Monday, January 10, 2011

კავკასიის ომები _ გეოპოლიტიკის საშუალებაა

XIX საუკუნის კავკასიის ომების ისტორია და დამპყრობელი კოლონიური რუსეთის თემა წარმოადგენს ჩვენი თანამემამულე ლიბერალ-მედასავლეთის ისტორიული აზროვნების თითქის-და ნორმატიულ კლიშეს, რომელიც დაუღალავად კვლავაწარმოებს არა თუ სხვა რამეს, არამედ რუსეთის ისტორიის ლენინურ-ბოლშევიკურ ნიჰილისტურ ინტერპრეტაციას. მასვე ზურგს უკან გააჩნია პატივსაცემი ისტორიული ხნოვანება და ფესვებით მიდის სალტიკოვ-შჩედრინთან, ბელინსკისთან და ჩაადაევთან და მუდმივად მოძულე და ზიზღის მატარებელი “განათლებული ინტელიგენციის” ყველა თაობასთან.

სინანული სამშობლოსადმი დამღუპველი გულგრილობის გამო რუსებმა შეიგრძნეს მხოლოდ XX საუკუნის ემიგრაციაში. სიმწრით სავსე მსჯელობანი რუსული საზოგადოების შეგნების თაობაზე დაგვიტოვა ე. ვ. სპეკტორსკიმ, კიევის წმ. ვლადიმირის უნივერსიტეტის ყოფილმა რექტორმა. თუკი ევროპაში საგარეო პოლიტიკა ყოველთვის ჰარმონიაშია საზოგადოებრივ აზრთან, “რომელიც საშინაო პრობლემების შეფასებაში არსებული მთელი განსხვავებების დროს ეროვნული ინტერესების საკითხებში ერთიანია და განსხვავდება მხოლოდ მეთოდებით, ჩვენთან კი... “ინტელიგენცია ორთავიანი არწივის ძლიერი ჩრდილის ქვეშ საკუთარ თავს აძლევდა ფუფუნების უფლებას გულგრილობასა ან მოზიზღარობაზე... ღვარძლიანად ღებულობდა ბოროტგანზრახულ ლეგენდებს რუსული საგარეო პოლიტიკის შესახებ. განსაკუთრებული წარმატება გააჩნდა იმის მტკიცებას, რომ ჩვენი სახელმწიფო იყო გაუმაძღარი დამპყრობელი და ევროპის ჟანდარმი”.

მაგრამ პოსტსაბჭოთა ლიბერალი პუშკინის დროებასთან შედარებით კიდევ უფრო “ზარმაცი და არაცნობისმოყვარეა” საკუთარ ისტორიასთან მიმართებაში, იმეორებს მხოლოდ ენგელსისა და მისი “რუსეთის ცარიზმის საგარეო პოლიტიკის” რუსოფობიურ შტამპებს, კ. მარქსის მსჯელობებს რუსული პოლიტიკის თაობაზე ყველგან და კავკასიაშიც, რომლებიც ნასესხებია, როგორც ამას მისის წყაროების ანალიზი გვიჩვენებს, მხოლოდ ყირიმის ომის დროინდელი ბრიტანული პუბლიცისტიკიდან, რომლის სტატიების ავტორებსაც წარმოადგენდნენ, როგორც წესი, სევასტოპოლის ალყად მდგარი ხომალდების კაპიტნები. მჯღაბნელების მიერ შექმნილი ხატება რუსეთისა _ როგორც კავკასიელი ხალხების მჩაგვრელისა, შეგემებული და შეკმაზული სტალინური რეჟიმის ბოროტმოქმედებებით, რომელმაც უდანაშაულო ჩეჩნები გაასახლა, ვერ უძლებს ვერანაირ ისტორიულ შემოწმებას.

XIX საუკუნის კავკასიის ომი დაიწყო სულაც არა რუსეთის მცდელობის გამო “დაეპყრო” კავკასია. კავკასია რუსეთის შემადგენლობაში შემოვიდა გაცილებით უფრო ადრე და ძირითადად ნებყოფლობითი თანხმობით. დესპანები ადიღეელების, ყაბარდოელების, ავარელების, დაღესტნის ხალხებისა და ოსებისგან, თხოვნით, რათა “ხელმწიფემ ისინი შეიწყალოს, დაიცვას, ხოლო ისინი მათი მიწებით მიიღოს ყმებად და ყირიმის ხანისგან დაიცვას” (чтобы «их государь пожаловал, вступился за них, а их с землями взял к себе в холопы, а от крымского хана оборонил») მოდიან XVI საუკუნიდან ხალხებისგან, რომლებიც ესწრაფვიან დაცვის მოპოვებას თურქებისა და სპარსელების მოძალებისგან, რომლებმაც ეს ხალხები მთებში შერეკეს, მუდმივად ძარცვავდნენ მათ და მონობაში მიჰყავდათ. პირველი რუსული ციხესიმაგრეები ჩრდილო-კავკასიაში, სახელდობრ თერგის ქალაქი (Терский городок), აშენებულ იქნა XVI საუკუნის მეორე ნახევრის დასაწყისში, სწორედ გავლენიანი ჩრდილო-კავკასიელი მფლობელების თხოვნით (დავუმატებდით, კახეთის მეფეთა, ლევანისა და ალექსანდრეს, თხოვნითაც _ ი. ხ.).

კავკასიური თემებისა და მფლობელების მიერ რუსეთისადმი ერთგულებასა და მის ქვეშევრდომობაზე ნებაყოფლობით ფიცის დადებები წარმოადგენს ისტორიულ ფაქტს, ისევე როგორც მათი არცთუ იშვიათად განმეორებადი წინადადებანი “მონათლულიყვნენ” («креститица»). ამ პროცესის ნელი დინება, რომელიც ორ საუკუნეზე გაიწელა, აიხსნება მარტივად. რუსეთი არ ეძიებდა ამ რეგიონებში მატერიალურ სარგებელს ან მიწებს, არამედ მხოლოდ გაძლიერებას მასზე, ისევე როგორც მთელს ევროპაზეც, ზეწოლით მომავალი ოსმალეთის იმპერიისა და სპარსეთის პირისპირ (წინააღმდეგ).

პროცესის გამართულებელ სხვა მიზეზს შეადგენდა მდგრადი ურთიერთმტრობა კავკასიელ მფლობელებს შორის, რომლებიც თავად ისწრაფვოდნენ შემოსულიყვნენ რუსეთის ეგიდის ქვეშ, მაგრამ ხშირად მკვეთრად ეწინააღმდეგებოდნენ, როდესაც იგივეს მოისურვებდნენ მათი მეტოქე მეზობლებიც. რუსეთი თავს არიდებდა მათ დავებში, ასევე ირანის შაჰებთან და სულთნებთან ბრძოლაში მისი ჩათრევის მცდელობებს, და ყოველთვის ავალებდა თავის ელჩებს გარემოებების ადგილზე შემოწმებას _ «правды их видети». დაღესტნელი მთავრების თხოვნათა მიუხედავად, რუსეთი, იმყოფებოდა რა მშვიდობის მდგომარეობაში შაჰთან, აღიარებდა დაღესტნელი მფლობელების “საერთო ყმობას” («обчее холопство») ირანისა და მოსკოვისადმი _ ე. ი. ორივესთვის ხარკის (ძღვენის) მიცემას. სურვილის არქონა გაემწვავებია ურთიერთობები ირანთან და ოტომანის იმპერიასთან, ხოლო, დაწყებული XVIII საუკუნის შუახანებიდან, დასავლეთის ქვეყნებთანაც, ასევე უბიძგებდა (ახალისებდა) რუსეთს სიფრთხილისკენ. საკმარისი იყო კავკასიურ სარდლობას მხარი დაეჭირა კავკასიელი მფლობელების ერთერთი დაჯგუფებისთვის, მათი სურვილის შესაბამისად, რომ მეორე იწყებდა მხარდაჭერის ძიებას პორტასა ან ყირიმში. ყოველივე ეს ტიპიურია სახელმწიფოებისა და ერების ჩამოყალიბების ისტორიული პროცესისთვის, და მცირედ თუ განსხვავდება დასავლეთევროპული ისტორიისგან.

ევროპულ ისტორიაში ანალოგიები არ გააჩნია სხვა რამეს. არანაირი მიწის დაპყრობა, მოსახლეობის აყრა და თავისი ენის ძალადობრივად თავზე მოხვევა, რაც ყოველთვის თან ახლდა დასავლეთევროპულ გაფართოებას, ამ დროს არ ყოფილა. თერგის ქალაქი იქცა არა დაშინების, არამედ დაცვის ადგილად. XVII საუკუნის ბოლოსთვის “მეგობრული ხიშტების საფარის ქვეშ” («под сенью дружеских штыков») მის კედლებს მოეკრო “დიდი დასახლებები”: “ჩერკესსკაია”, “ოკოცკაია”, “ტატარსკაია” _ მოსახლეობით, რომელიც სამჯერ აღემატებოდა რუსულს. თუკი ბრიტანეთის ინდოეთში ვაგონში ასულ ინგლისელ ბიჭს შეეძლო იქიდან კინწისკვრით გამოყარა რაჯას ოჯახი, ყაბარდოელი თავადის თემრიუკ იდაროვის ქალიშვილი, რომელმაც (ამ თავადმა) ბევრი რამ გააკეთა შედგომში ყაბარდოს რუსეთში შემოსვლისთვის, თავადი ასული ქუჩუნეი, წმ. ნათლობით მარიამი (მარია), 1561 წელს გახდა რუსეთის დედოფალი _ იოანე მრისხანის ცოლი.

თვით პოკროვსკისეული ბოლშევიკური სკოლის დროების საბჭოთა ისტორიოგრაფიას, რომელიც ალექსანდრე ნეველს უწოდებდა კლასობრივ მტერს, ხოლო ნაპოლეონს კი _ განმათავისუფლებელს, და ყველანაირად ამცირებდა რუსეთის იმპერიას _ “ხალხთა საპყრობილეს”, ვერ მოჰყავდა რუსეთის მხრიდან კავკასიელი ხალხების ეროვნული ან რელიგიური ჩაგვრის ნიშნები, არამედ ბრალს დებდა მას ადგილობრივი ფეოდალების მანკიერი წესრიგისა და ძალაუფლების შენარჩუნებაში.

მაგრამ კავკასია მიეკუთვნება ისეთ გეოპოლიტიკურ წერტილებს, რომლებიც განსაზღვრავენ ძალთა თანაფარდობას. ევროპა და თურქეთი არ ღელავდნენ რუსების მიერ მდ. ლენის ნაპირების ათვისების გამო, მაგრამ რუსეთის გამოსვლამ შავ ზღვაზე კავკასიური პრობლემები გადააქცია მთელი ცივილიზებული ევროპის მეტად დაინტერესებული მონაწილეობის უბოდიშო ინტრიგების საგნად. როგორც კი რუსეთი განიცდიდა გართულებებს დასავლეთში (პოლონეთ-შვედეთის ინტერვენცია XVII საუკუნეში), ძლიერდებოდა ირანის ზეწოლა მასზე და კავკასიელ ხალხებზეც. სახელდობრ, ირანი პრეტენზიას აცხადებდა დაღესტანზე, რომელიც ინარჩუნებდა პრორუსულ მიზიდულობას ასწლეულების მანძილზე, და რაც დადასტურდა დაღესტნელების ერთგულებით რუსეთისადმი XX საუკუნეში. ოტომანის პორტა და მისი ვასალი ყირიმის სახანო ეწინააღმდეგებოდნენ კავკასიისპირეთის _ ყაბარდოს დაახლოებას რუსეთთან, რაც განსაკუთრებით გამოვლინდა XVIII საუკუნეში ამიერკავკასიაში თურქეთის გამაგრების შემდეგ.

თავის მხრივ, ახალი დროების ზღურბლზე, ყირიმისა და მთიელების რუსეთის წინააღმდეგ მუდმივ წამქეზებლებად იქცნენ პოლონელები, რომლებიც ყველანაირი გაყოფების დაწყებამდე ოთხი საუკუნის განმავლობაში, ბოლესლავ მამაციდან სიგიზმუნდამდე, დაუღალავად მოისწრაფვოდნენ აღმოსავლეთისკენ [1]. პოლონეთი დაინტერესებული იყო რუსეთის დასუსტებით და ყოველთვის განიხილავდა სულთანსა და ყირიმის სახანოს თავის პოტენციურ მოკავშირეებად, მალოროსიისთვის ბრძოლაში. ისეთი შემთხვევები, როდესაც გარემოებები აიძულებდა პოლონეთს წამოსულიყო ანტიოსმალურ ხელშეკრულებებზე რუსეთთან, უკიდურესად იშვიათია _ XVII საუკუნის ბოლოს. საფრანგეთი, განსაკუთრებით ნაპოლეონის დროს, რომელმაც ჩაიფიქრა თავისი კონტროლის ქვეშ ხმელთაშუა ზღვის ორივე სანაპიროს მოქცევა, რუსეთს განიხილავდა როგორც მეტოქეს ახლო აღმოსავლეთში და დაინტერესებული იყო პორტას მიერ შავ ზღვაზე გაბატონებული მდგომარეობის შენარჩუნებით და მეტად აქტიურობდა რუსეთის წინააღმდეგ მისი პოლიტიკის სამხრეთ მიმართულებაზე.

იმის გამო, რომ არ სურდა გართულებები დერჟავებთან, და ესმოდა, თუ როგორ წყლულს წარმოადგენდა კავკასია, პავლე I არ შეუდგა კავკასიისა და ამიერკავკასიის შემოერთების საბოლოო გაფორმებას და ამჯობინებდა “მთიელთა მდგრად ფედერაციას” _ ბუფერს, რომელიც წარმატებით აღუდგებოდა წინ “თავდასხმებისთვის წამოსულ მტრებს” («покушающихся врагов»). ეს ისევე მცირედ თუ შეესაბამებოდა კავკასიის სინამდვილესა და მსოფლიო გეოპოლიტიკას ორასი წლის წინ, როგორც დღესაც. ყირიმის შემოერთებისა და საქართველოს შემოსვლის შემდეგ ნათელი გახდა, რომ შავი ზღვის სახელმწიფოდ დარჩენა ზურგში კავკასიის მყარად ფლობის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. მაგრამ შავ ზღვაზე რუსეთის დამკვიდრების მომენტიდან რუსეთის სამხრეთ მიჯნებისთვის ძირის გამოთხრა იქცა ზღვათა მფლობელის _ ბრიტანეთის სტრატეგიის კონსტანტად.

დღემდე დახურულია ის საგარეოპოლიტიკური არქივები ინგლისში, რომლებშიც ისტორიკოსების ერთსულოვანი მსჯელობით იფარება ბრიტანული კვალი სპარსეთში ა. გრიბოედოვის მკვლელობაში, რომელმაც 1829 წელს დადო მნიშვნელოვანი თურქმანჩაის ხელშეკრულება ირანთან, რის შემდეგაც რუსეთის გავლენა სპარსეთში პრინციპულად იქნა დამკვიდრებული.

1833 წელს დაიდო უნქიარ-ისქელესიის ხელშეკრულება რუსეთსა და თურქეთს შორის შავი ზღვის სრუტეების ერთობლივი კონტროლის შესახებ _ რუსეთის წარმატებების კულმინაცია აღმოსავლურ საკითხში. დიპლომატიური და არა სამხედრო საშუალებებით მიღწეულმა ამ შეთანხმებამ, რომელიც არ გახლდათ დამიზნებული უცხო ტერიტორიებზე, საფრანგეთისა და ინგლისის აღშფოთება გამოიწვია, რომლებმაც თურქეთისადმი გაგზავნილ ნოტაში უარი თქვეს ამ ხელშეკრულებისთვის ანგარიშის გაწევაზე და შეუდგნენ კოალიციის შექმნას, თანაც ცდილობდნენ მასში ავსტრიის ჩათრევასაც. მთლიანობაში ამ მიღწევამ ისე აშკარად დაანახა დასავლეთის სახელმწიფოებს რუსეთის მოუწყვლად გეოპოლიტიკურ ძალად გადაქცევის პერსპექტივა, რომ მათი მოძრაობა ყირიმის ომისკენ ბუნებრივად წარმოგვიდგება. სწორედ მაშინ იწყებს ინგლისი ღია დახმარების გაწევას კავკასიელი მთიელებისთვის რუსეთის წინააღმდეგ, რაზედაც მოწმობს კონფლიქტი ჩერქეზეთის ნაპირებთან შეპყრობილი ბრიტანული გემის (შხუნის) “ვიქსენის” გამო, რომელიც “ჩერქეზებისთვის” ცლიდა ჩამოტანილ იარაღს.

ასეთია ის გეოპოლიტიკური ფონი, რომელზედაც უნდა განვიხილავდეთ კავკასიის ომს, რომელიც დაიწყო არა უკვე ისტორიულად დამკვიდრებული ფაქტის, კავკასიის შემოერთების გამო, არამედ ახალ ვითარებაში რუსეთის ხელისუფლების მოქმედებებთან დაკავშირებით. ამ მოქმედებების შედეგად რუსეთი კონფლიქტში შევიდა სპარსეთთან, თურქეთთან და მათთან დაკავშირებულ ჩრდილოკავკასიელ მფლობელებთანაც, რომლებსაც ზურგს უკან ედგათ ბრიტანეთი. კავკასიის მცოდნეობაში არსებული ლიტერატურა უცვლელად მიგვითითებს მთიელთა თემების განსაკუთრებულ გათიშულობაზე სწორედ ჩეჩნებსა და ინგუშებში და მათი ურთიერთობების უდიდეს სირთულეზე სხვა კავკასიურ თემებთან და მფლობელებთან. მაგრამ ჩეჩნები და ინგუშები ნებაყოფლობით შემოვიდნენ რუსეთის შემადგენლობაში. სწორედ რუსეთ-თურქეთის ომის დაწყების შემდეგ ჩეჩნებმა და ინგუშებმა კვლავ დააყენეს საკითხი რუსეთის ქვეშევრდომობაში მათი მიღების შესახებ. 1768 წელს “თავისი შვილებითა და ხალხით” კვლავ შეჰფიცა განმეორებით ალი-სულთან ხაზბულატოვმა (წერია Казбулатов). 1770-ში 24 ინგუში უხუცესი გარსი ჩოფანოვისა და სურხოვ მირზახანოვის მეთაურობით ეახლა ყიზლარში კომენდანტს გენერალ ი. ნემიჩს “თხოვნით” როგორც “გამოგზავნილები მათი საზოგადოების მთელი ხალხისგან”, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მათ გააჩნიათ “გულმოდგინე სურვილი შემოვიდნენ მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის მუდმივ ქვეშევრდომობაში” და ყველას სურს “აუცილებლად მონათვლა” (они имеют «усердие поступить в вечное е. и. в. подданство» и желают все «генерально криститца»).

თარიქათ ნაქშბენდის (სუფიზმის საფეხური) მიმდევრის, იმამ შამილის საქმიანობასა და მიურიდიზმის იდეებს ჰქონდათ თავიანთი აღმაფრენები და დაცემები. დოკუმენტებისა და გამოკვლევების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ვნახავთ, რომ მთიელთა მოძრაობა ბევრ რაიონში მიმართული იყო თავად ადგილობრივი მფლობელებისა და თემების წინააღმდეგ და გააჩნდა უწინარეს ყოვლისა ნათლად გამოხატული სოციალური და რელიგიური ხასიათი. მაგრამ სწორედ ჩეჩნეთში პირველ ადგილზე გადმოვიდა “ანტიკოლონიური ბრძოლა მეფის ხელისუფლების წინააღმდეგ”. ომის პირველი პერიოდის შემდეგ, მისი წარმატებებითა და საბოლოო დამარცხებით, შამილი გაიქცა მთიან ჩეჩნეთში.

მთიელ ჩეჩნებს არავინ არ უყვარდათ და ერთნაირად ვაჭრობდნენ როგორც რუსი ტყვეებით, ისე კავკასიელი მონებითაც. სწორედ მათზე, და მხოლოდ მათზე, და არა სხვა კავკასიელ ხალხებზე და არც ბარის ჩეჩნებზე, რომლებიც სამეურნეო საქმიანობით იყვნენ დაკავებულნი, ერმოლოვი სწერდა როგორც ყაჩაღებსა და მძარცველებზე, რომლებიც თავისთან იფარებენ ყველას, ვინც კი გაჰქცევია არა მხოლოდ მეფის მართლმსაჯულებას, არამედ კავკასიურსაც. გენერალ ერმოლოვთან შედარებით, შამილს გაცილებით უფრო სასტიკად უხდებოდა მთელი აულებისა და კლანების ამიწყვეტაც კი. ჯანგუთაიში მან გადასწვა ახმედ-ხან მეხთულინელის სასახლე, ემუქრებოდა თემირ-ხან-შურას, რიგ სოფლებში გაანადგურა “ცოდვილი დიდგვაროვნები”. გიდათლეში ამოწყვეტილ იქნა “16 უპატივცემულესი ადამიანი”, ასევე ამოწყვიტეს ანდალიალის, ქაბიდის, სოსითლისა და ბევრი სხვა სოფლის გამორჩეული ადამიანები. მიურიდებს უხდებოდათ იარაღითა და მკვლელობებით შარიათისა და საიმამოს თეოკრატიული წესრიგის დამყარება. კავკასიაში არ ყოფილა არც საერთოკავკასიური ეროვნული თვითშეგნება, არც საფუძვლები ურთიერთ მტრობით გაწეწილ-განაწამები თემების გაერთიანებისთვის, რომლებიც ურთიერთშორის მეტოქეობდნენ მონათვაჭრობის ბაზრების გამო, თვით მიურიდიზმის დროშის ქვეშაც კი.

კავკასიური ომის გამოცდილებას არ შეიძლება განვმარტავდეთ როგორც მხოლოდ ნეგატიურს: რადგანაც რუსეთის ხელისუფლების გამარჯვებას შედეგად მოჰყვა ყველაზე უფრო ხანგრძლივი მშვიდობიანი პერიოდი ამ მუდამ მშფოთვარე რეგიონში. მაგრამ ეს პერიოდი გვაძლევს ჭკუის სასწავლებელ წარმოდგენას მსოფლიო პოლიტიკის კონსტანტების შესახებ ამ რეგიონის გარშემო. იგი ასევე გვახსენებს ნათელ და მკაფიო ანალოგებს დღევანდელ საერთაშორისო სპექტაკლთან ჩეჩნური თემის თაობაზე, რასაც ჩვენში ისტორიული პასუხისმგებლობის გრძნობა უნდა გაეღვიძებინა.

შამილის საქმის დაისი და მოახლოებული რუსული გამარჯვება საყურადღებოდ ემთხვევა რუსეთისთვის წარუმატებელი ყირიმის ომის დაწყებას. ბრიტანეთში ყველაზე უფრო რადიკალური წრეები, კერძოდ ლორდი პალმერსტონი, ღიად აყენებდნენ ყირიმისა და კავკასიის რუსეთისგან ჩამოშორებისა და მარიონეტული სახელმწიფოს “ჩერქეზეთის” შექმნის მიზანს. “ტაიმსი” ღიად წერდა, რომ “რუსეთის საზღვარი კავკასიაში უნდა გადიოდეს თერგისა და ყუბანის ჩრდილოეთით”. ვარაუდობდნენ რუსეთისგან ჩამოეშორებინათ მთელი ამიერკავკასია: საქართველო, სომხეთი, სამეგრელო და იმერეთი _ დაებრუნებინათ ირანისა და თურქეთისთვის მთელი ის ნაწილები, რომლებიც შემოერთებულ იქნა გიულისტანისა და ადრიანოპოლის ხელშეკრულებებით [2].

რუსეთის წინააღმდეგ კავკასიელი მთიელების გამოყენებისკენ მისწრაფებაში ყირიმული კოალიციის მონაწილეებმა მაშინვე გამონახეს საერთო ენა. თურქეთისა და ინგლის-საფრანგეთის სარდლობები ცდილობდნენ კავშირების დამყარებას მთიელებთან. “მოკავშირე დერჟავების საბჭოში” გადაწყვიტეს ოსმალეთის იმპერიისა და შამილის დახმარებით კომბინირებული დარტყებით _ ფრონტიდან და ზურგიდან _ გაენადგურებიათ რუსული ჯარები კავკასიაში და უკუეგდოთ ისინი ყუბანისა და თერგის იქით. მთიელებს მიუგზავნეს ათასობით ოსმალო და ინგლისელი ემისრები მოწოდებებითა და წერილებით, რომლებშიც მათ მოუწოდებდნენ “წმინდა ომისკენ” რუსეთის წინააღმდეგ.

“დამოუკიდებელი ჩერქეზეთის” შესახებ საკითხის დაყენებას ცდილობდნენ პარიზის კონგრესზე, სადაც ხდებოდა ყირიმის ომის შედეგების გამომუშავება (სხვა ფორუმები, ევროპის საბჭოს მსგავსი, მაშინ საბედნიეროდ არ ყოფილა). აღსანიშნავია, რომ სწორედ სევასტოპოლის _ რუსეთის სამხედრო-საზღვაო სიმაგრის (военно-морская твердыня) _ დაცემის შემდეგ ინგლისელი უფლებამოსილი პირები მოლაპარაკებებზე დაუყოვნებლივ ალაპარაკდნენ რუსეთისგან ამიერკავკასიისა და ჩრდილო-კავკასიის ჩამოშორების შესახებ. გრაფმა ა. თ. ორლოვმა შესძლო ყველა პრეტენზიის უარყოფა, ემყარებოდა რა რუსეთის მიერ დადებულ ტრაქტატებს.

პარიზის კონგრესზე ჩრდილო-კავკასიურ საკითხში რუსეთის მიერ წაგებული ომის შედეგების მიხედვით ინგლისური დიპლომატიის დამარცხებამ აღშფოთების ქარიშხალი გამოიწვია ინგლისში. პარლამენტში ადანაშაულებდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს (სწორედ ისევე, როგორც დანიის პარლამენტში ზაკაევის გამო), ხოლო ზოგიერთ ორატორს არ სურდა პარიზში დადებული სამშვიდობო ხელშეკრულების რატიფიცირება და დაბეჯითებით მოითხოვდა ომის გაგრძელებას, რადგანაც ჩრდილო-კავკასიური პრობლემები (რომლებიც არც კი შეადგენდა ომის ფორმალურ მიზეზსა და საბაბს) არ იყო გადაწყვეტილი ბრიტანეთის სასარგებლოდ.

მაგრამ მთიელთა მოძრაობისთვის ახალი იმპულსის მიცემა ვერ მოხერხდა. შამილი არ ჩქარობდა ერთობლივი მოქმედებებისკენ მოწოდებების შესრულებას და თავიდანვე დაიმსახურა კონსტანტინოპოლში ბრიტანეთის ელჩის მიერ ღია მსჯელობა როგორც “ფანატიკოსისა და ბარბაროსის შესახებ, რომელთანაც არა მხოლოდ ჩვენ, არამედ პორტასც კი გაუჭირდება რაიმენაირი პატივისცემის ღირსი ურთიერთობების დამყარება”. კავკასიის ომი დასრულდა რუსეთის გამარჯვებით, მაგრამ მაშინვე დაიწყო დიპლომატიური ომი, რომელიც ექსპლუატაციას უწევდა კავკასიის თემას, თანაც გასაოცრად მსგავსი იყო დღევანდელი სიტუაციისა.

ოსმალო და ინგლისელი ემისრების როლი კავკასიაში მკვეთრად გააქტიურდა 1859 წელს შამილის დატყვევების შემდეგ. ლონდონსა და კონსტანტინოპოლში შექმნეს “ჩერქეზული კომიტეტები” “დამოუკიდებელი” ჩერქეზეთის დაცვის დროშის ქვეშ. ისინი მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული პოლონური ემიგრაციის პარიზულ ცენტრთან, რომელიც გააფთრებით ხლართავდა ინტრიგებს რუსეთის წინააღმდეგ. ამიტომ არ უნდა გვიკვირდეს არც დღევანდელი კომიტეტების არსებობა ჩეჩნეთის დასაცავად, არც პოლონელი კათოლიკების დემონსტრაციები ბანდიტების მხარდასაჭერად, რომლებიც ქრისტეს აქეთ მესამე ათასწლეულის ზღურბლზე თავებს ჭრიან ქრისტიანებს. პოლონეთის კერპი ადამ მიცკევიჩი ხომ, გერცენის სიტყვებით, “ჩაქრა” სადღაც კონსტანტინოპოლის გზაზე, სადაც იგი გემგზავრა “პოლონური ლეგიონის” შექმნისა და ცივილიზებული ოტომანის იმპერიის მხარეზე რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისთვის.

იყო თავისი “ახმედ ზაკაევიც”; 1862 წელს ლონდონსა და პარიზში გამოჩნდა ვინმე იზმაილ-ბარაქაი-ინა-ძიაში, “ჩერქეზეთის” წარომადგენელი, რომელმაც, როგორც მეტყველებს იმ დროინდელი დოკუმენტები, “მიითვისა დიპლომატის განსაკუთრებული როლი” და რომელმაც კავკასიაში დაბრუნების შემდეგ განაცხადა, რომ “ევროპა განწყობილია ჩვენთვის დახმარების აღმოსაჩენად”. როგორც ვხედავთ, მართალი გახლდათ ნ. დანილევსკი ევროპის ორმაგი სტანდარტების მისეულ ანალიზში: “შლეზვიგი და ჰოლშტაინი დანიისა იქნება თუ გერმანიის, იგი მაინც ევროპისად დარჩება; ევროპის დერჟავულობა ამით არ დაზარალდება; გულმოწყალე უნდა იყო შენიანებს შორის... მაგრამ როგორ დაუშვან უცხო, მტრული, ბარბაროსული სამყაროს (რა თქმა უნდა, სლავურის) გავლენის გავრცელება _ საქმე არ უნდა იქნას მიყვანილი აქამდე _ საერთო საქმეა ყოველივესი, რაც კი საკუთარ თავს თვლის ევროპად. აქ შესაძლოა თურქიც კი აიყვანონ მოკავშირედ (დღეს წაიკითხე _ ჩეჩენი ტერორისტი) და მას ცივილიზაციის დროშა ჩააბარონ”.

XX საუკუნე ტოტალიტარიზმისა და დემოკრატიის მისეული ბრძოლით გადაეფარა მსოფლიო რეალიების გარდაუვალობას, მაგრამ ამის გამო ისინი (ეს მსოფლიო რეალიები _ ი. ხ.) ვერ იქცნენ ნაკლებად მუდმივ პროცესებად, ტენდენციებად და მხოლოდ გვაიძულებენ ძვირ საფასურს ვიხდიდეთ მათი იგნორირებისთვის.

პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში კავკასიის გადანაწილების (перекройка) გეგმების თაობაზე მოწმობს ახალგაზრდა თურქების დაპირებანი, რომლებსაც ისინი აძლევდნენ რუსეთის ხალხებს იმ იმედით, რომ “კავკასიაში რუსების წინააღმდეგ აღსდგებიან თათრები, ქართველები და მთიელები”. წარმატებისა და “რუსების განდევნის” შემხვევაში ახალგაზრდა თურქები დაჰპირდნენ: “ჩრდილო-დასავლეთში შეიქმნება ავტონომიური საქართველო ქუთაისის, თბილისის, ბათუმის გუბერნიებისა და ტრაპიზონის გუბერნიის ნაწილის ფარგლებში”, ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში “გამოყოფილი იქნება ავტონომიური მუსლიმანური ოლქი დაღესტნისა და ბაქოს გუბერნიების, აგრეთვე ელიზავეტპოლის გუბერნიის ნაწილის შემადგენლობით” [3].

პირველი მსოფლიო ომის წინ გერმანიის რაიხსკანცლერი ფონ-ბრიულოვი თავის ერთ-ერთ დოკუმენტში ყოყოჩურად ამბობს შემდეგს: “რუსეთთან ომში... ჩვენ საბოლოო ჯამში რუსეთი უნდა განვდევნოთ ორივე ზღვიდან _ ბალტიკიდან და ევქსინის პონტოდან, რომლებზედაც ემყარება კიდეც მისეული მდგომარეობა მსოფლიო დერჟავისა”. ფაქტიურად XX საუკუნის ორი გერმანული “დრანგ ნახ ოსტენის” ეს მიზანი ზუსტად გაიმეორეს ანგლოსაქსებმაც. ანანტაში რუსეთის მოკავშირეებმა მაშინვე ისარგებლეს ბოლშევიკური რევოლუციითა და ქვეყნის დროებით დაშლით.

სამოქალაქო ომის წლებში ძველი რუსეთის დიპლომატები, რომელთაც საქმე ჰქონდათ ანტანტაში მოკავშირეებთან, სიმწრით ახდენდნენ კონსტატირებას: “გართულებები ინგლისელებთან ხდებოდა მათი პოლიტიკის უეჭველი ორპირობის ნიადაგზე. იმის მსგავსად, როგორც როგორც ბალტიის ზღვის ნაპირებზე ჩვენი ბალტიისპირა განაპირა მხარეები (ოკრაინები) დიდი ბრიტანეთის ძლიერ მხარდაჭერას პოულობდნენ... შავი და კასპიის ზღვების ნაპირებზე ასეთსავე მხარდაჭერას ნახულობდნენ კავკასიელი ხალხებიც. ეს ზოგადი ტონი ღიად განსაზღვრა ლოიდ-ჯორჯმა ინგლისის პარლამენტში, როდესაც იგი პირდაპირ დაეჭვდა უწინდელი ძლიერი რუსეთის აღდგენის ხელსაყრელობაში ინგლისისთვის”.

რუსეთის მეფის ბოლოს წინა საგარეო საქმეთა მინისტრს ს. დ. საზონოვს გააჩნდა ცნობები, რომლებიც შეეხებოდა “ინგლისის გრანდიოზულ გეგმას, რომელსაც მიზნად ჰქონდა რუსეთის დანაწევრება. ბალტიის სახელმწიფოებს საბოლოოდ უნდა მოეწყვიტათ რუსეთი ბალტიის ზღვისგან, კავკასია უნდა ყოფილიყო რუსეთისგან სრულიად დამოუკიდებელი ბუფერი რუსეთს, თურქეთსა და სპარსეთს შორის... ასეთივე დამოუკიდებელი უნდა გამხდარიყო თურქესტანიც... კავკასიის, თურქესტანისა და ბალტიის სახელმწიფოების “დამოუკიდებლობა” შეზღუდული იქნებოდა ინგლისის პრაქტიკული პროტექტორატით ამ ოლქებზე”.

ინგლისელები კავკასისა და ამიერკავკასიაში გამოჩნდნენ 1919 წლის ნოემბრისთვის, დაიკავეს რა ბაქო და რკინიგზა ბათუმამდე. როგორც წერდა ა. ი. დენიკინი “რუსეთის არეულობის ნარკვევებში” («Очерки русской смуты»), “ინგლისელთა წახალისებით ქართველებმა მტრული მდგომარეობა დაიკავეს რუსებისადმი საერთოდ და მოხალისეთა არმიისადმი კერძოდ”. როდესაც მიამიტმა პოლკოვნიკმა როულინსონმა ბრიტანული სამხედრო მისიიდან მოუწოდა მთიელ ხალხებს დაორჩილებოდნენ დენიკინის ძალაუფლებასა და რუსეთის სახრეთის შეიარაღებულ ძალებს, მიუთითა რა, რომ წინააღმდეგობა (დენიკინისადმი) _ შეადგენს ბრიტანეთის მოკავშირეთა მიმართ არაკეთილმოსურნეობის აქტს, ლონდონმა საჩქაროდ მოახდინა მისი დეზავიურება. გამოქვეყნებული მიმართვა (საქართველოს რესპუბლიკის) საგარეო საქეთა მინისტრის ე. გეგეჭკორისადმი ამბობდა, რომ “როულინსონის აზრები სრულებით არ გამოხატავს ბრიტანული მთავრობის შეხედულებებს”, და გეგეჭკორმა პირდაპირ განაცხადა: “ინგლისის ინტერესებში არ შედის ამიერკავკასიის ჩართვა რუსეთის ფარგლებში”-ო.

აშშ დეკლარციულად იდგა რუსეთის ერთიანობის შენარჩუნების მხარეზე. ამაში ის არწმუნებდა როგორც დენიკინის დიპლომატიური მისიის დელეგაციას ვაშინგტონში გამგზავრების წინ პრეზიდენტ ვ. ვილსონის “პირადი წარმომადგენლისა და მეგობრის” ბ-ნ შოტუელის მეშვეობით, ისე (საბჭოთა რუსეთის) საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატსაც. მაგრამ დოკუმენტები მოწმობენ ქვეყნის დანაწევრების სურვილის შესახებ მუდმივი გეოპოლიტიკური სტრატეგიული ხაზების მიხედვით. პოლკოვნიკ ჰაუზის არქივში, რომელმაც გაშიფრა 14 პუნქტისგან შემდგარი ვ. ვილსონის პროგრამა, რუსეთი განიხილება, როგორც “ქაღალდის სუფთა ფურცელი, რომელზედაც ჩვენ დავხაზავთ იმ ხალხების ბედს, რომლებიც სახლობენ რუსეთის იმპერიაში”. ამ ახალ აზროვნებაში, რომლის სხივებშიც უნდა დაბნელებულიყო ძველი მსოფლიოს არქაული იმპერიული აზრი, ისევ განიხილავდნენ შუა აზიის გადაორიენტირებას ახალ “მეურვეზე” და “კავკასიის, როგორც თურქეთის პრობლემის ნაწილის” სტრუქტურულ ჩართვას.

და ამ დროს ბოლშევიკების იდეოლოგიური დოქტრინიორობა და გეოპოლიტიკური ნიჰილიზმი ჩააგონებდა მათ უტოპიურ გეგმებსა და იმედებს. ასეთი ახლდათ გეგმა, რომ მსოფლიო ისლამური რევოლუციის წახალისების მეშვეობით თავიდან გაენადგურებიათ პროლეტარული რევოლუციის მოწინააღმდეგენი, ხოლო შემდეგ კი ამ რევოლუციის საჭიროებისთვის დაემორჩილებიათ თავად ისლამი. ბოლშევიკები აიარაღებდნენ და აფინანსებდნენ პანისლამისტური და პანთურქისტული ხასიათის ნაციონალისტურ ლიდერებს, ხოლო ამ უკანასკნელთ კი ჰქონდათ თავიანთი მიზნები და, ლავირებდნენ რა გერმანიას, ინგლისსა და რუსეთს შორის, და მუდმივად იცვლიდნენ რა მფარველებს, მიღებულ სახსრებს მომართავდნენ რუსეთის წინააღმდეგ, რომლის ტერიტორიები შეადგენდა კიდეც მათი სურვილების საგანს.

ასე, ახალგაზრდა თურქეთის ტრიუმვირატის წევრისა და მომავალი ბასმაჩის ენვერ-ფაშას მიზანი გახლდათ თურქეთის მიერ ევროპაში, კავკასიასა და აზიაში დაკარგული პოზიციების დაბრუნება და მისი ძლიერების აღდგენის დაწყება. ლენინი, ტროცკი და ეშმაკი სტალინიც კი მოიხიბლენ მირსაიდ სულთან-გალიევის იდეებით ფსონი გაეკეთებიათ ისლამზე “თვითგამორკვევისკენ მუსლიმანი ხალხების მისწრაფების” ფარგლებში, რაც იქცეოდა შემდეგ კიდეც მსოფლიო სოციალისტური ფედერაციის ნაწილად. ისინი დაჰყვნენ ენვერ-ფაშას წინადადებას ძირი გამოეთხარათ ინგლისის პოზიციებისთვის რუსეთის მუსლიმანური განაპირა მხარეების გასაბჭოების გზით. მაგრამ თურქეთში რუსეთის საზღვაო აგენტის მოხსენება მოწმობს იმის თაობაზე, რომ ინგლისის კონსული ქაშგარში დარწმუნებული გახლდათ ამის საწინააღმდეგოში: ენვერ-ფაშას გეგმებით, რომლებიც სულ არ ეთანხმებოდა ბოლშევიკების გეგმებს, პირდაპირ ხელი უნდა შეეწყოთ დიდი ბრიტანეთის პოზიციების განმტკიცებისთვის. ასე მოხდა კიდეც, და მალე მოსკოვში შემუშავებული მსოფლიო სოციალისტური რევოლუციის პროექტები შემოუბრუნდათ 180 გრადუსით. წარმოიქმნა მსოფლიო ისლაური რევოლუციის მუქარა, რომელიც ემუქრებოდა სულაც არა ლონდონს, არამედ სწორედ მოსკოვს.

ბოლშევიკები ისწრაფვოდნენ რევოლუციისადმი მტრული თერგის თეთრი კაზაკობის განადგურებისკენ და სასტიკად გაუსწორდნენ მას. სწორედ იგი გადაიქცა პირველ კავკასიელ ხალხად, რომელიც გადაასახლეს. 1914 წლის დასაწყისიდან, როდესაც კაზაკების მთელი ძალები ფრონტზე იყო გადასროლილი, სტანიცები საშინლად (შემზარავად) დაარბიეს და ხალხი დახოცეს მთებიდან ჩამოსულმა ჩეჩნებმა და ინგუშებმა. რბევისა და ძარცვის მეორე ტალღა მოვიდა 1917 წელზე. თავად დაზარალებულები დახმარების შესახებ თხოვნაში ამ მხეცობაში ყველა მთიელს არ ადანაშაულებდნენ და აღნიშნავდნენ, რომ “ყველა მოსახლეს ამ სამარცხვინო საქმეში ვერ დავდებთ ბრალს, მაგრამ მათ შორის არიან ყველაზე უფრო ცუდი (საძაგელი, самые скверные) ელემენტები, რომლებიც ამით არიან კიდეც დაკავებულნი” (ЦГА РСО). მაგრამ ბოლშევიკებმა ისარგებლეს სწორედ ამ “საძაგელი ელმენტების” სამსახურით, ისევე როგორც წარსულში ისინი გამოადგნენ შამილს იმათ დასაშინებლად, ვისაც არ სურდათ ეომათ მის გვერდით.

რკპ (ბ) ცკ-ის 1919 წლის 24 იანვრის დირექტივა ასეთნაირად განუსაზღვრავდა პარტიულ მუშაკებს მათი “მუშაობის ხასიათს საბჭოთა ხელისუფლების შექმნისა და განმტკიცების” საქმეში: “ერთადერთ სწორ გზად აღიარეთ დაუნდობელი ბრძოლა კაზაკობის მთელ ზედა ფენასთან მათი საყოველთაო გაჟლეტის გზით... ჩაატარეთ მდიდარი კაზაკების მასობრივი ტერორი და განადგურეთ ყველა ისინი; ჩაატარეთ მასობრივი ტერორი საერთოდ ყველა კაზაკის მიმართ, რომლებმაც მიიღეს რაიმენაირი პირდაპირი ან ირიბი მონაწილეობა საბჭოთა ხელისუფლებასთან ბრძოლაში... გაათანაბრეთ მოსული “სხვა ქალაქელები” კაზაკებთან მიწისა და ყველა სხვა მიმართებით”.

“საძაგელი ელემენტების” მისაზიდად და კაზაკებთან მათი “გათანაბრებისთვის” „პოლიტბიურომ მოიწონა კავკასიის ბიუროს დადგენილება მთიელებისთვის მიწის მიცემის შესახებ, ისე, რომ არ მოერიდონ სტანიცების გასახლებას...“ (გ. კ. ორჯონიკიძე _ ვ. მ. კვირკველია. РЦХИДНИ). ასეთი მითითებების კალაპოტში ორჯონიკიძე, რომელიც წარმოადგენდა სახელმწიფოსა და რუსებისთვის ყველაზე უფრო სასტიკი და თავისი შედეგებით ყველაზე უგუნური პოლიტიკის ყველზე უფრო მგზნებარე შემმუშავებელსა და შემსრულებელს კავკასიაში, სწრაფად და მძვინვარედ რეაგირებდა ტელეგრაფით კონკრეტულ მოვლენებზე: “ამ წუთას გავიგე ოპერატიული ცნობიდან, რომ ნესტეროვსკაია დაიკავეს თეთრმა ბანდებმა მოსახლეობის აქტიური მხრდაჭერით. აუცილებელია თავზარდამცემი სისწრაფით განდევნოთ ისინი იქიდან და გაასახლოთ მთელი სტანიცა და გადასცეთ ისინი მთიელებს... ყოველი აჯანყებული სტანიცა გაასახლეთ” (1920 წ, ЦГА РСО).
მიზანმიმართული მოქმედებების შედეგად ბოლშევიკები ახდენდნენ ახალი სიტუაციის კონსტატირებას: “ინგუშეთში სუნჯის ხაზის სამი სტანიცისა და სტანიცა ფელდმარშალსკაიას კაზაკების გადასახლების გამო მიწის მნიშვნელოვანი ფართობის განთავისუფლების შედეგად ინგუშებში მიწის შიმშილი (земельный голод) შეიძლება დაკმაყოფილებულ იქნას აღნიშნული მიწებით, აგრეთვე არსებული კერძომესაკუთრული მიწებითაც, რაც მთელი ინგუშეთისთვის ერთ სულზე იძლევა 21/2 დესეტინას...” (თერგის ოლქის რევკომის 1920 წ. 11 სექტებრის # 85-ე ბრძანებიდან მიწის განყოფილებისთვის, ЦГР ЧР).

სტალინი კმაყოფილებით უგზავნიდა დეპეშას ლენინს ვლადიკავკაზიდან: “... სამხედრო წესით გასახლებულია ხუთი სტანიცა. კაზაკების ახლანდელმა აჯანყებამ შესაბამისი საბაბი მოგვცა და შეგვიმსუბუქა მათი გასახლება, მიწა გადავიდა ჩეჩნების განკარგულებაში. მდგომარეობა ჩრდილო-კავკასიაში შეიძლება ჩავთვალოთ მდგრადად...” (РЦХИДНИ). კაზაკებს ასახლებდნენ სახსრების გარეშე, მოსავლის აღების უფლებასაც კი არ აძლევდნენ, სწირავდნენ რა მათ შიმშილით სიკვდილისთვის. მეტად ტიპიურია შემდეგი ამონარიდი თერგის ოლქის საბჭოების ცკ-ის სხდომის ოქმიდან: “დაადგინეს: ... 1) არ მიეცეს კაზაკებს საშემოდგომო ხორბლის მოსავლის აღების უფლება; ... შემუშავებულ და წარმოდგენილ იქნას ამ ხორბლის გამოყენების გეგმა; ... 4) შეთავაზებულ იქნას ჩეჩნეთის საოლქო აღმასკომისთვის დაუყოვნებლივ შეასახლოს ჩეჩნები ყველა სტანიცაში, საიდანაც გასახლებულ იქნენ კაზაკები და შეუდგნენ დაუყოვნებლივ თესვას ამ ყოფილი სტანიცების თავისუფალ მიწებზე” (ЦГА РСО).

ყოველივე ეს, როგორც დღეს აშკარაა, ძვირად დაუჯდა რუს ხალხს, მაგრამ არა მხოლოდ მას, არამედ თავად საბჭოთა რუსეთსაც და დანარჩენ ჩეჩნებსაც მეორე მსოფლიო ომის წლებში. ძალიან მალე თავად ბოლშევიკები შეეცადნენ კონტროლის ქვეშიდან გამავალი ჩეჩნებისა და ინგუშებისგან შემდგარი “საძაგელი ელემენტების” ძალადობის ვაკხანალიის გაჩერებას, უკვე არა რევოლუციის “მტრებზე”, არამედ საკუთარ ხალხზეც. მაგრამ 30-იან წლებში კაზაკობამ კვლავ განიცადა რეპრესიები და გადასახლება _ ახლა უკვე კულაკობასთან ბრძოლის კალაპოტში.

ამ დროს ფაშისტური გერმანია ემზადებოდა მსოფლიოს ახალი გადანაწილებისთვის. სსრკ-ის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის 1940 წლის 5 ნოემბრის მოხსენება “თურქეთსა და ახლო აღმოსავლეთში მდგომარეობის შესახებ” პირდაპირ მიუთითებდა, რომ გერმანიასა და სსრკ-ს შორის სავარაუდო საომარი მოქმედებების წარმოქნის შემთხვევაში თურქებს განზრახული აქვთ გამოვიდნენ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ კავკასიის ჩამოშორებისა და მის ტერიტორიაზე მეორე კავკასიური ფედერაციის შექმნის მიზნით”. ომის დაწყების შემდეგ გარდაუვალად იფეთქებს სწორედ იმ “საძაგელი ელემენტებისგან” შემდგარი ბანდების აჯანყების მოძრაობა, რომლებსაც ბოლშევიკები უსევდნენ კაზკებზე და აძლევდნენ მათ მიწებს. ამ მიწების დამუშავება კი მათ სულაც არ სურდათ.

შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის 1943 წლის “ყოფილი ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ის ტერიტორიაზე ბანდიტური მოძრაობის შესახებ მასალების მიმოხილვა”, რომელიც 1993 წელს ხელახლა დაბეჭდეს, გვიჩვენებს მშრალ სტატისტიკურ მონაცემებს ომის წლებში მასობრივი დეზერტირობის, ბანდიტური აჯანყების მოძრაობისა და გერმანელ დივერსანტებთან მათი დამტკიცებული კავშირების შესახებ. სწორედ ეს გახლდათ საფუძველი ჩეჩნების დეპორტაციისთვის _ ისეთივე არაეფექტური ხერხისთვის, როგორც საეჭვოსი მორალური მიმართებით. მაგრამ უნდა შეგახსენოთ, რომ აშშ-მა, რომელსაც რატომღაც უფლებამოსილ მენტორად მიიჩნევენ რუსეთის ლიბერალები ერთაშორის ურთიერთობებში, არა მხოლოდ ამოწყვიტა ამერიკის ძირძველი მოსახლეობა, არამედ მეორე მსოფლიო ომის წლებში ინტერნირება ჩაუტარა და საკონცენტრაციო ბანაკებში ამყოფებდა ასეულობით ათას იაპონელს, რომელთა შორისაც არ იყო არც ერთი დეზერტირი ან დივერსანტი.

ეს სულაც არასრული ისტორიული ექსკურსი აუცილებელია იმისთვის, რათა გვესმოდეს, თუ რა არის კავკასია რუსეთისთვის და რა არის კავკასიური კვანძი მსოფლიო პოლიტიკაში, რომელსაც დღეს დაემატა გააფთრებული ბრძოლა ნავთობისა და გაზის რესურსებსა და მათი ტრანსპორტირების გზებზე კონტროლისთვის.

ჩეჩნეთის ომს, რომელსაც ევროპის საბჭო წარმოგვიდგენს რუსეთის იმპერიული პოლიტიკის მსხვერპლად, გააჩნია არა მხოლოდ გეოპოლიტიკური ასპექტი. შავ ზღვაზე პოზიციებისთვის კავკასიის როლის გარდა, ეს არის _ გეოეკონომიკის ობიექტიც, ვინაიდან ძირითადი ნავთობსადენი რუსეთში გადის ჩეჩნეთისა და დაღესტნის გავლით. ჩეჩნეთში ომისგან უშუალო მოგებას ღებულობენ ანგლო-ამერიკული ნავთობკონცერნები, რომლებიც ისწრაფვიან სრული კონტროლის დამყარებისკენ კასპიის ზღვის აუზიდან მიმავალი მილსადენების გზებზე.

დღეს კვლავ ახორციელებენ ზეწოლას რუსეთზე ორი მხრიდან. კალინინგრადის ოლქის ჩამოშორების მცოცავი მცდელობა _ ეს გახლავთ რუსეთის გამოდევნა ბალტიის ზღვიდან, ხოლო ჩეჩენი ტერორისტების მხარდაჭერა _ “გამოდევნაა ევქსინის პონტოდან”, “ორი პოზიციიდან, რომლებზედაც ემყარება რუსეთის როგორც დიდი დერჟავის მდგომარეობა”, როგორც წერდა კანცლერი ფონ ბიულოვი. ზრუნვა ადამიანის უფლებებზე ჩეჩნეთში და მზრუნველი დამოკიდებულება ჩეჩენი ტერორისტებისა და მათი დიპლომატიური ემისრებისადმი _ სხვა არაფერია, თუ არა ლეღვის ფოთოლი, რომლითაც ფარავენ მუდმივ მისწრაფებებს.

დღეს ჩეჩნეთში სასწორზე არის დადებული რუსეთის ორასწლოვანი დერჟავული მუშაობა სამხრეთში, მისი პოზიციების პირობა შავ ზღვაზე, ძალთა ბალანსი ევრაზიაში, ყირიმის ბედი, აღმოსავლეთ-ქრისტიანული სამყაროს ბედი, ყველასი ვისაც მიზიდულობა აქვს რუსეთისკენ კავკასიაში და მის ქედს იქით.

ნატალია ნაროჩნიცკაიამასალის ორიგინალი გამოქვეყნდა საიტზე pravoslavie.ru 14/11/2002
შემდგომში განახლებულ იქნა საიტზე narochnitskaia.ru

თარგმნა და შენიშვნები დაურთო ირაკლი ხართიშვილმა

შ ე ნ ი შ ვ ნ ე ბ ი:
[1] პოლონეთის პირველი გაყოფა პრუსიას, ავსტრიასა და რუსეთს შორის მოხდა 1773 წ., პრუსიის მეფის ფრიდრიხ დიდის ინიციატივით, რის შედეგადაც რუსეთმა მიიღო ისტორიული რუსული ოლქი ბელორუსია, ავსტრიამ _ ასევე ისტორიული რუსული ოლქი გალიცია, პრუსიამ კი _ პომერანია და დიდი პოლონეთის ნაწილი.

[2] აქ შესაძლოა თქვან, რომ ავტორი განგებ გამოჰყოფს საქართველოს, სამეგრელოსა და იმერეთს ერთმანეთისგან, მაგრამ, თავად კონტექსტიდან გამომდინარე, შეიძლება ისეც გავიგოთ, რომ ნ. ნაროჩნიცკაია ცალ-ცალკე ასახელებს ირანისა და ოსმალეთის დაქვემდებარებაში მყოფ ქართულ სამეფო-სამთავროებს.

[3] აქ შეიძლება ვუსაყვედუროთ რუსებს, რომლებიც ხშირად გვაყვედრიან, რომ საქართველოს სახელმწიფო ისტორიული ცხოვრების გზაზე ცალკეულ სამეფო-სამთავროებად იყო საუკუნეების მანძილზე დაშლილი და ერთ მთლიანობაში გაერთიანება შესძლო მხოლოდ რუსეთის იმპერიის ფარგლებში; რომ საქართველოდ იმ ხანად იწოდებოდა მხოლოდ ქართლ-კახეთის სამეფო და ამიტომ დღევანდელი საქართველოს საზღვრებიც ამ ფარგლებში უნდა მოვიაზროთო და სხვა.

საქართველოს რომ დამოუკიდებლად შესძლებოდა გაერთიანება და შეძლებისდაგვარად ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება, მაშინ მისი მეფე-მთავრები რუსეთის მფარველობის ძიებას აღარ დაიწყებდნენ და კავკასიასა და, შესაძლოა, ახლო აღმოსვლეთშიც საკუთარი დამოუკიდებელი მნიშვნელობა ექნებოდათ. და რუსეთთანაც ექნებოდათ ერთმორწმუნეობრივ-მეზობლური ურთიერთობები, ბევრ რამეში, ალბათ, მოკავშირულიც. მაგრამ ასეთი რამ ვერ განხორციელდა. საგარეო ურთიერთობებში ირანისა და ოსმალეთის ძლიერი ფაქტორის გამო, საქართველო აღმოჩნდა ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც აღმოჩნდებოდა რუსეთიც, მაგალითად, ევროგაერთიანებასა და ჩინეთს შორის, თანაც თუკი მას არ ექნებოდა ბირთვული იარაღი და თუკი იგი მანამდე საუკუნეების მანძილზე იქნებოდა ისეთი გაჩანაგებების ქვეშ, როგორსაც დაპყრობილ ერებს აყენებდნენ მონღოლები და, განსაკუთრებით, თემურ-ლენგი, რომელმაც რვაჯერ ილაშქრა საქართველოში და სასტიკად აოხრებდა ქვეყანას. აღარაფერს ვამბობ ირანის მბრძანებლებზე შაჰ-აბას I-სა და ნადირ-შაჰზე, რომელთა წინაშე უკან იხევდა რუსეთის სახელმწიფოც; აგრეთვე ბრწყინვალე პორტაზე, რომელთანაც ომს ასევე თავს არიდებდა რუსეთის იმპერია 1768 წლამდე.

მაგრამ „ახალგაზრდა თურქები“ საქართველოს ცნობდნენ პრაქტიკულად მის ძველ ისტორიულ საზღვრებში, მხოლოდ უნდოდათ ეხილათ იგი თავიანთი სახელმწიფოს შემადგენლობაში, ავტონომიის უფლებებით „...ქუთაისის, თბილისის, ბათუმის გუბერნიებისა და ტრაპიზონის გუბერნიის ნაწილის ფარგლებში“. ნუთუ რუსული საზოგადოების მართლმადიდებლურ-პატრიოტული ნაწილის ღვიძლ შვილებს, ზოგიერთ ავტორს, არ ემეტებათ ქართველებისთვის ის, რაც ემეტებოდათ „ახალგაზრდა თურქებს“? ნუთუ მხოლოდ ერთმორწუნეობისთვის ქართველებმა უნდა დათმონ საკუთარი ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესები, საკუთარი ეთნოკულტურული თვისებები და სლავურს შეერწყან? განა კი რუსები ისურვებდნენ საკუთარი თავისთვის ასეთ ხვედრს? ალბათ არა, და მაშინ ხომ უნდა ისმინონ მათაც უფლისა, რომელიც გვასწავლის, რომ სხვას არ უნდა ვუსურვებდეთ და ვუკეთებდეთ იმას, რასაც საკუთარ თავს არ ვუსურვებდით, და არ გვენდომებოდა, რომ ჩვენთვის გაეკეთებინათ?

ამასთან თუკი თურქეთის მომავალი მთავრობა დაკმაყოფილდებოდა მხოლოდ ქართველების ავტონომიური ვალდებულებებით და არ შეეხებოდა მათ სარწმუნოებასა და ტრადიციულ კულტურულ ფასეულობებს, იქნებ მაშინ თურქეთთან ასეთ დამოკიდებულებაში შესვლა უფრო სასარგებლო გამომდგარიყო საქართველოსთვის, ვიდრე მართლმადიდებლურ რუსეთთან ყოფნა, რომელიც იმხანად გარკვეულწილად ცდილობდა საქართველს ხალხების ერთმანეთისგან განცალკევებასა და გათიშვას, მოსახლეობის ხელოვნურად აჭრელებას და შემდეგ ეროვნულ და რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დაცვის საბაბით ქართველების დაქვემდებარებას? ეს იმ ქართველის გულისტკივიალიანი საყვედურია რუსეთისა და რუსების მიმართ, რომელიც დღევანდელ პირობებში ცდილობს რუსეთ-საქართველოს მეგობრულ-მოკავშირული ურთიერთობების განვითარებისთვის საქმიანობას.

ამასთანავე ქართველებმაც აქ უნდა გავიცნობიეროთ ის, რომ „ახალგაზრდა თურქებს“ ასეთი საზღვრები ჩვენი სახელმწიფო წარმონაქმნისთვის ემეტებოდათ მხოლოდ თურქული სახელმწიფოს ფარგლებში ავტონომიური ერთეულის სტატუსით შესვლის პირობით, და თანაც იმ დროს, როდესაც არსებობდა ძლიერი რუსული სახელმწიფო, რომლისგანაც ქართველების თავისკენ გადაბირებისთვის ზრუნავდნენ თურქეთის პოლიტიკური ნოვატორები. მაგრამ თუკი არ იქნებოდა რუსული ძლიერი სახელმწიფოს ფაქტორი, მაშინაც კი მისცემდნენ თურქეთის მმართველი წრეები საქართველოს ასეთ სტატუსსა და საზღვრებს? განა XVI-XVIII საუკუნეების გამოცდილება ამის საწინააღმდეგოს არ გვიდასტურებს? ან კიდევ, რუსეთისთვის 1970-იან და 80-იან წლებში რომ არ დაგვეწყო დაუბრალებელის დაბრალება და ამიერკავკასიაში ევროატლანტიკური სამხედრო მანქანის _ ნატო-ს ბლოკის მოწვევა რუსეთთან ანგარიშების გასწორების იმედით, იქნებ არც დღევანდელ რუს ავტორებს წამოეყვედრებინათ ჩვენთვის ნაწილ-ნაწილ და დაშლილ-დაქუცმაცებულად შესვლა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში?

ასევე ქართველები გულისტკენით ვამბობთ იმას, რომ რუსეთმა თავისი სახელმწიფოს ფარგლებში ადმინისტრაციულად არ გააერთიანა ისტორიული საქართველოს დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილები და ამჯობინებდა ტფილისისა და ქუთაისის გუბერნიების სახით მათ ცალცალკე შენარჩუნებას. ეს სწორია. მაგრამ განა დავით აღმაშენებლის, დემეტრე I-ის, გიორგი III-ის, თამარისა და გიორგი ბრწყინვალის საქართველოში არ შემოდიოდა, მაგალითად, სომხეთის ცალკეული პროვინციები? განა ამ დიდ ქართველ მოღვაწეებს, მეფეთა მეფეებს, არ შეეძლოთ თავიანთი სახელმწიფოს ფარგლებში გაეეერთიანებინათ სომხური პროვინციები, მოეწვიათ სომეხთა მეფეების, ბაგრატუნების სახლი და მათგან დაესვათ სომეხთა მეფენი, რა თქმა უნდა საქართველოს მეფეთა დაქვემდებარებაში? შეეძლოთ, მაგრამ ეს მათ არ გაუკეთებიათ. მაშინ რატომ მოვითხოვთ რუსეთის მეფეთა მთავრობებისგან იმას, რაც თავად ჩვენ მეფეებს არ გაუკეთებიათ ჩვენივე მეზობელი სომხებისთვის? ჯერ საკუთარ ავ-კარგში გავერკვეთ და მერე სხვებისკენ გავიხედოთ, სხვათა ავ-კარგი შევაფასოთ. უფრო სერიოზულად უნდა შევხედოთ ჩვენს ისტორიას, და არა მხოლოდ სუფრაზე ლამაზ-ლამაზი სადღეგრძელოების წარმოთქმის ინტერესებიდან გამომდინარე.

XVIII საუკუნის მიწურულს გერმანელი რომანტიკოსების ჟურნალში „ათენეუმი“, სხვებთან ერთად, გამოქვეყნებულ იქნა ასეთი შეგონებაც: „მემტიანე არის წარსულში გადასული წინასწარმეტყველი“-ო; და ჩვენც ისტორიას სწორედ ასეთი თვალით უნდა ვუყურებდეთ, სიმართლით, პატიოსნად და კომპეტენტურად ვაფასებდეთ წარსულს, რათა გავიგოთ თუ სად ვიმყოფებით დღეს, რატომ ვიმყოფებით სწორედ აქ, საითკენ უნდა ვიაროთ და როგორ უნდა ვიაროთ. ეს საჭიროა იმისთვის, რათა ვიყოთ ერი და არა ხალხმოსახლეობა, ან კიდევ უფრო დამცრობილ-დაკნონებული _ ბრბო. ამის შესახებ კომპეტენტურად წერს თავის წერილებში ნატალია ნაროჩნიცკაია, რისთვისაც დიდი მადლობა მას, და ჩვენც, ჩემი რწმენით, მადლიერებით უნდა მივაგებდეთ რუსებსა და რუსეთს, და ამასთანავე საკუთარი სასიცოცხლო ინტერესების მყარად დაცვითა და განვითარებით.

No comments:

Post a Comment