Monday, January 10, 2011

ლიტველი ისტორიკოსები: რუსეთის ექსპერტების დასკვნები _ პროპაგანდა და პიარია

ბალტიის ქვეყნების დამოუკიდებლობის გამოცხადება 1918 წელს ხდებოდა გერმანული ოკუპაციის პირობებში, ხოლო მოლოტოვ-რიბენტროპის 1939 წლის პაქტის „სრული რეაბილიტაცია ხდება“. ასე ჟღერს რუსეთის ისტორიული პერსპექტივის ფონდის ექსპერტების „ახალი“ დასკვნები. ცნობილი ლიტველი ისტორიკოსები გვპასუხობენ უხალისოდ: ან უარს ამბობენ არგუმენტების კომენტირებაზე, ან კიდევ ირონიულად გვირჩევენ მივმართოთ სპეციალისტებს პიარის სფეროდან, წერს lrt.lt.

საინფორმაციო სააგენტო Regnum გვატყობინებს ნატალია ნაროჩნიცკაიას ისტორიული პერსპექტივის ფონდის საექსპერტო გამოცემის «Звенья» მორიგი გამოშვების გამოსვლის შესახებ, რომელშიც გამოქვეყნებულია რუსეთის ისტორიკოსების მრგვალი მაგიდის მასალები „ისტორიის რევიზიის ბალტიური მცდელობები. რუსეთი და ბალტიისპირეთი: კომპეტენტური პასუხები ლიმიტროფების ისტორიულ პრეტენზიებზე“.

დამოუკიდებლობა „ოკუპაციის პირობებში“.

ისტორიკოსი იური ნიკიფოროვი ამბობს, რომ ბალტიის ქვეყნებმა, განთავისუფლდნენ რა რუსეთის იმპერიის მიერ ჩაგვრისგან, 1918 წელს გამოაცხადეს დამოუკიდებლობა გერმანული ოკუპაციის პირობებში და ამიტომ, კერძოდ, ესტონეთის ხელისუფლება არ შეიძლება ითვლებოდეს ლეგიტიმურად. და თუმცა კი ლატვიისა და ლიტვის შესახებ იგივე არ არის ნათქვამი, ბალტიის ქვეყნებს მაინც აყენებენ ერთ რიგში.

„ლიტვის დამოუკიდებლობა გამოცხადებულ იქნა 1918 წლის თებერვალში გერმანული ოკუპაციის პირობებში, ლატვიის დამოუკიდებლობა _ ასევე გერმანული ჯარების ნაწილის იქ ყოფნისას. 1918 წელს ესტონეთის დამოუკიდებლობის შესახებ გამომცხადებელი საგუბერნიო საერო საბჭო (губернский земский совет) არანაირად არ შეიძლება ითვლებოდეს ლეგიტიმურად... მით უმეტეს, რომ ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების შედეგ გერმანელებმა მოახდინეს ესტონეთის ოკუპაცია, და ხელისუფლების ორგანოების ჩამოყალიბება ამ ქვეყანაში ასევე მიმდინარეობდა გერმანული ოკუპაციის პირობებში“, _ ამბობს ი. ნიკიფოროვი.

და მაინც, ლიტვის დამოუკიდებლობის შესახებ 16 თებერვლის აქტმა, რომელიც, ი. ნიკიფოროვის სიტყვებით, გამოქვეყნებულ იქნა “გერმანული ოკუპაციის პირობებში”, მოახდინა ლიტვის გამოყოფის დეკლარირება „ყველა უწინდელი სახელმწიფოებრივი კავშირისგან სხვა ხალხებთან“.

იმპერიის ეზოსგარეთი (მიყრუებული ადგილი)

ისტორიული პერსპექტივის ფონდი თავის გამოკვლევას მიმართავს ისტორიკოს “ლიმიტროფებისადმი”. ლიმიტროფები (ლათინური სიტყვიდან limes _ საზღვარი, და ბერძნულიდან thropos _ მკვებავი) _ ეს იყო რომის იმპერიის სასაზღვრო ოლქები, რომლებიც ვალდებული იყვნენ შეენახათ თავიანთ ტერიტორიაზე მდგომი საიმპერატორო ჯარები.

1917 წლის რევოლუციისა და სამოქალაქო ომის შემდეგ ლიმიტროფებს რუსეთში უწოდებდნენ სახელმწიფოებს, რომლებიც წარმოიქმნენ რუსეთის იმპერიის დასავლეთ განაპირა მხარეებზე _ ესენი იყვნენ ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, ფინეთი, ესტონეთი.

ლიტველი ისტორიკოსი ნერიოს შეპიატისი თვლის, რომ ტერმინ “ლიმიტროფების” გამოყენება ასახავს რუსეთის ექსპერტების დამოკიდებულებას ბალტიის ქვეყნებისადმი.

“ტერმინის გამოყენება მეტყველებს იმპერიული ამბიციების შესახებ: რომ რუსეთი წარმოადგენს ამ მიწების კანონიერ მემკვიდრეს, და მთელი ცვლილებები, რომლებიც მოხდა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, არის დროებითი და არალეგიტიმური”, _ კომენტირებას ახდენს ნ. შეპიატისი.

რეაბილიტაცია

“მრგვალი მაგიდის” მონაწილეები, რომლის შესახებაც წერს Regnum, ასევე ამტკიცებენ, რომ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი _ ისეთივე “გადანაწილებაა დედამიწისა”, როგორც ვერსალის შეთანხმება, რომლითაც დასრულდა პირველი მსოფლიო ომი, და დეიტონის სამშვიდობო ხელშეკრულება, რომელმაც დასასრული დაუდო 1992-1995 წწ. ომს ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში.

“ხოლო დეიტონი კი? სუპერდემოკრატიული ქვეყნები შეიკრიბნენ, დაააფრაკეს (покорёжили) ყველაფერი, რაც სერბებმა “შეიძინეს” (“დაიგროვეს”, რუს. «нажили»), თავს მოახვიეს მათ ახალი ტერიტორიული ურთიერთობები. რით განსხვავდება დეიტონის შეთანხმება მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტისგან?”, _ მოჰყავს მაგალითი ნ. ნაროჩნიცკაიას.
ისტორიული პოლიტიკა

ლიტველმა ისტორიკოსებმა ჩვენს თხოვნაზე კომენტარი გაეკეთებიათ ისტორიული პერსპექტივის ფონდის ექსპერტების განცხადებაზე, ასე გვიპასუხეს: ამაში არ არის ისტორიული შინაარსი.

ისტორიის ინსტიტუტის XX საუკუნის განყოფილების გამგემ ჩესლოვას ლაურინავიჩუსმა, გაეცნო რა საინფორმაციო სააგენტო Regnum-ის პუბლიკაციას, არ მოისურვა მისი დაწვრილებით კომენტირება, ამტკიცებდა რა, რომ ამ ისტორიკოსების აზრები “შესაბამება ცივი ომის ტიპიურ პროპაგანდას” და ყურადღების ღირსი ისტორიული არგუმენტები მასში არ არის.

წიგნის “მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი და ლიტვა” ავტორის, ისტორიკოს ნ. შეპიატისის სიტყვებით, ისტორიული პერსპექტივის ფონდი, აფასებს რა მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტს, უსაფუძვლოდ, მაგრამ გააზრებულად აყენებს ერთ რიგში საიდუმლო და საჯარო შეთანხმებებს.

“გადანაწილება ბევრი ყოფილა. პრობლემა (მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტისა _ lrt.lt) იყო მის სრულ გასაიდუმლოებაში, და მას საფუძვლად ედო არა მხოლოდ გადანაწილება, არამედ საიდუმლო გარიგება ომის შესახებ პოლონეთის წინააღმდეგ”, _ ამბობს ნ. შეპიატისი.

შეპიატისის სიტყვებით, ისტორიული პერსპექტივის ფონდში არ არის საერთაშორისო ისტორიული საზოგადოებისთვის ცნობილი არც ერთი ისტორიკოსი. ხოლო რუსეთის სერიოზულმა გონებრივმა ცენტრებმა (мозговые центры) _ ისტორიის ინსტიტუტმა, მეცნიერებათა აკადემიამ და სხვებმა _ გამოსცეს არცთუ ცოტა ყურადღების ღირსი წიგნი ბალტიის ქვეყნების ისტორიის შესახებ, რომლებშიც “დომინირებს ზომიერი აღწერილობითი პოზიცია” («... умеренная описательная позиция»), ხოლო მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი კი არ არის დაკავშირებული არც ერთ შემდგომ მოვლენასთან.

საგაზეთო სატყუარა

ნ. შეპიატისის სიტყვებით, უკანასკნელი 15 წლის მანძილზე არ ყოფილა დაწერილი არსებითად არაფერი ბალტიის ქვეყნების ისტორიის შესახებ ომებსშორის პერიოდში, რამდენადაც პუბლიკაციები დამოკიდებულია ახალი დოკუმენტების გამოჩენაზე.

“თუკი ისინი არ არის, მაშინ არავინ არ წერს”, _ ამბობს ისტორიკოსი, თვლის რა, რომ Regnum-ის პუბლიკაციასთან დაკავშირებით უნდა მიემართოს სპეციალისტებს საზოგადოებასთან ურთიერთობის (“პიარის”) სფეროში.

“ეს საგაზეთო სატყუარაა”, _ თქვა ნ. შეპიატისმა lrt.lt.-თვის მიცემულ ინტერვიუში.

საინფორმაციო სააგენტო “DELFI” (ლატვია), 28.05.08

საიტზე narochnitskaia.ru გამოქვეყნდა: 29.05.08

რუსულიდან თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

მასალები თემის მიხედვით:

ТЕРРИТОРИЯ ИСТОРИИ

• РЕКОМЕНДАЦИИ РОССИЙСКИХ ИСТОРИКОВ: "РОССИЯ И ПРИБАЛТИКА: КОМПЕТЕНТНЫЕ ОТВЕТЫ НА ИСТОРИЧЕСКИЕ ПРЕТЕНЗИИ ЛИМИТРОФОВ"

МНЕНИЕ. ТОЧКА ЗРЕНИЯ

• ИСТОРИКИ: "НЕЗАВИСИМОСТЬ СТРАН ПРИБАЛТИКИ ДЕЛАЛАСЬ В УСЛОВИЯХ НЕМЕЦКОЙ ОККУПАЦИИ"

ასევე საინტერესოა ინახოს თავად ნ. ა. ნაროჩნიცკაიას წერილებიც "ბალტიისპირეთის დამოუკიდებლობა _ საკითხი რჩება საკითხად" და"კალინინგრადის ოლქის პრობლების შესახებ", რომელთა ქართული თარგმანებიც გასული წლის შემოდგომაზე გამოვაქვეყნეთ.

No comments:

Post a Comment