Friday, November 19, 2010

ზბიგნევ ბჟეზინკის ანტირუსეთული სტრატეგია. ახალი ცივი ომი

(„Reseau Voltaire“, საფრანგეთი)

ზბიგნევ ბჟეზინსკი, პრეზიდენტ კარტერის ყოფილი მრჩეველი, საკუთარი პერსონით განასახიერებს აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მემკვიდრეობითობას, დამოუკიდებლად იმისგან, თუ დემოკრატები ან რესპუბლიკელები არიან ხელისუფლებაში. ჰენრი კისინჯერის დიდი თაყვნისმცმელი, ბჟეზინსკი ყოველთვის გამოდიოდა „მეტრის“ დიპლომატიის ორი საკვანძო პრინციპის დაცვის მომხრედ: დერჟავების ბალანსის მეტერნიხისეული თეორიისა და ჯორჯ კენანის მიერ შემუშავებული „შეკავების“ დოქტრინისა. ამიტომ იგი იბრძვის დღეს რუსეთის ალყაში მოქცევის მომხრედ მისი საზღვრისპირა რაიონების დესტაბილიზაციის გზით. ამ პოლიტიკას განსაკუთრებით ყურს უგდებენ ჯონ კერის გუნდში, რომელმაც დაიქირავა ბჟეზინსკის ვაჟიშვილი, მარკი, როგორც მრჩეველი საგარეო პოლიტიკაში.

ვაანალიზებდით რა ჯორჯ უ. ბუშის გამოსვლებს მისი 2000 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს, შეიძლებოდა მოლოდინი გვქონოდა, რომ იგი დაიკავებს მყარ, თვით აგრესიულ პოზიციასაც კი ვლადიმირ პუტინის რუსეთის მიმართ ვულფოვიცის დოქტრინს შესაბამისად, რომლის თანახმადაც არ შეიძლება (აშშ-ის) მეტოქეების გამოჩენის დაშვება მსოფლიო მასშტაბით. ამის ნაცვლად ჩვენ გავხდით ამერიკული საგარეო პოლიტიკის გასაოცარი კორექტირების მოწმედ 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ. ბევრმა კომენტატორმა აქედან გააკეთა დასკვნა, რომ პუტინსა და ბუშს შორის დადებულ იქნა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ამერიკული ადმინისტრაცია თავს იკავებს რუსეთის საომარი მოქმედებების კრიტიკისგან ჩეჩნეთში იმ პირობით, რომ პუტინი არ ერევა აშშ-ის მოქმედებებში ახლო აღმოსავლეთში. გარდა იმისა, რომ ეს ახსნა აბსტრაგირებას ახდენს 2001 წ. 11 სექტემბრის მოვლენებისგან და კრემლის განკარგულებაში არსებული ინფორმაციისგან იმ მოვლენების გამო, რაც ნამდვილად მოხდა იმ დღეს, შეგვეძლო დაგვემატებინა, რომ რესპუბლიკური ადმინისტრაციები ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ახლო აღმოსავლეთს, ხოლო დემოკრატიული ტრადიცია კი საგარეო პოლიტიკის ფეროში უფრო მეტ ფოკუსირებას ახდენს ევრაზიაზე.

თავიანთი სტრატეგიის გამომუშავებისთვის სსრკ-თან მიმართებით და მოგვიანებით კი იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც განთავისუფლდნენ საბჭოთა გავლენისგან, დემოკრატები ჯიმი კარტერის მანდატის დროიდან ემყარებოდნენ ბრწყინვალე, მაგრამ ღრმად ანტი-რუსულ ადამიანს _ ზბიგნევ ბჟეზინსკის. უნივერსიტეტის ამ ცნობილი მასწავლებლის დოქტრინამ თავისი მიმდევრები ჰპოვა დემოკრატიული პარტიის ფარგლებს გარეთაც, რადგანაც მან განსაზღვრა აბსოლუტური იმპერატივი იმპერიის გადარჩენისა (რუს. выживание) და აყვავებისთვის: ევრაზიის დაპყრობა.

ბჟეზინსკი დაიბადა ვარშავაში 1928 წელს, პოლონელი დიპლომატის ოჯახში, ათი წლის ასაკში იგი ემიგრაციაში წავიდა კანადაში, სადაც გადაყვანილ იქნა მისი მამა. მან მიიღო დიპლომი და მაგისტრის ხარისხი მაკჯილის უნივერსიტეტში მონრეალში, შემდეგ სადოქტორო ხარისხი ჰარვარდში 1953 წელს, გახდა რა მალევე ამის შემდეგ შეერთებული შტატების მოქალაქე. მან იქორწინა ჩეხოსლოვაკიის ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ ბენეშის ქალიშვილზე.

1966 და 1968 წწ. შორის პერიოდში იგი იყო სახელმწიფო დეპარტამენტის პოლიტიკური დგეგმარების საბჭოს წევრი, სადაც მან შეიმუშავა „მშვიდობიანი ჩაბმის (ჩათრევის)“ სტრატეგია სსრკ-თან მიმართებით ცივი ომის ფარგლებში. 1966 წლის ოქტომბერში მან დაარწმუნა პრეზიდენტი ჯონსონი შეეცვალა სტრატეგიული პრიორიტეტები, დააყენა რა განმუხტვა გერმანიის გაერთიანების წინ.

1968 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს იგი სათავეში ჩაუდგა დემოკრატების კანდიდატის ჰუბერტ ხ. ჰამფრის საგარეო პოლიტიკის სამუშაო ჯგუფს, რომელიც საბოლოო ჯამში დამარცხდა რიჩარდ ნიქსონთან.

სამმხრივი კომისიის სათავეებთან

1970-იანი წლების დასაწყსიში ბჟეზინსკი გამოვიდა პრინციპულად ახალი იდეით იმის შესხებ, მსოფლიო სცენაზე გამოჩნდნენ ახალი აქტიორები _ ევროპა და იაპონია, რომელთა ეკონომიკაც სწრაფად იზრდებოდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. 1970 წლის Foreign Affairs-თვის დაწერილ წერილში იგი გადმოსცემს ამ „ახალი მსოფლიო წესრიგის“ თავისეულ ხედვას: „აუცილებელია ახალი და უფრო მეტად გაბედული მიდგომა _ განვითარებული ქვეყნების საზოგადოებრიობის (გაერთიანების, რუს. сообщество) შექმნა, რომელიც შეძლებს ეფექტურად განიხილავდეს უფრო მეტად სერიოზულ პრობლემებს, რომლებსაც ეჯახება კაცობრიობა. შეერთებული შტატებისა და დასავლეთ ევროპის გარდა მასში ჩართულ უნდა იქნას იაპონია (...) საბჭო, შემდგარი შეერთებული შტატების, დასავლეთ ევროპისა და იაპონიის წარმომადგენლებისგან, რეგულარული შეხვედრებით მთავრობების მეთაურებს შორის, აგრეთვე უფრო მეორეხრისხოვან მონაწილეებს შორისაც, იქნებოდა კარგი დასაწყისი“. იმავე წელს იგი დაწვრილებით გადმოსცემს თავის წინადადებებს წიგნში სათაურით Bitween Two Ages (1), რომელშიც განმარტავს, რომ დერჟავების ბალანსის ეპოქა ადგილს უთმობს მსოფლიო პოლიტიკური წესრიგის ეპოქას, რომელიც ემყარება სამმხრივ ეკონომიკურ კავშირებს იაპონიას, ევროპასა და აშშ-ს შორის. რევოლუციამ წარმოების ხერხებში და მძიმე მრეწველობის ტრანსფორმაციამ ელექტრონიკაში უნდა გამოიწვიოს პოლიტიკური სისტემების დანგრევა და ხელისუფლებაში მყოფი ელიტების შეცვლა. ბჟეზინსკის კონცეფციით აღფრთოვანებული დევიდ როკფელერი ქირაობს მას სამმხრივი კომისიის შესაქმნელად და ნიშნავს მის დირექტორად.

ეს საზოგადოებრიობა (გაერთიანება), ოფიციალურად შექმნილი 1973 წელს, აერთიანებს გამოჩენილ მოღვაწეებს, რომლებიც დკავშირებული არიან სერთაშორისო ვაჭრობასთან, საბანკო სისტემასთან, ასევე ჩრდილოეთ ამერიკის, ევროპისა და იაპონიის მთავრობებისა და ინფორმაციის მსხვილი საშუალებების წარმომადგენლებს.

პირველი სანავთობე შოკის მომენტში საერთაშორისო ფინანსების ამ მმართველების მთავარ საზრუნავად იქცა განვითარებადი ქვეყნების ვალების გამო პასუხისმგებლობისგან დახსნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის როლის გაძლიერების გზით. ვიეტნამში დამარცხებით დასუსტებული შეერთებული შტატებისთვის ლაპრკი იყო აგრეთვე იმაზეც, რომ დაყრდნობოდა ევრაზიული კონტინენტის ორ ბოლოს (კიდეს), სადაც მისი გავლენა ძალზედ დიდი იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, თავისი ბატონობის შენარჩუნებისა და გაფართოებისთვის. ეს მისია, გვერდიდან შეხედვით, ბჟეზინსკის უქმნის მშვიდობის, განმუხტვისა და მრავალმხრივი კავშირების დამცველის სახეს, ხოლო უკიდურესი მემარჯვენეების თვალში კი _ მარქსიზმით შთაგონებული ადამიანისა.

იმისთვის, რათა წარმატებით განეხორციელებიათ სამმხრივი კომისიის დიდი ჩანაფიქრები, საჭირო იყო რათა მისი ერთერთი წევრი გაეხადათ შეერთებული შტატების პრეზიდენტი.

კარტერი და ორმაგი თამაში

სამმხრივი კომისიის შექმნის მომენტიდან მწყემსი ჯიმი კარტერი იყო როკფელერ-ბჟეზინკის ტანდემის ერთერთი ახლო ადამიანთაგანი. მან გახსნა ჯორჯიის შტატის სავაჭრო წარმომადგენლობები ბრიუსელსა და ტოკიოში, რამაც მათი აზრით აქცია იგი კომისის ფუძემდებლური კონცეფციის იდეალურ ხორცშესხმად (2). 1976 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატიული პარტიიდან კანდიდატად ჯიმი კარტერის დასაყენებლად როკფელერმა გამოიყენა თავისი კავშირები უოლ-სტრიტზე, ხოლო ბჟეზინსკიმ _ თავისი საუნივერსიტეტო პრესტიჟი. და რა თქმა უნდა, როდესაც კარტერი არჩეულ იქნა პრეზიდენტად, ბჟეზინსკიმ მიიღო ეროვნულ უსაფრთხოებაში მრჩევლის პრივილეგირებული თანამდებობა (3).

როგორც კი კარტერმა დაიკვა თავისი პოსტი, მან თავის პრიორიტეტად გამოაცხადა ორი ბლოკის (აშშ _ სსრკ) სამხედრო ბირთვული არსენალის შემცირება. მაგრამ კრიზისმა, რომელიც დაკავშირებული იყო ევროპაზე მიმართულ საბჭოთა რაკეტებთან SS-20, აიძულა კარტერი რეაგირება მოეხდინა რაკეტების „პერშინგი“ გაშლით, და მისი ძალისხმევა _ გულწრფელი იყო ის თუ არა, დაიმსხვრა, ჩააყენა რა ორივე ბლოკი ურთიერთ ეჭვიანობის სიტუაციაში.

აღმოჩნდა, რომ იმ მომენტში საბჭოთა მხარეს ჰქონდა საკმარისი საფუძველი იმისთვის, რათა დაეჭვებულიყო თავის მოწინააღმდეგეზე ორმაგ თამაშში: სამხედრო დამარცხება ვიეტნამში ახალისებს აშშ-ს ფრთხილად ეჭიროს თავი სამხედრო და სტრატეგიულ პლანში, მაშინ როდესაც ბჟეზინსკი შეიმუშავებდა გეგმას ომისა სხვისი ხელებით, რათა აეძულებინა სსრკ ჩაფლულიყო პერიფერიულ კონფლიქტში.

კომუნისტური ავღანური რეჟიმის დესტაბილიზაცია და ჯიჰადისტების პირველი ანტი-კომუნისტური რაზმების შეიარაღება 1979 წელს იქცა, როგორც ვარაუდობდნენ კიდეც, წითელი არმიის ავღანეთში შეყვანის მიზეზად. მასში ბჟეზინსკი ემყარებოდა პაკისტანური დაზვერვის _ ISI გავლენიან სამსახურებს. მხოლოდ 1998 წელს ფრანგული ჟურნალის „ნუველ ობსერვატერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ბჟეზინსკიმ აღიარა, რომ ბენ-ლადენის ანტი-საბჭოთა ჯარების შეიარაღება წინ უძღოდა რუსების შეჭრას და მიზნად ჰქონდა მოეხდინა მატი რეაქციის პროვოცირება:

„ნუველ ობსერვატერი“: ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი დირექტორი რობერტ გეიტსი თავის მემუარებში ამტკიცებს, რომ ამერიკულმა სპეცსმსახურებმა ავღანელი მოჯაჰედებისთვის დახმრება დაიწყეს საბჭოთა ჩარევამდე ექვსი თვით ადრე. იმ დროს თქვენ იყვით პრეზიდენტ კარტერის მრჩეველი, ეს ნიშნავს, რომ თქვენ თამაშობდით საკვანძო როლს ამ საქმეში. თქვენ ადასტურებთ ამას?

ზბიგნევ ბჟეზინსკი: დიახ. ისტორიის ოფიციალური ვერსიის თანახმად ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დახმარება მოჯაჰედებისთვის დაიწყო 1980 წლის განმავლობაში, ე. ი. მას შემდეგ, რაც საბჭოთა არმია შეიჭრა ავღანეთში 1979 წლის 24 დეკემბერს. მაგრამ რეალობა, რომელსაც დღევანდელ დღემდე საიდუმლოდ ვინახავდით, სხვანაირია: სინამდვილეში პერზიდენტმა კარტერმა ქაბულში პროსაბჭოთა რეჟიმის მოწინააღმდეგეთათვის საიდულმო დახმარების შეახებ პირველ დირექტივას ხელი მოაწერა 1979 წლის 3 ივლისს. და იმავე დღეს მე დავწერე მოხსენებითი ბარათი პრეზიდენტისთვის, რომელშიც მას ავუხსენი, რომ ჩემი აზრით ეს დახმარება გამოიწვევს საბჭოთა სამხედრო ჩარევას. (...) ჩვენ არ ვაიძულეთ რუსები ჩარეულიყვნენ, ჩვენ უბრალოდ შეგნებულად გავზარდეთ იმის შესაძლებლობა, რომ ისინი ამას გააკეთებდნენ.

ნ. ო.: როდესც საბჭოელები ამართლებდნენ თავიანთ შეჭრას იმით, რომ მათ განზრახული ჰქონდათ ებრძოლათ შეერთებული შტატების საიდუმლო ჩარევასთან, მათ არავინ არ დაუჯერა. თუმცა კი ეს მართალი იყო. დღეს თქვენ არაფრის გამო არ ნანობთ?

ზ. ბჟ.: ვინანო, რის გამო? ეს საიდუმლო ოპერცია ჩინებული იდეა იყო. მისი მიზნი იყო რუსების შეტყუება ავღანურ ხაფანგში, და თქვენ გინდათ, რომ მე ამის შესახებ ვნანობდე? იმ დღეს, როდესც საბჭოებმა ოფიციალურად გადალახეს საზღვარი, მე მოკლედ მივწერე პრეზიდენტ კარტერს: „ჩვენ ახლა გვაქვს შესაძლებლობა მივცეთ სსრკ-ს თავისი ვიეტნამის ომი“. (...)

ნ. ო.: თქვენ ასევე არ ნანობთ იმის გამო, რომ ხელს უწყობდით ისლამურ ფუნდამენტალიზმს, რომ თქვენ იარაღით ამარაგებდით და კონსულტაციებს უწევდით მომავალ ტერორისტებს?

ზ. ბჟ.: რა უფრო მნიშვნელოვანია მსოფლიოს ისტორიის თვალსაზრისით? თალიბანები თუ საბჭოთა იმპერიის დაცემა? რამდენიმე აფორიაქებული ისლამისტი თუ ცენტრალური ევროპის განთავისუფლება და ცივი ომი დასასრული?“ (4)

როდესაც ლაპარაკობს „რამდენიმე აფორიაქებულ ისლმისტზე“ ამ ინტერვიუში, ბჟეზინსკი სრულად ვერ აფასებს ალ-ქაიდას ძალას, არამედ ახასიათებს რეალობას, რომლისგანაც ნეოკონსერვატორებმა შექმნეს მითი, რათა გაამართლონ თავიანთი მსოფლიო ჯვაროსნული ლაშქრობა. რა თქმა უნდა, საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საბჭოს (Chouncil on Foreign Relations) წევრი დღეს თავს შეიკავებდა ასეთი კატეგორიული განცხდებებისგან.

ობიექტური კავშირი ჩინეთთან და ირანის შაჰის უპირობო მხარდაჭერა

თუკი ნიქსონი და კისინჯერი უყოყმანოდ თამაშობდნენ საბჭოთა კავშირის ალყაში მოქცევის შიშზე (ალყაში მოქცევით დაშინებაზე), დაიწყეს რა ჩინეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი, კარტერის გარემოცვის ნაწილი არ ენდობოდა ამ მიდგომას, რომლის გაგრძელებაც ბჟეზინსკის ჰქონდა განზრახული.

კარტერი ყველას დაპირდა თეთრ სახლში შესვლის დროს, რომ იგი ამჯობინებს დიალოგს სსრკ-თან, და იგი დისტანციას დაიცავს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკსთან. მაგრამ მისი სახელმწიფო მდივანი სირუს ვენსი მალევე შეეჯახა ბჟეზინკის ანტი-რუსულ შეპყრობილობას (რუს. одержимость), და მთელი თავისი მანდატის განმავლობაში კარტერს მოუწია ძალისხმევის გამოყენება, რათა მოეგვარებინა დაპირისპირებნი თავის ადმინისტრაციაში. ამ ორ პოლუსს შორის შუმავლის ფუნქციას ასრულებდა რიჩარდ ს. ჰოლბრუკი, აშშ-ის მომავალი ელჩი გაერო-ში (კლინტონის ადმინისტრაციაში _ რუს. მთარგმნ. შენიშვნა) და ჯონ კერის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში მის წინასაარჩევნო კამპანიაში მარკ ბჟეზინკისთან, ზბიგნევის ვაჟთან ერთად. საირუს ვენსისა და დიალოგის სხვა მომხრეების აზრით, როგორიც იყო, მაგლითად, დემოკრატებისგან წასული ევერელ ჰარიმანი, სამმხრივ ალყაში მოქცევის ლოგიკას შეეძლო საქმე მიეყვანა უკეთეს შემთხვევაში გაუგებრობებამდე სსრკ-თან ურთიერთობებში, თუ არა ომამდეც. ამიტომ ისინი გამოდიოდნენ დიალოგის მომხრედ განიარაღებისა და საბჭოთა კავშირთან თანამშრომლობის საკითხებში, რათა აღეკვეთათ კონფლიქტები მესამე სამყაროს ქვეყნებში.

ჩინეთთან ურთიერთობების ნორმალიზაცია მაინც გრძელდებოდა, და ბჟეზინსკიმ შეიმუშავა კიდეც ერთობლივი სტრატეგიული თანამშრომლობის პროგრამა და კარგ ურთიერთობებს ინარჩუნებდა დენ სიაოპინთან, რისი წყალობითაც დღეს მისდამი კარგად არიან განწყობილი ჩინელები.

იგივე უნდობლობა ბჟეზინსკისა სსრკ-თან მიმართებით ვლინდება მის პოზიციაში ირანის საკითხში. რომელიც შაჰის მმართველობის დროს ითვლებოდა ბასტიონად საბჭოთა გავლენის წინააღმდეგ ახლო აღმოსავლეთში. ბჟეზინსკი არწმუნებდა შაჰს თავის მხარდაჭერაში უკანასკნელ მომენტამდე, მაშინაც კი როდესაც კარტერის ადმინისტრაციის ნაწილს სახელმწიფო მდივნის მეთაურობით სურდა, რათა შაჰი წასულიყო, და მოითხოვდა შეერთებული შტატების სამხედრო ჩარევას მისი ხელისუფლების შესანარჩუნებლად. მაგრამ ვაშინგტონის კონკრეტული მოქმედებები ნაკარნახევი იყო სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციით, და შაჰის ჩამომგდებ გენერლებთან მოლაპარაკებების მიუხედავად, რათა ქვეყნის საჭესთან დაეყენებიათ ზომიერი რეჟიმი, ხელისუფლებაში სახალხო აჯანყების წყალობით აღმოჩნდა ჰომეინი.

ბჟეზინსკი კარტერთან ერთად მონაწილეობდა მოლპარაკებებში კემპ-დევიდში 1977 წელს და თავისი როლი ითამაშა სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერაში ისრაელსა და ეგვიპტეს შორის, მაგრამ ისე რომ არ მონაწილეობდა მსჯელობებში (განხილვებში), იმის საპირისპიროდ, რასაც იგი ყოველთვის აკეთებდა, როდესაც ლაპარაკი იყო სსრკ-ის შესახებ.

რუსული მუქარის დაბრუნება და შეერთებული შტატების ბატონობა

1989 წელს ბჟეზინსკი წავიდა კოლუმბიის უნივერსიტეტიდან, სადაც იგი ასწავლიდა 1960 წლიდან, რათა თავი მიეძღვნა უკრაინის დამოუკიდებელი სტატუსის შემუშავებისთვის, რაც იქცა მისი მუშაობის დასაწყისად იმაზე, რათა არ დაეშვა რუსეთის აღორძინება როგორც სუპერ-დერჟავისა. პირიქით, იგი იცავს რუსეთის ინტეგრაციას დასავლურ სისტემაში და „გეოპილიტიკურ პლურალიზმს“ ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეზე. იმავე დროს იგი შეიმუშავებს „გეგმას ევროპისთვის“, რომელიც ითვალისწინებს ნატო-ს გაფართოებას ბალტიისპირეთის რესპუბლიკებში. მისი ძალისხმევა ნაყოფებს მოიტანს რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც სამი ბალტიისპირა რესპუბლიკა ინტეგრირებული იქნება ნატო-ში 2002 წელს.

90-იანი წლების განმავლობაში იგი ასევე გახლდათ აშშ პრეზიდენტის სპეციალური წარგზავნილი მსოფლიოში სანავთობე ინფრასტრუქტურის ყველაზე უფრო მსხვილი პროექტის _ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის გატანისთვის (რუს. для продвижения) (5). ეს პროექტი წარმოადგენდა მისი მისწრაფებების საუკეთესო კონკრეტიზაციას არ მიეცა რუსეთისთვის ფეხზე დადგომის საშუალება. ამდროულად იგი ხელმძღვანელობს 1999 წლიდან „ამერიკულ კომიტეტს მშვიდობისტვის ჩეჩნეთში“ (American Committee for Peace in Chechnya – www.peaceinchechnya.org), რომელიც იმყოფებოდა „ფრიდომ ჰაუზის“ (Freedom House) სადგომში. იგი ამტკიცებს, რომ ამ თანამდებობაზე იგი ხელს უწყობს სამშვიდობო მოლპარაკებებს რეუსეთის მთავრობასა და მასხადოვის ხელმძღვანელობით დამოუკიდებლობისთვის მებრძოლებს შორის. მაგრამ მისი საქმიანობა, რომელიც გულდასმითაა შემოსილი სასიკეთო „დემოკრატიული“ განზრახვებით, სულ უფრო და უფრო ცუდად ნიღბავს რეალობას, სახელდობრ კი _ საიდუმლო დახმარებას სეპარატისტებისთვის პერიფერიული ომის შესანარჩუნებლად, როგორც ავღანეთში, რუსეთის დასუსტებისა და კასპიის ზღვის შემოსავლებისგან (რესურსებისგან) მისი ჩამოშორებისთვის.

ბჟეზინსკის დოქტრინის რეალიზაცია, რომლის თანახმადაც „ევრაზიაში გაბატონებული დერჟავა გააკონტროლებს მსოფლიოს ორ ყველაზე უფრო მეტად განვითარებულ და ეკონომიკურად პროდუქტიულ რეგიონს“, დაკავშირებულია ნატო-ს გაფართოებასთან აღმოსავლეთისკენ, რაზედაც კლინტონის ადმინისტრაცია მუშაობდა განსაკუთრებით აქტიურად. მაგრამ როგორ ახერხებს იგი „მიყიდოს“ ეს აუცილებლობა ევროპელებს? „ევროპული რეგიონი, რომელიც მდებარეობს ევრაზიის დასავლეთ საზღვარზე და უშუალო მახლობლობაში აფრიკასთან, ყველაზე უფრო მეტად ექვემდებარება რისკს მზარდი გლობალური ქაოსის მხრიდან, ვიდრე პოლიტიკურად უფრო ერთიანი, სამხედრო მიმართებით უფრო ძლიერი და გეოგრაფიულად უფრო მეტად იზოლირებული ამერიკა. (...) ევროპელები დაექვემდებარებიან უფრო მეტ რისკს, თუკი რუსეთის საგარეო პოლიტიკა სტიმულირებული იქნება შოვინისტური იმპერიალიზმით“ _ გვიხსნიდა იგი მიმოხილვაში „National Interest“ 2000 წელს (6). ეს ყველაფერს ნათელს ჰფენს: ნატო-ს ძალების განლაგება იყო პრევენციული ზომა. თუკი რუსეთი რეაგირებას მოახდენს იმით, რომ გადავა თავდაცვაში, ეს იმის დამტკიცება იქნება, რომ მას სურს აღადგინოს თავისი იმპერია და კვლავ გახდეს ტოტალიტარული.

მუშაობს რა ერთდროულად BP-Amoco-სა და Freedom House-ის კონსულტანტად, ბჟეზინსკი პასუხს აგებს აზერბაიჯანში იმაზე, რომ გამოასწოროს მისი ლიდერის ჰაიდარ ალიევის იმიჯი. ამისთვის იგი უყოყმანოდ უწოდებს დიქტატორს „კარგ ყმაწვილს“ ინტერვიუში რომელიც მისცა „ნიუ-იორკ ტაიმსს“ (7). ალიევის დიქტატურის ანგლო-საქსონური მხარდაჭერის გასამართლებლად ბჟეზინსკის ხალისით მოჰყავს არგუმენტად, რომ კომუნისტური მმართველობის სამოცდაათი წლის შემდეგ არ შეიძლება მოველოდეთ, რომ აზერბაიჯანი და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკები გახდნენ დემოკრტიულები დროის ასეთი მოკლე მონაკვეთის მანძილზე. თუმცა კი ალიევის რეჟიმის პოლიტიკური რეპრესიები უკანასკნელ წლებში ძლიერდებოდა კასპიის ზღვის სიმდიდრეებთან მიმართებით გაუმართლებელი იმედების შემცირების პროპორციულად, აზერბაიჯანი მიუხედავად ამისა „არათავისუფალი ქვეყნის“ თანრიგიდან გადავიდა „ნაწილობრივ თავისუფალი“ ქვეყნის ტანრიგში „ფრიდომ ჰაუზის“ კლასიფიკაციით (8). იმავე დროს სახელმწიფო მდივანმა და ბჟეზინსკის მოწაფემ მადლენ ოლბრაიტმა 1999 წელს ჰაიდარ ალიევი მიიწვია ნატო-ს საიუბილეო ზეიმზე.

ამავე მიზნით _ ნატო-ს შეღწევისა (რუს. проникновения НАТО), რათა უფლება მიეცათ დასავლეთის ინტერესებისთვის, განსაკუთრებით სანავთობე ინტერესებისა, ფესვები გაედგა რეგიონში, _ საქართველომ, აზერბაიჯანმა და უკრაინამ მოახდინეს ერთობლივი სამხედრო სწავლებების ორგანიზება 1999 წლის 16 აპრილს ნატო-ს პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ ფარგლებში (9).

„ჩეჩნეთში მშვიდობისთვის ამერიკული კომიტეტის“ ინიციატივით, რომლის ხელმძღვანელიც არის ბჟეზინსკი, 2002 წლის 16-დან 18 აგვისტოს ჩათვლით ლიხტენშტაინში ჩაიარა შეხვედრამ ჩეჩნური მოძრაობის მთავარ ლიდერებს შორის. ეს შეხვედრა მოხდა ბასაევისა და მასხადოვის შეხვედრიდან ორი თვის შემდეგ, რომელზედაც დადებულ იქნა შეთანხმება „ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის სამხედრო ძალების“ ერთობლივი სარდლობის შესახებ. მონაწილეებმა გამოთქვეს აზრი, რომ ჩეჩნეთი მეტად აღარ შეიძლება შედიოდეს რუსეთის შემადგენლობაში, რომ აუცილებელია უფრო მეტი ავტონომია და რომ დაბეჯითებით აუცილებელია მოლაპარაკებები მასხადოვთან. მაგრამ იყო თუ არა მძევლების აყვანა ბესლანში, რომლის გამოც პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო ბასაევმა, ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის მოთხოვნის პროცესის ნაწილი, თუ რუსეთის დესტაბილიზაციის პროცესისა? (10) რადგანაც ამ აქციის მთავარ შედეგად იქცა დაძაბულობის ზრდა ჩრდილოეთ ოსეთსა და მის მეზობელ ინგუშეთს შორის, ე. ი. რეგიონის უფრო მეტად „ბალკნიზაცია“, ამიტომ აქ წარმოიქმნება კითხვები.

დღესდღეობით ბჟეზინსკი აქტიურად თანამშრომლობს სტრატეგიული საერთაშორისო კვლევების ცენტრთან CSIS (www.csis.org), მაგრამ კვლავ რჩება ამერიკელი დემოკრატების საგარეო პოლიტიკის პროგრამის ტვინად, რის შესახებაც მოწმობს კანდიდატ კერის შეპყრობილობა, და განსაკუთრებით კი მისი პარტნიორის ჯონ ედვარდსისა იმ საკითხებში, რომლებიც შეეხება რუსეთს.

მიჰყვებოდნენ რა მარკ ბჟეზინსკის რჩევებს, მათ გადაწყვიტეს თავიანთ ნომერ პირველ პრიორიტეტად გაეხადათ რუსეთის ბირთვული განიარაღების საკითხი იმ დროს, როდესაც მან აღადგინა თავისი ნავთობის წარმოება სსრკ-ის დანგრევის წინა პერიოდის დონემდე, და რუსეთის სახელმწიფო ჭარბად ღებულობს მოგებას ნავთობზე დღევანდელი ფასების წყალობით, რამაც საშუალება მისცა რუსეთს ახლახანს გაეორმაგებია თავისი თვდაცვითი ბიუჯეტი. ე. ი. საკითხი იმ საშიშროების თაობაზე, რომელსაც წარმოადგენს რუსეთის ბირთვული არსენალი ქვეყნის ნგრევის მდგომარეობაში, უკვე აღარ არის აქტუალური, მიუხედავად იმისა, რასაც ამტკიცებს ჯონ კერი. მისი მიზანი სხვა რამეშია: იგი ემხრობა რუსეთის დასავლეთისადმი დაქვემდებარების (დამორჩილების) სტრატეგიას, რომელსაც უკვე რამდენიმე ათწლეულის მანძილზე იცავს ზბიგნევ ბჟეზინსკი. მაგრამ ამიერიდან მათთვის სულ უფრო ძნელია მსოფლიო საზოგადოებრიობის დარწმუნება იმაში, რომ რუსეთი განასახიერებს აბსოლუტურ ბოროტებას, და რომ თუკი იგი არ იქნება დაქვემდებარებული (დასავლეთისადმი), მაშინ იგი ჩაეფლობა ტოტალიტარიზმში (11). ამისთვის საჭიროა მოახდინონ მისი რეაქციის პროვოცირება იმავე ხერხით, რაც გამოყენებულ იქნა ავრანეთში 1979 წელს, რადგანაც შეერთებული შტატების საპირისპიროდ იგი დაზღვეულია ნებისმიერი პრობლემებისგან საკუთარი თავის ენერგორესურსებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით მომავალ ათწლეულებში. ამით შეიძლება მოვახდინოთ წანაცვლების კონსტატირება ბჟეზინსკის ცნებათა სისტემაში, რომელმაც ახლახანს უწოდა ვლადიმირ პუტინს „რუსი ბენიტო მუსოლინი“ თავიდან „უოლ სტრიტ ჯორნელისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, ხოლო შემდეგ კი «Новая газета»-ში.

არტურ ლეპიკი
ИноСМИ.ru, 28.07.05.
საიტზე narochnitskaia.ru გამოქვეყნდა: 02.08.05.

რუსულიდან თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

შ ე ნ ი შ ვ ნ ე ბ ი:

(1) Between two Ages: Americ’s Role in the Technotronic Era par Zbignew Bjzezinski, Harper ed., 1971. ფრანგული გამოცემა: Revolution technotronique, Calman-Levy ed., 1971.

(2) სამმხრივმა კომისიამ ასევე აიძულა საფრანგეთის პრეზიდენტი ჟისკარ დ’ესტენი დაენიშნა პრემიერ-მინისტრად ერთერთი მისი წევრთაგანი _ რაიმონ ბარე, ეკონომიკის პროფესორი პოლიტიკური გამოცდილების გარეშე.

(3) ბჟეზინსკიმ თავის გუნდში ჩართო მადლენ კ. ოლბრაიტი (მისი მამა მსახურობდა ჩეხოსლოვაკიაში ბჟეზინსკის სიმამრის ედუარდ ბენეშის მთავრობაში) და ცივილიზაციების შეჯახების კონცეფციის ორი თეორეტიკოსი (www.reseauvoltaire.net/article14101.html) _ ბერნარდ ლუისი და სემუელ პ. ჰანტინგტონი.

(4) Le Nouvel Observateur # 1732, 15-21 იანვარი 1998, p. 76.

(5) იხ. „L’Azerbaidjan, un pote colonial avance“, Artur Lepic, Voltaire, 10 სექტემბერი 2004. (www.reseauvoltaire.net/article14866.html)

(6) ციტირებულია წერილში „Bribing Montenegro – It didn’t work“, George Szamuely, antiwar, 15 ივნისი 2000. (www.antiwar.com/szamuely/sz061500.html)

(7) „Freedom spells B-A-K-U“, Counterpunch Magazine, 1999. (www.counterpunch.org/baku.html)

(8) იხ. „Freedom House, quand la liberte n’et qu’un logan“, Voltaire, 7 სექტემბერი, 2004. (www.reeauvoltaire.net/article14830.html)

(9) წერილი „U.S. and NATO goals in the Balkans“, Lenor Foertel, International Action Senter, 1999. (www.iacenter.org/warcrime/lfoerstl.htm%C2%BB)

(10) მარივილიუს კარასკოსა და რედაქცია Voltaire-ს წერილი „La responsabilite anglo-saxonne a Beslan“, 27 სექტემბერი 2004. (www.inosmi.ru/translation/221131.html)

(11) წერილი “115 atlantistes contre la Russie”, Thierry Meyssan, Voltaire, 1 ოქტომბერი 2004. (www.reseauvoltaire.net/article15119.html).

No comments:

Post a Comment