Friday, November 19, 2010

დასავლეთის ანტისერბული ფობიების მწარე ნაყოფები

(წერილი, მნიშვნელოვანი შემოკლებით, გამოქვეყნდა ჟურნალ „ქვაკუთხედის“ 2008 წლის მარტის ნომერში)

მხოლოდ დღეს, როგორც ჩანს, ევროპამ დაიწყო იმის შეგნება, თუ რამდენად მასშტაბურია სიტუაცია კოსოვოში თავისი შესაძლო განვითარების გეოპოლიტიკური, ტერიტორიული, დემოგრაფიული და საერთაშორისო-სამართლებრივი პარამეტრებით. ამ საშინელმა წყლულმა გვიჩვენა „ახალი“, „დემოკრატიული“, ვითომდა ერთიანობისკენ ტრიუმფით მიმავალი ევროპის ფართოდ რეკლამირებული ფასადის უკანა მხარე, რომლის გზაზეც ერთადერთ დაბრკოლებას წარმოადგენდა „ტოტალიტარიზმის დარჩენილი რელიქტები“. ნიღბები ჩამოგლეჯილია, და ვირტუალურმა მსოფლიომ ერთადერთი სწორი, იმიტომ რომ, ყოვლისშემძლე, ევროპული ლიბერალიზმის ზეიმის ნაცვლად (დემოკრატია მართლაც ყველაზე უკეთესად ბომბავს) დაგვანახა ჩვენ XV საუკუნის შუასაუკუნეობრივი სურათი: გაქცეული ქალები და ბავშვები, რომლებიც ცდილობენ იანიჩარებისგან თავის დახსნას, ხოლო მათ უკან ცეცხლის ალში გახვეული ეკლესიები. და რას აკეთებს პეტრეს ევროპა?

ევროპას ეძნელება იმის აღიარება, რომ სწორებ მან და ნატო-მ საკუთარი მოქმედებებით გამოზარდეს თავად სიტუაცია და ალბანელი ტერორისტებიც _ УЧК ყველგანმყოფი აშშ-ის კუდში მიყოლით. ეს არის გაცოცხლება ისტორიისა, როდესაც ექსტრემისტული ისლამის იმპულსს ძალზედ ხშირად ჰყავდა არაისლამური დირიჟორი და ეს უკანასკნელი უნარიანად მომართავდა მას სლავების წინააღმდეგ.

„პეტრეს ევროპას“ ეშინია იმის აღიარება, რომ ალბანელი მკვლელები, რომლებიც არც კი მალავენ თავიანთ გეოპოლიტიკურ მიზნებს, შეადგენენ კიდევაც ყველაზე უფრო ნამდვილ საერთაშორისო ტერორიზმს. და მით უფრო ძნელია მათთვის იმის აღიარება, რომ სწორედ ეს ტერორიზმი, ამ ტერმინით გაერთიანებული მოვლენების მთელი ერთობლიობისგან, წარმოადგენს მსოფლიო რეალობის ახალ სტრუქტურულ ელემენტს _ ეს არის ტერორიზმი როგორც ინსტრუმენტი გეოპოლიტიკური ამოცანების გადასაწყვეტად. ეს ახალი მსოფლიო მოვლენა წარმოშობილი და ბევრწილად გამოზრდილია სწორედ იმათი მოქმედებებით, რომლებიც თავს აცხადებენ მთავარ მებრძოლებად ტერორიზმის წინააღმდეგ. და ეს ტერორიზმი გეოპოლიტიკური აფეთქებებით, საზღვრების გადაკერვით, კულტურულ-ისტორიული ტიპისა და სახის შეცვლით ემუქრება სწორედ ევროპას, და სულაც არა შეერთებულ შტატებს. ამ უკანასკნელისგან „ალ-ქაიდა“ მოითხოვს მხოლოდ ჩაურევლობას სხვა სამყაროების საქმეებში. ეს ტერორიზმი წარმოადგენს იმ სამხედრო-ტერორისტული ღერძის მხოლოდ ნაწილს, რომელიც ერთი ბოლოთი მიბჯენილია ბალკანეთზე, მეორეთი კი _ ჩეჩნეთში, ე. ი. კავკასიაზე.

მაგრამ სწორედ ჩეჩნური და სულ ახლახანს ალბანური ტერორიზმი სარგებლობენ ადამიანის უფლებათა ევროპელი დამცველების მხარდაჭერით, რომლებიც იცავენ მას „სლავი ბარბაროსებისგან“. მათთვის სულ ერთია, რომ სერბებისთვის კოსოვო _ ეს არის ისტორიული სერბული სახელმწიფოებრიობისა და ნემანიჩების ძველი სახელმწიფოს აკვანი. მათ გულს არ უძრავს ჩეჩენი ბანდიტების სისხლის სამართლებრივი ანკეტა. ჭეშმარიტად უკვდავია ნ. ი. დანილევსკის მწარე სიტყვები 150 წლის წინათ დაწერილი მისი წიგნიდან „რუსეთი და ევროპა“: „არ მიუშვან საქმე იქამდე, რომ გავრცელდეს უცხო სლავური მართლმადიდებლური სამყაროს გავლენა _ საერთო საქმეა ყოველივესი, რაც კი საკუთარ თავს გრძნობს ევროპად. აქ შეიძლება თურქიც კი (წაიკითხეთ ჩეჩენი ან ალბანელი ბოევიკი) აიყვანონ მოკავშირედ და ჩააბარონ მას ცივილიზაციის დროშა“.

მოვლენები ბალკანეთსა და კავკასიაში უეჭველად დაკავშირებულია ერთმანეთთან თუნდაც არა პირდაპირ, მაგრამ როგორც ერთგვარი ისტორიული სტრატეგია, რომელიც შესაძლებელი გახდა რუსეთის დასუსტებისა და უნებისყოფობის, აგრეთვე სამხრეთში მისი ორასწლოვანი მუშაობის ეროზიის შედეგად, რომელმაც თავის დროზე წონასწორობაში მოიყვანა ურთიერთობები დასავლეთევროპულ, სლავურ და თურქულ სამყაროებს შორის. გავიხსენოთ, რომ სწორედ ხასავიურტში რუსეთის კაპიტულაციის შემდეგ დაიწყო ალბანელების ამბოხება კოსოვოში და სრული დესტაბილიზაცია დაღესტანში, რომელმაც კინაღამ ჩეჩნეთის ბედი გაიმეორა. კავკასიის, კრასნოდარის მხარის, ყირიმის ჩამოშორება (თათარი ექსტრემისტების გამოხტომები მართლმადიდებლების წინააღმდეგ იქ იძენს სისტერმატიურ ხასიათს; ასე, 24 მარტს თათარი ექსტრემისტებით სავსე 30-მა ავტობუსმა გზა გადაუკეტა მონასტრისკენ მიმავალ მომლოცველებს, ხოლო ისლამელმა აქტივისტებმა დაარბიეს მათი კარვების ბანაკი) _ აი ჩეჩენი ტერორისტებისა და მათი უცხოელი დამქირავებლებისა და სულისჩამდგმელების მიზანი. ჩამოაშორონ სერბეთს კოსოვო, ასევე მაკედონიას, ჩერნოგორიასა და საბერძნეთს მათი ტერიტორიის ნაწილები და გავიდნენ ხმელთაშუა ზღვაზე _ აი ალბანელი ბოევიკების მიზანი. ევროპის სამხრეთის ასეთი ჯერჯერობით ჰიპოთეტური გადაკერება წარმოადგენს მრისხანე და სულაც არა ისეთ ფანტასტიკურ ანტიუტოპიას _ პაროდიას „სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის პაქტზე“, რომლის შესახებაც პატაკებს აბარებენ ერთიანი ევროპისა და ნატო-ს ემისრები.

მაგრამ როგორც ჩანს ევროპა იწყებს იმის შეგნებას, რომ ბალკანეთში საქმეების ამრევ-დამრევი აშშ ცოტას თუ ფიქრობდა თავად ევროპის შესახებ. ევროპა მისთვის საჭირო იყო როგორც მტკიცე ატლანტიკური ზურგი მასშტაბური და ამბიციური ევრაზიული სტრატეგიისთვის. დღეს ევროპა დარჩა მარტო ერთიერთზე ძალადობისა და ტერორის ვაკხანალიასთან, როგორიც მას აღარ ახსოვს ოსმალური თურქეთის დროის შემდეგ. დღეს შეერთებულ შტატებს ევროპისთვის არ სცალია, თუმცა კი მოვლენების ასეთ განვითარებაში ისიც, რომელმაც ზედმეტად შეაფასა თავისი ძალები, არ უნდა იყოს დაინტერესებული. მაგრამ აშშ-ს, რომელიც წინდაუხედავად ვარაუდობდა, რომ მუდმივად შეძლებდა თავისი ტერორისტების გაკონტროლებას, არ ძალუძს ერთდროულად ინარჩუნებდეს ერაყს, სადაც მან თავი ახადა ისლამური ფუნდამენტალიზმის პანდორას ყუთს, ავღანეთსა და კოსოვოს. მომენტი ზუსტად იქნა არჩეული.

ევროპა, როგორც ჩანს, მხოლოდ ახლა იწყებს გაუბედავად დაეჭვებას საკუთარ სიმართლეში, როდესაც იგი ისტერიული გულმოდგინებით ამხელდა სერბებს ალბანელების გენოციდში და, ბოლოს, დაბომბა ტიტოს იუგოსლავია _ გაერო-ს დამფუძნებელი და ჰელსინკის აქტზე ხელის მომწერი სახელმწიფო. გაერთიანების გზაზე დამდგარი ძველი სამყაროს თვალში სერბები გადაიქცნენ მთავარ მუქარად დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის. დღეს ხმაურიანად მსჯელობენ ომის პარტიის „ერაყული დოსიეს“ სიყალბის შესახებ ლონდონსა და ვაშინგტონში, მაგრამ რატომღაც აქამდე არ ახსენებენ იმას, რომ სერბული არმიისა და პოლიციის წინააღმდეგ აღძრულმა ვერც ერთმა საქმემ ალბანელების მასობრივი მკვლელობების შესახებ, ვერ ჰპოვა დოკუმენტური დადასტურება, რომ ფაქტობრივად ჩავარდა ჰააგის ტრიბუნალი, რომელიც მოწოდებულია აშშ-ისა და ნატო-ს აგრესიის გამართლებისთვის.

ძნელად თუ აღიარებს ევროპა, რომ ბელგრადის მიზანმიმართული დემონიზირების მიზეზი უკვე კოსოვოს ოკუპირების შემდეგ მდგომარეობდა არა ავტორიტარიზმში, რომელიც მცირედ თუ განსხვავდებოდა ხელისუფლების მექანიზმებისგან მსოფლიოს ქვეყნების ნახევარში, არამედ ანტიატლანტიზმში. ვაშინგტონს სჭირდებოდა იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკის კურსის შეცვლა და „დუნაის კონფიგურაციაში“ მოზაიკის ანგლოსაქსონური ეგიდით დასრულება.

ზოგიერთი ისტორიული ასპექტი

დიდი ალბანეთის იდეები, რომელიც კოსოვოს, ასევე მაკედონიის ალბანელებს გააერთიანებს ტირანასთან, დაიბადა დიდი ხნის წინთ და წარმოშვა 90-იან წლებში გათამაშებული სცენარები შორს მიმავალი პოლიტიკური გეგმებით, რომლებიც გაწერილია ფაზების მიხედვით: კოსოვო, მაკედონია, ილირიდის შექმნის პროჟექტები, ასევე დიდი ალბანეთის სახელმწიფოსი კოსოვოს საფუძველზე, სადაც უნდა შევიდეს ორქიდის ტბა მის ნაპირებზე არსებული მართლმადიდებლური სიწმინდეებით. ეს სტრატეგია ღრმად მტრულია ევროპის მიმართ, მაგრამ ევროპა სერბებთან მიმართებით, ისევე როგორც რუსეთთან, „იმდენადვე უმეცარია, რამდენადაც უმადური“.

ბედმა სერბები მოათავსა ვარდარო-მორავას ქვაბულში, რომლის გავლითაც გადის გეოპოლიტიკური ღერძი დასავლეთი _ მცირე აზია. ყველა მსხვილი შეტევა აღმოსავლეთზე იწყებოდა სერბეთიდან, რომლის დაკავების გარეშეც შეუძლებელია დასავლეთის სამხედრო ძალის შეერთება თურქეთის სტრატეგიულ მდებარეობასთან, რომელიც უწინ წარმოადგენდა ბრიტანული სქემების დასაყრდენს, ხოლო უკანასკნელ ნახევარ საუკუნეში გადაიქცა აშშ-ის მოკავშირედ. ისევე, როგორც ასი წლის წინათ, ბალკანეთში ძლიერი და დამოუკიდებელი სლავური და მართლმადიდებლური სახელმწიფოს არსებობა დასავლეთის კონტროლის გარეთ ცვლის ძალთა თანაფარდობას ევროპაში, არღვევს ანგოსაქსონელთა „მფლობელობას“ ხმელთაშუა ზღვის აუზში, რომელიც დღესდღეობით გადაიქცა აგრეთვე მისადგომად ნავთობისა და ბუნებრივი აირის მიწოდების გზებთან.

„დიდი დერჟავების“ აქტიურ მონაწილეობას ბალკანეთის საქმეებში გრძელი ისტორია გააჩნია. ჯერ კიდევ 1463 წელს რომის პაპმა პიუს II-მ ქაღალდზე დახაზა ბალკანეთის გაყოფის „მისაღები“ გეგმა, რომლის მიხედვითაც ვენას ერგო პელოპონესი, ატიკა და ეპირი, ხოლო უნგრეთს _ სერბეთი, ბოსნია, ვლახეთი და ბულგარეთი. და ჩვენს საუკუნეშიც, _ აღიარებს ოქსფორდელი სლავისტი ჯ. ბერნსი, _ სერბეთის დამოუკიდებელი განვითარება ხდებოდა გარედან ჩარევისა და ზეწოლის მიუხედავად, და არა მათი წყალობით.

დღევანდელი ლიბერალ-მედასავლეთეები რუსეთში იმეორებენ რაღაც მითს იმის შესახებ, რომ რუსეთი სერბეთისთვის გამოქომაგებისას ყოველთვის რაღაცას კარგავდა. 1914 წელს ავსტრია-უნგრეთი ულტიმატიური ფორმით ცდილობდა სერბეთისთვის თავისი პოლიციის ინსპექტორების თავზე მოხვევას. თუკი სერბეთის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ რუსეთი არ გამოიღებდა ხელს მის დასაცავად, რასაც კარნახობდა მას უწინარეს ყოვლისა საკუთარი სტრატეგიული ინტერესები, მაშინ კაიზერული გერმანიის ძლიერება და შეიარაღება ბერლინ _ ბელგრადის ახალი სარკინიგზო ხაზის მეშვეობით შეუერთდებოდა ოსმალეთის იმპერიის შესაძლებლობებს.

მაგრამ, ჯერ ერთი, სწორედ გერმანიამ გამოუცხადა ომი რუსეთს. აი, რას წერს ომის დაწყების შესახებ ჰ. კისინჯერი, რომელსაც, როგორც „ეტალონური“ ცივილიზაციის წარმომადგენელს, ავტორიტეტი უნდა ჰქონდეს მოსკოველ მედასავლეთეებს შორის: „ბულგარეთი, რომლის თურქული ვასალობისგან განთავისუფლებაც განახორციელა რუსეთმა რიგი ომების მეშვეობით, იხრებოდა გერმანიისკენ. ავსტრიამ მანამდე მოახდინა ბოსნიისა და ჰერცოგოვინის ანექსია, და, როგორც ჩანს, ისწრაფვოდა რუსეთის ერთადერთი ღირებული მოკავშირის, სერბეთის თავის პროტექტორატად გადაქცევისკენ. და ბოლოს, რადგანაც გერმნია ბატონდებოდა კონსტანტინოპოლში, რუსეთს რჩებოდა მხოლოდ ემარჩიელა იმის თაობაზე, რომ ხომ არ დასრულდებოდა ეპოქა ტევტონების ბატონობით ყოველივე იმაზე, რასაც იგი ესწრაფვოდა ასწლეულის განმავლობაში“. (ჩრდილოეთში) რუსეთს ემუქრებოდა პეტრე დიდის ბალტიისპირული შენაძენების დაკარგვა, ხოლო სამხრეთში _ თავისი შავი ზღვისპირა სამფლობელოებისა, ყირიმის ჩათვლით. მას ემუქრებოდა ბოსფორზე და ბალკანეთში გერმანიისა და ავსტრია-უნგრეთის მფლობელობის საბოლოოდ დამკვიდრების შემდეგ დარჩენა ზღვებისგან მოწყვეტილი მოსკოვის სახელმწიფოს ფარგლებში, როგორიც იყო იგი XVII საუკუნეში.

1941 წელს იმავე გეოპოლიტიკური რეალიების ძალით ჰიტლერმა სსრკ-ზე თავდასხმის წინ „შესთავაზა“ სერბებს პაქტი ნეიტრალიტეტის შესახებ, მაგრამ სერბები გამოვიდნენ ბელგრადის ქუჩებში ლოზუნგით: «Боле гроб него роб» („სჯობს დავიხოცოთ, ვიდრე მონებად ვიქცეთ“), და ფაშისტური გერმანია იძულებული შეიქმნა გაეგზავნა იქ 37 დივიზია და გადაედო „გეგმა ბარბაროსა“ 16 მაისიდან 22 ივნისამდე. პირველი მსოფლიო ომის დაწყების წინა პერიოდში მოვლენები მიდიოდა იქითკენ, რომ ბალკანეთის მთელი უზარმაზარი პოტენციალი და მისი სტრატეგიული ფასეულობა ჩაეყენებიათ გერმანული ბლოკის სამსახურში. ამ სიტუაციის პროვოცირებას ახდენს დღევანდელი ტენდენციებიც ხმელთაშუა და შავი ზღვების რეგიონში, თანაც მანამდე უნახავ დონეზე, ამასთან ამიერკავკასია და ყირიმი უკვე პირდაპირი რუსული გავლენის ფარგლებს გარეთ არიან. ერთად ეს საშუალებას მისცემთ ჩაკეტონ რუსეთი გეოპოლიტიკურ რეზერვაციაში: მდგომარეობა ლივონიის ომამდე ჩრდილო-დასავლეთში, _ ყირიმის ომის შემდეგ სამხრეთში, ხმელთაშუა ზღვისგან მოკვეთა თურქულ-ისლამური რკალით, რომელიც გაივლის ამიერკავკასიის გავლით თათარსტანზე, ვოლგისპირეთზე და გამოყოფს რუსეთს კასპიის ზღვის აუზისგან.

აშშ-ისა და ნატო-ს სტრატეგიამ იუგოსლავიასთან მიმართებით 90-იან წლებში თავის თავში შეიკრიბა როგორც ანგლოსაქსონური ისე ავსტრო-უნგრული პოლიტიკის გამოცდილებაც იდეოლოგიურ მოტივაციასთან ერთად, ერომელშიც სხვათა ტერიტორიების დაპყრობის ან მათზე კონტროლისკენ მისწრაფებებს ნიღბავდნენ უმაღლესი ცივილიზატორული მიზნებით. 1878 წელს ბერლინის კონგრესზე ავსტრია-უნგრეთმა ბ. დიზრაელის წინადადებით მიიღო მანდატი ბოსნიისა და ჰერცოგოვინის ოკუპაციის უფლებაზე „წესრიგის დამყარებისა“ და „დასავლური ფასეულობების“ დანერგვისთვის. ოკუპირებული ბოსნიისა და ჰერცოგოვინის ავსტრიელი მმართველი მინისტრი ბ. კალაი შეუძლებლად მიიჩნევდა „სამხრეთ-აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის სულიერი სამყაროების თანაარსებობას, რომელთაგან მეორე შეუჩერებლად წინ მიიწევს პროგრესისკენ“. ავსტრიის გენერალური შტაბის უფროსი გენერალი ბეკი მემორანდუმში, რომელიც ვენაში ინახება სამხედრო არქივში, ხაზს უსვამდა იმას, რომ „ბალკანეთის გასაღები უფრო მეტად კოსოვოსა და მაკედონიაში ძევს, ვიდრე კონსტანტინოპოლში“, თანაც აღნიშნავდა, რომ თურქების გამარჯვებამ სწორედ კოსოვოს ველზე მოუტანა მათ მფლობელობა ბალკანეთზე, და არა კონსტანტინოპოლის აღებამ.

დასავლეთის პოზიცია სერბებთან მიმართებით არ იცვლება აი უკვე საუკუნენახევარია. ილია გარაშანინის „მონახაზები“ (1840 წ.), ყველა სერბის გაერთიანება, რომლებიც დაანაწევრეს მათმა დამპყრობლებმა ავსტრიამ და თურქეთმა, უკვე საუკუნენახევარია წარმოადგენს საფრთხობელას „ცივილიზებული“ დასავლეთისთვის, რომელმაც თავად გაიარა მიწების შემოკრების სტადია, თანაც სულაც არა უსისხლოდ. ეს ფობია ერთნაირია მარქსისტებთანაც და იმპერიების ისტორიკოსებთანაც. ფ. ენგელსი გმირებად რაცხდა პოლონელებს, რომლებსაც სძულდათ მათი მომთვინიერებელი რუსეთის იმპერია და ჰპირდებოდა მათ მთელი მოწინავე ევროპის მხარდაჭერას; სერბებისთვის კი, რომლებიც ებრძოდნენ მათ დამმონებელ ავსტრიას და იმედით უყურებდნენ რუსეთს, ინტერნაციონალიზმის ამ კლასიკოსის სიტყვებით, გამზადებულია ცივილიზაციის მხრიდან ზიზღი და ერთსულოვანი დაგმობა. პალმერსტონის მაკრიტიკებელმა და ყველაფერში ლიბერალმა, სერბების გარდა, ბრიტანული ბალკანისტიკის პატრიარქმა რ. ვ. სეტონ-ვატსონმა მკაფიოდ გამოხატა საქმის არსი ასი წლის წინათ: „სერბულ-ხორვატული რასის მომავალ ბედზე არის დამოკიდებული ძალთა ბალანსი მთელი მისი შედეგებით საერთაშორისო სიტუაციისთვის“. ლიბერალურ ისტორიკოსს არ შერცხვა ეთქვა სერბულ მისწრაფებებზე, რომ მათი ტრიუმფი „ნიშნავს ნამდვილ უბედურებას ევროპული კულტურისთვის“, ვინაიდან იგი მოიტანს „აღმოსავლური (იგულისხმება მართლმადიდებლური _ ი. ხ.) კულტურის გამარჯვებას დასავლურზე“, „რაც დარტყმა იქნება პროგრესისთვის“.

ბრიტანელთა მიერ მოაზრებული სლავების ისტორიულ სუბიექტად ჩამოყალიბება, იქნებოდა ეს ჰაბსბურგების მონარქიის ფარგლებში ან დამოუკიდებლად, უნდა ყოფილიყო შინაგანად არაერთგვაროვანი. მაშინ ამ ხალხების ისტორიული და პოლიტიკური პოტენციალი იქნებოდა ნეიტრალიზებული და გაუსახურებული. თუკი მისცემდნენ ბალკანეთში საშუალებას მსხვილი ერთგვაროვანი სლავური ერების ჩამოყალიბებისთვის, მაშინ მთელი გაკათოლიკებული სლავები _ ხორვატები, სლოვენები _ მოხვდებოდნენ გერმანელების ორბიტაში, ხოლო მთელი მართლმადიდებელი სლავები, მათი ელიტების ნებისმიერი ლავირების მიუხედავად, შევიდოდნენ რუსეთის ორბიტაში. ასეთი განაწილება ოსმალეთის იმპერიის გარდაუვალი დაშლის ფონზე ვერ ჰპირდებოდა ანგლოსაქსებს საერთოდ ვერანაირ მონაწილეობას შავი ზღვის სრუტეების საკვანძო რაიონში. თანამედროვე ოქსფორდელი სლავისტი ჯ. ბერნსი აღიარებს, რომ 1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომის დასრულების შემდეგ სწორედ რუსეთის გავლენის შეზღუდვის სურვილი გამოვლინდა ბერლინის კონგრესზე კერძოდ დასავლეთის მიერ დაბრკოლებების აღმართვაში სერბული მიწების ერთად შეკრების საქმისადმი. ევროპული დიპლომატიის მაშინდელმა ტიტანებმა _ სოლსბერიმ, ანდრაშიმ, დიზრაელიმ არ მისცეს სერბებს შესაძლებლობა პრიშტინის სანჯაყის მიღებაზე, კოსოვოელი სერბების თხოვნის მიუხედავად კოსოვოს ვილაიეთის სერბეთთან შეერთების თაობაზე. რუსეთიც არ მოითხოვდა ამას დაჟინებით, რათა უფრო მეტი მიეღო წამყვანი სახელმწიფოებისგან ბულგარეთისთვის.

1913 წელს ფლორენციის ოქმმა დახაზა საზღვრები ახლად წარმოქმნილ ალბანეთსა და მის მეზობლებს შორის ალბანეთის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, რომ ყველა დიდი სახელმწიფოს ელჩები ახდენდნენ იმის კონსტატირებას, რომ ალბანეთში აღმოჩნდა დაახლოებით მილიონი სერბულ-ჩერნოგორული და მაკედონური მოსახლეობა. ალბანელები, მიჰყვებოდნენ რა პრიზრენის ლიგის კონცეფციას, მოითხოვდნენ კიდევ უფრო ვრცელ საზღვრებს, რომლებიც მოიცავდა დღევანდელი მაკედონიის სახელმწიფოს ნახევარსა და სერბეთისა და ჩერნოგორიის უზარმაზარ ნაწილს. ვერ მიიღეს რა ყველაფერი, ალბანელებმა დატოვეს კონფერენცია, თანაც დაპირდნენ, რომ კოსოვოს ველს მოჰფენდნენ სერბების ძვლებით. დიდმა სახელმწიფოებმა, რომლებიც შეპყრობილი იყვნენ რუსეთის პოლიტიკური მოკავშირის, სერბეთის არგაძლიერების იდეით, ბრიტანელი ავტორის ჯ, სუაირის სიტყვით, დატოვეს „ბალკანეთის გულში წყლული“, რომელიც მოითხოვდა გარდაუვალ სისხლიან ქირურგიულ ჩარევას.

ანგლოსაქსონურ სტრატეგიას ბალკანეთში მიზნად ჰქონდა სხვადასხვა მიზიდულობის მქონე ხალხების პოტენციალის ერთდროულად ფრაგმენტირებაცა და თან ერთმანეთთან დაკავშირებაც. ამისთვის მონაცვლეობით წაახალისებდნენ ხოლმე სეპარატიზმს და თავს ახვევდნენ სიცოცხლისუუნარო და დამოკიდებულ გაერთიანებებს. ასე იყო ვერსალშიც და 1945 წლის მაისის შემდეგაც.

ისტორიულ სინამდვილეს არ შეესაბამება გამონაგონი იმის შესახებ, რომ ტიტოს იუგოსლავია ემსახურებოდა სერბების დიდმპყრობელურ მისწრაფებებს. ათეისტი და მასონი, რის შესახებაც გადაცემაც კი იყო რუსეთის ტელევიზიაში, კათოლიკი ხორვატებიდან გამოსული ი. ბ. ტიტო შეპყრობილი იყო სულაც არა სერბული ეროვნული იმედებით, არამედ სრულიად ბალკანეთის სოციალისტური ფედერაციის შექმნის იდეით, რომელშიც იგი თქვეფდა და აქუცმაცებდა სერბულ პოტენციალს. სწორედ ამან უბიძგა კიდეც ჩერჩილს კომუნისტი ტიტოს არჩევისკენ ანტიჰიტლერული კოალიციის აღიარებული მოკავშირის დ. მიხაილოვიჩის ნაცვლად. არჩევანი ნაკარნახევი იყო ბრიტანული გეგმებით. ავტორიტეტულ მიხაილოვიჩს შეეძლო ომში სებების დამსახურების სანაცვლოდ მოეთხოვა „დიდი სერბეთი“, ხოლო ტიტომ კი, იცოდა რა რითი დაეენტერესებინა ჩერჩილი, წერილში მას შესთავაზა „იუგოსლავი ხალხების ისეთი კავშირი და ძმობა, როგორიც არასდროს ყოფილა ომამდე“, „ფედერაციული იუგოსლავიის შექმნა“. ეს გეგმა შეესაბამებოდა ბრიტანულ სტრატეგიას და სერბებს თქვეფდა ექვს კვაზისახელმწიფოში. თავისი პრეტენზიით ევროპაში ძალთა დამოუკიდებელ ცენტრობაზე ტიტოს პროექტი ასრულებდა სსრკ-ის საპირწონის როლს. ჩერჩილმა დაუყოვნებლივ მხარი დაუჭირა „ფედერაციული იუგოსლავიის“ იდეას, მაგრამ ამ ფედერაციამ იარსება ზუსტად იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც მასში საჭიროება გააჩნდა დასავლეთს.

ახლა მოდაში არ არის იმის გახსენება, რომ სერბები ერთადერთი ევროპელი ერია ისტორიული რუსული სახელმწიფოს ხალხების გარდა, რომელმაც მასშტაბური და ერთსულოვანი წინააღმდეგობა გაუწია ჰიტლერულ გერმანიას. მეორე მსოფლიო ომის წლებში სერბები იქცნენ მეორე ერად ბელორუსების შემდეგ დანაკარგების რაოდენობის მიხედვით. ყოველი მეათე სერბი დაიღუპა, უწევდა რა წინააღმდეგობას ჰიტლერელ დამპყრობლებს. მაგრამ სერბი ხალხის გმირობის მიუხედავად ტიტომ აუკრძალა კოსოვოელ სერბებს, რომლებიც ომის წლებში განდევნილ იქმნენ კოსოვოდან, უკან დაბრუნებულიყვნენ. თუმცა კი თვით ამის შემდეგაც სერბებისა და ალბანელების პროცენტული თანაფარდობა კოსოვოში შეადგენდა 50/50-ზე. სოციალისტურ იუგოსლავიაში ალბანელებს არა თუ არ ჩაგრავდნენ, არამედ პრიშტინული გაზეთი „კოხე დიტორე“ ათწლეულების განმავლიბაში სისტემატიურად გამოდიოდა ემბლემის სახით დიდი ალბანეთის რუკით. რა მოხდებოდა ევროპაში, თუ კი ელზასელები გამოუშვებდნენ გაზეთს სტრასბურგში „დიდი გერმანიის“ რუკით?

1990-იანი წლების მოვლენები ამ, თითქოს და, ანალოგიების არმქონე პერიოდში, ახდენს სულ იმავე კლასიკური კონსტანტების გამოვლენას.

90-იანი წლების მიჯნაზე რუსეთი წამოვიდა აღმოსავლეთ ევროპიდან, რომლის ორგანიზატორიც ყოველთვის იყო ან იგი, ან გერმანია. სსრკ-ის კრახის შემდეგ დასავლეთ ევროპა რჩებოდა „იალტურად“ (იალტის კონფერენციაზე დადგენილი წესრიგით _ ი. ხ.) და, ამასთან ერთად ნატო-ში კონსოლიდირებულად. მაგრამ „სოციალისტური აღმოსავლეთ ევროპა“ გავიდა რა რუსეთის კონტროლიდან, გაიფანტა მცირე და არადამოუკიდებელი სახელმწიფოების იარუსის სახით ბალტიკიდან ხმელთაშუა ზღვამდე. ჩვენს თვალწინ წარმოიქმნა ჯერ კიდევ მხოლოდ გეოგრაფიული, მაგრამ პოტენციურად პოლიტიკური „Mitteleuropa“, რომლის ორგანიზატორად შესაძლოა თავისი თავი წარმოედგინა გერმანიას, რომლის ინტერესებიც დამოუკიდებელი როლის თამაშისადმი შესაძლოა გაღვიძებულიყო. აუცილებელი იყო ამ „ნეო-ვერსალური“ აღმოსავლეთ ევროპის საჩქარო ინკორპორირება პოსტიალტურ კარკასში ანგლოსაქსონური კონტროლის ქვეშ.

სამხრეთ (ბალკანურ) ფლანგზე, რომელიც უზრუნველყოფდა გასასვლელს ხმელთაშუა ზღვაზე იმ ადგილას, სადაც ვარდარო-მორავას დაბლობი კოსოვოს ველით _ ერთადერთი ბუნებრივი დაბლობი ბალკანეთის მთებში, სამხედრო-სტრატეგიული პარამეტრებით აერთიანებს დასავლეთ ევროპას სალონიკთან ეგეოსის ზღვის ნაპირას, ზუსტად იმ ფლანგზე, რომლის გულისთვისაც წარმოებდა დიპლომატიური ბრძოლები მოლოტოვსა და ბირნსს შორის 1945-1947 წლებში გამარჯვებულ სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სესიებზე, იუგოსლავია ჩვენს თვალწინ სსრკ-ისა და ვარშავის პაქტის საპირწონიდან გადაიქცეოდა ანტიატლანტიკურ ძალად. იუგოსლავიაში კომუნისტური სტრუქტურების გახრწნის პროცესებმა, რომლებიც საერთო იყო ყველა აღმოსავლეთევროპული ქვეყნისთვის, ამ „ბარბაროსულ“ ქვეყანაში, ვარშავის, პრაღის, ბუდაპეშტისგან განსხვავებით, მოახდინა არა მხოლოდ ლიბერალური, არამედ არანაკლები ხარისხით ეროვნული აღმავლობის პროვოცირებაც, რაც ბუნებრივი იყო ამდენი წლის მანძილზე ეროვნული გრძნობებისა და ინტერესების ჩახშობის შემდეგ.

სერბული „ნაციონალიზმის“ შესახებ მოწმობდა მეცნიერებათა და ხელოვნებათა სერბული აკადემიის დემარში, რომელმაც 1985 წელს მოამზადა ფუნდამენტური მოხსენება ერისა და ქვეყნის მდგომარეობის შესახებ. ე. წ.-მა აკადემიის მემორანდუმმა მეტად გაუბედავად და მიკიბულ-მოკიბულად, რაც დამახასიათებელი იყო პროლეტარული ინტერნაციონალიზმის სკოლაგამოვლილი ინტელიგენციისთვის, პირველად ღიად დააყენა საკითხი ფედერაციაში სერბების განცალკევებულად ცხოვრების შესახებ, ასევე „ტიტოსეული“ იუგოსლავიის თანამიმდევრული მითითებების შესახებ ეროვნული შემოსავლისა და დაფინანსების მუდმივად გადანაწილებაზე ფედერაციის სხვა სუბიექტების სასარგებლოდ, ადმინისტრაციულ და ფინანსურ დისკრიმინაციაზე კულტურის სფეროში. მითითებული იყო ადამიანის უფლებათა დარღვევებზეც კოსოვოში, საიდანაც სერბებს სისტემატიურად დევნიდნენ.

თავად მმართველმა კომუნისტურმა რეჟიმმა გამანადგურებლად გააკრიტიკა ეს მემორანდუმი. მაგრამ ხორვატებისა და სლოვენების, აგრეთვე დასავლური საზოგადოებრივი აზრის მხრიდან წამოსულმა ბრალდებების ქარიშხალმა ამ „დანაშაულში“ ბრალი დასდო მხოლოდ „კომუნისტურ ბელგრადს“. დასავლეთს მეტად ეშინოდა ფედერაციის შესაძლო ვერკონტროლირებადი დაშლისა სერბების თუნდაც ნაწილობრივ გაერთიანების პერსპექტივით, რაც სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტერიტორიას ვერხელმისაწვდომს გახდიდა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეორგანიზების პროექტებისთვის. მით უმეტეს საგანგაშო იყო ეროვნული აღმავლობა იუგოსლავიის სახალხო არმიაში.

გერმანიაში კი გაიმარჯვა პირველი მსოფლიო ომის მენტალიტეტმა, ამიტომ მან ვეღარ გამოიჩინა მოთმინება და მკვეთრად გაააქტიურა კავშირები ხორვატებთან და სლოვენებთან იუგოსლავიაში ფედერაციის კრიზისის დაწყებამდე. გერმანიამ პრაქტიკულად თავს მოახვია ევროკავშირს ხორვატიისა და სლოვენიის უსწრაფესი აღიარება, რითაც მეტად უკმაყოფილონი იყვნენ ლონდონსა და პარიზში. ბევრს ეს ახსენებდა იმას, რომ ხორვატია იბრძოდა ჰიტლერის მხარეზე და ბალკანეთის ეს ნაწილი ყოველთვის იყო ცენტრალური დერჟავების ორბიტაში. სწორედ ამ მომენტიდან ამერიკელებმა ხელში აიღეს ინიციატივა. ბალტიკიდან ხმელთაშუა ზღვამდე ხაზის დასასრულებლად დასავლეთისთვის მთავარი შანსის მიცემა შეეძლო მხოლოდ იუგოსლავიისა და ადრიატიკის ზღვის სანაპიროს ჩათრევას თავის სამხედრო-სტრატეგიულ არეალში. ომი ბოსნიაში და „კოსოვოს კრიზისი“ ჩაწერილი იყო ნატო-ს გაფართოების საერთო გეგმებში. კარნეგის ფონდის მოხსენება 1913 წლის ბალკანეთის ომების შესახებ ჯ. ქენანის წინასიტყვაობით ხელმეორედ გამოსცეს სახელმძღვანელოდ იუგოსლავიის გარდასაქმნელად. ქენანი სთავაზობდა თავს მოეხვიათ ახალი ტერიტორიული სტატუს-ქვო და აეძულებინათ მხარეები მისი აღიარებისთვის, და თუ კი საჭირო იქნებოდა, საამისოდ გამოეყენებიათ ძალაც. ამ პროგრამის ნაწილად იქცა ნატო-ს გაფართოება, რომელიც აუცილებელი იყო ევროპული პროცესის ატლანტიკურ ეგიდასთან შეერთებისთვის და, აგრეთვე, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეორგანიზაციის გეგმა უკვე დიდი ხნით ადრე ცნობილი დუნაის კონფიგურაციის პარამეტრების შესაბამისად.

სერბული სულისკვეთება და იუგოსლავიის სახალხო არმია იქცნენ დემონიზაციისა და დანაწევრების სტრატეგიის ობიექტებად ეროვნებათაშორისო კონფლიქტების მოდელირების სახელმძღვანელოების შესაბამისად. ომი ბოსნიაში და „კოსოვოს კრიზისი“ ჩაწერილი იყო ზოგად გეგმებში ნატო-ს გაფართოებასთან ერთად, რამდენადაც იუგოსლავიური ანტიატლანტიკური ანკლავი ხმელთაშუა ზღვის პირას გასასვლელით წარმოადგენდა იმ მოზაიკის დაკლებულ ელემენტს, რომელშიც დასავლეთ ევროპის მთელი სანაპირო, და უწინარეს ყოვლისა საკვანძო ხმელთაშუა ზღვის სანაპიროები უნდა მოქცეულიყო დემოკრატიული ევროპის ანგლოსაქსონელი ორგანიზატორების პოლიტიკური კონტროლის ქვეშ.

აღმოსავლეთევროპული სახელმწიფოების ნატო-ში შესვლის, აგრეთვე მაკედონიის ფაქტიური ოკუპაციის შემდეგ ანტიატლანტიკური სერბეთი რჩებოდა დაბრკოლებად სტრატეგიული რეგიონის ახალ გეოპოლიტიკურ კონფიგურაციაში ჩათრევის გზაზე. 1992 წლიდან მეტად გეგმაზომიერად და განსაკუთრებით ეტაპობრივად ახდენდნენ დაძაბულობის მოდელირებას რიგრიგობით ყოფილი იუგოსლავიის ნაწილებში _ თავიდან კრაინაში, შემდეგ ბოსნიაში, და მხოლოდ ამის შემდეგ კოსოვოში. დასავლეთის მთავარ მოთხოვნას ყოველთვის შეადგენდა ბელგრადის მხრიდან დახმარების შეწყვეტა ხან სერბული კრაინასთვის, ხან ბოსნიელი სერბებისთვის და იუგოსლავიის სახალხო არმიის გაყვანა. კოსოვოს კრიზისი აპოგეამდე მიიყვანეს ეთნოსებს შორის კონფლიქტების მოდელირების სახელმძღვანელოების მიხედვით მხოლოდ ბოსნიაში სიტუაციის დასრულების შემდეგ.

იუგოსლავიის დრამის თითოეულ ეტაპზე აშშ რთავდა რუსეთს თავის პროექტებში, რომლებიც ნაბიჯ-ნაბიჯ ანაწევრებდნენ სერბობას. ამის შედეგად იქცა რუსეთის გავლენის შემცირება ბალკანეთში. განიცადა რა არა მხოლოდ აგრესია და კაპიტულაცია, რაზედაც მას იყოლიებდა არა თუ სხვა ვინმე, არამედ რუსეთი, ასევე დარტყმებიც თავის ეროვნულ ღირსებაზე (სამარცხვინო ბოძზე გაკვრა, სახელის გატეხვა, დემონიზაცია და საეჭვო ორგანოსთვის პრეზიდენტის გადაცემა), სერბი ერი იმყოფება დემორალიზაციის მდგომარეობაში და არ შეუძლია კონსენსუსის მონახვა თავისი წარსულის, აწმყოსა და მომავლის არც ერთ საკითხში. აშშ სხვადასხვანაირი ფონდების მეშვეობით პრაქტიკულად აკონტროლებს მასობრივი ინფორმაციის წამყვან საშუალებებს, რომლებიც იქცნენ მებრძოლ პროდასავლურებად და ლიბერალურებად. შეცვალეს პრაქტიკულად ყველა ხელმძღვანელი პირი სასწავლო, სამეცნიერო, ანალიტიკურ და ჟურნალისტურ საზოგადოებებში _ ე.ი. საზოგადოებრივი შეგნების ჩამოყალიბების სფეროში.

დიდი ალბანეთის პროგრამა სულაც არ მთავრდება სერბეთის დანაწევრებით, არამედ უნდა განხორციელდეს ახლანდელი ალბანეთის სხვა მეზობლების ხარჯზე: დღევანდელი მაკედონიისგან „დიდ ალბანეთს“ გადაეცემოდა სასაზღვრო ტერიტორიები, საბერძნეთი დაკარგავდა ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს (თავისი ტერიტორიის თითქმის მესამედს), ხოლო ჩერნოგორიას ჩამოაჭრიდნენ თითქმის 45%-ს. „დიდი ალბანეთის“ პროექტი გამოიტანეს ჯერ კიდევ ბერლინის კონგრესის დროს, სადაც ოტომანის იმპერიისა და ავსტრიის მონაწილეობითა და დახმარებით შექმნეს პრიზრენის ლიგა, რომლის იდეოლოგია და გეოპოლიტიკური რუკები წარმოადგენს ალბანური ტერორისტული სეპარატიზმის შინაარსს, რომელიც გვაგონებს ჩეჩნურს. პრიშტინული გაზეთი „კოხე დიტორე“ ათი წლის განმავლობაში წლიდან წლამდე გამოდიოდა ემბლემის სახით დიდი ალბანეთის რუკით. რა მოუვიდოდა ევროპას, ელზასელებს რომ გამოეშვათ სტრასბურგში გაზეთი „დიდი გერმანიის“ რუკით?

2001 წლის შემოდგომაზე დაწყებული აშშ-ის აზიაში ეპოქალური შემოსვლისა და სპარსეთის ყურის სახელმწიფოებზე მკვეთრი ზეწოლის ჭრილში, რისთვისაც საბაბი მიეცათ 2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარი მოვლენებით, ნათელია, რომ კოსოვოს ოკუპაცია მზადდებოდა 90-იანი წლების განმავლობაში, რომელიც შეძლებდა ერთდროულად რამდენიმე გეოპოლიტიკური და სამხედრო-სტრატეგიული ამოცანის უზრუნველყოფას: ზეწოლა რუსეთის პოლიტიკურ მოკავშირეებზე, კონტროლი დუნაიდან სრუტეებისკენ მიმავალ გზაზე, ასევე კასპიის ზღვის აუზში ახლადწარმოქმნილი ნავთობ-აირების გზების აზიაში რუსეთის გვერდის ავლით მიმართვაზე, ე. ი. ევროპის მცირე აზიასთან დამაკავშირებელ სავაჭრო, ნედლეულისა და სამხედრო-სტრატეგიულ კომუნიკაციებზე, სპარსეთის ყურესთან, ახლო აღმოსავლეთთან და სტრატეგიულ მოკავშირე _ ისრაელთან მოახლოება. ვარდარო-მორავას დაბლობი იქცა მხოლოდ გასაღებად „ტრანსატლანტიკური პარტნიორობის მეშვეობით ევრაზიის კონტინენტზე ამერიკული პლაცდარმის გაძლიერებისთვის, რათა „მზარდ ევროპას“ შეეძლოს იქცეს „რეალურ ტრამპლინად ევრაზიაში წინსვლისთვის“. სწორედ ასე ჩამოაყალიბა შეერთებული შტატების სტრატეგიული გეოპოლიტიკური მიზნები ზ. ბჟეზინსკიმ.

შ ა ნ ს ი
ძნელად თუ აღიარებს ევროპა, რომ ცდებოდა. თუმცა არა იმდენად საჭიროა მისი აღიარება, რამდენადაც მზადყოფნა, რომ ჩახედოს სიმართლეს თვალებში და გადახედოს კონცეფციას. მაგრამ ჰ. სოლანას, როდესაც ხელს ართმევს კოშტუნიცას, სახეზე დაფენილი აქვს კვლავ იგივე უადგილო ღიმილი, რომლითაც იგი ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ყოფნისას იტყობინებოდა ალიანსის 19 ქვეყნის გადაწყვეტილების შესახებ _ დაებომბათ იუგოსლავია. ევროპა დატოვებულია ერთიერთზე ამ პრობლემასთან იმ მომენტში, როდესაც აშშ დაკავებულია ენერგორესურსებზე კონტროლის ევრაზიული რკალის აგების გლობალური ამოცანებით და ჯერჯერობით დაბმულია ამ ამოცანების მოუხეშავად განხორციელების შედეგებით. ავღანეთში ახალი პროტექტორატის აბრის უკან ქაოსია და ყველაფერი მზად არის აფეთქებისთვის, თუკი მხოლოდ შეასუსტებენ კონტროლს. ერაყში შეერთებულმა შტატებმა გახსნა პანდორას ყუთი _ ისლამური ფუნდამენტალიზმი, რომელსაც უწინ ახშობდნენ დასავლური სოციალიზმისა და აღმოსავლური დესპოტიზმის ნარევით, ქურთებით.

კოსოვოში მომხდარი ძირს უთხრის ევროპულ პროცესს. გეოპოლიტიკური პროცესები ფაქტიურად ახდენს ა. იზეტბეგოვიჩის „ისლამური დეკლარაციის“ რეალიზებას, რომელშიც მან მოხაზა მომავალი ისლამური ფედერაცია ადრიატიკიდან ჩინეთის დიდ კედლამდე. ამაში არავინ არ არის დაინტერესებული ახლო აღმოსავლეთში მდგომარეობის გამწვავების, ერაყში ისლამური ფუნდამენტალიზმის ზრდის ფონზე. ჩერნოგორიელი მ. ჯუკანოვიჩის ამერიკელი დირიჟორები დანამდვილებით დაავალებენ მას ცოტა ხანი მოიცადოს სერბეთისა და ჩერნოგორიის დაშლის „დაჩქარებით“, რომელსაც ბევრი წინასწარმეტყველებდა როგორც გარდაუვალს.

შესაძლოა, რა თქმა უნდა, ვივარაუდოთ სტატუს-ქვოს განმტკიცების ისეთი ფორმაც, როგორიცაა ნატო-ს შემდგომი გაფართოება და ყველაზე უფრო მეტად შემდეგი კანდიდატები იქნებიან ხორვატია და ალბანეთი, რათა რკალად გარს შემოერტყან ფეთქებად საშიშ რეგიონს. აშშ და ნატო კვლავ ისევ წინდაუხედავად იმედოვნებენ მუდმივად აკონტროლებდნენ იმათ, ვინც გამოიყენეს ინსტრუმენტად, მაგრამ უკვე მათ თვალწინ გადაიქცევა ფრანკენშტაინად. თურქეთიც კი, რომელიც თანაუგრძნობს УЧК-ს, ძნელად თუ იქნება დაინტერესებული დღევანდელი ამბოხებისა და ალბანელების გეოპოლიტიკური მიზნების გაშიშვლებით, რომლებიც პირდაპირ ეხება საბერძნეთს. ევროპის ნაწილის ასიმილაციის პერსპექტივა ალბათ არ შეუწყობს ხელს ევროპელების მზადყოფნას დააჩქარონ თურქეთის ევროკავშირში მიღება.

ამ ფონზე რუსეთს აქვს შანსი, რომელიც მოითხოვს დიპლომატიურ ხელოვნებას, იმისთვის, რათა ერთიან კვანძში დააკავშიროს ყველაფერი, რაც მნიშვნელოვნია მისთვისაც და ევროპელებისთვისაც, და რაც შეუძლებელი აღმოჩნდა რუსეთის გარეშე. ამ ამოცანას გააჩნია ორი შემადგენელი _ ჩეჩნეთი და გავლენის აღდგენა ევროპულ, უწინარეს ყოვლისა ბალკანურ საქმეებში. რუსეთის განდევნამ არ მოუტანა ევროპას სტაბილურობა.

შეცდომა იქნებოდა გვევარაუდა, რომ სერბების მხარდაჭერას ან ჩეჩნური სისხლის სამართლებრივი ამბოხების ზონაში რუსეთის გადამჭრელ მოქმედებებს შეუძლიათ გაერთიანებისა და მადის გაზრდისთვის სტიმული მისცენ მსოფლიო ისლამს. მუსლიმანური სამყაროს შიგნით საკმარისად სერიოზული წინააღმდეგობებია. თავის დროზე ისტორიულმა რუსეთმა სწორედ თავისი ომებით კავკასიური ზურგის უზრუნველსაყოფად შავ ზღვაზე თავისი გასვლისა და ბალკანეთისთვის მოათვინიერა ოტომანური თურქეთის მადა, რამაც მას ხელი ვერ შეუშალა, არამედ, პირიქით, საშუალება მისცა კიდეც მიეღწია კონსტრუქციული სიმბიოზისთვის ისლამთან თავის ტერიტორიაზე.

მაგრამ ეს შანსი შეუძლებელია ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ნების დაძაბვის გარეშე. 1999 წელს რუსეთმა ხელიდან გუშვა უკანასკნელ ათწლეულში გაჩენილი თავისი სახელმწიფოებრივი ნების „მსოფლიო საზოგადოებრიობის“ წინაშე ვალდებულებებისგან განთავისუფლების პირველი შანსი, რაც სრულებით არ ნიშნავდა კონფრონტაციას დასავლეთთან ყოველთვის, ყველგან და ყველაფერში. რუსეთს ჰქონდა რეზერვი დამოუკიდებელი მოქმედებებისთვისაც კოსოვოში, რამდენადაც გაერო-ს რეზოლუცია არ ახდენდა რუსეთის როლის რეგლამენტირებას და მას გააჩნდა არჩევანი იუგოსლავიასთან თვით შეთანხმების დადებამდეც კი თავისი ჯარების სტატუსისა და დისლოკაციის თაობაზე. სწორედ ამიტომ სიმბოლური რუსული რაზმის მარშ-ნახტომმა ბოსნიიდან გამოიწვია პანიკა ბრიუსელში ხოლო აშშ ჰელსინკში ხელებს უგრეხდა მოსკოვს, იმ ხელებს რომლებშიც იმ მომენტში მოთავსებული იყო ნატო-ს მთელი გამარჯვება. და ეს გამარჯვება შესაძლოა გადაქცეული ყოფილიყო პიროსის გამარჯვებად რუსული კონტინგენტის იმავე რიცხოვნების, მაგრამ მისი განსხვავებული სტატუსის პირობებში.

ნატალია ნაროჩნიცკაიამასალის ორიგინალი გამოქვეყნდა საიტზე pravoslavie.ru 22/04/2004
შემდგომში განახლებულ იქნა საიტზე narochnitskaia.ru


თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment