Saturday, March 5, 2011

სჭირდება თუ არა ამერიკას ევროპა?

მთელი სისრულით გახსნილი ამერიკული პასუხი გვიჩვენებს, რომ ვაშინგტონ-ლონდონის “ღერძს”, რომელიც პრეტენზის აცხადებს მსოფლიო სიკეთის როლზე და XX საუკუნის ბოლოსთვის თავისკენ ეზიდება მთელ მსოფლიოს, არ სჭირდება არც სტაბილური თვითრეგულირებადი ბალანსი ევრაზიაში, არც რუსეთის ნამდვილი მონაწილეობა, და არც თავად ევროპაც, რომელიც გაფერმკრთალდა ნატო-თან ერთად.

რუსეთმა გამოაცხადა სრული ერთიანობისა და პარტნიორობის შესახებ აშშ-თან “ანტიტერორისტულ ოპერაციაში”, მაგრამ, როგორც ნათელი ხდება, ამის სანაცვლოდ ვერ მიიღო პრაქტიკულად ვერაფერი. ტაჯიკეთის საზღვრებისგან მუქარის მოხსნა (ერთადერთი დადებითი ეფექტი) მოხდებოდა ასე თუ ისე ამერიკული დარტყმებისგან თალიბანის განადგურების თავად ფაქტით, ასე რომ შესაძლებელი იყო არ გადაგვეხადა ამისთვის ანგლოსაქსონური ბაზების განლაგებით ცენტრალურ აზიაში, რუსეთის სწორედ იმ სამხრეთ ქვემოწელში (южное подбрюшье), რომლისკენაც წარუმატებლად მოიწევდნენ ბრიტანელები თითქმის ორი საუკუნის გამავლობაში.

რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა აშკარად დააწესეს “პოლიტკორექტულობის” ერთგვარი პარამეტრები. ეს წესები, როგორც ჩანს, გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ ეჭვის ქვეშ ვაყენებდეთ აშშ-ის უფლებას პრაქტიკულად პირისაგან მიწისა აღგვიდეს მთელ ქვეყანას ან ზნეობრივ შეფასებას აძლევდეს სამოქალაქო მოსახლეობის მასობრივ დაღუპვას.

რუსეთში საინფორაციო პოლიტიკის კადრს მიღმა აღმოჩნდა პროტესტის მასობრივი აქციები არა მხოლოდ ისლამურ სამყაროში. ავღანათში ამერიკული სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ განხორციელებული დაბომბვების გახურებულ პერიოდში ყველა ევროპულ ქვეყანაში ატარებდნენ მასშტაბურ დემონსტრაციებს. როგორც იტყობინება “Corriere della sere”, იტალიაში 200 ათასი იტალიელი თითქმის მთელი დღეღამის მანძილზე მიდიოდა წმ. ფრანცისკ ასიზელის გზაზე ანტიამერიკული ლოზუნგებით. რუსეთში ასეთი რაოდენობის პროპორციულად შესაბამისი იქნებოდა 800 ათასი _ 1 მლნ. ადამიანი მოსკოვში. საფრანგეთსა და გერმანიაში დემონსტრაციებში მონაწილეობდა შესაბამისად 20 და 50 ათას ადამიანზე მეტი. მრავალრიცხოვანი დემონსტრაციები იქნა ჩატარებული თავად აშშ-შიც, რომელსაც განუწყვეტლივ მუდმივად ამუშავებდნენ უმძლავრესი პროპაგანდისტული მანქანის გამოყენებით შემდეგი ტიპის ლოზუნგებით: “აშშ იქცა სამიზნედ, ვინაიდან ჩვენ ვართ ძლიერება, სიმდიდრე და სიკეთე”, “ბარბაროსების მიერ გაძარცვული რომაული ტაძრების მსგავსად, ჩვენი ცენტრები და ტოტემები აღაგზნებენ შიშსა და მრისხანებას იმათ სამყაროში, ვინც საკუთარ თავებს აღიქვამენ არარაობად”. მაგრამ გაისმა სხვა ხმებიც. მღვდელმსახურმა ჯ. ფოლუელმა და კომენტატორმა პ. რობერტსონმა მოუწოდეს რადიოთი თანამემალულეებს შეიგნონ, რომ ამერიკამ განარისხა ღმერთი, ვინაიდან “თავი წარმოიდგინა მოუწყვლელად და ჩაეფლო სიმდიდრისთვის, მატერიალური და ფიზიკური ტკბობისთვის რბოლაში”. თავის ქადაგებაში მართლმადიდებელმა მღვდელმსახურმა მარკოზ ჰოჯესმა სულაც ისე გააშიშვლა თავისი ანგლოსაქსონური მრევლის წინაშე მსოფლიოს მიერ ამერიკის ჩამოშორების ჭეშმარიტი მიზეზები, რომლებიც გამოვლინდა ტერაქტებში, რაც შოკს გამოიწვევდა რუსეთსა და ევროპაში:

“შეერთებულმა შტატებმა გლობალური საფინანსო და სავაჭრო სისტემა გადააკეთა საკუთარი ინტერესებისთვის, “ფეხით გათელა ხელშეკრულებები” და “ჯარები გაგზავნა მსოფლიოს ყველა კუთხეში, ბომბავდა ავღანეთს, სუდანს, იუგოსლავიასა და ერაყს”, “უზრუნველყო ისრაელის მიერ 34-წლიანი ოკუპაცია”. “ბენ ლადენი და მოჯაჰედები შეიარაღებული და მომზადებული იყვნენ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ”, ხოლო “შეერთებული შტატების მიერ დასპონსორებულმა პაკისტანის დაზვერვამ გამოზარდა თალიბანი”. “ჩვენს მკვეხარა თვითდაჯერებულობას ჩრდილავს მხოლოდ ჩვენივე უზნეობა... ჩვენ ვამცირებთ ნათესებს მაშინ, როდესაც მსოფლიოს ნახევარზე მეტი შიმშილობს”, “პორნოგრაფია და სოდომია საპარადო ნაბიჯით დადიან ამერიკულ ქუჩებში, როგორც ხორცშესხმა ამერიკული კონსტიტუციისა”. “მაგრამ საკუთარ ცოდვაზე უფრო მეტად საშინელია – სათნოების აბუჩად აგდება, რასაც დაუღალავად აკეთებენ ჩვენი მასობრივი ინფორმაციის საშუალებები... ჩვენ სისაძაგლეს ვუწოდებთ ხელოვნებას, მკრეხელობას – “თვითგამოხატვას”. და ყოველივე ამას ჩვენ თავზე ვახვევთ მთელ მსოფლიოს, როგორც ცხოვრების წესს, რომელსაც ვავალდებულებთ იგი მიიღოს, რათა არ ითვლებოდეს ჩამორჩენილად”. ვერც ერთი რუსული გაზეთი ვერ დაბეჭდავდა მსგავს ანალიზს.

თვით უკანასკნელ დღემდეც მრავალრიცხოვანი უფლებათა დამცველი, პაციფისტური და პროფესიული ორგანიზაციები და მათი ბეჭდური გამოცემები მთელს ევროპაში პროტესტს აცხადებენ ავღანეთის განადგურების საწინააღმდეგოდ და მკაცრ შეფასებას აძლევენ ამერიკული ომის მორალურ და სამართლებრივ მხრეს, თვლიან რა მას საერთაშორისო სამართლის პრინციპების ფეხქვეშ გათელვად. ციურიხში შვეიცარული გამოცემის “დროების პრობლემათა” (“Zeit-Fragen”) ინიციატივით 2001 წლის ნოემბერში ჩატარდა ევროპული გაერთიანების “Mut zur Ethik” (“მხნეობა ეთიკისთვის”) ფორუმი, რომელზედაც ჩასულმა ინტელექტუალებმა და აქტივისტებმა გერმანიიდან, ავსტრიიდან, სლოვაკეთიდან და საფრანგეთიდან მკვეთრად დაგმეს როგორც ტერორიზმი, ასევე ომიც. საერთაშორისო წითელი ჯვარი, ფორუმი “ქალები პირდაპირი დემოკრატიისთვის”, მსოფლიოს საერთაშორისო კათოლიკური ორგანიზაცია “Pax Christi”, ფრანგული გაერთიანება “Survie” – “გადარჩენა”, გაერთიანება “Medicins du Monde” – “მსოფლიოს ექიმები” და ათეულობით სხვანი გამოვიდნენ ავღანეთში ომსა და სამოქალაქო მოსახლეობის მასობრივად დაღუპვის დაგმობით. მათმა ერთმა ნაწილმა მიუთითა, რომ ნიუ-იორკში 11 სექტემბრის მოვლენების მიზეზი იმალება “კულიებსმიღმა მსოფლიო პოლიტიკაში ფინანსურ, სამხედრო და დიპლომატიურ სფეროებში” (Zeit-Fragen, 2001 წლის 5 ნოემბერი).

მაგრამ უფრო ნიშვნელოვანია აღინიშნოს რუსეთის საინფორმაციო სფეროში ევროპელთა დამოკიდებულების არაადექვატური ასახვა როგორც ამერიკული შეტევის, ისე ამერიკულ სტრატეგიაში ევროპის როლისადმიც. ევროპული მასობრივი ინფორმაციის საშუალებები არცთუ უსაფუძვლოდ აღნიშნავდნენ, რომ “რუსეთმა უფრო მეტი მხარდაჭერა აღმოუჩინა ვაშინგტონს თალიბანთან ბრძოლაში, ვიდრე ყველა მოკავშირემ ნატო-ში ”. სიტუაცია და განწყობილებები ევროპაში ძალზედ ძლიერად განსხვავდება დამოკიდებულებათაგან იუგოსლავიის დაბომბვების მიმართ. მაშინ მთავრობები, ბეჭდური გამოცემები და ავტორები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ “სერბი ბარბაროსების” მხილებასა და “საერთაშორისო საზოგადოებრიობის” მოქმედებებისადმი დითირამბების მღერაში. საინფორმაციო კონცეფციებისა და პოლიტიკური მსჯელობების აქსიომებს შეადგენდა ნატო-ს აგრესიის აბსოლუტური გამართლება და ასევე აბსოლუტური აუცილებლობაც. სულ სხვა ხასიათს ატარებს ავღანეთის საქმეებთან დაკავშირებული კომენტარები.

ოფიციოზის გამოკლებით, ფართო პოლიტიკური წრეების, პარლამენტთა დეპუტატების, წამყვანი რესპექტაბელური დასავლეთევროპული გაზეთების “ლე მონდი”, “კორიერე დელა სერე”, “დი ველთი”, “ელ პაისი”, “სპექტეიტორი” და საზოგადოებათა აქტიური ფენების განწობას სხვას ვერაფერს ვუწოდებთ, თუ არა იძულებითი სოლიდარობის, სკეპტიკური ჩაურევლობის პოზიციას, განგაშის შემცველი მოლოდინისა და ერთგვარი უხერხულობის ნაზავს, როგორც ვაშინგტონის მიერ განხორციელებული თავისი კონტროლის ზონის უპრეცედენტო გაფართოების, აზიაში მარშ-ნახტომის მასშტაბებისა და მორალურ-სამართლებრივი საეჭვოობის, ისე გაბედნიერებული ავღანელი ხალხის საბაბაით ტრიუმფის სიყალბის (ფალშის) გამოც. ბონის მახლობლად ავღანეთის მომავლის თაობაზე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით გერმანულმა “ჰანდელსბლათმა” 2001 წლის 5 დეკემბერს სარკასტულად აღნიშნა, რომ პეტერსბერგში მიმდინარე კონფერენცია განწირულია დეიტონის ბედის გაზიარებისთვის, რომელმაც ბოსნიაში დაამყარა საერთაშორისო პროტექტორატი, დემოკრატიის აშენების თაობაზე მთელი ლაპარაკების მიუხედავად”.

“კომუნისტური ბელგრადის” წინააღმდეგ “ჰუმანიტარული ინტერვენციისგან” განსხვავებით ნატო-მ როგორც ორგანიზაციამ არ მიიღო მონაწილეობა ვაშინგტონის ავღანურ კამპანიაში. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელთა დაღუპვამ მისცა ვაშინგტონს მორალური საფუძველი გარკვეული თანაზომადი “შურისძიებისთვის”, ევროპული პრესა შორსაა ერთსულოვანი სოლიდარობისგან თუნდაც მიღებული აქსიომისადმი, რომ ტერაქტები შესრულებულია ბენ-ლადენის დაკვეთით. საინტერესოა მინიშნება უფრო რთულ კომბინაციაზე მომხდარში ამერიკული სტრუქტურების დაინტერესებული მონაწილეობით, რომელიც გაკეთებულ იქნა არა ნებისმიერი ეგზალტირებული ადამიანისთვის ხელმისაწვდომ ინტერნეტ-ქსელში, არამედ ისეთი რესპექტაბელური მედიაკონცერნების მიერ, როგორებიცაა “რადიო ფრანს ინტერნასიონალი” და “ფიგარო”. ისინი დაბეჯითებით აცხადებენ, რომ 2001 წლის ივლისში ბენ-ლადენი ჩვეულებისაებრ ეს უკვე მერამდენედ იმყოფებოდა ამერიკულ კლინიკაში დუბაიში თირკმელის სამკურნალოდ, და მასთან სტუმრად გახლდათ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყველასთვის ცნობილი ოპერატიული აგენტი, რომელსაც ბენ-ლადენმა შეატყობინა ტერაქტების მომზადების შესახებ. ირიბი და პირდაპირი მონაცემების გაანალიზებით რეპორტიორმა დაასკვნა, რომ მოვლენების მთელი ჯაჭვი შეერთებული შტატების აფრიკული საელჩოების აფეთქებებიდან, რომლებიც განახორციელეს, როგორც დამტკიცებულია, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსგან მიღებული ბომბებით, აღნიშნულ სამმართველოსა და ბენ-ლადენს შორის შეხვედრამდე, “სხვა არაფერია, თუ არა განსაზღვრული ამერიკული პოლიტიკის ბუნებრივი გაგრძელება” (“Le Figaro”, 2001 წლის 31 ოქტომბერი). ტერაქტები მეორე პერლ-ჰარბორია?

გერმანიაში ნაკერებზე რღვევა დაიწყო სოციალ-დემოკრატებისა და მწვანეთა კოალიციამ, ვინაიდან უკანასკნელები გამოვიდნენ ომში გერმანული სამხედრო ქვედანაყოფების რაიმენაირი მონაწილეობის მკვეთრი დაგმობით. ოპოზიცია გამოვიდა ახალი საპარლამენტო არჩევნების მომხრედ, ბავარიული ქრისტიანულ-სოციალური კავშირის ლიდერმა ედმუნდ შტოიბერმა განაცხადა, რომ კანცლერი უნდა გადადგეს. შრედერი დაემუქრათ კიდეც გადადგომით, უნდობლობის ვოტუმითა და ახალი საპარლამენტო არჩევნებით, თუკი “მწვანე დეპუტატები” არ დაუჭერდნენ მხარს მთავრობის პოლიტიკას. ამ კრიზისის შემდეგ მან გასაგებად გააფრთხილა ვშინგტონი ნოემბერში, რომ ანტიტერორისტული კოალიცია დაიშლება, თუკი “ტერორიზმთან ომი” გავრცელდება ერაყზეც. ი. ფიშერმა მიუთითა, რომ ბუშის მუქარებს ს. ჰუსეინისადმი განიხილავს “უკიდურესი სკეპტიციზმით, თუკი ვიმსჯელებთ დიპლომატიური ენით” და რომ ყველა ევროპელს აქვს ერთიანი უარყოფითი აზრი ამის თაობაზე, ხოლო კანცლერმა შრედერმა კი გააფრთხილა, რომ ისლამურ ქვეყნებზე ახალმა შეტევებმა შესაძლოა გამოიწვიოს კიდევ უფრო უარესი საპასუხო მოქმედებები.

ლონდონშიც კი _ არა უბრალოდ ვაშინგტონის ყველაზე უფრო ლოიალურ მოკავშირეში, არამედ ჩამოყალიბებადი ანგლოსაქსონური ღერძის შემადგენელ ნაწილში, ფორინ ოფისის წარმომადგენელი ბ. ბრედშოუ ჯერ კიდევ შობამდე თემთა პალატის წინაშე გამოსვლისას გამორიცხავდა ომის ერაყზე გაფართოვებას.

თუკი ავიღებთ დასავლეთსა და ისლამურ სამყაროს შორის ურთიერთობების თემას ახალ სიტუაციაში, ევროპული ქვეყნები, სადაც მუდმივად ცხოვრობს და მუშაობს მილიონობით მუსლიმანი, ხოლო ეკონომიკა კი ემყარება ახლო აღმოსავლეთიდან ექსპორტირებულ ენერგონედლეულს, აშკარა განგაშს გამოხატავენ მათი გაუარესების პერსპექტივების გამო. ო. ლაფონტენი, გერმანული პოლიტიკის ეს “enfant terrible” მკვეთრად აფრთხილებს ავღანეთში საომარ ოპერაციებში გერმანელი ჯარისკაცების არმონაწილეობის აუცილებლობის გამო, ვინაიდან “ომში მონაწილეობა გერმანიასაც ასევე გადააქცევს სიძულვილის ობიექტად და ამით მასზეც გაავრცელებს ტერორიზმს”. შეგახსენებთ, რომ ბალკანეთის შემთხვევაში გერმანული შენაერთები მაკედონიაში გაგზავნეს ძირითადი კანონის დარღვევით და პარლამენტთან კონსულტაციების გარეშე.

და მაინც ავღანეთში საომარი ოპერაციების დასრულების შემდეგ დასავლეთევროპელ მოკავშირეთა შესამჩნევი გააქტიურება არ წარმოადგენს პარადოქსს. იგი დაკავშირებულია დასაბუთებულ განგაშთან, რომელიც გამოწვეულია ევროპის როლის მკვეთრი და აშკარა დაქვეითებით მსოფლიო პოლიტიკასა და საკუთრივ ამერიკულ სტრატეგიაშიც.

ამერიკული სტრატეგია გავიდა ახალ მიჯნებზე, რომელთა მიღმაც ევროპა _ ეს უკვე ცენტრალური ღერძი კი არ არის, არამედ რეგიონული დონეა, ეს გახლავთ გლობალიზაციის განვლილი ეტაპი. ეს, შესაძლოა ითქვას, მხოლოდ უზრუნველყოფილი ზურგია მსოფლიო ისტორიის ჩამოყალიბებადი ანგლოსაქსონური ღერძისთვის.

როგორც ჩანს, ევროპელებმა იგრძნეს, რომ მსოფლიო პოლიტიკის გლობალიზაცია, რომელსაც ისინი ყოველმხრივ უჭერდნენ მხარს “პან-ევროპულ” ეტაპზე _ უკანასკნელი ანტიატლანტიკური კუნძულების განადგურება კონტინენტზე (იუგოსლავია) და დასავლეთის სტრუქტურაში აღმოსავლეთ ევროპის ჩათრევა (втягивание), უკვე აღარ ემსახურება ევროპულ ინტერესებს, რომლებიც გადაიქცევა ანგლოსაქსონურ სამსახურეობრივ ინსტრუმენტად, რასთან დაკავშირებითაც ქრისტიანულ-სოციალური კავშირის ლიდერმა ე. შტოიბერმა მოუწოდა, რომ უკვე აღარ უნდა გვქონდეს აშშ-ის იმედი უსაფრთხოების საკითხებში, არამედ უნდა ვანვითარებდეთ ევროპულ თავდაცვასო.

“ჰანდელსბლათმა” არაორაზროვნად დაასკვნა, რომ “ომი ტერორიზმის წინააღმდეგ” აჩქარებს გლობალიზაციას”, “აშშ არ გაიმეორებს წარსულის შეცდომებს და ავღანეთს არ მიანდობს საკუთარ თავს”, ხოლო განვითარებადი ქვეყნები კი ანტიტერორისტულ კოალიციასთან შეერთებისთვის მისგან მიიღებენ დახმარებასა და ინვესტიციებს, რაც იქცევა აშშ-ის გარშემო მათი სტრუქტურიზაციის ახალ ინსტრუმენტად. რადგანაც არ სურთ დარჩნენ ისტორიის გზის განაპირას და აშშ-ისა და ბრიტანეთის სამხედრო ყოფნით უზრუნველყოფილი ავღანეთის გავლით ნახშირწყალბადების ახალი დერეფნისგან მოშორებით, რადგანაც არ სურთ მისცენ აზიაში დასავლური კონტროლის სფეროს გაფართოვების მთელი დივიდენდები მხოლოდ ანგლოსაქსებს, ამიტომ შრედერი და შირაკი ჩქარობენ შეახსენონ თავიანთი ქვეყნების, როგორც დიდი დერჟავების შესახებ.

შრედერი აჩქარდა, რათა ჩართოს გერმანია ავღანეთში გაერო-ს ჰიპოთეტური კონტინგენტის მონაწილეთა სიაში და განაცხადა, რომ სურს მონაწილეობას ღებულობდეს იქ “ევროპულ ძალებში”. როგორც ირონიულად წერს “დი ველთი” _ “გერმანიის მთავრობა დასეირნობს აზიაში და ყველას ჰპირდება დახმარებას”. ინდოეთსა და პაკისტანში ვიზიტის მსვლელობისას შრედერი დაჰპირდა პაკისტანს რომ მისცემს ქვეყანას 100 მლნ. გერმანულ მარკას, რაც იმას ნიშნავს, რომ გერმანია გადაიხდის პაკისტანელი ექსტრემისტების ანგარიშებს დეფოლტის შემთხვევაში. გფრ-ის განვითარების მინისტრმა ჰ. ვიცორეკ-ცოილმა განაცხადა, რომ მისი სამინისტრო აღადგენს თანამშრომლობას ინდოეთთან და პაკისტანთან, რითაც მოხსნა 1998 წელს დადებული აკრძალვა დახმარებაზე, ორივე ქვეყნის მიერ ჩატარებული ბირთვული გამოცდების გამო. და ბოლოს, გფრ-ის განვითარების სამინისტრომ გამოაცხადა “ცენტრალური აზიისთვის სტაბილურობის პაქტის” გამომუშავების შესახებ, იმის მსგავსად, რისი კონსტრუირებაც მოახდინეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში კოსოვოში ომის შემდეგ.

საფრანგეთიც ასევე აღელდა და ლ. ჟოსპენმა განაცხადა “მირაჟის” ტიპის თვითმფრინავების გაგზავნის შესახებ ავღანეთზე ამერიკული საჰაერო თავდასხმების მსვლელობისას სადაზვერვო საქმიანობის უზრუნველსაყოფად. “მირაჟები” და ასეულობით ფრანგი ჯარისკაცი უკვე ფუძნდებიან აეროპორტ მანასში ყირგიზეთში.

მიუხედავად ამისა აშკარაა, რომ გულმოწყალედ იღებენ რა აშშ და ბრიტანეთი ნატო-ში თავიანთი მოკავშირეების “ნებაყოფლობით ნაბიჯებს”, ისინი მათ სულაც არ საჭიროებენ, ისევე როგორც არ საჭიროებენ ქრისტიანულ და არაქრისტიანულ სამყაროებს შორის თვითრეგულირებადი წონასწორობის აღდგენას, რომლის რღვევაც გარდაუვალად მოჰყვა ბიპოლარული მსოფლიოს რღვევასა და რუსეთის მიერ თვითჩამოშორებას (самоустранение) სულ რაღაც ერთი ათწლეულის შემდეგ.

“ნატო მკვდარია, ბატონო რობერტსონ?” _ კითხულობდა “დი ველთი”, ცდილობდა რა აეძულებინა ალიანსის გენერალური მდივანი ინტერვიუში გამოსულიყო დიპლომატიური მომიზეზებების ფარგლებიდან პასუხში კითხვაზე, თუ რატომ არ მიიღო მონაწილეობა ნატო-მ ამერიკულ ომში. 11 სექტემბრის ტერაქტს არცთუ შემთხვევით უწოდა ვაშინგტონმა “ომის აქტი” აშშ-ის წინააღმდეგ, რაც საერთაშორისო სამართლის მიხედვით უფლებას იძლეოდა საპასუხო დარტყმის მიყენებაზე, და თუკი დავეთანხმებით ამერიკულ ვერსიასა და მოვლენათა კვალიფიკაციას, იძლეოდა ჩრდილოატლანტიკური ბლოკის წესდების მე-5 მუხლის ამოქმედების საშუალებას (იუგოსლავიის წინააღმდეგ აგრესია აღასრულეს გამოგონილი საბაბითა და ნატო-ს წესდების დარღვევით, ვინაიდან იუგოსლავია და მის ტერიტორიაზე დატრიალებული მოვლენები სრულებითაც არ ემუქრებოდა ბლოკის მონაწილე არც ერთ სახელმწიფოს).

რობერტსონი ცდილობდა თავის არიდებას მსჯელობისგან “ბრიუსელის სტრუქტურების ჰუმანიტარულ ოპერაციებში მონაწილეობის გეგმების შესახებ”, მაგრამ კედელთან მიყენებულმა აღიარა, რომ იუგოსლავიასთან შედარებით აქ ნატო-ს პოზიცია განსხვავებულია. “ნატო პასუხს აგებს ევროატლანტიკური ზონის უსაფრთხოებაზე”, რომელშიც, უნდა ვივარაუდოთ, რომ, რობერტსონის აზრით, ავღანეთი არ შედის. მაგრამ ნატო-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია პირდაპირ შეიცავს “ტერორისტების თავდასხმასაც” როგორც საბაბს ალიანსის მოქმედებებისთვის, თუმცა კი მე-5 მუხლი მაინც არ აამოქმედეს. რობერტსონმა წარმოსთქვა, რომ აშშ-ს თავად აქვს შესაძლებლობა ასეთ გარემოებებშიც საჭირო კოალიციის შესაქმნელად, და “ნატო-ში საჭიროება არ არის” (“დი ველთი”, 2001 წლის 8 დეკემბერი).

თუკი ვიმსჯელებთ პრეზიდენტ ბუშის კონგრესისადმი 2002 წლის 29 იანვრის გზავნილის აბსოლუტურად “ამერიკოცენტრისტული” ტონის მიხედვით, ამერიკა მართლაც არცთუ ძალიან საჭიროებს ნატო-სა და ევროპას. ურთიერთგაგება რუსეთთან შეფასებულ იქნა როგორც მიღწევა, რის შემდეგაც თავიანთი დაპირებების შესახებ შეუძლიათ დაივიწყონ, ხოლო ევროპელები კი საერთოდ ჩამოთვლილნი იყვნენ “მეგობრებისა და მოკავშირეების” ახლო რიგში “ევროპიდან აზიამდე, აფრიკიდან ლათინურ ამერიკამდე”. ასეთი უგულვებელყოფის ფონზე ევროპას, ისევე როგორც რუსეთსაც, მაინც შესთავაზეს გამორკვეულიყო საკითხში “ბოროტების ღერძის” თაობაზე, რომელიც ვაშინგტონმა დასვა არაორაზროვნად და კატეგორიულად. ეს არის მსოფლიოს გამოწვევის ახალი რაუნდი: _ “თქვენ ამერიკასთან ხართ, თუ მის წინააღმდეგ?”

რა თქმა უნდა, დრო, როდესაც ევროპა საკუთარ თავს აძლევდა დამოუკიდებლობის უფლებას, წავიდა. უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც ძველმა სამყარომ გაბედა განეცხადებია თავისი ინტერესების შესახებ, რომლებიც ყოველთვის არ ეთანხმება ამერიკულ ინტერესებს, მოდის 70-იანი წლების შუახანებზე, რის შესახებაც მოწმობდა ცნობილი “დეკლარაცია ევროპის სახის შესახებ” _ (“On Europe’s identity”). ახლა კი კანცლერი შრედერი საჯაროდ პასუხობს ოპოზიციის საყვედურებზე: “მე ხომ არ შემიძლია რომ ვაკრიტიკებდე ვაშინგტონს!”

ლორდმა რობერტსონმა, რომელიც გამოხატავს არა მხოლოდ ალიანსის ერთობლივ ნებასა და აზრს, არამედ არანაკლები ხარისხით ანგლოსაქსონური “სიკეთის ღერძის” გეგმებსაც, ძალზედ კარგად დაასაბუთა ნატო-ს წესდების მე-5 მუხლის ამოქმედების “არსაჭიროება” ავღანეთის დასამარცხებლად. მაგრამ 2001 წლის დეკემბერში გაზეთ “დი ველთისთვის” მიცემულ ინტერვიუში იგი მაინც ღიად ტოვებდა ამ მუხლის გამოყენების შესაძლებლობის საკითხს ერაყზე დარტყმის მიყენების საქმეში. ამასთან მან იჩქარა განსაკუთრებით გაესვა ხაზი იმისთვის, რომ რუსეთს არ მისცემენ ვეტოს უფლებას ნატო-ს გადაწყვეტილებებთან მიმართებით, თუმცა კი, რა თქმა უნდა, “ალიანსი ისწრაფვის მოსკოვთან უფრო ფართო თანამშრომლობისკენ”.

კონგრესისადმი ბუშის გზავნილის შემდეგ, რომლის ერთდროულად ფელდფებელური და მესიანური ტონი (XIX საუკუნეში იგი გამაოგნებლად უზრდელური იქნებოდა არა მხოლოდ ევროპული დიპლომატიური სამზარეულოსთვის, არამედ თვით ამერიკული ელიტის შორისაც) წინასწარ გვაუწყებს ახალ ომსა და გამოწვევას “ანტიტერორისტულ კოალიციაში” მოკავშირეებისა და პარტნიორებისთვის. რობერტსონმა სკეფსისი გამოხატა ერაყის წინააღმდეგ ნატო-ს ოფიციალურ გამოსვლასთან დაკავშირებით, თუკი ვაშინგტონი აღასრულებს თავის მუქარას და ანალიტიკოსებმა შეაფასეს ეს როგორც მთელი ალიანსის აზრი. მაგრამ ნატო ნამდვილად არ სჭირდება ვაშინგტონს და ალიანსმა შესაძლოა განიცადოს იდეის კიდევ უფრო მეტი კრიზისი, ვიდრე “აღმოსავლეთიდან მუქარის” გაქრობის შემდეგ.მაშინ პოლიტოლოგები და სტრატეგოსები ლაპარაკობდნენ დილემის შესახებ “Expand or Die?” _ “გაფართოება თუ სიკვდილი?”, რომელიც გადაწყვიტეს გაფართოებითა და ახალი “კეთილშობილური ჰუმანიტარული” ამოცანების მიღებით. ვგონებ, დღეს ნატო-ში შესაძლებელია ვიწინასწარმეტყველოთ დისკუსია მსგავსი დილემის შესახებ: “მონაწილეობა თუ სუკვდილი”?

რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, უკანასკნელი ათწლეულის მთელი მისი მოქმედებებისა და ახალი დოქტრინების მორალურ და პოლიტიკურ ლეგალიზაციას ახდენდა, “ცივილიზებული საზოგადოებრიობის” ფანტომის შეთანხმებული აზრის ილუზიას იძლეოდა სულაც არა ნატო, არამედ მისდამი დამეტოქებული ალტერნატიული მსოფლიო პროექტის უწინდელი წარმომადგენელი _ რუსეთი, რომელიც ახლა მას ეთანხმებოდა. და დღესაც ეს უწინდებურად ასეა. აშშ-ს სწორედ რუსეთის თანხმობა უფრო მეტად სჭირდება პოლიტიკურად, ვიდრე ნატო-ს მონაწილეობა.

თუმცა კი რუსეთის ხელმძღვანელობას უხდება ანგარიშის გაწევა იმისთვის, რომ სწორედ ამ საზოგადოებრიობისადმი 2003 წელში ვალების გადახდის ვადის მოახლოება ფანტომი სულაც არ არის, არამედ რეალური 18 მლრდ. დოლარი, და იმისთვისაც, რომ მისი არდამთმობლობა შესაძლოა შემოუბრუნდეს მას ნავთობზე ფასების მომენტალურად დაცემით 10 დოლარამდე ბარელში, საბოლოო ჯამში რუსეთის მნიშვნელობა და მისი მომავალი როლი მსოფლიოშიცა და შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებშიც ყოველთვის იქნებასაკუთარ ფეხზე დგომის (самостоятельность) მისეული უნარის პროპორციული.

ნატალია ნაროჩნიცკაიასაიტზე pravoslavie.ru გამოქვეყნდა 06/02/2002
შემდგომში განახლებულ იქნა საიტზე narochnitskaia.ru


თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment