Tuesday, July 5, 2011

ბერძნებს არ სურთ რომ იყვნენ გერმანელები

საბერძნეთისთვის დრამატულ იმ მაისის დღეებში მე მომიწია ათენში ყოფნა, სტუმრად ჩვენს საელჩოში, მონაწილეობა საზეიმო მიღებაში გამარჯვების დღის აღსანიშნავად. ერთერთი წამყვანი ბერძნული გაზეთის კორესპონდეტმა ჩემგან აიღო ინტერვიუ და დიდხანს მეკითხებოდა ჩვენს გამარჯვებაზე არსებული სხვადასხვანაირი თვალსაზრისების შესახებ. საბერძნეთში იდგა შესანიშნავი ამინდი. ეს არის ზაფხულის ქვეყენა, ისიც კი გეჩვენებათ, რომ უსაქმურობის სული ჰკიდია აქ თითოეული ტავერნის ახლოს, მაგრამ ეს შთაბეჭდილება, უეჭველად, მცდარია...

ჩვენ ვნახეთ ის მძლავრი დემონსტრაციები, რომელთა შესახებაც ამ დრომდე ამდენს წერენ და ლაპარაკობენ. რა თქმა უნდა, უნდა განვაცალკევებდეთ ორგანიზებულ მანიფესტაციებსა და იმ დარბევებს, ცეცხლის წაკიდეებს, მანქანების ლეწვას, რასაც აწყობენ ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საბერძნეთშიც, ანარქისტები. პროფკავშირები ამას არ აკეთებენ, მათი კოლონები მიდიოდნენ მშვიდად, დაიკავეს მოედანი, ალყა შემოარტყეს პარლამენტს. მეორე დღეს, როდესაც პარლამენტი ღებულობდა გადაწყვეტილებას ევროკავშირთან პაქტის მიღების შესახებ, იქ ყველაფერი ალყაში იყო მოქცეული, არც ერთი შფოთის მთესავი უკვე აღარ შეუშვეს. ადამიანები უბრალოდ იდგნენ, ორგანიზებულად იძახდნენ თავიანთ მოთხოვნებს.

მაგრამ ანარქისტული გამოსვლების დღეს ჩვემ იმ სახლის ფანჯრებიდან, რომელშიც ვცხოვრობდით, ვხედავდით კვამლს, ამოსულს ცეცხლწაკიდებული შენობიდან. ცნობილი გახდა, რომ ანარქისტებმა ცეცხლგამჩენი ნარევი შეაგდეს ბანკის ფანჯარაში, იქ, როგორც ჩანს, სადგომთა კარებები ჩაკეტილი ჰქონდათ და ამიტომ დაიღუპნენ, დაიღრჩვენ ორი მამაკაცი და ერთი ქალი. ყველაფერი გარშემო ალყაში იყო მოქცეული. როდესაც, ახალი ამბების მიხედვით, ყველაფერი დასრულდა, ჩვენ გადავწყვიტეთ წავსულიყავით და გვენახა... მხოლოდ კიდიდან მოვახერხეთ თვალის შევლება.

ბანკების ვიტრინები იყო ჩამსხვრეული, ყველა ფანჯარაში ბარიკადები იყო აღმართული, ქუჩის ყვავილებიანი ქოთნები გადაყირავებული, ავტობუსის გაჩერებები დარბეული, ერთერთ მათგანზე საღებავით იყო დახატული წითელი ვარსკვლავი, ყველანაირი ლოზუნგები, ირგვლივ ეყარა გადაყირავებული ნაგვის ყუთები...

პატარა მაღაზიები მაშინვე დაკეტეს, ხოლო მათ კვალდაკვალ ამ საბაბით სახელმწიფო დაწესებულებებიც, რათა ზედმეტი დღე არ ემუშავათ.

ჩვენ მივუყვებით ერთერთ ქუჩას, უკვე საღამოს შვიდი საათი იყო, წინ გამოჩნდა პარლამენტის მოედანი, და უეცრად ვიგრძენი, თუ როგორ საშინლად მეწვის რაღაც ცხვირში. ვიფიქრე – ეს ხომ ჯერ ვერგაფანტული ცრემლსადენია გაზია და მათალიც აღმოვჩნდი. ჩვენსკენ გამორბოდა ორი ახალგაზრდა კაცი, ერთერთი მათგანი მუხლებზე დაეცა, მას გული ერეოდა. აქ ჩვენ ცხვირზე ხელსახოცები ავიფარეთ და ამ რაიონის სხვა მხრიდან შემოვლა დავიწყეთ, დავინახეთ დამწვარი მანქანები, სურათები გადავუღეთ... საელჩოში ჩვენ შემდეგ დაგვტუქსეს “სახიფათო ზონაში” თვითნებურად გასვლის გამო.

ათენში მე მქონდა საუბრები სხვადასხვა ადამიანებთან – ბერძნებთანაც, რუსებთანაც, რომლებიც უკვე დიდი ხანია იქ მუშაობენ სხვადასხვა სფეროში, ბიზნესში, ეხმარებიან ყველა საზოგადოებრივ პროექტს, რომლებსაც ჩვენ საბერძნეთში ვაკეთებთ. ასე რომ ჩვენი თანამემამულეები ამბობენ საინტერესო რამეს: მოუსმენ გერმანელებს, მათ თავიანთი სიმართლე აქვთ. ხოლო მოუსმენ ბერძნებს – მათ კიდევ თავიანთი! გერმანელების გაგება შეიძლება: რატომ უნდა იხდიდეს გერმანელი ბერძნის ნაცვლად, თუკი იგი გადის პენსიაში 67 წლის ასაკში, ბერძენი კი – 57-ისა! რატომ უნდა იხდიდეს გერმანელი ევროკავშირში ბერძნის ნაცვლად, თუკი ბერძენს სამუშაო დღე უფრო მოკლე აქვს, დღესასწაულები კი უფრო მეტი, ხოლო თუკი აღდგომის შემდეგ მათ არ აძლევენ კიდევ რამდენიმე დასვენების დღეს, მაშინ ისინი აცხადებენ გაფიცვას.

მუშაობას ქანცის გაწყვეტამდე, როგორც მაგალითად, რუსები, ბერძნები მიჩვეული არ არიან. მათთან თავად ცხოვრებაა სხვანაირად ორგანიზებული. რატომ უნდა იხდიდნენ გერმანელები, თუკი ბერძნებთან 11 მლნ. ადამიანიდან მილიონზე მეტი დაკავებულია სახელმწიფო სექტორში, სადაც არ შეიძლება მუშაკის გაგდება, მისთვის ხელფასის შემცირება, დახმარების შემცირება. გარდა ამისა, ბერძნებთან არის სხვა ქვეყნებში გაუგონარი ბონუსი – 13-ე და 14-ე ხელფასები, საიდანაც არ იღებენ გადასახადებს, და რომლებსაც აძლევენ შობისა და აღდგომის წინ.

პენსია – ეს ხელფასის 50-60 პროცენტი კი არ არის, როგორც ევროკავშირის თვით ყველაზე უფრო განვითარებულ ქვეყნებშია, არამედ 80%! ე. ი. პენსიაში გასვლა იქ სულაც არ წარმადგენს ფინანსურ შოკს!

და კიდევ პენსიაში გასვლისას ბერძენი ღებულობს ერთჯერად დახმარებას, ზოგჯერ ხელფასის და მიხედვით ეს 100-დან 200 ათას ევრომდეა!!! ადრე ისინი ამ დახმარებით მაშინვე ყიდულობდნენ სახლს, ხოლო პენსიაზე გასვლის შემდეგ “სიცოცხლის დასრულების” ხანგრძლივობა, როგორც დემოგრაფები ამბობენ, ასეთ შესანიშნავ კლიმატში, ნატურალური ზეითუნის ზეთით, ახალი თევზით, ძალზედ მნიშვნელოვანია. ასეთი “სოციალური ფენის” შენახვა ევროკავშირის არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია! ამასთან საბერძნეთში ევროკავშირში შესვლამდე შემნახველი პროცენტი ბანკში იყო 18%! თუკი ვინმე მოახერხებდა, რომ სადმე, თუნდაც საზღვარგარეთ, გამოემუშავებინა ფულები, იგი დებდა მათ ბანკში და წლიურ 18%-ზე შეეძლო ეცხოვრა.

ევროკავშირის ხელმძღვანელობა ახლა ბრალს დებს საბერძნეთს, რომ იგი ამახინჯებდა მონაცემებს თავისი ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ და ა. შ. ეს ერთის მხრიდან.

ახლა მოვუსმინოთ ბერძნებს. ისინი კი ამბობენ: “ჩვენ სულაც არ გვინდოდა ევროკავშირში შემოსვლა, ჩვენ ჩვენს აზრზე ვიდექით და გეწინააღმდეგებოდით, თქვენ დიდხანს გვარწმუნებდით და ძალადაც შეგვათრიეთ იქ”, – და ესეც სიმართლეა. – “ჩვენ, – ამბობენ ბერძნები, – გვესმოდა, რომ სულაც არ შევეფერებით ევროკავშირს, ჩვენ სხვა ქვეყანა ვართ, ცოტათი სხვა ცივილიზაციაც კი. ჩვენ გერმანელები არა ვართ, ჩვენში ჩამოყალიბდა ურთიერთობათა საკუთარი ტრადიცია სამუშაოს მიმცემსა და მუშაკს შორის, სახელმწიფოსა და სოციუმს შორის. ჩვენთან პატრიარქალური ზნე-ჩვეულებებია და ჩვენ ვცხოვრობთ ოჯახური კოდექსის მიხედვით, რომელთანაც არის შეგუებული ეკონომიკაც, და არა პირიქით!”

ბერძნებს, რა თქმა უნდა, არ ჰქონიათ ეკონომიკური ზრდის დიდი დინამიკა. ეს გახლდათ ისეთი თვითკმარი ქვეყანა, რომელსაც ბევრის პრეტენზია არა ჰქონია, მაგრამ კმაყოფილი იყო თავისი ცხოვრებით.

დაიჭირეს თევზი და თავისთან, ისე რომ სხვაგან არ გაუყიდიათ, შეჭამეს; გამოხადეს ზეითუნის ზეთი და ისიც ასევე შეჭამეს; ბევრი მათ არ უნდათ. მე რამდენადმე უტრირებას ვახდენ, მაგრამ მთლიანობაში ეს ასეც არის.

მართლაც საბერძნეთი პრაქტიკულად ძალათი შეათრიეს ევროკავშირში. ამ ორგანიზაციის მასშტაბური გაფართოება მოხდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, და ეს გახლდათ უმეტეს ხარისხად ნატო-ს ხელმძღვანელობის პოლიტიკური მისია და სამხედრო-სტრატეგიული ამოცანა. ბრიუსელში ისწრაფვოდნენ ევროკავშირის გაფართოების მოქცევას ჩრდილოატლანტიკური ეგიდის ქვეშ იმისთვის, რათა ევროპული პროცესები ალიანსის კონტროლის ქვეშ წასულიყო, და არ შეეძინა ავტონომიური, საკუთარი ხასიათი. მაშინ ხომ ევროპას შეეძლო დაეწყო ფიქრი საკუთარი თავის, როგორც ძალის დამოუკიდებელი ცენტრის შესახებ.

ბერძნებს დაპირდნენ, რომ მათ შეუნარჩუნდებათ სწორედ ის შემნახველი პროცენტიცა და მთელი სოციალური შეღავათებიც, და ამას დაემატება კიდევ ბევრი რამ... ევროკავშირის სახსრებითა და ინვესტიციებით აშენდება ახალი გზები, დაიწყება მოდერნიზაცია... მაგრამ, სასწაულები არ ხდება. ევროკავშირში შესვლიდან რამდენიმე წლის შემდეგ მათ აღმოაჩნდათ უზარმაზარი სახელმწიფო ვალი, მკვეთრად გაიზარდა უმუშევრობა, ხოლო შემნახველი პროცენტი დაყვანილ იქნა ჩვეულებრივ 3%-ზე წლიურად, როგორც იყო, თუკი გავიხსენებთ, საბჭოთა შემნახველ სალაროებში გრძელვადიანი ანაბრებისთვის. ერთი სიტყვით, ყველაფერი გახდა გაცილებით უფრო ცუდად. ამასთანავე ევროკავშირის კრედიტები გზებზე, მოდერნიზაციაზე არცთუ ყოველთვის იხარჯებოდა “მიზნობრივად” – ეს ჩვენთვისაც ნაცნობია!!!

ამიტომ ახლა ბერძნები ამბობენ თავიანთი დემონსტრაციით: ამ უზარმაზარი კრედიტის ანგარიშში ჩვენ წაგვართმევენ ყველაფერ იმას, რასაც მივეჩვიეთ თაობების მანძილზე და რაც ჩვენ თავად გამოვიმუშავეთ! ბერძნები კითხულობენ: ვისთვის უნდა ევროკავშირს კრედიტის მიცემა? იმ მთავრობისთვის, რომელმაც მოიპარა მთელი უწინდელი კრედიტები? ეს ნიშნავს, რომ ისინი ამ ფულებსაც მოიპარავენ, ჩვენ კი წაგვართმევენ ყველა დახმარებას, ერთბაშად 10 წლით გაგვიზრდიან საპენსიო ასაკს, გაგვიზრდიან სამუშაო დღეს, შეგვიმცირებენ შვებულებას, წაგვართმევენ ბონუსებსა და შეღავათებს, გაზრდიან ფასებს ყოველგვარ სოციალურ დაზღვევაზე... კიდევ გვიბრძანებენ სახელმწიფო სექტორის შემცირებას.

და ყველაფერი ეს იმისთვისაა, რათა გადაარჩინონ ევროკავშირი?! არ გვჭირდება ჩვენ თქვენი ევროკავშირი, ჩვენ გვსურს გამოსვლა იქიდან! როგორც ვხედავთ, ყველას თავისი სიმართლე აქვს.

სინამდვილეში ფინანსურმა კრიზისმა გვიჩვენა, რომ გაფართოებული ევროკავშირი – ეს მნიშვნელოვან წილად არის გაბერილი საპნის ბუშტი. ნამდვილი ევროკავშირი – ეს გახლავთ საერთო ბაზრის შესახებ რომის ხელშეკრულების დამდები პირველი ექვსი ქვეყანა. ესენია გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ბენილუქსი – ეს არის და ეს! დანარჩენები კი – ეს არის უზარმაზარი პოლიტიკური პროექტი, რომელიც მუშაობდა კრედიტებზე, გაბერილ საფინანსო სისტემაზე, სრულებით სახიფათოდ მოწყვეტილზე რეალური წარმოებისგან. ახლანდელმა კრიზისმა გააშიშვლა ამ წარმონაქმნის მთელი პირობითობა, და ნაქები ეკონომიკური კარკასი ყველა ნაკერზე იხსნება.

საბერძნეთი – ეს გახლავთ მწვავე კრიზისის, რეალობის დოქტრინისადმი შეუსაბამობის კაშკაშა მაგალითი. მაგრამ ავსტრიასაც ხომ – სავსებით დასავლურ ქვეყენასაც, ევროკავშირში შესვლამ არცთუ ძალზედ კარგი რამ მოუტანა. ეს გახლდათ თავისებურად მშვენივრად და მშვიდობიანად მცხოვრები კათოლიკური და ხალხის მასაში კონსერვატიულად მცხოვრები ქვეყანა. ავსტრიაში არ ყოფილა ზრდისა და განვითარების უზარმაზარი დინამიკა, მაგრამ მიუხედავად ამისა, საბერძნეთისგან განსხვავებით, ეს იყო ძალზედ განვითარებული ქვეყანა. როგორც კი იგი შევიდა ევროკავშირში, იქ მიმწყდარმა ჩინურმა საქონელმა დაიწყო ბევრი რამის უაზრობად გადაქცევა საკუთარი წარმოებიდან (хлынувшие туда китайские товары начали обессмысливать многое из собственного производства). გაჩნდა დიდი უმუშევრობა, მაღალი სახელმწიფო ვალი და კიდევ მიგრანტების უზარმაზარი რაოდენობა. რა თქმა უნდა, ავსტრიელებს ყველაფერი ეს ძლიერად აღიზიანებს, ქვეყანა ხომ პატარაა.

საერთოდ უკანასკნელ ხანს სულ უფრო ხშირად ჟღერს ეჭვის ნოტები, საჭიროა კი ევროკავშირი ისეთი სახით, როგორითაც იგი არსებობს ახლა? ბევრი ფინანსური ანალიტიკოსი და ეკონომისტი თვლის, რომ ევროზონას ძალზედ არამყარი შანსები აქვს გადარჩენაზე. კრიზისი შესაძლოა იქცეს ევროს დასასრულის დასაწყისად, მით უმეტეს, რომ ამაში შესაძლოა დაინტერესებული იყოს აშშ. ეს ჯერჯერობით განაჩენი არ არის, მაგრამ საფრთხე ევროსთვის მეტად რეალურია.

რა თქმა უნდა, ევროკავშირის ხელმძღვანელობაშიც არიან ფხიზელი ანალიტიკოსები ცივი გონებით. მათ მოჰყავთ მონაცემები, რომ სინამდვილეში საბერძნეთის ეკონომიკა – ეს არის ევროკავშირის მთლიანი ეკონომიკის სულ 2%. პრინციპში ევროკავშირს, თუკი მას ეშინია საბერძნეთის კრახისა და მისი გასვლის ვერწინასწარმეტყველებადი შედეგებისა, სავსებით შეუძლია აიყვანოს საბერძნეთი შენახვაზე (на содержание). 2% – ეს ისე ბევრი არ არის, თუკი გავითვალისწინებთ, სასწორის მეორე პინზე დევს ევროკავშირის დაშლის ჯაჭვური რეაქციის საფრთხე.

მაგრამ აღვნიშნავ, ამასთან დაკავშირებით, თანამედროვე პოლიტიკური ცხოვრების კიდევ ერთ ნიშანსაც. ორასი ათასი დემონსტრანტი მოედანზე ერთიანი სუნთქვით გამოხატავს თავის მოთხოვნებს, ტელევიზორების ეკრანებზე ეს მოჩანს საყოველთაო აჯანყებად და რევოლუციად, ხოლო ამავე დროს ათენის მეორე ნაწილში ადამიანები სხედან ტავერნებში – ისინი სავსეა, სვამენ ღვინოს, ნთქავენ ქაბაბს, ისმის სიცილი და ყველაფერი მშვიდადაა...

ძნელია გავაკეთოთ ვრცელი განზოგადებები სხვა ქვეყნებსა და ერებზე, მაგრამ, რა თქმა უნდა, მართლმადიდებლურ კულტურაში, რომელმაც ღრმად განმსჭვალა საბერძნეთის პატრიარქალური ყოფიერება და შექმნა ცხოვრების თავისი წესი, გამომუშავებულ იქნა საკმარისობის ეთიკა.

ბერძენს, მაგალითად, რომ ვუთხრათ: “თუ იმუშავებ შაბათსაც და კვირასაც – კიდევ უფრო მეტ ფულს გამოიმუშავებ!” – ბერძენი შემოგეპასუხებათ: “და რად მინდა მე ფული შაბათისა და კვირის გარეშე ცხოვრების დროს? რად მინდა მე გამომუშავება, თუკი არ არის ბრწყინვალე შვიდეული, როდესაც არავინ არ მუშაობს, მთელი ოჯახი და მთელი კლანი ერთად მოიყრის თავს საეკლესიო მსახურების შემდეგ და სახლში დღესასწაულობს, კლავს ცხვარს და ა. შ.

ცხოვრება ხომ მხოლოდ იმაში არ არის, რომ ვიყიდოთ ზედმეტი ავტომობილი. რაღაცაში ხომ ისინი მართლები არიან? მაგრამ გლობალიზაციას ყველას გადაქცევა სურს რაღაც რაციონალური ნიმუშის მსგავსად.

დასავლეთის ეკონომიკა, რომელიც მაქს ვებერის მიხედვით დაფუძნებულია შრომისა და სიმდიდრისადმი მოტივაციის პროტესტანტულ სულზე, სრულებით სხვანაირია. ამის შესახებ სოციოლოგები წერდნენ ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში: პროგრესის ფილოსოფიამდე ქრისტიანულ კულტურაშიც და დასავლეთშიც ყველგან არსებობდა საკმარისობის ეთიკა. და ადამიანები, როდესაც მათ უმატებდნენ ხელფასს, იწყებდნენ ნაკლებად მუშაობას, ხოლო მეტ დროს უთმობდნენ სხვა რამეს – ცხოვრებას. დღევანდელი ადამიანი იმყოფება მუდმივ რბოლაში ხელფასისთვის (გამომუშავებისთვის) და “ნივთების შეძენის” («вещизм»-ის) მუდმივ ტყვეობაში. მას წეწავენ კრედიტების საცდურები ამასა თუ იმაზე; მის გარშემო ყოველივე არსებულის ახლებით შეცვლის საცდური... და ცხოვრება გადის ამ, არსებითად, უაზრო რბოლაში. თუმცა კი ადამიანს არცთუ ბევრი რამ სჭირდება...

კიდევ ერთი შტრიხი. ევროკავშირის ეკონომიკა – ეს გახლავთ სინამდვილეში მეტად მბრძანებლურ-ადმინისტრაციული ეკონომიკა. კერძო ინიციატივისა და დანარჩენის მთელი თავისუფლების პირობებში იქ არის ხისტი დირექტივები და შრომის განაწილება: თქვენმა ქვეყანამ, მაგალითად, უნდა შეწყვიტოს პომიდვრების მოყვანა, იმიტომ რომ ისინი უკვე მოჰყავთ ჰოლანდიაში ჰიდროპონიკზე და უფრო ეფექტურადაც! ჩვენ თქვენი ნატურალური პომიდვრები არ გვჭირდება! და ფერმერებიც კოტრდებიან, ვინაიდან, იმისთვის რათა გამოზარდონ პომიდვრები ბუნებრივ პირობებში – წვნიანები, გემრიელები, არომატულები, ტკბილები, სასარგებლოები, საჭიროა მეტი ძალების დახარჯვა ნაკლები მოსავლის მიღებით, და ამინდისგანაც უფრო მეტად მოწყვლადნი უნდა იყვნენ...

საბერძნეთში კი ნამდვილად ძალზედ ჯანსაღი საჭმელია, და ამას ყველა აღნიშნავს. მაგალითად, ზეითუნის ზეთს იქ ხელით ხდიან, არა პასტერიზებულად, მისით მკურნალობენ კუჭის წყლულსაც, ყელსაც, ჩინებულ კოსმეტიკასაც ამზადებენ.

თევზსაც ისინი ზღვაში დაჭერილს ჭამენ, და არა ოკეანორიუმებში მოშენებულს, როგორც ნორვეგიაში, სადაც ჰორმონებია დამატებული. ეს ყველაფერი ყოფითი რამ არის, მაგრამ ეს ისეთი შტრიხებია, რომელთაგანაც აიწყობა ცხოვრების მოზაიკა.

და სწორედ ის პაქტი, რომელზედაც საბერძნეთის მთავრობა იძულებული იყო ხელი მოეწერა, მუქარას უქმნის ბერძნების არა მხოლოდ მატერიალურ მდგომარეობას. იგი ხელს აღმართავს მთლიანად მათ ტრადიციულ ცხოვრების წესზე, და ამის გადატანა კიდევ უფრო ძნელია, ვიდრე ქამრების შემოჭერა. ისინი არცთუ უსაფუძვლოდ თვლიან, რომ მათ უბრალოდ არ აძლევენ ცხოვრების საშუალებას, არ აძლევენ ბერძნებად დარჩენის საშუალებას. არ დაიჯერებთ, მათ ასეთი ლოზუნგიც კი მოჰქონდათ: “თქვენ ვერ გადაგვაქცევთ გერმანელებად – трудоголик-ავტომატებად!” (трудоголик შეიძლება ვთარგმნოთ როგორც “შრომითი ცოცხი” – ი. ხ.)

საბერძნეთი განსხვავდება დასავლეთ ევროპისგან. ეს ჩანს ყველგან და ყველაფერში. ისინი არ ჩქარობენ. მაგალითად, ნებისმიერი რამის ყიდვას თვით დიდ უნივერმნაღშიც კი, სადაც მხოლოდ კომპიუტერის ღილაკებს უნდა დააჭირო, გერმანიაში დასჭირდება 5 წუთი, საბერძნეთში – 20 წუთი. თითქმის არავი არ იცის ინგლისური ენა – ქუჩაში, მაღაზიაში უსარგებლოა რომ კითხულობდე რაიმეს ინგლისურად... და მისი სწავლაც მათ სრულებით არ სურთ: “არ გესმით? თქვენი პრობლემაა, სახლში იჯექით, ჩვენ არ მოგვიპატიჟებიხართ...”

ბერძენმა ჟურნალისტმა, რომელსაც ჩვენ ვესაუბრებოდით საათნახევარს, გვითხრა, რომ ხალხი ახლა იმდენად არის გულაცრუებული ევროკავშირზე, ნატო-სა და მთელ დასავლეთზე, რომ რუსეთისთვის იხსნება შანსი რაიმენაირი პროექტებით “შემოვიდეს საბერძნეთში”-ო.

ამაზე მე, როგორც ისტორიკოსი, იძულებული შევიქენი მეპასუხა, რომ რუსეთის ნებისმიერი ინტერესი ბალკანეთისადმი ყოველთვის იქცეოდა უწინარეს ყოვლისა ანგლოსაქსონური ძალების განსაკუთრებული ყურადღების ობიექტად.

რამდენი რუსეთ-თურქეთისა და რუსეთ-სპარსეთის ომი წარმოებულა იმისთვის, რათა არ შეეშვათ რუსეთი ხმელთაშუა ზღვისპირეთში! ხოლო მათ ზურგს უკან კი ყოველთვის ბრიტანეთი იდგა! და როგორი დამოკიდებულება იყო რუსეთ-თურქეთის ომის შედეგებისადმი 1878 წლის ბერლინის კონგრესზე, როდესაც რუსეთის გამარჯვება გაანახევრეს!

ბალკანეთი და ხმელთაშუა ზღვა – ეს ის გეოპოლიტიკური წერტილია, სადაც ყოველთვის ერთად იყრებოდა ყველა დიდი დერჟავის ინტერესები. მე ვიხსენებ დოკუმენტებს მეორე მსოფლიო ომის დროიდან. შემთხვევით ხომ არ იყო, რომ ჩერჩილი თვით 1944 წლამდეც დაჟინებით სთავაზობდა სტალინს სწორედ “მარჯვენა ფლანგზე შეტევას ბალკანეთის გავლით” მეორე ფრონტის გახსნის ნაცვლად ევროპის დასავლეთში. ხმელთაშუა ზღვაში კი ინგლისელები მაშინვე გამოჩნდნენ. ბრიტანეთმა ომის ბოლოს მოაწყო საბერძნეთში პროდასავლური გადატრიალება და კომუნისტების დარბევა, და ჩვენ ვერ მივიჩნიეთ შესაძლებლად ამას წინ აღვდგომოდით. ჩვენ სხვა მწვავე თემები უნდა გადაგვეჭრა მოკავშირეებთან. ჩვენს ხელმძღვანელობას ესმოდა, თუ როგორი ძვირფასი და მნიშვნელოვანი იყო ბალკანეთის თემა ბრიტანეთისთვის. ჩვენ რომ აქ მათთან კონფლიქტში შევსულიყავით, ვერაფრის შეთანხმებას ვერ შევძლებდით აღმოსავლეთ ევროპაში.

ეს გახლავთ კიდეც გეოპოლიტიკა... ვის დასჭირდებოდა სააკაშვილი, თუკი არ იქნებოდა საჭირო პლაცდარმის შექმნა რუსეთის წინააღმდეგ და მისი განდევნა როგორც მთავარი სტრატეგიული სუბიექტისა შავი ზღვიდან? არავინ არ დაუწყებდა არშიყობას “ნარინჯისფერებს” უკრაინაში, რომ არა მისი სტრატეგიული მდებარეობა.

ამიტომ უმჯობესია არ განვიცდიდეთ ზედმეტ ილუზიებს, რომ ადვილია ახლა საბერძნეთში შესვლა. ამას არ დაუშვებენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რა თქმა უნდა იმას, რომ არაფრის გაკეთება არ არის საჭირო. თხელი მაქმანი უნდა მოიქსოვოს. რუსეთის კაპიტალსაც და სახელმწიფოსაც ღირდა ეფიქრათ, რათა მსხვილი პროექტების მეშვეობით გაამყარონ თავიანთი ყოფნა ამ სტრატეგიულ რეგიონში და უფრო მეტ ზემოქმედებას ახდენდნენ სიტუაციაზე. საბერძნეთში ხომ ახლა შესაძლებელია მიწისა და ინფრასტრუქტურის მსხვილი ობიექტების შესყიდვა – იყიდება მთლიანად კუნძულები, აეროპორტები, საზღვაო პორტები! ხოლო ჩვენს სახელმწიფოში კი, კრიზისის მიუხედავად, ძალზედ ბევრი ფული ბრუნავს. მაგრამ წინააღმდეგობები ბევრი იქნება, ამასთან არა ბერძნების მხრიდან.

კიდევ რა არ შეიძლება არ აღინიშნოს? ბერძნები საკუთარ თავს თვლიან ბიზანტიური მემკვიდრეობის მატარებლებად, რუსებს კი – თავიანთ მოსწავლეებად. ეს კიდევ რა არის? ბერძნები, ზოგჯერ გეგონება, თვლიან, რომ თავიანთი ანტიკური კულტურითა და ფილოსოფიით მათ უკვე იმდენი მისცეს მსოფლიოს, რომ მსოფლიო მუდმივად მათი მადლიერი უნდა იყოს და ინახავდეს მათ როგორც რელიქვიას!

მაგრამ ამასთან ერთად რუსეთისადმი ყველაზე უფრო კეთილგანწყობილად მათში ტრადიციულად გამოდიან მემარცხენე ძალები, ხოლო რელიგიურ-კონსერვატიული პოლიტიკური ელიტა განწყობილია პროდასავლურად. ეს თანამედროვე საბერძნეთის კიდევ ერთი პარადოქსია.

ბერძნები კეთილგანწყობილად, მაგრამ იმავე დროს იჭვნეულად ეკიდებიან რუსეთსა და რუსებს. შესაძლებელია, ისინი იმასაც თვლიდნენ კიდეც, – დაე დაიღუპოს პოსტბიზანტიური და მართლმადიდებლური სივრცე, თუკი საბერძნეთი ვერ იმეფებს მასზე. ამასთანავე, საბერძნეთის ეკლესიასთან ჩვენს ეკლესიას ყოველთვის ასევე ჰქონდა არცთუ უბრალო ურთიერთობები...

დიდი ანგარიშით რომ ვთქვათ, როგორც ბევრი შენიშნავს, ბერძნები საერთოდ საკმაოდ გულგრილად ეკიდებიან ყველა უცხოელს და სრულებით არ ცდილობენ მათთვის თავის მოწონებასა და მათდამი მიბაძვას. მათ საკუთარი თავი და საკუთარი თანამოქალაქენი გაცილებით უფრო მეტად უყვართ... თვითკმარობა, ბერძნულად ავტარკია – ეს მათი ეროვნული თვითშეგნების საფუძველია.

ნატალია ნაროჩნიცკაიასაიტზე narochnitskaia.ru გამოქვეყნდა
21. 05. 10

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment