Thursday, October 6, 2011

შეუკავებელი სწრაფვა მსოფლიო ბატონობისკენ

საერთაშორისო ორგანიზაციები, ამასთან თუნდაც რეგიონულები – ევროპის საბჭო და ნატო – დღეს პრეტენზიას აცხადებენ მსოფლიო მსაჯულის როლზე, თავიანთი წესდებების მოქმედების ზონის ფარგლებს გარეთ სუვერენულ სახელმწიფოებზე იდეოლოგიური და პოლიტიკური დიქტატის განხორციელებაზე, რაც მათაც კი აიძულებს ჩაუფიქრდნენ ამ ორგანიზაციების განზრახულობებს, ვინც პრინციპში ყოველთვის ესალმებოდა უნივერსალური პოლიტიკური ინსტიტუტების შექმნას, რომლებიც ვითომდა მოწოდებული არიან მშვიდობისა და საყოველთაო სიკეთისთვის კონფლიქტების მოგვარებამდე კაცობრიობის მისაყვანად.

ისტორიის რელიგიურ-ფილოსოფიური საფუძვლების შუქზე “მიმთითებელი როლის მქონე” მსოფლიო ორგანოების შექმნა არცთუ ისე უვნებლად გამოიყურება, როგორც ამას ჩვენ წარმოგვიდგენენ და პროპაგანდას გვიწევენ. სასოებანი “მარადიულ მშვიდობაზე” ყოველთვის წარმოიქმნებოდა სისხლისმღვრელი ომების შემდეგ. მოწოდებებს სამუდამოდ მოეღოთ ბოლო ომებისთვის ყოველთვის თან ახლდა ბრალდებები ეკლესიის მისამართით იმაში, რომ იგი ვითომდა აკურთხებს ომებს, იმის ნაცვლად, რომ მათ სწყევლიდეს, როგორც ვითომდა ამას მოითხოვდეს ქრისტიანობის “მშვიდობისმოყვარეობა”. ყოველივე ამას ხშირად ამაგრებენ ბიბლიური აღთქმებისა და სახარებისეული კანონების თავისუფალი და ამორჩევითი განმარტებებით. ასეთი დამოკიდებულების უკან შესაძლოა გამოვყოთ ორი ძირითადი მისწრაფება.

პირველი, ეს არის ერთიანი მსოფლმხედველობრივი საფუძვლების თავზე მოხვევის იდეა, რომლებმაც უნდა წარმოშვან კეთილისა და ბოროტის ერთიანი კრიტერიუმები, ადამიანისა და კაცობრიობის ერთიანი განმარტებები, ადამიანის პირადი, ეროვნული და სახელმწიფოებრივი ცხოვრების, მსოფლიო ისტორიის არსისა და აზრის შეფასების, ძალაუფლების ბუნებისა და სახელმწიფოებრიობის ერთიანი განმარტებები, ერთიანი ფილოსოფია და სამართლის კორპუსი, უფლებებისა და მოვალეობების ერთიანი განსაზღვრება. აშკარაა, რომ ეს ერთიანობა დამყარებული იქნებოდა არა ქრისტიანულ კრიტერიუმებზე, არამედ ურელიგიო და რაციონალისტურ, ფორმალიზაციისადმი დაქვემდებარებულ საფუძვლებზე, რაც ასახავს მოძრაობას რასების, ერების, კულტურებისა და სახელმწიფოების სრული ყოვლადშერევისკენ, რომლის ქაოსიდანაც იოანეს გამოცხადების მიხედვით წარმოიშვება კიდეც წყვდიადის თავადი. საინტერესოა ამასთან დაკავშირებით შეგახსენოთ მასონობის მიზნების განსაზღვრება, რომელიც მოგვცა ავტორიტეტულმა მასონ-თეორეტიკოსმა კლაველმა და მოყვანილია დეშამპის “მასონობის მხატვრულ ისტორიაში”: “მოვსპოთ ადამიანებს შორის სქესის, რანგის, რწმენის, აზრების, სამშობლოს... განსხვავება”. ამრიგად, გლობალიზაციის როგორც კომუნისტური, ისე ლიბერალური ვერსიებიც, იქნება ეს მესამე ინტერნაციონალის, თუ ევროპის საბჭოს ეგიდით, ისტორიიდან იშორებენ უწინარეს ყოვლისა რწმენას, ყველა სასულიერო-რელიგიურ სისტემასა და თვითმყოფად ერებს, და საქმე მიჰყავთ ერთგანზომილებიანი მსოფლიოსკენ.
მეორე, ასეთ ჰიპოთეტურ საზოგადოებაში ერი როგორც მემკვიდრეობითად მცხოვრები ერთიანი ორგანიზმი თავისი ფასეულობებით, ქრება, ხოლო ინდივიდი ცხოვრობს პრინციპით “სადაც კარგად ვარ, იქ არის სამშობლოც”, და ამიტომ მისთვის უფრო მომგებიანია მსოფლიო მთავრობა, ვიდრე ეროვნული, ხოლო ერი-სახელმწიფოს სუვერენიტეტის ცნება კი, რომელსაც თანამედროვე კრიტერიუმებით განმარტავენ 1648 წლის ვესტფალიის ზავის დროიდან, ამ გზაზე მთავარ დაბრკოლებად იქცევა.

დღეს უკვე აშკარაა, რომ ჯერ კიდევ 70-იანი წლებიდან დასახული “გლობალიზმის” იდეოლოგია და უფრო გვიან გამოცხადებული “გლობაური მმართველობის” იდეა მიზნებით არსებითად არ განსხვავდებიან ეკონომიკური და ფინანსური საქმიანობის ინტერნაციონალიზაციის ბუნებრივი ასპექტების დარეგულირებისგან. თუმცა კი დასავლეთი ჯერ კიდე აფრიალებს თავდაპირველი ლიბერალური ფასეულობებისა და განმანათლებლობის ფასადზე გამოფენილი პროგრესის იდეალების უნივერსალიზაციის დროშას, მისი საბოლოო ანტიქრისტიანული მიზნების დასაფარად, მაგრამ XX-XXI საუკუნეების მიჯნის ახალმა გლობალიზმმა უკვე კარგა ხანია მოიშორა განმანათლებლობის პროექტების ტვირთი და ისწრაფვის მხოლოდ მსოფლიო ბატონობისკენ. ჭეშმარიტი მსოფლიო საზოგადოებრიობა, ე. ი. სახელმწიფოების, ერების, კულტურებისა და ცივილიზაციების ერთობლიობა გამონაკლისების გარეშე არ ემთხვევა იმ ფანტომს, რომლის სახელითაც გამოდიან გლობალისტები. თანამედროვე ლიბერალიზმი უკვე დიდი ხანია გადაგვარდა მემარცხენე-ლიბერტარიანულ სულად, რომელიც მსოფლიო “საზოგადოებრიობაში” ეძიებს თავისი ართანაზიარობის (ართანამონაწილეობის) გარანტიას კაცობრიობის არც ერთ ეროვნულ ან სულიერ ტრადიციასთან, და მოითხოვს ამ, ტრადიციების მოშორებას თავის ფსევდოყოფიერების უზრუნველსაყოფად – ისტორიისა მიზანგანზრახულობის (целеполагание) გარეშე.
70-80-იანი წლებიდან დაწყებული “მსოფლიო საზოგადოებრიობა” – ეს არის თავიდან პრივილეგირებული ქვეყნების რჩეული წრე, რომელმაც “გლობალური მმართველობის” მიზნით რჩეულობის წრე გააფართოვა “მსოფლიო ელიტამდე” და მასში ჩართო ეროვნული ელიტების წარმომადგენელთა ვიწრო წრე, რომლებმაც უარი თქვეს ეროვნულ ინტერესებზე. იგი მუშაობს ისეთი მსოფლიო წესრიგის შესაქმნელად, რომელიც შორსაა ერების პროფანული მოლოდინებისგან, მაგრამ გამჭვირვალეა განდობილთათვის.

მონდეალიზმისა და პაციფიზმის რელიგიურ-ფილოსოფიური საფუძვლები

მეორე ათასწლეულში ერთიანი მსოფლმხედველობრივი საფუძვლების თავზე მოხვევის იდეის წარმოშობის აღსანიშნავ თავისებურებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ქრისტიანულ სამყაროში მას გვთავაზობენ ქრისტიანული ეკლესიის საიდუმლო ან აშკარა მტრები, მარტოოდენ არასამოციქულო ქრისტიანები – პროტესტანტები ან მათი წინამორბედები ან კიდევ კათოლიკურ ქვეყნებში არსებული “დისიდენტური” წრეები, აღორძინებისა და განმანათლებლობის შემდეგ – ახალფეხადგმული ლიბერალიზმის წარმომაგენლები, რომელთაგან ბევრი უკვე მაშინ იყო ათესიტი. პაციფიზმი, როგორც შეხედულებათა სისტემა ასევე მოგვევლინა მსოფლმხედველობის ნაწილად, რომელიც აგრეთვე გახლდათ ლიბერალიზმის ნაყოფი ძირითადად პროტესტანტულ ქვეყნებში და წარმოადგენდა ქრისტიანული კულტურის აპოსტასიური (ღვთისგან დაშორების – ი. ხ.) პერიოდის მიერ ნაშობს.

თითქმის ყოველთვის პაციფიზმი ასე თუ ისე ედავება და უჩივის ქრისტიანული მოძღვრების ელემენტებს, ოპერირებს მისი კატეგორიებითა და ფოსტულატებით, მაგრამ ისე, რომ ამოგლეჯს მათ კონტექსტიდან, ტრადიციიდან და ისტორიიდან. მისი პათოსი მიმართულია მსოფლიოსკენ, რომელიც აღზრდილია იმ მოლოდინით, რომ მგელი იცხოვრებს კრავთან ერთად და ჯიქი მდელოზე გაწვება თიკანთან ერთად... და ლომი ხარის მსგავსად დაიწყებს თივის ჭამას, და ჩვილი ითამაშებს ასპიდის ხვრელის თავზე, და ბავშვი ხელს გაიწვდის გველის ბუდეზე (ისაია. 11. 6-8). ქილიასტური მოლოდინი სთავაზობს მის მიმდევართ, რომ ისინი სიტყვასიტყვით – მატერიალისტურად კითხულობდნენ ამ სიტყვებს და გამოტოვებდნენ მინიშნებებს სხვა სამყაროზე, ვინაიდან მხოლოდ მასში “დედამიწა იქნება აღვსილი ღვთის განგებით”. პაციფიზმი, როგორც ორგანიზებული მოძრაობა, წარმოადგენს უაღრესად თანამედროვე სეკულარული ცივილიზაციის პროდუქტს, რომელიც, სხვათა შორის, დაფუძნებულია ქილიაზმის ერესზე (მწვალებლობაზე).

პაციფიზმს არ გააჩნია მშვიდობის პოზიტიური განმარტება და მას გამოხატავს საპირისპიროდან – ომის გარეშე მდგომარეობიდან, რაც ფილოსოფიური აზრით სულაც არ წარმოადგენს განმარტებას. ომს კი გააჩნია ნათელი განსაზღვრება, რომელიც არ საჭიროებს მშვიდობის ცნებას. ფილოსოფოსმა დრაგოშ კალაიჩმა სამართლიანად შენიშნა, რომ პაციფიზმი არასოდეს ყოფილა ავტონომიური მოვლენა, არამედ იგი ყოველთვის წარმოადგენდა მემარცხენე ხასიათის მსოფლმხედველობრივი სისტემების შემადგენელ ნაწილს. ეს სისტემები, თავის მხრივ, დაფუძნებულია მატერიალისტური დემონიზმის სისტემის, ისტორიის კერპებისა და “ისტორიული პროგრესის” განდიდებაზე, ჩვენის მხრივ დავუმატებთ, მიწიერი ცხოვრების როგორც მთავარი ფასეულობის შესახებ თეზისის განდიდებაზეც. ამ აზრით იგი წარმოგვიდგება ომების ბიბლიური როლის ანტითეზად, რომლებიც წარმოადგენდა ისტორიის ერთერთ მამოძრავებელ ძალას, რამდენადაც ასახავდა ღვთის ძალების ბოროტების ძალებთან ბრძოლის მიწიერ განხორციელებას. მისი ადვოკატების ყველაზე უფრო კეთილშობილური განზრახვების მიუხედავად პაციფიზმი, როგორც მონდიალიზმის საფუძველი, იქცევა ანტიქრისტიანული მისწრაფებების ფორმად, რომლებიც ორიენტირებულია “ისტორიის დასასრულზე”, რაშიც ძნელი არ არის ქრისტიანული ესქატოლოგიის სეკულარისტულად დამახინჯებული ასახვის ამოცნობა. მას მხარს უჭერენ ბუდისტები, რომელთათვისაც “სიცოცხლე – ღვთაებრივი არაფერია”, ხოლო “კეთილი და ბოროტი, ჭეშმარიტება და სიცრუე ფარდობითია და მხოლოდ ილუზიის მხარეებია”, რომელთათვისაც არ ღირს სიკვდილი.

ქრისტიანული მშვიდობისმოყვარეობისადმი აპელირების სიცრუე აშკარა იქნებოდა სეკულარულ განათლებას რომ არ მიეყვანა საზოგადოება ქრისტიანობის როგორც “მშვიდობის რელიგიის” პრიმიტივიზებასა და გამიწიურებულობამდე, რომელსაც ვითომდა ეწინააღმდეგება მზადყოფნა ძალით წინ აღუდგნენ ბოროტებასა და მორალურ და ფიზიკურ ზეწოლას. მაგრამ მშვიდობა, რომელსაც გვიცხადებს და თავისი მოსვლით გვიბოძებს ქრისტე – “ამ სოფლისგან არ არის”, ეს სულაც არ არის მშვიდობა ადამიანებს ან ხალხებს შორის, არამედ ვერტიკალური მშვიდობა ადამიანსა და ღმერთს შორის. “მშვიდობასა დაგიტევებ თქუენ, მშვიდობასა ჩემსა მიგცემ თქუენ, არა ვითარ სოფელმან მიჰსცის, მე მიგცემ თქუენ” (იოანე. 14. 27). იმათ კი, ვინც ღვთის ძისგან ელოდება უღრუბლო ბედნიერებასა და ჰორიზონტალური მშვიდობის ბოძებას, რაც შეუძლებელია ადამიანის ცოდვილი ბუნებისა და მისი ამპარტავნების გამო, ქრისტე არაორაზროვნად განუმარტავს: “ნუ ჰგონებთ, ვითარმე მოვედ მე მიფენად მშვიდობისა ქუეყანასა ზედა; არა მოვედ მიფენად მშვიდობისა, არამედ მახვილისა” (მათე. 10. 34). მახვილი მოტანილია არა ამ სოფლისგან მშვიდობის მოსაპოვებლად, არამედ მეტაფიზიკური მშვიდობის მოსაპოვებლად, რომლის მისაღწევადაც ადამიანი უნდა მიდიოდეს სწორი გზით – ღვთის დახმარებით, და არ უნდა არიდებდეს თავს ბრძოლას ბოროტების, სიცრუისა და არათავისუფლების წინააღმდეგ საკუთარ თავში და თავის გარშემო. ამიტომ “მშვიდობისმყოფელნი” მთაზე წარმოთქმულ ქადაგებაში – პაციფისტები კი არ არიან, არამედ ისინი, ვისაც ეს ქვეყანა შესაბამისობაში მოჰყავთ ღვთაებრივ ჭეშმარიტებასთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი მშვიდობა ნიშნავდა ჰორიზონტალურ განზომილებას, მაშინ იგი დაავალდებულებდა ქრისტიანებს სრულ კაპიტულაციას ნებისმიერი შემოტევის წინაშე, ოღონდ კი მათ შეეძინათ მიწიერი მატერიალური მშვიდობა და კომფორტი.

ქრისტიანისთვის მშვიდობა არის კეთილისა და ბოროტის ბრძოლის არენა, რომელიც ვლინდება ადამიანის ცხოვრების ყველა სფეროში პირად, ოჯახურ, საზოგადოებრივ, ეროვნულ და მსოფლიო დონეზე. კეთილისა და ბოროტის გარჩევა ჩვენ გვასწავლა უფალმა თავისი გამოცხადებით, და ამასთანავე მოგვეცა თავისუფალი ნება. ქრისტიანის სათნოება (სიქველე) და ცხოვრების აზრია – არ გაუცხოება ამ დაპირისპირებისგან, არ გაქცევა და თავის არ არიდება ამ ბრძოლისგან. “ვიცნი საქმენი შენნი, თუ სადა მკვიდრ ხარ, სადა იგი არს საყდარი ეშმაკისა, და გიპყრიეს სარწმუნოება ჩემი, და არა უარჰყავ სახელი ჩემი, დღეთა მათ ანტიპა მოწამისა ჩემისა სარწმუნოსათა, რომელი იგი მოიკლა თქუენ შორის სადა იგი ეშმაკი მკვიდრ არს” (გამოცხადება. 2. 13) – ნათქვამია დარიგებაში პერგამოსის ეკლესიისადმი, რომელიც აპოკალიფსისში სიმბოლურად გამოხატავს ქრისტიანული ეკლესიის სახელმწიფოსთან კავშირის პერიოდს, ქრისტიანობისა და ეკლესიის გამოსვლას ჩაკეტილი თემებიდან ამქვეყნიური საზრუნავისა და ყოფიერებითი ინტერესების ცენტრში, სადაც მოქმედებს კიდეც ადამიანთა მოდგმის მტერი. ლ. ტიხომიროვს თავის ფუნდამენტურ ნაშრომში “ისტორიის რელიგიურ-ფილოსოფიური საფუძვლები” ამ დარიგებიდან გამოჰყავს, რომ ჭეშმარიტებისადმი ერთგულება სატანას ტახტის მახლობლობაში ობიექტურად ყოფნისას აღრმავებს რწმენაში სიმტკიცის ღვაწლს (გმირობას).

წმინდა ამბროსიმ აღნიშნა, რომ არსებობს უსამართლობის ორი ძირითადი ფორმა: თავად სჩადიოდე უსამართლობას, ანდა უშვებდე, რომ მას სჩადიოდნენ სხვები, არ იცავდე რა მათ, ვისაც იგი ემუქრება. წმ. ამბროსი ასკვნის, რომ არის ომები, რომელთა არ წარმოება არის ცოდვა და ეკლესიის – როგორც სამართლიანობის დამცველის (მფარველის) ვალია განსაზღვრავდეს, თუ რომელი ომი არის სამართლიანი და რომელი უსამართლო, რაც ასევე წარმოადგენს მინიშნებას ეკლესიის დამოკიდებულებაზე (მიმართებაზე) პოლიტიკასთან, საზოგადოებრივ მოვლენებთან და პრობლემებთან – ომი წარმოადგენს მხოლოდ პოლიტიკური დაჯახებების უკიდურეს ფორმას. კარლ შმიდტი პოლიტიკის არსის კვლევისას აღნიშნავდა, რომ ევროპაზე მუსლიმანების ათასწლოვანი შემოტევის მსვლელობისას არც ერთ ქრისტიანს აზრადაც არ მოსვლია მოყვასის სიყვარულის გულისთვის ბრძოლის გარეშე ჩაებარებინა ევროპა თურქებისთვის ან ხელი აეღო თავისი ეკლესიების დაცვაზე მუსლიმანთა მიერ შებილწვისგან.

თითქმის ყველა სახარებისეული მცნების პაციფისტურ და მონდიალისტურ დამახინჯებას გააჩნია გასავალი (წარმატება) განათლების დაცემისა და ენების გაღარიბების გამო. მათში დღეს ერთი და იგივე სიტყვით აღნიშნავენ პირად მტერსაც და საზოგადო მტერსაც, ჭეშმარიტების, სიკეთის, ღირსების მტერსაც. “გიყვარდეთ მტერნი თქვენნი, აკურთხევდით მაწყევართა თქვენთა...” (მათე. 5, 44 და ლუკა. 6, 27) სულაც არ ნიშნავს სიტყვა-სიტყვით მოწოდებას შევიყვაროთ ნებისმიერი მტერი, რომელთა რიცხვშიც შედის თავად სატანაც. ძველ ბერძნულ და ლათინურ ვერსიებში ეს მოწოდება ნიშნავდა “შევიყვაროთ” პირადი მტრები – inimicos და არა საზოგადო მტრები – hostes. რომაელი ქრისტიანები მოწოდებას “diligite inimicos vestros” არ განმარტავდნენ როგორც ზოგადად მტრის შეყვარებას, როგორც “diligite hostes vestros”. თუმცა კი ესმოდათ, რომ მტერი პოლიტიკური და სულიერი აზრით არ ვარაუდობს პირად სიძულვილს და ჯარისკაცს არ გააჩნია მორალური უფლება იყენებდეს იარაღს პირადი წყენის გამო შურის საძიებლად. აქედან გამომდინარეობს კიდეც გაუმართლებელი სისასტიკის დაგმობა ომებში, სამხედრო გამარჯვებისთვის არასაჭიროსი, არაჰუმანურობის დაგმობა ტყვეებისა და არაკომბატანტების – სამოქალაქო მოსახლეობის მიმართ; მედილეგის პიროვნული სისასტიკისა და ბოროტების ამორალურობა პატიმრის მიმართ. ჯერ კიდევ ნეტარმა ავგუსტინემ მეტად დამაჯერებლად განგვიმარტა სხვა “პაციფისტური” მცნებაც – მივუშვიროთ მოწინააღმდეგეს მარცხენა ლოყა მას შემდეგ, რაც იგი გაგვარტყამს მარჯვენაში (მათე. 5, 39). ეს ეხება სულს, მაგრამ არა სხეულს, და ლაპარაკია მორალურ დისციპლინასა და მრისხანების ცოდვისგან თავის შეკავებაზე, როდესაც სიძულვილის გამოწვევებზე უნდა ვპასუხობდეთ არა სიძულვილით, არამედ სუვერენული და უდრეკი სულის ამაღლებით”.

პირველ ქრისტიანებს შორის ამაოა ვეძებდეთ მათ, ვინც აჯანყდებოდა სახელმწიფოსა და მისი კანონების წინააღმდეგ, შევნიშნავთ, წარმართული სახელმწიფოსი, რომელიც მათდამი უკიდურესად მტრული იყო და დევნიდა მათ. მოციქული პავლე არაორაზროვნად მოძღვრავდა ემსახურათ “არა შიშით, არამედ სინდისით”. არავინ არ მოუწოდებდა დეზერტირობისკენ, “ომში საკუთარი მთავრობის დამარცხებისკენ”, როგორც ამას აკეთებდნენ ბოლშევიკები, ან შიშველი პაციფიზმისკენ – მიწიერი ცხოვრების გულისთვის საკუთარი სახელმწიფოს მტრებისადმი გულგრილი დამოკიდებულებისკენ. პირველი ქრისტიანები არ გახლდნენ “ანტისახელმწიფოელები”, აბსტრაქტულ “ადამიანის უფლებათა” დამცველების მსგავსად (ს. კოვალიოვი), რომლებიც ღიდ თანაუგრძნობენ ჩეჩენ ბანდიტებს და პროპაგანდასაც ეწევიან მოწინააღმდეგის სასარგებლოდ რუსეთის ტერიტორიული მთლიანობისთვის ომის მსვლელობისას. როგორ აბსურდულ დამახინჯებამდე უნდა დავიდეს ლიბერალური შეგნება, რომ მსგავსი საქციელი, რომლისთვისაც წარსულის ომების დროს ნებისმიერ სახელმწიფოში – საფრანგეთში, ინგლისში, იტალიაში მიიჩნევდნენ გამყიდველებად, გადასცემდნენ სასამართლოებს და ხვრეტდნენ კიდეც, იქცეს ზოგადადამიანის კერპად.

მამაცი მეომრები – ქრისტიანები, წმინდა გიორგი, ანდრია სტრატილატოსი, პროკოფი, თეოდორე სტრატილატოსი, ეჭვის გარეშე ემსახურებოდნენ თავიანთი მახვილებით რომის სახელმწიფოსა და იმპერატორს და ასევე პრინციპულად უარს აცხადებდნენ მახვილის გაშიშვლებაზე საკუთარი სიცოცხლის დასაცავად. მაგრამ სახარებისეული საწყისების სიტყვა-სიტყვით განმარტებისა და ინტერპრეტაციის ცდუნებები სამხედრო სამსახურსა და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმის გულისთვის მაინც ერეოდა (სძლევდა) ხოლმე ქრისტიანულ ეკლესიას უმთავრესად იმპერატორ კონსტანტინეს მიერ რწმენის შემწყნარებლობაზე ცნობილი ედიქტის მიღებამდე. აქამდე ისტორია ნამდვილად მოწმობს ზოგიერთი ქრისტიანის უარის შესახებ, მოწამეობის ფასადაც კი, სამხედრო ვალდებულების აღსრულებაზე. საჩვენებელია, რომ ეს ძირითადად დაკავშირებული გახლდათ ზიზღთან არა იარაღის, არამედ წარმართულ წესებში მონაწილეობაზე ვალდებულების მიმართ, რომლებიც შეადგენდნენ სამსახურის განუყოფელ ნაწილს, ასევე წარმართული ტაძრების დაცვისა და იმპერატორის კულტის მიმართაც, რომელიც იყო Augustus-იც, Imperator-იცა და Pontifex-maximus-იც – ღმერთი, მეფე და პირველი ქურუმი – “კერპი” რომლისადმი ლოიალობა და ფიცი ფაქტიურად ნიშნავდა კერპთაყვანისცემის ცოდვას.

ამ საკითხში ეკლესიის შიგნით მწვავე დისკუსიას ასახავს მგზნებარე უარყოფა სამსახურისა ტერტულიანეს მიერ, რომელსაც სძულდა რომის იმპერია და სამხედრო სამსახურისადმი დასაწყისში ზომიერი დამოკიდებულება შემდეგ შეცვალა მისი უკომპრომისო უარყოფით. ორიგენე აღიარებდა სამოქალაქო ვალდებულებას სახელმწიფოს წინაშე, მაგრამ წარმართებს სთავაზობდა ემსახურათ არმიაში, ქრისტიანებს კი იარაღის გარეშე ალტერნატიულ სამსახურში. ყოველივე ეს დასრულდა კონსტანტინეს ედიქტის შემდეგ. უკვე 314 წელს საეკლესიო კრებამ არლეში დონატისტური მწვალებლობის დაგმობის გარდა დაადგინა ეკლესიიდან განეკვეთათ ყველა მორწმუნე, ვინც უარყოფდა სამხედრო ვალდებულებას ან დეზერტირი გახდებოდა. არლეში საეკლესიო კრების მესამე კანონმა დააფიქსირა ეკლესიის დამოკიდებულება ომისადმი, რომელიც ამიერიდან განისაზღვრებოდა მისი სამართლიანობის ან უსამართლობის კვალიფიციური შეფასებებით.

შეცდომა იქნებოდა ვადანაშაულებდეთ ქრისტიანობას, რომელიც არ უარყოფს ძალადობას, მაგრამ უპირობოდაც არ ავალდებულებს მას (როგორც ეს ძველ აღთქმასა და ისლამშია) იმას, რომ მან დაძლიოს ომები, რომლებიც შეიძლება გაქრეს მხოლოდ ესქატოლოგიურ პერსპექტივაში, ისევე როგორც იმას, რომ ეკლესია არ გმობს, არამედ აკურთხევს ეროვნულ გრძნობებსა და სამშობლოსადმი სიყვარულს, რაც საპირისპიროა მარქსისტული თეზისისა: “პროლეტარებს არა აქვთ სამშობლო” და ამასთანავე კოსმოპოლიტური ლიბერალური თეზისისაც: “ubi bene ibi patria” – “სადაც კარგად ვარ, იქ არის სამშობლოც”. აქ მონდიალიზმი ამახინჯებს კიდევ ერთ სახარებისეულ კანონს – “არ იქნება არც ელინი, არც იუდეველი, არც წინადაცვეთილი, არც წინადაუცვეთელი, არც კაცი, არც ქალი”, რამდენადაც ამ სიტყვებს ჩამოაჭრეს მათი შემდგომი: “ყველგან და ყველაფერში ერთი ქრისტე”, რაც მხოლოდ ნიშნავს ისევ სხვა ქვეყანას, რომელშიც ქრისტეს ჭეშმარიტების მიღების შემდეგ ღმერთისთვის ერთია განსხვავებული ეროვნებისა და სქესის ყველა ქრისტიანი. მაგრამ მიწიერ სამყაროში სულაც არა ყველგან და ყველაფერში არის ქრისტე, და მეტად დიდია განსხავება მათ შორის, ვინც ამას აღიარებს და არ აღიარებს.

შევნიშნავთ, რომ მაინც სწორედ მართლმადიდებელმა ეკლესიამ შეიტანა ყველაზე მეტი წვლილი საომარი ვნებების ალაგმვასა და მოწინააღდეგისადმი ჰუმანური დამოკიდებულების გამომუშავებაში. სამი ქრისტიანული კონფესიის – მართლმადიდებლურის, კათოლიკურისა და პროტესტანტულის – შედარებისას ვხედავთ, რომ სწორედ მართლმადიდებლურმა მოძღვრებამ მიაღწია დიდ სიმაღლეებს თვითალაგმვისა და უნივერსალიზმის ქადაგებაში, რაც გამოვლინდა იმ ხალხებისადმი აშკარად განსხვავებულ დამოკიდებულებაში, რომლებიც მართლმადიდებლური სახელმწიფოს გაფართოების კვალდაკვალ შედიოდნენ მის შემადგენლობაში. კათოლიკური ეკლესია სერიოზულად აწარმოებდა დისკუსიებს იმის თაობაზე, რომ წარმოადგნდნენ თუ არა სამხრეთ ამერიკის მკვიდრი მაცხოვრებლები ადამიანებს, რომელთა მიმართაც უნდა გამოყენებულ იქნას ქრისტიანული მცნებები და ქადაგება, ხოლო კონკისტია კი იქცა დამპყრობლის არაადამიანურობისა და სიხარბის სიმბოლოდ. უფრო მეტიც, პროტესტანტული ქვეყნების არმიები ახალ და უახლეს დროში გამოირჩევიან მოწინააღმდეგესთან მიმართებაში ყველაზე უფრო მეტი სისასტიკითა და ყველანაირი მორალური შეზღუდვებისგან თავისუფლებით, განსაკუთრებით დაპყრობილი ან დასაპყრობი ქვეყნების მკვიდრი მოსახლეობის ან “მეორეხარისხოვანი არაისტორიული” ხალხების წარმომადგენელთა მიმართ. ინგლისური კოლონიური ჩვეულებები ოსტ-ინდოეთში, ისევე როგორც პურიტანების კალვინისტური მორალი ვესტ-ინდოეთში დე-ფაქტო მიჰყვებოდა სულაც არა მშვიდობისმოყვარეობის ქრისტიანულ მცნებებს, არამედ გენოციდის პრიმიტიულად განმარტებულ ძველაღთქმისეულ ნიმუშებს იმათთან მიმართებაში, ვინც, მათი აზრით, არ არიან განკუთვნილი გადარჩენისთვის (ცხონებისთვის).

პროტესტანტიზმისთვის დამახასიათებელია ყველაზე უფრო თვითდაჯერებული დამოკიდებულება საკუთარი უცოდველობის მიმართ და მედიდური სინანულის გრძნობა სხვებისადმი, რაც სულაც არ არის შემთხვევითი და არც პირადი ხასიათის თვისებების გამოვლინება, არამედ გამომდინარეობს პროტესტანტული სწავლებიდან გადარჩენის (სულის ცხონების) შესახებ. პროტესტანტიზმში მეორე პლანზე გადადის საკუთარი ცოდვების დაძლევა საკუთარი კეთილი საქმეების დათვლაზე დაფიქსირებულობასთან შედარებით (ასეთ “სათნოებათა რეესტრს” აწარმოებდა ბენჯამენ ფრანკლინი, მაგრამ შევადაროთ ეს სახარებისეულ იგავს მეზვერისა და ფარისევლის შესახებ), და გამოცხადებულია გადარჩენის (ცხონების) მიღწევა უკვე პროტესტანტული სწავლების მიღებასთან ერთად, და არა როგორც შესაძლებლობა დაიმსახურონ იგი ღვთის შეწევნით ნეტარების ცხრა მცნების შესრულებით – მაცხოვრის ქადაგება მთაზე (“ნეტარ იყუნენ გლახაკნი სულითა...”), ყოველმხრივი ასკეზითა და სინანულით. პროტესტანტიზმის სულიერ-ფსიქოლოგიური წყობა – ამაღლებულად დაკმაყოფილებულია, აღვსებულია არა მხოლოდ დარწმუნებულობით იმაში, რომ მათ გარანტირებული აქვთ ცხონება, არამედ იმის მოლოდინითაც, რომ უკვე მიწიერ ცხოვრებაში ღმერთი მათ წყალობას მიაგებს სწორი სარწმუნოებისთვის. საქმიანი წარმატება და სიმდიდრე არ იწვევს შეკრთომას (смущения) და, კერძოდ, კალვინისტებთან – პურიტანებთან პირდაპირ განიხილება როგორც მათი ღვთივრჩეულობის მაჩვენებელი. მსგავსი ელემენტები ამორჩევით ამოგლეჯილია ძველი აღთქმის სხვადასხვა ადგილიდან, მაგრამ თუკი სამოციქულო ქრისტიანები ძველი აღთქმის ინტერპრეტაციას ახდენენ სახარებით, პროტესტანტიზმი, განსაკუთრებით კი ანგლოსაქსონური პურიტანიზმი წარმოადგენს მაქსიმალურ უკანდახევას ახალი აღთქმიდან ძველი აღთქმისკენ, ანუ შეგნებულად არჩევანის გაკეთებას ძალაუფლებისა და პურის სასარგებლოდ.

დარწმუნებულობა (დაჯერებულობა) თავიანთ უცოდველობასა და აღმატებულობაში ბევრწილად წარმოადგენს საკუთარი როლისა და მსოფლიოს მოწყობის საკუთარი იდეების მესიანურობის რელიგიურ-ფილოსოფიურ საფუძველს, რომლებშიც უძველესი დროიდან იყო მსოფლიო ორგანიზაციის დაარსების იდეა და იგი არა მხოლოდ სულიერად, არამედ პრაქტიკულ ცხოვრებაშიც თავს მოახვევდა ერთიან და მუდმივ სტანდარტებს, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ მშვიდობა. სწორედ ანგლოსაქსონური რელიგიური და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, აგრეთვე პოლიტიკური წრეები XX საუკუნეში იქცნენ ლიდერებად “მშვიდობის როგორც საერთაშორისო ურთიერთობების კონცეფციისა” და გლობალური ინსტიტუტების იდეის შემუშავებაში, აგრეთვე ცხოვრებაში მათი აგრესიული და დაჟინებული გატარების საქმეში. მათი აზრით, სწორედ ეს გლობალური ინსტიტუტები განახორციელებენ კონტროლსა და მათ მიერ დადგენილი წესების უზრუნველყოფას, თვით ძალადობის გამოყენებითაც კი. ძნელი არ არის ამაში ამოვიცნოთ მექანიზმი მსოფლიო ბატონობის ძველი იდეის განხორციელებისთვის, რომლის ცდუნებაც თავს იჩენდა სხვადასხვანაირ რელიგიებსა და სექტებში, ღია მსოფლმხედველობრივ და პოლიტიკურ დოქტრინებსა და საიდუმლო საზოგადოებებში საუკუნეების მანძილზე და მანმადე უხილავი ძალით კვლავ აღორძინდა III ათასწლეულის ზღურბლზე.

თვით ლიბერალურ პარადიგმებშიც კი ნებისმიერი მსოფლიო ორგანო, რომელიც პირდაპირ ხელს აღმართავს ერი-სახელმწიფოს სუვერენობაზე, მის უფლებაზე ჰქონდეს შინაგანი ეროვნულ-რელიგიური ცხოვრება თავისი ცნებებით და იცავდეს მას – პირდაპირ უპირისპირდება “დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფოს” ფუძემდებლურ ფოსტულატებს. ის, ვინც დირიჟორობს მსოფლიო მთავრობას, თვითონ გამოიმუშავებს და დაადგენს კრიტერიუმებს, თვითონ იმსჯელებს მათი შესრულების შესახებ და თვითონ დასჯის დარღვევებს. ესაა ყბადაღებული ძალაუფლების განაწილების ანტიპოდი, რომელიც წარმოადგენს შეკავებისა და საპირწონეების სისტემას საზოგადოებაში, სადაც უმაღლესი ძალაუფლების ინტერპრეტირებას ახდენენ როგორც ხალხის მიერ ბოძებული ძალაუფლებისა, ხოლო სახელმწიფოსი, როგორც საზოგადოებრივი ხელშეკრულებისა, მაგრამ ქრისტიანულ კრიტერიუმებში ეს გახლავთ სრული აპოსტასია (ღმერთისგან დაშორება).

მსოფლიო ორგანიზაციის იდეა მსოფლიოს “გლობალური მართვისათვის” მეორე მსოფლიო ომის შემდეგ

საშინელმა ომმა XX ასწლეულის შუახანებში მსოფლიო დააყენა საკუთარი სიცოცხლის გადარჩენის ზღვარზე და დროებით დააბრუნა სახელმწიფოები ეროვნულ პოლიტიკასთან. მაგრამ ამ პერიოდშიც აბამდნენ გლობალიზაციის ობობის ქსელს და ჰქმნიდნენ წინაპირობებს ანგლოსაქსონური დერჟავებისთვის ახალ ომისშემდგომ მსოფლიოში. ანგლოსაქსონური ქვეყნების პოლიტიკური ძალისხმევა და ლიბერალური გლობალიზმის იდეოლოგიური კონცეფციები ვითარდებოდა ორი მიმართულებით, რომლებიც ნაწილობრივ მოგვაგონებს მათ ქცევასა და სტრატეგიას პირველ მსოფლიო ომში. ეს კი ადასტურებს ერთგვარი სპეციფიკის არსებობას ანგლოსაქსონელთა საერთაშორისო ქცევაში – “ოკეანის” ძალებისა – რომლებიც გამოყოფილი არიან “კონტინენტისგან” – ევრაზიის მატერიკისგან. ერთერთ მათგანს წარმოადგენდა სსრკ-ის ყველანაირად წახალისება ჰიტლერთან ბრძოლისთვის, ამასთან სრულ გამარჯვებამდე. საომარი მოქმედებების გეოპოლიტიკურ სტრატეგიას ამ დროს შეადგენდა მუდმივი სქემა – ტევტონებისა და სლავების გამოფიტვა ურთიერთ შორის ომით, გერმანული პოტენციალის დანაწევრება და მათ შორის მცირე სახელმწიფოების შექმნა, რუსეთის – სსრკ-ის ხმელთაშუა ზღვასა და ბალკანეთში არ შეშვება, რომელთა გავლითაც ბრიტანეთი თავისი იმპერიის გარანტირებას ახდენდა სუეცის არხის აღმოსავლეთით.

ომის თითქმის სულ დასაწყისშივე წამოყენებულ იქნა ერთგვარი იდეოლოგიური და სამართლებრივი პარამეტრები ომისშემდგომი მსოფლიოსთვის აგრეთვე მსოფლიო უნივერსალური ორგანიზაციის შექმნის იდეა მომავლის “გლობალური მმართველობის” უზრუნველსაყოფად, რომლის ფესვებიც მიდის XX საუკუნის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტის ვუდრო ვილსონის 14 პუნქტისგან შემდგარ პროგრამამდე. ეს პროგრამა 1916-1918 წლებში იქნა შემუშავებული ვუდრო ვილსონის იდუმალებით მოცული alter ego-ს პოლკოვნიკ ჰაუზის მიერ, რომელსაც უფართოესი და უინტენსიურესი კონტაქტები ჰქონდა მასონურ წრეებთან ოკეანის ორივე მხარეს.

გლობალური მმართველობის იდეამ წარმოშვა უნივერსალისტური სტრუქტურების ორი ტიპი. პირველი ტიპი – ეს არის გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (გაერო), რომელშიც საბჭოთა დიპლომატიის შორსმჭვრეტელობამ უნივერსალისტური ფოსტულატები გააწონასწორა საერთაშორისო სამართლის კლასიკური ელემენტებით. მეორე – ეს გახლავთ პანევროპული სტრუქტურები, ევროპის საბჭოს მსგავსი. მისი დღევანდელი როლი გვიმტკიცებს, რომ მასში იყო კიდეც “უკეთეს დროებამდე” დაგროვებული მსოფლიო მთავრობისა და ერთიანი მსოფლიოს ვერშემდგარი უნივერსალისტური პრეტენზიები, “მარადიული” სტანდარტების საფუძველზე, რომლებსაც ფესვები გააჩნიათ წარსულის კოსმოპოლიტურ და მონდიალისტურ სწავლებებში, ხოლო ომებშორისი პერიოდიდან ავსტრიელი გრაფის კუდელჰოვე-კალერგის პან-ევროპის იდეაში.

ამ მკვებავი ბულიონიდან ამოიზარდა “მსოფლიოს მოქალაქეთა” აზროვნების მთელი კულტურა, ასევე “ევროპის საბჭოსი”, რომელსაც მიზანმიმართულად ზრდიან არბიტრად. ევროპის საბჭო – მხოლოდ იდეოლოგიური ორგანიზაციაა, რომელიც მოწოდებულია იარლიყებს აკრავდეს გლობალიზაციის დამნერგავი ლიბერალიზმის “პროგრესული სტანდარტისადმი” შესაბამისობაზე, იმის მსგავსად, როგორც III ინტერნაციონალი აკეთებდა ამას გლობალიზაციის კომუნისტური ვერსიისთვის. ევროპის საბჭო შექმნეს როგორც სტრატეგიული რეზერვი და დიდხანს პრაქტიკულად რჩებოდა ორბიტის ფარგლებს მიღმა, რომელშიც ბრუნავდა მსოფლიო პოლიტიკის ყველა სერიოზული პრობლემა და ასპექტი.

მანმადე, სანამ მსოფლიოში ვერავინ ვერ ბედავდა დავას კლასიკური საერთაშორისო სამართლის პრინციპებთან – ჩაურევლობასთან, სუვერენიტეტთან, საკუთარი ცივილიზაციის ქონის უფლებასთან საკუთარი ფასეულობებით, ეროვნული ყოფიერების მიზნებით, ცოდვის, დანაშაულისა და სათნოების (სიქველის) შესახებ წარმოდგენებით, ევროპის საბჭო არ თამაშობდა არანაირ როლს საერთაშორისო პოლიტიკაში და არც კი შედიოდა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების სოლიდურ სიაში, როლებსაც პირველ რიგში სწავლობდნენ საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტებზე. მაგრამ როგორც კი დადგა მომენტი, როდესაც ადამიანთა შეგნების იდეოლოგიურმა მომზადებამ საშუალება მისცათ ეჭვის ქვეშ დაეყენებინათ ერი-სახელმწიფოს სუვერენიტეტი და დაეწყოთ მსოფლო მთავრობისა და გლობალიზაციის იდეის რეალიზაცია ზეეროვნული (наднациональные) სტრუქტურების მხრიდან მართვისა და “არბიტრაჟის” მეშვეობით, დადგა მომენტი ევროპის საბჭოს წინ წამოწევისთვისაც.

აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს, ისევე როგორც მთელი ე. წ. “ევროპული პროცესის” ემბლემად აირჩიეს პენტაგრამებისგან (ხუთქიმიანი ვარსკვლავებისგან) შემდგარი გვირგვინი. ცოტამ თუ იცის, რომ სწორედ ეს სიმბოლოა გამოხატული ლონდონში მთავარი მასონური ტაძრის ჭერზე. დასავლური გეგმების ჭეშმარიტი შედეგები და ამ მონდიალისტური და უნივერსალისტური ორგანოებისთვის ჩაფიქრებული როლი აშკარა გახდა მხოლოდ დღეს და მათ ახორციელებენ XX საუკუნის მიწურულში.

მსოფლიო ორგანიზაცია მშვიდობისათვის თუ მსოფლიოს “გლობალური მართვისათვის”?

1990-იან წლებში განასაიდუმლოეს სამუშაო დოკუმენტები, პროექტები, მიმოწერა, მემორანდუმების გაცვლა 1945 წელში “უსაფრთხოების მსოფლიო ორგანიზაციის” შესაქმნელად, რომლებიც მეტად ნათლად გვიჩვენებს განსხვავებას მსოფლიოს მოწყობის მონდიალისტურ ანგლოსაქსონურ კონცეციებსა და კლასიკურ საერთაშორისო სამართალზე, მისეულ ერი-სახელმწიფოს სუვერენობის ცენტრალურ ცნებაზე დაფუძნებულ სსრკ-ის კონცეფციას შორის. აშკარაა ყველანაირი ეიფორიის სრული არარსებობაც გაერო-ს მომავალ როლთან მიმართებით საბჭოთა კავშირის საგარეოპოლიტიკურ უწყებაში.

მთლიანობაში ახალი გაწვევის (თაობის) საბჭოთა მსხვილი დიპლომატები საეჭვოა რომ ჩაფიქრებულიყვნენ ფ. რუზველტის – ვილსონიანური მიმართულების დაჯერებული და თანამიმდევრული გამგრძელებლის – ჩანაფიქრების სიღრმისეული აზრისა და წარმოშობის თაობაზე. საარქივო მასალები უფრო მეტყველებს საბჭოთა დიპლომატიაში მსოფლიოს ომისშემდგომი გადანაწილების რუზველტისეული გეგმის, გლობალიზაციის უნივერსალისტური ფილოსოფიური აზრისა და, რაც მთავარია, შორეული მომავლისთვის გამიზნულობის შეგნების (გაცნობიერების) არქონის შესახებ. საკითხის ასე ბოლომდე და სრულად ვერგაგებას (ვერჩაწვდომას) მეტად უწყობდა ხელს მარქსისტულ-ლენინური ანალიზის შეზღუდულობა, ხოლო რიგ შემთხვევებში კი, უბრალოდ თვალში საცემი პოლიტიკური პროცესის “წითელი პროფესურის” ინსტიტუტების სულით ვულგარიზაცია.

ომისშემდგომი დარეგულირებისადმი საბჭოთა მიდგომის ყველაზე უფრო მოწყვლად ადგილად შეგვიძლია ჩავთვალოთ ამერიკული განზრახვების არასაკმარისად ადექვატური წაკითხვა თანამშრომლობის, ურთიერთმოქმედებისა და კოოპერაციის შესახებ პოლიტიკურ ბანალობათა ფარგლებს მიღმა, რომლებიც მობერილი (მოტანილი) იყო ომის პერიოდში ანტიჰიტლერულ კოალიციაში მოკავშირეობითა და “იარაღში ამხანაგობით”. ამავე დროს რუზველტისეული “The Grand Design”-ის უკან იდგა ანგლოსაქსონური გეოპოლიტიკური გეგმა მსოფლიოსა და ევრაზიის გავლენის სფეროებად დანაწილებისა და აშშ-ის წამყვანი როლის შესახებ, რომელიც დაფარული (შენიღბული) იყო მხოლოდ ვილსონიანური ფრაზეოლოგიითა და საერთაშორისო ორგანოს მრავალმხრივი ინიციატივებით.

დავუმატებთ, რომ ვილსონიანური იდეოლოგიის გაშიფვრა მარქსისტული კლასობრივი სქემების დახმარებით, კიდევ უფრო ძნელია, ვიდრე გეოპოლიტიკისა. ისტორიულ მატერიალიზმში გლობალიზაცია, სუვერენიტეტის ეროზია და რაციონალიზებული მსოფლიო მმართველობა – ისეთივე საბოლოო იდეალი და კომუნისტური უნივერსალისტური პროექტის ბუნებრივი განვითარებაა, რომ თავისთავად აბოლოებს მსოფლიო მონოპოლისტური კაპიტალისა და მისი გამტარებელი ადამიანების დანაშაულებათა კრიტიკას.

საბჭოთა კავშირის მხრიდან მომავალი “უსაფრთხოების ორგანიზაციის” საკითხებით დაკავებული იყო კომისია მ. ლიტვინოვის ხელმძღვანელობით. მის ჩანაწერებში არსებული ტონისა და წყაროებზე მინიშნებების, აგრეთვე სხვა ირიბი მითითებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სწორედ ზემოთ მოყვანილი მარქსისტულ-ლენინური მიდგომის ფარგლებში ესმოდა მას ჩანაფიქრის არსი და მისი სიღრმისეული ისტორიული წყაროები, ხოლო მონდიალისტური ფილოსოფია და მსოფლიოს ხედვა ლიტვინოვს აშკარად მოსწონდა. იგი მეტად აკურატულად ჩაინიშნავდა მხოლოდ წმინდა სამართლებრივ და გეოპოლიტიკურ იმპლიკაციებს, თუმცა შეეძლო კი უფრო ღრმად გამოევლინა ვილსონის ლიბერალური პროგრამის, ვერსალის სისტემის, ერთა ლიგის ამერიკული ჩანაფიქრის, მომავალი გაერო-ს და სუვერენიტეტისადმი, როგორც საერთაშორისო ურთიერთობათა საფუძვლისადმი, მუქარის კავშირები.

მ. ლიტვინოვის, ამ მეტად იდუმალი ფიგურისა და საგარე საქმეთა კომისარიატში ანტიგერმანული და ინგლისური ლობის ანალიტიკურ ნაწერებში უცნობია რისთვის არის მოყვანილი ნაკლებად ცნობილი და, როგორც ჩანს, ისტორიკოსებისგან სპეციალურად მოთხოვნილი მონაცემები იდეის ყველაზე უფრო ძველი პროექტების შესახებ, და არცთუ სიმპათიის გარეშე ჩამოთვლილია პირველი პროპაგანდისტების სახელებიც. საერთოდ ტექსტები ლიტვინოვის ხელმოწერით, თუმცა კი აფიქსირებს შეჯახებას საბჭოთა კავშირის ინტერესებთან, ასევე მოწმობს უნივერსალიზმის თავად ფილოსოფიის იდეოლოგიურ ნათესაობაზე მის ისტორიულ ფესვებთან და ცხოვრებაში გამტარებელ ცნობილ ადამიანებთან (ბურჯებთან). ახლა უკვე, ალბათ, ვერ გავიგებთ თუ ისტორიული აზროვნების რომელმა რელიგიურ-ფილოსოფიურმა პარადიგმამ წაახალისა ლიტვინოვი უნივერსალისტური იდეისა და ორგანიზაციების ფუძემდებელთა უძველესი სიის მოხსენიებისთვის.

პირველი მითითებაა პიერ დიუბუაზე – საფრანგეთის მეფის ფილიპე ლამაზის კარის მოღვაწეზე, რომელიც ღიად შეეჯახა ტამპლიერების ორდენს 1310 წელს, სიკვდილით დასაჯა მისი დიდი მაგისტრი – იაკობ (ჟაკ) დე მოლე. სავსებით შესაძლებელია, რომ დიუბუა ყოფილიყო თავად ტამპლიერი, ჯაშუში სამეფო კარზე, ვინაიდან ლ. ა. ტიხომიროვი თავის წიგნში, საიდუმლო საზოგადოებათა შესახებ თავში, არსებული წყაროებისა და ლიტერატურის ღრმა შესწავლის საფუძველზე, ამტკიცებს, რომ ტამპლიერების იდეას წარმოადგენდა რაღაც “ევროპის შეერთებული შტატების” მსგავსის შექმნა მათი ფინანსური და სხვა კონტროლის ქვეშ. შემდეგი სახელებიც არანაკლებ დამახასიათებელია – ანრი ნავარელი და მის კარზე უმსხვილესი ფიგურა ჰერცოგი სიული – ჰუგენოტები, ე. ი. კალვინისტები, რომლებიც მიზანშეწონილად თვლიდნენ სრულიად ევროპის “სახელმწიფოთა კავშირის” შექმნას, რომელიც დაკავებული იქნებოდა “არა მხოლოდ დავების დარეგულირებით, არამედ ცხოვრებაში გაატარებდა კიდეც თავის გადაწყვეტილებებს საერთაშორისო ძალების დახმარებით”. აღსანიშნავია, რომ სიული თვლიდა მოსკოვის რუსეთს ბარბაროსულ ქვეყნად, ქრისტიანობის ექვსი საუკუნის მიუხედავად, და მიაჩნდა, რომ იგი უნდა განედევნათ აზიაში, თუკი არ დაემორჩილებოდა საბჭოს გადაწყვეტილებებს.

შემდეგ მოდიან უფრო ცნობილი ავტორები “ტრაქტატებისა მარადიული მშვიდობის შესახებ” – კვაკერი ვ. პენი (1693), ფრანგი განმანათლებელი და ყოფილი აბატი დე სენ-პიერი – საეკლესიო დისიდენტი, რომლის ნაშრომმაც ჩვენამდე მოაღწია მონტესკიეს გადმოცემით, “contrat social”-ის ავტორი ჟ. ჟ. რუსო (1761), ი. ბენტამი (1786), ე. კანტი (1795). XX საუკუნეში ამ იდეის რუპორები ხდებიან ძირითადად ანგლოსაქსები, თუკი სერიოზული ფიგურებიდან არ ჩავთვლით ავსტრიელ არისტოკრატსა და ყველანაირი იდუმალი ლოჟისა და საზოგადოების წევრს კუდენხოვ-კალერგის, რომელიც აქტიურად ცდილობდა “პანევროპის” შექმნას. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ – ვ. ვილსონი მისეული ერთა ლიგით, შემდეგ ფ. რუზველტი, უ. ჩერჩილი, ა. იდენი, ს. უელესი, ბერლი.

ამ იდეის გავრცელებაში არცთუ მცირე როლს თამაშობდა ამერიკული საგარეო ურთიერთობათა საბჭო, რომელმაც გააკეთა დასკვნა ერთა ლიგის შეცვლის აუცილებლობის შესახებ. ანგლოსაქსონელი პოლიტიკოსებისა და გავლენიანი საზოგადოებრივი ფიგურების მოყვანილ გამონათქვამებში როგორც ერთა ლიგის კრიტიკით, ისე მომავალი ორგანიზაციის შესახებაც, აშკარაა კონცეფცია – მართავდნენ მსოფლიო ურთიერთობებს. სამნერ უელესის მსჯელობით, “ერთა ლიგა მხოლოდ იყო საშუალება სტატუს-ქვოს შესანარჩუნებლად, იგი ვერასოდეს ვერ შეძლებდა ემოქმედა ელასტიური და მიუკერძოებელი იარაღის სახით”. ლორდი დევისი წიგნში “ფედერაციული ევროპა” სინანულს გამოთქვამდა ხმების თანასწორობის გამო, როდესაც ჰაიტის ხმა დიდი ბრიტანეთის ხმას უტოლდებოდა...”, ამერიკელი სპიკმენი უწოდებს “ერთხმოვანებას (единогласие) – სუვერენიტეტის აბსურდულ გამოხატვას, რომელიც ახდენს პარალიზებას”, რის წინააღმდეგაც გამოდის ინტეგრაციისა და პან-ევროპის მომავალი პროტაგონისტიც ბელგიელი პ. ა. სპააკი.

საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატში ნამდვილად გაცილებით უფრო სისტემურად კლასიკური მიდგომის საფუძველზე ერკვეოდნენ გეოპოლიტიკურ კონფიგურაციებში, სსრკ-თვის ხელსაყრელად ერთი საზღვრების შეცვლისა და სხვების საერთაშორისო აღიარების შესაძლებლობებში, გერმანიისგან რეპარაციებისა და ამერიკული სესხის შესაძლებლობებზე საბჭოთა კავშირის აღდგენის საჭიროებისთვის. იმავე დროს ფ. რუზველტი, რომელიც მის კერპთან ვუდრო ვილსონთან შედარებით, უფრო ნაკლებად იდეალისტი იყო, თუმცა კი აღიარებდა მოკავშირეთა წინაშე მდგარი სამხედრო გამარჯვებების სერიოზულობას, უმეტეს შენიშვნებს აკეთებდა მოშორებულ მომავალთან, ომისშემდგომი დროის ამოცანებთან დაკავშირებით, კოლონიებისა და დამოკიდებული ტერიტორიების მდგომარეობის ჩათვლით.

მაგრამ არა ღირს რომ ძალზედ კატეგორიულად ვმსჯელობდეთ უნივერსალური ორგანიზაციის დახმარებით გლობალიზაციის რუზველტისეული ჩანაფიქრის ბოლომდე ვერგაგების შესახებ. თუკი ვილსონიანობის იდეური არსი ყურადღების ცენტრიდან უსხლტებოდათ გადაწყვეტილებების მიმღებთ, ამერიკული გეგმის პრაქტიკული საერთაშორისო-სამართლებრივი შედეგები სსრკ-ში მშვენივრად გაიგეს. სულ თავიდანვე მიდიოდა წესდების ორი უმთავრესი პროექტის უმწვავესი ბრძოლა სხვადასხვა განყოფილებათა და პუნქტების მიხედვით, რომლებიც ფაქტიურად ასახავდნენ მომავალი ორგანიზაციის სრულიად განსხვავებულ კონცეფციებს. სსრკ საერთოდ დიდი სიფრთხილით, თუ არ ვიტყვით, უნდობლობით განიხილავდა ამ ინიციატივას, მაგრამ საბოლოო ჯამში მზად იყო წასულიყო ორგანიზაციის შექმნაზე, რომელიც არ დაემუქრებოდა სახელმწიფოს სუვერენიტეტს, და რომლის გადაწყვეტილებებსაც ექნებოდა უფრო მორალურ-პოლიტიკური მნიშვნელობა, და მათი რეალიზაცია მოხდებოდა დიპლომატიის კლასიკური მეთოდებით, რომლებიც დაინტერესებულ მხარეებს უნდა მიეღოთ აბსოლუტურად ნებაყოფლობით და არ შეიძლებოდა თავს მოეხვიათ ვინმესთვის სამხედრო ძალის გამოყენებით.

ერთა ლიგის პოლიტიკური და იურიდიული გამოცდილების ყველაზე პირველ ანალიტიკურ მიმოხილვაში (ამასთან ერთად როგორც “კანონშემოქმედებითის”, ისე სამართალგამოყენებითისაც), რომელიც დათარიღებულია 1943 წლის 16 დეკემბრით, საბჭოთა მხარე უკვე ვარაუდობდა, რომ ომისშემდგომი მსოფლიოს ანგლოსაქსონურ პროექტებში იქნება შენიღბული ჩარევა სახელმწიფოთა საშინაო საქმეებში, განსაკუთრებით მრავალეროვნული სახელმწიფოებისა. მოკავშირეებისადმი წარდგენილ პროექტებში სსრკ აქცენტს აკეთებდა ერი-სახელმწიფოს სუვერენობაზე, მიუთითებდა რა, რომ “საერთაშორისო ორგანიზაცია დაბეჯითებით შეიკავებს თავს ყველანაირი ჩარევისგან ცალკეულ სახელმწიფოთა საშინაო საქმეებში და, კერძოდ, ამა თუ იმ ეროვნულ უმცირესობასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობებში, რომელშიც ეს უმცირესობა ცხოვრობს”.

საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატის მიმოხილვაში მითითებული იყო ერთა ლიგის გამოცდილებაზე, რომელიც ადასტურებდა, რომ კონფლიქტებს ამ სფეროში ჩვეულებრივ ხელოვნურად ბერავენ ის სახელმწიფოები, რომელთათვისაც მომგებიანი იყო მფარველობა გაეწიათ ეროვნული უმცირესობებისთვის სხვა სახელმწიფოებში და ამით ისინი დაესუსტებინათ. “თავისი არსებობის მანძილზე ერთა ლიგამ ვერ გადაჭრა ვერც ერთი დავა ეროვნულ უმცირესობასა და მისი ცხოვრების სახელმწიფოს შორის... ამიტომ საერთაშორისო ორგანიზაცია გამოაცხადებს, რომ ურთიერთობები სახელმწიფოს შიგნით მის სხვადასხვა ეროვნულ ჯგუფებს შორის წარმოადგენს თითოეული სახელმწიფოს საშინაო საქმეს და არ ექვემდებარება მის (ორგანიზაციის) კომპეტენციას”, ხოლო “კონფლიქტს, რომელიც ექვემდებარება განხილვას საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, წარმოადგენს ისეთი დავა სახელმწიფოებს შორის, რომლის გაგრძელებაც შეადგენს მუქარას ყველასთვის”.

საბჭოთა საგარეოპოლიტიკური უწყების ანალიტიკურ დასკვნებში სთავაზობდნენ “ეღიარებინათ, რომ ურთიერთობები სახელმწიფოს შიგნით მის სხვადასხვა ჯგუფებს შორის არ შეიძლება წარმოადგენდეს სხვა სახელმწოფოთა ზრუნვის საგანს”. შეგნებული მითითება სუვერენიტეტის განუხრელობაზე ახალისებდა საბჭოთა დიპლომატიას მაქსიმალური სიფრთხილისთვის, რამდენადაც სრულიად აშკარა იყო, “რომ საერთაშორისო ორგანიზაციის ფუნქციებიდან შეუძლებელი იქნებოდა საერთაშორისო კონფლიქტების მოგვარების გამორიცხვა”, ამიტომ “აუცილებელი იქნება დეტალურად შევიმუშაოთ ჩვენთვის ყველაზე უფრო დამაკმაყოფილებელი პროცედურები, მაგალითად დავაზუსტოთ იმ საკითხთა კატეგორიები, რომლებიც ექვემდებარება ამგვარ განხილვას, გავითვალისწინოთ მაქსიმალურად მაღალი კვალიფიცირებული უმრავლესობა გადაწყვეტილებათა გამოსატანად და ყველანაირად დავასუსტოთ ამ გადაწყვეტილებათა სავალდებულობა”.

გლობალური მმართველობის ორგანიზაციის წესდება

აშშ და დიდი ბრიტანეთი ამოდიოდნენ სულ სხვა კონცეფციიდან და ცდილობდნენ ისეთი ზეეროვნული (наднациональная) უნივერსალური ორგანიზაციის შექმნას, რომელიც არა მხოლოდ შეაკავებდა თავისი ავტორიტეტითა და მორალური სანქციებით სამართლის უხეშ დამრღვევებს, არამედ მართავდა სუვერენული სახელმწიფოების პოლიტიკას, ამასთან არა მხოლოდ საგარეოს, არამედ საშინაოსაც, დამოუკიდებლად განსაზღვრავდა რა იმას, თუ ამა თუ იმ სახელმწიფოს საშინაო ცხოვრებაში მიმდინარე რომელი მოვლენები წარმოადგენდა “მუქარას საერთაშორისო მშვიდობისთვის”. აღსანიშნავია, რომ შემოთავაზებული ანგლოსაქსონური პროექტები სავსებით განსაზღვრულად ახდენდა მომავალი ორგანოს “უნივერსალურობის” ინტერპრეტაციას. იმ მომენტში, როდესაც ჯერ კიდევ სრულიად ნათელი არ იყო, თუ რამდენი ქვეყანა შევა ამ ორგანიზაციაში, “უნივერსალურობა” ანგლოსაქსონელთ ესმოდათ როგორც მისი გადაწყვეტილებების სავალდებულობა ყველასა და ყველაფრისთვის, მათთვისაც კი, ვინც არ მოისურვებდა ამ ორგანიზაციაში შესვლას.

ანგლოსაქსონურ ოფიციალურ პროექტებს შეიმუშავებდნენ ინგლისსა და აშშ-ში მრავალრიცხოვან საზოგადოებრივ და უწინარეს ყოვლისა პროტესტანტულ-რელიგიურ ორგანიზაციებში და “ფილანთროპულ” საზოგადოებებში არსებულ გლბალისტურ განწყობილებათა ვაკხანალიის ვითარებაში. მათ პირდაპირ წალეკეს მოკავშირეები, საბჭოთა საგარეოპოლიტიკური უწყების ჩათვლით, მსოფლიოს მოწყობის მრავალრიცხოვანი და ხშირად ბოდვითი პროექტებით, რომელთა მარცვალს წარმოადგენდა ცხოვრების ერთიანი სტანდარტების “დამტკიცება” (“დამკვიდრება”), გარანტირებული კოლექტიური ძალის გამოყენების მუქარით, რომლებიც ვითომდა უზრუნველყოფდნენ მარადიულ მშვიდობას. ბევრი მათგანი ჩაკრულ იქნა ლიტვინოვის კომისიის საქაღალდეებში, და წარმოადგენს ეპოქის საინტერესო დოკუმენტს.

პროექტები “მშვიდობის ქალაქები” პარიზში არსებული საერთაშორისო დიპლომატიის აკადემიის სახელით, “რეფერატი “მარადიული მშვიდობის შესახებ” საერთოდ სთავაზობდნენ მსოფლიოს აშენებას კომუნისტ-უტოპისტების პროექტების მიხედვით, სადაც ხალხების ცხოვრება რეგლამენტირებული იქნებოდა წმინდა რაციონალისტური კრიტერიუმების შესაბამისად. დიდი შემოსავლისა და ეკონომიკური განვითარების სფეროში წარმატების მქონე ქვეყნებს ექნებოდათ უფრო მეტი უფლებები წარუმატებელ ქვეყნებთან შედარებით. ამ პროექტში სათანადო პროცედურასაც კი ვარაუდობდნენ სახელმწიფოთა საზღვრებისა და ტერიტორიების პერიოდულად გადახედვისთვის მოსახლეობის რიცხოვნების ცვლილების-და მიხედვით, რომელიც განსაზღვრავდა კიდეც ხმების რაოდენობას შემოთავაზებულ ორგანიზაციაში. აშშ-ის დღევანდელი პრეტენზიებისა და ნედლეულის მიწოდების რეგიონებში ძალის გამოყენებისთვის მზადყოფნის ფონზე ასეთი იდეები უკვე არცთუ ისე უტოპიურად წარმოგვიდგება. შესაძლოა ადვილად წარმოვიდგინოთ სიტუაცია, რომ სუვერენული ქვეყნების მიერ თავიანთ ნედლეულთან დაშვების ჰიპოთეტური შეზღუდვის შემთხვევაში აშშ გამოაცხადებს მსოფლიო რესურსებს “მსოფლიო საზოგადოებრიობის” საკუთრებად – იმ ფანტომისა, რომლის სახელითაც იგი მიიღებს გადაწყვეტილებას ამ რესურსების ძალით აღების შესახებ.

ბრიტანული საზოგადოებრივი ორგანიზაციების პროექტები ნაკლებად კურიოზული და ეგზოტიკური იყო და სულაც არა გულუბრყვილო, რამდენადაც შეიცავდა “ახალი საზოგადოების” მაცდუნებელ სისტემურ ფილოსოფიას. საკმარისად დეტალურად შემუშავებულ პროექტში “კონსტრუქციული მშვიდობის პირობები”, რომელიც ორმოცზე მეტი ბრიტანული ეროვნული ორგანიზაციის სახელით წარმოადგინა “მშვიდობის ეროვნული საბჭოს” ვიცე-პრეზიდენტმა ვინმე ს. ბეილიმ, მსოფლიო ორგანიზაციის მიზნად განსაზღვრული გახლდათ “არა აგრესიის მოგერიება, არამედ ადამიანთა ისეთი საზოგადოების შექმნა, რომელშიც აგრესიის წარმომშობი ფაქტორები მოხსნილი იქნებოდა ხალხების დაკმაყოფილების გზით”. რა თქმა უნდა, ურთიერთობათა შემოთავაზებული ახალი ტიპის წარმატებისთვის “ყველამ უარი უნდა თქვას უფლებაზე მოქმედებდეს მხოლოდ საკუთარი ინტერესებით იმ საკითხებში, რომლებიც ეხება მთლიანობაში კაცობრიობის კეთილდღეობას”. ამასთან აუცილებელი იქნება უზრუნველყონ პოლიტიკური მანქანის მსახურება პიროვნებისადმი, რათა “თავიდან იქნას აცილებული ისეთი შეგნება, რომელიც ემუქრება დემოკრატიის სულსა და სეფუძვლებს”.

“მშვიდობის ეროვნული საბჭო” აუციულებლად თვლიდა “საზოგადოებრივი და ეროვნული ცხოვრების დაქვემდებარებას საერთაშორისო მმართველობისა და მარადიული სტანდარტების პრინციპებისადმი”. ქვეყნები ვალდებული უნდა ყოფილიყვნენ უსიტყვოდ ეღიარებინათ მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიტეტი და მის მიერ განსახილველად გადაეცათ ყველა დავა, ლაპარაკი ასევე იყო “უნიფიცირებულ ევროპასა” და “მსოფლიო მოქალაქეობის აღზრდაზე”, აგრეთვე პრაქტიკულ ინტერნაციონალიზმზე. უკიდურესად ლიბერალური კონცეფციების მსოფლმხედველობის პარალელიზმი კომუნისტურებთან მეტად თვალსაჩინოა, როგორც თავად შემართებაც – იძულებით ჰქმნიდნენ ახალ ადამიანს და თავს ახვევდნენ ახალ ადამიანურ საზოგადოებას ერთიანი მმართველობის ქვეშ. საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატის მიერ შემუშავებულ მიმოხილვებში, რომლებიც თავისუფალია პროპაგანდისტული ჩენჩოსგან, მოყვანილ მსჯელობებზე საპასუხოდ, უბრალოდ მითითებულია: “უტოპიურია ვფიქრობდეთ, რომ ცალკეული სუვერენული ქვეყნების წარმომადგენლებს შეუძლიათ საერთაშორისო ორგანიზაციაში დაივიწყონ თავიანთი ეროვნული ინტერესები, სრულიად უარი თქვან ეროვნულ ეგოიზმზე და მოქმედებდნენ მხოლოდ კაცობრიობის ინტერესების სულისკვეთებით”.

აშშ ცდილობდა ასევე ჩაედო ქვეყნების ეროვნულ შესაძლებლობათა იძულებით შეზღუდვის მექანიზმი მომავალი ორგანიზაციის კონტროლქვეშ. სახელმწიფო დეპარტამენტის 1944 წლის 21 მაისის მემორანდუმში იყო თეზისი იმის შესახებ, რომ “საერთაშორისო თანამშრომლობა უნდა შეიცავდეს ეროვნულ შეიარაღებათა შესახებ საკითხის დარეგულირებას ისეთი გზით, რათა არ იყოს შესაძლებლობა წარმატებით ესროდნენ გამოწვევას კანონს, და რათა იმავე დროს შეიარაღებათა ტვირთი შემცირებული იყოს მინიმუმამდე”. ამან გამოიწვია სსრკ-ის კატეგორიული უარი. საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატის ანგარიშში გამოხატავდნენ უკიდურეს სიფრთხილეს როგორც შეიარაღებათა შესახებ საკითხთან მიმართებაში, ისე სავარაუდო საერთაშორისო სასამართლოსთანაც, რომელიც არ უნდა ქცეულიყო სუვერენულ სახელმწიფოთა ბედის გადამწყვეტ ორგანოდ. ერთა ლიგის გამოცდილებაზე მითითებით ნათქვამი იყო, რომ “ერთა ლიგის საერთაშორისო სასამართლოს პალატის აუცლებელი იურისდიქცია არსებობდა მხოლოდ იმ სახელმწიფოებთან მიმართებაში, რომლებმაც მიიღეს ე. წ. “ფაკულტატური კლაუზულა” (ერთა ლიგის სტატუტის 36-ე მუხლი), ე. ი. ნებაყოფლობით მიიღეს საკუთარ თავზე მისი იურისდიქცია.

მსოფლიო ორგანიზაციის იდეისა და პირველი წინადადებების სულ საწყისი ანალიზის საფუძველზე საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატმა გააკეთა დასკვნა საერთაშორისო ორგანიზაციის “სასურველობის შესახებ საყოველთაო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების და ამ მიზნით კოლექტიური ზომების მიღების თაობაზე აგრესიის აცილებისა და აგრესიის განხორციელების მოგერიების მიზნით”. მაგრამ “დავების მშვიდობიანად გადაწყვეტისთვის გადაწყვეტილებათა სახიფათოობასთან” დაკავშირებით, და “სსრკ-სადმი მტრულობის გათვალისწინებით” ანალიტიკური წერილი სთავაზობდა, რომ იურიდიული ხასიათის წინადადებები გამოეტანათ მომავალი ორგანიზაციის სისტემიდან და უარეყოთ წინადადება შეიარაღებული ძალების შესახებ, დაჟინებით მოეთხოვათ საერთაშორისო ორგანიზაციის ფუნქციებიდან ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გამორიცხვა (რათა თანამონაწილეობა არ მიეღოთ ამერიკული კაპიტალის მთელ მსოფლიოში გავრცელებაში). მთავარი აქცენტი გაკეთებულ იქნა საბჭოში გადაწყვეტილებათა ერთხმად მიღებაზე, ხოლო კრებაზე ხმების 2/3-ის კვალიფიციურ უმრავლესობაზე (იგულისხმება შემდგომში ჩამოყალიბებული გაერო-ს უშიშროების საბჭო, სადაც მის მუდმივ წევრებს აქვთ ვეტოს უფლება, და გაერო-ს გენერალური ასამბლეა – ი. ხ.).

როდესაც 1944 წლის 18 ივნისს მოლოტოვის სახელზე მიღებულ იქნა ამერიკული წინასწარი წინადადებები, პროექტების კონცეფტუალური განსხვავება განსაცვიფრებელი იყო. იმ განყოფილებაში, სადაც საბჭოთა მხარე ლაპარაკობდა “აგრესიის წინააღმდეგ ზომების შესახებ”, ე. ი. ამოდიოდა იქიდან, რომ ორგანიზაცია რეაგირებას მოახდენს მშვიდობის უკვე მომხდარ დარღვევებზე, აშშ სთავაზობდა მიეცათ მომავალი ორგანოსთვის უფლება “თავად განსაზღვრავდეს მშვიდობისთვის მუქარის არსებობას ან მშვიდობის დარღვევებს... წყვეტდეს მხარეთა მიერ მისთვის გადაცემულ დავებს, ან კიდევ ისეთებს, რომელსაც იგი თავისი ინიციატივით თვლის მისი იურისდიქციისადმი დაქვემდებარებულად”.

თავად სახელმწიფოებს ამერიკულ პროექტში ერთმეოდათ წინააღმდეგობის გაწევის საშუალებაც კი ახალი მსოფლიო მთავრობის დაუპატიჟებელი მონაწილეობისადმი: “ორგანიზაცია უფლებამოსილი უნდა იყოს ახორციელებდეს პრინციპებს, რომელთა თანახმადაც არც ერთ ერს არ მიეცემა უფლება ინახავდეს ან იყენებდეს ისეთ შეიარაღებულ ძალას... რომელიც რაიმენაირად შეუთავსებელი იქნება საერთაშორისო ორგანიზაციის ძირითად დოკუმენტში გათვალისწინებულ მიზნებთან, ან აღმოუჩენდეს დახმარებას რომელიმე სახელმწიფოს, საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მიღებული პრევენციული ან მაიძულებელი აქციის საწინააღმდეგოდ”. (აშშ დღეს სწორედ ამ აზრით თვლის საკუთარ თავს უფლებამოსილად აძლევდეს თუ არ აძლევდეს, ვთქვათ, ერაყს უფლებას იქონიოს ბირთვული იარაღი /რომელიც ძალზედ სარწმუნოა, რომ აქვს ისრაელს, ხოლო ერაყს კი იგი არცა ჰქონია, თუმცა კი ამერიკული “შურისძიების” მახვილი მიმართულ იქნა არა ისრაელის, არამედ სწორედ ერაყის წინააღმდეგ – ი. ხ./).

ამერიკულ პროექტში ასევე ვარაუდობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციის მაქსიმალურ უნივერსალიზაციას, აგრეთვე რეგიონული დაწესებულებების, ეკონომიკური პრობლემებით დაკავებული სტრუქტურების განტოტვილი ქსელის შექმნას. რეგიონული ორგანიზაციები უნდა “ახალისებდნენ იურიდიული ხასიათის საკითხების საერთაშორისო სასამართლოსთვის გადაცემას, რომლის სტატუტიც უნდა იქცეს საერთაშორისო ორგანიზაციის ძირითადი დოკუმენტის ნაწილად” – დებულება, რომლის წინააღმდეგაც სულ დასაწყისიდანვე გამოდიოდნენ საბჭოთა ექსპერტები. რაც შეეხება აღმასრულებელი საბჭოს – მომავალი უშიშროების საბჭოს უფლებებს, იგი აშშ-ის კონცეფციაში იძენდა ზეეროვნული მთავრობის ნიშნებს, ვინაიდან ენიჭებოდა უფლება “დავაზე იურისდიქციის თავის თავზე აღებისა საკუთარი ინიციატივით ან მისთვის გადაცემის შემთხვევაში” (ზევით ნ. ნაროჩნიცკაისა მსჯელობა გავფიქრებინებს, და ეს სხვა დროსაც აგვიღნიშნია, რომ შესაძლებელია ეროვნული სასამართლოების მიზანმიმართული დაკნინებისა და საერთაშორისო სასამართლოს მნიშვნელობის ხელოვნურად აღზევების საქმეს უნდა ემსახურებოდეს გახშირებული უსამართლო გადაწყვეტილებები საქართველოს სასამართლოებში, რის გამოც ხდება დავების გადატანა სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოში. შესაძლოა ვიფიქროთ, რომ საქართველოში უსამართლო განაჩენების გამოტანა ხდება არა მხოლოდ და არა იმდენად საქართველოს ხელისუფების ანგარებით, რამდენადაც დასავლეთისა და უმთავრესად აშშ-ის მმართველი წრეების რეკომენდაციით, რაც ამათთვის ბრძანების ტოლფასია, და იგივე ხდებოდა ალბათ შევარდნაძის მმართველობის დროსაც – ი. ხ.).

სუვერენულ სახელმწიფოებთან მიმართებაში აყენებდნენ საწესდებო მოთხოვნას: “ყველა სახელმწიფო, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი (!!!), უნდა a). აგვარებდეს დავებს მხოლოდ მშვიდობიანი ხერხებით, და b). თავს იკავებდეს საერთაშორისო ურთიერთობებში ძალით მუქარის ან ძალის გამოყენებისგან, რომლებიც რაიმენაირად შეუთავსებელია მიზნებთან”... ჩამოთვლის რა დავების დარეგულირების ნებადართულ შესაძლებლობებს როგორებიცაა არბიტრაჟი, შუამავლობა, მოლაპარაკებები, დავის გადაცემა საერთაშორისო სასამართლოში განსახილველად (“საკუთარი არჩევანით”), ამერიკული პროექტი შემდეგ ფოსტულატად აცხადებს, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში მხარეები “ვალდებული არიან გადასცენ ეს დავა აღმასრულებელ საბჭოს განსახილველად”.

საბჭოს უფლებამოსილებანი ვრცელდებოდა კიდევ უფრო შორს: “როდესაც აღმასრულებელი საბჭო თავისი საკუთარი ინიციატივით განსაზღვრავს, რომ წევრ სახელმწიფოებს შორის არსებობს დავა, რომელიც ქმნის მუქარას უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის, რომელიც არ იმყოფება შესაბამისი გადაწყვეტის სტადიაში, მას უნდა გააჩნდეს იურისდიქციის უფლება დავის დარეგულირების განხორციელებისთვის”. წარმოვიდგინოთ რუსეთსა და რომელიმე სხვა სახელმწიფოს შორის საზღვრის დემარკაციის პროცესი, ხოლო მსოფლიო მთავრობა საკუთარი ინიციატივით განსაზღვრავს, რომ რომელიმე ვარიანტი წარმოადგენს მუქარას მშვიდობისთვის და დაგვინიშნავს თავის გადაწყვეტილებას (იგივე შეგვიძლია ვიგულისხმოთ საქართველოსთან მიმართებაშიც – ი. ხ.).

უნივერსალური მსოფლიო წესრიგისა და მსოფლიოზე ბატონობის ამ კონცეფციის გვირგვინს წარმოადგენს დებულებათა სერია საერთაშორისო ორგანიზაციის იურისდიქციის არაწევრ სახელმწიფოებზე გავრცელების შესახებ: “წევრი სახელმწიფოებისა და არაწევრი სახელმწიფოების, ან მხოლოდ არაწევრი სახელმწიფოების დავის შემთხვევაში საბჭო უფლებამოსილი უნდა იყოს აიღოს თავის თავზე იურისდიქცია ან თავისი საკუთარი ინიციატივით, ან კიდევ რომელიმე მხარის თხოვნით”.

თავის პროექტში აშშ-მა აღმასრულებელ საბჭოს მიანიჭა უფლება “ადგენდეს მშვიდობისთვის ნებისმიერი მუქარის არსებობას ან მშვიდობის ნებისმიერ დარღვევას და წყვეტდეს”, თუ რა შეიძლება იყოს საბაბი მისი ჩარევისთვის. ასეთ საბაბად აღიარებდნენ: “სამხედრო ძალების გამოყენებას ერთი სახელმწიფოს მიერ სხვა სახელმწიფოს იურისდიქციის ფარგლებში, რომელიც ვერ იქნა გადაწყვეტილი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ” (ე. ი. საერთაშორისო ორგანიზაციას შეუძლია ნებას აძლევდეს ან არ აძლევდეს სამხედრო ძალის ასეთ გამოყენებაზე, ანუ აგრესიაზე); “აღმასრულებელი საბჭოს წინადადების არშესრულება მიღებულ იქნას რომელიმე დავის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცედურა” («невыполнение предложения И.С. принять процедуру мирного разрешения какого-либо спора»); “დავის გადაწყვეტის პირობების არმიღება, რომელიც დადგენილ იქნა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ან მისი რწმუნებით”; “აღმასრულებელი საბჭოს წინადადების არშესრულება შეინარჩუნონ არსებული მდგომარეობა”. დანარჩენი სახელმწიფოები იმისგან დამოუკიდებლად, არიან თუ არა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრები, “თავს უნდა იკავებდნენ დახმარების აღმოჩენსგან ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, თუკი ეს დაარღვევს გამაფრთხილებელ ან მაიძულებელ მოქმედებებს”. მაგრამ საბჭო ამასთან ერთად “უფლებამოსილია შესთავაზოს წევრ სახელმწიფოებს მისცენ ჯარებისა და საშუალებების გავლის უფლება, ბაზების ჩათვლით, რომლებიც აღჭურვილია” მაიძულებელი ზომებისთვის. ამრიგად, სუვერენულ სახელმწიფოებს კონფლიქტში ნეიტრალიტეტის უფლებაც კი წართმეული აქვთ.

საბჭოთა წინადადებები პრინციპულად განსხვავდებოდა და შორს იყო მსოფლიო მთავრობის შექმნის იდეისგან. საერთაშორისო ორგანიზაციის მიზნების სახით, საბჭოთა მემორანდუმმა განსაზღვრა “საყოველთაო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება და ამ მიზნით კოლექტიური ზომების მიღება აგრესიის აცილებისთვის ან აგრესიის განხორციელების ჩახშობისთვის... საერთაშორისო კონფლიქტების მშვიდობიანი ხერხებით გადაწყვეტა ან მოხსნა, რომელთაც შეუძლიათ მიგვიყვანონ მშვიდობის დარღვევამდე”. აღსანიშნავია, რომ საბჭოთა პროექტში განყოფილებაში “ზომები აგრესიის წინააღმდეგ”, სწორედ აშკარა აგრესორი წარმოადგენს ყველა ზომის ობიექტს. რაც შეეხება შეიარაღებულ ძალებს, ამერიკულ პროექტში საბჭოს “მიერ მინიჭებული უფლებამოსილებებით” მისი გამოყენების პერსპექტივამ კიდევ უფრო გააცია ამ ფორმისადმი დამოკიდებულება და საბჭოთა პროექტში დაიშვებოდა მხოლოდ “შეიარაღებული ძალები უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფისთვის, რომლებსაც ორგანიზაციის განკარგულებაში გადასცემდნენ წევრი სახელმწიფოები განსაკუთრებული შეთანხმების საფუძველზე”.

არავითარი ილუზიები

საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატის კომისიამ გააკეთა მეტად სკეპტიკური დასკვნები მომავალი ორგანიზაციის პერსპექტივების თაობაზე. ისინი გვაძლევს ისეთ წარმოდგენას ამ ორგანიზაციის გარშემო შექმნილი ვითარების შესახებ, რომელიც ძირეულად განსხვავდება მასზე ფართოდ ტირაჟირებული შეხედულებებისგან. “თუკი მცირე ერებს, როგორც პირველი მსოფლიო ომის შემდეგაც, შეუძლიათ ხედავდნენ ორგანიზაციის შექმნაში თავიანთი უსაფრთხოების გარანტიას”, ინგლისისა და ამერიკის მთავრობები, საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატის მსჯელობით, მიდიან ამაზე “აუცილებლობის გამო, უმთავრესად საშინაო პოლიტიკის მოსაზრებათა მიხედვით თავიანთი საზოგადოებრივი აზრის დაკმაყოფილებისთვის, რომელიც მზად არის მიაწერდეს ორგანიზაციას ომებისგან თითქმის პანაცეის მნიშვნელობას”.

განსაკუთრებით შთამბეჭდავია საბჭოთა დიპლომატიის მთავარი დასკვნა საერთაშორისო ორგანიზაციის პრიზმაში სხვა დიდ დერჟავებთან მომავალი ურთიერთობების შესახებ: “შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ცოტა შემთხვევა და მდგომარეობა, როდესაც ორგანიზაცია შესაძლებელია გამოყენებულ იქნა ჩვენს მიერ ჩვენ ინტერესებში, იმ დროს როდესაც ამერიკას და კიდევ უფრო მეტად ინგლისს აქვთ ბევრი შანსი რათა ჩააყენონ ორგანიზაცია გარკვეულ შემთხვევებში თავიანთი ინტერესების სამსახურში”. საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიტის “დირექტივების პროექტი უსაფრთხოების საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნის შესახებ მოლაპარაკებებზე” პირდაპირ მიუთითებდა: “უსაფრთხოების ორგანიზაციის შექმნაში ჩვენ მნიშვნელოვნად უფრო ნაკლები ხარისხით ვართ დაინტერესებული, ვიდრე აშშ, ინგლისი და სხვა სახელმწიფოები. ჩვენთვის აუცილებელია, ყოველ შემთხვევაში ვზრუნავდეთ იმისთვის, რომ არ იყოს შესაძლებელი ორგანიზაციის გამოყენება ჩვენი ინტერესების წინააღმდეგ, და ეს მოსაზრება წარმოადგენს ჩვენი დათმობების საზომს მოსალოდნელ მოლაპარაკებებზე”.

დირექტივებში ხაზს უსვამდნენ იმ უპირატესობაზე აშშ-ისა და ინგლისის მიმართ, რომ “მოლაპარაკებების შესაძლო ჩაშლა უფრო უსიამოვნო იქნებოდა მათთვის თავისი შედეგების მიხედვით”, მაგრამ ორგანიზაციის ლოზუნგის ფართო პოპულარობა ანტიჰიტლერული კოალიციის ქვეყნებში, იმედები და სასოება აიძულებს სსრკ-ს არ დატოვოს ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს იგი უქმნის დაბრკოლებებს მის ჩამოყალიბებას. ამისთვის ჩამოთვლილი იყო პრინციპული ხასიათის საკითხები, რომლებზედაც უნდა მდგარიყვნენ ურყევად – დიდი დერჟავების ერთხმოვანება (გადაწყვეტილებათა მხოლოდ ერთხმად მიღება – ი. ხ.) საბჭოს კომპეტენციის საკითხებში – ე. ი. უსაფრთხოების საკითხებში, აგრეთვე სიტუაციებისა და ფორმების ფორმულირება ორგანიზაციის ჩარევისთვის დავებსა და კონფლიქტებში. სხვა საკითხებში კი დაიშვებოდა დათმობები, მათ შორის სხვა ორგანოებში კენჭისყრის პროცედურაშიც.

“ჩვენ მნიშვნელობას ვანიჭებთ მომავალი ორგანიზაციის საქმიანობას აგრესიის უშულო დასწრებისა და ჩახშობის სფეროში”. მაგრამ “აუცილებელია ამასთან ერთად ვითვალისწინებდეთ, რომ ჩვენ გვიხდება მოველოდეთ ნაკლებ სარგებელს ჩვენთვის ორგანიზაციის ან მის მიერ შექმნილი ორგანოების მიერ იმ დავების გადაწყვეტისგან, რომლებიც შეეხება ჩვენს ინტერესებს, და პირიქით, შესაძლებელია იქმნებოდეს ჩვენთვის მეტად მოუხერხებელი მდგომარეობებიც”. Aმიტომ რეკომენდაციას აძლევდნენ “პროცედურა გახადეთ რთული”, “გააძლიერეთ საბჭოს უფლებამოსილებანი” მუდმივი წევრების ერთხმოვანების ნაწილში, სხვა ორგანოების საპირწონედ, სადაც უმრავლესობა იქნება აშშ-ის ფარვატერში. საბჭოთა დელეგაციის მთავარ ამოცანად განსაზღვრულ იქნა “არ დაუშვათ ისეთი მდგომარეობა, რომლის დროსაც ორგანიზაცია ან მისი ცალკეული ორგანოები შეძლებდნენ ჩვენი თანხმობის გარეშე ჩვენთვის სავალდებულო გადაწყვეტილებების მიღებას”. ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ “ორგანიზაციის ვერც ერთმა გადაწყვეტილებამ ვერ მიიღოს ჩვენთვის აუცილებელი ძალა ხელმძღვანელი ორგანოს მიერ მათი მოწონების გარეშე, რომელშიც საკითხები წყდება ერთხმოვანებით”.

მთავარი ბრძოლა გაიშალა კონფერენციაზე დუმბარტონ-ოქსში, რომლის შესახებაც ლიტერატურაში მოყვანილია ლეგენდები, რომლებიც სრულებით არ შეესაბამება ნამდვილ მდგომარეობას. ისტორიოგრაფია და როგორც რუსეთის, ისე აშშ-ის ოფიციალურ პირთა დღევანდელი მითითებანი გაერო-ს პერიოდულ საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, დუმბარტონ-ოქსს ახასიათებენ როგორც მშვიდობასა და თანამშრომლობაზე ორხრივი იმედების იდეის ტრიუმფს. საქმით კი უთანხმოებათა სიმწვავე იმდენად დიდი იყო, მსოფლიოსა და მშვიდობის მონდიალისტური და ტრადიციონალისტური კონცეფციების შეჯახება იმდენად პრინციპული, რომ მხარეები ძლივსღა პოულობდნენ თავიანთ თავში ძალებს საზოგადოების გულისთვის პრესასთან გასასვლელად.

აშშ დაჟინებით მოითხოვდა იმას, რომ საბჭოს გადაწყვეტილებანი კონფლიქტების დარეგულირებაზე მიღებული ყოფილიყო “დამნაშავეთა” ე. ი. დაინტერესებული მხარეების მონაწილეობის გარეშე. სსრკ ვარაუდობდა, რომ ასეთი შემთხვევებისთვის უნდა გამოეუშავებინათ განსაკუთრებული პროცედურა, ამასთან მუდმივი წევრი სახელმწიფოები უნდა ინარჩუნებდნენ ხმის უფლებას ნებისმიერ გარემოებებში. ამაზე ამერიკის წარმომადგენელმა პაზვოლსკიმ განაცხადა, რომ “საბჭოთა წინადადებების მიღება ტოლფასია გადაწყვეტილებისა, რომ აშშ მზადაა ჩაერთოს ომში მთელ დანარჩენ მსოფლიოსთან”. ამერიკული დელეგაციეს აზრით, “უსარგებლობანი დიდი დერჟავების არმონაწილეობისგან კენჭისყრაში იმ საკითხების გადაწყვეტისას, რომლებშიც ისინი არიან დაინტერესებულნი, გადაიწონება სარგებლებით, რომლებიც გამომდინარეობს საერთაშორისო ორგანიზაციის გაძლიერებისგან” – სარგებელი აშშ-თვის! სტეტინიუსმა და ლორდმა კადოჰანმა ისიც კი განაცხადეს, რომ “თუკი კონფერენცია ვერ მივა ამ შეთანხმებამდე, მაშინ თავად საერთაშორისო ორგანიზაციის გეგმა შესაძლებელია საფრთხეში აღმოჩნდესო”.

მიუხედავად ამისა, სსრკ-მა გაუძლო და მსოფლიო მთავრობისა და გლობალური მმართველობის დოქტრინა გადადებულ იქნა 90-იან წლებამდე. საბჭოთა დელეგაციას რომ ნაკლები სიმტკიცე გამოეჩინა, მაშინ კოსოვოში განხორციელებულის მსგავსი ჰუმანიტარული ინტერვენციები დაკნონებული იქნებოდა თავად გაერო-ს წესდებაში როგორც “მოქმედებები მშვიდობის შენარჩუნებისთვის”, ხოლო მეზობელი სახელმწიფოები იმავე წესდებით ვალდებული იქნებოდნენ დაეთმოთ თავიანთი ტერიტორიები “მსოფლიო მთავრობის” შეიარაღებული ძალების გასავლელად.

ჯონ ფოსტერ დალესი – “საზოგადოებრივი აზრის” წარმომადგენელი

აშშ-ის გავლენიანი საზოგადოებრივი და რელიგიური ორგანიზაციების შიგნით დისკუსიის მიმოხილვა, რომელიც გააკეთეს საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატში შიდა მოხმარებისთვის, მკაფიოდ გვიჩვენებს თავად ამ ორგანიზაციების სრულიად მონდიალისტურ მენტალიტეტს, აგრეთვე აშშ-ის პოლიტიკური ცხოვრების ზამბარების გაგებისთვის იმ საინტერესო ფაქტს, რომ გარეგნულად პოლიტიკისგან დაშორებული ამ ფორმირებების ლიდერებად “შემთხვევით” აღმოჩნდებოდნენ ხოლმე მსოფლიო საქმეებსა და იურიდიულ სიფაქიზეებში (тонкости) მეტად დახელოვნებული სპეციალისტები. ასე, მაგალითად, “ომისშემდგომი მსოფლიოს საკითხების საბჭომ” გააკრიტიკა კონფერენციის შედეგები “სამი გამარჯვებული დერჟავის დიქტატის” გამო, რაც მისი აზრით, გამოიხატებოდა ყველა მუდმივი წევრის ერთხმოვანობის პრინციპში. აღსანიშნავია, რომ ყველა ამერიკულ საყვედურს ამ პრინციპის მისამართით თან ახლდა განგაში შეიარაღებული ჩარევის შესახებ პუნქტების გამო, მაგრამ ეს გამოწვეული იყო არა ასეთი ჩარევის ობიექტზე ზრუნვით, არამედ მხოლოდ ამერიკული კონსტიტუციის პრიმატისა და ომის გამოცხადებაზე გადაწყვეტილების მიღებაში აშშ-ის კონგრესის განსაკუთრებული უფლების თვალსაზრისით.

მსხვილი პროტესტანტული ორგანიზაციები, მეტად აქტიურნი აშშ-ის საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ასევე გასაოცრად გაცნობიერებული აღმოჩნდნენ საერთაშორისო-სამართლებრივ ნიუანსებშიც და ფაქიზად ამოიცნეს დუმბარტონ-ოქსში შეთანხმებული წესდების შემაჯამებელი კონცეფციის არსი. ჯერ კიდევ 1908 წელს დაარსებულმა “ქრისტეს ეკლესიის ფედერალურმა საბჭომ” მკვეთრი უკმაყოფილება გამოხატა ერთხმოვანობის პრინციპის გამო. ამ “არაპოლიტიკურმა” ორგანიზაციამ, რომელსაც უზარმაზარი რაოდენობით განყოფილებები და წევრები გააჩნდა, შექმნა კიდეც სპეციალური “კომისია სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის შესახებ”, ხოლო სათავეში მას ჩაუყენა სულაც არა მღვდელმსახური ანდა მრევლის მამასახლისი.

კომისიის სათავეში “აღმოჩნდა” არა თუი სხვა ვინმე, არამედ “ცივი ომის” პიკის მომავალი აშშ-ის სახელმწიფო მოღვაწე ჯონ ფოსტერ დალესი! ამ “რელიგიურ” და “არაპოლიტიკურ” მოღვაწეს მნიშვნელოვანი პოსტები ეკავა აშშ-ის საგარეოპოლიტიკურ მექანიზმებში და უკვე 1907 წელს გახლდათ ამერიკული დელეგაციის მდივანი ჰააგის მე-2 სამშვიდობო კონფერენციაზე, აგრეთვე აშშ-ის დელეგეციის იურიდიული მრჩეველი პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე, რომელიც ამზადებდა ვერსალის ხელშეკრულებას. ასეთია გავლენიანი “არაპოლიტიკური”, “არაპარტიული” ორგანიზაციების, რომლებიც ასახავენ “საზოგადოებრივ აზრს” და სახელმწიფო აპატარის კადრების შემთხვევითი გადაწვნა (გადახლართვა) ურთიერთშორის ფართო გაგებით! შეერთებული შტატების საზოგადოებრივი აზრი, “რომლის გავლენაც – მ. ლიტვინოვის სიტყვებით – ძნელია გადააფასო, აღმოჩნდება ხოლმე მართვადი და ორგანიზებადი, ისევე როგორც “ტოტალიტარულ” საზოგადოებებშიც.

დუმბარტონ-ოქსის შედეგების კომენტირებისას “ქრისტეს ეკლესიის ფედერალურმა საბჭომ” მიუთითა “ახალი საერთაშორისო ორგანიზაციის დიდ მსგავსებაზე რამდენიმე დიდი დერჟავის სამხედრო კავშირთან, რომლებმაც ძალის დახმარებით გაიყვეს მსოფლიო გავლენის რეგიონულ სფეროებად”, ხოლო დალესმა 1944 წლის ნოემბერში პიტსბურგში კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ “უსაფრთხოების საერთაშორისო ორგანიზაციის ეფექტურობა სერიოზული რისკის ქვეშ არის... სურვილის არქონის გამო აღიარონ მთელი მსოფლიოს მიერ მიღებული უფლებებისა და მცდარი მმართველობის განმარტების უზარმაზარი მნიშვნელობა” (თუკი მსოფლიო მას მიიღებდა). ამის კეთება დაიწყო კიდეც ნატო-მ სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ, რომლებსაც კონდოლიზა რაისი ყოველგვარი დარცხვენის გარეშე უწოდებს “განდევნილ ქვეყნებს” (страны изгои) – იუგოსლავია, ერაყი და სხვები. “გაერთიანებულმა ქრისტიანულმა საბჭომ დემოკრატიისათვის” ასევე დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება ერთხმოვანობის პრინციპზე და განაცხადა, რომ “საბჭოთა კავშირის პოზიციის მიღება იქნება იმის ტოლფასი, რომ დიდმა დერჟავებმა საკუთარი თავი დააყენეს კანონზე უფრო მაღლა”.

სხვა უმსხვილესმა ორგანიზაციამ – “პროტესტანტული ეკლესიების კონფედერაციამ” კლივლენდში 1945 წლის 19 იანვარს მოუწოდა, რომ დუმბარტონ-ოქსის პროექტში წინასიტყვაობის სახით ჩაერთოთ “ატლანტიკური ქარტია” (გამოცხადებული 1941 წლის 14 აგვისტოს) და უარი ეთქვათ ცალმხრივ მოქმედებებზე საკითხებში საზღვრების შესახებ! შეგახსენებთ, რომ “ატლანტიკური ქარტია” – რუზველტისა და ჩერჩილის დეკლარაცია ფოსტულატის სახით აყენებდა “იმ ხალხების სუვერენული უფლებებისა და თვითმმართველობის აღდგენას, რომლებსაც ისინი წაართვეს ძალადობრივი გზით”. ფაქტიურად ეს გახლავთ ევფემიზმი მსოფლიოსა და მრავალეროვანი სახელმწიფოების რუკის გამოცხადებისთვის “სუფთა დაფად” და თავიანთი (ანგლოსაქსონელთა) უფლებისა განაგებდნენ ასეთი სახელმწიფოების, აგრეთვე მათში შემავალი ერებისა და ხალხების ბედს, გამოაცხადებდნენ რა ამ სახელმწიფოთა მთავრობებს “ხალხთა უფლებების მჩაგვრელებად”. სწორედ ამ სულისკვეთებით აშშ-ის კონგრესმა 1959 წელს მიიღო კანონი “დამონებულ ერთა შესახებ” (P.L. 86-90), რომელმაც გამოაცხადა მიზანი განთავისუფლებულ იქნან “კომუნისტური რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის მსხვერპლნი” და ასეთები უწოდა ისტორიული რუსეთის ყველა ხალხს რუსი ხალხის გარდა.

თუკი გაერო-მ ვერ გამოიჩინა თავი როგორც აგრესიის ეფექტურად აცილების უნარის მქონე ორგანიზაციამ, ის მაინც მოახერხა, რომ სსრკ-ის პოზიციის წყალობით, იგი ვერ იქცა ისეთ ორგანოდ, რომელიც სანქციას გასცემდა აგრესიასა და უხეშ ჩარევაზე სუვერენულ სახელმწიფოთა საშინაო საქმეებში ფსევდოჰუმანისტურ იდეოლოგემათა ფლერის ქვეშ. გაერო-ს შექმნისას სსრკ-ის შეუპოვრობისა და სიფხიზლის წყალობით უარყოფილი გლობალური ტოტალიტარიზმისა და სუვერენიტეტის ეროზიის კონცეფცია მთლიანად იქნა გამოყენებული ევროპის საბჭოს შექმნის დროს. ეს იდეოლოგიური ორგანიზაცია, რომელსაც მრავალპოლარული მსოფლიოს პერიოდში გვერდს უვლიდა და რომლის მახლობლობაშიც ბრუნავდა მსოფლიო პოლიტიკის ყველა სერიოზული პრობლემა, ახლა ყალიბდება გლობალური მმართველობის ინსტრუმენტად, “მიმთითებელ” ორგანოდ, ერთგვარ “ლიბერალურ”, მაგრამ სულაც არა დემოკრატიულ ინტერნაციონალად. ევროპის საბჭო პრეტენზიას აცხადებს პროგრესის იდეალების ხორცშესხმაზე და ამით ფეხით თელავს თავად თანასწორობისა და პლურალიზმის პრინციპებს, რომლებიც წარმოადგენდა განმანათლებლობის ქვაკუთხედს. შევნიშნავთ, რომ ევროპის საბჭოს შესახებ არც ერთ საწესდებო და საპროგრამო დოკუმენტში საერთოდ არც ერთხელ არ არის მოხსენიებული ტერმინი სუვერენიტეტი!

გვინდა შევახსენოთ ტროცკისტ-ლორდებს IV ინტერნაციონალიდან, რომ ე. კანტი, რომელიც ვარაუდობდა, რომ “თითოეული სახელმწიფოს სამოქალაქო წყობილება უნდა იყოს რესპუბლიკური”, “მარადიული მშვიდობის შესახებ ტრაქტატში” ამტკიცებდა შემდეგს: “არც ერთი სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს ძალადობრივად სხვა სახელმწიფოთა მმართველობისა და სახელწიფო მოწყობის საკითხებში”. ახლა აშშ-მა დააკანონა შეურაცხმყოფელი არადემოკრატიული ტონი და უგულვებელმყოფელი შეფასებებისა და იარლიყების გამოყენება მიზნების ფოსტულირებისას, რის ილუსტრირებასაც ახდენს როგორც კლინტონის ოფიციალური სიტყვები (გამოსვლები), ისე ამჟამინდელი პრეზიდენტის ჯ. ბუშ-უმცროსის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის კონდოლიზა რაისის ფორმულირებებიც, რომელიც მსჯელობდა იმის შესახებ, თუ “როგორ უნდა ექცეოდნენ განდევნილ ქვეყნებს”. “იმისდა მიხედვით, თუ როგორ მოძრაობს ისტორია მტკიცე ნაბიჯებით ბაზრისა და დემოკრატიის ზეიმისკენ, ზოგიერთი ქვეყანა რჩება ამ ღერძულა გზის განაპირას”. თავად აზროვნების ტიპი მეტად გვაგონებს ნ. ს. ხრუშჩოვის დროინდელი საბჭოთა პროპაგანდის პარადიგმას იმპერიალიზმის აგონიისა და “ჩვენი ეპოქის მთავარი შინაარსის” შესახებ. კ. რაისი არ მიუთითებს თუ რითი ემუქრებიან ჩრდილოეთ კორეა, ირანი და ერაყი შეერთებულ შტატებს და, ამავე დროს, ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე ახდენს აშშ-ის უფლებისა და აუცილებლობის ფოსტულირებას “მოახდინოს მთელი მოაზრებადი რესურსების მობილიზაცია, ერაყის შიდა ოპოზიციის მხრიდან თანადგომის ჩათვლით, რათა მოიცილონ დიქტატორი”.

იუგოსლავიაში “ჰუმანიტარული ინტერვენციის”, ერაყის დაბომბვების, “განდევნილი ქვეყნების” მისამართით შეურაცხმყოფელი სახელებისა და იუგოსლავიის (რომელსაც სულაც არ დაუკარგავს თავისი სუვერენიტეტი) ყოფილი კანონიერი პრეზიდენტის გადაცემის ფონზე, რათა გაასამართლონ იგი ისეთი მოქმედებებისთვის, რომლებიც იუგოსლავიის კანონების მიხედვით არ განიხილება დანაშაულად, აქტუალური ხდება ე. კანტის სხვა დებულებაც: “სადამსჯელო ომი სახელმწიფოებს შორის წარმოუდგენელია (მოუაზრებელია), რადგანაც მათ შორის არ არის დამოკიდებულება ზემდგომისა ქვემდგომისადმი”, ისევე როგორც “არც ერთი მხარე არ შეიძლება იქნას გამოცხადებული მტყუანად, რადგანაც ეს ვარაუდობს უკვე სასამართლო გადაწყვეტილებას”. ჩანს, რომ ახლანდელი გლობალისტების მხოლოდ გარეგნული მხარე გამოხატავს მოდერნის ეპოქის უწინდელ შტამპებს – “პროგრესს, ხალხის სუვერენიტეტს, ადამიანის უფლებებს, ეგალიტარიზმს”. შინაგანი მიზანი კი, რომელიც ჟღერს ელტის საიდუმლო ენაზე, აცხადებს რჩეულთა ბატონობის იდეას პროფანების მსოფლიოზე.

ნატალია ნაროჩნიცკაიასაიტზე pravoslavie.ru გამოქვეყნდა 21/04/2001
შემდგომში განახლებულ იქნა საიტზე narochnitskaia.ru

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment