იგი სხვანაირად მშვიდად და უსაფრთხოდ ვერ შეიძლება დარჩეს, თუ არა მისდამი ჩვენი კეთილგანწყობის მოძიების გარეშე, და ამიტომ იგი არ უნდა შეეხოს არც საქართველოს, და არც სხვა მიწებს, რომლებიც კასპიის ზღვის დასავლეთ ნაპირის გაყოლებით მდებარეობენ, და არც იმათ, რომლებიც ამათსა და საქართველოს შორისაა, მეგობრულად ექცეოდეს ჩვენს ვაჭრობას და იგივე დაიწყოს ჩვენთანაც, რომლებსაც (სპარსეთის ვაჭრებს _ ი. ხ.) ყოველთვის შეეძლებათ მოხერხებულად წაიყვანონ მისთვის სასურველი საქმეები, და თუკი მისგან გამოგზავნილი იქნებიან თქვენთან რწმუნებულები, მიიღეთ ისინი კეთილგანწყობით და ჩვენ შეგვატყობინეთ ჩვენი შემდგომი ბრძანებების მისაღებად, მაგრამ ამასთან ემისრების მეშვეობით მთელი მართებულობით აგრძნობინეთ მთელი საშიშროება იმისა, რაშიც აყენებს საკუთარ თავს, როდესაც ჩვენს წინააღმდეგ გამოდის.

მეშვიდე. ყველა შემთხვევაში შორს დაიჭირეთ თავი ოტომანის პორტასთვის რაიმე იჭვის მიზეზის მიცემისგან (იმაზე), რომ ჩვენ ვეძებთ საბაბებს მასთან დავებისა და მტრობისთვის.
ამ წესებით ხელმძღვანელობისას თქვენთვის ძნელი არ იქნება მოხაზოთ თქვენთვის თქვენი ქცევის (მოქმედებების) გეგმა, მაგ მხარის საქმებში და მისი დაწვრილებითი საკითხები (полробности) ჩვენ წარმოგვიდგინოთ.”

ცნობამ იმპერატორის პავლე I-ის ტახტზე ასვლის შესახებ აიძულა მეფე ერეკლე გაეგზავნა ს.-პეტერბურგში, 1797 წლის დასაწყისში, თავადი გარსევან ჭავჭავაძე, სრულუფლებიანი მინისტრის სახით. ელჩი გამოცხადდა ჩვენს კარზე ორი სიგელით, რომლებშიც საქართველოს მეფე ულოცავდა იმპერატოს, ამბობდა რა ამასთან ერთად, რომ გამოგზავნა თავისი ელჩი “ჩემი, ჩემი სახლისა და ამასთან ერთად მთელი ჩემი სამეფოს დამხობის გამოხატვისთვის თქვენი მაღალი იმპერატორობითი დიდებულების მფარველობის წინაშე” («для изъявленიя поверженიя моего, дома моего, а купно и всего царства моего высокому Вашему Императорскому Величеству покровительству») (*ერეკლეს წერილი იმპერატორ პავლე I-სადმი 1797 წ. 3 თებერვალს. იქვე. ერეკლეს წერილი იმპერატორ პავლე I-სადმი 1797 წ. 16 აპრილს. იქვე).

აპრილის თვეში თავადი ჭავჭავაძე იმყოფებოდა უკვე ს.-პეტერბურგში და ითხოვდა ჩვენი ჯარების დანიშვნის შესახებ საქართველოში იმისთვის, რათა არ განეცადათ ახალი თავდასხმა და დარბევა აღა-მაჰმად-ხანისგან, და საერთოდ მხარის უზრუნველყოფისთვის გარეშე მტრებისგან და საქართველოზე რუსეთის მფარველობის განმტკიცებისთვისაც (* თავად ჭავჭავაძის წერილი თავად ბეზბოროდკოსადმი 1797 წ. 28 აპრილს. Московскій арх. мин. иностр. делъ). მალევე თავად ერეკლეც სთხოვდა იმპერატორ პავლეს მისთვის 4.000 ადამიანის გამოგზავნის შესახებ ქრისტიანების დასაცავად აღა-მაჰმად-ხანის მიერ დატყვევებისგან, რომელიც იმუქრებოდა ახალი დარბევით და ერეკლე მეფეს გამოუგზავნა თავისი ფირმანი, “რომელსაც მთელი მსოფლიო (вся вселенная) ემორჩილება” («которому вся вселенная повинуется») (* ერელეს წერილი იმპერატორ პავლე I-სადმი 1797 წ. 16 აპრილს. იქვე).

“რუსები _ სწერდა აღა-მაჰმად-ხანი თავის ფირმანში _ ყოველთვის დაკავებული იყვნენ ვაჭრობით, ჰყიდდნენ მაუდსა და кармазинъ-ს, და არავის არ უნახავს, რომ მათ ოდესმე შესძლებოდათ ხმლის, შუბისა და სხვა სამხედრო იარაღის გამოყენება.

რადგანაც გაბედეს ახლა მათ იმ ოლქების ფარგლებში შემოსვლა, რომლებიც შედგებიან ჩვენი დერჟავის ქვეშ, ამიტომ ჩვენც ჩვენი უმაღლესი ფიქრები იმ მხარეს მივმართეთ და ჩვენი უბედნიერესი დროშები მივაბრუნეთ, რათა ისინი დავსაჯოთ და გავწყვიტოთ. ისინი კი, შეიტყვეს რა ჩვენი ასეთი განზრახვის შესახებ, თავიანთ საძაგელ (гнусная) მიწაზე გაგვეცალნენ. ჩვენი სახელმწიფოებრივი თვალები სჭვრეტს იმას, თუ ვინ უნდა დაისაჯოს, ვინ მოისპოს, და ამისთვის ჩვენი დიდებული სხივებით ჩვენ ის მხარე გავანათეთ. ამ ქვეყნებში და ველებზე მიწა დაფარული იქნება ჩვენი ჯარების კარვებით, ხოლო რადგანაც თქვენი უმაღლესობა სპარსეთის იმპერიაში მთავარია თავისი გვარითა და ღირსებით, რაც გაგაჩნიათ ჩვენს მოწყალე თვალთაგან პატივისცემა და ღირსება, ამით გატყობინებთ თქვენ ძველი დროიდან დღემდე გაგრძელებული თქვენდამი ყოვლადმოწყალე ჩვენი ხედვისა და კეთილგანწყობის შესახებ, რომლებიც მყარად რომ ყოფილიყო დაცული თქვენს მეფობრივ გულში, მაშინ ახლა წყალობისა და კეთილგანწყობის გადმოცემის გარდა სხვა არაფერი იქნებოდა ამ წერილში. იმ შემთხვევის მიზეზი კი, რომელიც ახლახანს თქვენ გადაგხდათ, თქვენი უმაღლესობა თავად არის, ხოლო რადგანაც ჩვენი წყალობა ყველგან ცოცხლდება და გული უმართლმსაჯულესად არის განწყობილი, ამიტომ თქვენს უმაღლესობასა და თქვენს ვაჟიშვილებს შეგიძლიათ თქვენი დამსახურებებით მიიღოთ მონაწილეობა ჩვენი სამეფო საგანძურებიდან და დაიმსახუროთ ჩვენი განსაკუთრებული წყალობა. ამიტომ შეგიძლიათ კიდეც ჩათვალოთ ჩვენი მეფური კარები თქვენთვის გაღებულად; რის შედეგადაც შეგიძლიათ თქვენ იყოთ ჩვენს სამსახურში, და შეგიძლიათ თქვენ ან რომელიმე თქვენს ვაჟს შიშის გარეშე გამოემგზავროს ჩვენი სამეფო ზღურბლისკენ, სადაც მიიღებს კიდეც ჩვენგან სხვადასხვანაირ წყალობებს. ხოლო რაც ამის მეშვეობით თქვენ გებრძანათ და დაგევალათ, თუკი ამას არ შეასრულებთ, მაშინ თქვენ თავად იცით, თუ ამას რა მოჰყვება”.

ერეკლე მეფის სურვილი და თხოვნა ნაწილობრივ შესრულებულ იქნა. ნებართვამ დაეტოვებინათ ტფილისში იქ მყოფი ორი ბატალიონი, პოდპოლკოვნიკ სპეშნევის უფროსობით, მოახდინა საერთო სიხარული ქვეყანაში (* წერილი საქართველოდან თავად ჭავჭავაძეს 1797 წ. 16 მაისს. Московскій арх. мин. иностр. делъ).

7 მაისს მიღებულ იქნა ეს ცნობა ტფილისში და იმავე დღეს ერთდროულად ქალაქის ყველა ეკლესიაში აღსრულებულ იქნა მსახურება (совершено молебствие) “ყველა მცხოვრების განმხნევებისთვის”. განმხნევება აუცილებელი იყო ქართველებისთვის, განსაკუთრებით ახლა, როდესაც რამდენიმე დღის შემდეგ შაჰმა გამოუგზავნა ერეკლეს თავისი ელჩი, მბრძანებლური მოთხოვნით მიეცა წერილობითი ვალდებულება ყოფილიყო შაჰის მორჩილებაში, ჰპირდებოდა რა, რომ მეტს არაფერს მოსთხოვდა. თავისი მცდელობების უფრო მეტი წარმატებისთვის, სპარსეთის მბრძანებელი ვითომ სხვათა შორის სწერდა ერეკლეს, რომ თავად იგი მრავალრიცხოვანი ჯარით დგას მიანაში, თავრიზის შორიახლოს. ერეკლეს ჯერ კიდევ ეშინოდა შაჰისა, რომელიც სასტიკად მოიქცა საქართველოში შემოსევისას და სწორედ ასევე მოქმედებდა ახლა საქართველოს მეზობელ სხვა ხანებთან და მფლობელებთანაც.

ასე, აღა-მაჰმად-ხანმა უბრძანა, რათა ბამბაკსა და ბორჩალოში მცხოვრებნი ერევნის ხანის მორჩილნი ყოფილიყვნენ და მზად ყოფილიყვნენ მისი სამსახურისთვის, ხოლო ყაზახები და შამშადილელები ყოფილიყვნენ განჯის ხანის მორჩილებაში. ნახჭევნის ხანს მან თავიდან თვალები დასთხარა, ხოლო შემდეგ კი მოაკვლევინა “ჯოხების ქვეშ”; იგივე გაუკეთა ხოის ხანსაც; განჯელი ჯავათ-ხანი თავისთან გაიწვია, ხოლო მის ადგილზე სხვა დანიშნა; ერევნის ხანს დაჰპირდა ჩამოღრჩობას, თუკი არ მისცემდა მას 500.000 მანეთს. ხანმა გადაუხადა 200.000 მან., ხოლო დანარჩენი ფულის გადასახდელად გაყიდა თავისი უძრავი ქონება. ნახჭევნის მცხოვრებნი ყველანი გაძარცვულ იქნენ, და ბევრი მათგანი აღა-მაჰმად-ხანმა გაასახლა არავინ იცის სად. ეს საქციელი აიძულებდათ შიში ჰქონოდათ როგორც ქართველებს, ისე თავად მათ მეფეს ერეკლე II-საც.

იმპერატორ პავლე I-ის დაგვირგვინებამ და ამ შემთხვევის გამო მისმა ყოფნამ მოსკოვში რამოდენიმე ხნით შეაჩერეს ჩვენი სამეფო კარის მოლაპარაკებები საქართველოს ელჩთან. მხოლოდ ივნისის თვეში შესძლო თავადმა ჭავჭავაძემ წარედგინა თავისი თხოვნები იმპერატორ პავლე I-თვის. იგი ითხოვდა: 1) მიეღოთ საქართველო რუსეთის მფარველობის ქვეშ; 2) დაემტკიცებინათ ტახტის მემკვიდრედ, თავად ერეკლე მეფის დანიშვნით, მისი ვაჟიშვილი პირველი ქორწინებიდან, გიორგი, და “მიეცათ მეფისა და ხალხისთვის სრულიად რუსეთის კანონი სახელმწიფოს მმართველობისთვის, რათა ამით აღმოეფხვრათ ჯერ კიდევ ძველი დროიდან შემოპარული სამართალწარმოების აზიური უსამართლობანი, რომლებიც მავნე სამსახურს უწევდნენ და უპირისპირდებოდნენ კიდეც მართლმადიდებლურ ქრისტიანულ აღმსარებლობას” («дать царю и народу всероссiскiй законъ, для управленiя государствомъ, дабы онымъ исторгнуть некоторыя, вкравшiяся издревле, азiятскiя несправедливости судопроизводства, служащiя во вредъ и противность православному христiанскому исповеданiю»).

ერეკლე ითხოვდა მისი ვაჟიშვილებისა და შვილიშვილების მიღების შესახებ რუსეთის სამსახურში და, ხალხის სახელით, ითხოვდა ებრძანებინათ რუსეთის ჯარებისთვის დარჩენილიყვნენ საქართველოში იმ დრომდე, სანამ არ შეწყდება მასში არეულობანი და ძარცვა-რბევა. მხარის დაწყნარებისა და არეულობათა შეწყვეტის შემდეგ თავადი ჭავჭავაძე ითხოვდა დაეტოვებინათ იმდენი ჯარი, რამდენსაც ინებებდა იმპერატორი, იმის დაპირებით, რომ მეფე “არანაირად არ გაბედავს (не дерзнетъ) მასთან მყოფი რუსული ჯარები, საგანგებო ბრძანების გარეშე, გამოიყენოს საქართველოს საზღვრებს გარეთ, და თავის მეზობლებს მოექცევა ყველაზე უფრო მეგობრული სახით და იმდენად დიდხანს, რამდენსაც ინებებენ მას უბრძანონ ამის გაგრძელება. თავად კი საკუთარი სურვილით ვერაფრის გამო და ვერავისთან ვერანაირი საქმის დაწყებას ვერ გაბედავს (не отважится) მასზე მაღალმონარქიული ნების გარეშე და ყველანაირად გამოძებნის საშუალებებს, რათა ცხოვრობდეს თავის მეზობლებთან მშვიდობიანად, მეგობრულად და თანხმობით” (* თავად გარსევან ჭავჭავაძის მოხსენება ხელმწიფე იმპერატორისადმი 1797 წ. 11 ივნისს. Московскій арх. мин. иностр. делъ.).

ერეკლეს, რომლისაც მთელს ამიერკავკასიას სჯეროდა, როგორც დაუმარცხებელი ადამიანისა, ახლა საჭიროებდა რუსულ ჯარს, როგორც საკუთარი დაცვისთვის, ისე თავისი ხალხისა და სამეფის დაცვისთვისაც. თავად ჭავჭავაძის სიტყვებით, ქართველებისთვის აუცილებელი იყო რუსული ჯარი, “როგორც ერთგვარი ფარი”, როგორც მცხოვრებთა გამხნევება მათი მშვიდობიანი და უსაფრთხო ცხოვრებისთვის. იგი აუცილებელი იყო აგრეთვე თითოეულის თავის მოვალეობაში (თანამდებობაზე) შენარჩუნებისთვის, როგორც დაცვა და იმათი მოთვინიერება, რომლებიც მოისურვებდნენ საერთო სიწყნარისა და სიმშვიდის შერყევასა და დარღვევას.

ყველა ამ უმთავრესი თხოვნის გარდა საქართველოს ელჩი რწმუნებული იყო იმაზე, რომ ეთხოვა ჩვენი მთავრობისთვის:

1) მიეღოთ რუსეთის გამგებლობაში კახეთსა და ქართლში არსებული ყველა ციხესიმაგრე და განემწესებიათ (определить) იქ რუსი უფროსები და კომენდანტები, იმპერატორის მიერ დანიშვნით; ზუსტად ასევე მიეღოთ გამგებლობაში საქართველოში არსებული მადნების მთელი საბადოები. თავად ჭავჭავაძის სიტყვებით, ამ საბადოებში უხვად იყო ოქრო, ვერცხლი და სხვა ლითონები. მეფე ერეკლეს არ შეეძლო მათით სარგებლობა მათი დამუშავების მცოდნე ხალხის არყოლის გამო; ხოლო მათი მიცემისა დასამუშავებლად სხვა სარწმუნოების ადამიანებისთვის მას ეშინოდა, “რათა ამის მეშვეობით არ გავამდიდროთ ურჯულოები და არ გავამრავლოთ ჩვენს სამეფოში მაჰმადიანები”.

2) ფულის ჭრის ნებას ითხოვდა საქართველოს მეფე ისე, რომ ერთ მხარეზე ყოფილიყო იმპერატორ პავლე I-ის პორტრეტი (ბარელიეფი), ან მისი სახელის მთავარი ასოები, ხოლო მეორე მხარეზე “საქართველოს მეფის ნიშანი”, ერთადერთი იმისთვის, რათა “შესაძლებელი ყოფილიყო გაეგოთ, რომ ეს მონეტა მოჭრილია საქართველოში”.

საქართველოს ელჩს ჯერ კიდევ ვერ მოესწრო პასუხის მიღება ჩვენი მთავრობისგან, როდესაც მთელი საქართველო უკიდურესად იქნა შეშფოთებული ცნობის მიღებით მისი საზღვრებისკენ აღა-მაჰად-ხანის მოძრაობის შესახებ.

სპარსეთის მბრძანებელს არ შეეძლო დავიწყება იმ შეურაცხყოფისა, რომელიც მიაყენეს მის ღირსებას იმით, რომ შუშის უმნიშვნელო ხანმა გაბედა არ დამორჩილებოდა მის ძალაუფლებას და არ სურდა ეღიარებინა იგი მთელი სპარსეთის შაჰად. მრავალრიცხოვანი სპარსული ჯარი 1797 წელს კვლავ გამოჩნდა არაქსზე, და დაიწყო ყარაბაღის მცხოვრებთა ახალი ძარცვა-რბევა. შუშელმა იბრაჰიმ-ხანმა დატოვა თავისი სამფლობელო და თავისი ოჯახითა და რამდენიმე ბეგის თანხლებით გაიქცა ჭარ-ბელაქანში. ორი ათასი მხედარი, საუკეთესო მხედართმთავრების უფროსობით, გაგზავნილ იქნა აღა-მაჰმად-ხანის მიერ, რათა დადევნებოდნენ და, თუკი შესაძლებელი იქნებოდა, შეეპყროთ იგი. თუმცა კი ისინი დაეწიენ გაქცეულს მდინარე ტერტერზე გადასვლისას, მაგრამ იბრაჰიმ-ხანმა, შეუპოვარი ბრძოლის შედეგად, მოახერხა სპარსელთა დამარცხება და მთებში მიიმალა.

აღა-მაჰმად-ხანმა ბრძოლის გარეშე დაიკავა ყარაბაღის დედაქალაქი, შუშა, და შეუდგა მისი შემოგარენის დარბევას.

ციცაბო კლდის სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეში დგას მამედ-ჰასან-აღას, ყარაბაღელი იბრაჰიმ-ხანის უფროსი ვაჟის, სასახლე, აშენებული კარეს სახით, სადაც დასახლდა აღა-მაჰმად-ხანი.

“ფართო ჭიშკარს მივყავართ შედა ეზოში. წინა ხედის გასწვრივ მიემართება გადახურული გალერეა, რომელიც მზის სხივებისგან იცავს მოსასვენებლებს, რომლებშიც სხვადასხვა ფერის შუშებით შედგენილი მოხატული ფანჯრის იქით, ჯერ კიდევ სულ ახლახანს შესაძლებელი იყო გენახათ ყარაბაღის მბრძანებელი, რომელიც დღეებს ატარებდა უმოქმედოდ, რბილ ხალიჩებზე, თავის ნაშიერთა შორის...”

საპარადო ოთახები შაჰმა დაუთმო თავის კარისკაცებს, თავად კი მიიმალა პატარა ოთახში, სადაც გარეშეთა მზერა ვერ აღწევდა. მისი საყვარელი ნუქერები აბას-ბეგი და საფარ-ალი მოთავსდნენ სხვა ოთახში, რომელიც მისგან დერეფნით იყო გამოყოფილი.

მკაცრი იყო შაჰის ოთახი, ყოველგვარი ავეჯის გარეშე. “იატაკზე იყო მხოლოდ დაფენილი მდიდრული ხალიჩა, რათა დაეცვათ მბრძანებლის ფეხი ქვის ფილებზე შეხებისგან, და კიდევ კედელთან იდგა, იმ დროს სახელგანთქმული, შაჰის სალაშქრო საწოლი, რომელიც მას უწევდა საწოლის სამსახურსაც და სამეფო ტახტისაც, ანუ საპარადო დასაჯდომისა. მარგალიტითა და ძვირფასი ქვებით უხვად გაწყობილი ქსოვილი ფარავდა ამ საწოლს სულ დაბლა იატაკამდე, ხოლო ამ ძვირფასი საფარებელის შუაში დატოვებული იყო ძვირფასი თვლებით გაუწყობელი მეწამული ფერის ხავერდის ზოლი, რომელიც აღნიშნავდა ხანის დასაჯდომ ადგილს. აქ ჩვეულებრივ იჯდა ხანი, შეკეცილი ფეხებით, რომელსაც ეცვა ფართო ქურქი, დაფარული წითელი ფერის მდიდრული შალით” (* Ага-Магометъ-ханъ въ Шуше. См. «Зурна» 1855 г., стр. 257 и 259).

სასახლის წინ ბლომად ირეოდნენ სპარსელები, ხოლო მოედანზე ბანაკად იდგა შაჰის გვარდია. ყველაფერი წყნარად იყო შუშაში; ყველას ეშინოდა შაჰის სიმშვიდის დარღვევის და მისი მახვილი ყურის შეწუხებისა. ასე გაირა შუშის ციხესიმაგრის გარემოცვის შვიდმა დღემ.

შუშის დაკავებიდან მერვე დღის საღამოს, აღა-მაჰმად-ხანი ლოცულობდა, როდესაც მისი ოთახის ზღურბლზე გამოჩნდა სადიხ-ხან შაგახელი, შაჰის მთელი კავალერიის უფროსი.

_ როგორ გაბედე შენ, უღირსო მონავ, ჩემს წინაშე მოსვლა დაუძახებლად? _ ჰკითხა განრისხებულმა შაჰმა.

_ შენი უღირსი მონა ასრულებს თავისი მბრძანებლის ნებას, რომელიც მე გადმომეცა საფარ-ალის ბაგეებით, პასუხობდა ხანი მთრთოლვარე ხმით და მდაბლად უხრიდა თავს.

შაჰმა მოუწოდა საფარ-ალის.

_ როდის გიბრძანე მე შენ სადიხ-ხანის დაძახება? _ ჰკითხა შაჰმა შემოსულს.

_ ნახევარი საათის წინ.

_ სტყუი, ძაღლო! წამოიძახა შაჰმა, თანაც დამბაჩის ლულა მიმართა საფარ-ალის მკერდისკენ, მაგრამ მაშინვე დაბლა დაუშვა...

_ ვერ გაბედავს უმნიშვნელო მატლი ტყუილის თქმას ზეციური ღმერთის წინაშე და ვერც მისი მიწიერი მზის წინაშე! შესაძლოა, ბოროტმა სულმა აცდუნა ჩემი ყური და მე ვერ გავიგე ჩემი მბრძანებლის ბრძანება... შაჰის მონის სიცოცხლე შენს ხელშია.

_ თუკი შენს ყურებს არ შეუძლიათ მოსმენა, მაშინ ისინი მე არ მჭირდება... წადი! დაე მოგაჭრან ისინი!

საფარ-ალიზე აღსრულებულ იქნა მბრძანებლის განაჩენი...

დადგა ღამე. “მიაპყრო რა მზერა ლამპრის სუსტ ალს, შაჰი იწვა სწოლზე, ხოლო მისი სული კი დაფრინავდა ძალა-უფლების მოყვარეობისა და პატივმოყვარეობის სივრცეებში; იგი ოცნებობდა თავისი დერჟავული ძალმოსილების გაზრდის ან განმტკიცების შესახებ.
უეცრად იგი შეიჭმუხნა, იდაყვზე წამოიწია და ყური მიუგდო. მას მოეჩვენა, თითქოს ისმოდა ჩურჩული და ჩუმი მოთქმა.

შეშფოთებით დაუძახა მან თავის ნუქერებს. ისინი შემოვიდნენ. საფარ-ალი ფერმკრთალი იყო, თითქოს მოჩვენებას ჰგავდა; მას თავზე ჰქონდა მოხვეული სისხლიანი ხელსახოცები. აბას-ბეგი შემოვიდა დაბლა დახრილი თვალებით...

_ შენ ბედავ ტირილს, ქალივით _ უთხრა შაჰმა საფარ-ალის _ როდესაც უნდა გიხაროდეს დიდი წყალობის გამო, რომელმაც შენ სიცოცხლე გაჩუქა!... შენ კი, აბას, გაბედე ხმამაღლა გელაპარაკა ჩემი საძინებლის მახლობლად და ჩემი ძილისთვის ხელი შეგეშალა... თქვენ ორივე ზედმეტი ხართ მიწაზე, და მზის ამოსვლასთან ერთად თქვენი თავები დაბლა დაგორდება. არის კიდევ თქვენი მსგავსი რამდენიმე ნაძირალა. ხვალ საშინელ სასამართლოს გავმართავ ყველაზე და თქვენი თავის ქალებისგან მინარეთს ავაგებ, შამქორის მინარეთზე უფრო მაღალს. თქვენ გაიგეთ? წადით...”

რადგანაც პარასკევი დღე უნდა გათენებულიყო, რომელიც ჩვეულებრივ ლოცვას ეძღვნებოდა, შაჰმა აუცილებლობის გამო თავისი განაჩენი შემდეგი დილისთვის გადასდო. დაიძინა შაჰმა; მაგრამ არ ეძინათ მის ნუქერებს, როლებმაც იცოდნენ, რომ შაჰი თავის სიტყვებს უკან არ წაიღებდა. საჭირო იყო ან მოთმინებით დალოდებოდნენ საკუთარ ხვედრს და დილით სიცოცხლეს გამოთხოვებოდნენ, ან კიდევ თავიანთი უბედურებების მიზეზისთვის მოეღოთ ბოლო. ნუქერებმა უკნასკნელი გადაწყვიტეს.

ხანჯლებით შეიარაღებულნი, ისინი ჩუმად გამოვიდნენ დერეფანში და შეჩერდნენ აბრეშუმის ფარდის წინ, რომელიც ფარავდა მბრძანებლის ოთახში შესასვლელს.

ღრმა სიჩუმე, უძრავად მწოლარე მბრძანებელი მოწმობდნენ მისი მაგარი ძილის შესახებ. “ფრთხილად შეეხო აბასი ფარდას; აშრიალდა აბრეშუმი. გაუშეშდა ხელი შეშინებულს, სუნთქვა შეეკრა მას მკერდში, გულმა კი ისე ძლიერდ დაიწყო ძგერა, თითქოს სურდა მძინარე მსხვერპლი გაეღვიძებინა. მკვლელებმა შეხედეს ერთმანეთს. მათ მზერაში გამოიხატა ბრძოლა ორი გრძნობისა, რომლებიც ყოველთვის განუყოფელია ადამიანში: შიშისა და თვითშენარჩუნების გრძნობების. მაგრამ ბრძოლა დიდხანს არ გაგრძელებულა: თვითშენარჩუნების გრძნობამ იზეიმა.

“საფარ-ალის ხელმა უფრო გაბედულად ჩაბღუჯა ფარდა, და მისმა სწრაფმა მზერამ შეაღწია საძინებლის სიღრმეში. ვერცხლის ლამპრის ალი სუსტად ციმციმებდა შაჰის სახესა და სხეულზე, რომელიც ღრმა და მშვიდ ძილში იყო ჩაძირული.

უხმაუროდ გასრიალდა რბილ ხალიჩაზე შალის წინდით შემოსილი ფეხი. ორი მკვლელი მრისხანე მოჩვენებასავით დადგა საწოლთან, რომელზედაც იწვა მათი შურისძიების მიერ განწირული.

აღიმართა ხანჯალი, იელვა ლამპრის სუსტი სინათლის ანარეკლით და ღრმად ჩაერჭო მძინარის მკერდში...

შაჰმა წამოიწია, მიიდო რა ხელები მკერდზე, მან შეაჩერა მკვლელზე მიმქრალი მზერა და წარმოსთქვა:

_ უბედურო! შენ ირანი მოჰკალი...

ეს იყო მრისხანე შაჰის უკანასკნელი სიტყვები. მას მზერა ჩაუქრა; თავი მძიმედ დაეცა ბალიშზე.

მისი ბედი აღესრულა” (*«Зурна» 1855 г., стр. 265)....

ასე დაიღუპა აღა-მაჰმად-ხანი თავისი საკუთარი მსახურების ხელით, რომლებსაც იგი საშინელი ტირანივით ეპყრობოდა. შაჰის მთელი ქონება გაძარცვულ იქნა მისი მოხელეებისა და ჯარების მიერ, რომლებმაც ამის კვალდაკვალ დატოვეს შუშა და წავიდნენ სპარსეთში (*Рапортъ графа Гудовича государю императору 20-го іюня 1797 г. Георг. арх. коменд. правленія).

შაჰის სიკვდილის შემდეგ უსარგებლოდ იქნა მიჩნეული რუსული ჯარების დატოვება საქართველოში და მათ ბრძანება მიეცათ დაბრუნებულიყვნენ კავკასიის ხაზზე. სექტემბრის თვეში ჩვენი ჯარები უკვე აღარ იყვნენ საქართველოში, და ერეკლე მეფემ დაჰკარგა საყრდენი ქვეყნის გარეშე მტრების მოგერიებისა და შინაგანი დავების მოსპობისთვის.

იმპერატორი პავლე I, ივნისიდან დეკემბრამდე, არ იძლეოდა არანაირ გადაწყვეტილებას საქართველოს მეფის თხოვნებზე. თავადმა ჭავჭავაძემ რამდენჯერმე მიმართა კანცლერს და სთხოვდა მას პასუხის დაჩქარებას. დეკემბერში კანცლერმა ზეპირად უპასუხა, რომ საქართველოს ელჩის თხოვნები ახლა ვერ შეიძლება იქნას დაკმაყოფილებული. ელჩი მადლობას უხდიდა ზეპირი პასუხისთვის, მაგრამ ითხოვდა წერილობით პასუხსა და პირად პაემანსაც (* თავად ჭავჭავაძის წერილები კანცლერისადმი 1797 წ. 30 სექტემბერსა და 8 დეკემბერს. Московскій арх. мин. иностр. делъ).

ჰპირდებოდა რა დარჩენილიყვნენ ყოველთვის მორჩილებაში (послушаніе), “როგორც ერთმორწმუნენი და მართლმადიდებლობის ტახტისადმი ერთგულნი”, იგი კითხულობდა, არსებობს თუ არა ხელშეკრულება, დადებული რუსეთსა და საქართველოს შორის 1783 წელს. თავადი ჭავჭავაძე ითხოვდა, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ჩვენი მთავრობის ნებართვას რათა მიეწვიათ ხოლმე საქართველოში ჩერქეზები, უწინდელი ჩვეულების მიხედვით, ქვეყნის უკეთესი დაცვისთვის, რომლებსაც იქ ინახავდნენ საქართველოს მეფის კმაყოფაზე.

ეს თხოვნაც დარჩა ასევე უპასუხოდ. მაშინ ელჩმა თხოვნით მიმართა თავად იმპერატორს პავლე I-ს, რომელშიც გამოთქვა თავისი სინანული და საჩივარი, რომ მას არ გამოეცხადა ერთი წლით ადრე ის, რომ რუსეთს არ შეუძლია დააკმაყოფილოს მისი სათხოვარი (* იქვე).
“მაშინ _ სწერდა იგი (*), _ მეფე, ჩემი ხელმწიფე, შეძლებდა მიემართა სხვა ზომებისთვის თავისი სამეფოს დასაცავად” (მისივე თხოვნა ხელმწიფე იმპერატორისადმი 1797 წ. 31 დეკემბერს. იქვე).

“მე არ შემიძლია თავს უფლება მივცე ვიფიქრო, რომ თქვენს იმპერატორობით უდიდებულესობას შეეძლო მეფისთვის, რომელიც მისი შთამომავლობითა და ხალხით მოვიდა სრულიად რუსეთის იმპერიის საუკუნო ქვეშევრდომობაში (въ вечное подданство), ებრძანებინა ასეთი პასუხის მიცემა. ვემყარები რა ორხრივი საზეიმო ვალდებულებების სიწმინდეს, რომელთაც ჩემი მეფე და სამეფო დარღვევლად იცავენ, როდესაც არც მან, არც მისმა ხალხმა არ დაზოგეს თავიანთი საკუთარი სისხლი მათთვის შესაწირად, მივმართავ ყოვლადუმდაბლეს კადნიერებას, ჩემი მეფის ყველა იმ სათხოვარის მიხედვით, რათა ამით უშუალოდ შეგახსენოთ და გკითხოთ: გნებავს თუ არა შენ, დიდო ხელმწიფეო, შეინარჩუნო ეს ტრაქტატი უწინდებურად თავის ძალაში, და ინებებ თუ არა მისცე ჩემს მეფეს, რომელიც ამ ტრაქტატის ვალდებულებებით მოყვანილია უკიდურეს სივიწროვეში (გაჭირვებაში), დაპირებული მისი ძალით დახმარება? თუ რაღაც დრომდე, რაიმენაირი მიზეზების გამო, ამის გაკეთება არ შეიძლება? დიდო ხელმწიფეო, ღირსგვყავ გაფანტო ჩემი გაოცება და მთელი საქართველოს მოლოდინი უმოწყალესი პასუხით ამაზე, რათა ჩემი მეფე და მისი ხალხი, დარჩებიან რა იმ გაურკვევლობაში, რომელშიც ამ დრომდე მეც ვიმყოფები, იმ წმინდა ტრაქტატის დაპირებებით (აღთქმებით), არ იქნან მიყვანილნი სრულებით დაღუპვამდე, და რათა მას, ექნება რა მისი მეზობელი ადერბაიჯანის ოლქის სპარსელ ხანებთან და დაღესტნის მთიელ მფლობელებთან მისი სამეფოს დასაცავად საჭირო მეგობრული ურთიერთობების დამყარებისა და კავშირების დადების უფლება, შეეძლებოდა შესდგომოდა მათ, დარჩებოდა რა თავის სულში მარადიულად შენი ერთგული...”

საქართველოს ელჩი სთხოვდა იმპერატორ პავლეს ებოძებინა ერეკლესა და მისის მემკვიდრისთვის თავისი სიგელი, მეფის მოხუცებულობის წლების პატივისაცემად, რომელიც, “რამდენადაც თავისი მრავალწლიანი ასაკის გამო”, იმდენადვე მისი გულის “მღრღნელი” მწუხარების გამოც გაძარცვული და დარბეული საბშობლოსთვის, სიკვდილის სარეცელზე იწვა.

მიიჩნევდა რა აუცილებლად თავად გამგზავრებულიყო საქართველოში, თავად ჭავჭავაძეს სურდა მიეღო ჩვენი მთავრობისგან ინსტრუქცია სამშობლოში თავისი მოქმედებებისთვის.

“იმასთან მიმართებით კი _ სწერდა იგი (*) _ როცა უკან ჩავალ ჩემს სამშობლოში, როგორი ჩაგონება გავუკეთო იქ მეფეს, მის დიდებულებსა და ხალხს, და როგორი იმედები მივცე მათ, რათა მყარად იდგნენ თავიანთ ფიცზე, რომლითაც შეჰფიცეს სრულიად რუსეთის იმპერიის ტახტის მფლობელსა და მის მაღალ მენაცვალეებს (მემკვიდრეებს), ამის შესახებ შენი სამინისტრო ღირსჰყავ ბრძანოს და მომამარაგოს წერილობითი დარიგებებით, რათა მე შემეძლოს, ვიქნები რა ჩემი სამშობლოს სამსახურში, არ დავშორდე შენს ნებასაც, როგორც ტრაქტატის მიხედვით ერთი უმაღლესი ძალაუფლების მქონისა საქართველოში (яко единой предержащей верховной по трактату въ Грузіи власти), და არ შევცოდო არც ყოვლისშემძლე ღმერთის წინაშე, და არც შენი იმპერატორობითი დიდებულებისა” (*Московскій арх. мин. иностр. делъ).

1797 წლის ბოლოს მიღებულ იქნა ს.-პეტერბურგში ცნობა ერეკლე მეფის ხანგრძლივი და საშიში ავადმყოფობის შესახებ. მის სამკურნალოდ მაშინვე იქნა გაგზავნილი ტფილისში ექიმი ჰერცეზიუსი, რომელიც ერეკლეს ვაჟთან, ბატონიშვილ მირიანთან ერთად გაემგზავრა; ხოლო ეს უკანასკნელი კი რუსეთში იმყოფებოდა 1784 წლიდან და გენერალ-მაიორის წოდებით (ჩინით) შემდგარი გახლდათ რუსეთის სამსახურში. მირიანმა ცოცხალს ვეღარ მიუსწო თავის მამას: ცუდმა გზამ და უამინდობამ შეაფერხეს იგი გზაში; იგი თელავში მოვიდა მხოლოდ 15 თებერვალს, როდესაც “საქართველოში _ სწერდა იგი (*) _ წინაპართა მემკვიდრეობით ტახტზე მეფედ აყვანილია ჩემი უფროსი ძმა გიორგი, ხოლო მის მემკვიდრედ დანიშნულია ბატონიშვილი იულონი” (* მირიან ბატონიშვილის წერილი ხელმწიფე იმპერატორისადმი 1798 წ. 10 მარტს. Московскій арх. мин. иностр. делъ).

“თუმცა კი ოტომანის პორტა და სხვა ჩვენი მეზობლები დაუღალავად ცდილობენ ყველანაირი ხერხით გამოძებნონ შემთხვევა, რათა ჩამოაცილონ საქართველო თქვენი იმპერატორობითი დიდებულების ყოვლადმოწყალე მფარველობას, და თვით ზოგიერთი ჩვენთაგანიც უკვე ვარაუდობს ამისკენ გადახრას; მაგრამ დედაჩემი, თავის შვილებთან ერთობლივად, არ აძლევს მათ საშუალებას ამ ბოროტგანზრახული სურვილის შესასრულებლად.

ჩემი გულის შიგნიდან, ცხარე ცრემლით ვბედავ ამის შესახებ ყოვლად უქვეშევრდომილესად მოგახსენოთ, რომ თუკი ახლო ხანში არ იქნება გაძლიერებული ჩვენი მამული, მაშინ მთელი საქართველო შესაძლოა ჩავარდეს მაჰმადიანთა ხელში.”

(გაგრძელება იხ. ნაწილი II)

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

შ ე ნ ი შ ვ ნ ე ბ ი:

[1] _ ნ. დუბროვინის ეს წიგნი შემდგომში კიდევ გამოიცა 1897 წ., ასევე ს.-პეტერბურგში, დ. ვ. ჭიჭინაძის ტიპოგრაფიაში; გამომცემელი მ. ტერ-ასატუროვი. ქვემოთ მოგვყავს 1897 წლის გამოცემის წინასიტყვაობა: კავკასია, რომელიც სამართლიანად ითვლება ძვირფას ბრილიანტად საიმპერატორო გვირგვინში, არის რა, თავისი გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით უწყვეტად დაკავშირებული რუსეთის ბედთან, მის სიდიადესთან და მის მიერ უკანასკნელ ასწლეულში გადატანილ მოვლენებთან, რუსეთის იმპერიის ნებისიერ სხვა განაპირა მხარეზე უფრო მეტად სარგებლობდა განსაკუთრებული სიმპატიებით რუსული საზოგადოების მხრიდან; ინტერესი რუსეთის ამ ღვთივ დაჯილდოებული პოეტური კუთხისადმი არასდროს არ ქრება. უკანასკნელ ხანს რუსულ ბეჭდურ გამოცემებში დაიწყო გამოჩენა წერილებისა, რომლებიც მიმართულია კავკასიისა და მისი ცალკეული ხალხების (народности) დამოკიდებულების გარკვევაზე რუსეთისადმი, _ იმ პოლიტიკური დამოკიდებულებისა, რომლის გარკვევისთვისაც გასაღებად შესაძლოა გამომდგარიყო კავკასიის დამორჩილების ისტორია, რომლის სათავეც დადებულ იქნა იმპერიასთან საქართველოს შემოერთებით. ამ უკანასკნელ მოვლენას ნ. თ. დუბროვინმა* (საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიის უცვლელი მდივანი, აკადემიკოსი გენერალ-ლეიტენანტი ნიკოლოზ თეოდორეს ძე დუბროვინი) მიუძღვნა 1867 წელს თავისი ეს თხზულება, რომელიც სამწუხაროდ უკვე დიდი ხანია იქცა ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად. აი რატომ ჩავთვალე მე დროულად, ავტორის ნებართვით, დამებეჭდა იგი მეორე გამოცემად. 1897 წ. 19 მარტი. მ. ტერ-ასატუროვი.

[2] _ ქვემეხებზე, რომლებსაც უწოდებდნენ მარტორქას (единорог), საფირმო დამღად ამოტვიფრული იყო ერთრქიანი მითიური ცხოველი, საიდანაც წარმოსდგებოდა კიდეც ქვემეხის სახელწოდება. რამდენადაც ვიცით, იმხანად ჩვეულებრივი ზარბაზნებიდან ისროდნენ ბირთვებსა და ფინდიხს (კარტეჩს). ბირთვები უფრო შორს მიდიოდა, მაგრამ ისინი მიზანში მოხვედრისას არ სკდებოდა და მიზანს აზიანებდა მხოლოდ მექანიკური დარტყმით, ამიტომ მოწინააღმდეგის ცოცხალ ძალას დიდ ზიანს ვერ აყენებდა; კარტეჩი წარმოადგენდა აბრეშუმის ან სხვა ადვილად აალებადი ქსოვილისგან შეკერილ პატარა პარკში ჩატენილ ქვის ან ლითონის მცირე ნატეხებს, რომლებიც ზარბაზნის ლულიდან ამოფრენისას აბრეშუმის სწრაფად დაწვის გამო ჰაერში იფანტებოდა, საფანტის დარად, და ცოცხალ ძალას დიდ ზიანს აყენებდა, თუმცა კი სროლის სიშორე აღწევდა სულ 500 მეტრამდე. მარტორქად წოდებულ ქვემეხების შეეძლოთ სროლა უკვე ყუმბარებით, სადაც ლითონის ბირთვის ამოღრუტნულ კორპუსში ჩატენილი იყო ბრიზანტული ასაფეთქებელი ნივთიერება, მაგალითად ტროტილი, რომლის აფეთქებით მოწინააღმდეგის ჯარის რიგებში დაცემული ბირთვის კორპუსი სკდებოდა უამრავ ნასხვრევად და ამ ნამსხვრევებით აზიანებდა გარშემო მყოფ ცოცხალ ძალას. ეს ყუმბარები წარმოადგენს თანამედროვე მსხვრევად-ფუგასური ჭურვების წინაპარს. და ასეთი ქვემეხების გამოჩენით არტილერიამ შეიძინა შორ მანძილებზე მიწინააღმდეგის ცოცხალი ძალის სერიოზულად დაზიანების უნარი. (ი. ხ.).