Tuesday, March 29, 2011

ძველი ევროპა

აშშ-ის წამყვანმა მოკავშირეებმა კონტინენტურ ევროპაში, ევროპული კავშირის “ლოკომოტივებმა” და ევროპული ცივილიზაციის სიმბოლოებმა განაცხადეს კატეგორიულად არდათანხმების შესახებ ნატო-ს მონაწილეობაზე ვაშინგტონის სამხედრო აქციაში ერაყის წინააღმდეგ, დაგმეს ვაშინგტონის განზრახვა დარტყმები მიაყენოს ერაყს გაერო-ს უშიშროების საბჭოს თანხმობის გარეშე და მოითხოვეს გაერო-ს მიერ ინსპექციების გაგრძელება.

პასუხი იყო მოულოდნელად ჭკუისსასწავლებელი: “საფრანგეთი და გერმანია – ეს ჯერ კიდევ არ არის მთელი ევროპა. ეს არის ძველი ევროპა”. ასე მოუხეშავად, მაგრამ მიამიტი გულახდილობით მოახდინა რეაგირება დონალდ რამსფელდმა ჟაკ შირაკისა და გერჰარდ შრედერის მკვეთრ გამონათქვამებზე.

ნატო-ს საბჭოს გადაწყვეტილების ბლოკირება თურქეთისადმი დახმარების შესახებ, რომლისთვისაც გვერდიდან შემოვლა, მართალია, ძნელი არ ყოფილა სამხედრო დაგეგმარების კომიტეტის მეშვეობით, სადაც საფრანგეთი არ შედის, იქცა “ძველი” ევროპის პასუხად, რომელმაც ამასთანავე შეახსენა თავისი კულტურული უპირატესობის შესახებაც. თვით თავის მემარცხენისტულ ახალგაზრდობაში ჰიპობისკენ მიდრეკილმა იოშკა ფიშერმაც კი შეიგრძნო დიდი ევროპული კულტურისადმი თავისი კუთვნილება.

ამრიგად, ერთპოლუსიანი მსოფლიოს პირველი ათწლეული თავად დასავლურ სამყაროში დაგვირგვინდა მანამდე უნახავი ანტიამერიკული დემონსტრაციებით მთელს ევროპაში და უფრო მეტად შეერთებული შტატების მოკავშირე ქვეყნებში. კრიზისია ნატო-ში, ისეთი, როგორიც მანამდე არასოდეს ყოფილა, არა იმდენად მასშტაბების, რამდენადაც აზრთა და პოზიციათა განსხვავების მიხედვით – პრინციპული საკითხისა, რომლის გულისთვისაც ჰქმნიდნენ ამ სამხედრო-პოლიტიკურ ორგანიზაციას, და უპრეცედენტოდ სკეპტიკური ისტორიული შეფასებების გაცვლა ვაშინგტონს, პარიზსა და ბერლინს შორის.

ზოგიერთმა იჩქარა დაესვა დიაგნოზი ნატო-ს გახლეჩვისა და ევროპის გახლეჩვის შესახებ, აშშ-ისა და ევროპის ურთიერთობებში ღრმა კრიზისის შესახებ. ასეთი დასკვნისთვის ჯერჯერობით არ არის საფუძვლები, რამდენადაც ევროპამ ჯერ კიდევ ვერ დაამტკიცა, რომ გააჩნია ძალაცა და ინტერესიც არა მხოლოდ სიტყვით უწევდეს წინააღმდეგობას მის ინტერესებთან შეხებაში მყოფი ერთერთი საკითხის გამო, არამედ დაფიქრდეს აშშ-ის მიერ მსოფლიოსა და თავად მისი (ევროპის) ერთპიროვნული მმართველობისადმი ალტერნატივის თაობაზე.

ანტიამერიკანიზმი ევროპულ შეგნებაში იზრდება, ავლენს რა არა ემოციური, არამედ შეგნებული (გაცნობიერებული) გულაცრუებისა და თვითჩამოშორების ნიშნებსაც კი, რის შესახებაც მოწმობს სერიოზული შრომების პუბლიკაციები შეერთებული შტატების როგორც ისტორიული მოვლენის ისტორიულ-კულტურული და პოლიტიკური არსის დაუნდობელი შეფასებით. მაგრამ ოფიციალურ დონეზე უკანასკნელ კვირაში კრიზისმა შეიძინა ორივე მხრიდან მისი კონტროლქვეშ აყვანის სურვილის ნიშნები. საფრანგეთმა, გერმანიამ და ბელგიამ ნატო-ში კომპრომისის მიღწევის შემდეგ აღიარეს, რომ ერაყის წინააღმდეგ ძალის გამოყენება შესაძლებელია, თუმცა კი “მხოლოდ როგორც უკანასკნელი საშუალებისა”. იოშკა ფიშერმა თავი აარიდა ერთმნიშვნელოვან პასუხს კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა გერმანია ომს თვით “როგორც უკანასკნელ საშუალებას” და უპასუხა მხოლოდ რეპლიკით: “ჩვენ არ გვსურს ასეთი შედეგი” (“დი ველთი”).

უკანასკნელი შეტყობინებები მეტყველებს უკუკავშირის შესახებაც – ლონდონის საომარი მისწრაფების რამდენადმე შემცირებაზე, რომელიც მზად არის ინსპექტორების მოხსენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადის გადატანისთვის, შესაძლოა ვივარაუდოთ, რაიმე უფრო მისაღები ფორმულირების მოსაძებნად. მაგრამ არ უნდა შევცდეთ: აშშ-მა და ბრიტანეთმა, თუმცა კი შეანელეს თავიანთი წინსვლა მიზნისკენ, როდესაც წააწყდნენ წინააღმდეგობას, მაგრამ მაინც არ შეუცვლიათ საკუთარი პოზიცია. ჯ. ბუშმა განაცხადა, რომ მოსალოდნელი გადაწყვეტილება ინსპექციის მოხსენების შესახებ – ეს არის შემოწმება და “უკანასკნელი შანსი გაეროს-თვის”, რითაც დაგვანახა, რომ მსოფლიო პოლიტიკის ყველა მომქმედ სუბიექტს, უნივერსალური ორგანიზაციის ჩათვლითაც კი, აფასებს ამერიკულ ინტერპრეტაციასთან მათი თანხმობისა და ამერიკული სტრატეგიის ინსტრუმენტად სამსახურისთვის გამოსადეგობის კრიტერიუმების მიხედვით. 20 თებერვალს აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა დ. რამსფელდმა გამოაცხადა სრული სამხედრო-სტრატეგიული მზადყოფნის შესახებ დაიწყონ ომი, როგორც კი მიიღებენ პრეზიდენტის ბრძანებას.

დასავლურ სამყაროში რეტროსპექტივისა და ახალი მოვლენების პერსპექტივის ფხიზლად შეფასებისთვის თვალი უნდა მივადევნოთ ამ მოვლენათა ფესვებს და შევაფასოთ წინააღმდეგობათა ხასიათი – რამდენად არიან ისინი შობილი გარემოებათაგან და რამდენად წინასწარ არიან განსაზღვრული უკვე დიდი ხნიდან მიმდინარე პროცესებით. საჭიროა სწორად განვსაზღვროთ, თუ რა ხარისხამდე და რამდენად გაცნობიერებულად (შეგნებულად) აქვს განსაზღვრული ვაშინგტონს უგულვებელყოფდეს ევროპის აზრსა და ინტერესებს და აგდებდეს მას თავისი სარგებლის ნეგატიური შედეგების გარემოში, ამცირებდეს რა მის როლს და ამაღლებდეს მის დამოკიდებულებას.

მაგრამ რუსეთისთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა ის, რომ აწონდაწონოს თავისი ახალი მდგომარეობა და მისი მიზეზების გაცნობიერებულობის ხარისხი, აგრეთვე “ძველი” ევროპის დაინტერესებულობის, მზადყოფნის და უნარისა გადმოანთხიოს ყელში მობჯენილი უკმაყოფილება რაიმე ისტორიული ან გეოპოლიტიკური სტრატეგიის სახით, რომელიც პერსპექტივაში შეძლებდა ევრო-აზური საერთო საცხოვრებლის სხვა კონცეფციის შემოთავაზებას.

უკანასკნელი ნახევარი საუკუნის მანძილზე, ევრო-ატლანტიკური ერთიანობის გეგმაზომიერი მოწყობისა და რიგებში დაწყობის ღერძსა და ამოცანას წარმოადგენდა დასავლური სამყაროს დაპირისპირება რუსეთ-სსრკ-თან, უწინარეს ყოვლისა როგორც სამხედრო-პოლიტიკური სისტემების და კონფიგურაციებისა.

არ დავიწყებთ ცბიერობას: “საერთოევროპული სახლისა” და “ერთიანი მსოფლიოს” გამოცხადების მიუხედავად, სწორედ არაკომუნისტურ რუსეთზე ზეწოლა არა თუ არ შემცირდა, არამედ კიდეც გაიზარდა. ცივი ომისთვის შექმნილი ნატო-ს თავდაპირველი წესდება ატარებდა ნამდვილად თავდაცვითი გაერთიანების ნიშნებს ხელშეკრულების მოქმედების მკაფიოდ მოხაზული გეოგრაფიული ზონით (თუმცა კი ნატო-ს სამხედრო დოქტრინა იყო შეტევითი). ფსევდოდემოკრატიული რიტორიკის საწინააღმდეგოდ 90-იანი წლების დასაწყისსა და მიწურულში წესდებაზე დამატების სახით მიღებულმა ყველა უკანასკნელმა დოკუმენტმა მისცა ნატო-ს კიდევ უფრო მეტად ინტერვენციონისტული ხასიათი. გეოგრაფიული ზონა გახდა ბუნდოვანი (размытая), სტაბილურობის “ექსპორტის” ანუ “პრეცესიების”, “ადამიანის უფლებების” დაცვისა და სულაც “დასავლურ ფასეულობათა დაცვის” მიზნები, ალიანსის წევრებისთვის მუქარის არსებობის გარეშეც კი ამართლებს ძალის გამოყენებას ყველგან ჰუმანიტარული ინტერვენცვიების ან პრევენციული (დამსწრები) დარტყმების მიყენების ფორმით, რომლებსაც ატარებენ განსაკუთრებულად იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომელთაც არ სურთ ატლანტიკურ პროექტში ჩართვა.

რუსეთს უკან ახევინებდნენ სწორედ იმ გეოპოლიტიკურ ხაზებზე, სადაც ჰაბსბურგების იმპერია, ვატიკანი და რჟეჩ პოსპოლიტა (პოლონეთის სამეფო) სამასი წლის განმავლობაში მოიწევდნენ რუსეთას და პოსტბიზანტიურ სივრცეზე. შეგახსენებთ, რომ “ძველი” ევროპა თავად მეტად ხელს უწყობდა ერთპოლუსიანი მსოფლიოს ჩამოყალიბებას და ზეიმობდა რუსეთის მიერ საკუთარი პოზიციების დაკარგვის გამო ბალტიისა და შავი ზღვების აუზებში. რუსული დიდმპყრობელობა XX საუკუნის ბოლოს გამოცხადებულ იქნა მუქარად ევროპისთვისაც და პროგრესის იდეალებისთვისაც: სუვერენიტეტისთვის, თვითგამორკვევისთვის, დემოკრტიისთვის, ადამიანის უფლებებისთვის.

რუსეთი თვითონ ჩამოსცილდა (Россия самоустранилась), და იმავე წამში სწორედ ეს საფუძვლები იქნა ფეხით გათელილი, რაც არ შეიძლება არ შევაფასოთ სხვანაირად, თუ არა როგორც დასავლეთევროპული ლიბერალიზმის, მისი ფილოსოფიისა და დემოკრატიის, მისი პრაქტიკის გაკოტრებად. გამოგონილი საბაბით აგრესია იუგოსლავიის წინააღმდეგ – სუვერენული სახელმწიფოსი, გაერო-ს დამაარსებლის და ჰელსინკის დასკვნითი აქტის მონაწილისა – რასაც მხარი დაუჭირა ევროპამ, აღნიშნავდა ევროპული ისტორიის მთელი ეპოქის დაქვეითება-დაცემას. მსოფლიოს დაწყებულ გადანაწილებას გააჩნია არა მხოლოდ ლოგიკური გეოპოლიტიკური პროექტი, რომლის რეალიოზაციასაც ახდენენ სამხედრო ძალით, არამედ ძალების გარდაუვალი გადაჯგუფებაც. ეს ყველასთვის თვალშისაცემი გახდება, როგორც ჩანს, ბალტიისპირეთის სახელმწიფოების ნატო-ში მიღებისა და მათში ნატო-ს შეიარაღებული ძალების განლაგების შემდეგ. სწორედ რუსეთის მიერ პეტრე დიდისეული შენაძენების საბოლოოდ დაკარგვის მომენტიდან, რომლებმაც XVIII ასწლეულში შეცვალეს ევროპული ისტორიის მიმართულება, დასრულდება ეპოქა, რომელშიც ევროპა წარმოადგენდა მსოფლიო-ისტორიული მოვლენების ცენტრს.

სპეციფიკა იმაშია, რომ წინა საუკუნეებისგან განსხვავებით, რუსეთის სტრატეგიული დანაკარგები არ გადადის მისი კონტინენტური მეტოქეების ან მეზობლების ხელში, რითაც შენარჩუნებული იქნებოდა ისტორიული იმპულსისა და გეოპოლიტიკური პროექტის ევროპული მიმართულება. ბალტიისპირეთის, უნგრეთის, ჩეხეთისა და პოლონეთის, ასევე ბალკანეთის დაბრუნება დასავლურ არეალში სულაც არ წარმოადგენს “ძველი” ევროპის რევანშს, თუნდაც რომ მას ნამდვილად შეეგრძნო თავი ჰაბსბურგების, რჟეჩ პოსპოლიტასა და ბონაპარტეს მემკვიდრედ.

მთელი გეოპოლიტიკური ცვლილებები ჩაეშენება სრულიად სხვა კონფიგურაციებში, და რაც უფრო მეტია ეს ახალი ცვლილებები, მით უფრო ნაკლებად ემსახურება ეს კონფიგურაციები თავად ევროპს. ისინი ტექნოკრატიული გლობალიზმის ეპოქაში ემსახურება გლობალურ მმრთველობასა და ანგლოსაქსონური სამყაროს ევრაზიულ პროექტს. განსხვავება ამ სამყაროს ისტორიული ინტერესებისა ევროპულ კონტინენტურ ინტერესებთან შედარებით, მთელი ლიბერალური XX საუკუნის მანძილზე ჯერ არასდროს არ შეიგრძნობოდა ამაზე უფრო თვალსაჩინოდ.

ძველმა ევროპამ, როგორც ჩანს, მხოლოდ ახლა-ღა შეიგრძნო (მაგრამ არ ვიცით შეიგნო თუ არა), რომ ამ გადანაწილების ერთერთ შედეგთაგანს წარმოადგენს მსოფლიოში მისი საკუთარი როლის, როგორც ვაშინგტონის მოკავშირისა, გარდაუვალი დაქვეითება. აშშ გამოვიდა ისეთ მიჯნაზე, სადაც “ძველი ევროპა” უკვე აღარ წარმოადგენს ვაშინგტონის ინტერესების ღერძს, არამედ მხოლოდ უზრუნველყოფილ ზურგს, რაშიც იგი დარწმუნდა ძალზედ გვიან, ისევე როგორც იმაშიც, რომ რუსული დიდმპყრობელობა კი არ ემუქრებოდა მის როლს მსოფლიო პოლიტიკაში, არამედ რუსული დიდმპყრობელობის არარსებობა.

თეზისი “ძველი ევროპის” შესახებ ნამდვილად ასახავს მეტად პრინციპულ ცვლილებებს ამერიკულ გეოოლიტიკურ აზროვნებასა და სტრატეგიაში. აშშ-ის მისწრაფებები მომართულია ევრაზიაში, გლობალური მმართველობისა და ამერიკული ეგიდით გაცილებით უფრო ვრცელი რეგიონის სტრუქტურიზაციაზე. “ტრანსატლანტიკური პარტნიორობის მეშვეობით ამერიკული პლაცდარმის გაძლიერება ევრაზიის კონტინენტზე” ვაშინგტონს სჭირდება მხოლოდ “მზარდი ევროპის” გადასაქცევად “რეალურ ტრამპლინად ევრაზიაში წინსვლისთვის”. სწორედ ასე ჩამოაყალიბა აშშ-ის სტრატეგიული გეოპოლიტიკური მიზნები ზბიგნევ ბჟეზინსკიმ ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისში თავის “დიდ საჭადრაკო დაფაში”. მაგრამ ამან რატომღაც ვერ ჩააფიქრა და სიფრთხილე ვერ აღუძრა ევროპას.

მსოფლიოს სტრუქტურულ გადანაწილებაში, რამაც შეიძინა ევრაზიული მასშტაბები, გაშიშვლდა თავად “გლობალიზმის იდეოლოგიის” რეალური ხორცშესხმაც, აგრეთვე მისი მიღწევის მეთოდებიც. Mის ფილოსოფიურ ხორცშესხმას, სხვათა შორის, საქმე მიჰყავს კაცობრიობის ყველა დიდი კულტურისა და ეროვნული ტრადიციების მოცილება-მოსპობისკენ, რომელთა გარეშეც ქვეყნები და ცივილიზაციები პოლიტიკის სუბიექტებიდან გადაიქცევიან ობიექტებად, ჰკარგავენ ისტორიულ ინიციატივას. ისტორიული მემკვიდრეობის ფასეულობა წყვეტს როლის თამაშს ტექნოკრატიულ მიზანშეწონილობასთან შედარებით, ხოლო გიგანტური კიბორგი ვერ ხედავს განსხვავებას პლატონს, შექსპირს, ჩაიკოვსკის და მიკროჩიპს შორის. ეს იგრძნეს თვით მემარცხენე კოსმოპოლიტებმაც კი – გერმანიის სოციალ-დემოკრატებმა. მნიშვნელოვანია გავიგოთ, თუ რამდენად შეიგნეს მათ ის, რომ რჩებიან განზე თავიანთი საკუთარი ისტორიის მართვისგან.

მაგრამ ამასაც ასევე წინდაუხედავად დაუჭირეს მხარი 90-იანი წლების დასაწყისში ევროპის მემარცხენე-ლიბერალურმა ძალებმა, რომლებიც ჯერ კიდევ თავიანთ ვარდისფერ (მემრცხენეობით) პოლიტიკურ სიყმაწვილეში აღზრდილნი არიან უნივერსალისტური კლიშეების სულით. აშშ-ს არ სურს, რომ ვინმეს უნაწილებდეს “გლობალურ მმართველობას”. მცირე სახელმწიფოები, რომლებიც ჯერ არც ერთ სამყაროს არ მიეკუთვნებიან, და რომლებსაც არ შეუძლიათ საკუთარი თავის დაცვა, აგრძელებენ არსებობას მხოლოდ მათ მიმართ ძლიერის შემწყნარებლური დამოკიდებულების გამო.

ასეთ სტრატეგიაში უფრო მნიშვნელოვანია “ახალი ევროპა” – არა მისი “აზრი”, რომელსაც არავინ კითხულობს, არამედ მისი მდებარეობა: ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე. ეს არის კიდეც მოსადგომი “ევრაზიულ ელიფსთან” წერტილებით ჩრდილოეთ რკალზე: ხმელთაშუა ზღვა – ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები – შავი ზღვა – ამიერკავკასია – კასპიისპირეთი – რუსული შუა აზია – ავღანეთი და სამხრეთ რკალზე: ისრაელი – სტამბული – ერაყი – ირანი – პაკისტანი – ავღანეთი.

მაგრამ სურს კი ევროპას ალტერნატივის ძიება და გააჩნია თუ არა მას ფილოსოფია და რეალური ძალები და შესაძლებლობები ამერიკისთვის წინააღმდეგობის გასაწევად და სურს თუ არა მას ამ წინააღმდეგობის გაწევა?

* * *

ძირითადი მიზნის – ატლანტიკური სტრუქტურის მეშვეობით აშშ-ის კონტროლის დამყარებისა აღმოსავლეთ ევროპაზე, ხოლო შემდეგ კი სსრკ-ის დასავლეთ და სამხრეთ ნაწილებზეც – გარდა, ნატო-ს გაფართოებას ჰქონდა და უწინდებურად გააჩნია ანტიევროპული ასპექტიც. მის მიმართ 90-იანი წლების დასაწყისში მგრძნობიარობას ავლენდა საფრანგეთი, ხოლო უკანასკნელ წლებში კი – ანტიგლობალისტური კონსერვატიული გერმანული ელიტის გარკვეული ნაწილიც. არც თუ შემთხვევით, 90-იანი წლების დასაწყისში ევროპაში ამოტივტივდა დასავლეთევროპული კავშირის (დეკ) რეანიმაციის იდეები – დასავლეთ ევროპის როგორც აშშ-გან განცალკევებული გეოპოლიტიკური და ისტორიული სიდიდის თვითიდენტიფიკაციის უკანასკნელი გამოვლენა. ევროპული შეგნების ეს რუდიმენტები არ იწერებოდა არც ამერიკულ გეგმებში, არც “ერთიანი მსოფლიოს” დოქტრინაში, და დაჩქარებულ იქნა აშშ-ის ეგიდით ნატო-ს გადაქცევა ატლანტიკიდან ურალამდე ოიკუმენის სამხედრო-პოლიტიკურ კარკასად. სწორედ ევროპული კავშირისა და ნატო-ს შეერთებული გაფართოება უწყობს ხელს ევროპული პროცესის ატლანტიზაციას, რომელსაც შესაძლო იყო ჰქონოდა გაცილებით უფრო ავტონომიური სახე გაერთიანებული გერმანიის პოლიტიკური როლის პოტენციური გაძლიერებით, რომელიც არცთუ ყოველთვის ემთხვევა ანგლოსაქსონურ გეგმებს.

მაასტრიხტისადმი წინააღმდეგობა გადალახეს, დასავლეთევროპული შეგნების არასასურველი რუდიმენტები, მთელს მათ გაუბედავ გამოვლინებებში, ჩაახშეს და ევროპის დამოუკიდებლობის თავიდან აცილებისთვის, ევროპული პროცესების სამხედრო-პოლიტიკურ ეგიდად ნატო-ს სტრატეგიის გადაქცევა დააჩქარეს. ზოგიერთი ექსპერტი საერთოდ ვარაუდობს, რომ იუგოსლავიის წინააღმდეგ აგრესიის განხორციელებისას, რომელსაც ევროპამ მხარი დაუჭირა, აშშ-ის ერთერთ მიზანთაგანს წარმოადგენდა ძირის გამოთხრა არა მხოლოდ ევროპის საინვესტიციო მიმზიდველობისთვის, არამედ პერსპექტივაში – თავად მისი ეკონომიკის დინამიზმისთვისაც, მის ტერიტორიასა და რესურსებით მისი მომარაგების ტერიტორიაზე გლობალური დაძაბულობის კერის შექმნით.

დღევანდელი პროცესების ფესვები მიდის საკმარისად შორს წარსულში. აშშ-ის სტრატეგიული გადაწყვეტილება “დარჩეს” სამუდამოდ ევროპაში და “არ გაიმეოროს პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დაშვებული შეცდომები”, როდესაც აშშ დროებით დაუბრუნდა “იზოლაციონალიზმს”, პირველად ოფიციალურად გააჟღერა სახელმწიფო მდივანმა დ. ბირნსმა 1946 წლის 6 აგვისტოს გერმანული მოსახლეობისადმი გაკეთებულ მიმართვაში. მაგრამ მიზანს – მოეხდინათ დასავლეთ ევროპის როლის, ინტერესებისა და პოტენციალის ინკორპორაცია თავიანთ გლობალურ სტრატეგიაში, რომლის შემადგენელ ნაწილადაც იქცა ევროპული ინტეგრაციისა და “ერთიანი ევროპის” წახალისება, – გამოიმუშავებდნენ მნიშვნელოვნად უფრო ადრე. აშშ-ის ანალიტიკური ორგანიზაციის, საგარეო ურთიერთობათა საბჭოს საიდუმლო მემორანდუმი ლაპარაკობს იმის შესახებ, რომ იმ წრეებმა, რომლებიც დაკავებულნი იყვნენ არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკის პანორამული სტრატეგიის დაგეგმარებით, არამედ აშშ-ის ადგილისაც მსოფლიო ისტორიის მომავალ პერიოდში, ჯერ კიდევ ომის დასაწყისში მოახდინეს შეერთებული შტატების დაინტერესებულობის ფოსტულირება ევროპის “ინტეგრაციასა” და უნივერსალისტურ სტრუქტურებში, რომლებსაც აშშ უნდა აკონტროლებდეს და წარმართავდეს.

უკვე 60 – 70-იან წლებში ზედაპირზე ამოდის მთელი XX საუკუნის მიზანმიმართული მუშაობის ამონაყარი კონსოლიდაციისა და ზოგადმსოფლიო განვითარებაზე კონტროლის ზეეროვნული (არა сверхнациональные, არამედ наднациональные – ი. ხ.) მექანიზმების შექმნის საქმეში, რომლებშიც ცალკეული ქვეყნების სტრატეგიას შეუმჩნევლად დაუქვემდებარებდნენ განსაზღვრულ წინასწარ დასახულ მიზნებს. ეს ამოცანა დაკავშირებული გახლავთ დასავლეთის წამყვანი ძალების პანორამულ გათვლებთან, რომლებსაც ისინი ეწეოდნენ საუკუნის დასაწყისიდან თავიანთ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მომავალთან მიმართებაში. ომებს შორის პერიოდში გამოსცადეს პირველი საერთაშორისო პოლიტიკური და ფინანსური დაწესებულებანი – ერთა ლიგა და საერთაშორისო ანგარიშსწორებათა ბანკი, რომელიც შექმნეს იუნგის გეგმის მიხედვით ვითომდა სარეპარაციო საკითხის გადასაწყვეტად, მაგრამ იგი წარმატებით ახდენდა ევროამერიკული ფიანსური კაპიტალის წამყვანი როლის ინსტიტუციონალიზაციასაც.

იალტისა და პოტსდამის შემდეგ დასავლეთმა უზარმაზარი რესურსები დახარჯა ძალთა ახალი თანაფარდობის კომპენსირებისთვის. მარშალის გეგმის, რომიდან მაასტრიხტამდე საინტეგრაციო მექანიზმებისა და ნატო-ს სამხედრო ბლოკის ისტორიები – ქრესტომათიულია. ამ პროცესში ახალი გახლდათ არა ალიანსების შექმნა, რომლებიც უძველესი დროიდან წარმოადგენს მსოფლიო პოლიტიკის ფორმას. ახალი იყო მათი ტიპი და დონე, ვინაიდან ისინი არა მხოლოდ ზღუდავდნენ გარემოებთა ძალით ეროვნულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სუვერენიტეტს, არამედ შეუქცევადად აბუნდოვანებდნენ (размывали) მათ. ერთერთ პირველთაგან “ევროპულ საზოგადოებრიობად” (გაერთიანებად, сообщество) იქცა “ქვანახშირისა და ფოლადის ევროპული გაერთიანება” – არა მხოლოდ ომის, არამედ მთელი ეკონომიკის ნედლეულისა. შეიქმნა სამხედრო-პოლიტიკური მატრიცა, რომელმაც წარმოქმნა ეკონომიკური სტრუქტურა, ქვეყნების განვითარების მოთხოვნილებანი, უზრუნველყო ამერიკული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა და ტრანსნაციონალური კორპორაციების ზრდა. ეს უკანასკნელნი იქცნენ კიდეც იმ ძალად, რომელიც გადამწყვეტ ზემოქმედებას ახდენდა მთავრობებზე, მსოფლიო პოლიტიკასა და ეკონომიკაზე. ამის ერთერთი შედეგია დასავლეთის სტრატეგიული დამოკიდებულება გარე ენერგო რესურსებზე. ეს რეგიონები იქცა აშშ-ის სტრატეგიული ინტერესების ზონებად, რომელთა გამოც იგი მზად არის იომოს.

დასავლეთი აშშ-ის ეგიდით ეწყობოდა (ყალიბდებოდა, выстраивался) როგორც ერთიანი გეოპოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო და კულტურული კონსოლიდირებული მთლიანობა. ერთიანი ევროპის იდეები და ევროპის თანდათანობით გადაქცევა ერთგვარ სუპერსახელმწიფოდ მართვის ზეეროვნული (наднациональные) ინსტიტუტებით შეადგენდა აშშ-ის გეოპოლიტიკური სტრატეგიისა და ისტორიის ლიბერალური პროექტის შემადგენელ ნაწილს. ამერიკული პოლიტიკური შეგნება თანდათანობით აიგივებს საკუთარ თავს დასავლეთთან მთლიანობაში. ისტორიული სუბიექტების რელიგიურ-ფილოსოფიური წახალისების სფეროში ასეთ ასიმილირებულ ცნობიერებაში მტკიცდება არა მხოლოდ უძლიერესის მოტივი, არამედ მსოფლიოსა და საკუთარი თავის იგივეობისაც, სადაც დანარჩენები – პროვინციაა, რომელთაც არ გააჩნიათ უფლება ისტორიულ ინიციატივაზე.

ამავდროულად აშშ გადაიქცევა ზეცივილიზაციურ (надцивилизационная) ტექნოკრატიულ სისტემად, რომლისთვისაც დანარჩენი მსოფლიო წარმოადგენს გიგანტურ საწარმოს, რომელსაც სჭირდება ოპტიმიზაცია. ამასთანავე შეერთებული შტატები გადაიქცევა ამ სისტემის მძევლადაც. მაგრამ ევროპული კავშირი, ისევე როგორც ნებისმიერი ნაშიერი, ადრე თუ გვიან შეიძენს იმპულსს დამოუკიდებელი განვითარებისთვის და გამოვა თავდაპირველი ამოცანების ფარგლებს გარეთ. ისევე როგორც ევროც, რომელსაც ზოგიერთი შეფასებით, თავდაპირველად იგონებდნენ შეერთებულ შტატებში ქაღალდის ფულის ტვირთის ნაწილის ევროპაზე გადმოტანის მიზნით, ახლა უკვე ძნელად თუ ემსახურება ამერიკულ მიზნებს.

ევროპამ საკუთარ თავზე იგრძნო, რომ ვაშინგტონის მეცადინეობით მშენებარე გლობალურ სტრუქტურას, გარდა იმისა, რომ იგი საკუთარ თავში ატარებს პოლიტიკური და ეკონომიკური ხასიათის მძიმე შედეგებს ძველი სამყაროსთვის, საერთოდ არ შეუძლია მდგრადი სისტემის ხასიათის შეძენა. თუკი მისი შენარჩუნებისა და ბიპოლარული მსოფლიოს რეგიონული კონფიგურაციების შეცვლისთვის უხდებათ ის, რომ ყოველ ერთნახევარ წელიწადში ნიშნავდნენ “განდევნილ სახელმწიფოებს” – “განტევების მსხვერპლს” და ხოცავდნენ ათასობით ადამიანს, ეს იმის მაუწყებელია, რომ ასეთი ახალი მსოფლიო ვერ გადაიქცევა საერთაშორისო ურთიერთობების სისტემად, რომლის ნიშანსაც წარმოადგენს თვითრეგულირებადი წონასწორობის მდგომარეობა, თვითკვლავწარმოების უნარი.

დღევანდელი არაწონასწორობა და მმართველობის კრუნჩხვიანობა (судорожность управления) საკუთარ თავში ფარავს ქაოსის წარმოქმნისა და განვითარების შესაძლებლობას. ყველაზე უფრო საშიში შედეგები იქნება ათეულობით ქვეყნის გარდაუვალი განზრახვა და მზადყოფნა იქონიონ ბირთვული იარაღი, თანაც ამ ქვეყნებში ტექნიკურად და ტექნოლოგიურად ეს უკვე შესაძლებელია; აგრეთვე ტერორიზმი და ყველას ომი ყველას წინააღმდეგ.

მნიშვნელოვან ამოცანად გადაიქცევა მრავალპოლუსიანობის კრიტიკული დონის დადგენა, რომელშიც გლობალიზაცია შესაძლებელია ვითარდებოდეს კონსტრუქციულად, ხოლო რუსეთის მოდერნიზაციისა და გარემომცველ სამყაროსთან მისი ბუნებრივი ურთიერთმოქმედების ამოცანები გადაწყდება არა ულტიმატუმურ კონტექსტში. ამასთან აშშ – ეს არის ობიექტური რეალობა და მასთან სამუშაო ურთიერთობების მნიშვნელოვნება მაღლდება.

ევროპამ ჯერ კიდევ ვერ გამოავლინა სრულად გლობალურ მმართველობაში თავისი მდგომარეობის შეგნებულობა. ალბათ არ ღირს ბევრი რამის პროგნოზირება, ამასთან შესაძლებლობები ისე ბევრიც არ არის. მთელი ატლანტიკური სანაპირო იმყოფება მტკიცე სტრატეგიული კონტროლის ქვეშ ჯერ კიდევ XIX საუკუნის ძველი ბრიტანული გეოპოლიტიკური კანოების შესაბამისად, და ალბათ არ უნდა მოველოდეთ გეოპოლიტიკური კონფიგურაციების მნიშვნელოვან ცვლილებას რუსეთსა და ძველ ევროპას შორის. ძალზედ ბევრი რამ გავუშვით ხელიდან, და უწინარეს ყოვლისა, – გერმანიამ. მაგრამ ტაქტიკური გარღვევების შანსები დღეს ისე ბევრია, როგორც არასდროს. ეს ცალკე ანალიზს იმსახურებს.

დაკვირვებისა და შეფასების ამ პერიოდში ზედმეტი არ იქნება შევთავაზოთ ურთიერთმოქმედების სრულიად სხვა კულტურულ-ისტორიული პარადიგმა. როგორც არასდროს მოსახერხებელი და მნიშვნელოვანია მომენტი რუსეთის ნეგატიური ხატების კორექტირებისთვის, რომელიც ევროპის თვალში შექმნეს მან თავად და რუსეთის ლიბერალებმა. ახალი გამოწვევები სრულიად ახლებურად სვამს “დილემას რუსეთი და ევროპა”. დაე “ახალმა” ევროპამ თავისი “დერჟავულობის საყმაწვილო სნეულებით” ითამაშოს “ნახევრად აზიური მოსკოვეთისა და ცივილიზებული დასავლეთის” კლიშეთი – ეს ეიფორია ბუნებრივია. დაე იხმაურონ რუსეთის სპილოს შესახებ ლიტვამ, ჩეხეთმა და პოლონეთმა; მაგრამ დროა სერიოზულად დავფიქრდეთ ორივე მხრიდან რუსეთის ურთიერთობების თაობაზე გერმანიასთან და საფრანგეთთან.

მრავალრიცხოვან დაპირისპირებათა მიუხედავად დიდ რომანულ-გერმანულ და რუსულ-მართლმადიდებლურ კულტურებს გააჩნიათ ერთიანი საფუძველი – მოციქულებრივ-ქრისტიანული, რომელიც აღმოჩნდა კიდეც ერთი ისტორიული გამოწვევის პირისპირ. სახელდობრ, რუსეთისა და ძველი ევროპის თანამშრომლობას შეუძლია ორივეს მისცეს ძლიერი და ასე აუცილებელი ისტორიული და პოლიტიკური იმპულსი. შემთხვევითი არ არის, რომ ანალების სკოლის წამყვანი ისტორიკოსი ჟაკ ლე ჰოფი ხედავს ამოცანას, რომელიც “ახლა უნდა განახორციელონ აღმოსავლეთისა და დასავლეთის ევროპელებმა” – “ორივე ნახევრის გაერთიანებაში, რომლებიც ამოსული არიან ერთიანი ცივილიზაციის საერთო ძმური მემვიდრეობიდან, და რომელიც პატივს მიაგებს ისტორიის მიერ შობილ განსხვავებებსაც”.

ნატალია ნაროჩნიცკაია
საიტზე pravoslavie.ru გამოქვეყნდა 03/03/2003
შემდგომში განახლებულ იქნა საიტზე narochnitskai.ru


თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment