Thursday, November 17, 2011

მსოფლიოს ახალი გადანაწილება III ათასწლეულის ზღურბლზე

(გეოპოლიტიკური და ისტორიოსოფიული ასპექტი)

ახლა გვაქვს საფუძველი, რათა ერთიან ლოგიკურ ჯაჭვში ავაწყოთ უკანასკნელი ათწლეულის მოვლენები და მივიღოთ საბოლოო წარმოდგენა მომავალი საუკუნის მსოფლიო პოლიტიკის აზრის თაობაზე. ევროპულ კონტინენტზე მომხდარი უკანასკნელი პროცესები ყველაზე უფრო ნაკლებად ასახავს XX საუკუნის იდეოლოგიურ ბრძოლას – დემოკრატიისა და ტოტალიტარიზმის ურთიერთმეტოქეობას. დღესდღეობით დაპირისპირებამ შეიძინა ნაცნობი მოხაზულობები – მისი საზღვარი კვლავ წარმოიქმნა იქ, სადაც ვატიკანი, რჟეჩ პოსპოლიტა (პოლონეთის სამეფო – ი. ხ.) და ჰაბსბურგების იმპერია ცდილობდნენ ბიზანტიური სივრცის დაუფლებას და სადაც ეს ექსპანსია დაიმსხვრა რუსული დიდმპყრობელობის ძლიერებაზე (1), რომელიც თავდაცვით ხაზს ინარჩუნებდა სამასი წლის მანძილზე.

XX საუკუნის მსოფლიო წესრიგი დემოკრატიული საერთაშორისო ურთიერთობების მისეული მექნიზმებითა და ინსტიტუტებით, რომელთა შექმნაზეც დაიხარჯა კოლოსალური პოლიტიკური და ფინანსური ძალისხმევა, წარსულს ბარდება. გაერო-ს დამაარსებელი და ჰელსინკის დასკვნითი აქტის მონაწილე სუვერენული იუგოსლავიის წინააღმდეგ აგრესიამ, რომელიც გამოგონილი საბაბით იქნა განხორციელებული, დაასრულა მთელი ეპოქა XX საუკუნის საერთაშორისო ურთიერთობებში. დაწყებული ეტაპი წარმოადგენს მსოფლიოს ახალ გადანაწილებას. მას “ტირანების დროის” მსგავსად, ახორციელებენ პირდაპირი სამხედრო ძალით, მაგრამ ფსევდოჰუმანისტური ფრაზეოლოგიისა და უნივერსალისტური იდეოლოგემების ფლერქვეშ.

გეოპოლიტიკურად უწინდელი მსოფლიო წესრიგი დამყარებული იყო როგორც შედეგი მეორე მსოფლიო ომისა, რომელსაც უწოდებენ იალტურ-პოტსდამურ სისტემას. იგი კვლავ დადასტურებულ იქნა ჰელსინკის დასკვნითი აქტით 1975 წელს, რომლის საფუძველზეც ააგეს საერთო ევროპული უსაფრთხოების სისტემა. იდეოლოგიურად აღნიშნული მსოფლიო წესრიგი ემყარებოდა მსოფლიოსა და ცივილიზაციების მრავალფეროვნების აღიარებას კეთილისა და ბოროტის მათეული კრიტერიუმებით, და აგრეთვე, ორი უნივერსალისტური იდეის – კომუნიზმისა და ლიბერალიზმის პარიტეტისა და თანაარსებობის აღიარებასაც. თვით “ცივი ომის” პერიოდშიც კი მხარეები აღიარებდნენ სხვა მსოფლმხედველობებისა და მათზე ამოზრდილი საზოგადოებების არსებობას და არ თვლიდნენ საკუთარ თავს უფლებამოსილად მოეხდინათ სამხედრო და პოლიტიკური ზეწოლის მოტივირება ვისიმე სტანდარტების “დასავლური ფასეულობებისადმი” შეუსაბამობით.

სამართლებრივი აზრით XX საუკუნის მეორე ნახევრის მსოფლიო წესრიგი ემყარებოდა ერი-სახელმწიფოს სუვერენობის ფუნდამენტურ ცნებას და მის აღიარებას საერთაშორისო სამართლის სუბიექტად. ამასთან სამართალსუბიექტურობა ისტორიაში არასდროს არ ყოფილა პირველი და მეორე ხარისხისა, ვინაიდან მის წყაროს წარმოადგენდა სუვერენიტეტის ცნება, რომელიც ამოდიოდა თავად სახელმწიფოს ცნებიდან, და არა სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მოწყობის (წყობილების) მეტად ან ნაკლებად “ცივილიზებული” ტიპის ცნება, რომელიც წარმოადგენდა მხოლოდ ხალხის საშინაო ცხოვრების პრეროგატივას. სწორედ მასზე ეფუძნება კონცეფტუალურად კლასიკური საერთაშორისო საჯარო სამართალი ცენტრალური ფოსტულატით – ჩაურევლობის პრინციპითა და ეროვნული ინტერესების ცნებით. იდეოლოგიური ბრძოლის განსაკუთრებული ხასიათის მიუხედავად საქმით მართლწესრიგისა და მსოფლიო წესრიგის კონცეფტუალური საფუძველი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გახლდათ ტრადიციული და აგრძელებდა წინა საუკუნეების სამართლებრივ კონცეფციებს.

სუვერენიტეტი წარმოადგენს სახელმწიფოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების სისრულეს მის ტერიტორიაზე, რომელიც გამორიცხავს ყველანაირ უცხოურ ძალაუფლებას; სახელმწიფოს დაუმორჩილებლობას უცხოური ხელისუფლების ძალაუფლებისადმი სახელმწიფოს მხრიდან თავისი სუვერენიტეტის შეზღუდვაზე აშკარად გამოხატული ნებაყოფლობით თანხმობის შემთხვევების გამოკლებით, როგორც წესი, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. პრინციპში სუვერენიტეტი ყოველთვის არის სრული და განსაკუთრებული. სუვერენიტეტი სახელმწიფოს ერთერთ განუყოფელ თვისებათაგანია.

სუვერენიტეტის თავად ცნებიდან ამომდინარე სხვა უმნიშვნელოვანეს პრინციპს წარმოადგენს სახელმწიფოს ტერიტორიის ხელშეუხებლობა, სამხედრო ოკუპაციისა და ძალის დახმარებით ტერიტორიის დაუფლების მცდელობის სამართალ-საწინააღმდეგობა. ამრიგად, სწორედ სუვერენიტეტი ქმნის სახელმწიფოს საერთაშორისო ურთიერთობების დამოუკიდებელ სუბიექტად. უფრო მეტიც, სწორედ სუვერენიტეტი წარმოადგენს იმ კრიტერიუმს, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვანსხვავებდეთ სახელმწიფოს სხვა საჯარო-სამართლებრივი კავშირებისგან, შემოვსაზღვრავდეთ (გავმიჯნავდეთ) თითოეული სახელმწიფოს როგორც თავისი ტერიტორიის ფარგლებში სუვერენული ძალაუფლების სუბიექტის მბრძანებლობის სფეროს სხვა სახელმწიფოთა ძალაუფლების სფეროსგან [1]. ეს საფუძველი არის გაერო-ს წესდებაში, თუმცა კი მასში ჩადებულ იქნა უნივერსალიზმის ელემენტებიც, რომლებიც ახლა აჰყავთ აბსოლუტში. შევსებული ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის პრინციპით, რომლიც ქვეყნების უმრავლესობამ მიიღო, ყველა სირთულისა და ინტერესების ბუნებრივი ბრძოლის, აგრეთვე ურთიერთ მზაკვრობის (ხრიკების) პირობებში, ეს მსოფლიო წესრიგი უზრუნველოფდა მსოფლიო ძალების წონასწორობას იმაზე უფრო დიდხანს, ვიდრე ყველა სხვა სისტემა – ვენის, ყირიმის, ვერსალის.

იუგოსლავიის წინააღმდეგ ომმა უკუაგდო სამართლის მთელი ტრადიციული საფუძვლები. მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ამ აგრესიამ მხოლოდ საბოლოოდ გაშიშვლა ის ფოსტულატები, რომლებიც უკვე იქნა გამოყენებული უკანასკნელი ათწლეულის მოვლენებში, უწინარეს ყოვლისა სსრკ-ისა და იუგოსლავიის დანაწევრებაში, მაგრამ ისინი გულდასმით იყო შენიღბული “ტოტალიტარიზმისა და დემოკრატიის ბრძოლის” იდეოლოგიური ნიღბით. დასავლეთში უკვე დიდი ხანია შეიმუშავებენ “ფარდობითი”, “ფუნქციონალური” სუვერენიტეტის კონცეფციებს, სახელმწიფოს მიერ თავისი სუვერენიტეტის განხორციელების სფეროში “ეფექტურობის” თეორიებს, და ბოლოს, რაც ყველაზე უფრო საშიშია – სუვერენიტეტის მატარებლის სფეროშიც. ს. ნ. ბაბურინი სამართლიანად აღნიშნავს, რომ დღევანდელი დღისთვის “თეორიული დავები სუვერენიტეტის პრობლემის გარშემო უკვე დიდი ხანია იქცა პოლიტიკური დაპირისპირების საკვანძო ინსტრუმენტად” [2].

ნებისმიერ დოქტრინას, მათ შორის სამართლისასაც, გააჩნია თავისი ფილოსოფიური საფუძველი. დღევანდელი აპელაცია უნივერსალისტური იდეებისადმი და ერი-სახელმწიფოს გათქვეფის (растворение) მცდელობები ახალი არ არის.

სახელმწიფოები ტრადიციული ეროვნული ინტერესებით XX საუკუნის დასაწყისიდან უკვე აღარ წარმოადგენენ მსოფლიო პოლიტიკის ერთადერთ შემქმნელებს და განიცდიან ეროვნულის გარედან მოსული ინტერესების სულ უფრო ძლიერ ზეწოლას. ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის წლებში, რომელიც ჩაფიქრებული იყო ტრდიციული ძველი მსოფლიოსა და უკანასკნელი ქრისტიანული იმპერიების განადგურების მიზნით, ჩაგდებულ იქნა ორი უნივერსალისტური იდეა. არც ლიბერალიზმი და არც მარქსიზმი არ განიხილავენ ერს როგორც ისტორიის სუბიექტს, ლიბერალისთვის – ესაა მსოფლიოს მოქალაქე – ინდივიდი, მარქსისტებისთვის – კლასი. ამ დოქტრინებმა წამოაყენეს კიდეც საერთაშორისო ურთიერთობების ორი მონათესავე კოსმოპოლიტური კონცეფცია: ამერიკელი პლეზიდენტის ვუდრო ვილსონის 14 პუნქტისგან შემდგარი პროგრამა, რომელიც მოხაზული იყო მისი იდუმალი alter ego-ს პოლკოვნიკ ჰაუზის მიერ და კლასობრივი საგარეო პოლიტიკის ბოლშევიკური დოქტრინა, კანონიზებული ქრესტომათიულ ლენინურ პრინციპებში. მთავარში ისინი ამოდიან “რუსეთის რევოლუციის ვაჭრის” გელფანდ-პარვუსისგან [3], რომელმაც ლენინსა და ტროცკის შეგნებაში ჩაუდო “ევროპის შეერთებული შტატების”, მსოფლიოს უნივერსალიზაციის, ზეეროვნული (наднациональные) სტრუქტურების სასარგებლოდ სახელმწიფოთა დასუსტების იდეები.

ეს კონცეციები, როგორ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, აპროგრამებდნენ საერთო შედეგს, რომელ ვერსიასაც არ უნდა გაემარჯვა მათ ურთიერთჭიდილში. მათ საქმე მიჰყავდათ მსოფლიოს ეროვნული სახელმწიფოების როლის შემცირებისა და მათი სუვერენიტეტის თანდათანობით ეროზიისკენ, ნაბიჯ-ნაბიჯ აძლევდნენ ზეეროვნულ მექანიზმებს თავიდან მორალური, ხოლო შემდეგ კი პოლიტიკური არბიტრის როლსაც, და ტრადიციულ საგარეოპოლიტიკურ იდეოლოგიას ცვლიდნენ ეროვნული ინტერესების დაცვის ნაცვლად რაღაცნაირი ზოგადმსოფლიო მიზნების მიღწევით.

მსოფლიო ხასიათის მესიანური მიზნები გამოცხადებულ იქნა ოფილიალურ საგარეო პოლიტიკად, რომელიც მიმართული იყო არა სახელმწიფოთა მთავრობების, არამედ ეროვნულსგარეშე იდეოლოგიური ჯგუფებისკენ. მარქსისტებთან – ეს არის თეორია პროლეტარული ინტერნაციონალიზმის შესახებ III ინტერნაციონალის ეგიდით, დასავლეთევროპული ლიბერალიზმის იდეოლოგებთან – დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების გავრცელება მათი მხოლოდ ლიბერალური განმარტებით. ორივე დოქტრინა, თუმცა კი ახდენდა ჩაურევლობის პრინციპის დეკლარირებას, აშკარად შედიოდა ამ პრინციპთან შეურიგებელ დაპირისპირებაში. ლიბერალური მონდიალიზმის მთავარ ინსტრუმენტად XX საუკუნის დასაწყისში ხდება აშშ, მარქსისტული ვერსიის პლანეტარული იდეის მამოძრავებლად გეგმავდნენ რევოლუციურ საბჭოთა სახელმწიფოს.

როდესაც 1917 წელმა ააფეთქა რუსეთის იმპერია, პრეზიდენტ ვ. ვილსონს მისმა alter ego-მ პოლკოვნიკმა ჰაუზმა ურჩია: “დავარწმუნოთ რუსეთი ჩვენს სიმპათიაში მისი მცდელობებისადმი დააყაროს მტკიცე დემოკრატია და აღმოვუჩინოთ მას ყველა შესაძლო ხერხით ფინანსური, სამრეწველო და მორალური მხარდაჭერა”. შეერთებულმა შტატებმა წამოაყენა 14 პუნქტისგან შემდგარი პროგრამა, რომელსაც ჰ. კისინჯერი განმარტავს როგორც ახალ აზრონებას, ვინაიდან აშშ “თვლიდა Realpolitik-ის გამოყენებას ამორალურად... საერთაშორისო წესრიგის ამერიკულ კრიტერიუმებს წარმოადგენდა დემოკრატია, კოლექტიური უსაფრთხოება და თვითგამორკვევა” [4]. მაგრამ პროგრამის VI მუხლი სთავაზობდა რუსეთის ნაცვლად “ქაღალდის სუფთა ფურცელს”, რათა “დაიხაზოს რუსეთის ხალხების ბედი” “ყველა დე-ფაქტოდ არსებული მთავრობის აღიარების” გზით [5] – უკრაინული რადას, გერმანელების მიერ ოკუპირებული ბალტიისპირეთის, აგრეთვე “თვითგამოცხადებული ტერიტორიებიდან ყველა უცხო ჯარის გაყვანისა” (თეთრი და წითელი არმიებისა, რომლებიც ისწრაფოდნენ რუსეთის ერთიანობის აღდგენისკენ). რუსული სახელმწიფოს დანაწევრების დაჩქარებულ საერთაშორისო განმტკიცებას სხვანაირად ვერ დავახასიათებთ, თუ არა “Realpolitik”-ად.

სწორედ შეერთებულმა შტატებმა, შემდეგ კი ლოიდ-ჯორჯმაც, დაიყვანეს თვითგამორკვევის იდეის გამოყენება დიპლომატიურ პრაქტიკაში, როგორც მათი უფლებისა აღიარებდნენ სეპარატისტებს სხვა ქვეყნებში და ამ ქვეყნების დანაწევრებას. ჰაუზი და ლოიდ-ჯორჯი აყენებდნენ იდეას, მოეწვიათ პარიზის კონფერენციაზე ისტორიული რუსეთის ტერიტორიაზე არსებული ყველა “დე-ფაქტო” მთავრობის წარმომადგენლები, რასთან დაკავშირებითაც ახდენდნენ სხვადასხვანაირი შუალედური მექანიზმების ზონდირებას (კონფერენცია პრინცის კუნძულებზე და ა. შ.).

მაგრამ მსოფლიო ჯერ კიდევ არ იყო მზად პლანეტარული კონცეფციებისთვის. თავად შეერთებულ შტატებში საჭირო შეიქნა ძალისხმევა, რათა ამერიკულ პოლიტიკურ სცენაზე განემტკიცებინათ შესაბამისი წრეები ჰაუზ-ვილსონის ხაზის გასავითარებლად, და საჭირო გახდა მთელი XX საუკუნე სუვერენული ერების წინააღმდეგ ჩანაფიქრის რეალიზებისთვის. თუკი დასავლეთი ნელ-ნელა და განუხრელად მიდოდა ამ გზით, სსრკ პირიქით, განიცდიდა ისტორიულად მემკვიდრეობითი სახელმწიფოებრივი საწყისების აღდგენის პროცესს. როდესაც სსრკ-ის გამარჯვებამ 1945 წელს მსოფლიო მოიყვანა წონასწორობაში, აღდგენილ იქნა ტრადიციული სამართლებრივი მსოფლიო წესრიგიც.

სამართლის რევოლუციურ ანტიეტატისტურ ფილოსოფიასთან დაბრუნება განხორციელებულ იქნა 80-იან – 90-იან წლებში, რამაც სამსახური გაუწია მეტად კონკრეტული მიზნის მიღწევას – სსრკ-ისა და იუგოსლავიის დანგრევისა, რომელმაც (იუგოსლავიამ – ი. ხ.) აშშ-ის თვალწინ მოსკოვის ერთგვარი საპირწონიდან გადაქცევა დაიწყო ანტიატლანტიკურ ძალად. 53 სახელმწიფოს სახაროვისეული იდეა და სსრკ-ის “განახლების” პროექტები, არსებითად, სხვას არაფერს წარმოადგენდა “ეროვნული პოლტიკის ლენინურ პრინციპებთან” ახალი ტერმინებით დაბრუნების გარდა. საყოველთაო კომუნიზმის პლანეტარული იდეა სახაროვ-გორბაჩოვისეული სკოლის მოაზროვნეთა წრეში იქცა “ერთიანი მსოფლიოს” გლობალურ ვესტერნიზაციად მსოფლიო “დემოკრატიული წესრიგის” კონტროლქვეშ მისი ინსტიტუტებით (გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო), რომლებიც პოლიტიკურ და ეკონომიკურ ოსტრაკიზმს (განდევნას – ი. ხ.) უნდა უტარებდნენ “არაცივილიზებულ” ქვეყნებს – მეოთხე “დემოკრატიულ ინტერნაციონალად”? დასავლეთევროპული ლიბერალიზმისა და ადამიანის უფლებების დროშით რუსეთს გაუკეთეს ფაქტიურად ის, რაც ლენინსა და ტროცკის ჰქონდათ ჩაფიქრებული 1917 წელს.

ამ დოქტრინის მარცვალს კონკრეტული პოლიტიკისთვის წარმოადგენს ეროვნული ინტერესებისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის გამოცხადება მეორეხარისხოვნად დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ცნებათა წინაშე, რაც სქემის მიხედვით მოგვაგონებს პროლეტარული ინტერნაციონალიზმისა და მსოფლიო რევოლუციის მიზნების პრიმატს ისტორიულ მატერიალიზმში. ახალი კატეგორიები მოჩანს ნამდვილად უნივერსალურად, მაგრამ ისინი უნივერსალურია ადამიანებისთვის მხოლოდ მნიშვნელოვნების მიხედვით და არა შინაარსისა. მათ განმარტებას თავს გვახვევენ მხოლოდ დასავლეთევროპული ლიბერალიზმის ფილოსოფიის კატეგორიებით, რომელიც ამოზრდილია დეკარტის რაციონალისტური ფილოსოფიიდან, საფრანგეთის რევოლუციიდან, აგრეთვე შრომისა და სიმდიდრისადმი მოტივაციის პროტესტანტული ეთიკის იდეური ბაგაჟიდან. მსოფლიო პოლიტიკის ეს ფილოსოფია ორიენტირებულია გლობალოიზაციასა და მონდიალიზმზე (“ლე მონდ” ფრანგულად ნიშნავს მსოფლიოს – ი. ხ.). მათგან გამომდინარეობს ეროვნული სახელმწიფოების როლისა და მათი სუვერენიტეტის დასუსტება, ზეეროვნული (наднациональные, და არა сверхнациональные) სტრუქტურებისა და საერთაშორისო მექანიზმების გამოვლენისა და მორალური ავტორიტეტის ზრდა.

რუსეთის საგარეო პოლიტიკამ 90-იან წლებში მთლიანად მიიღო ერთიანი მსოფლიოს დოქტრინა, რომელშიც ერებისა და სახელმწიფოების არსებობის მიზნად და აზრად გამოცხადებულია ბრძოლა “მსოფლიო დემოკრატიისთვის”, როგორც უფრო ადრე იყო – მსოფლიო კომუნიზმის მშენებლობა. ერთიცა და მეორეც უპირისპირდება თითოეული ერის მისწრაფებას იქითკენ, რომ თავის ისტორიულ შემოქმედებაში ხორცი შეასხას ეროვნული ყოფიერების მიზნებსა და ფასეულობებს და, ასევე, საგარეო პოლიტიკის კლასიკურ ამოცანებსაც – უზრუნველყოფდეს სუვერენიტეტს და მოითხოვდეს საგარეო პირობებს იმისთვის, რათა დაუბრკოლებლად ახდენდეს თავისი ფასეულობებისა და ტრადიციების კვლავწარმოებას – ე. ი. ეროვნული ცხოვრებისა თაობიდან თაობაში. მსოფლიო ისტორიის ქრისტიანული განმარტებით ერთიანი მსოფლიოს იდეა თავისი ნებისმიერი ვერსიით ხელს აღმართავს ღვთივბოძებული მსოფლიოს მრავალფეროვნებასა და ყოვლადერთობის (всеединство) კონცეფციაზე, რომელშიც თითოეული ადამიანისა და თითოეული ხალხის გამოცდილებას (უარყოფითსაც კი) მსოფლიო ისტორიული მნიშვნელობა გააჩნია.

რუსეთის საგარეო პოლიტიკის ამ ხაზმა მიიღო კონკრეტული ხორცშესხმა დასავლეთის ქვეყნებთან სრულ ერთიანობაში, რომლებიც ფსევდოჰუმანისტური რიტორიკის ფლერის ქვეშ აწარმოებდნენ სრულიად რეალურ პოლიტიკას. ომი “ქარიშხალი უდაბნოში” ერაყისთვის რეგიონული სუპერდერჟავის როლის (რომლის შეძენასაც ის ცდილობდა) წართმევის მიზნით, ანტიატლანტიკური იუგოსლავიის დანაწევრება, ზეწოლა “დემოკრატიულ” მოსკოვზე, რათა სსრკ-ის დემონტაჟი მომხდარიყო მოკავშირე რესპუბლიკების საზღვრების მიხედვით და რუსეთისკენ მოსწრაფებული მთელი ხალხები (ბელორუსების გარდა) მოკლებული ყოფილიყვნენ სამართალსუბიექტურობას (2). გორბაჩოვის თანხმობამ გერმანიის გაერთიანებაზე მყარად ჩამოყალიბებული მოვალეობების გარეშე პასუხად მიიღო ხაზი ნატო-ს გაფართოებაზე.

აშშ-ის საგარეო პოლიტიკა ამ პერიოდში გახდა უფრო მეტად იდეოლოგიზებული, რომელსაც პრეტენზია გააჩნია ზოგადმსოფლიო იდეალის გამოხატვაზე, მსოფლიოსა და საკუთარი თავის, როგორც ერთადერთი მსოფლიო ცივილიზაციის მეწინავე ქვეყნის გაიგივებაზე. მაგრამ ამის მიღმა ძნელი არ არის “Realpolitik”-ის დანახვა, ისევე როგორც ვ. ვილსონის პროგრამის მიღმაც. 1991 წლის დრამატულ მოვლენებს აშშ გამოეხმაურა 1917 წლის დროინდელი თავისივე სტრატეგიის სულით და იგივე სიტყვებით მიესალმა საბჭოთა სახელმწიფოს დანგრევას, რომლებითაც საუკუნის დასაწყისში რუსული სახელმწიფოს კრახს. “ნეოვილსონიანობა” გამოჩნდა აშშ-ის დაპირებაში ეღიარებინა უკრაინა, რომელიც მისცა რეფერენდუმამდე, და საქართველოს აღიარებაშიც თბილისში ხელისუფლების ლეგიტიმიზაციამდე. ახალი სუბიექტები დაუყოვნებლივ მიიღეს საერთაშორისო სტრუქტურებში და შესთავაზეს იქიდან “უცხოური” არმიის გაყვანა. სსრკ-ის დემონტაჟი და საერთაშორისო სამართლის ახალი სუბიექტების შექმნა ჩატარებულ იქნა ისე, რომ რუსეთისკენ მოსწრაფებულ ხალხებს (ბელორუსების გარდა) განზრახ წაერთვათ სამართალსუბიექტურობა.

იგივე განიცადა საკუთარ თავზე იუგოსლავიამაც. სსრკ-ისა და იუგოსლავიის – გაერო-ს დამაარსებელი და ჰელსინკის დასკვნითი აქტის ხელმომწერი სახელმწიფოების – დანაწევრების დაჩქარებულად აღიარებისთვის გამოყენებულ იქნა დებულებანი თვითგამორკევაზე ერების უფლებისა და საზღვრების მშვიდობიანად შეცვლის შესახებ. თანაც სსრკ-ისა და იუგოსლავიისთვის და არა მათი ფედერაციების სუბიექტებისთვის, ტერიტორრიის მთლიანობის გარანტია მიცემული ჰქონდა ჰელსინკის დასკვნითი აქტის ხელმომწერ 35 სახელმწიფოს. მაგრამ უკრაინის, საქართველოს, მოლდავეთის, ბოსნიისა და ჰერცოგოვინის, ასევე ხორვატიის ტერიტორიები გამოცხადებულ იქნა შეცვლისადმი არდაქვემდებარებულად, მათი საზღვრები – შიდა ადმინისტრაციული – საერთაშორისოდ და ხელშეუხებლად იმავე ჰელსინკის დასკვნითი აქტის საფუძველზე – და აქ გამოიყენეს კიდეც უკვე საზღვრების ურღვეობის პრინციპი.

არც ერთმა დასავლურმა სახელმწიფომ XX საუკუნეში არ მისცა ნება, რათა მის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო ყბადაღებული “უფლება ერებისა თვითგამორკვევაზე”, რომელიც ერთა ლიგის განმარტებით, “არღვევს ყოველი საბოლოოდ წარმოქმნილი სახელმწიფოს სუვერენიტეტს” (Etat definitivement constitue) და “ამიტომ არ მიეკუთვნება არც ნაწილს, არც რომელიმე სხვა სახელმწიფოს”. ერთა ლიგის ექსპერტებმა დაადგინეს, რომ დასავლურ სახელმწიფოებში “თვითგამორკვევის უფლება” ეწინააღმდეგება “სახელმწიფოს როგორც ტერიტორიული და კულტურული ერთეულის თავად იდეას” და დანარჩენი ხალხისა და სახელმწიფოს უფლებას ერთიანობაზე, რაც კომპრომისის სახით წარმოშობს მხოლოდ კულტურულ-ნაციონალურ ავტონომიას. მაგრამ გამონაკლისი გაკეთებულ იქნა “რევოლუციებით შეპყრობილი ქვეყნებისთვის” [6]. საკუთარ თავთან მიმართებაში დასავლეთი უწინდებურად ემხრობა სუვერენიტეტისა და ტერიტორიის ტრადიციულ ცნებას (გაგებას). ჯერ კიდევ ჰუგო გროციუსი თავის სახელგანთქმულ ნაშრომში “ომისა და მშვიდობის სამართლს შესახებ” მიუთითებდა, რომ “ტერიტორია როგორც მთლიანად ისე მის ნაწილშიც შეადგენს ხალხის საერთო განუყოფელ საკუთრებას...” [7]

ახლა დასავლური მეცნიერება სულ უფრო მეტად აღმოჩნდება ხოლმე დასავლური იდეოლოგიური ინსტიტუტების ეგიდით ერთიანი მსოფლიოს უნივერსალისტური იდეის მომსახურების როლში და მიდრეკილია იქითკენ, რომ დაიყვანოს სუვერენიტეტი ერისა და ადამიანის უფლებების დონეზე, ამასთან ხდევა ასევე დასავლური ცნების ერის შერევა ეთნოსთან, რაც მათ საშუალებას აძლევს თვითნებურად აცხადებდნენ ნებისმიერ სეპარატისტულ მისწრაფებას ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობად თვითგამორკვევისთვის. ასე, ვ. დ. ციმბურსკის მაგალითად მოჰყავს ლიტველი იურისტის ა. ბურაჩასის მცდელობა ამ მიმართულებით. სუვერენიტეტის თეორიის მთელი საფუძვლისა და თავად მისი ფუძემდებლის ჟ. ბოდენის [8] იგნორირებით, გარდაქმნის (“პერესტროიკის”) დასაწყისის ლიტვური ელიტის აშკარად სეპარატისტული პოლიტიკური ამოცანების კონტექსტში ა. ბურაჩასი ამტკიცებდა, რომ სუვერენიტეტი სხვა არაფერია, თუ არა “ერის სრულუფლებიანობისა და იმ უფლებათა ერთობლიობა, რომლებიც იძლევიან პიროვნების დამოუკიდებლობის გარანტიას...” [9]. განსაზღვრების არმქონე პიროვნების სუვერენიტეტი აქ ეფარება (прикрывает) ეთნო-ეროვნულ პრეტენზიებს ტერიტორიის ჩამოშორებაზე.

ტრადიციული სამართლისა და შეგნებისთვის ახლანდელი ძირის გამოთხრის ცენტრალურ იდეოლოგემად იქცა თეზისი ე. წ. აბსტრაქტული ადამიანის უფლებების შესახებ. ამ თეზისის ფილოსოფია წარმოადგენს ადამიანის პიროვნების ღმერთისგან ავტონომიურობის იდეის ლოგიკურ დასრულებას, ანტიქრისტიანული განმანათლებლობის ძალისხმევის მთავარ შედეგს, რომელმაც ათასწლეულის დასასრულისთვის გამოიწვია ადამიანის ცნების სრული ათეიზაცია და დეჰუმანიზაცია, ხოლო თავისუფლება კი დაიყვანა ინსტინქტების თავისუფლებაზე, რაც ნიშნავს სულის მონობას. ფიზიკური სიცოცხლის გამოცხადება, როგორც უმაღლესი ფასეულობისა, ძირს უთხრის არა მხოლოდ მთელ ორიათას წლოვან ქრისტიანულ კულტურას, არამედ ადამიანთა ერთად ცხოვრების თავად საფუძველსაც, მის უმარტივეს ფორმებს. თუკი ადამიანის ფიზიკური სიცოცხლე უმაღლესი ფასეულობაა, მაშინ დედა არ გადაეფარება შვილს განსაცდელის ჟამს, ქმარი ცოლს დაუთმობს მოძალადეს. საშობლოსა და სახელმწიფოს ცნებებს აღარა აქვს აზრი, ვინაიდან არავინ დაიწყებს მათ დაცვას. ეს არის ადამიანის დეჰუმანიზაცია, მისი ბესტიალიზაცია, რადგანაც ადამიანი არის მხოლოდ იქ, სადაც სული ხორცზე უფრო ამაღლებულია. რწმენა, სამშობლო, მოვალეობა, ღირსება, სიყვარული – მეტაფიზიკური ფასეულობები ადამიანისათვის იდგა სიცოხცხლეზე უფრო მაღლა, ხოლო ქრისტიანებისთვის კი შთამაგონებელ ხატებას (სახეს) წარმოადგენდა ჯვარზე მაცხოვრის მიერ ჩვენი ცხონებისთვის საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვა: “არ არის იმაზე მეტი სიყვარული, რომ კაცმა სული თვისი დადოს მეგობართა თვისთათვის”.

ამ კონცეფციას გააჩნია სოციალური შედეგებიც. უმაღლესი სულიერი ფასეულობების – რელიგიურის, ეროვნულის, ოჯახურის – ასოციაციებისგან თავისუფალი ადამიანი ხდება არა სამშობლოს მოქალაქე, არამედ მსოფლიოს მოქალაქე, რომელიც ცხოვრობს პრინციპით “ubi bene ibi patria” – “სადაც კარგად ვარ, იქ არის სამშობლოც” – ე. ი. “პურითა მხოლოდ”. ასეთი ადამიანისთვის უფრო მოსახერხებელია მსოფლიო მთავრობა და არა ეროვნული მთავრობა. ერი უკვე აღარ წარმოადგენს მემკვიდრეობით მცხოვრებ ორგანიზმს, რომელიც დაკავშირებულია სულითა და საერთო ისტორიული განცდებით, და გადაიქცევა ხალხ-მოსახლეობად – ოხლოსად – ეს არის კიდეც თვითდაჯერებული დემოსისა და მისი მოჩვენებითი კრატიის ბედი ერთგანზომილებიან Pax Americana-ში, სადაც ოხლოკრატიის უკან დგას ყოვლადძლიერი ოლიგარქია. ასეთი მსოფლიო მთავრობის მშენებლობა სახეზეა, ისევე როგორც სახეზეა სუვერენიტეტისა და ერის, როგორც საერთაშორისო ურთიერთობათა მთავარი სუბიექტის ეროზიაც.

მონდიალისტური მისწრაფებები მთელი თავისი რელიეფურობითა და კონკრეტულობით გამოვლინდა უწინარეს ყოვლისა მრავალმხრივი მექანიზმების პოლიტიკაში, რომელთა შექმნაზეც თავის დროზე დახარჯულ იქნა უზარმაზარი მატერიალური და პოლიტიკური რესურსები. გაერო-მ და ეუთო-მ, რუსეთის მიერ თავისი პოლიტიკის ტრადიციულ საფუძვლებზე უარის თქმის თანავე, დაუყოვნებლივ მოახდინეს რეაგირება და დაიწყეს თავის ისე დაჭერა, თითქოს მსოფლიო მთავრობა ყოფილიყვნენ, რისთვისაც სარგებლობდნენ მათ წესდებებში ჩაწერილი უნივერსალისტური ფოსტულატებით. მაგრამ ეს მსხვილი საერთაშორისო სტრუქტურები ასახავდნენ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ძალთა ბალანსს საერთაშორისო ურთიერთობებში და შეადგენდნენ მათ ზედნაშენს. ისინი იქმნებოდა მაშინ, როდესაც სსრკ-ის როლი გამორიცხავდა ცალმხრივ ზეწოლას, ამიტომ ყველა წესდება, ქარტია და რეზოლუცია შეიცავს ტრადიციულ ცნებებსაც სუვერენიტეტის შესახებ, და პრობლემების განმარტების კრიტერიუმებსაც მრავალჰიპოსტასური მსოფლიოს პოზიციიდან, რომლებსაც ახლაც სათანადო პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში შეუძლიათ ეროვნულ სუვერენიტეტზე ზეწოლის შეზღუდვა. ეს დებულებები შენარჩუნებულია და არის შესაძლებლობა დავაბრუნოთ ეს ორგანიზაციები მრავალმხრივი დიალოგის რელსებზე.

მაგრამ პარალელურად დასავლეთი ქმნიდა თავის მექანიზმებსაც, განსაკუთრებით არასამთავრობო სფეროში, რომლებშიც დებდა კრიტერიმების მისეულ სისტემას აქცენტით ათეიზებული XX საუკუნის დასავლეთებროპული ლიბერალიზმის ფასეულობათა პრიმატზე, აგრეთვე პრეტენზიით მათ უნივერსალიზმზე, რომელიც ასახავს ერთიანი მსოფლიოს იდეოლოგიას, ხოლო ეს უკანასკნელი კი თავის იდეოლოგიურ და პოლიტიკურ ორბიტაში გარდაუვალად ითრევს ყველა სხვა ცივილიზაციას. ამ ორგანიზაციების როლი იზრდებოდა საკონსულტაციოდან საკოორდინაციომდე და, შემდეგ, მიმთითებლამდეც, რაც აშკარაა ევროპის საბჭოს მაგალითზე, რომელიც გადაქცეულ იქნა ძლიერ ზეეროვნულ (наднациональный) არბიტრად. დღესდღეობით ევროპის საბჭო სხვა არაფერია, თუ არა IV ლიბერალური ინტერნაციონალი, რომელიც იძლევა ლიცენზიას ცივილიზებულობაზე. რუსეთმა თავისი გასული წლების პოლიტიკის შედეგად დაკარგა ნება და ინიციატივა და გადაიქცა გლობალური მანქანის მძევლად. ამიტომ მან უნდა გადაიტანოს ძალისხმევა ორმხრივ ურთიერთობებზე.

თუმცა კი მსოფლიო ლიდერების ოფიციალურ რიტორიკაში კვლავ ფიგურირებს უწინდელი ცნებები, ისინი იქცევა უკვე მცირედშინაარსიან კლიშეებად, წარმავალი ეპოქის რუდიმენტებად. მსოფლიოში ახლა მხოლოდ აშშ აწესებს ერთპიროვნულად “სიმართლის” კრიტერიუმებს, თავად ასამართლებს და თავადვე სჯის ყველა ურჩს, აცხადებს რა მათ არაცივილიზებულებად; ეს ნიშნავს, რომ უკანასკნელნი ექვემდებარებიან გარედან ზეწოლას და მათ ერთმევათ დაცვა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმნებით.

დღეს “საერთაშორისო საზოგადოებრიობის ნების” ფანტომი იფარავს (прикрывает) ნატო-ს აგრესიასა და სადამსჯელო ოპერაციებს, ამას ემსახურება “უნივერსალური” საერთაშორისო ორგანიზაციის – გაერო-ს მოხერხებული ეგიდაც. მაგრამ მედლის ორივე მხარე – აშშ-ის მიერ არბიტრის როლის მითვისებაცა და უნივერსალური ეგიდაც, ეს გახლავთ მუქარა ცნებებისთვის სახელმწიფო და სუვერენიტეტი. ეს არის საერთაშორისო სამართლის სისტემის, გაერო-ს წესდებისა და ჩაურევლობის პრინციპის დასასრული, ერი-სახელმწიფოს ეპოქის დასასრული. საერთაშორისო საჯარო სამართალი, რომელშიც სუბიექტია სახელმწიფო, იქცევა არასაჭირო პროფესიების ფაკულტეტად. ყველა ხელშეკრულება და შეთანხმება სინამდვილეში საქმით მხოლოდ ოქმია განზრახვების შესახებ კლაუზულათი “rebus sic distantibus” (საქმეთა ასეთი მდგომარეობისას, ჯერჯერობით პირობები ნარჩუნდება). ფსევდოჰუმანისტური პროპაგანდის საწინააღმდეგოდ – საერთაშორისო ურთიერთობებში ძალის როლი განსაკუთრებულად გაიზარდა, ხოლო ევროპის რუკა კვლავ გახდა მერყევი, როგორც რამდენიმე საუკუნის წინ, ვინაიდან დაწყებულია მსოფლიოს ახალი გადანაწილება.

ჩვენს თვალწინ საძირკველი ეყრება მსოფლიო წესრიგის ახალ იდეოლოგიურ საფუძვლებს, რომელთაც გააჩნიათ ორი მხარე – აქცენტი ვითომდა უნივერსალური ზეეროვნული სტანდარტებისა და ფასეულობების, აგრეთვე “ზოგადმსოფლიო” ინტერესების პრიმატზე არქაულ ფასეულობებთან შედარებით, და პარადოქსული დაბრუნება “ზესახელმწიფოს” იდეოლოგიასთან რჩეულთათვის, რომლებიც ერთხელ უკვე მკაფიოდ ჩამოაყალიბეს გერმანული სასიცოცხლო სივრცის – “Großraum”-ის იდეოლოგებმა. თავის დროზე ამ იდეებმა გადარჩენისთვის სახეობათა ბრძოლის დარვინისტულ თეორიასთან ერთად, რომელშიც ძლიერი დაუნდობლად დევნის თავიდან იშორებს სუსტს, გამოკვება პანგერმანისტების – რატცელის, რიტერის, ჰაუსჰოფერის დასავლური გეოპოლიტიკა, ხოლო დღეს კი იგი შეიარაღებაში აქვს აღებული შეერთებულ შტატებს იმ იდეოლოგემებზე დამატებით, რომლებიც ბუნებრივად ამოიზარდა ანგლოსაქსონური პურიტანიზმის განსაკუთრებული დანიშნულების იდეიდან.

ძნელია არ შევნიშნოთ, რომ აშშ თავისთვის სულ უფრო მკაფიოდ ახდენს აზროვნების დემონსტრირებას ჰაინრიხ ფონ ტროიჩკეს იმპერიული დოქტრინის სულისკვეთებით, რომელმაც შეიმუშავა ყბადაღებული დოქტრინა “Deutschland über alles”, რომელიც თავიდან შთააგონებდა რკინის კანცლერს ოტო ფონ ბისმარკს, ხოლო შემდეგ კი ცნობილი განხორციელება ჰპოვა XX საუკუნეში: სახელმწიფო – აბსოლუტია თავის თავში და მისი ნება ყოველთვის უნდა ემორჩილებოდეს მხოლოდ თავის თავს: “სახელმწიფოს თავად არსშია ის, რომ არ აღიარებდეს თავის თავზე არანაირ ძალაუფლებას”. მის თეორიაში ყველაზე უფრო დიდი ცოდვა, რომელიც ზიზღს იმსახურებს, არის სისუსტე, მორალი კი წარმოადგენს მცირე სახელმწიფოთა თავშესაფარს, რომელთაც არ შეუძლიათ დიდ საქმეების აღსრულება. ყველანაირი სკრუპულების მსგავს არქონას სავსებით ამჟღავნებს აშშ-ც.

მაგრამ, მოახდინა რა, სხვებისთვის ვერდიქტის გამოტანისა და საკუთარი თავის საერთაშორისო კანონებზე უფრო მაღლა დაყენების უფლებათა უზურპირება, შეერთებული შტატები III ათასწლეულის ზღურბლზე საჭიროებს უნივერსალისტურ იდეას და აცხადებს “მსოფლიო მთავრობას” ბრეჟნევისეული დოქტრინის რაღაც მსგავსების მეშვეობით: დემოკრატიისა და ადამანის უფლებათა დაცვა – მსოფლიო საზოგადოებრიობის საერთო საქმეა. ლიბერალიზმის მსოფლმხედველობა მახინჯდება და გადაგვარდება ტოტალიტარულ მსოფლმხედველობაში, რომელიც შეუწყნარებელია სხვა ფასეულობების არსებობის მიმართ. ნათელია, რომ ნებისმიერი სახელმწიფო, უწინარეს ყოვლისა, ვალდებულია ატარებდეს პროამერიკულ პოლიტიკას და არ ეწინააღმდეგებოდეს მსოფლიოს დაუფლების გეოპოლიტიკურ გეგმებს, სხვანაირად მის დემოკრატიას დაუყოვნებლივ გამოაცხადებენ არანამდვილად, ხოლო თავად სახელმწიფოს კი – ფაშისტურად.

როგორც ასი წლის წინათაც, დასავლეთს ხელს უშლის საკმარისად ძლიერი და დამოუკიდებელი სლავური მართლმადიდებლური სახელმწიფოს არსებობა მათი პოლიტიკური კონტროლის გარეთ, ვინაიდან ასეთი სახელმწიფო, თუნდაც მისი მოკრძალებული სიდიდის პირობებშიც, ცვლის ძალთა თანაფარდობას ევროპაში. მართლდება ნ. ი. დანილევსკის წინასწარჭვრეტა: ყველა მსოფლიო კონფლიქტის კონცენტრაცია ხდება ბალკანეთში, ლათინობისა და მართლმადიდებლობის შეხების პირაპირზე.

“ევროპა... რუსეთსა და საერთოდ სლავებში ხედავს რაღაც მისთვის უცხოს, რაც არ შეიძლება გამოადგეს მას მასალად, რომლისგანაც იგი თავისთვის შეძლებდა სარგებლის ნახვას” – წერდა იგი საუკუნენახევრის წინათ. შემდეგ მოდის მთლად წინასწარმეტყველური სიტყვები, რომლებიც დღეისთვის დამაჯერებლადაა განმტკიცებული როგორც XX საუკუნის გეოპოლიტიკური მოვლენებით, ისე თავად სლავური ელიტების შინაგანი პროცესებითაც, რომლებიც დასნეულებულნი არიან თვითმკვლელობრივი მედასავლეთეობით: “როგორ ფხვიერი და რბილიც არ უნდა აღმოჩნდეს გარეთა, გამორეცხილი და თიხად ქცეული ფენა, ევროპას ესმის..., რომ ამ ზედაპირის ქვეშ ძევს მაგარი და მკვრივი ბირთვი, რომელსაც ვერ დანაყავ, რომლის ასიმილაციასაც ვერ მოახდენ, რომელსაც გააჩნია ძალაცა და მიდრეკილებაც ცხოვრობდეს დამოუკიდებლად, თვითმყოფადი ცხოვრებით... ამრიგად, რადაც არ უნდა დაუჯდეთ, – თუ ჯვრით არა, მაშინ ფილთაქვით – არ უნდა მისცენ ამ ბირთვს საშუალება რომ გაიზარდოს... ნუთუ აქ კიდევ უნდა ვიფიქროთ მიუკერძოებლობაზე, სამართლიანობაზე. განა წმინდა მიზნისთვის ყველა საშუალება კარგი არ არის?.. როგორ უნდა მივცეთ მტრულ ბარბაროსულ სამყაროს თავისი გავლენის გავრცელების შესაძლებლობა? არ მივუშვათ იგი აქამდე – ეს არის საერთო საქმე ყველასი, ვინც კი საკუთარ თავს შეიგრძნობს ევროპად. აქ შესაძლებელია თურქიც კი აიყვანო მოკავშირედ და ცივილიზაციის დროშა ჩააბარო” [10].

სიმპტომატურია, რომ ჯერ კიდევ ბოსნიაში კრიზისის მსვლელობისას აშშ-ში ხელახლა გამოსცეს კარნეგის ფონდის 1914 წლის მოხსენება ბალკანეთის ომების შესახებ. იმ დროს, როდესაც სერბების ეროვნულ იდეებს უწოდებენ ეკზალტირებული “დილეტანტ-ისტორიკოსების” წარმოსახვის ნაყოფს, მოხსენებაში შესამჩნევია მითითება ითამაშონ ბალკანელი ხალხების სახელმწიფოებრივი მისწრაფებების ნამდვილ სირთულეზე, კერძოდ მაკედონურ საკითხზე, რათა წინ აღუდგნენ მსხვილი სლავური სახელმწიფოების ჩამოყალიბებას. თავად მაკედონელები გასაცვლელი ხურდა ფული აღმოჩნდნენ დიდი სახელმწიფოების თამაშში, რომლებიც მაშინვე განზე მოისროლეს, როგორც კი ვერსალში დამარცხებული გერმანიის საპირწონედ ანგლოსაქსებს დასჭირდათ სერბების, ხორვატებისა და სლოვენების მსხვილი ბალკანური სამეფოს შექმნა. დღესდღეობით მაკედონიის ნაციონალისტური ლიდერები ასეთივე სამსახურეობრივი ინსტრუმენტი აღმოჩნდნენ აშშ-თვის.

პუბლიკაციაში მთავარია ამერიკული საგარეო პოლიტიკის კორიფეს, “შეკავების დოქტრინის” ავტორის ჯ. კენანის წინასიტყვაობა, რომელმაც განსაზღვრა მიდგომა ბალკანეთში მოვლენების შემდგომი განვითარებისადმი. კენანმა მიუთითა, რომ ბოსნიაში საკუთრივ სამხედრო კონფლიქტის დასრულების შემდეგ მსოფლიო საზოგადოებრიობა აღმოჩნდება “მეტად უსახური პრობლემის წინაშე ევროპული კონტნენტის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში”, რომლის გადაწყვეტისთვის “საჭიროა ორი პირობა”.

პირველი პირობაა “ახალი და მკაფიოდ ჩამოყალიბებული სტატუს-ქვო”. მეორე, ეს არის “მნიშვნელოვანი და ეფექტური შეზღუდვები რეგიონის სახელმწიფოთა ქცევაზე”. “გულუბრყვილობაა ვვარაუდობდეთ – გვიხსნის კენანი – რომ ახალი ტერიტორიული სტატუს-ქვოს გამომუშავება შესაძლებელია მიღწეულ იქნას... მხარეებს შორის მოლაპარაკებებით... საჭირო იქნება გარედან შუამავლობა და... გარედან იძულება იმისთვის, რათა ვაიძულოთ... მხარეები მიიღონ იგი და შეასრულონ”. ქვემოთ კი არის ყველაზე მთავარი: “რაც შეეხება მეორეს, ის შეზღუდვები, რომლებიც ედება ბალკანელ მონაწილეებს იმასთან მიმართებაში, რასაც ისინი თვლიან თავიანთ შეუზღუდველ სუვერენიტეტად და მოქმედების თავისუფლებად, უნდა იყოს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ისინი, რომლებსაც ჩვეულებრივ იყენებენ მსოფლიო საზოგადოებრიობაში”.

კენანის “თეორიული” თეზისები მთლიანად სცილდებოდა საერთაშორისო სამართალს. მათ, ვინც გარედან იქნებიან დაკავებული ამ პრობლემით, მისი აზრით, უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობანი “სიახლეების შეტანაზე იმ უფლებებისა და მოვალეობების სფეროში, რომლებსაც ვარაუდობს ტერმინი სუვერენიტეტი”, აგრეთვე “მზად უნდა იყვნენ ძალის გამოყენებისთვის” [11]. ასე, უკვე 1993 წელს გაკეთებულია ბოსნიური კონფლიქტის პროექცია მთელ რეგიონზე და “დასაბუთებული” აშშ-ის უფლება ერეოდეს სუვერენული სუბიექტების საშინაო საქმეებში თვით აგრესიამდეც კი იუგოსლავიის წინააღმდეგ. თუმცა ანგლოსაქსონელთა ორმაგი სტანდარტებისადმი მიდრეკილების თაობაზე გვაფრთხილებდა ნ. დანილევსკიც, რომელმაც მახვილგონივრულად გვიჩვენა, რომ საშინაო საქმეებში ასე “ფორმალისტური ინგლისი სულაც არ იტანჯება... ლეგიტიმურიბისკენ ზედმეტი მიდრეკილებებით საგარეო პოლიტიკის საქმეებში” და “როდესაც ეს მისთვის საჭირო ან მომგებიანი აღმოჩნდება ხოლმე, დაუფიქრებლად უშენს ბომბებს იმ სახელმწიფოს დედაქალაქს, რომელთანაც სულაც არ იმყოფება ომში” [12].

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მ. ოლბრაიტის მიერ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე 1999 წლის 21 აპრილს გაკეთებული ოფიციალური განცხადებების ანალიზი გვიდასტურებს შეერთებული შტატების მიზნების გლობალურ აზრს. სწორედ ამ მიზნებმა უბიძგეს ვაშინგტონს იმ საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების ნგრევისკენ, რომლებიც ჩამოყალიბდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და იარსება საერთაშორისო ურთიერთობების ყველა უფრო ადრე არსებულ სისტემაზე – ვენის, ყირიმის, ვერსალის – მეტ ხანს.

მ. ოლბრაიტმა გააკეთა ბალკანური კვანძის პანორამული ანალიზი, მიუთითა რა ცივილიზაციურ, ისტორიულ, გეოპოლიტიკურ და სამხედრო-სტრატეგიულ ასპექტებზე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ტირაჟირებული თეზისის საწინააღმდეგოდ, იმის შესახებ, რომ ახლა ყველაფერი დაიყვანება მხოლოდ პოსტკომუნისტური ტოტალიტარიზმისა (მისი ქცევებით საერთაშორისო ურთიერთობებში) და მსოფლიო დემოკრატიის ბრძოლაზე. მ. ოლბრაიტმა მიუთითა, რომ ბალკანეთი “წარმოადგენს ქრისტიანობის დასავლური და აღმოსავლური ტოტებისა და ისლამის გადაკვეთის ადგილს”, რაც ლაპარაკობს შეერთებული შტატების პირდაპირ დაინტერესებულობაზე მსოფლიო ისტორიის ამ გეოპოლიტიკურ და კულტურულ სუბიექტებს შორის ძალთა თანაფარდობის შესაბამის გამოყენებასა და კონტროლში. სახელმწიფო მდივანმა ასევე აღიარა, რომ ამ რეგიონში შემთხვევით არ დაწყებულა პირველი მსოფლიო ომი და წარმოებდა სერიოზული ბრძოლები მეორე მსოფლიო ომის წლებში.

არც თუ მცირედმნიშვნელოვანია მითითება იმაზეც, რომ მდგომარეობა კოსოვოში პირდაპირ ეხება “ჩვენი მოკავშირეების – ბერძნებისა და თურქების” უსაფრთხოებას. ეს მოწმობს აშშ-ის მშვენივრად გათვითცნობიერებულობაზე თურქეთის მიერ წახალისებული ე. წ. “დიდი ალბანეთის” ძველ პროექტებსა და გეგმებში, რომლებიც წარმოდგენილ იქნა ჯერ კიდევ Призренская лига-ს მიერ. დიდი ალბანეთი ახლანდელ ალბანეთს მიუერთებდა სერბეთისგან მოგლეჯილ კოსოვოს, აგრეთვე რაშკას, რომელიც სერბეთს აერთებს ჩერნოგორიასთან, ასევე მაკედონიის მიწებს – “ილირიდას”, საბერძნეთისა და ბულგარეთის ნაწილებს. დიდი ალბანეთის იდეოლოგია და გეოპოლიტიკური რუკები წარმოადგენს ალბანური ტერორისტული სეპარატიზმის შინაარსს, რომელიც ჩეჩენ სისხლისსამართლებრივ ამბოხებულთა გეგმების ანალოგიურია.

ძველი პროექტი ახალი რედაქციით

სახეზეა კიდევ ერთი მოვლენა – ნაცისტური გერმანიის თავისებური ცალმხრივი რეაბილიტაცია, რომლის დანაშაულებებიც დაყვანილია ჰოლოკოსტზე, ხოლო ეს უკანასკნელი კი განსაკუთრებულად არის გაბერილი. გამარტივება იქნებოდა მიგვეჩნია ეს მხოლოდ ებრაული გავლენის შედეგად, სხვანაირად მსოფლიო საზოგადოებრიობა არ შეხედავდა მზარდი ლოიალურობით ბალტიისპირეთის, უკრაინის, ბელორუსიის ფაშისტური ლეგიონების მემკვიდრეებს, რომელთა ხელებიც შეღებილია მრავალი ებრაელის სისხლით. ჰოლოკოსტის კლიშე საჭიროა მხოლოდ იმისთვის, რათა გერმანია დამორჩილებული ჰყავდეთ აღვირით, თუკი იგი თუნდაც შეეცდება დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას, რომლისთვისაც მას უზარმაზარი შანსები ჰქონდა მას შემდეგ, რაც გერმანია გაერთიანდა სსრკ-ის დახმარებით და რუსეთის ჯარებმა დატოვეს ცენტრალური ევროპა. ამავე დროს ჰიტლერული რაიხის გეოპოლიტიკური პროექტი – მთელი ევროპის დაუფლება, მთელი სახელმწიფოებისა და ერების განადგურება ან მათთვის ეროვნული ცხოვრების წართმევა – განზრახაა დავიწყებული. პირიქით, სახეზეა ყველას იმათი დადანაშაულება ფაშიზმში, ვინც დღეს გამოდის ახალი გლობალური სტრატეგიისადმი დაპირისპირების პოზიციიდან.

დღევანდელი ამერიკული, უფრო სწორად ანგლოსაქსონური პროექტი ევროპაში გასაოცრად გვაგონებს გერმანული “დრანგ ნახ ოსტენის” XX საუკუნეში ორი მცდელობის გეოპოლიტიკურ სტრატაგემებს. საკმარისია 1911 წლის “Mitteleuropa”-ს რუკები შევადაროთ ბალკანეთში შეჭრასა და ნატო-ს გაფართოების ახლანდელ “განრიგთან”. აშშ ანადგურებს ანტიატლანტიკურ სერბულ ხიჭვს როგორც 1914 და 1941 წლებში. “პაქტი” ისევ მოიცავს ალბანელებსა და უნგრელებს. ნატო-სადმი “კეთილმოსურნე ნეიტრალიტეტი” ბულგარეთისა და რუმინეთის მხრიდან გვახსენებს, რომ ეს სახელმწიფოები 1940-1941 წლებში შეუერთდნენ სამთა პაქტს და შეიჭრნენ იუგოსლავიის ტერიტორიაზე. ეს “ახალი” გეოპოლიტიკური რეალობა – ისევე ძველია, როგორც მსოფლიო და ასახავს სულაც არა ლიბერალიზმისა და კომუნიზმის ურთიერთბრძოლას. ამან ჩვენ უნდა გაგვიღვიძოს სურვილი გავიაზროთ წარმავალი ათასწლეულის ისტორია. დაჟინება, რომლითაც ანგლოსაქსებსა და რომანელებს მოჰყავთ “დემოკრატიული” გერმანია რაიხსვერის ნაკვალევზე აღმოსავლეთისკენ, ზეწოლას ახდენენ უკვე არაკომუნისტურ მოსკოვზე, ბევრი რამის შესახებ მეტყველებს. უწინარეს ყოვლისა იმის შესახებ, რომ “ადამიანის უფლებათა” ახლანდელი “დამკვიდრება” ბომბებით, და ჰიტლერული შემოსევა – არც თუ ისეთი ანტიპოდებია არც გეოპოლიტიკური და არც იდეოლოგიური აზრით.

ეს გახლავთ ერთი და იმავე საწყისის გამოვლინებები, რომელიც იმანენტურად თან ახლავს (ახასიათებს) დასავლეთის კულტურულ-ისტორიულ თვითშეგნებას. იგი შესამჩნევია ჰუმანისტ ფ. პეტრარკასა და განმანათლებელ ი. გ. ჰერდერთან, ისტორიის ფილოსოფოსებიდან ჰეგელთან და ჟ. დე მესტრთან – ზიზღი ყოველივე არადასავლურისადმი და დაუოკებელი მიზიდულობა ძალაუფლებისა და პურისკენ, რასაც დიდი ევროპელი ნეტარი ავგუსტინე უწოდებდა “libido dominandi”-ს – “მბრძანებლობის ავხორცობას”. ეს არის დაუძლეველი მიდრეკილება მსოფლიოს დუალისტური ხედვისკენ, რომელიც შედგება “უტყვი ქმნილებებისა” და “უფლების მქონეთაგან”. ნაციზმმა თავისი წარმართული ფესვებით გამოხატა ეს ერების დაყოფაში პირველ- და მეორეხარისხოვნებად. დღეს ამას თავისებურად გამოხატავს ამერიკული მესიანიზმი, რომელიც დაფუძნებულია კალვინისტურ დარწმუნებულობაზე “ღვთის იარაღის” მისეულ როლში ისტორიაში.

ამ ფონზე ძნელია არ გავაკეთოთ ზოგიერთი დასკვნა. ჯერ ერთი, ჰიტლერთან ბრძოლა ანგლოსაქსონური ძალების მხრიდან წარმოადგენდა ოჯახურ დავას ევროპაში ბატონობის საკითხში, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო გაერთიანებული მსოფლიო მევახშის მიერ. მეორე, გერმანული ისტორიის ჰიტლერული პერიოდი მნიშვნელოვან ხარისხად შეადგენდა განსაკუთრებულობის იდეისა და თავისი ნების სხვებისთვის კარნახის უფლების მახინჯ გამოხატვას, რომელიც საფუძვლად უდევს დასავლეთის ყველაზე უფრო სიღრმისეულ კულტურულ-ისტორიულ შეგნებას მთლიანობაში.

ეს გახლავთ გამანადგურებელი დარტყმა სახალხო-შრომითი კავშირის – მოღალატე ვლასოვისა და მისი “განმათავისუფლებელი” არმიის საზღვარგარეთული საყრდენის მთელ საქმიანობაზე. მას წარმოადგენენ მთელი ემიგრაციის რუპორად, მაგრამ ნ. ი. ტოლსტოის მოწმობით, რომელიც აღიზარდა ომამდელი ბელგრადის რუსულ გარემოში, “პორაჟენცები” (ანუ დიდ საამულო ომში სსრკ-ის დამარცხების მომხრეები – ი. ხ.) შეადგენდნენ 15-20%-ს. ისინი “ცივი ომის” წლებში დადგნენ “მსოფლიო კულისებსმიღმა ძალების” მხარეზე, ისევე როგორც სახალხო-შრომითი კავშირიც. 1945 წლის მაისის შემდეგ მსგავს რუსულ სტრუქტურებს, როგორი გულწრფელებიც არ უნდა ყოფილიყვნენ მათი წევრები, არა თუ არ შეეძლოთ “გაეთავისუფლებინათ” რუსეთი, არამედ იქცნენ რა ანტირუსული ძალებისა და სპეცსამსახურების ინსტრუმენტად, მხოლოდ ეხმარებოდნენ მათ მისი ძლივს-ძლივობით გადარჩენილი კარკასის დანგრევაში. სახალხო-შრომითი კავშირის ასეთი ისტორია სწირავს მის იდეოლოგიურ აღსაზრდელებს იმის არ აღიარებისთვის, რომ დიდი სამამულო ომი სსრკ-მა მოიგო დიდი რუსეთის მისეულ ჰიპოსტასში და აქილიკებდნენ ამ გამარჯვებას. მაგრამ ამ უმნიშვნელოვანესი ფენომენის გაცნობიერების გარეშე შეუძლებელია მსოფლიო პროცესებისა და ომისშემდგომი სსრკ-ის ბედის გაგება.

გაბოროტებული მცდელობები იმისთვის, რომ “რუსეთის განმათავისუფლებელი არმია” და “სახალხო-შრომითი კავშირი” წარმოადგინონ როგორც ჭეშმარიტად თეთრი პატრიოტები, მეორდება (Е. Вагин «Вече» № 55 1995, С. Волков «Независимая Газета»). მაგრამ თეთრ პატრიოტებს ს. რახმანინოვსა და ა. დენიკინს სურდათ წითელი არმიის გამარჯვება, რამდენადაც არ აიგივებდნენ კონკრეტულ სახელმწიფოსა და მის ცოდვებს მარადიულ სამშობლოსთან. მათ რუსეთი უფრო მეტად უყვარდათ, ვიდრე სძულდათ ბოლშევიზმი და სურდათ მისი შენარჩუნება მომავალი თაობებისთვის. სასაცილოა მაღალფარდოვანი ლაპარაკი დროებით კავშირზე ფაშიზმთან და ვლასოვის “არმიის” მიბრუნების გეგმა უკვე ჰიტლერის სამხედრო ძლიერების წინააღმდეგ. შეუძლებელია სამოქალაქო ომის გაჩაღების გამართლება საამულო ომის დროს. ვინაიდან მშობლიურ მიწაზე უცხოელთა წინააღმდეგ ხალხი იბრძვის მხოლოდ სამშობლოსთვის, რანაირი სიმბოლოებიც არ უნდა იყოს მის დროშებზე.

დასავლეთში კი დისკუსიების გარეშე აღნიშნეს რომ სამამულო ომმა მოითხოვა კლასობრივი ინტერნაციონალიზმით დანგრეული რუსი ხალხის ეროვნული სოლიდარობა, ძმათამკვლელი სიბინძურისგან განწმინდა და ადამიანთა სულებში, ანუ პოტენციურად სახელმწიფოებრივ მომავალში ხელახლა შეაერთა თითქოსდა სამუდამოდ გაწყვეტილი რუსული და საბჭოთა ისტორიის ძაფი. დასავლური პოლიტიკის ტიტანების (ჩერჩილი, დე გოლი) მსჯელობები, მთელი დასავლური სტრატეგია და საერთაშორისო ურთიერთობათა შესახებ არსებული ვრცელი ლიტერატურა მოწმობენ: 1945 წლის მაისის შემდეგ სსრკ-ს დასავლურ სამყაროში განიხილავდნენ როგორც “სახიფათო” გეოპოლიტიკურ წინაპირობას რუსეთის პოტენციური თვითაღდგენისთვის.

დასავლეთი თავს გვახვევს ვერსიას ორი იდეოლოგიური მონსტრის შესახებ, რაც წარმოადგენს ხრუშჩოვის დროინდელი ვულგარულ-მარქსისტული თეზისის – “ომი არა გერმანიასთან”, არამედ “ფაშიზმის სოციალურ-კლასობრივ სისტემასთან” – სარკისებურ არეკვლას. დღეს სწორედ ეს აზრია მისთვის აუცილებელი ისტორიის საზრისის შესაცვლელად. ომი ვითომდა წარმოებდა არა ევროპელი ხალხების სიცოცხლისთვის, რომლებსაც ემუქრებოდა დაღუპვა, არამედ მხოლოდ ამერიკული დემოკრატიის ზეიმისთვის, და სწორედ ეს ბრძოლა გრძელდება დღესდღეობით დარჩენილი დაბრკოლებების წინააღმდეგ” – “ბოროტების იმპერიისა”, მას შემდეგ რაც მან დათმო თავისი პოზიციები – ბელგრადი. აქეთკენ მივყავართ იმ ნაშრომებს, რომლებიც დაფუძნებულია ლიბერალური უნივერსალიზმის იდეოლოგიაზე, რომელიც ემსახურება მსოფლიო ordnung-ს. (იხ. Тьерри де Монбриаль. Память настоящего времени. М. 1977).

ამერიკას აუცილებლად სჭირდებოდა მთელი ტრადიციული დაპირისპირებებისა და ფობიების აღორძინება სლავებსა და ლათინურ ევროპას შორის, ამასთან ისე, რომ მთელი დივიდენდები თავისთვის წაეღო. ვაშინგტონისთვის აუცილებელი იყო ლიუფტვაფეს თვითმფრინავები ბელგრადის თავზე, ისევე როგორც გერმანული ხელების სერბულ სისხლში ხელახლა გასვრა. სწორედ ამით აშშ ანადგურებს დამოუკიდებელი შიდაევროპული დიალოგის შესაძლებლობას – რაც გაძნელებულია პირველი მსოფლიო ომის დროის აზროვნების რეციდივების შემდეგ (გფრ-ის მიერ ხორვატიისა და სლოვენიის აღიარება), მაგრამ არა ფატალურად უპერსპექტივო. შეერთებულ შტატებს ჭირდებოდა, რომ ცნებას “Mitteleuropa” დღეს გამოეწვია მხოლოდ სლავებისთვის სამწუხაროდ ცნობილი კაიზერისეული გეგმების “დრანგ ნახ ზიუდენ”-ისა და “დრანგ ნახ ოსტენ”-ის გახსენება, რათა ცენტრალურ ევროპას არ შეეძლოს იქცეს ევრაზიული წონასწორობის ერთერთ ბურჯად, რომელსაც აღარ დასჭირდება ყველგანმყოფი ანგლოსაქსონური ინტერესების დიქტატი და მფარველობა. მსოფლიოს დღევანდელი გადანაწილება გვიჩვენებს, რომ არა ფაშიზმისა და კომუნიზმის დაპირისპირება და არა დემოკრატიისა და ტოტალიტარიზმის ბრძოლა შეადგენდნენ XX საუკუნის ისტორიის არსს. მსოფლიოს ახალი გადანაწილების როგორც იდეოლოგიური, ისე გეოპოლიტიკური სქემაც გვახსენებს არა მხოლოდ პირველ და მეორე მსოფლიო ომებს. დღეს ერთიან ლოგიკურ ჯაჭვში დგება ნაპოლეონის შემოსევაცა და კონკვისტადორებისა და დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქის დროებაც, რომლებსაც თან ახლდა ადგილობრივი მოსახლეობის იმ დროისათვის უსაშინლესი ხოცვა-ჟლეტა. გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერია ჭეშმარიტებისადმი სამსახურით ასაბუთებდა ცეცხლითა და მახვილით წარმოებულ თავის ექსპანსიას. დღესდღეობით მ. ოლბრაიტმა მორიდების გარეშე განაცხადა, რომ აშშ და ნატო ძალით დაიცავენ მთელ მსოფლიოში “დასავლურ ფასეულობებს”. აშკარაა, რომ თავად დასავლეთში ამ ფასეულობებს არაფერი და არავინ არ ემუქრება, მაგრამ მთელ მსოფლიოში დაახლოებით ხუთი მილიარდი ადამიანი აღიარებს საკუთარ ფასეულობებს, რომლებიც ამოზრდილია განსხვავებულ რელიგიურ-ფილოსოფიურ საფუძველზე. დასავლეთი, როგორც კათოლიკური “დრანგ ნახ ოსტენის” რაინდული ორდენები, ცეცხლითა და მახვილით აპირებს ყველა განათლებას, ვისაც უარი ეთქვა ისტორიულ ინიციატივაზე. რამდენადაც რუსეთი და სლავობა დასავლეთისთვის – როგორც ამას ჯერ კიდევ ივანე ილინი აღნიშნავდა – ბარბაროსული “უდაბნოა”, ამიტომ მას უნდა უტარებდნენ “კოლონიზაციასა და ცივილიზაციას”. ფრანკების ევროპა მოიწევს სლავების ევროპაზე, რომლებიც სამი საუკუნის წინ გამოდევნეს კილიდან და მაგდებურგიდან, ხოლო ახლა კი კლავენ მათ საგვარეულო ბუდეში – ბალკანეთში.

ეს შემოტევა გარკვეულ ეტაპზე გააჩერა რუსულმა დიდმპყრობელობამ. მაგრამ ათასწლეულის ბოლოს იგი (ეს დიდმპყრობელობა, ანუ დიდი რუსული სახელმწიფო – ი. ხ.) გამოაცხადეს მთავარ მუქარად “ადამიანის უფლებებისთვის”. ტოტალიტარიზმთან დამშვიდობების გარეგნული შესახედაობით დაინგრა მთელი რუსული ისტორია – იასისა და ქუჩუკ-ყაინარჯის ხელშეკრულებები, ნიშტატის ზავი და პოლტავა, ხოლო მასთან ერთად ჩვენს თვალწინ ინგრევა მთელი პოსტბიზანტიური სივრცეც.

დასავლეთის სამემკვიდრეო მამულში ნებაყოფლობით გადადის კიევის რუსეთი – რუსული მართლმადიდებლობის აკვანი და ბიზანტიური მემკვიდრეობითობის სიმბოლო. დროების ნიშნად იქცევა მართლმადიდებლური საქართველოს კავშირი ატლანტიკურ პორტასთან (თურქეთთან – ი. ხ.), ხოლო ბრიტანული ხომალდების სევასტოპოლში შემოსვლა კი მეტად მნიშვნელოვნად ჩრდილავს ვირტუალურ წარმატებებს არანაკლებ ვირტუალურ “საერთოევროპული უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის” ფრონტზე. ამ აპოკალიფსურ ფონზე სერბული წინააღმდეგობა წარმოადგენს უკანასკნელ წმინდა და ნათელ ალს, რომელიც ამოდის სლავობის ლპობადი ხრწნის გარემოდან. აქა-იქ იფეთქებს ხოლმე მცირე კერები – მართლმადიდებელი ბერძნები წვავენ ამერიკულ დროშებს, და მათ, ისევე როგორც სერბებს, დაუყოვნებლივ აცხადებენ კომუნისტებად. ეს საბოლოოდ გვარწმუნებს იმაში, რომ XX საუკუნის დასაწყისში დასავლეთის მიერ ჩვენს თავზე დატეხილი კომუნიზმი წარმოადგენს მომავალი საუკუნის ზოგადი ჩანაფიქრის ერთერთ ინსტრუმენტთაგანს. რუსებმა კი, როგორც ჩანს, სრულებით დაკარგეს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი შეგნება და თვითგადარჩენის ინსტინქტი და პასიურად ადევნებენ თვალყურს ისტორიის დასასრულს.

მაგრამ ამ გადანაწილებაში მოხდა გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერიის იდეის საბოლოო ჩანაცვლება Pax Americana-ს იდეით. ეს ჩანაცვლება თავად დასავლეთის შიგნით ასახავს წარსულის ევროპის უდაოდ კულტურული ინიციატივის მქონე რომანულ-გერმანული დომინანტის კაპიტულაციას კულტურის გარეშე განვითარებული “ატლანტიკური” ცივილიზაციის წინაშე. მაგრამ ეს ასევე ნიშნავს, რომ მხოლოდ რუსეთი არ იმყოფება სახიფათო ზღვართან. ეს ნიშნავს, რომ ოდესღაც დიდი ევროპა სწრაფად კარგავს მსოფლიო ისტორიისა და კულტურის მოვლენის როლს. დღეს იმ ევროპისთვის, რომელიც ოდესღაც ხიბლავდა სლავ მედასავლეთეებს, დგება არა მხოლოდ “ისტორიის დასასრული”, რომელიც მხედველობაში ჰქონდა ფრენსის ფუკუიამას, და რომელიც ძალზედ ჩქარა მოჰყვა კვალდაკვალ ლიბერალიზმის იდეოლოგიური მეტოქის – მარქსისტული კომუნიზმის კრახს, არამედ უფრო მეტად საბოლოო შპენგლერისეული “Untergang des Abendlandes” – ევროპის მზის ჩასვენება.

მაგრამ ევროპა კარგავს არა მხოლოდ კულტურულ-ისტორიულ იმპულსს. ჯერ არასდროს არ ყოფილა იგი ასეთ საცოდავ მდგომარეობაში. მისი დღევანდელი როლის სიმბოლიზირებას საუკეთესოდ ახდენს ჰავიერ სოლანას ორაზროვანი და ყოველთვის უადგილო ღიმილი, გრიმასა, რომლითაც ტურა ტაბაკი რ. კიპლინგის “ჯუნგლების წიგნიდან” ატყობინებდა ხალხს თავისი პატრონის – შერხანის თავდაჯერებული, ბოროტი და უხეში ნების შესახებ, რომელიც ფეხით თელავდა კანონს... შემთხვევით არ არის, რომ camarada სოლანა უკვე აღარ უბრუნდება სენიორს, არამედ ხდება mister სოლანა.

მესამე ათასწლეულის ზღურბლზე ძნელად თუ კიდევ დარჩებოდა ვინმეს ეჭვები, რომ სულაც არა რუსული დიდმპყრობელობა წარმოადგენდა მუქარას მსოფლიო ძალებისა და ცივილიზაციების სტაბილურობისა და წონასწორობისთვის. პირიქით, რუსეთი გახლდათ ერთადერთი დაბრკოლება მრავალფეროვანი მსოფლიოს ძალადობრივი უნიფორმაციის გზაზე, რაც ხდება მსოფლიო მთავრობის ინტერესებში, რომელიც თავის ნებას კარნახობს საერთაშორისო საზოგადოებრიობის სუვერენულ სუბიექტებს. წონასწორობის აღდგენა და დერჟავის როლის შეძენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც რუსეთი გაბედულად და ღიად მიიღებს მისთვის თავსმოხვეულ გამოწვევას, მაგრამ ამისთვის საჭიროა არა იმდენად მატერიალური ძლიერება, რამდენადაც სულიერი.

ნატალია ნაროჩნიცკაია
საიტზე pravoslavie.ru გამოქვეყნდა 26.04.2000
შემდგომში განახლებულ იქნა საიტზე narochnitskaia.ru


თარგმნა და კომენტარები დაურთო ირაკლი ხართიშვილმა


გამოყენებული ლიტერატურა

[1] См. Палиенко Н.И. Суверенитет. Историческое развитие идеи суверенитета и ее правовое значение. Ярославль.1903. стр. 566.
[2] С.Н.Бабурин. Территория государства. Правовые и геополитические проблемы. Стр. 40.
[3] См. Zeman and W.B. Scharlau "The Merchant of Revolution", London, Oxford University Press.1965.
[4] Генри Киссинджер. Дипломатия. М., 1994, с. 196.
[5] См. The Intimate Papers of Colonel House. London, 1928, v.IV. . p.204-206.
[6] Заключения Лиги Наций. Зареванд. Турция и пантуранизм. Париж. 1930. стр. 27-28.
[7] См. Гуго Гроций. О праве войны и мира. стр. 269. М. 1930.
[8]Цымбурский В.Л. Идея суверенитета в посттоталитарном контексте. ПОЛИС (Политические исследования). 1993.
[9] Бурачас А. Суверенитет. // 50\50: Опыт словаря нового мышления.. М.. 1989. С. 519.
[10] Н.Я.Данилевский. Россия и Европа. Ст-П. 1995. Стр. 41.
[11] The Other Balkan Wars. 1913 Carnegie Endowment Inquiry in Retrospect with a New Introduction and Reflections on the Present Conflict by George F.Kennan. Washington. D.C. 1993, p. 16.
[12] Н.Я.Данилевский. Горе победителям. М., 1998. С. 192, 199.


ზოგიერთი კომენტარები მთარგმნელისგან

(1). ნატალია ნაროჩნიცკაიას წერილის დასაწყისში ნახსენებია, რომ ვატიკანის, პოლონეთის სამეფოსა და გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერიის მოძალება ბიზანტიური სივრცის დაუფლებისთვის “დაიმსხვრა რუსული დიდმპყრობელობის ძლიერებაზე, რომელიც თავდაცვით ხაზს ინარჩუნებდა სამასი წლის მანძილზე”. აქ შესაძლოა ბევრ ქართველს გასჩენოდა უკმაყოფილების გრძნობა, ან კიდევ ზიზღიც რუსული დიდმპყრობელობის (великодержавие) ხსენებაზე, ვინაიდან ეს ჩვენში რუსულ დამპყრობლობასთან არის გაიგივებული. მაგრამ თავად სიტყვას держава ქართულ ენაში, ჯერ კიდევ ერეკლე მეფის დროინდელ საბუთებში, შეესაბამება ტერმინი “სამპყრობელო”, ფუძიდან “პყრობა”. კვერთხი და სამპყრობელო, ანუ скипетр და держава შეადგენენ ზოგადად სამეფო ძალაუფლების ნიშნებს, მთელს ევროპულ ქრისტიანულ სამყაროში, და ხშირად მხრებზე მანტიამოსხმულ მეფეებს გამოხატავენ ტახტზე მჯდომარეთ სწორედ კვერთხითა და სამპყრობელოთი ორივე ხელში. რაც შეეხება ქვეყანასთან მიმართებით, დერჟავა ეწოდება ისეთ სახელმწიფოს, რომელიც სხვაზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ თავად ატარებს საკუთარ პოლიტიკას, რომელსაც თავისი სიტყვა ეთქმის საერთაშორისო ურთიერთობებში.

ასეთი დერჟავა გახლდათ საქართველოც დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის, აგრეთვე გიორგი ბრწყინვალის ხანაში. ჩვენ სასოებით ვიგონებთ იმ ხანას და გვინდა, რომ საქართველომ ძველი ძლიერება და დიდება კვლავ აღიდგინოს. პატივისცემით ვეკიდებით გერმანიის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის დერჟავობასაც, მაგრამ რუსეთის დერჟავობა კი მძაფრ ანტიპათიას იწვევს, და რატომ? რუსული დამპყრობლობის გამო? და განა ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია ნაკლები დამპყრობლები იყვნენ და არიან, ან კიდევ შეერთებული შტატები, იმათზე რატომ არაფერს ვამბობთ სასაყვედუროს? განა ისე კარგად ვიცით, თუ რა გადახდენიათ თავზე ამ სახელმწიფოებს ურთიერთშორის ომებში, ან კიდევ განსაკუთრებით სასაზღვრო პროვინციებს გერმანიასა და საფრანგეთს შორის, ბრიტანეთსა და ამ ქვეყნებს შორის, ესპანეთსა და საფრანგეთს შორის, ირლანდიასა და შოტლანდიას, აგრეთვე იტალიის ცალკეულ ოლქებს?

თუკი ასეთი საზიზღარი დამპყრობელი იყო რუსეთი, მაშინ რატომ მიიღეს იგი მოკავშირედ საღვთო რომის (ავსტრიის) იმპერიამ და საფრანგეთმა შვიდწლიან ომში პრუსიისა და ბრიტანეთის წინააღმდეგ, ან რატომ დაუბრუნა ამ ომში რუსული სისხლით მოპოვებული პრუსიის ქალაქები მემელი, ოდერის-ფრანკფურტი, კუნერსდორფი, კოლბერგი და სხვები 1761 წელში პეტრე III-მ ფრიდრიხ დიდს? რატომ ეძიებდნენ და ღებულობდნენ რუსეთის მოკავშირეობას რევოლუციური საფრანგეთისა და ნაპოლეონის წინააღმდეგ ავსტრია, პრუსია და ბრიტანეთი? რატომ შეკრეს 1815 წელს ვენაში საღვთო კავშირი ავსტრიამ და პრუსიამ, რუსეთთან ერთად, ევროპაში დაწყებული რევოლუციური მოძრაობის წინააღმდეგ, ხოლო როდესაც ამ კავშირის ვალდებულებით 1848 წელს რუსეთი ჯარებით დაეხმარა ვენის სამეფო კარს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებაში, რატომ არ მოითხოვა სანაცვლოდ თუნდა ძველი რუსული გალიციის დაბრუნება, რომლის მოსახლეობასაც ავსტრიაში რუსინებს ეძახდნენ? რატომ საყვედურობდა ბრიტანული მთავრობა რუსეთს: ყირიმის ომში დამარცხების შემდეგ ევროპულ საქმეებში მონაწილეობა აღარ გინდა და გვებუტებიო? და სხვა.

ახლა საქართველოსაც შევხედოთ: დავით აღმაშენებლის მიერ სომხეთის ძველი დედაქალაქის ანისის აღების შემდეგ, მის მემკვიდრეებს მუდმივად ომები ჰქონდათ მაჰმადიან მფლობელებთან ამიერკავკასიის პროვინციებისა და მის სამხრეთით მდებარე სომხური ქალაქის დვინის გამო. და რატომ? რად ვერ ჩერდებოდნენ საკუთარ საზღვრებში საქართველოს მეფეები? აი რას წერს ამის შესახებ წმინდა ილია მართალი (ილია ჭავჭავაძე) თავის წერილში “აი ისტორია”: “ნუთუ ძველისძველ საქართველოს მეისტორიემ ეს ანბანი არ უნდა იცოდეს, რომ მას შემდეგ, რაკი სომხეთი შეიმუსრა, სამხრეთი ჩვენი ღია დარჩა მტერთათვის შემოსასევად. ამ მიზეზით, სომხეთის შემუსვრის შემდეგ, არც ერთი მეფე არ ყოფილა ღირსეული ამ სახელისა, რომ თვალი სამხრეთისაკენ არა სჭეროდეს და აქეთ საბრძოლველად არ გასულიყოს, რომ ან ჩვენი მიჯნა სამხრეთისა საქართველოზედ შორს გაედგა მოსვნებისა და უშიშროებისათვის, ან მტერთათვის ისეთი ზარი არ დაეცა, რომ დიდხანს აღარა შემოებედნა-რა საქართველოსათვის. ეს იყო პოლიტიკური საჭიროება, რომელიც ეთავდებებოდა ჩვენს მშვიდობით ყოფნასა და არსებობასა... განა სულელები იყვნენ დავით აღმაშენებელი და მისნი შემდგომნი თამარამდე და თამარის შემდეგ სხვა მეფენიც, რომ სულ აქეთ იწევდნენ საომრად?! ქართველებს ამ მხრით გამაგრება რომ მოესწროთ, _ ვინ იცის _ საქართვლოს ბედი როგორ დატრიალებულიყო” (იხ. ჩვენს ბლოგზე წერილი “წმინდა ილია მართლის გამონათქვამები”, ან კიდევ პავლე ინგოროყვას რედაქტორობით გამოცემული ილიას ათტომეულის IV ტომში წერილი “აი ისტორია”).

როგორც ვხედავთ, წმ. ილია მართალი საქართველოს მეფეთა სამხედრო აქტიურობას სამხრეთისკენ, ქ. დვინის მიმართულებით, ხსნიდა ქვეყნის სამხრეთ მიჯნების დაცვის საჭიროებით, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობით: “ეს იყო პოლიტიკური საჭიროება, რომელიც ეთავდებებოდა ჩვენს მშვიდობით ყოფნასა და არსებობასა”. და ბოლოს კი ასკვნის: “ქართველებს ამ მხრით გამაგრება რომ მოესწროთ, _ ვინ იცის _ საქართვლოს ბედი როგორ დატრიალებულიყო”. მაშინ რატომ გვიკვირს და გვაშფოთებს ის გარემოება, რომ რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობაც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თავის მეზობელ ქვეყნებს, და მათ შორის – საქართველოსაც?

რაც შეეხება რუსულ დიდმპყრობელობას, რუსეთი თავისთავად არის დიდი დერჟავა, გნებავთ დიდი სამპყრობელო, ამომდინარე მისი უზარმაზარი ტერიტორიის, მნიშვნელოვანი მოსახლეობის, სამხედრო და განსაკუთრებით ბირთვული ძლიერებისა და სასარგებლო წიაღისეულის დიდი მარაგების ერთობლიობიდან. სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, 2000 წელს რუსეთის მოსახლეობა შეადგენდა დაახლოებით 146 მილიონ ადამიანს, რომელთაგან 81% იყვნენ რუსები (ანუ დაახლ. 118,26 მლნ), ხოლო უკრაინელებთან და ბელორუსებთან ერთად კი – 85% (დაახლ. 124,1 მლნ). ასევე ბუნებრივია, რომ ამ სახელმწიფოს ხელისუფლებას ექნება მასშტაბური პოლიტიკური ხედვა, გეგმები და ამოცანები, აგრეთვე საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული ტრადიციული ურთიერთობები – თანამშრომლობა და წინააღმდეგობანი ევროპისა და ჩრდილო-ამერიკის წამყვან, საშუალო და მცირე სახელმწიფოებთან, არაბულ სამყაროსთან, ცენტრალური და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთან. ისიც ბუნებრივია, რომ დიდი, საშუალო და მცირე სახელმწიფოთა მოქალაქეებს ექნებათ ერთიმეორისგან განსხვავებული ხასიათები, შეხედულებანი, მიდრეკილებები და მისწრაფებანი, ამომდინარე როგორც ამ ხალხების ისტორიული მეხსიერებიდან, ისე მათი თანამედროვე მდგომარეობიდანაც.

მონღოლობისა და ოსმალობა-ყიზილბაშობის პირობებში საქართველომ თავის ისტორიულ გზაზე დაკარგა დერჟავის მისეული სტატუსი, დაიშალა ცალკეულ სამეფო-სამთავროებად და ასე დაქუცმაცებული ეძიებდა ერთმორწმუნე რუსეთის მფარველობას, ბოლოს კი ესეც ვეღარ შეინარჩუნა და ქართლ-კახეთის მეფემ, გიორგი XII-მ, მისი გარდაცვალების შემდეგ ტახტის დასაკავებლად მოსალოდნელი შინაომების ატეხვის თავიდან აცილებისთვის, აგრეთვე ირანის მხრიდან წამოსული მუქარიანი მოთხოვნებისგან თავის დასაღწევად, 1800 წლის მიწურულს ითხოვა უშუალოდ რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომობაში მიღება, რაც განხორციელდა კიდეც 1801 წელს და რასაც ახლდა საკმაოდ მტკივნეული პროცესები. ჩვენს საზოგადოებაში ამის შესახებ მეტად დამახინჯებული, ტენდენციური და ხშირად გაყალბებული ცოდნაა გავრცელებული, რაც იწვევს ქართველებში ანტირუსეთული განწყობის გაღვივებას, დასავლეთის ინტერესებში რუსეთთან დაპირისპირება და ძვირად უჯდება ქართველ ხალხსა და მთლიანად საქართველოს მოსახლეობას. რუსეთ-საქართველოს ისტორიული ურთიერთობის შესახებ აქამდეც ბევრი რამ გამოვაქვეყნეთ ჩვენს ბლოგზე და მომავალშიც, ღვთის წყალობით, ვაპირებთ ამ თემის გაგრძელებას, მაგრამ ეს უკვე სხვა საუბრის თემაა.

(2). ნატალია ნაროჩნიცკაია თავის წერილში საუბრობს დასავლეთის წამყვანი სახელმწიფოების მხრიდან ზეწოლის შესახებ უკვე არაკომუნისტურ, არამედ “დემოკრატიულ” მოსკოვზე, “რათა სსრკ-ის დემონტაჟი მომხდარიყო მოკავშირე რესპუბლიკების საზღვრების მიხედვით და რუსეთისკენ მოსწრაფებული მთელი ხალხები (ბელორუსების გარდა) მოკლებული ყოფილიყვნენ სამართალსუბიექტურობას”. ესეც ბუნებრივია, პროტესტს გამოიწვევდა ქართველ მკითხველში, ვინაიდან, რაც საქართველოს შეეხება, მისი სამეფო-სამთავროები, მართალია ცალ-ცალკე, მაგრამ მაინც ერთიანი ქართული შეგნებით შევიდნენ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, ახალციხის საფაშოს, აჭარისა და, ნაწილობრივ, აფაზეთის გამოკლებით, რომლებიც XV საუკუნის ბოლოდან თვით XIX საუკუნის 80-იან წლებამდეც გაცილებით უფრო მეტად იყვნენ ინტეგრირებული ოსმალეთის იმპერიაში; ასევე ჭარ-ბელაქანისა (საინგილოსი), სადაც მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენდნენ ლეკები, რომელიც წარმოადგენდა მოსახერხებელ პლაცდარმს ჩრდილო-კავკასიელთათვის აღმოსავლეთ საქართველოში სათარეშოდ, და რომელიც რუსეთის მთავრობამ, ქართლ-კახეთის უკანასკნელ მეფეთა დაჟინებული თხოვნით, დაპყრობისა და დამორჩილების შემდეგ, ტფილისის გუბერნიას შემოუერთა. აი რას წერს ამის შესახებ ბროქჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედიურ ლექსიკონში წერილში “ზაქათალას ოკრუგი” თავადი ვ. მასალსკი: “საქართველოს რუსეთთან შემოერთების შემდეგ გამოჩნდა ჭარელი ლეკების თავნებობის ალაგმვისა და მათი თარეშების შეწყვეტის აუცილებლობა, რაც აღასრულა კიდეც 1803 წ. გენერალმა გულიაკოვმა. ახალი აღშფოთების (ამბოხების) შემდეგ, 1830 წ., ჭარელი ლეკების მიწები საბოლოოდ იქნა შემოერთებული რუსეთთან და მათგან შექმნილ იქნა ჭარ-ბელაქანის ოლქი (область), შემდგომში ჭარ-ბელაქანის ოკრუგი, რომელთანაც 1844 წ. შეერთებულ იქნა ელისუს სასულთნოც. 1859 წ. ჭარ-ბელაქანის ოკრუგს გადაარქვეს ზაქათალას ოკრუგად”. ჩვენში ხშირად საყვედურობენ რუსეთსა და რუსებს, რომ საბჭოთა რუსეთმა წაართვა საქართველოს საინგილოს მხარე, მაგრამ ის კი ავიწყდებათ, რომ სინამდვილეში შაჰ-აბას I-ის მიერ XVII საუკუნის დასაწყისში წართმეული ეს მხარე, სადაც ირანის მბრძანებელთა დახმარებით, თანდათანობით, ლეკური მოსახლეობის დაემკვიდრა უმრავლესობით, სწორედ მეფის რუსეთის ხელში და რუსული ჯარების მეშვეობით, რუსთა მიერ დაღვრილი სისხლით იქნა საქართველოს წიაღში დაბრუნებული, ხოლო როდესაც რუსეთში სამეფო ხელისუფლების დამხობაში ქართველმა სხვადასხვა ჯურის რევოლუციონერებმაც თავიანთი წვლილი შეიტანეს, მაშინ კი რევოლუციურმა სახალხო ხელისუფლებამ ეს ოლქი გადასცა აზერბაიჯანს, რომელთანაც მის მოსახლეობას სარწმუნოებრივი სიახლოვე გააჩნია. თანაც აზერბაიჯანისთვის საინგილოს გადაცემაში დიდი როლი ითამაშა თურქეთის სურვილმა, რომელსაც იმხანად სერიოზულ ანგარიშს უწევდნენ ბოლშევიკები, ვინაიდან თურქეთის მეშვეობით იმედოვნებდნენ მაჰმადიანურ სამყაროში მსოფლიო პროლეტარული რევოლუციის ცეცხლის დანთებას, ფულითა და იარაღით ეხმარებოდნენ თურქეთს ბრიტანეთისა და საბერძნეთის წინააღმდეგ, ბაშკირებისა და თათრების ცხენოსანი ჯარიც დაახმარეს, ხოლო ათათურქის სამხედრო მრჩევლად იყო მივლინებული სახელგანთქმული საბჭოთა მხედართმთავარი მიხეილ ფრუნზე.

ჩვენ არ ვიცით რა პრინციპების საფუძველზე ჩამოყალიბდა რევოლუციამდელი რუსეთის თურქესტანიდან საბჭოთა პერიოდში ყაზახეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთისა და თურქმენეთის საბჭოთა რესპუბლიკები და როგორ იქნა მათი საზღვრები დადგენილი, ტაჯიკები კი, მათგან განსხვავებით, ავღანურ-ფარსული მოდგმის ხალხია და წინა ოთხი რესპუბლიკისგან ბუნებრივად ცალკე დგანან. რაც შეეხება თავად რუსებს, უკრაინელებსა და ბელორუსებს, XIX საუკუნის გამოჩენილი რუსი ისტორიკოსის, სერგეი სოლოვიოვის მიხედვით, როდის გამოჩნდნენ აღმოსავლეთ სლავური ტომები მათი ისტორიულად ცნობილი დასახლების ადგილას, ბოლომდე გარკვეული არ არის. ისინი აქ მოვიდნენ სამხრეთ-დასავლეთიდან, დუნაის ნაპირებიდან, გამოდევნილნი რომელიღაც უფრო ძლიერი მტრის მიერ, და დაესახლენ მდინარეების: დასავლეთ ბუგის, დნესტრის, დნეპრისა და მათი შენაკადების აუზებში, შემდეგ უფრო ჩრდილოეთით, მდ. დასავლეთ დვინას აუზში და ილმენის ტბის სიახლოვეს, აღმოსავლეთში – მდ. ოკას გაყოლებით. მათ მეზობლად ჩრდილოეთში იყვნენ ფინური ტომები; აღმოსავლეთით, მდ. ვოლგის გაყოლებაზე – თურქული ტომის ხალხი, ბულგარები; დასავლეთში ნემანისა და დასავლეთ დვინის ქვემო წელში ცხოვრობდა ლიტვა, მის სამხრეთით კი დასახლებულნი იყვნენ იატვაგები, უცნობი წარმოშობის ხალხი.

სლავები დაყოფილი იყვნენ რამდენიმე ტომად, რომლებიც ერთიმანეთისგან დამოუკიდებელნი იყვნენ და ხშირად ერთმანეთში ომებიც ჰქონდათ. მათ სამხრეთით, მდ. დონის გაყოლებით ვოლგამდე და ყირიმში, ცხოვრობდნენ სკვითები და სარმატები, რომლებზეც შემდეგ ხაზარები გაბატონდნენ. ხაზარებმა დაიმორჩილეს სლავების სამხრეთული ტომები, ხოლო ჩრდილოეთის ტომები, რომლებიც ცხოვრობდნენ გვიანდელი ნოვგოროდისა და ფსკოვის გუბერნიების ტერიტორიაზე, აგრეთვე ფინური ტომები დამორჩილებული ჰყავდათ ნორმანებს, შვედეთის, ნორვეგიისა და დანიის მცხოვრებთ, რომლებსაც სლავები უწოდებდნენ ვარიაგებსა და რუსებს (როსებს). გარკვეულ ეტაპზე, VIII ან IX საუკუნეში ქრისტეს შობიდან, სლავებმა და ფინელებმა ერთობლივი ძალებით განდევნეს ნორმანები, მაგრამ შემდეგ დაიწყო ტომებს შორის ძველებურად ურთიერთმტრობა, ბრძოლები და რბევა-გაჩანაგება. ამის გამო სლავებმა თავად მოიწვიეს ისევ ვარიაგები, რათა ემართათ ისინი და დაემყარებინათ მშვიდობა და დაწყნარება მათ მიწებზე. 862 წელს მართლაც მოვიდნენ ვარიაგები და რუსები (როსები) რიურიკის, სინეუსისა და ტრუვორის მეთაურობით, და დაიწყეს აღმოსავლეთ სლავების ჩრდილოური ტომების მართვა. რიურიკი გარდაიცვალა 879 წელს, მან დატოვა ვაჟიშვილი იგორი, ხოლო ქვეყნის მართვას კი შეუდგა მისი ნათესავი ოლეგი, რაც მას, ნორმანული წესის თანახმად, ერგო ასაკით უფროსობის გამო. ასე წარმოიშვა სლავურ სამყაროში რუსი ხალხი, რომლის მმართველი ფენა გახლდათ ნორმანული წარმოშობისა, მთავართა საბრძოლო რაზმები, დრუჟინები, ასევე ძირითადად ნორმანებისგან შედგებოდა, მოსახლეობა კი სლავური იყო, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში შეადგენდნენ საბრძოლო პოლკებს. თანდათანობით რუსებმა დაიმორჩილეს მთლიანად აღმოსავლეთ სლავების ტომები და ქვეყანასაც ეწოდა რუსეთი – Русь, რომელიც სამხრეთში მდ. დონამდე ვრცელდებოდა, სადაც უკვე ხაზარების, ხოლო შემდგომში კი ყივჩაღთა სამფლობელოები იწყებოდა.

რუსეთის მთავრებად იყვნენ რიურიკოვიჩები, რიურიკის შთამომავლები, ხოლო მთლიანად რუსეთი კი დაყოფილი იყო სამთავროებად, რომლებიც ექვემდებარებოდნენ კიევის დიდ მთავარს. თავიდან რუსი მთავრების სახელები ძირითადად გახლდათ ნორმანული (ვიკინგური) წარმოშობისა: იური, იგორი, ოლეგი, ოლგა; შემდგომში სლავურ გარემოში მათი ასიმილაციის შედეგად, მთავართა წრეში გავრცელდა უკვე სლავური სახელები: სვიატოსლავი, იაროსლავი, იაროპოლკი, სვიატოპლკი, ვლადიმირი. X-XI საუკენეების მიჯნაზე რუსებმა, მოციქულთა სწორის, დიდი მთავრის ვლადიმირ სვიატოსლავის ძის მეთაურობით, მიიღეს ქრისტიანული სარწმუნოება. ამის შემდეგ რუსი მთავრების სახელებში ხშირია ქრისტიანულ საყაროში მიღებული სახელების დარქმევა: იოანე, ანდრია, ალექსანდრე, ანა, დანიელი, ვასილი და სხვა. რიურიკოვიჩებში არსებული წესრიგის მიხედვით, მთავრის ან დიდი მთავრის გარდაცვალების შემთხვევაში მისი უფროსი ძე კი არ იკავებდა მამის ტახტს, არამედ ასაკით უფროსი მამაკაცი რიურიკოვიჩებიდან. მაგრამ ამ პერიოდში უკვე ხდებოდა ბრძოლებიც, რომელთა დროსაც გარდაცვლილი მთავრების ვაჟიშვილები ცდილობდნენ, საგვარეულო წესის გვერდის ავლით, მამათა ტახტზე გამთავრებას. სახელდობრ, ასეთი ბრძოლების შედეგად იყო, რომ დიდი მთავრის ანდრია ბოგოლიუბსკის ძემ, იურიმ, მოისურვა მამის ტახტზე ასვლა, მაგრამ ბრძოლაში დამარცხებულ იქნა მისი ბიძის მიერ, და ყივჩაღეთში გაიხიზნა, საიდანაც ქართველმა დიდებულებმა მოიყვანეს იგი თამარ მეფის მეუღლედ (XII საუკუნის მიწურულს).

XIII საუკუნის დასაწყისში, 1230-იანი წლების მეორე ნახევარში, რუსეთი დაიპყრეს მონღოლებმა, ისევე როგორც იმ დროისთვის სახელგანთქმული საქართველოც. ს. სოლოვიოვის სიტყვებით, “იმ დროს, როდესაც აღმოსავლეთში რუსი მთავრები იძულებულნი არიან აღიარონ თავის თავზე თათარი ხანების ძალაუფლება, იმგზავრონ მათთან სტეპში, თაყვანი სცენ და საჩუქრები მიართვან მათ, – დასავლური რუსული ოლქები, ნოვგოროდი და ფსკოვი, განიცდიან ძლიერ თავდასხმებს სამი მხრიდან: შვედების, ლივონელი რაინდებისა და ლიტვის მხრიდან. შვედეთის მფლობელმა ბირგერმა, წახალისებულმა პაპის გზავნილებით, ჩაიფიქრა წამოსულიყო რუსებზე ჯვაროსნული ლაშქრობით, კათოლიციზმში მათ მოსაქცევად. ნოვგოროდში ამ დროს მთავრობდა იაროსლავის ვაჟიშვილი ალექსანდრე. შეიტყო რა, რომ შვედები მოვიდნენ ნევაში იჟორის შესართავში, ალექსანდრე მცირე დრუჟინით გამოვიდა მათ წინააღმდეგ და 1240 წლის 15 ივლისს მიაყენა ძლიერი დამარცხება, რისთვისაც მიიღო ნეველის სახელი... ამასობაში ლივონიის გერმანელებმა აიღეს იზბორსკი, დაამარცხეს ფსკოველები და მფლობელობა დაიწყეს ფსკოვში მოღალატე ტვერდილა ივანეს ძესთან ერთად. გერმანელები არ კმაყოფილდებოდნენ ფსკოვით, არამედ დაიწყეს ნოვგოროდის ოლქების დაპყრობაც; ნოვგოროდიდან ოცდაათი ვერსის იქით ვაჭრები უკვე ვეღარ მიდიოდნენ. ასეთ უბედურებაში ნოვგოროდელებმა კვლავ მოუხმეს ალექსანდრე იაროსლავის ძეს; იგი მოვიდა, გერმანელებისგან გაწმინდა ნოვგოროდის ოლქიცა და ფსკოვიც, და 1242 წლის 5 აპრილს მოიპოვა გერმანელებზე სახელგანთქმული გამარჯვება ჩუდის ტბის ყინულზე, რისთვისაც მას უწოდებენ კიდეც ყინულოვან ბრძოლას (ледовое побоище). გერმანელები იძულებული იყვნენ ზავი დაედოთ და უკანვე დათმეს ყველაფერი მათ მიერ დაპყრობილი. რჩებოდნენ ლიტველები, რომელთა ბრბოებიც აჩანაგებდნენ ნოვგოროდის სამფლობელოებს: ალექსანდრემ სამჯერ დაამარცხა ისინი”.

შემდგომში, მთავრებს შორის ბრძოლის პროცესში, 1252 წელს ალექსანდრე იაროსლავის ძე ვლადიმირის დიდი მთავარი შეიქნა. სერგეი სოლოვიოვი წერს: “გახდა რა დიდი მთვარი, ალექსანდრე იაროსლავის ძე ყველაზე უფრო მეტად ზრუნავდა იმისთვის, რომ შეეკავებინა თავისი ქვეშევრდომები თათრების წინააღმდეგ აჯანყებებისგან, რომელთა წინააღმდეგ ბრძოლისთვის მათ ძალები არ გააჩნდათ. ჯერ კიდევ იაროსლავის დროს თათრებმა მოახდინეს მოსახლეობის პირველი აღწერა რუსეთში ხარკის ასაკრებად. ბათო-ყაენის სიკვდილის შემდეგ, მისი ძმის ბერქა-ყაენის დროს, იყო მეორე აღწერა: მოვიდნენ თათარი წარმოგზავნილები, აღწერეს მთელი მიწა, დააყენეს ათისთავები, ასისთავები, ათასისთავები, დუმენისთავები (10 ათასის უმრფოსები), არ აღუწერიათ მხოლოდ სასულიერო წოდება. ამ დროს ნოვგოროდში უკვე წარმოიქმნა ორი მხარე: უკეთესი ადამიანების მხარე და მცირე ადამიანებისა (არისტოკრატიული და დემოკრატიული). უკეთესები თანხმდებოდნენ აღწერაზე, მაგრამ მცირეთ ეს არ სურდათ; ალექსანდრემ ძლივს-ძლივობით მოახერხა მათი დაყოლიება. მაგრამ როდესაც ნოვგოროდელები დაწყნარდნენ, მღელვარებამ თავი იჩინა აღმოსავლეთში; აქ ხალხი მოთმინებიდან იქნა გამოყვანილი თათარი ხარკის ამკრებების ძალადობებით, რომლებიც განდევნილ იქნენ კიდეც როსტოვიდან, ვლადიმირიდან, სუზდალიდან, პერეიასლავლიდან და იაროსლავლიდან. თათართა პოლკები უკვე გამოგზავნილ იქნენ ამის გამო რუსეთის გასაჩანაგებლად; მაშინ ალექსანდრე, რათა გადაერჩინა ხალხი უბედურებისგან, მეოთხედ გაემგზავრა ურდოში და საქმეც მოაგვარა; მაგრამ ეს გახლდათ უკვე მისი უკანასკნელი საქმე; უკანა გზაზე იგი გარდაიცვალა ვოლჟსკის ქალაქში 1263 წლის 14 ნოემბერს...”

შემდგომში უკრაინისა და ბელორუსიის წარმოშობის სათავეების გასაცნობად განსაკუთრებით საყურადღებოა სამხრეთ-დასავლეთ რუსეთის ბედის მოკლედ განხილვაც მონღოლ-თათართა შემოსევის შემდეგ. სერგეი სოლოვიოვი აგრძელებს: “თათართა შემოსევის შემდეგ ძველმა რუსეთმა, კიევის ოლქმა, დაკარგა უკანასკნელი ძალები: კიევი გადაიქცა უმნიშვნელო ქალაქად, რომელშიც ძლივს-ძლივობითღა მოითვლებოდა ორასიოდე სახლი, მისი შემოგარენი კი წარმოადგენდა უდაბნოს, რომელზედაც მომოფანტული იყო ადამიანთა თავის ქალები და ძვლები; ლიტველები თავისუფლად დასეირნობდნენ დნეპრისპირეთში, სპობდნენ რა უკანასკნელსაც, რაც კი დარჩენილი იყო თათრების შემდეგ; დამცველები არსად იყვნენ. ხალხი გარბოდა ან ჩრდილო-აღმოსავლეთ რუსულ ოლქებში, ან კიდევ დასავლეთით, სადაც, კასპიისპირა კუთხეში, ჯერ კიდევ გადარჩენილი იყო რუსული სამთავრო, შენარჩუნებული სახელგანთქმული დანიელ რომანის ძის მიერ”... მაგრამ აქ მიდიოდა ბრძოლა ტახტისათვის მონომახისა და ოლგას შთამომავლებს შორის. ეს მხარე გახლდათ გალიჩის სამთავრო, სადაც გამარჯვება წილად ხვდა დანიელ რომანის ძეს, მაგრამ ბათო-ყაენისგან ვოლგიდან მას მოუვიდა მრისხანე მიწვევა და დანიელიც იძულებული შეიქნა ურდოში გამგზავრებულიყო.

ამის შესახებ კვლავ აგრძელებს თხრობას ს. სოლოვიოვი: “მძიმე იყო სამხრეთელი მთავრისთვის, რომელშიც განსჯა ვერ აღემატებოდა გრძნობებს, როგორც ჩრდილოელ მთავრებში, მძიმე იყო იზიასლავის შვილთაშვილისთვის, რომელიც მიჩვეული გახლდათ ყველგან საკუთარი ღირსების დაცვას, მძიმე იყო დანიელისთვის თავის დამცირება სტეპელი ბარბაროსის წინაშე, მის წინაშე მუხლებზე დგომა, კუმისის სმა. ყაენმა იგი ალერსით გამოისტუმრა; მაგრამ ეს ალერსი დანიელს მოეჩვენა ბოროტ წყენად (შეურაცხყოფად), და ყველა ტიროდა გულისტკივილით, როდესაც სახლში დაბრუნებულმა დანიელმა მოუთხრო თათართა ალერსის შესახებ: “ბოროტებაზე უფრო უბოროტესია თათართა ალერსი”, ამბობს ამ შემთხვევის გამო სამხრეთელი მემატიანე. არანაირად არ შეეძლოთ შერიგებოდნენ იმ აზრს, რომ უნდა დარჩნენ ყაენის ქვეშევრდომებად. დანიელმა დაიწყო ზრუნვა იმისთვის, თუ როგორც გადაეგდოთ თათართა უღელი, მაგრამ მხოლოდ თავისი გალიჩისა და ვოლინის ძალებით, სადაც მთავრობდა მისი ძმა ვასილკო, ამის გაკეთება არ შეიძლებოდა – საჭირო იყო კავშირში შესვლა ყველა მეზობელ ევროპულ სახელმწიფოსთან და თათრებზე, მთელი საქრისტიანოს საერთო მტრებზე, ჯვაროსნული ლაშქრობით წასვლა; მაგრამ ჯვაროსნული ლაშქრობის შესახებ კათოლიკურ დერჟავებთან კავშირში ფიქრიც კი არ შეიძლებოდა რომის პაპთან შეერთების გარეშე, და ამიტომ დანიელმა დაიწყო ურთიერთობები რომთან ამ შეერთების თაობაზე. პაპს ძალიან გაეხარდა, დანიელს გამოუგზავნა სამეფო გვირგვინი, წერდა წერლებს სხვადასხვა მხარეს თათრების წინააღმდეგ ჯვაროსნული ლაშქრობის აუცილებლობაზე; მაგრამ რადგნაც პაპის გზავნილებს არანაირი შედეგები არ მოჰყოლია, ამიტომ დანიელმა მალევე შეწყვიტა თავისი ურთიერთობები რომთან, თუმცა კი დაიტოვა მეფის ტიტული და დაიწყო ფიქრი იმის შესახებ თუ როგორ დაეღწია თათრებისგან თავი საკუთარი ძალებით”... მაგრამ გალიჩის სამთავროს ძალებით თათართა უღლის გადაგდება მართლაც შეუძლებელი იყო და დანიელ რომანის ძე საბოლოოდ დამარცხდა, რის გამოც იგი იძულებული შეიქნა დაენგრია თავისი ქალაქების კედლები თათართა მოთხოვნით.

შემდეგ ს. სოლოვიოვი აგრძელებს: “მაგრამ თუკი დანიელს არ ჰქონდა წარმატება თათრებთან ბრძოლაში, სამაგიეროდ ბედი სწყალობდა ომებში თავის სხვა მეზობლებთან. ამ დროს ლიტვამ დაიწყო გაძლიერება, რუსული სამთავროების დასუსტებისა და ერთხელისუფლებიანობის წყალობით, რომლის დამკვიდრებაც დაიწყო მასში მთავარმა მინდოვგმა, ეშმაკმა და სასტიკმა ბარბაროსმა, რომელიც არ არჩევდა საშუალებებს თავისი მიზნების მისაღწევად. მიუხედავად ამისა, დანიელი ბედნიერად ომობდა მასთან, და მინდოვგის სიკვდილის შემდეგ, მისმა ვაჟმა ვოიშელკმა აღიარა თავისი დამოკიდებულება დანიელის ძმაზე, ვოლინის მთავარ ვასილკოზე. ასევე იღბლიანად მიდიოდა ომი იატვაგებთან, რომლებიც საბოლოოდა დაპირდნენ ემსახურათ დანიელისთვის და აეშენებინათ ქალაქები თავიანთ მიწაზე. ასეთმა წარმატებებმა სახელი გაუთქვა დანიელს მეზობელთა შორის, რომლებიც ეძიებდნენ მასთან კავშირსა და მის დახმარებას; ამის შედეგად დანიელი ღებულობდა მონაწილეობას უნგრელებისა და ჩეხების ბრძოლაში ავსტრიისათვის, რომლის ტახტიც მაშინ ცარიელი იყო; უნგრეთის მეფესთან მოლაპარაკების მიხედვით, დანიელის ვაჟმა, რომანმა, იქორწინა ავსტრიის გარდაცვლილი ჰერცოგის ფრიდრიხის დაზე და მზითვად ღებულობდა ავსტრიას; მაგრამ უნგრეთის მეფემ მოატყუა რომანს და არ მისცა დახმარება ჩეხეთის მეფის ოტოკარის წინააღმდეგ, და დანიელს უარი უნდა ეთქვა იმ იმედზე, რომ თავისი ვაჟი დაესვა ავსტრიის ტახტზე”.

მეტად საყურადღებოა დანიელ რომანის ძის საშინაო მმართველობის ღონისძიებებიც. მათ შესახებ ს. სოლოვიოვი მოგვითხრობს: “სამხედრო გამარჯვებების გარდა მეფე დანიელი განთქმული იყო ასევე თავისი სამთავრობო განკარგულებებითაც: თათართა მიერ გაჩანაგების შემდეგ მან მოახერხა თავისი მიწის აყვავებულ მდგომარეობაში მოყვანა: დაასახლა, ააშენა და მოაწყო ქალაქები, გააძლიერა მრეწველობა, ვაჭრობა. მაგრამ უნდა შევნიშნოთ, რომ დანიელმა, სურდა რა თავისი ქალაქების დასახლება, აავსო იგინი, თავისი მეზობლების, პოლონელი მთავრების, მსგავსად, უცხოელებით, გერმანელებით, პოლონელებით, სომხებით, იუდეველებით: ამისგან გალიციის სამთავროს ქალაქის მოსახლეობას, მდიდარსა და ძლიერს, მაგრამ რუსი ხალხისთვის უცხოს, არ ჰქონდა პატრიოტიზმი და არ შეეძლო ხელი შეეწყო გალიციის სამთავროს დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის. დანიელი აღესრულა 1264 და 1266 წლებს შორის, თითქმის ერთდროულად ალექსანდრე ნეველის გარდაცვალებასთან ერთად. ამ ორ სახელგანთქმულ თანამედროვეს შორის არის მსგავსება, მაგრამ არის მნიშვნელოვანი განსხვავებაც, რომელიც გვიჩვენებს სახელდობრ, რომ ერთი გახლდათ სამხრეთელი მთავარი, მეორე კი ჩრდილოელი: დანიელს, შეურაცხყოფილს დამცირებით, რომელიც მან განიცადა ურდოში, არ შეეძლო შერიგებოდა აზრს თათართა უღლის აუცილებლობის შესახებ; ალექსანდრემ, დანიელზე არანაკლებ მამაცმა და სახელგანთქმულმა თავისი გამარჯვებებით, მაგრამ უფრო მეტად ანგარიშიანმა, ფრთხილმა და კეთილგონიერმა, აღიარა მძიმე აუცილებლობა იმისა, რომ მხოლოდ საჩუქრებითა და თაყვანისცემით დაეფარათ (отмаливать) თავიანთი ხალხები თათართა შემოსევის უბედურებისგან; ის, რომ დანიელი იძულებული შეიქნა უარი ეთქვა თავის იმედებზე უღლის გადაგდების შესახებ, იძულებული გახდა დაენგრია თავისი ციხესიმაგრეები, წარმოადგენს ალექსანდრეს საქციელის საუკეთესო გამართლებას...” ასე ამთავრებს თავის თხრობას ამ საკითხზე XIX საუკუნის გამოჩენილი რუსი ისტორიკოსი.

ჩვენი თანამედროვე რუსი ისტორიკოსი და პოლიტოლოგი, ისტორულ მეცნიერებათა დოქტორი, “ისტორიული პერსპექტივის შესწავლის ფონდის” პრეზიდენტი, ნატალია ალექსის ასული ნაროჩნიცკაია, თავის წერილებში უკრაინის დამუკიდებლობის ისტორიული ასპექტების, რუსეთისა და უკრაინის თანამედროვე ურთიერთობების პრობლემატიკის ისტორიული ფესვების თაობაზე მსჯელობისას, ძირითად ფაქტორად გვისახელებს სწორედ გალიციის საკითხს, რომლის მთავარმაც უკვე XIII საუკუნის პირველ ნახევარში მიიღო კათოლიკური სარწმუნოება, დაიწყო ჩარევა ევროპული კათოლიკური სახელმწიფოების ურთიერთბრძოლებში, საკუთარი ქალაქები უხვად დაასახლა რუსული მართლლმადიდებლური სამყაროსთვის უცხო კათოლიკურ-მონოფიზიტურ-იუდეველური მოსახლეობით. და ალბათ რუსული მართლმადიდებლური მამულიშვილური გრძნობის დასუსტება ედო საფუძვლად იმ გარემოებას, რომ ამის შემდეგ გალიციის ისტორიული რუსული სამთავრო ჯერ პოლონეთის სამეფოს შემადგენლობაში აღმოჩნდა, ხოლო 1773 წლიდან კი, ავსტრიის იმპერიის შემადგენლობაში, სადაც განსაკუთრებულ ზომებს ღებულობდნენ მთავრობანი იმისთვის, რათა არ დაეშვათ სათავროს ძირძველი მოსახლეობის – ისტორიული რუსების, ანუ როგორც ახლა მათ უწოდებდნენ, რუსინების თავიანთ ფესვებთან დაბრუნება, ვინაიდან ეს აუცილებლად გამოიწვევდა, თანდათანობით, ამ მხარის დაბრუნებას პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით უდაოდ ძლიერი რუსეთის იმპერიის შემადენლობაში. მაგრამ ჩვენ აქ მეტს აღარ გავაგრძელებთ, ვინაიდან ამის შესახებ საფუძვლიანად წერს თავის წერილებში ქ-ნი ნაროჩნიცკაია, და დაინტერესებულ მკითხველთ ვურჩევთ მისი ნაწერების გულდასმით გაცნობას.

ახლა ისევ მივუბრუნდეთ ს. სოლოვიოვის თხრობას მონღოლური ბატონობის პირობებში დასავლეთ რუსული ოლქების დასავლურ სამყაროში გადასვლის, იქ მათი უცხოობის სიმძიმის, რწმენის გამო განცდილი შევიწროვებებისა და შემდეგ, მოსკოვის რუსეთის გაძლიერების კვალდაკვალ, ისევ რუსულ მართლმადიდებლურ სამყაროში დაბრუნების შესახებ, რაც ბუნებრივია, მშვიდობიანად და უსისხლოდ არ ხდებოდა. როგორც ცნობილია, კიევის დიდი სამთავროს დამცრობის შემდეგ, რუსული ეროვნული საქმიანობის სიმძიმის ცენტრმა გადმოინაცვლა ქვეყნის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ მხარეებში: ვლადიმირში, მოსკოვში. აქვე გადმოვიდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურიც. ამის შესახებ სერგეი სოლოვიოვი წერს: “ჯერ კიდევ 1299 წელს მიტროპოლიტმა მაქსიმემ დატოვა გაჩანაგებული კიევი, სადაც არ შეეძლო უსაფრხოების პოვნა, და საცხოვრებლად გადავიდა ვლადიმირში. კალიტამ (იგულისხმება მოსკოვის მთავარი იოანე I დანიელის ძე კალიტა, რომელიც მთავრობდა 1328-1340 წლებში) შეძლო მაქსიმეს მენაცვალის (მემკვიდრის, преемник), პეტრეს კეთილგანწყობის მოპოვება, რომელიც ამის გამო უმფრო მეტ ხანს ცხოვრობდა მოსკოვში, ვიდრე სხვა ადგილებში, გარდაიცვალა და დაიკრძალა მასში. წმინდა მამის არჩევანი მოჩანდა ღვთის შთაგონებად და ახალ მიტროპოლიტს თეოგნოსტს უკვე აღარ სურდა სასწაულმოქმედის საფლავისა და სახლის მიტოვება. სამიტროპოლიტო ტახტის ამ დამკვიდრებას მოსკოვში ჰქონდა დიდი მნიშვნელობა: იგი აძლევდა მას მთელი რუსული მიწის მთავარი ქალაქის სახეს, ვინაიდან მთავრები კიდევ ბევრნი იყვნენ, და ერთს ჯერ კიდევ ვერ მოეხერხებინა ყველა დანარჩენის თავისადმი დაქვემდებარება, მიტროპოლიტი კი ერთი იყო; გარდა ამისა, სამიტროპოლიტო ტახტი ხელს უწყობდა მოსკოვის ზრდასა და გამდიდრებას, ვინაიდან აქ ყოველი მხრიდან მოდიოდნენ პირები, რომელთაც სჭირდებოდათ რუსეთის ეკლესიის უმაღლესი წმინდა მამის ნახვა და მისგან დახმარება; დაბოლოს, მიტროპოლიტს უნდა ემოქმედა მუდმივად იმ მთავრის სასარგებლოდ, რომლის ქალაქშიც იგი ცხოვრობდა. სხვა მთავრები წინასწარ ჭვრედნენ სამიტროპოლიტო ტახტის მოსკოვში დამკვიდრების შედეგებს და ბრაზბდნენ, მაგრამ უკვე ვერაფერს უშველიდნენ”.

ასეთია რუსეთის მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ხელმძღვანელი ცენტრის მოსკოვში დამკვიდრების მოკლე ისტორია. აქ ეს მონათხრობი მოვიტანეთ იმისთვის, რომ უკანასკნელ ათწლეულებში საქართველოსა და ქართულ საზოგადოებაში გაძლიერებული ანტირუსეთული დამოკიდებულების ფონზე, განსაკუთრებით პროამერიკული და პრონატოური განწყობების კალაპოტში, ამ ნიადაგზე დაიწყო ერთგვარი დაახლოება საქართველოს მმართველი წრეებისა უკრაინის ისტებლიშმენტთან, ხოლო ქართული საზოგადოების ინტელექტუალური ფენის ერთ ნაწილში, და სასულიერო წოდების გარკვეულ ნაწილშიც, დაიწყეს ლაპარაკი კიევის ისტორიულ უპირატესობაზე მოსკოვთან შედარებით და უკრაინის ეკლესიის გამოყოფის მხარდაჭერაზე სრულიად რუსეთის ეკლესიისგან. ზემოთ მოყვანილი ეპიზოდიდან კი მკაფიოდ და ნათლად ჩანს, თუ რა საფუძვლები გააჩნია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ცენტრად მოსკოვის გადაქცევასა და განვითარებას, და როგორ ცეცხლს ეთამაშებიან ეს მჩატე ან ღვარძლიანი გონების ქართველები, როდესაც ხელოვნურად წამოწეული ასეთი ანტირუსული პროექტების გავრცელებაში მონაწილეობენ. ჩვენ პირადად 2006 წლის გაზაფხულ-ზაფხულში გვქონდა საუბრები ერთერთ ქართველ მიტროპოლიტთან, რომელიც თავისი ანტირუსეთული განწყობის გამო გვეუბნებოდა, რომ უკრაინის ეკლესია ცალკე უნდა იყოსო; და იქნებ სწორედ ასეთ განწყობებს, მათ შორის ასეთ მაღალ დონეზე, სასულიერო იერარქის მხრიდან, მოჰყვა კიდეც ის სასჯელი ღვთისაგან, რომელიც 2008 წლის აგვისტოში დაატყდა ჩვენს ქვეყანას? უფალი ხომ გვასწავლის, სხვას არ ვუსურვოთ ის, რასაც საკუთარ თავს არ ვუსურვებდით? და არ გავუკეთოთ ისეთი რამ, რაც არ გვენდომებოდა რომ ჩვენთვის გაეკეთებინათ?

შემდეგ სერგეი სოლოვიოვი მოგვითხრობს რუსეთის აღმოსავლეთისა და ჩრდილო-აღმოსავლეთის მთავართა ურთიერთბრძოლების შესახებ, აგრეთვე იოანე I კალიტას ხელში მოსკოვის სამთავროს გაძლიერებისა და მის გარშემო დანარჩენი რუსული მიწების შემოკრების ამბებს, რის შედეგადაც მოსკოვის მთავარმა შეიძინა დიდი მთავრის წოდება, სამთავრომ კი – დიდი სამთავროსი. შემდეგ იგი ეხება ისევ დასავლეთის რუსულ სამთავროებს და ჰყვება: “სწორედ იმ დროს, როდესაც ჩრდილო-აღმოსავლეთში დაიწყო რუსული მიწების შემოკრება მოსკოვის გარშემო, რუსული ოლქების (волости) ასეთივე შემოკრება ერთ მთლიანობაში ხდებოდა სამხრეთ-დასავლეთშიც, ლიტვის მთავართა მეშვეობით. მეფე დანიელის შთამომავლებმა ვერ შეძლეს გალიციის სამთავროს ძლიერების შენარჩუნება და მის გარშემო სამხრეთ-დასავლეთ რუსეთის შემოკრება, მიუხედავად იმისა, რომ ვოლინიც მათ ხელში გადავიდა, ვინაიდან ვასილკო რომანის ძის ვაჟი, ვლადიმირი, უშვილოდ აღესრულა. მაგრამ იმ დროს, როდესაც რუსეთში გაჩერდა მოძრაობა, ლიტვა სულ უფრო და უფრო მეტად ძლიერდებოდა, დაემკვიდრა რა პოლოცკის, ტუროვსკისა და ნაწილობრივ ვოლინის რუსულ სამთავროებში. 1315 წელს ლიტვის დიდ მთავარს წარმოადგენს გედიმინი, რომლის დროსაც ვოლინი და კიევის ოლქი (область) ჩავარდნენ ლიტვის მფლობელობაში. მაგრამ ბარბაროსი ლიტველები, უფრო მეტად განათლებულ რუსებთან შეჯახებისას, არ შეიძლებოდა არ დაქვემდებარებოდნენ მათ მოქალაქეობრიობას: რუსული მართლმადიდებელი სარწმუნოება და რუსული ენა გავრცელებას იწყებენ ლიტველ მთავრებსა და მათ ქვეშევრდომებს შორის. რაც შეეხება გალიციის სამეფოს, იგი, მეფე დანიელის შთამომავლობის შეწყვეტის შემდეგ, შეერთებულ იქნა პოლონეთთან უკანასკნელის მეფის, კაზიმირ დიდის მიერ, 1340 წელს”.

იოანე I კალიტას სიკვდილის (1341 წ.) შემდეგ მონღოლ-თათართა მხრიდან რუსეთს თავდასხმები არ განუცდია, არამედ იოანეს ვაჟი სიმეონი “ხუთჯერ იყო ურდოში და ყოველთვის ბრუნდებოდა იქიდან დიდი პატივითა და წყალობით”. შემდეგ ს. სოლოვიოვი მოგვითხრობს: “აღმოსავლეთიდან სიმშვიდე იყო; მაგრამ სამაგიეროდ დასვლეთში აღიმართებოდა ძლიერი მტერი: ეს გახლდათ ლიტვა. ჩვენ ვნახეთ, რომ გედიმინი დაკავებული იყო დასავლეთ რუსეთის ოლქების დაქვემდებარებით; მისმა ვაჟმა ოლგერდმა ყურადღება მიაპყრო აღმოსავლეთ რუსეთს. ოლგერდი, მემატიანის აღწერით, ძალზედ ჭკვიანი იყო, ლაპარაკობდა სხვადასხვა ენებზე, არ უყვარდა გართობა-თამაშობანი, არამედ საქმეებით იყო დაკავებული დღე და ღამე, იყო თავშეკავებული, მათრობელა სასმელებს ერიდებოდა, რისგანაც შეიძინა დიდი გონება და აზრი, თავისი ვერაგობით ბევრი მიწები დაიპყრო და თავისი სამთავრო გაზარდა. ოლგერდმა დაიწყო ომი სიმეონთან ლაშქრობით მოჟაისკზე; არ ჰქონდა რა იმედი, რომ სიმეონს მოერეოდა მხოლოდ თავისი ძალებით, ოლგერდს სურდა მოსკოვის სამთავრო დაეღუპა თათრების მეშვეობით, და გაგზავნა თავისი ძმა ყაენთან სიმეონის წინააღმდეგ დახმარების სათხოვნელად. მაგრამ მოსკოვის მთავარმა წარუდგინა ყაენს, თუ როგორი საშიში იქნება ოლგერდის ძლიერება თავად თათრებისთვისაც, თუკი იგი გაძლიერდება აღმოსავლეთ რუსეთის დამორჩილებით; ყაენმა ყური უგდო, დააკავა ოლგერდის ძმა და იგი სიმეონს გადასცა, რამაც აიძულა ოლგერდი ეთხოვა მშვიდობა მოსკოვის მთავრისთვის. მეორეს მხრივ, მნიშვნელოვანი დახმარება აღმოსავლეთ რუსეთისთვის იყო ის გარემოება, რომ ოლგერდს მუდმივად უხდებოდა ყურადღების გადატანა დასავლეთისკენ მისთვის სახიფათო ბრძოლით გერმანული ორდენის წინააღმდეგ – პრუსიაში (თუ არ ვცდებით, ეს გახლდათ ტევტონთა რაინდული ორდენი – ი. ხ.).

ფსკოველები ამ ხანებში მუდმივად აწარმოებდნენ ომებს ლივონიელ გერმანელებთან (ლივონიის, ანუ მახვილოსანთა ორდენი – ი. ხ.); ვერ ღებულობდნენ რა დახმარებას დიდი მთავრისგან შორეული მოსკოვიდან, ისინი იძულებული შეიქნენ მიემართათ უახლოესი დიდი მთავრისთვის, ლიტველისთვის, თავიანთ მთავრად მიიღეს ოლგერდის ვაჟი ანდრეი; მაგრამ მან თავად არ დაიწყო ფსკოვში ცხოვრება, არამედ სურდა ემართა სამთავრო თავისი ნაცვლების მეშვეობით; ფსკოველები არ იყვნენ ამით კმაყოფილნი და გაყარეს ლიტველი მთავრისნაცვლები, რითაც ახალი მტერი გაიჩინეს – ლიტვაში. ნოვგოროდი ებრძოდა შვედებს, რომელთა მეფემ მაგნუსმა კვლავ ჩაიფიქრა მიემართა ჯვაროსნული ლაშქრობისთვის ნოვგოროდის წინააღმდეგ რუსების კათოლიციზმში მოქცევის მიზნით. მაგნუსი დაეუფლა კიდეც ორეშეკს, მაგრამ ნოვგოროდელებმა ეს ქალაქი უკან წაართვეს. შვედეთის ომის დროს ნოვგოროდელებმა, სჭირდებოდათ რა ფსკოველთა დახმარება, აღიარეს ფსკოვის სრული დამოუკიდებლობა ნოვგოროდისგან: დადგენილ იქნა, რომ ნოვგოროდელი მოხელენი (посадники) ფსკოვში არ უნდა მჯდარიყვნენ, სამართალი არ განეჩინათ, ფსკოველები სასამართლოზე ნოვგოროდში არ უნდა გამოეძახებინათ არანაირ საქმეებზე, ფსკოვისთვის უნდა ეწოდებინათ არა ნოვგოროდის გარეუბანი, არამედ მისი უმცროსი ძმა. რჩებოდა დამოკიდებულება მხოლოდ საეკლესიო მიმართებით, ვინაიდან მთავარეპისკოპოსი გახლდათ ნოვგოროდისა და ფსკოვისა; მაგრამ აქ დადგენილ იქნა, რომ მსაჯული მეუფისგან საეკლესიო საქმეებში ფსკოვში იქნება ასევე ფსკოველი, და არა ნოვგოროდელი”.

როგორც ვხედავთ, ისტორიულად ლიტვაცა და პოლონეთიც არანაკლები დამპყრობლები იყვნენ, ვიდრე შემდეგ რუსეთი. ამიტომ, როდესაც ეს ქვეყნები დღესდღეობით ასე აქტიურად ლაპარაკობენ რუსეთის ისტორიული დაპყრობლობის შესახებ, აჯობებდა რომ მათ საკუთარი წარსულისთვისაც კარგად გადაეხედათ და თან სინდისისთვისაც მოეხმოთ. ისე კი პატიოსანი ისტორიკოსებისთვის ყველაფერი კარგად არის ცნობილი, როგორც რუსეთში, ისე დასავლეთშიც. უპატიოსნო და უსინდისო გზებისა და მიზეზების ძიება, ასე თუ ისე, შესაძლოა გამოსადეგი იქნას ერთი მხარის მნიშვნელოვანი უპირატესობის შემთხვევაში, მაგრამ თუკი მეორე მხარეც გამოთქვამს ბრძოლისთვის მზადყოფნას და კბილებშიც კარგად უთავაზებს მოწინააღმდეგეს, მაშინ მასაც დაავიწყდება უწინდელი შეთითხნილი არგუმენტები და ისიც პატიოსნებაზე ალაპარაკდება. მაგალითის სახით გვინდა მოვიყვანოთ ისევ ს. სოლოვიოვის თხრობა გაცილებით უფრო გვიან, 1703 წელს პეტრე I-ის ჯარების მიერ შვედეთთან ომში კვლავ მდ. ნევის ნაპირების დაუფლების შესახებ. სახელდობრ, რუსი ისტორიკოსი წერს: “... პეტრე პირდაპირ არხანგელსკიდან გაემათა თავისი სანუკვარი მიზნისკენ, იქითკენ, სადაც უწინაც რუსული სამფლობელოები ეხებოდა ზღვას, მაგრამ სადაც ახლა შვედური დროშები მოჩანდა ძველ რუსულ სიმაგრეებზე. პეტრემ ალყა შემოარტყა ნოტებურგს, ძველ ნოვგოროდულ ორეშეკს, 11 ოქტომბერს აიღო იგი და უწოდა შლჲუსენბურგი, ქალაქ-გასაღები, ვინაიდან ლადოგის ტბიდან ნევის გამოდინების ადგილას აგებული ეს ციხესიმაგრე ნამდვილად წარმოადგენდა ზღვისკენ გზის გასაღებს”, და სხვა.

ასევე, ნ. ა. ნაროჩნიცკაიასთან წაგვიკითხავს, და ბლოგზეც მოვათავსეთ ეს წერილი, რომ დღევანდელი ლატვიელი ისტორიკოსები საყვედურობენ რუსეთს, რომ ალექსანდრე II-ის დროს (1856-1881) მოხდა ლატვიაში ძველი საგზაო წარწერების ნაცვლად რუსული წარწერების გაკეთებაო, და ეს მოაქვთ რუსიფიკაციის ერთერთ გამოხატულებად, იმას კი აღარ ამბობენ, რომ ის ძველი წარწერები იყო არა ლატვიურ, არამედ გერმანულ ენაზე, რაზედაც მკითხველის ყურადღებას აქცევს ნატალია ალექსის ასული. ე. ი. გერმანოფიკაცია ლატვიელი “მამულიშვილებისთვის” მისაღები ყოფილა. ხოლო თუ მათთვის არც გერმანოფიკაცია იყო მისაღები, არამედ უნდოდათ, რომ გერმანულის ნაცვლად ახლა ლატვიური წარწერები ეხილათ, მაშინ მათ ისიც უნდა აღიარონ, რომ შვედეთის ნაცვლად რუსეთის შემადგენლობაში მათი გადასვლის შემდეგ, რუსული ხელისუფლების პირობებში ლატვიელთა ეროვნული ცხოვრება და თვითშეგნება ისე უნდა ამაღლებულიყო, რომ ისინი უწინდელი გერმანელი ბარონების ყმები და მსახურები კი აღარ იყვნენ, არამედ ლატვიური მიწები თავად ლატვიელთა ხელში იყო გადასული, და ასევე მათ გაუჩნდათ იმის სურვილი და მოლოდინი, რომ საკუთარ გზებზე ლატვიური წარწერებიც ეხილათ. და განა ამის გამო იმავე რუსული მმართველობისთვის მადლობა მაინც არ უნდა ეთქვათ, განა რუსეთის დასაბუთებული და კანონიერი ინტერესები არ უნდა გაეთვალისწინებინათ, ჯერ კიდევ I მსოფლიო ომისა და რუსეთის რევოლუციის წლებში? ისე ერთი რამით კი გაითვალისწინეს, სწორედ ლატვიელ მსროლელთა დივიზია (дивизия латышских стрелков) წარმოადგენდა საბჭოთა რუსეთში იმ თავზე ხელაღებულ და პირსისხლიან შენაერთს, რომელსაც განსაკუთრებით ეყრდნობოდა რუსეთის კომუნისტური მმართველი ბანდა, როდესაც კომუნისტური ხელისუფლების წინააღმდეგ აღმდგარი ტამბოველი გლეხებისა თუ კრონშტადტელი მეზღვაურების თავგანწირულ აჯანყებებს სისხლში ახშობდა. მაშინ წითელი არმიის სარდალი ტუხაჩევსკი იტყობინებოდა: ტამბოველი გლეხების გააფთრება იმდენად ძლიერი იყო, რომ ისინი ცელებითა და სამთითებით მოიწევდნენ ჩვენს ტყვიამფრქვევებზეო. ასეთია ლატვიელთა დამსახურება საბჭოთა რუსეთის ფიზიკურად გადარჩენის საქმეში, შედარებით უფრო ტრადიციულ რუსეთთან (თეთრგვარდიულ მოძრაობასთან) სისხლიანი და დაუნდობელი ბრძოლის წლებში, როდესაც საბჭოთა რუსეთის მმართველობაში იყვნენ არა ველიკოროსები, არამედ ძირითადად ებრაული წარმოშობის რუსეთის ქვეშევრდომები (ტროცკი, ზინოვიევი, კამენევი, სვერდლოვი, ბუხარინი, ნაწილობრივ ლენინიც), პოლონელებისა (ძერჟინსკი, მენჟინსკი) და ქართველების (სტალინი, ორჯონიკიძე, ენუქიძე) გარკვეული დანამატებით. ახლა ისევ ჩვენს თხრობას დავუბრუნდეთ.

ლიტვის ჯარებმა მოსკოვიც კი გადაწვეს დიდი მთავრის დიმიტრი დონელის (1363-1389) მმართველობის პირველ ხნებში. ს. სოლოვიოვი მოგვითხრობს: “მოსკოვს სურდა დაემკვიდრებინა თავისი გავლენა ტვერის სამთავროშიც, სარგებლობდა რა იქაური შინაბრძოლებით; მაგრამ ტვერის მთავარს, მიხეილ ალექსანდრეს ძეს, ქმედითსა და მამაცს, არ სურდა დაეთმო მოსკოვისთვის ბრძოლის გარეშე. რა თქმა უნდა, მას არ შეეძლო წინააღმდეგობის გაწევა საკუთარი ძალებით, და ამიტომ მიმართა თავის სიძეს (დის ქმარს), ოლგერდ ლიტველს... ოლგერდს, მემატიანის სიტყვით, ჰქონდა ასეთი ჩვევა, რომ არავინ არ იცოდა, არც თავისიანებმა, არც უცხოებმა, თუ საით ფიქრობს იგი ლაშქრობას: სწორედ ამ ეშმაკობით მან წაიღო კიდეც ქალაქი და ოლქები (волости) და დიმიტრი მოსკოველმა შეიტყო ოლგერდის ჩანაფიქრების შესახებ მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი უკვე იდგა საზღვარზე თავის ძმასთან კეისტუტთან, მის ახალგაზრდა ვაჟთან ვიტოვტთან, თავის ვაჟებთან, მიხეილ ტვერელთან და სმოლენსკის პოლკებთან ერთად. დიმიტრიმ ვერ მოასწრო ჯარების შეკრება, ბრძანა დაეწვათ მოსკოვის სავაჭრო ადგილები (посады) და ჩაიკეტა ახლად აშენებულ ქვის კრემლში. ოლგერდს არ შეეძლო კრემლის აღება, მაგრამ საშინლად დაარბია და გააჩანაგა მოსკოვის შემოგარენი, და დიმიტრი უნდა შერიგებოდა მიხეილს, დაუთმო რა მას ყველაფერი მისთვის წართმეული. მაგრამ როდესაც ოლგერდი წავიდა, დასავლეთში გერმანელებთან საბრძოლველად, მაშინ მოსკოვის მთავარი, დაისვენა რა, შეიარაღდა კვლავ ტვერელის წინააღმდეგ და დაარბია მისი სამთავრო; მიხეილი ისევ ლიტვაში გაიქცა, ოლგერდმა ისევ მასთან ერთად ალყა შემოარტყა მოსკოვს, მაგრამ შეტყო რა, რომ მის დასახმარებლად იკრიბება ჯარი პერემიშლში, დადო ზავი დიმიტრისთან და უკან გაბრუნდა”.

ამის შემდეგ ბევრი საყურადღებო რამ მოხდა რუსეთის ცხოვრებაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მოსკოვის დიდი მთავრის იოანე III ვასილის ძის მმართველობა (1462-1505), რომლის დროსაც მოსკოვის რუსეთმა დაიქვემდებარა ნოვგოროდის, ვიატკის, რიაზანის, ტვერისა და პერმის სამთავროები, საბოლოოდ გადაიგდო მონღოლ-თათართა უღელი (დაახლ. 1480 წ.), კავშირი შეკრა ყირიმის სახანოსთან და დაიქვემდებარა ყაზანის სახანო, ამავე პერიოდს ეკუთვნის ომების განახლება ლიტვასთან და ლივონიის ორდენთან. იოანე III-ის მოძრაობა დასავლეთისკენ ხდებოდა მის მიერ ღიად გაცხადებული შეხედულების მიხედვით, რომ “მთელი დასავლური რუსული ოლქები (волости) უნდა ეკუთვნოდეს მას, როგორც წმ. ვლადიმირის შთამომავალს, და არა ლიტვის მთავრებს” (ასეთი მოსაზრება ქართველი მკითხველისთვისაც გასაგები უნდა იყოს, ვინაიდან ჩვენც გვაქვს ჟამთა სიავის გამო დაკარგული მშობლიური მიწები, რომელთა დაბრუნებაზე მრავალ ქართველს უფიქრია და უოცნებია, მრავალს სისხლიც დაუღვრია ამის გამო). 1492 წელს გარდაიცვალა მეფე კაზიმირი, და ლიტვა და პოლონეთი გაყოფილ იქნა ის ორ ვაჟს შორის: იან ალბრეხტს ერგო პოლონეთი, ალექსანდრეს კი – ლიტვა. იოანე III-მ დაუყოვნებლივ ისარგებლა ამით და ყირიმის ხანთან ერთად შეუტია ლიტვის დიდ სამთავროს; ომის შედეგად მოსკოვის ხელმწიფეს დარჩა ძველი რუსული ქალაქი ვიაზმა, ნოვოსილსკის, ოდოევსკის, ვოროტინსკისა და ბელევსკის სამთავროები, სამშვიდიბო ხელშეკრულებაში იოანე III წოდებულ იქნა უკვე არა მოსკოვის დიდ მთავრად, არამედ სრულიასდ რუსეთის ხელმწიფედ.

ომის შემდეგ, ლიტვაში მართლმადიდებელთა შევიწროვების გამო, სულ ახალი და ახალი მთავრები გადმოდიოდნენ იოანე III-ის დაქვემდებარებაში, რის შესახებაც ს. სოლოვიოვი მოგვითხრობს: “ასე გადმოვიდა ბელსკის მთავარი იმ საფუძველზე, რომ მართლმადიდებლები ლიტვაში განიცდიან დიდ გასაჭირს კათოლიკებისგან; ბელსკის კვალდაკვალ გადმოვიდნენ მამულებით მდიდარი მთავრები, რომლებიც ამ დრომდე მოსკოვის დიდი მთავრის დაუძინებელი მტრები იყვნენ, სახელდობრ კი მთავარი ვასილი ივანეს ძე, შემიაკას შვილიშვილი, და შემიაკას მეგობრის, ივანე ანდრესი ძე მოჟაისკელის ვაჟი, მთავარი სემიონ ივანეს ძე; შემიაკინი გადმოვიდა ახალი ოლქებით – რილსკითა და ნოვგოროდ სევერსკით, მთავარი სიმეონი გადმოვიდა ჩერნიგოვით, სტაროდუბით, გომელით, ლჲუბეჩით; გადმოვიდნენ სხვა მთავრებიც, ნაკლებად მნიშვნელოვნები, – ყველანი სარწმუნოებისთვის დევნის მიზეზით”. ამას შედეგად მოჰყვა ომი, რომელიც საბოლოო ჯაში მოსკოველი ხელმწიფის გაარჯვებით დამთავრდა, თუმცა კი მასში ლიტველტა მხარეზე გამოდიოდნენ ლივონიის ორდენის ჯარები მაგისტრის ვალტერ ფონ-პლეტენბერგის სარდლობით, ასევე პოლნეთის ჯარებიც, და 1503 წლის ხელშეკრულებით რუსეთს შემოუერთდა მოსკოვის მხარეზე გადმოსული ყველა ახალი მთავრის მიწების, სახელდობრ, სტაროდუბის შემიაჩიჩისა და სხვა ოლქები. 1514 წელს რუსებმა წაართვეს ლიტველებს ძლიერი რუსული ციხესიმაგრე სმოლენსკი, რომელიც მანადე ლიტველთა და პოლონელთა ხელში იყო.

იოანე IV ვასილის ძის მრისხანის მმართველობის ხანაში (1547-1584) რუსეთის სამეფომ საბოლოოდ შემოიერთა ყაზანისა და ასტრახანის სახანოები, დაიწყო ციმბირის მიწების ათვისება, და ამასთანავე მეტ-ნაკლები წარმატებებით აწარმოებდა ომებს დასავლეთშიც, უმთავრესად ისევ ძველი რუსული ოლქების შემოერთებისთვის. შემდეგ იყო ბორის გოდუნოვის მეფობის ხანა (1598-1605), როდესაც მოსკოვის რუსეთი კვლავ ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენდა, მაგრამ გოდუნოვის გარდაცვალებას მოჰყვა შინაგანი არეულობანი თავად რუსეთში სამეფო ტახტის დასაკავებლად, რითაც ისარგებლეს დასავლელმა მეზობლებმა, შვედებმა და პოლონელებმა და მცირე ხნით პოლონელები მოსკოვშიც კი იყვნენ გაბატონებულნი. მაგრამ რუსებმა, მინინისა და პოჟარსკის მეთაურობით, მოხერხეს მათი განდევნა ქვეყნის დედაქალაქიდან. ამის შემდეგ რუსეთში არჩეულ იქნა ახალი დინასტია რომანოვებისა, რომლის ფუძემდებელმაც მიხეილ თეოდორეს ძემ იმეფა 1613-1645 წლებში. მისი მეფობის დასაწყისში სმოლენსკი კვლავ ლიტველებისა და პოლონელების ხელში იყო, და რუსეთის ხელმწიფე მისი დაბრუნებისთვის ქმედითად ზრუნავდა, თუმცა კი მრავალწლიანი არეულობების შემდეგ ქვეყანა შესაჩნევად იყო დასუსტებული. ამევე ხანაში ისტორიული რუსეთის დასავლეთ ოლქებს ახალი განსაცდელი დაატყდათ თავს. აი, რას მოგვითხრობს ამის თაობაზე სერგეი სოლოვიოვი.

“ჩვენ ვნახეთ, რომ დასავლეთ რუსეთი შეუერთდა უფრო ძლიერ ლიტვის სახელმწიფოს, ხოლო შემდეგ კი ლიტვის მეშვეობით შეუერთდა პოლონეთს. ამ შეერთების პირველ ხანებშივე აღმოჩნდა ბევრი მოუხერხებულობანი აღმსარებლობათა განსხვავების შედეგად, როდესაც იაგაილოსა და ზოგიერთი მისი მენაცვალის (მემკვიდრის) დროს პოლონელი კათოლიკები თავს ნებას აძლევდნენ მიჰყოლოდნენ რელიგიურ მგზნებარებას და შეევიწროვებინათ აღმოსავლური რუსული აღმსარებლობა (ე. ი. მართლმადიდებლობა – ი. ხ.). და იაგელონების დროსაც მსგავს მცდელობებს შედეგად ჰქონდა სახალხო მტრობა და რუსი ადამანების მისწრაფება პოლონური კავშირისგან ჩამოშორებისა და აღმოსავლეთ რუსეთთან შეერთებისკენ; და იაგელონების დროს მსგავსი მცდელობელი მუდივი და ძლიერი იყო; სხვანაირად წავიდა საქმე XVI საუკუნის ბოლოდან, როდესაც პოლონეთსა და ლიტვაში მოწოდებულ იქნენ იეზუიტები აქ გავრცელებულ პროტესტანტიზმთან საბრძოლველად. იეზუიტებმა, თავიანთი მოხერხებული ილეთების წყალობით, დაასუსტეს პროტესტანტიზმი, რის შემდეგაც დაუყოვნებლის მიმართეს თავიანთი ყურადღება უფრო სახიფათო მტრის – ძველი, აღმოსავლური ანუ რუსული აღმსარებლობის წინააღმდეგ, რომელსაც ხალხში ღრმად ჰქონდა ფესვები გადგმული: მის წინააღმდეგ აღაგზნეს მათ კათოლიკური ხალხმოსახლეობის ფანატიზმი, მის წინააღმდეგ, მათი ჩაგონებით, მოქმედება დაიწყო მთავრობამ, რომელიც დაბანგული იყო ფანატიზმით, და არ შეეძლო საკუთარი ინტერესის გარკვევა; მის წინააღმდეგ მათ მიერ მომართული იყო სკოლის ახალგაზრდობის მოუსვენარი ძალები; მის წინააღმდეგ ამბობდნენ ისინი ქადაგებებს და წერდნენ სამეცნიერო მსჯელობებს; მის წინააღმდეგ მოქმედებდნენ ისინი სახლებსა და სკოლებში, წყვტდნენ რა ახალგაზრდობას მამათა სარწმუნოებისგან.

სახელგანთქმულმა მქადაგებელმა იეზუიტმა პეტრე სკარგამ გამოსცა წიგნი “ღვთის ეკლესიის ერთიანობის შესახებ”, სადაც შეიარაღდა რუსული ეკლესიის წინააღმდეგ და მიუთითებდა იმ სარგებელზე, რომელიც უნდა მომხდარიყო მისთვის უნიისგან, ე. ი. პაპისადმი დაქვემდებარებისა და კათოლკური რჯულისმოძღვრების მიღებისგან, ძველი წეს-ჩვეულებებისა და საეკლესიო-სლავური საღვთისმსახურების ენის დატოვებით. სხვა იეზუიტი, ჩვენთვის უკვე ცნობილი, ანტონი პოსევინი, რომელმაც ვერ მოახერხა იოანე მრისხანის კათოლიციზმში მოქცევა, ზრუნავდა უნიის შესახებ დასავლეთ რუსეთში, რისთვისაც ითხოვდა სასწავლებლების მოწყობას რუსებისთვის რომსა და ვილნოში. აზრი უნიის სარგებლიანობის შესახებ არ შეიძლებოდა არ გავრცელებულიყო რუს ადამიანებს შორის, პოლონეთის ოლქებში მათი ეკლესიის ძალზედ არაშესაშური მდგომარეობის შედეგად. მთავრობა, თავიდან გულგრილი, ხოლო შემდეგ კი მტრულად განწყობილი, არ შეიძლებოდა ყოფილიყო ყურადღებიანი ამ ეკლესიის საჭიროებათადმი: იგი არა მხოლოდ მართლმადიდებელ მონასტრებს, არამედ მთელ ეპარქიებს აძლევდა მმართველობაში ისეთ ადამიანებს, რომლებიც არ გრძნობდნენ არანაირ შინაგან მოწოდებას მსგავსი თანამდებობებისადმი. ასეთ მწყემსებს არ შეეძლოთ სამწყსოს გაძლიერება რწმენასა და ზნეობაში: აქედან იყო დაბალი სასულირო წოდების ზნეობის დასუსტება, განათლების დაქვეითება. მიუხედავად ამისა დასავლეთ-რუსეთის საზოგადოებას შეეძლო საკუთარ თავში საშუალებების გამოძებნა საშიშ მტერთან საბრძოლველად, თავისი ძველი სარწმუნოების შენარჩუნებისთვის, და სარწმუნოებასთან ერთად ეროვნულობისაც (народности), ვინაიდან რუსი ადამიანი, უარს ამბობდა რა მართლმადიდებლურ აღმსარებლობაზე, გადადიოდა რა კათოლიციზმში, წყვეტდა მთელ კავშირებს თავის ხალხთან. თავიდან ძლიარი დახმარება დასავლეთრუსულ ეკლესიას გუწიეს დიდგვაროვანმა ადამიანებმა, რომელთაგან ყველაზე უფრო ქმედითად გამოჩნდა მთავარი კონსტანტინე კონსტანტინეს ძე ოსტროჟსკი: მას ურთიერთობები ჰქონდა მართლმადიდებლურ აღმოსავლეთთან (ე. ი. მოსკოვის რუსეთთან – ი. ხ.), აგროვებდა და გამოსცემდა საეკლესიო წიგნებს, აწყობდა სასწავლებლებსა და ტიპოგრაფიებს. მაგრამ შემდეგ დიდგვაროვან ადამიანთა დიდი ნაწილი დასუსტდა თავის მოშურნეობაში, მიიღო კათოლიციზმი და გაპოლონელდა. რუსული სარწმუნოებისა და ეროვნულობის (ხალხურობის) შენარჩუნების ვალდებულება უპირატესდ უნდა აეღოთ საკუთარ თავზე საძმოებს (братства).

საძმოები (братчины და братства) წარმოადგენდნენ ზოგად მოვლენას მთელი რუსული ოლქებისთვის და თავიანთ წარმოშობას ღებულობდნენ ღრმა სიძველიდან: ისინი შედგებოდა იმაში, რომ ცნობილი საეკლესიო დღესასწაულისთვის, მაგალითად, для Николина дня, მრევლის წევრები დებდნენ ფულს საერთო ნადიმის მოსაწყობად. ნოვგოროდში, ფსკოვსა და დასავლეთ რუსეთის ქალაქებში საძმოებს ჰქონდათ უფრო მეტი მნიშვნელობა, მეტი უფლებები, ვიდრე აღმოსავლეთ რუსეთში; დასავლეთ რუსეთის ქალაქებში ისინი განსაკუთრებით განვითარდა მაგდებურგული სამართლისა და ამქრული მოწყობის გავლენით, და შეიძინეს რელიგიური, საქველმოქმედო საქმიანობის, უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრული წრე: ამ საძმოებმა თავიანთი წევრები მიაჩვიეს საერთო დამოუკიდებელ საქმიანობას, საერთო თათბირებს, ძველი წესრიგის შენარჩუნების პირობებში, წევრთა ერთი-მეორისადმი პატივისცემისა და არჩეული მამასახლისებისადმი (выборные старшины) პატივისცემის პირობებში. და აი როდესაც დასავლურ-რუსულ ეკლესიას უნდა დაეწყო ბრძოლა გაბატონებულ ლათინურ ეკლესიასთან, მაშინ საძმოებში ჰპოვა მზა საყრდენი წერტილები, და რელიგიური ბრძოლის დაწყებისა და რელიგიური საკითხების წინ წამოწევის შედეგად, საძმოებმა შეიძინეს კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა, საკუთარ თავში შემოიერთეს არა მხოლოდ ქალაქის მცხოვრებნი ანუ მეშჩანები, არამედ აზნაურობაც.

აღწერილ დროში ყველაზე უმფრო გამოჩენილი ადგილი საძმოებს შორის ეკავა ლვოვის საძმოს (ლვოვში ანუ გალიციის ლემბერგში), დაფუძნებულს 1586 წელს ლვოველი მეშჩანების მიერ, ქტიტორებისა, რომლებიც აშენებდნენ ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიას ანტიოქის პატრიარქის იოაკიმის ლოცვა-კურთხევით. ამ საძმოს წესდების მიხედვით, ძმები უნდა შეკრებილიყვნენ განსაზღვრულ დროს და მოეტანათ ფულის განსაზღვრული რაოდენობა, ყოველწლიურად აერჩიათ ოთხი მამასახლისი, რომლებსაც თავიანთი თანამდებობების მოხსნის შემდეგ უნდა ჩაებარებინათ ანგარიში; ერთმანეთისადმი პატივისცემის დარღვევა და სხვა უღირსი საქციელი დაუყოვნებლივ ისჯებოდა საძმოს განაჩენით; საზოგადოებაში ძმებს თვალყური უნდა ედევნებინათ ერთიმეორისთვის და საძმოსთვის მოეხსენებინათ მისი წევრების უწესო საქციელის შესახებ: ამის სანაცვლოდ თითოეულ წევრს ჰქონდა გაჭირვებაში ძმების დახმარებაზე იმედის უფლება: ძმები ეხმარებიან მას სასამართლოში, ძმები უვლიან ავადმყოფ და ღარიბ ძმას, ეხმარებიან მას საძმოს ფულებით, და გაჭირვებაში ძმა ღებულობს საძმოს ფულებს სესხად პროცენტის გარეშე, გარდაცვლილ ძმას ყველა ძმა მიაცილებს დაკრძალვის ადგილამდე; ამთავრებენ რა თავიანთ საქმეებს სხდომებზე, ძმები კითხულობენ წმინდა წიგნებს და მოკრძალებით საუბრობენ ურთიერთ შორის. ამ წესების გარდა, რომლებიც საერთო იყო ყველა საძმოსთვის, პატრიარქმა იოაკიმემ ლვოვის საძმოს მისცა უფლება, რომ ემხილებინა ქრისტეს რჯულის მოწინააღმდეგენი, მოესპო ყველანაირი უღირსობა ეკლესიაში, მისცა უფლება საყოველთაო ზედამხედველობისა, რომელსაც ექვემდებარებოდა ეპისკოპოსიც, ეკლესიიდან განკვეთის უფლებაც. საძმომ დააარსა სკოლა, სადაც სწავლობდნენ ყველა წოდების მართლმადიდებელი ბაცშვები, მოაწყო ტიპოგრაფია, სადაც იბეჭდებოდა სლავური და ბერძნული წიგნები, მოაწყო ჰოსპიტალი. ლვოვის საძმოს შემდეგ მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ვილნოს საძმოს”.

ასეთი იყო მდგომარეობა დასავლეთ რუსეთის პროვინციებში XVI საუკუნის შუახანებში. სერგეი სოლოვიოვის წიგნში ამის მერე მოდის პარაგრაფები: მიზეზები, რომლებმაც აიძულეს ზოგიერთი ეპისკოპოსი, რომ ესურვათ უნია, და ეპისკოპოსები ემორჩილებიან რომის პაპს, რომლებშიც შედარებით უფრო ფართოდ არის გადმოცემული კათოლიკური შემოტევის ისტორია, რომელიც დასრულდა რუსი ეპისკოპოსებისა და სამღვდელოების ერთი ნაწილის რომის პაპის დაქვემდებარებაში გადასვლითა და მათ მიერ უნიის (რომთან კავშირის) გაფორმებით 1596 წელს. ამის შემდეგ უფრო მომცრო პარაგრაფში 1596 წლის ბრესტის საეკლესიო კრება, გამოჩენილი რუსი ისტორიკოსი ჰყვება: “რომში ზეიმობდნენ რუსული ეკლესიის შემოერთებას, ხოლო ვარშავაში კი სეიმზე 1596 წელს თავადი ოსტროჟსკი სხვა მართლმადიდებელ დეპუტატებთან ერთად მოითხოვდა ეპისკოპოსების ფოტისა და ტერლეცკის დამხობას იმის გამო, რომ თვითნებურად დაუქვემდებარეს რუსული ეკლესია პაპს. ბოლოს საქმის საბოლოოდ გადაწყვეტისთვის მოწვეულ იქნა საეკლესიო კრება ბრესტში, 1596 წლის ოქტომბერში. მაგრამ აქ მართლმადიდებელი და უნიის მიმღები მღვდელმთავრები ვერ შეერთდნენ საერთო თათბირზე: მართლმადიდებლებმა სამჯერ გაუგზავნეს მოწვევა მიტროპოლიტსა და მის თანამოაზრეებს, მაგრამ ისინი არ მოვიდნენ. მაშინ მართლმადიდებლებმა, რომელთაც თავმჯდომარეობდა კონსტანტინოპოლის პატრიარქის მიერ რწმუნებული ეკზარქოსი, ბერძენი ნიკიფორე, გამოაცხადეს მიტროპოლიტი და ყველა უნიატი ეპისკოპოსი ღირსება-ჩამორთმეულებად და ფიცი დადეს არ ჩამოშორებოდნენ აღმოსავლეთის ეკლესიას. იმავე დროს რაგოზამ თავის თანამოაზრეებთან ერთად შეაჩვენა მართლმადიდებლობისადმი ერთგულად დარჩენილი სასულიერო წოდება”.

ამის შემდეგ მოდის პარაგრაფები: მართლმადიდებელთა ბრძოლა უნიატებთან და კათოლიკებთან; განათლების გავრცელება, აგრეთვე კაზაკები და მათი აჯანყებანი პოლონეთის მთავრობის წინააღმდეგ. პირველ მათგანში ნათქვამია, რომ უნიის დადების შემდეგ, ანუ უფრო უკეთ რომ ითქვას, დასავლეთ-რუსული ეკლესიის მართლმადიდებლურ და უნიატურ ეკლესიებად გაყოფის შემდეგ, “რუსი ადამიანები, რომლებიც დარჩნენ მამათა რწმენისადმი ერთგულები, განიცდიდნენ დევნას: მართლმადიდებელ ტაძრებს კეტავდნენ; სოფლებში პანები მათ აძლევდნენ ურიებს (იუდეველებს), ასე რომ გლეხი, რათა მოენათლა ბავშვი ან დაემარხა მიცვალებული, მანამდე უნდა წასულიყო ურიასთან, რომელიც ფულის სანაცვლოდ უღებდა მას ეკლესიის კარებს. მაგრამ ამ დევნამ, ბრძოლამ, რომელიც რუს ადამიანებს უნდა ეწარმოებინათ თავიანთი რწმენისა და ეროვნულობისთვის მტერთან, რომელიც ძლიერი იყო არა მარტო მატერიალური სახსრებით, აღაგზნო მათი ზნეობრივი ძალები. რადგანაც უნიატები და კათოლიკები მოქმედებდნენ კალმით მართლმადიდებლობის წინააღმდეგ, ამიტომ მართლმადიდებლებმაც თავის დაცვა დაიწყეს იმავე იარაღით, გამოცემა წიგნებისა მართლმადიდებლობის სასარგებლოდ უნიისა და კათოლიციზმის წინააღმდეგ, რის შედეგადაც გამოჩნდა ვრცელი პოლემიკური ლიტერატურა; რათა ეწარმოებინათ ეს ბრძოლა კალმით წარმატებულად, რუსმა ადამიანებმა დაინახეს დასახმარებლად მეცნიერების მოხმობის აუცილებლობა და ამიტომ შეუდგნენ ძლიერად მცდელობას სასკოლო განათლების გავრცელებაზე, საძმოებმაც გააძლიერეს თავიანთი საქმიანობა”. და ეს ხდებოდა როგორც მართლმადიდებლურ საძმოთა სახსრებით, ისე ცალკეული რუსი მამულიშვილებისა, რომელთა შორისაც ს. სოლოვიოვი ასახელებს მდიდარ ქალბატონს ანა გუგულევიჩევნას, რომელიც დაეხმარა კიევის ღვთის გამოცხადების სახელობის ეკლესიის საძმოს მიერ დაარსებულ სკოლას 1615 წელს, და მოლდავეთის ვოევოდას ვაჟიშვილს პეტრე მოგილას, რომელიც წარმოადგენდა ამ სკოლის ყველაზე უფრო მეტად მოშურნე მფარველსა და გამავრცელებელს 1631 წლიდან, და რომელიც თავიდან გახლდათ კიევ-პეჩორას ლავრის არქიმანდრიტი, ხოლო შემდეგ კიევის მიტროპოლიტიც. “მისი ხარჯით ახალგაზრდა ადამიანები, ერისკაცნი და მონაზვნები, იგზავნებოდნენ ლვოვში, რომსა და თავიანთი აკადემიებით სახელგანთქმულ სხვა უცხოურ ქალაქებში, რათა შემდეგ მასწავლებლებად და აღმზრდელებად დაბრუნებულიყვნენ კიევის სკოლაში”, და სხვა.

მეორე პარაგრაფში, რომელიც შეეხება კაზაკების აჯანყებებს პოლონეთის მთავრობის წინააღმდეგ, სხვათა შორის ვკითხულობთ: “პოლონეთის სახელმწიფო საკუთარ თავში ატარებდა ღრმა ჭრილობას, რომელიც სულ უფრო და უფრო მეტად ღიზიანდებოდა; ეს გახლდათ რელიგიური ბრძოლა უნიის შედეგად, ძლიერი დევნა, რომელსაც განიცდიდნენ მართლმადიდებლები, შეერთებული მძიმე მდგომარეობასთან, რომელშიც იმყოფებოდა დაბალი, მიწათმოქმედთა წოდება. თუ როგორ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ გლეხები, ყველაზე უფრო უკეთ ჩანს იქიდან, რომ პანებს ჰქონდათ ჩვეულება მიეცათ თავიანთი დასახლებული მიწები იჯარით ურიებისთვის, გლეხების სიკვდილით დასჯის უფლებით, რომლებიც ასეთ შევიწროვებათაგან გარბოდნენ ან კაზაკებად ან კიდევ მოსკოვის სახელმწიფოს ფარგლებში. ამიტომ კაზაკები, ჯანყდებოდნენ რა სახელმწიფოს წინააღმდეგ თავიანთი კაზაკური ინტერესებისთვის, იმავე დროს, როგორც მართლმადიდებელი რუსი ადამიანები, აღმართავდნენ დროშას სარწმუნოებისა და ეროვნულობის სახელითაც და მდაბიო, ძლიერად დაჩაგრული მოსახლეობის ინტერესებშიც; ამიტომ კაზაკთა აჯანყებანი პოულობდა ძლიერ თანაგრძნობას არა მხოლოდ სოფლებში, არამედ ქალლაქებშიც; კაზაკური საქმე ერწყმოდა წმინდა, სახალხო საქმეს”.

კიდევ სხვასაც ბევრს მოგვითხობს ს. მ. სოლოვიოვი თავის ამ მცირე წიგნში «Учебная книга русской истории», მაგრამ ვფიქრობთ, რომ ზემოთ მოყვანილი ამონარიდებიდანაც კარგად ჩანს, რომ რუსები, უკრაინელები და ბელორუსები, ანუ ისტორიული ველიკოროსები, მალოროსები და ბელოროსები, ერთმანეთის ყველაზე უფრო ახლო მონათესავე ხალხებია და თავიანთ გასარკვევს ჩვენი ჩარევისა და მეტიჩრობის გარეშეც კარგად მიხედავენ. ასევე ვნახეთ, თუ როგორი ისტორიული მტრობა არსებობს ორ სლავურ სახელმწიფოს – პოლონეთსა და რუსეთს შორის, და იგი წარმოშობილია სულაც არა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სტალინის მიერ აღმოსავლეთ ევროპაზე თავის გავლენის გავრცელების შედეგად, არამედ მანამდე 900 წლის წინათ და მას საფუძვლად უდევს რელიგიური საკითხი – კათოლიკური რომანულ-გერმანული ევროპის შემოტევა მართლმადიდებლურ რუსულ სამყაროზე, სადაც კათოლიკური სამყაროს ფორპოსტად (მეწინავე ძალად) გამოდიოდა პოლონეთის სამეფო. ნუთუ ქართველებს იმდენი გონება არ უნდა გვქონდეს, რომ ამ დაპირისპირებაში მართლმადიდებელი ხალხის, რუსებისა, და მათ მიერ ისტორიულად შექმნილი სახელმწიფოს წინააღმდეგ არ ვუჭერდეთ მხარს კათოლიკურ-პროტესტანტული დასავლეთის შემოტევას, თანამედროვე “დრანგ ნახ ოსტენს”, როგორც ამას დასაბუთებულად განმარტავს თავის წერილებში ნ. ა. ნაროჩნიცკაია, აგრეთვე სხვა რუსი ავტორები?

ახლა რაც შეეხება საქართველოს. ნატალია ნაროჩნიცკაია გულისტკივილს გამოხატავს იმის გამო, რომ საბჭოთა კავშირში 80-იანი წლების მიწურულს, კავშირიდან მოკავშირე რესპუბლიკის გასვლის შესახებ, მიღებული კანონის შესაბამისად კი არ მოხდა საქართველოს გამოსვლა სსრკ-ის შემადგენლობიდან, არამედ მისი გვერდის ავლით. კანონი ითვალისწინებდა, რომ საბჭოთა კავშირიდან გასვლის მსურველ რესპუბლიკას თუკი გააჩნდა თავის ტერიტორიაზე ავტონომიური წარმონაქმნები, მაშინ ამ წარმონაქმნებში ცალ-ცალკე უნდა ჩატარებულიყო მოსახლეობის გამოკითხვა და ამის საფუძველზე გადაწდარიყო, უნდათ თუ არა მათ გასვლა სსრკ-დან ამ მოკავშირე რესპუბლიკასთან ერთად, თუ ისინი ამჯობინებდნენ ძველებურად კავშირში დარჩენას. უნდა ითქვას, რომ ეს არგუმენტ, რომელიც ეწინააღმდეგება ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიულ განვითარებას, და ამდენად მიუღებელი და მტკივნეულია ჩვენთვის, ნ. ა. ნაროჩნიცკაიას წერილებში გამოჩნდა შედარებით გვიან, მანამდე კი იგი ამაზე აქცენტს სულაც არ აკეთებდა, არამედ წერდა, რომ რუსეთისთვის უფრო სასურველია მეგობრული და მოკავშირული ურთიერთობების განვითარება არა საქართველს ავტონომიებთან, არამედ თავად მის ცენტრალურ ხელისუფლებასთანო. სახელდობრ, წერილში “ევრაზიის გასაღები ძევს შავი ზღვის ფსკერზე” იგი ამბობს: “რუსეთისთვის ჩეჩნეთის პრობლემებში აუცილებელია მხოლოდ ის, რომ მას ხელს არ უშლიდნენ, და საქართველოს მხრიდანაც მას სჭირდება სხვა ბანქოს ქაღალდი: სტრატეგიული პოზიციების გარანტიები შავ ზღვაზე. საქართველოს პოზიცია რუსეთისთვის საბოლოო ჯამში სოხუმის პოზიციაზე უფრო მნიშვნელოვანია. მაგრამ საქართველო ეწვა რისკიან თამაშს რუსეთის წინააღმდეგ, რითაც ამაღლებს რუსეთის თვალში „პრორუსული აფხაზეთის“ ფასეულობას და გადააქცევს ურთიერთობათა მთელ კომპლექსს მოჯადოებულ წრედ”.

როგორც ვიცით, საქართველოს ხელისუფლებამ 2000-იანი წლების დასაწყისში ყურად არ იღო რუსეთის მთავარი სტრატეგიული ინტერესი – “სტრატეგიული პოზიციების გარანტიები შავ ზღვაზე” და დასავლეთისადმი მაამებლობის გზით განაგრძო უშუალოდ რუსეთის ეროვნული და სამხედრო უსაფრთხოების ინტერესებისადმი მტრული პოლიტიკის გატარება. ნატალია ნაროჩნიცკაია იქვე აღნიშნავდა: “საქართველოს სახელმწიფოს მეთაური 1999 წლის შემოდგომაზე აცხადებდა, რომ თბილისს უფლება აქვს დამოუკიდებლად წყვეტდეს, თუ ვისი სამხედრო ბაზები იქნება დისლოცირებული მის ტერიტორიაზე _ რუსეთის, თურქეთის თუ აშშ-ის... ასეთი სტრატეგია სრულად შეესაბამება აშშ-ისა და დასავლეთის სურვილებს მოახდინონ პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველა კონფლიქტის ინტერნაციონალიზაცია, აგრეთვე არ მისცენ უფლება რუსეთს მთლიანად გაანადგუროს ამბოხებული ტერორისტული წარმონაქმნი თავის ტერიტორიაზე” (იგულისხმება კონფლიქტი ჩეჩნეთში – ი. ხ.). როგორც ვხედავთ, ამ წერილში და იმ ხანად გამოქვეყნებულ სხვა წერილებში სულაც არ იყო ლაპარაკი საქართველოსგან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩამოშორებაზე, მაგრამ რუსეთთან მტრობის გაღრმავებამ ეს არგუმენტებიც წამოაყენა. ამ საკითხებზე ჩვენი დამოკიდებულების შესახებ დეტალურად გვიწერია კომენტარებში, როლებიც დავურთეთ ნ. ა. ნაროჩნიცკაიას წერილებს: “ბალტიკიდან შავ ზღვამდე”, “რუსეთი, დსთ და დასავლეთი”, “ევრაზიის გასაღები ძევს შავი ზღვის ფსკერზე” და “საქართველო ირჩევს ამერიკას”, და ჩვენი ბლოგის მკითხველს შეუძლია უშუალოდ ნახოს ისინი, ახლა კი მათზე ლაპარაკი მეტად შორს წაგვიყვანდა.

გარდა ამისა, ჩვენში გაისმოდა არგუმენტები – თუ რა რუსეთის საქმეა, ვისი სამხედრო ბაზები იქნება ჩვენს ტერიტორიაზეო? მაგრამ ამის მთქმელი ადამიანები ალბათ არ მოისურვებდნენ იმას, რომ თავიანთი საცხოვრებელი ბინის ან სახლის მახლობლობაში ეხილათ ისეთი თანამოქალაქენი, რომლებთანაც რაიმე მიზეზის გამო სერიოზული მეტოქეობა, დაპირისპირება ან სულაც მტრობა გააჩნიათ, ექნებოდათ შიში იმისა, რომ ასეთ დამეზობლებას საკუთარ თავში ექნებოდა მოსახერხებელ შემთხვევაში “მეზობლის” მხრიდან მათთვის ან მათი ოჯახებისთვის ზიანის მოტანის საფრთხე, და ყველანაირად ეცდებოდნენ ასეთი დამეზობლების არდაშვებას, ან კიდევ რაიმე კონტრქმედებებით მოსალოდნელი საფრთხის განეიტრალებას. ამასთანავე, II მსოფლიო ომის შედგომი წლების საერთაშორისო ურთიერთობები კარგად იცნობს მსგავს პრაქტიკას. სახელდობრ, საბჭოთა ჯარებმა 1945 წელს დაიკავეს ავსტრია და იქ ახორციელებდნენ საოკუპაციო რეჟიმს. ნატო-ს ბლოკის ჩამოყალიბებისა (1949 წ.) და ამის საპასუხოდ ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის შექმნის დროს (1955 წ.) ატლანტიკური დასავლეთის დაჟინებულ მოთხოვნას წარმოადგენდა ავსტრიიდან საბჭოთა ჯარების გაყვანა და სსრკ-ის ხელისუფლებაც ამაზე დაეთანხმა იმ პირობით, რომ ავსტრია გამოაცხადებდა მუდმივ ნეიტრალიტეტს. ასეთი ხელშეკრულება გაფორმდა და საბჭოთა კავშირმაც თავისი ჯარები გამოიყვანა ავსტრიიდან. ამის შემდეგ გასულია 55 წელზე მეტი და ავსტრიისა და საქართველოს ფაქტობრივ მდგომარეობათა შედარებით ჩვენი მკითხველი ალბათ კარგად შეიგრძნობს იმის მნიშვნელობას, თუ რამდენად საჭიროა საქართველოს გარშემო არსებული ძალებისა და მათი დასაბუთებული და კანონიერი ინტერესების გათვალისწინება ჩვენი ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის ჩამოყალიბებისა და გატარებისას.

No comments:

Post a Comment