Tuesday, February 1, 2011

მწარე სიმართლე უფლებათა დამცველების ჩეჩნური სინდრომის შესახებ

(მასალის ორიგინალი გამოქვეყნებულია საიტზე narochnitskaia.ru)

საშინელი ტერორისტული აქტი მოსკოვში და, სამწუხაროდ, ბევრი მძევლის გარდაუვალი დაღუპვა, განთავისუფლებისას, როგორც ჩანს, იქცა რუსი ხალხისა და მთელი რუსეთის ეროვნული და სამოქალაქო შეგნების ნამდვილ და კრიტიკულ გამოცდად. რუსეთისა, რომელიც უკვე გადაეჩვია სახელმწიფო ნების დიდი ხნის ნანატრ და გადამრჩენელ გამოვლენას.

“განზრახული აქვს თუ არა ხელმძღვანელობას იყოს თანამიმდევრული და საბოლოოდ ჩაახშოს სისხლის სამართლებრივი ტერორი მორალურად გახრწნილ უფლებათა დამცველებზე და “მსოფლიო კულისებსმიღმა ძალებზე” მიხედვის გარეშე, თუ იგი უწინდებურად გაფანტავს ძალისხმევას ბანდიტებთან მოჩვენებითი თანხმობის ძიებაში?” _ კითხულობდნენ ერთნი. “შეწყდეს დანაშაულებრივი ომი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ!”, ან უფრო მეტიც _ “გმირი მთიელების წინააღმდეგ”, “რომლებიც ებრძვიან მჩაგვრელ იმპერიას!” _ მოითხოვენ სხვები. უკანასკნელთა რიგები 90-იანი წლების მეორე ნახევრის განმავლობაში შესამჩნევად შეთხელდა. მაგრამ ყველაზე უფრო დაჯერებულები (დარწმუნებულები) მიდიან ვა-ბანკზე, ესვრიან რა გამოწვევას სახელმწიფოსა და უკანასკნელი ბარბაროსული ტერაქტით გამოწვეულ საერთო აღშფოთებას. სწორედ ისინი ახდენდნენ კიდეც ყველაზე უფრო უშუალო ზეგავლენას საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე 90-იანი წლების პირველ ნახევარში, ახორციელებდნენ რა, მართლაც, ისტორიაში უმაგალითო კამპანიას საკუთარი სახელმწიფოსა და არმიის განსაქიქებლად. როგორ პარადოქსულადაც არ უნდა მოგვეჩვენოს, სწორედ ეს “მშვიდობისმყოფელები” გახლავან კიდეც ირიბად პასუხისმგებლები მომხდარის გამო.

ამ მოჩვენებით წინააღმდეგობაში უნდა გავერკვეთ, ვინაიდან იგი ეხება საზოგადოების ისტორიული აზროვნების სიღრმისეულ საფუძვლებს, რაზედაც არის დამოკიდებული მისი მომავალი. არის პიდაპირი კავშირი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ომის დროს ლიბერალურ-პაციფისტურ მოწოდებებსა და სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორისტულ აქტებზე მოწინააღმდეგის გადასვლას შორის. და ეს ხდება არა მხოლოდ იმიტომ, რომ ყვირილი საკუთარი არმიის სისუსტისა და ბრძოლის უუნარობის შესახებ, თავისი მხარის ვითაომდა უსამართლო მიზნების მხილება ამავდროულად მოწინააღმდეგის მოტივების გამართლებით, კონფლიქტის ისტორიული ფესვების მტრის სასარგებლოდ ფალსიფიცირება _ ყოველივე ეს ნასესხებია კლასიკური სახელმძღვანელოებიდან ომის დროს მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე პროპგანდის წარმოების შესახებ.

და არა მხოლოდ იმიტომ, რომ “მშვიდობისმყოფელებმა” საწყის ეტაპზე არცთუ წარუმატებლად წინააღმდეგობა გაუწიეს სისხლის სამართლებრივი ამბოხების ჩანასახშივე შეიარაღებული ჩახშობის აბსოლუტურ აუცილებლობას. არც თუნდაც იმიტომ, რომ ტერორისტებმა ფაქტიურად გაიმეორეს მათი მოთხოვნები. მთავრი “დამსახურება” იმაშია, რომ მშვიდობისმყოფელებმა და წინააღმდეგობის არგაწევის იდეოლოგიამ საზოგადოებრივი შეგნება გახადეს ისეთი, რომელიც წარმოშობს კიდეც იმედსა და ანგარიშს იმისა, რომ გამოიყენონ ტერორიზმი როგორც სახელმწიფოს დაშანტაჟების მეთოდი მისი ისტორიული ყოფიერების ძირეულ პრობლემებში.

წარსულის ყველაზე უფრო სისხლისმღვრელ ომებში ნებისმიერი მოწინააღმდეგე მაქსიმალურად თავს იკავებდა სისხლიანი აქციებისგან სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ, ვინაიდან ასეთი აქციები მხოლოდ ხელს შეუშლიდათ სტრატეგიული მიზნების მიღწევაში. ამის მიზეზს წარმოადგენდა წინააღმდეგობის გაძლიერების შიში. მაგრამ ტერორიზმი ახლა სწორედ იმედოვნებს საოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ აქციით სახელმწიფოს წინააღმდეგობის დასუსტებას. ერთი და იმავე მოქმედების ორი ასეთი განსხვავებული შედეგი დამოკიდებულია საერთოეროვნული თვითშეგნების მდგომარეობაზე.

წინათ საზოგადოება თავს გრძნობდა ერთიან, საერთო საქმისთვის თანამებრძოლ ეროვნულ სხეულად, რომელიც თანაუგრძნობდა თავის სახელმწიფოსა და თავის მეომარ არმიას, არ განაცალკევებდა საკუთარ თავს მისგან, ისევე როგორც არ შეიძლება ტკივილის გარეშე მოიშორო ხელები, თუნდაც ფოლადის ხელთათმანებ ჩაცმული. როგორ უპასუხებდა ჩვენი ერი ჰიტლერს სრული კაპიტულაციის მოთხოვნაზე სოფლის ამოწყვეტის მუქარის ქვეშ? ვის მოუვიდოდა თავში ემსჯელა ჩვენი ავიადარტყმების მართლზომიერების შესახებ ფაშისტების მიერ დაპყრობილ კურსკზე იმის საფუძველზე, რომ იქ დარჩა ჩვენი სამოქალაქო მოსახლეობაც? მოწინააღმდეგისთვის უბრალოდ აზრი არ ჰქონდა ბოროტმოქმედებების ჩადენას დაუცველი მოსახლეობის წინააღმდეგ. საპასუხოდ მხოლოდ “კეთილშობილი გააფთრება აშხეფდებოდა ტალღებად” («ярость благородная вскипела бы как волна») გაათმაგებული ძალით.

ერისთვის ყველაზე უფრო დამანგრეველად იქცა “სამოქალაქო საზოგადოების” სრულიად ყალბი ინტერპრეტაციის ათწლიანი ქადაგება. ეს ცნება ნიშნავს მოქალაქეთა კერძო ინტერესების რეალიზაციის არაპოლიტიკურ სფეროს, და ის ნამდვილად მნიშვნელოვანი ფაქტორია საზოგადოებაში “მე”-სი და “ჩვენ”-ის ჰარმონიული ურთიერთმოქმედებისთვის. “ობივატელს” კი ჩააგონებენ, რომ “პროგრესული და დემოკრატიული სამოქალაქო საზოგადოება” _ ეს არის არა მემკვიდრეობითად მცხოვრები ორგანიზმი საერთო ისტორიული განცდებით, არამედ პასპორტში გაკეთებული აღნიშვნით გაერთიანებული ინდივიდების ერთობლიობა. ცივილიზებულობის საზომად გამოაცხადეს თეზისი “ubi bene – ibi patria” (“სადაც კარგად ვარ _ იქ არის სამშობლოც”), ხოლო სანიმუშო დემოკრატად _ “მსოფლიოს მოქალაქე” (ს. კოვალიოვი), რომელიც ევროპის საბჭოში _ ამ ლიბერალურ მე-4 ინტერნაციონალში _ ახდენდა იმის დემონსტრირებას, თუ “როგორ ტკბილია გძულდეს სამშობლო” და მონაწილეობდე ომში საკუთარი მთავრობის დაარცხების საქმეში”, როგორც უანდერძათ კიდეც რუსეთის პირველმა დიდმა დამანგრეველმა ვ. ულიანოვმა. ასეთ პარადიგმაში მთავარ ფასეულობად უეცრად აღმოჩნდა საკუთარი სამშობლოს ბედთან ართანაზიარობის, ართანამონაწილეობის უფლება. მაგრამ, სწორედ ასეთი “ხალხმოსახლეობა”, რომელიც უკვე აღარ წარმოადენს ერს, დაუყოვნებლის იქცევა ტერორისტების სამიზნედ, რომლებიც ამით პირდაპირ იმედოვნებენ სახელმწიფოს დაშანტაჟებას.

ტერორისტები, რომლებსაც იმედი აქვთ თავიანთი სისხლიანი საქმის წარმატებისა, ცინიკურად არ მორცხობენ (არ შეყოვნდებიან, не смущаются) იმის გამო, რომ მოკლავენ “ართანამონაწილეებს”, ისინი ხომ მათთვის მხოლოდ საშუალებას წარმოადგენენ. ამას აკეთებენ იმედის დამყარებით სწორედ დანარჩენ “ართანაონაწილეებზე”, რათა მათ დაუყოვნებლივ დაიწყონ ზეწოლა სახელმწიფოზე... ჩვენ დასჯილი ვართ ჩვენი სამყაროს უგუნური მდუმარებისა და გულგრილობის გამო ჩვენი არმიისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისადმი, იმ ფასეულობისადმი, რომლისთვისაც ყველა დროში ომობდნენ და ძეგლებს უდგამდნენ გმირებს. ამდენად ფასეული თავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ ისეთ სახემწიფოში, რომელსაც შესწევს საკუთარი თავის დაცვის უნარი. “მხოლოდ ის არის სიცოცხლისა და თავისუფლების ღირსი, ვინც ყოველ დღე მზად არის მათთვის ბრძოლაში ჩაებას” (გოეთე).

ამასთანავე, ჩეჩნეთში ომს მხოლოდ რუსებისთვის გამოსახავენ როგორც გაუგებარსა და უაზროს. იმავე უფლებათა დამცველების თვალში, რომლებიც გულგრილნი იყვნენ დუდაევის რეჟიმის მიერ გაძარცვული და დამცირებული 300 ათასი რუსის გამოდევნისადმი ჯერ კიდევ რუსული არმიის ყველანაირი მოქმედებების დაწყებამდე, ეს ომი წარმოადგენდა ჩეჩნების გმირულ ეპოსს, რომლებიც საძულველ იმპერიას ებრძოდნენ თავისუფლებისა და ბედნიერებისთვის. თვით ჯარისკაცის დედის სახესაც კი უსირცხვილოდ უწევდნენ ექსპლუატაციას ორმაგი სტანდარტების მიხედვით. ჯარისკაცის დედა _ ეს დიდებული და მწუხარე ჰიპოსტასი ქალისა უარღესად ადამიანურ ისტორიაში, რომელშიც რწმენა, მამული, ღირსება, მოვალეობა, სიყვარული _ მიწიერ ფიზიკურ სიცოცხლეზე უფრო ძვირფასი ხდებოდა, და ეს ამაღლებდა საკუთარი შვილის დაცვისა და თვითშეწირვის ინსტინქტს მთელს ერზე პასუხისმგებლობამდე. აქედაქნაა _ დედა-სამშობლო. ახდენდნენ ორი ურთიერთპოლარული სახის ტირაჟირებას: რუსი დედა ვითომდა ყველგან მოითხოვდა ვაჟიშვილისგან უარი ეთქვა ფიცზე, ვინაიდან “ომი დანაშაულებრივი და უაზროა”, ჩეჩენი დედა კი, ამაყი სპარტელი ქალის მსგავსად, რომელიც შვილს აცილებდა ბრძოლაში შეგონებით “ფარით ან ფარზე”, მახვილს აძლევდა ბრძოლისთვის, სხვანაირად როგორც ეს ლერმონტოვს აქვს ნათქვამი: «Ты раб и трус, и мне не сын!» (“შენ მონა და მშიშარა ხარ, და ჩემი შვილი არა ხარ!”).

მაგრამ იყო კი თავდაპირველად ჩეჩნური სისხლის-სამართლებრივი რენესანსი ეროვნული ან რელიგიური მოვლენა? დუდაევის სოციო-ფსიქოლოგიური პორტრეტი და მისი რიტორიკა ახდენდა უფრო ლათინურ-ამერიკული დიქტატორის სახის დემონსტრირებას და არა ეროვნულ ან რელიგიურ სასოებათა გამომხატველისა. ლამაზმანი ჯოჰარი პოზირებდა არა ეროვნულ ტანისამოსში, არამედ მხოლოდ საბჭოთა არმიის გენერლის საპარადო მუნდირში და არ ახსენებდა ალაჰის სახელს ამაოდ, შესაძლოა იმიტომაც, რომ პოლიტხელი სარწმუნოების შესახებ მას არ უყვებოდა. მას თავიდან ას კაცზე ნაკლები ჰყავდა, ხოლო უკანონო იარაღის საწყობების შესახებ უშიშროების ცნობილი გახდა ჯერ კიდევ 1992 წელს. გენერალ დუდაევის არალეგიტიმური რეჟიმი ასახავდა წმინდა ძალაუფლებრივ-ეკონომიკურ მაფიოზურ, და არა რელიგიურ ასპექტს, და არაფერი არ ჰქმნიდა სრულიად კავკასიური წინააღმდეგობის წარმოქმნის მუქარას მისი დროულად ჩახშობის შემთხვევაში.

ვინც იყო ხოლმე სახალხო დეპუტატების ყრილობებზე 1990-1993 წლებში, ემახსოვრება, თუ როგორი გააფთრებით გადაეშვნენ „დემოკრატიული რუსეთის“ ლიდერები „იმპერიული შეგნების რეციდივის“ მხილებში, როდესაც გაისმა ხმები დუდაევისეული გადატრიალების სამართლებრივ ველში დაუყოვნებლივ მოყვანის აუცილებლობის შესახებ. პოსტსაბჭოთა ლიბერალ-მედასავლეთე სულიერი გურუების მიერ განხორციელებულ ამ პირველ „გმირულ ჩეჩნურ თავდაცვაში“ ჟღერდა მთელი რუსული ისტორიის ტკივილამდე ნაცნობი მარქსისტულ-ბოლშევიკური ნიჰილისტური ინტერპრეტაცია, და განმეორდა მარქსის, ლენინისა და ტროცკის ყველა კლიშე ხალხთა წყეული საპყრობილის შესახებ, მჩაგვრელი რუსეთის შესახებ, იმის შესახებ, რომ რუს ხალხს არ ეკუთვნოდა არც ერთი გოჯი მიწისა უზარმაზარ სახელმწიფოში, რომელსაც მისი სახელი ეწოდება, ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაზე უფლების შესახებ.

სწორედ ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ნების არარსებობა და არა სამხედრო უპერსპექტივობა გვიშლიდა ხელს რუსეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უსიტყვოდ დამყარებაში (მაშინ), როდესც ეს ჯერ კიდევ არ იყო შეუღლებული მძიმე დანაკარგებთან. დღევანდელი სიტუაცია და მისი მასშტაბები წარმოადგენს 90-იან წლებში ხელისუფლების მიერ დანაშაულებრივად ხელის მიშვებისა და გაუბედაობის შედეგს, რომლებიც თავიდან სამ წელიწადზე მეტ ხანს უწყობდნენ ხელს სისხლისსამართლებრივი ნაკრძალის შექმნას ჩრდილო-კავკასიაში, შემდეგ კი ასევე დანაშაულებრივად შეწყვიტეს პირველი სამხედრო კამპანია, რომელმაც დაიწყო (ჩვენთვის) გამარჯვებების მოტანა.

რუსეთის დრამას მაშინ წარმოადგენდა ის მდგომარეობა, რომ სახელმწიფოსთვის ყველა კრიტიკული პრობლემა, როგორც საგარეო პოლიტიკისა, ისე საშინაოსიც, აღმოჩნდა შიდა პოლიტიკური ბრძოლის მძევალ. ლიბერალ-მედასავლეთეებმა მოახდინეს თავიანთი მუდმივი სიძულვილის დემონსტრირება ისტორიული რუსული დიდმპყრობელობისადმი, და სახელდობრ 90-იანი წლების დასაწყისის ეს მთავარი იდეოლოგები შეადგენდნენ კიდეც მაშინდელი პრეზიდენტის ბ. ელცინის დასაყრდენს. ამავე ბანაკში აღმოჩნდნენ კომუნისტებიც, რომლებიც თავს დაესხნენ გადაწყვეტილებას ჩეჩნეთში არმიის შეყვანაზე (რომელსაც ისინი თავად უპირობოდ მიიღებდნენ, ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ). „წყეულ რეჟიმზე“ გამარჯვების მოსაზრებები იმ ხანად მათთვის რუსეთის მემკვიდრეობით ინტერესებზე უფრო მაღლა აღმოჩნდა, ისევე როგორც 1914 წელს.

1995-1996 წლებში სრულებით აუცილებელი და მართლზომიერი, მაგრამ დაგვიანებული და გაუბედავი და არათანამიმდევრული ძალისმიერი ზომები რუსეთის სუვერენიტეტის აღსადგენად აღმოჩნდა დანაშაულებრივად ბოლომდე ვერ მიყვანილი. და საქმე არმიის უსერიოზულეს პრობლემებში არ არის (თუმცა კი მისი წინასწარგანზრახული გახრწნისა და საზოგადოებრივ აზრში განადგურებისთვის გაკეთებულ იქნა ყველაფერი, მოაზრებადიცა და მოუაზრებელიც). გაჭორილმა, დამცირებულმა, ცუდად დაკომლექტებულმა და მომარაგებულმა რუსულმა ჯარებმა შეძლეს თავიანთი მოვალეობის შესრულება სამშობლოს წინაშე. რუს ჯარისკაცს, რომელმაც გაიარა გროზნო, ვედენო და სამაშკი, არაფერი აქვს სასირცხვო, რამდენსაც არ უნდა დასცინოდნენ მას პროფესიონალი „ჰუმანისტები“, რომლებიც მზად არიან მხარი დაუჭირონ ყველაფერს, რაც კი მავნებელია ისტორიული რუსეთისთვის.

იმ მომენტში ტრაგედია მდგომარეობდა ხელისუფლებისა და მისი გარემოცვის პოლიტიკური ნებისა და პასუხისმგებლობის არარასებობაში, რომელიც დაინტერესებული იყო, როგორც ჩანს, არა იმდენად რუსეთის სუვერენიტეტის სისრულის აღდგენით, რამდენადაც დუდაევის რეჟიმთან თავისი თანამშრომლობის კვალის დაფარვით. ბუდიონოვსკში აღსრულდა საპასუხისმგებლო ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ნების დაცემა. არმია პარალიზებულ იქნა თავად მთავრობის მიერ, რომელიც ბანდიტური კერების საბოლოო ლიკვიდაციის ნაცვლად შეუდგა მოლაპარაკებებს ტერორისტებთან მსოფლიო ძალების ყველგანმყოფი კონტროლის ქვეშ ეუთო-ს სახით. ბასაევი და მისი მკვლელები დაუსჯელნი აღმოჩნდნენ, სისხლის სამართლის დანაშავეები სასჯელის ნაცვლად იქცნენ მოლაპარაკებების ლეგიტიმურ მხარედ, რუსეთის მთლიანობისა და საკუთარი შეიარაღებული ძალების ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე განლაგების მისეული სუვერენული უფლების საკითხებში. უფლებათა დამცველებისა და მასობრივი ინფორმაციის ძირითადი საშუალებების ანტისაარმიო და ანტისახელმწიფოებრივი ისტერიის შედეგად საზოგადოებას თავს ახვევდნენ ილუზიას, რომ პოლიტიკური კაპიტულაცია, ჩეჩნეთიდან ჯარების გამოყვანა, და მით უმეტეს, მისი დამოუკიდებლობის აღიარება მიგვიყვანს მშვიდობასთანო.

საქმით კი, როგორც ეს ყოველთვის ხდება კიდეც მსგავს შემთხვევებში, ასეთმა „მშვიდობისმყოფელობამ“ გაყიდა არმიის მიერ უკვე გაღებული მსხვეპლი, უაზრობად აქცია მიღწეული არცთუ მცირე წარმატებანი და ტერორისტებს გასაძიძგნად მიუგდო როგორც რუსი, ისე კავკასიის სხვა ხალხებიც, და უწინარეს ყოვლისა თავად ჩეჩენი ხალხის ლოიალური ნაწილი, რომელიც უბრალოდ ოკუპირებული აღმოჩნდა საკუთარი ბანდფორმირებებისა და საერთაშორისო ცენტრებიდან დესანტირებისთვის უკვე დიდი ხანია მზადმყოფი სხვადასხვა ჯურის იდეოლოგების, დაქირავებული (მებრძოლებისა) და ინსტრუქტორების მიერ.

ბანდიტური რაზმების განიარაღების ნაცვლად დაიწყო შეიარაღებული ნადირობა რუს ჯარისკაცებზე (თითქმის დაუსჯელი, ღია თარიღის მქონე პრეზიდენტის უსაზღვრო ამნისტიის ძალით); ტერორისტული აქციები გადავიდა დაღესტანში, ესროდა რა გამოწვევას იმ ხალხებს, რომლებმაც თავიანთი ისტორიული ბედი დაუკავშირეს რუსეთს და შეგნებულად ინარჩუნებენ მისდამი ერთგულებას. და თუმცა კი დაღესტნელებმა მოსკოველ „ზოგად ადამიანებს“ («обще человекам») მისცეს ნამდვილი სამოქალაქო თვითშეგნების გაკვეთილი, მაინც სახეზე იყო რუსული სახელმწიფოებრიობის კრახი, რომელსაც არ შესწევს უნარი რათა დაიცვას რუსები და სხვა ხალხები, რომლებმაც თავიანთი ბედი დაუკავშირეს რუსეთს და შეგნებულად ინარჩუნებენ მისდამი ერთგულებას. სანამ პაციფისტური პროპაგანდა ასუსტებდა საზოგადოებას, ჩეჩნეთი ჩვეულებრივი სისხლისსამართლებრივი ბუდიდან გადაიქცეოდა ტერორისტების მსოფლიო პროექტის ინსტრუმენტად.

ცენტრალურ აზიაში, კავკასიასა და ბალკანეთში ამოქმედებულ იქნა ახალი საიდუმლო ოპერაციები პაკისტანელი სამხედროებისა და სადაზვერვო სტრუქტურების ბაზაზე. ვაჰაბიტი მისიონერები საუდის არაბეთიდან ჩანერგეს მუსლიმანურ რესპუბლიკებში. ტერორიზმსა და ომის არატრადიციულ მეთოდებში აშშ-ის კონგრესის სამუშაო გუფის ხელმძღვანელმა ი. ბოდანსკიმ აღიარა, რომ ჩეჩნური კონფლიქტის, როგორც საერთაშორისო ტერორისტული ქსელის ინსტრუმენტის ახლანდელი სტადია დაიგეგმა ორგანიზაცია „ჰესბოლახ ინტერნეშენლის“ სამიტზე 1996 წელს მოგადიშოში (სომალი), რომლის მონაწილეებიც იყვნენ პაკისტანის დაზვერვის მაღალი თანამდებობის პირები. პაკისტანის დაზვერვამ საკვანძო როლი ითამაშა შამილ ბასაევისა და ჰატაბის ბანდების ორგანიზებაში, რომლებსაც წვრთნიდნენ პაკისტანისა და ავღანეთის ბანაკებში 1994-95 წლებში.

1994 წელს პაკისტანის უწყებათაშორისმა დაზვერვამ (ISI) ბასაევისა და მისი მეთაურებისთვის მოახდინა ისლამური იდეოლოგიისა და საბრძოლო მომზადების ინტენსიური კურსების ორგანიზება ავღანურ ბანაკში ამირა მუავია, რომელიც ჯერ კიდევ 1980-იანი წლების დასაწყისში ავღანეთისთვის შექმნეს აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ (ცდმ) და პაკისტანის უწყებათაშორისმა დაზვერვამ. შემდეგ ბასაევი გადაყვანილ იქნა პაკისტანურ ბანაკში მაქაზ-დავარი სპეცმომზადებისთვის. პაკისტანში ბასაევი ხვდებოდა მაშინდელ თავდაცვის მინისტრს ა. შ. მირანის, შინაგან საქმეთა მინისტრს ნ. ბაბარსა და უწყებათაშორისი დაზვერვის ისლამური მოძრაობებისთვის მხარდაჭერის განყოფილების მეთაურს ჯ. აშრაფს. ბასაევს დაავალეს მეთაურობა გაეწია რუსეთის ფედერაციის ფედერალურ ძალებზე თავდასხმებისთვის პირველ ჩეჩნურ კამპანიაში 1995 წელს. ავღანეთში ბასაევმა კავშირი დაამყარა საუდის არაბეთში დაბადებულ მოჯაჰედ ალ-ჰატაბისთან. 1995 წლის დასაწყისში ბასაევის გროზნოში დაბრუნების შემდეგ ალ-ჰატაბი მოიწვიეს ჩეჩნეთში ბოევიკების მოსამზადებელი ბაზის შესაქმნელად.

ჩეჩნეთის სისხლისსამართლებრივი ამბოხების ნებაზე მიშვებამ და მისმა ცრუ ინტერპრეტაციამ საშუალება მისცა მას შეეძინა ისეთი საშინაო და საერთაშორისო პარამეტრები, რომლებმაც აქციეს კიდეც იგი საერთაშორისო ტერორიზმის ინსტრუმენტად.

ამ თემას გააჩნია ბევრი განზომილება და ასპექტი, რომლებიც არ არიან დაკავშირებული რუსეთთან და მის საშინაო პრობლემებთან, თუმცა კი გააჩნიათ მიმართება ბიპოლარული მსოფლიოს კრახისა და საერთაშორისო სამართლის კრიზისისადმი. ეს ცალკე ანალიზის საგანია; მაგრამ ფაქტია ის, რომ საბჭოთა გენერლის დუდაევის შემდეგ ავღანურ და პაკისტანურ ბანაკებში პროფესიულად მომზადებული ახალი სისხლისსამართლებრივი ჩეჩენი ავტორიტეტები და მათი ბოევიკები უკვე უკვე მიწოდებულნი იყვნენ (были поставлены) არა შიდა ძალების მიერ, არამედ გარედან, იდეოლოგიური კადრებისა და პროფესიონალი ტერორისტების ერთიანი სამჭედლოდან.

ადგილებზე მოქმედების ეს რაზმი ფინანსებსა და იარაღს ღებულობდა არა იმისთვის, რომ შემდეგ ცხვრები ემწყემსათ დამოუკიდებელ და იზოლირებულ ღარიბ-ღატაკ იჩქერიაში. მათი მიზანია _ ურთიერთშორის სისხლიანი ომების მეშვეობით ჩაითრიონ კავკასია რუსეთის წინააღმდეგ ომში, ჩამოაშორონ იგი რუსეთს, ასევე სტავროპოლისა და კრასნოდარის მხარეებიც, რომლებსაც არცთუ შემთხვევით უწოდებენ თავიანთ რუკებზე “ადიღეს ისლამურ რესპუბლიკას”, გავიდნენ შავ ზღვაზე.

ზოგჯერ გვეჩვენება, რომ დასავლეთი, რომელიც დაჟინებით აკეთებს განცხადებებს მხოლოდ ადამიანის უფლებებისა და ჩეჩნური პრობლემის პოლიტიკური გადაწყვეტის თაობაზე, ვერ ხედავს, რომ ჩეჩნეთში მოქმედებს კარგად დადგმული სცენარი, შემუშავებული რუსეთის საზღვრებიდან შორს, და რომ რუსეთს ემუქრება უზარმაზარი ტერიტორიის ჩამოშორებით, რაც აძლევს მას უფლებას იცავდეს თავის ტერიტორიულ მთლიანობას სისხლისსამართლებრივი ამბოხების ჩახშობის გზით.

მაგრამ დასავლეთს ეს ყველაფერი მშვენივრად ესმის, ისევე როგორც ის ფაქტიც, რომ ჩეჩნეთში დუდაევის მმართველობის დროს დარღვეულ იქნა ადამიანის უფლებებზე გაერო-ს ცნობილი საერთაშორისო პაქტების ყველა დებულება, რომ არა რუსული არმია, არამედ ჩეჩენი ბოევიკები წარმოადგენდნენ იმ ბარბაროსებს, რომლებმაც საკუთარი თავი გაინთავისუფლეს არა მხოლოდ ომის მინიმალური ეთიკისგან, არამედ ყოველგვარი ადამიანური ეთიკისგანაც საერთოდ. ადამიანის უფლებების მოსახერხებელი საბაბით ჩეჩენი ტერორისტების ფაქტიური წახალისების მიზეზს წარმოადგენს სწორედ რუსეთის დასავლელი პარტნიორების სავსებით პოზიტიური დამოკიდებულება მისი შემდგომი დასუსტებისა და გეოპოლიტიკური პოზიციების დაკარგვის მიმართ.

დროა ვაღიაროთ, რომ დილემა “რუსეთი და ევროპა” ჯერ კიდევ არ არის აღმოფხვრილი სწორედ ერთობლივი დასავლეთის მიერ, რომელმაც მაინც ვერ დააღწია თავი საკუთარ ნიჰილიზმს რუსეთის ისტორიისადმი, გაუბედაობის (საკუთარ თავში დაურწმუნებლობის) გრძნობას მისი უზარმაზარი სივრცეების წინაშე და გაღიზიანებადობისა მისი პოტენციური თვითკმარობითა და განსაცდელებში უჩვეულო მედეგობით, რომელთა გადატანის ძალებიც ვერ ექნებოდა ვერც ერთ სხვა სახელმწიფოს. და თუმცა კი რუსეთი მსოფლიოსა და პოსტბიზანტიური სივრცის რადიკალური პარაისლამისტური სტრატეგიების სასარგებლოდ გადანაწლებისადმი წინააღმდეგობის გაწევით საკუთარი თავით იცავს ევროპას, თუმცა კი რუსეთის ხელმძღვანელობის გაბედულებამ (გადამჭრელობამ) მოსკოვში ტერაქტებთან მიმართებაში უპირობოდ უაზრო გახადა ბევრი პოტენციური ტერაქტი დასავლეთის ქვეყნების წინააღმდეგ, “ევროპა რუსეთთან მიმართებით”, ისევე როგორც პუშკინის დროსაც, _ “ისეთივე უმეცარია, როგორიც უმადური”.

ფხიზლად ვაფასებთ რა რუსეთის დასავლელი პარტნიორების ორმაგ სტანდარტებსა და არალოილაობას, და არ ვღებულობთ რა მათგან გულმოწყალებას, არ უნდა გვავიწყდებოდეს, რომ პირობები რუსეთის საშინაო საქმეებში ჩარევისა და თვითგამორკვევისთვის, ასევე ეროვნებათაშორისი ურთიერთობების საკითხებში (დასავლეთის) მენტორობისთვის შექმნილი გახლდათ თავად რუსი პოლიტიკოსების მიერ.

ადამიანის უფლებათა დაცვის თემა ხმამაღლა ჟღერდა სულაც არა აბსტრაქტული ჰუმანისტების ბაგეთაგან რუსეთის პოლიტიკაში. სხვანაირად ისინი დუდაევისეული რეჟიმის სისხლისსამართლებრივ ანკეტაზე რეაგირებას მოახდენდნენ ჯერ კიდევ რუსული არმიის შეყვანამდე. ყველაფერი გამიზნული გახლდათ კონფლიქტის ინტერნაციონალიზაციისთვის. განსაზღვრულ მომენტამდე დასავლელი ლიდერები თავშეკავებით გამოთქვამდნენ ჩეჩნეთის პრობლემის შესახებ, როგორც რუსეთის საშინაო საქმისა, რომელსაც, ისევე როგორც სხვა სახელმწიფოებს, აქვს უფლება ამბოხებების ჩახშობაზე. ასეთია საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური პრინციპი _ სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა.

მაგრამ რუსეთის ჟურნალისტებმა და უფლებათა დამცველებმა, არცთუ შემთხვევით, მთელი თავიანთი პროფესიული და პოლიტიკური ნიჭი მიმართეს რუსული არმიის მხეცობების მხილებაზე, თუმცა კი გულგრილნი იყვნენ იმ რუსი გოგონების მიმართ, რომლებსაც ნამუსი ახადეს სტანიცა ასინოვსკაიაში, ათასობით რუსი მონის მიმართ თავისუფლებისთვის “მებრძოლი” ჩეჩნების სარდაფებში. და ბოლოს ევროპამ მოახდინა რეაგირება და გამოაცხადა: ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევები _ სამოქალაქო მოსახლეობის უფლებებისა საომარი მოქმედებების დროს, განიხილება როგორც საფუძველი თვითგამორკვევის უფლების განხორციელებისთვის, გამოყოფის მეშვეობით. და მნიშვნელობა არა აქვს იმას, რომ ეკრანებზე დემონსტრირებული მთელი ოჯახები, შეიარაღებული ქალებითა და ბავშვებით, ხშირად მიამიტობის გამო კამერის წინ აღიარებდნენ, რომ “მთელი სამი წლის მანძილზე ამზადებდნენ ამ იარაღს”. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, საომარ მოქმედებებში მონაწილე შეიარაღებული ადამიანები ითვლებიან “კომბატანტებად” _ “მებრძოლებად და არ მიეკუთვნებიან მშვიდობიან მოსახლეობას”. მივაქცევთ ყურადღებას ორმაგ სტანდარტებზე: აშშ ამტკიცებს, რომ თალიბანის ბოევიკებს, რომლებსაც ფიზიკური და მორალური დაცინვაისა და დამცირების აუტანელ პირობებში ამყოფებენ ბაზა გუანტანამოში, _ ე. ი. ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევის პირობებში, _ არ გააჩნიათ უფლება მათ მიმართ ჟენევის კონვენციების გამოყენებაზე.

დროა ვაღიაროთ: რუსეთში თავიდანვე არ ყოფილა არანაირი სამოქალაქო ომი. რუსეთში თავიდანვე ადგილი აქვს სისხლისსამართლებრივ ამბოხებას, რომელიც იქცა რთული საერთაშორისო ზეწოლის ინსტრუმენტად კავკასიის მსოფლიო გეოპოლიტიკის ორბიტაში დაბრუნებისთვის, და ასევე მის წამქეზებელ ამბოხების შიდა პარტიასაც. უკანასკნელი კოლოსალურ ფინანსურ რესურსებთან ერთად თვით 2000 წლამდეც კი სარგებლობდა მასობრივი ინფორმაციის გარკვეული საშუალებების სრული მხარდაჭერით. მხოლოდ მათ ეკუთვნოდათ უფლება მოვლენების საჯაროდ ინტერპრეტაციაზე. იგივენი ათი წლის განმავლობაში ახდენდნენ ერის ზნეობრივი, კულტურული და სახელმწიფოებრივი ბურჯების თანამიმდევრულ გახრწნას, აწარმოებდნენ ნებისმიერი ქვეყნისთვის გაუგონარ კამპანიას საკუთარი არმიისა და ისტორიული რუსული სახელმწიფოებრიობის განსაქიქებლად. კანონიერი მოქმედებები რუსეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად მათ გამოაცხადეს “სამოქალაქო და ძმათამკვლელ ომად”, დავობდნენ რა სისხლისსამართლებრივი კერის ჩახშობის თავად მართლზომიერებაზე და ათანამბრებდნენ რა ერთმანეთთან ბანდიტებსა და ჯარისკაცებს, რომლებიც იცავდნენ სამშობლოს განუყოფელობას.

ტრაგიკულმა მოვლენებმა მოსკოვში საბოლოოდ დაადასტურა: დაუშვებელი და შეუძლებელია მკვლელებთან ნებისმიერი პოლიტიკური მოლაპარაკებები. ბანდიტებთან შესაძლებელია მხოლოდ ერთი ენა _ მტკიცე სახელმწიფოებრივი ნების ენა, რომელიც სასტიკად სჯის ნებისმიერ მცდელობას სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების ძირეულ უფლებათა საფუძვლების წინააღმდეგ. გასაგებია, რომ სწორედ ამასთან ახლა, როგორც არასდროს, სოლიდარული იქნებიან სახელმწიფოსადმი ლოიალური ჩეჩნებიც, რომლებსაც ტერორისტები პირველ რიგში გამოსჭრიან ყელს. ამიტომ დღეს არის უნიკალური შანსი: გადაჭრით განადგურებულ იქნას ტერორისტების სისხლისსამართლებრივი ამბოხება და ამავდროულად მივცეთ იმპულსი ჩეჩნეთში წესრიგის აღდგენის მეტად რთულ პროცესს.

მაგრამ ტრაგედიამ ვერაფერი ვერ ასწავლა რუსეთის თვითგანადგურების იდეოლოგებს და ვერ გაუღვიძა მათ სამოქალაქო პასუხისმგებლობა, თუმცა კი გვინდა ვიმედოვნებდეთ, რომ ამ დრამამ და უბედურებამ ჭკუა სწავლა დანარჩენებს. დანგრეული ეროვნული თვითშეგნების აღდგენის ამოცანა, რომელიც აუცილებელია ნებისმიერი ერის თვითშენარჩუნებისთვის, _ არ წარმოადგენს პუბლიცისტური ემოციების ობიექტს: ეროვნული ორგანიზმის ღრმა დაავადება საჭიროებს დაუნდობელ დიაგნოზსა და მკურნალობას.

ნატალია ნაროჩნიცკაიასაიტზე pravoslavie.ru გამოქვეყნდა 11/11/2002
შემდგომში განახლებულ იქნა საიტზე narochnitskaia.ru


თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment