Tuesday, November 16, 2010

ევრაზიის გასაღები ძევს შავი ზღვის ფსკერზე

დასავლეთის უპრეცედენტო ზეწოლა რუსეთზე, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ამ უკანასკნელის გამოდევნა ახლო აღმოსავლეთსა და ამიერკავკასიაში ყველა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პოზიციიდან, ყველაზე უფრო თვალსაჩინოდ ვლინდება რუსეთის ურღიერთდამოკიდებულებებში დსთ-ის იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც მდებარეობენ შავი ზღვის სრუტეების სტრატგიულ რეგიონში და ნახშირწყალბადების ტრანსპორტირების გზებზე. უკანასკნელი ათი წლის მოვლენებმა კვლავ მთელი სიმწვავით დასვეს ცნობილი „აღმოსავლური საკითხი“, დაიყვანეს რა ნულზე რუსეთის მშენებლობის სახლმწიფოებრივი მუშაობა სამხრეთში. ამ მუშაობის წყალობით თავის დროზე შეჩერებულ იქნა დასავლეთის ექსპანსია და მოთვინიერებულ _ თურქეთის მადა. ახლა გარეშე ძალები უსერიოზულეს გავლენას ახდენენ არა მხოლოდ უკრაინის, არამედ აგრეთვე საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის საბოლოო არჩევანზე, იბრძვიან რა ევრაზიისთვის მათთვის მომგებიანი გეოპოლიტიკური შესახედაობის მისაცემად.

როგორც 1917 წლის რევოლუციას, ისე სსრკ-ის დანგრევასაც გააჩნდა უდაო შინაგანი წანამძღვრები. მაგრამ 1991 წელს გარეშე ძალების გავლენამ რუსეთის ისტორიაში ითამაშა უდიდესი როლი, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა. XX ასწლეულში „Realpolitik“ აღმოჩნდა კარგად შენიღბული იდეოლოგიური კლიშეებით და დასავლეთი მიესალმა „დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოების“ წარმოქმნას. ამასთან დემოკრატიასა და კანონიერებაში აღიარებული მენტორი _ აშშ დაპირდა უკრაინის ცნობას ჯერ კიდევ რეფერენდუმამდე და იცნო საქარტველო ჯერ კიდევ თბილისში ხელისუფლების ლეგიტიმიზაციამდე. ახალი სუბიექტები დაუყოვნებლივ მიიღეს საერთაშორისო სტრუქტურებში, შესთავაზეს მათგან „უცხოური“ არმიის გაყვანა. დასავლეთისთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო სსრკ-ის დემონტაჟი საკონსტიტუციო სამართლებრივი პროცედურის შესაბამისად რესპუბლიკების მისგან გასვლის გზით, რომელიც აშკარად ჩამოართმევდა საქართველოს, მოლდოვას, უკრაინასა და აზერბაიჯანს იმ სტრატეგიულ ტერიტორიებს, რომლებიც მათ მიიღეს ისტორიული რუსეთის კომუნისტური ფედერალიზაციის მსვლელობისას, აგრეთვე ფასეულობასაც მსოფლიო წონასწორობის დაგეგმილი სრული გადახედვისას (2).

ახალი მსოფლიო პროექტის ნაწილს წარმოადგენს შავი ზღვა _ კასპიის ზღვის რეგიონის სრული რეორგანიზება რუსეთისგან საქართველოსა და აზერბაიჯანის ჩამოშორებით, აგრეთვე რუსეთისგან სომხეთის იზოლირება. სახეზეა აქტიურობა უაღრესად ახალ სფეროსიც _ ე. წ. „გეოეკონომიკაში“ _ ძლიერი სახელმწიფოებრივი ძალისხმევის მეშვეობით მსხვილი ეკონომიკური პროექტების შექმნაში, რომლებიც მოწოდებულია პირველ რიგში მრავალსაუკუნოვანი, გეოპოლიტიკურად მდგრადი არეალების სამხედრო-სტრატეგიული გადაორიენტირების უზრუნველსაყოფად.

ანტირუსული ბლოკის შექმნა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ტერიტორიაზე

ისტორიული სივრცის გეოპოლიტიკური სახის შენარჩუნების ერთერთ მთავარ ინსტრუმენტს წარმოადგენს სამხედრო-სტრატეგიული ერთიანობა. მას აყალიბებს ხელშეკრულებები ერთობლივი თავდაცვისა და კავშირების შესახებ, რომლებიც მოწმობს საერთო სტრატეგიული ინტერესების არსებობას, განსაზღვრავს მესამე ქვეყნებისადმი ურთიერთვალდებულებებს. ასეთ ელემენტად ჩანაფიქრის მიხედვით იყო ხელშეკრულება კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ, რომელსაც 1992 წლის 15 მაისს ხელი მოაწერა ტაშკენტში ათმა სახელმწიფომ _ რუსეთმა, ბელორუსმა, სომხეთმა, აზერბაიჯანმა, ყაზახეთმა, ყირგიზეთმა, მოლდოვამ, ტაჯიკეთმა, თურქმენეთმა და უზბეკეთმა. უკრაინა უკვე მაშინ იქცა მხოლოდ მთვალყურედ, რითაც აღნიშნა თავისი დრეიფი რუსეთისგან. ხელშეკრულების 1-ლი მუხლის შესაბამისად მხარეები ვალდებულებას იღებდნენ „არ შედიოდნენ სამხედრო კავშირებში ან ღებულობდნენ მონაწილობას სახელმწიფოების ისეთ დაჯგუფებებში, აგრეთვე მოქმედებებში, რომლებიც მიმართულია სხვა მონაწილე სახელმწიფოს წინააღმდეგ“. ეს ნიშნავდა არ შესვლას ნატო-ში. დანარჩენში ხელშეკრულება არასაკმარისად შეესაბამებოდა ერთობლივი თავდაცვის დონეს, არ ვარაუდობდა წევრების ავტომატურ ერთობლივ დაცვას, თუმცა კი ამტკიცებდა, რომ აგრესია ერთი რომელიმე მათგანის წინააღმდეგ „განიხილება როგორც აგრესია ყველა მონაწილე სახელმწიფოს წინააღმდეგ“, რომლებიც მსხვერპლს „აღმოუჩენენ“ „აუცილებელ დახმარებას სამხედრო დახმარების ჩათვლით“ და მისი მსგავსი. 2000 წლისთვის ნატო-ს გაფართოება რეალობაა, ისევე, როგორც მასში აღმოსავლეთ ევროპისა და მომავალში ბალტიისპირეთის ქვეყნების შესვლა. ამ ფონზე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების გაგრძელების თაობაზე ოქმს ხელი მოაწერა მხოლოდ ექვსმა სახელმწიფომ – რუსეთმა, ბელორუსმა, ყაზახეთმა, ყირგიზეთმა, სომხეთმა და ტაჯიკეთმა.

თუკი პირველი ხუთი წლის მანძილზე რუსეთისგან დისტანცირებაში დაინტერესებული ქვეყნები უბრალოდ ამუხრუჭებდნენ კოლექტიური უსფრთხოების შესახებ ხელშეკრულების განვითარების პროექტებს, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში უკვე გამოვლინდა მისთვის აშკარად გვერდის ავლის მცდელობებიც. ამ მიზანს ემსახურება სხვადასხვანაირი ფორმები და კონფიგურაციები, რომლებსაც ქმნიან სხვადასხვა საბაბით ფორმალურად დეკლარირებული კერძო ხასიათის მიზნებით, მაგრამ შემდგომში კი მათთვის გაცილებით უფრო სერიოზული აზრის მიცემითაც. ასე, 1997 წლის 10 ოქტომბერს სტრასბურგში, ევროპის საბჭოს სესიის მსვლელობისას გაფორმებულ იქნა კონფიგურაცია სუამ-ი, რომელმაც სახელწოდება მიიღო მასში შემავალი სახელმწიფოების _ საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდოვას სახელწოდებების პირველი ასოების მიხედვით. ოფიციალურად გამოაცხადეს, რომ სუამ-ი _ ეს არის „არაფორმალური საკონსულტაციო სტრუქტურა“ კასპიის ზღვის ნახშირწყალბადების დამუშავებისა და ამჟამად შექმნის პროცესში მყოფი ევრაზიული ტრანსკავკასიური სატრანსპორტო დერეფნის გავლით მათი ტრანსპორტირების კოორდინირებისთვის, აგრეთვე აფხაზეთში, მთიან ყარაბაღსა და დნესტრისპირეთში კონფლიქტების დარეგულირების სფეროში დახმარებისა და კონსულტაციებისთვის. მაგრამ უკვე 1998-1999 წლებში სუამ-მა გამოიჩინა აქტიურობა პოლიტიკურ სფეროებში, რაც გამოვლინდა მასში მონაწილე ქვეყნების შეთანხმებული გამოსვლებით ეუთო-ში და სხვა ფორუმებზე.

აშკარაა, რომ დსთ-ის მომავლისთვის კონკურენტი ორგანიზაციის მსგავსი საქმიანობა რუსეთის გარეშე ატარებს ცალმხრივად დესტრუქციულ ხასიათს, რადგანაც ახდენს თანამეგობრობის, როგორც მისი წევრი სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკის პოლიტიკური კოორდინაციის მთავარი ორგანიზაციის დისკრედიტაციას. ამის დადასტურებად იქცა კონტაქტების ახალი ხაზებიც. 1999 წლის თებერვალში ბაქოში შედგა სუამ-ის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა, რომლის მსვლელობისას განიხილავდნენ ერთობლივი სამშვიდობო ბატალიონის შექმნის გეგმებს ნავთობის უსაფრთხო ტრანსპორტირების უზრუნველყოფის აუცილებლობის საბაბით. მისი წევრი სახელმწიფოების პოზიცია ღიად პრონატოურია. ნატო-ში შესასვლელად მზადყოფნის შესახებ ირიბი ფორმით განაცხადეს აზერბაიჯანმა, საქართველომ და უკრაინამ. კიევი და ბაქო გამოთქვამდნენ მზადყოფნას სამხდრო ბაზების მიცემისთვის.

1999 წლის თებერვალში სუამ-ში ოფიციალურად შევიდა უზბეკეთი, რამაც შეცვალა ორგანიზაციის დასახელება – სუუამ-ით. 1999 წლის 24 სექტემბრის ერთობლივ განცხადებაში მასში შემავალი ქვეყნების პრეზიდენტებმა გამოხატეს განზრახვა ანვითარებდნენ ურთიერთობებს ევრო-ატლანტიკური პარტნიორობის საბჭოსა (ეაპს, რუს. СЕАП) და პროგრამაში „პარტნიორობა მშვიდობისათვის“. ყოველივე ეს ხდებოდა იმის ფონზე, როცა აზერბაიჯანი და უზბეკეთი გავიდნენ ხელშეკრულებიდან კოლექტიური უსფრთხოების შესახებ, რის მოტივირებასაც ისინი ახდენდნენ ვითომდა თანამშრომლობის „ვერშემდგარობით“ ხელშეკრულებაში და მისი უუნარობით ემსახურბოდეს კონფლიქტების გადაწყვეტას. აშკარაა, რომ ამის ჭეშმარიტ მიზეზს წარმოადგენდა რუსეთისგან დისტანცირების სურვილი, დასავლეთის ინტერესებზე თამაშისა და ამის გამო მისგან პოლიტიკური და ფინანსური წახალისებების მიღებისკენ მისწრაფება.

სუუამ-ის საქმიანობაში გამოჩენილ სამხედრო-სტრატეგიულ შემადგენლებზე დამატებით დაიმზირება საორგანიზაციო გაფართოებისკენ მიმართული მდგრადი ტენდენციაც. სუუამ-ს უკვე პერიოდულად უწოდებენ „რეგიონულ ორგანიზაციას“. სიმპტომატურია, რომ ზ. ბჟეზინსკი პირდაპირ უბიძგებდა იმ სტრუქტურის შექმნისკენ, რომელშიც არ იქნებოდა რუსეთი და მიუთითა, რომ „სუუამ-ი ეს არის კარგი ინიციატივა“, რომელიც „დროთა განმავლობაში შესაძლოა იქცეს უსაფრთხოების სისტემად“. აღსანიშნავია, რომ მისი აზრით, ამ გაერთიანებაში აუცილებელია ჩართონ აგრეთვე სომხეთიც, ე. ი. ამიერკავკასიის ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც ანვითარებს სამხედრო-სტრატეგიულ თანამშრომლობას რუსეთთან. მისი სიტყვით, სუუამ-ში შესაძლოა შესულიყვნენ არა მხოლოდ სსრკ-ის ყოფილი რესპუბლიკები, არამედ აგრეთვე რუმინეთიც, პოლონეთიცა და თურქეთიც. რუკაზე ასეთი კონფიგურაცია ნატო-ს სავარაუდო გაფართოების ზონასთან ერთად – ეს არის რუსეთის სრულად მოკვეთა ევროპისგან, ბალტიის, შავი და კასპიის ზღვებისგან, თურქეთით, როგორც რეგიონული სახელმწიფოთი სათავეში. რა ექნათ იმისთვის, რათა არ მისცენ ისტორიული შანსი მართლმადიდებელ სლავობას, როგორც წერდა ნ. დანილევსკი თავის წიგნში „რუსეთი და ევროპა“, „შესაძლოა თურქიც კი აიყვანონ მოკავშირედ და მისცენ მას ცივილიზაციის დროშა“.

დასახელებულ სახელმწიფოთა ეს თანამიმდევრული პოლიტიკური ინიციატივები ვითარდება მათი ლიდერების არანაკლებად თანამიმდევრული განცხადებების ფონზე დსთ-ის წარუმატებლობის შესახებ, უფრო მეტად ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე გადასვლის აუცილებლობის შესახებ, რაც უარყოფს დსთ-ის ფარგლებში თანამშრომლობის კონსოლიდირებას და ნათლად გვიჩვენებს ამ სახელმწიფოთა პოლიტიკაში არსებულ მდგრად ტენდენციას თანამეგობრობისთვის თანდათანობით არსის გამოცლისა და გამოფიტვისკენ, აგრეთვე მათში სურვილის არქონას საგარეო პოლიტიკის საკითხებში მოსკოვის ორბიტაში დასარჩენად, რაც სავსებით შეესაბამება დასავლეთის მისწრაფებებს, აგრეთვე ხმელთაშუა ზღვისა და სრუტეების, ყირიმისა და კავკასიის რეგიონს გადააქცევს თურქეთისა და მსოფლიო ისლამის ზოგიერთი რაზმის მისწრაფებების ობიექტად. ასეთი ტენდენცია სრულ შესაბამისობასია კურსთან ბალტიკიდან შავ ზღვამდე ნატო-ს კონტროლისადმი დაქვემდებარებული სანიტარული კორდონის გაფორმებაზე, რომელიც რუსეთს აშორებს ბალკანეთისგან და კეტავს მას გეოპოლიტიკურ ტომარაში. ამისთვის აუცილებელია მოაღრჩონ დნესტრისპირეთი – იზმაილიდან რუსული ხომალდების წასვლის შემდეგ რუსეთის ერთადერთი საყრდენი წერტილი დუნაი _ ბალკანეთის მიმართულებით, და მოკვეთონ რუსეთი ევროპისგან და შავი ზღვისპირეთისგან და გამოკეტონ იგი ევრაზიულ ხაფანგში.

უცხოებთან ერთად თავისიანების წინააღმდეგ: ქართული პარადოქსი

ასეთ სტრატეგიას სავსებით აკმაყოფილებს საქართველოს პოლიტიკა, რომელიც თავის საგარეოპოლიტიკურ იდეოლოგიაში ახდენს რუსეთისგან გაუცხოების დემონსტრირებას. ისტორიული აზრისა და სახელმწიფო დოქტრინის მთელ იდეოლოგიას საქართველოში, ისევე როგორც უკრაინაშიც, გადახედეს რუსეთისგან დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სულისკვეთებით, რომელმაც ვითომდაც მოსპო ქართული სახელმწიფოებრიობა, თუმცა კი თავისი გვირგვინის ქვეშ უნდა მიეღო იგი მხოლოდ იმისთვის, რათა თავისი იარაღით დაეცვა სპარსელებისა და თურქებისგან (2). სწორედ თურქეთთან _ თავის ისტორიულ დამმონებელთან განზრახ არის თამაშს გადაყოლილი საქართველო და იგნორირებას უკეთებს უკანასკნელის მხრიდან გამოვლენილი ისტორიული რევანშის სურვილის აშკარა სიმპტომებს. ყოველივე ეს საბოლოოდ ანგრევს საბჭოთა დროში და უფრო ადრეც გავრცლებულ ილუზიებს იმის შესახებ, რომ მართლმადიდებლი და მგზნებარე საქართველო ყოველთვის წარმოადგენდა რუსეთისთვის განსაკუთრებულად ერთგულ სულიერ მოკავშირეს.

მაგრამ ჯერ კიდევ ა. ი. დენიკინი თავის „რუსეთის არეულობის ნარკვევებში“ წერდა ქართველი ინტელიგენციის მოულოდნელად ღრმა ანტირუსული განწყობების შესახებ რევოლუციისა და სამოქალაქო ომის წლებში. ზედმეტი არ იქნება შეგახსენოთ, რომ უკვე მაშინ საქართველოს მენშევიკურმა მთავრობამ დაუყოვნებლივ დაიწყო ურთიერთობების დამყარება სწორედ რუსეთის ევროპელ გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგეებთან –ავსტრიულ-გერმანულ ბლოკთან და ფოთის შეთანხმება დასდო კაიზერის გერმანიასთან, რომელმაც ამ მომენტისთვის მოახდინა მთელი უკრაინისა და ბალტიისპირეთის ოკუპაცია და სამოკავშირო ურთირთობებში იმყოფებოდა თურქეთთან. მაგრამ გერმანიამ მალევე გამოაცხადა კაპიტულაცია და ქართულმა თვითგამოცხადებულმა მთავრობამ სწრაფად გადაიტანა ორიენტაცია ანტანტაზე (3).

თუკი ფრანგები ჯერ კიდევ განიცდიდნენ რაიმენაირ მადლიერებას თავიანთი მოკავშირის – რუსეთის მიმართ აღმოსავლეთის ფრონტის მიერ ომში გაღებული მსხვერპლის გამო, ინგლისელებმა, საბჭოთა რუსეთის ომიდან გამოსვლისა და აღმოსავლეთის ფრონტის მოშლის შედეგად ანტანტისთვის წარმოქმნილი საშიშროებისგან თავის დაღწევის შემდეგ, დაუყოვნებლივ აიღეს შეიარაღებაში გეგმა რუსეთის დანაწევრებისა და მის ცალკეულ ნაწილებზე თავიანთი კონტროლის დაწესების შესახებ, უწინარეს ყოვლისა მის ზღვებთან გასასვლელებზე. დასავლეთში ბალტიის ზღვის სანაპიროებთან მათ ფსონის კეთება დაიწყეს კაიზერული ჯარების ხიშტებით დასმულ ბალტიისპირა სახელმწიფოთა ნახევრადფაშისტურ რეჟიმებზე, სამხრეთში კი – უწინარეს ყოვლისა საქართველოზე, გარკვეული ხარისხით სომხეთზეც, თუმცა კი ლონდონი ნაკლებ იმედებს ამყარებდა სომხეთის ანტირუსულ განწყობებზე. თავის დროზე სომხები არ ცდუნდნენ თურქეთის – კაიზერული გერმანიის მოკავშირის დაპირებებით.

კავკასია ყოველთვის წარმოადგენდა შავი ზღვის სრუტეების რეგიონში დომინირებისა და მასზე კონტროლის გასაღებს. ამიტომ ხელსაყრელ გარემობებში კავკასიასთან მიმართებით ყველა დიდი სახელმწიფო ავლენდა თავის ძალას. ჯერ კიდევ I მსოფლიო ომის დასაწყისში არსებობდა მთელი კავკასიის ხელახლა გადანაწილების გეგმები, რაზედაც დამაჯერებლად მოწმობს ახალგაზრდა თურქეთის ხელმძღვანელობის ღია დაპირებები რუსეთის კავკასიელი ხალხებისთვის, რომლებსაც არიგებდნენ იმ იმედით, რომ „კავკასიაში რუსების წინააღმდეგ აჯანყდებიან თათრები, ქართველები და მთიელები“, და სომხებსაც სთავაზობდნენ მათთან შეერთებას. ომში წარმატების შემთხვევაში „რუსების განდევნის“ შემდეგ ახალგაზრდა თურქები პირდებოდნენ „ჩრდილო-დასავლეთში შეიქმნას ავტონომიური საქართველო ქუთაისის, ტფილისის, ბათუმისა და ტრაპიზონის გუბრნიის ნაწილის ფარგლებში“, ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში „გამოიყოს ავტონომიური მუსლიმანური ოლქი დაღესტნის, ბაქოსა და ელიზავეტპოლის გუბერნიის ნაწილის შემადგენლობით“ და, ბოლოს, ცენტრალურ ნაწილში შეიქმნას „ავტონომიური სომხეთი ერევნის, ყარსის, ელიზავეტპოლის გუბერნიის დასავლეთ ნაწილისგან მათთვის არზრუმის, ვანისა და ბითლისის ვილაიეთების მიმდებარე ნაწილების მიერთებით“ (4).

დიდი ხანი არ არის, რაც შეუდგნენ იმ დოკუმენტების სამეცნიერო კვლევას, რომლებიც სინათლეს ჰფენს პანთურქისტების ურთიერთობებს ბოლშევიკებთან (კერძოდ ენვერ-ფაშას საქმიანობას, ბოლშევიკების მიერ ჩეჩნების გამოყენებას თეთრი კაზაკობისა და ისტორიული რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილი ბარის ჩეჩნების წინააღმდეგ), იმ ურთიერთობებს, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს ბევრ დღვანდელ ტრაგიკულ პროცესს ჩრდილო-კავკასიაში და კავკასიონის ქედის სამხრეთშიც, სახელდობრ ჩეჩნურ კვაზისახელმწიფოებრივ სისხლის სამართლებრივ „რენესანსსა“ და სომხურ-აზერბაიჯანულ კონფლიქტს, რომლის ფესვებიც მიდის საუკუნის დასაწყისში ქემალისტების პოლიტიკასთან სიონისტური მოძრაობის საიდუმლო მხარდაჭერით. რევოლუციამ, შეტეხა რა რუსეთის ეგიდით მართლმადიდებელი და მუსლიმანი ხალხების კონსტრუქციული თანაცხოვრების ფაქიზი უნიკალური მექანიზმი, კოლოსალური შესაძლებლობები გადაუშალა თურქ სტრატეგოსებს (თავიდან ახალგაზრდა თურქებს, შემდეგ კი ქემალისტებს) მათი მოუთოკავი გეოპოლიტიკური გეგმების განხორცილებისთვის.

მაგრამ არც ანტანტა აპირებდა მემკვიდრეობითი რუსეთის აღდგენისთვის მხარის დაჭერას, რომელთანაც მოუწვდა გერმანიაზე საერთო გამარჯვების გაყოფა და მანამდე დადებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების, სახელდობრ კონსტანტინოპოლისა და შავი ზღვის სრუტეების შესახებ, შესრულება. ანტანტის ანგლოსაქსონურმა ნაწილმა მეტად სწრაფად აიღო გეზი რუსეთის იმპერიის საბოლოოდ დაშლის აღიარებაზე.

„კონსტანტინოპოლის განსაკუთრებულობას შეადგენს ის, რომ არანაირ ცვლილებებს სავაჭრო გზებში, ისტორიული თეატრის არანაირ გაფართოებას არ შეუძლიათ მისი ისტორიული როლის შემცირება“, _ წერდა გეოპოლიტიკაში საერთოდ და ანგლოსაქონელთათვის კერძოდ კონსტანტინოპოლის მუდმივად მდგრადი აზრის თაობაზე ნ. ი. დანილევსკი, _ „პირიქით კულტურისა და შეტყობინების საშუალებების ყველანაირი გავრცელება მეტი ან ნაკლები ხარისხით უნდა აისახოს მისი სავაჭრო, პოლიტიკური და საერთოდ კულტურული მნიშვნელობის გაძლიერებაზე“. რაც შეეხება ანგლოსაქსებს, რომელთა ეკონომიკური ინტერესები და სავაჭრო გზები არანაირად არ იყო მიბმული კონსტანტინოპოლზე, როგორც გასულ საუკუნეებში, ისე 1945 წელშიცა და XX საუკუნის 90-იან წლებშიც, მთელი სისრულით მოქმედებს ნ. ი. დანილევსკის შემდგი მსჯელობა: „კონსტანტინოპოლის დაუფლების მთლი სარგებელი მათთვის შემოიფარგლებოდა მხოლოდ იმ ზარალით, რასაც ისინი ამით მოაყენებდნენ რუსეთს“.

ანგლოსები კავკასიასა და ამიერკავკასიაში გამოჩნდნენ 1919 წლის ნოემბრისთვის, დაიკავეს ბაქო და რკინიგზა ბათუმამდე. როგორც იხსენებდნენ თეთრი (თეთრგვარდიული მოძრაობის _ ი. ხ.) მოღვაწეები, სწორედ ინგლისელების წახალისებით ქართველებმა დაიკავეს გარკვეულწილად მტრული პოზიცია რუსებისადმი საერთოდ და მოხალისეთა არმიისადმი კრძოდ, ხოლო რუსები ტფილისში განიცდიდნენ ნამდვილ დევნას. განსაკუთრებით ბევრი გადაიტანა რუსულმა ეკლესიამ. ა. დენიკინი „სთხოვდა კიდეც ინგლისელებს განემარტათ, ჰქონდათ მათ (რუსებს) საქმე მოკავშირეებთან თუ მტრებთან“. ეს ფაქტები ნათელს ჰფენს ე. შევარდნაძის დაჟინებულ სურვილს იხილოს რომის პაპი საქართველოში თვით საქართველოს პატრიარქის სურვილის წინააღმდეგ და მორწმუნეთა მრავალრიცხოვანი პროტესტების მიუხედავად.

სამოქალაქო ომის წლებში აშშ და ინგლისი შეიმუშავებდნენ ყოვლის მომცველ ხელშეკრულებებში რუსეთის დანაწევრების აღიარების (ცნობის) ფორმულას. 1919 წლის იანვარში ანტანტამ წინადადება მისცა ერთდროულად ბოლშევიკებს, თეთრ სტრუქტურებსა და ყველა თვითგამოცხადებულ მათავრობას მონაწილეობა მიღეოთ კონფერენციაში პრინცის კუნძულებზე. ამასთან, როგორც ნათელი ხდება ფაქტებიდან და ცნობილი ნაშრომებიდან, ესტონელი და ლატვიელი წარმომადგენლები არცთუ ინგლისის მხარდაჭერისა და კონსულტაციების გარეშე დათანხმდნენ მოლაპარაკებებზე, თანაც პირობად დებდნენ ამ მონაწილეობის სანაცვლოდ დიდი სახელმწიფოების მხრიდან მათ აშიარებას და შემოფარგლავდნენ ამ მონაწილეობას საბჭოთა რუსეთთან მოლაპარაკებებით მშვიდობის შესახებ. საქართველომ კი განაცხადა, რომ საერთოდ არ ჩავა კონფერენციაზე, ვინაიდან „განხილული იქნება რუსეთის ბედი, ხოლო საქართველო კი – რუსეთი არ არის“.

ამიერკავკასიური გეოპოლიტიკური პასიანსი

საქართველოს პოლიტიკაზე სერიოზულ გავლენას ახდენს კონფლიქტი აფხაზეთთან, რომელსაც არსებულ კონტექსტში სამშვიდობო პირი არ უჩანს. აფხაზეთმა წინასწარ განჭვრიტა საქართველოს ობიექტური მისწრაფება მისთვის ასიმილაციის ჩატარებისკენ და გამოავლინა (გამოიჩინა) მკაფიო პრორუსული ვექტორი. „დიდი-საშუალო-მცირე“ სამკუთხედში ეროვნებათაშორისი ურთიერთობების კანონზომიერებები ისეთია, რომ მცირე ხალხს ყოველთვის ეშინია საშუალოს ჰეგემონისტური მისწრაფებებისა და მიილტვის დიდისკენ. მაგრამ აფხაზურ-ქართული ანტაგონიზმის ერთერთ მიზეზს წარმოადგენს საქართველოს რუსეთისგან სრული ჩამოშორების პერსპექტივაც (5).

აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა რთული საეკლესიო ვითარება. საკმარისია ითქვას, რომ აფხაზეთი დატოვეს ქართველმა ეპისკოპოსმა და ყველა ქართველმა მღვდელმსახურმა. მას შემდეგ მთელი ადგილობრივი ეკლესია რომელსაც გააჩნია ძველი ტრადიციები და ღვთისმსახურება აფხაზურ ენაზე იძულებულია არსებობდეს ეპისკოპოსის მიერ დაპურების (რუს. епископское окормление) გარეშე. აფხაზების რუსეთთან სულიერი სიახლოვის შენარჩუნებაში დიდ როლს თამაშობს ახალი ათონის მონასტერი, რომელიც რუსებმა დააარსეს და ყოველთვის იყო რუსული. მსგავსი სიტუაციაა სამხრეთ ოსეთშიც, რომელიც ქართულმა ეკლესიამ დატოვა კონფლიქტის დროს. სამხრეთ ოსეთის კონსტიტუციაში მართლმადიდებლობა გამოცხადებულია სახელმწიფო რელიგიად, მორწმუნეთა დაპურება ხორციელდება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრირქოს მეტოქის მეშვეობით ცხინვალში (6).

რუსეთის ბუფერული როლი, რომელიც აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ არ აძლევს პირობებს აფხაზური დამოუკიდებლობის გასანადგურებლად, თბილისში აღვივებს ანტირუსულ რეაქციას. დიპლომატიური „ომის“ მუდმივ წყაროდ იქცევა რუსი სამხედროების „პროაფხაზური“ როლი, რომლებსაც არ სჯერათ თბილისის ლოიალობისა შავ ზღვაზე რუსული ბაზების ყოფნის საკითხისადმი, რომელთა დაკარგვითაც რუსეთი კარგავს მრავალსაუკუნოვან პარიტეტს ამ რეგიონში. საქართველოს საპასუხო ირიბი წვრილმანი „დახმარება“ ჩეჩნეთისათვის, რა თქმა უნდა, მხოლოდ დემონსტრაციაა, პოლიტიკური ბერკეტი რუსეთთან ვაჭრობისთვის – „ჩეჩნური“ ბანქოს ქაღალდის გაცვლისა „აფხაზურში“. თბილისს არ შეიძლება არ ესმოდეს, რომ ჩეჩენი ტერორისტების ჰიპოთეტური წარმატება იქცეოდა არა კერძო მოვლენად, არამედ ეს ცეცხლს შეუნთებდა მთელს კავკასიას და დააბრუნებდა მას თურქეთის ორბიტაში XVIII საუკუნის დონეზე, რაც საქართველოს მდგომარეობას ისეთსავე ტრაგიკულად მოწყვლადს გახდიდა, როგორიცაა კვიპროსისა და სომხეთის მდგომარეობა. გასულ ასწლეულშიც კავკასიური ომის წარმოება რუსეთს მოუხდა მხოლოდ შავი ზღვისპირეთისა და ამიერკავკასიითვის _ ე. ი. საქართველოს დასაცავად. პავლე I-ს, მისთვის დამახასიათებელი პოლიტიკური და იურიდიული დოტრინიორობის გამო, დიდხანს არ სურდა კავკასიის შემოერთება და იმედებს ამყარებდა „მთიელთა ფედერაციის“ ქიმერაზე, რომელიც გაუძლებდა „მტრების შემოტევას“, რაც ისევე მცირედ შეესაბამება კავკასიის სინამდვილეს დღეს, როგორც 200 წლის წინათ. რუსეთის გარეშე კავკასიის სტაბილურობის უზრუნველყოფას ვერ შეძლებს ვერც ნატო.

რუსეთისთვის ჩეჩნეთის პრობლემებში აუცილებელია მხოლოდ ის, რომ მას ხელს არ უშლიდნენ, და საქართველოს მხრიდანაც მას სჭირდება სხვა ბანქოს ქაღალდი: სტრატეგიული პოზიციების გარანტიები შავ ზღვაზე. საქართველოს პოზიცია რუსეთისთვის საბოლოო ჯამში სოხუმის პოზიციაზე უფრო მნიშვნელოვანია. მაგრამ საქართველო ეწვა რისკიან თამაშს რუსეთის წინააღმდეგ, რითაც ამაღლებს რუსეთის თვალში „პრორუსული აფხაზეთის“ ფასეულობას და გადააქცევს ურთიერთობათა მთელ კომპლექსს მოჯადოებულ წრედ. საქართველოს სახელმწიფოს მეთაური 1999 წლის შემოდგომაზე აცხადებდა, რომ თბილისს უფლება აქვს დამოუკიდებლად წყვეტდეს, თუ ვისი სამხედრო ბაზები იქნება დისლოცირებული მის ტერიტორიაზე _ რუსეთის, თურქეთის თუ აშშ-ის და, რომ რუსეთის სამხედრო ყოფნა მასზე რადიკალურად შემცირდება ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შემცირების შესახებ ხელშეკრულების რეალიზაციის შედეგად, „რომლის აუცილებელი შესრულებითაც საქართველო განსაკუთრებულად არის დაინტერესებული“.

ასეთი სტრატეგია სრულად შეესაბამება აშშ-ისა და დასავლეთის სურვილებს მოახდინონ პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველა კონფლიქტის ინტერნაციონალიზაცია, აგრეთვე არ მისცენ უფლება რუსეთს მთლიანად გაანადგუროს ამბოხებული ტერორისტული წარმონაქმნი თავის ტერიტორიაზე. საქართველოს პრეზიდენტს, როგორც ჩანს, განსაზღვრულ ეტაპზე დასავლეთი განიხილავდა როგორც ამ საქმის უშუალო გამტარს, რადგანაც ფრთხილად სინჯავდა ნიადაგს და ერთი წლის წინ განაცხადა კიდეც, რომ მზად არის გამოვიდეს შუამავლად „მოლაპარაკებების პროცესში რუსეთსა და ჩეჩნეთს შორის“, ვითომდა ჩეჩნეთი რუსეთი არ იყოს.

ნატო-ში დიდ ყურადღებას უთმობენ საქართველოს და სამართლიანად თვლიან მას სტაბილურად პროდასავლური ორიენტაციის მქონე ქვეყნად, ხოლო შევარდნაძეს კი – დსთ-ის ყველა ლიდერისგან გამორჩევით შავ ზღვაზე ატლანტიკური სტრატეგიის საყრდენად. საქართველოში სამუშაო ვიზიტებით მუდმივად სტუმრობენ ნატო-ს ფუნქციონერები და სამხედრო ჩინოსნები. ასე, 1990 წლის სექტემბერში იქ ჩავიდა ნატო-ს სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულების სარდალი თ. აკბაში. აშშ-ის თავდაცვის მინისტრი უ. კოენი უდასტურებს თავის ქართველ კოლეგას დ. თევზაძეს „აშშ-ის მზადყოფნას მომავალშიც აღმოუჩენდეს დახმარებას მისი შეიარაღებული ძალების რეფორმირებაში“.

საქართველო სავსებით აკმაყოფილებს აშშ-ისა და ნატო-ს ამ გეგმებს, ხელს უწყობს რა რუსეთის თანდათანობით განდევნას შავი ზღვის აუზიდან. ამასთან ერთად საქართველო პერიოდულად დიპლომატიურ დონეზე ადასტურებს საკუთარ „დაინტერესებულობას დსთ-ის მომავალში“, მაგრამ უკრაინის მსგავსად აქცენტს აკეთებს მხოლოდ დსთ-ის როლზე მის ტერიტორიაზე მიმდინარე კონფლიქტების მოგვარებაში. გამოდის, რომ დსთ საჭიროა მხოლოდ იმისთვის, რათა ჩაახშოს აფხაზეთის, აგრეთვე ყირიმის რუსი მოქალაქეების წინააღმდეგობა, რის შემდეგაც უკვე დაუბრკოლებლად დაიწყებენ დრეიფს ნატო-ს მხარეზე.

სომხურ-აზერბაიჯანული კვანძი გამონასკვულია პანთურქისტების მიერ

სომხეთი კიდევ ერთი ახლადწარმოქმნილი სახელმწიფოა ევროპისა და აზიის პირაპირის (ურთიერთ შეხების) სტრატეგიულ რიონში. იგი იქცა აშშ-ის ახალი ევრაზიული სტრატეგიის გამოყენების ადგილად. სომხეთმა მოახდინა თავისი ზოგადსტრატეგიული ორიენტაციის გარკვეული ევოლუცია. საქართველოსა და უკრაინასთან შედარებით ეს უფრო უკან მომავალი გზაა დაბალანსებული კურსის მიმართულებით. ეს მით უფრო შესამჩნევია, რომ ნათლად გამოკვეთილი პოზიციები სსრკ-დან გასვლაზე სომხეთმა გამოავლინა სახელმწიფო მოქმედებების ფორმიტ უფრო მეტად მკაფიოდ და მნიშვნელოვნად უფრო ადრე, ვიდრე სხვებმა – სომხეთმა უარი განაცხადა მონაწილეობაზე 1991 წლის მარტის რეფერენდუმში, რითაც გვიჩვენა, რომ არ თვლის თავს სსრკ-ის ნაწილად. მაგრამ გაიარა რა აბსტრაქტული დემოკრატიული უნივერსალიზმით შემოსილი მკაფიო პროდასავლური ორიენტაცია, სტრატეგიული ორიენტაციის დაბალანსებისკენ, სომხეთმა აღიდგინა თავისი სახელმწიფო სტრატეგიის რუსული ვექტორი.

ამის მიზეზები, უწინარეს ყოვლისა, ობიექტურია, რადგანაც სომხეთი აღმოჩნდა პირისპირ არა მხოლოდ თავის მუდმივ მგზნებარე მოწინააღმდეგესთან – თურქეთთან, არამედ მის მიმართ აშკარად არამეგობრულ აზერბაიჯანთანაც, რომელიც წარმოადგენს შავი ზღვა _ კასპიის ზღვის რეგიონის პოლიტიკური ბალანსის ახალ სუბიექტს და რომელთანაც სომხეთს აქვს მძიმე, სწრაფად ვერგადაწყვეტადი კონფლიქტი ყარაბაღის გამო. ეს გახლავთ არა საბჭოთა კავშირის, არამედ რუსეთის ისტორიული სახელმწიფოს დანაწევრების დრამის კიდევ ერთი მაგალითთაგანი. XX ასწლეულის დასაწყისში ბოლშევიკებმა უწოდეს მას (რუსეთის ისტორიულ სახელმწიფოს – ი. ხ.) ხალხთა საპყრობილე და დაიწყეს მისი გადაკეთება თავიანთი იდეოლოგიური დოქტრინების მიხედვით. თანაც უგულვებელყოფდნენ რეგიონის გეოპოლიტიკურ და ცივილიზაციურ თავისებურებებს, საფუძველს უყრიდნენ სასტიკ კონფლიქტებსა და მტრობას, რომლებმაც არ დააყოვნეს და მოიცვეს ხალხები 70 წლის შემდეგ.

ბევრი დღევანდელი ტრაგიკული წინააღმდეგობა და რეალიები ამიერკავკასიაში შეიძლება მივაკუთვნოთ წმინდად რევოლუციისგან ნაშობ მოვლენებს. კერძოდ, არცთუ მცირე ფეთქებადი ძალის ბომბს იფარავდა საკუთარ თავში მუსავატელებისა და ბოლშევიკების მიერ „საბჭოთა აზერბაიჯანის“ შექმნა, რომელიც თავად ფედერალიზაციის ხერხით საფუძველჩაყრილ მუდმივ მტრობაში იმყოფება „პოსტსაბჭოთა“ სომხეთთან. რა თქმა უნდა, საქმე იმაში არ არის, რომ ამა თუ იმ ხალხს პრინციპში მისცეს სახელმწიფოებრიობა. თუკი „ხალხთა საპყრობილის“ სოციალისტურ ფედერაციად გადაქცევის, რომელიც შემდეგ მსოფლიო სოციალისტურ ფედერაციაში გადაიზრდებოდა. მარქსისტულ-ლენინური კონცეფცია წინასწარ ვარაუდობდა ისტორიული რუსეთის ათეულობით სხვა ხალხებისთვის კვაზისახელმწიფოებრივი წარმონაქმნების შექმნას, მაშინ არ არის არანაირი საფუძველი ეჭვის ქვეს ვაყენებდეთ ამიერკავკასიის ხალხთა უფლებასაც ასეთსავე ხვედრზე, ისევე როგორც დღევანდელ დამოუკიდებლობაზე.

მაგრამ სახელწოდება აზერბაიჯანი 1918 წლის 15 სექტემბრს მისცეს რუსეთის ორ ამიერკავკასიურ ოლქს – არანსა და შირვანს – ძველი კავკასიის ალბანეთის ნაწილს თურქული ჯარების მიერ ნური-ფაშას სარდლობით ბაქოს ოკუპირების შემდეგ. ამ ოლქების ხალხი საკუთარ თავს მანამდე ჯერ კიდევ 100 წლის წინ უწოდებდა კავკასიელ თათრებს. 1911 წელს ბაქოში დაარსებული „მუსლიმანთა დემოკრატიკული პარტია მუსავატი“ მიზნად ისახავდა ცალკეული მსხვილი ისლამური სახელმწიფოს შექმნას მცირე აზიის თურქების მეთაურობით. იყო რა პანტურქიზმის პოლიტიკისა და მთელი თურქულენოვანი სამყაროს „ერთიან სახელმწიფოდ“ გაერთიანების იდეის მომხრე, იგი 1917 წლის ივნისში შეერწყა „ფედერალისტ-მუსავატელების თურქულ პარტიას“, რომელმაც შემდეგში გამოაცხადა კიდეც რუსეთში შემავალი ამიერკავკასიის ოლქების ნაწილის დამოუკიდებლობის შესახებ აზერბაიჯანის სახელწოდებით. ეს გადაწყვეტილება შეიცავდა დიდ ისტორიულ აზრსა და შორს მიმავალ ისტორიულ პროგრამას. ახლად წარმოქმნილმა რესპუბლიკამ ისეთივე სახელწოდება მიიღო, როგორიც ჰქონდა ირანის პროვინცია აზერბაიჯანს. ამ უკანასკნელის მოსახლეობა ლაპარაკობს თურქულის მსგავს დიალექტზე, მაგრამ ყალიბდება ირანის ეთნიკურ სუბსტრაქტზე, რუსეთის ქვეშევრდომების წმინდად თურქული წარმოშობისგან განსხვავებით.

გეოპოლიტიკის თვალსაზრისით – ეს არის კლასიკური გამოწვევა და პრეტენზია „ირიდენციასა“ და „გაერთიანებაზე“, მსოფლიო სოციალისტური ფედერაციისკენ მოძრაობის თვალსაზრისით – ეს არის XX ასწლეულში მოტყუებისა და თავის ორბიტაში ახალი ტეროტორიების ჩართვის ტიპიური ხერხი. იმ ტერიტორიებისა, რომლებიც მდებარეობს სახელმწიფო საზღვრებისა და გეოპოლიტიკური გავლენის ფარგლებს მიღმა. ეს არ წარმოადგენს მსოფლიო მრავალეროვნული სოციალისტური ფედერაციების არქიტექტორების გეოპოლიტიკური და იდეოლოგიური პროჟექტიორობის ერთადერთ შემთხვევას, რომელთა გეგმებიც იმსხვერვა, მაგრამ ამ ავანტიურისტების მიერ წარმოქმნილი საცთურები და ხალხებსა და სახელმწიფოებს შორის პრობლემები რჩება. მსგავსი პროექტების შედეგად XX საუკუნის ბოლოსთვის პოსტსაბჭოთა ხალხები გადაშვებულნი არიან შეურიგებელ მეტოქეობაში, რომელიც იქცა დიდი სახელმწიფოებისა და ძალთა ცენტრების ბრძოლის ინსტრუმენტად.

ასე, სახელწოდება მაკედონია ამ ისტორიული ოლქის ვარდარული ნაწილისთვის აქამდე სასტიკი კამათისა და წინააღმდეგობების საგანს წარმოადგენს საბერძნეთსა და მაკედონიის ახალ სახელმწიფოს შორის, რომელსაც ბერძნები უწოდებენ იუგოსლავიის ყოფილ რესპუბლიკა მაკედონიას და ვეტოს ადებენ მის მიღებაზე ევროკავშირში. ი. ბ. ტიტოს გააჩნდა ბალკანეთის სოციალისტური ფედერაციის შექმნის გეგმები, რომელიც უნდა ქცეულიყო ძალის მესამე ცენტრად ევროპაში. ამისთვის იგი ყოველნაირად ცდილობდა სერბული ელემენტის ჩაქრობასა (ჩახშობასა) და მომიჯნავე ტერიტორიებისა და ხალხების საკუთარ ორბიტაში ჩასართველად წინაპირობების შექმნას. სახელდობრ, ალბანეთის მისაზიდად ტიტომ სუპერ-შეღავათები მისცა კოსოვოს ავტონომიურ მხარეს და საფუძვლები ჩაუყარა დღევანდელ კრიზისს კოსოვოში, რადგანაც უფლება არ მისცა იქიდან განდევნილ სერბებს მშობელ მიწაზე დასაბრუნებლად. ამან დასაბამი დაუდო კოსოვოელი ალბანელების დემოგრაფიულ უპირატესობას, რომლებიც, სერბების დიდი ნაწილის განდევნის მიუხედავად, 1945 წელს შეადგენდნენ იქაური მოსახლეობის ნახევარზე ნაკლებს. ლოზუნგი „სუსტი სერბეთი – ძლიერი იუგოსლავიის საწინდარია“ ძვირად დაუჯდათ 50 წლის შემდეგ არა მხოლოდ სერბებს, თავად იუგოსლავიას, არამედ მთელ იუგოსლაველ და ბალკანელ ხალხებსაც.

ასევე ნახჭევნისა და ყარაბაღის აზერბაიჯანისთვის გადაცემაც მოახდინეს მხოლოდ პოლიტიკური მოსაზრებებით, რადგანაც ბაქოში უკვე გაიმარჯვეს ბოლშევიკებმა მენშევიკური და დაშნაკური სომხეთისგან განსხვავებით. „ყარაბაღი არის უძველესი სომხური ადგილი, _ წერდა ლენინის შეკითხვაზე საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი გ. ვ. ჩიჩერინი, _ მაგრამ სომხების ამოხოცვისა და განდევნის შემდეგ დაბლობ ადგილებში დასახლდნენ თათრები, მთებში კი სომხები შემორჩნენ. ახლა ჩვენ არ ვაძლევთ ამ ოლქს სომხებს, რათა არ ვაწყენინოთ თათრებს... მაგრამ ნარიმანოვს სურს აამოს ბაქოლი თათრების დამპყრობლურ გულის წადილებს... დადგება მომენტი საქართველოსა და სომხეთის გასაბჭოებისთვისაც, და მაშინ ყველაფერი ეს თავის დროს მოჭამს“. მაგრამ ასეთი თესლები წარმოშობს მეტად ტრაგიკულ შეჯახებებს, რომლებიც გარდაუვალად იქცევა ინსტრუმენტად მესამე ძალებისა და გარემომცველი ინტერესებისთვის.

რუსეთის იმპერიის კავკასიურმა რეგიონებმა, რომლებიც გადაიქცნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკად, ამიერკავკასიის გასაბჭოების შემდეგაც შეინარჩუნეს ეს მაპროვოცირებელი საპროგრამო დასახელება, რადგანაც ჯერ კიდევ ცოცხალი იყო მსოფლიო პროლეტარული რევოლუციის მიზნებისთვის ისლამური ნაციონალიზმისა და პანთურქიზმის გამოყენების გეგმები. აზერბაიჯანელები აღმოჩნდნენ ინსტრუმენტად თურქულ ანტისომხურ და პანტურქისტულ გეგმებში. ირანმა და ირანის აზარბაიჯანელბმა (თურქული და სპარსული წარმოთქმაც ერთიმეორისგან განსხვავდება) ეთნონიმის გამოყენება აღიქვეს როგორც უზურპაცია, ვინაიდან ყოველივე ამან წარმოშვა ან სტიმული მისცა „ერთიანი აზერბაიჯანის“, როგორც ორ ნაწილად გაყოფილი ქვეყნის იდეოლოგიას, რომლებიც მდებარეობენ მდ. არაქსის ჩრდილოეთითა და სამხრეთით. ამის წინააღმდეგ გამუდმებით ენერგიულად გამოდიან ირანელი მოღვაწეები და მეცნიერები და ასაბუთებენ როგორც ამ ტერიტორიების ხალხების, ისე მათი ისტორიული ბედის სხვადასხვანაირ წარმოშობას. იმ თვალსაზრისს, რომ დიალექტების მსგავსების პირობებში ეს ოლქები ისტორიულად არ შეადგენდნენ ერთიან მთლიანს, ასევე იზიარებდა უმსხვილესი აღმოსავლეთმცოდნე ვ. ვ. ბარტოლდი.

მსოფლიო პროლეტარული რევოლუცია ვერ შედგა, მსოფლიო სოციალისტური ფედერაცია ვერ ჩამოყალიბდა, დიდი რუსეთი, როგორც წინააღმდეგობების მასტაბილიზებელი ფაქტორი, წარსულს ჩაბარდა, ეს რეგიონი კი XX საუკუნის მიწურულს გადაქცეულია მდგრადი თურქულ-სპარსული მეტოქეობის არენად, ხოლო ეს მეტოქეობა კი ვითარდება მთელი შავზღვა _ კასპიის რეგიონის ახალი გეოპოლიტიკური მნიშვნელობის ფონზე. ეს რეგიონი მრავალი ასწლეულის განმავლობაში წარმოადგენდა გასაღებს ევრაზიაზე კონტროლისთვის. მას, არცთუ შემთხვევით, უზარმაზარ ყურადღებას უთმობს ზ. ბჟეზინსკი თავის წიგნში „დიდი საჭარდაკო დაფა“, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოში ამერიკული ჰეგემონიის დამყარებისა და განმტკიცების პროგრამას. ათასი წლის წინ ამ რეგიონის გავლით გადიოდა დიდი აბრეშუმის გზა, ხოლო მესამე ათასწლეულის მიჯნაზე კი ეს არის ნახშირწყალბადების, ნავთობის, გაზის – თანამედროვე მსოფლიოს ამ უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული საქონლის ტრანსპორტირების გზა, რომლისთვისაც „დასავლელი დემოკრატები“ მზად არიან ღვრიდნენ ადამიანთა სისხლს.

ნატალია ნაროჩნიცკაია(ნაშრომი გამოქვეყნებული უნდა იყოს
1999 წლის ბოლოს ან 2000-ის დასწყისში)
მასალის ორიგინალი განთავსებულია საიტზე narochnitskaia.ru

თარგმნა და შენიშვნები დაურთო ირაკლი ხართიშვილმა

შ ე ნ ი შ ვ ნ ე ბ ი:

(1) საბჭოთა პერიოდში არსებული ავტონომიური წარმონაქმნების ტერიტორიები საქართველოს არ მიუღია მხოლოდ ისტორიული რუსული სახელმწიფოს კომუნისტური ფედერალიცაზიის შედეგად, არამედ ეს მხარეები საქართველოს ისტორიული სახელმწიფოს შემადგენელ ნაწილებს წარმოადგენდა. ამ შემთხვევაში ნ. ნაროჩნიცკაია მსჯელობს გამომდინარე ცნობილი პრინციპიდან _ „ომში, როგორც ომში“. ანუ რუსეთის სახელმწიფოებრიობაზე მტრად გადაკიდებულ და ატლანტიკური დასავლეთის ბანაკში გადაბარგებულ საქართველოს ასეთივე მტრობით პასუხობს, ვინაიდან იცის, რომ აშშ და ნატო ამიერკავკასიაში სასეირნოდ არ მოდიან, არამედ რუსეთზე დიდი კომპლექსური შეტევისთვის, მათ შორის სამხედრო შეტევისთვისაც, წინასწარ ნიადაგს იმზადებენ. აქვე შეგვიძლია გავიხსენოთ ვაჟა ფშაველას ცნობილი სიტყვები: „მაგრამ მტერს მტრულად მოექეც, თავად უფალმა ბრძანაო; ის სჯობს რაც მალე ვეცდებით, გულში გავურჭოთ დანაო“. ეს არის რუსეთის პასუხი საქართველოს მხრიდან მტრობაზე, ხოლო დანა ვის უფრო გრძელი და ბასრი ექნება – რუსეთს თუ საქართველოს, ეს ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს. ნუ გვიკვირს, რასაც ვთესავთ, იმასვე ვიმკით.

(2) აქ ალბათ ქართველი მკითხველი ისტორიის დამახინჯებად მიიჩნევს ნ. ნაროჩნიცკაის მინიშნებას იმის შესახებ, რომ არ არის სწორი რუსეთ-საქართველოს ისტორიული ურთიერთობების წარმოდგენა ისეთნაირად, თითქოს XIX საუკუნის დასაწყისში რუსეთის იმპერიამ დაიპყრო პატარა საქართველო და ამის შემდეგ რუსეთის მიერ კოლონიური ჩაგვრისგან განთავისუფლება შეადგენდა საქართველოს მოწინავე საზოგადოების მთავარ ამოცანას. ჩვენში სწორედ ასეთი ცოდნაა ხალხში გავრცელებული. მაგრამ პლატონ იოსელიანი თავის წიგნში „ცხოვრება გიორგი მეცამეტისა“ წერს, რომ 1799 წლის 7 სექტემბერს ქართლ-კახეთის მეფემ გიორგი XIII-მ თავის ელჩებს პეტერბურგში გაუგზავნა წერილი, რომელშიც მათ, სხვათა შორის, ავალებდა: „უმსხვერპლეთ ყოველი სამეფო და სამფლობელოი ჩემი უზაკვლითა და ქრისტიანებრითა ჭეშმარიტებითა მსხვერპლებითა და დაუდევით არა თუ მფარველობასა ქვეშე უდიდებულესსა დიდსა რუსთისა საიმპერტოროსა ტახტსა, არამედ დანებეთ სრულსა ნებასა და მზრუნველობასა მათსა, რათა ამიერითგან დაიდვას სამეფო ქართლოსიანთა საიმპერიოდ რუსეთისად წესითა მით, ვითარცა სხვანი იგი რუსეთსა შინა პყრობილნი პროვინციანი სარგებლობენ“. ამის საფუძველზე 1799 წლის 23 ნოემბერს შედგა ახალი ტრაქტატი (ხელშეკრულება) რუსეთის იმპერიასა და საქართველოს (ქართლ-კახეთის) სამეფოს შორის, რომლის 1-ლ და მე-2 პუნქტებში ნათქვამი იყო: „მისი დიდებულება იმპერატორი ყოვლისა რუსეთისა მიიღებს ტიტულსა „მეფე საქართველოისა და შემდეგნი მისნი მემკვიდრენი“. ძე მეფისა გიორგისა დავით ტიტულსა „განმგე საქართველოისა“ და გარდავალს ესე შთამომავლობითა პირმშოდამ პირმშომდის“. პლატონ იოსელიანის სიტყვით, ეს დოკუმენტი ფრანგულ ენაზე გამოქვეყნებული აქვს პოლკოვნიკ როტირიერს თავის წიგნში Intineraire de Tiflis a Constantinopole (Bruxelles, 1829) pag. 68.

გიორგი XIII-ის ეს ნაბიჯი უმთავრესად განპირობებული იყო მაჰმადიანი გარეშე მტრებისა და ლეკთა თარეშებისგან გაჩანაგებული სამეფოსთვის თუნდაც საკუთარი საგვარეულოს დინასტიური ხარისხის შემცირების (მეფიდან მეფის ნაცვლობამდე) სანაცვლოდ შიმშვიდისა და კეთილდღეობის მოტანის, აგრეთვე მისი გარდაცვალების შემდეგ მის შვილებსა და ნახევარძმებს შორის ტახტისთვის სისხლისმღვრელი ბრძოლების თავიდან აცილების მიზნით. ამ ხელშეკრულებას ქართულმა მხარემ შემდგომში მოაყოლა 20 პუნქტად ჩამოყალიბებული საკუთარი ხედვა ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შემდგომი ყოფნისა, რომელშიც საქართველოს სამეფოსთვის ნაგულისხმევი იყო ტერიტორიული ავტონომიის უფლებები რუსეთის იმპერიის საერთო მმართველობის ქვეშ. ეს დოკუმენტი გამოქვეყნებული აქვს პროფ. ალ. ცაგარელს მის მიერ პეტერბურგში გამოცემულ კრებულში „გრამოტი ი დრუგიე ისტორიჩესკიე დოკუმენტი...“. როგორც ვიცით, რუსეთის უმაღლესმა ხელისუფლებამ უარი თქვა საქართველოსთვის ტერიტორიული ავტონომიის მონიჭებაზე და მისცა მას მხოლოდ კულტურულ-ნაციონალური ავტონომია, რომელიც უფრო სრულად იქნა განხორცილებული ილია ჭავჭავაძისა (წმ. ილია მართლის) და მის თანამოაზრეთა მიერ სრულიად რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე II-ის (1856-1881) რეფორმებით იმპერიაში შექმნილი საზოგადოებრივ-პოლიტიკური, ეკონომიკური და იურიდიული პირობების ფარგლებში.

როგორც ვთქვით, გიორგი XIII-ის ამ ნაბიჯს საქართველოს სამეფოში ჰყავდა მოწინააღმდეგენიც _ უწინარეს ყოვლისა მისი დედინაცვალი დარეჯან დედოფლი და დედოფლის ღვიძლი შვილები: იულონ, მირიან, ვახტანგ (ალმასხან), ალექსანდრე და ფარნაოზ ბატონიშვილები და მათი მომხრე თავადაზნაურობა. მაგრამ იყვნენ როგორც გიორგი მეფის ძეთა მომხრეებიც, ასევე პირდაპირი რუსული მმართველობის დამყარებისა ან სულაც რესპუბლიკის დაარსების, თუმცა ეს უკანასკნელნი მეტად სუსტნი იყვნენ. პირდაპირი რუსული მმართველობის დამყარების მსურველებს მეთაურობდნენ სარდალი იოანე ორბელიანი და სახლთ უხუცესი კონსტანტინე მუხრანბატონი, რომელთაც უდიერად ეპყრობოდა ტახტის მემკვიდრე დავით ბატონიშვილი. ამავე მიმართულებით მეცადინობდნენ საქართველოში იმ ხანად მყოფი რუსი მოხელეებიც: სახელმწიფო მრჩეველი კოვალენსკი, გენერალ-მაიორი ლაზარევი და რუსეთის კავკასიის ჯარების სარდალი გენერალ-ლიტენანტი კნორინგი. საბოლოოდ 1801 წლის სექტემბერში ქართლ-კახეთის სამეფო ალექსანდრე I-ის მანიფესტით უშუალოდ შეუერთდა რუსეთის იმპერიას პირდაპირი რუსული მმართველობის დამყარებით. მანიფესტში სხვათა შორის იმპერატორი აცხადებდა: „ჩვენ, ავედით რა სრულიად რუსეთის ტახტზე, ვპოვეთ საქართველოს სამეფო რუსეთთან შემოერთებული, რის შესხებაც 1801 წლი 18 იანვრის მანიფესტიც უკვე გამოქვეყნებული იყო მთელი ხალისთვის საუწყებლად (პავლე I-ის მიერ _ ი. ხ.). ვუკვირდებოდით რა თქვენს მდგომარობას, და ვხედავდით რა, რომ მხოლოდ რუსული ჯარების მეშვეობა და ყოფნა საქართველოში აქამდეც კი აკავებს ჩვენი ერთმორეწმუნე ადამიანების სისხლის დაღვრას და იმ საბოლოო დაღუპვას, რომელსაც თქვენ გიმზადებენ მტაცებელი და ურჯულო თქვენი მეზობელი ხალხები, გვსურდა ჩვენ კიდევ გვეცადა, ხომ არ რის უწინდელი მმართვლობის აღდგენის შესაძლებლობა ჩვენი მფარველობის ქვეშ და სიმშვიდესა და უსაფრთხოებაში თქვენი შენარჩუნებისა (დაცვისა). _ მაგრამ ამ საკითხში უახლოესმა გარკვევამ საბოლოოდ დაგვარწმუნა, რომ სხვადასხვა ნაწილი ქრთველი ხალხისა, რომლებიც ჩვენთვის ადამანურობის გამო თანაბრად ძვირფასნი არიან, სამართლიანად შიშობენ დევნისა და შურისძიების გამო იმისგან, ვისაც სამეფო ღირსების მაძიებელთაგან შეეძლო მისი ხლისუფლების მიღწევა, რადგანაც ყველა მათგანის წინაღმდეგ ხალხის უმეტესმა ნაწილმა აშკარად გამოავლინა თავი. მხოლოდ იჭვი და შიში ამ შედეგების გამო წარმოშობდნენ რა შეშფოთებებს, გარდაუვალად იქცეოდნენ ურთირთშორის ომებისა და სისხლისღვრის წყაროდ“...

იმპერატორის მანიფესტის შესაბამისად გენერალ-ლიტნანტმა კნორინგმა მოახდინა სიონის საკათედრო ტაძარში ქართველი ხალხის უპირველესი წარმომადგენლების დაფიცება სრულიად რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე. პლატონ იოსელიანი წერს: „ფიცითსა აღთქმისა ფურცელზედ მოაწერეს ხელი კათოლიკოსმან ანტონი, მთავარეპისკოპოსმან იუსტინე, თფილელმან არსენი, ბოდბელმან იოანე, რუსთველმან სტეფანე, წილკნელმან გერვასი, ნეკრესელმან ამბროსი, ნიქოზელმან ათანასი, წინამძღვარმან ნათლისმცემელისა ევთიმემან და სხვათა სამღვდელოთა. მათ შეუდგნენ მუხრნის-ბატონი კონსტანტინე, სარდალი იოანე ორბელიანი, მორდალი ზაალ ბარათაშვილი, აბელ ჩოლოყაშვილი, ალექსანდრე მაყაშვილი, სვიმონ და იოანე ანდრონიკაშვილი, გიორგი ავალიშვილი, ელიაზარ ფალავანდიშვილი და სხვ.“

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ასე წარმართვას, როგორც ვთქვით, ჰყავდა მოწინააღმდეგენიც, როგორც ქართლ-კახეთის სამეფოში, ისე მის გარეთაც, განსაკუთრებით აღსანიშნავია იმერეთის მეფე სოლომონ II, რომელიც საბოლოოდ ოსმლეთში გადავიდა და თუმცა კი მომხრე იყო რუსეთის მფარველობაში შესვლისა, მაგრამ არ დაეთანხმა რუსების წინადადებას პეტერბურგის სამეფო კარის დიდებულად გახდომაზე, ხოლო მის სამეფოში კი პირდაპირი რუსული მმართველობის დამყარებაზე. საქართველოს ეკლესიამ უკანასკნელ ათწლეულებში სოლომონ II შერცხა წმინდანთა დასში. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ დარეჯან დედოფლის მეცდინეობამ, მისი ვაჟიშვილებისთვის სამეფო ტახტის მიკუთვნების გამო, რასაც შედეგად გარდაუვალად მოსდევდა საუკუნოებით ჩამოყალიბებული ტახტის პირმშო ვაჟზე გადასვლის ტრადიციის უგულვებელყოფა, წარმოშვა ის მძიმე ვითარება სამეფოში, რომელმაც საგარეო ფაქტორებთან ერთად განაპირობა გიორგი XIII-ის მიერ სამეფოს რუსეთის შემადგენლობაში შეყვანა. ამიტომ რუსი ავტორები, ჩვენი აზრით, სამართლიანად გამოქთვამენ გაოცებას დღევანდელი ქართული საზოგდოების ისტორიული აზროვნების ასეთი დამახინჯების გამო.

(3) ქართველი სოციალ-დემოკრატების (მენშევიკების) სტრატეგიულ დოქტრინას მეფის რუსეთში წარმოაგენდა ეროვნული საკითხის უკანა პლანზე გადაწევა და მთავარი მნიშვნელობის მინიჭება სოციალური სამართლიანობის დამყარების საკითხის გადაწყვეტისთვის. ამიტომ ისინი გადაჭრით ეწინააღმდეგებოდნენ მეფის მთავრობის პირობებში რუსეთის ერთიანი რევოლუციური ფრონტის მოშლასა და იმპერიის ცალკეული ხალხების ეროვნული სატკივარების მოსაგვარებლად ხალხის ერთიანი ძალების გაფანტვას. ამიტაც იყო განპირობებული მათი ბრძოლა ილიას, ვაჟასა და სხვა ეროვნული მოღვაწეების წინააღმდეგ. შესაბამისად რუსეთის იმპრიაში ისინი გახლდნენ მგზნებარე ინტერნაციონალისტები. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ შედიოდნენ დროებით მთავრობაში და აქტიურად მონაწილეობდნენ სრულიად რუსეთის დამფუძნებელი კრების არჩევნების ჩასატარებლად მზადებაში. იმავე წლის ოქტომბერში პეტროგრადში ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგაც ქართველი სოციალ-დემოკრატები და მთლიანად საქართველოს მოსხლეობა მონაწილეობდნენ სრულიად რუსეთის დამფუძნებელი კრების არჩევნებში, აგრეთვე კრების მუშაობაშიც, რომელმაც ერთი სხდომა ჩაატარა 1918 წლის დასწყისში, ხოლო შემდეგ გარეკილ იქნა ბოლშვიკური მთავრობის მიერ. ამის მერე სოციალისტ-რევოლუციონერებმა („ესერებმა“) და მენშევიკებმა, რომლებიც ერთად შეადგენდნენ დამფუძნებელი კრების უმრავლესობას, ურალში გამოაცხადეს სახელმწიფო ხელისუფლების მიმტაცებლი ბოლშვიკების საწინააღმდეგოდ დამფუძნებელი კრების კომიტეტის (დკკომ, რუს. КомУС) ჩამოყალიბება, რომელმაც შეადგინა რუსეთის მთავრობა ადმირალ კოლჩაკის ხელმძღვანელობით და დაავალა მას ბოლშევიკების უზურპატორული ხელისუფლების დამხობა. შემდგომში თეთრგვარდიული მოძრაობა რუსეთში გააფართოვეს და გააძლიერეს გენერლებმა ალექსეევმა, დენიკინმა, იუდენიჩმა, ვრანგელმა, და ეს მოძრაობა მიზნად ისახავდა, როგორც ვთქვით, ბოლშევიკების დამხობას და ამის შემდეგ სრულიად რუსეთის დამფუძნებელი კრების მოწვევისა და მუშაობისთვის პირობების შექმნას. ხოლო რუსეთის შემდგომი სახელმწიფოებრივი მოწყობის საკითხი, მათი აზრით, უნდა გადაეწყვიტა კვლავ მთელს რუსეთში ჩატარებული საყოველთაო არჩევნების საფუძველზე შეკრებილ ახალ დამფუძნებელ კრებას.

ქართველი სოციალ-დემოკრატებიც თავიანთი დოქტრინული შეხედულებებით სწორედ ასეთ პოზიციაზე უნდა მდგარიყვნენ. მაგრამ 1918 წლის მარტში ბოლშევიკების მიერ გერმანული ჯარების სარდლობასთან ბრესტ-ლიტოვსკში დადებული სამშვიდობო ხელშეკრულების ძალით საბჭოთა რუსეთმა მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაუთმო გერმანელებსა და მათ მოკავშირე თურქებს. თურქეთს დაუთმეს ახალციხისა და ახალქალაქის მაზრები, ბათუმისა და ართვინის ოკრუგები და სხვა მიმდებარე ტერიტორიები, აგრეთვე სომხეთის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი. სომხეთმა და საქართველომ არ მიიღეს ბრესტის ზავის პირობები და ომით გადაწყვიტეს საკუთარი ტერიტორიების დაცვა, აზერბაიჯანმა კი უარი განაცხადა თურქების წინააღმდეგ ომზე. ომში თურქეთს ჰქონდა გადამწყვტი უპირატესობა და იგი აღარ კმაყოფილდებოდა ბრესტის ზავით მისთვის დათმობილი ტრიტორიებით, რის გამოც საქართველოს ხელმძღვანელებმა დახმარებისა და შუამდგომლობისთვის გერმანულ სარდლობას მიმართეს, ბრესტის ზავის პირობებით თურქეთის დაკმაყოფილებისა და შემდგომი შემოტევის გაჩერების მიზნით. სწორედ გერმანელების მოთხოვნა გახლდათ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯნის მიერ საკუთარი დამოუკიდებლობის გამოცხადება (1918 წლის მაისი). რამდენიმე თვის შემდეგ გერმანია დამარცხდა მსოფლიო ომში და 1919 წლიდან უკვე ბრიტანელები გამოჩნდნენ ამიერკავკასიაში, რუსეთის სამხრეთის შეიარაღებული ძალების სარდლობასთან (ა. ი. დენიკინი) შეთანხმებით, ოფიციალური ვერსიით, ომიდან გამოსული საბჭოთა რუსეთის სანაცვლოდ გერმანელების წინააღმდეგ აღმოსავლეთში მოქმედებების წარმოებისთვის. ანგლო-ამერიკულ გეგმებში იმთავითვე შედიოდა რუსეთის იმპერიის დაშლა და მათთვის მიუღებელი იქნებოდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მთავრობის მიერ რუსეთის ანტიბოლშევიკურ ძალებთან, საკუთრივ მოხალისეთა არმიის სარდლობასთან (დენიკინთან), ერთიანობის ან მოკავშირეობის შენარჩუნება. ამიტომ ჟორდანიას მთავრობის კურსი რუსეთისგან სრულ დამოუკიდებლობაზე განპირობებული უნდა ყოფილიყო არა მხოლოდ იმდროინდელი მენშვიკების ეროვნული აღტყინებით, რაც მათ 1918 წლის მაისის მიწურულამდე არ ჰქონიათ, არამედ მნიშვნელოვან წილად, ბრიტანული სარდლობისა და ბრიტანული მთავრობის წარმომადგენლობის მოთხოვნითაც. ბრიტანეთი იმხანად ორმაგ თამაშს ეწოდა _ სიტყვით მსოფლიო ომში თავისი მოკავშირის, თეთრი რუსეთის ერთიანობას უჭერდა მხარს, საქმით კი მის დაშლისთვის მუშაობდა. ამრიგად საქართველოს „დამოუკიდებლობა“ 1918-1921 წწ. მეტად პირობითი ცნებაა და იმ ხანად ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება ექვმდებარებოდა თავიდან კაიზერული გერმანიის, ხოლო შემდეგ კი ანტანტის სახელმწიფოთა (საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ) უმაღლეს ძალაუფლებას, რომლებიც შეგნებულად მუშაობდნენ რუსეთის დასაშლელად. რუსმა სპეციალისტებმა და რუსეთის ხელისუფლებამ ყოველივე ეს კარგად უწყიან და სწორედ ამ ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით აგებენ თავიანთ ურთიერთობებს დასავლეთთან, ქართულ პროამერიკულ პოლიტიკურ სპექტრს კი ეს მძიმე დიპლომატიური ბრძოლები თამაში ჰგონია, ომი კი _ ომობანა. და მხოლოდ საკუთარ ანგარებით ინტერესებზე აგებს თავის საქმიანობას. შედეგებს კი ძალზედ მძიმედ იმკის ქართული საზოგადოება. ან იქნებ საზოგადოებაშიც სწორდ ასეთი წვრილმანი მანკიერებანია გაბატონებული ქრისტიანული ურთიერთთანადგომისა და გულისხმიერების ნაცვლად? იქნებ სწორედ სისხლიანი განსცდელებისა და დანაკარგების გადატანით უნდა გაიგოს ქართულმა საზოგადოებამ ძმობისა და სიყვარულის ფასი, რაკი სხავაინარად გაგებისთვის მას ღვთისა და მოყვასის სიყვარული აქვს დაკარგული? ღმერთი შეგვეწიოს; დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისთვის.

(4) კარგი იქნებოდა რუსი სპეციალისტები და რუსეთის ხელისუფლება თავადაც სხვა მხრივ ჩაკვირვებოდნენ „ახალგაზრდა თურქების“ ამ წინადადებას კავკასიელი ხალხებისადმი. სახელდობრ, „ახლგაზრდა თურქები“ საქართველოს, მათ დაქვემდებარებაში შესვლის სანაცვლოდ, სთავაზობდნენ ტერიტორიული ავტონომიის სტატუსს თითქმის მთელი ისტორიული საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში. ეს იმასთან შედარებით გაცილებით უფრო უკეთესი პირობაა, ვიდრე რაც ჰქონდა ჩვენს ქვეყანას რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, რომ არა სარწმუნობრივი განსხვავება თურქებთან და ერთმორწმუნეობა რუსეთთან, რასაც XX სუკუნის დასაწყისში ქართულ საზოგადობაში სავსებით სამართლიანად ეკავა იმაზე დიდი მნიშვნელობა, ვიდრე დღესდღეობით, ათწლეულბის მანძილზე რგორც რუსულ, ისე ქართულ საზოგადოებათა მთელი თაობების მიზანმიმართული ათეიზაციის შემდეგ. მაშინ, თუკი თურქებს ესმით, რომ ტფილისისა და ქუთაისის გუბერნიები, სოხუმის, ბათუმის, ართვინისა და ზაქათალას ოკრუგებით, ისტორიული საქართველოს შემადგენელი ღვიძლი ერთეულებია, განა ჩვენს ერთმორწმუნე რუსებს კი შეშვენით განსაკუთრებით ხაზის გასმა იმაზე, რომ XVIII სუკუნეში საქართველოს სამეფო ერქვა მხოლოდ ქართლ-კახეთის სამეფოს და დანარჩნი მხარები საქართველო არ არისო? ან კიდევ, განა ქრისტიანული და მეგობრულია ხაზგსმა იმაზე, რომ საქართველოს სამეფო-სამთავროები ცალ-ცალკე შემოვიდნენ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში და ეხლა ქართველები ძალიან ბვრს ნუ ლაპარაკობენო? ნუთუ ვინმე მალავს, რომ ისტორიულმა საქართველომ ვერ შესძლო დაუშლელად და დაუხლეჩავად სიარული თავისი ცხოვრების გზაზე, რომ მის ცალკეულ ტერიტორიებს მკვიდრად დაეუფლენენ ირანი და ოსმალეთი, დანარჩენი მხარეები კი მოხარკედ გაიხადეს და ურთიერთშორის გავლენის სფეროებად გაინაწილეს? განა საქართველო რომ ერთიანი და ძლიერი სამეფო ყოფილიყო, იგი დაიწყებდა რუსეთის მფარველობის ძიებას, ან კიდევ შევიდოდა ნებაყოფლობით მის შემადგენლობაში (1799 წ.)? ან თავად რუსეთს რომ ჰყოლოდა უახლოეს მეზობლებად მასზე ათჯერ და მეტად უფრო მრავალრიცხოვანი, ძლიერი და აგრესიული მეზობლები, თვითონ მოახერხებდა მონღოლობის შემდეგ წელში გამართვასა და ძლიერ იმპერიად ჩამოყალიბებას? წმინდა წერილი გვასწავლის, რომ სხვს არ ვუსურვებდეთ ისეთ რამეს, რასაც საკუთარ თავს არ ვუსურვებდით; და არც ვუკეთებდეთ რაიმე ისეთს, რაც არ გვენდომებოდა რომ სხვებს ჩვენთვის გაეკეთებინათ.

(5) ქართულ საზოგადოებაში, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, აფხაზების ასიმილაციისკენ მისწრაფება არანაირად არ ყოფილა. აფხაზების მნიშვნელოვანი ნაწილის გადასახლება თურქეთში _ ე. წ. „მუჰაჯირობა“ განპირობებული იყო ამ აფხაზების გარიდებით არა ქართველებისგან, არამედ რუსეთის იმპერიის სახელმწიფო მანქანისგან, მისი ადმინისტრაციულ-პოლიტიკური და სამხედრო ღონისძიებებით. ამის შემდეგ ქართულ საზოგდოებაში წარმოიშვა მისწრაფება წინ აღდგომოდა აფხაზური მოსახლეობის ემიგრირებული ნაწილის მიერ დაცლილ მიწებზე რუსების ჩამოსახლებას და მხარის რუსიფიკაციას, თუმცა კი რუსეთის მთავრობა, რამდენადაც ვიცით, ხელს უშლიდა დასავლეთ საქართველოს მხარეებიდან აფხაზთში ქართველების ჩასახლებას. XIX საუკუნის მიწურულს გამოცემულ ბროქჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედიურ ლექსიკონში, თავად ვ. მასალსკის მიერ გამოქვეყნებულ წერილებში, ტფილისისა და ქუთაისის გუბერნიების, აგრეთვე მათში შემავალი მაზრებისა და ოკრუგების აღწერილობით, საკუთრივ ქუთაისის გუბერნიის შესახებ ნათქვამია: „ყველაზე უფრო მჭიდროდაა დასახლებული სენაკის (69,4 ადამიანი 1 კვ. ვერსზე), ქუთაისისა და შორაპნის მაზრების დაბლობის ნაყოფირი ადგილები; ყველაზე უფრო სუსტად არის დასახლებული მთაგორიანი და ტყიანი რაჭის მაზრა, ბათუმისა და ართვინის ოკრუგები, და განსაკუთრებით კი სოხუმის ოკრუგი (8,1 ადამიანი 1 კვ. ვერსზე)“. და მოსახლეობის ასეთი არათანაბარი განაწილების მიუხედავად, რუსეთის იმპერიის მთავრობა, რამდენადაც ქართველი ისტორიკოსები ამბობენ, ეწინააღმდეგებოდა მცირემიწიანი სენაკის, ქუთაისისა და შორაპნის მაზრებიდან სოხუმის ოკრუგში ქართული მოსახლობის გადასახლებას. ასევე ცნობილია, რომ XX სუკუნის პირველ ათწლეულში რუსეთის მთავრობას გეგმაში ჰქონდა აფხაზეთის შეერთება ეკატერინოდარის (ამჯამად კრასნოდარის) ოლქთან, რის წინაარმდეგაც, ქართული საზოგადოებრიობის მოწინავე ნაწილთან ერთად, გამოვიდა საკუთრივ აფხაზური საზოგადოების ყველა ფენა და თვადაზნაურობის, სამღვდელოებისა და გლეხობის ერთობლივმა დელეგაციამ მიმართა თხოვნით კავკასიის მთვარმართებელს სოხუმის ოკრუგის კვლავ ქუთაისის გუბერნიის შემადგენლობაში დატოვების შესახებ. ბროქჰუზ-ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონის წერილების მიხედვით (ავტორი ვ. მასალსკი), 1897 წელს სოხუმის ოკრუგის მოსახლეობა შეადგენდა 100498 ადამიანს, მათგან აფხაზები იყვნენ 68600-ზე მეტი, სამურზაყანოელები (უმთავრესად მეგრელები) _ 17830-მდე, საკუთრივ მეგრელები და სხვა დასავლეთ-ქრთველები _ 6530-ზე მეტი, ბერძნები _ 3520-მდე, სომხები _ 1510-მდე, რუსები _ 2010 ადამიანი.

1917-1921 წწ. საქართველოში სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკური) მმართველობის დროს, ხელისუფლების სოციალისტური დოქტრინიორობის, ანტიეკლესიური ღონისძიებების, აგრეთვე მიწის რეფორმის გატარებით მსხვილი მიწათმფლობელობის გაუქმების შედეგად, გარკვეული უკმაყოფილებანი იყო როგორც მთლიანად საქართველოს მხარეებში, ისე საკუთრივ აფხაზეთშიც, სადაც ძიძიშვილობის (ვაჟიშვილების აღსაზრდელად გაშვილების) ინსტიტუტის არსებობის გამო თავადაზნაურობსთან ნათესაური კავშირებითაც მჭიდროდ იყო დაკავშირებული იქაური გლეხობა, და მენშევიკური მთავრობის ანტითავადაზნაურული რეფორმები იწვევდა გლეხობის მნიშვნელოვანი ნაწილის უკმაყოფილებასც. ყოველივე ამან სერიოზული წინააღმდეგობანი დაბადა აფხაზეთში საქართველოს მაშინდელი მთავრობის მიმართ, და აფხაზეთის ეროვნულმა საბჭომ თხოვნითაც მიმართა რუსეთის სამხრეთის შეიარაღებული ძალების სარდლობას (დენიკინი) სოხუმის უწინდელი ოლქის ეკატერინოდრის ოლქთან შეერთებაზე. მაგრამ ეს გახლდათ არა ქართველი ხალხის ასიმილატორული მისწრფების შედეგი, არამედ ევროპული სოციალიზმის (მარქსიზმის) საქართველოში უკრიტიკოდ და უსაფუძვლოდ გადმომნერგავი მთავრობის მახინჯი პოლიტიკისა, რის წინააღმდეგაც ხმას იმაღლებდა, შეძლებისდა გვარად, დანარჩენი საქართველოს თავადაზნაურობაც. ამ მხრივ აღსანიშნავია, თუნდაც, გენერალ კოტე აფხაზის გამოსვლა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელ კრებაში, იმავე მიწის რეფორმასთან დაკავშირებით. კოტე აფხაზი დიდი გულისტკივილითა და საყვედურით მოახსენებდა საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას, რომ ქართველმა თავადაზნაურობამ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით მთელი თავისი საზოგადო ქონება უსასყიდლოდ გადასცა ქართველ ხალხს, ახლა კი პირად ქონებასაც ასე დაუნდობლად გვედავებით, რა ვქნათ, რა წყალში გადავვარდეთო?

აფხაზეთში ქართული სახელმწიფოებრიობის გავლენის დასუსტების პოლიტიკას ატარებდნენ ბოლშევიკებიც 1921 წლის დასაწყისიდან სულ უკნასკნელ ხანებამდე (80-ინი წლების ბოლომდე). გარდა ამისა, როგორც აფხაზები გამოთქვამენ უკმაყოფილებსა და გულისწყრომას, 1930-40იან წლებში ლავრენტი ბერიამ მოახდინა დასავლეთ ქართველების მასობრივი ჩასახლება აფხაზეთში და დაიწყო ასიმილატორული პოლიტიკის გატარება. და თუკი ეს ასეა, ეს ვერ შეიძლება იყოს მოსაწონი ნორმალური ქართველი ადამიანისთვის. ერთია აფხაზეთში ქართველების ჩასახლების საკითხი და ეს შესაძლოა გამართლებულიც იყოს იმერეთისა დ სამეგრელოს დაბლობი ადგილების მჭიდროდ დასახლების გამო იქ არსებული მცირემიწიანობისა და მოსახლეობის მძიმე ეკონომიკური პირობების ფონზე, მაგრამ ამით აფხაზების ეროვნულ-ეთნიკური არსებობისა და ცხოვრებისთვის მუქარა და საფრთხე არ უნდა შეექმნათ. ლავრენტი ბერიას ან ნებისმიერი სხვა ქართველი ხელისუფლის ასეთი მოქმედებანი უნდა დაგმოს ქართულმა საზოგადოებამ, თუკი მას მართლა სურს აფხაზების ნდობის მოპოვება და მომავალში ამ ხალხთან ერთად ცხოვრება. მაგრამ თუკი ბერიას მიერ გატარებული ღონისძიებები აფხაზურ ენასა და აფხაზურ ეროვნულ-ეთნიკურ ელემენთს კი არ თრგუნავდა, არამედ 20-30იან წლებში იქ გაბატონებული რუსული ენის ჩანაცვლებას გეგმავდა ქართულით, რომელიც აფხაზებისთვის ისტორიულად ნაცნობი და ახლობელი იყო ჯერ კიდევ ლაზიკის სამფოს დაქვეითებისა და აფხაზეთის სამეფოს მიერ, ხაზრთა დახმარებით, დასავლეთ საქართველოში ბიზანტიის იმპერიის გავლენის შემცირებისა და მისი ერთი გვირგვინის ქვეშ (ერთ სამეფოდ) გაერთიანების შემდეგ, თუ მანამდე არა, მაშინ ეს სავსებით ჯანსაღი და სასარგებლო პროცესი გახლდათ, და მიზნად უნდა ჰქონოდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში საქართველოს სსრ-თვის რეალური სახელმწიფობრივი ატრიბუტების მიცემა და მის ტერიტორიაზე ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის რეალურდ დამკვიდრება. მაგრამ აქვე დაცული უნდა ყოფილიყო ფხაზური ენის სამართლიანი ინტერესებიც. რამდენად იქნა ეს განხორციელებული ლ. ბერიას მიერ, პირადად ჩვენთვის უცნობია. საჭირო კია, რომ ყველაფერი თავის ადგილას დალაგდეს, ყველაფერი სწორად იქნას გამოკვლეული და შეფასებული, სადაც ბოდიში გვაქვს მოსახდელი, იქ პატიება ვითხოვოთ, ხოლო სადაც მართალია ჩვენი პოზიცია და დამოკიდებულბა, იქ ცჩვენი სიმართლე პრინციპულად და პატიოსნად დავიცვათ. ერთი რომ კი ცხადია, რომ ქართველობას 70-80იან წლებში აფხაზების მიმართ ასიმილატორული მიზნები არ ჰქონია, არამედ ამ მიმართულებით იგი იბრძოდა აფხაზების პროსაბჭოური, პრორუსეთული, პროკომუნისტური მისწრფებების განეიტრალებისთვის, რადგანაც თვლიდა, რომ ჯერ კიდვ XIX საუკუნის დასაწყისიდან რუსეთის იმპერიამ ძალადობრივად დაიპყრო საქართველოს სამეფო-სამთავროები, დაამყარა აქ კოლონიური ჩაგვრა, 1921 წლიდან კი უკვე კომუნისტური მმართველობის ქვეშ გააგრძელა ძველი პოლიტიკა და ცდილობდა ამ ჩაგვრისგან სამშობლოს განთავისუფლებას. ეს ყველა ხალხისა და ერისთვის სავსებით ჯანსაღი მისწრაფებაა, ხოლო რამდენად შეესაბამებოდა ისტორიულ სინამდვილეს 70-80იანი წლების ქართული საზოგადოების ცოდნა რუსეთ-საქართველოს წარსულისა და ურთიერთობების შესახებ, ამის თაობაზე ზემოთ 1-ლ შენიშვნაში უკვე გვქონდა ნაწილობრივ საუბარი.

რაც შეეხება მცირე, საშუალო და დიდი ხალხების ურთიერთობებს, აქ ნ. ნაროჩნიცკაია სავსებით ლოგიკურად ანვითარებს მათ ერთერთ ვარიანტს. მაგრამ არის სხვა ვარიანტიც, რომელსაც ხშირად იყენებენ პრაქტიკაში. სახელდობრ, როდესაც დიდი ხალხის მმართველი წრეები, იმისთვის რათა მათთვის საჭირო მორჩილებაში ჰყავდეთ საშუალო ხალხი, განსაკუთრებული ვითომ მფარველობის გაწევას იწყებენ ამ საშულო ხალხის დაქვემდებარებაში მყოფი მცირე ხალხის მიმართ, რათა მათ შორის ისტორიულად საუკუნეების მანძილზე ჩამოყლიბებული ურთიერთობები არივ-დარიონ, ეს ხალხები ერთმანეთს გადაჰკიდონ და შემდეგ თავიანთთვის სასურველად მართონ ისინი. თანამედროვე აფხაზურ-ქართულ-რუსულ ურთიერთობებში, ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანწილად სწორედ ასეთი მექანიზმებია ჩადებული და ამუშავებული.

(6) საეკლესიო საკითხებში, ჩვენი აზრით, ნატალია ნაროჩნიცკაია ტენდენციურად მსჯელობს და, სამწუხაროდ, სინამდვილეს ამახინჯებს რუსული ნაციონალისტური პიზიციიდან გამომდინარე. მაგრამ, თუკი გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ერთვება კათოლიკურ-პროტესტანტული ან სულაც ათეისტური დასავლეთის რუსეთთან სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირების ფერხულში, რომელშიც შემომტევ მხარეს წარმოადგენენ დასავლეთის მმართველი წრეები, და რომელიც მიმართულია რუსული სახელმწიფოს დაშლა-დანაწევრებისა და მის ადგილზე წარმოქმნილი მცირე ერთეულების დასავლეთის კონტროლისადმი დაქვემდებარებისკენ, და ამ ბანაკში, ასევე სამწუხაროდ, დგება საქართველოს ხელისუფლებაც, მის პროამერიკულ ოპოზიციასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების უმეტესობასთან ერთად, მაშინ უკვე საქართველოსა და რუსეთს შორის მოქმედებას იწყებს იმავე ვაჟა ფშაველას მიერ გამოთქმული კანონი: „მაგრამ მტერს მტრულად მოექეც, თავად უფალმა ბრძანაო; ის სჯობს, რაც მალე ვეცდებით, გულში გავურჭოთ დანაო“. და ამაში დამნაშავეები რუსები სულაც არ არიან _ ეს ომის ბუნებრივი კანონზომიერებაა. ფრანგებს აქვთ ძველი ცნობილი გამოთქმა: „ა ლა გერ, ქომ ა ლა გერ“ _ რაც ქართულად ნიშნავს: „ომში როგორც ომში“, ან კიდევ „სე ლა გერ“ _ „ასეთია ომი“. ასე რომ, ამ შემთხვევაში ქართველებსაც და რუსებსაც სერიოზულად გვაქვს გადასახედი ჩვენი საკუთარი პოზიციები, და, ჩვენი აზრით, პირველ რიგში _ ქართველებს.

No comments:

Post a Comment