Friday, November 19, 2010

ცენტრალური აზია და კავკასია: ახალი ბრძოლის ველი

(„The Washington Quarterly“, აშშ)

2001 წ. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან პირველი შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტი ჯორჯ უ. ბუში არ იშურებდა საქებარ სიტყვებს თავისი რუსი კოლეგისთვის: ის ლაპარაკობდა ახალი ერის დადგომაზე ურთიერთობებში ორ ქვეყანას შორის, და ამტკიცებდა, რომ შესძლო იმის გაგება, თუ რა უდევს რუსეთის ლიდერს სულში. მაგრამ დღეს, სამნახევარი წლის შემდეგ, სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც შექმნა ორმა ლიდერმა 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ, წააწყდა ახალ დაბრკოლებას. უკანასკნელი მოვლენები გეოპოლიტიკურ არენაზე, მოსკოვისა და ვაშინგტონის სტრატეგიული გეგმების გაფართოებასთან შეხამებით, იქცნენ ორ ქვეყანას შორის მეტოქეობის ახალი ერის მაუწყებელად რუსეთის „ახლო საზღვარგარეთში“ _ ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში.

მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის „ბაგირის გადაწევის“ ახალი რაუნდის დასაწყისს ხელს უწყობს როგორც მინიმუმ სამი ფაქტორი. პირველი მათგანი დაკავშირებულია იმასთან, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ გლობალური ომის დაწყების შემდეგ შეერთებული შტატები დიდ სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებს ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონებს. ამის შედეგად ვაშინგტონი აფართოებს სამხედრო და სტრატეგიულ ყოფნას ამ ზონებში. მეორე ფაქტორი განპირობებულია თავად რუსეთის ეკონომიკური პრიორიტეტებით, რომლებიც ახალისებენ მოსკოვს ააქტიურებდეს ძალისხმევას სუსტი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების სათბობ-ენერგეტიკულ რესურსებზე კონტროლის დამყარებაში. მესამე ფაქტორია _ პოლიტიკური ხელისუფლების ცენტრალიზაციის პუტინისეული იდეა და, შესაბამისად, გამტანობისა (მიწოლისა) და ნეოიმპერიული ტენდენციების გაძლიერება კრემლის საგარეო პოლიტიკაში.

გასული საუკუნის უმეტეს ნაწილში ცენტრალური აზიისა და კავკასიის პოლიტიკურ სივრცეზე ბატონობდა საბჭოთა კავშირი. ცივი ომის დასრულების შემდეგ სიტუაცია განსაკუთრებით არ შეცვლილა. კრემლმა მკვეთრად შეამცირა თავისი აქტიურობა ახლო აღმოსავლეთსა და ლათინურ ამერიკაში, მაგრამ სულაც არა კავკასიური და ცენტრალურაზიური რეგიონების ახალ სუვერენულ სახელმწიფოებში _ აზერბაიჯანში, სომხეთში, საქართველოში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, თურქმენეთსა და უზბეკეთში. გარდა ამისა, ცივი ომის დასრულების შემდეგ ბევრ რუსს არ დაუკარგავს იმპერიული ამბიციები: ისინი უწინდებურად ოცნებობენ ადრინდელი სამფლობელოების დაბრუნებაზე. მაგრამ 11 სექტემბრის შემდეგ ამ გზაზე წარმოიქმნა დაბრკოლებები. ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში ტერაქტების შემდეგ ტერორიზმის წინააღმდეგ გლობალური კამპანიის დაწყების მერე აშშ-ის სამხედრო ყოფნამ რუსეთის „ახლო საზღვარგარეთში“ მიაღწია უპრეცედენტო დონეს.

მოვლენების მსგავსი განვითარება მოსკოვში იწვევს სულ უფრო მეტ შეშფოთებებს. თავიდან პუტინი მხარს უჭერდა ვაშინგტონის გეგმებს _ ბევრი პოლიტიკური წრის აზრთა საწინააღმდეგოდ მოსკოვში იგი დაეთანხმა ამერიკულ სამხედრო ყოფნას რუსეთის „ეზოსგარეთებში“. მაგრამ განუხრელი გაფართოება ამ ყოფნისა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ბადებს რუსებში არცთუ უსაფუძვლო შეშფოთებებს, რომ, ავღანეთში მდგომარეობის „სტაბილიაზიის“ შემდეგ ამერიკული ჯარების გამოყვანის შესახებ დაპირებების მიუხედავად, ვაშინგტონი სინამდვილეში გეგმავს სამუდამოდ დარჩეს რეგიონში. დროთა განმავლობაში მსგავსმა შიშებმა, თავად რუსეთის გავლენის დასუსტების გამო შეშფოთებებთან ერთად, მიგვიყვანეს გეოპოლიტიკური შეჯახებების სერიამდე პოსტსაბჭოთა სივრცის ტერიტორიაზე.

ვაშინგტონი იყურება აღმოსავლეთისკენ

აშშ-ის ყოფნა ამ რეგიონში _ შედარებით ახალი მოვლენაა. 1990-იან წლებში ვაშინგტონელი პოლიტიკოსები მხოლოდ იშვიათად უთმობდნენ ყურადღებას ცენტრალურ აზიასა და კავკასიას. მნიშვნელოვან გამონაკლისებად ამ წესიდან იქცნენ კლინტონის ადმინისტრაციის მიერ ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ვითომდა მშენებლობის რეგიონში და სამხედროების მიერ 1997 წ. მიღებული გადაწყვეტილება ჩართონ ცენტრალური აზია აშშ შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის „პასუხისმგებლობის ზონაში“ (ეს სარდლობა შეიქმნა 1980-იანი წლების დასაწყისში ახლო აღმოსავლეთსა და სხვა რეგიონებში მოქმედებებისთვის, სადაც შეერთებულ შტატებს მუდმივი სამხედრო ბაზები არ გააჩნია; სწორედ ეს სარდლობა ხელმძღვანელობდა ორივე ომს ერაყის წინააღმდეგ 1990-91 და 2003 წლებში _ ი. ხ.). მაგრამ 11 სექტემბრის შემდეგ ამერიკული ხელმძღვანელობა მნიშვნელოვნად უფრო მეტ ინტერესს იჩენს მსოფლიოს ამ რეგიონისადმი. 2001 წლის ბოლოდან, ავღანეთში თალიბების წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, შეერთებულმა შტატებმა უზბეკეთთან და ყირგიზეთთან დადო შეთანხმებები მათ ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო ბაზების შექმნის შესახებ, ყაზახეთთან მოილაპარკეს მისი საჰაერო სივრცის გამოყენებისა და სამხედრო ტვირთების ტრანზიტის თაობაზე, აგრეთვე მიიღეს ტაჯიკეთის ხელისუფალთა თანხმობის დაპირება დუშანბეს აეროპორტის გამოყენებაზე საგანგებო სიტუაციებში (1). გარდა მისა, ბუშის ადმინისტრაციამ მკვეთრად გაზარდა ეკონომიკური დახმარება რეგიონის ქვეყნებისთვის: ასე, უზბეკეთისადმი დახმარება 2001 წ. ოქტომბრიდან გაიზარდა სამჯერ (დახლოებით 300 მლნ. დოლარამდე) (2). 2003 წ. 1 მაისისთვის _ ავღანეთში საბრძოლო მოქმედებების დასრულების ოფიციალური თარიღისთვის _ შეერთებულმა შტატებმა შექმნა უზბეკეთსა და ყირგიზეთში უზრუნველყოფის ბაზები, სადაც განთავსებულია საერთო ჯამში 3000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, და დაამყრა მჭიდრო თანამშრომლობა ტაქტიკურ და სადაზვერვო საკითხებში ყველა ცენტრალურაზიურ სახელმწიფოსთან, თურქმენეთის გარდა (3).

თუკი ომი ავღანეთში იქცა „კატალიზტორდ“, რომელმაც ინტერესი გაუღვიძა ვაშინგტონს ცენტრალური აზიისა და კავკასიისადმი, ამ ინტერესის შენარჩუნებას ხელს უწყობდა პენტაგონის სტრატეგიული გეგმების შეცვლა. თავდაცვის მინისტრის დონალდ რამსფელდის (Donald Rumsfeld) ხელმძღვანელობით ამერიკელი სამხედროები შეუდგნენ სტრატეგიული პრიორიტეტების ყოვლისმომცველ გადახედვას. 1990-ინ წლებში სიტუაციამ, რომელიც ჩამოყალიბდა სსრკ-ის დაშლის შემდეგ, ვერ ჰპოვა განსაკუთრებული ასახვა აშშ-ის სტრატეგიულ დოქტრინებში: რუსეთმა უბრალოდ დაიკავა სსრკ-ის ადგილი მთავარი პოტენციური მოწინააღმდეგის სახით, თუნდაც არც იმდენად ძალმოსილის და მდიდარისა. ბუშის ადმინისტრაციამ, რომელიც მიჰყვება „ოთხწლიანი თავდაცვითი მიმოხილვის“ (Quadrennial Defense Review) 2001 წ. რეკომენდაციებს, პირიქით, სიმძიმის ცენტრი გადაიტანა ისეთი პოტენციალის შექმნაზე, რომელიც საშუალებას მისცემთ იძლეოდნენ მოკავშირეთა უსაფრთხოების გარანტიას, შეაკავებდნენ მოწინაღმდეგეებს, თავიდან აიცილებდნენ აგრესიას, და, აუცილებლობის შემთხვევაში, გადამწყვეტ დამარცხებას მიაყენებდნენ ნებისმიერ მოწინააღმდეგეს, რომლის შეკავებაც ვერ მოხერხდა (4).

ამ ახალმა პრიორიტეტებმა, თავის მხრივ, უზრუნველყვეს აშშ სამხედრო დოქტრინის გადასვლა წარსულ ასწლეულში უპირატესი სტატიკური მოდელიდან, რომელიც დამოკიდებული იყო კონკრეტულ მოწინააღმდეგეზე, ისეთ სტრატეგიაზე, რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს გარანტიები, შეკავება, დაშინება და თავდაცვა ნებისმიერი პოტენციური მოწინააღმდეგის წინააღმდეგ ნებისმიერ პირობებში. ეს ფუნდამენტური ცვლილებები განმტკიცებულ იქნა მოხსენებაში „ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის სტრატეგია“ (National Sequrity Strategy), რომელიც გაავრცელა თეთრმა სახლმა 2002 წ. სექტემბერში, სადაც შედიოდა გაბედული განცხადება იმის თაობაზე, რომ „შეიარაღებული ძალები, გამიზნული და შექმნილი ცივი ომის პერიოდის მასობრივი არმიების შეკავებისთვის, უნდა გარდავქმნათ, მივაქცევთ რა უფრო მეტ ყურადღებას იმაზე, თუ რანაირად აწარმოებს მოწინააღმდეგე საბრძოლო მოქმედებებს, და არა საკითხს იმის შესახებ, თუ სად ან როდის შესაძლოა დაიწყოს ომი“ (5).

ამ გარდაქმნის მთავარ „ფრონტად“ იქცა პოსტსაბჭოთა სივრცე. 2002 წ., თავის მოხსენებაში პრეზიდენტისა და კონგრესისადმი, რამსფელდი აღნიშნავდა, რომ „არასტაბილურობის ვრცელი რკალის მთელი სივრცე ახლო აღმოსვლეთიდან ჩრდილო-აღმოსვლეთ აზიამდე გადაიქცა „მგრგვინავ (ფეთქებადსაშიშ) ნარევად“, რომელიც შედგება გაძლირებადი და დასუსტებადი რეგიონული დერჟავებისგან“ (6). ამაზე საპასუხოდ პენტაგონმა დაიწყო შეიარაღებული ძალების გლობალური პერედისლოკაცია (ახალ ადგილებზე დასაბინავებლად გადაყვანა-გადანაწილება _ ი. ხ.), რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს სტრატეგიული კონტროლი „არასტაბილურობის რკალზე“ ამ თეატრებზე სამხედრო ყოფნის გაფართოების ხარჯზე (7).

აქცენტების მსგავსი წანაცვლების შედეგად იქცა აშშ-ის შორსმიმავალი დიპლომატიური და სამხედრო ინიციატივები ცენტრალურ აზიაში. მიიღო რა უზბეკეთისგან _ ვაშინგტონის მთავარი მოკავშირისგან რეგიონში _ დაპირება ფართო უფლებამოსილებებზე სამხედრო საქმიანობისთვის, პენტაგონმა გაამაგრა (რუს. закрепил) სტრატეგიული ყოფნა ამ ქვეყანაში, განათავსა რა იქ 1500 ამერიკელი ჯარისკაცი, ააწყო უზბეკ სამხედროებთან თანამშრომლობა ტერორიზმთან ბრძოლისა და საზღვრების დაცვის სფეროში, და შეიმუშავა რიგი მნიშვნელოვნი ერთობლივი ინიციატივებისა მასობრივი დაზიანების იარარის გაუვრცელებლობის საკითხებში.

გარდა ამისა, ვაშინგტონმა დაიწყო კონსულტაციები ყირგიზეთთან გრძელვადიანი უფლებების მოცემაზე სამხედრო ბაზის იჯარით აღებისა და სამხედრო უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის: დღესდღეობით ამ ქვეყანაში განთავსებულია 1300 სამხედრო მოსამსხურე, რომლებიც დაკავებული არიან ავღანეთში პენტაგონის ოპერაციების ზურგის უზრუნველყოფით (8). გარდა ამისა, შეერთებულმა შტატებმა გამოყო მილიონობით დოლარი აღჭურვილობის (რუს. оборудование) შესყიდვისა და ყაზახი სამხედროების სწავლებისთვის, ხოლო 2003 წ. ზაფხულიდან კი აფინანსებს ერთობლივი სამხედრო ბაზის მშენებლობას საპორტო ქალაქ ატირაუში კასპიის ზღვის სანაპიროზე (9).

ანალოგიურ ნაბიჯებს მიმართავენ კავკასიაშიც. შეერთებულმა შტატებმა თავისთვის უზრუნველყო ცენტრალური როლი საქართველოს შეიარაღებული ძალების მშენებლობაში, აამოქმედა რა 2002 წ. მაისში მისი აღჭურვისა და სწავლების პროგრამა 64 მლნ. დოლარის ღირებულებით, რომელიც მოწოდებულია გააძლიეროს ქართველი სამხედროების შესაძლებლობები ტერორიზმთან ბრძოლაში და მოხსნას დაძაბულობა თბილისსა და მოსკოვს შორის ჩეჩენი ბოევიკების პერიოდულ ყოფნასთან დაკავშირებით პანკისის ხეობაში. პენტაგონის წარმომდგენლები აწყობენ კონტაქტებს საქართველოს ახალ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც ემხრობა პროდასავლურ ორიენტაციას _ ამის შედეგად თბილისი უკვე შეუდგა მასშტაბური სამხედრო რეფორმის განხორციელებას.

გარდა ამისა, ვაშინგტონი დაპირდა გამოუყოს აზერბაიჯანს 10 მლნ. დოლარი საზღვრების დაცვის გაძლიერებისთვის, კავშირგაბმულობის ინფრასტრუქტურის სრულყოფისთვისა და დახმარების აღმოსაჩენად მისი მთავრობისთვის მასობრივი დაზიანების იარაღის გავრცელებასთან საბრძოლველად მიმართული ოპერაციების ჩატარებაში (10). ამასთანავე ბუშის ადმინისტრაცია იქცა ერთობლივი სწავლებების სერიის ჩატარების ინიციატორად კასპიის ზღვაში, რომლებიც მოწოდებულია მოამზადონ აზერბაიჯნის სამხედრო-საზღვაო ძალები საზღვაო ნავთობსარეწების დასაცავად (11). ამავდროულად პენტაგონის წარმომადგენლებმა ბაქოსთან დაიწყეს მოლაპარაკებები მასშტაბური ერთობლივი პროგრამის შემუშავების თაობაზე ჯარების სწავლების სფეროში და წამოსწიეს საკითხი ამ ქვეყანაში ამერიკული სამხედრო ბაზების შექმნის შესაძლებლობის შესახებ (12).

შეერთებული სტატები რუსეთის თვით უახლოეს პარტნიორთან კავკასიაში _ სომხეთთანაც კი ცდილობს კონტაქტის აწყობას. 2004 წ. აპრილში ბუშის ადმინისტრაციამ ერევანთან დადო შეთანხმება სამხედრო თანამშრომლობის განვითარების შესახებ, ხოლო შემდეგ კი ამერიკული მთავრობის წარმომადგენლებმა დაიწყეს წინასწარი მოლაპარაკებები ერთობლივი სწავლებების თაობაზე, რომლებიც ჩატარებულ უნდა იქნას უახლოეს მომავალში (13).

საწვავი უწინარეს ყოვლისა

მოსკოვის მიმართულებაზე აღმოსავლეთისკენ პენტაგონის ახალი ლაშქრობის ქვეშ გამოჩნდა ამასთანავე ახალი ეკონომიკური ბაზაც. რუსეთი საკმარისად მოულოდნელად იქცა რეალურ ენერგეტიკულ ზესახელმწიფოდ _ 2002 წ. თებერვალში ნავთობის მოპოვების მოცულობათა მიხედვით მან წინ გაუსწრო თვით საუდის არაბეთსაც. იმ დროიდან კრემლმა მის მიერ მოპოვებული ნავთობის რაოდენობა გადიყვანა თავისი საგარეო პოლიტიკის ახალ, უფრო მეტად ამბიციოზურ ხარისხში: რუსეთში აჟღერებდნენ პროექტებს, რათა ათწლეულის ბოლოსთვის ქცეულიყვნენ შეერთებული შტატების მიერ მოხმარებული ნავთობის 10%-ის მიმწოდებლად (14), და საერთოდ წასულიყვნენ იქითკენ, რათა ქცეულიყვნენ ამერიკულ ბაზარზე ნავთობის უმსხვილესი მიმწოდებლების ხუთეულის წევრად კანადის, საუდის არაბეთის, მექსიკისა და ვენესუელას შემდეგ.

მაგრამ პუტინის ეკონომიკურ გეგმებს ახდენა არ ეწერა, რის მიზეზადაც იქცა ის, რასაც არავინ არ მოელოდა _ «ЮКОС»-ის, ქვეყნის სიდიდით მეორე სანავთობე კომპანიისა, და მისი ყოფილი გენერალური დირექტორის მილიარდერის მიხეილ ხადარკოვსკის კრემლის მიერ საჯარო გამათრახება, რომელიც დაიწყო 2003 წლის ზაფხულში. თუმცა კი, როგორც ჩანს, კრემლი ასე დაატყდა თავს «ЮКОС»-ს უწინარეს ყოვლისა შიდაპოლიტიკური მოსაზრებებით (2003 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ხადარკოვსკი აქტიურად აფინანსებდა ორ ფრაქციას სახელმწიფო სათათბიროში და კერძო საუბრებშიც არ გამორიცხავდა, რომ რომ თავად არ არის წინააღმდეგი პრეზიდენტად ბალატირებისა), ეკონომიკური თვალსაზრისით «ЮКОС»-ზე დარტყმა არ შეიძლებოდა ბუმერანგად არ დაბრუნებოდა ხელისუფლებას.

ჯერ ერთი, კამპანიამ «ЮКОС»-ის წინააღმდეგ წარმატებით დაანგრია ინვესტორების ნდობა რუსეთისადმი. რუსეთის ოლიგარქების უკიდურესად დაბალი პოპულარობის, აგრეთვე პუტინის ავტორიტარული საშინაო პოლიტიკის მზარდი სიხისტის გათვალისწინებით, უკვე ბევრს ეჩვენებოდა, რომ «ЮКОС»-ის საქმე _ სულაც პრელუდიაა ხელისუფლების უფრო ფართო შეტევისა, რომლის მიზანიცაა _ პოლიტიკური ოპოზიციის განადგურება და რუსეთის ეკონომკის ძირითად სექტორებზე კრემლის ძალაუფლების განმტკიცება. და ინვესტორებმაც ხმა მისცეს ფულებით: თუკი 2003 წლის პირველ ნახევარში კაპიტალის სუფთა შემოდინებამ შეადგინა 4,6 მლრდ. დოლარი, 2004 წლის პირველ ნახევარში იგი შეიცვალა გადინებით, რომელიც გამოიხატებოდა 5 მლრდ. დოლარის ტოლი რიცხვით (15).

მეორეც, «ЮКОС»-ის საქმემ ბოლოს და ბოლოს აგვიხილა თვალები იმაზე, რომ მოსკოვი არცთუ ისე მიისწრაფვის ეკონომიკური ინტეგრაციისკენ დასავლეთთან. კომპანიის საქმეზე (სასამართლო) პროცესი დროში დაემთხვა კორპორაციების Chevron Texaco-სა და Exxon Mobil-ის მიერ სერიოზული განაცხადების მიცემას მისი მსხვილი აქტივების შესყიდვაზე _ 25 და 50 პროცენტისა შესაბამისად. ეს შესაძლოა ნიშნავდეს მხოლოდ ერთ რამეს: კრემლმა დაიწყო «ЮКОС»-ის საქმე სპეციალურად, თუ არა მხოლოდ (განსაკუთრებულად), იმისთვის, რათა არ დაეშვა დასავლური პლაცდარმის გაფართოება რუსეთის სათბობ-ენერგეტიკულ კომპლექსში. რუსეთის ოფიციალური პირების შემდგომი განცხადებები ქვეყნის სათბობ-ენერგეტიკულ რესურსებზე სახელმწიფო კონტროლის არსებითად გაძლიერების შესახებ ზედმეტად (კიდევ ერთხელ) ადასტურებს ასეთ დასკვნებს.

იმავე დროს, რუსეთის ხელისუფალთ მოუწიათ იმის შეგნება, რომ მათ ენერგეტიკულ პოტენციალს გააჩნია თავისი საზღვრები, რადგანაც უკანასკნელ წლებში გეოლოგიური სადაზვერვო სამოშაოებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება არსებითად იქნა შემცირებული. რუსეთის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრმა გერმან გრეფმა განაცხადა, რომ ნავთობის მოპოვება რუსეთში ახლა რჩება დაახლოებით ერთსა და იმავე დონეზე, ხოლო უახლოეს ოთხ წელიწადში ან კიდევ შესაძლოა უფრო მეტ ხანსაც მისი ზრდის დონე შეადგენს 5%-ზე ნაკლებს წელიწდში (16). რუსეთის პრეზიდენტის თვალში კი, რომელმაც თავის მიმართვაში ფედერალური კრებისადმი 2004 წელს მთავარ ამოცანად დასახა ათწლეულის ბოლოსთვის ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ორნიშნა რიცხვების მიღწევა, ეს რეალობა _ სულ რაღაც ერთი მიზეზია იმისა, რომ შემდგომშიც ავსებდნენ დეფიციტს სახელმწიფო კონტროლის გაძლიერების მეშვეობით სასარგებლო წიაღისეულით მდიდარ მიწებზე.

რუსეთის იმპერიის დაბრუნება

პოსტსაბჭოთა სივრცეზე მოსკოვის განახლებული პოლიტიკის კიდევ ერთ საფუძვლად იქცა იდეა რუსეთის როგორც იმპერიის შესახებ. ეს კონცეფცია ცოცხლობს რუსეთის პოლიტიკურ აზრში უკვე არა ერთი ასწლეულია, და „ცივი ომის“ დასრულებამ ვერაფერი ვერ შეცვალა რუსეთის ისტორიულ ექსპანსიონიზმში. პირიქით, მაშინვე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გამოჩნდა მოწოდებები „დიდი რუსეთის“ აღდგენისკენ, ამასთან ამოდიოდა ისინი არა მხოლოდ გეოპოლიტიკური მოძრაობა „ევრაზიის“ დამაარსებლის ალექსნდრე დუგინის მსგავსი პოლიტიკური მოღვაწეებისგან, არამედ ისეთი ცნობილი პიროვნებებისგანც, როგორიც გახლავთ ნობელის პრემიის ლაურეატი ალექსანდრე სოლჟენიცინი. პუტინის დროს კი ეს მოწოდებები, როგორც ჩანს, იწყებენ ცხოვრებაში განხორციელებას.

ქვეყნის შიგნით დაბრკოლებები რუსთის იმპერიული ამბიციების აღდგენისადმი პრაქტიკულად არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების გაძლიერების წყალობით. პუტინის მიერ გატარებულმა რიგმა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულმა ზომებმა საშულება მისცეს მას მოეხდინა პრაქტიკულად პოლიტიკური ხელისუფლებისა და ინიციატივის მონოპოლიზება. 2003 წლის დეკემბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად პრაქტიკულად გაქრა უკანასკნელი ფაქტორები, რომლებიც ზღუდავდა აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობას. აჩევნებზე მეტოქეებისგან დიდი მოწყვეტით გაიმარჯვა პროკრემლურმა პარტიამ „ერთიანი რუსეთი“ (რუს. «Единая Россия») _ მას ერგო თითქმის ნახევარი 447 ადგილიდან სახელმწიფო სათათბიროში, რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატაში. ამის შედეგად ამ პარტიის წარმომადგენლებმა დაიკავეს ხელმძღვანელი პოსტები სათათბიროს ყველა კომიტეტში, რომლებიც დაკავებული არიან საერთაშორისო საქმეებითა და თავდაცვის საკითხებით, გადააქციეს რა რუსეთის საკანონმდებლო ორგანო კრემლის პოლიტიკის უბრალო გამტარებლად.

იმავე დროს, დანიშნა რა თავისი ხალხი საკვანძო პოსტებზე მთავრობაში და პერიოდულად ატარებს რა „წმენდებს“ სახელმწიფო ორგანოებში, პუტინმა შესძლო შეექმნა კრემლისეული ბიუროკრატიის შიგნით სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (სუკ, რუს. КГБ) ყოფილი ოფიცრების ერთგვარი სუბკულტურა. ამ ე. წ. „ძალოვანებს“ დღეს უჭირავთ ყველაზე უფრო საპასუხისმგებლო პოსტების 60%-ზე მეტი რუსეთის მთავრობაში და შეადგენენ პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული პოლიტიკის პოლიტიკური მხარდაჭერის სერიოზულ ბლოკს (17). ყველა ამ ფაქტორმა ერთად მისცა კიდეც პუტინს პრაქტიკულად შეუზღუდავი შესაძლებლობები იმისთვის, რათა ცხოვრებაში გატაროს თავისი ნეოიმპერიალისტური იდეები.

მექანიზმი, რომლის მეშვობითაც ეს შეიძლება იქნეს გაკეთებული, წარმოდგენილია, მაგალითად, სამხედრო კონცეფციის პროექტში, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა 2003 წლის ოქტომბერში (18). ე. წ. „ივანოვის დოქტრინაში“, რომელსაც ასე ეწოდა მისი მთავარი ავტორის, თავდაცვის მინისტრის, სერგეი ივანოვის სახელის მიხედვით, რუსეთის სტრატეგიული პრიორიტეტები და შეიარაღებული ძალების გამოყენების მოდელები განიცდის რადიკალურ გადაფასებას. რუსეთის უსაფრთხოებისთვის ძირითადი სამხედრო მუქარების სიაში დოკუმენტში ფიგურირებს „სამხედრო ბლოკებისა და კავშირების გაფართოება რუსეთის ფედერაციის ან მისი მოკავშირეების სამხედრო უსაფრთხოების საზარალოდ“, აგრეთვე „უცხოური ჯარების შეყვანა (რუსეთის ფედერაციასთან შეთანხმებისა და გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციის გარეშე) იმ სახელმწიფოების ტერიტორიაზე, რომლებიც უშუალოდ ესაზღვრებიან რუსეთის ფედერაციასა და მის მიმართ მეგობრულად განწყობილ სახელმწიფოებს“. ამ ორივე ფორმულირების უკან მოჩანს ცუდად შეფარული მინიშნება ვაშინგტონის უკანასკნელ სტრატეგიულ ნაბიჯებზე.

ამ მუქარებზე საპასუხოდ დოქტრინაში საუბარია შეიარაღებული ძალების დამსწრები გამოყენების შესაძლებლობის შესახბ არა მხოლოდ სამხედრო მუქარებთან საბრძოლველად, არამედ აგრეთვე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის იმ რეგიონებში, სადაც თავმოყრილია მისი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ან ფინანსური ინტერესები. ეს არის რუსეთის გავლენის შენარჩუნების მოდელის პრაქტიკულად მზა პროექტი პოტსაბჭოთა სივრცეზე 11 სექტემბრის შემდეგ. ეს მოდელი ძალზედ მოსწონს კრემლს და სარგებლობს მის კედლებში სრული მხარდაჭერით.

სხვა სფეროებში მოსკოვი ასევე, დროის ამაოდ კარგვის გარეშე, ატარებს თავის პრინციპებს პრაქტიკული პოლიტიკის სიბრტყეში.

უზბეკეთთან რუსეთმა შესძლო რიგი ახალი გარიგებების დადება შეიარაღებისა და სამხედრო საწარმოების თანამშრომლობის საკითხებში, რამაც არსებითად გააღრმავა კავშირები მოსკოვსა და ტაშკენტს შორის. რუსული ლეკალოების მიხედვით იქნა ასევე დაწერილი ჩარჩო შეთანხმება ორ ქვეყანას შორის, რომლის მიხედვითაც მოსკოვი ფაქტიურად ღებულობს უზარმაზარ გავლენას ტაშკენტის თავდაცვითი პოლიტიკის ფორმირებაზე. გარდა ამისა, 2003 წლის ოქტომბერში რეგიონში კრემლის აქტიური ყოფნის ახალი პოლიტიკა აღინიშნა რუსეთის პირველი სამხედრო ბაზის გახსნით ქვეყნის ფარგლებს გარეთ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ _ ყირგიზეთში ქალაქ კანტში, სულ ოც მინუტზე ქვეყნის დედაქალაქიდან (19).

რუსეთმა დაიწყო სერიოზული დიპლომატიური შეტევა ყაზახეთზეც. პუტინის ვიზიტი ამ ქვეყანაში 2004 წლის ინვარში დასრულდა სტრატეგიული კავშირების არსებითი გაღრმავებით კრემლსა და მის ყოფილ სატელიტს შორის (20). სულ ერთი თვის შემდეგ რუსეთმა დ ყაზახეთმა გამოაცხადეს ერთობლივი მოქმედებების ახალი გეგმის შემოღების თაობაზე თანამშრომლობის გაღრმავებისთვის უსაფრთხოების სფეროში, რომელშიც განსაზღვრულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის კონტურები და ორივე ქვეყნის როლი რეგიონულ ორგანიზაციებში, ისეთებში როგორებიც არის შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია და კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ ხელშეკრულების ორგანიზაცია (21).

რუსეთმა გააძლიერა კიდეც თავისი ყოფნა ტაჯიკთში, გამოაცხადა რა 2004 წლის ივლისში, რომ მისი ნაქები 201-ე მოტომსროლელი დივიზია მალე შეიძენს ცენტრალურაზიურ რესპუბლიკში მუდმივ ბაზას (22). გრდა ამისა, 2004 წლის დასაწყისში ტაჯიკეთის პრეზიდენტის ემომალი რახმონოვის მთავრობამ მოახდინა აშკარა გადატრიალება კრემლის სასარგებლოდ, მისცა რა მოსკოვს აუნაზღაურებელი (ფულადი გადასახადის გარეშე) და უვადო სამხედრო ბაზირების უფლება (23).

კავკასიაში მოსკოვმა დაიწყო კამპანია, რომელიც მიმართულია რეგიონში საქართველოს მზარდი გავლენის შემცირებაზე. ასე, კრემლი აღვივებს სეპარატისტულ ტენდენციებს ქვეყნის ავტონომიურ რგიონებში (უკანასკნელ დროს _ სამხრეთ ოსეთში) და, როგორც ამბობენ, იდგა კიდეც საბოტაჟის მცდელობების უკან მშენებარე ნავთობსადენზე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი. მაგალითად, 2003 წლის ბოლოს ერთერთმა წამყვანმა ბრიტანულმა გაზეთმა ბრალი დასდო რუსეთის სამხედრო დაზვერვას (გენერალური შტაბის მთავარ სადაზვერვო სამმართველოს _ რუსული აბრევიტურით _ ГРУ /Главное разведывательное управление/) ეკოლოგიური ტერორისტების დაფინანსებაში, ანუ ჩეჩენი ბოევიკებისა, რომლებიც თავს დაესხნენ ნავთობსადენს (24).

რუსთის ლაშქრობა აზერბიჯანისკენ უფრო მეტად დახვეწილი იყო. იყენებდა რა დიპლომატიური მათრახებისა და თაფლაკვერების მთელ ნკრებს, სამხედრო დახმარების შეთავაზებებიდან ბუნებრივი აირის მიწოდებათა მოულოდნელ შეწყვეტამდე, მოსკოვი ცდილობდა ბაქოს გადახრას პროდასავლური ტრაექტორიიდან.

ამავდროულად თავდაცვის მინისტრი ივანოვი შეეცადა ხაზი გაესვა მოსკოვის მომხრეობისადმი სომხეთში გრძელვადიანი ყოფნის მიმართ.

ეს ძალისხმევანი შეიცავდა ახალი ხელშეკრულების ხელმოწერას სამხედრო თანამშრომლობის შესხებ მოსკოვსა და ერევანს შორის 2003 წლის ნომბერში, რომელმაც რუსეთს მისცა უფლება იყენებდეს ამ ქვეყნის სამხედრო ბაზებს, და კრემლის გეგმების გამოცხადება სომხეთის შეიარაღებული ძალების მოდერნიზებაზე მომზადების გაღრმავებისა და იარაღის გადაცემის გზით (25).

რუსეთი ზრდის თავის ყოფნას რეგიონში სხვა საშუალებებითაც. მან უკვე მოხატა გეგმები თავისი ჯარების გასაძლიერებლად კასპიის ზღვის რაიონში და, დაუბრუნდა რა „ქვემეხიანი ნავების“ საბჭოთა დიპლომატიას, მოახდინა კასპიის ზღვის ფლოტის რიგი რეგიონული მანევრების ორგნიზება (26). 2004 წლის ივნისის დასაწყისში რუსეთმა ასევე დაიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლებები „მობილურობა 2004“, რამაც ნათლად მიანიშნა (აგრძნობინა) ახლო საზღვარგარეთის ქვეყნებს, რომ მოსკოვს გააჩნია როგორც ნება, ისე საცეცხლე ძლიერებაც ძალის გამოყენებისთვის. მიუხედვად იმისა, რომ სწავლებებმა ჩაირა ქვეყნის შორეულ აღმოსავლეთში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არავის დაუტოვა იჭვი იმის თაობაზე, რომ მისი მიზანი იყო ეჩვენებინა მეზობელი სახელმწიფოებისა და შეერთებული შტატებისთვის, რომ „ნებისმიერი ადგილი იმყოფება ჩვენი მიღწევადობის ფარგლებში“-ო (27). მოსკოვის ნაბიჯები _ ეს არა მხოლოდ მცდელობებია შეამცირონ აშშ-ის გავლენა. რუსეთის ხელისუფალნი, თავად პუტინის სიტყვებით, ახლა როგორც მინიმუმ, ნაწილობრივ „ცდილობენ აღადგინონ ის, რაც დაკარგულ იქნა საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად, მაგრამ ახალ, თანამედროვე საფუძველზე“ (28).

მომავალი კონფლიქტი

უთანხმოებებმა (შეხლა-შემოხლება), რომლებიც წარმოიქმნა მთელი ამ მოვლენებიდან, ცენტრალური აზია და კავკასია წამოსწიეს რუსეთისა და აშშ-ის სტრატეგიული დღის წესრიგის ცენტრში. როგორც სთქვა პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე 2004 წლის ივლისში, „ჩვენ ვდგავართ ალტერნატივის წინაშე _ ან ჩვენ მივაღწევთ დსთ-ის ხარისხობრივ გაძლიერებას და შევქმნით მის საფუძველზე ეფექტურად ფუნქციონირებად და გავლენიან რეგიონულ ორგნიზციას, ანდა გარდაუვალად გავხდებით ამ გეოპოლიტიკური სივრცის გათქვეფის (გაქრობის) მოწმენი“, მან აგრძნობინა, რომ „უკანასკნელი არ უნდა მოხდეს“ (29).

ახალი რეგიონული მოთამაშის გამოჩენამ მხოლოდ გააძლიერა რუსეთში იმის შეგრძნება, რომ მას ალყაში აქცევენ. ახლი წევრების მიღების უკანასკნელი ტურის შემდეგ 2004 წლის გაზაფხულზე ნატო-მ მნიშვნელოვნად გააფართოვა თავისი საზღვრები და მიაღწია რუსეთის ახლო საზღვარგარეთს. ეს გაფართოება დაემთხვა აქტიურობის გაძლიერებას კასპიისა და შავ ზღვებში. ახლა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მიისწრაფვის უსაფრთხოების გარანტად გახდომისკენ ცენტრლური აზიისა და კავკსიის ქვეყნებისთვის _ ოფიციალურად ეს გაჟღერებულ იქნა ნატო-ს სამმიტზე 2004 წლის ივნისში სტამბულში, სადაც გამოცხდებულ იქნა ორგანიზაციის გეგმების შესახებ მიაქციოს „განსაკუთრებული ყურადღება“ ამ ორ რეგიონთან თანამშრომლობაზე (30).

გასაკვირი არ არის, რომ ამ სიტუაციამ გააძლიერა რუსეთში დასავლეთის შემოტევის შიში. რუსეთის პოლიტიკოსებმა დაიწყეს შეშფოთება, და საკმაოდ გამართლებულადაც, რომ ნატო-ს ახალი მასშტაბი მომავალში საშუალებას მისცემს დასავლეთს ერეოდეს რუსეთის ფედერაციის რეგიონების საქმეებში, სადაც ადრე მათ შესასვლელი ჩაკეტილი ჰქონდათ. კრემლი აქტიურდ ამზადებს სტრატეგიულ პასუხს. როგორც დაწერა იური ბალუევსკიმ, რუსთის ფედერაციის გენშტაბის ახალმა უფროსმა, „ძლიერი ჯარები, დისლოცირებულები ჩვენს საზღვრებზე რაიმენაირი გამოცხადებული მიზნის გარეშე, წარმოადგენენ მუქარას ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც არ არის ნატო-ს წევრი“. გონიერმა ლიდერებმა უნდა გაიგონ ეს და მოემზადონ მუქარის მოგერიებისთვის (31). აშშ თავის მხრივ მხოლოდ განმტკიცდა განზრახვაში ითანამშრომლოს ცენტრალურ აზიასა და კავკასიასთან თავისი საერთაშორისო სამხედრო პოლიტიკის გადახედვის გეგმების ფარგლებში, რათა უფრო ეფექტურად რეაგირებდეს გამოწვევებზე ცივი ომის შემდეგ (32).

მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის წარმოშობილი გეოპოლიტიკური ბრძოლის საბოლოო შედეგი უწინდებურად ნათელი არ არის. შესაძლოა, რუსეთი და აშშ ჯერ კიდევ მოახერხებენ პოსტსაბჭოთა სივრცეზე დროებითი შეთანხმების მიღწევს, რომელიც დაფუძნებული იქნება ურთიერთ დაინტერესებულობაზე იმ მუქარის ნეიტრალიზებაში, რომელიც ამოდის რეგიონული ტერორისტული დაჯგუფებებისგან. ეს მიზანი კიდევ უფრო მეტად აქტუალური გახდა საშინელი ტერაქტის შემდეგ ბესლანის სკოლაში 2004 წლის სექტემბრის დასაწყისში.

მიუხედავდ ამისა, მოვლენები ბესლანში ზუსტად ასევე სესზლოა იქცეს კიდევ უფრო მეტი დაძაბულობის მაუწყებლად რუსეთსა და აშშ-ს შორის. ტერაქტის შემდეგ რუსეთის მოხელეებმა გამოაქვეყნეს ახალი კონტრტერორისტული სტრატეგია, რომელიც დაფუძნებულია სამხედრო დასწრების პრინციპებზე, და გამოაცხადეს თავიანთი უფლების შესახებ „ანადგურებდნენ ტერორისტების ბაზებს მსოფლიოს ნებისმიერ რეგიონში“ (33). კიდევ უფრო მეტ ავისმაუწყებელ სიგნალად იქცა ის, რომ პუტინმა გამოიყენა ეს ტრაგედია მთავრობის ხელისუფლების შემდგომი ცენტრალიზაციითვის, შეცვალა რა გუბერნატორების არჩევის პროცესი რუსეთის 89 რეგიონში. არც ვაშინგტონსა და არც მოსკოვს ეჭვი არ ეპარებათ იმაში, რომ მსგავსი ზომები რუსეთის ყოფნას კავკსიასა და ცენტრალურ აზიაში გახდიან კიდევ უფრო მეტად აგრესიულს.

საპირისპირო ზომები, მაგალითად, კონსტრუქციული კონტრტერორისტული სტრატეგია რეგიონისთვის ან კიდევ აშშ-ის პირდაპირი ინვესტიციები რუსეთის ძველისძველი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციაში, უეჭველია, რომ შეძლებდნენ დაძაბულობის ნაწილის მოხსნას თუნდაც დროებით, მაგრამ ვაშინგტონელმა პოლიტიკოსებმა უნდა შეიგნონ ამერიკული და რუსული პრიორიტეტების შეუთავსებლობა რეგიონში გრძელვადიან პერსპექტივაში. კრემლისთვის მთავარ მოთამაშედ დარჩენის ამოცანა პოსტსაბჭოთა სივრცეზე _ უბრალოდ პოლიტიკური პრესტიჟის საკითხი არ არის, იგი სულ უფრო და უფრო მეტად იქცევა ეკონომიკურ აუცილებლობად. იმ დროს როდესაც თეთრი სახლისთვის რეგიონის სუსტი სახელმწიფოების მდგრადი დამოუკიდებლობა, რომ არაფერი ვთქვათ მათ პროდასავლურ პოლიტიკურ ორიენტაციაზე, რჩება განსაკუთრებით მნიშვნელოვან ასპექტად ტერორიზმთან საერთაშორისო ომის გრძელვადიანი წარმატებისთვის.

რუსეთისა და ამერიკის მთავრობების ურთიერთ დამეტოქებული სტრატეგიები არა უბრალოდ განსაზღვრავენ მომვალში ცენტრალური ზიისა დ კავკასიის პოლიტიკურ ევოლუციას. ყოველივეს გათვალისწინებით, რაც დადებულია სასწორზე, ისინი, როგორც ჩანს, იქცევიან გამოცდად სტრატეგიული პარტნიორობის საზღვრებისთვის მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის.

ილან ბერმანი _ აშშ–ის საგარეო პოლიტიკაში ვაშინგტონის საბჭოს (American Foreign Policy Council) ვიცე-პრეზიდენტი, სადაც იგი სათავეში უდგას კვლევებს ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის პრობლემებში

(რუსული თარგმანი გამოქვეყნდა საიტებზე ИноСМИ.ru და narochnitskaia.ru; ამ უკანასკნელიდან ქართულად თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა)

გამოყენებული წყაროები:

(1) Elizabeth Wishnick, Strategic Consequence of the Iraq War: U.S. Security Interests in Central Asia Reaccessed (Carlisle, Pa.: U.S. Army War College, May 2004), pp. 2-4.2.

(2) Council on Foreign Relations, „Terrorism: Questions & Answers – Uzbekistan“, 2004, http://www.terrorismanswers.org/coalition/uzbekistan.html (accessed October 14, 2004)

(3) Wishnick, Strategic Consequences of the Iraq War, p. 2.

(4) „Nuclear Posture Review (Excerpts)“, December 31, 2001, http://www.globalsecurity.org/wind/library/policy/dod/npr.htm (accessed October 14, 2004).

(5) National Security Strategy of the United States of America, September 2002, p. 29, http://www.whitehouse.gov/nss.pdf (accessed October 14, 2004).

(6) U.S. Department of Defense, „2002 Annual Report to the President and the Congress“, Washington, D.C., 2002, http://www.defenselink.mil/sxscsec/ard2002/index.htm (accessed October, 2004).

(7) Douglas J. Feith, „Transforming the Global Defense Posture“, remarks before CSIS, Washington, D.C., December 3, 2003.

(8) „Kyrgyz President Meets With U.S. Centcom Commander“, Radio Free Europe/Radio Liberty (RFE/RL) Newsline, July 29, 2004.

(9) „Kazakhstan Building Military Base on Caspian With U.S. Help“, RFE/RL Newsline, October 8, 2003.

(10) „United States Sings Agreement With Azerbaijan to Help Ex-Soviet Republic Strengthen Its Borders“, Associated Press, Jenuary 3, 2004; „Azedrbaijan, U.S. Sing Agreement on WMD“, Itar-TASS News Servive, January 26, 2004.

(11) Sevindzh Abdullaeva and Victor Shulman, „U.S., Azerbaijan Begin 10-Day Naval Exercise“, Itar-TASS News Service, January 26, 2004.

(12) „Azerbaijan, U.S. Discuss Military Cooperation“, RFE/RL Newsline, November 24, 2003.

(13) „Armenia, U.S. Discuss Military Cooperation“, RFE/RL Newsline, April 27, 2004.

(14) „Putin Says Russian Oil tu Make Up !0% of U.S. Imports in 5-7 Yrs.,“ Prime TASS News Service, September 26, 2003.

(15) Carola Hoyos and Arkady Ostrovsky, „Russia Fears Dollars 13 bn Capital Flight After Yukos“, Financial Times (London), November 8, 2003; „$5.5 Bln Left Russia in First Half of Year“, Moscow Times, July 5, 2004.

(16) „Russia Unable to Increase Oil Production Quickly-Gref“, Interfax, June 17, 2004.

(17) Arkady Ostrovsky, „Putin Oversees Big Rise in Influence of Security Apprtus“, Financial Times (London), October 31, 2003 (citing Olga Krystanovskaia).

(18) Russian Ministry of Defense, „Urgent Tasks of the Development of the Russian Federation Armed Force“, reprinted by the Russian Information Agency (RIA) Novosti News Service, October 3, 2003. The New Battleground: Central Asia and the Kaucasus I

(19) „Russian Base in Kyrgyzstan Seen as Part of „Tougher“ Military Posture“, Nezavisimaia Gazeta, October 25, 2003.

(20) Viktoria Sokolova, „Putin Visits Kazakhstan-Round-Up“, Itar-TASS News Service, January 9, 2004; Charles Carlson, „Kazakhstan: Putin Visit tu Focus on Baikonur, CIS, Oil Resources“, RFE/RL, January 9, 2004.

(21) „Kazakh, Russian Security Services Sign Cooperation Accord for 2004“, Interfax-Kazakhstan News Service, February 10, 2004.

(22) „Russia tu Set Up Military Base in Tajikistan in Autumn“, Itar-TASS News Service, July 12, 2004; „Russia tu Get Tajik Base in Fall“, RFE/RL Newsline, July 13, 2004.

(23) Valery Zhukov, „Russian Military Base in Tajikistan Big Achivement-Armitge“, Itar-TASS New Service, July 17, 2004.

(24) Nick Patton Walsh, „Russia Accoused of Plolt tu Sabotage Georgian Oil Pipelenie“, Guardian (London), December 1, 2003.

(25) „Russia to Ream Armenia Base, Defence Minister Says“, RIA Novosti News Service, November 11, 2003.

(26) „Military Balance Needed in Caspian-Kalyuzhny“, Interfaxხ NewsService, April 30, 2004; „Russia Ends naval Drills in Caspian Sea, Plans Large.Scale Drills for Summer“, Center TV (Moscow), May 3, 2004.

(27) Pavel Baev, „Kremlian Launvhes Military Exercises in Russian Far East“, Eurasia Daily Monitor 1, no. 28 (June 10, 2004).

(28) „Putin Say CIS Seeks to „Restore What Was Lost“ With Soviet Collapse“, RFE/RL Newsline, June 18, 2004.

(29) Igor Torbkov, „Putin Urges Shift in Russia’s CIS Policies“, Eurasia Daily Monitor 1 no. 60 (July 27, 2004).

(30) „Istanbul Summit Communique“, Istanbul, June 28, 2004, http://www.nato.int/docu/pr/2004/პ04-096e.htm (accessed October 14, 2004).

(31) Yury Baluevsky, „Cooperation Is only Path: West Must Finali Bury Cold War Mindest“, Defense News, June 14, 2004.

(32) Pamela Hess, „U.S. Plans Major Global Troop Realignment“, United Press International, November 25, 2004.

(33) Peter Baker, „Russia Says Siege Leader Bruttly Killed 3 Folllwers“, Washington Post, September 9, 2004 (quoting Col. Gen. Yury Baluevsky).

No comments:

Post a Comment