Tuesday, November 16, 2010

კალინინგრადის ოლქის პრობლემისადმი

ცოტა ვინმეს თუ ექნება ეჭვი იმაში, რომ ბრიუსელში სამმიტზე მიღწეული კომპრომისი შესაძლებელი გახდა მხოლოდ რუსეთის მიერ სავსებით სხვა მიმართულებაზე გამოვლენილი (დემონსტრირებული) ნების წყალობით. ეს არის გადამჭრელი გადაწყვეტილება და მოქმედებები მოსკოვში ტერორისტული აქტის ჩახშობისას და ვ. ვ. პუტინის მიერ პირველად ღიად და ხისტად ფორმულირებული თეზისი: რუსეთი გამოიყენებს ძალას თავისი ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისთვის და არ დაუშვებს მისი ტერიტორიის ჩამოშორებას. კომპრომისის წარმატება კი საკითხის არსის მიხედვით იზომება იმით, თუ რამდენად ექნებათ რუსეთის მოქალაქეების მგზავრობის პირობებსა და სამგზავრო დოკუმენტების ტიპს შეტყობინებითი ხასიათი. თუკი ეს დოკუმენტები ატარებს ნებართვით ხასიათს, ისინი _ მხოლოდ ევფემიზმია ვიზებისთვის. მაგრამ აშკარაა, რომ ზეწოლა რუსეთზე ბალტიკაში მხოლოდ გაძლიერდება.

კალინინგრადის ოლქის პრობლემა მწვავედ დადგა ევროპულ კავშირში პოლონეთისა და ლიტვის მომავალ მიღებასთან დაკავშირებით. თითქოს-და, ბუნებრივია, რომ, თუკი ახალი წევრების მიღება ორგანიზაციაში აკისრებს მათ ისეთ წესებს, რომელთა შესრულებაც ნიშნავს სხვა სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, მაშინ ეს არის ამ ორგანიზციაში შემავალი სახელმწიფოების პრობლემები. ვინაიდან საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ პრინციპს წარმოადგენს სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა და დაცვა. მაგრამ ლიტვამ, მიუთითებს რა ევროკავშირის შენგენურ წესებზე, გამოაცხადა თავისი განზრახვის შესახებ 2003 წლის 1 ივლისიდან შეზღუდოს რუსეთის მოქალაქეების გადაადგილება კალინინგრადის ოლქიდან რუსეთის ძირითად ტერიტორიაზე და პირიქით საპასპორტო-სავიზო რეჟიმით, რომელიც არსებობს უცხოურ სახელმწიფოში შესვლისა და გამოსვლისას. ბრიუსელმა კი გამოიჩინა დაჟინება (შეუპოვრობა) საკუთარი წესების დოგმატურ განმარტებაში, რომელთაგან გამონაკლისით დიდი ხანია სარგებლობენ მთელი რიგი სახელმწიფოები _ შვეიცარია, მაროკო, აშშ, ლათინურამერიკული ქვეყნები. ცივი ომის პერიოდში იყო კომპრომისები თავისუფალ გადაადგილებათა საკითხში გფრ-სა და დასავლეთ ბერლინს შორის, პოლონეთის ერთი ნაწილიდან მეორეში სსრკ-ის ტეროტორიის გავლით.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვ. ვ. პუტინის მიერ ჩამოყალიბებულმა პოზიციამ კალნინგრადის საკითხში მოახდინა მთავრობის, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პარლამენტის საქმიანობის სტიმულირება ამ საკითხში. ზაფხულში სახელმწიფო სათათბირომ გაბედა გამოეთქვა თავისი აზრი, რომ „ევროპული კავშირი ატარებს მიზანმიმართულ ხაზს პირობების შესაქმნელად კალინინგრადის ოლქის გაუცხოებისთვის რუსეთის ფედერაციისგან“. ამ რეგიონში რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების საერთაშორისო და გეოპოლიტიკური ასპექტები როგორც იქნა გადაიქცა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს 2002 წლის 30 სექტემბრის საპარლამენტო მოსმენების საგნად. სათანადო შეშფოთება რომ ყოფილიყო გამოვლენილი რუსეთის მიერ 10 წლის წინათ, მსგავსი მოსმენები აღარ იქნებოდა საჭირო. დღევანდელი პირობები _ ეს არის საზღაურის გადახდა ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების გამო. ამიტომ სასარგებლოა გავაანალიზოთ წარსულში ჩავარდნების მიზეზი და ვერგამოყენებული რეზერვები.

პრობლემა შენგენის წესებში კი არ არის, არამედ ლიტვის, პოლონეთისა და ევროპის პოლიტიკურ ნებაშია, რომელიც აშკარად მიმართულია (დამიზნებულია) რუსეთის მიერ ეკონომიკური, პოლიტიკური, და ეს ნიშნავს, გარდაუვალად სამხედრო კონტროლის დასუსტებასა და დაკარგვაზეც თავისი სუვერენული ტერიტორიის ნაწილზე, რომელიც წარმოადგენს რუსეთის სტრატეგიულ გასასვლელს ბალტიის ზღვაში. ბრიუსელის არდამთმობლობას თავის უკან გააჩნია აშკარა სამხედრო-სტრატეგიული ამოცანა, რომელსაც მიზნად ისახავს უკვე არა ევროპული კავშირის, არამედ ნატო-ს გაფართოება. თუმცა კი ეს პროცესები უკანასკნელ ათწლეულში შესამჩნევად დაახლოვდა და ხელმძღვანელობენ მათ ერთი და იგივე პირები _ ჰავიერ სოლანა, რომელიც ღებულობდა გადაწყვეტილებას იუგოსლავიის დაბომბვების შესახებ, რათა მოესპოთ უკანასკნელი ანტიატლანტიკური ანკლავი სამხრეთ-აღმოსავლეთ ფლანგზე. დღეს დღის წესრიგშია _ ჩრდილო-აღმოსავლეთ ფლანგი. ორივე ისინი უზრუნველყოფენ მომავალში ნატო-ს კონტროლს ორ სტრატეგიულ ზღვაზე _ ბალტიისა და ხმელთაშუასი.

ახლა უკვე ყველასთვის ნათელია, რომ უკანასკნელი ათწლეულის მთელი მოვლენები იყო წინსვლა ამ აშკარა მიზნისკენ, რომლისთვისაც დაბრკოლებს წარმოადგენდა რუსეთის სტრატეგიული პოზიციები ბალტიკაზე და მისი უკანასკნლი პლაცდარმის _ კალინინგრადის ოლქის არსებობა. უმთავრესი როლი ამ პოზიციებისთვის ძირის გამოთხრაში ითამაშა საპროგრამო მითითებამ სსრკ-ის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებთან მიმართებით _ და უწინარეს ყოვლისა, ბალტიისპირეთის სახელმწიფოთა აღიარებამ არა საბჭოთა კავშირისგან გამოყოფადი ნაწილების სახით, არამედ როგორც ომამდელი სახელმწიფოების აღდგენისა.

დასავლური სტრატეგიული კონცეფცია შედგებოდა ომამდელი ბალტიისპირა სახელმწიფოების აღდგნაში იმ საფუძველზე, რომ ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის უმაღლესი საბჭოების 1940 წ. გადაწყვტილებებს სსრკ-ში შესვლის თაობაზე არ გააჩნიათ იურიდიული ძალა, რამდენადაც ეს „საბჭოები არჩეულ იქნა ოკუპაციის პირობებში და არადემოკრატიული გზით“. ეს არღვევდა ჰელსინკში დადებული ეუთო-ს დასკვნითი აქტის სულისკვეთებასა და თავად შინაარსსაც, ვინაიდან ამ ფორუმის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება გახლდათ ყველა ომისშემდგომი ევროპული სახელმწიფოს ლეგიტიმურობისა და ტერიტორიული მთლიანობის დადასტურება. ამ აქტზე ხელმომწერი (1975 წ. შემოდგომა) ყველა სახელმწიფოდან ერთადერთმა აშშ-ის კონგრესმა მოახდინა დათქმა, რომ აშშ უწინდებურად არ აღიარებს ბალტიისპირეთის „აღდგენას“ როგორც სსრკ-ის ტერიტორიისა. ამ კონცეფციის გამოყენება უფლებას აძლევდათ გამოეცხდებინათ რუსეთი ოკუპანტად, დემოგრაფიული სიტუაცია _ საოკუპაციო რეჟიმის შედეგად, რუსეთის ჯარები _ საოკუპციოდ და რომლებიც ექვემდებარებოდნენ დაუყოვნებლივ გაყვანას. იურიდიულად ხდებოდა ამ ტერიტორიის ამოღება სსრკ-ის სამხედრო-სტრატეგიული სივრციდან, რომელიც იქცა რუსეთის პასუხისმგებლობის გეოგრაფიულ ზონად ყველა ხელშეკრულების მიხედვით ბირთვული განიარაღების სფეროში, მათ რიცხვში ხელშეკრულებისაც რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის შესახებ. ეს სათანადო ნების არსებობისას შესაძლო იყო ქცეულიყო წითელ ხაზად ნატო-ს გაფართოებისთვის.

ამ მითითების მიყოლით მუშაობდა კომისია 1939 წ. საბჭოთა-გერმანული ხელშეკრულების _ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის განხილვის საკითხში, რომელიც მოწოდებული იყო შეექმნა დასავლეთისთვის სამართლებრივი და გეოპოლიტიკური შესძლებლობები ბალტიისპირეთის ნატო-ში ჩათრვისთვის, სამხედრო-სტრატეგიული პარტნიორობის პარამეტრები, და ამიტომ კომისიის ხელმძღვანელობა ხელში გადაეცა „პერესტროიკის“ გროსმაისტერს ა. ია. იაკოვლევს. კომისიამ თავისი მუშაობის კონცეფტუალურ ჩარჩოდ მაშინვე გამოაცხადა თეზისი, რომ ხელშეკრულება მის მიერ განხილული იქნება მხოლოდ per se _ „თავის თავად“ (რუს. «сам по себе»).

მთლიანად კადრს მიღმა რჩებოდა ამ ტერიტორიების დაკარგვის გარემოებები და ბალტიისპირა რესპუბლიკების დამოუკიდებლობის იურიდიული საფუძვლები, რომლებიც იყო სამოქალაქო ომის, ანტანტის ინტერვენციისა და ბოლშევიკების მიერ ხელისუფლების გულისთვის ტერიტორიებით ვაჭრობის შედეგი. უარი ითქმოდა იმ მოვლენებზეც საერთაშორისო არენაზე, რომლებიც წინ უძღოდა სსრკ-სა და გერმანიას შორის 1939 წლის აგვისტოში ხელშეკრულების დადებას. ბალტიისპირა სახელმწიფოების დამოუკიდებლობა განიხილებოდა როგორც ისტორიული მოცემულობა, ხოლო საბჭოთა ჯარების შეყვანა ბალტიისპირეთში ფასდებოდა როგორც აგრესია წინააღმდეგ, ვთქვათ, საფრანგეთისა. უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ მიმართულებაზე რუსეთის ინტერესების ჩავარდნის გარდა მსგავსი იდეოლოგიური ფონი მიზანმიმართულად ქმნიდა რაღაც არასრულფასოვნების კომპლექსს, დანაშაულის გრძნობას, რომლის გამოც საზღაურს წარმოადგენდა, ვითომდა, არალეგიტიმურად ოკუპირებული სრულიად დამოუკიდებელი სახელმწიფოების დაკარგვა და არამართლზომიერება იმისა, რომ ვაყენებდეთ რაიმენაირ პირობებს.

ეს სახელმწიფოები კი იყვნენ ისტორიული რუსული სახელმწიფოს ნაწილები. 1721 წ. ნიშტატის სამშვიდობო ხელშეკრულების მხედვით, რომელიც შედის საერთაშორისო-სამართლებრივი აქტების კორპუსში, რომლებზედაც დაფუძნებულია მსოფლიოს ყველა სახელმწიფოს ტერიტორიების ლეგიტიმურობა, რუსეთმა სამუდამოდ მიიღო ეს ტერიტორიები არა უბრალოდ როგორც გამარჯვებულმა ჩრდილოეთის ომში, არამედ მათი ყიდვის შედეგად _ მისი სამეფო უდიდებულესობის (პეტრე I-ის _ ი. ხ.) მიერ შვედეთის სამეფოსთვის „ორი მილიონი ეფიმკას (გადახდით) სწორად, გამოქვითვის გარეშე და რა თქმა უნდა მისი სამეფო უდიდებულესობისგან სათანადო უფლებამოსილებებითა და ხელწერილებით აღჭურვილი წარმომადგენლების მიერ“. როგორ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, არალეგიტიმურად შეიძლება ჩავთვალოთ მათი დამოუკიდებლობა ომთაშორის (ორ მსოფლიო ომს შორის _ ი. ხ.) პერიოდში, თუკი მივიღებთ სსრკ-დან გასვლის კონცეფციას, რომელიც გამოიყენეს ბლტიისპირელმა სტრატეგოსებმა 1991 წელს.

თავიდან უნდა გამოვიკვლიოთ 1939 წლის 23 აგვისტოს საბჭოთა-გერმანული ხელშეკრულება, რომელსაც წარმოგვიდგენენ როგორც მსოფლიოში ანალოგების არმქონე პაქტს ორი ტოტალიტარული მტაცებლისა, რომლებიც იყოფდნენ სახელმწიფოებს. მისი დემონიზაციის მიზეზი კი იმაშია, რომ ეს ხელშეკრულება წარმოადგენს ინგლისური სტრატეგიის უმსხვილეს ჩავარდნას მთელი XX საუკუნის მანძილზე, რომელმაც გარდაუვალი ომის განრიგი და კონფიგურცია ისეთნაირად შეცვალა, რომ შეუძლებელი გახადა ანგლოსაქსებისთვის შემოსულიყვნენ აღმოსვლეთ ევროპაში როგორც ომის მსვლელობისას, ისე ომის დასრულების შემდეგაც და ამოეღოთ იგი როგორც გერმანიის კონტროლის ქვეშიდან, ისე რუსეთისაც _ აშშ-ისა და ბრიტანეთის მიზანი ვერსალის ზავის დროიდნ. თავის თავად ხელშეკრულება არ წარმოადგენდა არაფერს ახალს საერთაშორისო ურთიერთობებში.

ვესტფალიის ზავის დროიდან დეიტონამდე ორმხრივი და მით უმეტეს მრავალმხრივი ტრაქტატები არა მხოლოდ იმპერიული წარსულისა, არამედ დემოკრატიული აწმყოსიც იყო ერთი დერჟავების მიერ ახალი საზღვრების დახაზვა სხვებისთვის, ხოლო დიპლომატიური საიდუმლოებები მხოლოდ ამისადმია კიდეც მიძღვნილი. ნაპოლეონი ტილზიტში წარუმატებლად სთავაზობდა ალექსანდრე I-ს გაენადგურებიათ პრუსია. ვენის კონგრესმა, რათა თავიდან აეცილებინა სხვა სახელმწიფოების გაძლიერება, შექმნა თანამედროვე შვეიცარია. შეგახსენებთ ვ. ლენინის საკრამენტულ ფრაზას ბერლინის კონგრესის შესახებ: „თურქეთს ძარცვავენ“. ავსტრიამ 1908 წელს მოახდინა ბოსნიის ანექსირება, მიიღო რა დერჟავების დიპლომატიური თანხმობა. 1905 წლის საიდუმლო შეთანხმებაში თ. რუზველტსა და კაცურას შორის იაპონია უარს ამბობდა „აგრესიულ განზრახვებზე“ ფილიპინებთან მიმართებით, უტოვებდა რა მათ აშშ-ს, ხოლო აშშ დაეთანხმა იაპონიის მიერ კორეის ოკუპაციას. ვერსალში ანტანტის ანგლოსაქსონურმა ნაწილმა ვილსონიანური „თვითგამორკვევითა და დემოკრატიით“ დაანაწევრა ავსტრია-უნგრეთი, განუსაზღვრა რა, თუ ვის რომელ საზღვრებში შეეძლო ჰქონოდა სახელმწიფოებრიობა, ხოლო ვის კიდევ არა (მაკედონელები), ვინ, როგორც გალიცია, უნდა გადასულიყო ერთი პატრონიდან („ხაზეინიდან“) მეორესთან, ხოლო ვინ, როგორც სერბები, ხორვატები, სლოვენები, უნდა ყოფილიყვნენ volens nolens ერთად. პოტსდამში და გამარჯვებულ სახელმწიფოთა (აშშ, დიდი ბრიტანეთი, სსრკ) საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სესიებზე განსაზღვრულ იქნა ბევრი სახელმწიფოს საზღვრები და ყოფილი კოლონიების ბედი. დეიტონში ძალით მოახვიეს თავზე ახალი ტერიტორიული სტატუს-ქვო ბალკანეთში.

სტალინის მზადყოფნა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ომში გადავადებისთვის თვალი დაეხუჭა ჰიტლერის მისწრაფებებზე პოლონთის წინააღმდეგ, რომელიც, ამასთან ერთად, სულ იმ ხანად სთავზობდა ჰიტლერს თავის სამსახურს უკრაინის დასაპყრობად, ისევე როგორც ესარგებლა შემთხვევით რევოლუციის გამო რუსეთის იმპერიის დაკარგული ტერიტორიის აღსადგენად, არაფრით არ განსხვავდებოდა პრაგმატიზმის ან, თუ გნებავთ, ცინიზმის მიხედვით ლორდ საიმონის სიტყვებისგან, რომელმაც გამოუცხადა ჰიტლერს სიდუმლო მოლაპარაკებებზე ბერლინში 1938 წელს, რომ „ბრიტანეთი, რა თქმა უნდა, არ შეშფოთდება ავსტრიის გამო, ისე როგორც შეშფოთდებოდა ბელგიის გულისთვის“ (მისი მეზობელი სახელმწიფოსი, რითაც აღუთქვა თავისი მთავრობის ნეიტრალიტეტი ავსტრიის ანშლუსის საკითხში _ ი. ხ.), ასევე ამ დასავლეთის ქვეყნების მიერ სურვილის არქონისა კოლექტიური უსფრთხოების პაქტში მიეცათ ბალტიისპირეთის რეჟიმების საზღვრების გარანტია (მეორე მსოფლიო ომის წინ _ ი. ხ.), რითაც უხსნიდნენ გზას (ფაშისტურ გერმანიას) სსრკ-ზე.

ბალტიისპირეთის რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების 1940 წლის გადაწყვეტილებანი სსრკ-თან შეერთების შესახებ სავსებით მართლზომიერია. გამოვიყენებთ რა იმავე სქემას, რაც შემოგვთავაზეს ბალტიისპირელმა პოლიტიკოსებმა 1940 წლის მოვლენებითვის, შეგვიზლია არანკლები განსაზღვრულობით გავაკეთოთ დასკვნა, რომ 1920 წელს საბჭოთა რუსეთის ხელშეკრულებების ხელმოწერისას ლიტვასთან, ლატვიასა და ესტონეთთან არანაირი კანონიერი ჩამოცილება ბალტიისპირეთისა რუსეთის იმპერიისგან არ ყოფილა. ულმანისი, ფაშისტური ტიპის დიქტატორი, ხელისუფლებაში მოვიდა არა არჩევნებით, არამედ დასმულ იქნა კაიზერული ხიშტებით რუსეთის იმპერიის ამ ნაწილის გერმანული ოკუპაციის პირობებში.

ბალტიისპირა რესპუბლიკების პირველი მთავრობების მანდატის წყაროს _ კაიზერული საოკუპაციო ხელისუფლების _ გათვალისწინებით, აგრეთვე საბჭოთა რუსეთის ვერდასრულებული სტატუსისა, რომელიც ჯერ კიდევ არავის მიერ არ იყო აღიარებული და თანაც ვერ აკონტროლებდა მომვალ ტერიტორიას _ ე. ი. 1920 წლის ხელშეკრულებებში მონაწილე ორივე მხარისა, შეგვიძლია ვამტკიცებდეთ, რომ ბალტიისპირა სახელმწიფოთა ომებსშორისი სტატუსი იურიდიულად ნაკლულია, ხოლო 1940 წლის მოვლენები _ არის სამართალაღდგენითი აქტი, ვინაიდან არავითარი ლეგიტიმური გამოყოფა რუსეთის იმპერიისგან არ ყოფილა, არამედ იყო ტერიტორიის დროებითი დაკარგვა სამოქალაქო ომისა და რევოლუციის შედეგად.

* * *

თუმცა კი ბალტიისპირა სახელმწიფოების დამოუკიდებლობის სამართლებრივი მხარე, განსაკუთრებით ლიტვისა შეგება შეუსაბამობებისგან, ისტორიის ცრუ განმარტებით შექმნილი მოჩვენებითი დანაშაულის გრძნობა არახელსაყრელ ფონად იქცა ლიტვასთან ურთიერთობებითვის, თუმცა კი სწორედ ლიტვისთვის სასარგებლო იქნებოდა ჩაგვეგონებია ვერ დარწმუნებულობის გრძნობა მისი დღევანდელი ტერიტორიის საეჭვო იურიდიული საფუძვლების გამო, და წაგვეხალისებინა იგი რათა არ აღიზიანებდეს რუსეთს არამეგობრული პოლიტიკით. წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთს მართლზომიერად შეეძლო მიენიშნებია ლიტვისთვის მისი ტერიტორიული ვალების შესახებ.

თუკი მთელი კონცეფცია აგებულია საბჭოთა-გერმანული ხელშეკრულების სულ თავიდანვე არანამდვილად ცნობაზე, მაშინ უნდა მოხდეს ახალი ტერიტორიული გაყოფა, ვინაიდან დღევანდელი ტერიტორია ლიტვამ მიიღო მხოლოდ „მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის“ შედეგად. სახელდობრ საიდუმლო ოქმში ნათქვამი იყო, რომ „ლიტვის ინტერესები ვილნოს ოლქში აღიარებულია ორივე მხარის მიერ“. არქივები მოწმობს არა ლიტველების სირცხვილის შესახებ ამ ხელშეკრულების გამო, არამედ მათი სიხარულის თაობაზე. მიიღო რა ვილნო 1939 წლის 10 ოქტომბერს ლიტვასა და სსრკ-ს შორის ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც სულ მალე მოჰყვა ამ ოქმს, სსრკ-ის საქმეებში დროებით რწმუნებულის ნ. გ. პოზდნიაკოვის სიტყვებით, ლიტვა ზეიმობდა: „დილიდან მთელი ქალაქი მოირთო სახელმწიფო დროშებით... ადამიანები ერთმანეთს ეხვეოდნენ და კოცნიდნენ, ულოცავდნენ ერთმანეთს“. აშშ-ის ელჩი ლიტვაში ნორემი ატყობინებდა „სადღესასწაულო საეკლესიო ზარების რეკვის“ შესახებ, მანიფესტაციების შესახებ, აგრეთვე „აღფრთოვანებისა, რომლითაც შეხვდნენ შეტყობინებას ვილნოს დაბრუნების თაობაზე“.

თუკი ლიტვა _ ომამდელი სახელმწიფოა, ხოლო მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი „დანაშაულებრივია“ და აღიარებულია არარსებულად, მაშინ ლიტვის ტერიტორია გადახედილ უნდა იქნას. კომისიამ აკრძალა გერმანიასთან ხელშეკრულების განხილვაში შეეტანათ ის ფაქტი, რომ მას წინ უძღოდა სსრკ-ის წარუმატებელი მცდელობები დაედო ხელშეკრულება დასავლეთევროპულ ქვეყნებთან, რომელიც მისცემდა ბალტიისპირეთის სახელმწიფოთა დასავლეთ საზღვრების გარანტიას. ხოლო მათ (ბალტიისპირელებმა _ ი. ხ.) კი განაცხადეს თავიანთი მისწრაფების შესახებ „დარჩნენ გერმანიის წინააღმდეგ მიმართული კოალიციების გარეთ“. აშშ-ის ელჩის მოხსენებით ლიტვა და სხვა ბალტიისპირა ქვეყნები იყვნენ „განწყობილი მკვეთრად წინააღმდეგ მათი მოხსენიებისა იმ სახელმწიფოთა სახით, რომელთა მიმართებითაც მიიღება გარანტიები“, და „უკიდურესად არმოწონებით“ ეკიდებიან წინადადებას, რათა დიდმა ბრიტანეთმა მოახდინოს მათი საზღვრების გარანტირება საბჭოთა კავშირთან“. ამ სახელმწიფოთა მთავრობებს მაშინ ეკავათ ღიად პროგერმანული პოზიცია _ ეს ისტორიული ფაქტია.

ლიტვის ახლანდელი ხელისუფლების ლეგიტიმურობა მოწყვლადია უწინარეს ყოვლისა ახლანდელი ლიტვის მიერ გამოცხადებული მემკვიდრეობის გამო პირველი მთავრობისადმი _ ლიტვის ტარიბისადმი კოვნოში, რომელმაც გამოაცხადა დამოუკიდებლობა 1917 წლის დეკემბერში. ეს მთავრობა შექმნილი იყო კაიზერული გერმანიის მიერ, რომელმაც ამ დროს მოახდინა რუსეთის ამ ნაწილის ოკუპაცია. ლიტვის სახელმწიფოს წარმოქმნა პრინციპში ეწინააღმდეგებოდა ანტანტის განზრახვებს. ინგლისი და საფრანგეთი იმედოვნებდნენ რუსეთის საზღვრების სიახლოვეში „ძლიერი პოლონეთის“ შექმნას, რომელშიც ფედერაციულ საფუძველზე შევიდოდა ლიტვაც. ლიტვის წარმომადგენლობამ (წარმომადგენლობითმა ორგანომ, პარლამენტმა _ ი. ხ.) კოვნოში მაშინვე გამოაცხადა „მარადიული მტკიცე სამოკავშირეო კავშირები გერმანიასთან“. მაგრამ სულ რაღაც რამდენიმე თვის შემდეგ მთელმა რუსეთმა დაიწყო დაშლა და ერთი წლის შემდეგ ვილნოში სტიქიურად წარმოიქმნა მეორე მთავრობაც _ საბჭოთა, რომელმაც გამოაცხადა მიზანი იაროს „ხელი-ხელ ჩაკიდებულად“ საბჭოთა რუსეთთან, ხოლო შემდეგ კი მიიღო გადაწყვეტილება ბელორუსიასთან ერთ რესპუბლიკად შეერთების შესახებ.

1919 წლის გაზაფხულზე ლიტვის ტერიტორიაზე ანტანტის თანხმობით შეიჭრნენ იუზეფ პილსუდსკის პოლონური ლეგიონები და 1919 წლის 21 აპრილს დაიპყრეს ვილნო, დაესხნენ რა თავზე ორი „ლიტვიდან“ სწორედ იმას, რომელიც აპირებდა „ხელიხელ ჩაკიდებულად სიარულს“ საბჭოთა რუსეთთან, ხოლო კოვნოში კი დარჩა ის ხელისუფლება, რომელიც დასმული იყო ჯერ კიდევ 1017 წლის დეკემბერში საოკუპციო კაიზერული ჯარების მიერ. საბჭოთა ისტორიოგრაფიაში ამას მიეცა იდეოლოგიური მნიშვნელობა _ თეთრპოლონელები ანადგურებენ საბჭოთა ხელისუფლებას. მაგრამ პოლონური ოკუპცია განიცადა იმ ნაწილმა, რომელსაც პოლონეთი თვლიდა თავის კუთვნილებაში ლუბლინის უნიის თანახმად, ხოლო პილსუდსკიცთვის კი უფრო მოსახერხებელი იყო, რომ იგი ყოფილიყო _ „საბჭოთა“, არ აღიარებული დერჟავების მიერ _ „არავისი“. ხელისუფლების დემოკრატიული ლეგიტიმურობის თანამედროვე კრიტერიუმების მიხედვით, თუკი ავირჩევთ ორს შორის, სწორედ ვილნოს საბჭოს, რომელმაც გამოაცხადა მიზანი „იაროს ხელიხელ ჩაკიდებულად“ საბჭოთა რუსეთთან და დაეცა იუზეფ პილსუდსკის დარტყმების ქვეშ, გააჩნდა რაღაცნაირი ლეგიტიმური წარმოშობა, რადგანაც ეს საბჭო წარმოიქმნა 1918 წლის 8 დეკემბერს _ გერმანიის კაპიტულაციის შემდეგ (1918 წ. ოქტომბერი). ხოლო ლიტვის ტარიბა კოვნოში, რომელმაც გამოაცხადა დამოუკიდებლობა და სამოკავშირეო ურთიერთობები გერმანიასთან, დასმული იყო 1917 წლის დეკემბერში სწორედ კაიზერული საოკუპაციო ჯარების მიერ. მაგრამ სახელდობრ ამ სტრუქტურისგან ითვლის დღევანდელი ლიტვა თავის დამოუკიდებლობას.

მეორე საკითხი, რომლისაც ლიტვას უნდა ეშინოდეს _ ეს არის სამხრეთ ლიტვის ტერიტორია, რომელიც გადაეცა ლიტვას სსრკ-ში შემოსვლის შემდეგ ბელორუსიის სსრ-ის ტერიტორიიდან, და რომელზედაც მდებარეობს კურორტი დრუსკინინკაი. ეს ტერიტორი შეეძლო მხოლოდ თან წაეღო საბჭოთა კავშირის რესპუბლიკას მისგან კონსტიტუციური გასვლისას, მაგრამ არა ომამდელ სახელმწიფოს.

დაბოლოს, ახლანდელი ლიტვის მესამე საეჭვო ტერიტორიული შენაძენი _ ეს არის მემელის მხარე, რომელიც მოკავშირეთა შორის შეთანხმებით გადმოეცა სსრკ-ს, და არა ლიტვას. იგი შემდეგ გადაცემულ იქნა საშინაო ადმინისტრაციული განაწილების სახით ლიტვის სსრ-თვის, და არა ომამდელი სახელმწიფოსთვის.

და კიდევ ერთ ტერიტორიულ არგუმენტს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. საბჭოთა კავშირმა გამოისყიდა ტერიტორიის არცთუ დიდი ნაწილი, რომელიც უნდა გადასულიყო გერმანიასთან. ლიტვას უკვე ემუქრებოდა ფაშისტური ჯარების შემოსვლა, როდესაც 1940 წლის 13 ივლისს მოლოტოვმა შეატყობინა შულენბურგს, რომ სსრკ „თხოვს“ გერმანიის მთავრობას „გამონახოს შესაძლებლობა უარი თქვას ლიტვის ტერიტორიის ამ მცირე ნაჭერზე“. სამი კვირის შემდეგ ბერლინმა შეატყობინა მზადყოფნის შესახებ განეხილათ ეს საკითხი, აღნიშნა რა, რომ „უარის თქმა ამ ტერიტორიაზე მისთვის წარმოადგენს დიდ მსხვერპლს“. მოლაპარაკებების შედეგად 7,5 მლნ. ოქროს დოლარის ანუ 31,5 მლნ. მარკის თანხა გადახდილ იქნა.

სწორედ მიწის ეს არცთუ დიდი ნაჭერი აერთებს კლინინგრადის ოლქს ბელორუსიასთან. სწორედ აქ რუსეთი ბელორუსიასთან მოლაპარაკების გზით შეძლებდა დერეფნის შექმნას ძირითადი ტერიტორიიდან თავის ექსკლავში.

* * *

რუსეთის პოზიციების საერთო დასუსტებამ შექმნა ფონი მორალურ-პოლიტიკური ეჭვებისთვის კალინინგრადის ოლქის რუსეთისადმი კუთვნილების მართლზომიერებაში. ეს არის მცოცავი ჯერჯერობით არაოფიციალური მცდელობა გადახედონ მეორე მსოფლიო ომის ტერიტორიულ შედეგებს. იმას, რასაც არ ლაპარკობენ ოფიციალური წრეები, უკვე ღიად და ანტირუსულ ჭრილში განიხილავენ პრესაში, რის მაგალითსაც წარმოადგენს წერილი დანიურ „იულენსპოსტენ“-ში. შევნიშნავთ, რომ არც სილეზიის გადაცემა პოლონეთისთვის, რომელიც ასე უყვარს ევროპულ გულს თავისი ანტირუსულობის გამო, არც სხვა ცვლილებები ევროპული საზღვრებისა იალტურ-პოტსდამური სისტემის მიერ, არმედ მხოლოდ ტერიტორიული გადაწყვეტილებები სსრკ-ის სასარგებლოდ, იწვევს დღესდღეობით არაჯანსაღ ინტერესს. მათ კვლავ წარმოადგენენ ტოტალიტარული მონსტრის „ექსპანსიონიზმის“ შედეგის სახით. იმ ქვეყნის მოქალაქეების გულისტკივილის გარდა, რომელიც ფაშისტური აგრესიის მიერ დანგრეულ იქნა შუასაუკუნოებრივ დონემდე და ნაციზმისგან ევროპის განთვისუფლებისთვის მისცა 20 მლნ. სიცოცხლე, ასეთ მტკიცებას შეუძლია გამოიწვიოს ისტორიკოსში, რომელსაც შენაჩუნებული აქვს სიმშვიდე, მხოლოდ ირონია.

მსოფლიოს პოლიტიკურ-გეოგრაფიული სახე ყალიბდებოდა ყველა საუკუნეში უწინარეს ყოვლისა ომებში, და საზღვრებიც ძირითადად დახაზულია გამარჯვებულების მიერ, რაც განსაკუთრებით ეხება დასავლეთევროპულ სახელმწიფოებს, რომლებიც წარმოიქმნა გამანადგურებელი ომების შედეგად კათოლიკებსა და პროტესტანტებს შორის და ენერგიული და ხისტი „დრანგ ნახ ოსტენ“-ის (Drang nach Osten _ „შეტევა აღმოსავლეთისკენ“ _ ი. ხ.) მსვლელობისას. სერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით თავის-თავად ის ფაქტი, რომ რომელიღაც ტერიტორია ადრე ეკუთვნოდა სხვა სახელმწიფოს, არ შეადგენს იურიდიულ სამართალსაფუძველს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ტერიტორიული ცვლილებები ხდებოდა თავისი ეპოქის იურიდიული ნორმების გარეთ (როგორც ეს ლიტვასთანაა). დღევანდელი სახელმწიფოების არცთუ მცირე ტერიტორიები შედიოდა სხვა სახელმწიფოებში, ხოლო მთელი ევროპის საზღვრები იცვლებოდა ყოველ ევროპულ კონგრესთან ერთად, ვინაიდან გამარჯვების მომტანი ომები, როგორი მოტივებიც არ უნდა იდგეს მათ უკან, იწვევს მსოფლიოს გადანაწილებას, როგორადაც იქცა კიდეც აშშ-ისა და ნატო-ს აგრესია იუგოსლავიის წინააღმდეგ.

გამარჯვებული დერჟავების გადაწყვეტილებები მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ თავისი ტიპის მიხედვით არაფრით არ განსხვავდება წარსული საუკუნეების მსგავსი გადაწყვეტილებებისგან. ჰიტლერული აგრესიის მსშტაბებმა და მის მსხვერპლთა უბედურებებმა მისცათ მორალური და პოლიტიკური უფლება დაეკისრებიათ გერმანიისთვის, აგრეთვე მისი მოკავშირეებისთვის (იტალიისა და იაპონიისთვის) სასჯელი ამბიციების აულაგმავობის სანცვლოდ, რომლადაც იქცა კიდეც უწინდელი მონაპოვრების დაკარგვა.

ვენის კონგრესმა, რათა თავიდან აეცილებინა ერთი სახელმწიფოების ამბიციების გამეორება, შეცვალა სხვების ტერიტორიები: საფრანგეთის გარშემო შექმნა სახელმწიფო-დაბრკოლებები, შვეიცარიას მიუმატა რამდენიმე სტრატეგიული სამთო უღელტეხილი, აღადგინა სარდინიის სამეფო, ავსტრიას დაუბრუნა სამფლობლოები აპენინებში, პრუსიას მისცა ჩრდილოეთ საქსონია და პოზნანი და გააფართოვა მისი სამფლობელოები რაინზე. ნორვეგია გამოყოფილ იქნა დანიისგან და გადაეცა შვედეთს. ვერსალში ანგლოსაქსების მიერ დახაზულ იქნა საზღვრები ავსტრია-უნგრეთის ნატეხებისთვის _ ჩეხოსლოვაკიისთვის, უნგრეთისთვის, თუმცა კი მოსახლეობის მიხედვით ნახევრადგერმანულ სუდეტებზე უფრო ადრე არავინ დაობდა როგორც დუნაის მონარქიის საკუთრებაზე.

ასეთივე ნაირად იალტასა და პოტსდამში და გამარჯვებულ სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სესიებზე განსაზღვრულ იქნა ბევრი სახელმწიფოს საზღვრები და (ფაშისტური) ღერძის ქვეყნების კოლონიების ბედიც. კალინინგრადის ოლქი და კურილიის კუნძულები განსაზღვრულ იქნა როგორც სსრკ-ის ტერიტორია, ელზასი და ლოტარინგია გახდნენ საფრანგეთი, თუმცა კი მანამდე ასწლეულის განმავლობაში ზოგჯერ შედიოდნენ გერმანიაშიც, სილეზია გადაეცა პოლონეთს, თუმცა კი ოთხასი წლის მანძილზე და პირველი მსოფლიო ომის შემდეგაც კი იყო პრუსია, დოდეკანეზის კუნძულები გადაეცა საბერძნეთს, თუმცა კი ვერსალის შემდეგ ეკუთვნოდა იტალიას, ხოლო მანამდე კი _ ოტომანის იმპერიას. იტალიის პორტი ფიუმე და ნახევარკუნძული ისტრია გადაცემულ იქნა იუგოსლვიისთვის, საფრანგეთის სასარგებლოდ შეიცვალა საფრანგეთ-იტალიის საზღვარი და ა. შ. იალტისა და პოტსდამის მთელი გადაწყვეტილებები შეკავშირებულია ერთ პაკეტში.

შესაძლოა ეს დამახასიათებელია მხოლოდ რეაქციული მონარქიების იმპერიული ტრადიციებისთვის ან მხოლოდ „ტოტალიტარიზმისა და დემოკრატიის“ ყბადაღებული ბრძოლის პერიოდისთვის, რომელმაც დაფარა საერთაშორისო ურთიერთობების უცვლელი არსი და მარადიული გეოპოლიტიკური კონსტანტები? დემოკრატიული ქვეყნები მრავალჯერადად გადახაზავდნენ საზღვრებს ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში და ამის შედეგად სერბული კრაინადან, რომელიც ხორვატიას მიეცა, გამოვიდა დაახლოებით 200 ათასი სერბი. დღესდღეობით გაერო სთავაზობს კვიპროსს აღიაროს აღსრულებული ფაქტის საფუძველზე 1974 წლის თურქული აგრესიის შედეგები.

კალინინგრადის ოლქის სტატუსის გადახედვა რუსეთის სტრატეგიული პოზიციების მკვეთრად დასუსტების გარდა იქცეოდა განსაკუთრებული მნიშვნელობის პრეცედენტად ტერიტორიული სტატუს-ქვოსთვის ევროპაში. აქამდე იალტურ-პოტსდამური სისტემის ნგრევა და ახალი სახელმწიფოების გამოჩენა არ წარმოადგენდა მეორე მსოფლიო ომის ტერიტორიული შედეგების იურიდიულ გადახედვას, ამიტომ მომხდარი მოვლენები არ იწვევს ომისშემდგომი დარეგულირების ტერიტორიული პრობლემების დარჩენილი გადაწყვეტილებების ლეგიტიმურობისთვის ავტომატურად ძირის გამოთხრას. სხვანაირი შედეგები ექნებოდა ომისშემდგომი დარეგულირების თუნდაც ერთერთი ასპექტთაგანის ნებისმიერ გადახედვას. ეს იქნებოდა მეორე მსოფლიო ომის შედეგების განუხრელობის თავად პრინციპისთვის ძირის გამოთხრა და ავტომატურად მართლზომიერად აქცევდა დარჩენილი რეალიების გამო დავას.

ვიღაცას ძალზედ სურს კალინინგრადის ოლქის გადაცემა რაღაც ბალტიური კონცერტის ერთობლივი კონტროლის ქვეშ? ასახელებენ ლიტვას, პოლონეთს, შვედეთს, გერმანიას, რომელიც, როგორც ჩვენ წარმოგვიდგება, მთლიანად არის „ხელახლა აღზრდილი (გამოსწორებული)“ ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების სულით. ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ რაღაც „პრუსიის მთავრობა დევნილობაში“ უკანასკნელ ხანს ძალზედ გააქტიურდა სახელდობრ კალინინგრადის თემასთან დაკავსირებით, ისვე როგორც „განდევნილთა კავშირი“, რომელსაც სულ უფრო მეტ ყურადღებს უთმობენ ოფიციალური გერმანელი პოლიტიკოსებიც, კერძოდ კონსერვატორი ე. შტოიბერი. ამ წარმონაქმნმა, რომელიც უშვებს გაზეთს „პრუსიელი“ _ „Der Preusse“, განაცხადა, რომ „1995 წლის 17 ივნისს ბერლინში კონსტიტუციურ საფუძველზე ახლად შეიქმნა თავისუფალი სახელმწიფო პრუსია _ „Freistaat Preussen“ და აირჩია მთავრობა დევნილებაში“.

მისი დოკუმენტის განყოფილებაში: „სამართლებრივი მდგომარეობა“ პირველი პუნქტი ამბობს: „რუსეთის ადმინისტრაციული ოლქი ჩრდილო-აღმოსავლეთ პრუსია (კალინინგრადის ოლქი) საერთაშორისო სამართლის კანონებით წარმოადგენს განუყოფელ ნაწილს გერმანული რაიხისა, რომლიც აგრძელებს არსებობას, და საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართლის დებულებების საფუძველზე წარმოადგენს უკანასკნელის საკუთრებას თვით შესაბმისი სამშვიდობო ხელშეკრულების მიღებამდე“. ინფორმაცია ამ სტრუქტურისა და მისი ისტორიული კონცეფციის შესახებ, რომელიც თავისებურად უხამებს ერთიმეორეს ანტიამერიკანიზმს, ანტიგლობალიზმსა და „პრუსიულობას“ აღმოსავლეთ პრუსიის დაბრუნების მოთხოვნებთან, ცალკე განხილვის საგანი იქნება უახლოეს მომავალში. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, თუ როგორი სამართლებრივი ველი იქნება მეორე მოფლიო ომის შედეგების გადახედვის მსურველთა განკარგულებაში კალინინგრადის ოლქის სტატუსის შეცვლის შემთხვევაში.

* * *

ლიტვის მიღება ევროპულ კავშირში და მით უმეტეს ნატო-ში თანამედროვე საერთაშორისო-სამართლებრივი პრინციპების მიხედვით განპირობებულია ტერიტორიული პრობლემების არარსებობით მეზობლებთან. თუკი ლიტვა დაიწყებს რუსეთის ინტერესების ტორპედირებას კალინინგრადის ოლქში, მაშინ რუსეთს გააჩნია არცთუ ცოტა ბერკეტი გადმოცემული არგუმენტების გამოყენებისთვის. ამ დროს უტოპიურად არ უნდა ვახდენდეთ რუსეთის მთელი კონცეფციის რევოლუციური გადახედვის საერთაშორისო-პოლიტიკური სირთულის ბოლომდე ვერდაფასებას, ბალტიისპირეთის გამოყოფასთან მიმართებით, როგორც ამას აკეთებდა სახელმწიფო სათათბიროს ზოგიერთი დეპუტატი საპარლამენტო მოსმენებზე. რუსეთს ბევრი პრობლემა აქვს ევროპასთან და მათი გადაწყვეტა საჭიროა რიგის მიხედვით. მოგება ერთ მიმართულებაზე დაუყოვნებლივ ქმნის პოტენციალს მეორეზე. საბოლოო ანგარიშით რუსეთს სურს მისი ინტერესების შენარჩუნება, ხოლო მიზნის მიღწევის მეთოდი განისაზღვრება მისი შესაძლებლობებითა და გარემოებებით. მიუხედავად ამისა, მხოლოდ ნება და პოზიციის სიხისტე, როგორც გვიჩვენებს პრაქტიკა, წარმოადგენს პოლიტიკის ქმედით არგუმენტს.

ნატალია ნაროჩნიცკაიასაიტზე pravoslavie.ru გამოქვეყნდა 22/11/02
შემდგომში განახლებულ იქნა საიტზე narochnitskaia.ru


თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment