Tuesday, December 13, 2011

რუსეთი და გერმანია: ურთიერთმიზიდულობა თავისუფალ ევროპაში

გერმანელები და რუსები ევროპულ ისტორიაში – ეს გახლავთ განსაკუთრებული მოვლენა, ვიღაცამ უწოდა ამას “Hass – Liebe – Passion” (“სიძულვილი – სიყვარული – ვნება”), ვინაიდან კულტურათა ურთიერთმიზიდულობა, ბედთა განუწყვეტელობა ბევრ წილად განსაზღვრავდა ევროპის სახეს, თუმცა კი მათ თან ახლდა დრამატული დაჯახებებიც. მაგრამ შეცდომების (заблуждения) მიუხედავად, თანამშრომლობა გაცილებით უფრო მეტი იყო, ვიდრე ომები.

ვერავინ ისე, როგორც რუსები, ვერ ტირის ფ. შილერის “ყაჩაღებზე” (Die Rauber). მუსიკის საგანძური შექმნილია ევროპელების – უწინარეს ყოვლისა გერმანელებისა და რუსების მიერ. ვერავინ ისე, როგორც რუსები, ვერ ასრულებს და ვერ გებულობს დიდებულ (величественная) მუსიკას ბახიდან, ჰენდელიდან და ბეთჰოვენიდან ელეგანტურ შტრაუსამდე. მაგრამ ჩაიკოვსკისაც და მუსორგსკისაც არსად ისე არ ასრულებენ, როგორც გერმანიაში.

მხოლოდ ადამიანს, რომელიც აღზრდილია დიადი გერმანული ლიტერატურის – გოეთეს, შილერის იდეალებსა და გმირულ ეთიკაზე, შეუძლია გაიგოს დოსტოევსკისეული და სულის ტანჯვანი სიკეთის წყურვილსა და ბოროტების საცდურებს შორის. სწორედ გერმანელებმა დაწერეს ტომები დოსტოევსკის ფილოსოფიის შესახებ, გერმანელებს ესმით ლევ ტოლსტოი. ხოლო რუსული რელიგიური ფილოსოფია – ვ. სოლოვიოვი, ბერდიაევი, ბულგაკოვი, ფლორენსკი – ყველა ისინი ამოიზარდნენ გერმანული იდეალისტური ფილოსოფიიდან, ფ. შელინგიდან, და არა ფრანგული რაციონალიზმიდან. სწორედ ფ. შელინგის შემდეგ ქრისტიანული ფილოსოფიის ერთერთ ცენტრალურ თემათაგანი “ყოვლადერთობა” («всеединство») მთლიანად გადმოდის რუსულ ფილოსოფიაში. ვინაიდან სწორედ მხოლოდ ერთი რუსეთი-ღა იყო XIX საუკუნის ბოლოს რელიგიური. ყველანი ვინც სწავლობენ “ყოვლადერთობას”, კითხულობენ შელინგსა და რუს ფილოსოფოსებს.

ალექსანდრე სერგის ძე პუშკინმა – ჩვენმა გენიოსმა, რომელიც დღეს სულ უფრო მეტად იხსნიება ჩვენს წინაშე როგორც ღრმა ფილოსოფოსი, როგორღაც თქვა: «Нам внятно всё: и острый галльский смысл, и сумрачный германский гений» (“ჩვენთვის გასაგებია ყველაფერი: მახვილი გალური აზრიცა და მოღუშული გერმანული გენიაც”) – სწორედ გენია, ვინაიდან რუსი იოანესეული ადამიანისთვის რაციონალიზმი საკმარისი არ არის, რათა განსაზღვროს იგი როგორც გენია, საჭიროა სული.

როგორი საოცარი სტრიქონები იყო შთაგონებული რუსულ ლიტერატურაში გერმანელი პოეტების მიერ: აი Heinrich Heine: “Ein Fichtenbaum steht einsam im Norden auf kahler Hoh”… აი იგივე სტრიქონები ლერმონტოვიდან: «На севере диком стоит одиноко на голой вершине сосна»… საუკეთესო პოეტები – ვ. ჟუკოვსკი – პუშკინის მასწავლებელი თარგმნიდა შილერის ბალადებს.

დასავლეთში ნაკლებად ცნობილმა გერმანელმა ფილოსოფოსმა ვალტერ შუბარტმა, შეყვარებულმა რუსულ კულტურაზე, თავის ძალზედ საინტერესო წიგნში “ევროპა და აღმოსავლეთის სული” (Europa und die Seele des Osten, Luzern, 1946) არცთუ შემთხვევით განსაზღვრა სრულიად ევროპულ კულტურაში პიროვნების ორი ურთიერთშემავსებელი ტიპი, მოუძებნა რა მათ მეტად ზუსტი და შორსმჭვრეტელური («проницательное») სახელწოდება: რუსული “იოანესეული” ადამიანისა და “პრომეთეული” დასავლური ინდივიდის. მესიანური ადამიანი, რომელიც მიჰყვება იოანეს სახარებაში მოცემულ იდეალს – შუბარტის მიხედვით ესაა სლავები და, განსაკუთრებით კი, რუსები, – განსულიერებულია არა ძალაუფლების წყურვილით, არამედ შერიგებისა და სიყვარულის გრძნობით”. იგი ხედავს ადამიანებში არა მტრებს, არამედ ძმებს, ქვეყანაში (в мире) კი არა ნანადირევს, რომელსაც უნდა დააცხრე, არამედ უხეშ მატერიას, რომელიც უნდა აკურთხო.

შუბარტი გვაძლევს დასავლელი ადამიანის განსაზღვრებას, როდესაც ლაპარაკობს ინდივიდუალიზმსა და პრომეთეული ტიპის თავისუფლებაზე: “გმირული ადამიანი ხედავს ქვეყანაში (в мире) ქაოსს, რომელიც მან უნდა გააფორმოს თავისი მაორგანიზებელი ძალით... სეკულარიზაცია – მისი ბედია, გმირობა – მისი სასიცოცხლო გრძნობა”... ასეთია რომანულ-გერმანული ხალხები, თანამედროვეობისა...

შემთხვევით არ არის, რომ ოცდაოთხი წლის გოეთე წერს თავის პრომეთეოსს, რომელიც მოითხოვს ღმერთისგან მისცეს მას მისი მიწა და მისი ქოხი, და კერის სითბო (XXI საუკუნის დასავლელი ადამიანის იდეალი), რომლისაც ვითომდა ზევსს შურს:

“Bedeckte deinen Himmel, Zeus, mit Wolkewndunst
Und übe, dem Knaben gleich, an Eichendicht und Bergeshoh’n.
Muss mir meine Erde doch lassen steh’n,
Und meine Hute die du nicht gebaut’st…
Und meinen Herd, um dessen Glut du mich beneidest!”
(I. W. Goethe. “Prometheus”)

“დაფარე შენი ცა, ზევსო, ხშირი ღრუბლებით
და ივარჯიშე, ბიჭის მსგავსად, ხშირ მუხნარში და მთის წვერზე.
უნდა ჩემი დედამიწა მე დამიტოვო,
და ჩემი ქოხი, რომელიც შენ არ აგიგია,
და ჩემი კერა, რომლის ვარვარებაც შენ გშურს!”
(ი. ვ. გოეთე, “პრომეთეოსი”)

რუსი ფილოსოფოსის ივანე ილინის სიტყვებით, ბევრ ევროპელში იწვევდა გაკვირვებას, რომ არსად ისე ადვილად, როგორც რუს ადამიანებში, არ ამბობენ უარს მიწიერ სიკეთეებზე, არსად ისე ადვილად არ პატიობენ ადამიანები ძარცვასა და კონფისკაციას, არსად ისე საბოლოოდ არ ივიწყებენ დანაკარგსა და ზარალს. ნაპოლეონს არ შეეძლო გაგება, თავად რუსებმა რატომ დაწვეს მოსკოვი, რათა იგი მტრებს არ ჩავარდნოდა ხელში. მაგრამ გერმანელ შუბარტს ატყვევებდა სწორედ “რუსი ადამიანის უნარი ღვთის მიერ დაშვებული ჭექა-ქუხილისა და განსაცდელების დროს არ დაიწყოს მეწვრილმანეობა (не грошовничать)”; ვალტერ შუბარტი წერდა რუსების ეთიკის შესახებ: “Ein Merkmal der adligen Seele ist es nicht auf den Pfenning versessen zu sein” (“არისტოკრატული სულის ნიშანია ის, რომ იგი არ არის დახარბებული გროშებზე /წვრილმან სარგებელზე/”).

რაც შეეხება ანგლოსაქსებს, შუბარტმა ზუსტად შენიშნა სწორედ მათში ისეთი ნიშნები, რომლებიც ყველაზე ნაკლებადაა თავსებადი “იოანესეულ” რუსულ კულტურასთან, და მახვილგონივრულადაც განსაზღვრა ამერიკანიზმი, როგორც “ანგლოსაქსონელობა ჯენტლმენური იდეალის გარეშე... პრომეთეული სამყარო ვერგაკეთილშობილებური გოთური ფასეულებებით”.

გერმანელები და რუსები – დასავლური და აღმოსავლური ქრისტიანობის ფორპოსტებია გეოპოლიტიკური და ცივილიზაციური სისტემების პირაპირზე, და ამიტომ მათ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ გაერთიანებული ევროპის ბედზე.

ნიკოლოზ დანილევსკი არაერთხელ განსაზღვრავს გერმანიას რუსეთისა და სლავების ობიექტური მოწინააღმდეგის სახით. მაგრამ ასევე ხშირად იგი იხსენიებს გერმანელებს როგორც “გენიალურ ისტორიულ ტომს”, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა დასავლეთევროპულ კულტურაში. იგივე დანილევსკი, რომელსაც დასავლეთში უწოდებენ რუს ნაციონალისტს და პანსლავისტსაც კი! – გერმანიის დასავლელი პარტნიორებისგან განსხვავებით, კანონიერად აღიარებდა ნებისმიერი ხალხის, მით უმეტეს თავისი კულტურით დიადი ხალხის ბუნებრივ მისწრაფებას ერთიან დერჟავულ ძალად შეკრებისკენ: “...ერთიან გერმანიასთან ნამდვილად გერმანული მიწების შეერთებას, როგორებიცაა ავსტრიის საჰერცოგო, ზალცბურგი, შტირიისა და კარინტიის ნაწილი, არ შეიძლება არ ვუწოდებდეთ სამართლიანსა და კანონიერს”. – წერდა იგი XIX საუკუნის ბოლოს (მართალია დანილევსკი წინასწარ ჭვრეტდა იმ ცდუნებასაც, რომელიც გერმანელების წინაშე დადგება XX საუკუნეში: “შეუძლებელია ვვარაუდობდეთ, რომ ამ სამართლიანით შემოიფარგლება პრუსიულ-გერმანული პატივმოყვარეობა, და ისინი სლავური მიწების მოწყობას დაუთმობენ სლავებს, როგორც ეს უკანასკნელნი თავად მოისურვებენ. ამას არა მხოლოდ ყველა გერმანელი მიიჩნევდა გერმანული საქმის ღალატად, არამედ ეს არ შეიძლება შევიდეს უბრალოდ გერმანულ თავში”).

როგორც ვხედავთ, XX საუკუნის განმავლობაში მოიძებნა ძალები მსოფლიოში, რომლებმაც ეს ვირტუოზულად გამოიყენეს, ისევე როგორც რუსული ამბიციები თავიანთ გეოპოლიტიკურ მიზნებში ისეთნაირად, რომ მთელი დივიდენდები დარჩათ მათ, იმ დროს როდესაც გერმანელები და რუსები ჰკარგავდნენ არა მხოლოდ მოპოვებულ სფეროებს, არამედ თავიანთ უდაო ისტორიულ შენაძენებსაც, რომლებიც გადავიდა Mitteleuropa-თვის სრულიად უცხო ძალების კონტროლქვეშ, და რომელმაც (Mitteleuropa-მ – ი. ხ.) შეწყვიტა მნიშვნელობის მქონე გეოპოლიტიკური სიდიდის სახით არსებობა.

ანგლოსაქსები პერიოდულად ადასტურებენ თავიანთ ეჭვიანობას გერმანელთა როლისადმი ევროპულ ისტორიასა და კულტურაში, ერთგვარ “არაკეთილმოსურნე გრძნობას” ტევტონებისადმი: 1999 წელს (და არა 1942-ში!), “ერთიან ევროპაში” “Sunday Times” წერდა: “Wir alle hassen die Deutschen. Nicht als Individuen… Aber insgesamt, reichenweise, hassen wir sie. Oh, ein Deutscher, hort man abschatzlich…” (“ჩვენ ყველას გვძულს გერმანელები. არა ინდივიდუალურად... არამედ მთლიანობაში, მწყობრად (рядами), ჩვენ გვძულს ისინი. ოჰ, ჩვენ “სერიულად” გვძულს გერმანელები...”). ეს სრულებით არა აქვთ სლავებს, რომელთაც გერმანელებთან ომები მოუწიათ არცთუ სახუმაროდ.

საინტერესოა, რომ გერმანელები მშვენივრად ეგუებოდნენ რუსეთში ცხოვრებას, ხოლო რუსულმა ემიგრაციამ, რომელმაც სამშობლო დაკარგა რევოლუციის შემდეგ, სწორედ ბერლინში, გერმანიაში, რომელთანაც მანამდე ომობდა რუსეთი, გაცილებით უფრო მეტად სტუმართმოყვარე სადგომი ჰპოვა, ვიდრე მოკავშირე ანტანტაში, რაზედაც წერდა კიდეც ვლადიმირ ნაბოკოვი। გერმანელების რუსებისგან მთელი განსხვავების მიუხედავად, რუსები ყოველთვის აღტაცებული იყვნენ გერმანული მოვალეობისა და პასუხისმგებლობის გრძნობით, მუშაობის უნარით. გერმანელები – ესაა ერთგული მოკავშირეები. მეტი რა ვთქვათ, საბჭოთა ბლოკში სწორედ დამარცხებული გერმანელები იყვნენ ყველაზე უფრო საიმედო პარტნიორები, და გორბაჩოვი მათ პირდაპირ მუჯლუგუნების ცემით ჰყრიდა (буквально выталкивал) მათ დასავლელ ძმებთან – “Die Deutsche Treue!” (“გერმანული ერთგულება!”). თავისი სლავი ძმებისგან კი გაცილებით უფრო მეტი სადარდებელი ჰქონდა.

რუსულ-გერმანული ისტორიული თანამშრომლობა – ევროპული ერთიანობისა და ევროპული კულტურის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი

მეორე ათასწლეულის უკანასკნელმა ათმა წელიწადმა ასახა დრამატული მოვლენებით აღსავსე XX საუკუნის მთელი წინააღმდეგობრიობა მისი კატაკლიზმებით, ომებით, მეტოქეობრივი უნივერსალიზაციის იდეებითა და გლობალიზაციის პროექტებით, მისეული დანაწილებებითა და ერთიენობისკენ მისეულივე იმპულსებით.

დიახ, მსოფლიოს ერთიანობა და ევროპის გაერთიანება დღეს იქცა ისტორიული განვითარების უდაო იდეალებად და ფასეულობებად. ადამიანს საერთოდ ახასიათებს უნივერსალიზმი. მაგრამ ამ მიზნებს შესაძლოა ვაყენებდეთ სრულიად სხვადასხვანაირ სიბრტყეებში. იმაზე, თუ ისტორიის მომავალ პეროდში ერთიანობის რომელ იდეას აირჩევენ ევროპა და რუსეთი, ბევრად იქნება დამოკიდებული იმ იდეალების ბედი, რომლებმაც ჩვენი ეროვნული ისტორია და კულტურა აქციეს მსოფლიო ისტორიის მოვლენად, და თავად ჩვენი ბედიცა და როლიც ამ ისტორიაში.

შესაძლოა განვიხილავდეთ მსოფლიოსა და ევროპას მხოლოდ როგორც გიგანტურ სამეურნეო საწარმოს, რომელსაც სჭირდება მუდმივი ოპტიმიზაცია. ჩვენთვის ხომ ეს მიდგომა უფრო მეტადაა ცნობილი, ვიდრე სხვებისთვის, და ჩვენ ხომ ვიცით, რომ ის განწირულია. ამ ტენდენციამ დაიწყო ისტორიული გზის სხვა ასპექტების განსაკუთრებულად დაჩრდილვა (заслонять) ჩვენს დროში, როდესაც კაპიტალებისა და სამუშაო ძალის თავისუფალი გადაადგილება, თითქოსდა, გვკარნახობს მხოლოდ ამ ერთს. არავინ არ დაობს იმ ფაქტზე, რომ ასეთი მიმართულება საშუალებას იძლევა შემცირდეს უმუშევრობა, მიეცეთ სამუშაო ადგილები, ზოგჯერ (მაგრამ არა ყოველთვის) გათანაბრებულ იქნას ცხოვრების დონეები ევროპის სრულიად სხვადასხვა ნაწილებში (ჩვენ ქართველებმა ვნახეთ ისიც, რომ უმუშევრობის პრობლემას დღევანდელ ეტაპზე იგვარებენ სწორედ უცხოელები საქართველოში, ქართველების ხარჯზე და ჩვენი შევიწროვებით – ი. ხ.).

მაგრამ მაქსიმალურ სიდიადეს ევროპა აღწევდა მაშინ, როდესაც მისი ისტორია გახლდათ ადამიანური სულის, ეროვნული ყოფიერების მიზნებისა და ფასეულობების ხორცშესხმა, ე. ი. როდესაც იგი ცხოვრობდა არა მხოლოდ “პურითა ერთითა”, ხოლო სსრკ ძლიერების პიკზე იყო მხოლოდ მას შემდეგ, რაც ომმა მოითხოვა ეროვნული სული და სამშობლოს, მოვალეობის, თავგანწირვის ტრადიციულ ფასეულობებთან დაბრუნება.

რუსეთი და ევროპა დგანან მნიშვნელოვან არჩევანთან ქრისტეს შობიდან მესამე ათასწლეულის ზღურბლზე. განა დღეს აშკარა არ არის, რომ სულაც არა რუსული დიდმპყრობელობა წარმოადგენდა მუქარას ევროპის როგორც დამოუკიდებელი გეოპოლიტიკური და კულტურულ-ისტორიული სიდიადისთვის, და კონტინენტზე კონსტრუქციული ურთიერთმოქმედების შესაძლებლობისთვის?

რუსეთისა და ევროპის თანამშრომლობას ნამდვილად შეუძლია მისცეს ორივეს ძლიერი და ასე აუცილებელი იმპულსი ქრისტეს შობიდან 2001 წლის ზღურბლზე. მათ ორივეს სჭირდებათ ის, რომ რუსეთმა დაიბრუნოს საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაწარმომქმნელი ფაქტორის როლი. ამ იმპულსს ევროპას მისცემს არა რუსეთის დამამცირებელი გამოცდა დასავლეთევროპულ ლიბერალიზმში, რომელსაც ატარებს ერთგვარი “მეოთხე ინტერნაციონალი”, რასაც სულ უფრო და უფრო მეტად ემსგავსება ევროპის საბჭო, – არამედ ნაყოფიერი და კონსტრუქციული ურთიერთმოქმედება და შეერთებული შეგნებული სულიერი ძალისხმევა ევროპის ყველა ეთნიკური, კონფესიური და კულტურული შემადგენელისა: გერმანულის, რომანულისა და სლავურის, ევროპის ლათინურისა და ევროპის მართლმადიდებლურის. დადგა დრო, რომ სრულად იქნას შეგნებული რუსული მართლმადიდებლური ფორპოსტის მნიშვნელობა მთელი ქრისტიანული სამყაროსათვის მთლიანობაში მომავალი საუკუნის არა მხოლოდ გეოპოლიტიკური და დემოგრაფიული, არამედ სულიერი გამოწვევების წინაშეც.

განა ევროპული გამაერთიანებელი პროცესი აუცილებლად უნდა ვითარდებოდეს გაუსახურებისა და საკუთარ ფუნდამენტზე უარის თქმის საფუძველზე, რომელიც მხოლოდ გადააქცევს ევროპას შემოქმედი სუბიექტიდან ობიექტად და გახდის მას ინსტრუმენტად არაევროპულ გეგმებში. მათში მოთხოვნის გარეშე დარჩენილი აღმოჩნდა დიადი ევროპული კულტურა, რომელზედაც ეჭვიანობენ ისინი, რომელთაც არაფერი გააჩნიათ მასთან დასაპირისპირებლად.

ეთანხმება რა “ერთიანი გლობალური “პოსტქრისტიანული საზოგადოების” ვერსიას, “პეტრეს ევროპა” უარს ამბობს უკვე საკუთარ თავზე, თავის საკუთარ დიდ წარსულსა და გოლიათურ კულტურაზე. მაგრამ ამასთანავე ევროპა გარდაუვალად კარგავს არა მხოლოდ კულტურულ ისტორიულ იმპულსს. მის, რომელიც პირდაპირ ვთქვათ, ჩამოქვეითდა დამხმარე როლამდე, საუკეთესო სიმბოლოს წარმოადგენს ჰავიერ სოლანას ორაზროვანი და ყოველთვის უადგილო ღიმილი, გრიმასა, რომლითაც ტურა ტაბაკი რ. კიპლინგის “ჯუნგლების წიგნიდან” (ერთგვარი “წკავწკავა” ბოროტი ვეფხვისა) ატყობინებდა ხალხს თავისი პატრონის – შერხანის თვითდაჯერებულ და უხეშ ნებას, რომელიც ფეხქვეშ თელავდა კანონს... ამ Pax Americana-მ ჩაანაცვლა არა მხოლოდ გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერია და მოსკოვი – მესამე რომი, არამედ ყველა უნივერსალისტური მირაჟიც მიწიერი სამოთხისა ღმერთის გარეშე – “შრომის მსოფლიო ძმობა”, “საერთოევროპული სახლი”, “ერთიანი მსოფლიო”.

“ახალი მსოფლიოს” მიერ ევროპისადმი უგულვებელყოფითი დამოკიდებულება ნაჩვენებია ერთ პოლიტიკურ დოკუმენტში, რომელმაც ჯერ კიდევ 50-იან წლებში ჩამოაყალიბა ერთგვარი “ჭეშმარიტებანი” და მიუთითა მასწავლებელზეც. ევროპელების, უწინარეს ყოვლისა კი გერმანელთა გამოსწორების (перевоспитание) ეს პროგრამა მათი საკუთარი კულტურის დავიწყების სულისკვეთებით, გამოქვეყნებულია ევროპულ გამოცემებში და მას ხელს აწერენ ტრუმენი, რიკენბაკერი, უოლესი და ბევრი სხვა ამერიკელი სენატორი: “ჩვენ წილად გვერგო ამოცანა, – ნათქვამია XX საუკუნის ზოგადად აღიარებული დემოკრატიული ფოსტულატების ჩამოყალიბების შემდეგ, – გადავარჩინოთ მსოფლიო და თავისუფლება; ის თავისუფლება, რომელიც დაიბადა სინას მთაზე, აკვანში იმყოფებოდა ბეთლემში, ვისმა არაჯანმრთელმა ბავშვობამაც გაიარა რომში, ადრეულმა სიჭაბუკემ – ინგლისში, რომლის მკაცრი გამოცდა იყო საფრანგეთი და რომლის სიმწიფე დაიწყო შეერთებულ შტატებში, და რომელსაც უწერია (суждено), თუ კი ჩვენ შევასრულებთ ჩვენს როლს, იცხოვროს მთელ მსოფლიოში”.

მინიშნებები გამჭვირვალეა: არაჯანმრთელი ბავშვობა – ეს არის გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერია, ეს არის რომანულ-გერმანული გოთური სული, რომელმაც შექმნა დიდი ევროპული კულტურა; სიჭაბუკე – ესენია ინგლისელი პურიტანები, მკაცრი დავაჟკაცება – საფრანგეთის რევოლუცია, და ბოლოს, das Schlaraffenland (ზღაპრული ქვეყანა რძის მდინარეებითა და კისელის ნაპირებით) – ამერიკა. აქ ვერ მოიძებნა ადგილი ვერც დიდი გერმანული იდეალიზმისთვის მისი გოლიათური ფიგურებით – გოეთე, შილერი, ფიხტე, ჰერდერი, კანტი, ვერც დოსტოევსკისთვის აბსოლუტური სიკეთის მისეული მგზნებარე ძიებით. ემილ ზოლას პერსონაჟები, რომლებიც შობილი არიან თავისუფლების შესახებ ფრანგული წარმოდგენიდან, რა თქმა უნდა, უფრო გასაგებია “რიგითი რაიანისთვის”.

მაგრამ სხვამ არავინ, თუ არა დიდმა გერმანელმა, და ამიტომ დიდმა ევროპელმა, და ამიტომ დიდმა ნამდვილად “მსოფლიო მოქალაქემ” იოჰან ვოლფგანგ გოეთემ ჩამოაყალიბა ჭეშმარიტად გმირული დამოკიდებულება თავისუფლებისადმი, რომელიც აერთიანებს სამოქალაქო თავისუფლების ფასეულობებსა და შინაგანი ქრისტიანული თავისუფლების ფასდაუდებლობას, რომელიც არ დაიყვანება ფიზიკურ და მატერიალურ თავისუფლებაზე:

“მხოლოდ ის არის სიცოცხლისა და თავისუფლების ღირსი,
ვინც ყოველ დღე მზად არის მათთვის ჩაებას ბრძოლაში”.
(ი. ვ. გოეთე, “ფაუსტი”)

“Nur der verdient sich Freiheit wie das Leben,
Der jeden Tag für sie erobern mu?”
(I. W. Geuthe, “Faust”).

ევროპული სულიერი ლიბერალიზმი ამერიკულ ჰედონიზმზე უფრო ძლიერია

რატომ მოხდა ევროპის კაპიტულაცია მეორე ათასწლეულის ბოლოსთვის ლიბერალიზმის ანგლოსაქსონური ვერსიის წინაშე? თავად ევროპა უკვე იყო ლიბერალური. მაგრამ ევროპული ლიბერალიზმი ემყარებოდა სხვა ფუნდამენტს, კულტურას. დაივიწყა რა ამ ფუნდამეტის შესახებ, რეფორმაციისა და რევოლუციების, ლიბერალური ფილოსოფიისა და შრომის პროტესტანტული ეთიკის სამშობლო ვერ შეძლებდა ყოფილიყო წამყვანი იმ პროცესში, რომელიც თავადვე წარმოშვა. დიდი გოეთე სიბერეში, რომელმაც გაიარა მრავალი ძიება, თანაუგრძნობდა რა საფრანგეთის რევოლუციას, ამავდროულად მიდის დასკვნამდე, რომ “მსოფლიოსა და კაცობრიობის ისტორიის ნამდვილ, ერთადერთ და უღრმეს თემას... წარმოადგენს კონფლიქტი ურწმუნოებასა და რწმენას შორის”.

სახელმწიფოსა და სამართლის ევროპულ ფილოსოფიას, საზოგადოებრივ შეგნებას ღვთისმებრძოლური ხანძრების ფერფლის ქვეშ გააჩნდათ ძლიერი კულტურული და სულიერი ქრისტიანული ფუნდამენტი. ევროპული ეთიკა არ შეიძლებოდა ყოფილიყო პრიმიტიული ადამიანის კულტის გატარებელი, ისე, რომ მუდმივად წინააღმდეგობაში არ შესულიყო ქრისტიანულ კანონებთან – ასკეზისა და სიკეთის შესახებ მიწიერი მიგების გარეშე.

ევროპას რომ შეეერთებინა თავისუფლება და სული, მაშინ ამ გზაზე იგი იქცეოდა მსოფლიოს უდაო სულიერ ლიდერად. მაგრამ სულიერი ლიბერალიზმის გზაზე იგი განწირულია იმისთვის, რომ დაუთმოს.

გასული საუკუნის ბოლოს ეროვნულისა და უნივერსალურის შეხამების დილემა იდგა რუსული ინტელიგენციის წინაშე. მაშინ კ. ლეონტიევმა – უნივერსალისტმა, როდესაც მიუხედავად ამისა ლაპარაკობდა “უეროვნულო” გზის დამღუპველობის შესახებ, ერთ-ერთ თავის ტექსტს უწოდა: “საშუალო ევროპელი როგორც მსოფლიოს დანგრევის იდეალი და იარაღი”. იმ დროს დასავლელი ადამიანი თავად ჯერ კიდევ ჯანყდებოდა თავისი დესაკრალიზაციის, სულის გამიწიურების წინააღმდეგ, რაც ვლინდებოდა ჰეროიზმისა და რომანტიზმის პერიოდული ამოშხეფვით ფილოსოფიაში, ლიტერატურასა და ხელოვნებაში. განა კი არ აცხადებდა პროტესტს დიდი ფ. შილერი კულტურის გაუღმერთოების – Entgottung წინააღმდეგ ყველაზე უფრო ფართო გაგებით? განა “ევროპის მზის ჩასვენება” – “Untergang des Abendlandes” – არ უწოდა გამოჩენილმა გერმანელმა ინტელექტუალმა ოსვალდ შპენგლერმა სამყაროს (мир), რომელიც მზად არის მთლიანად დანებდეს მიწიერ წარმატებასა და მატერიალურ პროგრესს.

ასწლეულის შემდეგ კითხვა “ყოფნა არ ყოფნა” დგება მთელი ევროპის წინაშე, ვინაიდან დღეს “საშუალო ამერიკელი”, რომელიც პრეტენზიას აცხადებს შესთავაზოს ერთადერთი “პოსტქრისტიანული” საკაცობრიო ცივილიზაცია, გადაიქცევა ოდესღაც დიდი ევროპულ კულტურის დაღუპვის იარაღად. ამ კულტურის მაღალი იდეალური პათოსი, ჰეროიკა მოცემული (დავალებული) იყო ქრისტიანული სულის მიერ.

ამერიკული იდეოლოგიის დამახასიათებელ ნიშნად, ჯეფერსონისა და ფრანკლინის დროიდან, იქცა მესიანობა და პროვიდენციალიზმი. სწორედ ანგლოსაქსონური, განსაკუთრებით კი ამერიკული პურიტანიზმისთვისაა დამახასიათებელი ძველი აღთქმით შთაგონებული განსაკუთრებული დანიშნულების იდეა, რასაც არაერთხელ აღნიშნავდა ანგლოსაქსონური ისტორიული აზრის პატრიარქი არნოლდ ტოინბი.

გამოჩენილი გერმანელი სოციოლოგი მაქს ვებერი ანგლოსაქსონურ პურიტანიზმს თვლიდა ამერიკული საზოგადოებისა და მეურნეობის მამოძრავებელ ძალად. ხაზს უსვამს რა ამერიკელების მიდრეკილებას “თავიანთი მოწოდების მეთოდურად რაციონალიზებული განხორციელების” რელიგიურ-მესიანური კურთხევისადმი, ვებერი სამართლიანად აღნიშნავს მათ გაცილებით უფრო მეტ დაჯერებულობას (დარწმუნებულობას) თავიანთ “რჩეულობაში” ღვთისმოშიშ ძველაღთქმისეულ იუდეველთან შედარებით.

ამას არ შეიძლება არ დავეთანხმოთ: დიახ, არა მრავალტანჯული იობი მისი დიდებულად მორჩილი სიტყვებით: “ამიტომაც ვკიცხავ ჩემს თავს და ვინანიებ მტვერში და ნაცარში” (იობი, 42. 5) შთააგონებს იანკებს!

ადამიანის კულტი, ანთროპოცენტრიზმი, დაბადებული პრომეთეული გამოწვევის მიერ, მაგრამ ევროპული სულის გარეშე, გადაგვარდა ამერიკული ცხოვრების წესში შთამვეჭდავ კულტად სხეულისა – წარმართულ კულტად. XX საუკუნეში მან ბოლო მოუღო ფარისევლურ მითითებასაც ადრეული პურიტანების ყოფით თავმდაბლობაზე, რაც წინააღმდეგობაში მოდიოდა მათ შინაგან ამპარტავნებასთან. ამერიკული ცხოვრების წესი როგორც ცივილიზაციის ფენომენი უკვე რამდენიმე ომისშემდგომი ათწლეულია იჭრება ევროპულ კულტურაში, ხოლო 90-იან წლებში კი მეტად ფართოდ მკვიდრდება რუსულ საზოგადოებრივ ქცევაშიც.

არ გააჩნია რა “გოთური” სარჩული (ქვესაგები), ევროპისგან მოწყვეტილმა ამერიკამ წარმოშვა ძლიერი მატერიალური ცივილიზაცია კულტურის გარეშე; ცივილიზაცია, რომელიც მაქსიმალურად თავისუფალია დეკარტისეული “სულის ვნებებისა” და ევროპული სულიერებისგან. ამ სტადიისკენ, როდესაც “უსულო ინტელექტის” კონცენტრაცია ხდება ტექნიკურ და მატერიალურ პროგრესში, უბიძგებენ ევროპასაც მისი ჯერ კიდევ დაუხარჯავი პოტენციალით. გერმანელი ვ. შუბარტი სიმწრით აღნიშნავდა, რომ ასეთ მიმართულებაში მატერიალური ფასეულობებისა და ტექნიკის სრულყოფილი ფორმები ართმევენ სულს ადამიანს. ეს ცივილიზაცია კულტურის გარეშე, ო. შპენგლერის მიხედვით, არის მკვდარი “განფენილობა”, გადასვლა შემოქმედებიდან უნაყოფობაში”.

მაგრამ მსგავსი ცივილიზაცია პარადოქსულად იწყებს თავისუფლების, “ხალხის სუვერენიტეტის” იდეალების, ეგალიტარიზმის დიადი პრინციპების უარყოფას, რომლებსაც ასეთი პათოსით აცხადებდა ევროპული განმანათლებლობა, და რომლის მემკვიდრედაც საკუთარ თავს თვლიან აშშ-ცა და ევროპაც! “საერთაშორისო ცივილიზებული საზოგადოებრიობის ნების” ფანტომი ფარავს (ნიღბავს) მხოლოდ რომელიღაც ახალ ტოტალიტარიზმს.

როგორ შეაფასებდა დიდი გერმანელი, გენიალური ფილოსოფოსი ემანუილ კანტი ვისიმე ხელისუფლების სისტემის დემონიზაციას ან სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიის გამართლებას “იდეოლოგიური” დასაბუთების მიხედვით? ე. კანტს გააჩნდა დემოკრატიული შეხედულებები საზოგადოებაზე, ვარაუდობდა, რომ “ყოველი სახელმწიფოს საზოგადოებრივი წყობილება უნდა იყოს რესპუბლიკური”, მაგრამ ამტკიცებდა, რომ “არც ერთი სახელმწიფო ძალადობრივად არ უნდა ერეოდეს სხვა სახელწიფოების მმართველობასა და სახელწიფოებრივი მოწყობის საკითხებში”, ხოლო “სადამსჯელო ომი (bellum punitivum) კი სახელმწიფოთა შორის წარმოუდგენელია, რამდენადაც მათ შორის არ არის უმაღლესი ურთიერთდამოკიდებულება დაქვემდებარებულობის ნიშნით”, ისევე როგორ “არც ერთი მხარე არ შეიძლება იქნას გამოცხადებული არასამართლებრივად, რადგანაც ეს ვარაუდობს უკვე სასამართლო გადაწყვეტილებას”.

ახლა არის შანსი, რათა “გოეთეს ხანის” დიდი სული და კულტურა და გერმანული იდეალიზმის განათლებული პატრიოტიზმი გამოყენებულ იქნას გერმანელებისა და მთელი ევროპის, მთელი მსოფლიოს სასიკეთოდ.

რუსებს არ გააჩნიათ არანაირი შეშფოთებულობა იმაში, რომ სულისადმი აპელაცია შესაძლოა განაცალკევებდეს ხალხებს ან წარმოშობდეს ბიოლოგიურ ეთნოცენტრიზმს, მილიტარიზმსა და ექსპანსიას, როგორც ეს ერთხელ უკვე მოხდა. წმინდა ფილარეტ მოსკოველმა როგორღაც უპასუხა კითხვაზე: “როგორ წარმოიშვა ბოროტება?” – “იგი წარმოიშვა ისევე, როგორც წარმოიქმნება სიბნელე, როდესაც თვალებს დახუჭავ. თვალის შემქმნელის ბრალი არ არის, რომ შენ თვალები დახუჭე და ბნელში აღმოჩნდი”.

ჩვენ გვჯერა გერმანიის, რომელმაც გაიარა ამდენი ცდუნება, განიცადა ძალაუფლების ეიფორიაცა და პასუხის გების სიმწარეც, შეიძინა სიბრძნე და მიაღწია შთამბეჭდავ წარმატებებს, ჭეშმარიტად ევროპული ნიმუშის დემოკრატიასა და მატერიალურ წარმატებებს, რომელთა მიცემაც მისთვის არ შეეძლო რისკიან ავანტიურებს. ჩვენ უკვე სხვადასხვა გზით გამოვცადეთ ცხოვრება სულით (жизнь с духом), მაგრამ სამოქალაქო თავისუფლების გარეშე, და თავისუფლების სხვადასხვანაირი ილუზიებიც სულის გარეშე, ჩვენ გვჯერა, რომ ევროპელები გაიზარდნენ თავისუფლების მონაპოვართა სულის დაბრუნებასთან სინთეზის დონემდე.

სწორედ დღევანდელი ევროპისთვის, განსაკუთრებით რომელიც მოძრაობს ერთიანობის გზით, თუკი ის არის მრავალფეროვნების ერთიანობა, და არა გადაგვარება ერთგანზომილებიან ადამიანად, აუცილებელია სულიერი იმპულსი, შეერთება “სამართლებრივი სახელმწიფოსი და სულის, დემოკრატიული ხელისუფლებისა და კულტურის”, “თავისუფლების უნივერსალიზმისა და სუვერენიტეტის”, რომლებსაც ალბათ ჩვენ ვერ გვასწავლიან არაევროპელები, რომლებმაც დაიწყეს საკუთარი თავის გაიგივება ცენტრთან, რომელთან მიმართებაშიც მთელი მსოფლიო, მათ შორის ევროპაც – პროვინციაა, არ მქონე უფლებისა ისტორიულ ინიციატივაზე.

მაგრამ განა ამერიკის ძალა მხოლოდ ბირთვულ იარაღსა და მილიარდობით დოლარშია? ჩვენც ასევე გვაქვს ბირთვული იარაღი, ხოლო მსოფლიოში კი აქამდე, დიდება უფალს, ყველაფერი არ იყიდება, რაც დაამტკიცეს სერბებმა. არა, მისი ძალა ასევე იმაშია, რომ თავის შიგნით ამერიკა ღრმად ეროვნული, პატრიოტული და რელიგიურია, და ეს იწვევს პატივისცემას, სახელდობრ ეს გადააქცევს კიდეც მას უფრო ძლიერად მათზე, ვინც ეს დაკარგა ან დაივიწყა.

მაინც რა არის ერი, რომელსაც ი. ილინის სიტყვებით, აქვს “შემოქმედებითი აქტის” უნარი მსოფლიო ისტორიაში? მართლმადიდებელი ფილოსოფოსისთვის ესა არის “ხალხი, რომელმაც მიიღო სულიწმიდის ნიჭები და ხორცი შეასხა მათ თავისებურად” («народ, получивший Дары Святого Духа и претворивший Их по своему»). ნათელია, რომ ეს გახლავთ არა უბრალოდ რიცხობრივი მასა, არა ხალხის დასახლება, არა ერთგვარი “Homo Globalis”-ების ერთობლიობა – ინდივიდებისა, რომლებიც “თავისუფალნი” არიან იდენტიფიკაციისგან ყველა უმაღლესი ფასეულობის – რელიგიურის, ეროვნულის, ისტორიულის, ოჯახურის მიხედვით. ერი – ეს არის მემკვიდრეობითად მცხოვრები მთლიანობა, რომელიც შეკავშირებულია სულით, მსოფლმხედველობით, საერთო წარმოდგენებით კეთილისა და ბოროტის შესახებ, ისტორიული განცდებით. სწორედ ასეთ ერს თუ აქვს ნამდვილი უნივერსალიზმის უნარი.

და ვინ გაბედავს იმის მტკიცებას, რომ ასეთმა ერებმა თავიანთი დრო მოჭამეს ან მტრულად არიან განწყობილნი მსოფლიოს, ნამდვილი დემოკრატიის, პლურალიზმის მიმართ, ღმერთის მიერ ბიძებული მსოფლიოს აყვავებული მრავალფეროვნების “სიმრავლეში ერთიანობის” მიმართ? პირიქით, მხოლოდ იმ ხალხს, რომელიც პატივს ცემს და აფასებს თავის მემკვიდრეობას, შეუძლია პატივისცემით ეკიდებოდეს სხვათა მსგავს გრძნობებსაც. ხოლო ნამდვილი ქრისტიანული შეგნებისთვისაა დამახასიათებელი კონცენტრაცია საკუთარ ცოდვებზე, ვიდრე სხვების განკითხვა. და განა განმანათლებლობის პათოსი არ ამტკიცებდა ხალხის სუვერენიტეტს? ამის შესახებ რატომღაც დაივიწყეს. ამასთან ყველა წარმატებული სახელმწიფო, რომლებიც ახლა გარე მოხმარებისთვის სთავაზობენ მონდიალისტურ პროჟექტებს, თვითონ შექმნილი არიან არა “მსოფლიოს მოქალაქეების” – ერთგვარი “Homo Globalis”-ების მიერ მათი “ubi bene ibi patria”-თი – “სადაც კარგად ვარ, იქ არის სამშობლოც”, არამედ ეროვნული გმირებისა და იდეოლოგიების მიერ, რომლებმაც წარმოშვეს თავიანთი მეტსახელები: “La belle France”, “good old England”, “die deutsche Treue”, «Святая Русь».

* * *
ნებისმიერი ურთიერთმოქმედება, რომელსაც ყოველთვის მოჰქონდა მეტად ხელშესახები ნაყოფი გერმანიისთვისაც და რუსეთისთვისაც, მიუხედავად ამისა, ყოველთვის იწვევდა სხვა სახელმწიფოთა ეჭვებს მთელი ისტორიის მანძილზე. ანგლო-ფრანგული ევროპა ყირიმის ომში ცდილობდა განედევნა რუსები შავი ზღვიდან. ბრწყინვალე კანცლერის გორჩაკოვის ყველა მცდელობა მიეღწია ამ სახელმწიფოთა თანხმობისთვის ე. წ. შავი ზღვის “ნეიტრალიზაციის” გაუქმებაზე – პარიზის ზავის სამარცხვინო პირობების გაუქმებაზე, ამაო იყო. მხოლოდ ურთიერთგაგებამ პრუსიასთან, რომელიც დათანხმდა ამ პირობების გაუქმებაზე გერმანიის გაერთიანების საქმეში რუსეთის მხარდაჭერის სანაცვლოდ, მოუტანა რუსეთს მისი პოზიციების აღდგენა, გერმანიას კი – ერთიანობა.

1922 წელს ვერსალის სისტების ორი “გაძევებულის” («изгои») მიერ დადებულმა რაპალოს ხელშეკრულებამ, თუმცა კი იგი არ იყო მიმართული ვინმეს წინააღმდეგ, გამოიწვია ვერსალის არქიტექტორების გააფთრება, რომლებმაც დამარცხებულთათვის შექმნეს მანმადე წარსულ ისტორიაში უნახავი პირობები – სწორედ მათ წარმოშვეს კიდეც ფაშიზმი. გერმანიის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წრეებში 20-იან წლების დასაწყისში გავრცელებული იყო ერთგვარი “რუსოფილობა”, რუსული კულტურისადმი მიზიდულობა.

მაგრამ XX საუკუნის მეორე ნახევარშიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სწორედ აშშ ცდილობდა რაც შეიძლებოდა უფრო მეტ ხანს გამოეყენებინა გერმანია როგორც მთავარი იდეოლოგიური და პოლიტიკური მახვილი (остриё) სსრკ-ის წინააღმდეგ, თანაც სულაც არ აპირებდა “რევანშისტების” დაკმაყოფილებას. როდესაც 60-იანი წლების ბოლოსა და 70-ების დასაწყისში, გული აუცრუვდათ რა უნაყოფო პოლიტიკაზე, რომელიც გერმანიას გადააქცევდა მთლიანად აშშ-ის მხარდაჭერაზე დამოკიდებულად, დასავლეთგერმანულმა წრეებმა აირჩიეს სხვა კურსი, ამანაც ასევე გამოიწვია აშკარა უკმაყოფილება ოკეანის მიღმა. აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში შეშფოთებით ლაპარაკობდნენ “რაპალოს სულის” შესახებ და ბევრი მოითხოვდა შეეჩერებინათ “ვილი ბრანდტის უგუნური სირბილი მოსკოვში”. მაგრამ სწორედ გფრ-ის “ახალმა აღმოსავლურმა პოლიტიკამ” გამოიწვია გერმანიის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ემანსიპაცია, გადააქცია რა იგი ლიდერად დასავლეთევროპულ პროცესებში, ხოლო თავად ევროპა – გადაწყვეტილებათა მიღების გაცილებით უფრო სერიოზული ცენტრად.

უკანასკნელ მოვლენებშიც ასევე ჩანს, რომ გერმანიის მონაწილეობა იუგოსლავიის წინააღმდეგ აგრესიაში ძალზედ სჭირდებოდათ მათ, ვისაც სურდა აეღორძინებინა ყველა ისტორიული ფობია სლავებსა და გერმანელებს შორის, რათა გერმანია როგორც ევროპის ლიდერი არ ქცეულიყო დამაკავშირებელ რგოლად აღმოსავლეთ-ქრისტიანულ და ლათინურ სამყაროთა შორის, ხოლო გაერთიანების გზაზე დამდგარ ევროპას მთლიანობაში არ შეეძინა უფრო მეტად ავტონომიური სახე. გერმანიამ, ფსონი გააკეთა რა 90-იანი წლების დასაწყისში ხორვატებზე, და თანაუგრძნობდა რა აგრესიას სერბების წინააღმედგ, რასაც ესწრაფვოდნენ ანგლოსაქსები, თითქმის ხელიდან გაუშვა იშვიათი შანსი კვლავ ქცეულიყო პოლიტიკურად მნიშვნელოვან “Mitteleuropa”-დ და მთელი დივიდენდები მისცა ისტორიის დღევანდელი ეტაპის ანგლოსაქსონელ ლიდერებს.

ახალ ათასწლეულში ევროპას ჯერ კიდევ აქვს შანსი. ჩვენი მომავალი თავის საფუძველში დამოკიდებულია არა მხოლოდ წარმატებულ ეკონომიკურ რეფორმებსა და ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლებზე, თუმცა ისინი მეტად მნიშვნელოვანია. რუსეთის მაგალითი 90-იანი წლების ზღურბლზე მეტად ჭკუისსასწავლებელია: ვერც უზარმაზარი ტერიტორია, ვერც შთამბეჭდავი ეკონომიკა (ვერც ერთი სხვა ეკონომიკა ვერ გაუძლებდა ყოველივე იმას, რასაც უძლებს რუსული ეკონომიკა!), ვერც თვით ბირთვული იარაღიც ვერ გადაგარჩენს დაცემისა და დამცირებისგან. ვინაიდან მატერია სულისა და ნების გარეშე, საკუთარი ადგილის გაცნობიერების გარეშე, ვერ ქმნის ისტორიას.

რაც შეეხება ევროპას, რუსეთის მორალური კაპიტულაცია გასულ წლებში, როგორც ახლა ნათელია, სულაც ვერ გამოადგა ევროპას ამაღლებისთვის. დღევანდელი მსოფლიოს გადანაწილება მიმართულია არა მხოლოს აღმოსავლეთისკენ. ოდესღაც დიდი ევროპა სწრაფად კარგავს მსოფლიო ისტორიისა და კულტურის მოვლენის როლს, და არა მარტო დამოუკიდებლობას თავისი უსაფრთხოებისა და სტრატეგიის მნიშვნელოვან საკითხებში. ნატო-ს გაფართოებას სულ თავიდანვე ჰქონდა ანტიევროპული ასპექტიც, ისევე როგორც აგრესიას სუვერენული იუგოსლავიის წინააღმდეგ. ამის შედეგად ევრო დათრგუნულია, ევროპული ქვეყნები ექვემდებარებიან ატლანტიკურ დიქტატს, ევროპის უსაფრთხოება იმყოფება ყველაზე უფრო დაბალ დონეზე უკანასკნელი ორი ათწლეულის მანძილზე. ევროპამ ახლომხედველურად გამოზარდა თავის მუცლისძირში (подбрюшье) ორი მებრძოლი ისლამური წარმონაქმნი – ბოსნია და კოსოვო, რომლებიც ძალზედ არიან ჩართულნი მომავლის ისლამურ პროექტში; ხოლო ეს უკანასკნელი კი შესაძლოა გამოვიდეს კონტროლის ქვეშიდან, და კიდევ გაიხსენებს, თუ როგორ იდგნენ ერთ დროს თურქები ვენის კედლებთან.

ცოტა გეოპოლიტიკა

როდესაც ვინმე ალაპარაკდება ევროპულ სტორიაში გერმანიის როლისა და ნების შესახებ, რატომღაც იხსენებენ მხოლოდ ბისმარკს, ხოლო გერმანიისადმი არამეგობრულად განწყობილი ადამიანები აქვე ატარებენ მისგან ხაზს ნაციზმით გერმანიის ცდუნებამდე. რატომ ავიწროვებენ ასე წინასწარგანზრახულად გერმანულ და ევროპულ გამოცდილებას? ბისმარკი იყო, რა თქმა უნდა, გამოჩენილი პოლიტიკოსი და მოღვაწე, მაგრამ მან ერთხელ გოეთეს უწოდა “მკერავის სულის” მქონე ადამიანი (Sneiderseele, ქართულად უფრო გავრცელებულია გამოთქმა “ვაჭრუკანას სულის” ადამიანი – ი. ხ.), და ეს მსჯელობა მჭერმეტყველურად გვიჩვენებს იმას, რომ “გერმანული ეროვნული ერთიანობის შემოქმედი” შორს იდგა “გერმანული სულის” ცხოვრებისგან. შესაძლოა სწორედ ამიტომ მან შეძლო მხოლოდ სამუდამოდ განესაზღვრა გერმანელების “გაყოფა” – ავსტრია. ბისმარკი აზროვნებდა არა იმდენად “სრულიად გერმანულად”, რამდენადაც “პრუსიულად”. როგორც კი ბისმარკმა 1866 წელს “რკინითა და სისხლით” ჩამოაშორა ავსტრიელები გერმანულ ეროვნულ სხეულს და დააფუძნა ერთიანი სახელმწიფო პრუსიის ეგიდით, “იდეალიზმი” ვერ დაუდგა წინ მისი ნაქები “Realpolitik”-ის სამხედრო წარმატებებს.

ვის მიერ იყო ჩაფიქრებული ჯერ კიდევ XIX საუკუნის ბოლოს, რომ არ დაეშვათ გერმანელების გადაქცევა ძალად და გამოეფიტათ ერთდროულად გერმანელებიცა და რუსებიც?

გარდაუვალი იყო კი პირველი მსოფლიო ომი? ალბათ. ძალზედ ბევრი დიდი ძალა იყო მასში დაინტერესებული. მაგრამ ყველაზე უფრო ნაკლებად იყვნენ დაინტერესებულნი ის ქვეყნები, რომლებიც სახელდობრ შეასკდნენ ერთმანეთს თავად სისხლიან სასაკლაოზე, თუმცა კი თითოეულ მათგანს ჰქონდა საკუთარი ინტერესები და, ჩაება რა ომში, ფიქრობდა შესაძლო შენაძენებზე. როგორც მოგვითხრობს რევოლუციამდელი რუსეთის უკანასკნელი საგარეო საქმეთა მინისტრი ს. დ. საზონოვი თავის მემუარებში, გერმანიის ელჩი გრაფი პურტალესი, როდესაც გადასცა მას ნოტა ომის დაწყების შესახებ, “ატირდა, აღაპყრო რა ხელები”; “ჩვენ ერთმანეთს გადავეხვიეთ მანამდე, სანამ ის მტკიცე ნაბიჯებით გავიდოდა ჩემი კაბინეტიდან”.

რუსეთი არასოდეს არ მონაწილეობდა გერმანიის როგორც პოლიტიკური და ისტორიული მოვლენის ჩამოშორების (устранение) მცდელობებში. ტილზიტის სამშვიდობო ხელშეკრულების დადების წინ ნაპოლეონი სთავაზობდა იმპერატორ ალექსანდრე I-ს გაეუქმებინათ პრუსია როგორც სახელმწიფო – რუსეთმა გადაჭრით უარი თქვა და 7 წლის შემდეგ ლაიფციგის ბრძოლაში 1813 წელს გერმანელებთან ერთად სამუდამოდ მოარჯულა ბონაპარტეს მსოფლიო ამბიციები. როგორც ჩანს, ფრანგებს დღემდე არ შეუძლიათ ჩვენთვის ამის პატიება და სამაგიეროდ აკავებენ იალქნიან ხომალდ “სედოვს” (Ай, Моська, знать она сильна…), რომელსაც ჰამბურგში ყვავილებით ხვდებოდნენ.

მაგრამ გერმანიის დასავლელ მეზობლებს არაერთხელ უცდიათ ამის გაკეთება: 1648 წლის ვესტფალიის ზავმა დასასრული დაუდო არა მხოლოდ ომებს პროტესტანტებსა და კათოლიკებს შორის, არამედ ფრანგულ ჰოლოკოსტსაც გერმანელებზე, რომელშიც ცენტრალური ევროპის მოსახლეობის ორი მესამედი იქნა განადგურებული. ამ ხელშეკრულებას საფუძვლად ედო საფრანგეთის უპირობო ერთიანობის იდეა ამავდროულად გერმანიის დანაწევრების განმტკიცების ხარჯზე. შევნიშნავთ, რომ 1916 წლიდან, იმ მომენტიდან, როდესაც გამოკვეთა დაიწყო ანტანტის გამარჯვებამ, საფრანგეთი ცდილობდა რუსეთის დაყოლიებას ომისშემდგომი გერმანიის დანაწევრებაზე, რის შესახებაც მოწმობს საფრანგეთის ელჩის მორის პალეოლოგის დიპლომატიური ძალისხმევა პეტერბურგში, რომელიც წააწყდა სრულიად სხვადასხვა მიმართულების მოღვაწეთა უარს თანხმობაზე, პ. მილიუკოვის ჩათვლით.

მაგრამ XX საუკუნეში ევროპის ბედს განაგებს უკვე არა საფრანგეთი. რა ვთქვათ ანგლოსაქსებზე? საუკუნეების მანძილზე და XX ასწლეულშიც დიდი ბრიტანეთის პოლიტიკა მდგომარეობდა დაპირისპირებაში ნებისმიერ უძლიერეს ევროპულ კონტინენტურ სახელმწიფოსთან. ლუდოვიკო XIV-ის დროიდან ეს გახლდათ საფრანგეთი და ინგლისიც სხვადასხვა კოალიციების მეშვეობით ეწინააღმდეგებოდა ევროპაში ფრანგული ბატონობის დამყარებას. გასაკვირი არ არის, რომ ინგლისის მოწინააღმდეგის როლი დაიკავა გერმანიამ იმ მომენტიდან, როდესაც ბისმარკმა დაიწყო მისი გადაქცევა ევროპის უძლიერეს სამხედრო და ინდუსტრიულ ძალად. ამასთან არაფერი პარადოქსული არ არის იმაში, რომ ბისმარკი თავიდან თავისი ომებისა და საგარეო პოლიტიკის წარმატებაში დიდად არის დავალებული ინგლისის კეთილმოსურნე ნეიტრალიტეტისგან.

ბრიტანეთი არ ერეოდა, სანამ პრუსია ასუსტებდა საფრანგეთს, ასევე თვითონაც მკვიდრდებოდა ისეთ კონფიგურაციებში, რომლებიც საბოლოოდ სპობდნენ (которые перечёркивали) ავსტრიასთან ისტორიული გაერთიანების შესაძლებლობას – ე. ი. ყველა გერმანელის ერთიანობას, რაც გახლდათ კიდეც კოშმარი ნისლიანი ალბიონისთვის.

საყურადღებო ფაქტია: XIX საუკუნის უკანასკნელ ათწლეულში ინგლისში ცირკულირებდა რუკები იმის შესახებ, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ევროპა მსოფლიო ომის შემდეგ, რომელიც, ესე იგი, იგეგმებოდა. გეოპოლიტიკური პასიანსი, რომელშიც ძნელია არ შევიცნოთ XX საუკუნის 90-იანი წლების თანამედროვე ევროპის რუკის მიახლოებითი მონახაზები: ავსტრიის იმპერია დაშლილია ნაწილებად: ჩამოშორებულია ბოჰემია – დღევანდელი ჩეხეთი, გერმანია შემცირებული და დაყვანილია დღევანდელ საზღვრებამდე და დაყოფილია მცირე ოლქებად (მიწებად), გამოყოფილია სილეზია, – იგი იქცა პოლონეთად. ფრანგები არიან რაინზე. რუსეთის ადგილას არის – ან “სლავური კონფედერაცია”, ან კიდევ აღნიშვნა “Desert” – “უდაბნო”, რომლის ქვეშაც ავტორები, უნდა ვივარაუდოთ, გულისხმობდნენ დიდი სახელმწიფოს გაქრობას.

რაც მთავარია – დასავლეთ ევროპის ზღვასთან ყველა გასასვლელი დაშტრიხულია როგორც “რეგიონები ინგლისის პოლიტიკური გავლენის ქვეშ”, რომელიც კლასიკურ გეოპოლიტიკაში ითვლება ოკეანის ძალად, რომელიც ეომება კონტინენტს. (მთელი ეს ტერიტორიები ახლა შედის ნატო-ში, ჩერნოგორიის ბოკა კოტორსკაიას გარდა!). ეს ამოცანები ნაწილობრივ განხორციელებულ იქნა პირველ მსოფლიო ომში, ხოლო მეორე მსოფლიო ომმა ისინი უკვე დაასრულა (იმაში რაც ეხებოდა Mitteleuropa-ს). იმისთვის, რათა რუსეთი გადაექციათ კონფედერაციად – დსთ-დ (СНГ), დასჭირდათ კიდევ ნახევარი საუკუნე.

აშკარაა, რომ ასეთ ხედვაში XIX საუკუნის დასასრულის კონტინენტურ ევროპას არ შეეძლო ხელი არ შეეშალა ანგლოსაქსონური სამყაროს გარკვეული წრეებისთვის, თუკი მათ გააჩნდათ შეხედულებები (გეგმები) სხვანაირი საკუთარი როლის შესახებ (имели виды на иную собственную роль), ვინაიდან ანგლოსაქსებსა და სლავებს შორის იმყოფებოდნენ ავსტრია და გერმანია. რამდენადაც ანგლოსაქსები განიზრახავდნენ ქცეულიყვნენ აღმოსავლეთევროპელი სლავების “განმანათლებლებად” და მათ პატრონებად, რაც სავსებით განახორციელეს XX საუკუნის მიწურულს, ცენტრალური ევროპა და რუსეთი, მეორეს მხრივ, უნდა გამხდარიყვნენ პოლიტიკურად გაუსახურებულად, ფრაგმენტირებულად და ისტორიულ ინიციატივა წართმეულად.

როდესაც ლაპარაკს იწყებენ გეოპოლიტიკის შესახებ, ყველა იჭმუხნება და იხსენებს პანგერმანისტებისა და ნაცისტების გეოპოლიტიკას, მაგრამ როგორღაც ყურადღების მიღმა რჩება ის ფაქტი, რომ მთელი მათი გეგმები, რომლებიც ვერ გამოუვიდათ გერმანელებს, მშვენივრად განახორციელეს ანგლოსაქსებმა თავიანთ თანამიმდევრულ სტრატეგიაში. ანგლოსაქსონური გეოპოლიტიკის კლასიკოსის მაკკინდერის ნაშრომი, რომელიც გამოვიდა ანგლოსაქსების მიერ ვერსალის ფორმირების მომენტში – წარმოადგენს მოხსენიებული რუკების სრულ ილუსტრაციას, ვინაიდან მასში მაკკინდერი პირდაპირ მიუთითებს დანაწევრებული აღმოსავლეთ ევროპის აუცილებლობაზე – როგორც დამოუკიდებელ სახელწიფოთა “შუალედური (срединный) იარუსისა” გერმანელებსა და რუსებს შორის. ეს სტრატეგია უმალვე თავიდან იშორებს (ასწრებს, предупреждает) მათ ინდივიდუალურ გაძლიერებასა და მათ პარტნიორობას.

სწორედ ამასთან დაკავშირებით გამოთქვა მან ეგზოტიკური ფორმულირებანი, რომლებიც იქცა ქრესტომათიულად: “ვინც მართავს აღმოსავლეთ ევროპას, ბატონობს ჰართლენდზე; ვინც მართავს ჰართლენდს, ბატონობს მსოფლიო კუნძულზე; ვინც მართავს მსოფლიო კუნძულს, ბატონობს მსოფლიოზე”. მცირე სახელმწიფოები, მეტოქე გეოპოლიტიკური სისტემების პირაპირზე (на стыке), დამოუკიდებელნი ვერ შეიძლება იყვნენ, ისინი – ან რუსეთის ორბიტაში არიან, ან სხვანაირ კონფიგურაციაში.

როგორია შესაძლებელი რომ იყოს ასეთი კონფიგურაცია – თუ არა გერმანული და არა რუსული, ესე იგი – ანგლოსაქსონური. როგორს შექმნიან და მოაქცევენ ანგლოსაქსონური გავლენის სფეროში მცირე სახელმწიფოებს გერმანელებსა და რუსებს შორის, თუკი აღმოსავლეთ ევროპა და ბალკანეთი მოშორებულია საკუთრივ ანგლოსაქსონური ქვეყნებისგან? ამისთვის საჭიროა შესაბამისი იდეოლოგია და საერთაშორისო გლობალური ზეეროვნული (наднациональные) ინსტიტუტები ანგლოსაქსების ეგიდის ქვეშ, ბლოკები. მრავალეროვნული სახელწიფოები ევროპაში იყვნენ მხოლოდ გერმანია, ავსტრია და რუსეთი. აქედანაა ვილსონისა და რუზველტის ლოზუნგი – “თვიგამორკვევა” გერმანიისა და რუსეთის ტერიტორიებიდან მცირე სახელმწიფოების გამონაწევრებისთვის (для вычленения), შემდეგ – “უნივერსალური” ორგანიზაცია – თავიდან ერთა ლიგა, შემდეგ გაერო, შემდეგ კი ნატო მისი ახალი “ცივილიზაციური” როლით.

რამდენადაც ერთა ლიგა შემდეგ თვითგამორკვევის უფლებას გამოუყოფს მხოლოდ “ომითა და რევოლუციებით მოცულ ქვეყნებს”, ხოლო სხვების შესახებ იტყვის, რომ თვითგამორკვევა “ეწინააღმდეგება ნებისმიერი საბოლოოდ ჩამოყალიბებული სახელმწიფოს თავად პრინციპსა და მისი ნაწილების უფლებას ერთიანობაზე”, ეს ნიშნავს, რომ ზემოთ აღწერილის მსგავსი გეოპოლიტიკური კონფიგურაციების რეალიზაციისთვის აუცილებელია ომები და რევოლუციები (ანუ მთელი ეს უბედურებები აუცილებელია ანგლო-ამერიკული გეოპოლიტიკური პროექტების რეალიზებისთვის – ი. ხ.).

აღმოსავლეთის “სასიცოცხლო სივრცის” დაპყრობის ნაცისტური გეგმები, თითქოსდა, ამსხვრევდა ამ გეგმას, მაგრამ ცნობილია, თუ როგორ ყოველმხრივ უბიძგებდა ბრიტანეთი ჰიტლერს სწორედ აღმოსავლეთისკენ. ანგლოსაქსებისთვის ყველაზე უფრო მეტი საშინელება მოხდებოდა მაშინ, თუკი გერმანია დაკმაყოფილდებოდა მიუნჰენითა და ავსტრიის ანშლუსით, რომლებიც აღიარებული იყო “მსოფლიო დემოკრატიული საზოგადოებრიობის” მიერ. ეს იქნებოდა ვერსალის ისეთი რევიზია, რომლის გასაჩივრებაც შემდგომში გაძნელდებოდა – ეს ტერიტორიები არ იყო დაპყრობილი 1914-1918 წლებში, არამედ შედიოდა გერმანიასა და ავსტრია-უნგრეთში პირველ მსოფლიო ომამდეც. ეს იქნებოდა საერთო გერმანული პოტენციალის შეერთება – ბრიტანეთის კოშმარი სამთა კავშირის დროიდან. ჰიტლერული გერმანიის არაშორსმჭვრეტელობა შეიძლება აიხსნას მხოლოდ მსოფლიო ბატონობის იდეოლოგიის ბანგით. ასე რომ ანგლოსაქსონური ანგარიშები და იმედები ამბიციურობის მოუთოკაობაზე იყო თუმცა კი სარისკო, მაგრამ ზუსტი. აგრესიამ აღმოსავლეთისკენ მისცათ იმის შანსი, რომ ჩარეულიყვნენ და დაესრულებინათ თავიანთი გეოპოლიტიკური პროექტები. (ქართველ მკითხველს დამატებით გვინდა შევახსენოთ ისიც, რომ 1940 წელს, ინგლის-საფრანგეთის ჯარების დამარცხების შემდეგ, ბრიტანულმა საექსპედიციო ჯარებმა უკანდახევა დაიწყეს ჰოლანდიური ნავსადგურის, დიუნკერკისკენ, საიდანაც პირადი შემადგენლობა საზღვაო გზით გადაჰყავდათ სამშობლოში. ჰიტლერმა უბრძანა თავის ჯარებს, რომ არ შეეტიათ დიუნკერკისთვის და მიეცათ ბრიტანელებისთვის თავიანთ ქვეყანაში დაბრუნების საშუალება, რაც შემდეგ, ჰიტლერის აზრითა და ანგარიშით, საწინდარი უნდა გამხდარიყო ბრიტანეთთან ომის დასრულებისა და სამშვიდობო ხელშეკრულების დადებისთვის. ეს კი ალბათ გამორიცხავდა მეორე მსოფლიო ომის გაჩაღების შესაძლებლობასაც, თუმცა კი არა ომისა საბჭოთა კავშირთან, რომელიც ისტორიაში შესულია საბჭოთა ხალხის დიდი სამამულო ომის სახელით. ჰიტლერს მსოფლიო ომი, როგორც ჩანს, არ უნდოდა, მაგრამ იგი უნდოდათ ლონდონში, სავარაუდოდ ვაშინგტონშიც. – ი. ხ.).

1941 წლის 14 აგვისტოს ფ. რუზველტი და უ. ჩერჩილი გამოვიდნენ დეკლარაციით, რომელიც ცნობილია როგორც “ატლანტიკური ქარტია” და რომელშიც აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადეს თავიანთი განზრახვის შესახებ ხელი შეეწყოთ “იმ ხალხების სუვერენული უფლებებისა და თვითმმართველობის აღდგენისთვის, რომელთაც ეს წაართვეს ძალადობრივი გზით”. ამასთან არანაირი მითითება არ ყოფილა ჰიტლერულ აგრესიაზე, ხოლო ეს ნიშნავდა სულაც არა დაბრუნებას საზღვრებსა და მშვიდობამდე ante bellum – ომამდელ მდგომარეობამდე, არამედ რაღაც სხვას. ეს გახლდათ გამოცხადება უფლებისა, რომ ომის მომენტიდან ეღიარებინათ ან არ ეღიარებინათ ომამდელი რეალიები – ევფემიზმი მსოფლიოს რუკის გამოცხადებისა “სუფთა დაფად” და თავიანთი უფლებისა, რომ დაეხაზათ მისი ხალხების ბედი.

ომისშემდგომი დარეგულირების ყველა დოკუმენტი არ არის დღემდე გახსნილი, ხოლო ისინი კი გვიჩვენებს ბევრ რამეს საინტერესოს. არ დავიწყებთ დავას, რომ ყველა გამარჯვებულ სახელმწიფოს სურდა ხაგრძლივი დროით განემტკიცებინა საკუთარი როლიცა და გერმანიაზე თავისი კონტროლიც. სსრკ სულაც არ წარმოადგენდა აქ გამონაკლისს. მაგრამ სრულიად განსაკუთრებული ხასიათი ჰქონდა ბრიტანეთის ფანატიკურ დაჟინებას “პრუსიული სახელმწიფოს გაუქმების” იდეაში და მის მცდელობებს რომ სწორედ ეს სახე მიეცათ გერმანიის ფედერალიზაციისთვის, რომელსაც იალტისა და პოტსდამის გადაწყვეტილებებში განმარტავდნენ როგორც შიდასახელმწიფოებრივი მოწყობის ცვლილებას.

რამდენადაც არც იალტაში და არც ბერლინში საკითხი “პრუსიული სახელმწიფოს გაუქმების” შესახებ არ დასმულა, ბრიტანული დელეგაცია ცდილობდა საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს გვერდის ავლით გაეტანა (протащить) ასეთი ფორმულირებები მესამეხარისხოვან ორგანოებში. ინგლისელები ხან თავს იკატუნებდნენ, რომ “პრუსიული სახელმწიფოს გაუქმება” მხოლოდ ნაბიჯია “იალტისა და პოტსდამის კონფერენციებზე მიღებული გერმანიის დეცენტრალიზაციის პრინციპის რეალიზაციაში”, ან პირიქით, ახდენდნენ ნაცისტურამდელი გერმანული ისტორიის ფართო ნიჰილისტურ განზოგადებებს.

“სიტყვას “პრუსიული” აქვს საზოგადო სახელის მნიშვნელობა მთელს მსოფლიოში და მნიშვნელოვანი წილის დადება იქნებოდა... მიგვეთითებინა ოფიციალურ განცხადებებში პრუსიული სახელმწიფოს განადგურების შესახებ – დაჟინებით მოითხოვდა ბრიტანული დელეგაცია სამოქალაქო ადმინისტრაციის კომიტეტში. – ორასი წლის მანძილზე პრუსია წარმოადგენდა მუქარას ევროპული უსაფრთხოებისთვის. პრუსიული სახელმწიფოს არსებობის გაგრძელებას, თუნდაც მხოლოდ სახელწოდებაში, შეუძლია მისცეს საბაბი ირედენტისტული პრეტენზიებისთვის... ხელი შეუწყოს ავტორიტარული ცენტრალიზებული გერმანიის აღორძინებას”.

საბჭოთა გენერალმა კუროჩკინმა, რომელიც გამოცდილი იყო თუ არა ისტორიაში, პოლიტიკაში მაინც, იგრძნო არასასურველი და ჩათვალა, რომ საკითხი ეხება საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს კომპეტენციას. მარშალმა სოკოლოვსკიმ მიუთითა, რომ გაუქმება ეხება სახელმწიფოს მოწყობას, და “უნდა წყდებოდეს არა ზონების სარდლობათა არამედ მთავრობათა მიერ”. მაგრამ ყველაზე უფრო ნათლად საბჭოთა დელეგაციის პოზიცია გამოხატულ იქნა სამოქალაქო ადმინისტრაციის კომიტეტის 31-32-ე სხდომების ოქმებში 1946 წლის 31 მაისს. სსრკ იდგა მხოლოდ ჰიტლერული რაიხის სახელმწიფო მანქანის გაუქმებაზე და საბჭოთა წარმომადგენელმა პირდაპირ განაცხადა, რომ “კომიტეტი მოწოდებულია რათა არეგულებდეს შიდა სახელმწიფოებრივი სტრუქრურის საკითხებს, და არა ანადგურებდეს სახელმწიფოს”.

მაგრამ სხვებს ჰქონდათ უფრო შორს მიმავალი გეგმები. ჰიტლერული გერმანიის საბჭოთა კავშირზე თავდასხმიდან ორი თვისა და ატლანტიკური ქარტიის გამოცხადებიდან, რომელიც სსრკ-ს იწვევდა სამოკავშირეოდ, ერთი კვირის შემდეგ, იდუმალებით მოცული ამერიკული საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭო 1941 წლის 22 აგვისტოს განიხილავდა “ამერიკული პოლიტიკის საკითხებს, რომლებიც შეეხება ნაცისტურ-ბოლშევიკურ ომს” და თავიანთი მოქმედებების სხვადასხვა ვარიანტებს ამ ომის სხვადასხვანაირი შედეგების დროს – “შორეულ აღმოსავლეთში ინტერვენციიდან” და “ტრანსციმბირულ მაგისტრალზე კონტროლის” ხერხებიდან “ხალხთა მასობრივი გადასახლების სანქცირებამდე გერმანიასა და რუსეთს შორის ბუფერული ზონის შესაქმნელად”. (აი თქვენ “თვითგამორკვევა და დემოკრატია”!) შემაჯამებელი მემორანდუმი აცხადებდა: “ამ ომის სამხედრო შედეგი გადაწყვეტს არა მხოლოდ ბოლშევიკური რეჟიმის ბედს; მან შესაძლოა განაპირობოს ძალთა გადაჯგუფების უზარმაზარი პროცესი ბოჰემიიდან ჰიმალაებამდე და სპარსეთის ყურემდე. ისტორიის ფურცლები ხელახლა იშლება, საღებავები ხელახლა იღვრება რუკებზე. ამის გასაღები ძევს აღმოსავლეთ ევროპის რეორგანიზაციაში, ტევტონებსა და სლავებს შორის ბუფერული ზონის შექმნაში”. (აი მაკკინდერიცა და XIX საუკუნის რუკებიც).

სავსებით ლოგიკურია, რომ ნატო ფართოდ რეკლამირებული “ცივი ომის” დასრულების შემდეგ, დღეს ასრულებს ახალ როლს “აღმოსავლეთ ევროპის რეორგანიზაციაში”. აი დადასტურებაც: The U.S. “National Defense University”-მ 1996 წელს გადაბეჭდა ჰ. მაკკინდერის ნაშრომი აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების გენერლის, ამ ორგანიზაციის პრეზიდენტის, ერვინ როკის წინასიტყვაობით, რომელშიც იგი ამტკიცებს, რომ ცივი ომი საბჭოების წინააღმდეგ (1947-1991) იყო მხოლოდ შუალედური სტადია “ოკეანის ძალების ბრძოლაში ‘მსოფლიო კუნძულის’ დაუფლებისთვის”. “რეგიონული სტრატეგიის მოსაზრებები”, როკის სიტყვებით, ახალისებს ნატო-ს რომ “კვლავაც ეყრდნობოდეს” მაკკინდერისეულ “კლასიკურ” ფორმულირებას.

“იალტის ნიმუშის” ევროპის დასასრულმა, მკვეთრად “აფრთხილებდა” თავის გულახდილ წიგნში “დიდი საჭადრაკო დაფა” ზ. ბჟეზინსკი, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიგვიყვანოს “ვერსალის ნუმუშის ევროპასთან დაბრუნებამდე”. მაგრამ ეს ფალშია – მიზანს წარმოადგენს ის, რომ არ დაუშვან მნიშვნელობის მქონე (значимая) ევროპის აღორძინება. როდესაც 90-იანი წლების დასაწყისში ევროპაში ამოცურდებოდა ხოლმე დასავლეთევროპული კავშირის რეანიმაციის იდეები, დასავლეთ ევროპის დამოუკიდებელ გეოპოლიტიკურ და ისტორიულ სიდიდედ თვითშეგრძნების ეს რუდიმენტი იმუქრებოდა, რომ ევროპული პროცესისთვის მიეცა უფრო მეტად ავტონომიური სახე გაერთიანებული გერმანიის როლის პოტენციური გაძლიერებით. ამას მოჰყვა ევროპული კავშირის “ატლანტიზაცია”, ნატო-ზე მისი მიბმა (აქ ნატალია ნაროჩნიცკაია ხაზს უსვამს იმას, რომ “დასავლეთევროპული კავშირის” ფარგლებში დიდი იქნებოდა “ძველი ევროპის”, საფრანგეთისა და გერმანიის მნიშვნელობა, დამოუკიდებელი ევროპული ინტერესების წინ წამოწევა; ხოლო ატლანტიკური პროექტის “ევროპული კავშირი” მოიცავს აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებსაც, რომლებიც უფრო მეტად არიან დამოკიდებულნი აშშ-ზე და განსაკუთრებით წარმოადგენენ მის დასაყრდენს ევროპაში, უკვე “ძვალი ევროპის” ინტერესების საპირწონედ და საზიანოდ – ი. ხ.).

ახლა სწორედ კონსტრუირებას უკეთებენ ერთგვარ ახალ ვერსალს, ამასთან აღმოსავლეთ ევროპას გადააქცევენ ცენტრალურ, ხოლო ისტორიული რუსეთის დასავლეთ ტერიტორიებს კი – აღმოსავლეთ ევროპად. საუკუნის დასაწყისის გერმანული იმედებისგან განსხვავებით, არანაირი დივიდენდები არც ევროპას და არც გერმანიას ამისგან არ გააჩნიათ. მაგრამ ეს მხოლოდ რგოლია გეოპოლიტიკურ ჯაჭვში, როგორსაც გეგმავდა კიდეც აშშ-ის საგარეო ურთიერთობათა საბჭო – ნატო-ს წევრად ქცეული “ბოჰემიიდან” ერაყის განადგურებამდე – რეგიონული “სუპერდერჟავისა” “სპარსეთის ყურეში” და “ჰიმალაებამდე”, საითკენაც მიიწევენ თალიბები. ეს ჯაჭვი ავიწროვებს (сжимает) რუსეთს ბალტიკიდან სამხრეთისკენ, მოჰკვეთს მას შავი და კასპიის ზღვების აუზებისგან და უხვევს აღმოსავლეთისკენ, სადაც იკარგება კიდეც ცენტრალურ აზიაში. აშკარაა კონსტრუირების ყველა ელემენტის ურთიერთკავშირიც – პრონატოური ლობიდან ბალტიისპირეთში, ანტირუსული ფრონტებიდან მინსკსა და კიევში ალიანსის შეჭრამდე ბალკანეთში და მებრძოლი ისლამური წარმონაქმნების – ბოსნიისა და კოსოვოს – გამოზრდამდე (взращивание) ევროპაში, რომლებიც კოორდინირებული არიან თალიბანის მოძრაობასთან.

ნატალია ნაროჩნიცკაიასაიტზე pravoslavie.ru გამოქვეყნდა 06/02/2001
შემდგომში განახლებულ იქნა საიტზე narochnitskaia.ru
თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment