Tuesday, November 16, 2010

რუსეთი და მსოფლიო აღმოსავლური საკითხი

(აღმოსავლური საკითხი არ მიეკუთვნება იმათ რიცხვს, რომლებიც ექვემდებარება დიპლომაციის მიერ გადაწყვეტას“)

ნ. ი. დანილევსკი „რუსეთი და ევროპა“

ამერიკული ბომბების აფეთქებებმა მრავალტანჯული სუვერენული იუგოსლავიის ტერიტორიაზე საბოლოოდ დაასამარეს XX საუკუნის მსოფლიო წესრიგი. თავისი უცრემონიულობით ჰიტლერის დროიდან უნახვმა აგრესიამ ევროპის ცენტრში, საერთაშორისო სამართლის ფეხით გათელვამ და აღმაშფოთებელმა ორმაგმა სტანდარტებმა გააშიშვლეს Pax Americana-სა და ე. წ. „მსოფლიო პოლიტიკის დემოკრატიული გარდაქმნის“ ჭეშმარიტი სახე. ამ იდეოლოგიური დროშის ქვეშ აღასრულებდნენ რუსეთის, როგორც სახელმწიფოს შეგნებულ ნგრევას, რომლის გარეშეც აქამდე ევროპაში ვერც ერთი ზარბაზანი ვერ ისროდა. ტოტალიტარიზმთან დამშვიდობების ნიღბით ხდებოდა მთელი რუსული ისტორიის ნგრევა _ იასისა და ქუჩუკ-ყაინარჯის ხელშეკრულებების, ნიშტატის სამშვიდობო ხელშეკრულების, პოლტავისა და პოლონეთთან სამარადისო მშვიდობის.

იგივე ხდება სერბებთან და სერბეთთან მიმართებითაც. ისინი, როგორც მართლმადიდებელი სამყაროს ფორპოსტი, რომლის საზღვარიც გადის მდ. დრინზე, იქცნენ „Mitteleuropa“-ს გეოპოლიტიკური პროექტების ობიექტად XX საუკუნის დასაწყისში და უხეში სამხედრო ჩარევებისა მის დასასრულს. მიზანი აშკარაა. საბოლოოდ მოახდინონ მართლმადიდებელი სერბების ფრაგმენტირება, ჩაახშონ მათი ეროვნული ნება, და ბოლოს, პოსტბიზანტიური სივრცე გადააქციონ ატლანტიკური ცივილიზაციისა და მისი მსოფლიო მთავრობის სამემკვიდრეო მამულად. მხოლოდ ეს მისცემთ მათ იმის საშუალებას, რომ უკუშეუქცევადად ჩაკეტონ რუსეთი გეოპოლიტიკურ რეზერვაციაში: მდგომარეობა ლივონიის ომამდე ჩრდილო-დასავლეთში, მდგომარეობა ყირიმის ომამდე სამხრეთში, შავი ზღვისა და ბიზანტიური სივრცისგან მოკვეთა თურქულ-ისლამური რკალით ჩინეთამდე, რომელიც გაივლის კავკასიის, თათარსტანის, ვოლგისპირეთის გავლით, და რუსეთს გამოყოფს აგრეთვე კასპიის ზღვის აუზისგანაც. დასავლეთი რუსეთისა და სლავების ნამსხვრევებზე ქმნის ახალ იმპრიას, იჩენს რა ისეთ მოუთოკავ მისწრაფებას მსოფლიო ბატონობისკენ, რომელმაც გაგვახსენა ჯვაროსნული ლაშქრობებისა და კონკვისტადორების დროება.

დღევანდელი აგრესია აღმოსავლეთ ევროპაში ვითარდება არა მხოლოდ სამხედრო-სტრატეგიული, არამედ იდეოლოგიური სიტუაციების მკვეთრი ცვლილებების ფონზეც. უნგრეთის, პოლონეთისა და ჩეხეთის ნატო-ში შესვლამ სამხედრო-სტრატეგიული სიმეტრიის მკვეთრი დარღვევის გარდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი გახადა გაცილებით უფრო მეტად ანტირუსული, მართლმადიდებელი სლავობისადმი გამოხატული ნეგატიური დამოკიდებულებით. ამის მიზეზებს გააჩნიათ ღრმა ისტორიული ფესვები.

იქცნენ რა კათოლიციზმის რელიგიური ექსპანსიის უკანასკნელ ნადავლად ევროპის აღმოსავლეთში, ეს ერები გადაიქცნენ (გნებავთ: გადააქციეს) ლათინობის ფორპოსტად სლავურ სამყაროში, და საუკუნეების მანძილზე ან თვითონ, ან კიდევ ჰაბსბურგების იმპერიის ფარვატერში მყოფნი ავიწოვებდნენ და თავს ესხმოდნენ რუსეთსა და მართლმადიდებელ სლავობას. უნგრული დაპყრობების შედეგად XIV საუკუნესი სერბული ეთნოსის ნაწილი გააკათოლიკეს და გადააქციეს ხორვატებად, რომელთა სიძულვილიც თავიანთი უწინდელი ბუნებისადმი (არსისადმი) – სერბობისადმი აღემატება ყველანაირ მოაზრებად პარამეტრებს. ხორვატია იბრძოდა ჰიტლერის მხარეზე და მოახდინა მართლმადიდებელი სერბული სამოქალაქო მოსახლეობის შემზარავი გენოციდი. საუკუნოვანი რეალობა _ პოლონეთის ისტორიული მტრობა რუსეთისადმი _ უცვლელად ვლინდებოდა პოლონეთის ძლიერებისა და დამოუკიდებლობის ყველა დროში რუსული ძლიერების მიერ მის მოთვინიერებამდე. დასავლეთ რუსულ მართლმადიდებლურ მიწებზე არაფრით არ პროვოცირებული ექსპანსიის ხუთი საუკუნის (XII-XVII) შემდეგ სასაცილოა ამას ვხსნიდეთ „ცარიზმის“ მიერ „პოლონეთის გაყოფებით“. შემდეგ უკვე რუსეთი აწყნარებდა 1831 წელს პოლონეთის აჯანყებას და ვენის სისტემისადმი ერთგულს თავისი ჯარები შეჰყავდა ავსტრიაში 1849-ში, რათა გადაერჩინა იგი უნგრული აჯანყებისა და გარდაუვალი დაშლისგან.

რუსეთის ყველა არეულობისა და შინაგანი დრამისას ეს ერები, ასე თუ ისე, მონაწილეობდნენ მტრულ საგარეო აქციებში რუსეთის წინააღმდეგ. ამის მაგალითები საკმარისია ნაპოლეონის შემოსევიდან სამოქალაქო ომით შეპყრობილ რუსეთში ინტერვენციამდე, სადაც გამოემართნენ უნგრელებიც, ჩეხებიცა და პოლონელებიც. შედარებისთვის, საბჭოთა კავშირ-ფინეთის ომის სამწუხარო გამოცდილების მიუხედავად ფინეთი კვლავინდებურად რჩება რუსეთის კეთილ მეზობლად. მაგრამ რასაც არ უნდა სწერდნენ რუსული იმპერიალიზმის შესახებ, შუა საუკუნეებისა და ახალი ისტორიის უკანასკნელი ათი საუკუნის საერთო შედეგად რჩება უდაო ფაქტი, რომ X ს.-დან XX ს. შუახანებამდე სწორედ დასავლეთი მის მიერ გაკათოლიკებული აღმოსავლეთ ევროპული ერების წინამბრძოლობით მუდმივად მოიწევდა აღმოსავლეთისკენ, ხოლო ჩვენ კი რუსული სახელმწიფოებრიობის აკვნის დასავლეთ საზღვრებს ძლივსღა ვინარჩუნებდით გარდამავალი წარმატებით.

მხოლოდ იალტისა და პოტსდამის კვალდაკვალ შეიცვალა მდგომარეობა და აღმოსავლეთ ევროპის მთელი ტერიტორია გადაიქცა სსრკ-ის გავლენის სფეროდ. როგორც აღნიშნავდა ბრიტანელი ისტორიკოსი არნოლდ ტოინბი, ამ პერიოდში „დასავლეთმა ოთხასი წლის მანძილზე პირველად იგრძნო თავის თავზე რუსეთის ზეწოლა, რომელსაც იგი განიცდიდა დასავლეთისგან ყველა დროში“. და ისტორიის ამ პერიოდში სწორედ ფაშიზმის მიერ ტოტალური განადგურებისგან ან უკეთეს შემთხვევაში მათთვის გამზადებული ღორების მწყემსობისა და მოახლეობისგან რუსების მიერ გადარჩენილი პოლონეთი, უნგრეთი და ჩეხოსლოვაკია საბჭოთა ბლოკის გაცილებით უფრო ნაკლებად საიმედო წვრები აღმოჩნდნენ, ვიდრე თვით დამარცხებული და ორად გაყოფილი გერმანელები. თუკი გერმანელები გორბაჩოვმა პირდაპირ მუჯლუგუნების კვრით გაყარა თავიანთ დასავლელ ძმებთან, პოლონელებმა, უნგრელებმა და ჩეხებმა განიცადეს მათ საშინაო საქმეებში სსრკ-ის შეიარაღებული ჩარევა ბლოკური წონასწორობის შესანარჩუნებლად. სიმპტომატურია, რომ ამ ქვეყნებმა, სლავური ჩეხეთისა და პოლონეთის ჩათვლით, არაორაზროვნად მოიწონეს ნატო-ს მხრიდან სერბული პოზიციების დაბომბვები კრაინასა და ბოსნიაში და უსიტყვოდ შევიდნენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში სწორედ იმ მომენტში, როდესაც ნატო ყველა სამართლებრივი ნორმის დარღვევით ამზადებდა დარტყმებს იუგოსლავიის წინააღმდეგ, სერბების წინააღმდეგ, რომლებსაც მთელი თავიანთი ისტორიის მანძილზე არასდროს არ უწყენინებიათ მათთვის. ყოველივე ეს მეტყველებს უფრო ღრმა რელიგიური და კულტურულ-ისტორიული მოტივების შესახებ, ვიდრე ეს არის დაპირისპირება „ტოტალიტარიზმსა და დემოკრატის“ შორის. ურთიერთდამოკიდებულების ასეთი რთული გამოცდილება ამ ერებისთვის მეტად მაცდუნებელს ხდის რევანშს, გვპირდება ნატო-ს გეოპოლიტიკური შემოტევის იდეოლოგიზირების გაძლიერებას.

შესაძლებელია ამ ჭრილში განვიხილოთ უკრაინა-ნატო-ს ქარტიის ხელმოწერაც, სადაც არის მკაფიო ფორმულირება უკრაინის სტრატეგიული მიზნის _ დასავლეთ ევროპულ ინსტიტუტებში ინტეგრირების შესახებ, მათ შორის „ატლანტიკურ სტრუქტურებშიც“. რუსეთისა და უკრაინის ხელშეკრულების რატიფიკაციამ მოხსნა რიგი ობიექტური დაბრკოლებებისა ნატო-ში მის შესასვლელად. ამასთან ერთად ამ ხელშეკრულებაში არ არის ვალდებულება, არ შედიოდნენ ერთმანეთისადმო მტრულ ბლოკებსა და კავშირებში და არ უშვებდნენ თავიანთ ტერიტორიებზე მესამე სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებს. ხოლო თუ როგორ შეიძლება ეს გამოყენებულ იქნას, გვიჩვნებს უკრაინის ეროვნულ უასფრთხოებაში საბჭოს თავმჯდომარის განცხადება, რომ „ნატო-მ არ უნდა დატოვოს სსრკ-ის ყოფილი რესპუბლიკები ერთი ერთზე თავიანთ უსაფრთხოებასთან“.

გულუბრყვილობაა ვეძებდეთ უკრაინული შეგნების გაორებულობის მიზეზებს ტოტალიტარიზმისგან გაქცევაში, ისევე როგორც ვუხსნიდეთ უკრაინელ „მშრომელებს“, რომ ისინი თავიანთ ძმებს ჩამოაშორეს იმისთვის, რათა უფრო ადვილად ძარცვონ ორივენი ცალცალკე. უმჯობესია იმაზე დავფიქრდეთ, თუ რატომ აძლევდნენ ჯერ კიდევ ავსტრია-უნგრეთში ასეთ უზარმაზარ მნიშვნელობას უკრაინული ენის რეფორმას, თანაც ასეთი გულმოდგინებით ეძებდნენ განსხვავებებს ტოპონიმიკაში და ახალისებდნენ თითოეულ წერტილს ი-ზე, რომელიც უკრაინულ გრაფიკას წყვეტდა რუსულისგან? რატომ იწვევდა ინტელექტუალური პატრიარქის მ. გრუშევსკის კაპიტალური ცხრატომიანი ნაშრომი («Исторія Украіны-Руси, Киів-Лвів», 1907) ჯერ კიდევ საუკუნის დასაწყისში იმ აზრს, რომ თურანულმა მოსკოვეთმა მოჰპარა კიევის ისტორია და წმ. სოფიოს ტაძრის სამღვდელო შესამოსლები არიულ უკრაინას? რატომ სდევნიდნენ და დასცინოდნენ ცენტრალური რადის პოლკის მართლმადიდებელ მღვდელმსახურს იოანე ტეოდოროვიჩს 1924 წელს კანადაში უნიატები, მისი „გმირული“ ნაციონალისტური წარსულის მიუხედავად. „იმიტომ რომ შენ არა ხარ ბერძენ-კათოლიკი, _ წერდა იგი, _ შენ არ შეიძლება იყო უკრაინელი... შენ ხარ კაცაპი, მოსკალი, წყეული სქიზმატიკოსი (ე. ი. მართლმადიდებელი _ ი. ხ.)“.

პრობლემის სათავეები მედგომარეობს ისტორიული კატოლიციზმის სიძულვილში რუსული მართლმადიდებლობისადმი, ბრესტის უნიაში, რომელმაც დრამატული გამყოფი ხაზი გაავლო ერთი ხალხის ცხოვრებაში. კიევის მოწყვეტა მოსკოვისგან, აღმოსავლელი სლავობის გაკათოლიკება შეადგენდა დასავლეთის საუკუნოვან მისწრაფებას: „ო, ჩემო რუსინებო! თქვენი მეშვეობით მე ვიმედოვნებ აღმოსავლეთის მიღწევას...“ _ მოუწოდებდა პაპი ურბან VIII მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისში. XX ასწლეულის გარიჟრაჟზე კი ვენა და ვატიკანი დაჩქარებულად ამზადებდნენ გალიციას „უკრაინული პიემონტის“ როლისთვის, გადააქცევდნენ რა რუსინებს (გალიციელების საკუთარი სახელწოდება XX საუკუნის დასაწყისამდე) უკრაინელებად, შეჰქონდათ რა სრულიად უკრაინული ერთიანობის ლოზუნგი, რომელიც მომავალ მსოფლიო ომში ავსტრიულ-გერმანული ბლოკის გამარჯვების შემთხვევაში ჰპირდებოდათ მალოროსიის მოწყვეტას რუსეთისგან. პ. ნ. დურნოვო 1914 წელში აფრთხილებდა: „მხოლოდ უგუნურს შეიძლება უნდოდეს ლათინური გალიციის შემოერთება. იგი დაკარგავს იმპერიას“. წარსულში მხოლოდ ა. ს. პუშკინის გენიამ მისი ისტორიული ალღოთი გამოიცნო, რომ ეს პრობლემა ყოველთვის მწარედ წამოიჭრება ხოლმე დასავლეთის აღმოსავლეთისკენ შემოტევისას: „ჩვენი კიევი ძველი, ოქროსგუმბათოვანი, ეს წინაპარი რუსული ქალაქებისა, დაანათესავებს კი ქარიშხლიან ვარშავასთან მთელი თავისი საფლავების სიწმინდეებს?“

მომავალი გვიჩვენებს, თუ რომელი ხაზი აჯობებს კიევის პოლიტიკაში. ჯერჯერობით კი უკრაინა გადაიქცა აშშ-ის კოლოსალური პოლიტიკური, ფინანსური ძალისხმევის მოდებისა და დემოკრატიული არშიყობის ობიექტად. ბრიტანელი თავდაცვის მინისტრი მ. რივკინი აცხადებდა, რომ უკრაინის ჩართვა ნატო-თან პარტნიორობაში უნდა იქცეს სსრკ-ის დაშლის ლოგიკურ დასასრულად. აშშ-ის კონგრესმა სტრატეგიული აქტიურობა და დაფინანსება მიზნობრივად მიმართა კიევზე, რათა ყველა საშუალებით დაესწრო ნებისმიერი ინტეგრაციული პროცესისთვის რუსეთთან, რომელიც ზ. ბჟეზინსკის მიხედვით, უკრაინასთან ერთად ისევ „იმპერიად“ ანუ ზესახელმწიფოდ გადაიქცევა. მაგრამ დასავლეთის ყველაზე უფრო სანუკვარი სტრატეგიული და იდეოლოგიური მისწრაფებების გზაზე რჩება რიგი სერიოზული დაბრკოლებებისა, რომელთა ჩამოშორებასაც აშშ ცდილობს სხვადასხვანაირი საშუალებებით.

უწინარეს ყოვლისა, ეს არის ბელორუსია _ სულაც არა ტოტალიტარულ-კომუნისტური _ ეს იარლიყი მხოლოდ საბაბია თავდასხმებისთვის, მაგრამ უაღრესად ანტიატლანტიკურად განწყობილი, აგრეთვე დემონსტრაციულად გულგრილი დასავლეთისადმი მთელ მის იდეურ ბაგაჟთან ერთად, რაც იწვევს დასავლეთის მხრიდან მის ბოიკოტსა და ისტერიულ, სრულიად უკადრის დევნას. აშკარაა, რომ საბოლოო ზეწოლას მოახდენენ დნესტრისპირეთისთვის ბოლოს მოღების მიზნით, რუსეთის ერთადერთი საყრდენი წერტილისა დუნაი-ბალკანეთის მიმართულებაზე იზმაილიდან რუსული ხომალდების წამოსვლის შემდეგ. აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფოების ნატო-ში შესვლის, აგრეთვე შიდა მაკედონური რევოლუციური ორგანიზაციიდან (შმრო) მაკედეონელი ნაციონალისტების ლიდერების აშკარა მზადყოფნის ფონზე თამაშობდნენ აშშ-ისა და ნატო-ს ინტერესებში „სერბული ჰეგემონიზმის“ საწინააღმდეგოდ, მართლმადიდებელი და ატლანტიკური დიქტატისადმი დაუმორჩილებელი სერბეთი წარმოადგენს სავსებით დაუშვებელ ხიჭვს ზურგში, და ამიტომ მის წინააღმდეგ ახდენენ აგრესიას.

ძნელია ვერ შევნიშნოთ, რომ რუსეთისა და დაუმორჩილებელი სლავი მართლმადიდებელი „ბარბაროსების“ ინტერესებზე შემოტევაში, ისევე როგორც წარსულშიც, ლათინური დასავლეთი, უწინარეს ყოვლისა კი ანგლოსაქსონური ინტერესები გეოპოლიტიკურ და სულიერ კავშირში შედიან „უფრო ცივილიზებულ“ ისლამთან. ბალკანეთში მწვანე დერეფნის გაჭრის მიზნით დასავლეთი არ შეუშინდა ევროპის ცენტრში მებრძოლი მუსლიმანური სახელმწიფოს – ბოსნიის შექმნას, მისი პრეზიდნტის ა. იზეტბეგოვიჩის სტრატეგიული მიზნის მიუხედავად _ შეიქმნას ისლამური ფედერაცია ადრიატიკიდან ჩინეთის დიდ კედლამდე. ახლა დღის წესრიგში დგას სერბეთისგან კოსოვოს მართლსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ჩამოშორების საკითხი. სერბული სახელმწიფოებრიობის აკვანი, ნემანიჩების სახელმწიფოს უძველესი მიწა-წყალი, წმ. საბა სერბის სამშობლო დასავლეთს სურს მისცეს ალბანელებს, რომლებიც 1945 წელშიც კი, მას შემდეგ რაც სერბებმა ერთ სულ მოსახლეზე ყველა ერზე უფრო მეტი დანაკლისი განიცადეს ჰიტლერული ოკუპაციის წლებში, კოსოვოში შეადგენდნენ უმცირსობას.

აშკარაა, რომ კოსოვოს ოკუპაცია _ აშშ-ის მიერ გააზრებული და შესასრულებლად მიღებული მიზანია იუგოსლავიაში მიმდინარე საქმეების ნამდვილი მდგომარობის მიუხედავად, რომელიც არ ემუქრება ნატო-ს არც ერთ წევრ სახელმწიფოს. ეს მიზანი ისე მნიშვნელოვანია აშშ-თვის, რომ იგი ამართლებს საშუალბებს – უხეშ აგრესიას სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რამაც გააუფასურა საერთაშორისო სამართალი. ეს აუცილებელია მისთვის ნატო-ს ფრონტალური გაფართოებისა და მთელი ევროპის სამხედრო-პოლიტიკური დაუფლების გზაზე დაბრკოლების მოსახსნელად, აგრეთვე სხვა მიზეზებით. დაუმორჩილებელ სლავებთან თავის ბრძოლაში აშშ იყენებს თურქეთსა და ალბანელებს და ამასთანავე იგი ისწრაფის ამ პროცესის გაკონტროლებისკენ. ეს უფრო მეტ აქტუალურობას იძენს იმის კვალდაკვალ, რაც მსოფლიო ისლამი გადაიქცევა თანამედროვე მსოფლიოს უსერიოზულეს გეოპოლიტიკურ, დემოგრაფიულ, ფინანსურ და სამხედრო ფაქტორად და აახლოებს იმ ჰიპოთეტურ მომენტს, როდესაც ისლამური სახელმწიფოები შეეცდებიან მსოფლიო ისტორიაში თავიანთი გეოპოლიტიკური მიზნების რეალიზებას დასავლელი მფარველებისკენ მიხედვის გარეშე. ამასთან „ბრწყინვალე პორტა“, რომელმაც ხუთი ათწლეული ერთგულად იმსახურა ნატო-ს პლაცდარმად რუსეთის სამხრეთ მოსადგომებზე, შეუკავებელ მისწრაფებას იჩენს ისტორიული რევანშისკენ.

ამრიგად, მსოფლიო ცივილიზაციების პირაპირზე მდებარე იუგოსლავიის დრამა, როგორც ერთ წვეთ წყალში ასახავს მსოფლიოს, მეოცე ასწლეულისა და თავისი ერის მთელ წინააღმდეგობებს. ეს არის „აღმოსავლელი ბარბაროსების“ მარადიული უგულვებლყოფა, რომელიც ძევს დასავლეთის კულტურულ-ისტორიულ შეგნებაში, მეტოქეობის სახით გადმოტანილია ქრისტიანობის ისტორიაში და განხორციელებულია ლათინობის მხრიდან მართლმადიდებლობაზე მრავალსაუკუნოვან შემოტევაში. ეს არის ღმერთის გარეშე მიწიერი სამოთხის მშენებლობის ორი რაციონალისტური პროექტის _ მარქსისტულისა და ლიბერალურის – მეტოქეობის სატირალი შედეგი. ეს არის სულიერი და გეოპოლიტიკური მეტოქეობა რუსეთის ისტორიული სახელმწიფოს დაშლის შემდეგ. ამ მიწაზე ახლა წყდება არა მხოლოდ სერბების ბედი, არამედ მსოფლიოს ისტორიული გზის ბედიც. ამიტომ დასავლეთის მიერ ფეხით გათელილი იუგოსლავია _ დღეს, როგორც არასდროს _ წარმოადგენს დიდ დერჟავას. მესამე ათასწლეულის ზღურბლზე მთელი თავისი მასშტაბით ისევ დგება მსოფლიო აღმოსავლური საკითხი და მსოფლიო დილემა „რუსეთი და ევროპა“.

* * *

ეს დილემა ახალი არ არის, „ასევე ახალი არ არის ის აღმოჩენაც, რომ სხვა ხალხები ჩვენ არ გვიცნობენ და მათ ჩვენი არ ესმით, რომ მათ ეშინიათ რუსეთის, არ თანაუგრძნობენ მას და მზად არიან სიხარულით ხვდებოდნენ ნებისმიერ მის დასუსტებას“ – სიმწრით სწერდა ივანე ილინი: „მ. ვ. ლომონოსოვმა და ა. ს. პუშკინმა პირველებმა გაიგეს რუსეთის თავისებურება, ევროპისგან მისი განსაკუთრებულობა, მისი „არაევროპულობა“. თ. მ. დოსტოევსკიმა და ნ. ი. დანილევსკიმ პირველებმა გაიგეს, რომ ევროპა ჩვენ არ გვიცნობს, არ ესმის ჩვენი და არ ვუყვარვართ. მას შემდეგ გავიდა მრავალი წელი და ჩვენ საკუთარ თავზე უნდა გამოგვეცადა და დაგვედასტურებინა, რომ ყველა ეს დიდი ადამიანი იყო შორსმჭვრეტელი და მართალი“.

ე. წ. აღმოსავლური საკითხი, რომლის პრიზმაშიც ყველაზე უფრო მრავალწახნაგოვნად ვლინდება მსოფლიო ისტორიის წინააღმდეგობების ყველა დონე და ასპქტი, ასევე მათი მამოძრავებლი ძალებიც, მთელი თავისი გოლიათური მასშტაბით მჟღავნდება XIX საუკუნის მეორე ნახევრისთვის. სახელდობრ ამ დროისთვის ძირითადად ჩამოყალიბდნენ ის მომქმედი ძალები ევროპულ ისტორიაში, რომლებიც განსაზღვრავდნენ მის შინაგან ზამბარებს. ევროპული პოლიტიკის მთავარი სუბიექტების გაფორმება, რომლებმაც დერჟავების თავიანთი როლი შეინარჩუნეს დღემდეც, ხდებოდა მანამდე ორი ასწლეულის განმავლობაში. უკვე XVII-XVIII საუკუნეებში ძირეულად შეიცვალა ევროპის მთავარი სახელმწიფოების ძალთა თანაფარდობა. ამ პერიოდის დასაწყისის ყველაზე უფრო ძლიერმა დერჟავებმა მისი დასასრულისთვის გადაინაცვლეს უკანა პლანზე. დაქვეითების მდგომარეობაში მოვიდნენ პოლონეთი, შვედეთი, ოსმალეთი. იმავე დროს დასავლეთში სწრაფად ამოდიოდა ინგლისის ვარსკვლავი, რომლიც განმსჭვალული იყო უპირატესობის პურიტანული სულისკვეთებითა და საქმიანი აქტიურობით.

უზარმაზარი მნიშვნელობის მოვლენას, რომელმაც შეცვალა ევროპაში მთელი საერთაშორისო მდგომარეობა, წარმოადგენდა რუსეთის ძლიერების ზრდა XVII-XVIII საუკუნეებში. რუსეთი იმ დროისთვის გადაიქცა უზარმაზარ იმპერიად, რომელიც განფენილი იყო ბალტიის ზღვიდან წყნარ ოკეანემდე და რომლის ტოლიც ზომებით ევროპას არ სმენოდა რომის იმპერიის დროიდან. რუსეთმა თავის დროზე განიცადა ისტორიაში მანამდე უნახავი გაჩანაგება და ნგრევა მონღოლების მიერ და თითქმის სამი ასწლეულის განმვლობაში მატერიალურდ იფიტებოდა, მაგრამ მას შემდეგ გარემომცველი მსოფლიოს გასაოცრად მაინც შეძლო განთავისუფლება ამ უღლისგან 1480 წელს ივანე III-ის დროს და მაშინვე დაიწყო ძალის მოკრება როგორც ერთერთმა ყველაზე უფრო ძლიერმა სახელმწიფომ. კ. მარქსი, რომელიც არ სწყალობდა რუსეთს, წერდა: „განცვიფრებული ევროპა, რომელმაც ივანეს მმართველობის დასაწყისში ძლივს თუ იცოდა მოსკოვეთის არსებობის შესახებ, რომელიც თათრებსა და ლიტველებს აქეთ-იქიდან ჰყავდათ მომწვდეული, გაოგნებული იყო თავის აღმოსავლეთ საზღვრებზე უზარმაზარი იმპერიის მოულოდნელი გამოჩენით, და თავად სულთანმა ბაიაზითმაც, რომლის წინაშეც ევროპა თრთოდა, პირველად მოისმინა მოსკოველის ქედმაღალი სიტყვები...“.

ისტორიული Русь-ის Россия-დ გადაქცევა დასრულდა XVIII ასწლეულის ბოლოსთვის, რაც შეადგენდა მართლმადიდებლური ცივილიზაციის ბედის საწინდარს. თავისუფალი იყო რა კულტურტრეგერული აგრესიულობისგან, რომელიც ამდენად იყო დამახასიათებელი კათოლიკური რომანულ-გერმნული სულისკვეთებისთვის, მართლმადიდებლურ ცივილიზაციას გაძლება და ფეხზე დგომა შეეძლო მხოლოდ თვითგამსხვილებისა და განსაზღვრული გეოგრაფიული მდებარეობის დაკავების გზით. ამას შეგნებულად ან ინტუიტიურად გრძნობდნენ რუსი ხელმწიფეები ალექსანდრე ნეველიდან, რომელმაც მართლმადიდებლობა გადაარჩინა ლათინობის მიერ სულიერი შთანთქმისგან, პეტრე I-მდე. პეტრე დიდი მაინცა და მაინც არ აფასებდა რუსულ თავისებურობას, მაგრამ პირველმა შეაფასა რუსეთისა და რუსი ხალხის არაჩვეულებრივი პოტენციალი და მშვენივრად იგრძნო სახელმწიფოს ახალი გეოპოლიტიკური საჭიროებები, რომელიც პარალიზებული იყო ერთის მხრივ შვედეთისა და პოლონეთის, ხოლო მეორეს მხრივ თურქეთის იმპერიის ვასალის – ყირიმის სახანოს მიერ (ოქროს ურდოს ყოფილი ულუსისა, რომელმაც დაიპყრო მართლმადიდებელი ტავრიდა).

ეს გზა გადიოდა მდ. უგრზე ბანაკად დგომაზე, ორსაუკუნოვან არეულობებსა (რუს. смута) პოლონელბის განდევნაზე მათ მიერ შეგინებული და შებილწული კრემლიდან. ამ გზაზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მართლმადიდებელი როსების – მალოროსების, ბელოროსებისა და ველიკოროსების საერთო ისტორიული ბედის აღდგენას, რამაც ისინი მოუწყვლადი გახადა ანტიმართლმადიდებლური ძალების მოწოლის (შემოტევის) მიმართ, აგრეთვე რუსების გასვლას ზღვებთან: ბალტიის ზღვის ნაპირებთან ჩრდილო-დასავლეთში, შავ ზღვასთან ყირიმში საბოლოოდ გამაგრებით _ სამხრეთში და წყნარ ოკეანესთან, რამაც დაასრულა ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის ათვისება. სწორედ რუსული სისხლით უხვად მორწყულ ამ გზეზე პოტიომკინი გახდა ტავრიელი, რუმიანცევი _ დუნაისმიღმელი, სუვოროვი _ რიმნიკელი, დიბიჩი – იმიერბალკანელი, პასკევიჩი _ ერევნელი, მურავიოვები – ყარსელი და ამურელი. ძნელია წარმოვიდგინოთ ისეთი მსოფლიო, თუკი ციმბირი და შორეული აღმოსავლეთი გადაიქცეოდა ჩინეთისა და იაპონიის ნადავლ ადგილად. რა მოუვიდოდა ევროპას, თუკი იგი, გააკათოლიკებდა რა აღმოსავლელ სლავებს, პირდაპირ შეეჯახებოდა აზიას თავიდან მონღოლი მომთაბარეების, ხოლო შემდეგ კი თურქების სახით, რომლებიც ერთხელ უკვე მიდგნენ ვენას...

რუსული კორდონის მიერ მრავალი გამაჩანაგებელი დაპყრობისგან გადარჩენილი „ცივილიზებული“ ევროპა მაინც ადვილად არ ურიგდება ამ გოპოლიტიკურ წანაცვლებებს. როგორც წერდა პუშკინი, რომელსაც გააჩნდა გასაოცარი ისტორიული ალღო: „რუსეთისთვის განსაზღვრული იყო მაღალი დანიშნულება... მისმა თვალუწვდენელმა დაბლობებმა შთანთქა მონღოლების ძალა, ბარბაროსებმა ვერ გაბედეს დამონებული რუსეთის ზურგში დატოვება და ისევ თავიანთ აღმოსავლეთის სტეპებს დაუბრუნდნენ. ევროპის მთელი შემდგომი განმანათლებლობა გადარჩენილი იყო ტანჯული და სულთმობრძავი რუსეთის მიერ. მაგრამ ევროპა რუსეთთან მიმართებით ყოველთვის იყო იმდენადვე უმეცარი რამდენად უმადურიც“.

* * *

უკვე დიდი რუსი ისტორიკოსის ს. მ. სოლოვიოვის ნიჭმა და ერუდიციამ უბიძგა და წაახალისა დაეწყოთ ამ თემის ინტერპრეტირება უფრო ფართოდ, ვიდრე ეს ესმოდათ XIX საუკუნის მეორე ნახევრის პოლიტიკურ ტერმინოლოგიასა და დიპლომატიურ ლექსიკონში – მხოლოდ როგორც საკითხი შავი ზღვის სრუტეებისა და თურქული უღლისგან გასანთავისუფლებლად მებრძოლი სლავური და ბერძნული ტერიტორიების ბედის შესახებ. მან უწოდა მსოფლიო აღმოსავლური საკითხი ევროპასა და აზიას, „ევროპულ და აზიურ სულისკვეთებას“ შორის ათასწლეულების მანძილზე განფენილ ისტორიულ მეტოქეობას. მისმა პანორამულმა შეხედულებამ ისტორიაზე საშუალება მისცა გაეცნობირებინათ და შეეგნოთ, რომ ცივილიზაციების ბრძოლა და მეტოქეობა შეადგენდა მსოფლიო ისტორიის მნიშვნელოვან მამოძრავებელ ძალას.

დასავლეთში „მსოფლიო აღმოსავლური საკითხის“ გაცნობიერება თავისებურად გამოვლინდა კლასიკურ გეოპოლიტიკაში, რომელმაც მიუთითა „დიდი სივრცეების“ ურთიერთ შეკავებისა და მეტოქეობის ისტორიულ კანონზომიერებაზე. საკუთრივ ტერმინი გეოპოლიტიკა შემოიტანა შვედმა მეცნიერმა – პანგერმანისტმა რ. ჩელენმა. კლასიკური შემუშავებები დაკავშირებულია ისეთი კლასიკოსების ნაშრომებთან, როგორებიც არიან კ. რიტერი, ფ. რატცელი, ჰ. მაკკინდერი, კ. ჰაუსჰოფერი. სახელდობრ, ფ. რატცელის ანთროპოლოგიურმა და პოლიტიკურ-გეოგრაფიულმა შეხედულებებმა შეადგინეს ის „მკვებავი ბულიონი“, რითაც გამოიზარდა XX საუკუნის გეოპოლიტიკა. ყველა განსხვავების მიუხდავად, ეს მეცნიერები მთლიანობაში მიეკუთვნებოდნენ გეოგრაფიული დეტერმინიზმის სკოლას და მნიშვნელოვან წილად ამოდიოდნენ სახელმწიფოების-ორგანიზმების გადარჩენისთვის ბრძოლიდან.

საინტერესოა, რომ კლასიკური გეოპოლიტიკისა და ჰ. მაკკინდერის სქემების ტერმინოლოგიაში, რომელთა საფუძველზედაც ბევრწილად ახორციელებენ დასავლეთის მიერ რუსეთის შეკავებას – კონტინენტ ევრაზიას უწოდებენ მსოფლიო კუნძულს, რომელზე კონტროლიც უზრუნველყოფს მსოფლიო ბატონობას. ევროპისა და აზიის სამხრეთ საზღვარი ცენტრით თითქმის ტავრიდაში განსაზღვრულია როგორც დედამიწის გული – ჰართლენდი. და ის, ვინც აკონტროლებს ამ გულს, ფლობს მსოფლიო კუნძულის გასაღებს. ეს განყენებული აბსტრაქცია გამოხატავს ისტორიის განსაზღვრებისადმი წმინდა ნატურალისტურ მიდგომას და სულაც არ შეუძლია მისი მთელი მამოძრავებელი ძალების ახსნა, მაგრამ ისიც არაერთხელ გამოვლენილა ბედის ნებით დედამიწის გულში აღმოჩენილი ხალხების, უწინარეს ყოვლისა რუსეთის, ბრძოლასა და ურთიერთმოქმედებაში, სხვათა შორის ისევე, როგორც XIX საუკუნის პრობლემაც – ბრძოლა შავი ზღვის სრუტეებზე კონტროლისთვის.

ასეთი გეოპოლიტიკა ნაწილობრივ შესაძლებელია დავახასიათოთ როგორც სოციალ-დარვინიზმის გამოვლნა. დარვინიზმი, არცთუ შემთხვევით, წარმოადგენს პურიტანიზმის ანგლოსაქსონური სულისკვეთების ნაშიერს მის მიერ ადამიანების დაყოფით გადასარჩენად (სულის საცხონებლად) წინასწარ განკუთვნილებად და არ განკუთვნილებად. მსოფლიო ისტორიის მამოძრავებელი ძალების დომინირებული ნატურალისტური განმარტება კარგავდა მისი რელიგიურ-ფილოსოფიური მოტივების გაგებას და მის ქრისტიანულ განმარტებას, ადამიანის თავისუფალი ნების როლს.

გეოპოლიტიკური დაპირისპირებების სისტემური კომპლექსური ანალიზის პირველი მცდელობის ჩამტარებელი გეოპოლიტიკოსი უდაოდ იყო ნ. ი. დანილევსკი, ვის სახელსაც განზრახ აჩუმათებენ ოპონენტები მთელი რიგი მიზეზების გამო. სწორედ აღმოსავლური საკითხის კვლევაზე დაუდო მან საფუძველი რუსული გეოპოლიტიკის სკოლას და, პირობით რომ ვთქვათ, გეოპოლიტიკურ სოციოლოგიას, რომელშიც გაიჟღერეს ისეთმა სახელებმა, როგორებიცაა ვ. ი. ლამანსკი, დ. ი. მენდელეევი, ვ. პ. სემიონოვ-ტიან-შანსკი. დანილევსკის ნაშრომებთან სულისკვეთებით ახლოსაა გამოჩენილი მოაზროვნის კ. ლეონტიევის, მსოფლიო ფილოსოფიური აზრის მიერ ამ ჯერ კიდვ ვერგაგებული პრინციპული იდეური კონსერვატორის ნაშრომები.

ნ. ი. დანილევსკის კალამს მიეკუთვნება აღმოსავლური საკითხის თემის ნამდვილად მშვენიერიცა და ორიგინალური განმარტებაც, რომელიც მან ყველაზე უფრო ფართო ისტორიულ-ფილოსოფიურ კონტექსტში საფუძვლიანად გადმოსცა წიგნში „რუსეთი და ევროპა“ და წერილში „ვაი გამარჯვებულებს“. დღემდე ძნელია აღმოსავლური საკითხის მისეული შთამბეჭდავი განმარტების უარყოფა. დანილევსკი წავიდა ს. მ. სოლოვიოვზე კიდევ უფრო შორს, რომელმაც მხოლოდ აღნიშნა ცივილიზაციების მეტოქეობა და სამართლიანად მიუთითა მასთან რუსეთის განსაკუთრებულობისა და ევროპისადმი მისი სიღრმისეული დაპირისპირების გაცნობიერებულობის არარსებობის შესახებ.

აღმოსავლური საკითხი _ ეს არის დასავლეთის დამოკიდებულება რუსეთისა და სლავობისადმი როგორც მსოფლიო ისტორიისა და კულტურის განსაკუთრებული მოვლენების მეტოქეობის აზრით, ამასთან თითოეულ ამ ტიპს გააჩნია მსოფლიო-ისტორიული ხასიათის მნიშვნელობა. ეს არის მისწრაფებები, რომლებიც ვლინდება გეოსტრატეგიულ, პოლიტიკურ, რელიგიურ-ფილოსოფიურ, სოციალურ-ყოფით, ეთნიკურ და კულტურულ დონეებზე. საკუთრივ მხოლოდ ყოველივე ეს ერთად აღებული უნდა შეადგენდეს კიდეც მომწიფებულ ცნებას გეოპოლიტიკა, რომელიც თავისუფალი იქნება გეოგრაფიული რეალიების აბსოლუტიზმისგან, რაც დამახასიატებელია გეოპოლიტიკის დასავლური სკოლისთვის, და ტოტლური ცივილიზაციური და გეოგრაფიული ნიჰილიზმისგან, რაც დამახასიათებელია ისტორიული მატერიალიზმისთვის. გეოპოლიტიკა _ ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური გეოგრაფია, ე. ი. სწავლება ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ერთეულების ან „დიდი სივრცეების“ ჩამოყალიბებასა და ქცევაზე გეოგრაფიული რეალიების განმსაზღვრელი გავლენის შესახებ.

სამწუხაროდ დანილევსკის იდეის ინტრპრეტაციას ბევრწილად ტონი მისცა ვ. სოლოვიოვის მიერ ბროქჰაუზისა და ეფრონის ენციკლოპედიურ ლექსიკონში გამოქვეყნებულმა წერილმა, რომელშიც მან დანილვსკი წარმოადგინა პანსლავიზმისა და რუსული ნაციონალიზმის იდეოლოგად. ამიტომ სავსებით ახსნადია ის ერთსულოვნება, რომლითაც მის მემკვიდრეობას აი უკვე 150 წლის განმავლობაში იგნორირებას უკეთებენ და ამცირებენ ყველა ჯურის ძველი და ახალი „ზოგადადამიანები“ (რუს. «общещеловеки»). სამშობლოსადმი სიყვარული და ჯანსაღი ეროვნული პოლიტიკის ქადაგება ხომ სწორედ ის საკითხებია, რომელთა თავად დაყენებაც კი, გუშინდელი და დღევანდელი ლიბერალების აზრით, მუქარას უქმნის „რუსული განათლებული საზოგადოების საუკეთესო ტრადიციებს“. დანილევსკის ისტორიული კონცეფცია _ მისი წიგნის ორგანიციზმი და ძალა ძლიერ ეწინააღმდეგებოდა ყოვლადერთობის სოლოვიოვისეულ კონცეფციას, რამაც ფილოსოფოსი აქცია „რუსეთისა და ევროპის“ გააფთრებულ და, სამწუხაროდ, არაკეთილსინდისიერ ოპონენტად, ვინაიდან მან დანილევსკი დაადანაშაულა კიდეც გერმანელი საშუალო ისტორიკოსის რიუკერტის აზრების სესხებაში.

დანილევსკის სახელი უწინარეს ყოვლისა დაკავშირებული უნდა იყოს სულაც არა მითიურ პანსლავიზმთან, არამედ გეოპოლიტიკის ცნებასთან. თავები სლავური ერთიანობის შესახებ ბევრწილად ემყარება იდეალურ არგუმენტებს და წარმოშობს ნაკლებად განხორციელებად აგებებს (მოწყობებს), თუმცა კი თეორიულად გამართლებულსა და რაიმენაირად მაინც სასარგებლოს. პროგნოზები პანსლავიზმის სფეროდან არსებული დაბრკოლებების გამო ვერ გამართლდა იმ ხარისხად, როგორც დანილევსკის შორსმჭვრეტელური ანალიტიკური დასკვნები და წინასწარმეტყველებები სხვა სფეროებში.

ნ. ი. დანილევსკის წიგნის „რუსეთი და ევროპა“-ს გამო ვ. სოლოვიოვთან მკვეთრ პოლემიკაში ნ. სტრახოვი სიმწრით წერდა რუსეთის მედასავლეთეებზე, რომლებიც სამშობლოსადმი თავიანთ მტრობაში ევროპელებსაც კი აღემატებოდნენ (იმ ევროპელებს, რომლებსაც ბავშვობიდანვე აშინებდნენ დონელი კაზაკებით და რომლებსაც რუსეთი წარმოუდგებოდათ დაუძლეველი სიმძლავრისა და ყრუ ბარბაროსობის მითიური სახით), ვერ ხვდებოდა რა, თუ „რატომ ვშიშობთ ჩვენ ევროპის გამო, და რუსეთის გამო კი მცირეოდენი შიშიც არ გაგვაჩნია... როდესაც დანილევსკი ლაპარაკობდა ორ ტიპს შორის მომავალი ბრძოლის შესახებ, მაშინ იგი სახელდობრ გულისხმობდა, რომ სწორედ ევროპა წამოვა რუსეთზე შემოსევით, კიდევ უფრო მრისხანეთი და ერთსულოვნით... (ვიდრე ეს იყო 1812 წელს ნაპოლეონის დროშებ-ქვეშ რუსეთზე ლაშქობისას _ ი. ხ.) დანილევსკის მზერის წინაშე მომავალში ევროპელთა მილიონები მათი გასაოცარი თოფებითა და ზარბაზნებით მოძრაობდნენ სლავობის დაბლობებზე... იგი ხედავდა, რომ მომავალში სლავებს მოუწევთ ისეთი განსაცდელების გადატანა... რომელთა წინაშეც არაფერია ბოროდინოს ბრძოლა და სევასტოპოლის დარბევა...“. ქსენია მიალომ მახვილგონივრულად შენიშნა: ვინ არ ამოიცნობს ამ ხილვაში 1941 წელს? და შესაძლოა 1992-1993 წელსაც ბოსნიაში და 1998-1999 წელს კოსოვოს ველზე?

დანილევსკი მიუთითებდა მსოფლიო ისტორიის სიმძიმის ცნტრის გარდაუვალ გადმონაცვლებაზე სლავობისა და ლათინობის შეხების პირაპირზე, რაც ბრწყინვალედ მართლდება უკვე ერთნახევარი საუკუნის განმავლობაში, და მშვენივრად გააშიშვლა ასეთი მსოფლიო დაპირისპირების ჭეშმარიტი მიზეზები, რომლებსაც გარკვეულ მომენტმდე ნიღბავდნენ თურქეთის იმპერიის არსებობით. სანამ რუსეთსა და ევროპას შორის „იდგა თურქული ფანტასმაგორია“, მანამდე ეს მიზეზები შესაძლო იყო ვერც კი შემჩნიათ, ხოლო როდესაც „აჩრდილი გაიფანტა, და ნამდვილი მტრები ერთიმორის პირისპირ დადგნენ, ჩვენ უკვე აღარაფერი დაგვრჩენოდა, თუ არა ის, რომ სინამდვილისთვის პირდაპირ თვალებში ჩაგვეხედა“.

რუსეთის მისწრაფებები გადაწყვიტოს წინააღმდგობები ვიწროდ გაგებულ აღმოსავლურ საკითხში ევროპულ სისტემაში შესვლის გზით _ უპერსპექტივოა. ვინაიდან ნამდვილი მსოფლიო აღმოსავლური საკითხი ასახავს ათასწლეულის წინ დაწყებულ დასავლეთის მიერ მართლმადიდებელი რუსეთის სიღრმისეულ მტრობას მის ორ ჰიპოსტასში: როგორც სიძულვილი ბიზანტიური მემკვიდრეობის მატარებლისა, მაგრამ ამასთან ერთად დასავლეთის მიმართ მთლიანობაში თანაზომადი გეოპოლიტიკური ძალის; და ისტორიული პიროვნებისა მსოფლაღქმის (რუს. мироздание) უნივერსალური აზრის საკუთარი ძიებით _ დაბრკოლებისა ღმერთის მიერ ბოძებული მსოფლიოს (სამყაროს) მრავალფეროვნების განადგურების გზაზე, რომელიც თანდათანობით გადაიქცევა დასავლეთის კულტურულ და ეკონომიკურ პროვინციად.

ანტაგონიზმი რუსეთსა და დასავლეთს შორის დანილევსკის მიხედვით – არის ობიექტური „უზარმაზარი ისტორიული პროცესი, რომლის მსვლელობისას წყდება საკითხი იმის შესახებ, რომ სლავური ტომი – არიული ოჯახის წევრი... – უნდა რჩებოდეს ევროპის უბადრუკ დანამატად, ასე ვთქვათ კუდში მაჩანჩალად, თუ თავის მხრივ შეიძინოს მსოფლიოს გამორჩეული სახელმწიფოს მნიშვნელობა (რუს. миродержавное значение) და საკუთარი ბეჭედი დაუსვას მთელ პერიოდს“. ეს ანტაგონიზმი განისაზღვრება რუსეთის სლავობით, ე. ი. რომანულ-გერმანული კულტურულ-ისტორიული ტიპისადმი მდგრადი საპირისპიროობითა და ამ ტიპების განვითარების განსხვავებული სტადიით, მართლმადიდებლობისა და ლათინური კათოლიციზმის დაპირისპირებით, აგრეთვე ანგლოსაქსონელთა მისწრაფებით აზიის თავიანთი გავლენისადმი დაქვემდებარებისკენ. ამასთან მთელი ეს წინააღმდეგობები „შესანიშნავი სახით იხლართება ერთმანეთში ერთ კვანძად ბოსფორში, დარდანელსა და კონსტანტინოპოლში“.

დანილევსკიმ გენიალურად შენიშნა კიდევ ერთი კანონზომიერება _ დასავლეთის აუცილებელი შემოტევა აღმოსავლეთზე, ანუ სლავობასა და რუსეთზე საკუთრივ დასავლეთის საშინაო ურთიერთობებში ჩაწყნარების ხანგრძლივი პერიოდების შემდგომ, ხოლო ეს ჩაწყნარებები ემსახურება ძალების დაგროვებას დასავლეთევროპული კულტურულ-ისტორიული ტიპის მიერ, რომლებსაც შემდგომში იგი ყოველთვის მომართავს აღმოსავლეთზე. აქედან დასკვნა, რომ ევროპასა და რუსეთს შორის წინააღმდეგობების გადაჭრის მცდელობა შიდაევროპულ კოალიციებში რუსეთის ჩათრევისა და ევროპის ნაწილად მისი გდაქცევის გზით ცრუა და ფიასკოსთვის არის განწირული. ჯერ ერთი, არ შეიძლება უფრო დიდის ინტეგრირება უფრო მცირეში, ამის გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ ამ დიდის დანგრევისა და შემცირების შემდგ. (სსრკ-ის ბედი, იალტა და პოტსდამი _ საზღაურია „რუსეთის“ ადგილისთვის გორბაჩოვ-სახარევისეულ საერთო ევროპულ სახლში.)

ნაპოლეონის არმიის განადგურების შემდეგ, რომელშიც რუსეთმა არა მხოლოდ მოიგერია „ათორმეტი ენის“ შემოსევა, არამედ თავის-და ჭირად სისხლიც დაღვარა ევროპისთვის, დასავლეთი იგროვებდა ძალებს რამდენიმე ათწლეულის განმავლბაში ომების გარეშე. ამას შემდეგ მოჰყვა ყირიმის ომი, სადაც ქრისტიანული ევროპა, შევიდა რა კავშირში „მოწინავე და ცივილიზებულ“ ოსმალეთის იმპრიასთან, შეეცადა შეემცირებინა „ბარბაროსული“ რუსეთის მეტად გაზრდილი გავლენა. აღმოსავლური საკითხი იმატებდა სიმწვავეს. სანამ სფრანგეთი, ავსტრია და გერმანია ურთიერთშორის წყვეტდნენ სადაო საკითხებს, რუსეთს არაფერი არ ემუქრებოდა, და მან შესძლო კიდეც თავისი პოლიტიკური პოზიციების აღდგენა _ „შავი ზღვის ნეიტრალიტეტის“ გაუქმება.

მაგრამ მთელი ევროპული დავები დაივიწყეს იმისთვის, რათა ბერლინის კონგრესზე „კვლავ აღედგინათ“ დაბრკოლებები აღმოსავლური საკითხის თურქული ნაწილის გდაწყვეტის გზაზე, რომლებიც რუსული ხიშტებით იქნა დანგრეული 1876-1878 წლებში. დასავლეთ ევროპისთვის მორიგი მშვიდობიანი სამი ათწლეულის შემდეგ მისი ძალა კვლავ შემობრუნდა აღმოსავლეთზე _ ბოსნიის კრიზისი, პროვოკაციები ბალკანეთის ომისთვის და, ბოლოს, პირველი მსოფლიო ომი. ვერსალის შემდეგ ასევე დგება ორი მშვიდობიანი ათწლეული. შემდეგ ანგლოსქსონური ინტერესების-მიერი ხელის შეშველებით (ნებაზე მიშვებით) გამოზრდილი გერმანული ფაშიზმი კვლავ შემობრუნდება აღმოსავლეთისკენ. საბჭოთა არმიის მიერ გადარჩენილი ევროპა იალტისა და პოტსდამის შემდეგ მშვიდობიანად ცხოვრობს ხუთ ათწლეულს, და იგროვებს ერთობლივ სამხედრო-ეკონომიკურ, ასევე იდეოლოგიურ ძლიერებას ახალი ნახტომისთვის რუსეთისა და სლავობის წინააღმდეგ. დანილევკისეული ანალიზი მთლიანად დასტურდება XX საუკუნის მოვლნებით.

„რუსეთი და ევროპა“ გვეხმარება გავიგოთ, თუ რატომ არის დასავლეთევროპული ისტორიოგრაფია ასე ერთსულოვანი რუსეთისადმი მტრობაში, ამასთან მარქსიზმის კლასიკოსებს აქ შეუზლიათ რუსეთისადმი სიძულვილში შეეჯიბრონ ყველაზე უფრო ოდიოზურ „ბურჟუაზიულ“ ავტორებს, რომლებიც ყირიმის ომის წლებში კედლებზე აკრვდნენ ყალბ საბუთებს რაღაც „პეტრე I-ის ანდერძის“ მსგავსს. მსოფლიო აღმოსავლური საკითხი უკვე XVIII ასწლეულიდან ვლინდება არა მხოლოდ სახელმიფოთა პოლიტიკაში, არამედ ისტორიული პროცესების გააზრებაშიც. ი. გ. ჰერდერი წერს „საზიზღარი ბიზნტიური ისტორიისა“ და (სასულიერო და საერო) ხელისუფლბათა სიმფონიის როგორც „ორთავიანი ურჩხულის“ შესახებ. ჰეგელი მხოლოდ დასავლეთს ანიჭებს უფლებას „თავისუფლად ქმნიდეს (აშენებდეს) მსოფლიოში სუბიექტური შემეცნების საფუძველზე“, ვერ ჰპოვა რა მის გარდა „მსოფლიო ისტორიული ხალხები“. XIX საუკუნის მეორე ნახევარში ეს ბრძოლა ღებულობს საკმარისად აშკარა ხასიათს.

რუსეთის გადაქცევამ უზარმაზარ და დასავლეთისთვის უცხო გეოპოლიტიკურ და ისტორიულ სიდიდედ XIX-XX ასწლეულების დასავლურ ისტორიოგრაფიაში წარმოშვა მთელი რუსული ისტორიისა და პოლიტიკის უკიდურესად მტრული ინტერპრეტაცია. მყვირალა პუბლიცისტიკის აკადემიური ნაშრომებისგან მთელი განსხვავების მიუხედვად, ერთისთვისაც და მეორისთვისაც დამახასიათებელია მითებისა და კლიშეების მთელი რიგი. ეს არის რუსეთისთვის მონოპოლიის მიწერა აგრესიულობაზე, რუსული ბარბაროსობისა და რეაქციულობის მუდმივი თემა, აგრეთვე რუსეთის საგარეოპოლიტიკური წარმატებების შემთხვევითობის თემაც იმ უცხოელების წყალობით, რომლებიც იმყოფბოდნენ რუსეთის სახელმწიფო სამსახურში. თუკი ბრიტანული მეცნიერებისთვის დამახასიათებელია რუსეთის დადანაშაულება ექსპანსიაში თვით ჰიმალაების გავლით ჯარების გაგზავნით (!) ინდოეთის დაპყრობის მიზნამდეც, გერმანულ ისტორიოგრაფიაში დომინირებს ლეგენდა უცხოელების, ძირითადად გერმანელების, როლის თაობაზე, რაც მოწოდებულია დაასაბუთოს თეზისი იმის შესახებ, რომ თავად რუს ხალხში, როგორც არა-ისტორიულ სლავობაში არ შეიძლებოდა ყოფილიყო ძალები ძლიერი და სიცოცხლისუნარიანი სახელმწიფოს დამოუკიდებლად შექმნისთვის. ეს უკანასკნელი თეზისი წარმოადგენს არა მხოლოდ სრულ ინსინუაციას, არამედ თავადაც თავისი დასმის მიხედვით ცრუა.

XVII-XVIII საუკუნეებში და უფრო გვიანაც დიპლომატიურ სამსახურში უცხოელების მიწვევა გავრცელებული მოვლენა იყო თითქმის ყველა აბსოლუტური მონარქიის კარზე. ეს სწორედ რომ დასავლური სამყაროს მოვლენაა, რაც დაკავშირებულია ამ სახელმწიფოების ფეოდალურ თავისებურებებთან, როდესც მეფეები უფრო მეტად ენდობოდნენ უცხოელებს, ვიდრე საკუთარ მსხვილ არისტოკრატიას, რომელიც ინარჩუნებდა თავის ოლიგარქიულ მისწრაფებებს. XVII ასწლეულის რუსული თვითმპყრობელობა სწორედ რომ წარმოადგენს გამონაკლისს, რადგანაც ამ საუკუნის ყველა მისი თვალსაჩინო დიპლომატი გახლდათ რუსული წარმოშობისა. პეტრე დიდის დროსაც რუსეთის ყველა უმსხვილესი დიპლომატი მიეკუთვნებოდა ქვეყნის საკუთარ ძველ ან ახლადგამომცხვარ ზედაფენას – დიაკონი უკრაინცევი, ბ. კურაკინი, თ. გოლოვინი, გ. გოლოვკინი, ი. შერემეტიევი, ა. მენშიკოვი. გამონაკლისს შესადგენდნენ მხოლოდ შაფიროვი, ბრიუსი და ოსტერმანი. ასევე ელისაბედ პეტრეს ასულის დროსაც დიპლომატიური სკითხების მმართველობა იმყოფებოდა თავად ა. ჩერკასკის, გრაფ ა. ბესტუჟევ-რიუმინისა და გრაფ ვორონცოვის ხელში. ეკატერინე II-ის დროს რუსული დიპლომატიის ბრწყინვალე წარმატებები განახორციელეს თავად მან და მისმა უახლოესმა თანაშემწებმა ძველი და იმპერატრიცის მიერ ახლად შექმნილი თავადაზნაურობის წრიდან _ ნ. პანინი, გ. პოტიომკინი, ა. ბეზბოროდკო, ს. ვორონცოვი, ამასთან ეკატერინე გავლენიან პოსტებზე არ უშვებდა პირებს პეტრე III-ის ყოფილი გარმოცვიდან.

ალექსანდრე I და ნიკოლოზ I მართლაც იყენებდნენ ბალტიისპირელ გერმანელებს იმპერიის უმაღლესი დიდებულების წრიდან. არ უნდა გვავიწყდებოდეს, რომ რუსეთი ნამდვილად იყო იმპერია ამ სიტყვის საუკეთესო აზრით – მან შემოიკრიბა ბევრი ხალხი და ნამდვილად მათი ინტეგრირება მოახდინა თავის სახელმწიფო სისტემაში. დასავლური იმპერიებისგან განსხვავებით, რომლებმაც პრაქტიკულად პირისაგან მიწისა აღგავეს დაპყრობილი ხალხები, რუსეთი არ აღგვიდა ადგილობრივ ადათებს, არც ძალით ახვევდა თავს რუსულ ენას, ადგილობრივი არისტოკრატია გადააქცია თავისი უმაღლესი წოდებისა და მმართველი კლასის სრულუფლებიან ნაწილად (1). ეს ადამიანები, კერძოდ ოსტზეელი თავადაზნაურობა იყვნენ სამშობლოსა და ხელმწიფის ყველაზე უფრო ერთგული მსახურები და გამოირჩეოდნენ უკიდურესი კონსერვატულობით, ბევრი რუსი არისტოკრატისგან განსხვავებით. რომლებიც 1815 წელს პარიზში დასნეულდნენ მასონური იდეებით.

ნამდვილად 1854 წელს ოსტზეელ გერმანელებსა და უცხოელებს 163 საზღვარგარეთული თანამდებობა ეკავათ 201-დან. ნესელროდე, ლივენი, ბრუნოვი, მაიენდორფი, ბუდბერგი თვალსაჩინო როლს თამაშობდნენ დიპლომატიურ სამსახურში. მაგრამ სწორედ მათ დროზე მოდის პერიოდი განსაკუთრებული დიპლომატიური წარმატებების გარეშე და ყირიმის დამარცხება, სამაგიეროდ არცთუ მცირე ძალისხმევა რევოლუციებთან ბრძოლაში, რისთვისაც მათ დიდი მადლობა. მაგრამ ეს დასავლურ-ლიბერალური ისტორიკოსების თვალში უფრო უარყოფითი უნდა იყოს, და არა დადებითი.

დროა ყურადღება მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ ტოტალური ნიჰილიზმი რუსულ ისტორიულ ყოფიერებასთან მიმართებით დამახასიათებელი იყო დასავლური საზოგადოების ყველა ფენისთვის სამეფო კარის ისტორიკოსებიდან, ლიბერალებამდე და მარქსისტებამდე, რაც ადასტურებს მხოლოდ თავად რუსეთის ისტორიული ფენომენისადმი მათი სიღრმისეული მტრობის ფაქტს. მარადიული დასავლური ფობიები მართლმადიდებლობასა და რუსეთთან მიმართებით, იმოსებოდა სხვადასხვანაირ სამოსელში, მაგრამ ერთიანი იყო პაპისეული რომისა და ვოლტერისთვის, დე კიუსტინისა და კ. მარქსისთვის, ვ. ლენინისთვის ლ. ტროცკისთან ერთად, ასევე მოსკოველი ლიბერალების კერპის ა. სახაროვისთვის _ „ცარიზმი“, „რუსული იმპერიალიზმი“, ფილოთეოსელობა, ბიზანტიური სქიზმა, ვარიაგების ბარბაროსობა და მონობისადმი სიყვარული.

რუსული ისტორიისა და XIX ასწლეულის რუსეთის საგარეო პოლიტიკის ასეთ ნიჰილისტურ ინტერპრეტაციაში უდაო ლიდერებს წარმოადგენენ მარქსიზმის კლასიკოსები, რომელთა ნაშრომებზეც აღიზარდა ლენინი, რომელიც გარიცხულ იქნა უნივერსიტეტიდან და დაკავებული იყო ტენდენციური თვითგანათლებით (სტალინი სწავლობდა სასულიერო სემინარიაში და კარგად იცოდა ლათინობის ისტორიული გზის რელიგიურ-ფილოსოფიური საფუძვლები). მსოფლიო რევოლუციის იდეა, რომელიც ამ დროისთვის გაფორმებულ იქნა სამეცნიერო-პრაქტიკულ თეორიად, შესაძლოა ჩავთვალოთ აღმოსავლური საკითხის – მართლმადიდებლობისა და მისი მატერიალიზებული ძალის – მართლმადიდებლური რუსული სამეფოს წინააღმდეგ ბრძოლის ერთერთ ასპექტად. ჯერ კიდევ 1848 წელს ენგელსმა უკვე ჩამოაყალიბა, რომ „რევოლუციას ჰყავს მხოლოდ ერთი ნამდვილად საშიში მტერი – რუსეთი“.

მარქსი და ენგელსი მთლიანად იზიარებდნენ რუსული პოლიტიკის დამამცირებელ შეფასებებს და ანტირუსულ პროპაგანდაში არგუმენტებს სესხულობდნენ ინგლისური გამოცემებიდან, სადაც ამტკიცებდნენ, რომ ინგლისმა ინდოეთიც კი მხოლოდ იმისთვის დაიპყრო, რომ იგი რუსეთისგან დაეცვაო. „კლასიკოსების“ ნაშრომებში გამოვლინდა XIX საუკუნის დასავლური აზროვნების ყველა ის დინება და ტენდენცია, რომლებსაც უნდა ჩამოეყალიბებინათ ანტირუსული სულისკვეთება: მესამეწოდებისეული და ლუმპენური სიძულვილი სახელმწიფოებრიობის არისტოკრატული საწყისისადმი და მეფეებისადმი (ხალხში – გლეხობაში იერარქიის მიმართ არსებული მოწიწებისგან განსხვავებით), უმაღლესი ხელისუფლებისა და კრებსითობის პრინციპის რელიგიური საფუძვლების უარყოფა, ღია სიძულვილი მართლმადიდებლობის როგორც ქრისტიანული სარწმუნოების განხორციელებისადმი, სახეზე გვაქვს ინგლისში მომუშავე მარქსის ანგლოსაქსონურ საგარეოპოლიტიკურ პროპაგანდაზე დამოკიდებულება. ძლიერია გერმანული კლასიკური ფილოსოფიის გავლენაც, რომელიც მხოლოდ დასავლეთის ხალხებს აკუთვნებს მსოფლიო ისტორიის შემოქმედთა როლს.

სლავების უგულვებელყოფა და მათდამი დამცინავი დამოკიდებულება, მათი გაერთიანების წინაშე შიში ყოველთვის ღიად ვლინდება ენგელსთან. ნაშრომში „რევოლუცია და კონტრრევოლუცია გერმანიაში“ (1852 წ.) ენგელსი ხატავს საშინელ სურათს – აღმოჩნდა, რომ ცივილიზებულ ერებს ემუქრება მთელი სლავობის გართიანების შესაძლებლობა, რომლებმაც შესაძლოა გაბედონ „განდევნონ ან გაანადგურონ დაუპატიჟებელი სტუმრები... თურქები, უნგრელები, და, უწინარეს ყოვლისა, საძულველი გერმანელები“. პანსლავიზმი, რომლის სათავეშიც ვითომდა იდგა რუსული თვითმპყრობელობა, წარმოადგენდა იმ კოშმარს, რომელიც სტანჯავდა ენგელსს, კოალიციის კოშმარის მსგავსად, რომელიც, თავის მხრივ, სტანჯავდა ბისმარკს.

„ეს არის უაზრო (ახირებული) ანტიისტორიული მოძრაობა, რომელმაც მიზნად დაისახა არც მეტი, არც ნაკლები, თუ არა ცივილიზებული დასავლეთის ბარბაროსული აღმოსავლეთისადმი, ქალაქის სოფლისადმი, ვაჭრობის, მრეწველობისა და სულიერი კულტურის _ სლავი ყმა-გლეხის პრიმიტიული მიწათმოქმედებისადმი დაქვემდებარება“ – გაიძახოდა კლასიკოსი. „მაგრამ ამ უაზრო თეორიის უკან იდგა მრისხანე სინამდვილე რუსეთის იმპერიის სახით _ იმ იმპერიისა, რომლის თითოეულ ნაბიჯშიც კი ვლინდებოდა პრეტენზია განეხილა მთელი ევროპა როგორც სლავური ტომის მონაპოვარი და, განსაკუთრებით, მისი ერთადერთი ენერგიული ნაწილის – რუსებისა; ... იმ იმპერიის, რომელსაც უკანასკნელი 150 წლის მანძილზე არც ერთხელ არ დაუკარგავს თავისი ტერიტორია, არამედ მუდმივად აფართოებდა მას ყოველი... ომის შემდეგ. ხოლო ცენტრალურმა ევროპამ კი კარგად იცის ის ინტრიგები, რომელთა მეშვეობითაც რუსული პოლიტიკა მხარს უჭერდა ახლადგამომცხვარ პანსლავისტურ თეორიას...“. თავად ნიკოლოზ I-ის აზროვნებაცა და პოლიტიკაც, რომელიც წმინდად იცავდა ლეგიტიმიზმის პრინციპსა და 1815 წლის ვენის სისტემას, მით უმეტეს მისი კანცლერის კ. ნესელროდესი, რომელიც ყველაზე უფრო მეტად აფასებდა ურთიერთობებს თავად მეტერნიხთან, ამდენადვე დაშორებული იყო მათთვის მიწერილი ასეთი მიზნებისგან.

მაგრამ არა მხოლოდ რუსი მეფეების მითიური პანსლავიზმი იწვევდა ფ. ენგელსის რევოლუციურ აღშფოთებას. „კლასიკოსის“ არანაკლებ მრისხანე მკვახე პასუხი მოჰყვა მიხეილ ბაკუნინის „დემოკრატიულ პანსლავიზმსაც“. ბაკუნინის იდეა დასავლეთევროპული და სლავური რევოლუციური ნაკადების ნამდვილად ზოგადევროპულ რევოლუციაში ბუნებრივი ორგანული შერწყმის შესახებ ენგელსისთვის წარმოადგენდა კრამოლურ იდეას. ბაკუნინმა გაბედა ჩაეთვალა, რომ სლავებს შეეძლოთ ღირსეული მონაწილეობის მიღება რევოლუციური ევროპის გამარჯვებისთვის ბრძოლაში, რომელშიც მათ საერთოდ არ უთმობდნენ ადგილს.

თავის წერილში ახალი რაინული გაზეთის მიზნების შესახებ ენგელსმა მეტად გამოიჩინა თავი პოლემიკაში ეროვნული საკითხის გამო, მიუთითა რა, რომ უახლოეს მსოფლიო ომში პირისაგან მიწისა აღიგვებიან არა მხოლოდ „რეაქციული კლასები და დინასტიები, არამედ მთელი რეაქციული ხალხებიც“, რაც „ასევე პროგრესული იქნება“. ინტერნაციონალიზმის კლასიკოსი სლავებს თვლიდა იმ ხალხებად, რომლებიც „სიცოცხლისუუნარონი არიან და ვერასდროს ვერ შეძლებენ რაიმენაირი დამოუკიდებლობის შეძენას“. მათ ვითომდა „არასდროს არ გააჩნდათ თავიანთი საკუთარი ისტორია... არამედ მათ მიერ ცივილიზაციის პირველი ყველაზე დაბალი საფეხურის მიღწევის მომენტიდან უკვე მოექცნენ უცხოელთა ძალაუფლების ქვეშ ან მხოლოდ უცხოური უღლის მეშვეობით ძალადობრივად იქნენ აყვანილი ცივილიზაციის პირველ საფეხურზე“. ასეთ რასისტულ მგზნებარებაში ენგელსი კარგავდა ინტერნაციონალიზმის უკანასკნელ გამოკრთომებსაც კი. სლავები _ კონტრრევოლუციურები არიან თავიდანვე, ისინი „ყველგან... იყვნენ ყველა რევოლუციური ერის მჩაგვრელები“. მაგრამ „ნიჭიერი და ენერგიული“ გერმანელები და უნგრელები წარმოადგენდნენ არც მეტი არც ნაკლები ცივილიზაციის მომტანებს თავიანთი მეზობელი სლავებისთვის. მართალია, გამონაკლისს კლასიკოსი უშვებდა პოლონელბისთვის. უარს ეუბნებოდნენ რა მართლმადიდებელ სლავებს უფლებაზე ებრძოლათ ჰაბსბურგების უღლის წინააღმდეგ, მარქსისტები, ამავე დროს, უპირობოდ უჭერდნენ მხარს პოლონლების სიძულვილს „რეაქციული“ რუსეთისადმი.

ამ სიძულვილს სიმწრით აღნიშნავდა ა. გერცენი, როდესაც აღწერდა იმ შეკრებას, სადაც ადამ მიცკევიჩი მგზნებარედ მოუწოდებდა რუსეთზე „ათორმეტი ენის“ ახალი ლაშქრობისკენ. მისი მეთაურობისთვის იგი მოუწოდებდა ისევ „დიადი საფრანგეთის წარმომადგენელს“. ეს გახლდათ ნაპოლეონ III – ფიგურა, პირდაპირ რომ ვთქვათ, სამარცხვინო ლიბერალისთვის, მაგრამ არაფერს მნიშვნელობა არა აქვს, ორონდ კი იყოს რუსეთის წინააღმდეგ. როგორც ჩანს, ა. მიცკევიჩისთვის უცნობი იყო პოლონური საკითხის ნამდვილი ფასი რევოლუციის იდეოლოგებთან, ისევე როგორც აშკარაა, რომ მისთვის უცნობი იყო მისი კერპის – ნაპოლეონ ბონაპარტეს დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, რომელიც პოლონეთს თვლიდა გასაცვლელ ბანქოს ქაღალდად რუსეთთან თამაშში. როგორც კი ჩაიშალა იმედები იმაზე, რომ ახალი პოლონური აჯანყება ცეცხლის ალში გახვევს რუსეთს და ააფეთქებს ევროპულ სისტემას, კოზირი დაუყოვნებლივ გაუფასურდა. კ. მარქსისადმი მიწერილ წერილში ენგელსმა პოლონელები პირდაპირ გამოაცხადა ხელიდან წასულ, დაღუპულ ერად _ „une nation foutue, რომელიც საჭიროა როგორც საშუალება მხოლოდ იმ მომენტამდე, სანამ თავად რუსეთი არ იქნება ჩათრეული აგრარულ რევოლუციაში“...

ამასთან ამოცანას ყოველთვის შეადგენდა რუსეთთან ომის მსვლელობისას პოლონელების ყურადღების მიმართვა აღმოსავლეთზე, რათა უზრუნვლეყოთ დასავლური პოლონური საზღვრების პრობლემების გადაწყვეტა გერმანიის სასარგებლოდ. „მაშინ ომით შეპყრობილ ერებს შორის გამიჯვნის საკითხი გადაიქცეოდა მეორეხარისხოვნად მთავარ საკითხთან _ საერთო მტრის წინააღმდეგ საიმედო საზღვრის დადგენასთან _ შედარებით. პოლონელები მიიღებდნენ რა ვრცელ ტერიტორიებს აღმოსავლეთში, უფრო დამთმობები გახდებოდნენ... დასავლეთში“. წერილის ბოლოს არის მეტად შთამბეჭდავი დასკვნა: „წავართვათ პოლონელებს დასავლეთში ყველაფერი, რაც შესაძლებელია, მათ ციხესიმაგრეებში ჩავაყენოთ გერმანლები, ვშთანთქათ მათი სურსათი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი მოვახერხებთ ამ მოძრაობაში რუსების ჩართვასაც, გავერთიანდეთ მათთან და ვაიძულოთ პოლონელები წამოვიდნენ დათმობაზე“.

არა მხოლოდ ეს აღმოჩენები, არამედ ამ „ბურჯების“ თავად ცხოვრებაც წარმოადგენდა მათი ფოლოსოფიისადმი გასაოცარ კონტრასტს. ბევრი მკვლევარი, რომელიც რუს რევოლუციონერებს ადარებდა მათ სულიერ მამებთან, ამჩნევდა მარქსისა და ბაკუნინის სრულ საპირისპიროობას, რომელმაც ამხილა მარქსი და კომუნისტური ინტერნაციონალი მხოლოდ და განსაკუთრებით ებრაული მიზნებისადმი მსახურებაში, რაც იქცა კიდეც მათ შორის კონფლიქტის ერთერთ მიზეზად. ბაკუნინში ყველაფერი გილწრფელია: მისი ბრძოლა, მისი ტანჯვა და სიკვდილი. მარქსის ცხოვრებაში კი ყველაფერი ყალბია: წაქეზების 30 წელიწადი ბრიტანული მუზეუმის სამკითხველო დარბაზიდან, მოხერხებული ცხოვრება ენგელსის ხარჯზე, ანგარიშიანი ქორწინება გერმანელ არისტოკრატ ქალზე, მდიდრული დასაფლავება გამოსათხოვარი სიტყვებით. ტიპიური მეშჩანი, რომელიც „შურიანად იბრძოდა ბურჟუაზიის“ წინააღმდეგ.

მთელ იმ მითებს, რომლებსც ყველაზე უფრო მტრული იმპერიული ევროპული ძალები მიაწერდნენ რუსეთს, სრულად წარმოაჩენს ფ. ენგელსის წერილი „რუსული ცარიზმის საგარეო პოლიტიკის შესახებ“, რომელიც პირველად გამოჩნდა 1890 წელს ჟურნალში „Die neue Zeit“, აგრეთვე ბრიტანულ ჟურნალშიც „Time“, ასევე მარქსის ნაშრომი „Secret Diplomatic History of the XIX Century“. საბჭოთა დროში რუსეთის შესახებ მარქსისა და ენგელსის ყველაზე უფრო ოდიოზური ნაშრომები მალევე ჩაკეტეს სპეციალური არქივების სქელი კედლების შიგნით. წერილში ენგელსი ამბობდა, რომ რუსეთის მთელი წარმატებები საერთაშორისო არენაზე XIX საუკუნეში მომდინარეობდა იქიდან, რომ მისი საგარეო პოლიტიკის სათავეში იდგა უცხოელი ავანტიურისტების ყოვლისშემძლე და ნიჭიერი ხროვა, რომელმაც დააარსა „თავისებური ახალი იეზუიტური ორდენი“ და ეს უკანასკნელი მოხერხებულად ატყუებდა ყველა ევროპელ მმართველს, რომელთა მიმართაც ენგელსი აშკარად უფრო მეტ სიმპათიებს ავლენდა. ამ „ხროვამ“, _ წერდა ენგელსი, _ რუსეთი გადააქცია დიდ, ძლიერ, შიშის მომგვრელ სახელმწიფოდ, და გაუხსნა მას გზა მსოფლიო ბატონობისკენ“.

აშკარა მტრობამ თავად რუსეთის ისტორიული არსებობისადმი, ყველაზე უფრო წინასწარ შეთითხნილი და აბსურდული ინსინუაციების უსირცხვილო გამეორებამ ბრიტანული და პოლონური ემიგრაციის პუბლიცისტიკიდან, ენგელსის ეს ნაშრომი გადააქცია პირველ სტრატეგიულ სამიზნედ სტალინისთვის, როდესაც იგი შეუდგა მარქსიზმის ფრთხილ რევიზიას. სტალინმა დაიწყო ორთოდოქსული ბოლშევიზმის ანტირუსული ასპექტების იდეოლოგიური კორექცია ამ ნაშრომის მოხერხებული და გონივრული განადგურებით ცკ-ის პოლიტბიუროს წევრებისადმი მიმართულ 1934 წლის 19 ივლისის წერილში „ენგელსის წერილის _ „რუსეთის ცარიზმის საგარეო პოლიტიკა“ _ შესახებ“, რომელიც გამოქვეყნებულ იქნა მხოლოდ 1941 წლის მაისში _ ჰიტლერის თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე. ამ მომენტში სერბებს უკვე ეკავათ სლავური თავდაცვა, ხოლო რუსებს კი სასწრაფოდ უნდა აემაღლებინათ ეროვნული სულისკვეთება და ინტერნაციონალიზმის ჭიით შეჭმული სამშობლოსადმი სიყვარული.

სტალინური ოპუსი – მაკიაველიზმის გასაოცარი ნიმუშია, როდესაც იგი ვირტუოზულად ჟონგლირებდა მარქსისტული ფოსტულატებით, თანაც ცინიკურად და იეზუიტურად მიაგებდა საკადრისს „საძირკვლის ჩამდებთა“ გენიალობას, და ამავე დროს ქვა ქვაზე არ დატოვა რუსეთის ენგელსისეული მხილებებისგან, როგორც „საერთო ევროპული რეაქციის უკანასკნელი სიმაგრისგან“. სტალინმა ასევე მეტად გონებამახვილურად ამხილა ენგელსი ინგლისურ-გერმანული ანტაგონიზმის არსებით იგნორირებასა და მიჩუმათებაში, პროინგლისური ანტირუსული პოზიციისა და ვულგარული გერმანული ნაციონალიზმის ერთმანეთთან შერევაში.

თეზისი რუსეთის აგრესიულობასა და კონსტანტინოპოლის დაპყრობის მიზნით მსოფლიო ომის პროვოცირებაში მისი მთავარი როლის შესახებ ასევე მოექცა გამანადგურებელი კრიტიკის ქვეშ, უნდა ითქვას, ისტორიულად მეტად არგუმენტირებულისა, რომლის კალაპოტშიც სტალინმა მოგვცა წამყვან ევროპულ ინტერესებს შორის მთავარი წინააღმდეგობების ფართო ანალიზი. ენგელსი კი ამტკიცებდა, რომ „მსოფლიო ომის მთელი საშიშროება გაქრება იმ დღეს, როდესაც საქმეები რუსეთში მიიღებს ისეთ მიმართულებას, რომ რუსი ხალხი შეძლებს წერტილი დაუსვას თავისი მეფეების ტრადიციულ დამპყრობლურ პოლიტიკას“! ეს ფრაზა კიდევ ერთხელ ხატოვნად მოწმობს იმის შესახებ, რომ დასავლეთში გამოზრდილი რევოლუციის მთელი პათოსი მომარტული იყო რუსეთის წინააღმდეგ.

ის ფაქტი, რომ რუსული ისტორიის ინტერპრეტაცია იმპერიული და ბურჟუაზიული ევროპის აპოპლოგეტებთან მთლიანად ემთხვეოდა ასეთს მსოფლიო რევოლუციის მთავარ იდეოლოგებთანაც, მოწმობს იმის შესახებ, რომ რუსეთის წინააღმდეგ მომზადებული რევოლუცია წარმოადგენს აგრეთვე მსოფლიო აღმოსავლური საკითხის გამოვლენას. ეს ადასტურებს ტიუტჩევის სიტყვების შორსმჭვრეტელობასა და გამჭრიახობას ევროპის მთავარი წინააღმდეგობების _ რევოლუციისა და რუსეთის ურთიერთ დაპირისპირების თაობაზე. მაგრამ „მსოფლიო აღმოსავლური საკითხის“ ეს იდეოლოგიური ასპექტი ძლიერად იყო გათქვეფილი დიდ სახელმწიფოებს შორის გეოპოლიტიკური და კონკრეტულ-ისტორიული წინააღმდეგობებით, რომლებიც წარმოქმნიდნენ ცვალებად კოალიციებს და აყალიბებდნენ ვიწროდ გაგებულ აღმოსავლურ საკითხს.

* * *

1878 წლის ბერლინის კონგრესი იქცა იმ ეპოქად, რომელმაც პირველად გააერთიანა მთელი დასავლური ძალები რუსული გამარჯვების მნიშვნელობის შემცირების მიზნით. სწორედ რუსეთის წინააღმდეგ აქ ევროპამ პირველად გამოავლინა საკუთარი თავი როგორც ერთიანმა პოლიტიკურმა მთლიანობამ. რუსეთის წინააღმდეგ, რომელმაც არ აიღო ბალკანელი ხალხების ტერიტორიის არც ერთი გოჯი და საკუთარი სისხლით ზღო სლავების დამოუკიდებლობისთვის, ერთიანი ფრონტით დადგნენ ევროპული დიპლომატიის ტიტანები – ანდრაში, სოლსბერი, ბისმარკი, დიზრაელი. მაგრამ საერთაშორისო ურთიერთობების შემდგომ ეტაპს მთლიანად მიჰყავდა საქმეები „ევროპული კონცერტის“ გაყოფისკენ. მსოფლიო აღმოსავლური საკითხის სტადიის თვალსაზრისით მისი ყველაზე ფართო მნიშვნელობით _ ეს არ ყოფილა ახალი ეტაპი. მასზე თავად დასავლეთევროპულ სახელმწიფოებს შორის წინააღმდეგობები უწინდებურად არანაკლები იყო, ვიდრე რუსეთთან მიმართებით, რაც წარმოქმნიდა ისევ კოალიციების ჩამოყალიბების აუცილებლობას, რომლებშიც რუსეთიც მონაწილეობდა.

თანდათან ნათლად იკვეთებოდა, რომ ბალკანეთის საქმეების გამო რუსეთის ავსტრიასთან გარდაუვალ კონფლიქტში გერმანია მხარს დაუჭერდა ვენას. რუსეთის ურთიერთობებმა გერმანიასთან გაფუჭება დაიწყო, რასაც ყოველთვის ახალისებდა და ხელს უწყობდა ანგლოსაქსონური ინტერესები და ეს მუდამ იწვევდა უბედურებებს ევროპაში. 1879 წლის ავსტრიულ-გერმანული კავშირი იქცა საბედისწერო ეტაპად, იმ კოალიციების გაფორმების დასაწყისად, რომლებიც შემდგომში ერთმანეთს დაეჯახნენ პირველ მსოფლიო ომში. გერმანიამ ძვირად ზღო ბისმარკის ამ მანევრის გამო, რადგანაც ამ ხელშეკრულებამ მხოლოდ გამოიწვია თავად ბისმარკის მთავარი მიზნის – საფრანგეთის იზოლაციის _ ჩავარდნა. ამის პირველ შედეგად იქცა 1893 წლის შეთანხმება საფრანგეთსა და რუსეთს შორის.

ამავდროულად ავსტრიას უქრება ყოველგვარი ილუზიები ბალკანეთის საქმეთა გამო ინგლისთან თავისი დაახლოების საკითხში, რამაც შესაძლებელიც კი გახადა სამი იმპერატორის კავშირის განახლება 1881 წლის ივნისში, რაც წინ უსწრებდა ინგლის-თურქეთის შეთანხმებასა და შავ ზღვაში ინგლისური ფლოტის გამოჩენის შესაძლებლობას. ჯერ კიდევ 1880 წელს გორჩაკოვი სწერდა, რომ „არაფერი არ უშლის ხელს მას (ინგლისს) იმაში, რათა დაიკავოს თვით დარდანელის შემოსასვლელი, ე. ი. ჩაგვიკეტოს შავი ზღვა, როდესაც კი მას ეს მოესურვება“. ხელშეკრულება მყიფე იყო, იგი მანამდე არსებობდა, სანამ არ გაიღვიძებდა ავსტრიულ-რუსული წინააღმდეგობები, რომლებიც მხოლოდ დროებით მოიყვანეს ბალანსში 1878 წელს, სანამ აღმოსავლური საკითხი კვლავ არ გამწვავდა. ამან არ დააყოვნა და მსოფლიო ომის წინამორბედად იქცა კრიზისების რიგი ბალკანეთში _ ბოსნიის კრიზისი 1907-1908 წწ. და ბალკანეთის ომები 1911-1912 წწ.

1885-1886 წლების ბულგარეთის კრიზისი და ორივე ბულგარეთის შეერთების გამოცხადება ვერ აღუთქვამდა რუსეთს მისი იმედების აღსრულებას, რამდენადაც ამ მომენტისთვის ავსტრიულმა პოლიტიკამ საქმე მიიყვანა ბულგარეთის გადაორიენტირებამდე, რომელიც ფერდინანდ ჰაბსბურგელის მმართველობის დროს საბოლოოდ ჩართეს ავსტრიულ-გერმანული პოლიტიკის ორბიტაში. იგივე მოხდა სერბეთთანაც, რომელიც არათანასწორუფლებიანი ხელშეკრულების დადებაზეც კი წავიდა ავსტრიასთან. ეს უკანასკნელი პრაქტიკულად აწესებდა სერბეთზე პროტექტორატს, მაგრამ ამავე დროს მისცა სანქცია „სერბეთის სამხრეთ საზღვრების გაფართოებაზე“. დაიწყო ომი სერბეთსა და ბულგარეთს შორის.

ამის პარალელურად მწვავდებოდა ფრანგულ-გერმანული ურთიერთობები, ხოლო არამდგრადი დროებითი შემობრუნების შემდეგ საბოლოოდ გაიმარჯვა ინგლისურ-გერმანული მეტოქეობის მკვეთრმა გაძლიერებამ. საერთო დინებამ ავსტრიულ-გერმანული ინტერესების საბოლოო გამოყოფისკენ საბოლოო ჯამში გამოიწვია ანტანტის გაფორმება 1904 წლის ინგლის-საფრანგეთისა და 1907 წლის რუსეთ-ინგლისის შეთანხმების მეშვეობით.

„ევროპული კონცერტის“ ორ ბლოკად გაყოფა გამოვლინდა ბალკანეთში უპირატესობისთვის ბრძოლაშიც. გერმანული ინტრესების ექსპანსიამ 1910-იანი წლების ბოლოს გამოიწვია მათი სერიოზული გავლენა თურქეთში. რუსეთს არ შეეძლო მშვიდად ემზირა იმისთვის, თუ როგორ გაჰყავდათ რკინიგზა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა შეიარაღების გადმოტანა და ჯარების გადმოყვნა კონსტანტინოპოლიდან ან სულაც გერმანიიდან პირდაპირ მთიან სომხეთამდე. ამავდროულად შესამჩნევი გახდა ავსტრია-უნგრეთის მოუთოკავი მისწრაფება ბალკანელი სლავების მთლიანად დაქვემდებარებისკენ. თუმცა კი რუსული პოლიტიკის შესაძლებლობების შეზღუდულობამ და პირდაპირმა შეცდომებმაც ავსტრია-უნგრეთს მისცეს თავისი გავლენის განმტკიცების შესაძლებლობა სერბეთსა და ბულგარეთში 80-90იან წლებში. მათ მიერ დასმული სერბეთის მეფის მილანისა და ბულგარეთში სტამბულოვის მეშვეობით, დასავლეთზე დაიმედების უპერსპექტივობა გერმანული ბლოკის სლავური ინტერესებისადმი აშკარა მტრობის გამო სულ უფრო ნათელი ხდებოდა.

დინასტიის შეცვლის შემდეგ სერბეთი მკვეთრად შებრუნდა ავსტრიის მხარეზე. ეს ახალისებდა ავსტრიას მოეხდინა ძველი პროექტების რეალიზება – დაპყრობით ჩაერთო ბალკანეთის სერბული ოლქები ჰაბსბურგების იმპერიაში ტრიალიზმის ან ფედერალიზმის პრინციპებზე მისი გარდაქმნისას. ამ მიმართულებას სათავეში ჩაუდგა ერც-ჰერცოგი ფრანც-ფერდინანდი. თუკი ავსტრიულ-გერმანული გეგმები ბალკანეთსა და მცირე აზიაში აღსრულდებოდა, მაშინ ამ რეგიონის მთელი უზარმაზარი პოტენციალი და მისი სტრატეგიული ფასეულობა ჩაყენებული იქნებოდა გერმანული ბლოკის სამსახურში.

თურქეთის რევოლუციამ, რომელიც, შეიძლება ჩავთვალოთ, იყო ინგლისის გამარჯვება, უბიძგა ავსტრია-უნგრეთს დიდი ხნის წინ შემუშავებული გეგმის შესრულების დაჩქარებისკენ იმ იმედით, რომ ბოსნიისა და ჰერცოგოვინის თავხედური დაპყრობა ადვილად ჩაივლის და შერჩება, უწინარეს ყოვლისა რუსეთ-იაპონიის ომში დამარცხებითა და რევოლუციით დასუსტებული რუსეთის მხრიდან, რომლის შესახებაც საგარეო საქმეთა მინისტრმა ერენტალმა განაცხადა: „მე რუსეთს საკუთარ ჯიბესავით კარგად ვიცნობ. იგი უეჭველად არ წავა ომზე“. მნიშვნელოვან წილად ეს გეგმა გამოუვიდათ. იზვოლსკის დიპლომატია, რომელიც ცდილობდა ავსტრიის დამშვიდებას, ანექსიის მოთხოვნის კომპენსირებას სხვა ბალკანურ პრობლემებში ვენისადმი დათმობით, არც პერსპექტიული აღმოჩნდა და არც ღირსეული.

თურქეთი საბოლოოდ იძულებული შეიქმნა ხელი მოეწერა 1909 წლის შეთანხმებაზე ავსტრიასთან. ბოსნიის დაპყრობა დარტყმას აყენებდა სერბი ხალხის ისტორიულად კანონიერ ამოცანას – ერთ სახელმწიფოდ გაერთიანებას. მან მოითხოვა თუნდაც ავტონომია ბოსნიისთვის და ნოვო-პაზარის სანჯაყის გაყოფა სერბეთსა და ჩერნოგორიას შორის საერთო საზღვრის დასადგენად, რომელიც შეეწინააღმდეგებოდა ავსტრიის წინსვლას სამხრეთისკენ. სერბეთმა დასახმარებლად მოუწოდა რუსეთს, რომელმაც უკვე უფრო გადაჭრით მოითხოვა ბერლინის კონგრესის მონაწილე სახელმწიფოთა საერთაშორისო კონფერენცია. მაგრამ რუსეთის აზრსა და იზვოლსკის, რომლის დიპლომატიაც თითქმის დეზავუირებული იყო ხელმწიფის მიერ, უკვე აღარ გააჩნდათ ავტორიტეტი. ავსტრიის სერბეთზე დაუყოვნებლივ თავდასხმის შესახებ ულტიმატუმის შემდეგ რუსეთი იძულებული შეიქმნა დანებებოდა და ეღიარებინა ბოსნიისა და ჰერცოგოვინის დაპყრობა.

ბოსნიის კრიზისი იქცა ერთერთ მნიშვნელოვან ეტაპად პირველი მსოფლიო ომის გაჩაღების გზაზე. მის რეპეტიციად იქცა ასევე ბალკანეთის ომები. მათგან მეორის შედეგი იყო ბულგარეთის ტერიტორიის ნაწილის გაყოფა, განადგურებულ იქნა დასავლური სახელმწიფოების წინააღმდეგ სლავების უფრო ფართო გაერთიანების აღმონაცენები, ბულგარეთის შემდგომი ორიენტაცია მოხდა გერმანიასა და მის ბლოკზე.

ამრიგად, ბალკანეთში ისევ ფოკუსირდებოდა საერთაშორისო დაპირისპირებები. ბერლინური შტაბისთვის ნათელი იყო, რომ ავსტრია-უნგრეთის ომში ჩათრევა შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ ბალკანეთის მეშვეობით. ლონდონში გაიგეს, რომ რუსეთის გამოყენება გერმანული ინტერესების წინააღმდეგ შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ მაშინ, თუკი დაუწყებდნენ შანტაჟს სლავების ბედით ან მისი შავი ზღვის პოზიციებისადმი მუქარით. მაგრამ ყველა დასავლური სახელმწიფოს ინტერესებში როგორც ყოველთვის იყო ის, რომ არ დაეშვათ სრუტეებისა და ხმელთაშუა ზღვისპირეთის სტრატეგიულ რაიონში მსხვილი და დამოუკიდებელი სლავური მართლმადიდებელი სახელმწიფოს წარმოქმნა მათი კონტროლის გარეშე.

ამ დროს დიდი სახელმწიფოების (დერჟავების) მსოფლიო დიპლომატიის კულისებს მიღმა მიდიოდა სხვა პოლიტიკური მუშაობა მსოფლიო აღმოსავლური საკითხის, მსოფლიო ომისა და რევოლუციის თავიანთი მიზნებისთვის გამოსაყენებლად. როდესაც თეოდორ ჰერცლი ეწვია რუსეთს და საუბარი ჰქონდა მინისტრ პლევესთან, მან პირდაპირ განუცხადა – ან სიონიზმი, ან რევოლუცია და დაპირდა კიდეც მოეწოდებინა რუსეთის ებრაელობისთვის თავი შეეკავებინათ რევოლუციური საქმიანობისგან. მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო მაქს ნორდაუს, საზოგადოებრივ აზრში მეტად ავტორიტეტული პიროვნების სიტყვები, რომლებიც მან განაცხადა მსოფლიო სიონისტური ორგანიზაციის მეექვსე კონგრესზე და დასახა შემდეგი პერსპექტივა: „ნება მომეცით გითხრათ რამდენიმე სიტყვა და დაგანახოთ იმ კიბის საფეხურები, რომლებიც ჩვენს საქმეს აიყვანს სულ უფრო მაღლა: ჰერცლი, სიონისტური კონგრესი, ინგლისის მიერ უგანდის შემოთავაზება, მომავალი მსოფლიო ომი და სამშვიდობო კონფერენცია, რომელზედაც ინგლისის დახმარებით შეიქმნება დამოუკიდებელი ებრაული პალესტინა“. ეს პერსპექტივა რეალიზებულია ცნობილი ლორდი ბლფურის დეკლარაციაში.

პირველი მსოფლიო ომის დასრულების ისტორია და პარიზის სამშვიდობო კონფერენციისთვის საპროგრამო დოკუმენტების მომზადება, ბოლოს თავად ვერსალის ხელშეკრულების გარშემო დიპლომატიური ბრძოლა, ხოლო შემდეგ მისი თანდათანობით დაშლის დასაწყისი დღესდღეობით გაცილებით უფრო მეტ ინტერესს იწვევს, ვიდრე ეს შესაძლო იყო გვევარაუდა 20-30 წლის წინათ. XX ასწლეულის მიწურულს ჩვენს თანამედროვე მოვლენებში უკვე სრულებით ღიად მოქმედებენ ის ძალები, რომლებიც პირველად გაშიშვლდნენ ამავე ასწლეულის დასაწყისში. სწორედ მაშინ მსოფლიო არენაზე გამოჩნდა მანამდე დაფარული მისწრაფებები მსოფლიოში ურთიერთობების ერთგვარი გლობალური მექანიზმის შესაქმნელად, რომელიც თავის ორბიტაში ჩაითრევდა ეროვნულ სახელმწიფოებს, შეუმჩნევლად დუქვმდებარებდა მსხვილ მსოფლიო ძალებს სუვერნული სახელმწიფოების ქცევას, ხოლო ამ ძალების წარმოშობა ადვილად გასარკვევი უკვე აღარ იქნებოდა. მაგრამ სწორედ ამ ძალებთან გადადის მსოფლიო აღმოსავლური საკითხის ხელმძღვანელობა. ეს ძალები იქცეოდნენ ყველგან მყოფებად, ხოლო მათ უფრო მეტად სჭირდებოდათ არა ძალზედ ძვირად ღირებული მსოფლიო ომები, არამედ მსოფლიოს მართვის გლობალური მექანიზმები. ამისთვის საჭირო ხდებოდა შესაბამისი იდეოლოგიები და მათი გამტარებელი ადამიანები მსოფლიოს ყველა ქვეყნაში.

შესაძლოა ითქვას, რომ სანამ წარმოებდა ბრძოლები პირველი მსოფლიო ომის ველებზე, კულისებს მიღმა იშლებოდა ახალი ეტაპი აღმოსავლურ საკითხში, რომელიც უკვე საქმით გამოვლინდა თავიდან ვერსალის სამშვიდობო ხელშეკრულების დადებისა და შემდეგ მისი თანდათანობით მოსპობის გულისთვის. აშკარაა, რომ ამ პროცესში ხდებოდა ანგლოსაქსონური ინტერესების გაფორმება ახალი მრავალმხრივი მექანიზმების მთავარი ინსტრუმენტისა და გამტარის სახით, რომელთა უკანაც დგანან მსხვილი ფინანსური და არა მხოლოდ ფინანსური ძალები, რომლებიც სულაც არ არიან ანგლოსაქსონური ქვეყნების იგივურები. აშშ, სადაც ყალიბდება იდეური და ფინანსური ცენტრი გლობალური მისწრაფებებით, ომის შემდეგ იქცევა ამ ძალების მთავარ გამტარად და ინსტრუმენტად.

არის მასალები, რომლებიც ნათელს ჰფენს ამერიკული პოლიტიკური ცხოვრების ზოგიერთ ფარულ ზამბარას, რომლებმაც უზრუნველყვეს ვუდრო ვილსონის არჩევა აშშ პრეზიდენტის პოსტზე, აგრეთვე ვინმე პოლკოვნიკ ჰაუზის საიდუმლოებით მოცული პიროვნება გადააქცის მთელი ამერიკული მსოფლიო სტრატეგიის ფაქტიურ შემმუშავებლად. არც თუ ცოტა ფაქტი მოწმობს პოლიტიკოსებისა და მოღვაწეთა ეთგვარი საერთო წრის არსებობის შესახებ ოკეანის ორივე მხარეს, რომლებიც თანამდებობებზე აწინაურებდნენ გარკვეულ ადამიანებს. ეს კალვინისტური წარმოშობის ლიბერალური პოლიტიკოსები წარმოადგენდნენ სერიოზული გავლენის ობიექტებს სიონისტური მოძრაობის ლიდერების, მსოფლიო ებრაული კონგრესის მოღვაწეების მხრიდან.

ტეხასიდან გამოსული პოლკოვნიკი ჰაუზი თავის სამხედრო წოდებასთან შედარებით უფრო მეტად გავლენიანი ფიგურა გახლდათ ვილსონის ადმინისტრაციაში, და ასრულებდა პრეზიდენტის მრჩევლის როლს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. უკვე 1914 წელს მან, საკუთარი აღიარების მიხედვით, დაიწყო პირველი ელჩების დანიშვნა და პირველი კავშირების დამყარება ევროპულ მთავრობებთან „პრეზიდენტის მეგობრის“ რანგში. მისი გამომცემელი სეიმური წერდა: „ძნელია ისტორიაში მოიძებნოს დიპლომატიის სხვა მაგალითი, რომელიც ასე უცხო იქნებოდა მისი საერთოდ მიღებული გზებისთვის... პოლკოვნიკი ჰაუზი, კერძო პირი ბანქოს ქაღალდს სდებს მაგიდაზე და უცხო სახელმწიფოს ელჩთან ათანხმებს იმას, თუ როგორი ინსტრუქციები უნდა გაუგზავნოს იმ ქვეყანაში ამერიკის ელჩსა და იქაურ საგარეო საქმეთა სამინისტროს“. მისი ნდობით აღჭურვილი პირი ჰოუდენი გამოთქვამდა უფრო ნათლად: „ყველაფერში რაც ხდებოდა, ინიციატივა ეკუთვნოდა ჰაუზს... აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ჩამოვიდა შუალედური ინსტანციის მდგომარეობამდე მისი იდეების განსახორციელებლად და არქივის მდგომარეობამდეც კი – ოფიციალური დოკუმენტაციების შესანახად. უფრო საიდუმლო დიპლომატიური მიმოწერა მიდიოდა უშუალოდ ისთ-სთრითის 35-ში მდებარე პატარა ბინის მეშვეობით. მეომარი ქვეყნების ელჩები მიმართავდნენ მას, როდესაც უნდოდათ გავლენა მოეხდინათ მთავრობის გადაწყვეტილებებზე ან ეპოვნათ მხარდაჭერა ტრანსატლანტიკური ინტრიგის ობობას ქსელში“.

შევადაროთ ერთმანეთს აშშ-ისა და ინგლისის რეაქცია 1917 წლის რუსეთის კრიზისზე. როდესაც რუსეთში მოხდა რევოლუცია, ჰაუზმა დაუყოვნებლივ ურჩია ვილსონს, რომ „არ არის საჭირო რაიმეს გაკეთება, გარდა იმისა, რომ დავარწმუნოთ რუსეთი ჩვენს სიმპატიაში მისი მცდელობებისადმი დაამყაროს მტკიცე დემოკრატია და აღმოვუჩინოთ მას მთელი არსებული ხერხებით ფინანსური, სამრეწველო და მორალური მხარდაჭერა“. ეს განსაცვიფრებლად განსხვავდებოდა ჩერჩილის მსჯელობისგან, რომელმაც მწუხარე პატივისცემის ხარკი მიუძღვნა რუსულ ტრაგედიას. სერ უინსტონ ჩერჩილი უკვე თავად აღარ მიეკუთვნებოდა იმ ახალ დასავლეთს, რომელიც იქცა მსოფლიო რევოლუციის თუ არა პრაქტიკულ, მორალურ მხარდამჭერად მაინც.

„მე არ ვცნობ ბოლშევიკების უფლებას წარმოადგენდნენ რუსეთს... მათი იდეალია – მსოფლიო პროლეტარული რევოლუცია, _ ამბობდა ჩერჩილი თავის სიტყვაში თემთა პალატაში 1919 წლის 5 ნოემბერს, _ ბოლშევიკებმა ერთი დარტყმით მოპარეს რუსეთს მისი ორი ყველაზე უფრო ძვირფასი განძი: მშვიდობა და გამარჯვება, ის გამარჯვება, რომელიც უკვე მის ხელში იყო... გერმანელებმა გაგზავნეს ლენინი რუსეთში მოფიქრებული განზრახვით ემუშავა რუსეთის დამარცხებისთვის, _ ამბობდა ჩერჩილი იმის შესახებ, რაც მისთვის ცნობილი იყო, და რაც მასში ეჭვს არ იწვევდა, _ ვერ მოასწრო მან რუსეთში ჩასვლა, როგორც კი დაიწყო აქეთ-იქიდან საეჭვო სუბიექტების თავისთან მოზიდვა საიდუმლო თავშესაფრებიდან ნიუ-იორკში, გლაზგოში, ბერნსა და სხვა ქვეყნებში... მან ერთად მოაგროვა ძლევამოსილი სექტის, მსოფლიოში ყველაზე უფრო ძლევამოსილი სექტის მმართველი თავები... ამ ძალებით გარშემორტყმულმა მან დაიწყო მოქმედება... ჭრიდა რა ნაკუწებად ყველაფერს, რაზედაც ემყარებოდა რუსეთი და რუსი ხალხი... რუსეთი ძირს უნდა დაენარცხებინათ... მას მოპარეს ის ადგილი, რომელიც მას ეკუთვნოდა მსოფლიოს დიდ ხალხებს შორის“.

ბრიტანული იმპერიული იდეოლოგიის ეს თვალსაჩინო წარმომადგენელი, ბრიტანეტის იმპერიის ინტერესების დამცველი, რომლისთვისაც რუსეთი გახლდათ ობიექტურად საწინააღმდეგოდ მომქმედი ძალა და დაბრკოლება, მაინც გრძნობდა, რომ რუსეთში მოხდა რევოლუცია ყველაფრის წინააღმდეგ, „რაზედაც ემყარებოდა“ მთელი ევროპა და მთელი ქრისტიანული სამყარო, და არა მხოლოდ „რუსეთი და რუსი ხალხი“.

საინტერესოა, რომ გასულ საუკუნეებში მხოლოდ ნ. ი. დანილევსკიმ, ინგლისური საზოგადოებრივი შეგნებისა და სახელმწიფოებრივი განვითარების ეროვნულ-რელიგიური საფუძვლების მისეულ ზედაპირულ ანალიზში შესძლო შეენიშნა ინგლისელი პურიტანების ემიგრაციის დადებითი მნიშვნელობა ინგლისისა და ევროპისთვის. გამჭრიახმა დანილვსკიმ თავისი ისტორიული ალღოთი მიუთითა როგორც „ინგლისისთვის განსაკუთრებით სასიკეთო გარემოებაზე“, რომ „მისი მოსახლეობის ყველაზე უფრო რადიკალურმა, ყველაზე უფრო თანამიმდევრულმა ნაწილმა კეთილ ინება გამგზავრებულიყო ოკეანის გაღმა თავისი იდეალების უსწრაფესად განხორციელებისთვის. დემოკრატიული ელემენტების ამ მოცილებამ დიდი ხნით უზრუნველყო ინგლისის უსაფრთხოება“.

რუსეთის კრახისა და პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ანგლოსაქსონული ძალისხმვის გაერთიანება საერთაშორისო ურთიერთობების პირველი გარდაქმნისთვის ვერ შეიძლებოდა მიღწეული ყოფილიყო ისეთი მოღვაწეებით, როგორიც გახლდათ ჩერჩილი. ეს მათ გამოუვიდათ ბალფურის ტიპის მოღვაწეებითა და ინგლისის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ლოიდ-ჯორჯის გაყვანის შემდეგ, ვინაიდან ეს უკანასკნელნი უმჭიდროეს ურთიერთმოქმედებაში იმყოფებოდნენ პოლკოვნიკ ჰაუზის გარემოცვასთან და მსოფლიო ებრაელთა კონგრესის თავმჯდომარე ჰაიმ ვაიცმანთან, რომელსაც ჯერ კიდვ თეოდორ ჰერცლმა უანდერძა მსოფლიო ომის მეშვეობით მოეპოვბინათ პალესტინა. ბრიტანულ პარლამენტში ამ იდეის ცნობილი ადვოკატი ლოკერ-ლემპსონი ერთერთ თავის ლონდონურ ყოველკვირეულში წერდა: „ლოიდ-ჯორჯი, ბალფური და მე _ ყველანი აღზრდილი ვიყავით მგზნებარე პროტესტანტებად, რომელთაც გვჯეროდა, რომ ახალი მხსნელის მოსვლა აღესრულება მას შემდეგ, რაც ებრაელები პალესტინაში დაბრუნდებიან“ (2). ეს სხვა არაფერია, თუ არა კრომველისა და მისი ქილიასტების მესიანური იდეა, აგრეთვე პროტესტანტული სექტებისა და კალვინისტური ეკლესიების უმეტესობისა შეერთებულ შტატებში.

ბოლშევიკური რევოლუცია და მისი მესამეფენისეული მევახშური სულისჩამდგმელები სულიერად ძალზედ უცხონი იყვნენ ჩერჩილისთვის. მიუხედავად იმისა, რომ რევოლუცია გზიდან უცილებდა გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგეს მსოფლიო არენაზე, ჰერცოგი მარლბორო მისდამი განიცდიდა კეთილშობილურ თანაგრძნობას. ასეთი ტიპის მოღვაწეებით მსოფლიო აღმოსავლური საკითხი უწინდებურად დარჩებოდა გასული (XIX) საუკუნის დასასრულის სტადიაში, ვინაიდან ისინი შესაძლებელს ხდიდნენ ახალ შიდაევროპულ კოალიციებს, და ჯერ კიდევ ხელმძღვანელობდნენ ეროვნული ინტერესების ცნებითა და ეროვნული იდეოლოგიით. მაგრამ ახალი ამოცანები მოითხოვდა ზეეროვნულ (რუს. наднациональные) იდეოლოგიებსა და მთელი დასავლეთის კონსოლიდირებას იმისთვის, რათა იგი გადაექციათ მსოფლიო ბატონობის ინსტრუმენტად. აღმოსავლური საკითხი უნდა გადაეწყვიტათ ახალი მეთოდებით, რომლებისთვისაც საჭირო იყო მსოფლიოს გარდაქმნა. ჰაუზი აშკარად მიეკუთვნებოდა დასავლეთის უკვე იმ ძალებს, რომელთა სასარგებლოდაც ხდებოდა ეს რევოლუცია. ისინი ამას სავსებით აცნობიერებდნენ და თანაუგრძნობდნენ რუსეთის დამანგრეველებს, რომლებიც მორალურად, სულიერად და გენეტიკურად უფრო ახლოს იყვნენ ჰაუზთან და კალვინისტურ ამერიკასთან, ვიდრე მართლმადიდებელი სამეფო ხელისუფლება.

პირველ მსოფლიო ომში ამერიკის ჩართვის მთელი პერიპეტიების სერიოზული განხილვა გვიჩვენებს მეტად კონკრეტულ და რეალურ მიზნებს _ მინიმალური დანახარჯებით გაიყვანონ შეერთებული შტატები, რომელიც უკვე იქცა ერთერთ უმსხვილეს ეკონომიკურ სახელმწიფოდ, პირველ როლებზე მსოფლიო პოლიტიკაში. აშშ-მა გამოაცხადა თავისი განზრახვის შესახებ ითამაშოს „პატიოსანი მაკლერის“ როლი 1878 წლის ბერლინის კონგრესზე ოტო ფონ ბისმარკის დიპლომატიის ანალოგიურად. შეერთებულ შტატებს, რომელსაც არ უომია, სურდა გამხდარიყო ომისშემდგომი დარეგულირების მთავარი მონაწილე.

მსგავსი იმედები ვერ გაუმართლდათ ინგლისურ-გერმანული წინააღმდგობების სიმწვავის, ომის გაჭიანურებული ხასიათისა და ბევრი სხვა მიზეზის გამო, რომელთა ძალითაც აშშ-ს ხელიდან ეცლებოდა მსოფლიო არბიტრად გახდომის შანსი. 1915 წლის ზაფხულისთვის ვილსონს უკვე ჩააგონეს ისეთი ორგანიზაციის შექმნის იდეა, რომელიც მოახდენდა სართაშორისო განვითარების რეგლამენტირებას და კონტროლს გუწევდა დანარჩენი მსოფლიოს ძირითად ძალებს. ვაშინგტონი ამ ორგანიზაციაში გეგმავდა თავისებური საარბიტრაჟო მოსამართლის როლის თამაშს, რომელზედაც დამოკიდებული იქნებოდა სადაო საკითხების გადაწყვეტა.

ახალი „სამშვიდობო“ ინიციატივა ჰაუზმა მეომარ მხარეებს წარმოუდგინა 1915 წლის ოქტომბრის დასაწყისში. იგი ეხებოდა მხოლოდ სამ საკითხს: მსოფლიო ორგანიზაციის შექმნას, შეიარაღების შემცირების პრობლემასა და „ზღვების თავისუფლების“ პრინციპს. ეს გახლდათ კიდეც იმ 14 პუნქტისგან შემდგარი პროგრამის ჩანასახი, რომელმაც საბოლოო მოხაზულობა შეიძინა და შემოთავაზებულ იქნა უკვე რუსეთში რევოლუციის ფონზე, რომელმაც შეცვალა გეოპოლიტიკური და სამხედრო ვითარება ევრაზიაში. ჰაუზ-ვილსონის ანგარიში უკიდურესად ნათელი იყო: თუკი ცენტრალურ-ევროპული სახელმწიფოები, მათი ადამიანური და ნედლეულის რესურსების გამოფიტვის შედეგად დათანხმდებოდნენ ასეთ წინდაებაზე – მაშინ ვაშინგტონი უმალვე გადაიქცეოდა მსოფლიო არბიტრად, ხოლო თუკი არა – მაშინ იგი სუფთა სინდისით გადადიოდა ანტანტის მხარეზე.

მალევე მას შემდეგ, რაც აშშ მაინც ჩაერთო ომში 1917 წლის აპრილში, ვილსონი წერს პოლკოვნიკ ჰაუზს: „როდესაც ომი დასრულდება, ჩვენ შევძლებთ ვაიძულოთ ისინი იაზროვნონ ჩვენებურად, ვინაიდან ამ მომენტისთვის ისინი, არაფერი რომ არ ვთქვათ ყველა სხვა დანარჩენზე, ფინანსური მიმართებით ჩვენს ხელში იქნებიან“. აშშ გამოდის თავისი „იზოლაციონალისტური“ დოქტრინიდან ლიბერალურ-კოსმოპოლიტური აზრის საპროგრამო დოკუმენტით, რომელსაც გააჩნია უნივერსალური პროექტის ხასიათი. ყბადაღებული პოლკოვნიკი ჰაუზი გახლდათ იმ ტექსტის ავტორი, რომელიც თავდაყირა აყენებდა საერთაშორისო ურთიერთობების ტრადიციულ პრინციპებს.

დღევანდელი ცოდნის სიმაღლიდან ნათელი ხდება, რომ შეერთებულმა შტატებმა და მის უკან მდგარმა ფინანსურმა წრეებმა შეძლეს თავიანთი ამოცანებით ომის იმ მიზნების შეცვლა, რომელთა გულისთვისაც ფრანგები, გერმანელები, ინგლისელები და რუსები იღუპებოდნენ ფრონტებზე. ამას არ მალავს ჰ. კისინჯერი, თუმცა კი ამ შეცვლას წარმოადგენს საერთაშორისო ურთიერთობების დემოკრატიული გარდაქმნისა და ახალი მსოფლიოს ძველ იმპერიულ მსოფლიოზე საბოლოო გამარჯვების სახით.

„ამერიკის ომში ჩართვამ ტოტალური გამარჯვება ტექნიკურად შესაძლებელი გახადა, მაგრამ მისი მიზნები ნაკლებად შეესაბამებოდა იმ მსოფლიო წესრიგს, რომელიც ევროპამ იცოდა ასწლეულების მანძილზე და რომლის გულისთვისაც, სავარაუდოდ ჩაება ომში. ამერიკამ ზიზღით უარყო ძალთა წონასწორობის კონცეფცია და ამორალურად თვლიდა „Realpolitik“-ის პრინციპების პრაქტიკულ გამოყენებას. საერთაშორისო წესრიგის ამერიკულ კრიტერიუმებად მოგვევლინა დემოკრატია, კოლექტიური უსფრთხოება და თვითგამორკვევა – უწინ არც ერთი ამ პრინციპთაგანი არ ედო საფუძვლად ევროპულ დარეგულირებას“.

ვილსონის „სუპერდემოკრატიული“ პროგრამა (გახსნილი ჰაუზის „არქივში“) ამბობდა, რომ „რუსეთი ძალზედ დიდი და ერთგვაროვანია, იგი უნდა დაყვანილ იქნას შუა რუსეთის ზეგნამდე... ჩვენს წინაშე იქნება ქაღალდის სუფთა ფურცელი, რომელზედაც ჩვენ დავხაზავთ რუსეთის ხალხების ბედს“. VI პუნქტი რუსეთის შესახებ ვარაუდობდა რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე „დე-ფაქტოდ“ არსებული მთავრობების აღიარებას“ და „მათთვის და მათი მეშვეობით“ – უკრაინის რადის, კაიზერის ჯარების მიერ ოკუპირებული ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის დახმარებას, აგრეთვე ცალკე ბოლშევიკებისაც და თათრებისაც, ასევე თვითაღიარებული ტერიტორიებიდან უცხოური ჯარების გაყვანას (მათ შორის თეთრი და წითელი არმიებისაც, რომელთაც შეეძლოთ ქვეყნის /რუსეთის/ ერთიანობის აღდგენა!). ეს სხვას არაფერს ნიშნავდა, თუ არა ისტორიული რუსეთის დანაწევრების დაუყოვნებლივ საერთაშორისო აღიარებასა და განმტკიცებას. ეს არის სწორედ Realpolitik, მხოლოდ ჭეშმარიტი მიზნების იეზუიტური შენიღბვა-კამუფლირებით, რისთვისაც იყენებდნენ მაღალფარდოვან გამონათქვამებს აბსტრაქტული ფასულობების შესახებ. ამის შედეგად, გააკეთეს რა ყველაფერი სარეპარაციო მექანიზმების გასაკონტროლებლად, ანგლოსაქსონურმა ძალებმა და მათი მეშვეობით ამერიკაში ბაზირებულმა ინტერნაციონალურმა საფინანსო კაპიტალმა, უზრუნველყვეს თავიანთთვის წამყვანი როლი გერმანულ ეკონომიკაში.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ საუკუნის დასაწყისში გამოცხადებულმა ამ პროგრამამ ვერ შეძლო მაშინვე სრული განხორციელების მიღება. მაგრამ აშკარად ახდენენ მის ღიად რეალიზებას XX საუკუნის მიწურულს იმავე ანგლოსაქსონური ძალების ეგიდით, რომლებიც დღესდღეობით იქცნენ საერთაშორისო ურთიერთობებში მონდიალისტური იდეების მთავარ გამტარებლებად. აშშ-ის პოლიტიკა 90-იანი წლების შუახანებში სავსებით „ნეოვილსონიანურია“.

* * *

ვიწრო აღმოსავლურმა საკითხმა გააშიშვლა მსოფლიო აღმოსავლური საკითხის – რუსეთისა და ევროპის დაპირისპირების არსებობა. მაგრამ XIX საუკუნემ გამოიწვია აგრეთვე შიდა დაპირისპირებების გამწვავება თავად დასავლეთ ევროპაშიც. სწორედ ამიტომ პირველი მსოფლიო ომის იდეოლოგიური და რელიგიური მიზანი – მსოფლიოში უკანასკნელი ქრისტიანული იმპერიების, უწინარეს ყოვლისა კი რუსული მართლმადიდებლური სახელმწიფოს განადგურება, თავად ევროპულ სახელმწიფოებში სახელმწიფობრიობის ქრისტიანული საფუძვლების ნარჩენების ნგრევა – მიზანი, რომელსაც ისახავდნენ მსოფლიო მასონობა და მთელი ანტიქრისტიანული ძალები, ჯერ კიდევ საკმაოდ გაბუნდოვანებული იყო. იგი არ იყო შეთავსებული არსებულ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებებთან და ამიტომ დასავლეთი თავად აღმოჩნდა გაყოფილი მტრულ დაჯგუფებებად. მათი ნაწილი აღმოჩნდა გეოპოლიტიკურ კავშირში რუსეთთან ამ პირველ მსოფლიო კონფლიქტში.

ძალზედ დიდი იყო კერძო ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტრესები თავად დასავლეთის შიგნით. ჯერ კიდევ იგრძნობოდა ევროპის შემადგენელი ნაწილების შავისებურებანი, რომლებიც, რაციონალიზმის მანიველირებელი ზემოქმედების შემდეგ, შემდგომი დექრისტიანიზაციის-და მიხედვით, სულ უფრო მეტად იჩენდნენ თავს. რომანული ცენტრი, სადაც ქრებოდა პაპების რომის გავლენა, ასევე გერმანული ჩრდილოეთი, განსკუთრებით კი პროტესტანტული პრუსია, განმსჭვალული იყო მასონური ლოჟებით და იწყებდა ბარბაროსული წარმართული საწყისის გამოვლენას რომელიც მუდმივად პროტესტიტ გამოდიოდა რომის წინააღმდეგ, დაბოლოს, ანგლოსაქსონური კუნძულოვანი სამყარო, გულგრილად ამაყი თავისი აღმატებულობით.

ჩამოყალიბებადი ინგლისურ-გერმანული დაპირისპირებები ძალზედ ძლიერი აღმოჩნდა. ისინი ნაწილობრივ ასხავდა კონტინენტური ევროპის სახელმწიფოების ტრადიციული ინტერესების დაწყებულ დაშორებას კუნძულოვანი ატლანტიკური ძალის გლობალური მისწრაფებებისგან, რომლებიც მაშინ მხოლოდ ბრიტანეთის მიერ იყო წარმოდგენილი. ეს ასპექტი იქცევა თანამედროვე პოლიტიკის – „ატლანტიზმისა“ და „ევრაზიულობის“ ბრძოლის თემად. ამიტომ ომის იდეოლოგიური მიზნები მიღწეულ იქნა მხოლოდ ნაწილობრივ. ომითა და რუსეთში რევოლუციით შობილი ახალი წესრიგი, ახალი მსოფლიო, მთლიანობაში, ჯერ კიდევ არ აღმოჩნდნენ საკმარისი უნივერსალისტური პროექტის განხორციელებისთვის.

როგორც წინასწარმეტყველებდა კიდეც დანილევსკი, თავისი არსებობა შეწყვიტა ავსტრიამ, როგორც სახელმწიფომ და დაიშალა როგორც ხელოვნური წარმონაქმნი. გააოგნა რა საშინელებისგნ მთლი მსოფლიო სომხების სასტიკი და ირაციონალური ჟლეტით, თურქეთმა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, რამოდენიმე ხნით, დაკარგა თავისი მეომრული ანტიევროპული ძალა და დაკავებული იყო ისტორიული რუსეთის გადაყლაპული ნაწილების მონელებით. შავი ზღვის სრუტების რეჟიმის დარეგულირება შესაძლებელი გახდა რამდენიმე ათწლეულისთვის. მაგრამ ეს შეიძლებოდა გაგრძელებულიყო მხოლოდ მანამდე, სანამ თურქეთი კვლავ არ დასჭირდა ევროპას რუსეთისა და სლავობის წინააღმდეგ.

რუსებისა და სლავებისგან განსხვავებით მართლმადიდებლური ცივილიზაციისადმი მტრულმა ძალებმა გამოიტანეს გაკვეთილები მიღებული გამოცდილებიდან. XX ასწლეულში სიღრმისეული რუსეთისადმი მტრული ძალები ბრწყინვალედ იყენებენ იმ შესაძლებლობას, რომ მსოფლიო ისტორიაში თავიანთი ამოცანების შესასრულებლად გამიზნონ ოკეანის გაღმა ფორმირებადი ძლიერი გეოპოლიტიკური ცენტრი და გადააქციონ იგი თავიანთ ცენტრად. „მსოფლიო ლათინობას“ XX საუკუნეში განასახიერებს აშშ, რომელიც მიმართავს უპრეცედენტო ძალისხმევას აღმოსავლური საკითხის გადასაწყვეტად.

მსოფლიო აღმოსავლური საკითხის ეს ხარისხობრივად ახალი ეტაპი დაიწყო პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. ამ ძალების ამოცანად იქცა მთელი ერთობლივი დასავლეთის თანდათანობით კონსოლიდაცია იმისთვის, რაღა იდეოლოგიური მიზნები შეეთავსებინათ გეოპოლიტიკურთან. დღის წესრიგში დადგა მსოფლიო დაწესებულებების შექმნა და ოქროს სტანდარტის გაუქმება საიმისოდ, რათა ერებისთვის წაერთვათ სუვერენიტეტი და უზრუნველეყოთ მსოფლიო ბატონობისა და ინტერვენციის ფინანსური მექანიზმი ერი-სახელმწიფოების გარეგნულად შენარჩუნებით. ამ პროცესს თავიდან ხელის შეშლა დაუწყო გერმანიამ. პრომეთეულმა „მწუხრისეულმა გერმანულმა გენიამ“ (რუს. «сумрачный германский гений»), რომელმაც მთელი დასავლეთის მსგავსად უკვე დაკარგა გამაკეთილშობილებელი გოთური კათოლიკურ-ქრისტიანული ნიადაგი, ვერსალური დამცირების სპეციფიურ პირობებში შვა თავისი მახინჯი ნაყოფი გერმანული ნაციზმის სახით, რომლის სიღრმისეულ რელიგიურ-ფილოსოფიურ საფუძველსაც წარმოადგენდა ქრისტიანობაზე წარმართობის შემოტევა. დაიწყო ახალი ომი, ამასთან მონდიალისტური ძალებისთვის ხლისშემშლელი ჰიტლერიზმი ანგლოსაქსონურმა პოლიტიკამ სტრატეგიულად მომართა სსრკ-ის წინააღმდეგ.

მაგრამ უმთავრესად ერთობლივი დასავლეთის მიზნები და მისი კონსოლიდაციის პროცესი აირია იმ მოულოდნელი პროდუქტით, რომელიც წარმოშვა რუსეთმა დასავლური პრომეთეული მარქსიზმის თესლიდან. ბოლშევიზმმა რუსულ ნიადგზე ძალზედ სწრაფად დაიწყო მუტაცია და წარმოშვა სსრკ-ის ფენომენი, რომელიც ახალი ფორმით იქცა ახალ დაბრკოლებად და საპირწონედ დასავლეთისთვის. 1945 წლის გამარჯვების შემდეგ ეს საწყისები აღადგინეს იმ ზღვრამდე, რომ ახალი სახით სსრკ კვლავ იქცა გადაულახავ დაბრკოლებად დასავლეთის გზაზე.

ახლა, როდესაც „კომუნისტური ფანტასმაგორია“ გაიფანტა, ზეწოლა რუსეთზე მხოლოდ გაიზარდა. მსოფლიო აღმოსავლური საკითხი გადავიდა დამამთავრებელ ფაზაში. დასავლეთი კონსოლიდირებულია, ევროპა სწრაფად კარგავს მსოფლიო ისტორიისა და კულტურის დამოუკიდებელი მოვლნის როლს. ასეთი ევროპა ატლანტიკური კონტროლის ქვეშ და მსოფლიო ფინანსური მექანიზმების კაბალაში – დამჯერი ინსტრუმენტია საუკუნის დაუფარავ ამოცანაში – რუსული დიდმპყრობელობისა და რუსული ისტორიული პიროვნების განადგურებაში ყველა გეოპოლიტიკური და სულიერი განსაზღვრებით. ეს ამოცანა სავსებით გაშიშვლდა, როდესაც რუსეთი უკვე მერამდენედ შეეცადა მსოფლიო აღმოსავლური საკიტხის გადაწყვეტას დასავლეთთან პირფერობის გზით, რისგანაც ასე შორსმჭვრეტელურად არიდებდა მას დანილევსკი, და დაუთმო დასავლეთს თავისი გეოპოლიტიკური პოზიციები, რომლებსაც იგი ერთად კრებდა ოთხი საუკუნის განმავლობაში.

აი უკვე საუკუნე ნახევარია დასავლეთს ეშინია რუსეთისა და მსხვილი სლავური მართლმადიდებლური წარმონაქმნების. და როგორც მოწმობს ზ. ბჟეზინკის უკანასკნელი წიგნი, არაფერი არ შეცვლილა „ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების“ საუკუნეშიც „ცივი ომის“ წლებში დაწერილი ივანე ილინის მწარე შენიშვნების დროსთან შედარებით. ის სწორია: „არანაირი სამსახური საერთოევროპული საქმისთვის არ ცვლის ამ დამოკიდებულებას – არც ნაპოლეონისგან ევროპის განთავისუფლება და არც პრუსიის გადარჩენა 1805-1815 წლებში, არც ავსტრიისა და საფრანგეთის გადარჩენა შესაბამისად 1848 და 1875 წლებში, არც ალექსანდრე III-ის მშვიდობისმოყვარეობა, არც ჰააგის კონვენცია, არც მსხვერპლად შეწირული ბრძოლა გერმანიასთან 1914 წელს, დავუმატებთ, არც ევროპის განთავისუფლება ჰიტლერის მიერ ტოტალური განადგურებისგან, და ბოლოს, დასავლეთზე შეყვარებული რუსი ლიბერალების მიერ განხორციელებული რუსეთის როგორც დიდი დერჟავის თვითჩამოშორებაც (რუს. самоустранение) კი. რუსეთი და სლავობა _ ეს არის ამოუცნობი, ნახევრად ბარბაროსული „სიცარიელე“; იგი უნდა გაანათლონ სახარებით ანუ კათოლიკობაში მოაქციონ, „ჩაუტარონ კოლონიზაცია“ (პირდაპირ) და მოახდინონ მისი ცივილიზაცია; საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია და უნდა იყენებდნენ კიდეც მას თავიანთი ვაჭრობისა და თავიანთი... მიზნებისთვის, ინტრიგებისთვის, და რა თქმა უნდა – მას აუცილებლად ყოველმხრივ უნდა ასუსტებდნენ“.

როგორ? – ამას უძღვნის კიდევაც თავის წიგნს ბჟეზინსკი, რომელიც რუსეთს უწოდებს „შავ ხვრელს“, და ყოველ გვერდზე თითმის უხამსად გადაკვრით მიანიშნებს რუსებისა და მართლმადიდებელი სლავების კულტურულ არასრულფასოვნებაზე მსოფლიოს ყველა ხალხისა და იმ ხალხების წინაშე, რომლებიც სახლობენ ისტორიულ რუსულ სახელმწიფოში. გასაოცარი მემკვიდრეობითობაა! აქ დაიმზირება არა იმდენად ისტორიული და არაისტორიული ხალხების ჰეგელისეული თეორია, რამდენადაც ფ. ენგელსის შეუკავაბელი გაბოროტება, რომელიც სიამოვნებით წინასწარ ტკბებოდა ანტიისტორიული სლავებისა და იმანენტურად რეაქციული რუსი ხალხის გაქრობით.

მაგრამ ამ მემკვიდრეობითობას გააჩნია არა საუკუნენახევრიანი, არამედ თითქმის ათასწლოვანი ისტორია. მართლმადიდებლი სლავების ანტიქრისტიანობისა და ბარბაროსობის მოტივი ჟღერდა ჯერ კიდევ კრაკოვის ეპისკოპოსის მათეს წერილში პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის სულისჩამდგმელის ბერნარდ კლევროსელისადმი, რომელსიც იგი ახალისებდა ჯვაროსნული ლაშქრობისკენ რუსი ბარბაროსების წინააღმდეგ, რომლებიც არ მოიაზრებიან არც ლათინურ და არც ბერძნულ სარწმუნოებასთან. ამრიგად მათესთვის მართლმადიდებელი სლავები უკვე მაშინ იყვნენ ბიზანტიელ „სქიზმატებზე“ უფრო „უარესნი“.

მსოფლიო დილემა „რუსეთი და ევროპა“, რომელსაც ასე თუ ისე გვერდი ვერ აუარეს წარსულში რუსეთის გამორჩეულად ჭკვიანმა ადამიანებმა, ისევ მთელი თავისი გოლიათური მასშტაბით დგება XX ასწლეულის დასასრულს. მის გარეშე შეუძლებელია გავიგოთ როგორც კატასტროფისკენ რუსეთის სვლის გზა, ასევე დასავლეთის გლობალური კულტურტრეგერული მისწრაფებები, რომლებიც სულაც არ ამოიწურება მატერიალური კრიტერიუმებით, ასევე შეუძლებელია სერბების წინააღმდეგ აგრესიით უსირცხვილო შანტაჟის გაგებაც. როგორც წინასწარმეტყველებდა კიდეც დანილევსკი, აღმოსავლური საკიტხის გადაწყვეტა შესაძლებელი იქნება მხოლოდ მასინ, „როდესაც რუსეთი გაბედულად და ღიად მიიღებს მისთვის თავსმოხვეულ გამოწვევას“, რისთვისაც საჭიროა არა იმდენად მატერიალური ძლიერება, რამდენადაც სულიერი.

თუმცა კი არა მხოლოდ რუსეთი იმყოფება სახიფათო მიჯნასთან. ოდესღაც დიდი ევროპა სწრაფად კარგავს მსოფლილ ისტორიისა და კულტურის მოვლენის როლს. მაგრამ ევროპა კარგავს არა მხოლოდ თავის კულტურას. არასოდეს იგი აქამდე არ ყოფილა ასეთ საცოდავ მდგომარეობაში. ევროპის დღევანდელ როლს როგორც არ შეიძლება სიმბოლურად ისე კარგად განასახიერებს ჰავიერ სოლანას ორაზროვანი და ყოველთვის უადგილო ღიმილი, გრიმასა, რომლითაც ტურა ტაბაკი რ. კიპლინგის „ჯუნგლების წიგნიდან“ ატყობინებდა ხალხს თავისი პატრონის, კანონის ფეხით გამთელავი შერ-ხანის თვითდაჯერებული, ბოროტი და უხეში ნების შესახებ... ეს არის კიდეც Pax Americana, რომელმაც ჩაანაცვლა არა მხოლოდ საღვთო რომის იმპერია და მოსკოვი – III რომი, არამედ ღმერთის გარეშე მიწიერი სამოთხის ყველა მატერიალისტური უნივერსალისტური მირაჟიც – „შრომის მსოფლიო ძმობა“, „სერთოევროპული სახლი“, „ერთიანი მსოფლიო“. არც თუ შემთხვევით, წარსულში Camarada-დ ნამყოფი ჰავიერ სოლანა უკვე აღარ უბრუნდება თავის სენიორს, არამედ ხდება mister სოლანა. როდესაც მსოფლიოზე თანამფლობელობის გულისთვის ევროპა ახლა თავისი ატლანტიკური პრესვიტერის პირით აცხადებს ერთიან „პოსტქრისტიანულ საზოგადოებას“, იგი ამით უკვე უარს ამბობს საკუთარ თავზე, საკუთარ დიდ წარსულსა და თავის გოლიათურ კულტურაზე. მისი კულტურის ჰეროიკა, იდალი, რომანტიზმი და გმირობა, დეკარტისეული ეჭვიც კი, თავად „დამღუპველი თავისუფლების უგუნურება“ – ყოველივე მოცემული იყო ქრისტიანული სულის მიერ. ლიბერალიზმმა თავისი კეთილი განზრახვებით მხოლოდ გზა გაუხსნა „ევროპის მზის ჩასვენებასა“ და მის კაპიტულაციას „ატლანტიზმის“ წინაშე. საღვთო რომის იმპერიის Pax Americana-თი ჩანაცვლება – ესქატოლოგიურად გარდაუვალია – იგი უკეთესად ემსხურება მევახშეს, „liberte“-ის ამ ნამდვილ პატრონს, ცივილიზაციების დამანგრეველსა და დიდი ევროპული კულტურის მესაფლავეს.

რუსეთი და ევროპა დგანან დრამატული არჩევანის წინაშე ქრისტეს შობიდან 2001 წლის ზღურბლზე. ახლა კი გულარხეინი (გულდაჯერებული) რუსი ლიბერლებისთვისაც ნათელი უნდა იყოს, რომ რუსეთს არ სჭირდებოდა ის დამამცირებელი გამოცდა დასავლეთევროპულ ლიბერალიზმში, რომელიც ჩააბარეს „მეოთხე ლიბერალურ ინტერნაციონალს“. უკანმოუბრუნებლად დაეცა არა მხოლოდ აშშ-ის, არამედ მთელი თვითმარქვია მსოფლიო მთავრობის მორალური ავტორიტეტი მისი მექანიზმებითა და იდეოლოგიური კლევრტებით, რომლებსაც იუგოსლავიის წინააღმდეგ აგრესიის მოწონების შემდეგ შეგვიძლია მივაკუთვნოთ გაეროს უშიშროების საბჭოც, გენერალური მდივანიცა და ევროპის საბჭოც.

მაგრამ რუსეთის მორალურმა კაპიტულაციამ წინა წლებში, როგორც ახლა ნათელია, გამოწვია ევროპის სრული დეგრადაცია. დღეს ბოლოს და ბოლოს უნდა ვაღიაროთ, რომ ევროპისთვის როგორც დამოუკიდებელი გეოპოლიტიკური და კულტურულ-ისტორიული სიდიდისთვის სასიკვდილო მუქარას წარმოადგენდა სულაც არა რუსული თვითმპყრობელობა, არამედ ატლანტიკური დიქტატი. აშშ მიზანმიმართულად ანგრევდა და დღესაც დიდი ხნით დაბომბა ევროპის ყველა კონფესიური და კულტურული შემადგენლის _ რომანულის, გერმანულისა და სლავურის, ევროპის ლათინურისა და ევროპის მართლმადიდებლურის – კონსტრუქციული ურთიერთობების შესაძლებლობა. მხოლოდ ასეთ ევროპას შეულძლია მსოფლიო ისტორიისა და კულტურის მოვლენის როლის შენარჩუნება. დადგა დრო, რათა მთელი ზომით შევიგნოთ რუსული მართლმადიდებლური ფორპოსტის მნიშვნელობა მთელი ქრისტიანული სამყაროსთვის მთლიანობაში მომავალი ასწლეულის არა მხოლოდ გეოპოლიტიკური და დემოგრაფიული, არამედ სულიერი გამოწვევების წინაშეც.

ნატალია ნაროჩნიცკაიაისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი

მასალის ორიგინალი გამოქვეყნდა საიტზე pravoslavie.ru 12/04/2000

შემდგომში განახლებულ იქნა საიტზე narochnitskaia.ru

თარგმნა და შენიშვნები დაურთო ირაკლი ხართიშვილმა


(1) ნ. ნაროჩნიცკაიას ამ მსჯელობაში ბევრი რამ არის სადაო. როგორც ცნობილია, ისტორიულად, ფრანკთა სამეფოს არისტოკრატიაში შედიოდნენ ძველი რომაელი პატრიციუსებიც, რომლებმაც მეროვინგების უმაღლესი ხელისუფლების აღიარებითა და მათდამი მორჩილებით შეინარჩუნეს თავიანთი მდგომარეობაცა და სამფლობელოებიც. თანამედროვე საფრანგეთის, ესპანეთის, პორტუგალიისა და იტალიის ტერიტორიაზე დამპყრობელი გერმანელი ხალხების ასიმილირება მოხდა ადგილობრივი ხალხების მიერ, ინგლისის მოსახლეობა და ინგლისური ენა კი ჩამოყალიბდა გერმანული ანგლო-საქსური ელემენტის შერევითა და შეჯვარებით კელტურ-ბრიტანულ და მოგვიანებით კი, ნორმანულ ელემენტებთან. ასე რომ დასავლური სამყაროსთვისაც ცნობილი იყო დამპყრობლების მიერ დაპყრობილი ხალხების ენის, ადათებისა და ზნე-ჩვეულებათა მიღების პრაქტიკა. გარდა ამისა, ავსტრია-უნგრეთის იმპერიაში არ აღგვილან პირისაგან მიწისა დაპყრობილი სლავი ხალხები, თუმცა კი იქ ბევრი რამ იყო მათი ჩაგვრისკენ მიმართული. რაც შეეხება რუსული ხელისუფლების მიერ მის იმპერიაში შემავალი ხალხებისთვის რუსული ენის ძალად თავზე არ მოხვევის პოლიტიკას, ესეც არასწორია, და ბევრი მაგალითი გვაქვს იმისა, რომ XIX საუკუნის გამოჩენილი ქართველი მოღვაწეები წმ. ილია მართალი (ილია ჭავჭავაძე), წმ. დიმიტრი ყიფიანი საქართველოსთვის წამებული, იაკობ გოგებაშვილი და სხვანი აქტიურად გამოდიოდნენ რუსული ადმინისტრაციის მიერ თბილისის სასულიერო სემინარიაში ქართული ენისა და საქრთველოს ისტორიის სწავლების პერიოდულად აკრძალვების წინააღმდეგ, აგრეთვე იმპერატორ ალექსანდრე II-ის რეფორმების საფუძველზე ქართველი თავადაზნაურობის მიერ საკუთარი ხარჯით გახსნილ სასწავლებელში სწავლების ქართულ ენაზე წარმართვის ხელშეშლის მიზნით ამხედრებული რუსი მოხელეების (იანოვსკი და სხვანი) სიცრუის წინააღმდეგ და ა. შ. გარდა ამისა, 1820-იანი წლების მიწურულს, იმპერატორ ნილოზოს I-ის მმართველობის პირველ წლებში რუსეთ-თურქეთის მორიგი ომის დროს რუსული ჯარების მიერ დაპყრობილი ახალციხის საფაშოს მაჰმადიანი ქართული მოსახლეობა, რომელიც ომის შედეგად თურქეთში იყო გადასული და თავშეფარებული მთავარმართებელ გრაფ პასკევიჩს სთხოვდა უკან დაბრუნების ნებართვასა და კვლავ ქრისტიანულად მონათვლის საშუალების მიცემას, რაზედაც პეტერბურგიდან მოვიდა პასუხი, რომ: მაგ მხარეში ჩვენ არ გვჭირდება ქრისტიანები, არამედ გვჭირდება თავისუფალი სახაზინო მიწებიო. ესეც ისტორიის რეალობას წარმოადგენს, და ამასაც თვალი უნდა გავუსწოროთ.

(2) აქ მეტად საგულისხმოა ის, რომ ლაპარაკია არა მხსნელის, მაცხოვრის მეორედ მოსვლაზე, არამედ “ახალი მხსნელის მოსვლაზე” _ ანუ ანტიქრისტეს მოსვლაზე, რასაც პროტესტანტები, ან მათი ერთი მმართველი ნაწილი _ ე. წ. „განდობილი ძმები“, მოელიან და რისთვისაც აქტიურად საქმიანობენ. ცხადია, ლოკერ-ლემპსონი და მისი „ძმები“ ასეთ რამეს და ღიად ვერ იტყოდნენ, მაგრამ ეს მათ რელიგიურ სწავლებაში სამწუხაროდ ჩადებულია. და ესეც გახლავთ ყბადაღებული „დასავლური ფასეულობების“ მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი, რაზეც ჩვენში დუმილს ამჯობინებენ. მაგრამ „განა ჭირი თავს დამალავს“? (ი. ხ.)

No comments:

Post a Comment