Friday, November 19, 2010

ირანი შემდეგია, ვინ იქნება მერე?

(„The Independent“, დიდი ბრიტანეთი)

ახლახანს სეიმურ ჰერშისა და „The New Yorker“-ის წყალობით შევიტყვეთ, რომ ჩემი ძველი პროგნოზები გამართლდა. ამერიკული ჯარები ომობენ ერაყში და ასეთნაირად უხანგრძლივებენ პრეზიდენტს „ომს ტერორთან“.

არ არსებობს სხვა ომი, გარდა იმისა, რომელსაც ცალმხრივად აწარმოებს პრეზიდენტი _ სუსტი კონგრესისა და ნავთობით მდიდარი სუსტი ქვეყნების წინააღმდეგ. სწორია ის, რომ კონგრესმა მისცა პრეზიდენტს რიგი განსაკუთრებული უფლებამოსილებებისა. მაგრამ, რამდენადაც მხოლოდ კონგრესი ფლობს საკონსტიტუციო უფლებას ომის გამოცხადებაზე, ბუში არ წარმოადგენს, როგორც ის მუდმივად გაიძახის, საომარი დროის პრეზიდენტს. სწორედ ამ წინაპირობიდან ამოდის მისი დაჯერებულობა იმაში, რომ მას შეუძლია დააპატიმროს ნებისმიერი ადამიანი, იქნება ის ამერიკელი თუ უცხოელი, და ჩასვას იგი ციხეში გუანტანამოს ბაზაზე იურიდიული პროცედურის დაცვის გარეშე.

ეს არის უბრალოდ ბუშის ომი. მას არაფერი აქვს საერთო ამერიკელ ხალხთან. ჩვენ არ გვემუქრებოდა საფრთხე მასობრივი განადგურების იარაღისგან. მუქარა ამოდის (ამერიკული) ადმინისტრაციისგან, რომელმაც შეიყვარა ომი იმის გამო, რომ ომი აძლევს მას განსაკუთრებულ შესაძლებლობას თავი აარიდოს „კანონს (ბილს) უფლებების შესახებ“ და მშვიდად უშვებდეს გისოსებს მიღმა უკმაყოფილოებს. ჩვენ წარსულში გვქონდა საშინელი დღეები, მაგრამ დღევანდელ დღესთან მათ ვერ შევადარებთ. ამრიგად, რას უნდა ველოდეთ ჩვენ?

თუკი მოკლედ ვიტყვით, კატასტროფას. ირანს/სპარსეთს გააჩნია შესანიშნავი კულტურა, ერთერთი ყველაზე უფრო მდიდარი ჩვენს პლანეტაზე. დიახ, ამ სახელმწიფოს აქვს ატომური იარაღი, და სწორედ ამის გამო ჩვენი ხელმძღვანელები ისეთ სახეს ღებულობენ, თითქოს ირანელები მხოლოდ იმაზე ოცნებობენ, რომ ჩვენ აგვაფეთქონ, რამდენადაც ჩვენ გვაქვს თავისუფლება და დემოკრატია, რამდენადაც ჩვენ გვაქვს აყვავებული სახელმწიფო. (სინამდვილეში კი არც თავისუფლება და არც დემოკრატია ჩვენ არა გვაქვს, მაგრამ ასეთია ოფიციალური ხაზი, და ჩვენგან მოითხოვენ რომ მისი გვჯეროდეს).

რა თქმა უნდა, ირანელებს ბევრი ნავთობი აქვთ, ასევე ბევრი მტერიც ჰყავთ ნეოკონსერვატორთა შორის, რომლებმაც მტკიცედ მოახდინეს პენტაგონის ოკუპაცია. როგორც ჩანს, პრეზიდენტს არ ესმის, რა ხდება. მაგრამ თუკი ესმის, მაშინ ის ჩადის სერიოზულ დანაშაულს. სიტუაცია ასეთია: ჩვენ აღვმოჩნდით ვერდასრულებული ერაყული ტრაგედიის შუაგულში, პრეზიდენტი კი თავის საინაუგურაციო მიმართვაში აუღელვებლად უცხადებს ომს მთელ მსოფლიოს. იმის ნაცვლად, რომ ვლაპარაკობდეთ იმის შესახებ, თუ ბოლოს და ბოლოს როგორ უნდა გამოვაღწიოთ ერაყიდან და ავღანეთიდან, ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, თუ როგორ შევძვრეთ ირანში.

ჩვენ ვმოძრაობთ აბსოლუტური კატასტროფისკენ, ხოლო ამერიკელი ხალხი აღმოჩნდა უიარაღოდ _ ამ სიტყვის სამართლებრივი აზრით. თუკი ამერიკელი მოქალაქე ჩავარდება დიდ უბედურებაში _ მე ვამბობ ამის თაობაზე მთელი სერიოზულობით _ ვის მიმართავს იგი? მას არ შეუძლია მიმართოს თავის კონგრესმენს, რამდენადაც ის ეხმარება „ჯენერალ მოტორსს“ ან რომელიმე სხვა კომპანიას, რომელმაც ფული გადაიხადა მის ასარჩევად. მას არ შეუძლია მიმართოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, რამდენადაც ეს ხელისუფლება დღეს მართავს (მმართველობს) საკონცენტრაციო ბანაკებს და არ უყვარს სხვაგვარად მოაზროვნეობა. სასამართლო განხილვა მეტად ძვირია, ხოლო მაღალი ინსტანციის სასამართლოები, ასე ვთქვათ, არ არიან ჩვენს მხარეზე.

ჩვენთვის არავის აუხსნია, თუ რატომ სურდა სადამ ჰუსეინს მთელი იმ იარაღით, რომელიც სინამდვილეში მას არც კი ჰქონია, ყველა ჩვენთგანის აფეთქება. ჩვენ ვიცით, თუ რატომ მოგვაყენა დარტყმა უსამა ბენ ლადენმა. მან ბევრი უსიამოვნო წერილი გამოგვიგზავნა, რომლებშიც წარმოგვიდგინა მიზეზების გრძელი ჩამონათვალი, რელიგიური მიზეზებისა. იგი რელიგიური ფანატიკოსია. და იგი დაკავებული იყო რელიგიური საქმით, ხოლო ჩვენ კი დაკავებული ვართ ჩვენი საქმეებით ნავთობისა და გაზის ბიზნესის ინტერესებში. სწორედ ამ ბიზნესის ხელმძღვანელები აკეთებენ დიდ ფულს ყოველივე ამაზე. მხოლოდ უფალმა ღმერთმა უწყის, თუ რით დასრულდება ყოველივე ეს, მაგრამ წაგებულები აღმოვჩნდებით ჩვენ, ამერიკელი ხალხი.

ღრმად სიმბოლურია ის, რომ აშშ-ის რეგიონები უარყოფენ დარვინისეულ ევოლუციის თეორიას. მე მესმის, თუ რატომ აკეთებენ ისინი ამას. ჩვენთან აშშ-ში არის მნიშვნელოვანი ნაწილი მოსახლეობისა, რომელიც განვითარების მიხედვით შორს არ არის წასული ბაბუინისგან. ეს უმეცარი ადამიანები სავსენი არიან სიძულვილით. სწორედ ამიტომ უარყოფენ ისინი ევოლუციურ თეორიას და ბრუნდებიან უკან, ქვის ხანაში მისი წამებებით, უდანაშაულო ადამიანთა მკვლელობებითა და ომებით იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომელთაც ჩვენთვის არაფერი ცუდი არ გაუკეთებიათ. ასეთი მოძრაობა მომავალში ვეღარ უნდა პოულობდეს მხარდაჭერას (1).

ახლახანს სატელევიზიო გადაცემაში ჩვენ, ბედნიერ ამერიკელებს, გვიჩვენეს ჩვენი ყოფილი პრეზიდენტის ფრანკლინ რუზველტის ერთი ძველი საინაუგურაციო სიტყვა, რომელშიც იგი ლაპარაკობდა მის მიერ ჩვენთვის აღმოჩენილი სოციალური უზრუნველყოფის თაობაზე (2). მაგრამ იმავე გადაცემაში მისი მემკვიდრე ჰარი ტრუმენი იწყებს ლაპარაკს საშინელი მტრის შესახებ. არსებითად იგი იწყებს ცივ ომს. რუზველტმა მიაღწია გარკვეულ შეთანხმებას სტალინთან და სსრკ-თან, რომელიც უზრუნველყოფდა ჩვენთვის მშვიდობიან ცხოვრებას და დაგვეხმარებოდა ცივი ომის თავიდან აცილებაში. მაგრამ ტრუმენს ამის თაობაზე არაფერი უხსენებია. გარკვეულმა ადამიანებმა, რომლებიც ომზე დიდ ფულს აკეთებდნენ, დაარწმუნეს იგი, რომ ჩვენ მუდმივად უნდა ვიარაღდებოდეთ, რათა ვაწარმოებდეთ მუდმივ ომს მუდმივი მშვიდობისთვის.

და აი ჩვენ მსოფლიოს მწვერვალზე ვართ, სამხედრო და ეკონომიკური აზრით. ჩვენ გვაქვს ატომური ბომბი. მაგრამ ჰარი ტრუმენი 1948 წელს კვლავ იწყებს ლაპარაკს, რომ უფრო ფრთხილად უნდა ვიყოთ _ რომ არის ერთი უწმინდური ქვეყანა, რომელსაც განზრახული აქვს მთელი მსოფლიოს დამორჩილება. მაგრამ მაშინ რუსებს სურდათ არცთუ ბევრი რამ _ მხოლოდ გადაეტანათ 20 მლნ. ადამიანის დაკარგვა, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს დაიღუპნენ. იმ დროს ისინი არავის დამორჩილებას არ აპირებდნენ, მაგრამ ჩვენ ვიზრუნეთ იმის თაობაზე, რომ დაგვეშინებინა ისინი და გვეიძულებინა კარგად შეიარაღებულიყვნენ. ჩვენ მათგან შევქმენით აქტიური მტრები, და მის შემდეგ მუდმივად მტრებს ვიქმნით. ახლა ჩვენ ვაპირებთ ერთი მილიარდი მუსლიმანის წინააღმდეგ წასვლას. ბრწყინვალეა, ერთი მილიარდი ადამიანი, რომლებსაც ღრმად და გულწრფელად ვძულვართ. მხოლოდ რამდენიმე თაობის შემდეგ თუ შევძლებთ მათთან შერიგებას, თუკი ეს საერთოდ შესაძლებელი იქნება.

ჯორჯ ბუშს ვერ შეადარებ წინამორბედ პრეზიდენტებტან. იგი არ წარმოადგენს იმ ზოგადად აღიარებულ სისტემას, რომლის შესახებაც ჩვენ ვიცით. იგი არ აურჩევიათ პირველ ჯერზე, და საეჭვოა, რომ მართლა იქნა არჩეული მეორეზეც. და რა თქმა უნდა, იგი აირჩიეს სულაც არა ისეთი მომენტების გამო, როგორიცაა ამ ომის ზნობრივი მხარე ან ამ ომის სიბრძნე, ან ტაქტიკა, რომელსაც ჩვენ ვიყენებდით ამ ომის წარმოებისას.

მე სწორედ ასე ვიმსჯელებდი, რამდენადაც იმ მომენტში მოსახლეობის დაახლოებით 56% ფიქრობდა იმას, რომ ჩვენ საერთოდ არ უნდა გვეომა ერაყთან, და არჩევნების მოახლოებასთან ერთად მოცემული რიცხვი იზრდებოდა. მე ვიფიქრებდი, რომ ადამიანები ხმას მისცემენ პრეზიდენტის წინააღმდეგ. იმის ნაცვლად რომ გველაპარაკა ომზე, ჩვენ ვლაპარაკობდით აბორტებისა და ერთსქესიანი ქორწინებების შესახებ. რა კარგი სამსჯელო თემაა დიდი ერისთვის, რომელიც მარშით დააბიჯებს ატომური იარაღით ხელში! ძალზედ ბევრი თემა იყო განსახილველად, მაგრამ არც ბუში, და არც კერი ამ თემების განხილვას არ აპირებდნენ. ორივენი ომის მომხრენი იყვნენ, ეს ხომ მათმა მრჩევლებმა, განსაკუთრებით კერის მრჩევლებმა, უთხრეს მათ ასე მოქცეულიყვნენ. არ არის გასაკვირი, რომ ადამიანებს არ სურთ ხმის მიცემა. მათ ძალზედ იშვიათად აქვთ არჩევანი, თუ რისთვის მისცენ ხმა. მაგრამ ხშირად აქვთ არჩევანი თუ რის წინააღმდეგ მისცენ ხმა.

ჩავლილი არჩევნების მსვლელობისას წარმოიშვა წარმოუდგენლად უზარმაზარი ანტისაომარი პარტია. ჩვენ, როგორც ხალხს, მთლიანობაში გვჯეროდა, რომ არ უნდა ვიყოთ დაკავებული არა ჩვენი საქმით, რომ არ უნდა ვესხმოდეთ თავს სხვა ქვეყნებს, რომ „ჩვენ შინაც ბევრი საქმე გვაქვს“ და სხვა ასეთი. და დღეს მივიღეთ სახელმწიფო, რომელიც ძალზედ შორსაა დემოკრატიისგან, მაგრამ ჩვენ სულ ერთია მაინც ვცდილობთ ამ დემოკრატიის ყველგან ექსპორტირებას. მე პირადად ვფიქრობ, რომ პრაქტიკაში დემოკრატია _ ეს მხოლოდ ლამაზი სიტყვაა. ჩვენ მას ვიყენებთ როგორც კეტჩუპს და ვუმატებთ ყველანაირ კერძში. ვამბობთ, რომ დემოკრატია შეგვაქვს ერაყში. შედეგად კი ისევ გვაქვს მუდმივი ომი მუდმივი მშვიდობისთვის. ტრუმენის საქმე ცოცხლობს და იმარჯვებს. და ვინ იქნება ირანის შემდეგ? რუსეთი? თუ კიდევ ვინმე სხვა? უფალო, შეგვეწიე, რომ არ განვარისხოთ ჩინეთი. ისინი ხომ ჩვენზე ბევრჯერ უფრო მეტნი არიან.

ეს ომი დასრულდება ჩვენი განადგურებით, და სწორედ ამიტომ მე მსურს, რათა ჩვენ მას რაც შესაძლოა უფრო მალე დავაღწიოთ თავი. მე მსურს, რომ შევეცადოთ ჩვენი ჯარების სახლში დაბრუნებას. მე მსურს, რომ გამოვიგონოთ განათლების უფრო რეალისტური სისტემა. საქმე ინაშია, რომ დარწმუნებული ვარ: ოდესმე დემოკრატია მოვა აშშ-შიც, და ძალზედ მინდა, რომ იმ დროს ცოცხალი ვიყო, რათა მისი მოსვლა აღვნიშნო.

გორ ვიდალი – გამოჩენილი ამერიკელი რომანისტი, დრამატურგი და ესსეისტი
ИноСМИ.რუ, რუსული თარგმანი ევგენი ერიომინისა
საიტზე narochnitskaia.ru გამოქვეყნდა: 09.02.05

ქართულად თარგმნა და შენიშვნები დაურთო ირაკლი ხართიშვილმა

შ ე ნ ი შ ვ ნ ე ბ ი:

(1) თუმცა კი დარვინის თეორია, ცოცხალი ბუნების სახეობათა ევოლუციური წარმოშობისა და განვითარების შესახებ, ნამდვილად უარსაყოფია ქრისტიანული პოზიციიდან, მაგრამ ამ შემთხვევაში ავტორისეული შედარება მეტად გონებამახვილური და საყურადღებოა, რომელშიც გამოსჭვივის ამერიკელი მწერლის ღრმა გულისტკივილი მის მშობლიურ საზოგადოებაში არსებული მანკიერებების გამო.

(2) აქ ლაპარაკია აშშ-ში დიდი ეკონომიკური დეპრესიის პირობებში ქვეყნის პრეზიდენტის ფრანკლინ დ. რუზველტის მიერ 1930-იან წლებში სსრკ-თან ეკონომიკური თანამშრომლობის პოლიტიკის გატარებაზე, რამაც დიდად შეუწყო ხელი ამერიკული ეკონომიკის გაჯანსაღებას.

No comments:

Post a Comment