Monday, April 25, 2011

რას უნდა ელოდეს რუსეთი “ახალი ევროპისგან”?

ორჯერ მოკლე დროის მანძილზე აშშ-ის ყველაზე უფრო მაღალი თანამდებობის პირების ბაგეთაგან გაისმა მეტედ საყურადღებო თეზისები. გამოდიოდა რა ვილნიუსში ნატო-ში ლიტვის ოფიციალურად მიწვევის აღსანიშნავ ზეიმზე, 2002 წლის 23 ნოემბერს პრეზიდენტმა ბუშმა წარმოსთქვა უპრეცედენტო სიტყვები: “ჩვენ ვიცოდით, რომ დიქტატორთა მიერ თვითნებურად დახაზული საზღვრები წაშლილი იქნება, და ეს საზღვრები გაქრა. უკვე აღარ იქნება მიუნჰენი, უკვე აღარ იქნება იალტა”. ამ გამონათქვამზე რუსეთში ამჯობინეს გაჩუმებულიყვნენ, მიიღეს რა ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ მსოფლიო დემოკრატიისთვს ამერიკული ბრძოლის ჩვეულებრივ კლიშედ. მაგრამ იგი ასახავს მხოლოდ და განსაკუთრებით გეოპოლიტიკურ აზროვნებას და ნიშნავს: “აღმოსავლეთ ევროპა ამიერიდან აღარ იქნება არც გერმანიისა და არც რუსეთის გავლენის სფერო, არამედ აშშ-ის”.

ამავე აზრით უნდა განვმარტავდეთ დონალდ რამსფელდის ხმაურიან გამონათქვამებს იმის შესახებ, რომ საფრანგეთი და გერმანია – ეს “ძველი ევროპაა”, ხოლო ცენტრი გადაინაცვლებს აღმოსავლეთ “ახალ ევროპაში”. ეს არ გახლავთ ჩავარდნა დიპლომატიურ ეთიკაში და არც უბრალოდ მოუხერხებელი მცდელობა იმისა, რომ შეაფერადონ (მიჩქმალონ) სერიოზული უთანხმოებანი ნატო-ს შიგნით.

ორივე თეზისმა გააშიშვლა ვაშინგტონის ღრმა კმაყოფილება იმით, რომ დღეს მიღწეულია ანგლოსაქსების XX საუკუნის მთელი გეოპოლიტიკური სტრატეგიის ერთერთი მთავარი მიზანთაგანი – აღმოსავლეთ ევროპის დაუფლება, რომლის მნიშვნელობაც კარგად გამოხატა გამოჩენილმა რუსმა პოლიტკურმა გეოგრაფმა ვ. პ. სემიონოვ-ტიან-შანსკიმ: ეს გახლავთ საკვანძო რეგიონი ხმელეთის შიგნით მდებარე ორ ზღვას – ბალტიისა და შავ ზღვებს შორის”, რომელზე კონტროლიც უზრუნველყოფს “მსოფლიოს ბატონის” როლს.

XX საუკუნის პანორაული ანალიზი გვიჩვენებს, რომ ორივე მსოფლიო ომიცა და ცივი ომიც წარმოებდა ბევრ წილად აღმოსავლეთ ევროპისთვის, ხოლო დასავლეთი – “ძველი” ევროპა გააერთიანეს, არცთუ მცირე ხარისხად, იმისთვის, რათა მას საამისოდ ტრამპლინის როლის სამსახური გაეწია.

* * *

ბრიტანული გეოპოლიტიკური სტრატეგიის კანონებით, რომლებიც მემკვიდრეობით მიიღო ამერიკამ მსოფლიო არენაზე მისი გამოსვლის შემდეგ, ანგლოამერიკული სამყაროს სერიოზულ როლს კონტინენტურ ევროპაში და მსოფლიოს მზარდი სივიწროვის გამო – ევრაზიაშიც, უზრუნველყოფს შემდეგი ორი პირობა:

1) სამხედრო-საზღვაო ძალებით ევროპის ატლანტის ოკეანის სანაპიროზე და ხმელთაშუა ზღვაში საკვანძო წერტილების საკმარისი კონტროლი;

2) გერმანიისა და რუსეთის – ორი ნამდვილად კონტინენტური ძალის გაძლიერების თავიდან აცილება, რომელთა შეკავებისთვისაც საზღაო ძლიერება საკმარისი არ არის. პირველ ამოცანას ბრიტანეთმა მიაღწია ზღვაში მეტოქეების – ჰოლანდიის, ესპანეთის, პორტუგალიისა და საფრანგეთის სამი საუკუნის მანძილზე გეგმაზომიერად ჩამოცილებისა და XX საუკუნეში ნატო-ში სიტუაციის განმტკიცების გზით.

მეორე პირობის რეალიზაციის მცდელობები ვერ ხერხდებოდა მთელი XX საუკუნის განმავლობაში, მაგრამ დღესდღეობით ამ მიზნის მიღწევასთან ახლოს არიან. კლასიკოსი ჰ. მაკკინდერი პირველ მსოფლიო ომამდე 10 წლით ადრე და ანგლოსაქსების მიერ ვერსალის ფორმირების დროსაც ამბობდა, რომ ბრიტანეთის საზღვაო დერჟავის მსოფლიო როლისთვის სახიფათოა ორი პოტენციური სისტემა კონტინენტზე – “შუა (срединная) ევროპა” (“Mitteleuropa”) – გერმანია და ევრაზიული გიგანტი რუსეთი. მან დააზუსტა, რომ ეს ძალები გლობალურ როლს იძენენ მხოლოდ მათთან აღმოსავლეთ ევროპის შეერთების (подключение) შემდეგ, რომელიც აძლევს კიდეც ამა თუ იმ კონტინენტურ კონფიგურაციას სისტემის ხასიათს.

ამიტომ ბრიტანეთი უნდა ისწრაფვოდეს ბალტიკიდან ხმელთაშუა ზღვამდე, ე. ი. რუსეთსა და გერმანიას შორის სუსტი, ფორმალურად დამოუკიდებელი სახელმწიფოებისგან “შუალედური იარუსის” შექმნისკენ. ეს გახლავთ ქრესტომათიული ეგზოტიკური ფორმულის ამოცნობის გასაღები: “ვინც მართავს აღმოსავლეთ ევროპას, ბატონობს დედამიწის შუაგულზე (сердцевина земли); ვინც მართავს დედამიწის შუაგულს, ბატონობს მსოფლიო კუნძულზე (ევრაზიაზე); ვინც მართავს მსოფლიო კუნძულს, ბატონობს მსოფლიოზე”. ამ დოქტრინის განვითარება განახორციელა ზ. ბჟეზინსკიმ თავის “დიდ საჭადრაკო დაფაში”.

სახელდობრ ასე იქნა შექმნილი ბუფერული სახელმწიფოები ავსტრია-უნგრეთის ყოფილი ტერიტორიებისა და რუსეთის იმპერიის ბალტიისპირული სამფლობელოებისგან 1919 წელს ვერსალის სისტემის ანგლოამერიკელი არქიტექტორების ლოიდ-ჯორჯისა და ვუდრო ვილსონის მიერ. ევროპის ახალ არქიტექტურას იდეოლოგიური დასაბუთების სახით გააჩნდა შესაბამისი პოლიტიკური იდეოლოგიაც – “ვილსონიანობა”: “დემოკრატია და თვითგამორკვევა”. ამ პრინციპს XX საუკუნეში პრაქტიკაში იყენებდნენ მხოლოდ საჭირო რეგიონებისადმი. ერთა ლიგამ განმარტა, რომ “თვითგამორკვევის უფლება ეწინააღმდეგება სახელმწიფოს როგორც ასეთის ცნებას და ეხება მხოლოდ ომითა და რევოლუციებით შეპყრობილ ქვეყნებს”. სწორედ ეს დოქტრინა გამოიყენეს გარდაქნისა და ხავერდოვანი რევოლუციების მსვლელობისას 1990-იან წლებში.

ეს სტრატეგია არ იცვლებოდა მთელი XX საუკუნის განავლობაში, თუმცა კი შეფარული გახლდათ კომუნიზმისა და ლიბერალიზმის იდეოლოგიური ბრძოლის ქვეშ, ჰიტლერულ აგრესიასთან ბრძოლის ქვეშ. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის შეუწყვეტელი დემონიზაციის მიზეზს წარმოადგენს ის, რომ იგი იქცა აღმოსავლეთევროპული ანგლო-ამერიკული სტრატეგიის უმსხვილეს ჩავარდნად მთელი XX საუკუნის მანძილზე. კისინჯერი გულდაწყვეტით აღიარებს, რომ სტალინმა თუმცა კი დროებით, მაგრამ მაინც შეცვალა ჰიტლერის პრიორიტეტები, რომელმაც სსრკ-ზე ლაშქრობის წინ ამჯობინა თავიდან დაეპყრო დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპა. პაქტმა გარდაუვალი ომის კონფიგურაცია ისეთნაირად შეცვალა, რომელმაც შეუძლებელი გახადა ის, რომ “ატლანტიკური” სახელმწიფოები შემოსულიყვნენ აღმოსავლეთ ევროპაში ომის მსვლელობისას ან მის შემდეგ და ამოეღოთ იგი როგორც გერმანიის, ისე რუსეთის კონტროლის ქვემოდანაც.

სწორედ ამ მიზანს ახორციელებენ ისინი დღეს, რის შესახებაც ამცნო ყველას ჯ. ბუშმა ვილნიუსში: “უკვე აღარ იქნება არც მიუნჰენი, არც იალტა”.

ზედმეტი არ იქნება მოვიყვანოთ იშვიათი დოკუმენტი, რომელიც განსაიდუმლოებულ იქნა მხოლოდ 90-იანი წლების შუახანებში. მალევე ჰიტლერული გერმანიის სსრკ-ზე თავდასხმის შემდეგ – 1941 წლის 22 აგვისტოს ამერიკის საგარეო ურთიერთობათა საბჭომ, რომელიც მაშინ გახლდათ ამერიკული სტრატეგიის ნამდვილი სამზარეულო, სახელმწიფო დეპარტამენტისთვის შემუშავებულ მემორანდუმში ჩამოაყალიბა მიზანი, რომლის რეალზაციაც მოახდინეს XX საუკუნის ბოლოს: “ამ ომის სამხედრო შედეგმა შესაძლოა განაპირობოს ძალთა გადაჯგუფების უზარაზარი პროცესი ბოჰემიიდან ჰიმალაებამდე და სპარსეთის ყურემდე...

ამის გასაღები ძევს აღმოსავლეთ ევროპის რეორგანიზაციაში, ტევტონებსა და სლავებს შორის ბუფერული ზონის შექმნაში. ამერიკის ინტერესებშია მიმართოს თავისი ძალისხმევა ამ პრობლემის კონსტრუქციულად გადაწყვეტისკენ...”

შეგვიძლია მხოლოდ წარმოვიდგინოთ, თუ როგორი დარტყმა იყო ამ გეგმისთვის მეორე მსოფლიო ომის შედეგები და იალტურ-პოტსდამური სისტემა. ცივი ომი გარდაუვალი იყო. 1945-1947 წლების მოლაპარაკებები ვ. მოლოტოვსა და მის ამერიკელ და ბრიტანელ ვიზავებს შორის ევროპის ომისშემდგომი მოწყობის საკითხებზე გვიჩვენებს ანგლოსაქსონური ძალების თვალსაჩინო ხაზს: კატეგორიულად არ შეუშვან სსრკ ბალკანეთში, რაკი საბჭოთა ჯარების შესვლა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში იქცა ფაქტად. სსრკ-ის “უსაფრთხოების ზონის” საზღვარი ბალტიკიდან სამხრეთისკენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ებჯინებოდეს ხმელთაშუა ზღვას. იგი უნდა მოებრუნებინათ აღმოსავლეთისკენ და სამხედრო-სტრატეგიულად შავი ზღვა და სსრკ განეცალკევებინათ (გამოეყოთ) ხმელთაშუა ზღვისგან.

დასავლეთმა მოიგერია სსრკ-ის ყველა მცდელობა იმაზე, რომ თუნდაც ნეკა თითით მაინც მობღაუჭებოდა რომელიმე პუნქტს ხმელთაშუა ზღვაში – მომავალი ატლანტიკური ევროპის სამხრეთ საზღვარზე. სსრკ-ის სამხრეთ მიჯნებს ალყა შემოარტყეს სამხედრო ბაზებით. ფაშისტური გერმანიის განადგურებით წარმოქმნილი ვაკუუმი სრუტეების რეგიონში დროებით უნდა შეევსოთ სსრკ-ის მიერ ვერკონტროლირებადი ძალებით, სანამდე არ შექმნიდნენ სახედრო-პოლიტიკური ხასიათის მდგრად მექანიზმებს – ნატო-ს. ამისთვის ინგლისელები ომის მიწურულს გადმოსხდნენ საბერძნეთში და ისარგებლეს ი. ბ. ტიტოს ამბიციებითაც.

1990 წლის მოვლენები ამჟღავნებს ამავე კონსტანტების გამოჩენას, რომლებსაც დაემატა განსაკუთრებულად ახალი ინტერესები გეოეკონმიკისა და ნახშირწყალბადების ნაკადების მიმართულების სფეროში შავი და კასპიის ზღვების რეგიონების გავლით.

90-იანი წლების მიჯნაზე რუსეთი წამოვიდა აღმოსავლეთ ევროპიდან, რომლის “ორგანიზატორიც” ყოველთვის გახლდათ ან ის, ან გერმანია. დასავლეთ ევროპა კონსოლირებული დარჩა ნატო-ში. მაგრამ “სოციალისტური აღმოსავლეთ ევროპა”, გავიდა რა რუსეთის კონტროლის ქვემოდან, გაიფანტა მცირე და ვერდამოუკიდებელი ქვეყნების პოსტვერსალურ იარუსად ბალტიკიდან ხმელთაშუა ზღვამდე. სწრაფად უნდა მოეხდინათ მისი ინკორპორაცია დასავლურ პოსტიალტურ კარკასში ანგლოსქსონური კონტროლის ქვეშ. მეორე “ვერსალში” ნატო-ს გაფართოვებას გეგმავდნენ, უწინარეს ყოვლისა, როგორც ერთერთ ინსტუმენტთაგანისა, რომელსაც უნდა მიეცა გარანტია უწინდელი ატლანტიკური ეგიდის განუხრელობაზე. აი ეს გახლავთ გასაღები დ. რამსფელდის სიტყვების გაგებისთვის: “ატლანტიკური” ცენტრი ინაცვლებს აღმოსავლეთისკენ – “ახალ ევროპაში”.

რას უქადის რუსეთს “ახალი” ატლანტიკური ევროპა?

აღმოსავლეთევროპული სახელმწიფოები ნატო-ში ხვდებიან სხვადასხვანაირი მიზეზებით. ტოტალიტარიზმის შეცვლას დემოკრატიაზე არ შეიძლება მივეყვანეთ მცირე ქვეყნების დამოუკიდებლობამდე, რომელთაც, ურთიერთ დამეტოქებული გეოპოლიტიკური სისტემების სტრატეგიულ პირაპირზე მყოფთ, არ შეუძლიათ ჰქონდეთ დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა. ან რუსეთი ინარჩუნებს მათ თავის გეოპოლიტიკურ ორბიტაში, ან ისინი გარდაუვალად, როგორც ეს ხდება კიდეც დღეს, ჩათრეული აღმოჩნდებიან ანტირუსულ კომბინაციაში.

აუცილებელია შევგნოთ, რომ უნგრეთის, პოლონეთისა და ჩეხეთის ნატო-ში შესვლამ სამხედრო-სტრატეგიული სიმეტრიის მკვეთრი დარღვევის გარდა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი გახადა კიდევ უფრო მეტად ანტირუსული. ამის მიზეზებს გააჩნია ისტორიული ფესვები. იქცნენ რა კათოლიციზმის რელიგიური ექსპანსიის უკანასკნელ ნადავლად ევროპის აღმოსავლეთში, ეს ერები გადაქცეულ იქნენ ლათინობის ფორპოსტად სლავურ სამყაროში და საუკუნეების მანძილზე თავად ან დასავლური სახელმწიფოების ფარვატერში ზეწოლას ახდენდნენ რუსეთსა და მართლმადიდებელ სლავობაზე. რუსეთის მთელი არეულობების დროს ეს ერები, ასე ან ისე, მონაწილეობდნენ ყველა გარედან წამოსულ აქციაში რუსეთის წინააღმდეგ. ამის მაგალითები საკმარისად არის ნაპოლეონის შემოსევიდან პოლონური ლეგიონების მონაწილეობით, სამოქალაქო ომით შეპყრობი რუსეთში ინტერვენციამდე, სადაც მოისწრაფვოდნენ უნგრელებიც, ჩეხებიცა და პოლონელებიც. მუდმივი გეოპოლიტიკური რეალობა – პოლონელების ისტორიული მტრობა რუსეთისადმი (к Руси – России) – უცვლელად ვლინდებოდა პოლონეთის ძლიერებისა და ევროპის აღმოსავლეთში მისი დამოუკიდებლობის ყველა დროში. დასავლეთრუსულ მართლმადიდებლურ მიწებზე არაფრით არ პროვოცირებული ექსპანსიის ხუთი საუკუნის შემდეგ (XIII-XVII სს.) ეს გულუბრყვილო იქნებოდა აგვეხსნა “ცარიზმის მიერ პოლონეთის გაყოფებით” (XIX საუკუნის გამოჩენილი რუსი ისტორიკოსის, სერგეი სოლოვიოვის მიხედვით, პოლონეთის პირველი გაყოფა მოხდა 1773 წელს პრუსიის მეფის ფრიდრიხ II დიდის ინიციატივით, რომელმაც ისარგებლა ავსტრიასა და რუსეთს შორის წარმოქმნილი კონფლიქტური სიტუაციით და შესთავაზა იმხანად ოსმალეთის იმპერიასთან ომში გამარჯვებულ რუსეთს დაკმაყოფილება მიეღო არა ბულგარეთის ხარჯზე, რომელზედაც ავსტრიასაც ჰქონდა თვალი დადებული, არამედ პოლონეთის ხარჯზე; ეკატერინე II დათანხმდა ამ წინადადებას და მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც რუსეთს ერგო ძველი რუსული ოლქი ბელორუსია, ავსტრიას – ასევე ძველი რუსული ოლქი გალიცია, პრუსიას კი – პომერანია და დიდი პოლონეთის ნაწილი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ იმ დროს ჯერ კიდევ არ იყო დადებული სამშვიდობო ხელშეკრულება თურქეთთან /ქუჩუკ-ყაინარჯის ხელშეკრულება დადებულ იქნა მომდევნო 1774 წელს/, ასევე რუსეთში მძვინვარებდა გლეხთა დიდი ომი ემელიანე პუგაჩოვის მეთაურობით, რაც ასევე უბიძგებდა რუსეთს ევროპულ დერჟავებთან საქმეების არგამწვავებისკენ; ხოლო თავად 1768-1774 წწ. რუსეთ-თურქეთის ომის დაწყება განაპირობა სწორედ რუსული, თურქული და ევროპული ურთიერთობების გამწვავებამ პოლონეთის სამეფო ტახტზე თითოეული მათგანისთვის სასურველი კანდიდატურის დამტკიცებისა და იქ საქმეების წარმართვის საკითხში, და ამ ომზე სულთნის სამეფო კარი წააქეზა საფრანგეთის მთავრობამ, ვინაიდან როგორც რუსეთი, ისე ოსმალეთიც მანამდე ერთიმეორესთან ომს ერიდებოდნენ – ი. ხ.).

XX საუკუნის მოღვაწეთა ანტიკომუნიზმს ი. პილსუდსკიდან ლ. ვალენსამდე გააჩნდა, უწინარეს ყოვლისა, ანტირუსული ხასიათი. ბუდიონის ცხენოსანი ჯარისგან მხოლოდ ბოლშევკების ზურგში თეთრი არმიის დარტყმით გადარჩენილმა პილსუდსკიმ უარი უთხრა ანალოგიურ დახმარებაზე ვრანგელს, და განაცხადა: “დაე რუსეთი დალპეს ბოლშევიკების ქვეშ ორმოცდაათი წელი, ჩვენ კი ამ დროში გავიზრდებით და გავძლიერდებით”.

შედარებისთვის – ფინელები არ ავლენენ მტრობას ყოფილი “მეტროპოლიისადმი”, და საბჭოთა კავშირ – ფინეთის ომის სამწუხარო გამოცდილების მიუხედავად, ფინეთი უწინდებურად რჩება რუსეთის კეთილ მეზობლად. რასაც არ უნდა წერდნენ “რუსულ იმპერიალიზმზე”, ისტორიის ათი საუკუნის საერთო შედეგად რჩება უდაო ფაქტი, რომ XII-დან XXI ასწლეულამდე სწორედ დასავლეთი ლათინიზებული აღმოსავლეთევროპელების წინამბრძოლობით მუდმივად მოიწევდა წინ აღმოსავლეთისკენ, ხოლო რუსული სახელმწიფოებრიობის აკვნის მიჯნებს კი ძლივს ვინარჩუნებდით მეტ-ნაკლები წარმატებით. მხოლოდ იალტამ და პოტსდამა გადააქციეს 50 წლით სსრკ-ის გავლენის სფეროდ მთელი აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორია და, დასავლეთმა ა. ტოინბის პატიოსანი აღიარებით, “ათასი წლის განმავლობაში პირველად იგრძნო საკუთარ თავზე რუსეთის ზეწოლა, რომელსაც რუსეთი მთელი ამ საუკუნეების მანძილზე განიცდიდა დასავლეთისგან” (Запад «впервые за тысячу лет ощутил на себе давление России, которое она испытивала все века от Запада»). ამ პერიოდში უნგრეთი, პოლონეთი და ჩეხოსლოვაკია აღმოჩნდნენ საბჭოთა ბლოკის გაცილებით უფრო ნაკლებად საიმედო წევრები, ვიდრე დამარცხებული და გაყოფილი გერმანელები. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო ცივი ომის წლებში სსრკ-დმი ლოიალურობის მისეულ შეფასებებში ფსონს აკეთებდა ანტირუსულ განწყობილებებზე სწორედ პოლონეთსა და უნგრეთში. თუკი გერმანელები მ. გორბაჩოვმა ფაქტიურად მუჯლუგუნების ცემით გაყარა (буквально вытолкал) თავიანთ დასავლელ ძმებთან, პოლონელებს, უნგრელებსა და ჩეხებს არ სურდათ ყოფილიყვნენ სსრკ-ის სატელიტებად და ჯანყდებოდნენ არა მხოლოდ სტალინის, არამედ ფ. რუზველტისა და უ. ჩერჩილის მიერ სანქცირებული წესრიგის წინააღმდეგ – დაივიწყეს რა სუდეტისა და სილეზიის – რუსული არმიის სისხლით ანაზღაურებული საჩუქრის შესახებ.

არ შეიძლება არ ვითვალისწინებდეთ რიგი აღმოსავლეთევროპელი ხალხების საუკუნეების მანძილზე კვლავ და კვლავ განმეორებად ანტირუსეთულ მიმართულებას.

მაგრამ ატლანტიკური და ევროპული მექანიზების ყველა პოტენციურ აღმოსავლეთევროპელ წევრს არ გააჩნია ისტორიული არაკეთილგანწყობილება და მტრობა რუსეთისადმი, რაც შესაძლებელს ხდის რუსეთის მოქნილ და ნაყოფიერ აღმოსავლეთევროპულ სტრატეგიას. ამისთვის საჭიროა თითოეული რეგიონის ისტორიული შეგნებისა და კულტურული თავისებურებების ცოდნა. სერიოზულ ყურადღებას იმსახურებს კათოლიკური სლოვაკეთი და მართლმადიდებელი ბულგარეთი.

XIX საუკუნის მეორე ნახევარში სულაც არა რუსი სლავიანოფილების, არამედ სლოვაკი ინტელექტუალების პ. შაფარიკის, ი. კოლარისა და ლ. შტურის მიერ იქნა წამოყენებული “სლავური თანაზიარობის” («славянская взаимность») იდეა და რუსეთის მეფის ეგიდით სლავური ხალხების კავშირის ისტორიული კონცეფციები. ამ მიმდინარეობის წარმომადენლები თვით პირველ მსოფლიო ომამდეც ელოდებოდნენ კაზაკების ცხენოსან ჯარსა და სლავური ხალხების განთავისუფლებას, რომლებიც “დრანგ ნახ ოსტენის” მსვლელობისას ჩათრეული იყვნენ გერმანიისა და ავსტრია-უნგრეთის შემადგენლობაში. სწორედ ავსტრია-უნგრეთის სლავების ამ იდეების გამო ცოფმორეულად ადანაშაულებდნენ რუსეთს ყბადაღებულ “პანსლავიზმში”, რაშიც განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ფრ. ენგელსმა, რომლის საზრუნავსაც ამ საკითხში განსაკუთრებით წარმოადგენდა გერმანული “გროსრაუმი” (“დიდი საცხოვრებელი სივრცე”, რაც შემდგომში გამოიხატა ჰიტლერისეული “დიდი გერმანიის” /“გროს დოიჩლანდ”-ის/ სახით – ი. ხ.).

მაგრამ სლოვაკეთიცა და ბულგარეთიც განწირულები არიან იმისთვის, რომ ავლენდნენ აშშ-დმი სოლიდარობას, აღარაფერს ვამბობთ რა პოლონეთის, ლიტვის, უნგრეთისა და ჩეხეთის გულწრფელად სერვილურ პოზიციაზე. სლოვაკეთის ბედი მეტად სიმპტომატურია. თავისი ჩამოყალიბების საწყის პერიოდში სლოვაკეთი ისწრაფვოდა იქითკენ, რომ თავიდან აეცილებინა ცალმხრივი ორიენტაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებზე და ინტენსიურად ანვითარებდა ურთიერთობებს რუსეთთან, რამაც გამოიწვია ვაშინგტონის მწვავე უკმაყოფილება. 1993-1995 წლების პერიოდში სლოვაკური ინტელიგენციის გავლენიანი ნაწილი ქადაგებდა კიდეც სლოვაკეთის, როგორც ნეიტრალური ავსტრიის მეშვეობით “აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ხიდის” ხატების შესახებ, და გამოთქვამდა ცენტრალური ევროპის ერთგვარი თავდაცვითი კავშირის იდეას რუსეთისა და ნატო-ს გარანტიით. 1996 წელს ბჟეზინსკი უცერემონიოდ დაემუქრა ვ. მეჩიარს (В. Мечьяр): “თუკი სლოვაკეთი არ გახდება ნატო-ს წევრი, მაშინ ისტორია გამოუტანს მას მკაცრ განაჩენს, რამდენადაც იგი სარგებლობდა თავისი ამომრჩევლების სრული ნდობით, რაც არსებითად შეამსუბუქებდა სლოვაკეთის ინტეგრირებას ნატო-ში... ეს მთელი სლოვაკი ხალხის ტრაგედიაა... და თქვენ ამის გამო კიდევ მწარედ ინანებთ”. მეჩიარი გადაყენებულ იქნა დასავლეთიდან დაფინანსებული მისი საწინააღმდეგო ხანგრძლივი ძირგამომთხრელი კამპანიის შედეგად, რაზედაც ღიად წერდა ლონდონური “სპექტეიტორი”.

და მაინც, სლოვაკური საზოგადოებისთვის დამახასიათებელია ტრადიციონალიზმი კულტურულ-მსოფლმხედველობრივი მიმართებით. დღევანდელ სლოვაკეთში შესაძლოა შევხვდეთ კიდეც ევროპაში იშვიათ სლავიანოფილურ მიმდინარეობას ქრისტიანულ ინტელექტუალებს შორის, რომლებიც ქადაგებენ კათოლიკებისა და მართლმადიდებლების გაერთიანების იდეას დასავლური ცივილიზაციის დექრისტიანიზაციის წინააღმდეგ. სლოვაკების შეგნებაში არ შეიმჩნევა “ბარბაროსული ნახევრადაზიური რუსეთისა” და “ცივილიზებული ევროპის” კლიშე, რომელიც აკმაყოფილებს ვ. ლანდსბერგისსა და კიდევ უფრო რესპექტაბელურ ვ. ჰაველს. რუსეთში თავისი სახელმწიფო ვიზიტის დროს, სლოვაკეთის პრეზიდენტი რ. შუსტერი, ნატო-სა და ევროკავშირში შესვლაზე ორიენტაციის გამოცხადების მიუხედავად ბევრს ლაპარაკობდა “სლავური თანაზიარობის”, კულტურისა და ენის სიახლოვის, ისტორიული მემკვიდრეობის საერთოობის შესახებ, ამბობდა რა სიტყვებს, რომლებიც გლობალისტებმა უკვე დიდი ხანია ამოშალეს ევრო-ატლანტიკური და აღმოსავლეთ ევროპული ლექსიკონიდან.

მაგრამ ეკონომიკური სტაგნაცია და ხელისუფლების არამდგრადობა აიძულებთ ფსონს აკეთებდნენ დასავლეთზე და განსაკუთრებით აშშ-ზე, რომლებიც დაინტერესებული არიან “ახალ ევროპაში”. აღმოსავლეთევროპული ქვეყნები მეტი ან ნაკლები გულწრფელობით მზად არიან მისცენ თავიანთი სტრატეგიული პლაცდარმები ფინანსური კრედიტების, ეროპულ ეკონომიკურ სტრუქტურებში მონაწილეობის სანაცვლოდ. სულ ახლანდელ მომენტამდე, რომელმაც გამოავლინა განხეთქილება ძველ ევროპასა და აშშ-ს შორის, “ახალი” ევროპა ვარაუდობდა, რომ ნატო-თვის სამსახურის გასაწევად მზადყოფნა დაეხმარება მათ იმაში, რომ უფრო სწრაფად იქნენ მიღებული ევროკავშირში. ჟ. შირაკმა თავის მკვახე პასუხში ბულგარეთისა და რუმინეთის მხრიდან გამოხატული სულსწრაფი სერვილიზმისადმი სცადა ეჩვენებინა, რომ ევროპა და ანგლო-ამერიკული ეგიდა – ეს ერთი და იგივე არ არის.

აღმოსავლეთევროპული ქვეყნები ნატო-ს განიხილავენ როგორც ტერიტორიული სტაბილურობის ახალ გარანტიას, რომელსაც ძირს უთხრიან ეთნოკონფლიქტები, ქცეულები გლობალიზაციის ნიშნად, განსაკუთრებით, სუდეტებისა და აღმოსავლეთ პრუსიისადმი გაძლიერებული ყურადღების ფონზე არა მხოლოდ ნაკლებგავლენიანი ნეონაცისტების მხრიდან, არამედ გერმანიის ქრისტიანულ-დემოკრტიული კავშირისა და ქრისტიანულ-სოციალური კავშირის (ХДС-ХСС) ლიდერის ე. შტოიბერის მხრიდანაც, რომელიც უკვე ღიად ოპერირებს ტერმინით აღმოსავლეთ პრუსია.

ბევრი ამ პრობლემათაგან ინსპირირებული იყო მათი საზღვრებიდან შორს, და “ძველი ევროპა” ახლა შესაძლოა ნანობდეს იმის გამო, რომ მან სსრკ-ის ჯიბრზე მოახდინა იალტურ-პოტსდამური წესრიგის გადახედვის პროვოცირება. სხვანაირად, თუ არა პროვოკაციული, არ შეიძლება ვუწოდოთ ყოფილი პრეზიდენტის ფ. მიტერანის გამონათქვამებს 1990 წელს აღმოსავლეთ ევროპაში ვიზიტის მსვლელობისას ომისშემდგომი მშვიდობიანი დარეგულირების უსამართლობის შესახებ, როდესაც 1945 წელს “ხელახლა დახატეს რუკა, ხელმძღვანელობდნენ რა იმით, თუ ვინ გაიმარჯვა და ვინ დამარცხდა”, რასაც შეეძლო გამოეწვია შეშფოთებანი სილეზიის, სუდეტისა და რუმინულ-უნგრული გამიჯვნის გამო.

ბულგარეთი – ეს გახლავთ საზოგადოებრივი შეგნების გაორების კიდევ ერთი მაგალითი ლიბერალური ელიტის პრაგმატიზმსა და მასების ტრადიციონალიზმს შორის. ბულგარეთის მიერ დემონსტრირებულ სურვილს ნატო-ში შესვლაზე, ბულგარეთის საჰაერო სივრცის დათმობას იუგოსლავიის წინააღმდეგ აგრესიისთვის, აშშ-სადმი სასახურის გაწევისთვის მზადყოფნას ერაყის წინააღმდეგ ომში, შეუძლია გააოცოს და საგონებელში ჩააგდოს მხოლოდ ისინი, ვინც აღზრდილი არიან საბჭოთა სახელმძღვანელოებში ტირაჟირებულ კლიშეზე განთავისუფლების გამო ბულგარელი “ძმების” მადლიერების შესახებ, მაგრამ არ იცის ინტერესთა ბრძოლის თაობაზე ბულგარეთის ორიენტაციისთვის XIX საუკუნის ბოლო ხანებიდან.

უკვე ბულგარეთის განთავისუფლებიდან 10 წლის შემდეგ (იგულისხმება რუსეთ-თურქეთის 1877-1878 წწ. ომის შედეგად ბულგარეთის თურქეთის უღლისგან განთავისუფლება – ი. ხ.) ავსტრიულმა სტრატეგიამ საქმე მიიყვანა სოფიის პერეორიენტაციამდე, რომელიც ფერდინანდ კობურგელის მმართველობის დროს საბოლოოდ შეყვანილ იქნა ავსტრიულ-გერმანული პოლიტიკის ორბიტაში. ბულგარეთი პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობდა გერმანიის მხარეზე, ხოლო 1941 წელს შეუერთდა ჰიტლერის სამმხრივ პაქტს. კომუნიზმს წლების მანძილზე ბულგარულმა ხალხურმა მეხსიერებამ დაკარგა მართლმადიდებლური ღერძი, ათეიზაციამ დაასუსტა საერთო კულტურის შეგრძნება. ისტორიულ შეგნებას შემდეგ დარტყმა მიაყენეს მედასავლეთე ლიბერალებმაც. მაგრამ რუსეთის სიყვარულსა და მისდამი ინტერესს ბულგარელი ხალხი იჩენს ჯერ კიდევ შესამჩნევად, ასევე პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტებიც, არაფერ ვამბობ უკვე ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შესახებ, რომელიც წარმოადგენს მართლმადიდებლური ერთობის ბურჯს.

რუსეთის მხრიდან გარკვეული ბულგარული პოლიტიკის სრული არარსებობა არ უწყობს ხელს ბერკეტების შექმნას ბულგარეთის ორიენტაციის ვექტორის დაბალანსებისთვის რომელიც მოხილვად მომავალში იქნება ოფიციალურად პროდასავლური, თუმცა კი მთლიანობაში არა ანტირუსული. მაგრამ არ უნდა გვავიწყდებოდეს, რომ ბულგარეთისა და რუმინეთის ევროატლანტკურ სტრუქტურებში შესვლა, მით უმეტეს ნატო-ში, საქართველოს პროამერიკული კურსის ფონზე, შავ ზღვას გადააქცევს პრაქტიკულად იმ ძალების სამკვიდროდ, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ისწრაფვოდნენ რუსეთის შევიწროვებისკენ ევრაზიის ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით. ძალთა თანაფარდობის ეს ცვლილება შავ ზღვაზე შეადგენს ჩეჩნეთის ომისა და კავკასიის მსოფლიო პოლიტიკის ორბიტაში დაბრუნების ერთერთ წინაპირობათაგანს.

ბალკანური კვანძი ბალტიკა – ხმელთაშუა ზღვის რკალზე

მთავარი შანსი ბალტიკიდან ხმელთაშუა ზღვამდე ხაზის დასასრულებლად დასავლეთისთვის შეეძლო მიეცა მხოლოდ იუგოსლავიისა და ადრიატიკის სანაპიროს ჩათრევას (втягивание) თავის სამხედრო-სტრატეგიულ არეალში. ომი ბოსნიაში და “კოსოვოს კრიზისი” ჩაწერილ იქნა ნატო-ს გაფართოების საერთო გეგმებში.

ანგლო-ამერიკული სტრატეგია ბალკანეთში XX საუკუნის დასაწყისიდან წარმოადგენდა მინიატურულ მოდელს მთელი ბალტო-ხმელთაშუა ზღვის რკალისთვის. კარნეგის ფონდის მოხსენება 1913 წლის ბალკანეთის ომების შესახებ ხელახლა გამოსცეს 1993 წელს ჯ. კენანის წინასიტყვაობით, როგორც დამხმარე სახელმძღვანელო იუგოსლავიის გარდასაქმნელად. ადგილობრივი ნაციონალიზმი, კლანურ-გვაროვნული პარტიკულარიზმი, ეთნოკულტურული და რელიგიური მემკვიდრეობის საერთოობის მიუხედავად, ჯერ კიდევ დამახასიათებელია ბალკანეთის ხალხებისთვის მნიშვნელოვან წილად ორმაგი უცხოური ბატონობის (ავსტრია და თურქეთი) გამო, რამაც ხელი შეუშალა დიდი კონკურენტუნარიანი ერების ჩამოყალიბებას ეთნოგენეზისის იმ ეტაპზე, როდესაც ხალხებისთვის დამახასიათებელია შემოკრება.

ეს სტრატეგია ჯერ კიდევ პირველ მსოფლიო ომამდე ეწინააღმდეგებოდა ერთგვაროვანი სლავური სახელმწიფოების ჩამოყალიბებას, განსაკუთრებით „დიდი სერბეთისა“, რომელიც 150 წლის მანძილზე საფრთხობელას წარმოადგენდა დასავლეთისთვის, უბრალო სერბების რუსეთისადმი გულწრფელი სიყვარულის გამო. რადგანაც ლათინელ ხორვატებს ჰქონდათ გერმანული ორიენტაცია, ხოლო მართლმადიდებელი სლავები მათი, ელიტების მთელი ლავირების მიუხედავად, არ შეიძლება სრულებით იზოლირებული ყოფილიყვნენ რუსეთისგან, ამიტომ ანგლოსაქსონურ სტრატეგიას ბალკანეთში მიზნად ჰქონდა ერთდროულად მოეხდინა სხვადასხვა მიზიდულობის მქონე ხალხების პოლიტიკური პოტენციალის ფრაგმენტირებაცა და დაკავშირებაც. ამისთვის ისინი ერთიმეორის მიყოლებით ხელს უწყობდნენ სეპარატიზმს და თავს ახვევდნენ არასიცოცხლისუნარიან და დამოკიდებულ გაერთიანებებს. ასე იყო ვერსალშიცა და 1945 წლის მაისის შემდეგაც.

გავრცელებულია უსაფუძვლო კლიშე, რომ თითქოს ჩერჩილმა სტალინის ზეწოლით ფსონი გააკეთა ი. ბ. ტიტოზე, გაყიდა რა „ნაციონალისტი“ დ. მიხაილოვიჩი, _ ანტიჰიტლერული კოალიციის აღიარებული მოკავშირე. არჩევანი ნაკარნახევი იყო ბრიტანული გეგმებით. ავტორიტეტულ დრაჟე მიხაილოვიჩს შეეძლო ომში სერბების დამსახურებათა გამო მოეთხოვა „დიდი სერბეთი“, ხოლო ტიტომ, იცოდა რა, თუ რითი შეეძლო ჩერჩილის დაინტერესება, მას წერილში შესთავაზა დაემყარებინა „იუგოსლავი ხალხების ისეთი კავშირი და ძმობა, რომლებიც ომამდე არ არსებობდა“, „შექმნიდა რა ფედერაციულ იუგოსლავიას“. ეს გეგმა შეესაბამებოდა ბრიტანულ სტრატეგიას, სერბებს კი ექვს კვაზისახელმწიფოში თქვეფდა და ფანტავდა. ევროპაში ძალთა დამოუკიდებელ ცენტრზე თავისი პრეტენზიებით ტიტოს პროექტი იქცეოდა სსრკ-ის საპირწონედ. ჩერჩილმა დაუყოვნებლივ დაუჭირა მხარი „ფედერაციული იუგოსლავიის“ იდეას, მაგრამ ამ ფედერაციამ იარსება ზუსტად იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც მასში საჭიროება ჰქონდა დასავლეთს.

იუგოსლავური დრამის თითოეულ ეტაპზე აშშ ითრევდა რუსეთს თავის პროექტებში, რომლებიც ნაბიჯ-ნაბიჯ ანაწევრებდა ისტორიულ სერბეთს. ამას შედეგად მოჰყვა რუსეთის გავლენის შემცირება ბალკანეთში. განიცადა რა არა მხოლოდ აგრესია და კაპიტულაცია, რომლებზედაც იგი დაიყოლია არა თუ სხვა ვინმემ, თუ არა რუსეთმა, არამედ დარტყმებიც ეროვნულ ღირსებაზე, სამარცხვინო ბოძზე გაკვრა, დემონიზაცია და საეჭვო ორგანოსთვის პრეზიდენტის მიცემა, დღეს სერბი ერი დემორალიზებულია და არ შეუძლია კონსენსუსის გამოძებნა თავისი წარსულის, აწმყოსა და მომავლის არც ერთ საკითხში. აშშ სხვადასხვანაირი ფონდების მეშვეობით პრაქტიკულად აკონტროლებს მასობრივი ინფორმაციის წამყვან საშუალებებს, რომლებიც გახდა მებრძოლურად პროდასავლური და ლიბერალური. შეცვლილია პრაქტიკულად ყველა ხელმძღვანელი თანამდებობის პირი სასწავლო, სამეცნიერო, ანალიტიკურ და ჟურნალისტურ საზოგადოებებში _ ე. ი. საზოგადოებრივი შეგნების ფორმირების სფეროში.

სერბეთისა და ჩერნოგორიის უკვე ამორფული სახელშეკრულებო ერთიანობის მომავალი დაშლა საბოლოოდ მოკვეთს სერბებს ზღვაზე გასასვლელისგან, ხაზს გადაუსვამს სერბული ისტორიისა და ჰიტლერის წინააღმდეგ ბრძოლის 150 წელიწადს. ჰიტლერთან ომში სერბებმა დაკარგეს ყოველი მეათე _ ევროპის ყველა ერზე მეტი...

მ ა კ ე დ ო ნ ი ა. ანტიატლანტიკური იუგოსლავიის დანაწევრების ერთერთ ინსტრუმენტთაგანად იქცა უძველესი ნაციონალისტური პარტია – შიდამაკედონური რევოლუციური ორგანიზაცია (შმრო), რომელიც 1903 წელს ხელმძღვანელობდა ილინდენის აჯანყებას. შმრო-ში ყოველთვის არსებობდა კონსპირირებული ფენა, თავისი იატაკქვეშა რაზმი ტერორისტული გამოცდილებით, როგორც კარბონარიების ვენტები, მემარჯვენე განშტოება და მემარცხენე მიმდინარეობა, რომელიც გაზეთ “ისკრასაც” კი უშვებდა ნამგლითა და უროთი. არანაკლებ მრავალფეროვანი იყო ფარული და აშკარა კავშირები – ვატიკანთან, ხორვატ ნაციონალისტებთან, ბულგარელ ფაშისტებთან, მასონობასთან, კომინტერნთან და აშშ-ის სპეცსამსახურებთან.

დღესდღეობით შმრო-მ სერიოზული ადგილი დაიკავა ახალი მაკედონიის პოლიტიკურ სცენაზე, ვარაუდობს რა მთავარ მტრებად სერბულ “ნაციონალიზმს” გარედან და ალბანიზაციას შიგნით. შმრო-ს რადიკალური ნაციონალისტური ხელმძღვანელობა მკვეთრად უარყოფითად ეკიდება ტიტოსეულ იუგოსლავიის სოციალიასტურ ფედერაციულ რესპუბლიკას, რომელმაც ვითომდა მაკედონელები ჩააგდო “სერბული დიდმპყრობელობის უღელქვეშ”. ვაღიარებთ რა მაკედონური ეთნოგენეზის რეალობას, მაინც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ბალკანური და დიდმპყრობელური ინტერესების რთულ კონტექსტში XX ასწლეულის ბოლოსთვის სახელმწიფოებრიობის მიღებაში მათ დაეხმარა სწორედ “ტიტოსეული” იუგოსლავია და “ეროვნული პოლიტიკის ლენინური პრინციპები”.

შმრო-ს ზედა ფენების აშკარად გამოხატული ანტისერბული განწყობილებები, რომლებიც ხალხში მთლიანობაში არ არის ფეხმოკიდებული, განსაზღვრავს მის სტრატეგიასა და ტაქტიკას დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც კი. მაგრამ მთელი ბალკანური ისტორიული და გეოპოლიტიკური კონტექსტი ანტისერბული ფორმით გამოხატულ მაკედონურ იდეას გადააქცევს მესამე ძალების ინსტრუმენტად, სერბეთისგან ჩერნოგორიის ჩამოცილების მოდელად.

მაკედონელები არაერთხელ ყოფილან გამოყენებულნი გასაცვლელ ბანქოს ქაღალდად. ვერსალში გამარჯვებულებს დასჭირდათ წაეშალათ ავსტრიულ-გერმანული ყოფნის ყველა კვალი სამხრეთ ევროპაში. მაკედონიის არსებობის შესახებ კი დაივიწყეს და შექმნეს სერბების, ხორვატებისა და სლოვენების სამეფო. მაგრამ აშშ იყენებდა მაკედონურ ორგანიზაციებს იუგოსლავიის სამეფოსთან დიპლომატიური ურთიერთობების ფონზე. არის დოკუმენტი, რომელშიც გამოხატულია მადლობა ვაშინგტონისადმი “მაკედონელი ხალხის ტრაგედიის სიღრმის” აღიარებისა და მაკედონელების, როგორც “გაყოფილი” ერის ბედის გადალახვისთვის, “რომელიც იმყოფება სამი სახელმწიფოს – იუგოსლავიის, ბულგარეთისა და საბერძნეთის – რეჟიმების ჩაგვრის ქვეშ”.

დღესდღეობით აშშ-მა დიდ წარმატებებს მიაღწია მაკედონური პოლიტიკური ელიტის დასავლეთსა და ნატო-ზე ორიენტირებაში. მაგრამ მაკედონიაში ხალხი მთლიანობაში განწყობილი არ არის ანტირუსულად ან თუნდაც ანტისერბულად, და პოლიტიკოსთათვის მოულოდნელად გამოავლინა მასშტაბური წინააღმდეგობა ნატო-ს აგრესიისადმი იუგოსლავიაში. ალბანური საკითხი მაკედონიაში არანაკლებად მწვავედ დგას, ვიდრე სერბეთში, ხოლო “დიდი ალბანეთის” პროექტი პირდაპირ ვრცელდება ოქრიდის ტბაზეც. მაგრამ 90-იანი წლების ბოლოს შმრო-მ ბლოკი შეკრა ალბანელ ნაციონალისტებთან და გაიმარჯვა არჩევნებში, თანაც ფსონი გააკეთა ნატო-ზე მიუხედავად თავისი დაპირებებისა სულიერ ანტიდასავლურობასა და დეკადენტური “მსოფლიო წესრიგისადმი” ზიზღში [ნ. ა. ნაროჩნიცკაიას 1996 წელს მაკედონიაში ჰქონდა ინტენსიური საუბრები პარტიის ლიდერებთან და მის ინტელექტუალურ ბირთვთან საერთაშორისო პრობლემების ფართო სპექტრის თაობაზე].

რუსეთმა ამ დრომდე ვერ დაგვანახა გარკვეული სტრატეგია მაკედონიასთან მიმართებით, რაზედაც თავიდან არსებობდა ობიექტური მიზეზები. ეს გახლდათ სიცივე ბელგრადსა და სკოპიეს შორის, და მაკედონიის ეკლესიის თვითგამოცხადებული და არაღიარებული ავტოკეფალია. საბერძნეთმა ვეტო დაადო ევროპული კავშირის მიერ ახალი სახელმწიფოს ცნობას მაკედონიის რესპუბლიკის სახელწოდებით, რომელსაც ბერძნები დროებით უწოდებენ “ყოფილ იუგოსლავურ რესპუბლიკა მაკედონიას”.

აღმოსავლეთევროპული სახელმწიფოების ნატო-ში შესვლის შემდეგ ბელგრადმა – უწინ სსრკ-ის საპირწონემ, დაიწყო გადაქცევა ერთადერთ ანტიატლანტიკურ ანკლავად. 1992 წლიდან ეტაპობრივად ახდენდნენ რიგის მიხედვით დაძაბულობის მოდელირებას, რაც უზრუნველყოფდა ეტაპობრივ სამხედრო ყოფნას ყოფილი იუგოსლავიის ნაწილებში _ თავიდან კრაინაში, შემდეგ ბოსნიაში. კოსოვოს კრიზისი აპოგეამდე მიიყვანეს მხოლოდ ბოსნიაში სიტუაციის დასრულების შემდეგ.

2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ დაწყებული აშშ-ის აზიაში შემოსვლისა და სპარსეთის ყურის სახელმწიფოთა შანტაჟის შუქზე ნათელია, რომ კოსოვოს ოკუპაცია საჭირო იყო ევროპაში ახალი პლაცდარმის შესაქმნელად და გეოპოლიტიკური და სამხედრო-სტრატეგიული ამოცანების გულისთვის: „ახალი“ ევროპის დანარჩენ ქვეყნებზე ზეწოლისთვის, დუნაიდან სალონიკამდე გზისა და მცირე აზიასთან ევროპის სანედლეულო და სამხედრო-სტრატეგიული კომუნიკაციების საკონტროლოდ, სპარსეთის ყურესთან დაახლოებისთვის.

უკვე კოსოვოს ოკუპაციის შემდეგ ბელგრადის დემონიზაციის მიზეზები იყო არა ავტორიტარიზმში, რომელიც მცირედ თუ განსხვავდებოდა მსოფლიოს ნახევარი ქვეყნების ხელისუფლების მექანიზმისგან, არამედ ანტიატლანტიზმში. ვაშინგტონს სჭირდებოდა ბელგრადის საერთაშორისო კურსის შეცვლა და აგრესიის გამართლება. სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის სტაბილურობის პაქტის სპეციალურმა კოორდინატორმა (მოგვაგონებდა „დუნაის კონფიგურაციას“, რომელსაც ბრიტანეთი აყენებდა XX სუკუნის დასაწყისიდან, შემდეგ კი ჩერჩილიც) ბ. ჰომბახმა აღიარა, რომ 2000 წლამდე ხორციელდებოდა „სერბეთის იზოლაციის“ სტრატეგია, ხოლო ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაიწყო „იუგოსლავიის რეინტეგრაცია საერთაშორისო საზოგადოებრიობაში“.

* * *

რისი პროგნოზირება შეგვიძლია „ახალ ევროპაში“, რომელიც იმყოფება მისთვის ახალი ანგლოსაქსონური ეგიდის ქვეშ? რუსეთის შემდგომი გამოდევნისა ბალტიკიდან და კალინინგრადის ოლქის იზოლირებისა. უფრო ხისტად უნდა აღვდგომოდით წინ ბალტიისპირეთში ნატო-ს განლაგებას. ძნელია გამოვრიცხოთ საკითხის დაყენება ევროპაში „საერთაშორისო საწყლოსნო გზების“ შესახებ _ დუნაიზე ნაოსნობისა, რის თაობაზეც მიდიოდა მწვავე დებატები 1945-1947 წლებში მოლოტოვს, ბირნსსა და ბევინს შორის. ბრიტანეთის ზეწოლის მიუხედავად სსრკ-მა მიაღწია იმას, რომ მიღებულ ყოფილიყო დუნაის შესახებ კონვენცია, რომელმაც განსაზღვრა დუნიური და არა-დუნაიური ქვეყნების სხვადასხვანაირი უფლებები. სსრკ-ის დაშლის შემდეგ გვპირდებოდნენ, რომ რუსეთი შეინარჩუნებდა დუნაიური დერჟავის სტატუსს. გვპირდებოდნენ ასევე, რომ არ გააფართოებდნენ ნატო-ს. მუქარის ქვეშაა ავსტრიის ნეიტრალიტეტიც, განმტკიცებული ავსტრიასთან სახელმწიფო შეთანხმებით 1955 წელს, რომელიც დავდევით იქიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანის სანაცვლოდ.

ბლკანეთში ერთადერთი ბუნებრივი დაბლობის, რომლის გავლითაც ტანკებს შეუძლიათ გასვლა სალონიკთან, _ კოსოვოს ოკუპაციის ერთერთ ამოცანად თვლიდნენ იქ გერმანიიდან და იტალიიდან (ავიანო) ამერიკული სამხედრო ბაზების გადანაცვლებას. მაგრამ ალბანელი „ბოევიკების“ ჩეჩნურმა ქცევებმა (повадки), როგორც ჩანს, სურვილი აღუძრეს ვაშინგტონს სხვა წერტილის მოსაძებნად. გამოჩნდა შეტყობინებები, რომ ასეთ წერტილად იქცევა ატლანტიკური პოლონეთი და, როგორც ჩანს, ლიტვაც, რათა მოახდინონ კალინინგრადის ოლქის ბლოკირება.

აი ასეთი „ახალი ევროპა“ გამოსჭედა „თუ არა ჯვრით, მაშინ ფილთაქვით“ («не крестом, так пестом») დასავლურმა სტრატეგიამ, რომელიც რუსეთს სდევნის ბალტიკიდან და შავი ზღვიდან _ ორი პიზიციიდან, რომლებმაც გადააქციეს იგი თავის დროზე „სახელმწიფოდ, რომლის გარეშეც ვერც ერთი ზარბაზანი ევროპაში ვერ გაისროდა“.

ნატალია ნაროჩნიცკაია
საიტზე pravoslavie.ru გამოქვეყნებულ იქნა 16. 04. 03
შემდგომში განახლებულ იქნა საიტზე narochnitskaia.ru


თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment