Tuesday, November 16, 2010

საქართველო ირჩევს ამერიკას

დღევანდელი მოვლენები საქართველოში არ უნდა გვაკვირვებდეს. ისინი მხოლოდ წარმოადგენს მსოფლიოს ამ უმნიშვნელვანესი სტრატეგიული რეგიონის ანგლო-ამერიკული ბატონობის ქვეშ გარდაქმნის მორიგ ეტაპს. რუსეთის უინიციატივო პოლიტიკა, რომელმაც დემონსტრაციულად უარი თქვა შავი ზღვის აუზში მემკვიდრეობითი რუსული ინტერესების შენარჩუნებაზე და ტიტინებდა მშვიდობისა და დემოკრატიის, როგორც საგარეო პოლიტიკის მიზნების შესახებ, ღიად უკეთებდა პროვოცირებას რეგიონში ვაკუუმის შევსებისთვის და წარმოშობდა ინტრიგებს თბილისის მხრიდან, რომლებიც კიდევ უფრო დამძიმებული იყო ქართული პოლიტიკური ელიტის შიგნით არსებული უთანხმოებებით. ლაპარაკები ტერორიზმთან ბრძოლის ამა თუ იმ მოდელისა და პანკისის ხეობაში სტაბილურობის უზრუნველყოფის შესახებ წარმოადგენს მხოლოდ საფარველს, ვინაიდან თავად სიტუაცია პანკისში არც თუ მცირე ხარისხად შექმნილია საბაბის მისაცემად ამერიკული სამხედრო ყოფნისთვის. თავად ჩეჩნური სისხლის სამართლებრივი ამბოხებაც სულ დასაწყისიდანვე 90%-ით წარმოადგენდა სულაც არაჩეჩნური და თვით არაისლამური სტრატეგიის ინსტრუმენტსაც კი კავკასიისა და ამიერკავკასიის რუსული ორბიტიდან გამოსაყვანად.

დღეს გამართლდა გაფრთხილებები სევასტოპოლისა და ყირიმის დაკარგვის გლობალური შედეგების თაობაზე: მსოფლიო დერჟავის მისეული (რუსეთის) როლის ეროზიამ, „რომლის გარეშეც ევროპაში ვერც ერთი ზარბაზანი ვერ გაისროდა“, წინასწარ განსაზღვრა ხანძარი კავკასიაში, რომელიც გეოპოლიტიკურად ყოველთვის მოუწყვეტლად დაკავშირებული იყო პოზიციებთან შავ ზღვაზე. რუსეთს რომ არ ჩაებარებინა ყირიმი, არათუ მხოლოდ ამერიკული „სპეცნაზის“ ჩამოსვლა იქნებოდა შეუძლებელი, არამედ არ მოხდებოდა თავად ჩეჩნეთის ამბოხებაც, ისევე როგორც ალბანელთა ამბოხებაც კოსოვოში, არაფერს ვამბობთ თურქული ფულებით სიმფეროპოლში გადმოსახლებული ყირიმელი თათრების შესახებ.

მით უმეტეს აშკარაა იმათი სიმართლე, ვინც „ჰუმანისტების“ ტკბილი იავნანების ქვეშ გამოდიოდა ჩეჩნური სისხლის სამართლებრივი ამბოხების ჩანასახშივე ყველაზე უფრო მეტად გადამჭრელი ჩახშობის მომხრედ, ვინაიდან ჩეჩნეთში სასწორზე არის დადებული რუსეთის ორასწლოვანი მუშაობა სამხრეთში და სამხედრო-სტრატეგიული ბალანსი ხმელთაშუა ზღვაზე. ამ ფონზე მეგობრობის შესახებ უკრაინასთან დადებული ხელშეკრულბის რატიფიკაციამ, რომელიც მოსკოველმა კომუნისტებმა გიტანეს მათი უკრაინელი ამხანაგების საამებლად, კოლოსალური ზიანი მოაყენა რუსეთის პოზიციებს.

ბრიტანეთს ყოველთვის განსაკუთრებულად აინტერესებდა ირანი და ავღანეთი, როდესაც აუცილებელი იყო წინ აღდგომოდა რუსეთის გაძლიერებას სამხრეთში ან, პირიქით, რათა სისუსტის მომენტებში სამუდამოდ გამოედევნა იგი. რუსეთ-იარანის ომების პერიოდში XVII საუკუნის ბოლოდან ჩრდილოეთ აზერბაიჯანისა და აღმოსავლეთ სომხეთის შემოერთებამდე (1823) ინგლისი დებს ხელშეკრულებას ირანთან რუსეთისა და დაუმორჩილებელი ავღანეთის წინააღმდეგ ომის გასაგრძელებლად მისი იძულებისთვის და პირდება მომარაგებას იარაღითა და საბრძოლო მასალებით (1809, 1814). 1829 წელს ფანატიკოსებმა ცოცხლად დაგლიჯეს რუსი ელჩი ალექსანდრე გრიბოედოვი, რომელმაც საკვანძო როლი ითამაშა ირანთან რუსეთისთვის მეტად მომგებიანი თურქმანჩაის ხელშეკრულებს დადებაში, რამაც შედეგად მოიტანა რუსეთის გავლენის იქ პრინციპულად დამკვიდრება. ბრიტანული არქივები, საიდუმლოების ვადის მრავალჯერადად გასვლის მიუხედავად, დღემდე დახურულია, ვინაიდან ვაზირ მუხტარის სიკვდილში ინგლისური კვალი არასდროს არ ყოფილა საეჭვოდ გამხდარი. XIX საუკუნის 30-იანი წლების შუახანებში ბრიტანულ შხუნას (გემს) „ვიკსენი“ შავ ზღვაში მიუსწრეს მაშინ, როდესაც იგი გადმოტვირთავდა იარაღს ჩერქეზებისთვის, და ამას შემდეგ მოჰყვა დიპლომატიური სკანდალი. ინგლისლები ცდილობენ კვლავ დაეუფლონ ირანს ყირიმის ომში რუსეთის დამარცხებისთანავე, რომელმაც რუსეთს ჩამოართვა შავი ზღვის სახელმწიფოს სტატუსი აღნიშნული ზღვის „ნეიტრალიზაციის“ გზით. რუსეთის დღევანდელი მდგომარეობა გაცილებით უფრო უარესია, ვიდრე ეს იყო პარიზის ზავის შემდეგ.

რა ხდება XX ასწლეულში? როგორც კი რუსეთი, ასე ეგონათ, დაიშალა ბოლშევიკურ რევოლუციაში, ძალის ვაკუუმმა წაახალისა ინგლისელები დაუყოვნებლივ 1918 წელს მოეხდინათ მთელი ირანის ოკუპაცია, შესულიყვნენ ავღანეთში და აღენიშნათ თავიანთი ყოფნა რუსეთის ცენტრალური აზიის მთელი ხაზის გაყოლებით. ახალგაზრდა თურქეთის ტრიუმვირატის ერთერთი წევრის ენვერ-ფაშასა და მისი ბასმაჩების საქმიანობას ამუ-დარიაზე გულუხვად ამარაგებდნენ ბრიტანული იარაღითა და სამხედრო მრჩევლებით.

რუსეთის საგარეო საქმეთა უკანასკნელ მინისტრს ს. საზონოვს, რომელიც სამოქალაქო ომის წლებში პარიზში იმყოფებოდა, ჰქონდა ცნობები „ინგლისის გრანდიოზული გეგმის“ შესახებ, „რომელიც მიზნად ისახავდა რუსეთის დანაწევრებას“. ბალტიის სახელმწიფოებს საბოლოოდ უნდა მოეკვეთათ რუსეთი ზღვისგან, კავკასია უნდა ქცეულიყო რუსეთისგან სრულიად დამოუკიდებელ ბუფერად რუსეთსა და თურქეთ-სპარსეთს შორის. ასევე დამოუკიდებელი უნდა გამხდარიყო თურქესტანიც, რათა ერთხელ და სამუდამოდ გადაეღობათ რუსეთისთვის გზა ინდოეთისკენ. სპარსეთი მთლიანად ხვდებოდა ინგლისის ძალაუფლების ქვეშ, ხოლო კავკასიის, თურქესტნისა და ბალტიის სახელმწიფოთა „დამოუკიდებლობა“ შეზღუდული იქნებოდა ინგლისის პრაქტიკული პროტექტორატით ამ ოლქებზე“. ვფიქრობ ზედმეტია თანამედროვეობასთან ანალოგიის კომენტირება.

1919 წლის ნოემბერში ინგლისელები გამოჩნდნენ კავკასიასა და ამიერკავკასიაში, დაიკავეს რა ბაქო და რკინიგზა ბათუმამდე. ინგლისელების წახალისებით ქართველები დადგნენ რუსებისადმი მტრულ პოზიციაზე. როდესაც ბრიტანული სამხედრო მისიის გულუბრყვილო წარმომადგენელმა პატიოსანმა მეომარმა პოლკოვნიკმა როულინსონმა მოწოდებით მიმართა მთიელ ხალხებს დამორჩილებოდნენ რუსეთის სამხრეთის შეიარაღებული ძალების ხელისუფლებას, და განაცხადა, რომ გენერალ ა. დენიკინისადმი მათ წინააღმდეგობას განიხილავდა როგორც მოკავშირეების მიმართ არაკეთილგანწყობილებას, ბრიტანეთმა საჯაროდ მოახდინა მისი დეზავუირება და გამოაქვეყნა „ამიერკავკასიაში ინგლისის უმაღლესი კომისრის უორდროპის წერილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გეგეჭკორის სახელზე, რომელშიც მიუთითებდა, რომ როულინსონის აზრები სრულებით არ გამოხატავს ბრიტანული მთავრობის ხედვას... და გეგეჭკორმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო გვარდიის ყრილობაზე პირდაპირ განაცხადა: „ინგლისის ინტერესებში არ შედის ამიერკავკასიის ჩართვა რუსეთის ფარგლებში“.

დღესდღეობით საქართველოში ისტორიული აზრი მთლიანად არის გადასინჯული იმპერიულ მჩაგვრელ რუსეთთან მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის სულისკვეთებით, რომელმაც ვითომდა მოსპო ქართული სახელმწიფოებრიობა, თუმცა კი მხოლოდ უნდა დაეცვა იგი საკუთარი სისხლით სპარსელებისა და თურქებისგან. ილუზიები იმის შესახებ, რომ მართლმადიდებელი საქართველო ყოველთვის იყო რუსეთის განსაკუთრებულად ერთგული სულიერი მოკავშირე, როგორც ჩანს, მოგვრილია თავად პ. ი. ბაგრატიონის რომანტიული და გმირული ხატებით, რომელმაც სიცოცხლე შესწირა მოსკოვისთვის ბრძოლას. მაგრამ ჯერ კიდვ ა. ი. დენიკინი სიმწრით აღნიშნავდა ქართული ინტელიგენციის ღრმად ანტირუსულ განწყობილებებს და იმას, თუ როგორ ცდილობდა ყოფილი რუსი სოციალ-დემოკრატებისგან შემდგარი საქართველოს მთავრობა, რომლებიც რუსეთში მგზნებარე ინტერნაციონალისტები იყვნენ, „საკუთარ მხარეში რუსული მოქალაქეობრიობისა და კულტურის ყველანაირი ნიშნების მოსპობას“. საქართველოს მენშევიკურმა მთავრობამ დაუყოვნებლივ ააწყო ურთიერთობები რუსეთის ევროპელ მოწინააღმდეგეებთან და ფოთის ხელშეკრულება დადო კაიზერის გერმანიასთან, რომელმაც მანამდე უკვე მოახდინა მთელი უკრაინისა და ბალტიისპირეთის ოკუპაცია (1).

საქართველოს პოლიტიკაზე სერიოზულ ზემოქმედებას ახდენს კონფლიქტი აფხაზეთთან, რომელმაც, წინასწარ განსჭვრიტა რა საქართველოს ობიექტური მისწრაფება მოეხდინა მისი ასიმილირება, გამოავლინა მკაფიოდ პრორუსული ვექტორი. ეროვნებათა შორის ურთიერთობების კანონზომიერებები ისეთია, რომ მცირე ხალხს ყოველთვის აშინებს საშუალოს ჰეგემონისტური მისწრაფებები და მიილტვის დიდი ხალხისკენ. 1991 წელს წარმოქმნილი კონფლიქტები სსრკ-დან გასვლისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოებად კოსტრუირების საკითხში სულაც არ არის „სეპარატისტული“. ისინი წარმოიშვა საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებამდე არა დიდი ხნის წინ ჩამოყალიბებული და ლეგიტიმურად აღიარებული სახელმწიფოების ტერიტორიაზე, არამედ სწორედ მომავლის საკითხის გამო, იმის გამო, რომ კავშირიდან გასვლისას არ მისცეს უფლება თავად აერჩიათ თუ რომელი სახელმწიფოს ფარგლებში სურდათ ყოფნა. ეს საშუალებას აძლევს აფხაზეთს სავსებით მართლზომიერად დავობდეს მისთვის თავსმოხვეული ბედის წინააღმდეგ (2).

ჩეჩენი ტერორისტებისთვის ირიბი და პირდაპირი ხელშეწყობის უდაო მტკიცებულებები დიდი ხანია მეტყველებს იმის შესახებ, რომ თბილისი სერიოზულად თამაშობს რუსეთის წინააღმდეგ, მოელის რა დივიდენდებს დასავლეთისგან და ასევე ისწრაფვის ჩეჩნური ბანქოს ქაღალდის გაცვლისკენ აფხაზურში. ასეთი სტრატეგია არა მხოლოდ დღეს, არამედ მთელი გასული ათწლეულის მანძილზე სრულ თანხმობაშია აშშ-ის ორიენტაციასთან პოსტსაბჭოთა სივრცეში კონფლიქტების ინტერნაციონალიზაციაზე თავისთვის მშვიდობისმყოფელის როლით.

ნატო-ში დიდ ყუადღებას უთმობდნენ საქართველოს და საფუძვლიანად მიაჩნდათ შევარდნაძე ატლანტიკური სტრატეგიის საყრდენად შავ ზღვაზე. საქართველოს მუდმივად სტუმრობდნენ სამუშაო ვიზიტებით ნატო-ს ფუნქციონერები თვით ბლოკის სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულების სარდლის თ. აკბაშის ჩათვლით. არა მხოლოდ დღევანდელი აშშ, არამედ თავდაცვის ყოფილი მინისტრი უ. კოენიც გამოხატავდა „შეერთებული შტატების მზადყოფნას შემდგომშიც აღმოუჩენდეს დახმარებას საქართველოს მისი შეიარაღებული ძალების რეფორმირებაში“. შევარდნაძე უკვე დიდი ხანია ამბობდა, რომ საქართველოს უფლება აქვს დამოუკიდებლად წყვეტდეს, თუ რომელი სახელმწიფოს _ რუსეთის, თურქეთის თუ აშშ-ის _ სამხედრო ბაზები იქნება დისლოცირებული მის ტერიტორიაზე. ასე რომ, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ ამერიკული ყოფნის რეალური პარამეტრების გამორკვევას აუცილებლად გამოაცხადებენ საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევად.

საქართველო გავიდა კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ ხელშეკრულების წევრების შემადგენლობიდან, და ამასთანავე გამოიჩინა ინიციატივა კონფიგურაცია სუამ-ის შექმნაში. დსთ-თვის რუსეთის გარეშე კონკურენტი ორგანიზაციის მსგავსი საქმიანობა ატარებს ერთმნიშვნელოვნად დესტრუქციულ ხასიათს. მისი წევრების პოზიცია სულ თავიდანვე იყო პრაქტიკულად ღიად პროატლანტიკური. ზ. ბჟეზინსკიმ წაახალისა ამ სტრუქტურის შექმნა, რომელიც არ მოიცავს რუსეთს, მიუთითა რა, რომ „კარგი ინიციატივა დროთა განმავლობაში შესაძლოა გადაიქცეს უსაფრთხოების სისტემად“. რუკაზე ასეთი კონფიგურაცია ნატო-ს ბლოკის სავარაუდო გაფართოების ზონასთან ერთად _ ეს არის რუსეთის სრულიად მოწყვეტა ევროპისგან, ბალტიის, გრეთვე შავი და კასპიის ზღვებისგან, თანაც მის შემადგენლობაში თურქეთით, როგორც რეგიონული სუპერდერჟავით (3).

რუსეთი დგას დილემის წინაშე _ იქნეს სრულიად განდევნილი შავი ზღვიდან, თუ გამოიჩინოს ჯანსაღი იმპერიული პოლიტიკა, აიღებს რა მაგალითს აშშ-გან.

ნატალია ნაროჩნიცკაიასაიტზე pravoslavie.ru გამოქვეყნდა 25.03.2002
შემდგომში განახლებულ იქნა საიტზე narochnitskaia.ru


თარგმნა და შენიშვნები დაურთო ირაკლი ხართიშვილმა
შ ე ნ ი შ ვ ნ ე ბ ი:


(1) აქ ალბათ ქართველი მკითხველი ისტორიის დამახინჯებად მიიჩნევს ნ. ნაროჩნიცკაის მინიშნებას იმის შესახებ, რომ არ არის სწორი რუსეთ-საქართველოს ისტორიული ურთიერთობების წარმოდგენა ისეთნაირად, თითქოს XIX საუკუნის დასაწყისში რუსეთის იმპერიამ დაიპყრო პატარა საქართველო და ამის შემდეგ რუსეთის მიერ კოლონიური ჩაგვრისგან განთავისუფლება შეადგენდა საქართველოს მოწინავე საზოგადოების მთავარ ამოცანას. ჩვენში სწორედ ასეთი ცოდნაა ხალხში გავრცელებული. მაგრამ პლატონ იოსელიანი თავის წიგნში „ცხოვრება გიორგი მეცამეტისა“ წერს, რომ 1799 წლის 7 სექტემბერს ქართლ-კახეთის მეფემ გიორგი XIII-მ თავის ელჩებს პეტერბურგში გაუგზავნა წერილი, რომელშიც მათ, სხვათა შორის, ავალებდა: „უმსხვერპლეთ ყოველი სამეფო და სამფლობელოი ჩემი უზაკვლითა და ქრისტიანებრითა ჭეშმარიტებითა მსხვერპლებითა და დაუდევით არა თუ მფარველობასა ქვეშე უდიდებულესსა დიდსა რუსთისა საიმპერტოროსა ტახტსა, არამედ დანებეთ სრულსა ნებასა და მზრუნველობასა მათსა, რათა ამიერითგან დაიდვას სამეფო ქართლოსიანთა საიმპერიოდ რუსეთისად წესითა მით, ვითარცა სხვანი იგი რუსეთსა შინა პყრობილნი პროვინციანი სარგებლობენ“. ამის საფუძველზე 1799 წლის 23 ნოემბერს შედგა ახალი ტრაქტატი (ხელშეკრულება) რუსეთის იმპერიასა და საქართველოს (ქართლ-კახეთის) სამეფოს შორის, რომლის 1-ლ და მე-2 პუნქტებში ნათქვამი იყო: „მისი დიდებულება იმპერატორი ყოვლისა რუსეთისა მიირებს ტიტულსა „მეფე საქართველოისა და შემდეგნი მისნი მემკვიდრენი“. ძე მეფისა გიორგისა დავით ტიტულსა „განმგე საქართველოისა“ და გარდავალს ესე შთამომავლობითა პირმშოდამ პირმშომდის“. პლატონ იოსელიანის სიტყვით, ეს დოკუმენტი ფრანგულ ენაზე გამოქვეყნებული აქვს პოლკოვნიკ როტირიერს თავის წიგნში Intineraire de Tiflis a Constantinopole (Bruxelles, 1829) pag. 68.

გიორგი XIII-ის ეს ნაბიჯი უმთავრესად განპირობებული იყო მაჰმადიანი გარეშე მტრებისა და ლეკთა თარეშებისგან გაჩანაგებული სამეფოსთვის თუნდაც საკუთარი საგვარეულოს დინასტიური ხარისხის შემცირების (მეფიდან მეფის ნაცვლობამდე) სანაცვლოდ შიმშვიდისა და კეთილდღეობის მოტანის, აგრეთვე მისი გარდაცვალების შემდეგ მის შვილებსა და ნახევარძმებს შორის ტახტისთვის სისხლისმღვრელი ბრძოლების თავიდან აცილების მიზნით. ამ ხელშეკრულებას ქართულმა მხარემ შემდგომში მოაყოლა 20 პუნქტად ჩამოყალიბებული საკუთარი ხედვა ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შემდგომი ყოფნისა, რომელშიც საქართველოს სამეფოსთვის ნაგულისხმევი იყო ტერიტორიული ავტონომიის უფლებები რუსეთის იმპერიის საერთო მმართველობის ქვეშ. ეს დოკუმენტი გამოქვეყნებული აქვს პროფ. ალ. ცაგარელს მის მიერ პეტერბურგში გამოცემულ კრებულში „გრამოტი ი დრუგიე ისტორიჩესკიე დოკუმენტი...“. როგორც ვიცით, რუსეთის უმაღლესმა ხელისუფლებამ უარი თქვა საქართველოსთვის ტერიტორიული ავტონომიის მონიჭებაზე და მისცა მას მხოლოდ კულტურულ-ნაციონალური ავტონომია, რომელიც უფრო სრულად იქნა განხორცილებული ილია ჭავჭავაძისა (წმ. ილია მართლის) და მის თანამოაზრეთა მიერ სრულიად რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე II-ის (1856-1881) რეფორმებით იმპერიაში შექმნილი საზოგადოებრივ-პოლიტიკური, ეკონომიკური და იურიდიული პირობების ფარგლებში.

როგორც ვთქვით, გიორგი XIII-ის ამ ნაბიჯს საქართველოს სამეფოში ჰყავდა მოწინააღმდეგენიც _ უწინარეს ყოვლისა მისი დედინაცვალი დარეჯან დედოფლი და დედოფლის ღვიძლი შვილები: იულონ, მირიან, ვახტანგ (ალმასხან), ალექსანდრე და ფრნაოზ ბატონიშვილები და მათი მომხრე თავადაზნაურობა. მაგრამ იყვნენ როგორც გიორგი მეფის ძეთა მომხრეებიც, ასევე პირდაპირი რუსული მმართველობის დამყარებისა ან სულაც რესპუბლიკის დაარსების, თუმცა ეს უკანასკნელნი მეტად სუსტნი იყვნენ. პირდაპირი რუსული მმართველობის დამყარების მსურველებს მეთაურობდნენ სარდალი იოანე ორბელიანი და სახლთ უხუცესი კონსტანტინე მუხრანბატონი, რომელთაც უდიერად ეპყრობოდა ტახტის მემკვიდრე დავით ბატონიშვილი. ამავე მიმართულებით მეცადინობდნენ საქართველოში იმ ხანად მყოფი რუსი მოხელეებიც: სახელმწიფო მრჩეველი კოვალენსკი, გენერალ-მაიორი ლაზარევი და რუსეთის კავკასიის ჯარების სარდალი გენერალ-ლიტენანტი კნორინგი. საბოლოოდ 1801 წლის სექტემბერში ქართლ-კახეთის სამეფო ალექსანდრე I-ის მანიფესტით უშუალოდ შეუერთდა რუსეთის იმპერიას პირდაპირი რუსული მმართველობის დამყარებით. მანიფესტში სხვათა შორის იმპერატორი აცხადებდა: „ჩვენ, ავედით რა სრულიად რუსეთის ტახტზე, ვპოვეთ საქართველოს სამეფო რუსეთთან შემოერთებული, რის შესხებაც 1801 წლი 18 იანვრის მანიფესტიც უკვე გამოქვეყნებული იყო მთელი ხალისთვის საუწყებლად (პავლე I-ის მიერ _ ი. ხ.). ვუკვირდებოდით რა თქვენს მდგომარობას, და ვხედავდით რა, რომ მხოლოდ რუსული ჯარების მეშვეობა და ყოფნა საქართველოში აქამდეც კი აკავებს ჩვენი ერთმორეწმუნე ადამიანების სისხლის დაღვრას და იმ საბოლოო დაღუპვას, რომელსაც თქვენ გიმზადებენ მტაცებელი და ურჯულო თქვენი მეზობელი ხალხები, გვსურდა ჩვენ კიდევ გვეცადა, ხომ არ რის უწინდელი მმართვლობის აღდგენის შესაძლებლობა ჩვენი მფარველობის ქვეშ და სიმშვიდესა და უსაფრთხოებაში თქვენი შენარჩუნებისა (დაცვისა). _ მაგრამ ამ საკითხში უახლოესმა გარკვევამ საბოლოოდ დაგვარწმუნა, რომ სხვადასხვა ნაწილი ქრთველი ხალხისა, რომლებიც ჩვენთვის ადამანურობის გამო თანაბრად ძვირფასნი არიან, სამართლიანად შიშობენ დევნისა და შურისძიების გამო იმისგან, ვისაც სამეფო ღირსების მაძიებელთაგან შეეძლო მისი ხლისუფლების მიღწევა, რადგანაც ყველა მათგანის წინაღმდეგ ხალხის უმეტესმა ნაწილმა აშკარად გამოავლინა თავი. მხოლოდ იჭვი და შიში ამ შედეგების გამო წარმოშობდნენ რა შეშფოთებებს, გარდაუვალად იქცეოდნენ ურთირთშორის ომებისა და სისხლისღვრის წყაროდ“...

იმპერტორის მანიფესტის შესაბამისად გენერალ-ლიტნანტმა კნორინგმა მოახდინა სიონის საკათედრო ტაძარში ქართველი ხალხის უპირველესი წარმომადგენლების დაფიცება სრულიად რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე. პლატონ იოსელიანი წერს: „ფიცითსა აღთქმისა ფურცელზედ მოაწერეს ხელი კათოლიკოსმან ანტონი, მთავარეპისკოპოსმან იუსტინე, თფილელმან არსენი, ბოდბელმან იოანე, რუსთველმან სტეფანე, წილკნელმან გერვასი, ნეკრესელმან ამბროსი, ნიქოზელმან ათანასი, წინამძღვარმან ნათლისმცემელისა ევთიმემან და სხვათა სამღვდელოთა. მათ შეუდგნენ მუხრნის-ბატონი კონსტანტინე, სარდალი იოანე ორბელიანი, მორდალი ზაალ ბარათაშვილი, აბელ ჩოლოყაშვილი, ალექსანდრე მაყაშვილი, სვიმონ და იოანე ანდრონიკაშვილი, გიორგი ავალიშვილი, ელიაზარ ფალავანდიშვილი და სხვ.“

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ასე წარმართვას, როგორც ვთქვით, ჰყავდა მოწინააღმდეგენიც, როგორც ქართლ-კახეთის სამეფოში, ისე მის გარეთაც, განსაკუთრებით აღსანიშნავია იმერეთის მეფე სოლომონ II, რომელიც საბოლოოდ ოსმლეთში გადავიდა და თუმცა კი მომხრე იყო რუსეთის მფარველობაში შესვლისა, მაგრამ არ დაეთანხმა რუსების წინადადებას პეტერბურგის სამეფო კარის დიდებულად გახდომაზე, ხოლო მის სამეფოში კი პირდაპირი რუსული მმართველობის დამყარებაზე. საქართველოს ეკლესიამ უკანასკნელ ათწლეულებში სოლომონ II შერცხა წმინდანთა დასში. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ დარეჯან დედოფლის მეცდინეობამ, მისი ვაჟიშვილებისთვის სამეფო ტახტის მიკუთვნების გამო, რასაც შედეგად გარდაუვალად მოსდევდა საუკუნოებით ჩამოყალიბებული ტახტის პირმშო ვაჟზე გადასვლის ტრადიციის უგულვებელყოფა, წარმოშვა ის მძიმე ვითარება სამეფოში, რომელმაც საგარეო ფაქტორებთან ერთად განაპირობა გიორგი XIII-ის მიერ სამეფოს რუსეთის შემადგენლობაში შეყვანა. ამიტომ რუსი ავტორები, ჩვენი აზრით, სამართლიანად გამოქთვამენ გაოცებას დღევანდელი ქართული საზოგდოების ისტორიული აზროვნების ასეთი დამახინჯების გამო.

(2) ქართულ საზოგადოებაში, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, აფხაზების ასიმილაციისკენ მისწრაფება არანაირად არ ყოფილა. აფხაზების მნიშვნელოვანი ნაწილის გადასახლება თურქეთში _ ე. წ. „მუჰაჯირობა“ განპირობებული იყო ამ აფხაზების გარიდებით არა ქართველებისგან, არამედ რუსეთის იმპერიის სახელმწიფო მანქანისგან, მისი ადმინისტრაციულ-პოლიტიკური და სამხედრო ღონისძიებებით. ამის შემდეგ ქართულ საზოგდოებაში წარმოიშვა მისწრაფება წინ აღდგომოდა აფხაზური მოსახლეობის ემიგრირებული ნაწილის მიერ დაცლილ მიწებზე რუსების ჩამოსახლებას და მხარის რუსიფიკაციას, თუმცა კი რუსეთის მთავრობა, რამდენადაც ვიცით, ხელს უშლიდა დასავლეთ საქართველოს მხარეებიდან აფხაზთში ქართველების ჩასახლებას. XIX საუკუნის მიწურულს გამოცემულ ბროქჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედიურ ლექსიკონში, თავად ვ. მასალსკის მიერ გამოქვეყნებულ წერილებში, ტფილისისა და ქუთაისის გუბერნიების, აგრეთვე მათში შემავალი მაზრებისა და ოკრუგების აღწერილობით, საკუთრივ ქუთაისის გუბერნიის შესახებ ნათქვამია: „ყველაზე უფრო მჭიდროდაა დასახლებული სენაკის (69,4 ადამიანი 1 კვ. ვერსზე), ქუთაისისა და შორაპნის მაზრების დაბლობის ნაყოფირი ადგილები; ყველაზე უფრო სუსტად არის დასახლებული მთაგორიანი და ტყიანი რაჭის მაზრა, ბათუმისა და ართვინის ოკრუგები, და განსაკუთრებით კი სოხუმის ოკრუგი (8,1 ადამიანი 1 კვ. ვერსზე)“. და მოსახლეობის ასეთი არათანაბარი განაწილების მიუხედავად, რუსეთის იმპერიის მთავრობა, რამდენადაც ქართველი ისტორიკოსები ამბობენ, ეწინააღმდეგებოდა მცირემიწიანი სენაკის, ქუთაისისა და შორაპნის მაზრებიდან სოხუმის ოკრუგში ქართული მოსახლობის გადასახლებას. ასევე ცნობილია, რომ XX სუკუნის პირველ ათწლეულში რუსეთის მთავრობას გეგმაში ჰქონდა აფხაზეთის შეერთება ეკატერინოდარის (ამჯამად კრასნოდარის) ოლქთან, რის წინაარმდეგაც, ქართული საზოგადოებრიობის მოწინავე ნაწილთან ერთად, გამოვიდა საკუთრივ აფხაზური საზოგადოების ყველა ფენა და თვადაზნაურობის, სამღვდელოებისა და გლეხობის ერთობლივმა დელეგაციამ მიმართა თხოვნით კავკასიის მთვარმართებელს სოხუმის ოკრუგის კვლავ ქუთაისის გუბერნიის შემადგენლობაში დატოვების შესახებ. ბროქჰუზ-ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონის წერილების მიხედვით (ავტორი ვ. მასალსკი), 1897 წელს სოხუმის ოკრუგის მოსახლეობა შეადგენდა 100498 ადამიანს, მათგან აფხაზები იყვნენ 68600-ზე მეტი, სამურზაყანოელები (უმთავრესად მეგრელები) _ 17830-მდე, საკუთრივ მეგრელები და სხვა დასავლეთ-ქართველები _ 6530-ზე მეტი, ბერძნები _ 3520-მდე, სომხები _ 1510-მდე, რუსები _ 2010 ადამიანი.

1917-1921 წწ. საქართველოში სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკური) მმართველობის დროს, ხელისუფლების სოციალისტური დოქტრინიორობის, ანტიეკლესიური ღონისძიებების, აგრეთვე მიწის რეფორმის გატარებით მსხვილი მიწათმფლობელობის გაუქმების შედეგად, გარკვეული უკმაყოფილებანი იყო როგორც მთლიანად საქართველოს მხარეებში, ისე საკუთრივ აფხაზეთშიც, სადაც ძიძიშვილობის (ვაჟიშვილების აღსაზრდელად გაშვილების) ინსტიტუტის არსებობის გამო თავადაზნაურობსთან ნათესაური კავშირებითაც მჭიდროდ იყო დაკავშირებული იქაური გლეხობა, და მენშევიკური მთავრობის ანტითავადაზნაურული რეფორმები იწვევდა გლეხობის მნიშვნელოვანი ნაწილის უკმაყოფილებასც. ყოველივე ამან სერიოზული წინააღმდეგობანი დაბადა აფხაზეთში საქართველოს მაშინდელი მთავრობის მიმართ, და აფხაზეთის ეროვნულმა საბჭომ თხოვნითაც მიმართა რუსეთის სამხრეთის შეიარაღებული ძალების სარდლობას (დენიკინი) სოხუმის უწინდელი ოლქის ეკატერინოდრის ოლქთან შეერთებაზე. მაგრამ ეს გახლდათ არა ქართველი ხალხის ასიმილატორული მისწრფების შედეგი, არამედ ევროპული სოციალიზმის (მარქსიზმის) საქართველოში უკრიტიკოდ და უსაფუძვლოდ გადმომნერგავი მთავრობის მახინჯი პოლიტიკისა, რის წინააღმდეგაც ხმას იმაღლებდა, შეძლებისდა გვარად, დანარჩენი საქართველოს თავადაზნაურობაც. ამ მხრივ აღსანიშნავია, თუნდაც, გენერალ კოტე აფხაზის გამოსვლა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელ კრებაში, იმავე მიწის რეფორმასთან დაკავშირებით.

აფხაზეთში ქართული სახელმწიფოებრიობის გავლენის დასუსტების პოლიტიკას ატარებდნენ ბოლშევიკებიც 1921 წლის დასაწყისიდან სულ უკნასკნელ ხანებამდე (80-ინი წლების ბოლომდე). გარდა ამისა, როგორც აფხაზები გამოთქვამენ უკმაყოფილებსა და გულისწყრომას, 1930-40იან წლებში ლავრენტი ბერიამ მოახდინა დასავლეთ ქართველების მასობრივი ჩასახლება აფხაზეთში და დაიწყო ასიმილატორული პოლიტიკის გატარება. და თუკი ეს ასეა, ეს ვერ შეიძლება იყოს მოსაწონი ნორმალური ქართველი ადამიანისთვის. ერთია აფხაზეთში ქართველების ჩასახლების საკითხი და ეს შესაძლოა გამართლებულიც იყოს იმერეთისა დ სამეგრელოს დაბლობი ადგილების მჭიდროდ დასახლების გამო იქ არსებული მცირემიწიანობისა და მოსახლეობის მძიმე ეკონომიკური პირობების ფონზე, მაგრამ ამით აფხაზების ეროვნულ-ეთნიკური არსებობისა და ცხოვრებისთვის მუქარა და საფრთხე არ უნდა შეექმნათ. ლავრენტი ბრიას ან ნებისმიერი სხვა ქართველი ხელისუფლის ასეთი მოქმედებანი უნდა დაგმოს ქართულმა საზოგადოებამ, თუკი მას მართლა სურს აფხაზების ნდობის მოპოვება და მომავალში ამ ხალხთან ერთად ცხოვრება. მაგრამ თუკი ბერიას მიერ გატარებული ღონისძიებები აფხაზურ ენასა და აფხაზურ ეროვნულ-ეთნიკურ ელემენთს კი არ თრგუნავდა, არამედ 20-30იან წლებში იქ გაბატონებული რუსული ენის ჩანაცვლებას გეგმავდა ქართულით, რომელიც აფხაზებისთვის ისტორიულად ნაცნობი და ახლობელი იყო ჯერ კიდევ ლაზიკის სამფოს დაქვეითებისა და აფხაზეთის სამეფოს მიერ, ხაზრთა დახმარებით, დასავლეთ საქართველოში ბიზანტიის იმპერიის გავლენის შემცირებისა და მისი ერთი გვირგვინის ქვეშ (ერთ სამეფოდ) გაერთიანების შემდეგ, თუ მანამდე არა, მაშინ ეს სავსებით ჯანსაღი და სასარგებლო პროცესი გახლდათ, და მიზნად უნდა ჰქონოდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში საქართველოს სსრ-თვის რეალური სახელმწიფობრივი ატრიბუტების მიცემა და მის ტერიტორიაზე ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის რეალურდ დამკვიდრება. მაგრამ აქვე დაცული უნდა ყოფილიყო ფხაზური ენის სამართლიანი ინტერესებიც. რამდენად იქნა ეს განხორციელებული ლ. ბერიას მიერ, პირადად ჩვენთვის უცნობია. საჭირო კია, რომ ყველაფერი თავის ადგილას დალაგდეს, ყველაფერი სწორად იქნას გამოკვლეული და შეფასებული, სადაც ბოდიში გვაქვს მოსახდელი, იქ პატიება ვითხოვოთ, ხოლო სადაც მართალია ჩვენი პოზიცია და დამოკიდებულბა, იქ ცჩვენი სიმართლე პრინციპულად და პატიოსნად დავიცვათ. ერთი რომ კი ცხადია, რომ ქართველობას 70-80იან წლებში აფხაზების მიმართ ასიმილატორული მიზნები არ ჰქონია, არამედ ამ მიმართულებით იგი იბრძოდა აფხაზების პროსაბჭოური, პრორუსეთული, პროკომუნისტური მისწრფებების განეიტრალებისთვის, რადგანაც თვლიდა, რომ ჯერ კიდვ XIX საუკუნის დასაწყისიდან რუსეთის იმპერიამ ძალადობრივად დაიპყრო საქართველოს სამეფო-სამთავროები, დაამყარა აქ კოლონიური ჩაგვრა, 1921 წლიდან კი უკვე კომუნისტური მმართველობის ქვეშ გააგრძელა ძველი პოლიტიკა და ცდილობდა ამ ჩაგვრისგან სამშობლოს განთავისუფლებას. ეს ყველა ხალხისა და ერისთვის სავსებით ჯანსაღი მისწრაფებაა, ხოლო რამდენად შეესაბამებოდა ისტორიულ სინამდვილეს 70-80იანი წლების ქართული საზოგადოების ცოდნა რუსეთ-საქართველოს წარსულისა და ურთიერთობების შესახებ, ამის თაობაზე ზემოთ 1-ლ შენიშვნაში უკვე გვქონდა ნაწილობრივ საუბარი.

რაც შეეხება მცირე, საშუალო და დიდი ხალხების ურთიერთობებს, აქ ნ. ნაროჩნიცკაია სავსებით ლოგიკურად ანვითარებს მათ ერთერთ ვარიანტს. მაგრამ არის სხვა ვარიანტიც, რომელსაც ხშირად იყენებენ პრაქტიკაში. სახელდობრ, როდესაც დიდი ხალხის მმართველი წრეები, იმისთვის რათა მათთვის საჭირო მორჩილებაში ჰყავდეთ საშუალო ხალხი, განსაკუთრებული ვითომ მფარველობის გაწევას იწყებენ ამ საშულო ხალხის დაქვემდებარებაში მყოფი მცირე ხალხის მიმართ, რათა მათ შორის ისტორიულად საუკუნეების მანძილზე ჩამოყლიბებული ურთიერთობები არივ-დარიონ, ეს ხალხები ერთმანეთს გადაჰკიდონ და შემდეგ თავიანთთვის სასურველად მართონ ისინი. თანამედროვე აფხაზურ-ქართულ-რუსულ ურთიერთობებში, ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანწილად სწორედ ასეთი მექანიზმებია ჩადებული და ამუშავებული.

(3) ჩვენში ფართოდ რეკლამირებული ქვეყნის პროამერიკული და პრონატოური პოზიციის მიუხედავად, 2007 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ნატო-ს ბლოკში საქართველოს გაწევრიანების თაობაზე მოსახლეობის გამოკითხვის (პლებისციტის) მსვლელობისას, ოფიციალური და პროამერიკულად ოპოზიციური ძალების მტკიცებების საწინააღმდეგოდ, ქართველი ამომრჩევლების 50%-ზე მეტმა არ მისცა ხმა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების სასურველობის მხარდასაჭერად. მართლაც, ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ამომრჩევლების სიითი რაოდენობის დახლოებით 56%-მა, ხოლო ნატო-ში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების მომხრედ ხმა მისცა საარჩევნო უბნებში მისული ამომრჩევლების საერთო რაოდენობის დაახლოებით 77%-მა. თუკი მოვინდომებთ იმის გარკვევას, თუ საარჩევნო უბნებში მისულთა ეს 77% ამომრჩევლების საერთო სიითი რაოდენობის რა ნაწილს შეადგენს, მაშინ პასუხის მისაღებად 56% უნდა გავამრავლოთ 77%-ზე და გავყოთ 100%-ზე, და მივიღებთ, რომ ნატო-ს ბლოკში საქართველოს გაწევრიანების სასარგებლოდ ხმა მიუცია ამომრჩევლების საერთო სიითი რაოდენობის სულ (56% X 77%) : 100% = 43,12%-ს, რაც ნაკლებია ამომრჩეველთა საერთო რიცხვის ნახევარზე ანუ 50%-ზე.

ოპოზიციის მტკიცებით, რასაც ჩვენც ვეთანხმებით, საარჩევნო სიები ხელოვნურად იყო გაბერილი, და სინამდვილეში ხმა მისცა ამომრჩეველთა რეალური საერთო რაოდენობის არა 56-მა, არამედ 70%-მა. მაგრამ იგივე ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საარჩევნო ურნებში სააკაშვილის გაპრეზიდენტების სასარგებლოდ ჩაყრეს ბიულეტენების სულ მცირე 20%, ესეც სწორად მიგვაჩნია. მაგრამ საარჩევნო კონვერტებში საპრეზიდენტო ბიულეტენთან ერთად ხომ უნდა ყოფილიყო და იქნებოდა კიდეც ბიულეტენიც ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით? ანუ 20% ხმებისა მიუმატეს არა მხოლოდ სააკაშვილის გაპრეზიდენტებას, არამედ ჩრდილოატლანტიკურ კავშირში საქართველოს გაწევრიანებასაც. ე. ი. ნატო-ში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების სასარგებლოდ ხმა მიუცია საარჩევნო უბნებში მისული ამომრჩევლების არა 77%-ს, არამედ ყველაზე მეტი 57%-ს. მაშინ ისეთივე არითმეტიკული ოპერაციის ჩატარებით მივიღებთ, რომ ოპოზიციის შეფასებებით ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების სასარგებლოდ ხმა მიუცია ჩვენი ქვეყნის ამომრჩეველთა რეალური რიცხვის (70% X 57%) : 100% = 39,9%-ს, ანუ ნახევარზე ნაკლებს, უფრო ზუსტად კი დახლობით ორ-მეხუთედს (2/5). ხოლო თუ რატომ არ იღებს ამის შესახებ ხმას პროამერიკული ქართული ოპოზიცია, მაშინ როდესაც სააკაშვილის სასარგებლოდ გაყალბებაზე ხმამაღლა ლაპარაკობს, ამის შეფასება უკვე ჩვენი მკითხველისთვის მიგვინდვია. ერთი რამ კი ნათელია, რომ საქართველოს ამომრჩეველთა უმრავლესობას ჩვენი ქვეყნის ნატო-ს ბლოკში გაწევრიანების სასარგებლოდ ხმა არ მიუცია. გაცილებით უფრო მეტნი იყვნენ ისინი, ვინც საერთოდ არ მივიდა არჩევნებზე, ან კიდევ ამ საკითხში უარი განაცხადა ან თავი შეიკავა. ასეთი არითმეტიკული ანგარიში კარგად იციან ჩრდილოატლნტიკური ალიანსის სტრუქტურებშიც, მაგრამ ისინი ამ სიყალბის გამო ჩუმად არიან, მუდმივად გვაიმედებენ მოავალში ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივით, ხოლო რუსეთი კი აცხადებს, რომ ეწინააღმდეგება იმ სახელმწიფოთა გაწევრიანებას ამ ორგანიზაციაში, რომელთა მოსახლეობის უმეტესობას არ სურს ეს გაწევრიანება, ანუ საქართველოსა და უკრინის, და ეს სვსებით გამართლებული მიდგომაა. დასავლეთის მიერ დაფინანსებული საქრთველოს მოსახლეობის აქტიური უმცირესობა კი აგრძელებს თავის საქმიანობას, ახალ-ახალი სიყალბების შეკერვას. ჩვენი აზრით, გასული წლის აგვისტოს მოვლენები მნიშვნელოვანწილად განპირობებული იყო არა მხოლოდ ხელიუფლების, არამედ მისდამი აქტიური პროამერიკული ოპოზიციის მხრიდან ასეთი გაყალბებებით. ამავე გზით სიარულის შემთხვევაში ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის კიდევ უფრო დიდი უბედურებები არის მოსალოდნელი.

No comments:

Post a Comment