Monday, November 15, 2010

ანგლოსაქსონური გეოპოლიტიკური გეგმების მემკვიდრეობითობა ევროპასთან მიმართებით

მსოფლიოს მორიგი გადანაწილება, რომელიც ხდება შემდგომ ასწლეულში ყოველი გადასვლისას, ყველაზე უფრო ნაკლებად ასახავს XX საუკუნის იდეოლოგიების ბრძოლას. „ტოტალიტარიზმისა და დემოკრატიის“ მეტოქეობის შედეგების დემაგოგიური განმარტებები, სამწუხაროდ, მეტად გვახსენებს მარქსისტული საზოგადოებათმცოდნეობის თეზისს „ჩვენი ეპოქის მთავარი შინაარსის _ კაპიტალიზმიდან კომუნიზმში გადასვლის“ შესახებ. საქმით კი ყბადაღებული იდეოლოგიების „ბრძოლა“ თითქმის ვერ ახდენდა გავლენას XX საუკუნის რეალურ საერთაშორისო ურთიერთობებზე, ცივი ომის ჩათვლით. რაც შეეხება აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რესტრუქტურიზაციის დღევანდელ „დემოკრატიულ“ პროექტებს, ისინი ამჟღავნებენ ძველი სამყაროს ისტორიული წარსულის ნაცნობ გეოპოლიტიკურ და სულიერ მისწრაფებებს.

უნგრეთი და ჩეხეთი, ხდებიან რა ნატო-ს წევრები, გარბიან არა კომუნიზმისგან, არამედ მათთვის უცხო რუსეთისგან, და ბრუნდებიან ლათინურ არეალში. არ უნდა გვიკვირდეს არც კათოლიკური პოლონეთის, რომელიც ასე თანაუგრძნობს ჩეჩენ ბანდიტებს, რომლებიც ქრისტეს შობის 2000 წლის აღსანიშნავად თავებს სჭრიან ქრისტიანებს. ავიხსენოთ, რომ ა. მიცკევიჩი, ა. გერცენის გამოთქმით „ჩაქრა“ სადღაც კონსტანტინოპოლში, სადაც იგი გაემგზავრა „პოლონელ კაზაკთა ლეგიონის“ შესაქმნელად, რათა ყირიმის ომში ებრძოლა „ცივილიზებული“ ოსმალეთის მხარეზე „ბარბაროსული“ რუსეთის წინააღმდეგ. აყალიბებენ რკალს ბალტიის ზღვა _ შავი ზღვა: XVI საუკუნის ამ ძველ პროექტს, რომელიც რუსეთს გზას უკვეთავს ზღვებისკენ, ხოლო ბალკანეთი და ვარდარო-მორავას დაბლობი მასზე კოსოვოს დაბლობით, როგორც ასი, ორასი, ოთხასი წლის წინათაც, იქცევა იმ ღერძად, რომელიც დასავლეთ ევროპას აერთებს შავი ზღვის სრუტეების რეგიონთან.

და ბოლოს, რომის პაპი იოანე-პავლე II ერთ ერში თესავს არეულობასა და უთანხმოებას თავისი ვიზიტით უკრაინაში, აშკარაა, რომ ამით აგრძელებს პაპის ურბან II-ის საქმეს, რომელიც მალევე ბრესტის უნიის შემდეგ 1596 წელს მოუწოდებდა: „ო, ჩემო რუსინებო! თქვენი მეშვეობით მე ვიმედოვნებ აღმოსავლეთში მიღწევას“. ვატიკანისა და რჟეჩ პოსპოლიტას საუკუნოვანი ოცნებაა _ თავიდან სულიერად, ხოლო შემდეგ ფიზიკურად დაეუფლონ კიევს _ რუსული ქალაქების დედასა და ბიზანტიური მემკვიდრეობის სიმბოლოს. თუმცა კი გალიციურ დროშებზე 90-იან წლებში აღმართეს „თეორიები“ „არიელი უკრაინელებისა“ და „თურანული მოსკოვეთის“ რასობრივი განსხვავების შესახებ, რომელმაც ვითომდაც უკანონოდ მიითვისა წმ. სოფიოს ტაძრის შესამოსლებიცა და კიევის ისტორიაც, მაგრამ არც ეს ანთროპოლოგია გახლავთ ახალი _ მის შესახებ XIX საუკუნეში პარიზული კათედრებიდან უკვე გაიძახოდა პროვინციელი პოლონელი ფრანციშეკ დუხინსკი, რომელიც აქეზებდა „ლათინური“ დასავლეთის მუდმივ ინტერესს პოსტბიზანტიური სივრცის ჩასაყლაპავად, რის საწინდარსაც ყოველთვის შეადგენდა მალოროსიის ველიკოროსიისგან ჩამოცილება. შეგვიძლია მხოლოდ გავოცდეთ ა. პუშკინის ისტორიულ-ფილოსოფიური ალღოთი, რომელმაც გასული საუკუნის დასაწყისში ნაპოლეონს შემოსევის ფონზე ამოიცნო საკითხი, რომელიც აუცილებლად დგება ხოლმე დასავლეთის რუსეთზე შემოტევის მომენტში: «Наш Киев дряхлый, златоглавый, сей пращур русских городов, сроднит ли с буйною Варшавой святыни всех своих гробов?» („ჩვენი კიევი ძველი, ოქროსთავიანი, ეს წინაპარი რუსული ქალაქებისა, დაანათესავებს კი მშფოთვარე ვარშავასთან, თვის საძვალეთა ყველა სიწმინდეს?“).

კარგ ტონად ქცეული სკეპტიკური დამოკიდებულბა კლასიკური გეოპოლიტიკისადმი, რომელსაც აკავშირებენ ძირითადად პანგერმანისტების სტრატეგიასა და გეგმებთან, მოწოდებულია ასევე გადაეფაროს და გარეშე თვალისგან შენიღბოს უდაო ისტორიული ფაქტი: მთელ გეგმებს, რომლებიც არ გამოუვიდათ გერმანელებს არც პირველ და არც მეორე მსოფლიო ომებში, მშვენივრად შეასხეს ხორცი ანლგლოსაქსებმა თავიანთ თანამიმდევრულ სტრატეგიაში და სრულად მოახდინეს მათი რეალიზება XX საუკუნის მიწურულისთვის. ნატო-ს ბლოკის გაფართოების გეოგრაფია და განრიგი სავსებით ემთხვევა პანგერმანისტების 1911 წლის რუკას და ფ. ნაუმანის მიერ აგებულ პროექტებს, ხოლო ის რაც ვერ შეძლეს პოლიტიკისა და იდეოლოგიის საშუალებებით, დაასრულეს სავსბით „ტევტონური“ მეთოდების გამოყენებით _ ომით იუგოსლავიის წინააღმდეგ.

უახლოესი დროის გეოპოლიტიკური კონსტანტები. პირველი მსოფლიო ომი.
მზერის გადატანა XX ასწლეულის დასარულიდან მისი დასაწყისის მოვლენებზე მოულოდნელად მიგვიყვანს დასკვნამდე, რომ მტელი ეს საუკუნე წარმოადგენს ერთი და იგივე გეოპოლიტიკური და მსოფლმხედველობრივი კონსტანტების გეგმაზომიერ გამოხატულებას. ესაა აღმოსავლური საკითხი, სრუტეები და კონსტანტინოპოლი, და სულიერი და გეოპოლიტიკური დილემა „რუსეთი და ევროპა“. ისინი ასახავენ რუსეთის როგორც მთელი ერთობლივი დასავლეთის თანატოლი გეოპოლიტიკური ძალისა და დამოუკიდებელი ისტორიული პიროვნების სუკუნეების მანძილზე განფენილ არმიღებას, რომელსაც გააჩნია ყოფიერების უნივერსალური აზრის ძიების საკუთარი გზა.

რას ნიშნავს მაინც რუსეთისთვის ეგეოსის ზღვაში თავისუფალი გასასვლელის არსებობა? იგი ნიშნავს გასასვლელს სალონიკთან, ხოლო მისგან ხმელეთით ვარდარო-მორავას დაბლობამდე _ ერთადერთ ბუნებრივ დაბლობ ადგილამდე ბალკანეთის მთებში, რომელიც დასავლეთ ევროპას აკავშირებს სამხრეთის საზღვაო თეატრთან. სწორედ ეს, სხვათა ტერიტორიების ყოველგვარი დაპყრობის გარეშე უზრუნველყოფდა რუსეთის მანამდე უნახავ გეოპოლიტიკურ პოზიციებს პოსტბიზანტიურ სივრცეზე, რაც დააჩქარებდა ოტომანური იმპერიის (ოსმალეთის) გარდაუვალ დაშლას დასავლეთის მიერ ვერკონტროლირებადი ფორმით. საბერძნეთი შეიძლებოდა შემოსულიყო რუსულ პოლიტიკურ ორბიტაში, ხოლო ბალკანეთის სლავური და მართლმადიდებელი სახელმწიფოები ჩამოაყალიბებდნენ რუსეთზე ორიენტირებულ მსხვილ ერთგვაროვან ერთიანობას. მთლიანობაში ეს არის ევრაზიის კონტინენტზე მსოფლიო პოლიტიკის უმსხვილესი ცენტრის სულიერი და გეოპოლიტიკური კონსოლიდაციის შანსი მოუწყვლადი საზღვრებითა და გასასვლელებით ბალტიისა და ხმელთაშუა ზღვებთან, აგრეთვე წყნარ ოკეანესთან. ლათინური ევროპა გადაიქცეოდა ევრაზიის დანაწონად, რომელიც თანდათანობით ჩაცურდებოდა ატლანტიკაში.

ასეთი რამის დაშვება არ შეეძლოთ არც ინგლისს, არც ავსტრიას, რომელიც ბოსნიის დაპყრობის მეშვეობით მიისწრაფოდა თბილი ზღვებისკენ, არც მთელ ევროპას, ვინაიდან ქრისტიანობის ისტორიაში მათი მეტოქის ხატება შეიძენდა მოუწყვლად გეოპოლიტიკურ სახეს, და არ დაუტოვებდა შანსებს არც გერმანელებს მათი „Lebensraum“-ის გაფართოებისთვის, და არც ანგლოსაქსებს მისცემდა ამ „Lebensraum“-ში გერმანულ-სლავურ დაჯახებაზე თამაშის შესაძლებლობას. რუსეთის წინააღმდეგ ბუნებრივ მოკავშირედ იქცეოდა საფრანგეთიც, ვინაიდან სხვა შემთხვევაში გერმანელების პოტენციალი მისკენ მიბრუნდებოდა.

თუკი გერმანელებთან ადრე თუ გვიან მოხდებოდა ინტერესების ბუნებრივი გამიჯვნა, ინგლისისთვის მსგავსი ჰიპოთეტური შედეგი განსაკუთრებით მიუღებელი იყო. მაგრამ გერმანელებიც ამჯობინებდნენ თავიანთი „Lebensraum“-ის გაფართოებას სლავურ მიწებზე ექსპანსიის მეშვეობით დასავლეთში მომიჯნავე ტერიტორიებისთვის ძვირადღირებული მეტოქეობის სანაცვლოდ, თუმცა იქაც ცვალებადი ეომებოდნენ ფრანგებს. ამიტომ ერთობლივი ევროპა ივიწყებდა შინაგან უთანხმოებებს და შეთანხმებული მოქმედებებით ყოველთვის აკავებდა, ერთის მხრივ, რუსეთს, ხოლო მეორეს მხრივ კი, პორტასადმი დაქვემდებარებული ბერძნებისა და სლავების განმათავისუფლებელ მოძრაობებს. თავის მხრივ რუსეთიც ყოველთვის არ ახალისებდა მოჩქარეობას სლავების განმათავისუფლებელ იმპულსში, თუმცა კი თანაუგრძნობდა მას, რამდენადაც არ უნდოდა „Pax Ottomana“-დან ამ ხალხების განთავისუფლების შემდეგ მათი დაუყოვნებლივ მოხვედრა „Pax Germana“-ში. სხვანაირი შედეგი კი ვერ იქნებოდა, ვინაიდან რუსეთს არ შეეძლო წინ აღდგომოდა ევროპული სახელმწიფოების გარდაუვალ ფრონტს, თუკი შეეცდებოდა ამისთვის დაპირისპირებას. ეს წარმოადგენს კიდეც ყბადაღებულ პანსლავიზმს. მთელი ეს გარეგნულად რეგიონული პრობლემატიკა იქცა კიდეც მსოფლიო აღმოსავლურ საკითხად, რომელშიც არც ერთი დასავლური ისტორიოგრაფია გუწრფელი არ არის.

რატომ სჭირდებოდა რუსეთს არა შავი ზღვის სრუტეების დაპყრობა, არამედ მათში თავისუფლად გასვლის უზრუნველყოფა? გარემოებების ძალით რუსეთი, არსებული კლიშეს საწინააღმდეგოდ, არ ისწრაფოდა ერთპიროვნული კონტროლისკენ, ვინაიდან კონსტანტინოპოლის დუფლება და მისი შენარჩუნება რუსეთის ძალებს ყოველთვის აღემატებოდა და ძალისხმევის ისეთ დაძაბვას მოითხოვდა, რაც ამ დაუფლებას უაზროს გახდიდა. (1915 წლის შეთანხმება გახურებულ ომში სრულიად განსაკუთრებული შემთხვევაა _ რაღაც ხომ უნდა ყოფილიყო, რაც აღმოსავლეთის ფრონტის საშინელ მსხვერპლს აანაზღაურებდა, მაგრამ ასეთი მიზანი, რომლის გულისთვისაც ამ ომს მომაზადებდნენ, არ ყოფილა.) ყველაზე უფრო რაციონალური იქნებოდა ის პირობები, რომელთა დროსაც საშიშროების ან რუსეთზე თავდასხმის შემთხვევაში შავი ზღვის სრუტები ჩაიკეტებოდა სხვა ქვეყნების სამხედრო ხომალდებისთვის, და ამავე დროს, რუსულ ხომალდებს მათში თავისუფლად გასვლა შეეძლებოდათ.

მხოლოდ ერთხელ მოხერხდა ასეთი სიტუაციის შეთანხმება _ ინქიარ-ისქელესიის ხელშეკრულებით ოტომანის თურქეთთან 1833 წელს _ რუსეთის დიპლომატიის წარმატებების კულმინაცია ახლო აღმოსავლეთში XIX საუკუნეში. ამ ხელშეკრულებამ, რომელიც მიღწეულ იქნა წმინდა დიპლომატიური მეთოდებით, და რომელიც არ ისახავდა მიზნად სხვათა ტერიტორიების დაპყრობას, არამედ წარმოადგენდა ხელშეკრულებას ორ სუვერენულ სახელმწიფოს შორის, რომლთათვისც სავი ზღვა არის შიდა ზღვა, გამოიწვია დასავლეთის აღშფოთება. ინგლისმა და საფრანგეთმა თურქეთისადმი წარდგენილ ნოტაში უარი თქვეს მისთვის ანგარიშის გაწევაზე და დაიწყეს ზრუნვა კოალიციის შესაქმნელად, რომელშიც შეეცადნენ ავსტრიის ჩათრევას და ყირიმის ომისკენ მოძრაობაც ამისი შედეგი იყო. ნ. დანილევსკი ზუსტად წერდა, რომ ინგლისისთვის, რომლის არც ერთი სავაჭრო და სატრანსპორტო გზა არ იყო დაკავშირებული შავი ზღვის სრუტეებთან, „კონსტანტინოპოლის დაუფლებისგან მოსალოდნელი მთელი სარგებლი შემოფარგლული იქნებოდა მხოლოდ იმ ზარალით, რომელიც ამით მოადგებოდა რუსეთს“. (Данилевский Н. Я. Россия и Европа, С-Пб, 1995, стр. 311, 317).

მთავარი დიდი სახელმწიფოები, რომელთაც XX საუკუნის დასაწყისში ბალკანეთში უშუალო გავლენა ჰქონდათ, იყვნენ ავსტრია-უნგრეთი და რუსეთი. გერმანიის გაძლიერება და მისი აშკარა გულისთქმები ახლო აღმოსავლეთში, ცენტრიდანული ტენდენციები დუნაის მონარქიაში (ავსტრია-უნგრეთში), ისევე როგორც ოტომანური თურქეთის დაშლაც აშკარა გახდა უკვე XX საუკუნი პირველ ათწლეულში. არსებულ გავლენის სფეროებზე ახალი სახელმწიფოების ნებისმიერი მიმატება კარდინალურად ცვლიდა ძალთა თანაფარდობას სრუტეების რეგიონში და მკვეთრად აძლიერებდა კონტინენტური სახელმწიფოების პოზიციებს. ბრიტანული პროექტები და მოსაზრებანი ბალკანელი სლავების საერთაშორისო ურთიერთობებში ჩაშენების შესახებ მკაფიოდ გვიჩვენებს იმ გეგმებს, რომლებსაც თანამიმდევრულად წინ სწევდნენ და ატარებდნენ სხვადასხვა სახელწოდებებით მთელი XX საუკუნის განმავლობაში, და რომლებიც დაასრულეს სტაბილურობის პაქტით სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის.

ინგლისში XIX საუკუნის მიწურულს მეტად აქტიურად ფირობდნენ ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის „მომავალზე“ და ერთობოდნენ გეოპოლიტიკური პასიანსებით. 1888 წელს გამოქვეყნებული რუკა უჩვენებდ, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ევროპა „მსოფლიო ომის შემდეგ“ (!). (R. Heise. Die Entente-Freimaurerei. Basel, 1920). მეორე რუკა, რომელიც პარლამენტის წევრმა და ლონდონის ყოველკვირეული გაზეთის „Truth“-ის გამომცემელმა გ. ლაბუშერმა მოათავსა 1890 წლის საშობაო ნომერში, პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე 24 წლით ადრე (Des Keisers Traum. The Keiser’s Dream. Faksimile-Dokumentation, 1992.). სულაც გვაოცებს კიდეც, ვინაიდან იძლევა XX საუკუნის 90-იანი წლების ევროპის მიახლოებით მონახაზს. ორივე რუკაზე ჰაბსბურგების იმპერია და გერმანიაც ექვემდებარებიან ორჯერ შემცირებას დაახლოებით დღევანდელ საზღვრებამდე და წვრილ სეკულარულ რესპუბლიკებად დანაწილებას, ბოჰემია გახდება ჩეხეთი, სილეზია _ პოლონეთი (!), ხოლო სამხრეთის მიწებისგან წარმოქმნილია „დუნაის კავშირი“. რუსეთის იმპერია ექვემდებარებოდა გარდაქმნას „სლავურ კონფედერაციად“ ან სულაც უდაბნოდ _ „Desert“. დასავლეთ ევროპის ყველა გასასვლელი ზღვასთან, მთელი მისი სანაპირო დაშტრიხულია როგორც „დამოუკიდებელი რეგიონები, მაგრამ ინგლისის პოლიტიკური კონტროლის ქვეშ“. ყველა ისინი ახლა ნატო-შია ან ნატო-თან ერთად ჩრნოგორიის ბოკა კოტორსკაიასა და ალბანური სანაპიროს გარდა, რომლისკენაც გზა გადის კოსოვოს ველზე.

XX ასწლეულის შემდგომი მოვლენების ფონზე, რომლებმაც ნაბიჯ-ნაბიჯ აღსრულებაში მოიყვანეს ყველა ეს ჩანახატი, მკვლევარებს უფლება აქვთ იფიქრონ, წარმოადგენს თუ არა მსოფლიოს პოლიტიკურ-გეოგრაფიული სახის „კარტოგრაფიული“ განადგურების ზემოთ მოყვანილი მაგალითი, რომელსაც მიმარტეს ჯერ კიდევ XX საუკუნის ორ მსოფლიო ომამდე უფრო ადრე, ვარჯიშობას პოლიტიკურ შარჟებში, თუ პირიქით, შეადგენს რაღაც პროგრამას. მოვიხსენიოთ ჰ. მაკკინდერი, ვისი „ისტორიის გეოპოლიტიკური ღერძიც“ დაბეჭდეს პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე 10 წლით ადრე. მისი მომდევნო ნაშრომი (Mackinder H. Democratic ideals and Reality: A Stady in the Politics of Reconstruction, N. Y., 1919), რომელიც გამოვიდა სწორედ ანგლოსაქსების მიერ ვერსალის ფორმირების მომენტში, _ წარმოადგენს ზემოთ აღნიშნული რუკების სრულ ილუატრაციასა და რეალიზაციას, რადგანაც მასში მაკკინდერი პირველად მიუთიტებს დანაწევრებულ აღმოსავლეთ ევროპაზე, როგორც ევრაზიის კონტინენტზე ბრიტანული კონტროლისთვის გერმანელებსა და რუსებს შორის არსებულ ბუფერზე.

ბრიტანული გეოპოლიტიკური აზროვნება ერთიანია: ტრადიციული კვლევებიც თემაზე და ეკზოტიკური აგებებიც შესრულებულია ერთსა და იმავე პარადიგმაში. ბრიტანეთის ამოცანას შეადგენდა დაესწრო განთავისუფლებული ერებისა და სახელმწიფოების შესვლისთვის როგორც გერმანიის, ისე რუსეთის ორბიტაში, ამიტომ არ დაეშვა მსხვილი და ერთგვაროვანი სლავური ერების კონსოლიდაცია. ვინაიდან ხორვატები და სლოვენები მაშინ უცილობლად შევიდოდნენ გერმანიის ორბიტაში, დიდი სერბეთისა და ბულგარეთის სახელმწიფოები, ელიტის მთელი ლავირების მიუხედავად, არ შეიძლება სრულიად ამორებული ყოფილიყვნენ რუსეთის გავლენის ქვემოდან.

სერბული გამაერთიანებელი ეროვნული იმედების ნებისმიერი გამოვლენა ილია გარაშანინის „მონახაზის“ (1844 წელი) შემდეგ აგერ უკვე საუკუნე ნახევარია საფრთხობლად არის ქცეული დასავლეთ ევროპისთვის. მოვლენების მსგავსი განვითარება გამორიცხულია კონსტრუქციული პარადიგმებიდან როგორც ბრიტანული ბალკანისტიკის პატრიარქის რ. სეტონ-ვატსონის შრომებში, ისე კარნეგის ფონდის მოხსენებაშიც 1913 წლის ბალკანეთის ომების შესახებ. სერბულ იდეებთან მიმართებით აშკარა სკეფსისთან ერთად, რომლებსაც მოხსენებაში უწოდებენ ეკზალტირებული „ისტორიკოს-დილეტანტების“ წარმოსახვის ნაყოფს, მოხსენებაში შესამჩნევია განსაკუთრებული ყურადღება მაკედონური საკითხისადმი, რომელიც ნაკარნახევია ბალკანური პოლიტიკის პოტენციურად მთავარ სუბიექტებს _ ბულგარეთს, სერბეთსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობების გართულების სურვილით.

„აღმოსავლური საკითხის“ კარგად მცოდნე რ. სეტონ-ვატსონი გადმოსცემს პრობლემას პარადიგმაში, რომელიც დღემდე უცვლელია: სერბულ-ხორვატული რასის მომავალ ბედზე არის დამოკიდებული ძალთა ბალანსი ადრიატიკაში მთელი მისი შედეგებით საერთაშორისო სიტუაციისთვის“. სეტონ-ვატსონი უარყოფს სერბების გაერთიანების თავად იდეასაც, „რომელთა ტრიუმფიც ნიშნავდა ნამდვილ უბედურებას ევროპული კულტურისთვის“, „დარტყმას პროგრესისა და თანამედროვე განვითარებისთვის მთელს ბალკანეთში“. ომამდე ბრიტანელი კიდევ წერს, რომ ბალკანეთში ევროპული კულტურის წარმოდგენის მისია ეკისრება ავსტრია-უნგრეთს, „რომელიც რომ არ ყოფილიყო, უნდა შეგვექმნა“-ო (seton-Watson R. W. The Southetn Slav Question and the Habsburg Monarchy, London, 1911, p. vii, 337). ომის შემდეგ მისი და ყველა სხვა ბრიტანული კონფიგურაცია გამიზნულია არასტაბილური, საგარეო პატრონაჟზე დამოკიდებული ხუთი-ექვსი ერისგან შემდგარ წარმონაქმნზე, თანაც როდესაც ეს ერები მიისწრაფვიან ურთიერთდაპირისპირებული პარტნიორებისკენ, სადაც ამ ხალხების ისტორიული და საერთაშორისო-პოლიტიკური პოტენციალი ნეიტრალიზებული და გაუსახურებულია და გადაქცეულია მასალად მაკკინდერისეული „იარუსისთვის გერმანიასა და რუსეთს შორის ბალტიკიდან ხმელთაშუა ზღვამდე“ ანგფლოსაქსების კონტროლის ქვეშ.

ამ დროს რუსულ გეოგრაფიულ საზოგადოებაში გამოჩენილმა რუსმა პოლიტიკურმა გეოგრაფმა ვ. პ. სემიონოვ-ტიანშანსკიმ წარმოადგინა მოხსენება „ძლიერი ტერიტორიული მფლობელობის შესახებ რუსეთისადმი გამოყენებაში“, სადაც მიუთიტებს ტერიტორიებისა და გავლენის სფეროების კონტროლის ისტორიაში უკვე განხორციელებულ რამდენიმე სისტემაზე: „რგოლისებური“ ზღვის გარშემო _ ძველი სავბერძნეთი, რომი, ევროპის არაბული დაპყრობები, ნაპოლეონის მიერ მისი გამეორების მცდელობა; „ნაჭრებისებური“ _ ბრიტანეთის კოლონიური იმპერია, რომელიც დაფუძნებული იყო საზღვაო ძლიერებასა და აბორიგენთა კოლონიურ მონობაზე; სისტემები „ზღვიდან-ზღვამდე“ _ ესენია აშშ, რომელიც ამავე დროს შეადგენს „კუნძულსაც“, რუსეთის იმპერია _ შავი ზღვიდან ბალტიის ზღვამდე და წყნარ ოკეანემდე, რომელზედაც ერთის მხრივ მოიწევს დასავლეთი და მეორეს მხრივ წარმომართულია ჩინეთი. მან ასევე აღნიშნა, თითქოს-და, გეოგრაფიულად ყველაზე უფრო მეტად განხორციელებადი სისტემა „ზღვიდან-ზღვამდე“ მერიდიანის ჩამოყოლებით ბალტიკიდან ხმელთაშუა ზღვამდე ჯერ კიდევ არავის მიერ არ იყო მიღწეული. რუსეთისთვის ეს შესაძლებელი გახდებოდა მხოლოდ კონსტანტინოპოლზე სრული კონტროლის არსებობისას, რის განხორციელებასაც იგი არც კი უნდა ცდილობდეს, გვაფრთხილებს სემიონოვ-ტიანშანსკი, რადგანაც ვარაუდობს აუცილებლად იმ სისტემის მოფრთხილებას, რომელიც რუსეთს უკვე გააჩნია (Семёнов Тян-Шанский В. П. О могущественном территорифльном владении применительно к России, С-П., 1911.).

ლიბერალებისა და მარქსისტების მიერ რეაქციონერად სახელდებულმა მინისტრმა პ. ნ. დურნოვომ ხელმწიფისადმი 1914 წელს მიწერილ ბარათში გამოიჩინა უიშვიათესი პოლიტიკური გამჭრიახობა. მან განჭვრიტა, რომ ნებისმიერი მსხვერპლი და „ომის ძირითადი ჭაპანი“ და რუსეთისთვის გამზადებული „გერმანული თავდაცვის სქელი რიგების გამრღვევი ტარანის როლი“ ამაო იქნებოდა, ვინაიდან „რუსეთი ვერ შეძლებს უზრუნველყოს თავისთვის მუდმივი ხასიათის რაიმენაირი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი შენაძენის“ მიღებას, რისი გულისთვისაც ეღირებოდა მსხვერპლის გაღება. რატომ? _ იმიტომ რომ იგი ომობს თავისი ტრადიციული გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგის _ დიდი ბრიტანეთის მხარეზე (Записка П. Дурново, Париж, 1943 г.).

მართლაც, პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში, წერს ერთერთი მსხვილი რუსი დიპლომატი გ. მიხაილოვსკი 90-იანი წლების დასაწყისში ნაპოვნ და 1993 წელს პირველად გამოქვეყნებულ მემუარებში, რუსეთის საგარეოპოლიტიკურ უწყებაში კონსტანტინოპოლის პრობლემის შემუშავებისთვის გამოიყენეს ყველა საიდუმლო დოსიე 10 წლის მანძილზე მინისტრის კანცელარიიდან და ახლო აღმოსავლეთის განყოფილებიდან. „გაიშალა რუსული პოლიტიკის მთელი სურათი ამ კარდინალურ პუნქტში“, კერძოდ „იზვოლსკისა და ჩარიკოვის გეგმები კონსტანტინოპოლის მიმართ „ნეიტრალიზებული და თავისუფალის ქალაქის“ სახით, რომელიც არავის კუთვნილებაში არ იქნებოდა, მაგრამ რუსული ზარბაზნებით ბოსფორზე ბოსნიისა და ჰერცოგოვინის ავსტრიულ ანექსიაზე თანხმობის სანაცვლოდ“, აგრეთვე „თურქეთთან სეპარატული შეთანხმების პროექტები“ 1833 წლის უნქიარ-ისქელესიის სამშვიდობო ხელშეკრულების მსგავსად (Михайловский Г. Н. Записки. Из истории российского внешнеполитического ведомства. 1914-1920. В двух книгах. Книга 1, Август 1914 – октябрь 1917., М., 1993, стр. 85). მაგრამ აშკარაა, რომ ინგლისის მხრიდან მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება კონსტანტინოპოლზე რუსული კონტროლის ნებისმიერი ფორმისდმი ნებისმიერ პროექტს აქცევდა უტოპიურად: სწორედ ინგლისმა „ჩაშალა თავისი წინააღმდეგობით რუსული გეგმები როგორც 1908 წ., ისე 1912-1913 წწ. ეპოქაში“. სერ ედუარდ გრეიმ არ დაუჭირა მხარი იზვოლსკის არც ერთ მის მიერ ნაცად საჭადრაკო პარტიაში ბოსნიის კრიზისში.

მაგრამ ვერ დვეთანხმებით ჰ. კისინჯერის მოსაზრებას გამოთქმულს მის წიგნში „დიპლომატია“, რომ ბრიტანეთს პრაქტიკულად არ გააჩნდა ინტერესები ბალკანეთის საქმეებში. ინგლისის ანტანტაში მონაწილეობის აზრს შეადგენდა არ დაეშვა არც გერმანიისა და არც რუსეთის გამარჯვება, აგრეთვე ხელი შეეწყო სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეორგანიზებისთვის. შეიძლება ითქვას, რომ ბრიტანული და მთლიანად ანგლო-საქსონური სტრატეგია პირველი მსოფლიო ომის წინ და მისი მსვლელობისას მეტად წარმატებული იყო.

ვერსალის ზავი
თუკი შევხედავთ გეოპოლიტიკურ სტრატეგიას, რომლის საფუძველიც ოსტატურად იქნა ჩადებული პარიზის სამშვიდობო კონფერენციის მთელი მსვლელობით, მაშინ თვალში გვეცემა ის, რომ იგი წარმოადგენს მექანიზმს ჰ. მაკკინდერის სქემის მისაღწევად, თუმცა კი თავად ამ სქემის ავტორი უკმაყოფილო გახლდათ ვერსალური იდეოლოგიის გაბუნდოვანებული რიტორიკით. მაკკინდერის მთელი გეოპოლიტიკური სტრატეგია ემსახურება ბრიტანული პოლიტიკის მუდმივ, სავსებით რეალურ და ტრადიციულ ამოცანას: დაასწროს ნებისმიერი კონტინენტური სახელმწიფოს გაძლიერებას. ამიტომ იგი მიმართულია თავიდანვე რუსეთის წინააღმდეგაც და მისი პარტნიორების წინააღმდეგაც. ამისთვის აუცილებელია რუსეთისა და გერმანიის განცალკევება აღმოსავლთ ევროპის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა „შუალედური იარუსით“, რათა დაასწრონ რუსულ ან გერმანულ კონტროლს. აღსანიშნავია, რომ მაკკინდრმა აღმოსავლეთ ევროპა უწოდა ტერიტორიას ბერლინის მერიდიანის აღმოსვლეთით და ვარაუდობდა, რომ გერმანიის აღმოსავლეთ ნაწილი და ავსტრია წარმოადგენს ტევტონების მიერ დაპყრობილ სლავურ მიწებს. მაგრამ სლავებზე მზრუნველობა კონიუნქტურული იყო. მაკკინდერი ვარაუდობს, რომ ცენტრალური ევროპაცა _ გერმანია, და ევრაზიაც _ რომლის ქვესაც იგი გულისხმობს რუსეთს, გლობალურ მნიშვნელობას იძენენ მხოლოდ მათთან აღმოსავლეთ ევროპის შეერთების შემდეგ.

სწორედ ამასთან დაკავშირებით გამოთქვა მან ის ფორმულირებები, რომლებიც უკვე ქრესტომათიულად იქცა: „ის ვინც მართავს აღმოსავლეთ ევროპას, ბატონობს ჰართლენდზე; ის ვინც მართავს ჰართლენდს, ბატონობს მსოფლიო კუნძულზე; ის ვინც მართავს მსოფლიო კუნძულს, ბატონობს მსოფლიოზე“ (Mackinder H. op. cit. p. 186). ურთიერთ დამეტოქებული გეოპოლიტიკური სისტემების პირაპირზე არ შეიძლება იმყოფებოდეს დამოუკიდებელი მცირე სახელმწიფოები. როგორი შესაძლოა იყოს ეს კონფიგურაცია _ თუ არა გერმანული ან რუსული, რის დასწრებასაც ესწრაფვის მაკკინდერის სქემა, მაშინ _ ანგლოსაქსონური. მაგრამ ეს აღმოსავლეთ ევროპისა და ბალკანეთის საკუთრივ ანგლოსაქსონური ქვეყნებისგან დაშორებულობის გამო შესაძლოა განხორცილებულ იქნას მხოლოდ ევროპის სანაპიროების სამხედრო-სტრატეგიული დაუფლების, აგრეთვე ბლოკებისა და კავშირების, სერთაშორისო ზეეროვნული (რუს. არა сверхнациональные, არამედ наднациональные) ინსტიტუტების მეშვეობით, რომლებიც გარემოებების, პოლიტიკური და იდეური კონიუნქტურის მიხედვით იძენენ სხვადასხვანაირ ფორმებს: სამხედრო-პოლიტიკური სტრატეგიული კავშირების, უნივერსალური ორგანიზაციების ან ე. წ. კოლექტიური უსაფრთხოების სისტემებისა.

მცირე აღმოსავლეთევროპული სახელმწიფოების შესაქმნელად საჭირო იყო ორი მრავალეროვნული სახელმწიფოს _ ავსტრიისა და რუსეთის დანაწევრება. ვერსალურმა გეოპოლიტიკამ, რომელშიც შედიოდა სამხრეთ-აღმოსვლეთ ფლანგის _ დუნაის რეგიონისა და ხმელთაშუა ზღვაში გასასვლელების აუცილებელი კონტროლი, განახორციელა პროგრამის პირველი ნაწილი. ბალკანეთში ავსტრო-გერმანული ყოფნის კვალის წაშლის მიზანს ემსახურებოდა სერბების, ხორვატებისა და სლოვენების სამეფოს წარმოქმნაც, რომელშიც ანგლოსაქსებს არ დავიწყებიათ სერბული პოტენციალის შებოჭვა პროგერმანული ხორვატებითა და ნაციონალისტი მაკდონელებით.

ახალი ანგლოსაქსონური პოლიტიკა საჭიროებდა იდეურ დასაბუთებას _ „ვილსონიანობამ“ წარმოადგინა შესაბამისი პოლიტიკური იდეოლოგია _ „დემოკრატია და თვითგამორკვევა“. რამდენადაც ერთა ლიგა შემდგომში თვითგამორკვევის უფლებას მისცემს მხოლოდ „ომითა და რევოლუციებით შეპყრობილ ქვეყნებს“, ხოლო სხვების შესახებ დაასკვნის, რომ თვითგამორკვევის უფლება „ეწინააღმდეგება თავად სახელმწიფოს ცნებას“, ეს ნიშნავს, რომ ზემოთ აღწერილის მსგავსი გეოპოლიტიკური კონფგურაციების რეალიზებისთვის აუცილებელია ომები და რევოლუციები. სწორედ ეს გარემოებები აძლევს საშუალებას დემოკრატიული გადაკეთებისა (გადაწყობისა) და თვითგამორკვევის დოქტრინის მოქმედებაში მოსაყვანად, რომელთა ფარგლებშიც თავიდანვე სუფთა დაფის სახით განხილვას ექვემდებარება არა მხოლოდ დამარცხებული ქვეყნების ტერიტორიები, არამედ ომის სხვა მონაწილეებისაც და მთელი ის საზღვრებიც, რომლებსაც კი ომი შეეხო.

პირველ და მეორე მსოფლიო ომებს შორის
ევროპაში გავრცელებულია მსჯელობა ჰიტლერისა და სტალინის „ნათესაობის“ შესახებ და ომი წარმოდგენილია როგორც ორი ტოტალიტარიზმის შერკინება. ხოლო ანტიჰიტლერული კოალიციის ანგლოსაქსონელი მონაწილეების ბრძოლა მიმდინარეობს მხოლოდ და მხოლოდ ამერიკული დემოკრატიის ზეიმისთვის, რომელიც გრძელდება 80-90იან წლებშიც დარჩენილი „ტოტალიტარული რეჟიმების“ _ თავიდან სსრკ-ის და შემდეგ კი მილოშევიჩის წინააღმდეგ. არქივების შესწავლა კი გვიჩვენებს, რომ ამ იდეოლოგიური ჩენჩოს ქვეშ იმალება ნაცნობი გეოპოლიტიკური კონსტანტები.

სერ ჯონ საიმონისა (დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის) და ჰიტლერის საიდუმლო მოლაპარაკებებში კანცლერის დარბაზში ბერლინში 1935 წლის 25-26 მარტს, რომელთა ჩანაწერებიც მოიპოვა საბჭოთა დაზვერვამ და პირველად გამოქვეყნებულ იქნა 1997 წელს, ჰიტლერი ყველანაირად უარყოფს ნებისმიერი თანამშრომლობის შესაძლებლობას ბოლშევიკურ რეჟიმთან და უწოდებს მას „შავი ჭირის ბაცილებიან ჭურჭელს“. საიმონი კი ამბობს, რომ „კომუნიზმის საშიშროება უფრო მეტად საშინაო საკითხია, ვიდრე საერთაშორისო ხასიათისა“. ჰიტლერისთვის მისი გზავნილის აზრი სხვა რამეშია _ ავსტრიის ანშლუსის სანქცირებაში: „მისი უდიდებულესობის მთავრობა... არ შეიძლება უდგებოდეს ავსტრიას ისევე, როგორც, მაგალითად, ბელგიას, ე. ი. ქვეყანას, რომელიც მდებარეობს დიდი ბრიტანეთის უშუალოდ მახლობელ მეზობლობაში“ (Очерки истории Российской внешней разведки. В шести томах. Том 3. 1933-1944 годы. Приложение. М., 1997, стр. 463-464, 467).

აშშ ამ დროს იმეორებდა თავისი 1913-1917 წლების საქციელს, რის შესახებაც მოწმობს კაბინეტისთვის რუზველტის მოხსენების ჩანაწერი მისი 1937 წლის 29 სექტემბრის მოლაპარაკებების თაობაზე რენსიმენთან _ ბოლდუინის კაბინეტის სპეციალურ წარმომადგენელთან. მოლაპარაკებების მთავარ შინაარსს შეადგენდა აშშ-ის ნეიტრალიტეტის საკითხი მომავალ ომში. რუზველტს განზრახული ჰქონდა ნეიტრალიტეტის შენარჩუნება რაც შეიძლებოდა დიდხანს. მაგრამ რუსეთის დაპყრობა გერმანიას გადააქცევდა # 1 სახელმწიფოდ, რისი დაშვებაც შეერთებულ შტატებს უკვე აღარ შეეძლო. „თუკი მოხდება შეიარაღებული კონფლიქტი დემოკრატებსა და ფაშიზმს შორის, მაშინ ამერიკა შესარულებს თავის მოვალეობას. თუკი საკითხი დაისმება ომის შსახებ, რომელსაც გამოიწვევს გერმანია ან სსრკ, მაშინ... ამერიკა შეინარჩუნებს ნეიტრალიტეტს“. მაგრამ თუკი სსრკ აღმოჩნდება გერმანიის იმპერიალისტური, ე. ი. ტერიტორიული მისწრაფებების მუქარის ქვეშ, მაშინ უნდა ჩაერიონ ევროპული სახელმწიფოები, ამერიკა დადგება მათ მხარეზე“ (იქვე, გვ. 468). ამრიგად, აშშ ჩაერევა მხოლოდ მაშინ, როდესაც ევრაზია აღმოჩნდება ერთი კონტინენტური ძალის უპირატესი კონტროლის ქვეშ.

აღმოსავლეთის „სასიცოცხლო სივრცის“ დაპყრობის ჰიტლერული გეგმები თითქოს და, მთლიანად ამსხვრევდა „გერმანელებსა და რუსებს შორის ბალტიკიდან შავ ზღვამდე აღმოსავლეთ ევროპის მცირე ვერდამოუკიდებელი სახელმწიფოების იარუსის“ ანგლოსაქსონურ გეოპოლიტიკურ დოქტრინას. მაგრამ ბრიტანეთი და აშშ ირიბი სახით ყოველთვის უბიძგებდნენ ჰიტლერს სწორედ აღმოსავლეთისკენ. ითვლება, რომ ბრიტანეთი იმედოვნებდა ჰიტლერის დამშვიდებას ავსტრიის ანშლუსითა და მიუნჰენით. პირიქით, ყველაზე უფრო საშინელი რამ ანგლოსაქსებისთვის მოხდებოდა მაშინ, თუკი გერმანია დაკმაყოფილდებოდა მიუნჰენითა და ავსტრიის ანშლუსით, რომლებიც „მსოფლიო დემოკრატიული საზოგადოებრიობის“ მიერ იქნა აღიარებული. ეს იქნებოდა ვერსალის რევიზია, თანაც ისეთი, რომლის წინააღმდგაც შემდეგ კამათი ძალზედ გაუჭირდებოდათ _ ეს ტერიტორიები 1914-1918 წლებში კი არ იყო დაპყრობილი, არამედ პირველ მსოფლიო ომამდეც შედიოდა გერმანიისა და ავსტრია-უნგრეთის შემადგენლობაში. ეს შეიქმნებოდა სარეთო გერმანული პოტენციალის შეერთება _ ბრიტანეტის კოშმარი სამთა კავშირის ყველა დროში. ნაცისტური გერმანიის არაშორსმჭვრეტელობა შესაძლოა აიხსნას მხოლოდ ნაციონალ-სოციალისტური იდეოლოგიის ბანგით. ანგლოსაქსონური გათვლა ამბიციების მოუთოკაობის შესახებ ზუსტი აღმოჩნდა. აგრესია აღმოსავლეთით საბაბს იძლეოდა ჩარეულიყვნენ და გარემოებათა ხელსაყრელი მიმდინარეობისას დაესრულებინათ გეოპოლიტიკური პროქტები „თვითგამორკვევისა და დემოკრატიის“ საფუძველზე, რომელსც გამოაცხადებდნენ არა მხოლოდ აგრესია გადატანილი სახელმწიფობისთვის, არამედ მთელი არეალისთვისაც. მაგრამ ანგლოსაქსონური სტრატეგია წარმატებული არ ყოფილა. აგრესია სსრკ-ის წინააღმდგ გადაიდო დასავლეთ ევროპის განადგურებამდე, რომლიც განისაზღვრა 1939 წლის საბჭოთა კავშირ _ გერმანიის ხელშეკრულებით.

ე. ნოლტე თავის წიგნში, რომელმაც გახსნა ე. წ. „კამათი ისტორიის შესახებ“, ვარაუდობს ომს „ნაციონალ-სოციალიზმსა და ბოლშევიზმს“ შორის „ევროპის სამოქალაქო ომად“, ხოლო ამ ხელშეკრულებას უწოდებს „ომის პაქტს“, „გაყოფის პაქტს“, „განადგურების პაქტს“ (პოლონეთისა), რომელსაც ვითომდა არ ჰქონია ანალოგი XIX-XX საუკუნეების ევროპის ისტორიაში, ამიტომ მისი დამდები ორივე სახელმწიფო უნდა ყოფილიყო განსაკუთრებული გვარის სახემწიფო“ (Nolte Ernst, Der Europaische Bürgerkrieg. 1917 – 1945. Nationalsozialismus und Bolschevismus. Propilaen 1987. S. 310-311). ასეთი კატეგორიული მტკიცება, რა თქმა უნდა, ირონიას იწვევს საერთაშორისო ურთიერთობების ნებისმიერ ისტორიკოსში. სტალინის მზადყოფნა თავისი საკუთარი ქვეყნის ომის გადავადებისთვის თვალი დაეხუჭა ჰიტლერის მისწრაფებებზე პოლონეთთან მიმართებით (რომელიც ამასთან ერთად მანამდე ცოტა ხნით ადრე სთავაზობდა ჰიტლერს თავის სამსახურს უკრაინის დასაუფლებლად), ისევე როგორც ესარგებლა შემთხვევით რევოლუციის შედეგად დაკარგული რუსეთის იმპერიის ტერიტორიის აღდგენისთვის, არაფრით არ განსხვავდება პრაგმატიზმის ან, თუ გნებავთ, ცინიზმის მიხედვით საიმონის სიტყვებისგან, რომელმაც განუმარტა ჰიტლერს, რომ ბრიტანეთი არ შეიძლება შეშფოთდეს ავსტრიის გამო, ისევე, როგორც, მაგალითად, ბელგიისა, „რომელიც მდებარეობს დიდ ბრიტანეთთან ყველაზე უფრო ახლო მეზობლობაში“, ან კიდევ დასავლეთ ევროპის ქვეყნების უარისგან იმაზე, რომ კოლექტიური უსაფრთხოების პაქტში მიეცათ გარანტია არა მხოლოდ პოლონეთის საზღვრებისთვის, არამედ ბალტიისპირული რეჟიმების საზღვრებისთვისაც, რითაც ჰიტლერს გზას უხსნიდნენ საბჭოთა კავშირისკენ.

მეორეც, ვესტფალიის ზავიდან დეიტონამდე დადებული ყველა ორმხრივი ხელშეკრულება, მით უმეტეს მრავალმხრივი ტრაქტატები არა მხოლოდ „იმპერიული“ წარსულის, არამედ „დემოკრატიული“ აწმყოსიც _ წარმოადგენს ერთი სახელმწიფოების მიერ ახალი საზღვრების დახაზვას სხვა სახელმწიფოებისთვის, ხოლო დიპლომატიის ისტორიის სიდუმლოებები მხოლოდ საზღვრების „რეორგანიზებისადმი“ თუ არის მიძღვნილი. ნაპოლეონი ტილზიტში წარუმატებლად სთავაზობდა ალექსანდრე I-ს პრუსიის განადგურებას; ვენის კონგრესმა, ერთი სახელმწიფოების გეოპოლიტიკური გაძლიერების აკრძალვისთვის, დაადგინა სხვადასხვა ხალხებისგან შემდგარი კვზისახელმწიფოს _ შვეიცარიის „წარმოქმნა“. შეგახსენებთ ვ. ი. ლენინის საკრამენტულ ფრაზას ბერლინის კონგრესის შესახებ (1878 წ.): „თურქეთს ძარცვავენ“. ავსტრიამ 1908 წელს მოახდინა ბოსნიის ანექსირება, სახელმწიფოთა დიპლომატიური თანხმობის შემდეგ. თუმცა კი სახელდობრ თეოდორ რუზველტმა დაიწყო ამერიკული ინტერესების ზოგადსაკაცობრიო იდეალებით იდეოლოგიზაცია, მაგრამ სწორედ თ. რუზველტსა და კაცურას შორის 1905 წლის საიდუმლო შეთანხმებითიაპონიამ უარი თქვა „აგრესიულ განზრახვებზე“ ფილიპინების მიმართ და დატოვა იგი აშშ-ის სამფლობლოდ, ხოლო შეერთებული შტატები კი დაეთანხმა იაპონიის უფლებას სამხედრო ოკუპაციის გზით დაემყარებინა კონტროლი კორეაზე. ვერსალში დიპლომატიური მოლპარაკებების შემდეგ ანტანტის გამარჯვებულმა ანგლოსაქსონურმა ნაწილმა, სუპერდემოკრატიული აშშ-ის ჩათვლით, ვილსონიანური „თვითგამორკვევითა და დემოკრატიით“ დაანაწევრა ავსტრია-უნგრეთი და საზღვრები დაუხაზა მისგან გამოსულ სახელმწიფოებს, თანაც წინასწარ დაუდგინა, თუ ვის შეიძლება ჰქონოდა სახელმწიფოებრიობა და ვის არა (მაკედონელები), ვის, როგორც გალიციას, მოუწევს გადასვლა ერთი პატრონისგან მეორესტან, ვის, როგორც სერბებს, ხორვატებსა და სლოვენებს, იყვნენ volens nolens ერთად. პოტსდამში და შემდეგ გამარჯვებულ სახელმწიფოთა (აშშ, დიდი ბრიტანეთი, სსრკ) საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სესიების მსვლელობისას განსაზღვრულ იქნა ბევრი სახელმწიფოს მომავალი საზღვრები და ყოფილი კოლონიების ბედი. ჯ. კენანი 1993 წელს ბალკანეთის ომების შესახებ კარნეგის ფონდის მოხსენების (1913 წ.) ხელმეორედ გამოცემის წინასიტყვაობაში პირდაპირ მოუწოდებს დაიხაზოს ახალი ტერიტორიული სტატუს-ქვო ბალკანეთში და გამოყენებულ იქნას ძალა, რათა აიძულონ დაინტერესებული მხარეები მისი შესრულებისთვის, რაც გააკეთეს კიდეც დეიტონში.

„ევროპის სამოქალაქო ომის“ დროს (ნოლტე) დემოკრატიულ აშშ-ში სახელმწიფო დეპარტამენტმა 1944 წელს მოამზადა ანალიტიკური ნაშრომი გრიფით „სრულიად საიდუმლოდ. სახელმწიფო დეპარტამენტიდნ გატანა არ შეიძლება“. მასში ჩამოყალიბებულია მონროს დოქტრინის ექსტრაპოლაცია მთელ მსოფლიოზე, რასთან დაკავშირებითაც უსაფრთხოების ფართო ზონის ყველა სხვა კონცეფცია კონფლიქტში მოდიოდა ყველგან მყოფ აშშ-თან. მონროს დოქტრინას განიხილავენ როგორც გეოპოლიტიკური სტრატეგიის ტიპს, რომელიც მოიცავს თავისი უპირატესი და გადამწყვეტი პოლიტიკური გავლენის დიდ სივრცეებსა და ზონებს. ნაშრომში გულახდილადაა აღიარებული მონროს დოქტრინისა და „Grossraum“-ის გერმანული დოქტრინის ერთიდაიგივე ხასიათი. თვით „გერმანული კონტროლისა და მართვისადმი მთელი ევროპის დამორჩილების“ სტრატეგიას „ჰიბრალტარიდან ურალამდე და ნორვეგიიდან ჩრდილოეთ აფრიკამდე“ _ ჰიტლერის ამ იდეას უწოდებენ მხოლოდ „ნაცისტურ მონროს დოქტრინას“ და მშვიდად განიხილავენ, როგორც ამერიკულ ინტერესებთან კონფლიქტში მყოფ გეოპოლიტიკურ კონცეფციას, მონროს დოქტრინის მსგავსს, თუმცა კი ისეთს, რომელსაც გააჩნია სპეციფიური იდეოლოგიური დასაბუთებები და მიღწევის მეთოდები“ (АВП РФ, Фонд 0512, опись 4, док. 212, папка 25, листы 4-7).

1939 წლის მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი წარმოადგენს ინგლისური სტრატეგიის უმსხვილეს ჩავარდნას მთელი XX საუკუნის მანძილზე, ამიტომ ყოველთვის იწყებენ მის დემონიზებას. ძნელად თუ იმედოვნებდა ბრიტანეთი, რომ ომს აიცილებდა, მაგრამ მისთვის და მთელი დასავლეთ ევროპისთვის ყველაზე უფრო ნაკლებ ზარალს ექნებოდა ადგილი, თუკი ისინი ჩაებმებოდნენ ომში მას შემდეგ, რაც ჰიტლერი თავიდან წამოვიდოდა საბჭოთა კავშირზე, უკრაინაზე ბალტიისპირეთის გამოვლით, რომლის გარანტირებაზეც ანგლოსაქსები უარს ამბობდნენ და ჰიტლერს აქეთკენ გზას არ უკეტავდნენ, ისევე როგორც სტალინი არ უკეტავდა მას გზას პოლონეთზე. ურთიერთ გამოფიტვისთვის განწირული ომი სსრკ-თან, ჰიტლერის პირველი ნაბიჯების სახით, ჰპირდებოდათ „ატლანტიკური“ ევროპის შენარჩუნებას შედარებით მცირე სისხლის ფასად, ასევე საბჭოთა კავშირის უმწეობას ან დაშლასა და აღმოსავლეთ ევროპის რეორგანიზების შესაძლებლობას. თუმცა კი თავად ბრიტანელი პოლიტიკოსები სტალინის მოქმედებებს თვლიდნენ სავსებით დასაბუთებულად, რომლებიც ბუნებრივად გამომდინარობდა როგორც ისტორიული უფლებებიდან, ისე არსებული გარემოებებიდანაც. „ყველაზე უფრო ნაკლებად მსურს ვიცავდე საბჭოთა მთავრობის მოქმედებებს სწორედ იმ მომენტში, როდესაც იგი მათ მიმართავს..., _ კომენტარს უკეთებდა ლორდი ჰალიფაქსი საბჭოთა-გერმანულ ხელშეკრულებას ლორდთა პალატაში 1939 წლის 4 ოქტომბერს, _ მაგრამ სამართლიანი იქნება შეგახსენოთ ორი რამ: ჯერ ერთი, საბჭოთა მთავრობა არასდროს არ მიმართავდა ასეთ მოქმედებებს, თუკი გერმანიის მთავრობა არ დაიწყებდა, და ომის გამოცხადების გარეშე პოლონეთში შეჭრით მაგალითს არ მისცემდა; მეორეც, უნდა შეგახსენოთ, რომ საბჭოთა მთავრობის მოქმედებები მდგომარეობდა საზღვრის გადატანაში არსებითად იმ ხაზამდე, რომელიც ლორდ კერზონის მიერ იყო რეკომენდირებული ვერსალის კონფრენციის დროს... მე მხოლოდ მომყავს ისტორიული ფაქტები და ვვარაუდობ, რომ ისინი უდაოა“ (АВП РФ. Фонд №7, опись №4 №19, папка 27, лист 25).

მართლაც, ბუკოვინის ნაგლეჯის გარდა, სტალინმა მხოლოდ უკან დაიბრუნა ის მიწები, რომლებიც „მიიტაცეს“ რუსეთისგან სამოქალაქო ომის მსვლელობისას (ამ ტერმინს იყენებს ჰ. კისინჯერი საბჭოთა-გერმანული პაქტით მოხაზულ გავლენის სფეროებთან მიმართებით, რამდენიმე გვერდის შემდეგ კი ამას ივიწყებს და იწყებს „ნაცისტურ-საბჭოთა“ პაქტის დემონიზებას). და მაინც მისი ფუნდამენტური წიგნის ის თავი, რომელიც ეძღვნება ამ მოვლენას, გამოხატავს გულდაწყვეტისა და უნებლიე აღტაცების ნაზავს. ასე, მას მოჰყავს ჰიტლერის სიტყვები, ნათქვამი 1939 წლის 11 აგვისტოს: „ყველაფერი, რასაც მე ვიღონებ, მიმართულია რუსეთის წინააღმდეგ. თუკი დასავლეთი ზედმეტად სულელი და ბრმაა, რათა შეიგნოს ეს, მე იძულებული გავხდები წავიდე რუსეთთან ხელშეკრულებაზე, დავამარცხო დასავლეთი, ხოლო შემდეგ, მისი დამარცხების მერე, მთელი ჩემი ძალებით მივბრუნდე საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ“.

კისინჯერი ეთანხმება, რომ „ეს ნამდვილად წარმოადგენდა ჰიტლერის პირველი რიგის ამოცანების მკაფიო ასახვას: დიდი ბრიტანეთისგან მას სურდა ჩაურევლობა კონტინენტის საქმეებში, ხოლო საბჭოთა კავშირისგან უნდოდა „Lebensraum“-ის, ე. ი. „სასიცოცხლო სივრცის“ შეძენა. სტალინის მიღწევების საზომად უნდა ჩაითვალოს ის, რომ მან თუნდაც დროებით, მაინც ადგილები შეუცვალა ჰიტლერის პრიორიტეტებს“. მაგრამ ეს ხომ შესაძლებლობების მაქსიმუმია და არ შეიძლება შევაფასოთ სხვაგვარად, თუ არა დიპლომატიის გამოჩენილ წარმატებად. თავად კისინჯერიც სწორედ ასე აფასებს ამ პაქტს და უწოდებს მას საშუალებების უმაღლეს მიღწევას, რომლებიც „სავსებით შესაძლებელია იყოს წინასახეები ტრაქტატიდან თემაზე: XVIII საუკუნის სახელმწიფო მმართველობის ხელოვნება“ (Киссинджер Генри, Дипломатия, М., 1996, стр. 298, 302).

რეალური პოლიტიკა და იდეოლოგია სამხედრო თანამშრომლობის კულისებს მიღმა და „ცივი ომის“ პერიოდში
1941 წლის 4 აგვისტოს – სსრკ-ზე ჰიტლერის თავდასხმიდან თვენახევრის შემდეგ _ გამოაცხადეს „ატლანტიკური ქარტია“ _ შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობათა მეთაურების ფ. რუზველტისა და უ. ჩერჩილის ერთობლივი დეკლარაცია, რომელსაც ჩვულებრივ განმარტავენ ხოლმე როგორც დემოკრატიული პრინციპებისა და ომის მიზნების ზოგადი ფორმულირებების ჩამონათვალს და აქცენტს აკეთებენ ამ ქვეყნების მხრიდან „ტერიტორიული ან სხვა შენაძენებისკენ მისწრაფებების“ არ არსებობაზე.

ატლანტიკურ ქარტიაში გაიჟღერა აპელაციამ ყოვლი ერის თვითგამორკვევის უფლებაზე და გამოცხადებულ იქნა „ყოველი ხალხის უფლების შესახებ თავად ირჩევდეს თავისთვის მმართველობის იმ ფორმას, რომელშიც სურს ცხოვრება“. ხალხები არასდროს არ ითხოვდნენ საამისოდ ვიმესგან ნებართვას, შესაბამისად, ასეთი განცხადების აზრი მდგომარეობს ანგლოსაქსონელთა უფლების გამოცხადებაში სჯიდნენ, წარმოადგენენ თუ არა არსებული სუვერენული სახელმწიფოები „თავიანთი ხალხების უფლებების მჩაგვრელებს“, და ანგლოსაქსების უფლებაში მათი შეხედულების-და მიხედვით არ აღიარებდნენ სუვერენიტეტს.

შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა განაცხადეს აგრეთვე თავიანთი გადაწყვეტილების შესახებ ხელი შეუწყონ „იმ ხალხების სუვერენული უფლებებისა და თვითმმართველობის აღდგენას, რომელთაც ეს წაართვეს იძულების ძალით“, ამასთან დოკუმენტში არანაირი მითითება არ იყო ჰიტლერულ აგრესიაზე. ერების ქვეშ იგულისხმებოდა არა მხოლოდ სახელმწიფოები, არამედ ის ხალხებიც, რომელთაც თავიანთი სახელმწიფოებრიობა არ ჰქონიათ. თუკი ეს პუნქტი გაშიფრული იქნებოდა როგორც მოთხოვნა დაბრუნებულიყვნენ მდგომარეობაში „ante bellum“, ანუ „ომამდე“, ეს ნიშნავდა მხოლოდ ჰიტლერული გერმანიისა და ფაშისტური ღერძის ქვეყნებისა და სატელიტების მიერ აღსულებული ყველა დაპყრობისა და ანექსიის გაუქმებას. მაგრამ დოკუმენტში ეს დაზუსტება არ ყოფილა.

„ატლანტიკური ქარტიის“ ეს ჩანაწერი წარმოადგენდა ანგლოსაქსონელთა უფლების გამოცხადებას ომის მომენტიდან ეღიარებინათ ან არ ეღიარებინათ არა მხოლოდ ჰიტლერული და მისი მოკავშირეების აგრესიის შედეგები, არამედ ომამდელი რეალიებიც. ფაქტიურად ეს არის ევფემიზმი მსოფლიო რუკის „სუფთა დაფად“ გამოცხადებისა და „მასზე დასახლებული ხალხების ბედის მოხაზვისთვის“ (პოლკოვნიკ ჰაუზის მიერ 14 პუნქტისგან შემდგარ ვილსონის პროგრამაში რუსეთის შესახებ პუნქტის გაშიფვრა). რუზველტს მხედველობაში ჰყავდა უწინარეს ყოვლისა ბალტიისპირეთი, იუგოსლავები, რუსეთის მთელი ხალხები რუსების გარდა, _ „კომუნისტური რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის მსხვერპლნი“, რომლებიც შეყვანილი იქნებიან აშშ კონგრესის მიერ მიღებულ კანონში „დამონებული ერების შესახებ“ (P. L. 86-90) 1959 წელს.

მნიშვნელოვან მასალას გვაძლევს აგრეთვე ამოუცნობი ამერიკული „საგარეო ურთიერთობათა საბჭოს“ საქმიანობაც. ამ საბჭომ 1942 წლის აგვისტომდე ჩაატარა განსაკუთრებით ინტენსიური სამუშაო ომის შემდგომი ევროპის, უწინარეს ყოვლისა მისი ცენტრალური და აღმოსავლეთ ნაწილის გადაკეთების (გარდაქმნის, გადანაწილების) შესაძლებლობების სისტემატიზაციისა და შესწავლისთვის. მოხსენებები და მსჯელობები მიმდინარეობს ისეთი ისეთი დასახელების ჯგუფში, რომელიც სრულად შეესაბამება ატლანტიკურ ქარტიას: „ევროპული ერების მშვიდობიანი მიზნების სესწავლის ჯგუფი“.

სხდომებში მონაწილეობდნენ, ზოგჯერ მოხსენებების წაკითხვით, ა. სმეტონა _ ლიტვის ყოფილი პრეზიდენტი, კ. რ. პუშტა _ ესტონეტის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ა. ბილმანისი _ ლატვიის „სრულუფლებიანი ელჩი“ აშშ-ში, ავსტრიის ერც-ჰერცოგი ოტო ფონ ჰაბსბურგი, ა. ა. გრანოვსკი _ უკრაინის აღორძინების ორგანიზაციის პრეზიდენტი, მაკედონური პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენლები _ აშკარაა, რომ შიდა მაკედონური რევოლუციის ორგანიზაცია, პოლონეთის ემიგრანტული ელიტა, ჩეხოსლოვაკიისა და რუმინეთის ყოფილი სახელმწიფო მოხელეები, ო. იაში _ უნგრეთის ეროვნებათა ყოფილი მინისტრი და სხვები. ამ უმნიშვნელოვანესი ჯგუფის თავმჯდომარე გახლდათ თავად გ. ფ. არმსტრონგი, წევრები _ ა. დალესი, უ. მელორი _ აღმასრულებელი მდივანი.

ასე, რომ, „ერების“ საბჭოში წარმოდგენილი პირები (ერები) არ ემთხვეოდნენ ჰიტლერული აგრესიის დაწყებამდე ევროპის ოფიციალურ რუკაზე არსებულ სახელმწიფოებს. ეს კიდევ ერთხელ გვაძლევს საშუალებას ატლანტიკური ქარტია განვმარტოთ არა როგორც მოთხოვნა უარეყოთ ჰიტლერული დაპყრობის შედეგები და დაბრუნბოდნენ მდგომარეობას ante bellum, არამედ ესარგებლათ ამ აგრესიით და გამოეცხადებინათ ევროპის რუკაზე ომამდელი საზღვრების გადასინჯვის შესახებ.

სწორედ ამ „ბუფერულ“ აღმოსავლეთ და ცენტრალურ-ევროპულ ძალებზე აკეთებს თავის მთავარ ფსონს აშშ ნატო-ს გაფართოებაში 90-იან წლებში რუსეთი/სსრკ-ის გეოპოლიტიკური როლის კრახის შემდეგ.

ამას ადასტურებს ოფიციალური წერილიც ამერიკის პრეზიდენტისადმი, რომელსაც ხელი მოაწერეს მაკედონელთა ემისრებმა _ კ. პოპოვმა, ხ. ანასტასოვმა, კ. როლევმა, ლ. დიმიტროვმა და სხვებმა. მასში გამოხატავენ მადლობას კარნეგის ფონდის 1913 წლის მოხსენებისადმი და იმედს, რომ „1941 წლის 14 აგვისტოს რუზველტისა და ჩერჩილის დეკლარაციის (ატლანტიკური ქარტიის) მე-2 და მე-3 პუნქტების გამოყენება ბალკანეთის საკითხის გადასაწყვეტად საშუალკებას მისცემს მაკედონელებს მიიღონ დიდი ხნის ნაოცნებარი გეოგრაფიული და პოლიტიკური ერთიანობა, დამოუკიდებლობა და საკუთარი მმართველობა“ (ФВП РФ, Фонд 0512, опись №4 №221, папка 25, листы 16, 13). ის ფაქტი, რომ ავტორებმა სწორედ ატლანტიკურ ქარტიას დაუკავშირეს მაკედონელბის, როგორც დანაწევრებული ერის ბედი, „რომლიც იმყოფება სამი სახელმწიფოს _ იუგოსლავიის, ბულგარეტისა და საბერძნეთის რეჟიმების უღელქვეშ“, და სულაც არა ჰიტლერული აგრესიისა, ადასტურებს ქარტიის აზრს, რომელიც ჩაფიქრებულ იქნა არა როგორც პასუხი გერმანულ დაპყრობებზე, არამედ როგორც მთელი ევროპის რუკის სუფთა დაფად გამოცხადების შესაძლებლობა.

ატლანტიკური ქარტიიდან ერთი კვირის შემდეგ 22 აგვისტოს „საგარეო ურთიერთობათა საბჭო“ თავის სხდომას უძღვნის ახალ პირობებში ამერიკულ სტრატეგიას _ „ამერიკული პოლიტიკის საკითხები, რომლების ეხება ნაცისტურ-ბოლშევიკურ ომს“, რომლის ცინიკური პარადიგმაც შეაცბუნებდა (შეაშფოთებდა) ტალეირანსა და მაკიაველის.

„თუკი ბოლშევიკური რეჟიმი შენარჩუნდება:
<.........>
ბ) უნდა მოითხოვდეს (ესწრაფოდეს) ამერიკა სასწრაფოდ თუ არა (ომისშემდგომ) გერმანიასა და რუსეთს შორის წონასწორობის დამყარებას ორივე მათგანისგან დმოუკიდებელი ბუფერული სახელმწიფოების შექმნის გზით...

„თუკი ბოლშევიკური რეჟიმი დაეცემა:
ა) უნდა ცდილობდეს თუ არა ამერიკა ბოლსევიზმის აღდგენას რუსეთში.
ბ) ჰიტლერის მაგალითის მიხედვით უნდა მისცეს თუ არა სანქცია შეერთებულმა შტატებმა ხალხების მასობრივ გადასახლებას, რათა შექმნას ბუფერული ზონა გერმანიასა და რუსეთს შორის.

„თუკი ბოლშევიკური რეჟიმის შემდეგ დამყარდება გერმანიასთან თანამშრომლობის რეჟიმი:
ა) უნდა მისცეს თუ არა შეერთებულმა შტატებმა ამ რეჟიმს ტრანს-ციმბირულ მაგისტრალზე თავიუფალი კონტროლის დამყარების შესაძლებლობა.
<.........>“

მაგრამ ყველაზე უფრო მეტად ფასეულია მსჯელობის შემაჯამებელი თეზისები:

„ამ ომის სამხედრო შედეგი გადაწყვეტს არა მხოლოდ ბოლშევიკური რეჟიმის ბედს; მან შესაძლოა განაპირობოს ძალთა გადაჯგუფები უზარმაზარი პროცესი ბოჰემიიდან ჰიმალაებამდე და სპარსეთის ყურემდე. ისტორიის ფურცლები ხელახლა იშლება, საღებავები ხელახლა იღვრება რუკებზე.

ამის გასაღები ძევს აღმოსავლეთ ევროპის რეორგანიზებაში, ტევტონებსა და სლავებს შორის ბუფერული ზონის შექმნაში. ამერიკის ინტერესებშია მიმართოს თავისი ძალისხმევა ამ პრობლემის კონსტრუქციულ გადაწყვეტაზე...“ (АВП РФ, Фонд 0512, опись 4 №213, папка 25, лист 3).

მეორე მსოფლიო ომი
ომის მსვლელობისას ბრიტანეთის მიზანია _ არ მისცეს საბჭოთა კავშირს შანსი სამხრეთ ევროპაში საყრდენის მისაღებად. ბრიტანეთი თავს არიდებდა სტალინის დაჟინებულ მიმართვებს გაეხსნათ მეორე ფრონტი იქ, სადაც ეს დააჩქარებდა გერმანიის განადგურებას და ჯიუტად სთავაზობდა მეორე ფრონტს ბალკანეთში. ამის შედეგად იგი გადასხდა საბერძნეთში (შავი ზღვის) სრუტეების კონტროლისა და იმისთვის, რათა არ დაეშვა იქ პროსაბჭოური ძალების განმტკიცება, რისი დიდი სანსებიც არსებობდა.

ჯერ კიდევ 1942 წელს სტალინისადმი მიწერილ წერილში უსაფრთხოების მომავალი ორგანიზაციის შესახებ პირველი მოხსენიებისას უ. ჩერჩილმა მოხაზა მომავალი ევროპის სტრატეგიული ელემენტები და მიუთითა, რომ მასში აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას „ევროპისა და მცირე აზიის დიდი ერები“, თანაც დაადასტურა თავისი მუდმივი ფსონი თურქრთზე, და მოიხსენია „დუნაის კონფიგურაცია“ (АВР РФ, Фонд 0512, опись №4, док. №304, папка №31, лист 1).

ბრიტანეთის სტრატეგიაში სრუტეები, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპა, ბალკანეთი და მართლმადიდებელი სლავები არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხვედრილიყვნენ რუსეთის გეოპოლიტიკურ ორბიტაში. აღმოსავლური საკითხის ეს სრული აღდგენა სტალინისთვის საბოლოოდ ნათელი გახდა თეირანში. „დიდი სამეულის“ მოლაპარაკებების დასასრულს, როგორც აღწერს მას მ. გილბერტი, ჩერჩილი ალაპარაკდა ომის შემდგომ მომავალსა და თავის „შეგრძნებებზე“, რომ პრუსია უნდა იქნას იზოლირებული და შემცირებული, ხოლო ბავარიას, ავსტრიასა და უნგრეთს შეუძლიათ ჩამოაყალიბონ ვრცელი, მშვიდობიანი... კონფედერაცია“ (Gilbert Martin. Winston S. Churchill. Volume VII. The Road tuoVictory. 1941-1945. Boston. 1986. p. 575).

ჩერჩილმა შესთავაზა „გამოიყოს ბავარია, ვიურტემბერგი, პფალცი, საქსონია და ბადენი“, რათა ეს ჯგუფი „შეიზარდოს იმაში, რასაც იგი უწოდებდა დუნაის კონფედერაციას. სტალინმა კი რიტორიკულ სენტენციებს შორის უჩვენა, რომ მიუხვდა ჩერჩილს ჩანაფიქრს და დაინტერესდა, „იქნებიან თუ არა უნგრეთი და რუმინეთი რომელიმე მსგავსი კომბინაციის წევრები“ (Черчилль Уинстон. Вторая мировая война. Том V. Кольцо смыкается. М., 1955, стр. 392, 393, 394). გერმანელი ისტორიკოსი რ. რიმეკი, მიაქცია რა ყურადღება ამ დიალოგს, ვარაუდობს, რომ სტალინი წინ აღუდგა „სამხრეთ ევროპისა და უწინარეს ყოვლისა ბალკანეთის სლავების დასავლურ ძალოვან არეალში ჩართვის“ გეგმას „არა იმიტომ, რომ უნდოდა სამხრეთ ევროპა კომუნისტური გაეხადა, არამედ იმიტომ, რომ როგორც ნებისმიერი რუსი სახელმწიფო მოღვაწე და ნებისმიერი რუსი მეფე, მოვალე იყო წინ აღდგომოდა ასეთ დასავლურ მისწრაფებებს“ (Riemeck Renate, Bilanz eines Jahrhunderts, Stuttgart, 1997, S. 177).

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის 1944 წის 16 თებერვლის საიდუმლო თეორიული შემუშავება თავის თავად ნაგულისხმევად ვარუდობს, რომ „საბჭოთა კავშირი ბუნებრივად ეწინააღმდეგება „სანიტარული კორდონის“ შექმნას იმ რაიონში, რომელიც გადის მისი საზღვრების გასწვრივ. იგი ალბათ შეეწინააღმდეგება ისეთი კონფედერაციების შექმნას, რომლებიც მოიცავს ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპის ყველა სახელმწიფოს ან მათ ნაწილს, ისეთებს, როგორებიც იგეგმება 1942 წლის ჩეხოსლოვაკურ-პოლონური ან ბერძნულ-იუგოსლავური პაქტებით (АВП РФ. Фонд 0512, опись 4, док. 212, папка 25, листы 27, 28).

ბრიტანეთის არჩევანი სერბეთში დამეტოქებულ ძალებს _ ი. ბ. ტიტოს პარტიზანებსა და დრაჟე მიხაილოვიჩს შორის, რომლებიც წარმოადგენდნენ ანტიჰიტლერული კოალიციის მოკავშირეებს, ლოგიკურია. საბერძნეთისგან განსხვავებით, სადაც ინგლისურმა დესანტმა აღკვეთა ხელისუფლებაში მემარცხენეთა მოსვლა, აქ ბრიტანეთმა მომგებიანად ჩათვალა ფსონის გაკეთება კომუნისტ ტიტოზე და მოითხოვა მიხაილოვიჩის გადადგომა. ტიტომ იცოდა რითი დაეინტერესებინა ჩერჩილი და პრემიერ-მინისტრისადმი მიწერილი წერილში ყურადღება გაამახვილა თავის მიზანზე „შექმნას იუგოსლავი ხალხების ისეთი კავშირი და ძმობა, როგორიც არ არსებობდა ომამდე“, „შექმნას ფედერაციული იუგოსლავია“. ასეთი გეგმა აერთიანებდა სხვადასხვა მიზნისკენ მისწრაფებულ ბალკანელ ხლხებს _ ხორვატებსა და სერბებს, ალბანელებს, რითაც ასწრებდა და თავიდან იცილებდა როგორც პროგერმანული, ისე პრორუსული ვექტორების წარმოქმნა-გაძლიერებას, ხოლო თავისი მომცველობით, ზღვაზე გასასვლელითა და ევროპაში ძალის დამოუკიდებელ ცენტრობაზე ორიენტაციით სავსებით შეესაბამებოდა „დუნაის კონფიგურაციის“ პროექტებს. ჩერჩილმა „დაუყოვნებლივ უპასუხა“ ტიტოს, დაჰპირდა მას „მისი უდიდებულესობის მთავრობის მხარდაჭერას“, რომელსაც ასევე „სურს იუგოსლავი ხალხების კავშირისა და ძმობის შექმნა“ (Черчилль Уинстон. Вторая мировая война. том V.... стр. 459, 460). ტიტომ ითამაშა დიდი თამაში ბრიტანეთის ინტრესებზე, მაგრამ „ტიტოს იუგოსლავიამ“ იარსება ზუსტად იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც იგი სჭირდებოდათ ანგლოსაქსებს.

საბჭოთა დაზვერვის მიერ მოპოვებულ ბრიტანულ საიდუმლო შემუშავებებში არის იდენის მემომარდუმი და კუპერის პასუხი, რომელიც 1944 წელს უკვე გამიზნული იყო „ევროპის კონტინენტზე სსრკ-ის ბატონობის აღსაკვეთად“, რისთვისაც ერთერთ საშუალებად შესაძლოა ქცეულიყო დასავლეთ-ევროპული ბლოკისა და „ძლიერი და ანტისაბჭოთა პოლონეთის“ შექმნა, რომელიც „რუსეთისადმი ზიზღის გარდა...“ წარმოადგენს ერთერთ ფაქტორს გერმანიისგან რუსეთის გამოსაყოფად“. კუპერის ეს მსჯელობები სავსებით იწერება ანგლოსაქსონურ მაკკინდერისეულ გეგმებში.

ი. სტალინისა და უ. ჩერჩილის 1944 წლის 14 ოქტომბერს მოსკოვში ჩერჩილისა და ა. იდენის ვიზიტის მსვლელობისასმეტყველებს პოლონური საკითხის ნამდვილი ფასის თაობაზე ბრიტანეთისთვის: „ჩერჩილი დაჟინებით მუშაობდა პოლონელებთან მთელი დღის განმავლობაში, მაგრამ დიდ წარმატებებს მაინც ვერ მიაღწია. მან, ჩერჩილმა ქაღალდზე გადმოსცა ის, რასაც უკითხავდა პოლონელებს. პოლონელები მეტად უკმაყოფილონი იყვნენ, მაგრამ, როგორც იგი, ჩერჩილი ფიქრობს, ისინი ძალზედ შორს არ არიან მისი მიღებისგან“. მაგრამ ჩერჩილი საიდუმლოდ აფრთხილებს, რომ „თუკი ამის შესახებ ცნობები პრესაში შეაღწევს, მაშინ პოლონელებმა შესაძლოა დიდი ხმაური ატეხონ და ეს დიდ ზარალს მოუტანს არჩევნებში პრეზიდენტს“. „ამიტომ იგი, ჩერჩილი, თვლის, რომ უკეთესი იქნება მთელი ეს საქმე შეინახონ მკაცრად საიდუმლოდ, იმ დოკუმენტის ჩათვლით, რომელიც მან უჩვენა ახლა მარშალ სტალინს, სანამ არ ჩატარდება აშშ-ში არჩევნები“.

ბრიტანელთა სტრატეგიულ ამოცანას შეადგენდა გეგმები სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ამიტომ ჩერჩილმა ყოველგვარი დარცხვენის გარეშე ჩააბარა პოლონეთი, რათა მის სანაცვლოდ დაენარჩუნებინა ის, რასაც ბრიტანეთისა და აშშ-თვის გაცილებით უფრო მეტი მნიშვნელობა ჰქონდა _ შავი ზღვის სრუტეების რეგიონის მდგომარეობა და პირობები. სტალინი დაჟინებით მოითხოვდა აღმოსავლეთ საზღვარს „კერზონის ხაზის“ გაყოლებით. ჩერჩილმა შესთავაზა, თუნდაც დაეფიქსირებინათ ის, რომ პოლონელები, სანამ დაეთანხმებოდნენ, „პროტესტს აცხადებდნენ“ მის წინააღმდეგო. „ეს არ გამოდგება“ _ აუღელვებლად უარყო სტალინმა, და საუბარი დასრულდა ჩერჩილის სიტყვებით, რომ „ბრიტანული მთავრობა სავსებით თანაუგრძნობს მარშალ სტალინის სურვილს უზრუნველყოს საბჭოთა კავშირისადმი მეგობრული პოლონეთის არსებობა“ (Запись беседы тов. И. В. Сталина с Черчиллем 14 октября 1944 г. Вестник Архива Президента Российской Федерации. Источник. Документы русской истории. 1995/4 (17) стр. 145).

თუკი გავითვალისწინებთ ანგლოსაქსონური ძალების მუდმივ სტრატეგიას ევრაზიის სივრცეზე, მაშინ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ თუ რამდენად იქნა ეს გეგმები ჩაშლილი სსრკ-ის ახალი ძლიერებით. ბალტიკიდან შავ ზღვამდე სუსტი და როგორც გერმანიის, ისე რუსეთის მხრიდან ვერკონტროლირებადი სახელმწიფოების იარუსის ნაცვლად, „ტევტონებსა და სლავებს შორის ბუფერის“ ნაცვლად სსრკ-ის გამარჯვება და იალტურ-პოტსდამური გადაწყვეტილებები წარმოადგენდა დარტყმას ამ სქემაზე და მათ გააფორმეს რუსეთ-სსრკ-ის გავლენისადმი მთელი აღმოსავლეთ ევროპის დაქვემდებარება.

კონტრ-იალტა
როდესაც მეორე მსოფლიო ომის ველებზე დადუმდა ზარბაზნები, მაშინ მოლოტოვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ბირნსისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბევინის მოლაპარაკებებისა და საუბრების მსვლელობისას 1945 წლის სექტემბერ-ოქტომბერში დაიწყო პოზიციური დიპლომატიური ომი.
ანგლოსაქსონური ძალების თვალსაჩინო ხაზი, რომელიც სავსებით ნათელია (გარკვეულია) მოლაპარაკებების ნამდვილი ისტორიისა და განსაიდუმლოებული არქივების საფუძველზე, მდგომარეობდა შემდეში:

კატეგორიულად არ შეეშვათ სსრკ ბალკანეთში, რათა მისი უსაფრთხოების გეოპოლიტიკური ზონის საზღვარი ბალტიკიდან სამხრეთისკენ არავითარ შემთხვევაში არ შეხებოდა ხმელთაშუა ზღვას, ანუ არ ქცეულიყო მერიდიანულ სისტემად „ზღვიდან ზღვამდე“, რის შესახებაც სწერდა ვ. ს. სემოინოვ-ტიან-შანსკი, არამედ შემოეხვია შავი ზღვისკენ, რომელიც პოლიტიკურად და სამხედრო პარამეტრებით გამოყოფილი უნდა ყოფილიყო სამხრეთ ევროპისგან, ისე, რომ დასავლეთს გაეკონტროლირებინა მთელი ხმელთაშუა ზღვის აუზი შავი ზღვის სრუტეებთან ერთად.

შთამბეჭდავია თავად მოცულობაც ფურცლებისა, რომელიც ასახავს ყველაზე უფრო დეტალურ და სასტიკ კამათებს ხმელთაშუა ზღვის პირეთში ყოფნის ან დაშვების საკითხებში, სახელდობრ კი ყოფილ იტალიურ კოლონიეზე მეურვეობის ფორმებისა და მათი ბედის, დუნაიზე ნაოსნობისა და ტრიესტის _ ევროპის რუკაზე არსებული ამ ნამცეცისოდენა პუნქტის გეოგრაფიული არეალისა და სტატუსის თაობაზე.

XX ასწლეულის 90-იან წლებში მომხდარი მოვლენები, ნატო-ს გაფართოების მიმართულება, კოსოვოს _ ვარდარო-მორავას დაბლობის გასღების ოკუპაცია, რომელიც დასავლეთ ევროპას აერთებს სრუტეების რეგიონთან, ამ ფონზე მოსჩანს წარსული ომის მიწურულში და გამარჯვებული ქვყნების საგარეო საქმეთა მინისტრები სესიებზე ვერგანხორციელებული გეგმების უფრო გვიანდელ რეალიზაციად. ეს პროექტები ამჟღავნებენ XIX საუკუნის დასასრულიდან ნაცნობი მუდმივი სამხედრო-სტრატეგიული სიმეტრიებისა და გეოპოლიტიკური კანონზომიერებების ნიშნებს, რომლებიც შენიღბულია „ტოტალიტარიზმისა და დემოკრატიის ბრძოლით“; უწინარეს ყოვლისა კი იკვეთება აღმოსავლური საკითხი.

არსებული კლიშეს მიუხედავად რუსეთის მოკავშირეები, ისევე როგორც პირველ მსოფლიო ომშიც, არაფერს არ უთმობდნენ მას „უსაფრთხოების ზონისთვის“ სამხრეთ-დასავლეთ მიმართულებაზე იმ მიჯნების გარდა, რომლებზედაც იგი XX საუკუნის დასაწყისში ისედაც მთავარ რეგიონულ სახელმწიფოს წარმოადგენდა. ვაკუუმი სამხრეთში _ სრუტეებისა და ცივილიზაციების პირაპირის (ურთიერთშეხების) რეგიონში, რომელიც საუკუნის დასაწყისში წარმოიქმნა ავსტრო-გერმანული ბლოკის განადგურებისა და ოტომანის იმპერიის ნარჩენების საბოლოოდ დაშლის შედეგად, ხოლო 1945 წელში _ ფაშისტური გერმანიის განადგურებით, ანგლოსაქსონელთა გეგმებით, უნდა შევსებულიყო საბჭოთა კავშირის მიერ ვერკონტროლირებადი ანდა მისდამი დაპირისპირებული ძალებით, მანამდე, სანამ მათ არ შეიყვანდნენ ახალ კონფიგურაციაში _ ნატო-ში.

ბრიტანეთი და აშშ უარს აცხადებდნენ უნგრეთის, რუმინეთისა და ბულგარეთის მთავრობების აღიარებაზე, რომლებიც ვითომდა შექმნილი იყო არადემოკრატიული გზით, და ამასთანავე ადვილად „ჩააბარეს“ პოლონეთი და ჩეხოსლოვაკია, თუმცა კი საამისოდ საფუძვლები გაციილებით ნაკლები იყო _ პოლონეთისგან განსხვავებით უნგრეთი, რუმინეთი და ბულგარეთი იყვნენ „დამნაშავეები“ _ „გერმანიის სატელიტები“, და მათთან მიმართებით სსრკ _ „მაოკუპირებელი“ გამარჯვებული სახელმწიფოა, რომელსაც გაცილებით უფრო მეტი მორალური და პოლიტიკური უფლება ჰონდა „მეგობრული“ მთავრობების უზრუნვლსაოფად. ამის უკან იდგა „საერთაშორისო საწყლოსნო გზების“ პროგრამა _ დუნაიზე ნაოსნობა და მოთხოვნა, მოეხდინათ დუნაის სრული ინტერნაციონალიზაცია.

საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს ოფიციალურ სხდომებზე 1945 და 1946 წლებში, რომლებიც სავსე იყო დიპლომატიური შეუთანხმებლობებით, მოლოტოვი სთავაზობდა, რათა „დამარცხებული სახელმწიფოების“ ყოფილი კოლონიები ქვემანდატური ტერიტორიების სახით გადაეცათ მოკავშირეთა დრობითი მმართველობის ქვეშ, ხოლო კერძოდ კი. ტრიპოლიტანია _ საბჭოთა კავშირისთვის. ჯ. ბირნსი და ბჯ. ბევინი უარზე არიან და ვერანაირი დამაჯერებელი არგუმენტით ამის მოტივირებას ვერ ახდენენ. 1990-იანი წლების შუახანებში განსაიდუმლოებული საუბარი ვ. მ. მოლოტოვსა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ბევინს შორის ერთი ერთზე 1945 წლის 23 სექტემბერს, ბევრს რამეს ფენს ნათელს.

ბევინი წინააღმდეგია სსრკ-ის ყოფნის პერსპექტივისა ხმელთაშუა ზღვაში ქვემანდატური ტერიტორიის მეშვეობით: „ჩერჩილი თავის დროზე ამბობდა, რომ მასთან ერთერთ საუბარში სტალინმა სთქვა, რომ საბჭოთა კავშირს არა აქვს განზრახული ხმელთაშუა ზღვისკენ მოძრაობა“. ბევინმა ასევე პრინციპულად დააყენა „საკითხი საერთაშორისო შიდა საწყლოსნო გზების შესახებ ევროპაში“, და ითხოვა, რომ საწყლოსნო გზებზე საერთაშორისო რეჟიმის დამყარებისას ბრიტანულ მთავრობას დაუბრუნდეს ის, რაც დიდმა ბრიტანეთმა დაკარგა ომის დროს.

პასუხად მოლოტოვი ასევე სავსებით გულახდილია: „წარსულ მსოფლიო ომში ბრიტანეთის მთავრობა დაჰპირდა მეფის მთავრობას კონსტანტინოპოლის მიცემას. საბჭოთა მთავრობას ამაზე პრტენზია არ გააჩნია.

რატომ ინტერესდება დიდი ბრიტანეთი შავი ზღვის სრუტეებით? შავი ზღვა _ შიდა ზღვაა, და ამასთან ერთად არცთუ უსაფრთხო საბჭოთა კავშირისთვის, როგორც ეს ომმა გვიჩვენა... მაგრამ ბრიტანულ მთავრობას არ სურს, რომ საბჭოთა კავშირი ამ საკითხში მოელაპარაკოს თურქეთს... შავი ზღვის სრუტეებში სურთ ჩვენ ყელში გვწვდნენ თურქების ხელით. ხოლო როდესაც ჩვენ დავაყენეთ საკითხი იმის შესახებ, რომ მოგვცენ თუნდაც ერთი ქვემანდატური ტერიტორია ხმელთაშუა ზღვაში _ ტრიპოლიტანია, მაშინვე ჩათვალეს, რომ ჩვენ თავს ვესხმით დიდი ბრიტანეთის უფლებებს... ნუთუ საბჭოთა კავშირს არ შეიძლება ჰქონდეს კუთხე ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე თავისი სავაჭრო ფლოტისთვის?“

ბევინი კი რას ამბობს? „ტრიპოლიტანიასთან მიმართებით მას, ბევინს, შეუძლია სთქვას,... ბრიტანულ მთავრობას დიდად აშფოთებს ის, რომ არ მოხდეს ხმელთაშუა ზღვაში რაიმე ისეთი, რომელიც ორ ნაწილად გაჰყოფდა ბრიტანეთის იმპერიას“.

„ბრიტანული მთავრობა ისწრაფის თავისი უფლებების აღდგენისკენ საერთაშორისო საწყლოსნო გზებზე ევროპაში“. პირობაა _ დუნაის სრული ინტერნაციონალიზაცია. ბევინი აქვე მიანიშნებს, რომ ამის სანაცვლოდ „ბრიტანეთს შეეძლებოდა თავისი ნეგატიური დამოკიდებულების შეცვლა რუმინეთისა და ბულგარეთის მთავრობების აღიარების საკითხისადმი და იმის გარკვევა, ხომ არ არის ბრიტანული მთავრობის პოლიტიკა ამ ქვეყნებთან მიმართებით არასწორი“ (АВП РФ. Фонд 0512, опись №4, док. №304, папка №31, листы 33-60).

სახეზეა ორსაუკუნოვანი გეოპოლიტიკური რეალობა _ აღმოსავლური საკითხი.
როდესაც გაისმა ჩერჩილის ფულტონის სიტყვა, სტალინისთვის, რომელიც კარგად იცნობდა ყოფილი მოკავშირეების ხისტ პოზიციას და საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოში წარმოებულ ბატალიებს, მსოფლიოს გამაოგნებელი ეს სიტყვა წარმოადგენდა მხოლოდ დამასრულებელ პროპაგანდისტულ და იდეოლოგიურ ტაშის შემოკვრას. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ ამ სიტყვის მომზადების დღეებში ჩერჩილმა იგი უჩვენა აშშ სახელმწიფო მდივანს ჯ. ბირნსს, „რომელიც აღტაცებაში მოვიდა და არანაირი ცვლილებები არ შეუთავაზებია“. პრეზიდენტმა კი შეატყობინა ჩერჩილს, რომ ამ მომენტში მარმარილოს ზღვაში „განუსაზღვრელი ვადით“ უკვე შეიკრიბა საგანგებო დანიშნულების ამერიკული სამხედრო-საზღვაო რაზმი, რომელიც შედგება „მსოფლიო ფლოტში ყველაზე უფრო ძლიერი სახაზო ხომალდის „მისურის“, ორი უახლესი და უძლიერესი ავიამზიდის, რამდენიმე კრეისერისა და ათზე მეტი საესკადრო ნაღმოსნისგან“. და ყოველივე ეს მოწყობილია ვაშინგტონში გარდაცვლილი თურქეთის ელჩის ცხედრის გასაცილებლად!

ფულტონში ჩერჩილის სიტყვისთვის ფონს წარმოადგენდა აგრეთვე მოვლენები „აღმოსავლური საკითხის“ გარშემო. სახელდობრ, ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ სსრკ-ს განზრახული აქვს ჯარების მხოლოდ ნაწილის გამოყვანა ჩრდილოეთ ირანიდან, აგრეთვე ხელახლა, ამჯერად ვ. მოლოტოვის პირდაპირ მიმართვაში თურქეთის სგარეო საქმეთა მინისტრის ა. ლ. ერკინისადმი კვლავ დაისვა საკითხი ყარსისა და არტაანის დაბრუნების, აგრეთვე შავი ზღვის სრუტეების ერთობლივი საბჭოთა-თურქული კონტროლის შესახებ (იქვე, ასევე იხ. Erkin Feridun Cemal Les Relations Turco-Sovetiques et la Question des Detroits, Ankara, 1968, pp. 323-327). შევნიშნავთ, რომ ჯერ კიდევ თეირანში სტალინის მიერ დარდანელის სრუტის რაიონში საბჭოთა ბაზირებისადმი ბრიტანეთის დამოკიდებულების შესახებ ნიადაგის მოსინჯვისას ჩერჩილმა სანაცვლოდ თავად შესთავაზა და დაპირდა სტალინს, რომ აუცილებლად გადახედილ იქნებოდა სსრკ-ის სასარგებლოდ 1933 წლის მონტრეს კონვენცია შავი ზღვის სრუტეების თაობაზე. 1945 წელს კი ბრიტანეთი უკვე ხისტად იცავდა „აღმოსავლურ საკითხს“, ისევე როგორც პირველი მსოფლიო ომის წინ. შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ასეთსავე ბედს გაიზიარებდა ინგლისის თანხმობაც 1915 წლის ხელშეკრულებაში რუსეთისთვის კონსტანტინოპოლის გადმოცემის შესახებ.

სსრკ-ის წინსვლას ევროპის სიღრმეში ბერლინამდე ანგლოსაქსები არ განიხილავდნენ განსაკუთრებულ მუქარად, მაგრამ 1833 წლის ინქიარ-ისქელესის ხელშეკრულების პირობების აღდგენის მცდელობა მათთვის მიუღებელი იყო, ისევე როგორც 150 წლის წინათ! როგორ არ უნდა გავიხსენოთ ბრძენი პ. დურნოვო, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დაწყების წინ ხელმწიფეს აფრთხილებდა, რომ ნებისმიერი მსხვერპლი _ და „ომის ძირითადი ჭაპანი“, ასევე რუსეთისთვის გამზადებული „ტარანის როლი გერმანული თავდაცვის სქელი რიგების გასატანად“ ამაო იქნება, ვინაიდან „რუსეთი ვერ შეძლებს თავისთვის მუდმივი ხასიათის რაიმნაირი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი შენაძენების უზრუნველყოფას“, რომელთა გულისთვისაც ეღირებოდა მსხვერპლის გაღება. და ეს იმიტომ, რომ იგი ომობს თავისი ტრადიციული გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგის _ დიდი ბრიტანეთის მხარეზე. სინამდვილეში, გავრცელებული მსჯელობის საწინააღმდეგოდ, აღმოსავლეთ ევროპაზე კონტროლი ცოტა რამეს თუ მატებდა სსრკ-ის ძლიერებას და მისთვის იქცა მძიმე ტვირთად, აუცილებლობად მუდმივად თვალყური ედევნებინა თავისი არცთუ ლოიალური „ძმებისთვის“, თუნდაც პოლონელებისა და უნგრელებისთვის, რომლებიც მხოლოდ რუსეთზე რევანშის აღებაზე ოცნებობდნენ.

ერთადერთი ნამდვილი პრიზი ამ ომში შესაძლოა ყოფილიყო ისტორიული რუსეთის იმ ტერიტორიების აღდგენა, რომლებმაც თავის დროზე გადააქციეს იგი ისეთ დერჟავად, „რომლის გარესეც ვერც ერთი ზარბაზანი ვერ ისროდა ევროპაში“, ეს კი არის _ ბერლინის კონგრესის შედეგები _ ყარსი, არტაანი (რომელთა ოკუპაციაც თურქებმა მოახდინეს 1918 წელს), ბალტიისპირეთი და შავი ზღვის სრუტეებში დაუბრკოლებლად გასვლის შესაძლებლობა. ეს ტერიტორიები სატელიტებად ქცეული რუმინეთის, უნგრეთისა და ბულგარეთისგან განსხვავებით, რევოლუციამდე შეადგენდა რუსეთის ტერიტორიებს და მაშინ ვერც ერთი რუსეთის ყველაზე უფრო ხისტი მეტოქეც კი მათზე ვერ დაობდა. მაგრამ დათმეს რა სინდისის ქენჯნის გარეშე აღმოსავლეთ ევროპა, სწორედ რუსეთის ისტორიული ტერიტორიის აღდგენის წინააღმდეგ კლდესავით აღიმართნენ ანტიჰიტლერულ კოალიციაში სსრკ-ის ანგლოსაქსონელი მოკავშირეები. ვინაიდან, როგორც პირველ მსოფლიო ომშიც, ჰიტლერის წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობის აზრს მათთვის შეადგენდა არც გერმანიისა და არც რუსეთის გამარჯვების არდაშვება.

რუსეთი, „Mitteleuropa“ და ბალკანეთი თანამედროვე ისტორიის ანგლოსაქსონურ „გეოპოლიტიკურ ღერძში“
90-იანი წლების მიჯნაზე რუსეთმა დათმო თავისი გეოპოლიტიკური პოზიციები და უარი თქვა პოლიტიკაში თავის ტრადიციულ კონსტანტებზე. რა მოსდის ამ დროს ევროპას? დასავლეთ ევროპა რჩება იალტის ხელშეკრულების ფარგლებში, და ამასთან კონსოლიდირებულია ნატო-ში. მგრამ „სოციალისტური აღმოსავლეთ ევროპა“ იფანტება (იშლება) პოსტვერსალურ „Mitteleuropa“-დ, რომლის ინკორპორირებაც სასწრაფოდ უნდა მოეხდინათ დასავლურ პოსტიალტურ კარკასში ანგლოსაქსონური კონტროლის ქვეშ. მაგრამ სამხრეთ, ბალკანურ ფლანგზე, სწორედ იმაზე, რომლისთვისაც ცხარე დიპლომატიური ბრძოლები წარმოებდა საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სესიებზე, იუგოსლავია, პირიქით, სსრკ-ისა და ვარშავის ბლოკის უწინდელი საპირწონედან თვალსა და ხელს შუა გადაიქცეოდა ანტიატლანტიკურ ძალად, ხოლო განთავისუფლებადი სერბული პოტენციალი ემუქრებოდათ „არასწორი ორიენტაციით“, რომელსაც რუსეთის გარდაუვალ აღორძინებასთან ერთად შეეძლო უაზრო გაეხადა მთელი ანგლოსაქსონური სტრატეგია ბალკანეთში XX საუკუნის სულ დასაწყისიდანვე _ „დუნაის კონფიგურაციის“ შექმნა, რომელიც ჩართული იქნებოდა ანგლოსაქსონურ არეალში.

ევფემიზმი „კოსოვოს კონფლიქტი“ საჭირო იყო იმისთვის, რათა გაენადგურებინათ და პარალიზებულ მდგომარეობაში ჩაეყენებინათ იუგოსლავია _ ომისშემდგომი წონასწორობის უკანასკნელი შემნარჩუნებელი. ომი ბოსნიაში და „კოსოვოს კონფლიქტი“ ჩაწერილი იყო ნატო-ს აღმოსავლეთისკენ გაფართოების ზოგად გეგმებში. იუგოსლავური ატლანტიკური ანკლავი ხმელთაშუა ზღვაზე გასასვლელით წარმოადგენდა იმ მოზაიკის ნაკლულ ელემენტს, რომელშიც დას ავლეთ ევროპის მთელი სანაპირო უნდა ყოფილიყო „ინგლისის პოლიტიკური კონტროლის ქვეშ“. ამ „მეორე ვერსალში“ ნატო-ს გაფართოება წარმოადგენს მხოლოდ ერთერთ ასპექტთაგანს იმათგან, რომლებიც იძლევიან იმ დასავლური სტრუქტურის განუხრელობისა და უწინდელი როლის შენარჩუნების გარანტიას, რომელიც დაშლილი და გაფანტული საბჭოთა ბლოკისგან განსხვავებით კვლავაც რცებოდა პოსტიალტურად, და ასევე გადიოდა მაკკინდერისეულ მერიდიანზე _ ბერლინზე.

აშშ-ის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტმა (The U. S. National Defense University) 1996 წელს ხელახლა გამოსცა ჰ. მაკკინდერის ნაშრომი ამ სტრუქტურის პრეზიდენტის აშშ სამხედრო-საჰაერო ძალების გენერლის ერვინ როკის წინასიტყვაობით. როკი გვიცხადებს, რომ „ჯერ კიდევ 1942 წელს მოკავშირეთა სტრატეგიის ავტორებმა აღიარეს მაკკინდერის ნაშრომის ფასეულობა, რომელსაც ისინი იყენებდნენ გერმანიის დამარცხების კონსტრუირებაში“, და შემდეგ აღიარებს, რომ „მთელი ცივი ომი საბჭოების წინააღმდეგ (1947-1991 წწ.) წარმოადგენდა მხოლოდ შუალედურ სტადიას“ „ოკეანის ძალების უფრო დიდ ბრძოლაში „მსოფლიო კუნძულზე“ მფლობელობისთვის“. „რეგიონული სტრატეგიის მოსაზრებები“, _ როკის სიტყვებით, ბიძგს აძლევს ნატო-ს სახელმწიფობს „კვლავაც ეყრდნობოდნენ“ მსოფლიო ბატონობისთვის გეოპოლიტიკური ომის მაკკინდერისეულ „კლასიკურ“ ფორმულას.

შეერთებული შტატებისა და ნატო-ს სტრატეგია იუგოსლავიასთან მიმართებით და იდეოლოგიური მოტივაცია უკიდურესად ემსგავსება XIX საუკუნისა და XX-ის დასაწყისის სტრატეგიას. სეტონ-ვატსონისა და მაკკინდერის ნაშრომები მეტად აქტუალურია, ისევე როგორც სემიონოვ-ტიან-შანსაკის ნაშრომიც, რომელმაც ახსენა გავლენის ყველაზე უფრო მაცდუნებელი სფეროს შესახებ „ზღვიდან-ზღვამდე“ _ მერიდიანის გაყოლებით ბალტიკიდან ხმელთაშუა ზღვამდე, რის შექმნასაც ორჯერ შეეცადნენ გერმანელები 1914 და 1941 წლებში, მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, ქმნიან ანგლოსაქსები, რომლებმაც ჰიტლერისგან განსხვავებით უფრო მოხერხებულად და უნარიანად გააიგივეს თავიანთი დიდმპყრობელური ინტერესები უნივერსუმის მორალურ-ეთიკურ კანონებთან.

ვარდარო-მორავას დაბლობი იქცევა გასაღებად „ტრანატლანტიკური პარტნიორობის მეშვეობით ევრაზიის კონტინენტზე ამერიკული პლაცდარმის განმტკიცებისტვის, რათა „მზარდ ევროპას“ შეეძლოს იქცეს „რეალურ ტრამპლინად ევრაზიაში წინსვლისთვის“. სწორედ ასე ჩამოაყალიბა შეერთებული შტატების სტრატეგიული გეოპოლიტიკური მიზნები ზ. ბჟეზინსკიმ, რომლის რუკებიც გვაგონებს ჰ. მაკკინდერისეული „ისტორიის გეოპოლიტიკური ღერძისა“ და ფ. ნაუმანისა და გერმანული „Grossraum“-ის სხვა იდეოლოგების მიერ მოცემულ აგებებს (გადანაწილებეს).

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის სტაბილურობის პაქტის სპეციალური კონტროლიორი ბოდო ჰომბახი ღიად გამოთქვამს, რომ წინა პერიოდთან შედარებით, როდესაც თვით „2000 წლამდე ჩვენ ჯერ კიდევ არ ვემხრობოდით სერბეთის იზოლაციის სტრატეგიას... ახლა კი ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ იუგოსლავიის საერთაშორისო საზოგადოებრიობაში რეინტეგრაციის შესახებ“, ხოლო პაქტის მიზნებს იგი განსაზღვრავს „როგორც შანსს და ვალდებულებას არა მხოლოდ შეეწყონ და შეეგუონ ევროპული კავშირის სტანდარტებს, არამედ შეთანხმებულად აითვისონ კიდეც ომისშემდგომი ევროპის გაკვეთილები“. მაგრამ გაკვეთილი იმაში მდგომარეობს, რომ მსოფლიოს ახალმა გადანაწილებამ არანაირი დივიდენდები არ მოუტანა ევროპის კონტინენტურ სახელმწიფოებს, და პირიქით, ანადგურებს გერმანიისა და პოლიტიკურად მნიშვნელოვანი ცენტრალური ევროპის ნამდვილი აღორძინების შანსს, რომელიც პირველად მთელს თავის ისტორიაში შესაძლოა ქცეულიყო ხიდად დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის.

დღესდღეობით აღმოსავლეთ ევროპის გადაქცევა ცენტრალურად, ხოლო ისტორიული რუსული სახელმწიფოს დასავლეთ ტერიტორიებისა აღმოსავლეთ ევროპად _ იმ გეოპოლიტიკური ჯაჭვის მხოლოდ ერთი რგოლია, რომელსაც გეგმავდა აშშ-ის საგარეო ურთიერთობათა საბჭო (1941 წლის 22 აგვისტოს) _ „ბოჰემიიდან, _ რომელიც ნატო-ს ბლოკის წევრი გახდა, _ „სპარსეთის ყურემდე, _ სადაც განადგურებულია რეგიონული დამოუკიდებლობა _ ერაყი, _ „და ჰიმალაებამდე“, სადაც თითქმის მივიდნენ თალიბები. იგი მოწოდებულია ავიწროებდეს რუსეთს ერთგვარ რკალზე _ ბალტიკიდან სამხრეთისკენ, შემდეგ მოკვეთავს რა მას შავი და კასპიის ზღვების აუზებისგან, უხვევდეს აღმოსავლეთით და იკარგებოდეს ცენტრალური აზიის სიღრმეებში, სადაც მიმდინარეობს ბრძოლა ახლადწარმოქმნილი სახელმწიფოების _ ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი _ ორიენტაციისთვის. მისი სტრუქტურული მონაკვეთები, ისევე როგორც დაკლებული (ჯერ კიდევ ხელში ვერჩაგდებული) ელემენტები, უკვე თვალშისაცემია, რაც მიგვითითებს ამ რკალის კონსტრუირების სხვადასხვანაირი ინსტრუმენტების თვალსაჩინო კავშირზე _ ატლანტიკური ლობიდან ბალტიისპირეთში, ანტირუსული ფრონტებიდან ბელორუსიასა და უკრაინაში, ნატო-ს სამხედრო მანქანის შეჭრამდე ბალკანეთში, ისლამური კვაზიწარმონაქმნების შექმნამდე ევროპაში _ ბოსნია და კოსოვო, რომლებიც ამ რკალში დაკავშირებული არიან ჩეჩნეთთან და თალიბანის მოძრაობასთან, ხოლო ეს უკანასკნელი კი თავის ამბიციებს ავრცელებს ჰიმალაებამდე.

ახლა, როდესაც რუსეთის საგარეო პოლიტიკა ნელა, მაგრამ სარწმუნოდ თავისუფლდება ინფანტილური სახაროვ-გორბაჩოვისეული სკოლის ვირტუალური დოგმებისგან, გვინდა კიდევ ერთხელ ყურადღება მივაქციოთ რევოლუციამდელი რუსეთის ორასწლოვანი მუშაობის სიდიადეს სამხრეთში. არ იქნა რა ჩამოყალიბებული რაიმენაირ დოქტრინად, მას მაინც გააჩნდა ინტუიტიური სისტემური მთლიანობა და წარმატებით იდგა ფეხზე მისი გარემომცველი ინტერესებისა და ცივილიზაციების ურთულეს კონტექსტში. ეს პოლიტიკა არ მალავდა თავის ეროვნულ ინტერესებს, თუმცა კი არასდროს თვითდაჯერებულად არ აიგივებდა მათ „ზოგადმსოფლიო ინტერესებთან“, მაგრამ გააჩნდა პრინციპებიც, იგი ყოველთვის ათანაზომებდა თავის შესაძლებლობებს არსებულ დაბრკოლებებთან, როდესაც საჭირო იყო „ჯგუფდებოდა, ამახვილებდა თავის ყურადღებას“ და შეეძლო თავის შეკავება რისკისგან.

ნატალია ნაროჩნიცკაია
რფ-ის სახელმწიფო სათათბიროს
უსაფრთხოების კომიტეტის ექსპერტი

საიტზე pravoslavie.ru გამოქვეყნდა 18/07/2001

შემდგომში განახლებულ იქნა საიტზე narochnitskaia.ru

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment