Friday, November 19, 2010

ქვეყანა, რომელსაც აქვს „გაზპრომი“

(„Asia Times“, აშშ)

როგორიც არ უნდა იყოს სამმიტის „რუსეთი _ ევროპული კავშირი“ შედეგები, რომელიც დაიწყება ხუთშაბათს შავი ზღვის საკურორტო ქალაქ სოჭში, გამარჯვებული, არსებითად, უკვე ცნობილია: რუსეთი _ ქვეყნა, რომელსაც აქვს „გაზპრომი“.

დღეს, როდესაც შეერთებული შტატები _ ევროპული კავშირის (ეკ, რუს. ЕС) მთავარი სავაჭრო პარტნიორი და მისი მოკავშირე ნატო-ს ფარგლებში _ მყარად ჩაეფლო ერაყში, ხოლო თავად ეკ მოცულია საკონსტიტუციო კრიზისით, მოსკოვს გააჩნია ჩინებული შესაძლებლობა უკარნახოს თავისი ნება მოლაპარაკებებზე ახალი დოკუმენტის თაობაზე რუსეთსა და ეკ-ს შორის _ „ხელშეკრულებისა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“, რომელმაც უნდა განსაზღვროს მათი ურთიერთობები 2007 წ. შემდეგ (ე. ი. პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ ახლანდელი შეთანხმების ვადის ამოწურვის შემდეგ).

«Российская газета»-ს მიერ ოთხშაბათს გამოქვეყნებულ კომენტარში ყოფილი საბჭოთა ლიდერი მიხეილ გორბაჩოვი აღიარებს: „ეს საუბარი მარტივი არ იქნება“. იგი ხაზს უსვამს, რომ ეკ-ის შიგნით გამწვავდა „დაპირისპირება ეკონომიკის განვითარებისადმი ორ მიდგომას შორის _ „ანგლოსაქსონურსა“, რომელიც დაფუძნებულია ბაზრის შეუზღუდავ თავისუფლებასა და მოგების მაქსიმიზაციაზე, და სოციალურად ორიენტირებულს, რომელიც ომისშემდგომ წლებში მიღებულ იქნა უწინარეს ყოვლისა გერმანიასა და საფრანგეთში. ეკ-ში ახალი წევრების შესვლამ, რომელთაგან ბევრი უპირატესობას ანიჭებს პირველ მოდელს, შეცვალა ძალთა თანაფარდობა, ხოლო ორი მიდგომის სინთეზის განხორციელება კი ჯერჯერობით ვერ ხერხდება“.

მიუხედავად ამისა, მთლიანობაში გორბაჩოვი განწყობილია ოპტიმისტურად: „ურთიერთსარგებელი ეკ-სა და რუსეთს შორის ურთიერთმოქმედების ინტენსიფიკაციისგან სრულებით აშკარაა“. თუმცა კი, მთავარი დაბრკოლება, როგორც ხდება ხოლმე, დამალულია დეტალებში _ რომელთა შეთანხმებაც მით უმეტეს უბრალო საქმე არ იქნება ეკ-ის ყველა ენაზე თარგმნის აუცილებლობის გამო, ნიუანსების აუცილებელი დაკარგვით, და კავშირში ერთიანი საგარეო პოლიტიკის არარსებობის გამოც.

საკითხი, რომლითაც დიწყება მოლაპარაკებები, სავსებით იწერება „ენერგეტიკული უსაფრთხოების“ თემის ჩარჩოებში (ფარგლებში), რომელიც პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შესთვაზა ჩაერთოთ „დიდი რვიანის“ ივლისის სამმიტის დღის წესრიგში სანკტ-პეტერბურგში. არსებითად, „რვიანის“ მონაწილეებს მოუხდებათ იმსჯელონ იშვიათი დელიკატური პრობლემის შესახებ _ ძალთა ახალი ბალანსი, რომელიც ჩამოყალიბდა მსოფლიო არენაზე „ცივი ომის“ დასრულეის შემდეგ. მაგრამ, როგორც ახლახანს გაგვაფრთხილა რუსმა ანალიტიკოსმა სერგეი კარაგანოვმა, საკითხი ენერგეტიკული უსაფრთხოების შესახებ შესაძლოა იქცეს ამ გლობალური კონფლიქტის განმეორების „მძლავრ კატალიზატორადაც“.

„ცისფერი ოქრო“ და „სამილსადენო გავლენა“

ბუნებრივი აირი _ ანუ „ცისფერი ოქრო“, როგორც მას ზოგჯერ უწოდებენ _ მსოფლიოში ჩამოყალიბებადი მრავალპოლარულობის პირობებში გადაიქცევა კონფლიქტების მთავარ პოტენციურ წყაროდ ვერპროგნოზირებადი შედეგებით, და მრისხანე პოლიტიკურ-დიპლომტიურ იარაღად ისეთი სახელმწიფოების ხელში, როგორებიც არიან რუსეთი, ირანი, ვენესუელა და ბოლივია.

ბუნებრივი აირის გამოყენება, ნავთობისგნ განსხვავებით, არ იწვევს ნახირწყალბადების ატმოსფეროში გაშვებაზე შეზღუდვების დრღვევას, რომლებიც დაფიქსირებულია კიოტოს ოქმში. გარდა ამისა, ნავთობთან შედარებით, ამ ნედლეულის რეზერვები გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია: თვით ახლანდელი ტექნოლოგიების დროსაც კი ბუნებრივი აირის დამტკიცებული მარაგები კაცობრიობას ეყოფა 70 წელზე (ნავთობისა _ მხოლოდ 40-ზე). საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (სეა, რუს. МЭА) მონაცემებით, ბუნებრივი აირის მოხმარება გაიზრდება უფრო სწრაფად (2,3%-ით წელიწადში), ვიდრე ნავთობის (1,6%), ქვანახშირისა (1,5%) და ბირთვული ენერგიის (0,4%) მოხმარება.

თუმცა კი ყველაფერი ასე მარტივად არ არის: იმავე სეა-ს შეფასებით, იმისთვის, რათა ამას მიაღწიონ, ინვესტიციები ბუნებრივი აირის მოპოვების, ტრანსპორტირების, დამუშავებისა და მოხმარების დარგში მსოფლიო მასშტაბით უნდა შეადგენდეს როგორც მინიმუმ 100 მილიარდ დოლარს წელიწადში.

რუსეთ-უკრაინის კრიზისამდე ა. წ. იანვარში მსოფლიო არ შეჯახებია გეოპოლიტიკურ „აირის ომებს“. მაგრამ ახლა უკვე ნათელია, რომ ჩვენ შევაბიჯეთ „სამილსადენო გავლენის“ ეპოქაში, რომლის მსვლელობისას გეოპოლიტიკური რყევების ზონები უწყვეტად იქნება დაკავშირებული ბუნებრივი აირის „ძაფების“ მარშრუტებთან, როგორც ეს მოსდის ჩრდილოევროპული გაზსადენის რუსეთ-გერმანიის პროექტს ბალტიის ზღვის ფსკერზე (ბალტიისპირა სახელმწიფოებისა და პოლონეთის გვერდის ავლით) ან გაზსადენს ციმბირიდან (რომლის საბოლოო წერტილად შესაძლოა იქცნენ ჩინეთი ან იაპონია), ან კიდევ გაზსადენს ვენესუელასა და არგენტინას შორის, რომელიც გაივლის ბრაზილიაზე, ბოლივიის ტერიტორიის გვერდის ავლით.

გეოპოლიტიკური რყევების მიზეზად შესაძლოა იქცეს მომავალი მილსადენების მარშრუტებიც, რომელთა შესახებაც ჯერჯერობით შეიძლება მხოლოდ ვიმარჩიელოთ _ მაგალითად არქტიკულ რეგიონში, სადაც შესაძლებელია კონფლიქტები აშშ-სა და კანადას, რუსეთსა და ნორვეგიას შორის (ბარენცის ზღვაში), და თვით დანიასა და კანადას შორისაც კი (გრენლანდიაში). აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის შეფასებით, ჯერ კიდევ ვერაღმოჩენილი ბუნებრივი აირის საბადოების 25% იმყოფება სწორედ არქტიკაში.

ფრანგი, ბელგიელი და ესპანელი დიპლომატები ბრიუსელში „Asia Times Online“-ის კორესპონდენტს უცხადებენ, რომ მთავარ სტრატეგიულ პრობლემას ეკ-თვის დღესდღეობით წარმოადგენს დამოკიდებულება რუსეთის ბუნებრივ აირზე: კავშირის 10 ახალ წევრს რუსეთი აწვდის ამ ნედლეულის თითქმის 100%-ს. ამასთან რუსეთის მილსადენების ქსელის გასაღები, რომელთა საერთო სიგრძეა 153800 კმ, კრემლს უდევს ჯიბეში. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამავე ჯიბეში, ანალიტიკოს ალექსანდრე ბლოხინის შეფასებით, ჯდება ნავთობის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების 95%-ც, რომლებიც აღემტება „მოკვეთის ფასს“ (27 დოლარი ბარელზე), არ არის გასაკვირი, რომ რუსეთის სახელმწიფოს დღეს შეუძლია საკუთარ თავს მისცეს უფლება ფუფუნებისა დაფიქრდეს მიღებული ნავთობდოლარების რეინვესტირების შესახებ.

ევროპის საბჭოში რუსეთის წარმომადგენლის ვლადიმირ ჩიჟოვის აზრით, „დაძაბულობა ენერგეტიკულ სფეროში ბევრ წილად ატარებს ხელოვნურ ხასიათს“, რომ ეკ და რუსეთი „ემხრობიან ერთიან პოზიციას“ ირანის საკითხში (თავიდან აიცილონ ბირთვული ირაღის გავრცელება, მაგრამ მხოლოდ დიპლომატიური საშუალებებით). მაგრამ შესაძლოა ორივე ამ საკითხში იგი სწორია მხოლოდ ნაწილობრივ.

ჩვენი სახლია _ სუამ-ი!

გაერთიანება სუუამ-ი (საქართველო, უზბეკეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი და მოლდოვა) დაფუძნებულ იქნა 1997 წ. ვითომდა „მრავალმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის მიზნით“. საქმით კი ეს იყო რეგიონული სამხედრო ალიანსი, შექმნილი ნატო-ს კეთილმოსურნე მზერის ქვეშ კასპიის ზღვის ენერგომატარებლების ტრანსპორტირების სტრატეგიულად მნიშვნელოვან გზებზე.

სხვა სიტყვებით, ლაპარაკია ანტიმოსკოვური დაჯგუფების შესახებ. ახლა, მართალია, მოუწიათ აბრევიატურის შემოკლება „სუამ“-მდე: უზბეკეთმა, რომელსაც მეთაურობს ხისტი მმართველი ისლამ კარიმოვი, გასულ წელს დატოვა ალიანსი და შეუდგა მოსკოვთან კავშირების განმტკიცებას.

ამ კვირაში _ უნდა აღინიშნოს: უშუალოდ სამმიტის „რუსეთი _ ეკ“ წინ _ საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდოვას პრეზიდენტები კვლავ შეიკრიბნენ კიევში. ამის შედეგად რუსეთის «Независимая газета»-მ, როგორც მოსალოდნელი იყო კიდეც, დაგმო შექმნა „ახალი საერთაშორისო ორგანიზაციისა, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ნატო-ში შესვლა და ევროპულ სტრუქტურებთან შეერთება“ _ და არც არის გასაკვირი, თუკი გავითვალისწინებთ, რომ ამ აბრევიატურის ოთხი „ასოდან“ სამი (საქართველო, უკრაინა და მოლდოვა) ღიად ადანაშაულებენ რუსეთს სეპარატისტული მოძრაობების მხარდაჭერაში და აქამდე არ შეუძლიათ გამოერკვნენ მოსკოვის მიერ შემოღებული შეზღუდვებისგან უკრაინული რძისა და ხორცის იმპორტზე, აგრეთვე ღვინისა საქართველოდან და მოლდოვადან (აკრძალვის ქვეშ მოჰყვა კიდევ ქართული მინერალური წყალიც).

ყველაფრიდან ჩანს, რომ მოსკოვის მინიშნება აბსოლუტურად გამჭვირვალეა: გინდათ ეკ-სა და ნატო-ში _ ემზადეთ ამისთვის გადაიხადოთ. არაოფიციალურ საუბრებში ეკ-ის დიპლომატები _ განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპიდან _ ერთხმად ამტკიცებენ, რომ რუსეთი ყოველთვის იყენებს ვაჭრობას პოლიტიკური იარაღის სახით იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც ორიენტირებული არიან ეკ-ზე.

აზერბაიჯანული გაზეთი «Зеркало» მიკიბ-მოკიბვის გარეშე უწოდებს სუამ-ს „ანტირუსეთულ კლუბს“. ახლანდელ ვითარებაში, როდესაც ყველა ისწრაფვის შესვლისკენ არა მხოლოდ ნატო-ში, არამედ ეკ-შიც, კიევი, სადაც იმყოფება ორგანიზაციის შტაბ-ბინა, დე-ფაქტოდ გადაიქცა „ალტერნატიულ საინტეგრაციო ცენტრად“. როგორც გამოთქვა რუსეთის გაზეთმა «Коммерсант»-მა, სუამ-ი ეძებს „ალტერნატივას გაზპრომისა“ (რუსეთის ენერგეტიკული გიგანტისა).

ეს ძებნა იქცევა სულ უფრო მეტად აქტუალურ ამოცანად: მომავალ წელში ხომ „მილსადენეთის ქვეყნის“ ტერიტორია გაიზრდება ბუნებრივი აირის ძაფის ბაქო-თბილისი-არზრუმის ხარჯზე: იგი გაივლის უკვე მოქმედი ნავთობსადენის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პარალელურად, რომლის გავლითაც კასპიის ზღვის ნავთობი გადაიქაჩება თურქეთში და იქიდან მიეწოდება ევროპულ ბაზრებს. მთავარი საკითხი აქ მდგომარეობს იმაში, დარჩება თუ არა აზერბაიჯანი სუამ-ის შემადგენლობაში. და ამ საკითხშიც ეკ-ისა და ასევე აშშ-ის ინტერესები კვლავ სცილდება რუსეთისას.

რას ნიშნავს „ენერგეტიკული უსაფრთხოება“

როგორც მეფეს ბუნებრივი აირის კლუბისა, რომელშიც თავად რუსეთის პრეზიდენტის გარდა, სხდომებში მონაწილეობენ აგრეთვე ირანის ლიდერიც მაჰმუდ აჰმადინეჟადი (Mahmud Ahmadinejad), ვენესუელას ლიდერი ჰუგო ჩავესი (Hugo Chavez) და ბოლივიისა ევო მორალესი (Evo Morales), პუტინს შეუძლია საკუთარ თავს უფლება მისცეს თქვას აშშ-ის შესახებ „ამხანაგმა მგელმა იცის, ვინ შეჭამოს. ჭამს _ და არავის არ უსმენს. და ყველაფრიდან ჩანს, რომ არც არავის მოსმენას არ აპირებს“ (რუს. «товарищ волк знает, кого кушать. Кушает – и никого не слушает. И слушать, судя по всему, не собирается»). ასევე ჩავესსაც შეეძლო შეედარებია აშშ „გრაფ დრაკულასთან, რომელიც ჯერ კიდევ ვერ გაძღა სისხლით“.

სანამ ფასები ნავთობსა და ბუნებრივ აირზე მაღალია, კრემლს არ გააჩნია საჭიროება კარგავდეს დროს დასავლეთთან დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განხილვაზე. არის უფრო მნიშვნელოვანი საგნებიც. მაგალითად, ოქროვალუტის რეზერვების 170 მილიარდი დოლარი _ ეს ზღვარი არ არის, _ ბიუჯეტის უზარმაზარი პროფიციტი და მთლიანი შიდა პროდუქტის 7%-იანი ყოველწლიური ზრდა.

როგორც თვლის არნო დუბიენი (Arnaud Dubien), რუსეთის სპეციალისტი საერთაშორისო სტრატეგიული ურთიერთობების ფრანგული ინსტიტუტიდან (Institute of International and Strategic Relations), „ეს საშუალებას მისცემს რუსეთის სახელმწიფოს აფინანსებდეს მრავალ პროგრამას, რომლებიც უზრუნველყოფენ ძალზედ ძლიერ ზემოქმედებას საზოგადოებაზე და რაღაცას აძლევენ რუსეთის მოსახლეობის იმ კატეგორიებს, რომლებიც ყველაზე უფრო მეტად იტანჯებოდნენ გარდამავალი პერიოდის განმავლობაში“.

არ არის გასაკვირი, რომ „ენერგეტიკული უსაფრთხოება“ რუსეთის თავმჯდომარეობის დროში _ რომელსაც პირველი ადგილი უჭირავს მსოფლიოში ბუნებრივი აირის მოპოვებაში და მეორე ადგილი „დიდ რვიანში“ ნავთობის მოპოვებაში, პუტინისთვის იქცა უბრალოდ მანტრად.

სემინარზე „ენერგეტიკული უსაფრთხოების გეოპოლიტიკა“, რომლის ორგანიზებაც მეწარმეობის ევროპულმა ინსტიტუტმა (European Enterprise Institute) მოახდინა ახლახანს ბრიუსელში, პირველ როლებზე ასევე იყო, ბუნებრივია, რუსეთი.

რუსები კითხულობდნენ: „მაინც რისი თქმა უნდა ეკ-ს, როდესაც ლაპარაკობს „ენერგომატარებლების მიწოდების დივერსიფიკაციის“ შესახებ“? სხვანაირად რომ ვთქვათ, მათ წარმოუდგენიათ, რომ ეს სხვა არაფერია, თუ არა ხერხი რათა ზეწოლას ახდენდე რუსეთზე და ემუქრებდე მას საექსპორტო შემოსავლის ტრადიციული წყაროების წართმევით. ევროპელებს, თავის მხრივ, ეშინიათ, ხომ არ იქნება ეს ბუნებრივი აირი გამოყენებული პოლიტიკური იარაღის სახით; გარდა ამისა, მათ აშფოთებს გაუმჭვირვალობა და „არადემოკრატიული პროცესები“, რომლებიც მიმდინრეობს რუსეთის გაზის მრეწველობასა და ელექტროენერგეტიკაში.

ორივე მხარე დაეთანხმა, რომ „აუცილებელია რეალური პოლიტიკური და ტექნიკური დიალოგის აწყობა ნამდვილად სერიოზულ საკითხებზე მუშაობისთვის“. რუსები დაეთანხმენ იმას, რომ სიტყვები „დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა შესახებ უკვე ჩაწერილია რუსეთის კონსტიტუციაში“, და ამიტომ რუსეთმა მოლაპარაკებები კი არ უნდა აწარმოოს ამ საკითხებზე, არამედ უზრუნველყოფდეს ერთსაც და მეორესაც. და ყველა დაეთანხმა იმას, რომ ეკ-მა „უნდა შექმნას არადისკრიმინაციული შეთანხმება ენერგეტიკაში, ხელმისაწვდომობის სამართლიანი რეჟიმის ჩათვლით ცენტრალური აზიის ქვეყნებში არსებულ ენერგიასთან“. ევროპელი დიპლომატების სიტყვებით, ეს შეთანხმება შესაძლოა შეიქმნას შემდგომი სამი-ხუთი წლის განმავლობაში.

საქმე გვპირდება რომ იქნება მეტად რთული. ეკ აქტიურად ცდილობს გავიდეს შეთანხმებებზე ცენტრალური აზიის ქვეყნებთან _ როგორც ყაზახეთთან, ისე თურქმენეთთანაც, ასევე ირანთან _ რუსეთის გვერდის ავლით ამიერკავკასიისა და კასპიის ზღვის მეშვეობით. ამ „მილსადენეთის ქვეყნის“ მთავარი პროექტია _ წინადადება აიგოს გაზსადენი კასპიის ზღვის გავლით, რომელიც ფაქტიურად წერტილს დაუსვამს რუსეთის მონოპოლიას ცენტრალური აზიის ბუნებრივი აირის ტრანზიტზე. ახალ „დიდ თამაშში“, რომელიც გაიშალა ცენტრალურ აზიაში რუსეთს, ჩინეთსა და აშშ-ს შორის, ვაშინგტონი თავის ახლო მოკავშირეებს აზერბიჯანსა და ყაზახეთს აღმოუჩენს ყურადღების ყველანირ ნიშნებს, მაგრამ მათვე ეფერება ევროპული კავშირიც.

ევროპელებმა გამოყვეს კიდევ რამდენიმე პუნქტი, რომელთაც პირველი რიგის მნიშვნელობა აქვთ იმისთვის, რათა რთული ურთიერთობები რუსეთსა და ეკ-ს შორის ივსებოდეს რეალური მუშაობით. მხარეებს შორის უნდა იყოს „ღია და გულწრფელი დისკუსიები, და არა პოლიტიკური ხრიკიანობა“. გარდა ამისა, ალტერნატიული ენერგეტიკული ვარიანტის სახით ეკ უნდა განიხილვდეს ატომურ ენერგეტიკას. ეკ-ის ექსპერტები ამ საკითხში გამოთქვამდნენ Asia Times Online-ის ფურცლებზე 9 მაისს წერილში „Iran imprasse: Make gas, not bombs“ („ირანული ჩიხი: აკეთეთ აირი, და არა ბომბები“). ისინი ხაზს უსვამდნენ, რომ, თუკი შევადარებთ მათ პროგნოზებს რუსეთის ენერგეტიკული სტრატეგიიდან აღებულ ციფრებთან, თვით რუსეთიდან მოწოდებების ამაღლების დროსაც კი ისინი დაფარავენ ეკ-ის მოთხოვნილებების არაუმეტეს 25%-ისა ენერგომატარებლებში, ასე რომ მოწოდებების წყაროების დივერსიფიცირება ეკ-თვის აუცილებელი იქნება ნებისმიერ შემთხვევაში.

მაინც რა არის ჯამში? ევროპელები თვლინ, რომ, „ცვალებადი ეკონომიკური და პოლიტიკური კლიმატის მიუხედავად, პროგრესი მაინც შესაძლებელია“; რომ რეფორმატორული ზეწოლა რუსეთზე აღმოჩენილი იქნება „შიგნიდან და არა „დიდი რვიანის“ მხრიდან“; რომ „რუსეთის პოლიტიკური ელიტის შიგნით“ უკვე იზრდება ცვლილებების სურვილი. და მაინც წინ რჩება ზოგიერთი ძნელად გადასალახავი პრობლემა. ერთერთი მათგანია _ რუსებმა ამ დრომდე არ მოახდინეს ევროპული ენერგეტიკული ქარტიის რატიფიკაცია, რომელსაც მათ ხელი მოაწერეს 90-იანი წლების შუახანებში.

ბრიუსელელი დიპლომატების სიტყვით, რუსები რომ ნამდვილად მიჰყვებოდნენ ქარტიის დებულებებს, მათ მოუწევდათ ჩამოერთვათ „გაზპრომისთვის“ მონოპოლია, გადაეხედათ საშინაო ფასებისთვის ბუნებრივ აირზე და უფრო მეტად სერიოზული გარანტიები მიეცათ უცხოელი ინვესტორებისთვის. რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ალექსი კუდრინმა სთქვა, რომ ქარტია რატიფიცირებული იქნება. მართალია, იგი ფრთხილად მოიქცა და თარიღი, როდესაც ეს გაკეთებული იქნება, არ დაუსახელებია.

პატარა (რუს. малыш) ტრილიონ დოლარად

აპრილში „გაზპრომი“, გაუსწრო რა Microsoft-ს, საბაზრო ღირებულების მიხედვით მესამე ადგილზე გავიდა. Microsoft-ს აფასებენ დაახლოებით 246 მილიარდ დოლარად, „გაზპრომს“ _ 270 მილიარდად. მოპოვებისა და მარაგების მოცულობების მიხედვით (მსოფლიოს 16%) ეს უკვე ახლა არის ბუნებრივი აირის უმსხვილესი კომპანია პლანეტაზე; უკანასკნელი 12 თვის მანძილზე მისი აქციების ფასმა აიწია სამჯერ, და, თუკი შემდეგშიც ასე წავა, მაშინ „გაზპრომი“ კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს იქითკენ, რათა უფრო ზედა ხაზზე შეავიწროვოს ExxonMobil Corp-ი ირვინგიდან, ტეხასის შტატი. ახლა ExxonMobil-ი ღირს 381 მილიარდი დოლარი, მას მიჰყვება General Electric-ი 358 მილიარდის ფასად.

„გაზპრომში“ მუშაობს 330 ათასი ადამიანი; იგი იძლევა რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 8%-ს. დღესდღეობით კომპანიის აქციების 51%-ს აკონტროლებს რუსეთის სახელმწიფო. 2001 წლიდან „გაზპრომის“ აღმასრულებელი დირექტორია _ ალექსეი მილერი (ტექსტშია executive director _ რუსულ ენაზე მთარგმნელის შენიშვნა), პუტინთან მეტად დაახლოებული ადამიანი.

2005 წელს „გაზპრომმა“ მოიპოვა 547,2 მილიარდი კუბური მეტრი აირი, რაც დაახლოებით შეესაბამება 9,42 მილიონ ბარელ ნავთობს დღეღამეში. ამდენს დღეღამეში მოიპოვებს მხოლოდ ნავთობის უმსხვილესი მიმწოდებელი მსოფლიო ბაზარზე _ საუდის არაბეთი. მალე, კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილის დიმიტრი მედვედევის სიტყვით, რომელიც ასევე დაკავშირებულია კრემლთან ძალზედ ახლო ურთიერთობებით, „გაზპრომის“ საბაზრო ღირებულებამ შესაძლოა სულაც მიაღწიოს ტრილიონ დოლარს.

სააირო (საგაზო) ჭადრაკს პუტინი თამაშობს ნამდვილად ოსტატურად. თუკი საჭიროა, პრეზიდენტმა შესაძლოა წააგოს კიდეც: საკმარისია ევროპულმა კავშირმა დაიწყოს სხვა _ ნაკლებად პრობლემატური _ მიმწოდებლების ძიება, რუსები მაშინვე მონახავენ სხვა _ ნაკლებად შარიან _ მყიდველებს. და იქვე დაამშვიდოს ეკ გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის (Angela Merkel) სახით, დაპირდება რა, რომ უკრაინული სცენარი, რომელსაც ადგილი ჰქონდა იანვარში, მეტად აღარ განმეორდება (უკრაინის გავლით მიდის რუსული აირის ექსპორტის 80% ევროპაში).

რუსეთი ევროპისთვის გამოდის საიმედო მიმწოდებლად ჯერ კიდევ გასული სუკუნის 60-იანი წლებიდან და ფარავს აირის იმპორტის 50%-სა და მოხმარების 25%-ს კონტინენტზე. დაახლოებით ასეთივე სიტუაცია ეწყობა ნავთობთანაც _ იმპორტის 30% და მოხმარების 26%, _ და ურანთანაც _ რუსეთი აწვდის ურანის 30%-ზე მეტს ევროპის ატომური ელექტროსადგურებისთვის.

„გაზპრომი“ აქტიურად ახდენს ინვესტირებას დისტრიბუტორ-კომპანიებში დასავლეთში და სურს იქცეს გლობალურ ვერტიკალურად ინტეგრირებულ ბუნებრივი აირის გიგანტად და აკონტროლებდეს მთელ ჯაჭვს მოპოვებიდან საბოლოო მოხმარებამდე ევროპაში _ ე. ი., რასაც ეძახიან, აირს მიჰყიდიდეს ყველას ქვეყანაზე და კიდევ ცოტ-ცოტას კერავდეს. ეკ-ს კი სურს სულ სხვა რამ _ რომ „გაზპრომს“ მოჰყავდეს ბუნებრივი აირი ეკ-ის საგარეო საზღვრამდე, სადაც აირს იყიდიან მისი პარტნიორები ეკ-დან და უკვე თვითონ გაანაწილებენ მას თავად ევროპაში. ეს, სხვა დანარჩენის გარდა, ნიშნავს, რომ წყალში ჩაცვივდება (წარსულს ჩაბარდება) „გაზპრომის“ გრძელვადიანი კონტრაქტები ევროპულ ენერგეტიკულ გიგანტებთან. პუტინისთვის ეს უბრალოდ ცუდი კი არ არის, არამედ ძალზედ ცუდია.

იგორ ჩუბალოვს, პუტინის ერთერთ მრჩეველთაგანს, რომელიც მას ამზადებდა „დიდი რვიანის“ ივლისის სამიტისთვის სანკტ-პეტერბურგში, უყვარს ხაზის გასმა იმისთვის, რომ დამოუკიდებელი კორპორაციის სტრატეგიასა და სახელმწიფოს სტრატეგიას შორის არის განსხვავება, მაშინაც კი, როდესაც ევროპელები ამ განსხვავების დანახვას ვერანაირად ვერ ახერხებენ. ყველაფერი ეს, ამბობდა ჩუბალოვი პუტინის მერკელთან შეხვედრის წინ, შესაძლოა დაყვანილ იქნას ერთ ფრაზამდე: „ჩვენ ფულს ვდებთ გაყიდვაში _ თქვენ ფულს დებთ მოპოვებაში“.

ბრიუსელში ლაპარკობენ, რომ თავად იდეა ეკუთვნის გერმანიის ყოფილ კანცლერს გერჰრად შრიოდერს (Gerhard Schroeder). შრიოდერი ახლა _ იმ კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს მეთაურია, რომელიც აშენებს რუსულ-გერმანულ ჩრდილოევროპულ გაზსადენს 4,8 მილიარდ დოლარის ღირებულებით, რომელიც გაივლის ბალტიის ზღვის ფსკერზე. ამისთვის მას, როგორც პრესაში წერენ, უხდიან ასეულობით ათას დოლარს წელიწადში. საბჭოს სხვა წევრებს შორის არიან _ „გაზპრომის“ დიდი ბოსი მილერი (აქციების 51%) და გერმანული ენერგოგიგანტების E.ON და BASF (24,5-24,5 %% თითოეულს) წარმომადგენლები. ამრიგად, მოსკოვმა ბერლინთან ერთად უკვე ფაქტიურად ჩამოაყლიბეს ბუნებრივი აირის ალიანსი E.ON-BASF-«Газпром».

ამან გამოიწვია არცთუ სახუმარო გაოცება ევროკავშირის ყველა ქვეყანაში _ თუნდაც იმიტომ, რომ მისმა 25 წევრმა ჯერ კიდევ ვერ მოილაპარაკა ერთობლივი ენერგეტიკული პოლიტიკის შესახებ. მაგალითად, ეს აირსადენი მიდის პოლონეთის გვერდის ავლით, და ამიტომ, პოლონელი დიპლომატების თვალსაზრისით, წარმოადგენს სხვას არაფერს, თუ არა „პოლიტიკური შანტაჟის“ მცდელობას. ხოლო როდესაც „გაზპრომის“ პირველი ადამიანი მილერი საჯაროდ მიანიშნებს, თანაც არაერთხელ, რომ თუკი „გაზპრომს“ დაეწყება პრობლემები ეკ-თან, მაშინ ექსპორტის მოცულობა რუსეთიდან ჩინეთში შესაძლოა გაიზარდოს, მაშინ მთელი აღმოსავლეთევროპული დიპლომტია კვლავ ერთიანი აღმაფრენით გაიძახის „პოლიტიკური შანტაჟის“ შესახებ.

პრაქტიკაში კი ყველაფერი დაიყვანება კონკრეტულ საქმეებზე. „გაზპრომს“ სურს იძენდეს გაზსადენებსა და აირვაჭრობის კომპანიებს ევროპაში _ მაგალითად, ბრიტანულ Centrica-ს. და კვლავ მთელი სიმაღლით დგება ნამდვილად შესანიშნავი კითხვა _ ხომ არა აქვს ადგილი განვითარებული სამყაროს მხრიდან ორმაგი სტანდარტების გამოყენებას. მერკელთან შეხვედრის შემდეგ პუტინმა, არსებითად სთქვა, რომ როდესაც ევროპული კომპანიები მოდინ რუსეთში, ამას ეწოდება ინვესტიციები და გლობალიზაცია, ხოლო როდესაც ყველაფერი ხდება პირიქით _ ლაპარაკობენ რუსეთის კომპანიების ევროპაში ექსპანსიის შესახებ.

ახალი საუდის არაბეთი

პრობლემებია ევროპულ ფრონტზე? ეს პრობლემა არ არის. რუსეთს ყოველთვის შეუძლია შებრუნდეს აღმოსავლეთისკენ. და ევროპამ ეს იცის.

უფრო მეტად საჩოთირო მომენტის წარმოდგენა რუსეთის თავმჯდომარობისთვის „დიდ რვიანში“ ძნელია. აშშ-ის იმპერიული ამბიციები უწინდებურად განისაზღვრება ენერგიის წყაროებზე კონტროლით. ამერიკის წინააღმდეგ მოქმედებისთვის რუსეთი მიისწრაფვის ინვესტირებისკენ სტრატეგიულ ენერგეტიკულ პარტნიორობაში ეკ-თან. მაგრამ მას ასევე შეგნებული აქვს, რომ გლობალური განვითარების მომავლი _ ეკუთვნის აზიას.

ჩინეთიცა და ინდოეთიც იყენებენ სტრატეგიებს, რომლებიც აშშ-ის ნეოლიბერალური მოდელის ალტერნატიულებია. და ამიტომ რუსეთი წააწყდა გარემოებების ძალზედ ხელსაყრელ შეერთებას: ენერგომატარებლების მისი საკუთარი ზღაპრული მარაგები, ევროპის ენერგეტიკული დამოკიდებულება და აზიის დაუჯერებელი დაინტერესებულობა იმავე რესურსებში.

სინამდვილეში, რუსეთი ცდილობს მიღწიოს ევრო-აზიურ წონასწორობას. როგორც სთქვა ნატალია ნაროჩნიცკაიამ, სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო ურთიერთობებში კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ახლა რუსეთს შეუძლია დაიკვეხოს „ენერგეტიკული დამოუკიდებლობით, სამხედრო ძლიერებით, განათლების მაღალი დონით, სამეცნიერო კვლევების სრული ციკლით, მოსახლეობის ზესიჭარბის (რუს. перенаселённость) არარსებობით, უზარმაზარი ტერიტორიითა და მოხმარების ზომიერი დონით“. „რუსეთი _ ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც ფლობს ყველა ამ თვისებას“, _ დაუმტა მან.

პრაქტიკული გამოხატულებით, მისი აზრით, ამან შესაძლოა საქმე მიიყვანოს ინვესტიციების გაზრდამდე აღმოსავლეთ ციმბირისა და რუსეთის შორეული აღმოსვლეთის ათვისებში. და არანაირი ოცნებები ინტეგრაციაზე ეკ-ში ან ნატო-ში. იგი გამოდის ნამდვილად „დამოუკიდებელი ისტორიული პროექტის“ მომხრედ.

ენერგეტიკული უსაფრთხოება, ამბობს ნაროჩნიცკაია, ნიშნავს „გეოეკონომიკას, რომელიც ჩვენ გამოგვიყვანს დემოგრაფიული დაქვეითებიდან, გააძლიერებს ქვეყანას და აცდუნებს (მოხიბლავს, რუს. соблазнит) ჩვენს მეზობლებს, განსაკუთრებით ცენტრალურ აზიაში“. ზოგადად, ნამდვილი ეროვნული პროექტია.

ახლა ფაქტები თავად ლაპარაკობენ საკუთარ თავზე. „გაზპრომმა“ შეიძინა ნავტობგადამამუშავებელი ქარხანა ბალტიკაზე. „გაზპრომმა“ შეიძინა აირგამანაწილებელი კომპანიების აქციათა მსხვილი პაკეტები საქართველოსა და ბელორუსიაში. შრიოდერი გახდა რუსულ-გერმანული კონცერნის აქციონერთა კომიტეტის თავმჯდომარე ბალტიის ზღვის ფსკერზე აირსადენის მშენებლობის საქმეში, ამასთან პროექტის 51%-ს აკონტროლებს „გაზპრომი“. პუტინი კი არწმუნებს იმპერიული წარსულის გამო ნოსტალგიაში მყოფ რუსებს, რომ ნაციონალიზმის საუკეთესო სახეობა _ ეს არის პუტინიზმი.

რუსეთი ახდენს „რვიანის“ სამიტის ორგანიზებას თავის პირობებზე, ექსპულატაციას უწევს რა როგორც აშშ-ის პრობლემებს ერაყში, ისე ეკ-ის დამოკიდებულებსაც რუსეთის გაზზე. და ამიტომ ქვეყანა, რომელსაც აქვს „გაზპრომი“, გადაიქცევა ახალ საუდის არაბეთად _ შეუცვლელად დასავლეთისთვის, მაგრამ არანაირად არ ინტეგრირებულად მასში.

პეპე ესკობარი (Pepe Escobar)
„Asia Times“, 25.05.06. ИноСМИ.რუ-ს თარგმანი (მაქსიმ კორობოჩკინი, კირილ ელცოვი, ნატალია ლატიშევა), 25.05.06.
საიტზე narochnitskaia.ru გამოქვეყნდა: 11.06.06.

რუსულიდან თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment