Thursday, November 17, 2011

ევროპა, აზია, ახლო აღმოსავლეთი – ვინ არის შემდეგი?

არაშემთხვევითობა, რომლითაც ოფიციალური განცხადებები რუსეთში და მათი მიმყოლი მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავს არიდებენ აშშ-ში 11 სექტემბრის რეალური მოვლენების შედარებას (შეპირისპირებას) ამერიკული “პასუხის” სისავსეში გაშლილ მასშტაბებთან და გეოპოლიტიკურ პარამეტრებთან, მეტად შთამბეჭდავია. პრაქტიკულად არ არსებობს ანგლოსაქსონელთა ცენტრალურ აზიაში ფრონტალური შესვლის გეოპოლიტიკური მოხაზულობების, ასევე ახლო აღმოსავლეთში მოვლენების მიმყოლ ჯაჭვთან, ინდოეთსა და პაკისტანს შორის კონფლიქტთან მისი კავშირის სერიოზული ანალიზი.

როდესაც აშშ-მა განაცხადა ამერიკელთა დაღუპვის გამო მორალური უფლების საფუძველზე თავისი “იურიდიული” უფლების შესახებ “ომის აქტზე” უპასუხოს სრულმასშტაბიანი ომით ქვეყნის განადგურებამდე, ყველამ ვერ გაიცნობიერა, რომ არა 11 სექტემბრის მოვლენები, არამედ ხარისხობრივად ახალი ეტაპი ამერიკულ სტრატეგიაში, ასევე მსოფლიოში მის ქცევაში აღნიშნავს ახალი ერის დაწყებას, რომელიც სანატრელს გაგვიხდის ყბადაღებულ “ცივ ომს”. ეს სტრატეგია, რომლისთვისაც “ტერაქტებმა” შექმნეს საჭირო საბაბი, მიზანმიმართულად ერთ რეგიონში მეორის მიყოლებით თავიდან იცილებს (სპობს, устраняет) XX საუკუნის მეორე ნახევრის მსოფლიო წესრიგის კონსტრუქციებს, რომლის ფუნდამენტიც აფეთქებულ იქნა არა “ალ ქაიდას” მიერ, არამედ ბიპოლარული მსოფლიოს დანგრევის შედეგად.

ყოველ ახალ “ხუთწლედს” მივყავართ რეგიონების მორიგი გეოპოლიტიკური გადანაწილებისკენ “განვითარებული დემოკრატიის მშენებლობისა” და ერთიანი მსოფლიოს პროგრამით ანგლოსაქსონური ეგიდის ქვეშ. სსრკ-ის დანგრევამ გვაიძულა მაშინვე დაგვევიწყებინა გერმანიის გაერთანების ეფექტის შესახებ. სევასტოპოლიდან რუსეთის წასვლისა და შავი ზღვის სახელმწიფოს მისეული სტატუსის ეროზიის კვალდაკვალ კი დაუყოვნებლივ დაბრუნდა აღმოსავლური საკითხი, და ამის ორბიტაში კვლავ ჩართული არიან (вовлечены) კავკასია და ბალკანეთი. ევროპის ცენტრში სუვერენული სახელმწიფოს – იუგოსლავიის წინააღმდეგ აგრესიამ აიძულა რომ გაფერმკრთალებულიყო (ჩამქრალიყო, померкнуть) ცვლილებები აღმოსავლეთ ევროპაში. და, ბოლოს, ავღანეთის სრული განადგურების შემდეგ ე. ბლერის ტრიუმფალური შესვლა ქაბულში, რაზედაც ოცნებაც კი არ შეეძლოთ ლორდ პალმერსტონს ან დიზრაელის, გვიბიძგებს, რომ ნატო-ს გაფართოებას აღმოსავლეთისკენ ვუდგებოდეთ როგორც პროვინციული მასშტაბის მოვლენას, “ფრონტის გათანაბრებისთვის” ერთგვარ ტექნიკურ ოპერაციას, და უკვე ძლიერად აღარ განვიცდიდეთ მასში რომელიმე მორიგი “სახელმწიფოს”, ვთქვათ სლოვენიის ჩართვასაც.

ევროპის “ატლანტიზაციის” შემდეგ მიდის მთლიანობაში ევრაზიის სტრუქტურული გარდაქმნა. ამისთვის ქმნიან XX საუკუნისთვის პრინციპულად ახალ ცენტრალურ აზიას. ეს ნიშნავს, რომ დადგა რადიკალური ცვლილებების რიგი ახლო აღმოსავლეთში, რომელიც უნდა იქცეს საიმედო ზურგად სამხრეთ-ევრაზიული რკალისთვის.

ლოგიკას “cui bone” – “ვის აწყობს ეს” მივყავართ ერთადერთ დასკვნამდე: რიგითი ისრაიტელების ტანჯვის მიუხედავად, სწორედ თელ-ავივი ღებულობს უზარმაზარ სტრატეგიულ დივიდენდებს ძალადობის წრის ესკალაციისგან ისრაელისა და მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეჭვი არ არის, რომ ისრაელის სპეცსამსახურებს შეუძლიათ იყენებდნენ და წარმართავდნენ არაბულ ექსტრემისტულ ორგანიზაციებსა და ფანატიკოსებს ისევე, როგორც აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო იყენებდა მოჯაჰედებსა და თალიბანს.

რუსული მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მიუხედავად ამისა, დაუფიქრებლად იმეორებენ კლიშეს, რომ ვითომდა სწორედ იასირ არაფატი დგას პალესტინელ კამიკაძეთა ტერორისტული აქციების უკან და სურს სამშვიდობო პროცესის ჩაშლა. ასეთ მტკიცებას აღიქვამენ როგორც აქსიომას იმის საფუძველზე, რომ “ჰამაზისა” და “ჰეზბოლახის” ბოევიკები – პალესტინელი არაბებია. ზუსტად ისევე, როგორც მოჯაჰედებსა და თალიბებს ჰყავდათ სულაც არაისლამური დირიჟორი, რომელიც უნარიანად წარმართავდა მათ გააფთრებულ პოტენციალს საჭირო გეოპოლიტიკური რკალის გაყოლებით, ისე ისრაელსა და პალესტინელ არაბებს შორის ურთიერთ დამოკიდებულებებიც – სპეცსამსახურების მიერ ანალიტიკური გარჩევის, ასევე გამეშვეობითებული (опосредованное) ზემოქმედებისა და მართვის საგანია – დღეს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსა და “მოსადის”, უწინ კი საბჭოთა დაზვერვისაც. ახლო აღმოსავლეთში ძალების დინამიურ ბალანსს ყოველთვის ჰქონდა რეგიონულზე უფრო მეტი მნიშვნელობა და გახლდათ მსოფლიოში ძალთა თანაფარდობის მაჩვენებელი, რაც, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავდა ავტონომიური ტენდენციების განვითარებასა და კერძო ხასიათის იმპულსების გამოჩენას, რომლებიც ზოგჯერ არღვევდნენ სერთო სვლას. არაფატის წინააღმდეგ ბრალდებებს არ გააჩნია რაიმე ლოგიკა, აღარაფერს ვამბობთ უკვე იმის შესახებ, რომ შინაპატიმრობაში შეუძლებელია რაიმეს კონტროლირება.

დღეს არაფატის თვალწინ ნადგურდება მთელი მისი თითქმის ორმოცწლიანი პოლიტიკური, დიპლომატიური და სახელმწიფო სტრატეგიის შედეგები. იგი შესაძლებელი გახდა მხოლოდ ბიპოლარულ მსოფლიოში და თანდათანობით გააწონასწორა რკალი, რომელიც აგებულ იქნა ანგლოსაქსონელთა მიერ ჯერ კიდევ XIX საუკუნის ბოლოდან თავიანთი ინტერესების უზრუნველსაყოფად “სუეცის აღმოსავლეთით” სრუტეების, ხმელთაშუა ზღვისა და ნავთობრესურსების უმნიშვნელოვანეს სამხედრო-სტრატეგიულ რეგიონში. თავიდან ეს გახლდათ ღერძი “ლონდონი – “ებრაული ეროვნული კერა” პალესტინაში – თურქული კონსტანტინოპოლი”.

გვიხსენოთ ლორდ ბალფურის დეკლარაცია, რომელიც აცხადებდა, რომ ბრიტანული მთავრობა “კეთილგანწყობით ეკიდება ებრაელი ხალხისთვის პალესტინაში ეროვნული კერის (“national home”) შექმნას და მთელ ძალისხმევას გამოიყენებს, რათა შეამსუბუქოს ამ მიზნის მიღწევა”.

ეს დოკუმენტი ინგლისის დაჟინებული მოთხოვნით მთლიანად იქნა ჩართული სერვის ხელშეკრულებაში თურქეთთან და პალესტინაზე მანდატშიც. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა საინისტროს წერილი ბანკირის ლორდ როტშილდის სახელზე იქცა საერთაშორისო ურთიერთობათა ვერსალის სისტემის ნაწილად და საერთაშორისო ვალდებულებად. დეკლარაცია მოქმედებდა 1947 წელში პალესტინაზე მანდატის ამოწურვამდე.

ოფიციალურად ბალფურის დეკლარაციის მოტივირებას ახდენდნენ მისწრაფებით მიეღოთ რუსეთისა და ამერიკის ებრაელების მხარდაჭერა ომში ავსტრიულ-გერმანული ბლოკის წინააღმდეგ, მაგრამ საქმით კი მიზნად ჰქონდათ საშუალების მიცემა ინგლისისთვის, რომ თავი აერიდებინა 1915 წელს არაბებთან და 1916-ში რუსეთთან და საფრანგეთთან (საიქს-პიკოს შეთანხმება) დადებული შეთანხმებებისთვის და გაემართლებინათ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პალესტინის დაპყრობა მესოპოტამიის ომის შედეგად მისთვის შეპირებულზე დამატებით (ესაა ერაყი და ქუვეითი, ბრიტანეთის ძველი სტრატეგიული მიზანი). ამ დეკლარაციაზე დაყრდნობით, ინგლისმა უარი თქვა პალესტინის არაბული სახელმწიფოს შემადგენლობაში ჩართვასა და საერთაშორისო მმართველობის ქვეშ მის გადაცემაზე. აღსანიშნავია, რომ ამ სამეულის ღერძის ერთერთ საყრდენს თავიდან წარმოადგენდა არა სახელმწიფო, არამედ საერთაშორისო სამართლის მიერ დე-ფაქტოდ აღიარებული ექსტერიტორიული სუბიექტი – პალესტინაში ებრაელთა გადასახლების სიონისტური მოძრაობის საერთაშორისო სტრუქტურები.

ისტორიის რელიგიურ-ფილოსოფიურ საფუძვლებში ჩაუხედაობა ფარავს მიზეზს იმისა, თუ რატომ აკეთებდნენ და აკეთებენ ფსონს სიონისტები თავიანთ გეგმებში უწინარეს ყოვლისა ანგლოსაქსებზე (მხედველობაში გვაქვს ტერმინ “სიონიზმის” მეცნიერული შინაარსი, რომელიც ფართოდ გავრცელდა XIX საუკუნის ბოლოსა და XX-ის დასაწყისში; სიონიზმი – ეს არის ებრაელების პალესტინაში გადასახლების იდეოლოგია და ამ მიზნით საქმიანობა). ამ იდეის ცნობილი ადვოკატი ბრიტანულ პარლამენტში ლოკერ-ლემპსონი ერთერთ ლონდონურ ყოველკვირეულში წერდა: “ლოიდ ჯორჯი, ბალფური და მე – ყველანი აღზრდილი ვიყავით როგორც მგზნებარე პროტესტანტები, რომელთაც გვჯეროდა, ახალი მხსნელის მოსვლა მოხდება პალესტინის ებრაელებისთვის დაბრუნების შემდეგ”. სწორედ ეს გახლდათ კრომველისა და მისი ქილიასტების მესიანური იდეა, აგრეთვე პროტესტანტული სექტებისა და კალვინისტურ ეკლესიათა უმეტესობის შეხედულება აშშ-ში. ანგლოსაქსონური პურიტნიზმი – ეს არის ყველაზე უფრო დიდი უკან დახევა (отход) ახალი აღთქმიდან ძველი აღთქმისკენ, და ამიტომ სიონისტური მოძრაობის – ებრაელთა პალესტინაში გადასახლების იდეის – ლიდერები იდეოლოგიურ გაგებას პოულობდნენ აშშ-ისა და ინგლისის პოლიტიკურ წრეებში ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ოკეანის მიღმა საბოლოოდ დაფუძნდებოდა მსოფლიო საფინანსო ცენტრი.

უპრიანია მოვიყვანოთ ზოგიერთი ისტორიული პარალელი, რომლებიც გვიფართოებენ წარმოდგენებს ევროპულ პოლიტიკაში იმ პროცესების წინაპირობების, მიზეზებისა და მამოძრავებელი ძალების შესახებ, რომლებიც მთლიანობაში ხელს უწყობდნენ პირველი მსოფლიო ომისკენ მოძრაობას. მაშინ თეოდორ ჰერცელი – სიონიზმის მამა ჩამოვიდა რუსეთში და ესაუბრა მინისტრ პლევეს. მან პირდაპირ დააყენა თითქმის ულტიმატუმი – ან სიონიზმის, ებრაელთა გადასახლების იდეის მხარდაჭერა, ან რევოლუცია, და დაპირდა კიდეც, რომ “ებრაული ეროვნული კერის” იდეის მხარდაჭერის შემთხვევაში მოუწოდებდა რუს ებრაელებს, რათა თავი შეეკავებინათ რევოლუციური საქმიანობისგან, რომელიც, ამის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, გარკვეული ზომით მის კონტროლს ექვემდებარებოდა.

მაგრამ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იყო მაქს ნორდაუს სიტყვები, საზოგადოებრივი აზრისათვის მეტად ავტორიტეტული პიროვნებისა, რომლის სახელიც არცთუ იშვიათად ფიგურირებდა იმ დროის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებზე წარმოებულ პოლიტიკაში, და ებრაული აზრის ერთერთი ლიდერთაგანისა, რომელიც გამოვიდა მსოფლიო სიონისტური ორგნიზაციის მეექვსე კონგრესზე. ეს მოხდა მას შემდეგ, როდესაც თ. ჰერცელი უკვე ჩავარდა თავისი “პროგრამა მინიმუმით”, რომელიც შეიცავდა თანხმობას ინგლისის წინადადებაზე აერჩიათ უგანდა ებრაული სახელმწიფოს ადგილისათვის, აგრეთვე გულუბრყვილოდ მოითხოვდა მოლაპარაკებებს რუსეთის მთავრობასთან იმ ებრაელთა სრული ემანსიპაციის შესახებ, რომლებიც მოისურვებდნენ რუსეთში დარჩენას. თვითმპყრობელური რუსეთის მოქალაქეთა ჩვეულებრივი სტატუსის მიღების სტრატეგიის წინააღმდეგ მოულოდნელად მკვეთრად გამოვიდნენ თვითონ აღმოსავლეთევროპელი ებრაელები და კურსი იქნა აღებული რევოლიციაზე უკანასკნელ მართლმადიდებლურ იმპერიაში.

სარაევოში გასროლამდე გაცილებით უფრო ადრე მაქს ნორდაუმ დახატა (обрисовал) პროგრამა და მისცა “საჭირო” პერსპექტივა: “ნება მომეცით რამდენიმე სიტყვით გითხრათ და დაგანახოთ იმ კიბის საფეხურები, რომლებიც ჩვენს საქმეს აიყვანენ სულ უფრო და უფრო მაღლა: ჰერცელი, სიონისტური კონგრესი, ინგლისის მიერ უგანდის შემოთავაზება, მომავალი მსოფლიო ომი და სამშვიდობო კონფერენცია, რომელზედაც ინგლისის დახმარებით შეიქმნება დამოუკიდებელი ებრაული პალესტინა”. კონტინენტური ევროპული სახელმწიფოების მიზნებისგან განსხვავებით, რომელთა სივრცეებზეც მიდოდა ღია სისხლისმღვრელი და ფარული კულისებსმიღმა ბრძოლა, მხოლოდ ეს პერსპექტივა იქნა მთლიანად რეალიზებული პირველი მსოფლიო ომის შედეგად ბალფურის დეკლარაციის მეშვეობით.

მეორე მსოფლიო ომის გეოპოლიტიკურმა და ფინანსურმა შედეგებმა ესკიზის დასავლურ ნაწილს მისცეს რამდენიმე ახალი პარამეტრიც, რითაც პროექტის საერთო მიმართულება არ შეუცვლიათ: ინგლისი შეცვალა აშშ-მა მთავარი ღერძისა და წარმმართველი ძალის სახით, ხოლო ექსტერიტორიულმა სუბიექტმა კი რეალური სახელმწიფოებრიობა შეიძინა ისრაელის სახით, რომელმაც საკუთარი ბუნებრივი ამოცანის გარდა მსოფლიო ისტორიაში შეინარჩუნა რეგიონში ანგლოსაქსონური ინტერესების გამტარებლის ფუნქციაც. ატლანტიკურმა სტამბულმა კიდევ უფრო მეტი როლის თამაში დაიწყო ანგლოსაქსონელთათვის, ვიდრე ბრწყინვალე პორტამ. ანტიჰიტლერულ კოალიციაში სსრკ-ის მოკავშირეთა მხარდაჭერით თურქეთმა შეინარჩუნა ყარსი და არტაანი, რომელიც 1878 წლის ბერლინის კონგრესის მიხედვით გადაეცა რუსეთს, ხოლო 1918-ში კი ისევ თურქეთმა დაიპყრო, და დაუყოვნებლივ შეყვანილ იქნა ნატო-ში, რათა სტალინის ეს იმედები შეუსრულებელი გაეხადათ და სსრკ-თვის ალყა შემოერტყათ სამხედრო ბაზებით.

ღერძი ვაშინგტონი – თელ-ავივი – სტამბული ანგლოსქსონელთა სტრატეგიულ მიჯნად იქცა ახლო აღმოსავლეთში, სპარსეთის ყურეში და საფუძვლად შემდგომი წინსვლისთვის ევრაზიაში სამხრეთ-აღმოსავლეთიდან. მაგრამ XX საუკუნის მეორე ნახევარში მიღწეული წონასწორობის დანგრვის გარეშე ასეთი შანსი არ შეიძლებოდა გამოჩენილიყო. ბიპოლარული მსოფლიოს ჩამოყალიბების პროცესში არაბულმა სამყარომ ბევრწილად შეიცვალა თავისი სახე, იხრებოდა მემარცხენე იდეებისკენ სახელმწიფოებრიობაში და სსრკ-ზე ორიენტაციისკენ, რისკენაც მათ უბიძგებდა უწინარეს ყოვლისა დასავლეთის ანგარებიანი და პროისრაული პოლიტიკა თვით 70-იანი წლების დასაწყისის ენერგეტიკულ კრიზისამდეც, რომელმაც აიძულა დასავლეთი ახლებურად შეეხედა თავისი ურთიერთობებისთვის ახლო აღმოსავლეთის ნავთობის გიგანტებთან და სერიოზული მუშაობა დაეწყო ეგვიპტესთან.

მთლიანობაში არაბული სამყარო და ახლო აღმოსავლეთი სულ უფრო სერიოზული ფაქტორის როლს იძენდნენ საერთაშორისო ურთიერთობებში. ზოგიერთმა სახელმწიფომ, თამაშობდა რა დაპირისპირებებზე, შეძლო დაეგროვებინა ფინანსური და სამხედრო პოტენციალი და თანდათანობით გაზრდილიყო “რეგიონული სუპერდერჟავების” დონემდე, რომელთა უზანგში შეკავებაც შეუძლებელი შეიქნა. სირია, ერაყი, აგრეთვე ანტიამერიკული ისლამური რევოლუციის შემდეგ ირანიც, მეტოქეობდნენ რა ურთიერთშორის, როგორც ომეიადებისა და აბასიდების დროსაც, მაინც იმ ღერძის საპირწონეს წარმოადგენდნენ, რომელიც შექმნეს ანგლოსაქსებმა. სსრკ-ის როლი მსოფლიოში და მისი აქტიური პოლიტიკა ახლო აღმოსავლეთში გახლდათ ის მთავარი ფონი, რომელზედაც ამ საპირწონემ მისცა ძალთა განსაზღვრული თანაფარდობის ჩამოყალიბების საშუალება რეგიონში.

პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის (პგო, ООП), როგორც მსოფლიო პოლიტიკის სუბიექტის, როლი და ევოლუცია გასაოცრად იმეორებს სიონისტური სტრუქტურების ბედს, რომლებმაც გაიარეს გზა მსოფლიო საზოგადოებრიობის მიერ თვითგამორკვევზე აღიარებული უფლების “ექსტერიტორიული” მატარებლიდან სახელმწიფომდე. თავიდან პგო აღიარებულ იქნა საერთაშორისო სამართლის ექსტერიტორიულ სუბიექტად, რაც სავსებით შეესაბამებოდა ომისშემდგომი საერთაშორისო სამართლის მიერ სამართალსუბიექტურობის ცნების ინტერპრეტაციას XX საუკუნის დასაწყისისგან განსხვავებით, როდესაც საერთაშორისო სამართალი აღიარებდა მას მხოლოდ სახელმწიფოებისთვის. შემდეგ პგო შეიქნა საერთაშორისო სამართლის აღიარებულ სუბიექტად – პალესტუნური ავტონომიის მთავრობა სრულფასოვანი სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პერსპექტივით. ასეთი განვითარება ეწინააღმდეგებოდა ისრაელის მთელ ისტორიულ და სახელმწიფოებრივ კონცეფციას და მისი მხრიდან ყოველთვის წარმოადგენდა იძულებით დათმობას.

აშკარაა, რომ ახლო აღმოსავლეთის რეალიები და ძალთა თანაფარდობა ახლოაღმოსავლურ სუბიექტებს შორის, რომლებიც ასახავენ ბიპოლარული მსოფლიოს საერთო ხასიათს, განწირული იყო სსრკ-ის კრახისა და რუსეთის თვითჩამოცილების (самоустранение) შემდეგ, როგორც განწირულია დასაქცევად სტრუქტურული საყრდენები ერთი მეორის მიყოლებით მსოფლიოს რეგიონებში. შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ განჭვრიტა რა ეს, ერაყი შეეცადა 90-იანი წლების დასაწყისში თავის თავზე აეღო რეგიონის ახალი ორგანიზატორის როლი, მაგრამ შეცდა, რადგანაც სრულად ვერ შეაფასა რუსეთის უნებობის (безволие) ხარისხი, აგრეთვე ანგლოსაქსონელთა გამბედაობისა (решимость) და ნების ხარისხი გაეკონტროლებინათ მესოპოტამია, მცირე, როგორც ახლა ჩანს, სოლიდარულობა არაბული სამყაროსი და, ბოლოს, ახლო აღმოსავლეთის მთელი არქიტექტურის გადამჭრელი დამოკიდებულება აშშ-სა და სსრკ-ს შორის ძალთა თანაფარდობაზე. ამის შედეგად ს. ჰუსეინმა მხოლოდ მისცა ანგლოსაქსებს მათთვის ასე საჭირო დიდი ხნის ნანატრი საბაბი “ბოროტების რეჟიმების” წინააღმდეგ საბრძოლველად, რომლის ლეგალიზებაც მოახდინა რუსეთმა თავისი თანხმობით.

დღეს ბიპოლარული მსოფლიოს ბაზისზე ახლოაღმოსავლური ზედნაშენის განვითარების მთელი ნახევარსაუკუნოვანი და თავად არაფატის შრომის ნაყოფები გადახაზულია არა “ჰამაზის” გამოხტომების გამო (ისინი რომ არ ყოფილიყო, მათ ორგანიზებას მაინც მოახდენდნენ), არამედ ისტორიის ლოგიკისა და სავსებით გაცნობიერებული გეგმის მიხედვით, რომელიც შეესაბამება ანგლოსაქსონელთა ახალ გეოპოლიტიკას. ეს სტრატეგია მოითხოვს ახლო აღმოსავლეთის ახალ მდგომარეობას (რომ არაფერი ვთქვათ ნავთობრესურსების რეგიონის მის საკუთარ როლზე). ამისთვის აუცილებელია საბოლოოდ იქნას გასწორებული ანგარიში იმ ქვეყნებთან, რომლებიც პრეტენზიას აცხადებენ რეგიონული ლიდერების როლზე – ერაყთან, სირიასთან, ირანთან.

ამის გამო ბევრი ანალიტიკოსი თავიდანვე აკეთებდა პროგნოზს, რომ განდევნილი ქვეყნების (страны-изгои), “ტერორისტთა შემფარებელი ქვეყნების” სიაში აღმოჩნდებიან და ამა თუ იმ ფორმით სადამსჯელო მოქმედებებს დაექვემდებარებიან სირია, სომალი, სუდანი, ირანი, და, უწინარეს ყოვლისა, ერაყი. გავიხსენოთ, რომ ამერიკის პირველი საგარეოპოლიტიკური მუშტი უფროსი ბუშის დროს, ასევე მოგონილი საბაბით, უჩვენეს სწორედ ერაყს, რომელმაც გაბედა პრეტენზია განეცხადებინა რეგიონული “დერჟავის” სტატუსზე. შეიძლებოდა მაშინვე გაგვეგო, რომ “ქვეყანა-მტრების” სიას უკარნახებდნენ არა მათი უშუალო როლის გამო “ტერორისტების აღზრდაში”, არამედ იგი შედგენილი იქნებოდა იმ სახელმწიფოებისგან, რომლებიც 11 სექტებრის მოვლენებამდე დაბრკოლებად ეღობებოდნენ ნავთობრესურსების რეგიონის ჩათრევას ამერიკულ ორბიტაში და აშშ-ის გლობალურ როლსაც. ახლა კი სავსებით მართლდება ის წინასწარმეტყველებაც, რომ აშშ-ის დაინტერესებული მოკავშირები იზრუნებენ იმისთვის, რათა მტრების რიგში მოხვდნენ “საჭირო ქვეყნები”.

ა. შარონმა არცთუ შემთხვევით 11 სექტემბრის შემდეგ პირველსავე დღეებში, ე. ი. პალესტინელთა ყველანაირ აქციებამდე, დაუყოვნებლივ უწოდა იასირ არაფატს “ჩვენი ბენ-ლადენი”. როდესაც აშშ-მა ისლამურ სამყაროში თავისი იმიჯის კომპენსირებისთვის “თაფლაკვერი” გაუწოდა პალესტინელებს, განაცხადა რა სრულფასოვანი პალესტინური სახელმწიფოსკენ მოძრაობის დაჩქარების აუცილებლობაზე, ამან საშინელებაში ჩააგდო ისრაელი, ვინაიდან ხაზი ესმებოდა თელ-ავივის ნახევარსაუკუნოვან სტრატეგიულ მიზანს რომ შეინარჩუნოს ოკუპირებული ტერიტორიები და არ მისცეს პალესტინელებს თვითგამორკვევა. ამ სტრატეგიასთან მიმართებაში ისრაელელი “მტრედების” პოზიცია: “მშვიდობა ტერიტორიის სანაცვლოდ” წარმოადგენდა კარდინალურ უკანდახევას, რასაც არასოდეს არ ეთანხმებოდნენ მემარჯვენეები – როგორც რესპექტაბელური ბ. ნეთანიაჰუ, ისე სისხლით შეღებილი ა. შარონიც. ახლოაღმოსავლური საქმეების გამწვავება და “სამშვიდობო პროცესის” უკან მობრუნება შეგნებულად იყო ჩადებული სწორედ ნეთანიაჰუს მმართველობის წლებში 90-იანი წლების შუახანებში. აშშ-ის განცხადების შემდეგ შარონი საჩქაროდ გაფრინდა დასავლურ დედაქალაქებში. ვაშინგტონში იგი, ყოველივეს მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დაამშვიდეს. ზეპირი განცხადებების სერიოზულად მიღება საჭირო არ არის (აგრეთვე რუსეთისაც).

ამრიგად, ახლო აღმოსავლეთი უნდა იყოს ისეთი კონტროლის ქვეშ, რომელიც საშუალებას მისცემდათ გაეჭიმათ მისგან ძალოვანი სანავთობე და საიდუმლო ხაზები ცენტრალურ აზიაში. საუკუნოვანი ღერძის ვაშინგტონი (ლონდონი) – თელ-ავივი – სტამბული მნიშვნელობა მაღლდება ახალ და “ძველ” ამოცანებთან დაკავშირებით “სუეციდან აღმოსავლეთისკენ”.

ევრაზიაში მასშტაბური მიზნების განხორციელება მოითხოვდა არა მხოლოდ “ნაცვალგებას (სამაგიეროს გადახდას) ალ-ქაიდასთვის”, არამედ ასევე სრულიად დამარცხებული და ახალი სახით “აღორძინებული” ავღანეთის პროტექტორატად გადაქცევას, რაზედაც ინგლისელები ოცნებობდნენ XIX საუკუნეში. ცენტრალური აზიის უზრუნველყოფილ საყრდენ პუნქტად გადაქცევისა და პაკისტანში არსებულ პოზიციებთან მისი შეერთებისთვის, ე. ი. კონტროლის ახალი ზონის გაფორმებისა და ცენტრალური აზიიდან ნახშირწყალბადების ტრანსპორტირების ახალი დერეფნების უზრუნველსაყოფად აუცილებელია კონტროლი რუსეთის სამხრეთ მუცლისძირში (подбрюшие) – ცენტრალური აზიის ახლადწარმოქმნილ სახელმწიფოებში. ამიტომ აშშ-ის დაპირებანი სამხედრო ყოფნის დროებითობასთან დაკავშირებით, რომლებსაც ზეპირად ურიგებდნენ რუსეთის ხელმძღვანელობასა და საგარეოპოლიტიკურ უწყებას, ძნელად შეიძლება აღვიქვათ ნდობით. გულის ამაჩუყებელი რეპორტაჟები ინგლისელებისა და ამერიკელების მოწყობა-მოკალათების (обустройство) შესახებ ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის აეროდრომებზე, გვარწმუნებს ზუსტად საწინააღმდეგოში – ისინი იქ არიან სერიოზულად და დიდი ხნით. აი ერთერთი მიზეზთაგანიც. უკვე გამოჩნდა შეტყობინებები იმის შესახებ, რომ ამერიკლები იჩენენ ინტერესს ტაჯიკეთ-ავღანეთის გზის გაკონტროლებისთვის, რამაც, როგორც ჩანს, გამოიწვია კიდეც კ. ტოცკის – რუსეთის სასაზღვრო სამსახურის უფროსის – მკვეთრი გამონათქვამები. გასაკვირი არ არის, თუ რა უნდა აკეთონ მათ კიდევ ტაჯიკეთში, როდესაც თალიბები უკვე უბრალოდ ფიზიკურად აღარ არიან? ეს გზა კი წარმოადგენს არა მხოლოდ მთავარ სამხედრო-სტრატეგიულ შეტყობინებას, არამედ ნარკოტრაფიკის გზასაც.

ოქროს ნახევარმთვარის ნარკოქსელი ჩამოყალიბდა და გაიზარდა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსა და პაკისტანის უწყებათშორისი დაზვერვის კონტროლქვეშ. ყურადღებას იქცევს შეტყობინებები, რომ ავღანეთის მასირებულმა დაბომბვებმა, რომლებმაც რიგ ადგილებში შეცვალეს კიდეც ლანდშაფტი, გაასწორეს რა მიწასთან მთები თორა-ბორაში, გასაოცრად დაინდეს ჰეროინის წარმოების ლაბორატორიები და ყაყაჩოს პლანტაციები. გაიელვეს შეტყობინებებმა იმის შესახებ, რომ ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსა და ბენ-ლადენს შორის ურთიერთობათა კრახის არცთუ ნაკლებმნიშვნელოვანი მიზეზი იყო მისი გადაწყვეტილება რამდენიმე წლის წინ ნარკოტიკების აკრძალვის შესახებ.

ერთი გამოცდილი ნარკოსაქმოსნის აღიარებით, თალიბების მხოლოდ ცალკეულ მეთაურებს შესაძლოა ჰქონოდათ წილი, იღებდნენ რა ქრთამს (мзда) ოპიუმის მწარმოებლებისგან ადგილებზე, მაგრამ თალიბანს მთლიანობაში არ ჰქონია ცენტრალიზებული შემოსავალი ნარკოვაჭრობიდან, არამედ დაფინანსებას ღებულობდა არაბული ქვეყნებისგან. თალიბანის მიერ აკრძალვა ნარკოტიკებზე, რომელსაც თან ახლდა მოქმედებები ამ სფეროზე კონტროლის დაუფლებისთვის, ქმნიდა მუქარას, რომ ჩამოერთვა ან შეეზღუდა კოლოსალური ფინანსური ნაკადებისა და საიდუმლო ოპერაციებისთვის ტრანსნაციონალური განტოტვილი მექანიზმის მართვის ბერკეტები პაკისტანიდან კოსოვომდე. ცნობილია, რომ კოსოვოელი ალბანელები უზრუნველყოფენ ნარკოტიკების მთელი ბრუნვის 40%-ს ევროპაში და სწორედ ეს სახსრები მიდიოდა “კოსოვოს განთავისუფლების არმიის” ბოევიკების შეიარაღებაზე და მაკედონიაშიც. სწორედ მაშინ გადაიტანეს ამერიკელებმა ფსონი თალიბანიდან ჩრდილოეთის ალიანსზე – მოჯაჰედების მემკვიდრესა და ნარკოვაჭრობის ერთერთ მაკონტროლებელზე.

როგორც წერს “Die Welt”, “ამერიკის მოკავშირე ავღანეთში – ჩრდილოეთის ალიანსი, წარმოადგენს ჰეროინის ძირითად მწარმოებელსა და ბრუნვის გამტარს ქვეყანაში”. გაზეთი იტყობინება, რომ სწორედ ისინი უზრუნველყოფენ უსუფთავესი ჰეროინის მიწოდებას მსოფლიო ბაზარზე, რომელსაც ამზადებენ ბანგლა დეშსა და ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში – ტაჯიკეთის საზღვართან. გაზეთი ასევე სარკასტულად მიუთითებს, რომ “როდესაც ტონი ბლერმა განაცხადა, ლონდონის ქუჩებში გაყიდული ჰეროინის დიდ ნაწილს აქვს ავღანური წარმოშობაო, მან რატომღაც დაივიწყა ეხსენებინა, რომ იგი მოდის ამერიკელ-ბრიტანელი მოკავშირეების მიერ კონტროლირებადი რაიონებიდან”. ინტერვიუს მიმცემი ნარკოდილერი სავსებით გულახდილი იყო: “ამერიკა ეწევა ბიზნესს ყაყაჩოს უმსხვილეს მწარმოებლებთან და კონტრაბანდისტებთან” (Die Welt, 2001 წლის 1 ნოემბერი).

ნატალია ნაროჩნიცკაია
გამოქვეყნებულ იქნა საიტზე pravoslavie.ru 22/02/2002
შემდგომში განახლებულ იქნა საიტზე narochnitskaia.ru


თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment