Tuesday, November 16, 2010

ბალტიკიდან შავ ზღვამდე _ რუსეთი და დსთ-ის ევროპული წევრები

(ისტორიულ-ფილოსოფიური რეტროსპექტივა და გეოპოლიტიკური პერსპექტივა)

უკრაინა

სამყაროზე უკრაინული შეხედულების სათავეებისა და მოტივების სწორი (სარწმუნო) შეფასება სრულებით აუცილებელია იმისთვის, რათა ვმსჯელობდეთ რუსეთ-უკარინის ურთიერთობების მომავლისა და მათთან მიმართებით დასავლეთის პოლიტიკის შესახებ. უკრაინის პოლიტიკის გაორებულობა ბუნებრივია. არის რა დამოუკიდებელი სახელმწიფო, უკრაინა გარდაუვალად იქცევა მეტოქედ, და არა ერთმნიშვნელოვნად ძმურ და მეგობრულ სახელმწიფოდ, რამდენადაც არ უნდა უნდოდეს ეს დღეს მილიონობით უკრაინელს. ეს ანტინომია ჩადებულია საგანთა თავად ბუნებაში. როგორ პარადოქსულიც არ უნდა იყოს ეს _ მიზეზი არის სწორედ რუსების ამ ორი შტოს გენეტიკურ საერთოობასა და უკიდურეს სიახლოვეში. თუკი რუსები და უკრაინელები, რომელთაც აქვთ ერთიანი კულტურა და ენა დიალექტური განსხვავებებით, უფრო ნაკლებით, ვიდრე ბავარიელებსა და საქსონიელებს, აგრეთვე სულ დღევანდელ დღემდე საერთო ისტორია, ერთიანები არიან თავიანთი საგარეო და საშინაო პოლიტიკის მიზნებში, მაშინ საეჭვოა ცალ-ცალკე ყოფიერების ისტორიული ლოგიკა.

რამდენადაც უკრაინა ამკვიდრებს თავის დამოუკიდებელ (რუს. самостоятельное) ისტორიულ ყოფიერებას, ეს მოითხოვს დასაბუთებას სხვანაირი სულიერი და იდეოლოგიური მისწრაფებებით, განსხვავებული გეოპოლიტიკური ორიენტირებით. ამიტომ, უკრაინული სახელმწიფო იდეოლოგია, ვის მიერაც არ უნდა ტარდებოდეს იგი _ უკრაინის კომუნისტური პარტიისა თუ РУХ-ის, ყოველთვის დაიწყებს ამის მტკიცებას მხოლოდ განსხვავებით სტილსა და რადიკალურობაში. ხალხები რომ უფრო მეტად განსხვავდებოდნენ ერთიმეორისგან, არ იქნებოდა საჭიროება გააფთრებული ანტირუსული პროპაგანდის წარმოებაში РУХ-ისა და ბელორუსიის სახალხო ფრონტის მხრიდან. „ძმური“ ურთიერთობები _ გამონაგონი არ არის, მაგრამ ეს ურთულესი და წინააღმდეგობრივი სოციო-სულიერი ფენომენია, კომპლექსი და მიზიდულობებია, აგრეთვე განზიდულობაცა და იჭვიანობებიც. პირველი მომაკვდინებელი ცოდვა, რომელიც ადამიანმა ჩაიდინა დედამიწაზე _ ეს არის ძმათაკვლა, როდესაც იჭვიანობით აღძრულმა კაენმა ვერ შეძლო ღვთივსათნო აბელის თავის სიახლოვეში ყოფნის ატანაც კი. ცნობილია, რომ სამოქალაქო და რელიგიური ომები ერთ ტომელებს შორის პირადი სისასტიკის მიხედვით აღემატებიან სახელმწიფოთაშორის დაჯახებებს.

შემთხვევითი არ არის, რომ უკრაინის პოლიტიკურ და იდეოლოგიურ სცენაზე დამოუკიდებლობის გამოცხადების ეტაპზე იმძლავრეს გალიციელებმა _ უნიატებმა, რომლებიც ხუთი საუკუნის მანძილზე იყვნენ დასავლეთთან, მათი წამყვანი როლი დამოუკიდებელი უკრაინის სახელმწიფო და ეროვნული იდეოლოგიის ფორმულირებაში ისტორიულად არის წინასწარ განსაზღვრული, ვინაიდან ისინი არიან კიდეც განსაკუთრებული „უკრაინული“ ორიენტაციის მატარებლები მსოფლიო ისტორიაში. მათი აგრესიულობა მართლმადიდებლობისადმი აღემატება ყოველივე ნანახს კათოლიკების მხრიდან, დივიზია „გალიჩინას“ მხეცობები ანცვიფრებდა ესესელებს. სხვა ხალხების (ხორვატების) ისტორიაც ადასტურებს ამ კანონზომიერებას. უპატიებელი გამარტივება იქნებოდა გვეძებნა უკრაინული შეგნების გაორებისა და უკრინული სეპარატიზმის მიზეზები ტოტალიტრიზმისგან გაქცევაში, ისევე როგორც აგვეხსნა უკრაინელი „მშრომელებისთვის“, რომ ისინი ჩამოგვაცილეს იმისთვის, რათა შემდეგ უფრო ადვილად ეძარცვათ. „ლათინური“ დასავლეთი ყოველთვის მოისწრაფვოდა პოსტბიზანტიური სივრცის ჩაყლაპვისკენ, რისი საწინდარიც ყოველთვის იყო მალოროსიის გამოყოფა ველიკოროსიისგან. ნაპოლეონის შემოსევისა და მისი პირველი „ზოგადსაკაცობრიო“ კოდექსის ფონზე პუშკინმა თავისი ისტორიული გუმანით ამოიცნო, რომ დასავლეთის რუსეთზე ზეწოლის გადამწყვეტ მომენტებში ისმება ხოლმე საბედისწერო საკითხი: „ჩვენი კიევი ძველი, ოქროსგუმბათოვანი, ეს წინაპარი რუსული ქალაქებისა, დაანათესავებს კი ბობოქარ ვარშავასთან თვისთა წინაპართ წმინდა საფლავებს?“ («Наш Киев дряхлый, златоглавый, сей пращур русских городов, сроднит ли с буйною Варшавой святыни всех своих гробов?»).

კათოლიციზმი დაუყოვნებლივ წარმოიშვა როგორც პოლიტიკური და იდეოლოგიური სუბიექტი ისტორიული რუსეთის ტრიტორიაზე მაშინვე სსრკ-ის დაშლის შემდეგ, ისწრაფვოდა რა ესარგებლა წინაპირობებით ვატიკანისა და რჟეჩ პოსპოლიტას საუკუნოვანი ოცნების განხორციელებისთვის _ თავიდან სულიერად, შემდეგ კი ფიზიკურადაც კიევის დაუფლებისთვის. თეორიები „არიელი უკრაინელებისა“ და „თურანული მოსკოვეთის“ რასობრივი განსხვავების შესახებ, რომელმაც ვითომდაც უკანონოდ მიითვისა წმინდა სოფიოს ტაძრის შესამოსლები და კიევის ისტორია, რომლებითაც გასულ საუკუნეში პარიზული კათედრებიდან ენამზეობდა პროვინციელი პოლონელი ფრანციშეკ დუხინსკი, თავიდანვე აღმართულ იქნა გალიციურ დროშებზე. მაგრამ კომუნისტურმა ნომენკლატურამაც 1991 წლის აგვისტოს პუტჩის შემდეგ, სწრაფად აიტაცა სწორედ გალიციური იდეოლოგია. გალიციის ფენომენი შეუძლებელია გავიგოთ, თუკი არ გავერკვევით უნიატობის მოვლენაში.

ისინი, ვინც იცნობენ იმ გულმოდგინებას, რომლითაც ავსტრია-უნგრეთში დაკავებული იყვნენ უკრაინული ენის რეფორმით, ახალისებდნენ რა თითოეულ წერტილს ი-ზე, რომელიც უკრაინულ გრაფიკას წყვეტდა რუსულისგან (ვენას გააჩნდა მდიდარი გამოცდილება სერბებისა და ხორვატების, სერბებისა და ჩერნოგორიელების ლინგვისტურ დაშორებაში ენასა და ტოპონიმიკაში განსხვავებების შექმნის მეშვეობით), ვინც გაიგო ინტელექტულური პატრიარქის მ. გრუშევსკის კაპიტალური შრომის ჩანაფიქრი, რომელიც ბანს აძლევდა დუხინშჩინას (დუხინსკის შეხედულებებს), ვინც იცნობს ვატიკანის საქმიანობას, არ დაიწყებს უკრაინული სეპარატიზმის მიზეზების ძიებას XX საუკუნის მოვლენებსა და იდეოლოგიებში. ნ. ულიანოვი, რუსული საზღვარგარეთის მსხვილი ისტორიკოსი წერს, რომ სულ დსაწყისიდანვე კაზაკობის მმართველი ფენა იყო პოლონოფილური, ხოლო ბ. ხმელნიცკი კი „მთელი სამი წლის მანძილზე, რაც იმყოფებოდა მოსკოვური ხელისუფლების ქვეშ, იქცეოდა როგორც ისეთი ადამიანი, რომელიც ყოველ დღე მზად იყო თავიდან მოეხსნა ფიცი და ჩამოშორებოდა რუსეთს“, მიდრეკილი იყო ინტრიგების ხლართვისკენ რუსეთის მეფის წინააღმდეგაც და პოლონეთის წინააღმდეგაც, შეთანხმებაში შედოდა შვედეთის მეფესთან კარლ გუსტავთან, რაშიც იგი ამხილა მოსკოვის მიერ წარგზავნილმა ფ. ბუტურლინმა. როდესაც ნ. კოსტომაროვმა იპოვნა თურქეთის სულთნის ორი სიგელი ხმელნიცკის სახელზე, გამოარკვია, რომ ის საერთოდ „ორმოხარკეც“ კი იყო, ანუ მოსკოვისგან საიდუმლოდ აღიარებდა თურქეთის სულთნის ძალაუფლებასაც.

უკრაინული სეპარატიზმის სათავეები არის _ ბრესტის უნიაში, კათოლიკური დასავლეთის დაპირისპირებაში საძულველ „ბიზანტიურ სქიზმასთან“ და რუსული მართლმადიდებლობისადმი ზიზღში, რაც ტრაგიკულად თამაშდება ხოლმე მათი შეჯახების ზონაში ერთი ხალხის ცხოვრებაში. კიევის მოწყვეტა მოსკოვისგან და აღმოსავლეთ სლავობის გაკათოლიკება იყო ვატიკანისა და დასავლეთის საუკუნოვანი მისწრაფებები: „ო, ჩემო რუსინებო! სწორედ თქვენი მეშვეობით ვიმედოვნებ მივაღწიო აღმოსავლეთს...“ _ მოუწოდებდა გალიციელებს რომის პაპი ურბან VIII მალევე უნიის (1596) შემდეგ XVII ასწლეულის დასაწყისში. მიტროპოლიტი მიხეილ რაგოზა და ოთხი ეპისკოპოსი, რომლებმაც რჟეჩ პოსპოლიტას ზეწოლით მიიღეს კათოლიკური დოგმატი მართლმადიდებლური ადათ-წესების შენარჩუნებით, მართლმადიდებელმა დასავლეთრუსებმა არ მიიღეს. მაგრამ უნიატები ზიზღით უარყვეს ასევე პოლონელებმაც _ ადგილობრივმა კათოლიკებმა, მოითხოვდნენ რა სრულ ასიმილაციას. ასე, უნიატობა იქცა ბუფერად მართლმადიდებლურ-დასავლეთრუსულ და პოლონურ-კათოლიკურ კულტურულ-ცივილიზაციურ ტიპებს შორის. სახელდობრ (სწორედ) ბერძენ-კათოლიკის ფენომენი _ არც რუსი, არც პოლონელი, არამედ „დამოუკიდებლობის მომხრე _ უკრაინელი“ (რუს. «самостиіник – украинец») არის კიდეც _ უკრაინული იდენტიტეტის, შემდეგ კი უკრაინული იდეის საფუძველი. ვენისა და ვატიკანის მიერ გულუხვად სუბსიდირებულმა ბერძნულ-კათოლიკურმა ეკლესიამ დაბადა პოლიტიკური უკრაინობაც (რუს. ).

უნიის ისტორია _ ეს არის კათოლიციზმის სასტიკი შემოტევა მართლმადიდებლობაზე, ეს არის ექსპროპრიაცია, ძალადობა და მკვლელობები, რომლებიც გრძელდბოდა სამი საუკუნის მანძილზე თავიდან პოლონელების, ხოლო შემდეგ კი ავსტრიის მიერ. გალიციაში ლათინელების ქვეშ ხუთი საუკუნის მანძილზე ყოფნის შემდეგ XIX ს. ბოლოს სტიქიურად წარმოიქმნა იდეური მოსკოვოფილობა (მართლმადიდებელი ინტელიგენციის გადმოსვლა პოლონურიდან რუსულ ენაზე), აგრეთვე გლეხების მასობრივად გადმოსვლა მართლმადიდებლობაში, რომლებიც საეკლესიო დღესასწაულების დროს ჯვრით ხელში მსვლელობებით გამოარღვევდნენ ხოლმე ავსტრია-რუსეთის საზღვარს და მოდიოდნენ მიძინების ლავრაში (რუს. Почаевская лавра), ყოველივე ეს ავსტრიისთვის ქმნიდა ამ ხალხის გარუსებისა და საბოლოო ჯამში მოსკოვთან იდეური ერთიანობის მუქარას. ვენამ და ვატიკანმა საჩქაროდ დაიწყეს გალიციის მომზადება „უკრაინული პიემონტის“ როლისთვის მსოფლიო ომის წინკარში. რუსინები უნდა გადაექციათ უკრაინელებად, მიეცათ სრულიად უკრაინული ერთიანობის ლოზუნგი, რომელიც, ავსტრიულ-გერმანული ბლოკის გამარჯვების შემთხვევაში მომავალ ომში ჰპირდებოდათ მთელი მალოროსიის მოწყვეტას რუსეთისგან.

ამით დაკავებული იყო „უკრაინულ-ავსტრიული პარტია“, რომლის ერთერთი ლიდერიც გახლდათ ავსტრიელი გრაფი და ოფიცერი, კათოლიკი, მომავალი უნიატური მიტროპოლიტი ანდრეი შეპტიცკი, რომელმაც დასახა ზომები მალოროსების ისტორიული შეგნების დასამახინჯებლად იმისთვის, რათა „როგორც კი გამარჯვებული ავსტრიული არმია ფეხს შეადგამს რუსული უკრაინის ტერიტორიაზე... ეს ოლქები რაც შეიძლება უფრო სრულად ჩამოშორებულ იქნას რუსეთისგან და მიეცეს მათ ეროვნული, რუსეთისგან დამოუკიდებელი, მეფეთა დერჟავისადმი უცხო ოლქის ხასიათი“. ეს გეგმა გერმანულ ენაზე აღმოჩენილ იქნა შეპტიცკის შენიღბულ არქივში ლვოვში და გამოქვეყნებულ _ გაზეთში «Общее дело» („საერთო საქმე“) პეტროგრადში 1917 წელს.

შეპტიცკის ამოცანის მასშტაბების შესახებ რუსული შეგნების განადგურების საქმეში არა მხოლოდ მალოროსიაში, არამედ თავად გალიციურ და კარპატების რუსეთშიც XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე მოწმობს 100 ათასზე მეტი ხელმოწერა ვენის პარლამენტში წარდგენილი პეტიციის ქვეშ ავსტრია-უნგრეთში რუსულ მიწებზე რუსული ენის სწავლისა და სწავლების უფლების თაობაზე: „გალიციელ-რუსი ხალხი თავისი ისტორიული წარსულის, კულტურისა და ენის მიხედვით მჭიდრო კავშირში დგას გალიციის მოსზღვრე მიწაზე მცხოვრებ მალოროსიულ ტომთან რუსეთში, რომელიც ველიკორუსულ და ბელორუსულ ხალხებთან ერთად შეადგენს მთლიან ეთნოგრაფიულ ჯგუფს, ესე იგი რუს ხალხს. ამ ხალხის ენას, რომელიც გამომუშავებულია სამივე რუსული ტომის ათასწლოვანი შრომით, გალიციური რუსეთი თვლიდა და თვლის თავისად და ამ ენისთვის აღიარებს მხოლოდ უფლებას იყოს მისი (ანუ გალიციური რუსეთის _ ი. ხ.) ლიტერატურის, მეცნირებისა და საერთოდ კულტურის ენა“.

რუსულ აღმავლობაზე საპასუხოდ მისი ძალაუფლების ქვეშ მყოფ ოლქებში ავსტრია-უნგრეთმა დაიწყო რეპრესიები იმ მღვდელმსახურებისა და ერისკაცთა წინააღმდეგ, რომლებიც გადმოდიოდნენ მართლმადიდებლობაში და ლაპარაკობდნენ რუსულად (1882), შემდეგ 1912-1914 წლების მარმაროშ-სიგეტური პროცესები იმიერკარპატელ გლეხებზე, რომლებიც მთელი სოფლებით გადმოდიოდნენ მართლმადიდებლობაში (90 ათასზე მეტი ადამიანი გაასამართლეს, ათასობით გლეხი კი წლების მანძილზე ცხოვრობდა საალყო მდგომარეობაში). პირველ მსოფლიო ომთან ერთად დაიწყო მასობრივი ანტირუსული და ანტიმართლმადიდებლური ტერორი უნიატების მეთაურობით, რომელიც გაიმორა ს. ბანდერამ ჰიტლერული შემოსევის დროს, რაც მთლიანად ანგრევს მტკიცებებს იმის შესახებ, რომ ОУН და УПА იბრძოდა „საბჭოების“ წინააღმდეგ. დ. ა. ოდინეცი, რომელიც ჩაუღრმავდა გერმანელების როლის შესწავლას, დათრგუნული იყო გერმანული გეგმების გრანდიოზულობითა და პროპაგანდის მასშტაბებით პირველი მსოფლიო ომის წლებში დამოუკიდებლობანას (რუს. самостиіничество) დანერგვის მიზნით. ავსტრიულ-გერმანულ ხელისუფლებათა როლი „უკრაინის გამოხსნის კავშირის“ («Союз визволенія Украины») დაფინანსებაში დადასტურებულია ე. ჰერეშის მიერ მის არქივებით დოკუმენტირებულ ნაშრომში პარვუსის საქმიანობის შესახებ. ერთერთ საკონცენტრაციო ბანაკში, ტალერჰოფში, ავსტრია, განადგურებულ იქნა 60 ათასზე მეტი ადამიანი, 100 ათასზე მეტი გამოიქცა რუსეთში, კიდევ 80 ათასზე მეტი მოკლულ იქნა რუსული არმიის პირველი უკანდახევის შემდეგ, მათ რიცხვში დაახლოებით 300 უნიატი მღვდელმსახური, რომლბზედაც ეჭვი მიიტანეს სიმპატიებში მართლმადიდებლობისა და რუსეთისადმი. გალიციელ-რუსი ისტორიკოსების სიტყვებით „ავსტრიულ-მადიარულმა ტერორმა მაშინვე ყველა უბანზე მოიცვა კარპატისპირა რუსეთი“ და ის „ძმები, რომლებიც განუდგნენ რუსეთს, იქცნენ არა მხოლოდ ჰაბსბურგების მონარქიის მსახურებად (რუს. прислужники), არამედ მშობლიური ხალხის უბოროტეს... ჯალათებადაც“, ხოლო „კარპატისპირეთის უნიატები _ „უკრაინელები“ იყვნენ ერთერთი უმთავრესი დამნაშავეთაგანნი ჩვენი სახალხო მარტიროლოგიისა (მოწამეობისა _ ი. ხ.) ომის დროს“.

სამსაუკუნოვან ძალისხმევათა შედეგად იქცა თანდათანობითი ტრაგიკული გაორება უკრაინული თვითშეგნებისა, აგრეთვე ფენომენი მალოროსიელი ლიბერალების თვითშეგნებაში, რომელსც ნ. ტრუბეცკოიმ უწოდა „უკრაინული ინტელიგენციის კულტურული არასრულფსოვნების კომპლექსი“ _ რუსული მართლმადიდებლობის აკვნის დასავლეთის ორბიტაში ჩათრევის მთავარი ინსტრუმენტი. საეკლესიო ისტორიკოსმა გიორგი ფლოროვსკიმ სამხრეთრუსული შლიახტის ნაწილის პოლონოფილურ და ლათინოფილურ ორიენტაციას ზუსტად უწოდა „პროვინციული სქოლასტიკა“. დიასპორისა და ინტეგრაციის ინსტიტუტის (დსთ) თანამშრომელს კ. ფროლოვს თავის საფუძვლიან გამოკვლევაში მოჰყავს საუკუნის დასაწყისის სპეციალიტების აზრი: „დაიწყო პოლონეთის გაყოფები, და აი მაშინ პოლონელი მეცნიერები ალაპარაკდნენ განსაკუთრებული უკრაინული ეროვნების შესახებ... XIX საუკუნის პირველ მეოთხედში გამოჩნდა პოლონელი მეცნიერებისა და პოეტების განსაკუთრებული „უკრაინული“ სკოლა, რომელმაც მისცა ისეთი წარმომადგენლები, როგორებიც იყვნენ კ. სვიძინსკი, ი. გოშჩინსკი, მ. გრაბოვსკი, ე. გულიკოვსკი, ბ. ზალესსკი და სხვები, რომლებიც აგრძელებდნენ გრაფ პოტოცკის მიერ ჩადებული საწყისების განვითარებას, და მოამზადეს ის ფუნდამენტი, რომელზედაც იქმნებოდა თანამედროვე უკრაინიანობის შენობა. მთელი თავისი ფესვებით უკრაინული იდოლოგია ჩაეზარდა პოლონურ ნიადაგში“ (Труды подготовительной по национальным делам комиссии. – Одеса, 1912). პ. ნ. დურნოვომ, რომელმაც ხელმწიფეს მოუმზადა წერილი 1914 წელს, შესაძლო გეოპოლიტიკური სარგებლის ან დანაკარგების გარჩევისას მიუთითა, რომ „ერთადერთი პრიზი ამ ომში შესაძლოა იყოს გალიცია“, მაგრამ გააფრთხილა: „მხოლოდ უგუნურს შეიძლება უნდოდეს გალიციის შემოერთება. ვინც შემოიერთებს გალიციას, დაკარგავს იმპერიას...“

ვატიკანისთვის კარგი იყო ნებისმიერი საშუალება. ბენედიქტელი ხ. ბაუერი გულაჩუყებული წერდა 1930 წელს: „ბოლშევიზმი ხოცავს მღვდელმსახურებს, შეურაცხჰყოფს ტაძრებსა და სიწმინდეებს, ანგრევს მონასტრებს“. „ამაში ხომ არ არის... ურელიგიო ბოლშევიზმის რელიგიური მისია, რომ იგი გაქრობისთვის სწირავს სქიზმატური აზრის მატარებლებს, აკეთებს tabula rasa-ს (ე. ი. „სუფთა დაფას“ _ ი. ხ.) და ამით გვაძლევს სულიერი კვლავშექმნის შესაძლებლობას?“ რუსულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ განიცადა ეს დევნის დაწყებასთან ერთად. საზღვარგარეთული რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის დამაარსებლის მიტროპოლიტ ანტონის (ხრაპოვიცკის) 1922 წლის 10 ივნისის განცხადებაში ლაპარაკი იყო „ზუტი ცნობების“ შესახებ, რომ რომის პაპი „არა მხოლოდ შეთანხმებაში შევიდა ქრისტეს გამყიდველ ბოლშევიკებთან, არამედ ცდილობს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მეთაურზე ბოლშვიკების მიერ დაწყებული დევნის გამოყენებას მებრძოლი კათოლიციზმის ანგარებიან მიზნებში“. სიმპტომატურია მართლმადიდებელი მთავარეპისკოპოსის იოანე თეოდოროვიჩის _ ცენტრალური რადის პოლკის მღვდელმსახურის ბედი. 1924 წელს კანადაში, „გმირული“ ნაციონალისტური წარსულის მიუხედავად, მან განიცადა დაცინვა და იზოლაცია უკრაინული საზღვარგარეთის მმართველი უნიტების მხრიდან. იგი სიმწრით სწერდა: „იმიტომ რომ შენ არა ხარ ბერძენ-კათოლიკი, შენ არანაირად არ შეიძლება იყო უკრაინელი... შენ არ ხარ ბერძენ-კათოლიკი, ეს კი ნიშნავს, რომ შენ ხარ კაცაპი, მოსკალი, წყეული სქიზმატიკი“.

შეგნების გაორებას უკრაინაში ხორცი შეასხეს XIX ს. რევოლუციონერ-დემოკრატებმა, შემდეგ ცნტრალური რადას ლიბერალ-ნაციონალისტებმა, შემდეგ კი განამტკიცეს და გააფორმეს ბოლშევიკებმა, რომლებმაც 1923 წელს გამოსცეს დადგენილება ვკპ(ბ) ცკ-ის დადგენილება სავალდებულო უკრაინიზაციის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ „სამოსტიინიჩესტვოს“ გავლენა ჯერ კიდევ XX ს. პირველ მეოტხედში სრულებით უმნიშვნელო იყო. ერთადერთი მუნიციპალური არჩევნების შედეგად უკრაინაში 1917 წლის ზაფხულში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში არჩეულ იქნა: საერთო რუსული პარტიებიდან _ 670 დეპუტატი, უკრაინული ფედერალისტური პარტიებიდან _ 128, სეპარატისტებიდან _ არც ერთი. „რადიანსკა ვლადას“ პირველო ოცი წელიწადი წარმოადგენს ოქროს ხანას გალიციური იდეოლოგიისთვის. ტოტალური უკრაინიზაცია რუსული კულტურის, ეკლესიის სასტიკად დამარცხების (რუს. разгром), კონსერვატიული ინტელიგენციის განადგურების (რუს. уничтожение) ფონზე, წარმოადგენდა ლენინური ეროვნული პოლიტიკის შინაარსს. არცთუ შემთხვევით ბევრი იდეოლოგ-უნიატი არ დარჩენილა პოლონეთის მიერ დაპყრობილ გალიციაში, არამედ სრული მზადყოფნით გადმოვიდნენ საბჭოების სამსახურში. „უკრაინელი „პოსტეპენცების“ ამხანაგობის“ ბურჯები _ სნობი გრუშევსკი და ვინიჩენკო სათავეში ჩაუდგნენ საბჭოთა უკრაინას, ამჯობინეს რა ემუშავათ უკრაინის გამოყოფაზე ნებისმიერი, თუნდაც ბოლშევიკური ფორმით. ამის პარალელურად გალიციაში, იმორებდა რა პაპის ურბან VIII-ის სიტყვებს, მიტროპოლიტმა ანდრეი შეპტიცკიმ, რომელმაც შემდგომში აკურთხა ს. ბანდერა და „ესეს“-ის (SS) დივიზია „გალიჩინა“, 1929 წელს, ე. ი. ეგრეთ წოდებული „დასავლეთ უკრაინაში საბჭოთა ხელისუფლების აღდგენამდე“ 11 წლით ადრე, მიმართავდა მისდამი ჩაბარებულ სასულიერო წოდებას: „ბევრ თქვენგანს ღმერთი კიდევ მოუვლენს მოწყალებას იქადაგოს დიდი უკრაინის ეკლესიებში... ყუბანისა და კავკასიის, მოსკოვისა და ტობოლსკის ჩათვლით“.

ჭკუის სასწავლებელია ბოლშევიკური ტერორის გეოგრაფია, „შიმშილით გაჟლეტის“ (რუს. «голодомор») ჩათვლით. რეპრესიებმა მოიცვეს პირველ რიგში შეძლებული მხარეები _ ვოლინი, პოლტავა, რომლებიც შეადგენდნენ რუსული კონსერვატიული ძალების საყრდენს. ვოლინს პრაქტიკულად არ შეხებია 1905 წლის რევოლუცია, მასში სრულებით არ არსებობდა სეპარატისტული განწყობილებები, დღეს ეს როგორადაც გასაკვირი არ უნდა იყოს. ვოლინში მოქმედებდა მთელი რუსეთის ერთერთი მთავარი სასულიერო ცენტრთაგანი _ მიძინების ლავრა (რუს. Почаевская Лавра), საითკენაც საეკლესიო დღესასწაულების დროს საერთო მართლმადიდებლური და საერთო რუსული ერთიანობის გრძნობით, სასოებით არა მითიურ «Украіна»-ზე, არამედ დიდ რუსეთზე, კორდონების გამორღვევით გამოდიოდნენ რუსინები ჯვრით ხელში მსვლელობებით ავსტრიული საზღვრის გადმოლახვით. პოლტავის მხარეში ოდესღაც იფეთქა მათე მეზარბაზნის აჯანყებამ ვიგოვსკის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობდა მალოროსიის უკან პოლონეთისკენ მიბრუნებას, სწორედ პოლტაველმა პოლკოვნიკმა ისკრამ გააგებინა ხალხს მაზეპას ღალატის ფაქტი და სწორედ პოლტავის მხარეში პ. ჩუბინსკი ავტორი ჰიმნისა «Ще не вмерла Украіна», რომელიც აშკარად გადაწერილია პოლონური ჰიმნიდან «Еще Польска не сгинела», სასტიკად სცემეს გლეხებმა მისი აგიტაციის გამო.

საბჭოთა ხელისუფლებამ გააგრძელა უნიატების საქმე _ რუსინების „უკრაინიზაცია“ 1945 წლის შემდეგ. ოპერაცია „ვისლას“ შედეგად დეპორტირებულ იქნა 230 ათასზე მეტი ლემეკი _ კარპატების მხარის რუსი ხალხი, ტრადიციულად საერთო რუსული ორიენტაციისა. მასობრივი რეპრესიები განიცადა დასავლეთ კარპატების მოსახლეობამ, რომელიც ყოველთვის რუსოფილური იყო. მრავალსაუკუნოვანი დევნისა და ასიმილაციისკენ მიმართული ძალისხმევების მიუხედავად 1939 წელს ადგილობრივ რეფერენდუმზე მოსახლეობის 82% გამოვიდა რუსული ენის მხარდასაჭერად. მაგრამ კარპატორუსული ელიტა განადგურებულ იქნა სტალინის დროს ამნიტიის გარეშე, ხოლო იმიერკარპატელი რუსინები კი გადაარქვეს „უკრაინელებად“.

შეიძლება დავეთანხმოთ კ. ფროლოვს, რომ სწორედ საბჭოთა ისტორიულმა მეცნიერებამ მოახდინა უნიატური „ავსტრიულ-უკრაინული“ პარტიის ტერმინოლოგიური და ცნებათა აპარატის ლეგალიზება, გადაიტანა რა იგი უკრაინის კლასობრივი ბრძოლის საჭიროებებისთვის, „მეფეთა უცხო დერჟავის“, „ხალხთა საპყრობილის“ წინააღმდეგ, გამორიცხა რა ამასთანავე რელიგიურ-ისტორიული პარადიგმა. ეს გასაკვირი არ არის, ბოლშევიკური უკრაინის მეცნირებათა აკადემიის პირველ პრზიდენტად ხომ გახდა მ. გრუშევსკი, რომელიც პოლონეთის შემადგნლობაში გადასულ გალიციაში კი არ დარჩა, არამედ ამჯობინა მუშაობა მომავალი პერსპექტივისთვის კიევში, სნობიზმისა და „პროლეტარული კულტურისადმი“ ზიზღის მიუხედავად. გვიანსაბჭოთა დროში დაგვიანებით ცდილობდნენ დოქტრინის ანტირუსული ასპექტების კორექტირებას, მაგრამ ცვლილებების საერთო შედეგი შეგნებაში შესაძლებლობას აძლევთ თვით 50-იან წლებში უნიატური ეკლესიის _ ჰიტლერელთა დამხმარის აკრძალვის წარმოდგენითვის როგორც რეპრესიისა ეროვნული მოძრაობისა და სტალინთან მებრძოლების წინააღმდეგ, თუმცა კი ბანდერელთა როლი და საქმეები მთლიანად იმეორებდა 1912-1914 წლებში ავსტრიულ სამსახურში მყოფი უნიატების ფენომენს.

მოსკოვოფობიას მომაკვდინებელი დიაგნოზი დაუსვა საზღვარგარეთის ისტორიკოსმა ნ. ულიანოვმა: „ოდესღაც თავის თავად გასაგებად ითვლებოდა ის, რომ ხალხის ეროვნულ არსებას ყველაზე უფრო უკეთესად გამოხატავს ის პარტია, რომელიც დგას ნაციონალისტური მოძრაობის სათავეში. ახლა უკრაინული „სამოსტიინობა“ (დამოუკიდებლობისკენ მისწრაფება) გვაძლევს უდიდესი სიძულვილის ნიმუშს „მალოროსიელი ხალხის პატივსაცემი და ყველაზე უფრო უძველესი ტრადიციებისა და კულტურული ფასეულობებისადმი: მან დევნა დაუწყო საეკლესიო-სლავურ ენას, რომელიც რუსეთში დამკვიდრდა ქრისტიანობის მიღების დროიდან“ და „საერთო რუსულ ლიტერატურულ ენას, რომელიც ათასი წლის განმავლობაში საფუძვლად უდევს კიევის სახელმწიფოს ყველა ნაწილის დამწერლობას, ცვლის კულტურულ-ისტორიულ ტერმინოლოგიას, გმირებისა და მოვლენების ტრადიციულ შეფასებებს“. „ყოველივე ეს ნიშნავს ეროვნული სულის არა გაგებასა და დამკვიდრებას, არამედ ამოძირკვას. სწორედ ეროვნული ბაზა არ ყოფნიდა უკრაინულ სამოსტიინობას“. „იგი ყოველთვის გამოიყურებოდა არასახალხო, არაეროვნულ მოძრაობად, რის შედეგადაც იტანჯებოდა არასრულფასოვნების კომპლექსით და აქამდე არ შეუძლია გამოვიდეს თვითდამკვიდრების სტადიიდან“. „უკრაინელი სამოსტიინიკებისთვის მთავარ საზრუნავად ჯერ კიდევ რჩება უკრაინელის რუსისგან განსხვავების დამტკიცება“, „აზრი ქამდე მუშაობს ანთროპოლოგიური, ეთნოგრაფიული და ლინგვისტური თეორიების შექმნაზე, რომლებმაც რუსებსა და უკრაინელებს უნდა წაართვან... ნათესაობა ურთიერთ შორის. თავიდან ისინი გამოაცხადეს „ორ რუს ხალხად (რუს. народность)“ (კოსტომაროვი), შემდეგ ორ განსხვავებულ სლავურ ხალხად (რუს. народы), ხოლო მოგვიანებით კი წარმოიქმნა თეორიები, რომელთა მიხედვითაც სლავური წარმოშობა დაუტოვეს მხოლოდ უკრაინელებს“. „თეორიების სიუხვე, და ციებ-ცხელებიანი... განკერძოება რუსეთისგან, და ახალი ლიტერატურული ენის გამომუშავება არ შეიძლება... არ ბადებდეს ეჭვს ხელოვნურობაში“.

მიუხედავად ამისა, XX საუკუნის დასასრულისშვის უკრაინელების როგორც ერის თვითიდენტიფიკაცია არის რეალობა. ასეთია თვითშეგნება იმ მილიონებისა, რომლებიც ნამდვილად მეგობრულად არიან განწყობილი რუსეთის მიმართ. ამიტომ უსარგებლო და დესტრუქციულია გარკვეული წრეების მცდელობები პოლიტიკურად თავს ახვევდნენ სხვა რამეს, იმის ნაცვლად, რომ, იციან რა უკრაინის დასავლეთზე გადაორიენტირების აზრწარმომქმნელი ბირთვი, ანტიმოსკოვიტობას დაუპირისპირონ კონკურენტუნარიანი თანამშრომლობის ისტორიული იდეოლოგია. ინტერნაციონალური ძმობის იდეამ კომუნისტურ კავშირში ასეთ ალტერნატივად საკუთარი თავი ვერ გაიმართლა.

დღესაც უნიატობა აცხადებს სკუთარ თავს „უკრაინული აღორძინების“ ერთადერთ მებრძოლ „ჯვარისმტვირთველ“ ეკლესიად (დიმ. კორჩინსკი) მალო-როსებისა და ბელო-როსების მართლმადიდებლობისა და საერთორუსული მსოფლმხედველობის განადგურების (რუს. сокрушить) მიზნით. გაორების პროცესი უკვე შეეხო მართლმადიდებლობას, რომელიც გახლდათ უკრაინის მოწყვეტის მთავარი სულიერი დაბრკოლება. ჯერ კიდევ ვლ. ვინიჩენკო წერდა: „სწორედ მართლმადიდებლობმ შეიყვანა უკრაინა მოსკოვლ მეფეთა ძალაუფლების ქვეშ. აუცილებელია დეკრეტით ავკრძალოთ იგი და შემოვიღოთ უნია, მიტროპოლიტად დავაყენოთ შეპტიცკი“. საერთო მართლმადიდებლურ ბედზე უარის თქმა საშუალებას აძლევთ ასაბუთებდნენ არა მხოლოდ რუსეთისგან ცალკე მყოფი, არამედ სტრატეგიულად და სულიერად დასავლეთზე ორიენტირებული უკრაინის განვითარების ისტორიულ ლოგიკას. მაგრამ იტორიოსოფიული თვალსაზრისით სამერთიანი რუსული მართლმადიდებლური ბირთვის განცლკევება, კიევის მოსკოვისგან ცივილიზაციური მოწყვეტა _ ეს არის მართლმადიდებლობისა და სლავების დამარცხება მართლმადიდებლობაზე ლათინობის მრავალსაუკუნოვანი შემოტევის შედეგად. ამ აპოსტასიურ მოვლენაში კიევის როგორც მოსკოვსა და კონსტანტინოპოლს (რუს. Царьград) შორის კავშირის ცოცხალი რგოლის ჩამოშორება, კიდევ უფრო მეტად უვამს ხაზს მოკოვის როლს როგორც ბიზანტიური მემკვიდრეობითობის მატარებლისა.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ქვეყნის დაშლის შემდეგ რჩებოდა ერთადერთ სტრუქტურად, რომელიც სულიერ სფეროში აერთიანებდა ყოფილ ერთიან საერთოობას (რუს. бывшую единую общность). ფინანსურად დამოკიდებული, სახელმწიფოს ხისტი კონტროლის ქვეშიდან გამომავალი საეკლესიო სტრუქტურები აღმოჩნდნენ უკვე სხვა თვისების მქონე ზეწოლის წინაშე: ხელისუფლებაში მყოფმა პოლიტიკურმა დაჯგუფებებმა ახალ სახლმწიფოებში დაიწყეს თავიანთი საკანონმდებლო და ფინანსური შესაძლებლობების გამოყენება სასულიერო წოდების მიზიდვისთვის თავიანთი პოლიტიკური და გეოპოლიტიკური გეგმების განსახორციელებლად. აქეთკენვე მიმართავდნენ სუბსიდიებსა და სახელმწიფო ინტერესებისა და ანტიმართლმადიდებლური ძალების მონაწილეობას საზღვარგარეთიდან. კათოლიკური ფონდები (Kirche in Not, გფრ) ანაზღაურებენ ტაძრების აშენებასა და განათლებას პრესტიჟულ „კოლეგიუმ-რუსიკუმ“-ში (ვატიკანი). ახლა უკრაინის ბერძნულ-კათოლიკურმა ეკლესიამ (УГКЦ) შექმნა 3301 უმცირესი მრევლი, 60 სასწავლო დაწესებულება, 64 გამოცემა. პრაქტიკულად მოსაქმე ბერძენ-კათოლიკებს წარმოადგენს ანტირუსული ინტელიგენციის ჩონჩხი (ბირთვი, რუს. костяк). УГКЦ-ის მიზანია _ „კიევის საპატრიარქოს უკრაინის ადგილობრივი ეკლესიის“ შექმნა რომის პაპის იურისდიქციაში. მასში უნდა შევიდნენ მართლმადიდებლებიც, განხეთქილებაში მყოფნიცა (რუს. раскольники) და УГКЦ-ც. ამავე მიზანსაა დაქვემდებარებული ოფიციალური უკრაინის რელიგიური პოლიტიკაც. ასეთი შერეული ინტერესების ზეწოლის ქვეშ მოხდა მართლმადიდებლობის განხეთქილება უკრაინაში.

ახლა უკრაინაში მოქმედებს არავის მიერ არ აღიარებული „უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია“, რომელიც დააარსა პეტლიურამ და ახალისებდნენ ბოლშევიკები როგორც „განახლებულ“ ეკლესიას; განხეთქლებაში მყოფ „კიევის საპატრიარქოს“ მეთაურობს არაღიარებული და თავისი ღირსებიდან დამხობილი და ანათემირებული ფილარეტი, რომელმაც განხეთქილება აღასრულა ლ. კრავჩუკის პირდაპირი ზეწოლით. ამ უკანასკნელმა, დიასპორისა და ინტეგრაციის ინსტიტუტის მონაცემებით, ვითომდა მის ანგარიშებზე უკრაინის კომუნისტური პარტიის ფულებიც კი გადაიტანა, რომლებიც ფილარეტმა გამოიყენა УНА-УНСО-ს დაფინანსებისთვის. კიდევ ერთი ძალზედ მცირერიცხოვანი _ კონსტნტინოპოლის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია (УПЦ) ბაზირებულია აშშ-ში, შექმნილია ემიგრანტების ჯგუფის მიერ, გამოირჩევა უკიდურესი კრიპტოკათოლიციზმით და თავის საქმიანობას იწყებს უკრაინაში, რადგანაც აქვს გარკვეული ლეგიტიმურობა. მაგრამ მორწმუნეთა უდიდესი უმრავლესობა დარჩა მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგული და მეტად აქტიურად გამოდის განხეთქილებების წინააღმდეგ და უკრაინის მკაფიო პრორუსული პოზიციის მომხრედ. მიუხედავად ამისა უნიატები და განხეთქილებაში მყოფნი სარგებლობენ ვატიკანისა და დასავლეთის ყურადღებით. ზ. ბჟეზინსკი, რომელიც არა ერთხელ აფრთხილებდა, რომ სწორედ უკრაინასთან ერთად ყოველივე დანარჩენის გარეშე რუსეთი კვლავ იქცევა იმპერიად, და მ. ოლბრაიტი ვიზიტით სტუმრობდნენ დამხობილ ფილარეტს. ეს არც არის გასაკვირი, ვინაიდან მდგომარეობა უკრაინაში, ანტიკომუნისტური და ანტირუსული განწყობების თანაფარდობა და მნიშვნელოვნება ყოველთვის წარმოადგენდა ამერიკული პოლიტიკისა და სპეცსამსახურების საგულდაგულო ყურადღების ობიექტს.

აშშ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (ცდმ, ЦРУ) 1958 წლის 4 მარტის დოკუმენტში, რომელიც მიძღვნილია „საბჭოთა-ჩინური ბლოკის რეჟიმისადმი“, გაანალიზებულია პოტენციური ოპოზიციური განწყობილებები და სტრუქტურები, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელი იქნებოდა საყოველთაო ომის შემთხვევაში, რომლის ალბათობაც ამ დოკუმენტებში უცვლელად ფასდება როგორც არსებითი. დასკვნები ამ თვალსაზრისით მთლიანობაში მანუგეშებელი არ არის, ხაზი ესმება, რომ არსებული წინააღმდეგობა მთლიანობაში ატარებს უფრო „ანტიკომუნისტურ, ვიდრე ანტირუსულ ხასიათს“ და პოტენციური ომის შემთხვევაში „უკრაინელი ჯარისკაცების უმრავლესობა გააფთრებით იბრძოლებს რუსეთის მხარეზე“, ხოლო „უკრაინული დისიდენტობა ძნელად თუ გაბედავდა საბჭოთა რეჟიმისთვის წინააღმდეგობის გაწევას, თუკი სრულებით არ იქნებოდა დარწმუნებული იმაში, რომ სსრკ წააგებს ომს“. როდესაც ერთიმეორეს უდარებს ანტირუსულ და ანტისაბჭოთა პოტენციალს, დოკუმენტი აღნიშნავს, რომ შესაბამისი განწყობილებები და აქტიურობა ნარჩუნდება უკრაინის დასავლურ ოლქებში და მათ ატარებს ძირითადად ინტელიგენცია, რომელიც „ეწინააღმდეგება რუსიფიკაციას“. ახლახანს უნგრული ამბოხების ჩახშობასთან დაკავშირებით, აღნიშნულია მეამბოხეთადმი უკრაინაში რაიმენაირი „თანაგრძნობის“ არარსებობა. მიუხედავად ამისა, დოკუმენტი გამოხატავს „იმედს“, რომ უკრაინული „ნაციონალიზმი შესაძლებელია შენარჩუნებულ იქნას ცოცხალ მდგომარეობაში, რათა იგი გამოდგეს საფუძვლად თავისუფალი უკრაინისთვის მომავალში“. „დანართ C“-ის 13-ე პუნქტში კეთდება დასკვნა, თითქმის რეკომენდაცია გადმოცემის სტილის შესაბამისად, რომ „საბჭოთა რეჟიმისადმი ოპოზიცია შესაძლებელია ბუნებრივად იქნას წარმართული სსრკ-ის დანაწევრების მოთხოვნების მიმართულებით (კალაპოტში)“.

უნიატების პასიონარულობა, რომლებიც წარმოადგენენ მოსკოვოფობიის იდეოლოგიის წყაროს უკრაინაში, განპირობებულია იმითაც, რომ გალიციას არ განუცდია იძულებითი ათეიზაცია ისეთ ვადებში და ისეთი ზომებით, როგორც იგი განიცადეს მალოროსიამ, ნოვოროსიამ და ტავრიამ, მაშინ როდესაც მართლმადიდებელ მალოროსიულ ინტელიგენციას, რომელიც იდგა საერთო რუსული ერთიანობის პოზიციებზე, მიაყენეს კოლოსალური დარტყმა სხვადასხვა მხრიდან 20-30იან და 60-იან წლებში. ნოვოროსიის რუსულენოვანი სამრწველო რაიონები _ ყველაზე უფრო მეტად ათეიზებული და ობივატელურია და არ გააჩნიათ იმ იდეური ალტერნატივის ჩამოყალიბების უნარი, რომელიც 90-ინი წლების დასაწყისში იქცოდა ადექვატურ პასუხად ისტორიის დამახინჯებაზე დამყარებულ „გალიციურ გამოწვევაზე“. სსრკ-ის რესტავრაციის იდეა ასეთ პასუხს არ წარმოადგენდა. სწორედ უარის თქმა საერთო რუსულ და საერთო მართლმადიდებლურ ბედზე აძლევთ საშუალებას ასაბუთებდნენ უკრაინის არა მხოლოდ რუსეთისგან განცალკევებულად, არამედ სტრატეგიულად და სულიერად დასავლეთზე ორიენტირებული განვითარების ისტორიულ ლოგიკას. ნატო-ში წევრობისთვის იბრძვიან УНА-УНСО-ის მთელი უნიატური ლიდერები, და სწორია ქსენია მიალოს შენიშვნა, რომ ახლა უკრაინაში მაზეპას განდიდება აიხსნება არა მხოლოდ მისი კავშირით რუსეთის გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგესთან კარლოს XII-თან, არამედ მისი გეტმანობის პერიოდში ლათინურ-მოგილიანური სკოლის აპოთეოზითაც.

ოფიციალური კიევი დიპლომატიურ რიტორიკაში ლაპარაკობს თანასწორი კეთილმეზობლური ურთიერთობების თაობაზე რუსეთთან და ყველა სხვა სახელმწიფოსთან, რაც მეტყვლებს ქვეყნის სახელმწიფო დოქტრინის არა-რუსული ვექტორის შესახებ, სადაც მოსახლეობის მესამედზე მეტი _ რუსებია, ხოლო ნახევარზე მეტი კი რუსულ ენას თვლის მშობლიურ ენად. რადამ უარი თქვა 1996 წელს რუსული ენისთვის მიეცა სახელმწიფო ენის სტატუსი თვით ნოვოროსიასა და ყირიმშიც კი _ ანუ იმ მიწებზე, რომლებსაც არანაირი დამოკიდებულება არ ჰქონიათ ბ. ხმელნიცკის ჩიგირინის რესპუბლიკასთან, რომელიც შემოუერთდა რუსეთს 1654 წელს, აგრეთვე ისტორიის გადაწერასთან უკრაინის მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის თვალსაწიერის კუთხით იმპერიულ მჩაგვრელ რუსეთთან. „მაზეპინშჩინას“ როგორც ისტორიულ იდეოლოგიას ასწავლიან სკოლებში, მაგრამ თავის დროზე იმ 16 ეპისკოპოსიდან, რომლებმაც ანათემას გადასცეს მაზეპა, 14 იყო მალოროსიელი.

უკრაინამ, აიღო რა საკუთარ თავზე სსრკ-ის ლიკვიდატორის როლი, საკუთარი თავი გამოაცხადა დსთ-ის „დამფუძნებლად“. მაგრამ უკრაინა მაინც არ გახდა დსთ-ის ნამდვილი წევრი _ მან არ მოაწერა ხელი დსთ-ის წესდებასა და კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ ხელშეკრულებას. სულ დასაწყისიდანვე სწორედ უკრაინის პოზიციას მიჰყავდა საქმე იქითკენ, რომ არ შენარჩუნებულიყო არა მხოლოდ ერთიანი შეიარაღებული ძალები, არამედ არ ყოფილიყო თვით „გაერთიანებული“ შეიარაღებული ძალებიც კი (ანუ დსთ-ში შემავალ სახელმწიფოთა გაერთიანებული ანუ სამოკავშირეო შეიარაღებული ძალები, როგორიც არის ნატო-ში, როგორიც იყო ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციაში _ ი. ხ.). უკრაინის პოლიტიკა მთლიანობაში განვლილი ათწლეულის მანძილზე გამიზნული იყო იმაზე, რათა დსთ, როგორც სტრუქტურა, რომელიც შეინარჩუნებს რუსეთის ისტორიული სახელმწიფოს სამხედრო-სტრატეგიულ და გეოპოლიტიკურ არეალს, ქცეულიყო ნომინალურად. უკრაინამ მიიღო მონაწილეობა შეთანხმება სუამ-ის გაფორმებაში, რომელმაც სახელწოდება მიიშო მისი შემადგენელი წევრების _ საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდოვას სახელწოდებათა პირველი ასოების მიხედვით. შავზღვა-კასპიის აუზის ქვეყნების ეს რეგიონული გაერთიანება რუსთის გარეშე, უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული რეგიონისა, რომელიც შეიქმნა დსთ-ის საპირწონედ იმ სახელმწიფოების მიერ, რომლებიც ღიად პირფერობენ (კურკურებენ) ნატო-თან, აშშ-სა და თურქეთთან, ხოლო ეს უკანასკნელი კი ღიად ამჟღავნებს ისტორიული რევანშის იდეას.

უკრაინამ ხელი მოაწერა ქარტიას უკრაინა _ ნატო, სადაც არის ფორმულირება უკრაინის სტრატეგიული მიზნის შესახებ _ „ატლანტიკურ სტრუქტურებში“ ინტეგრაციის თაობაზე. უკრაინასთან რუსეთის ხელშეკრულების რატიფიკაციამ მოხსნა რიგი ობიექტური დაბრკოლებებისა ნატო-ში მის შესასვლელად, რადგანაც ფორმალურად, თუმცა კი იმ ფორმულირებებში, რომლებიც იძლევიან ორაზროვანი განმარტების შესაძლებლობას, აღიარა უკრაინის დღევანდელი საზღვრები. მაშინვე ამ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ (რატიფიკაციამდე), რომელიც ახდენდა შავი ზღვიდან რუსეთის წასვლის სიმბოლიზირებას, იქ დანიშნულ იქნა ნატო-თან ერთობლივი მანევრები „სიი-ბრიზი“, რომლის თავდაპირველი სცენარიც ვარაუდობდა უკრაინის მთლიანობის დაცვის დამუშავებას უცხო დერჟავის მიერ ხელის აღმართვისგან, სახელდობრ კი „მეზობელი დერჟავის მიერ“ ყირიმის ჩამოშორებისგან.

საერთაშორისო ხელშეკრულების სტატუსის შეფასების ყველა კანონით ხელშეკრულება რუსეთსა და უკრაინას შორის, რატიფიცირებული 1999 წელს, ვერ აკმაყოფილებს „მეგობრობის შესახებ ხელშეკრულების“ ნიშნებს. მასში არ არის დღევანდელი სიტუაციისთვის ყველაზე უფრო მთავარი პუნქტი _ ვალდებულება არ შედიოდნენ ერთი-მეორის მიმართ მტრულ ბლოკებსა და კავშირებში და უშვებდნენ თავიანთ ტერიტორიაზე მესამე დერჟავების შეიარაღებულ ძალებს. მალევე უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარემ განაცხადა თავისი მოსაზრება უკრაინის მომავლის შესახებ: „ნატო-მ არ უნდა დატოვოს სსრკ-ის ყოფილი რესპუბლიკები ერთი-ერთზე თავიანთ უსაფრთხოებასთან“. ამის შედეგად მოყოლილმა კონტაქტებმა ნატო-თან დაადასტურეს ეს მდგრადი ტენდენცია უკრაინის პოლიტიკაში, რომელიც განსაკუთრებით განმტკიცდა პრეზიდენტის არჩევნებისა და მის კვალად მოყოლილი საპარლამენტო გადატრიალების შემდეგ, როდესაც რეგლამენტის მიუხედავად ოპოზიცია ჩამოშორებულ იქნა გადაწყვეტილების მიღებისგან.

ამ მოვლენებმა დააჩქარეს არა მხოლოდ „ატლანტიკური“, არამედ პრორუსეთული ტენდენციის განვითარებაც. ამიტომ უკრაინა _ არის აშშ-ის კოლოსალური პოლიტიკური, ფინანსური ძალისხმევის გამოყენებისა და „დემოკრატიული“ არშიყობის ობიექტი. აშშ ყველაზე უფრო დიდი ყურადღებით აკონტროლებდა სიტუაციასა და პერიპეტიებს ყირიმის ავტონომიის პრობლემასა და სევასტოპოლის სტატუსთან დაკავშირებით. ჯერ კიდევ კიევის მიერ პრორუსეთული ყირიმული სახელმწიფო სტრუქტურების განადგურებამდე აშშ-ში შესაშური სიხისტით ჩამოაყალიბეს თავიანთი პოზიცია: ვაშინგტონი აუცილებლად უნდა იყოს მეოთხე მონაწილე, თუკი ყირიმისა და უკრაინის დიალოგს შეუერთდება რუსეთი. „ნეოვილსონიანური პოლიტიკა“ მოქმედებდა ვუდრო ვილსონის პროგრამის VI პუნქტის მიხედვით, ხაზს უსვამდა რა შავი ზღვის ფლოტის „უცხოურ“ სტატუსს. მაგრამ აშშ-ის მეექვსე ფლოტი, არღვევს რა კონვენციას შავი ზღვის სრუტეების შესახებ, მრავალჯერადად შემოდის შავ ზღვაში. ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი მ. რივკინი აცხადებდა, რომ უკრაინის ჩართვა ნატო-თან პარტნიორობაში უნდა იქცეს სსრკ-ის დაშლის ლოგიკურ დასრულებად. აშშ-ის კონგრესმა მოახდინა დაფინანსების სტრატეგიის გადამიზვნა კიევზე, რათა მთელი საშუალებებით დაასწროს ნებისმიერ ინტეგრაციულ ტენდენციებს რუსეთთან, რომელიც უკრაინასთან ერთად კვლავ იქცეოდა „იმპერიად“, ე. ი. სუპერდერჟავად.

გეოპოლიტიკური თვალსაზრისით _ მართლმადიდებელი უკრაინა უკვე აღმოჩნდება ჩაჭერილი ნაცნობ ისტორიულ მარწუხებში „ლათინურ“ გალიციასა და ყირიმელ თათრებს შორის, რომელთა წახალისებასაც ახდენენ ლვოვიდან და სტამბულიდან, და რომელი მარწუხებიდანაც მან ერთხელ უკვე დააღწია თავი მხოლოდ პერეიასლავის რადას მეშვეობით. მაგრამ განახორციელონ რუსებისა და უკრაინელების სრული გეოპოლიტიკური და სულიერი განცალკევება _ ეს ძველისძველი მიზანი, არაერთხელ ღიად ფორმულირებული ზ. ბჟეზინსკის მიერ, შეიძლება მხოლოდ რუსების გამოდევნით ყირიმიდან და სევასტოპოლიდან, რაც იქნება აღმოსავლური საკითხის საბოლოო გადაწყვეტა რუსეთისა და სლავობის დამარცხებით. ეს მშვენივრად ესმოდათ XIX საუკუნეში _ პოეტ ნ. დერჟავინიდან, სევასტოპოლის თავდაცვის გმირებამდე და კანცლერ ა. მ. გორჩაკოვამდე. მისი (სევასტოპოლის თავდაცვის ეპოპეის _ ი. ხ.) ორასი წლისთავი რუსეთმა აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის სადღესასწაულოდ მდიდრული სიტყვებითა და ხელშეკრულებით უკრაინასთან _ უარის თქმით ყირიმსა და სევასტოპოლზე, რაც გამოიყურებოდა თითქმის ფარსად _ ვინაიდან სწორედ რუსეთის შავი ზღვის პოზიციები და ყირიმის დამარცხების დამამცირებელი შედეგების გაუქმება წარმოადგენდა ბრწყინვალე რუსი დიპლომატის (კანცლერ ა. მ. გორჩაკოვის _ ი. ხ.) ცხოვრების საქმეს.

თავადი გორჩაკოვი დათანხმდა საგარო საქმეთა მინისტრის პოსტის მიღებაზე მხოლოდ პარიზის სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ, რადგან არ სურდა დაესვა თავისი ხელმოწერა მისი აზრით ამ სამარცხვინო ხელშეკრულბის ქვეშ. გორჩაკოვი იწყებდა მრავალწლიან ტიტანურ დიპლომატიურ სამუშაოს, ესმოდა რა, რომ სრულფასოვანი შავზღვისეული დერჟავის სტატუსის აღდგენა _ ეს გახლდათ ბრძოლა სამხრეთში რუსეთის საუკუნენახევრიანი მუშაობის შედეგებისთვის და და რუსეთის როგორც დიდი დერჟავის ისტორიული არსებობის აუცილებელი პირობაც. მალევე გაისმა გორჩაკოვის სახელგანთქმული სიტყვები, რომლებიც იმ დროისთვის დამახსიათებელი ფორმით ახდენდა რუსეთის ახალი საგარეოპოლიტიკური ორიენტაციის დეკლარირებას _ თავშეკავებულობა და არმონაწილეობა ევროპულ საქმეებში გარდა იმათი, რომლებიც პირდაპირ შეეხება რუსეთს. ასეთი სტრატეგია დაფუძნებული იყო საკუთარ ინტერესებსა და შესაძლებლობებზე, მიზანშეუწონლობაზე რუსეთისთვის მის მდგომარებაში შეენარჩუნებინა 1815 წელს ჩადებული საერთაშორისო ურთიერთობების სისტემა: „იმპერატორმა გადაწყვიტა... თავი მოუყაროს საკუთარ საქმიანობას ქვეყნის საშინაო რესურსების განვითარებაზე, რომელიც მიმართული იქნება საგარეო საქმეებზე მხოლოდ მაშინ, როდესაც რუსეთის დადებითი ინტერესები მოითხოვს ამას უპირობოდ. რუსეთს საყვედურობენ იმაში, რომ იგი ახდენს იზოლირებას და დუმს... ამბობენ, რუსეთი იბუტება. რუსეთი არ იბუტება. რუსეთი თავს იყრის“.

რუსეთის საგარეო პოლიტიკის პრინციპების შესახებ დიპლომატიური განცხადებისთვის საბაბად იქცა ინგლისისა და საფრანგეთის დაჟინებული მცდელობები მიეზიდათ (ჩაერთოთ) რუსეთი მრავალმხრივ პოლიტიკურ დემარშებსა და ნეოპოლიტანურ სამეფოში საშინაო საქმეებზე ზეწოლის მოხდენაში. როგორც ჩანს, დასავლეთის დღევანდელი ძალისხმევა ჩაითრიოს რუსეთი მისთვის უცხო კომბინაციებში, შებოჭოს მისი პოლიტიკური ნება და აიძულოს გუნდში ხმას უწყობდეს ატლანტიკურ სოლისტს ახალი არ არის. როდესაც რუსეთი საკუთარი თავის საზარალოდ ახდენდა აშშ-ისა და ნატო-ს დიქტატის კამუფლირებას (შენიღბვას) „მსოფლიო საზოგადოებრიობის შეთანხმებული პოზიციით“ სიტუაციაში ერაყთან და იუგოსლავიასთან, სიახლე არის მხოლოდ ზეწოლისადმი დაპირისპირების უუნარობაში. ყირიმულმა დამარცხებამ ომში წაართვა რუსეთს ფლოტი და სიმაგრეები შავ ზღვაზე, მაგრამ ვერ შეზლო მისი სახელმწიფო ნების განადგურება. ამ ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ნების თავმოყრისა და დაძაბვის, აგრეთვე ყველაზე უფრო დახელოვნებული დიპლომატიის თოთხმეთი წლის შემდეგ გორჩაკოვის 1870 წლის სახელგანთქმულმა ცირკულარმა ერთი გასროლის გარეშეც დაუბრუნა რუსეთს მისი დაკარგული უფლებები. რუსეთი უკვე აღარ თვლიდა საკუთარ თავს ხელებშეკრულად პარიზის ზავის პირობებით და გამოუცხადა ამის შესახებ მთელ ევროპას. შემდგომში გორჩაკოვი ამტკიცებდა, რომ მზად იყო გადადგომისთვისაც, თუკი ეს გადამწყვეტი ნაბიჯი გადადებულ იქნებოდა: „მე ხალისით შევწირავდი საკუთარ თავს... ჩემს დადანაშაულებას ვერაფერში ვერ შეძლებდნენ, გარდა იმისა, რომ მე ყველაფერზე უფრო მაღლა დავაყენე ჩემი სამშობლოს ღირსება“.

დღეს სევასტოპოლისა და ყირიმის დაკარგვას აქვს დრამატული შედეგები რუსეთისთვისაც და მთელი აღმოსავლურ-ქრისტიანული სამყაროსთვისაც, ხმელთაშუა ზღვის აუზისა და ბალკნეთისთვისაც, რომლებიც ქმნიან მსოფლიო დერჟავის მისეული როლის უკანმოუბრუნებლად დასრულებისა და თავად რუსეთის დაშლის მუქარასაც უკვე მთელს კავკასიაში ხანძრისა და მისი სამხრეთ ტერიტორიების აგონიის შემთხვევაში, ვინაიდან კავკასია და ყირიმი გეოპოლიტიკურად ყოველთვის აბსოლუტურად უწყვეტად იყვნენ დაკავშირებულნი და ემყარებოდნენ რუსეთის პოზიციებს შავ ზღვაზე. რუსეთს რომ არ ჩაებარებინა სევასტოპოლი, ჩეჩნეთი შეუძლებელი იქნებოდა, ისევე როგორც თურქული ფულებით საჩქაროდ გადმოსახლებული ყირიმელი თათრების პრეტენზიებიც. ვერ იქნებოდა შესაძლებელი კოსოვოელი ალბანელების ამბოხებაც, მხარდაჭერილი დასავლეთის მიერ _ ეს ჩეჩნეთის შემდეგ მეორე აქტი (აშკარად გულდასმით მომზადებული და კოორდინირებული მთელს ბალკანეთში) დრამისა პოსტბიზანტიურ სივრცეზე.

ამ ფონზე რატიფიკაციამ ხელშეკრულებისა მეგობრობის შესახებ უკრაინასთან, რომელიც მნიშვნელოვან წილად გაატარეს (გაიტანეს) მოსკოვლმა კომუნისტებმა მათი უკრაინელი ამხანაგების საამებლად, კოლოსალური ზარალი მოაყენა რუსეთის პოზიციებს და გზა გაუხსნა უკრაინას ნატო-ში. ყოველივე ეს დიდად ეწინააღმდეგებოდა რუსეთის თავად ოფიციალურ პოზიციას, არაერთხელ გამოხატულს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ: ნატო-ს გაფართოება აღმოსავლეთისკენ, თვით აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფოების ხარჯზეც კი, ეწინააღმდეგება რუსეთის ეროვნულ ინტერესებს. ხელმოწერა ხელშეკრულებისა მეგობრობის შესახებ იმ სახელმწიფოსთან, რომლის სტრატეგიული მიზანიცაა _ ინტეგრაცია სწორედ იმ ატლანტიკურ სტრუქტურებში, რომელთა გაფართოებაც ეწინააღმდეგება რუსეთის ოფიციალურად გამოცხადებულ ინტერესებს, სულ მცირე, გაუგებარია. ეს ხელშეკრულება ვერ აკმაყოფილებს სტატუსს ხელშეკრულებისა მეგობრობის შესახებ, რადგანაც არ გააჩნია ვალდებულებანი, რათა მისი მონაწილე წევრები არ ატარებდნენ ერთიმეორის მიმართ არამეგობრულ პოლიტიკას.

იმის გათვალისწინებით, რომ ნატო-ში ახალ სახელმწიფოთა შესვლის პირობას წარმოადგენს ტერიტორიული დავებისა და უთანხმოებების არარსებობა სხვა სახელმწიფოებთან, რუსეთსა და უკრაინას შორის ტერიტორიული გამიჯვნის პროცესი იურიდიულად არ არის დასრულებული, რადგანაც არ არის ლეგიტიმური იურიდიული აქტები, რომლებიც დაასაბუთებდნენ დღევანდელ სტატუს-ქვოს, არნიშნულმა ხელშეკრულებამ, რომელიც აღიარებს ახლანდელი უკრაინის საზღვრებს, მოხსნა წინააღმდეგობები უკრაინის ნატო-ში შესასვლელად, და ამასთან ერთად არ დაუკისრებია არანაირი ვალდებულებები. სანამ ეს ხელშეკრულება არ იყო რატიფიცირებული, უზარმაზარი წონა ჰქონდა იმ დოკუმენტებს, რომლებშიც აღიარებულია უკანონოდ და კანონმდებლობის დარღვევით გაფორმებულად ყირიმის უკრაინისთვის გადაცემა 1954 წელს. (რუსეთის ფედერაციის უმაღლესი საბჭოს 1992 წ. 21 მარტის დადგენილება), აგრეთვე რსფსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1948 წ. 29 ოქტომბრის ბრძანებულება სევასტოპოლისა და ყირიმის ოლქის გამოყვანის შესახებ და რუსეთის ფედერაციის 1993 წ. 9 ივლისის ბრძანებულება „სევასტოპოლის სტატუსის შესახებ“.) რუსეთის პრეზიდენტის 1993 წ. 22 ოქტომბრის ბრძანებულებით რსფსრ-ის უმაღლესი საბჭოს ყველა დადგენილება, მიღებული 1993 წლის 21 ოქტომბრამდე, ინარჩუნებს თავის ძალას.

აშკარაა, რომ თვით ამ დადგენილებების რეალიზებისთვის მოქმედებების არარსებობის დროსაც კი, თვით ჩამოყალიბებული სტატუს-ქვოს ფაქტიური პატივისცემის დროსაც კი, როგორც იყო კიდევაც საქმე რუსეთის კეთილი ნებით მთელ ამ წლებში, მხოლოდ არსებობაც კი ამ დოკუმენტებისა წარმოადგენს შემაკავებელ ინსტრუმენტს და დაბრკოლებას უკრაინის აშკარა მისწრაფებისთვის შევიდეს ნატო-ში. ასეთი სახელწოდების მქონე ხელშეკრულებაში, სულ მცირე უნდა ყოფილიყო ურთიერთ ვალდებულებები არ შესულიყვნენ ერთიმეორისადმი მტრულ ბლოკებსა და კავშირებში და არ დაეშვათ მესამე დერჟავების შეიარაღებული ძალები თავიანთ ტერიტორიაზე. უკრაინის შემთხვევაში ეს ბედის განმსაზღვრელი წინააღმდეგობები ვითარდება არანკლებად დრამატულ გეოპოლიტიკურ და საერთაშორისო კონტექსტში.

დასავლეთის განსაზღვრული სტრატეგიული და იდეოლოგიური მისწრაფებების გზაზე რჩება რიგი სერიოზული დაბრკოლებებისა. უწინარეს ყოვლისა ეს არის ბელორუსია, რომელიც განწყობილია ღრმად „ანტიატლანტიკურად“, აგრეთვე ცივილიზაციურად თვითკმარია შინაგანი ანტინომიების გარეშე, მოსახლეობის მასაში დემონსტრაციულად გულგრილია დასავლეთისა და მთელი მისი იდეური ბაგაჟის მიმართ, რაც იწვევს ბოიკოტსა და ისტერიულ დევნას. ასევე დნესტრისპირეთიც რუსული ხომალდების იზმაილიდან წასვლის შემდეგ იქცა რუსეთის ერთადერთ საყრდენ წერტილად დუნაი-ბალკანეთის მიმართულებაზე.

ბელორუსია

კავშირი ბელორუსიასთან პირდაპირ კანკალს იწვევს ახალი ატლანტიკური „Grobraum“-ის სტრატეგოსებსა მათ მოსკოველ და მინსკელ მომხრეებში. რუსეთში მიზეზები ატარებს დიდ წილად მსოფლმხედველობრივ ხასიათს. რუსეთის პოლიტიკური ელიტის მნიშვნელოვანმა ნაწილმა მარქსიზმის შემდეგ ადვილად მიიღო დასავლეთ-ევროპული ლიბერალიზმი, რომელშიც, ისევე როგორც მარქსიზმში, ერი არ წარმოადგენს ისტორიის სუბიექტს (მარქსიზმში ეს არის კლასი, ლიბერალიზმში _ ეს არის ინდივიდი). ეროვნული ერთიანობის ფასეულობა მეორეხარისხოვანია შედარებით იდეოლოგიასთან _ „სადაც კარგად ვარ, იქ არის სამშობლოც“, ამიტომ საერთორუსული ხის დანაწევრება, ერის რიცხობრივი შემცირება არ შეიგრძნობა ამ წრეების მიერ როგორც ისტორიული და ეროვნული დრამა. ეს შეეხება ვიწრო ღიად პროამერიკულ წრესაც, და მრავალრიცხოვან „გულდაჯერებულ“ („გულარხეინ“) ლიბერალებსაც, რომლებისთვისაც უცხო არ არის ძლიერი რუსეთის იდეა. მაგრამ მათ აერთიანებს მისწრაფება შეცვალონ რუსული შეგნების ცივილიზაციური არსი, „რუსეთში დასავლური ფასეულობების დამყნობის“ მესვეობით, მიუხდავად იმისა, რომ რუსეთი არ არის დასავლეთევროპული ცივილიზაციის ნაწილი, რომელიც ამოზრდილია დეკარტის რაციონალისტურ ფილოსოფიაზე, საფრანგეთის რვოლუციის იდეურ ბაგაჟსა და შრომისა და სიმდიდრისადმი მოტივაციების პროტესტანტულ ეთიკაზე.

რუსეთისა და ბელორუსიის გაერთიანება ამ მიზანს ნაკლებად განხორციელებადს ხდის, ამასთან არა ბელორუსიის ახლანდელი პრეზიდენტის პიროვნებასთან და პოლიტიკასთან დაკავშირებით. ბელორუსიის ჩამორჩენას „რეფორმებში“ და მისი ლიდერების „ანტიდემოკრატიზმს“ არ შეუძლიათ პროცესების დამუხრუჭება უზარმაზარ რუსეთში ან გავლენის მოხდენა მოსკოვზე. მაგრამ ახლანდელ რუსებს მოემატემა 12 მილიონი სლავი, რომლებიც გაცილებით უფრო ნაკლებად არიან სულიერად ვესტერნიზებული, და, რაც მთავარია, თავისუფალი არიან არასრულფასოვნების კომპლექსისგან დასავლეთისა და მთელი მისი იდეური ბაგაჟის მიმართ, რაც დამახასიათებელია რუსეთის ისტებლიშმენტისა და ობივატელთა მნიშვნელოვანი ნაწილისათვის. რუსეთი გახდება როგორც არასდროს ერთგვაროვნად-ნაციონალური (90%-ზე მეტი იქნებიან როსები), რაც მეტად აშფოთებს თურქული სუბიექტების ლიდერებს, რომლებიც მიესალმებიან რუსეთის „ნეოევრაზიულობას“ მისი შეცვლილი განვითარების ვექტორით „სლავურ-თურქულიდან“ „თურქულ-სლავური“ დომინანტისკენ. რუსეთი ასევე აღიდგენს სწორედ იმ ბირთვს, რომლის შეცვლაც სურს კავშირის ყველა მოწინააღმდეგეს _ ბირთვს, რომელიც განსაზღვრავს ისტორიული რუსული სახელმწიფოებრიობის კულტურულ-ისტორიულ ტიპს.

ხდება რა ამ დროს გეოპოლიტიკურად უფრო მეტად თვითკმარი, მოსკოვი ამცირებს თავის მოწყვლადობას დასავლეთთან მიმართებით, იძენს რა ობიექტურ პოტენციალს უფრო მეტი დამოუკიდებლობისთვის (რუს. самостоятельность) როგორც მსოფლიო ისტორიის სუბიექტი სწორედ იმ მომენტში, როდესაც დასავლეთი იყენებს მანამდე უნახავ ძალისხმვას, რათა მხოლოდ თავისთვის დაიმკვიდროს უფლება ისტორიულ ინიციატივაზე. ამიტომ დაპირისპირების (საწინააღმდეგოდ მოქმდების) მიზეზი პრეზიდენტში სულაც არ არის _ ეს მხოლოდ საბაბია, ასევე არ არის იგი ეკონომიკურ განსხვავებებში, რომლებიც ტექნიკური დარეგულირების საქმეს წარმოადგენს (გერმანელები ასეთმა განსხვავებებმა ვერ გააჩერეს). მაგრამ რუსეთის გეოპოლიტიკური პოზიციების თვალსაზრისით დასავლეთის გამოცხადებულ მისწრაფებებთან მიმართებით _ რუსეთისა და ბელორუსიის გაერთიანება _ ახლა ყველაზე უფრო სერიოზული დაბრკოლებაა მსოფლიოს გადანაწილების გზაზე, მტკიცე (აუღებელი) ციხესიმაგრე (რუს. камень преткновения) ბალტიკა-შავზღვის რაიონის უნიის (ლათ. კავშირის) გზაზე, XVI საუკუნის ანტიმართლმადიდებლური ძალების პროექტისა, რომელიც კვლავ რეანიმირებულია დღეს. მოძრაობა რუსეთისა და ბელორუსიის კვლავ გაერთიანებისკენ _ ეს არის შესაძლებლობა მოვახდინოთ დამოუკიდებელი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ნების დემონსტრირება, აღვიდგინოთ დაკარგული გეოპოლიტიკური პოზიციები და სამხედრო-სტრატეგიული ზეწოლისადმი დაპირისპირების ბერკეტები.

კავშირისადმი დაპირისპირების სურათს ბელორუსიაში აქვს თავისი ნიუანსები. აქ მას წინააღმდეგობას უწევს დედაქალაქის მოსახლეობის მეტად ვიწრო ნაწილი და იგი ატარებს, ეროვნული კონსენსუსის თვალსაზრისით, ზედაპირულ ხასიათს. ბელორუსიაში, რომელსაც ახსოვს კათოლიკური პოლონეთის მუდმივი თავაწყვეტილობანი და თარეშები ოკუპირებულ მართლმადიდებლურ მიწებზე XX საუკუნეშიც კი, არ არის სერიოზული გაორება საერთოეროვნული შეგნებისა, რომლის კონსტატირებაც გვიწევს უკრაინაში. ბლორუსია იყო ათეიზმის პოლიგონი, და მართლმადიდებელი ეკლესიის რბევამ აქ მიაღწია უპრეცედენტო გაქანებას, როდესაც 1988 წლისთვის დარჩენილი იყო მხოლოდ 50 სამრევლო. უკანასკნელი 10 წლის მანძილზე მათი რიცხვი გაიზარდა 1050-მდე. ათეიზებული ინტელიგენცია თავისი მნიშვნელოვანი ნაწილით ემხრობა პროდასავლურ განწყობებს, მაგრამ უკრაინასთან შედარებით ბელორუსიაში არ არის თავისი „გალიციური ფენომენი“, არ არის საგანგებო ეთნო-კულტურული და გეოგრაფიული პროდასავლური ანკლავი. მაგრამ, დაპირისპირება ასევე იკვებება ცივილიზაციური გაორებით მართლმადიდებლობასა და კათოლოციზმს შორის, თანაც ეს უკანასკნელი პოლონურია მთელი თავისი ნიშნებისა და დაფინანსების მიხედვით _ მთავარეპისკოპოსი კაზიმირ სვენტეკი ორი-მესამედი ეპისკოპოსებისა _ პოლონლები არიან, საღვთისმეტყველო და საგანმათლებლო მომზადება _ პოლონეთშია, სადაც მოქმედებს ორი რადიოსადგურიც. საჩვენებელია კავშირის მოწინააღმდეგეთა კონფესიური შემადგენლობა: ს. შუშკევიჩი, მ. გრიბი, ს. ბოგდანკევიჩი _ კათოლიკები არიან, სახალხო ფრონტის ლიდერი ზ. პოზნიაკი _ უნიატია.

თუმცა კი ბელორუსიული ოპოზიციის „ანტიტოტალიტარულ“ და „ანტისაპრეზიდენტო“ მოტივებს წინ წამოსწევენ (გამოფენენ, რუს. выставляются) ხოლმე რუსეთში როგორც მთავარს, ყველანაირ ლოგიკას მოკლებულია მცდელობები დაასაბუთონ გაერთიანებაზე უარის თქმა ვითომდა დღევანდელი ბლორუსიისა და მისი პრეზიდენტის ანტიდემოკრატიული ხასიათით. სწორედ გაერთიანება „დემოკრატიულ“ რუსეთთან, უპირობოდ (უცილობლად), აძლევთ შანსს სერიოზული გავლენის მისახდენად ამავე მიმართულებით პატარა ბელორუსიაზე, და სულაც რა პირიქით. პრაქტიკულად დამალულია ის ფაქტი, რომ არცთუ მრავალრიცხოვანი, მაგრამ დასავლეთისა და უკრაინული УНА-УНСО-ს მიერ აქტიურად მხარდაჭერილი რუსეთთან კავშირის მოწინააღმდეგეთა განწყობილებანი ბელორუსიაში ატარებს მხოლოდ და განსაკუთრებით ანტირუსეთულ ხასიათს. ძირითადი იდეური კლიშეები არა მხოლოდ მიტინგების მსვლელობისას, არამედ სამეცნიერო კონფრენციებისაც _ ეს არის ლოზუნგები არ დემოკრატიის სასარგებლოდ (რუსეთი ამ სფეროში აშკარად უფრო წინაა), არამედ ეს არის მოწოდებები რუსეთისგან დისტანცირებისკენ და ყველაფრის გაკეთებისკენ, რაც დააზარალებს რუსეთს და სარგებლობას მოუტანს მის დღევანდელ გეოპოლიტიკურ მეტოქეებს. ქსენია მიალომ გამოარკვია, რომ ბელორუსიის ხელისუფალთა „ფაშიზმში“ დადანაშაულებების ფონზე სწორედ ბელორუსიის სახალხო ფრონტმა და განსაკუთრებით მისმა ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ „ახალგაზრდულმა ფრონტმა“ (რუს. «Маладой фронт») ღიად აიღეს საფუძვლად იმ ორგანიზაციების დოკუმენტები, რომლებიც მოქმედებდნენ ოკუპირებული ბელორუსიის ტერიტორიაზე, კერძოდ „ბეროლუსიის ახალგაზრდობის კავშირისა“ (რუს. «Союз беларускай моладзі»), რომელიც წარმოადგენდა „ჰიტლერიუგენდის“ ანალოგს.

უკვე აშკარა შეიქმნა, რომ პრორუსეთული ხასიათის ძლიერი, ინტელქტუალურად კონკურენტუნარიანი საზოგდოებრივ-პოლიტიკური ვექტორის განმტკიცების სერიოზულ ფაქტორს, რომელიც მნიშვნელოვანია ნებისმიერ გარემოებებში, როგორც წარმატების დროს, ისე გაერთიანების პარალიჩის შემთხვევაშიც, წარმოადგენს არა ნოსტალგია კომუნისტური სსრკ-ის გამო, არამედ სოციალიზმის წლებში ჩაწიხლული და ფეხქვეშ გათელილი წარსული საუკუნეების თეთრი რუსეთის (რუს. Белая Русь) ინტელიგენციის „დასავლურრუსული მოსკოვოფილობის“ აღორძინება. შეიძლება მხოლოდ დავეთანხმოთ მკვლევარ კ. ფროლოვს მის შეფასებაში, რომელსაც პერსპექტიულ მიმართულებად მიაჩნია ფილოსოფოსის, ღვთისმეტყველისა და ისტორიკოსის მ. ო. კოიალოვიჩის მემკვიდრეობის შესწავლა. ამის გარშემო გაერთიანებას იწყებს მართლმადიდებლური საზოგადოებრივი მოძრაობაც, და რაც მთავარია, პრორუსეთული ორიენტაციის პდაგოგიური და აკადემიური კორპორაციებიც, რომელთა ცენტრადაც იქცევა ევროპული სახელმწიფო უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტი და სხვები.

მოლდავეთი

მოლდავეთის გახლეჩვა (განხეთქილება რუს. раскол) დნესტრისპირეთის საზოგადოებრივი რიტორიკის საკმარისად „საბჭოთა“ კოლერის დროს ნათლად (კაშკაშად) ასახავს იდეურ, კულტურულ და გეოპოლიტიკურ ბრძოლას პოსტბიზანტიური სივრცისთვის, რომელშიც ლათინური ვექტორი განსახიერებულია კიშინიოვის, ხოლო მართლმადიდებლურ-სლავური კი _ ტირასპოლის მიერ. ეს აისახა მაშინვე ალფაბეტების (ანბანთა) ბრძოლაში. სამწუხაროდ, ამ ფენომენისა და ბრძოლის ამ აზრისთვის არ იქნა მიცემული არანაირი მნიშვნელობა პარადიგმაში „დემოკრატია _ ტოტალიტარიზმი“, რომელმაც შეცვალა კლიშე „კომუნიზმი _ კაპიტალიზმი“. მაგრამ მოლდავური ენის გადაყვანა კირილიციდან ლათინიცაზე და მისთვის რუმინული ენის სახელის დარქმევა ახდენდა სიმბოლიზირებას და აპროგრამებდა მდგრადი სლავურ-მართლმადიდებული გავლენის მთელი რეგიონის კულტურული ორიენტაციის შეცვლას. მოლდავური ენის კირილიცური გრაფიკა _ ეს არის მისი უძველესი გრაფიკა, და არა „ტოტალიტარიზმის“ ან რუსიფიკაციის მიერ ხელოვნურად დანერგილი. ეს არის მოლდავეთის სამთავროს საღვთისმსახურო წიგნებისა და სახელმწიფო აქტების გრაფიკა ოსმანური უღლის დადებამდე, რომელიც შენარჩუნებულ იქნა მთელ ისტორიულ პერიპეტიებში და ამიტომ მასზე უარის თქმა მოლდოვის მიერ და მისი შენარჩუნება დნესტრისპირეთის მიერ სიმბოლურია.

რუსეთისგან გაუცხოების პროცესმა მოლდავეთში, ისევე როგორც უკრაინაშიც, ხორცი შეისხა ისტორიულ იდეოლოგიაში, რომელიც ყველაზე უფრო ნაკლებად ასახვს დამოკიდებულებას XX საუკუნის ისტორიის ფაქტებისა და იდეოლოგიებისადმი (1940 წლის მოვლნებისადმი, როდესაც სსრკ-მა აიძულა რუმინეთის მთავრობა ოფიციალურად მოეწერა ხელი სამხრეთ ბესარაბიის დაბრუნებაზე, რომელიც ანექსირებული იყო რუმინეთის მიერ 1918 წელს, ტერიტორიების არაერთჯერადი გადანაწილება ამ რეგიონში). ამ მოვლენების პოლიტიკურმა ექსპლუატაციამ დიდი ხანია დახარჯა (ამოწურა) თავისი პოტენციალი არა მხოლოდ იმიტომ, რომ აპელციამ 1918 წლის მოლდავური სახელმწიფოებრიობისადმი და მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის დაგმობამ მოლდავეთის სსრკ-დან გასვლის მთავარი საფუძვლის სახით, უმწიკვლო (წუნდაუდებელი) იურიდიული უფლება მისცა დნესტრისპირეთს თან არ წაჰყოლოდა კიშინიოვს, არამედ იმიტომაც, რომ ისტორიული ვექტორის გადააზრების (ხელახლა გააზრების, რუს. переосмысление) პარამეტრები გაცილებით უფრო ფართოა.

დასავლურ ისტორიულ აზროვნებაში ჯერ კიდვ ჰეგელის მიერ არის ჩადებული მის „ისტორიის ფილოსოფიაში“, რომ მხოლოდ დასავლეთის ხალხებს აქვთ მინიჭებული მსოფლიო-ისტორიული როლი და აქვთ უნარი „თავისუფლად ქმნიდნენ მსოფლიოში (ამ ქვეყნად) სუბიექტური შეგნების საფუძველზე“. ამა თუ იმ ხარისხად მეტი ან ნაკლები ნიჰილიზმით ამის დემონსტრირებას ახდენენ თ. მომზენი, ჟ. დე მესტრი, ა. ტოინბი. ჰაბსბურგული საგარეო პოლიტიკისა და იდეოლოგიის ერთერთ უმსხვილეს არქიტექტორთაგანი, გერმანელებისა და უნგრელების მართლმადიდებელ მეზობლებთან მიმართებით, მინისტრი ბ. კალლაი, პირდაპირ მიუთითებს დასავლეთის სულისა და აღმოსავლეთის სულის, როგორც ცივილიზებული და ბაბაროსული სამყაროების დაპირისპირებაზე, რომლის საზღვრებიც „იკარგება დუნაის ქვემო წელში და ადრიატიკის ზღვის სიახლოვეს“, ჰქონდა რა მხედველობაში ბიზანტიური მართლმადიდებლური სივრცის საზღვრები. ქსენია მიალომ ბრწყინვალედ მიადევნა თვალი იმას, თუ როგორ ახდენს მოლდავური პოსტსაბჭოთა „ისტორიოგრაფია“ მხარის ისტორიის ინტერპრეტირებას დასავლური დუალისტური ისტორიზმის კალაპოტში. მოლდავეთში დადებულ იქნა საზღვარი, რომლის აქეთაც ვერ შეძლო წინ წამოსვლა რომის იმპერიამ, და აქ, როგორც ითვლებოდა, იმპერატორმა ტრაიანემ, დაკების დამამარცხებელმა აღაშენა სახელგანთქმული „ლიმები“ _ სიმაგრეები დუნაიზე „ცივილიზებული რომისა“ და „ბარბაროსული სკვითიის“ პირაპირზე. ქ. მიქლო აღნიშნავს, რომ უკანასკნელი გათხრები გვაიძულებს იჭვი შევიტანოთ ამ კედლების წარმომავლობაში და უფრო მეტ საფუძვლებს გვაძლევენ ვივარაუდოთ, რომ აქ სწორედ სლავებმა აღმართეს სიმაგრეები რომაელთა წინააღმდეგ, მაგრამ კიშინიოვში სწრაფად აიტაცეს ტრაიანეს კედლის დასავლური განმარტება (გადმოცემა) სახელდობრ როგორც „დასავლური სამყაროს ჩინეთის კედლის“ ფრაგმენტისა. ლათინურ-სკვითური დაპირისპირების ნაცვლად ისტორიულ იდეოლოგიაში მოვიდა ლათინურ-სლავური დაპირისპირება“ აქცენტის გაკეტებით სწორედ სლავობისადმი დაპირისპირებაზე, რამდენადაც რუმინელები და მოლდაველები _ მართლმადიდებლები არიან.

რუმინეთი თავისი სახელმწიფო სტრატეგიის რამდენადმე დაბალანსების შემდეგ მაინც ისტორიული იდეოლოგიის სფეროში აშკარად ავლენს ინტერესს ტერიტორიული გაფართოების იდეისადმი, რომელმაც უკვე მიიყვანა იგი XX საუკუნეში დაპყრობების მცდელობებამდე ანტანტისეული ინტერვენციისა და ჰიტლერული რაიხის არიერგარდში, ხოლო დღეს კი ვლინდება „ვლახების პრობლემასთან“ მიმართებით იუგოსლავიაში და მოლდავეთთან მიმართებითაც. ამას გააჩნია ასევე ისტორიული ფესვები, როდესაც ჯერ კიდევ რუსეთის ისტორიული სახელმწიფოს ფედერალიზაციისა და მოლდავეთის რესპუბლიკის გამოცხადების წლებში ბუქარესტში გაისმოდა სიხარულით სავსე განცხადებები, რომ თავად ფაქტი ეროვნულ-ტერიტორიული დაყოფისა ჰპირდებათ ხანგრძლივ ისტორიულ პერსპექტივაში პრეტენზიის განცხადების შესაძლებლობებს რუსეთის ერთიანი სხეულიდან გამოყოფილი კვაზისახელმწიფოებრივი წარმონაქმნის რუმინეთისთვის შეერთებაზე. ყველა სართაშორისო ისტორიულ კონგრესზე რუმინული დელეგაციები სულ უფრო მზარდი დაჟინებით სვამენ საკითხს 1878 წლის ბერლინის ტრაქტატის დებულებების მართლსაწინააღმდეგოობისა და დობრუჯის ბესარაბიაზე გაცვლის შესახებ, რათა გაამართლონ ბესარაბიის ოკუპაცია 1918 წელს და დაასაბუთონ რუმინული მთავრობის მიერ სამხრეთ ბესარაბიის დაბრუნების „უკანონობა“ 1941 წელს. მსგავსი განმარტებებით მსხვილ საერთაშორისო ისტორიულ კონგრესებზე გამოდიოდა სოციალისტური რუმინეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ამჟამად სართაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის დირექტორი ვასილე სანდრუ.

სრულებით მიწიური სახელმწიფო ინტერესების გეოპოლიტიკური მისწრაფებების აშკარა გამოხატულებას წარმოადგენს რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის აქტიური და საეკლესიო-კანონიკური სამართლის თვალსაზრისით სრულიად მართლსაწინააღმდეგო საქმიანობა მოლდავეთის ტერიტორიაზე _ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მრავალსაუკუნოვან კანონიკურ ტერიტორიაზე _ სამრევლობის შესაქმნელად. ისევე როგორც ყველა ახალ სახელმწიფოში, სადაც სარწმუნოება იქცევა პოლიტიკის ობიექტად, აქტიურობას იჩენს ვატიკანი. სახელდობრ რუმინეთში რომის პონტიფიკოსმა შეასრულა პირველი ვიზიტი პოსტბიზანტიურ სივრცეზე, რომელიც იქცევა არა მხოლოდ გეოპოლიტიკური, არამედ სულიერი მეტოქეობის ობიექტადაც.

1991 წლიდან რუმინეთის საპატრიარქო ცდილობს მოიცვას და დაიქვემდებაროს მოლდავეთის ტერიტორია. 90-იანი წლების დასაწყისში ბუქარესტმა გამოაცხადა მოლდავეთის ტერიტორიაზე თავისი ბესარაბიის სამიტროპოლიტოს შექმნის შესახებ. ინსპირირებულ განხეთქილებას შეუერთდა მხოლოდ ერთი მოლდავეთის ბელსკის ეპისკოპოსი პეტრე (პედურარუ). ტიტანური ძალისხმევების მიუხედავად, შედეგები ჯერჯერობით უმნიშვნელოა, რადგანაც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უპირატესობა (რუს. преобладание) მოლდავეთში შემთხვევითი კი არ არის, არამედ გააჩნია ღრმა ისტორიული ფესვები. ჯერ კიდევ XVIII სუკუნეში პეტრე I-ის, ანა იოანეს ასულისა და ეკატერინეს (II-ის?) ანტისაკლესიო პოლიტიკის შედეგად მოლდავეთი იქცა რუსი სწავლული მონოზვნობის ემიგრაციის ადგილად, რომლის გამოჩენილი წარმომადგენელიც გახლდათ ღირსი მამა პაისი ველიჩკოვსკი, რომელმაც იქ დააარსა მთელი სამეცნიერო-საღვთისმეტყველო ცენტრები. რუმინეთის ეკლესიას არ გააჩნია გავლენა მართლმადიდებელ მოლდავეთზე, მით უმეტეს, რომ იგი წარმოადგენს უკიდურეს ეკუმენიზმს, რასაც კატეგორიულად არ ღებულობს მორწმუნეთა უმრავლესობა. მაგრამ სწორედ ეს ხაზი რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის გამოდევნაზე სარგებლობდა სახელმწიფო სტრუქტურების მხარდაჭერით, რაც განსაკუთრებით ნათელი იყო რუმინეთთან შეერთების იდეის ეიფორიის წლებში.

დ ნ ე ს ტ რ ი ს პ ი რ ე თ ს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს პოსტსაბჭოთა პერიოდის ისტორიაში. დნესტრისპირეთის მოვლენამ (რუს. явление), რომელმაც აღნიშნა თავისი ათი წლის იუბილე, უარყო ბევრი პოლიტიკური დოქტრინა რუსეთის საყოველთაო უარყოფის შესახებ მასში უწინ შემავალი ხალხების მიერ. მაგალითი, თუმცა კი არა ერთადერთია, მაგრამ მით უმეტეს შთამბეჭდავიცაა, რომ დნესტრის მარცხენა ნაპირის ხალხი ისეთი მრავალეროვნულია, როგორც არსად სხვაგან _ მოლდაველები, რუსები, უკრაინელები, გაგაუზები, თურქები, ებრაელები, მაგრამ საკუთარ თავს შეიგრძნობს საერთორუსული ისტორიის ნაწილად. რამდენადაც მოლდოვამ გამოაცხადა თავისი დამოუკიდებლობის შესახებ, დააკავშირა რა იგი მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის შედეგების ლიკვიდაციასთან, დნესტრისპირეთმა, რომელიც ორასი წლის განმავლობაში მუდმივად იმყოფებოდა რუსეთის შემადგენლობაში და XX საუკუნის ბესარაბიის ბედში არ მონაწილეობდა, მიიღო უმწიკვლო (წუნდაუდებელი) იურიდიული პროცედურების ჩატარების შესაძლებლობა თავისი სახელმწიფოებრიობის გამოცხადებისთვის, რომელიც გარემოებების ძალით დე-იურე მიღებული არ ყოფილა, მაგრამ დე-ფაქტო რეალიზებულ იქნა. 1991 წლის დეკემბერში მათთვის თავსმოხვეულ ბედზე ყველა „არდათანხმებულიდან“ _ სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი, ყირიმი _ დნესტრისპირეთი ერთადერთი შემდგარი წარმონაქმნია, რომელიც საკმარისად წარმატებით ვითარდება ეკონომიკურად, დასავლური კრედიტებისა და რუსეთის რაიმენაირი დახმარების არარსებობის მიუხედავად, და შინაგანად სტაბილურია.

რუსეთის პოზიცია ახალ სახელმწიფოებთან მიმართებით და არსებული უკვე შეუქცევადი ზოგადი კონცეფციისა და საკუთარი დეკლარაციების ძალით ამოდის მოლდოვას ტერიტორიული მთლიანობიდან. ამ მიდგომას მოსკოვი იმეორებს მუდმივად, ეძიებს რა სანაცვლოდ მოლდოვას ხელისუფალთაგან დაპირებას არ შევიდნენ ნატო-ში, მაგრამ, ამასთანავე თავის დროზე ირიბი სახით უჩვენა, რომ არ დაუშვებს პრობლმის ძალისმიერ გადაწყვეტას. ჯერჯერობით რუსეთი ინარჩუნებს ერთგულებას თავისი მოვალეობებისადმი, და კიშინიოვშიც, უკვე ნაკლებად იკვებებიან იმედებით „სახელმწიფოში სახელმწიფოს“ ლიკვიდაციაზე და ეძიებენ ამ ფენომენის გაფორმების გზებს კომპრომისულ საფუძველზე. მაგრამ სტამბულის სამიტის გადაწყვეტილებებს საფლანგო კონფიგურაციების კორექტირების შესახებ, გადაწყვტილებას გამოიყვანონ რუსეთის ჯარები დნესტრისპირეთიდან 2001 წლის ბოლოსთვის, შესაძლოა ჰქონდეს სერიოზული შედეგები და შესაძლოა დაბადოს ცვლილებები კიშინიოვის პოზიციაში.

საქართველო

მსგავს მოვლენებსა და პროცესებს შეიძლება მივადევნოთ თვალი საქართველოში და გარდაქმნის დასაწყისში სომხეთშიც, სადაც 90-იანი წლების ბოლოსთვის ეს ტენდენცია შესუსტდა. საქართველოსა და სომხეთს, სხვა რესპუბლიკების უმეტესობისგან განსხვავებით, რომლებიც შექმნილია დოტქრინის, და არა ისტორიის მიერ, ჰქონდათ ძველი და ხანგრძლივი ეროვნული სახელმწიფოებრიობა, ძველი დამწერლობა და კულტურა. ესენი არიან ერები, რომლებმაც ქრისტიანობა მიიღეს რუსებამდე რამდენიმე საუკუნით ადრე, ხოლო სომხეთი კი საერთოდ წარმოადგენს პირველ გამოცხადებულ ქრისტიანულ სახელმწიფოს. მიუხედავად ამისა ამ ხალხების ეროვნული თვითშეგნება გახლდათ ქრისტიანულ-ტრადიციონალისტური და სავსებით იწერებოდა კლასიკურ იმპერიულ სახელმწიფო იდეოლოგიაში. „სსრკ-ში ნაციონალიზმის აღმავლობის“ კეთილსინდისიერი მკვლევარები აღიარებენ, რომ „მხოლოდ XIX საუკუნეში შეძლეს ეროვნული ინტელიგენციის წარმომადგენლებმა ისტორიული წარსულის წონადი შეგრძნების კონსტრუირება, რომელიც შეძლებდა (ხალხში, საზოგადოებაში) დამოუკიდებლობაზე პრეტენზიების შენარჩუნებას (მხარდაჭერას, რუს. сохранение)“. რ. გ. სიუნი აღიარებს, რომ სომხეთისა და საქართველოს ეროვნულმა ინტელექტუალებმა და აქტივისტებმა საფრანგეთის რევოლუციის შემდგომი ევროპისგან ისესხეს პოლიტიკური ნაციონალიზმის იდეოლოგია, „რამაც მათ საშუალება მისცა ჩამოეყალიბებინათ თავიანთი პოლიტიკური და ეროვნული წარმოადგენები წარსულის მათეული საკუთარი წაკითხვის საფუძველზე. ეთნიკური კულტურებისა და ენების ბაზაზე კონსტრუირებული „ახალი წარმოსახვითი თემები (რუს. воображаемые общины)“ წარმოიქმნა კავკასიაში და დასავლურ სასაზღვრო მიწებზე, მაგრამ მასა გლეხური მოსახლეობისა, რომელიც შეადგენდა ეროვნული თემების უმრავლესობას, მხოლოდ დიდი შრომით აღიქვამდა მათ იდეას“ (1).

„ეროვნული იდეოლოგიის“ ფილოსოფიურ არსს წარმოადგენდა სხვა არაფერი, თუ არა ეროვნულ აღორძინებად შეფერილი ლიბერალიზმი, იმის მსგავსი, რასაც ავითარებდნენ „მენახშირეები“ (იგივე „კარბონარები“) „ახალგაზრდა იტალიაში“, „ახალგაზრდა ესპანეთში“ და ა. შ., და რომელიც მშვენივრად გამოდგება ქრისტიანული იმპერიების დასანგრევად, მაგრამ ისტორიულ ჯამში ყველა ერს სწირავს უნიფორმაციისთვის ნაცნობი ფორმულის მიხედვით: კულტურა _ ფორმით ეროვნული, შინაარსით ლიბერალური“. მენშევიკური მთავრობების ლიდერები თითქმის ყველა მომავალ საბჭოთა რესპუბლიკაში იყვნენ მასონები _ ვინიჩენკო, გეგეჭკორი (2).

ცივი ომის დროის აშშ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (ცდმ, ЦРУ) შეფასებებში ანტირუსულ განწყობებს ამიერკავკასიაში დათმობილი აქვს არცთუ ცოტა ადგილი, თუმცა კი ხაზგასმულია, რომ მიუხედავად მათი თანაბარი ფიქსაციისა ყველა ფენასა და ადგილში, ისინი ვლინდება ამორფულად და ხორცს ვერ ისხამს აქტიურობის კონკრეტულ ფორმებში. აღსანიშნავია, რომ მთელი არცთუ ბევრი კონკრეტული გამოვლინებები ილუსტრირებულია საქართველოს მაგალითზე. შემჩნეულია, „ამ რეგიონის ყველა ძირეული ხალხისთვის დამახასიათებელი „უკმაყოფილების ელემენტები“ „ვერ კრავენ მათ“, არამედ პირიქით, ისევე როგორც „სხვა ფაქტორები, ერთიმეორისგან ჰყოფენ ქართველებს, სომხებსა და აზერბაიჯანელებს“. „არასლავური წარმოშობა, განსხვავებული ენები, ქრისტიანობის მიღება რამდენიმე საუკუნით ადრე რუსებამდე, აგრეთვე სხვა კულტურული მემკვიდრობა ახალისებს ქართველებსა და სომხებს უყურებდნენ რუსებს როგორც შემოჭრილ მოსულებს. დახმარებამ, რომელიც აღმოუჩინა მეფის რეჟიმმა მათი ისტორიის კრიტიკულ პერიოდებში, ვერ მოხსნა ეს განწყობები“. რამდენადაც სსრკ-ში მსგავსი პრობლემების ანალიზის დროს, აშშ-ის ცდმ სწონის მათ შესაძლო ომში მათი გამოყენების თვალსზრისით, თითოეულ შემუშავებას თან ახლავს პუნქტი, რომელიც აფასებს პოტენციურ დამოკიდებულებას უცხოური ჯარების შეყვანისა და მათი ეთნიურობისადმი: „გერმანელების გარდა, რომლებსაც შესაძლოა შეხვდეთ მტრული დამოკიდებულება... მხოლოდ თურქებმა შეიძლება გამოიწვიონ სომხების ჩამოშორება (რუს. отторжение); სომხების ხოცვა-ჟლეტა 1890-იანი წლების მიწურულს და პირველი მსოფლიო ომის წლებში ჯერ კიდევ არ არის დავიწყებული“.

დღესდღეობით საქართველოში ისტორიული აზრისა და სახელმწიფო დოქტრინის იდეოლოგია გადახედილია რუსეთისგან დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სულით, რომელმაც, ვითომდა მოსპო ქართული სახელმწიფოებრიობა, თუმცა კი უნდა მიეღო იგი თავისი გვირგვინის ქვეს მხოლოდ იმისთვის, რათა თავისი იარაღით დაეცვა იგი სპარსელების და თურქებისგან (3). სწორედ თურქეთთან _ თავის ისტორიულ დამმონებელთან საქართველო განზრახ (საგანგებოდ) კეკლუცობს, იგნორირებას უკეთებს რა უკანასკნელის მხრიდან ისტორიული რევანშის სურვილის აშკარა სიმპტომებს. ყოველივე ეს საბოლოოდ ანგრევს საბჭოთა დროში, და უფრო ადრეც გავრცელებულ ილუზიებს იმის შესახებ, რომ მართლმადიდებელი საქართველო ყოველთვის იყო განსაკუთრებულად ერთგული სულიერი მოკავშირე, რაც, როგორც ჩანს, მონაბერია (რუს. навеяно) თავად პ. ი. ბაგრატიონის რომანტიული და გმირული ხატებით, რომელმაც თავი დადო მოსკოვისთვის ბრძოლაში.

მაგრამ, ჯერ კიდევ ა. ი. დენიკინი „რუსული არეულობის ნარკვევებში“ წერდა ქართული ინტელიგენციის მოულოდნელად ღრმა ანტირუსული განწყობების შესახებ რევოლუციისა და სამოქალაქო ომის წლებში. უკვე მაშინ საქართველოს მენშევიკურმა მთავრობამ დაუყოვნებლივ დაიწყო ურთიერთობების აწყობა სწორედ რუსეთის ევროპულ გეოპოლიტკურ მოწინააღმდგეებთან _ მაშინ ავსტრიულ-გერმანულ ბლოკთან და ფოთის შეთანხმება დასდო კაიზერულ გერმანიასთან, რომელმაც უკვე მოახდინა მთელი უკრაინისა და ბალტიისპირეთის ოკუპირება. საქართველო დღესდღეობით თანამიმდევრულად ახდენს რუსეთისგან გაუცხოების დემონსტრირებას თავის საგარეოპოლიტიკურ იდეოლოგიაში. აღსანიშნავია, რომ რომის პაპმა შეასრულა იქ ვიზიტი ე. შევარდნაძის პირადი მიწვევით, რომელმაც პირდაპირ თავს მოახვია საქართველოს საპატრიარქოს ეს ვიზიტი, მორწმუნეთა მრავალრიცხოვანი პროტესტების მიუხედავად.

საქართველოს პოლიტიკაზე სერიოზულ ზემოქმედებას ახდენს თავდაპირველი (დასაბამიერი) და არსებულ კონტექსტში სამშვიდობო დაპირების ვერ მიმცემი კონფლიქტი აფხაზეთთან, რომელმაც, წინასწარ განსჭვრიტა რა საქართველოს ობიექტური მისწრაფება მისი ასიმილირებისკენ, გამოავლინა მკაფიო პრორუსეთული ვექტორი. ეროვნებათაშორისი ურთიერთობების კანონზომიერებები ისეთია, რომ მცირე ხალხს ყოველთვის აშინებს საშუალოს ჰეგემონისტური მისწრაფებები და გააჩნია მიზიდულობა დიდი ხალხისკენ. მაგრამ აფხაზურ-ქართული ანტაგონიზმის ერთერთ მიზეზთაგანს წარმოადგენს საქართველოს რუსეთისგან სრული ჩამოშორების ისტორიული პერსპექტივა (4). აფხაზეთის ტერიტორიაზე რთული საეკლესიო ვითარებაა. კონფლიქტის ძალა ისე დიდი იყო, რომ აფხაზეთი დატოვეს ქართველმა ეპისკოპოსმა და ყველა ქართველმა მღვდელმსახურმა და დარჩა რუსული მართლმადიდებელი ეკლესია. აფხაზების რუსეთთან სულიერი სიახლოვის შენარჩუნებაში დიდ როლს თამაშობს ახალი ათონის მონასტერი, რომელიც დააარსეს რუსებმა, და ყოველთვის იყო რუსული. მსგავსი სიტუაციაა სამხრეთ ოსეთშიც, რომელიც ქართულმა ეკლესიამ დასტოვა კონფლიქტის დროს. სამხრეთ ოსეთის კონსტიტუციაში მართლმდიდებლობა გამოცხადებულია სახელმწიფო რელიგიად, მორწმუნეთა დაპურება (რუს. ოკორმლენიე ვერუიუშჩიხ) ხორციელდება რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს მეტოქის (რუს. პატრიარშეე პოდვორიე) მეშვეობით ცხინვალში (5).

რუსეთის ბუფერული როლი, რომელიც აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ არ აძლევს პირობებს აფხაზური დამოუკიდებლობის (რუს. самостоятельность) განადგურებისთვის, აღვივებს თბილისში ანტირუსეთულ რეაქციას. პოზიციური დიპლომტიური „ომის“ მუდმივ წყაროდ იქცევა რუსეთის სამხედრო ბაზების ყოფნა შავ ზღვაზე, რომელთა დაკარგვაც რუსეთს არ შეუძლია ისე, რომ საბოლოოდ არ დაარღვიოს მრავალსაუკუნოვანი ბალანსი ამ რეგიონში. ჩეჩენი ტერორისტებისადმი ირიბი დახმარების უდაო მოწმობები ასევე მეტყველებს იმის შესახებ, რომ თბილისი სერიოზულად თამაშობს რუსეთის წინააღმდეგ, მოელის რა დივიდენდებს დასავლეთისგან, აგრეთვე ისწრაფვის რა ჩეჩნური ბანქოს ქაღალდის გაცვლისკენ აფხაზურზე. ასეთი სტრატეგია იმყოფება აშკარად სრულ თანხმობაში აშშ-ისა და დასავლეთის მისწრაფებებთან მოახდინონ ყველა კონფლიქტის ინტერნაციონალიზაცია პოსტსაბჭოთა სივრცეზე, აგრეთვე არ მისცენ უფლება რუსეთს სრულიად მოსპოს ამბოხებული ტერორისტული წარმონაქმნი მის ტერიტორიაზე. საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ჩანს, განიხილებოდა დასავლეთის მიერ როგორც ამ სქემის შესაძლო უშუალო გამტარებელი, რადგანაც ფრთხილად მოსინჯა განეცხადებია, რომ განზრახული აქვს გამოვიდეს შუამავლად „მოლაპარაკების პროცესში რუსეთსა და ჩეჩნეთს შორის“, თითქოსდა ჩეჩნეთი რუსეთი არ ყოფილიყოს.

ნატო-ში დიდ ყურადღებას უთმობენ საქართველოს, სამართლინად თვლიან რა მის პროდასავლურ ორიენტაციას სტაბილურად, ხოლო თავად შევარდნაძეს კი დსთ-ის ყველა ლიდერს შორის ატლანტიკური სტრატეგიის ლიდერად შავ ზღვაზე. საქართველოს მუდმივად სტუმრობენ სამუშაო ვიზიტებით ნატო-ს ფუნქციონერები და სამხედრო ჩინები, ასე 1999 წლის სექტემბერში იქ იყო ნატო-ს სამხრეთ-აღმოსვლეთ მიმართულების სარდალი თ. აკბაში. აშშ თავდაცვის ყოფილი მინისტრი უ. კოენი გამოუხატავდა თავის ქართველ კოლეგას დ. თევზაძეს „აშშ-ის მზადყოფნას მომავალშიც აღმოუჩენდეს საქართველოს დახმარებას მისი შეიარაღებული ძალების რეფორმირებაში“. თბილისი სავსებით აკმაყოფილებს აშშ-ისა და ნატო-ს გეგმებს რუსეთის, როგორც მთავარი სამხედრო-სტრატეგიული და გეოპოლიტიკური სუბიექტისა შავი ზღვის აუზში, თანდთანობით გამოდევნაზე. რუსული ბაზების განდევნის (ჩამოცილების, რუს. устранение) პრობლემას ფარავენ კეთილშესახედი (საპატიო) საბაბებით. 1999 წლის სექტემბერში ე. შევარდნაძემ უკვე განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო ყოფნა საქართველოში არსებითად იქნება შემცირებული ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შემცირებაზე ხელშეკრულების (CFE ხელშეკრულება, რუსული აღნიშვნით _ ДОВСЕ – Договор по обычним вооружённым силам в Европе) რეალიზციის შედეგად. მისი სიტყვებით, „საქართველო დაინტერესებულია ამ ხელშეკრულების განუხრელი შესრულებით, რაც მიგვიყვანს რუსული ბაზების რადიკალურ შემცირებამდე საქართველოში“. (CFE ხელშკრულების სამხდრო-სტრატეგიული სიმეტრიები სრულებით დარღვეულია უკვე აღმოსვლეთვროპული სახელმწიფოების ნატო-ში მიღებით) ამასთან გაკეთებულ იქნა მეტად მრავალმნიშვნელოვანი დაზუსტება, რომ „საქართველოს უფლება აქვს დამოუკიდებლად წყვეტდეს, თუ რომელი სახელმწიფობის _ რუსეთის, თურქეთის ან აშშ-ის _ სამხედრო ბაზები იქნება დისლოცირებული მის ტერიტორიაზე“. რუსეთის ბაზის დახურვა ფორმალურდ სტამბულის სამიტის გადაწყვეტილების შესაბამისად საფლანგო სიმეტრიების შეცვლის შესახებ გარდაუვალად იწვევს ძალთა ბალანსის შეცვლას რეგიონში.

ამასთან ერთად საქართველო დიპლომატიურ დონეზე ადასტურებს თავის „დაინტერესებულობას დსთ-ის მომავლით“, რის შესახებაც პერიოდულად ლაპარაკობს პრეზიდენტი, რომელიც ყოველთვის აკეთებს აქცენტს მხოლოდ დსთ-ის როლზე კონფლიქტების ლიკვიდაციაში დსთ-ის ტერიტორიაზე. ამრიგად, დსთ მას სჭირდება მხოლოდ იმისთვის, რათა ჩაახშოს შინგანი წინააღმდეგობა თავისი გეოპოლიტიკური გეგმებისადმი საკუთარი ნაწილებისვე მხრიდან, რათა შემდეგ უკვე დაუბრკოლებლად გაწყვიტოს (არსებული) გეოპოლიტიკური სივრცე.

სომხეთი

კიდევ ერთმა ახლადწარმოქმნილმა სახელმწიფომ ევროპისა და აზიის პირაპირის სტრატეგიულ რიონში _ აშშ-ის ახალი ევრაზიული სტრატეგიის გამოყენების ადგილში როგორც მას განსაზღვრვს ზ. ბჟეზინსკი, _ სომხეთმა გააკეთა თავისი ზოგადსტრატეგიული ორიენტაციის ევოლუციის გარკვეული გზა. საქართველოსა და უკრაინასთან შედარებით _ ეს არის უფრო უკან მომვალი გზა დაბლანსებული კურსისკენ. ეს მით უფრო მეტად შესამჩნევია, რომ ნათლად (კაშკაშად) გამოხატული მისწრაფებები სსრკ-დან გასვლისკენ გამოჩენილ იქნა სომხეთში სახელმწიფო მოქმედებების ფორმით უფრო მკაფიოდ და მნიშვნელოვნად უფრო ადრე, ვიდრე სხვა ქვეყნების მიერ _ სომხეთმა უარი თქვა მონაწილეობის მიღებაზე რეფერენდუმში 1991 წლის მარტში, გვიჩვენა რა, რომ არ თვლის საკუთარ თავს სსრკ-ის ნაწილად. მაგრამ, გიარა რა მკაფიოდ გამოხატული პროდასავლური ორიენტაციის გავლით, შემოსილმა იყო აბსტარქტული დემოკრატიული ორიენტაციის სამოსით, სტრატეგიული ორიენტაციის დაბალანსებისკენ, სომხეთმა აღიდგინა თავისი სახელმწიფო სტრატეგიის რუსული ვექტორი.

ამის მიზეზები უწინარეს ყოვლისა ობიექტურია, რადგანაც სომხეთი აღმოჩნდა პირისპირ არა მხოლოდ თავისი მუდმივი გააფთრებული მოწინააღმდეგის _ თურქეთის წინაშე, არამედ შავზღვა-კასპიის პოლიტიკური ბალანსის მისადმი აშკარად არამეგობრული ახალი სუბიექტის _ აზერბაიჯანის წინაშეც, რომელთანაც სომხეთს აქვს მძიმე კონფლიქტი მთიანი ყარაბაღის გამო, რომელიც ვერ პირდება სწრაფ განკურნებას. ეს კონფლიქტი წარმოადგენს ასევე რევოლუციისა და რუსეთის ხალხების ურთიერთ მტრობით ტრაგიკული განცალკევების მემკვიდრეობას, ისვე როგორც ბევრი რამ დღევანდელი რეალიებიდან ამიერკავკასიაში.

მუსავატისტებისა და ბოლშევიკების მიერ „საბჭოთა აზერბაიჯანის“ შექმნის შემდეგ ნახჭევნისა და ყარაბაღის გადაცემა აუცილებელი იყო სოციალისტური ფედერაციის მშენებლებისთვის პოლიტიკური მოსაზრებების მიხედვით, რამდენადაც ბაქოში უკვე გაიმარჯვეს ბოლშევიკებმა მენშევიკური და დაშნაკური სომხეთისგან განსხვავებით. „ყარაბაღი არის ძირძველი სომხური ადგილი, _ შეგნებული ჰქონდათ ბოლშევიკებს, რის შესახებაც წერდა უკვე ციტირებულ წერილში პასუხად ვ. ი. ლენინის შეკითხვაზე სახალხო კომისარი გ. ვ. ჩიჩერინი, _ დადგება მომენტი საქართველოსა და სომხეთის გასაბჭოებისთვის, მაშინ ეს ყოველივეც დრომოჭმული იქნება“. მაგრამ ასეთი თესლები ბადებს მეტად ტრაგიკულ შეჯახებებს, რომლებიც გარდაუვალად იქცევა გარემომცველი ინტერესების ინსტრუმენტად რეგიონში, სადაც გეოპოლიტიკურად ერთმანეთს ხვდებიან ცივილიზაციები და ხდებოდა ანგლოსაქსონური ძალებისა და რუსეთის მრავალსაუკუნოვანი შეჯახებები.

სომხეთის მდგომარეობა (მდებარეობა, რუს. положение) მეტად მოწყვლადია პოლიტიკური და ეკონომიკური პროექტების შეერთების ახალი ფორმისგანაც სრუტეებისა და ნახშირწყალბადების მოპოვებისა და ტრანსპორტირების რაიონში. ახალი მსოფლიო პროექტის ნაწილს წარმოადგენს შავზღვა-კასპიის რეგიონის სრული რეორგნიზაცია საქართველოსა და აზერბაიჯანის რუსეთისგან ჩამოშორებით, აგრეთვე სომხეთის რუსეთისგან იზოლირება. სახეზეა აქტიურობა დასახელებულ განსაკუთრებულად ახალ სფეროშიც _ ე. წ. „გეოეკონომიკაში“ _ მძლავრი სახელმწიფობრივი ძალისხმევის დახმარებით მსხვილი ეკონომიკური პროექტების შექმნით, რომლებიც მოწოდებულია უზრუნველყონ მრავალსაუკუნოვანი გეოპოლიტიკურად მდგრადი არეალების სამხედრო-სტრატეგიული გადაორიენტირება (პერეორიენტირება).

გეოეკონომიკას, რომელიც გამოდის როგორც გეოპოლიტიკის ინსტრუმენტი, „გააჩნია თავისი დამოუკიდებელი ამოცანებიც, _ აღიარებს ამ პრობლემატიკის მკვლევარი ი. მურადიანი, აღნიშნავს რა, რომ „მსოფლიო ეკონომიკურმა ინტეგრაციამ, ეკონომიკისთვის ეროვნული საზღვრების მნივნელობის წაშლამ, კაპიტალების, საქონლის, ინფორმაციის, ადამიანებისა და იდეების ნაკადების მზარდმა ლიბერალიზაციამ... სიცოცხლისკენ მოუწოდეს მსოფლიო ეკონომიკური კონკურენციის ახალ მეთოდებს, რომლებიც შესაძლოა განზოგადებულ იქნას როგორც გეოეკონომიკური მიდგომები“. მაგრამ ავტორი ყურადღებას აქცევს იმაზე, რომ „კასპიის ზღვის აუზში ნავთობის მოპოვებისა და ტრანსპორტირების პროექტების რეალიზაცია არ ვარაუდობს მსოფლიო ან თვით ევროპული ნავთობ-სასაწვავე ბალანსის რამდენადმე არსებით ცვლილებასაც კი და მათ უახლოეს 10-15 წელიწადში არ შეუძლიათ თავის-თავად მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა მსოფლიო და ევროპული ნავთობ-ვაჭრობის საფასო პარამეტრებზე“.

მიუხედავად ამისა ბაქოდან ნავთობსადენის გზის არჩევის გარშემო ბრძოლა ატარებდა და ატარებს მეტად მძიმე ხასიათს, გააჩნია რა თავის ქვეშ აშკარა გეოპოლიტიკური სარჩული. პროექტი ბაქო-ჯეიჰანი სარგებლობს აზერბაიჯნისა და საქართველოს მხარდაჭერით, რომლებიც ისწრფვიან რუსეთისგან მაქსიმალური ეკონომიკური დამოუკიდებლობისკენ, აგრეთვე აშშ-ის მხარდაჭერითაც, რომელსაც სურს ნატო-ში თავისი მოკავშირის _ თურქეთის პოზიციების განმტკიცება. სტამბულის როლი სამხრეთ ფლანგზე აღმოსავლეთ ევროპის დაუფლების შემდეგ და ბალკანეთში შემოჭრით ხდება იმ ბოძის მსგავსი, რომელსაც აუცილებელია მიებას მიზიდული ახალი ელემენტები, ხოლო ევრაზიის ერთ-ერთი გასაღები ძევს შავი ზღვის ფსკერზე.

გასაკვირი არ არის, რომ რუსეთის ურთიერთობებში დსთ-ის სახელმწიფოებთან, რომლებიც განლაგებული არიან შავი ზღვის სრუტეებისა და ნავთობის ტრანსპორტირების გზების სტრატეგიულ რეგიონში, განსაკუთრებულად აისხება დასავლთის უპრეცედენტო ზეწოლა რუსეთის ისტორიულ მიჯნებზე, რაც მეხსიერებაში გვიბრუნებს აღმოსავლურ საკითხს, რუსეთის მთელ ორასწლოვან მუშაობას სამხრეთში, რომელსაც გააცნდა სისტემური მთლიანობა, რაც მას სრულებით არ ყოფნის დღეს. უმძლავრესი გარეშე ძალები სერიოზულ გავლენას ახდენენ არა მხოლოდ უკრაინის არჩვანზე, არამედ ასევე საქართველოსი, აზერბაიჯანისა და სომხეთისაც, იბრძვიან რა ევრაზიის მათთვის საჭირო გეოპოლიტიკური სახისთვის. ასეთია ზოგადი პოლიტიკური და იდეოლოგიური ფონი, რომელიც მეტად რთულს ხდის დსთ-ის ამოცანას მისი ახლანდელი შემადგენლობით და გეოპოლიტიკური სივრცის სამხედრო-სტრატეგიული ერთიანობის შენარჩუნების მიზნით.

ნატალია ნაროჩნიცკაიასაიტზე pravoslavie.ru გამოქვეყნდა სამ ნაწილად 2004 წლის 14 და 27 ივლისსა და 1 სექტემბერს, შემდგომში განახლებულ იქნა საიტზე narochnitskaia.ru.

თარგმნა და შენიშვნები დაურთო ირაკლი ხართიშვილმა
შ ე ნ ი შ ვ ნ ე ბ ი:

(1) აქ ავტორის მსჯელობა ეფუძნება, ერთის მხრივ, იმ ზოგად კანონზომიერებას, რომ ფეოდალურ საზოგადოებაში ეროვნულ ხედვასთან ერთად ძლიერი გახლდათ ფეოდალური ხედვაც, ფეოდალური სამართალიც. სახელდობრ, ერთი და იმავე ეთნოსის შვილი მსხვილი და წვრილი ფეოდალები ხშირად აჩანაგებდნენ ერთმანეთის მამულებს, ხოცავდნენ და ძარცვავდნენ მათ ქვეშევრდომებს. ამის შესახებ პროფ. გიორგი პაიჭაძეს მოაქვს ასეთი ისტორიული ცნობა, რომელიც წარმოადგენს ყანჩაეთის „ჟამგულანის“ ფურცელზე XVIII ასწლეულის პირველ ნახევარში გაკეთებულ მინაწერს: „მუხრანის ბატონი, არაგვის ერისთავი, ქსნის ერისთავი, ამილახვარი _ ესენიც ერთმანეთის მტერნი და მოქიშპენი იყვნენ; არც ერთმანეთს ასვენებდნენ, და არც ქვეყანასა, და ამით მტერმა უფრო ძალა წამოატანა და დაჩაგრა. თორემ თუ ამათ ერთი პირი ჰქონებოდათ, ვერცარას უზამდენ, ვერცარას სხვა მტერი წაართმევდათ რასმე. ამათი საქმე ნიადაგ ასე ერთმანეთის მესისხლეობით გათავებულა და წამჴდარა, მაგრამ ამ საქმეს არც მოჰკლებიან და არც მოუშლიათ“ (გ. პაიჭაძე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიისათვის /XVIII ს. I მეოთხედი/, თბილისი, 1960, გვ. 42).

სხვა შემთხვევაში, შესაძლოა რომელიმე ფეოდალს, მათ შორის, მეფეს, მიტაცებინა ისეთი მიწები, რომლებიც სხვა ეთნოსის საკუთრება იყო და დაექვემდებარებინა მისი მოსახლეობა. ამ შემთხვევაშიც ეროვნულ კუთვნილებაზე მაღლა შესაძლო იყო დამდგარიყო ფეოდალური ინტერესები და ფეოდალური სამართალი. მაგალითად შესაძლოა გავიხსენოთ ძველი გერმანული მიწები: ბურგუნდია, ელზასი და ლოტარინგია საფრანგეთის შემადგენლობაში, ან სლავური მიწები ავსტრიის იმპერიისა და ოსმალეთის შემადგენლობაში და ა. შ. საფრანგეთის რევოლუციამ საქმით უკანა პლანზე გადასწია დიდგვაროვანთა უფლება-ინტერესები და წინ წამოსწია მესამე ფენის ყველაზე უფრო შეძლებული და გავლენიანი ნაწილის _ ვაჭარ-მრეწველების ინტერესები, რომლებიც უკვე საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოში _ გენერალურ შტატებში, დიდგვაროვან და სასულიერო წოდების დეპუტატებთან დაპირისპირებისას აცხადებდნენ, რომ ისინი არჩეულები არიან და წარმოადგენენ არა ერთი მუჭა პრივილეგირებულ წოდებებს, არამედ მთელ ერს, და იცავენ ეროვნულ ინტერესებს. ძველი გენერალური შტატების ნაცვლად მათვე დააფუძნეს ახალი საკანონმდებლო ორგანო _ ეროვნული კრება, რაც შეადგენდა საფრანგეთის რევოლუციის ერთერთ ძირითად მონაპოვარს.

საფრანგეთის რევოლუციამ მართლაც წინ წამოსწია ეროვნული საკითხი და ეროვნული ინტერესები, რომლებიც მანამდე იყო დიდგვაროვანთა და სასულიერო წოდების მაღალი წრეების ინტერესების ჩრდილქვეშ. და ამან ბიძგი მისცა ევროპის წამყვან სახელმწიფოებსა და, განსაკუთრებით, ჩაგრულ ხალხებში, ეროვნული ინტერესების პერიმატის დამკვიდრებას; სახელდობრ გერმანულ ლიტერატურაში ლუდოვიკო XIV-ის დროინდელი ფრანგული გავლენის ნაცვლად გერმანული ეროვნული და ხალხური მოტივების შემოტანას _ ჰერდერი, გოეთე, შილერი, რომანტიკოსი პოეტები, ძმები გრიმები და სხვა, ასევე სკანდინავიელი და სლავი ხალხების ინტელიგენციაშიც, რომლებიც გამოდიოდნენ თავიანთი ეროვნული კულტურული და სულიერი საუნჯის მომძიებლებად, შემსწავლელებად, მკვლევარებად და პოპულარიზატორებად, ეროვნული ინტერესებისა და კანონიერი უფლებების გამტარებლებად და დამცველებად. ამავე მოძრაობის გავლენა მეტად ძლიერი იყო XIX საუკუნის ქართული ინტელიგენციის კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობაშიც. მას ჰქონდა თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, და ეს უკანასკნელი ძირითადად განპირობებული იყო „მსოფლიო კულისებსმიღმა ძალების“ _ საიდუმლო საზოგადოებებისა და ლოჟების მიერ წარმოებული ფარული პოლიტიკის მოქმედებით, რის წინააღმდეგაც 1815 წელს, ვენის კონგრესის მსვლელობისას, რუსეთისა და ავსტრიის იმპერატორებმა და პრუსიის მეფემ შეკრეს „საღვთო კავშირი“.

როგორც ქ-ნი ნ. ნაროჩნიცკაიაც აღნიშნავს, სწორედ ამავე საიდუმლო საზოგადოებების (ლოჟების) მიერ იყო ნასაზრდოები თუნდაც ე. წ. „კარბონარების“ (მენახშირეების) მოძრაობა იტალიაში, რომელიც თავისი ორგანიზაციით იმეორებდა „თავისუფალ ქვისმთლელთა“ (ფრანცისკ მასონების) ორგანიზაციას. ანუ იტალიის ეროვნული ინტერესების სატკივარზე თამაშით ეს „კულისებსმიღმა წრეები“ ისწრაფვოდნენ ევროპის სახელმწიფოებსა და ხალხებს შორის არსებული ქრისტიანული საფუძვლების თანდათანობით მორყევასა და მოშლას. მაგრამ დაჩაგრული მცირე ხალხების, მათ შორის ქართველების, ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენლები არ არის აუცილებელი, რომ ამ საიდუმლო საზოგადოებებთან ყოფილიყვნენ დაკავშირებულნი, თუმცა კი გარკვეულ ხარკს ამ ზოგად ფასეულობებს ალბათ გადაუხდიდნენ. მეტად საყურადღებო და გულსატკენია მაგალითად ის, რომ XIX საუკუნის ქართულმა სასულიერო წოდებამ და ინტელიგენციამ ვერ გამონახეს საერთო ენა რუსული სასულიერო წოდებისა და მამულიშვილურად განწყობილი რუსული ინტელიგენციის ისეთ წარმომადგენლებთან, როგორებიც იყვნენ წმ. მღვდელმთავრები ეგნატე (ბრიანჩანინოვი), ფილარეტ მოსკოველი (დროზდოვი), თეოფანე დაყუდებული, ღირსი მამა იოანე კრონშტადტელი, ა. ს. პუშკინი, თ. ტიუტჩევი, თ. დოსტოევსკი და სხვანი, და აქცენტი ჰქონდათ აღებული სწორედ იმ „კულისებსმიღმა ძალებთან“ კავშირში მყოფი რუსული „რაზნოჩინური“ ლიბერალური ინტელიგენციის გამორჩეულ მოღვაწეებზე: ჩერნიშევსკიზე, გერცენზე, დობროლიუბოვზე და სხვა. ალბათ ამის შედეგიც იყო, რომ XX საუკუნის დასაწყისში ქართველი საზოგადოება მასობრივად მხარს უჭერდა ანტიქრისტიანულ მარქსისტულ მოძრაობას _ სოციალ-დემოკრატიას, თავისი „მენშევიკური“ და „ბოლშევიკური“ გამოვლინებებით.

მაგრამ ისიც მართალია, რომ ქართული ეროვნული თვითშეგნება და ეროვნული ინტერესები ალბათ ძლიერი იქნებოდა არა მხოლოდ XIX ასწლეულის ქართულ ინტელიგენციაში, არამედ თუნდაც X-XII სს. საქართველოშიც, როდესაც ხდებოდა საქართველოს ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბება და განვითარება; ან კიდევ XVII ს. მიწურულიდან დაწყებული XVIII ს. 20-იან წლებამდე, როდესაც ჯერ საქართველოში ხოლო შემდეგ კი რუსეთში აქტიურ სამწერლო, ისტორიულ და კულტურულ საქმიანობას ეწეოდა არჩილ მეფე, ხოლო ვახტანგ VI-მ „სწავლულ კაცთა კომისიაც“ კი ჩამოაყალიბა ვეფხისტყაოსნის ტექსტის დადგენის, საქართველოს ისტორიის ახალ სამეცნიერო დონეზე შესწავლის, ქართული კანონმდებლობის ახალი უფრო სრულყოფილი კოდექსის შედგენისა და საქართველოში ბეჭდვითი საქმის დაფუძნების მიზნით. და ეს ყოველივე ხდებოდა საფრანგეთის რევოლუციამდე 100-70 წლით ადრე. განა არ უნდა იყოს დასაფასებელი რუსი მართლმადიდებელი მეცნიერის მიერ ქართველი ერის განათლებული და მოწინავე წრეების ეს მისწრაფება? მაგრამ თუკი გარეშე მტრების ძალისხმევით, აგრეთვე შინაგანი უთანხმოებების გამო ასეთი მოსვენებისა და კულტურული აღმშენებლობის პერიოდები საქართველოს სამეფო-სამთავროებს, ოსმალობა-ყიზილბაშობის ხანაში, ძალზედ ცოტა ჰქონდათ, ამიტომ ქართული ეროვნულ-კულტურული ინტერესების განვითარების მაგალითები მხოლოდ XIX საწლეულში უნდა დავინახოთ? განა პეტრე დიდმა 1723-24 წლებში ინგლისის, ვენეციისა და გერმანიის (ავსტრიის) იმპერიის მთავრობებისგან წაქეზებულ და საფრანგეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილ ოტომანის პორტას არ დაუთმო საჯიჯგნად სპარსეთში ლაშქრობის დროს მისი მოკავშირე და მასზე დაიმედებული აღმოსავლეთ საქართველო და სომხეთი, განა შეძლო რუსეთის იმპერატორმა მათი დაცვა? განა თავად რუსებს არ ჰქონდათ ძნელბედობის ხანა მონღოლების უღელქვეშ, ან კიდევ XVII საუკუნეში პოლონელთა მძლვრობის დროს? განა მინინი და პოჟარსკი კარგი ცხოვრების გამო გამოეცალენ მოსკოვს და წამოვიდნენ რუსეთის სამხრეთში, რუსეთის სატახტო ქალაქიდან პოლონელ დამპყრობელთა განდევნისთვის ჯარების მოსაგროვებლად? განა ეროვნული სატკივარი არ ამოძრავებდათ ამ ბელადებსა და მათ მოლაშქრეებს? განა საფრანგეთის რევოლუცია სჭირდებოდათ მათ თავიანთი სამშობლოს სატკივარის დანახვისა და მისთვის მალამოს ძიებისთვის? ასევე იყო საქართველოშიც, და ეს ყველა უნდა დავინახოთ, მით უმეტეს მართლმადიდებელმა ადმიანებმა.

(2) მეტად ნიშანდობლივია ის, რომ მთელი თავისი არსებობის მანძილზე 1918 წლის მაისამდე საქართველოს სოციალ-დემოკრატია ხმალამოღებული იბრძოდა ეროვნული ინტერესების წინ წამოწევის წინააღმდეგ, რასაც ეროვნულ კარჩაკეტილობას უწოდებდა, რომელიც დაასუსტებდა რუსეთის ერთიან რევოლუციურ ფრონტს, წარმოებულს მეფის მთავრობის დამხობისა და დემოკრატიული რუსული რესპუბლიკის დამყარების მიზნით. 1917 წლის თებერვალში მეფის მთავრობის დამხობის შემდეგ, რუსეთის სახელმწიფოში მიმდინარეობდა მოსამზადებელი სამუშაოები სრულიად რუსეთის დამფუძნებელი კრების მოწვევისთვის, რომელსაც შემდგომში უნდა გადაეწყვიტა რფუსეთის სახელმწიფო წყობილების ბედი. სწორედ ამ პროცესში შემოიჭრა ბოლშევიკური პარტია უხეში ძალით იმავე წლის ოქტომბრის მიწურულს, დაამხო დროებითი მთავრობა და თავად აიღო ხელში ძალაუფლება. მან მაინც ვერ შეუშალა ხელი 1917 წლის დეკემბერში სრულიად რუსეთის დამფუძნებელი კრების არჩევნების ჩატარებას, თუმცა კი ამ კრებაში, მემარცხენე ესერებთან ერთად, უმცირესობაში აღმოჩნდა. უმრავლესობაში იყვნენ სოციალისტ-რევოლუციონერთა (ესერების) პარტია და სოციალ-დემოკრატიის მენშევიკური ფრთა, თანაც ამ უკანასკნელება (მენშევიკებმა) ყველაზე უფრო მეტი ხმა მიიღეს ურალის ოლქსა და საქართველოში, სადაც მუშათა კლასი ამავდროულად გლეხურ მეურნეობასაც მისდევდა და წვრილ კერძო მესაკუთრეებს წარმოადგენდა. ამრიგად, ქართველი ხალხი, საქართველოს მთელ მოსახლეობასთან ერთად, აქტიურად მონაწილეობდა სრულიად რუსეთის დამფუძნებელი კრების არჩევნებში.

1918 წლის დასაწყისში შედგა დამფუძნებელი კრების სხდომა, რომელმაც ბოლშევიკებისთვის არასასურველი მიმართულება მიიღო, და ამ უკანასკნელებმა ძალის გამოყენების მუქარით აიძულეს დეპუტატები დარბაზი დაეტოვებინათ. ამის შემდეგ ესერი და მენშევიკი დეპუტატები წავიდნენ ურალზე და იქ ჩამოაყალიბეს დამფუძნებელი კრების კომიტეტი, ხოლო ამ კომიტეტმა კი, თავის მხრივ, ჩამოაყალიბა რუსეთის მთავრობა ადმირალ კოლჩაკის მეთაურობით, რომელსაც უნდა შეექმნა შეიარაღებული ძალები, განედევნა ბოლშევიკების ხელისუფლება და შეექმნა პირობები ახალი დამფუძნებელი კრების მოსაწვევად. ხოლო დამფუძნებელ კრებას კი უნდა გადაეწყვიტა, თუ როგორი იქნებოდა რუსეთის ახალი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოწყობა. ამრიგად, რუსეთის რევოლუცური მოძრაობის ამ ფრთას თავისი ძირითადი მიზნები და ამოცანები არ შეუცვლია, რასაც ამ დრომდე ეთანხმებოდნენ ქართველი სოციალ-დემოკრატებიც (მენშევიკები). ამიერკავკასიაში იმ ხანად ერთიანობის განწყობა სუფევდა და ძირითად მმართველ ძალას წარმოადგენდა მუშათა, ჯარისკაცთა და გლეხთა დეპუტატების საბჭოები, რომელშიც მთავარ როლს თამაშობდნენ ქართველი სოციალ-დემოკრატები, ხოლო საბჭოების საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებდა ნოე ჟორდანია. ამავე დროს დაფუძნებულ იქნა და მოქმედებდა ამიერკავკასიის ხალხების ეროვნული საბჭოები, რომლებიც თავიანთ კომპეტენციაში წყვეტდნენ საკითხებს, თუმცა კი ეს კომპეტენცია ჩამოუვარდებოდა მუშათა, გლეხთა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოების კომპეტენციას. მოქმედებდა ასევე ამიერკავკასიის სეიმი, სადაც არჩეული დეპუტატები ასევე განიხილავდნენ შესაბამის საკითხებს.

1918 წლის თებერვალ-მარტში ბრესტ-ლიტოვსკში ბოლშევიკები აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს გერმანულ სარდლობასთან სეპარტული ზავის დადების შესახებ და საბოლოო დოკუმენტის ძალით, რუსეთის იმპერიის დასავლეთ და სამხრეთ რაიონებში, მთელი რიგი ტერიტორიები დაუთმეს გერმანელებსა და მათ მოკავშირე თურქებს. ზავის დადების შემდეგ ნახევარმილიონიანი რუსული არმია თურქეთის ფრონტიდან მოიხსნა და სახლებში წავიდ-წმოვიდა; თურქებმა კი დაიწყეს ბრესტის ზავით ბოლშევიკების მიერ მათთვის დათმობილი ტერიტორიების დაკავება. საქართველოში ასეთ ტერიტორიებს წარმოადგენდა აჭარა, ფოცხოვი, არტაანი და სამცხე-ჯავახეთი, ანუ ისტორიული „ოსმალოს საქართველო“, ასევე იყო სომხეთშიც. ამიერკავკასიის სეიმში ქართველი და სომეხი დეპუტატები მოითხოვდნენ ერთიანი ფრონტით თურქეთისადმი წინააღმდეგობის გაწევას, მაგრამ აზერბაიჯანელმა წარმომადგენლებმა ამას მხარი არ დაუჭირეს და, შესაბაისად, ასეთი ერთიანობა ვერ შედგა. თურქული ჯარები ადვილად ამარცხებდნენ საქართველოსა და სომხეთის ჯარებს და უკვე აპირებდნენ ბრესტ-ლიტოვსკის ზავით მათთვის განკუთვნილი ტერიტორიების აქეთ წამოსვლასაც. ასეთ პირობებში ქართველებმა სცადეს საერთო ენის გამონახვა გერმანულ სარდლობასთან და მოლოდინმა გაუმართლათ კიდეც. მხოლოდ გერმანელება წინადადება მისცეს ქართველ წარგზავნილებს, რომ ვინაიდან ამიერკავკასიური ერთიანობა ვერ შედგა, ამიტომ ეს ერთიანობა ოფიციალუირად გაეუქმებიათ, დამოუკიდებლობა გამოეცხადებიათ და დამოუკიდებლად დაეწყოთ თურქეთთან მოლაპარაკება, ხოლო ამ მოლპარაკებაში კი გერმანიის წარმომადგენლები მხარს დაუჭერდნენ ქართველებს იმაში, რომ თურქეთი დაკმაყოფილებულიყო ბრესტ-ლიტოვსკის ზავით მისთვის დათმობილი ოლქებით და არ გაეგრძელებია შემდეგი შემოტევა.

ასე შედგა 1918 წლის 26 მაისი, რომელსაც საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს ვეძახით, მაგრამ სინმდვილეში ეს იყო დამოუკიდებლობის გამოცხადება ამიერკავკასიის ერთიანობისგან _ სომხეთისა და აზერბაიჯანისგან. ხოლო თუკი რუსეთისგანაც იქნებოდა დამოუკიდებლობა გამოცხადებული, მაშინ ბრესტ-ლიტოვსკის ზავის პირობების დაცვა უაზრობა იქნებოდა, რადგან ეს ხელშეკრულება გერმანელებსა და თურქებს დაუდეს სწორედ საბჭოთა რუსეთის ხელმძღვანელებმა. იმ ხანად გამარჯვებული გერმანელები, ცხადია, ამაზე არ დაეთანხმებოდნენ. მაგრამ ასეთი ფორმალური დეტალები მაშინ საბჭოთა რუსეთის მთავრობას არ აწუხებდა, რადგანაც ისედაც მძიმე ომების გადატანა უხდებოდა თეთრ არმიებთან _ კოლჩაკთან, ალექსეევ-დენიკინთან, იუდენიჩთან. მაგრამ გერმანელები მალევე დამარცხდნენ მსოფლიო ომში და ამიერკავკასიაში ისინი შეცვალეს ბრიტანელებმა. არც გერმანელები და არც ბრიტანელები საქართველოს საშინაო საქმეებში აქტიურად არ ერეოდნენ, მაგრამ მათი უაღლესი მართველობა აქ უდაოდ არსებობდა და ეს უმაღლესი მართველობა ორიენტირებული გახლდათ რუსეთის იმპერიის დაშლაზე. სწორედ ეს უნდა ყოფილიყო განმსაზღვრელი მიზეზი იმისა, რომ ქართველმა სოციალ-დემოკრატებმა მკვეთრად შემოაბრუნეს საჭე, და თუკი მანამდე რუსეთის ერთიანი რევოლუციური ფრონტის მხარდამჭერად გამოდიოდნენ, ახლა ეროვნული ქართული სახელმწიფოს მშენებლებად მოგვევლინენ.

ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობა ცუდი არ არის, მაგრამ საქმე იმაშია, თუ ვინ და რა მიზნით გიბიძგებს აქეთკენ. იმ ხანად რუსეთისა და საქართველოს სათავეში რომ ყოფილიყვნენ მართლმადიდებლურად მოაზროვნე ადამიანები, მაშინ საეჭვოა, რომ თავიანთ ურთიერთობაში განმსაზღვრელ ფაქტორად გერმანული ან ბრიტანული ინტერესები შემოეყვანათ. თუ რა განსხვავებაა პოლიტიკაში მართლმადიდებლურ და დასავლურ (კათოლიკურ-ანგლიკანურ-ლუთერანულ-კალვინისტურ) ხედვებს შორის, ამის შესახებ ძალზედ კომპეტენტურად წერს თავად ნ. ა. ნაროჩნიცკაია და ჩვენს მიერ მისი ნაწერების ქართულად თარგმნა სწორედ იმ მიზანს ემსახურება, რომ ჩვენს საზოგადოებას უფრო კარგად გავაცნოთ ისინი. და ეს მეტად მნიშვნელოვანია, ვინაიდან დღესდღეობით უკვე ატლანტიკური დასვლეთი, აშშ-ის მეთაურობით, ძალზედ აქტიურად ერევა საქართველოს საშინაო ცხოვრებაში, მათ შორის მართლადიდებლობაზე დაფუძნებული ქართული ეროვნულ-ზნეობრივი ფასეულობების თავისებურად ნიველირების მიზნით. საქართველოს მეფე-მთავრები თავის დროზე იმიტომ კი არ მიიწევდნენ რუსეთისკენ, რომ ირანი შინააშლილობების გამო უკვე დასუსტებული იყო და მათ კი ძლიერი პატრონი უნდოდათ. განა თეუმურაზ I-ისა და ლუარსაბ II-ის სამეფოებს შაჰ-აბას I-ის გამანადგურებელი შემოსევების გადატანა არ მოუხდათ, და რა ეტყობოდა ირანის სახელმწიფოს მაშინ სისუსტისა? რატომ ამჯობინეს ქართლის მეფემ ლუარსაბ II-მ და კახეთის დედოფალმა დიდმოწამე ქეთევანმა მაჰმადიანობაში ფუფუნებით ცხოვრებას ქრისტესთვის სიკვდილი? და თანაც როგორი მძიმე წამების დათმენა? რატომ გაატარა ვახტან VI-მ რამდენიმე წელიწადი ქირმანის ტყვეობაში, ოღონდ კი გამაჰმადიანება თავიდან აეცილებია, ოღონდ კი ქრისტიანობით ასულიყო ქართლის ტახტზე? როგორ სთხოვდა მისი სახელით სულხან-საბა ორბელიანი რომის პაპსა და საფრანგეთის მეფეს შუამდგომლობას ირანის შაჰის სულთან-ჰუსეინის წინაშე, რომ უფლება მიეცა ქრისტიანობით ასულიყო ქართლის სამეფო ტახტზე თუმცა კი თავის ვასალურ ვალდებულებებს იგი ირანის შაჰის წინაშე არ უარყოფდა და არც გაურბოდა. მაგრამ ყოველივე ეს ნოე ჟორდანიასა და მის თანამოძმეებს დიდად არ ანაღვლებდათ, არც ბოლშევიკებს და, სხვათა შორის, არც თეთრგვარდიულ მოძრაობას _ იმ ხანად ათეიზაციის ხარისხი რუსულ ინტელიგენციაში მაღალი იყო.

ნატალია ნაროჩნიცკაიას მიერ ნახსენები მასონური ლოჟები სწორედ I მსოფლიო ომის მიწურულს გამოჩნდნენ უფრო ღიად მსოფლიო პოლიტიკის ასპარეზზე, აშშ-ის პრეზიდენტის ვუდრო ვილსონისა და მისი გარემოცვის სახით. ქართული სოციალ-დემოკრატიის ხელმძღვანელობის ამ ლოჟებთან კავშირის შესახებ ჩვენ ცოდნა და ინფორმაცია არ მოგვეპოვება, მაგრამ ამის თაობაზე სხვებს საკმაოდ უწერიათ (უბრალოდ ჩვენი კვლევის ძირითადი თემაა თანამედროვე შეიარაღებული ძალები და უფრო ამ სფეროში ვმუშაობთ). აქ უბრალოდ გვინდა მოვიყვანოთ ორი პატარა ფრაგმენტი 1990 წელს თბილისში გამოსული წიგნიდან „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართლებრივი აქტების კრებული (1918-1921)“. სახელდობრ, ამ წიგნში 110-ე გვერდზე ვკითხულობთ: „საქართველოს ეროვნული საბჭოს და საქართველოს რესპუბლიკის 1918 წლის 26 ნოემბრის კანონი „საღვთო სჯულის სწავლების გაუქმებისა“. 1) ყოველი ტიპისა და საფეხურის სახაზინო და კერძო უფლებიან სკოლაში გაუქმდეს საღვთო სჯულის სწავლება და საღვთო სჯულის მასწავლებლის თანამდებობა. 2) ხსენებულ სკოლებში დაიხუროს კრედიტი, რომელიც გახსნილი იყო საღვთო სჯულის მასწავლებელთა ჯამაგირისათვის. 3) შტატს გარეშე დატოვებულ საღვთო სჯულის მასწავლებელთ მიეცეთ ჯილდო, რომელიც დაწესებულია 1918 წლის ივლისის 5-ის კანონით. 4) იმ მშობლებს, რომლებიც მოისურვებენ თავის შვილებს თავის ხარჯით ასწავლონ საღვთო სჯული, დაეთმოთ სკოლის შენობა იმ საათებში, როდესაც ეს ხელს არ შეუშლის სხვა საგნების სწავლებას. 5) ეს კანონი ძალაში შედის დღიდან მისი გამოქვეყნებისა მთავრობის ორგანო „საქართველოს რესპუბლიკაში“.

იმავე წიგნის 273-274 გვერდებზე კი ვკითხულობთ: „საქართველოს დამფუძნებელი კრებისა და საქართველოს რესპუბლიკის 1919 წლის 17 ივნისის კანონი „უქმე დღეების რიცხვის შემცირებისა“. სამრეწველო შრომის წესდების მე-198 მუხლისა და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ 1917 წლის ნოემბრის 29-ს გამოცემულ რვა საათის სამუშაო დღის დეკრეტის მე-20 მუხლში ჩამოთვლილ უქმეებიდან, როდესაც მუშაობა არ უნდა სწარმოებდეს, გამოირიცხოს მირქმა უფლისა _ თებერვლის 15, დიდი პარასკევი, აღდგომის მესამე დღე _ სამშაბათი, მეორე დღე სული-წმიდის მოფენისა, ფერისცვალება უფლისა _ აგვისტოს 19, მიძინება ღვთისმშობლისა _ აგვისტოს 28, ჯვართ-ამაღლება _ სექტემბრის 27 და ტაძრად მიყვანება _ დეკემბრის 4.“ როგორც იტყვიან, კომენტარები ზედმეტია. თანაც თუ ყურადღებას მივაქცევთ, რუსეთის ქრისტიანულ იმპერიაში მიღებული იულიანური კალენდარი შეცვლილია გრეგორიანულით. და ეს ხდებოდა არა სერგო ორჯონიკიძისა და ფილიპე მახარაძის მმართველობის ხანაში, არამედ დღესდღეობით ასე ფართოდ ნაქები „ეროვნული ხელისუფლების“ დროს. ის, რომ ქრისტიანობა ქართველ სოციალ-დემოკრატებს უკვე დიდად არ ენაღვლებოდათ, უკვე ზემოთ ვახსენეთ, მგრამ ახლა კი გაგვიჩნდა შეკითხვა, სკოლებში საღვთო სჯულის სწავლების გაუქმება და საეკლესიო დღესასწაულების შესაბამისი უქმე დღეების რიცხვის შემცირება თავად მათ მოიფიქრეს თუ უკვე მაშინვე მოდიოდა რეკომენდაციები შესაბამისი რესპექტაბელური წრეებიდან?

(3) აქ ალბათ ქართველი მკითხველი ისტორიის დამახინჯებად მიიჩნევს ნ. ნაროჩნიცკაის მინიშნებას იმის შესახებ, რომ არ არის სწორი რუსეთ-საქართველოს ისტორიული ურთიერთობების წარმოდგენა ისეთნაირად, თითქოს XIX საუკუნის დასაწყისში რუსეთის იმპერიამ დაიპყრო პატარა საქართველო და ამის შემდეგ რუსეთის მიერ კოლონიური ჩაგვრისგან განთავისუფლება შეადგენდა საქართველოს მოწინავე საზოგადოების მთავარ ამოცანას. ჩვენში სწორედ ასეთი ცოდნაა ხალხში გავრცელებული. მაგრამ პლატონ იოსელიანი თავის წიგნში „ცხოვრება გიორგი მეცამეტისა“ წერს, რომ 1799 წლის 7 სექტემბერს ქართლ-კახეთის მეფემ გიორგი XIII-მ თავის ელჩებს პეტერბურგში გაუგზავნა წერილი, რომელშიც მათ, სხვათა შორის, ავალებდა: „უმსხვერპლეთ ყოველი სამეფო და სამფლობელოი ჩემი უზაკვლითა და ქრისტიანებრითა ჭეშმარიტებითა მსხვერპლებითა და დაუდევით არა თუ მფარველობასა ქვეშე უდიდებულესსა დიდსა რუსთისა საიმპერტოროსა ტახტსა, არამედ დანებეთ სრულსა ნებასა და მზრუნველობასა მათსა, რათა ამიერითგან დაიდვას სამეფო ქართლოსიანთა საიმპერიოდ რუსეთისად წესითა მით, ვითარცა სხვანი იგი რუსეთსა შინა პყრობილნი პროვინციანი სარგებლობენ“. ამის საფუძველზე 1799 წლის 23 ნოემბერს შედგა ახალი ტრაქტატი (ხელშეკრულება) რუსეთის იმპერიასა და საქართველოს (ქართლ-კახეთის) სამეფოს შორის, რომლის 1-ლ და მე-2 პუნქტებში ნათქვამი იყო: „მისი დიდებულება იმპერატორი ყოვლისა რუსეთისა მიიღებს ტიტულსა „მეფე საქართველოისა და შემდეგნი მისნი მემკვიდრენი“. ძე მეფისა გიორგისა დავით ტიტულსა „განმგე საქართველოისა“ და გარდავალს ესე შთამომავლობითა პირმშოდამ პირმშომდის“. პლატონ იოსელიანის სიტყვით, ეს დოკუმენტი ფრანგულ ენაზე გამოქვეყნებული აქვს პოლკოვნიკ როტირიერს თავის წიგნში Intineraire de Tiflis a Constantinopole (Bruxelles, 1829) pag. 68.

გიორგი XIII-ის ეს ნაბიჯი უმთავრესად განპირობებული იყო მაჰმადიანი გარეშე მტრებისა და ლეკთა თარეშებისგან გაჩანაგებული სამეფოსთვის თუნდაც საკუთარი საგვარეულოს დინასტიური ხარისხის შემცირების (მეფიდან მეფის ნაცვლობამდე) სანაცვლოდ შიმშვიდისა და კეთილდღეობის მოტანის, აგრეთვე მისი გარდაცვალების შემდეგ მის შვილებსა და ნახევარძმებს შორის ტახტისთვის სისხლისმღვრელი ბრძოლების თავიდან აცილების მიზნით. ამ ხელშეკრულებას ქართულმა მხარემ შემდგომში მოაყოლა 20 პუნქტად ჩამოყალიბებული საკუთარი ხედვა ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შემდგომი ყოფნისა, რომელშიც საქართველოს სამეფოსთვის ნაგულისხმევი იყო ტერიტორიული ავტონომიის უფლებები რუსეთის იმპერიის საერთო მმართველობის ქვეშ. ეს დოკუმენტი გამოქვეყნებული აქვს პროფ. ალ. ცაგარელს მის მიერ პეტერბურგში გამოცემულ კრებულში „გრამოტი ი დრუგიე ისტორიჩესკიე დოკუმენტი...“. როგორც ვიცით, რუსეთის უმაღლესმა ხელისუფლებამ უარი თქვა საქართველოსთვის ტერიტორიული ავტონომიის მონიჭებაზე და მისცა მას მხოლოდ კულტურულ-ნაციონალური ავტონომია, რომელიც უფრო სრულად იქნა განხორცილებული ილია ჭავჭავაძისა (წმ. ილია მართლის) და მის თანამოაზრეთა მიერ სრულიად რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე II-ის (1856-1881) რეფორმებით იმპერიაში შექმნილი საზოგადოებრივ-პოლიტიკური, ეკონომიკური და იურიდიული პირობების ფარგლებში.

როგორც ვთქვით, გიორგი XIII-ის ამ ნაბიჯს საქართველოს სამეფოში ჰყავდა მოწინააღმდეგენიც _ უწინარეს ყოვლისა მისი დედინაცვალი დარეჯან დედოფლი და დედოფლის ღვიძლი შვილები: იულონ, მირიან, ვახტანგ (ალმასხან), ალექსანდრე და ფარნაოზ ბატონიშვილები და მათი მომხრე თავადაზნაურობა. მაგრამ იყვნენ როგორც გიორგი მეფის ძეთა მომხრეებიც, ასევე პირდაპირი რუსული მმართველობის დამყარებისა ან სულაც რესპუბლიკის დაარსების, თუმცა ეს უკანასკნელნი მეტად სუსტნი იყვნენ. პირდაპირი რუსული მმართველობის დამყარების მსურველებს მეთაურობდნენ სარდალი იოანე ორბელიანი და სახლთ უხუცესი კონსტანტინე მუხრანბატონი, რომელთაც უდიერად ეპყრობოდა ტახტის მემკვიდრე დავით ბატონიშვილი. ამავე მიმართულებით მეცადინობდნენ საქართველოში იმ ხანად მყოფი რუსი მოხელეებიც: სახელმწიფო მრჩეველი კოვალენსკი, გენერალ-მაიორი ლაზარევი და რუსეთის კავკასიის ჯარების სარდალი გენერალ-ლიტენანტი კნორინგი. საბოლოოდ 1801 წლის სექტემბერში ქართლ-კახეთის სამეფო ალექსანდრე I-ის მანიფესტით უშუალოდ შეუერთდა რუსეთის იმპერიას პირდაპირი რუსული მმართველობის დამყარებით. მანიფესტში სხვათა შორის იმპერატორი აცხადებდა: „ჩვენ, ავედით რა სრულიად რუსეთის ტახტზე, ვპოვეთ საქართველოს სამეფო რუსეთთან შემოერთებული, რის შესხებაც 1801 წლი 18 იანვრის მანიფესტიც უკვე გამოქვეყნებული იყო მთელი ხალისთვის საუწყებლად (პავლე I-ის მიერ _ ი. ხ.). ვუკვირდებოდით რა თქვენს მდგომარობას, და ვხედავდით რა, რომ მხოლოდ რუსული ჯარების მეშვეობა და ყოფნა საქართველოში აქამდეც კი აკავებს ჩვენი ერთმორეწმუნე ადამიანების სისხლის დაღვრას და იმ საბოლოო დაღუპვას, რომელსაც თქვენ გიმზადებენ მტაცებელი და ურჯულო თქვენი მეზობელი ხალხები, გვსურდა ჩვენ კიდევ გვეცადა, ხომ არ რის უწინდელი მმართვლობის აღდგენის შესაძლებლობა ჩვენი მფარველობის ქვეშ და სიმშვიდესა და უსაფრთხოებაში თქვენი შენარჩუნებისა (დაცვისა). _ მაგრამ ამ საკითხში უახლოესმა გარკვევამ საბოლოოდ დაგვარწმუნა, რომ სხვადასხვა ნაწილი ქრთველი ხალხისა, რომლებიც ჩვენთვის ადამანურობის გამო თანაბრად ძვირფასნი არიან, სამართლიანად შიშობენ დევნისა და შურისძიების გამო იმისგან, ვისაც სამეფო ღირსების მაძიებელთაგან შეეძლო მისი ხელისუფლების მიღწევა, რადგანაც ყველა მათგანის წინაღმდეგ ხალხის უმეტესმა ნაწილმა აშკარად გამოავლინა თავი. მხოლოდ იჭვი და შიში ამ შედეგების გამო წარმოშობდნენ რა შეშფოთებებს, გარდაუვალად იქცეოდნენ ურთირთშორის ომებისა და სისხლისღვრის წყაროდ“...

იმპერატორის მანიფესტის შესაბამისად გენერალ-ლიტნანტმა კნორინგმა მოახდინა სიონის საკათედრო ტაძარში ქართველი ხალხის უპირველესი წარმომადგენლების დაფიცება სრულიად რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე. პლატონ იოსელიანი წერს: „ფიცითსა აღთქმისა ფურცელზედ მოაწერეს ხელი კათოლიკოსმან ანტონი, მთავარეპისკოპოსმან იუსტინე, თფილელმან არსენი, ბოდბელმან იოანე, რუსთველმან სტეფანე, წილკნელმან გერვასი, ნეკრესელმან ამბროსი, ნიქოზელმან ათანასი, წინამძღვარმან ნათლისმცემელისა ევთიმემან და სხვათა სამღვდელოთა. მათ შეუდგნენ მუხრნის-ბატონი კონსტანტინე, სარდალი იოანე ორბელიანი, მორდალი ზაალ ბარათაშვილი, აბელ ჩოლოყაშვილი, ალექსანდრე მაყაშვილი, სვიმონ და იოანე ანდრონიკაშვილი, გიორგი ავალიშვილი, ელიაზარ ფალავანდიშვილი და სხვ.“

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ასე წარმართვას, როგორც ვთქვით, ჰყავდა მოწინააღმდეგენიც, როგორც ქართლ-კახეთის სამეფოში, ისე მის გარეთაც, განსაკუთრებით აღსანიშნავია იმერეთის მეფე სოლომონ II, რომელიც საბოლოოდ ოსმლეთში გადავიდა და თუმცა კი მომხრე იყო რუსეთის მფარველობაში შესვლისა, მაგრამ არ დაეთანხმა რუსების წინადადებას პეტერბურგის სამეფო კარის დიდებულად გახდომაზე, ხოლო მის სამეფოში კი პირდაპირი რუსული მმართველობის დამყარებაზე. საქართველოს ეკლესიამ უკანასკნელ ათწლეულებში სოლომონ II შერცხა წმინდანთა დასში. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ დარეჯან დედოფლის მეცდინეობამ, მისი ვაჟიშვილებისთვის სამეფო ტახტის მიკუთვნების გამო, რასაც შედეგად გარდაუვალად მოსდევდა საუკუნოებით ჩამოყალიბებული ტახტის პირმშო ვაჟზე გადასვლის ტრადიციის უგულვებელყოფა, წარმოშვა ის მძიმე ვითარება სამეფოში, რომელმაც საგარეო ფაქტორებთან ერთად განაპირობა გიორგი XIII-ის მიერ სამეფოს რუსეთის შემადგენლობაში შეყვანა. ამიტომ რუსი ავტორები, ჩვენი აზრით, სამართლიანად გამოქთვამენ გაოცებას დღევანდელი ქართული საზოგდოების ისტორიული აზროვნების ასეთი დამახინჯების გამო.

(4) ქართულ საზოგადოებაში, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, აფხაზების ასიმილაციისკენ მისწრაფება არანაირად არ ყოფილა. აფხაზების მნიშვნელოვანი ნაწილის გადასახლება თურქეთში _ ე. წ. „მუჰაჯირობა“ განპირობებული იყო ამ აფხაზების გარიდებით არა ქართველებისგან, არამედ რუსეთის იმპერიის სახელმწიფო მანქანისგან, მისი ადმინისტრაციულ-პოლიტიკური და სამხედრო ღონისძიებებით. ამის შემდეგ ქართულ საზოგდოებაში წარმოიშვა მისწრაფება წინ აღდგომოდა აფხაზური მოსახლეობის ემიგრირებული ნაწილის მიერ დაცლილ მიწებზე რუსების ჩამოსახლებას და მხარის რუსიფიკაციას, თუმცა კი რუსეთის მთავრობა, რამდენადაც ვიცით, ხელს უშლიდა დასავლეთ საქართველოს მხარეებიდან აფხაზთში ქართველების ჩასახლებას. XIX საუკუნის მიწურულს გამოცემულ ბროქჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედიურ ლექსიკონში, თავად ვ. მასალსკის მიერ გამოქვეყნებულ წერილებში, ტფილისისა და ქუთაისის გუბერნიების, აგრეთვე მათში შემავალი მაზრებისა და ოკრუგების აღწერილობით, საკუთრივ ქუთაისის გუბერნიის შესახებ ნათქვამია: „ყველაზე უფრო მჭიდროდაა დასახლებული სენაკის (69,4 ადამიანი 1 კვ. ვერსზე), ქუთაისისა და შორაპნის მაზრების დაბლობის ნაყოფირი ადგილები; ყველაზე უფრო სუსტად არის დასახლებული მთაგორიანი და ტყიანი რაჭის მაზრა, ბათუმისა და ართვინის ოკრუგები, და განსაკუთრებით კი სოხუმის ოკრუგი (8,1 ადამიანი 1 კვ. ვერსზე)“. და მოსახლეობის ასეთი არათანაბარი განაწილების მიუხედავად, რუსეთის იმპერიის მთავრობა, რამდენადაც ქართველი ისტორიკოსები ამბობენ, ეწინააღმდეგებოდა მცირემიწიანი სენაკის, ქუთაისისა და შორაპნის მაზრებიდან სოხუმის ოკრუგში ქართული მოსახლობის გადასახლებას. ასევე ცნობილია, რომ XX სუკუნის პირველ ათწლეულში რუსეთის მთავრობას გეგმაში ჰქონდა აფხაზეთის შეერთება ეკატერინოდარის (ამჯამად კრასნოდარის) ოლქთან, რის წინაარმდეგაც, ქართული საზოგადოებრიობის მოწინავე ნაწილთან ერთად, გამოვიდა საკუთრივ აფხაზური საზოგადოების ყველა ფენა და თვადაზნაურობის, სამღვდელოებისა და გლეხობის ერთობლივმა დელეგაციამ მიმართა თხოვნით კავკასიის მთვარმართებელს სოხუმის ოკრუგის კვლავ ქუთაისის გუბერნიის შემადგენლობაში დატოვების შესახებ. ბროქჰუზ-ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონის წერილების მიხედვით (ავტორი ვ. მასალსკი), 1897 წელს სოხუმის ოკრუგის მოსახლეობა შეადგენდა 100498 ადამიანს, მათგან აფხაზები იყვნენ 68600-ზე მეტი, სამურზაყანოელები (უმთავრესად მეგრელები) _ 17830-მდე, საკუთრივ მეგრელები და სხვა დასავლეთ-ქრთველები _ 6530-ზე მეტი, ბერძნები _ 3520-მდე, სომხები _ 1510-მდე, რუსები _ 2010 ადამიანი.

1917-1921 წწ. საქართველოში სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკური) მმართველობის დროს, ხელისუფლების სოციალისტური დოქტრინიორობის, ანტიეკლესიური ღონისძიებების, აგრეთვე მიწის რეფორმის გატარებით მსხვილი მიწათმფლობელობის გაუქმების შედეგად, გარკვეული უკმაყოფილებანი იყო როგორც მთლიანად საქართველოს მხარეებში, ისე საკუთრივ აფხაზეთშიც, სადაც ძიძიშვილობის (ვაჟიშვილების აღსაზრდელად გაშვილების) ინსტიტუტის არსებობის გამო თავადაზნაურობსთან ნათესაური კავშირებითაც მჭიდროდ იყო დაკავშირებული იქაური გლეხობა, და მენშევიკური მთავრობის ანტითავადაზნაურული რეფორმები იწვევდა გლეხობის მნიშვნელოვანი ნაწილის უკმაყოფილებასც. ყოველივე ამან სერიოზული წინააღმდეგობანი დაბადა აფხაზეთში საქართველოს მაშინდელი მთავრობის მიმართ, და აფხაზეთის ეროვნულმა საბჭომ თხოვნითაც მიმართა რუსეთის სამხრეთის შეიარაღებული ძალების სარდლობას (დენიკინი) სოხუმის უწინდელი ოლქის ეკატერინოდრის ოლქთან შეერთებაზე. მაგრამ ეს გახლდათ არა ქართველი ხალხის ასიმილატორული მისწრფების შედეგი, არამედ ევროპული სოციალიზმის (მარქსიზმის) საქართველოში უკრიტიკოდ და უსაფუძვლოდ გადმომნერგავი მთავრობის მახინჯი პოლიტიკისა, რის წინააღმდეგაც ხმას იმაღლებდა, შეძლებისდა გვარად, დანარჩენი საქართველოს თავადაზნაურობაც. ამ მხრივ აღსანიშნავია, თუნდაც, გენერალ კოტე აფხაზის გამოსვლა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელ კრებაში, იმავე მიწის რეფორმასთან დაკავშირებით. კოტე აფხაზი დიდი გულისტკივილითა და საყვედურით მოახსენებდა საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას, რომ ქართველმა თავადაზნაურობამ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით მთელი თავისი საზოგადო ქონება უსასყიდლოდ გადასცა ქართველ ხალხს, ახლა კი პირად ქონებასაც ასე დაუნდობლად გვედავებით, რა ვქნათ, რა წყალში გადავვარდეთო?

აფხაზეთში ქართული სახელმწიფოებრიობის გავლენის დასუსტების პოლიტიკას ატარებდნენ ბოლშევიკებიც 1921 წლის დასაწყისიდან სულ უკანასკნელ ხანებამდე (80-ინი წლების ბოლომდე). გარდა ამისა, როგორც აფხაზები გამოთქვამენ უკმაყოფილებსა და გულისწყრომას, 1930-40იან წლებში ლავრენტი ბერიამ მოახდინა დასავლეთ ქართველების მასობრივი ჩასახლება აფხაზეთში და დაიწყო ასიმილატორული პოლიტიკის გატარება. და თუკი ეს ასეა, ეს ვერ შეიძლება იყოს მოსაწონი ნორმალური ქართველი ადამიანისთვის. ერთია აფხაზეთში ქართველების ჩასახლების საკითხი და ეს შესაძლოა გამართლებულიც იყოს იმერეთისა დ სამეგრელოს დაბლობი ადგილების მჭიდროდ დასახლების გამო იქ არსებული მცირემიწიანობისა და მოსახლეობის მძიმე ეკონომიკური პირობების ფონზე, მაგრამ ამით აფხაზების ეროვნულ-ეთნიკური არსებობისა და ცხოვრებისთვის მუქარა და საფრთხე არ უნდა შეექმნათ. ლავრენტი ბერიას ან ნებისმიერი სხვა ქართველი ხელისუფლის ასეთი მოქმედებანი უნდა დაგმოს ქართულმა საზოგადოებამ, თუკი მას მართლა სურს აფხაზების ნდობის მოპოვება და მომავალში ამ ხალხთან ერთად ცხოვრება. მაგრამ თუკი ბერიას მიერ გატარებული ღონისძიებები აფხაზურ ენასა და აფხაზურ ეროვნულ-ეთნიკურ ელემენთს კი არ თრგუნავდა, არამედ 20-30იან წლებში იქ გაბატონებული რუსული ენის ჩანაცვლებას გეგმავდა ქართულით, რომელიც აფხაზებისთვის ისტორიულად ნაცნობი და ახლობელი იყო ჯერ კიდევ ლაზიკის სამფოს დაქვეითებისა და აფხაზეთის სამეფოს მიერ, ხაზრთა დახმარებით, დასავლეთ საქართველოში ბიზანტიის იმპერიის გავლენის შემცირებისა და მისი ერთი გვირგვინის ქვეშ (ერთ სამეფოდ) გაერთიანების შემდეგ, თუ მანამდე არა, მაშინ ეს სავსებით ჯანსაღი და სასარგებლო პროცესი გახლდათ, და მიზნად უნდა ჰქონოდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში საქართველოს სსრ-თვის რეალური სახელმწიფობრივი ატრიბუტების მიცემა და მის ტერიტორიაზე ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის რეალურად დამკვიდრება. მაგრამ აქვე დაცული უნდა ყოფილიყო ფხაზური ენის სამართლიანი ინტერესებიც. რამდენად იქნა ეს განხორციელებული ლ. ბერიას მიერ, პირადად ჩვენთვის უცნობია. საჭირო კია, რომ ყველაფერი თავის ადგილას დალაგდეს, ყველაფერი სწორად იქნას გამოკვლეული და შეფასებული, სადაც ბოდიში გვაქვს მოსახდელი, იქ პატიება ვითხოვოთ, ხოლო სადაც მართალია ჩვენი პოზიცია და დამოკიდებულება, იქ ჩვენი სიმართლე პრინციპულად და პატიოსნად დავიცვათ. ერთი რომ კი ცხადია, რომ ქართველობას 70-80იან წლებში აფხაზების მიმართ ასიმილატორული მიზნები არ ჰქონია, არამედ ამ მიმართულებით იგი იბრძოდა აფხაზების პროსაბჭოური, პრორუსეთული, პროკომუნისტური მისწრაფებების განეიტრალებისთვის, რადგანაც თვლიდა, რომ ჯერ კიდვ XIX საუკუნის დასაწყისიდან რუსეთის იმპერიამ ძალადობრივად დაიპყრო საქართველოს სამეფო-სამთავროები, დაამყარა აქ კოლონიური ჩაგვრა, 1921 წლიდან კი უკვე კომუნისტური მმართველობის ქვეშ გააგრძელა ძველი პოლიტიკა და ცდილობდა ამ ჩაგვრისგან სამშობლოს განთავისუფლებას. ეს ყველა ხალხისა და ერისთვის სავსებით ჯანსაღი მისწრაფებაა.

სავსებით მისაღები უნდა იყოს ნ. ნაროჩნიცკაიას აზრი იმის შესახებ, რომ ჯანსაღი და პატიოსანი ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის განაპირობებს ასეთსავე ურთიერთობებს ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებს და ოსებს შორის და ა. შ. უნდა ვაღიაროთ, რომ ასეთი ჯანსაღი და პატიოსანი ურთიერთობები ქართველების მხრიდან რუსეთისადმი, 1970-80-იან წლებში, სამწუხაროდ, არ ყოფილა. ამას მნიშვნელოვანწილად განაპირობებდა არასწორი ცოდნა ქართულ საზოგადოებაში რუსეთ-საქართველოს ისტორიული ურთიერთობების შესახებ. აქ ქართული საზოგადოება უფრო მეტად იკვებებოდა მხატვრული ლიტერატურიდან, ვიდრე სპეციალური ისტორიული ლიტერატურიდან. ამ ლიტერატურას შეადგენდა, სახელდობრ, ალ. ყაზბეგისა და მიხ. ჯავახიშვილის რომანები და მოთხრობები, ქართველ რომანტიკოს პოეტთა ლექსები, ილია ჭავჭავაძის (წმ. ილია მართლის), აკაკი წერეთლისა და სხვათა პოეტური და პროზაული ნაწარმოებები, თანაც ტენდენციურად შერჩეული. სახელდობრ, განსაკუთრებული აქცენტი კეთდებოდა, მაგალითად, ილია ჭავჭავაძის „მგზავრის წერილებზე“, რომელიც ავტორმა სტუდენტობის ასაკში დაწერა და მასში დასმულია მეტად მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხები; მაგრამ საერთოდ არ ლაპარაკობდნენ მის წერილზე „ასი წლის წინათ“, რომელიც დაწერა 40 წლის შემდეგ, 1899 წლის ნოემბრის მიწურულს, და რომელშიც რუსეთისადმი ლოიალური განწყობებია გამოხატული, თუმცა კი საკუთარი სამშობლოსა და საკუთარი ხალხის ინტერესების დაცვით. რატომ მიაჩუმათებდნენ ამ მეტად მნიშვნელოვან თხზულებას, თანაც საბჭოთა პერიოდში, ეს ჩვენთვის გაუგებარია. გარდა ამისა, არსებობს საქართველოში დიდად პატივცემული ისტორიკოსის, აკადემიკოს ივ. ჯავახიშვილის 1919 წელს გამოქვეყნებული ნაშრომი „დამოკიდებულება რუსეთსა და საქართველო შორის 18-ე საუკუნეში“, რომელიც საშინლად ამახინჯებს და აყალბებს რუსეთ-საქართველოს რეალურ ისტორიულ ურთიერთობებს. ამაში დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია დარწმუნდეს მისი ამ წიგნის შედარებით საბჭოთა პერიოდის ქართველი ისტორიკოსების, პროფესორების, იასე ცინცაძის, ვალერიან მაჭარაძის, გიორგი პაიჭაძის მონოგრაფიებთან, რომლებშიც ეს ავტორები, ივ. ჯავახიშვილისგან განსხვავებით, უხვად იყენებენ ამონარიდებს საარქივო და სხვა ისტორიული დოკუმენტებიდან. როგორც ჩანს, ივ. ჯავახიშვილი 1919 წელს ასრულებდა ბრიტანული უმაღლესი მმართველობის შეკვეთას, რომელიც დაინტერესებული გახლდათ რუსეთის იმპერიის დაშლით და, შესაბამისად, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაფუჭებითაც. ეროვნული მოძრაობის წლებში, 80-იანი წლების მიწურულს, უამრავი ადამიანი მიისწრაფვოდა ბ-ნ აკაკი ბაქრაძის ლექციების მოსასმენად, მისგან ცოდნის მისაღებად, ისიც ბევრს საუბრობდა აქტუალურ თემებზე, 1555 წლის ამასიის ზავსაც კი გადასწვდებოდა ხოლმე, მაგრამ რუსეთსა და საქართველოს შორის ისტორიული ურთიერთობების შესახებ ზემოთ დასახელებულ ავტორთა, აგრეთვე პლატონ იოსელიანის, მამია დუმბაძის, ნიკო ბერძენიშვილის და სხვათა თხზულებებიდან კრინტსაც არ სძრავდა. შედეგად კი მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ასე რომ, ჩვენ პირადად ბოდიში გვინდა მოვუხადოთ და პატიება ვთხოვოთ რუსებსაც და აფხაზებსაც იმ უმეცრებისა და ტენდენციურობისთვის, რაც იყო ჩვენს დამოკიდებულებაში მათდამი, და რამაც ასეთ მტრობამდე მიიყვანა საქმე.

რაც შეეხება მცირე, საშუალო და დიდი ხალხების ურთიერთობებს, აქ ნ. ნაროჩნიცკაია სავსებით ლოგიკურად ანვითარებს მათ ერთერთ ვარიანტს. მაგრამ არის სხვა ვარიანტიც, რომელსაც ხშირად იყენებენ პრაქტიკაში. სახელდობრ, როდესაც დიდი ხალხის მმართველი წრეები, იმისთვის რათა მათთვის საჭირო მორჩილებაში ჰყავდეთ საშუალო ხალხი, განსაკუთრებული ვითომ მფარველობის გაწევას იწყებენ ამ საშულო ხალხის დაქვემდებარებაში მყოფი მცირე ხალხის მიმართ, რათა მათ შორის ისტორიულად საუკუნეების მანძილზე ჩამოყლიბებული ურთიერთობები არივ-დარიონ, ეს ხალხები ერთმანეთს გადაჰკიდონ და შემდეგ თავიანთთვის სასურველად მართონ ისინი. თანამედროვე აფხაზურ-ქართულ-რუსულ ურთიერთობებში, ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანწილად სწორედ ასეთი მექანიზმებია ჩადებული და ამუშავებული.

(5) საეკლესიო საკითხებში, ჩვენი აზრით, ნატალია ნაროჩნიცკაია ტენდენციურად მსჯელობს და, სამწუხაროდ, სინამდვილეს ამახინჯებს რუსული ნაციონალისტური პიზიციიდან გამომდინარე. მაგრამ, თუკი გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ერთვება კათოლიკურ-პროტესტანტული ან სულაც ათეისტური დასავლეთის რუსეთთან სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირების ფერხულში, რომელშიც შემომტევ მხარეს წარმოადგენენ დასავლეთის მმართველი წრეები, და რომელიც მიმართულია რუსული სახელმწიფოს დაშლა-დანაწევრებისა და მის ადგილზე წარმოქმნილი მცირე ერთეულების დასავლეთის კონტროლისადმი დაქვემდებარებისკენ, და ამ ბანაკში, ასევე სამწუხაროდ, დგება საქართველოს ხელისუფლებაც, მის პროამერიკულ ოპოზიციასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების უმეტესობასთან ერთად, მაშინ უკვე საქართველოსა და რუსეთს შორის მოქმედებას იწყებს იმავე ვაჟა ფშაველას მიერ გამოთქმული კანონი: „მაგრამ მტერს მტრულად მოექეც, თავად უფალმა ბრძანაო; ის სჯობს, რაც მალე ვეცდებით, გულში გავურჭოთ დანაო“. და ამაში დამნაშავეები რუსები სულაც არ არიან _ ეს ომის ბუნებრივი კანონზომიერებაა. ფრანგებს აქვთ ძველი ცნობილი გამოთქმა: „ა ლა გერ, ქომ ა ლა გერ“ _ რაც ქართულად ნიშნავს: „ომში როგორც ომში“, ან კიდევ „სე ლა გერ“ _ „ასეთია ომი“. ასე რომ, ამ შემთხვევაში ქართველებსაც და რუსებსაც სერიოზულად გვაქვს გადასახედი ჩვენი საკუთარი პოზიციები, და, ჩვენი აზრით, პირველ რიგში _ ქართველებს.

No comments:

Post a Comment