Tuesday, November 16, 2010

რუსეთი, დსთ და დასავლეთი

ნაწილი 1. იდეოლოგია და ისტორია როგორც გეოგრაფიის ფაქტორები

როდესაც 1991 წლის დეკემბერში გაუქმებულ იქნა სსრკ და მის ნანგრვებზე გამოაცხადეს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა, მხოლოდ ზ. ბჟეზინსკიმ მისთვის დამახასიათებელ გულახდილობით განაცხადა, რომ მოხდა ისტორიული რუსული სახელმწიფოებრიობის ნგრევა.

დღეს აშკარაა, რომ პროცესები მის გეოპოლიტიკურ სივრცეზე, რომელიც აერთებს ბევრ ცივილიზაციას, მსოფლიოს წამყვანი ძალების აშკარა მეტოქეობა მისი ნანგრევების გარშემო, როგორც წვეთ წყალში ასახავს მსოფლიო ისტორიის სიღრმისულ წინააღმდეგობებს, მეოცე ასწლეულის გლობალურ გეოპოლიტიკურ და იდეოლოგიურ რყევებს და თავიანთი ერების კატაკლიზმებს. ეს არის არა მხოლოდ მიწიური სამოთხის ორი რაციონალისტური პროექტის _ მარქსისტულისა და ლიბერალურის _ მეტოქეობის კომუნიზმისთვის სატირალი შედეგი, რომელიც აისახა პოსტკომუნისტური ქვეყნებისა და საზოგადოებების ელიტებისა და ეროვნული შეგნების ღრმა კრიზისსა და განხეთქილებაზე.

ეს არის აშკარა ბრძოლაც პოსტბიზანტიური სივრცის გარშემო, რუსეთისა და მისი ყოფილი გავლენის სფეროების გარშემო რუსეთის ისტორიული სახელმწიფოს დაშლის შემდეგ. ამ მეტოქეობამ ხორცი შეისხა როგორც „დრანგ ნახ ოსტენის“ ახალ ამოშხეფვაში ლათინური დასავლეთის მხრიდან, რომელიც სულაც არ ამოიწურება მხოლოდ გეოპოლიტიკური და სამხედრო-სტრატეგიული ამოცანებით, ისე საზოგადოებრივი შეგნების პროცესებშიც, რომლებმაც კვლავ ასახეს (აირეკლეს) სულიერი და რელიგიურ-ფილოსოფიური დილემა „რუსეთი და ევროპა“. შეიძლება გადაჭარბების გარეშე ვთქვათ, რომ ამ მეტოქეობის შედეგზე არის დამოკიდებული მსოფლიო ისტორიის მომავალი ვექტორი.

ცივილიზაციური მიდგომა ისტორიისა და საერთაშორისო ურთიერთობებისადმი განსაკუთრებით ისტორიის რელიგიურ-ფილოსოფიური საფუძვლების შესწავლის საფუძველზე წარმოადგენს დომინირებულ მიდგომას თანამედროვე მეცნიერებაში, რომელიც ეფუძნება მთლიანობაში პოზიტივისტურ ფილოსოფიას, ხოლო ეს ფილოსოფია კი დასავლეთში სულ უფრო და უფრო მეტად ამჟღავნებს ჩვენთვის ნაცნობი ისტორიული მატერიალიზმის ნიშნებს. მაგრამ უკანასკნელ ხანებში სულ უფრო მეტი ავტორი რუსეთში და საზღვარგარეთ აქცევს ყურადღებას თანამედროვე პოლიტიკური კატაკლიზმების გააზრების კონტექსტის გაფართოების აუცილებლობას.* (* იხ. პოზდნიაკოვი, ე. ა., „პოლიტიკის ფილოსოფია“ (რუს. ენაზე), მოსკ. 1994; S. Huntington, The Clash of Civilizations, 1995; მიალო, ქ. გ., „დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. გეოპოლიტიკური და ისტორიული ანალიზის ცდა.“ (რუს. ენაზე), „მოსკოვი“ ## 11-12, 1996; ნატალია ნაროჩნიცკაია, „დილემა რუსეთი და ევროპა ..... ისტორიის რელიგიურ-ფილოსოფიური ანალიზის შუქზე“ (სერბულ ენაზე), .... პოდგორიცა, 1997).

დსთ-ის უკვე არსებული გამოცდილების ანალიზი, გამოწვევებისადმი მისი არაადექვატურობის სიღრმისეული მიზეზების გამოვლენა საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ ის რეალური საერთაშორისო-პოლიტიკური და სულიერი პირობები, რომლბშიც გვიწევს ვახორციელებდეთ ახლანდელი რუსული სახელმწიფოს მთავარ გეოსტრატეგიულ ამოცანას: შევინარჩუნოთ რუსეთის ისტორიული სახელმწიფოს არეალის გეოპოლიტიკური სახე, წინ აღვუდგეთ ახალი სახელმწიფოების კარდინალურ საშიშ გადაორიენტირებას სხვა არამეგობრულ პარტნიორებზე, მოვხსნათ საცდური მესამე ქვეყნებისთვის გადააქციონ რუსეთის ისტორიული სახელმწიფოს ტერიტორიები მხოლოდ თავიანთი გავლენის სფეროებად, რომლებიც ეწინააღმდეგება რუსეთის ინტერესებს.

აშკარაა, რომ დსთ-ის ახლანდელი მდგომარეობის პარამეტრები და მისი დინამიკის მიმართულება წარმოადგენს როგორც საშინაო ისე საგარეო ფაქტორების შედეგსაც და განუყოფელია როგორც სსრკ-ის ლიკვიდაციისა და მისი „ტრანსფორმაციის“ გარემოებებისგან, ისე მსოფლიო პოლიტიკის საერთო დინებისგანაც, დაწყებული 80-იანი წლების შუახანებიდან. დსთ-ის პოტენციალსა და მომავალს, ისევე როგორც მისი ცალკეული წევრებისა, და მათ შორის ურთიერთობების პერსპექტივებს შეიძლება ვაანალიზებდეთ რეალისტურად მხოლოდ ყველაზე უფრო ფართო კონტექსტში. ფხიზელმა და დაუნდობელმა ანალიზმა უნდა შეცვალოს მეცნიერებისა და პოლიტიკისთვის უნაყოფო დეკლარაციები „დიდი განვლილი გზის“ შესახებ, „დემოკრატიის წარმატებებისა“ და „ურთიერთობათა ახალი დონის“ შესახებ, რომლებიც ძალზედ გვაგონებს რეალურობასთან მცირე კავშირით ფსევდოსამეცნიერო შემუშავებებს სსრკ-ის ურღვეობის შესახებ. ასეთ პანორამულ შეხედულებას მოვლენებითა და იდეებით გაჯერებულ მსოფლიო ისტორიის პერიოდზე მესამე ათასწლეულის ზღურბლზე შეუძლია გაგვიფართოოს მომავლის შეფასების პარადიგმა.

დსთ-ის გამოცხადების ისტორიულმა და გარეგნულმა კონტექსტმა ისტორიული რუსეთის გეოპოლიტიკური სივრცის ადგილზე, რომელიც XX საუკუნეში არსებობდა სსრკ-ის ფორმით, ბევრწილად განსაზღვრა მისი ამორფული მომავალი. დსთ-ის შექმნა ცხადდებოდა და ბევრის მიერ აღიქმებოდა გარანტიად კონფლიქტებისა და ქაოსისგან, აგრეთვე ბევრს წარმოუდგებოდა, სულ მცირე, ხალხებს შორის არსებული „მრავალსაუკუნოვანი“ კავშირების შენარჩუნების ეპოქის სულისკვეთებისადმი შესაბამისი ქმედითი ინსტრუმენტის სახით.

არცთუ ბევრი ბედავდა ღიად განეცხადებინა, რომ სსრკ-ის დაშლა არცთუ ყოველთვის მეგობრული, არცთუ იშვიათად დამეტოქებული და მტრულიც კი კვაზისახელმწიფოების კონგლომერატად, რომელთაგან არც ერთს არ გააჩნდა არც უდაო ტერიტორიები და საზღვრები, არც ერთგვაროვანი და ერთსულოვანი მოსახლეობა, არც სტაბილური სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც მისცემდნენ უფლებათა გარანტიას ყველა ჯგუფს და ასევე გარანტიას ექსტრემიზმისგან გახლეჩილი საზოგადოებების გარეთ და შიგნით. არც ერთი რესპუბლიკა არ წარმოადგენდა დამოუკიდებელი (რუს. самостоятельный) ისტორიული განვითარების პროდუქტს ფუძემდებლურ სახელმწიფო კატეგორიებში: ტერიტორია, ერი, სახელმწიფო. სოციალისტური ფედერაციის პრაქტიკულად ყველა სუბიექტს არასდროს არ ჰქონია არც ის ტერიტორია, არც ის საზღვრები, ხოლო ზოგიერთი კი საერთოდ შეწყვეტდა თავის ეროვნულ არსებობას, თუკი მსოფლიო ისტორიაში იმოგზაურებდა დამოუკიდებლად (1).

მიღებულია ვთვლიდეთ, რომ სსრკ-ის დაშლა იყო გარდაუვალი, და ასეთ თვალსაზრისს მიჰყვებიან არა მხოლოდ ისინი, ვინც თვლიდა მას „ხალხთა საპყრობილედ“, ან „გადაშენების გზაზე მდგარ უკანასკნელ სახეობად _ რელიქტად“ _ „მრავალეროვნულ იმპერიად“, როგორც ეს გამოთქვა ექსპერტმა სსრკ-ში ეროვნებათაშორისო ურთიერთობების პრობლემებში მ. მანდელბაუმმა სტატიების ალმანახისთვის გაკეთებულ წინასიტყვაობაში, რომელიც გამოსცა საგარეო ურთიერთობების ამერიკულმა საბჭომ სსრკ-ის დაშლის ზღურბლზე The Rise ov Nations in the Soviet Union. American Foreign Policy and the Desintegration of the USSR. ed. by Michael Mandelbaum. Council of Foreign relations Press. N-Y., 1991, p.5. მაგრამ მომხდარისთვის უფრო კორექტულია ვიყენებდეთ ტერმინს „დანაწევრება“, თუმცა კი იგი თავის თავში ატარებს ემოციური შეფასების ერთგვარ მუხტს. დაშლა, ე. ი. ბუნებრივი ჩამოცილება ერთიან შეზრდილ ორგანიზმად ვერშემდგარი სხეულისგან, შესაძლო იყო გვეწოდებინა იმ პროცესისთვის, როდესაც სახელმწიფო დაკარგავდა სწორედ იმ ეთნო-ტერიტორიულ ერთეულებს, რუსეთში შემოსვლმდე იმ არსებულ სახელმწიფოებრიობებს, რომელთა შემოკრებაც ხდებოდა კიდეც რუსეთის ისტორიის განმავლობაში. მაგრამ დაყოფა მოხდა შემთხვევების უდიდეს უმრავლესობაში სულაც არა იმ ისტორიული ნაკერების მიხედვით, რომლებიც თითქმის ყველგან თითქმის გაიწოვა (წაიშალა, რუს. рассосались), არამედ სულ სხვა ხაზებზე. ძნელად თუ შეიძლება იმის უარყოფა, რომ პრობლემების მთელი სიუხვის პირობებში განსაზღვრული დარტყმა იქნა მოყენებული იმ ხაზებზე, რომლებიც უკვე ჩაჭრილი იყო თვითნებური გადაწყვეტილებით სახელმწიფოსა და ბევრი მისი ხალხის სხეულზე სოციალისტური ფედერაციის შემქმნელთა ისტორიული იდეოლოგიისა და პოლიტიკური ამოცნების შესაბამისად. უპრიანია მოვიყვანოთ ა. მოტილის მსჯელობა, რომ „ფართოდ გავრცელებული რწმენის (დაჯერებულობის) საწინააღმდეგოდ, საბჭოთა კავშირის ხალხები სულაც არა იმდენად თავად იღვიძებენ, რამდენადაც მათ აღვიძებენ. ისინი თვითმკვიდრდებიან თავად დამოუკიდებლობის მოთხოვნამდეც კი, იმიტომ, რომ ამისთვის ისინი აიძულა გარდაქმნამ. ირონიით, არა თუ ვინმე სხვა, თუ არა მიხეილ სერგის ძე გორბაჩოვი, შინგაზრდილი პროლეტარული ინტერნაციონალისტი par exellence, უნდა ითვლებოდეს სსრკ-ის ნაციონალიზმის მამად“.

1991 წელს საბჭოთა რესპუბლიკებს შორის არსებული შიდა საზღვრების საერთაშორისო და ხელშეუხებელ საზღვრებად ცნობის მთავარ არგუმენტად იქცა თეზისი მშვიდობიანი და უკონფლიქტო დემონტაჟის აუცილებლობის შესახებ, აგრეთვე დოქტრინა თვითგამორკვეული ერების გამოყოფაზე უფლების შესახებაც. მაგრამ, მრავალსაუკუნოვანი ერთიანი სახელმწიფოსა და ელიტების პოლიტიკური ამბიციების რეალურ პირობებში ეს ინსტრუმენტები უვარგისი აღმოჩნდა თანამიმდევრული ლეგიტიმური და უკონფლიქტო გადაწყვეტისთვის.

ასე, ომმა მთიან ყარაბაღში, დაღვრილმა სისხლმა ბენდერებში და დნესტრისპირეთის კატეგორიულმა სურვილის არქონამ დაქვემდებარებოდა კიშინიოვის დიქტატს, ომმა აფხაზებსა და ქართვლებს შორის, ყირიმის რუსი მოსახლეობის მიერ სურვილის მდგრადმა არქონამ გადაქცეულიყვნენ უკრაინლებად გვიჩვენეს, რომ სწორედ მიღებული მიდგომა იმანენტურად შეიცავდა კონფლიქტურობისა და ინტერესთა დაჯახების პოტენციალს, რომელიც კვლავ აგრძლებს გეოპოლიტიკური სიტუაციის დახასიათებას რუსეთის ისტორიული სახელმწიფოს ტერიტორიაზე. თითოეული მოკავშირე რესპუბლიკათაგან, არსებითად, წარმოადგენდა კავშირის რედუცირებულ ასლს _ ასევე მრავალეროვნულ წარმონაქმნს. ამასთან მთლიანობაში ქვეყნისგან განსხვავებით, რომელიც ყალიბდებოდა (რუს. складывался) საუკუნეების მანძილზე, ზოგიერთი რესპუბლიკა შეკერილი იყო ხშირად სულაც არა მოსახლების ეთნიკური ან ისტორიული ერთიანობის საზღვრების მიხედვით. ამ რესპუბლიკების სატიტულო ერებმა, გამოაცხადეს რა თავიანთი უფლება თვითგამორკვევაზე, გამოავლინეს მზადყოფნის სრულებით არქონა იმისთვის, რათა მიეცათ ისეთივე უფლება, როგორსაც მათ საკუთარი თავისთვის მიაღწიეს, იმ ერებისთვის, რომლებიც ხვდებოდნენ ეროვნული უმცირესობების მდგომარეობაში ადრე არარსებული სახელმწიფოების შემადგენლობაში.

ამის ახსნა, როგორც წესი, დაიყვანებოდა ქვეყნის უსასრულოდ დაქუცმაცების გზით სიარულის შეუძლებლობაზე, თუმცა კი რეალობაში ასეთი პერსპექტივა არ შეეხებოდა ყველა რესპუბლიკას. მაგრამ აშკარა იყო, რომ სსრკ-ის დემონტაჟი მისგან კონსტიტუციური პროცედურის მეშვეობით გასვლის გზით ობიექტურად უფრო მეტ ხარისხად შეუწყობდა ხელს რუსეთის, რუსებისა და მათდამი მიდრეკილი ხალხების ინტერესებს. ამასთან თავად რუსეთის ფედერაციას (რფ) არც კი შეეხებოდა ეს. გავრცელებული ილუზიის საწინააღმდეგოდ რფ-ს არ განუცხადებია სსრკ-დან გასვლის შესახებ, და, თუნდაც ყველა დანარჩენს რომ განეცხადებინა გასვლის თაობაზე, იგი დარჩებოდა ძველი კავშირის იურიდიულ გამგრძელებლად, და მის ავტონომიებს კონსტიტუციით არ ექნებოდათ გასვლის უფლება, ხოლო არჩევანის პრობლემა იურიდიულად დადგებოდა მხოლოდ გამოყოფის მოსურნე რესპუბლიკების ხალხების წინაშე.

დსთ სულ თავიდანვე ვერ ჩაგვაგონებდა იმედებს იმაზე, რომ მისი ინსტიტუტები მოახდენენ მსოფლიო პოლიტიკის სუბიექტის მქონე მექანიზმის ნიშნების რეალიზებას, რომელიც ახალი ფორმით ინარჩუნებს ისტორიული რუსული სახელმწიფოს ან სსრკ-ის გეოსტრატეგიულ სახეს. ამის მიზეზები არის თავდაპირველი იურიდიული ინსტრუმენტების არცთუ შემთხვევით ამორფულობაშიცა, და უკვე აშკარად ქცეულ სიღრმისეულ ცენტრიდანულ ტენდენციებშიც. მიუხედავად ამისა, მასში შემავალი ხალხების ცენტრისკენული პოტენციალი, ტირაჟირებული აზრის საწინააღმდეგოდ, ასევე აშკარაა. მაგრამ საერთაშორისო ურთიერთობათა ახალი სუბიექტების გაფორმების სპეციფიკა 1991 წელს იყო ისეთი, რომ სწორედ ინტერნაციონალური პოტენცილი აღმოჩნდა შებოჭილი, თუ არა პარალიზებული იურიდიულად, რადგანაც ხალხები, რომლებიც მიდრეკილი იყვნენ რუსეთისკენ (ბელორუსების გარდა) აღმოჩნდნენ სამართალსუბიექტურობა-წართმეულები. ეს სულაც არ არის შემთხვევითი რეალობა, რომელმაც არა მხოლოდ გაუძნელა რუსეთს თავისი გეოპოლიტიკური არეალის შენარჩუნება, რომელიც დაუყოვნებლივ გადაიქცა გარემომცველი ინტერესების საგარეო პოლიტიკის ობიექტად, არამედ ასევე ახალი სახელმწიფოებიც აქცია შინაგანად არასტაბილურებად, დაბადა შეიარაღებული კონფლიქტები, მთავრობების წინააღმდეგობრიობა.

ახლა საკმარისად აშკარაა, რომ როგორც ტრაგიკული შეჯახებების, ისე დსთ-ში წინააღმდეგობრივი ინტეგრაციული და დეზინტეგრაციული ტენდენციების ერღერთ სიღრმისეულ და უკვე ძნელად მოსახსნელ მიზეზთაგანს წარმოადგენს ისტორიული რუსული სახელმწიფოებრიობის ორმაგი გადაკერვა (გადაკეთება, გადანაწილება) (1917 და 1991 წწ.), განხორცილებული თვითგამორკვევაზე ერების უფლების დოქტრინის მიხედვით, რომელიც შეიარაღებაში აიღეს როგორც ბოლშევიზმმა, ისე მებრძოლმა (რუს. ვოინსტვუიუშჩიი) ლიბერალიზმმაც, ორმა სწავლებამ, რომლებიც ისტორიულ ჯამში მიისწრაფვიან ერებისა და საზღვრების მოსპობისკენ. „ვუდრო ვილსონისა და ვლადიმირ ლენინის დრიოდან მთელი ასწლეულის განმავლობაში იდეამ იმის შესახებ, რომ ეთნიურობა იძლევა უფლებას პრეტენზიას აცხადებდნენ კულტურულ და პოლიტიკურ უფლებებსა და ტერიტორიაზე, შეიძინა ფართო რეზონანსი“ _ აღიარებს ამერიკელი ავტორი რ. გ. სიუნი (The Rise ov Nations in the Soviet Union. American Foreign Policy and the Desintegration of the USSR. ed. by Michael Mandelbaum. Council of Foreign relations Press. N-Y., 1991, p. 66).

საბჭოთა სახელმწიფოს ორგანიზების ეროვნული პრინციპი ნებისმიერად განსაზღვრულ ტერიტორიაზე სატიტულო ერის გამოყოფისა და მისთვის განსაკუთრებული უფლების (სახელმწიფო ენა, პრიორიტეტი კულტურის განვითარებაში, მმართველობის ორგანოების ჩამოყალიბებაში, რესურსებისა და კაპიტალების, აგრეთვე საგადასახადო შემოსავლების განკარგვაში) წარმოადგენს კანონზომიერ ნაყოფს როგორც ლოკის სწავლებისა, ასევე ისტორიული მატერიალიზმისაც როგორც ფილოსოფიის, აგრეთვე „მსოფლიოში პირველი მუშათა და გლეხთა სახელმწიფოს“ მშენებლობის კონკრეტული პოლიტიკური დოქტრინისა, რომლებსაც ახორციელებდნენ და ახორცილებენ რუსი ბოლშევიკები და ლიბერალები ისტორიული რუსეთის ნამსხვრევებზე, რომელიც რევოლუციის წარმატებისთვის გამოცხადებულ იქნა „ხალხთა საპყრობილედ“.

თეორიასა და პრაქტიკულ პლანში დაცული იყო (შედიოდა) ანტინომიები და ურთიერთგამომრიცხავი ამოცანები. ერთის მხრივ პოლიტიკურ ლოზუნგად იყო ყველა დიდი და მცირე ხალხის თვითმყოფადობის უზრუნველყოფა, შენარჩუნება და „თანასწორი პირობები“ განვითარებისთვის, თუმცა კი დიდი და მცირე ხალხის თანასწორი წარმომადგენლობა ნიშნავდა ერთი ციცქნა ხალხების მიერ თავიანთი ნების კარნახის შესაძლებლობას მრავალმილიონიანი ხალხებისთვის. მაგრამ როგორც მცირე ხალხების თვალსაზრისით, ისე მსხვილი ხალხების ინტერესების პოზიციიდანაც, სატიტულო ერების გამოყოფა კი ვერ ხსნიდა, არამედ მხოლოდ ამწვავებდა პრობლემას, რადგანაც არც ერთი ეთნოსი არ არის ლოკალიზებული ერთი ავტონომიური წარმონაქმნის შიგნით, ხოლო ზოგჯერ კი სპეციალურად არის გაყოფილი პოლიტიკური მოსაზრებების გამო.

„სოციალისტური ერებისა“ და „სოციალისტური ხალხების“ კონსტრუირებას ახდენდნენ რეალური ან წარმოსახვითი ეთნოკულტურული განსხვავებების საფუძველზე და მათ „მიამაგრებდნენ განსაზღვრულ ტერიტორიაზე“ _ წერს მ. სტერჟნევა, ხოლო „იმ ეთნიკური ერის წევრები, რომელიც აძლევდა სახელწოდებას შესაბამის რესპუბლიკას..., მიეკუთვნებოდნენ სატიტულო მოსახლეობას თუკი ისინი ცხოვრობდნენ „თავიანთ“ რესპუბლიკაში, და ეროვნულ უმცირესობებს, თუკი ისინი მუდმივად ცხოვრობნენ კიდევ სადმე სხვაგან კავშირის ფარგლებში. ამასთან ეთნიკური რუსები არსებითად იყვნენ ტრანსნაციონალური საბჭოთა ეთნოსი და არასატიტულო მოსახლეობის კატეგორია საბჭოთა კავშირში შედგებოდა უწინარეს ყოვლისა რუსებისგან“ სტერჟნევა მ. ვ., ევროპული კავშირი და დსთ: ინსტიტუტების შედარებითი ანალიზი (რუს. ენაზე), მოსკოვი, 1999, გვ. 148. ამ წარმონაქმნების ტერიტორიებზე მეორეხრისხოვან მოსახლეობაში ხვდებოდნენ არა მხოლოდ რუსები, არამედ ბევრი სხვა ხალხებიც. ბევრ წარმონაქმნში რუსები შეადგენდნენ უმრავლესობას, ხოლო ზოგიერთ მათგანში სატიტულო მოსახლეობა მესამე ადგილზეც კი იმყოფებოდა (ბაშკირეთში, მაგალითად, ბაშკირები ნაკლები არიან რუსებზეც და თათრებზეც) (2).

მაგრამ ეს პრობლემა ნაკლებად აწუხებდათ არქიტექტორებს, ვინაიდან ისტორიული მატერიალიზმი არ თვლის ერს ისტორიის სუბიექტად და უყოფს მას მხოლოდ დროებით მნიშვნელობას, ამომდინარე მოძრაობიდან ერთიანი კომუნისტური ნიმუშისკენ, თვით ყველა ერის შერწყმასა და გაქრობამდეც. ამიტომ კვაზისახელმწიფოებრივი ავტონომიური და რესპუბლიკური წარმონაქმნების შექმნამ ნებისმიერად დახაზული საზღვრების მიხედვით, სულის საყოველთაო ნიველირებისა და მხოლოდ ეროვნული ფორმის შენარჩუნების მარქსისტული მიზნით (კულტურის ლოზუნგი: სოციალისტური შინაარსი _ ეროვნული ფორმა), არასდროს არ გაუქმებულ ლოზუნგთან „ერების უფლების შესახებ თვითგამორკვევაზე გამოყოფამდეც კი“ შეხამებით, XX საუკუნის დასაწყისში უზარმაზარი დამანგრეველი ძალის მუხტი ჩადო რუსული სახელმწიფოებრიობის სულ ფუნდამენტში.

გულისყურში უნდა გვქონდეს, რომ დიდი და მცირე ხალხების (რუს. народы и народности) რაოდენობა, რომლებიც ოდესღაც გაერთიანებული იყვნენ რუსეთის იმპერიაში, იყო გაცილებით მეტი, ვიდრე ნებისმიერად დახაზული „სოციალისტური“ ავტონომიებისა და კვაზისახელმწიფოებრივი წარმონაქმნების რიცხვი. რესპუბლიკური საზღვრების მრავალჯერადად გადაკეთებისას რუსი ხალხიცა და ზოგიერთი სხვა ხალხიც ან სრულად, ან ნაწილ-ნაწილ აღმოჩნდნენ თვითნებურად (ნებისმიერად) ჩართულნი ფედერაციის შექმნადი სუბიექტების შემადგენლობაში მათ მიერ რუსეთთან ოდესღაც დამოუკიდებლად (რუს. самостоятельно) დადებული ხელშეკრულებების დარღვევით. ასეთია აფხაზეთისა და ოსეთის შემთხვევები, რომლებიც დამოუკიდებლად შემოვიდნენ რუსეთში, ხოლო შემდეგ კი გადაქცეულ იქნენ სოციალისტური საქართველოს ნაწილად, ლეკი ხალხის დანაწევრება, მთიანი ყარაბაღის მდგომარეობა, აგრეთვე ყირიმისა და დნესტრისპირეთის აშკარა სიტუაცია. ასეთ ნებისმიერ დაყოფას არ ჰქონია განმსაზღვრელი მნიშვნელობა სსრკ-ში ცხოვრებისთვის, მაგრამ შემობრუნდა რუსეთისგან მოწყვეტის ან ერის ორად გაყოფის დრამად საბჭოთა სახელმწიფოს ნგრევისას (3). ამას აუცილებელია ვითვალისწინებდეთ მსჯელობების დროს კონფლიქტების მიზეზების შესახებ, დსთ-ის მთელი გეოპოლიტიკური სივრცის პერსპექტივების, მის მონაწილეებს შორის ურთიერთობების შესახებ, ასევე გარეშე ძალების როლის შესახებაც, რომლებიც მეტად დაინტერესებული არიან თავიანთ ორბიტაში ახალი სუბიექტების ჩათრევით და იყენებენ მათ შორის კონფლიქტებს თავიანთი მიზნებისთვის.

როდესაც ვუდგებით სსრკ-ის დანაწევრებას როგორც ისტორიის მომხდარ ფაქტს, არ შეიძლება არ ვაცნობიერებდეთ მის სივრცეზე მიმდინარე პროცესების განხილვისას, რომ მისი ლიკვიდაციის გარემოებებმა ბევრ წილად საფუძველი ჩაუდეს ბევრ დღევანდელ კონფლიქტსა და ტენდენციას, აგრეთვე დააპროგრამეს გარეშე სამყაროს ყველაზე უფრო დაინტერესებული მონაწილეობა ამ პროცესებში. მკაცრად იურიდიული ნორმების მიხედვით, გამოყოფილი მოკავშირე რესპუბლიკები შეიძლებოდა ჩაგვეთვალა სახელმწიფოების სახით კონსტიტუირებულებად მხოლოდ მათში შემავალი ყველა ხალხის კონსენსუნსის დროს და იმ პროცედურების შემდეგ, რომლებიც უზრუნვლყოფდნენ მოკავშირე რესპუბლიკის ტერიტორიაზე, რომელმაც განაცხადა სურვილი დამოუკიდებლობის თაობაზე, თითოეული ხალხისა და ტერიტორიისთვის თავისი სახელმწიფოებრივი კუთვნილების თავისუფლად არჩევის შესაძლებლობას (4).

ზოგიერთ რესპუბლიკაში მდგომარეობა მთლიანობაში აკმაყოფილებდა ამ კრიტერიუმებს, მაგრამ რიგ მათგანებში სულ თავიდანვე სიტუაცია შორს იყო ასეთისგან. მიუხედავად ამისა ეს ახალწარმონაქმნები დაუყოვნებლივ იქნენ აღიარებული საერთაშორისო საზოგადოებრიობის მიერ, ხოლო კონფლიქტები, რომლებიც წარმოიქმნა სწორედ სსრკ-დან გასვლისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოებად კონსტიტუირების საკითხის გამო, თანაც წარმოქმნილები დამოუკიდებლობის აღიარებისა და გაფორმების ფაქტამდე, გამოცხადებულ იქნა „სეპარატისტულებად“, როგორც რომ ისინი წამოჭრილი ყოფილიყო უკვე დიდი ხნის წინ ჩამოყალიბებული და ლეგიტიმურად აღიარებული სახელმწიფოების ტერიტორიაზე.

კავშირიდან გასვლის საკონსტიტუციო პროცდურის არმიცემა დღესაც აძლევს უფლებას კონფლიქტში მონაწილე მხარეებს დაობდნენ მათთვის თავსმოხვეული ისტორიული ბედის გამო. სწორედ ამ მიზეზებით პოსტსაბჭოთა სივრცის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი გარდაქმნის პროცესი თავად ამ სახელმწიფოებში ყველას მიერ არ არის მიჩნეული დასრულებულად, ხოლო მისი ყოფილი რესპუბლიკების ტერიტორიული და სამართლებრივი სტატუსი _ საბოლოოდ. მაგრამ ასე თუ ისე, ესეც აგრეთვე მოცემულობაა, მოსკოვმა სსრკ-ის ლიკვიდაციის მის მიერვე არჩეული ხერხის საშინაოპოლიტიკური გარემოებების შესაბამისად, აგრეთვე გარედან ზეწოლასთან დაკავშირებით, აღიარა არსებული რესპუბლიკური საზღვრები საერთაშორისო საზღვრების სახით.

ამრიგად, კონფლიქტურობის პოტენციალი იმანენტურად იყო დამახასიათებელი ერთიანი სახელმწიფოს დეზინტეგრაციის დაწყებული პროცესისთვის არაისტორიული საზღვრების მიხედვით. იგი არ არის დაძლეული, არამედ მხოლოდ იცვლის თავის ფორმებსა და დინამიკას ახალი სახელმწიფოების მსოფლიო არენაზე ორიენტაციის-და მიხედვით. აქ ჩვენ მივადექით მეტად მნიშვნელოვან და დსთ-ისა და რუსეთის ისტორიული სახელმწიფოს მთელი გეოპოლიტიკური არეალის პრობლემების განმსაზღვრელ ასპექტს.

თუმცა კი ზედაპირზე მთელ წინააღმდეგობებს პროცესის დასაწყისში განმარტავდნენ კომუნიზმისა და დემოკრატიის ბრძოლის კალაპოტში, საქმით ამ ფორმულირებების უკან იმალებოდა გაცილებით უფრო რთული და ღრმა შინაარსი. იმის-და მიხედვით, რაც ასეთი იდეოლოგიური პარადიგმა ძველდებოდა, ნიღაბი კი იცვითებოდა საზოგადოებრივი იდეოლოგიების მეტ-ნაკლებად საბოლოო გაფორმებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო დოქტრინებმა დაიწყეს უკვე აშკარად ასახვა ამა თუ იმ გეოპოლიტიკური არჩევანისა, პრორუსულის ან სხვა ორიენტაციისა მსოფლიო ისტორიაში. სწორედ ეს გახლდათ იმის მიზეზი, თუ აშშ-მა და დასავლეთმა, რომელთა როლიც დანაწევრების იდეოლოგიის, კონცეფციისა და მიმართულების ფორმულირებაში აშკარად მაღალია, კატეგორიულად მოითხოვეს სსრკ-ის დაშლის დაუყოვნებლივ აღიარება რესპუბლიკური საზღვრების მიხედვით.

ყურადღების ღირსია ის, რომ არც ერთმა დასავლურმა სახელმწიფომ არ მისცა უფლება გამოეყენებინათ მის მიმართ ყბადაღებული „უფლება ერისა თვითგამორკვევაზე“, რომელიც „არღვევს თითოეული საბოლოოდ წარმოქმნილი სახელმწიფოს სუვერენიტეტს“ (Etat definitivement constitue) და „ამიტომ არ მიეკუთვნება არც სახელმწიფოს ნაწილს, არც რომელიმე სხვა სახელმწიფოს“.

დასავლეთში უკვე ერთა ლიგის პერიოდისთვის შეიმუშავეს სხვადასხვანაირი სტანდარტები მისი გამოყენებისთვის* (*ორი კომისიის დასკვნები ერთა ლიგის შეკვეთის მიხედვით მოყვანილი აქვს ა. მანდელშტამს, რუს დიპლომატსა და საერთაშორისო სამართლის თეორეტიკოსს, სპეციალისტს უმცირესობათა უფლებებში, თავის წიგნში: „ზარევანდი, თურქეთი და პანთურქიზმი“, პარიზი, 1930, გვ. 27-28) დასავლეთის სახელმწიფოებთან მიმართებით „თვითგამორკვევის უფლება“ ეწინააღმდეგება „თავად იდეას სახელმწიფოსი, როგორც ტერიტორიული და პოლიტიკური ერთეულისა“ და დანარჩენი ხალხისა და სახელმწიფოს უფლებას ერთიანობაზე, რაც როგორც კომპრომისს, შობს მხოლოდ კულტურულ-ეროვნულ ავტონომიას. მაგრამ გამონაკლისი იქნა გაკეთებული „რევოლუციებით შეპყრობილი ქვეყნებისთვის“.

როდესაც რუსეთს თავს დაატყდა ბოლშევიკური რევოლუცია, ქვეყანა დროებით დაიშალა, პრეზიდენტ ვ. ვილსონის alter ego-მ პოლკოვნიკმა ჰაუზმა ურჩია მას „დავარწმუნოთ რუსეთი ჩვენს სიმპატიაში მისი მცდელობებისადმი მტკიცე დემოკრატიის დასამყარებლად და აღმოვუჩინოთ მას მთელი შესაძლო ხერხებით ფინანსური, სამრეწველო და მორალური მხარდაჭერა“. სწორედ აშშ-მა გამოაცხადა რუსეთის პირველი დაშლის ფონზე მსოფლიოს გარდაქმნის პირველი უნივერსალისტური პროექტი „დემოკრატიისა და ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების“ საფუძველზე _ XIV პუნქტისგან შემდგარი პროგრამა. ჰ. კისინჯერმა აღნიშნა, რომ ამ მომენტიდან აშშ-მა უარყო „ძალთა წონასწორობის კონცეფცია“ და „Realpolitik“ როგორც ამორალურები, შემოიტანა რა სართაშორისო წესრიგის ახალი კრიტერიუმები _ დემოკრატია, კოლექტიური უსაფრთხოება და თვითგამორკვევა“.* (*კისინჯერი ჰენრი, დიპლომატია, მოსკ. 1994, გვ. 196)

მაგრამ ვილსონიანობას გააჩნდა სრულიად რეალური მიზნები – რუსეთის, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების მთავარი გიგანტური სუბიექტის ჩამოცილება მისი დანაწევრებისა და მისი ნაწილების ახალ გავლენის სფეროებში განაწილების მეშვეობით, რასაც ამტკიცებს რუსეთის შესახებ პუნქტის გაშიფვრა პოლკოვნიკ ჰაუზის „არქივში“.

უაზრობაა უარვყოფდეთ იმას, რომ 1917 წ. რევოლუციასა და 1991 წ. სსრკ-ის ნგრევას ჰქონდათ შინაგანი წინაპირობები. მაგრამ, ასევე უდაოა, რომ გარეშე კონტექსტი 1991 წ. უფრო მეტ როლს თამაშობდა რუსეთის შიდაპოლიტიკურ ცხოვრებაში, ვიდრე ოდესმე ისტორიაში. ამასთან, XX ს. „Realpolitik“ „ტირანების“ დროებისგან განსხვავებით იმალება იდეოლოგიური კლიშეების ქვეშ, რის დემონსტრირებასაც ახდენდა კომუნისტური უნივერსალიზმი, ხოლო ახლა კი იმეორებს „ერთიანი მსოფლიოს“ ფილოსოფია.

პარალელები რევოლუციასთან აშკარაა დასავლეთის პოლიტიკაში, უწინარეს ყოვლისა ანგლოსაქსონური ინტერესებისა. საინტერესოა, რომ აშშ გამოეხმაურა 1991 წლის დრამატულ მოვლენებს 1917 წლის თავისი სტრატეგიის სულისკვეთებით და მიესალმა კომუნისტური დერჟავის ნგრევას იგივე სიტყვებით, რითაც საუკუნის დასაწყისში რუსეთის დერჟავის ნგრევასაც. ყველგანმყოფი ამერიკული ინტერესების პოლიტიკამ 90-იანი წლების დასაწყისში მკაფიოდ გამოავლინა „ნეოვილსონიანობის“ ნიშნები. როდესაც მოსკოვში, კიევსა და თბილისში „თავისუფლებისა და დემოკრატიის“ პროტაგონისტმა პრეზიდენტმა ბუშმა, დაპირდა რა უკრაინას აღიარებას, აკურთხა ბელოვეჟის შეთანხმება, როდესაც აშშ-მა იცნო საქართველო, ისე, რომ არ დალოდებია თბილისის რეჟიმის ლეგიტიმიზაციას, უნებურად მოგვაგონდა ბრესტის ზავის დროება, ჰაუზი და ვ. ვილსონი XIV პუნქტისგან შემდგარი მათეული პროგრამით, ლოიდ-ჯორჯის გეგმა რუსეთის დანაწევრებისთვის, მცდელობა ეღიარებინათ მაშინვე ყველა „დე-ფაქტოდ“ არსებული მთავრობა „ყოფილი“ რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე და ა. შ. მაგრამ ყოველივე ამის უკან იდგა ჰ. მაკკინდერის სქემა _ წვრილი და სუსტი სახელმწიფოების სარტყელი ბალტიკიდან შავ ზღვამდე, რომელიც დაადასტურა ამერიკული საგარეო ურთიერთობათა საბჭოს 1941 წლის აგვისტოს დასკვნამ „სლავებსა და ტევტონებს შორის ბუფერული ზონის“ აუცილებლობის შესახებ, რომელიც დაექვემდებარებოდა ანგლოსაქსების კონტროლს მრავალმხრივი სტრუქტურებისა და ზეეროვნული (რუს. наднациональные) მექანიზმების მეშვეობით.

1990-იან წლებში უკვე ყველგანმყოფი ამერიკული ინტერესების პოლიტიკამ მაშინვე შეიძინა „ნეოვილსონიანობის“ მკაფიო ნიშნები. გვთავაზობენ რუსი ხალხის ნაკუწებად დაჩეხილი სხეულის ცნობას როგორც მისი ათასწლოვანი ისტორიის საბოლოო შედეგისა. დაუყოვნებლივ აღიარებულ იქნა ქვეყნის დანაწევრება ახლანდელი დროის მთელი საერთაშორისო-სამართლებრივი ატრიბუტებით _ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სტრუქტურებში მიღება, მითითება მათგან „უცხოური“ არმიის გაყვანაზე. ისევე როგორც ვილსონის პროგრამაშიც განიხილებოდა შუა აზიის გადაორიენტირება ახალ „მეურვეზე“ და „კავკასია როგორც თურქეთის პრობლემების ნაწილი“.

ვილსონიანელები ვერსალში სთავაზობდნენ „დაიხაზოს საზღვრები ახალი სახელმწიფოებისთვის“* (*The Intimate Papers of Colonel House London, 1928, v. IV, p. 204). სავსებით ამ გეგმების შესაბამისად საზღვრები დახაზულ იქნა ბოლშევიკების მიერ. ნეოვილსონიანელები ღიად მოითხოვდნენ ამ დაყოფისა და ძალთა ახალი ბალანსის შეუქცევად დამტკიცებას.

დასავლეთისთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო სსრკ-ის დემონტაჟი რესპუბლიკების მისგან გასვლით სამართლებრივი პროცედურის შესაბამისად, რომელიც აშკარად წაართმევდა საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას იმ სტრატეგიულ უპირატესობებს, რომლებიც მათ მიიღეს კომუნისტური ექსპერიმენტების მსვლელობისას. აშკარაა, რომ სწორედ ეს ტერიტორიები, რომლებმაც თავის დროზე გადააქციეს რუსეთი იმ დერჟავად, რომლის გარეშეც ვერც ერთი ზარბაზანი ევროპაში ვერ ისროდა, აძლევდნენ დასავლეთის თვალში ფასეულობას საერთაშორისო ურთიერთობების ახალ სუბიექტებს მსოფლიო წონასწორობის დაგეგმილ სრულ გადახედვაში, რომელმაც სუვერენული იუგოსლავიის წინააღმდეგ აგრესიასთან ერთად, შეიძინა უკვე მსოფლიოს ღია გადანაწილების ხასიათი.

ბრძოლა ამ გადანაწილებისთვის აირეკლება თავად ისტორიული რუსეთის სივრცეზე მიმდინარე პროცესებშიც, სადაც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრებმა, რვა წლის განმავლობაში გამოავლინეს თავიანთი ისტორიული ორიენტაცია. დსთ-ის გარშემო მოქმედი გარეშე ფაქტორები და ძალები უწინდებურად უსერიოზულეს გავლენას ახდენენ მის პერსპექტივებზე, რომლებსაც არ შეიძლება განვიხილავდეთ ღრმა მეტოქეობის გარეთ (გარეშე) მსოფლიო ისტორიის არა მხოლოდ გოპოლიტიკური, არამედ სულიერი ძალებისაც.

აშკარაა, რომ უკრაინის, მოლდოვას, საქართველოს, აზერბაიჯანის _ რუსეთის ისტორიულ მიჯნებზე დასავლეთის უპრეცედენტო ზეწოლის ხაზზე მდებარე სახელმწიფოების _ პოლიტიკა წარმოადგენს ევრაზიაში მომავალი გეოპოლიტიკური ძალთა განაწილების (რუს. расклад) კარდინალურ ფაქტორს. აშკარაა აგრეთვე ისიც, რომ ამ სახელმწიფოთა საზოგადოებები ახდენენ წინააღმდეგობრივი ტენდენციების დემონსტრირებას მომავლის მათეულ ხედვაში, მთავრობები კი თანამიმდევრულად შორდებიან რუსეთს. მათ ფონზე ურთიერთობები შუა აზიის ქვეყნებთან, რომლებიც თითქოსდა უფრო შორს არიან ჩვენგან ცივილიზაციურად, წარმოგვიდგება გაცილებით უფრო ლოიალურად თვით დისტანცირების დროსაც კი (უზბეკეთი), ყოველ შემთხვევაში არ გვპირდებიან დრამატულ ცვლილებებს, თუ არა მხოლოდ გარედან შემოჭრის გარდა (ტაჯიკეთი).

რამდენსაც არ უნდა ლაპარაკობდნენ პოზიტივისტური აზროვნების კალაპოტში ეკონომიკის პრიმატის შესახებ, არსებული კავშირებისა და საქონლის საერთო ბაზრის შენარჩუნებაში საერთო დაინტერესებულობის შესახებ, იდეალური საზოგადოებრივი ინსტიტუტების ყოვლისშემძლეობის შესახებ, რომლებიც ხალხებს გადააქცევს ერთიმეორის მეგობრებად და კეთილ მეზობლებად, დსთ ახდენს იდეოლოგიის, ისტორიის ფილოსოფიის პრიმატს, რომლებიც ბადებენ ისეთ პოლიტიკას, რომელიც ხშირად იჭრება ეკონომიკაში და ანგრევს მას.

სსრკ-ის დაშლის საწყის პერიოდში რუსეთის ისტორიული სახელმწიფოს ნანგრევებზე ახლადგამომცხვარ სახელმწიფოებსაც ჯერ კიდევ არ აღიქვამდნენ დასავლეთი და თავად გადანაწილების მონაწილეებიც როგორც სამუდამოდ გადაწყვეტილ ფორმას და როგორც „საბოლოოდ ჩამოყალიბებულ სახელმწიფოებს“ _ „Etats definitivement constitues“. სანამ პოსტსაბჭოთა სივრცის მომავალი არ მოსჩანდა იმდენად განსაზღვრულად და რე-ინტეგრაციული მოვლენები ჯერ კიდევ განიხილებოდა როგორც შესაძლებელი, სიმპტომატური იყო სხვადასხვანაირი მოდელების პერიოდულად ჩაგდება დსთ-თვის, რომლებიც მოწოდებული იყო რეინტეგრაციისკენ ტენდენციების წარმართვისთვის, ასეთებს რომ მოულოდნელად ძალა მისცემოდათ, „საჭირო“ კალაპოტში, რომელიც გამორიცხავდა რუსი ხალხის ერთიანობის აღდგენას. დასავლეთმა ერთხელ გადაკვრით მიგვანიშნა კიდეც აშშ პრეზიდენტის კლინტონის პირით, რომ არ იქნება რეინტეგრაციის წინააღმდეგი „დემოკრატიული პრინციპებისა და ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების საფუძველზე“. მაგრამ მსოფლიო მთავრობის მიერ სანქცირებულ „კავშირის აღდგენას“ გააჩნდა თავისი სრულიად განსაზღვრული პარამეტრები და შეზღუდვები _ მ. გორბაჩოვის „სუვერენულ“ სახელმწიფოთა კავშირის“ (სსკ) გზა, ამასთან აზიური რესპუბლიკებით, და არა ბელორუსიითა და დნესტრისპირეთით, რაც უკვე „ეწინააღმდეგებოდა“ დემოკრატიას. აშკარაა დასავლეთის მკაფიო მიზანიც მთელი ძალებით წინ აღუდგეს ნებისმიერ პოტენციურ რეინტეგრაციულ პროცესებს უკრინასთან. სხვადასხვანაირ არაპირდაპირ კომენტარებში ყოველთვის აკეთებდნენ აქცენტს იმაზე, რომ რუსეთი თავს უნდა არიდებდეს სამხედრო-პოლიტიკურ კავშირს დასავლელ მეზობლებთან იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც ასეთი იდეით გამოვლენ თავად ეს ქვეყნები.

ისტორიული რუსეთის გეოპოლიტიკური სივრცის რესტრუქტურიზაციის რაღაც პროექტის ნიმუში იყო ევრაზიული კავშირის (ეაკ) ფაქტიურად რეანიმირებული სახაროვისეული იდეა, რომლითაც გამოვიდა ყაზახეთის პრეზიდენტი ნ. ნაზარბაევი. ეაკ-ის პროექტსა და ინტეგრაციის მსგავს მოდელებს, ნომენკლატურული „ევრაზიულობის“ იდეას, რომელსაც ერთ დროს გაძლიერებულად განიხილავდნენ გორბაჩოვ-ფონდის, „რეალისტების კლუბის“ ტიპის ინსტიტუციები, საფუძვლად ედო თეზისი „სრულიად დამოუკიდებელი“ ერების ახალი ნებაყოფლობითი გაერთიანების“ შესახებ, რაც ნიშნავდა ისტორიის ახალ გაუქმებას _ ახლა 1991 წლამდე ისტორიისა, და ისტორიული მემკვიდრეობითობის ახალ წყვეტას. ევრაზიული კავშირის იდეის მიღებას ექნებოდა სერიოზული იურიდიული შედეგები.

შემოთავაზებული „ერთიანობის აღდგენა“ საქმით ნიშნავდა არა ბელოვეჟის შეთანხმებათა გადალახვას, არამედ, პირიქით, მათ დაკანონებას, დანაწევრების დამატებით იურიდიულ აღიარებას ლეგიტიმური ამოსავალი (საწყისი) პოზიციის სახით, აგრეთვე ირიბი ფორმით იურიდიულ უარის თქმას თავისი მომავლის არჩევის უფლებაზე გაყოფილი რუსი ხალხის მიერ, რომელიც ფლობს განუყოფელ ეროვნულ, ე. ი. ექსტერიტორიულ სუვერენიტეტს, და ქვეყნის დაყოფის არასამართლებრივი ხასიათის ძალით გააჩნია ერთიან სახელმწიფოებრივ სხეულად გაერთიანების უფლება საზღვრების მშვიდობიანად შეცვლის მეშვეობით. ეაკ-ის პროექტი, ისევე როგორც „ახალი განახლებული კავშირისა“ ნიშნავდა ერთიანი რუსული სახელმწიფოს ორი უწინდელი დაყოფის (1917 და 1991 წწ.) კანონიერების მორიგ დადასტურებას ნებისმიერად (თვითნებურად) შეკერილ „ეროვნულ“ ტერიტორიებად, ასევე რუსი ერის დანაწევრებისა და მისკენ მიდრეკილი ბევრი ხალხის ჩამოშორების კანონიერების მორიგ დადასტურებასაც.

ეაკ-ის პროექტი სპეკულირებდა ნოსტალგიაზე ერთიანი სახელმწიფოს გამო, მაგრამ ისტორიული შეცვლების (გაყალბებების) საუკუნეში თავად იდეა კავშირისა იქცეოდა, როგორც ეს უკვე იყო 20-იან წლებში, რუსი ხალხის ისტორიული სახელმწიფობრიობის საბოლოოდ გათქვეფის იარაღად, და ამასთან მისი უკვე გამოფიტული დემოგრაფიული და ეკონომიკური პოტენციალის ახალი გადაძაბვის იარაღადაც „განაპირა მხარეების“ (რუს. «окрайны») მორიგი „განვითარებისა“ და თურქული ელიტების, პოსტსაბჭოთა ოლიგარქებისა და ნომენკლატურის მიერ მსოფლიო კონცერტში ადგილის მიღებისთვის. ღრმად (განსაკუთრებულად) მატერიალისტური და ნატურალისტური აზროვნება ეფარებოდა (ფარავდა) იმ უცილობელ ფაქტს, რომ რუსების როგორც მსოფლიო ისტორიის სუბიექტის გაქრობასთან ერთად წყვეტს თავის ყოფიერებას არა მხოლოდ რუსეთი, არამედ ევრაზიაც. ვინაიდან როგორც პოლიტიკური ცნება ევრაზია წარმოიშვა მხოლოდ რუსეთის ჩამოყლიბებასთან ერთად, რომელიც რჯულშემწყნარებელი მართლმადიდებლური ბირთვის მეშვეობით საკუთარ თავში აერთებს ევროპასა და აზიას, და გადალახა მათი ისტორიული ბრძოლა ხალხებისა და ცივილიზაციების უნიკალური ურთიერთმოქმედებით. მანამდე არანაირი პოლიტიკური და კულტურული ერთეული „ევრაზია“ არ ყოფილა, არამედ მიდიოდა სასტიკი ბრძოლა „ევროპულ და აზიურ სულს“ შორის.

ისტორიული რუსეთის ნგრევა და მართლმადიდებელი რუსი ხალხის გადაქცევა მისი ეროვნული თვითშეგნებით „ევრაზიული სივრცის ხალხმოსახლეობად“ ან, როგორც ლაპარაკობდნენ თვით „სლავური მეცნიერებათა აკადემიის“ წიაღში*, რაღაც „სლავურ-ევრაზიულ სუპერეთნოსად“ მხოლოდ უკან აბრუნებს ევროპისა და აზიის დაპირისპირების ერას, რომლებიც უკვე შეუდგნენ რუსული მემკვიდრეობის ურთიერთშორის გაყოფას (*სლავური მეცნიერებათა აკადემიისა და ზოგიერთი სხვა სტრუქტურის ეგიდით 1994 წ. მაისში ნიჟნი ნოვგოროდში ჩატარებულ იქნა „სლავურ-ევრაზიული კონგრესი“, სადაც რიგ მოხსენებებში ჟღერდა ეს იდეები). მაგრამ ამ გადანაწილების საბოლოო მისწრაფებები და მისი შედეგები _ რუსეთის ჩამოცილება (მოხსნა, რუს. უსტრანენიე) _ საშუალებას გვაძლევს ვეჭვობდეთ, რომ ამ პროექტს გააჩნია დიდი ხნის ისტორია. ევრაზიული კავშირისა და მსგავსი პროექტების კონკრეტული ავტორები, უფრო სწორად გამხმოვანებლები 1990-1994 წწ. ძნელად თუ ისახავდნენ ასეთ მსოფლიო-ისტორიულ მიზნებს, იყვნენ რა მხოლოდ ლიბერალური კლიშეს ფანატიკური რუპორი (აკადემიკოსი ა. სახაროვი), ან კიდევ, იცავდნენ რა საკუთარ კერძო გეოპოლიტიკურ მიზნებს, რომლებიც დაკავშირებული იყო ყაზახეთისა და პანთურქიზმის პრეტენზიებთან ახალ გეოპოლიტიკურ პასიანსში. ეს მისწრაფებები ბუნებრუივია, და ძლიერი რუსეთი სავსებით შეძლებდა მათ გაწონასწორებას. მაგრამ არ შეიძლება ვეთანხმებოდეთ სახელის რუსეთი შეცვლას „ევრაზიულ კავშირზე“: ამ სახელის დაკარგვა უკვე ძვირად დაუჯდა რუს ხალხს. თუკი ეკონომიკური „ევრაზიული კავშირი“ _ მინდორია სასარგებლო ეკონომიკური თამაშისთვის, პოლიტიკური ეაკ ემსახურებოდა რუსეთისა და რუსი ხალხის ჩამოცილებასაც როგორც მთავარი გეოპოლიტიკური სუბიექტისა ევრაზიულ სივრცეზე, როგორადაც იგი იყო საუკუნეების განმავლობაში და მსოფლიო ისტორიისა და კულტურის ერთერთი წამყვანი სუბიექტთაგანისა.

აშშ-ს, რომელიც ავლენს მზრუნველობას „დამონებულ ერებზე“, არ შერცხვენია იმისა, რომ „ექსპერიმენტმა ისტორიულ რუსულ სახელმწიფოებრიობაზე, რომელსაც ატარებენ XX საუკუნის დასაწყისიდან „თვითგამორკვევაზე ერთა უფლების“ შესახებ თეორიის კალაპოტში, მის მიწურულში მიგვიყვანა ამ უფლების დაკარგვამდე მსოფლიოს ერთერთი უმსხვილესი ხალხის _ რუსების მიერ“* (*აქტი რუსი ხალხის ერთიანობის შესახებ. მიღებული II მსოფლიო რუსული კრების მიერ. მოსკოვი, წმინდა-........). იმას, რაც მოუვიდა რუს ხალხს, არ გააჩნია არც იურიდიული, არც ისტორიული პრეცედენტები მსოფლიოში. ლაპარაკია არა უცხო ქვეყნებში გაფანტვაზე (როგორც იყო რევოლუციის შემდეგ), არა უკვე დიდი ხნის წინ ჩამოყალიბებული სხვა სახელმწიფოების შემადგენლობაში შესვლაზე იმ პირობებით, რომლებიც აღიარებულია თავისი დროის იურიდიული ნორმებით (მაშინ ეროვნულ უმცირესობად გადაქცევა ბუნებრივი და მართლზომიერია), არამედ „ერთიანი რუსი ხალხის ნებისმიერად (თვითნებურად) დაყოფის შესახებ მისი საკუთარი ისტორიული სახელმწიფოებრიობის ტერიტორიებად“.

90-იანი წლების დასაწყისში „რუსული პრობლემატიკა“ იყო ე. წ. „რუსული პატრიოტული მოძრაობის“ განსაკუთრებული თემა, რომელშიც, ისევე როგორც საზოგადოებრივი შეგნების ყველა სხვა სექტორში, შეიძლებოდა გვეპოვნა შეხედულებებისა და გამოხატვის ხერხების ყველაზე უფრო ფართო სპექტრი _ ეკზალტირებული და პრიმიტიული რადიკალებიდან, რომლებიც საერთოდ უარს ამბობდნენ რეალიების აღიარებასა და პრობლემების გადაწყვეტის განხორციელებადი მეთოდების განხილვაზე, რესპექტაბელურებამდე და თემის ღრმად გამააზრებლებამდე. პირველად სერიოზულ დონეზე რუსი ხალხი გამოცხადებულ იქნა „დაყოფილ ერად“ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეგიდით მოწვეულ მეორე მსოფლიო რუსული კრების დოკუმენტებში, რომლებიც მიღებულ იქნა წმინდა-დანილას მონასტერში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქების თანდასწრებით და ბევრი საზოგადოებრივი ორგანიზაციის მონაწილეობით.* (*იქვე. ე. წ. „რუსი ხალხის ერთიანობის შესახებ აქტის“ ავტორები იყვნენ ნ. ა. ნაროჩნიცკაია და ქ. გ. მიალო) მაგრამ, II მსოფლიო რუსული კრების დაუნდობელი, თუმცა კი უნაკლოდ არგუმენტირებული, აკადემიურ ტონში გაკეთებული, იურიდიული და ისტორიული შეფასებები და ფორმულირებები, მაინც შოკის მომგვრელად უსწრებდნენ წინ საზოგადოებრივი შეგნების დინამიკას, და ამიტომაც ვერ იქცნენ თვით მრავალი იმათგანის კონკრეტულ პლატფორმად, ვინც მას იღებდა.

2000 წლის ზღურბლზე ამ თემამ გაჟღერება დიწყო უკვე იმ ავტორების სერიოზულ პოლიტოლოგიურ ნაშრომებში, რომლებიც არ იყვნენ დაკავშირებული პოლიტიკასთან. ასე, მ. სტერჟნევა ნაშრომში, რომელიც მიძღვნილია ევროპის ეკონომიკური საზოგადოებრიობისა (ეეს, რუს. ЕЭС _ საერთო ბაზარი) და დსთ-ის ინტეგრაციული იდეებისა და მექანიზმების შედარებითი ანალიზისადმი, აღნიშნავს, რომ „ეთნიკურ რუსებსა და მათ, ვინც თვლის საკუთარ თავს რუსად რუსული ენისა და რუსული კულტურისადმი კუთვნილების ნიშნის მიხედვით შეიძლება ვთვლიდეთ გაყოფილ ერად“. ავტორი შემდეგ ბუნებრივად ვარაუდობს იმას, რომ იმ 20 მლნ.-ზე მეტ „არცთუ თავისი ნებით „უცხოელ“ რუსს“, რომლებიც ფორმალურად იქცნენ სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების მოქალაქეებად, რომლებშიც მათ უწევდათ ცხოვრება სსრკ-ის დეზინტეგრაციის მომენტში“, „ძნელად თუ აწყობს სავსებით ასეთი სიტუაცია“.* (*სტერჟნევა მ. ვ., ევროკავშირი და დსთ: ინსტიტუტების შედარებითი ანალიზი, მოსკ., 1999, გვ. 150.)

XX ასწლეულის განმავლობაში რუსეთის სახელმწიფოს ორმა თვითნებურმა ნგრევამ, და არა თავისუფალმა არჩევანმა, წაართვა 25 მლნ. რუსს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ნების სუბიექტის როლი. სახეზეა მცდელობები რადაც არ უნდა დაუჯდეთ განამტკიცონ ისტორიული რუსული სახელმწიფოებრიობის ნგრევის შედეგები „ტოტალიტარული სსრკ-ის“ „დამსახურებული“ კრახის საბაბით. მაგრამ „განახლებული კავშირი“, „ევრაზიული კავშირი“, ნებისმიერი სხვა „ინტეგრაციული“ მოდელები რუსული ისტორიული სახელმწიფოებრიობის ნამსხვრევებზე მხოლოდ ნიშნავს ორი უკანონო დაყოფის აღიარებასა და ირიბ გამაგრებას (განმტკიცებას). რუსი ხალხის დაყოფილი და უსახელმწიფო სტატუსი „შეიძლება გადალახულ იქნას მხოლოდ ისტორიული მემკვიდრეობითობის პირდაპირი და არაორაზროვანი გამოცხადებით არა 1991 ან 1922, არამედ 1917 წლიდან“, რაც სულაც არ ნიშნავს ბევრი დღევანდელი რეალობის აღიარებაზე უარის თქმას.

დაბოლოს, შეზღუდვები, გეოპოლიტიკური მარწუხები, რომლებიც სულ უფრო მეტად ეჭირება მუდმივად შევიწროვებადი არეალის გარშემო (XVI საუკუნის მოსკოვეთი?), და უკვე არაკომუნისტური რუსეთის შინაგანი ცხოვრების მკაცრი მითითებანი (მიწერილობანი) აშიშვლებენ დასავლეთისა და მისი რუსული ავანგარდის „ანტიბოლშევიკური“ ლაშქრობის ჭეშმარიტ არსს, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში გამოდიოდა მარქსიზმის სახით, ხოლო მის მიწურულს კი გამოეწყო ლიბერალის ტოგაში. საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის ა. კოზირევის აღიარებით, „საკითხი იმაშია, თუ პოსტკომუნისტური საზოგადოების როგორი ტიპი იქნება არჩეული“.

ბილდერბერგულ კლუბსა და სამმხრივ კომისიას, ამერიკულ საგარეო ურთიერთობათა საბჭოს (ამ მონდიალისტურ არაინსტიტუციონალიზებულ სპეციფიურ საზოგადოებებში წევრობა ხშირად ემთხვევა ერთმანეთს) ათწლეულების განმავლობაში მშვენივრად ჰქონდათ შეგნებული სტრატეგიული ამოცანა _ ჩართონ რუსეთის პოტენციალი მსოფლიო ისტორიის საკუთარ მიზნებში. ვინაიდან ე. წ. „მდგრადი განვითარებისთვის“ XXI საუკუნეში აუცილებელია დასავლეთისთვის უკვე შეუძლებელი ფაქტორების შეხამება: სრული უზრუნველყოფის საკუთარი რესურსები; სამხედრო ძლიერება, რომელიც გამორიცხავს სხვების მიერ ხელის აღმართვას ამ რესურსებზე; გარედან მიწოდებებისგან მაქსიმალურად დამოუკიდებელი ეკონომიკა; მოსახლეობის მაღალი საგანმანათლებლო დონე და სამეცნიერო კვლევების სრული ციკლი; მოსხლეობის ძალზედ მაღალი სიმჭიდროვის არქონა და შთამბეჭდავი ტერიტორია, მოხმარებისა და მოთხოვნილებათა შედარებით არცთუ მაღალი მიმდინარე დონე, პოზიტიური პოტენციალი პლანეტაზე ადამიანისადმი არდაქვემდბარებული ცვლილებების ჭრილში (დათბობა).

მსოფლიოში არსებობს მხოლოდ ერთი ასეთი ქვეყანა _ რუსეთს თვით XX საუკუნის საშინელი ექსპერიმენტების შემდეგაც აქვს შესაძლებლობა აგრძელებდეს დამოუკიდებელ განვითარებას მსოფლიო ისტორიაში როგორც დასავლეთის თანაზომადი სულიერი, კულტურული, გეოპოლიტიკური ძალა. სამწუხაროდ, მართლდება ი. ილინის ყველაზე უფრო მწარე მსჯელობები იმის თაობაზე, რომ სწორედ ასეთი რუსეთი დასავლეთს არ სჭირდება, ისევე როგორც მისი პროგნოზები „კულისებსმიღმელ ბოროტისმსურველებთან“ მიმართებით, რომელთაც „სჭირდებათ რუსეთი კლებადი მოსახლეობით“, რისთვისაც ისინი დაუწყებენ რუსებს ცდუნებას ყველაფრით, რასაც მოაქვს ქაოსი და ნგრევა, და დაუყოვნებლივ ბრალს დასდებენ მას „მოჩვენებით იმპერიალიზმში“, „ფაშიზმში“, „რეაქციულობასა და გარბაროსობაში“ ნებისმიერი წინააღმდეგობის გაწევისას* (*იხ. ი. ა. ილინი, ჩვენი ამოცანები /რუს./, მოსკ., 1992). რუსების გაქრობა (გადაშენება, რუს. ვიმირანიე) უკვე იქცა რეალობდ (ეს მოვლენა მოწმობს ყოველთვის არა იმდენად ცხოვრების პირობების გაღარიბებაზე, რამდენადაც ხალხისთვის მის აზრში გულის აცრუებაზე, რომელსაც ერეკებიან ისტორიის განაპირა კიდისკენ). რუსების ახლანდელ დემოგრაფიულ კატასტროფას შედეგად შესაძლოა მოჰყვეს მათი რიცხოვნების ორჯერ შემცირება 25 წლის შემდეგ. მაგრამ რუსეთი „კლებადი მოსახლეობით“, რომელიც ვერ მართავს თავის მომავალს, ახდენს მსოფლიოს უზარმაზარი ნაწილის მომავალი გეოპოლიტიკური გადანაწილების პროვოცირებას.

ნაწილი 2. ძველი გეოპოლიტიკური პროექტები ახალი სახით

იდეოლოგიური და გეოპოლიტიკური, აგრეთვე სამხედრო-სტრატეგიული ხასიათის ყველაზე უფრო დიდი დაძაბულობა, ისევე როგორც სამასი წლის წინათ, დაიმზირება ბალტიკა-შავი ზღვის რკალზე, სადაც ისტორიული რუსული სახელმწიფოს ნაწილები, ახლა დამოუკიდებელი სახელმწიფოები ბელორუსია, უკრაინა, მოლდავეთი, საქართველო, ხდებიან დასავლეთის კოლოსალური ძალისხმევის ობიექტები, რომელიც მიისწრაფვის სხვადასხვანაირი გეოპოლიტიკური კომბინაციების გზით მიიზიდოს (ჩართოს) ისინი თავის ორბიტაში, არ დაუშვას ამ სახელმწიფოებში პრორუსული ელიტების ხელისუფლებაში მოსვლა და არ მისცეს უფლება რუსეთს არსებული (დსთ) ან ახალი მექანიზმების დახმარებით შეიკავშიროს გეოპოლიტიკური სივრცე უწინარეს ყოვლისა სამხედრო-სტრატეგიულ სფეროსი.

ისტორიული სივრცის გეოპოლიტიკური სახის შენარჩუნების ერთერთ მთავარ ინსტრუმენტთაგანს წარმოადგენს სამხედრო-სტრატეგიული ერთიანობა. მას აყალიბებენ ხელშეკრულებები ერთობლივი თავდაცვისა და კავშირის შესახებ, რომლებიც მოწმობენ საერთო სტრატეგიული ინტერესების თაობაზე, განსაზღვრავენ ურთიერთ ვალდებულებებს მესამე ქვეყნებისადმი. ასეთ ელემენტად ჩანაფიქრის მიხედვით იყო ხელშეკრულება კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ, რომელსაც ხელი მოაწერა ტაშკენტში 1992 წ. 15 მაისს ათმა მონაწილემ _ რუსეთმა, ბელორუსიამ, სომხეთმა, აზერბაიჯანმა, ყაზახეთმა, ყირგიზეთმა, მოლდავეთმა, ტაჯიკეთმა, თურქმენეთმა და უზბეკეთმა. უკრაინა უკვე მაშინ გახდა მხოლოდ დამკვირვებელი, მოახდინა რა რუსეთისგან თავისი დრეიფის სიმბოლიზირება. ხელშეკრულების 1-ლი მუხლის შესაბამისად მხარეებმა ივალდებულეს „არ შედიოდნენ სამხედრო კავშირებში ან ღებულობდნენ მონაწილეობას სახელმწიფოთა დაჯგუფებებში, აგრეთვე მოქმედებებში, რომლებიც მიმართული იქნება სხვა მონაწილე-სახელმწიფოს წინააღმდეგ“. ეს ნიშნავდა არშესვლას ნატო-ში. დანარჩენ საკითხებში ხელშეკრულება არასაკმარისად შეესაბამებოდა თანამედროვე თავდაცვის დონეს, არ ვარაუდობდა წევრების ავტომატურ ერთდროულ თავდაცვას, თუმცა კი ამტკიცებდა, რომ აგრესია ერთერთი მათგანის წინააღმდეგ „განხილული იქნება როგორც აგრესია ყველა მონაწილე სახელმწიფოს წინააღმდეგ“, რომლებიც „გაუწევენ“ მსხვერპლს „აუცილებელ დახმარებას, სამხედროს ჩათვლით“ და მისი მსგავსი. 2000 წ.-თვის ნატო-ს გაფართოება _ რეალობაა, ისევე როგორც მასში აღმოსავლეთ ევროპის შესვლა, ხოლო მომავალში კი ბალტიისპირეთისაც. ამ ფონზე 1999 წ. 2 აპრილის ოქმს კოლექტიური თავდაცვის შესახებ ხელშეკრულების გაგრძელების თაობაზე ხელი მოაწერა მხოლოდ ექვსმა სახელმწიფომ _ რუსეთმა, ბელორუსიამ, ყაზახეთმა, ყირგიზეთმა, სომხეთმა, ტაჯიკეთმა.

თუკი პირველ ხუთ წელიწადს რუსეთისგან დისტანცირებაში დაინტერესებული ქვეყნები უბრალოდ ამუხრუჭებდნენ მისი განვითარების პროექტებს, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში უკვე გამოვლინდა რეგიონული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების გვერდულად (შემოვლით) გაშვების მცდელობები. ამ მიზანს ემსახურება სხვადასხვანირი ფორუმები და კონფიგურაციები, რომლებსაც ქმნიან განსხვავებული საბაბებით ფორმალურად დეკლარირებული კერძო ხასიათის მიზნებით, შემდგომში კი გაცილებით უფრო მეტად სერიოზული აზრის შეძენით. ასე, 1997 წ. 10 ოქტომბერს სტრასბურგში, ევროპის საბჭოს სესიის დროს გაფორმებულ იქნა კონფიგურაცია სუამ-ი, რომელმაც სახელწოდება მიიღო მისი შემქმნელი სახელმწიფოების: საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდავეთის სახელწოდებების პირველი ასოებისგან. ოფიციალურად გამოცხადებულ იქნა, რომ სუამ-ი _ ეს არის „არაფორმალური საკონსულტაციო სტრუქტურა“ კასპიის ზღვის ნახშირწყალბადების შემუშავებისა და ტრანსპორტირების კოორდინაციისთვის შექმნადი ევრაზიული ამიერკავკასიის (ტრანსკავკასიური) სატრანსპორტო დერეფნის გავლით, აგრეთვე დახმარებისა და კონსულტაციებისთვის კონფლიქტების დარეგულირების სფეროში აფხაზეთში, მთიან ყარაბაღსა და დნესტრისპირეთში. მაგრამ უკვე 1998-1999 წლებში სუამ-მა გვიჩვენა აქტიურობა პოლიტიკურ სფეროებში, რაც გამოვლინდა მისი წარმომადგენლების შეთანხმებულ გამოსვლებში ეუთო-ში და სხვა ფორუმებზე.

აშკარაა, რომ დსთ-ის მომავლისთვის კონკურენტი ორგანიზაციის მსგავსი საქმიანობა რუსეთის გარეშე ატარებს ერთმნიშვნელოვნად დესტრუქციულ ხასიათს, რადგანაც ახდენს თანამეგობრობის დისკრედიტირებას როგორც მთავარი ორგანიზაციისა მისი წევრების საგარეო პოლიტიკის პოლიტიკური კოორდინაციის სფეროში. ამის დადასტურებად მოგვევლინა კონტაქტების ახალი ხაზებიც. 1999 წლის თებერვალში ბაქოში შედგა სუამ-ის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა, რომლის მსვლელობისას განიხილავდნენ ერთობლივი სამშვიდობო ბატალიონის შექმნის გეგმებს ნავთობის ტრანსპორტირების უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობის საბაბით. წევრების პოზიცია პრაქტიკულად ღიად პრონატოურია, ნატო-ში შესასვლელად მზადყოფნის შესახებ ირიბი ფორმით განაცხადეს აზერბაიჯანმა, საქართველომ და უკრაინამ. კიევი და ბაქო გამოხატავდნენ მზადყოფნას ბაზების მისაცემად.

1999 წლის აპრილში სუამ-ში ოფიციალურად შევიდა უზბეკეთიც, რამაც შეცვალა ორგანიზაციის სახელწოდება სუუამ-ზე. 1999 წლის 24 სექტემბრის ერთობლივ განცხადებაში პრეზიდენტებმა გამოთქვეს ურთიერთმოქმედების განვითარების განზრახვა ევრო-ატლანტიკური პარტნიორობის საბჭოსა (ეაპს, რუს. СЕАП) და პროგრამაში პარტნიორობა მშვიდობისათვის. ყველაფერი ეს ხდება იმის ფონზე, რომ აზერბაიჯანი, საქართველო და უზბეკეთი გამოვიდნენ ხელშეკრულებიდან კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ, ახდენენ რა ამ ნაბიჯის მოტივირებას ვითომდა „ვერგამოსული“ („ვერშემდგარი“) თანამშრომლობით ხელშეკრულებაში და მისი უუნარობით ემსახურებოდეს კონფლიქტების გადაწყვეტას. აშკარაა, რომ ჭეშმარიტი მიზეზია _ დისტანცირება რუსეთისგან, მისწრაფება ითამაშონ დასავლეთის ინტერესებზე, ღებულობენ რა ამისთვის განსაზღვრულ პოლიტიკურ და ფინანსურ წახალისებებს.

გამოვლენილ სამხედრო-სტრატეგიულ შემადგენელზე დამატებით სუუამ-ის საქმიანობაში დაიმზირება მზარდი ტენდენცია ორგანიზაციულად გაფორმებისკენ. სუუამ-ს უკვე პერიოდულად უწოდებენ „რეგიონულ ორგანიზაციას“. სიმპტომატურია, რომ ზ. ბჟეზინსკიმ პირდაპირ წაახალისა ამ სტრუქტურის შექმნა, რომელიც არ მოიცავს რუსეთს, მიუთითა რა, რომ „სუუამ-ი ეს კარგი ინიციატივაა“, რომლიც „დროთა განმავლობაში შესაძლოა გადაიქცეს უსაფრთხოების სისტემად“. აღსანიშნავია, რომ მისი აზრით ამ გაერთიანებაში აუცილებელია ასევე ჩართონ სომხეთიც, ე. ი. ამიერკავკასიის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ანვითარებს სამხედრო-სტრატეგიულ თანამშრომლობას რუსეთთან. მისი სიტყვებით, სუუამ-ში შესაძლოა შესულიყვნენ არა მხოლოდ სსრკ-ის ყოფილი რესპუბლიკები, არამედ აგრეთვე რუმინეთი, პოლონეთი და თურქეთიც. რუკზე ასეთი კონფიგურაცია ნატო-ს სავარაუდო გაფართოების ზონასთან ერთად _ ეს არის რუსეთის სრული მოკვეთა ევროპისგან, აგრეთვე ბალტიის, შავი და კასპიის ზღვებისგან თურქეთით როგორც რეგიონული სუპერდერჟავით თავის შემადგენლობაში. რა ვუყოთ, იმის გულისთვის, რომ არ მისცენ ისტორიული შანსი მართლმადიდებელ სლავობას, როგორც წერდა ნ. დანილევსკი წიგნში „რუსეთი და ევროპა“, „შესაძლოა თურქიც კი აიყვანონ მოკავშირედ და ჩააბარონ მას ცივილიზაციის დროშა“.

დასახელებულ სახელმწიფოთა ეს თანამიმდევრული პოლიტიკური ინიციატივები ვითარდება მათი ლიდერების არანკლებ თანამიმდევრული გამონათქვამების ფონზე დსთ-ის წარუმატებლობის შესახებ, იმის აუცილებლობის შესახებ, რომ უფრო მეტი ხარისხით გადავიდნენ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე, და არ ახდენდნენ თანამეგობრობის კონსოლიდირებას, რაც გვიჩვენებს მდგრად ტენდენციას ამ სახელმწიფოთა პოლიტიკაში დსთ-ის თანდათანობით გამოშიგვნისკენ და სურვილის არქონას რჩებოდნენ საგარეო პოლიტიკის საკითხებში მოსკოვის ორბიტაში, რაც სავსებით შეესაბამება დასავლეთის მისწრაფებებს, აგრეთვე ხმელთაშუა ზღვისა და შავი ზღვის სრუტეების, ყირიმისა და კავკასიის რეგიონს გადააქცევს თურქეთისა და მსოფლიო ისლამის გარკვეული რაზმების მისწრაფებათა ობიექტად. ასეთი ტენდენცია იმყოფება სრულ შესაბამისობაში კურსთან ნატო-ს კონტროლისადმი დაქვემდებარებული სანიტარული კორდონის გაფორმებაზე ბალტიკიდან შავ ზღვამდე, რომელიც გამოყოფს რუსეთს ბალკანეთისგან და კეტავს მას გეოპოლიტიკურ ტომარაში. ამისთვის აუცილებელია დნესტრისპირეთის ჩახშობა _ იზმაილიდან რუსული ხომალდების წამოსვლის შემდეგ რუსეთის ერთადერთი საყრდენი წერტილისა დუნაი-ბალკანეთის მიმართულებაზე და რუსეთის ჩამოჭრა ევროპისგან და შავიზღვისპირეთისგან, უბიძგებენ რა მას ევრაზიული ხაფანგისკენ.

ურთიერთობებში დსთ-ის შიგნით აირეკლება ბიზანტიური სივრცისთვის მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის თანამედროვე ეტაპი და ზღვებისგან აზიაში რუსეთის განდევნის მიზანი. ყველაზე უფრო მეტი დაძაბულობა დაიმზირება იმ გეოპოლიტიკურ ხაზზე, სადაც თავის დროზე ჰაბსბურგების, ვატიკანისა და რჟეჩ პოსპოლიტას (პოლონეთის სამეფოს) ექსპანსია გაჩერებულ იქნა რუსეთის ზრდით, რომელმაც გამაგრდა რა სავ ზრვაზე, შესძლო თურქეთის მადის მოთვინიერება. მომავლის პერსპექტივები შეიძლება გავაცნობიეროთ მხოლოდ ყველაზე უფრო ფართო ისტორიულ და თვით რელიგიურ-ფილოსოფიურ კონტექსტშიც კი.

ახალი მსოფლიო პროექტის ნაწილს წარმოადგენს შავზღვა-კასპიის რეგიონის სრული რეორგანიზაცია რუსეთისგან საქართველოსა და აზერბაიჯანის ჩამოშორებით, აგრეთვე რუსეთისგან სომხეთის იზოლაცია. ამ რეგიონში როგორც არსად ვლინდება აქტიურობა განსაკუთრებულად ახალ სფეროში „გეოეკონომიკაში“. რა თქმა უნდა გეოეკონომიკას გააჩნია თავისი ავტონომიური ამოცანებიც, რამდენადაც ეროვნული საზღვრების წაშლა ეკონომიკურ სქმიანობაში, კაპიტალების, საქონლის, ინფორმაციისა და ადამიანთა ნაკადები, იდეების ლიბერალიზაცია ბადებენ მსოფლიო ეკონომიკური კონკურენციის ახალ ფორმებს. მაგრამ შავზღვა-კასპიის რეგიონში გეოეკონომიკა აშკარად გამოდის როგორც გოპოლიტიკის ინსტრუმენტარია. კასპიის ზღვის აუზში ნავთობის მოპოვებისა და ტრანსპორტირების შემოთავაზებული პროექტების რეალიზაცია არც კი ვარაუდობს მსოფლიო ან სულაც ევროპული ნავთობსაწვავის ბალანსის რამდენადმე მაინც არსებით ცვლილებას და უახლოეს 10-15 წელიწადში ვერ შეძლებს მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენს მსოფლიო და ევროპული ნავთობით ვაჭრობის საფასო პარამეტრებზე. მძლავრი სახელმწიფოებრივი ძალისხმევებით მსხვილი ეკონომიკური პროექტების შექმნა მოწოდებულია პირველ რიგში მრავალსაუკუნოვანი გეოპოლიტიკურად მდგრადი არეალების სამხედრო-სტრატეგიული გადაორიენტირების უზრუნველყოფისკენ.

სწორედ ამიტომ ბაქოდან ნავთობსადენის გზის არჩევის გარშემო ბრძოლა ატარებდა და ატარებს მეტად ხისტ ხასიათს, აქვს რა თავის ქვეშ აშკარად გეოპოლიტიკური სარჩული. პროექტი ბაქო-ჯეიჰანი სარგებლობს აზერბაიჯანისა და საქართველოს მხარდაჭერით, რომლებიც ისწრაფვიან მაქსიმალური ეკონმიკური დამოუკიდებლობისკენ რუსეთისგან, აგრეთვე აშშ-ისა, რომელსაც სურს ნატო-ში თავისი მოკავშირის _ თურქეთის პოზიციების განმტკიცება. სტამბულის როლი სამხრეთ ფლანგზე აღმოსავლეთ ევროპის დაუფლებისა და ბალკანეთში შეჭრის შემდეგ ხდება იმ ბოძის მსგავსი, რომელზედაც აუცილებელია მიებას მოგროვებდი (მოზიდვადი) ახლი ელემენტები, ხოლო ერთერთი გასაღები კი ევრაზიისკენ ძევს შავი ზღვის ფსკერზე.

ნებისმიერი ახალი რეგიონული აგებები (მოწყობები) დღევანდელ მშიდრო მსოფლიოში როგორც არასდროს შეკავშირებულია რაღაც საერთო გეოპოლიტიკურ პასიანსში. წვრილ სახელმწიფოთა სარტყელი ბალტიკიდან შავ ზღვამდე, რომელიც არ იქნება არც გერმანიისა და არც რუსების, არამედ ანგლოსაქსების კონტროლის ქვეშ, შემოთავაზებულ იქნა მაკკინდერის მიერ პირდაპირ ვერსლის კონსტრუირების დრიოს 1919 წელს. აღმოსავლური „სასიცოცხლო სივრცის“ დაპყრობის ჰიტლერული გეგმები ამსხვრევდა ამ გეგმას, მაგრამ ანგლოსქსები ყოველმხრივ უბიძგებდნენ ჰიტლერს სწორედ აღმოსვლეთისკენ. ანგლოსაქსებისთვის ყველაზე უფრო საშინელი რამ მოხდებოდა მაშინ, თუკი გერმანია დაკმაყოფილდებოდა მიუნჰენითა და ავსტრიის ანშლუსით, რომლებიც აღიარებული იყო „მსოფლიო დემოკრატიული საზოგდოებრიობის მიერ“.

ეს იქნებოდა ვერსალის რევიზია, თანაც ისეთი, რომლის წინააღმდეგაც შემდეგში ძნელი იქნებოდა პრეტენზიების წამოყენება _ ეს ტერიტორიები არ წარმოადგენდა 1914-1918 წლების დაპყრობებს, არამედ შედიოდა გერმანიასა და ავსტრია-უნგრეთში პირველ მსოფლიო ომამდე. ეს იქნებოდა საერთოგერმანული პოტენციალის შეერთება _ ბრიტანეთის კოშმარი სამთა კავშირის დროიდან, რომელმაც უბიძგა ლონდონს სამოკავშირეო ურთიერთობებისკენ ანტანტაში რუსეთთან და საფრანგეთთან. მთელი გერმანელების ასეთი გაერთიანება შემდეგ XX საუკუნეში უკვე სამუდმოდ შეკვეთილი იქნება გერმანელებისთვის, რომლებმაც ჩაიდინეს ცოდვით დაცემა. ნაცისტური გერმანიის არაშორსმჭვრეტელობა შეიძლება აიხსნას მხოლოდ ნაციონალ-სოციალისტური იდეოლოგიის ბანგით. ასე რომ ანგლოსაქსონური ანგარიში ამბიციების მოუთოკავობაზე თუმცა კი სარისკო იყო, მაგრამ ზუსტი. აგრესია აღმოსავლეთისკენ შესაძლებლობას აძლევდათ ჩარეულიყვნენ და გარემოებათა იღბლიანი შეხამებისას დაესრულებინათ გეოპოლიტიკური პროექტები.

თავად ფაქტი აგრესიისა, ოსტატურდ მომართული აღმოსავლეთისკენ, საშუალებას აძლევდათ ჩარეულიყვნენ და გარემოებების იღბლიანად დამთხვევის შემთხვევაში დაესრულებინათ ის, რაც ჯერ კიდევ არ იყო რეალიზებული. შეგვიძლია მივადევნოთ თვალი იმას, თუ როგორ და რისთვის იყენებდნენ ანგლოსქსები პუნქტს თვითგამორკვევის შესახებ ომისშემდგომი მსოფლიოს საძირკვლების ჩასაყრელად. ეს თეზისი დაუყოვნებლივ გამოჩნდა ფ. რუზველტისა და უ. ჩერჩილის 1941 წლის 14 აგვისტოს დეკლარაციაში, რომელიც ცნობილია როგორც „ატლანტიკური ქარტია“. მანამდე, სანამ გამოჩნდებოდა ომის რაიმენაირი შედეგები, ქარტიამ გამოაცხადა „ყველა ხალხის უფლება აირჩიოს თავისთვის მმართველობის ის ფორმა, რომელშიც მას სურს ცხოვრება“. ნათელია, რომ ხალხები არასდროს არ ითხოვდნენ ანგლოსქსების ან ვინმე სხვისგან ნებართვას, აქედან გამომდინარე, ასეთი განცხადების აზრი სხვა რამეშია _ ანგლოსაქსების უფლების გამოცხადებაში განსჯიდნენ იმას, წარმოადგენენ თუ არა არსებული სუვერენული სახელმწიფოები „თავიანთი ხალხების უფლებების მჩაგვრელებს“, და ანგლოსაქსების უფლების გამოცხადებაშიც ზეწოლის მოხდენასა და სხვათა სვერენიტეტის რღვევაზე.

აშშ-მა და დიდმა ბრიტნეთმა გამოაცხადეს აგრეთვე თავიანთი გადაწყვეტილების შესახებ ხელი შეეწყოთ „იმ ხალხების სუვერენული უფლებებისა და თვითმმართველობის აღდგენისთვის, რომელთაც ეს წაართვეს ძალადობრივი გზით“. ამასთან არანაირი მითითება ჰიტლერულ აგრესიაზე გაკეთებული არ ყოფილა, რაც ნიშნავდა სულაც არა დაბრუნებას საზღვრებისა და მსოფლიოსკენ ante bellum _ მდგომარეობასთან ომამდე, არამედ რაღაც სხვას. ეს იყო გამოცხადება უფლებისა იმაზე, რომ ომის მომენტიდან აღიარებდნენ ან არ აღიარებდნენ ომამდელ რეალიებს. ფაქტიურად ეს არის ევფემიზმი მსოფლიო რუკის „სუფთა დაფად“ გამოცხადებისთვის და თავიანთი უფლებისა „ხაზავდნენ მასზე დასახლებული ხალხების ბედს“. ეს მექანიზმი, რომელიც შედგება იდეოლოგიური და რეალური პროგრამებისგან, თავის როლს ითამაშებს 90-იანი წლების დასაწყისში.

საბჭოთა კავშირზე თავდასხმიდან ორი თვისა და ატლანტიკური ქარტიის გამოცხადებიდან ერთი კვირის შემდეგ, რომელიც სსრკ-ს იწვევდა თანამშრომლობისთვის, ამოუცნობი ამერიკული საგარეო ურთიერთობათა საბჭო თავის 1941 წლის 22 აგვისტოს დახურულ სხდომაზე განიხილავდა „ამერიკული პოლიტიკის საკითხებს, რომლებიც შეეხება ნაცისტურ-ბოლშევიკურ ომს“ და თავიანთი ქცევის სხვადასხვანაირ ვარიანტებს ასეთი ომის სხვადასხვა შედეგებისას _ „შორეულ აღმოსავლეთში ინტერვენციიდან“ და „ტრანსციმბირულ მაგისტრალზე კონტროლის“ ხერხებიდან „ხალხების მასობრივ გადასახლებამდე გერმანიასა და რუსეთს შორის ბუფერული ზონის შესაქმნელად“. შემაჯამებელმა დოკუმენტმა აუწყა ბედის გადამწყვეტი მომენტის შესახებ, როდესაც „სამხედრო შედეგი ამ ომისა გადაწყვეტს არა მხოლოდ ბოლშევიკური რეჟიმის ბედს; მან შესაძლოა განაპირობოს ძალების გადაჯგუფების უზარმაზარი პროცესი ბოჰემიიდან ჰიმალაებამდე და სპარსეთის ყურემდე. ისტორიის ფურცლები ხელახლა იშლება, საღებავები კვლავ იღვრება რუკაზე. ამის გასაღები ძევს აღმოსავლეთ ევროპის რეორგანიზებაში, ტევტონებსა და სლავებს შორის ბუფერული ზონის შექმნაში. ამერიკის ინტერესებშია მიმართოს თავისი ძალისხმევა ამ პრობლემის კონსტრუქციულ გადაწყვეტაზე“.

შეიძლება მხოლოდ წარმოვიდგინოთ, თუ როგორი დარტყმა მიაყენა ამ გეგმებს წითელი არმიის გამარჯვებულმა მსვლელობამ აღმოსავლეთ ევროპაში და იძულებითმა იალტურ-პოტსდამურმა მშვიდობამ, რომლის წინააღმდეგაც, საგარეო პოლიტიკის განსაიდუმლოებული არქივების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, წარმოებდა ბრძოლა სამოკავშირეო ურთიერთობების საყვირების ქუხილის პარალელურად, ისვე როგორც „ცივი ომისა“ და „გარდაქმნის“ წლებშიც.

დღევანდელმა გეოპოლიტიკურმა პროექტმა საკუთარ თავში შეიკრიბა ანგლოსაქსონური გეგმები გასული საუკუნის მიწურულიდან. ახალი კონფიგურაციები მეხსიერებაში ამოატივტივებს იმ რუკებს, რომლებიც XIX-XX სს. მიჯნაზე დახაზული ჰქონდათ ხან პრუსიელ, ხან კი ინგლისელ მასონებს, რომლებიც იმალებოდნენ მსოფლიო პოლიტიკის კულისებს მიღმა. ერთერთ რუკაზე 1890 წლის ლონდონური ყოველკვირულიდან „Truth“ დახატულია მონარქიების ნაცვლად – სეკულარული რესპუბლიკები (ბრიტანეთის ჩათვლით, სადაც ახლახანს დიდი პოლიტიკიდან განდევნეს ლორდები _ ხელისუფლების კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობითობის უკანასკნელი სიმბოლო). რაც შეეხება უკანასკნელ ქრისტიანულ იმპერიებს _ მათი სიუზერენები, მეფობაზე დაგვირგვინებულები (მეფე ალექსანდრე III, კაიზერი ვილჰელმი, აგრეთვე ბულგარეთისა და იტალიის მეფეები) ბადრაგის ქვეშ მიდიან იძულებით სამუშაოზე, ამასთან მათ თავს ზევით კაშკაშად ანათებს იაკობინური წითელი ჩაჩი (რუს. колпак).

ყველაზე მეტად გვაოცებს გეოპოლიტიკური პასიანსი, რომელშიც ძნელია არ ვიცნოთ XX საუკუნის 90-იანი წლების თანამედროვე ევროპის რუკის მიახლოებითი მონახაზები. ავსტრიის იმპერია დაშლილია ნაწილებად: ბოჰემია _ თანამედროვე ჩეხეთია, გერმანია დაყვნილია დღევანდელ საზღვრებამდე და დაყოფლია მცირე მიწებად რესპუბლიკური მმართველობით, მათ შორის პოლონური დერეფანიც კი, სილეზია იქცა პოლონეთად, ფრანგები რაინზე არიან. რუსეთის ადგილზე არის ან „სლავების კონფიგურაცია“ ან სულაც „უდაბნო“, _ წერია სიტყვა „Desert“ _ „უდაბნო“, რომლის ქვეშაც ავტორებს, უნდა ვივრაუდოთ, რომ მხედვლობაში ჰქონდათ დიდი დერჟავის გაქრობა. ექსპერიმენტებმა და ფედერალიზაციამ, თავიდნ კომუნისტურებმა, შემდეგ კი ლიბერალურებმა, ერთობლივად, ჯამში არანაკლებ დამანგრევლებმა ასწლულის ბოლოსთვის მიგვიყვანეს რუსეთის, როგორც ევრაზიის ერთერთი მთავარი გეოპოლიტიკური სუბიუექტის ჩამოცილებამდე.

დღესდღეობით მსოფლიოს გლობლური გარდაქმნის ერთერთ ნაწილთაგანად იქცა რაღაც ახალი ვერსალის კონსტრუირება და აღმოსავლეთ ევროპის გადაქცევა ცენტრალურად, ხოლო ისტორიული რუსული სახელმწიფოს დასავლეთ ტერიტორიებისა _ აღმოსავლეთ ევროპად. მაგრამ ეს _ მხოლოდ რგოლია სისტემური გეოპოლიტიკური ჯაჭვისა, როგორც გეგმავდა კიდეც საგარეო ურთიერთობათა საბჭო _ ნატო-ს წევრად ქცეული „ბოჰემიიდან“ _ „სპარსეთის ყურეში“ ჩამოყალიბებადი დერჟავის _ ერაყის განადგურებმდე და „ჰიმლაებამდე“, საითკენაც მიიწევენ თალიბები. იგი მოწოდებულია ავიწროვებდეს რუსეთს რაღაც წრეზე ბალტიკიდან სამხრეთით, შემდეგ მოკვეთავს რა მას შავი და კასპიის ზღვების აუზებისგან, მობრუნდება აღმოსავლეთისკენ და დაიკარგება ცენტრალური აზიის სიღრმეებში, სადაც მიდის ბრძოლა ახლადწარმოქმნილი სახელმწიფოების _ ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის _ ორიენტაციისთვის. მისი სტრუქტურული მონაკვეთები, რომლებიც საბედნიეროდ ჯერ კიდევ ვერ იქცნენ უწვეტ ხაზად, უკვე საკმარისად აშკარაა. ეს ხსნის მისი კონსტრუირების ყველა ელემენტის ღრმა ურთიერთკავშირს _ პრონატოური ლობიდან ბალტიისპირეთში, ანტირუსული ფრონტებიდნ ბელორუსიასა და უკრინაში, ნატო-ს სამხედრო მანქანის პირდაპირ შეჭრამდე ბალკანეთში და მებრძოლი ისლამური კვაზიწარმონაქმნების გამოზრდამდე ევროპაში _ ბოსნიისა და კოსოვოს სახით, როლებიც რკალში დაკავშირებული არიან თალიბანთან, ეს უკანსკნელი კი თავის ამბიციებს ავრცელებს პამირამდე.

ატლანტიკური ჯარებით ბალკანეთის ფრაგმენტირება და ოკუპირება (პირდაპირ ან ირიბად) წარმოადგენს ფრონტის აუცილებელ გათანაბრებას, რომელიც შესაძლოა საბოლოოდ მიღწეულ იქნას მხოლოდ ატლანტიკური ხომალდების შესვლით ხმელთაშუა ზღვის იუგოსლავიურ წყლებში _ ბოკა კოტორსკაში. ასე რომ შეიძლება არ გვეეჭვებოდეს, რომ იუგოსლავიისგან ჩერნოგორიის გამოყოფის პერსპექტივა დემოკრატ ვ. კოშტუნიცას დროს არა მხოლოდ არ ჩამოვა ატლანტიკური დღის წესრიგიდან, არამედ პირიქით წინ წამოიწევს პრიორიტეტის სახით წინასწარგნზრახულად და უპარდონოდ დემონიზირებული ს. მილოშევიჩის დროსთან შედარებით, რომლის წასვლაც ვითომდაც საჭირო იყო ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნების გულისთვის. არცთუ შემთხვევით ელემენტს წარმოადგენს ჩეჩნეთიც, აგრეთვე უკვე დიდი ხანია ცალკე შემონახულად გამოზრდადი მეტასტაზი დაღესტანში _ აქედანაა არათანაზომადი გააფთრებული კამპანია რუსეთის ნებისმიერი წარმატებების წინააღმდეგ ჩეჩნური სისხლის სამართლებრივი ამბოხების ჩახშობასა და ამოძირკვაში.

ერთერთმა ყველაზე უფრო კაშკაშა ავტორმა, რომელიც წერს გლობალიზაციის დასავლური სტრატეგიისა და მისი გეოპოლიტიკური განხორცილებების შესახებ, და არ დაჰყავს მსოფლიოს უმსხვილესი გარდაქმნის პროცესები „ტოტალიტარიზმისა და დემოკრატიის“ ბრძოლაზე, ვ. ციმბურსკიმ რიგ წერილებში ყურადღება მიაქცია რაღაც გლობალური „დიდი ლიმიტროფის“ ჩამოყალიბებაზე რუსეთის გარშემო, რომელიც აერთიანებს არა მხოლოდ რუსეთის ტრადიციულ ოპონენტებსა და გეოპოლიტიკურ მეტოქეებს, არამედ რუსეთის ისტორიული სახელმწიფოს ყოფილი ნაწილებისგან ახალწარმოქმნილ სახელმწიფოებსაც* (*იხ. ვ. ლ. ციმბურსკი, გეოპოლიტიკა „ევრაზიული ატლანტიდისთვის“. Pro et contra. 1999 წ. შემოდგომა, ტ. 4, # 4. გლობალიზაციის პრობლემები, მოსკ., კარნეგის მოსკოვის ცენტრი, 1999). ამ ლიმიტროფის მნიშვნელოვნება მდგომარეობს იმაში, რომ განსაზღვრული განვითარებისას იგი შესაძლოა რუსეთისთვის იქცეს როგორც მაიზოლირებელი ზონა მისი შეხების მთელ სიგრძეზე სხვა ცივილიზაციურ და გეოპოლიტიკურ კომპლექსებთან, _ როგორც დასავლეთთან, ისე არაბულ სამყაროსთან, ისევე ცენტრალურ აზიასთან და შორეულ აღმოსავლურ ცენტრთან, აგრეთვე საერთაშორისო ურთიერთობების მთავარ თეატრად მთელი პროვოკაციებით. ამიტომ მიდის კიდეც ბრძოლა ამ ახალი გეოპოლიტიკური რკალისთვის _ აღმოსავლეთ ევროპა, კავკასია, ცენტრალური აზია, მისი მონაკვეთების შეერთებისთვის რუსეთის გვერდის ავლით, სუუამ-ის მსგავსი პოლიტიკური პროექტების, რესურსების ნაკადების რუსეთის შორიახლოს მიმართვისთვის. ამიტომ უწყვეტ კავშირში სისტემურად უნდა განვიხილავდეთ მთელ თეატრზე განსლად საერთაშორისო პროცესებს _ ნატო-ს სამხედრო-სტრატეგიული წინსვლიდან გეოეკონომიკის პროექტებსა და იმ ვარიანტებამდე, რომლებითაც ჩინეთი აპირებს მის მიერ გამოცხადებული მიზნის, ყაზახეთის მიმდებარე „დასავლური რაიონების განვითარების“ განხორცილებას.

გასაკვირი არ არის, რომ რუსეთის ურთიერთობებში დსთ-ის სახელმწიფოებთან, რომლებიც განლაგებულია შავი ზღვის სრუტეებისა და ნავთობის ტრანსპორტირების გზების სტრატეგიულ რეგიონში, განსაკუთრებით აისახება დასავლეთის უპრეცედენტო ზეწოლა რუსეთის ისტორიულ მიჯნებზე. ეს გვახალისებს კიდევ ერთხელ შევიგნოთ (გავიცნობიეროთ) სამხრეთში რუსეთის მთლი ორასწლოვანი მუშაობის ზოგადმსოფლიო სიდიადე, რომელიც ახლა მუქარის ქვეშ არის. არ იყო რა ჩამოყალიბებული რაიმენაირ დოქტრინად, მას, მიუხედავად ამისა, გააჩნდა ისეთი ინტუიტიური სისტემური მთლიანობა, რომელიც წარმატებით სძლევდა მისი გარემომცველი ინტრესებისა და ცივილიზაციების ჯერ კიდევ განცალკევებულ და ერთიან პროექტში არცთუ ყოველთვის შეკავშირებულ მისწრაფებებს. სწორედ ასეთი მთლიანობა მით უმეტეს რუსეთისთვის აუცილებელია ახლა, როდესაც ისტორიის ობიექტის და არა სუბიექტის მისეული მდგომარეობის გაცნობიერებამ გამოვლინება დაიწყო რუსეთის საგარეო პოლიტიკაში, რომელიც ტანჯვით თავისუფლდება სახაროვ-გორბაჩოვისეული სკოლის ინფანტილური აზროვნების სათამაშო ციხესასახლეებისგან.

დღეს „რუსეთი შეეჯახა სისტემურ გამოწვევას სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, აღმოჩნდა პირისპირ იმ ძალების წინაშე, რომლებიც მიისწრაფვიან მსოფლიოს გეოპოლიტიკური გადანაწილებისკენ“* (*რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის გზავნილი ფედერალური კრებისადმი. გზა ეფექტური სახელმწიფოსკენ. (ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა და სხელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“. მოსკოვი, 2000, გვ. 7) _ ეს გამოზომილი სიტყვები საჭიროებს გაძლიერებას (განმტკიცებას) სისტემური სტრატეგიით, რომელიც ადექვატური იქნება „სისტემური გამოწვევისადმი“.

ზედაპირზე ძევს ასეთი აშკარა ჭეშმარიტებები: შეუძლებელია კავკასიის შენარჩუნება, თუკი წამოვალთ შავი ზღვიდან და დავტოვებთ იზმაილსა და ტირასპოლს _ დუნაი-ბალკანეთის მიმართულებას. მაგრამ ყველაზე უფრო ღრმა დონე _ ეს არის მსოფლმხედველობა. შეიგნოს (გაიცნობიეროს) თავისი მდგომარეობა, მოისურვოს მისი შეცვლა, დაბოლოს, წინ აღუდგეს და შესთავაზოს სრულიად საკაცობრიო შინაარსის კონსტრუქციული ალტერნატივა ტოტალიტარული ატლანტიკური გლობალიზმის გეოპოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურტრეგერულ მისწრაფებებს შეუძლია მხოლოდ იმ ერს, რომელსაც გააჩნია შინაგანი იმპულსი ისტორიული ყოფიერებისთვის. ასეთ რუსულ გამოღვიზებაში დაინტერესებულია რუსეთიცა და მსოფლიოც. ვინაიდან რუსების გარეშე ვერ იქნება რუსეთი, ხოლო რუსეთის გარეშე ვერ იქნება ვერც ევრაზია, და ვერც მშვიდობა ევროპასა და აზიას შორის.

ნატალია ნაროჩნიცკაიაისტორიულ მეცნირებათა კანდიდატი
მასალის ორიგინალი გამოქვეყნდა საიტზე pravoslavie.ru ორ ნაწილად, 2000 წლის 12 აპრილსა და 21 დეკემბერს; შემდგომში განახლებული ქნა საიტზე narochnitskaia.ru
თარგმნა და შენიშვნები დაურთო ირაკლი ხართიშვილმა

შ ე ნ ი შ ვ ნ ე ბ ი:

(1) ნ. ნაროჩნიცკაია ბევრ რამეში მართალია, მაგრამ იგი არ ამბობს სრულ სიმართლეს, შესაძლოა შეგნებულად მალავს კიდეც, თანაც არ ჩანს ქართველთადმი კეთილმოსურნე ადამიანის დამოკიდებულება. სახელდობრ, საქართველო მართლაც XIV საუკუნიდან ცალკეულ სამეფო-სამთავროებად იყო დაშლილი და ქართველი ერის წიაღში ვერ მოიძებნა მათი გამაერთიანებელი ძალები; მართლაც, ნადირ-შაჰის შემდეგ ირანის ტახტზე ასული მმართველები მასავით ქმედითი და მეომრული ჟინის მქონენი რომ ყოფილიყვნენ, მაშინ ქართლისა და კახეთის სამეფოები სათანადოდ ვერ გაძლირდებოდნენ და ვერც რუსეთ-საქართველოს დაახლოება იქნებოდა ისეთი ხარისხისა, როგორსაც ადგილი ჰქონდა 1780-90იან წლებში; ვერც რუსეთი გადმოვიდოდა კავკასიონის ქედის სამხრეთით. მაგრამ ეს ასე არ მომხდარა. XIV ასწლეულიდან დაშლილი ქართული სამეფო-სამთავროების გაერთიანება ეროვნულ-კულტურულ დონეზე მოხდა სწორედ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. საამისო ინტერესი რუსეთის მთავრობას არ ჰქონია, ქართულ მაღალ საზოგადოებაშიც XIX ასწლეულის 60-70იან წლებამდე უფრო მეტად სჭარბობდა ხელმწიფე-იმპერატორის სამსახურში დაწინაურებისა და საკუთარი პირადი ცხოვრების მოწყობის სურვილი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეობის მოსურნენი კი ცოტანი იყვნენ, თუმცა არც ეს ასპარეზი ყოფილა მთლიანად მიტოვებული: გამოდიოდა ლიტერატურული ჟურნალი, გაზეთები, დაარსებულ იქნა ქართული თეატრი. სწორედ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ათეული წლების მანძილზე ყოფნის შემდეგ იყო, რომ თავდმა ილია ჭავჭავაძემ (წმ. ილია მართალმა), რომელიც მანამდე პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლობდა, წამოაყენა ქართული საზოგადოების ეროვნული თვითშეგნების გამოღვიძების, ეროვნული ინტერესების დაცვისა და განვითარების იდეა, რომელიც თანდათანობით გარკვეულ პროგრამად ჩამოყალიბდა და ხორციც შეისხა. მაგრამ ეს ხდებოდა იმ ტერიტორიულ ფარგლებში, რომლებიც შედგენდნენ ქართველი ხალხის ისტორიული განსახლების არეს, რუსული ადმინისტრაციის მიერ კი მოქცეული იყვნენ არა მაგალითად ავტონომიური ქართული სამეფოს, არამედ რუსული ადმინისტრაციის მიერ პირდაპირ მართული ტფილისისა და ქუთაისის გუბერნიების შემადგენლობაში. რამდენადაც ქართველი ისტორიკოსები ამბობენ, იყო წლები, როდესაც სახელმწიფო ცენზურა კრძალავდა პრესაში საქართველოს ხსენებას და მოითხოვდა მის ნაცვლად შესაბამისი გუბერნიების მოხსენიებას. და განა ასეთი მოძალადე მთავრობის, ადმინისტრაციის მემკვიდრეს დღესდღეობით აქვს მორალური უფლება ლაპარაკობდეს სსრკ-ის შემადგენლობაში საქართველოს სსრ-ის საზღვრების ისტორიულ რეალობაზე? განა იმ დროიდან ჩათესილი ბოროტი თესლები არ იძლევა დღესაც თავის ნაყოფებს? სახელდობრ, რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, 1900-იანი წლების დასაწყისში რუსეთის იმპერიის მთავრობას გააჩნდა მაშინდელი სოხუმის ოკრუგის (ანუ ისტორიული აფხაზეთის) ქუთაისის გუბერნიის შემადგენლობიდან გამოყვანისა და ეკატერინოდარის (ამჯამად კრასნოდარის) ოლქის შემადგენლობაში შეყვანის პროექტი, რომლის წინააღმდეგაც დანარჩენ ქართულ განათლებულ საზოგადოებასთან ერთად გამოვიდა საკუთრივ აფხაზური საზოგადოებაც და აფხაზეთის თავადაზნურობის, სასულიერო წოდებისა და გლეხობის წარმომადგენელთა დელეგაცია ჩამოვიდა ტფილისში და კავკასიის მთავარმართებელს გადასცა თხოვნა ხელმწიფე იმპერატორის სახელზე სოხუმის ოკრუგის კვლავ ქუთაისის გუბერნიის შემადგენლობაში დატოვების შესახებ. იმ ხანად რუსეთის იმპერიის მთავრობამ ანგარიში გაუწია აფხაზეთის საზოგადოების წარმომადგენელთა სურვილს, დღესდღეობით კი ამის შესახებ რუს ავტორებს გახსენება არ უყვართ. მაშინ აშკარად გამოცნდებოდა არა აფხაზების ქართველებისგან დაშორების ისტორიული „კანონზომიერების“ სურათი, არამედ საბჭოთა კავშირის ხელისუფლების კიდევ უფრო მეტი მეცადინეობის და მონდომებისა ქართველებსა და აფხაზებს შორის უნდობლობის, უთანხმოებისა და მტრობის გაღვივების საქმეში. იგივე ითქმის ოსებთან მიმართებითაც. თანაც მეფის მთავრობის პირობებში, თუ არ ჩავთვლით მთიელი ოსების მხრიდან ყაჩაღობისა და მშვიდობიან მოსხლეობაზე ძარცვის მიზნით თავდასხმების ფაქტებს, ეროვნული დაპირისპირებანი სერიოზულად არ ყოფილა. ეს დაპირისპირებები ჩაისახა და განვითარდა პეტერბურგში ბოლშევიკების მიერ ხელისუფლების მიტაცებისა და საქართველოში მათდამი დაპირისპირებული მენშევიკური მთავრობის დამხობისთვის ოსების არაერთგზის გამოყენების კვალდაკვალ, რასაც ბუნებრივია მოჰყვებოდა სადამსჯელო აქციები თბილისის სამთავრობო ჯარების მხრიდან. ასე რომ მტრობა ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის ბევრწილად გაღვივებული და გაძლიერებულია სწორედ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში და სწორედ მათ დაპირისპირებებზე თამაშისა და პროცესების მოსკოვისთვის სასურველ კალაპოტში წაყვანის მიზნით. ყოვლივე ამას გრძნობდა ქართული საზოგდოება და ამის წინააღმდეგ გამოიმუშავებდა შესაბამის ანტირუსეთულ განწყობას, რაც გამოვლინდა კიდეც 1980-იანი წლების მიწურულის მასობრივ გამოსვლებში, და ვლინდება დღესაც. რაც შეეხება დასავლეთის მმართველი წრეების მიზნებს, რომლებზედაც ასე კომპეტენტურად ლაპარაკობს ნ. ნაროჩნიცკაია, ისინი ჩვენთვის ხელშესახები გახდა მხოლოდ უკანასკნელ ორ ათწლეულში, და ამ მხრივ ქართულ საზოგადოებას რამდენადმე საფუძვლიანი ცოდნა არ გააჩნია. დასასრულ უნდა ითქვს, რომ საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში ისტორიის გარკვეულ ეტაპებზე შემოდიოდნენ სომხეთისა და აზერბაიჯანის გარკვეული ოლქები, მაგრამ მათ შესახებ ქართველობას არც ერთხელ არ წამოუყენებია რაიმენაირი პრეტენზიები თუ არ ჩავთვლით საინგილოსთან კულტურული ურთიერთობების განვითარების სავსებით სამართლიან სურვილს.

(2) საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში რუსების განსახლება ხდებოდა იმ მიწებზე, რომლებიც ხშირად შეადგენდნენ სხვა ხალხების სამშობლოს, წინაპრთა მამულს, რომლებიც ამ ხალხებს ღვთისგან აქვთ ბოძებული, და რუსებისთვის კი მათი (რუსული) სახელმწიფოს შემადგენელ ერთეულებად იქცნენ. რუსებს რომ სათანადო პატივისცემა გამოეჩინათ ისტორიულად ამ მოვლენისთვის, ამათუიმ ხალხისთვის ღვთივბოძებულ სამშობლოში მათი უფლებებისა და ინტერესების მეტი პატივისცემის სახით, მათთან ერთად ერთ სახელმწიფოში ცხოვრება არ იქნებოდა სხვებისთვის დამთრგუნველი, შემაწუხებელი და არ იქცეოდა ქვეგამხედვარობის, სხვაგნ გაქცევის სურვილების მიზეზად. სახელდობრ, საბჭოთა კავშირის შემედგენლობაში საქართველოს სსრ-ში ქართული ენისთვის კონსტიტუციით მინიჭებული სახელმწიფო ენის სტატუსი ბევრწილად ფარატინა ქაღალდი იყო, საქართველოს ისტორია სკოლებში ისწავლებოდა ძალზედ მცირე მოცულობით, მათ შორის რუსეთ-საქრთველოს ისტორიული ურთიერთობებიც, რამაც ხელი შეუწყო საზოგადოებაში ისეთი შეხედულებების გავრცელებას, რომ რუსეთმა ისტორიულად ვერაგობით, მოტყუებითა და ძალადობით დაიპყრო საქართველო, ვითომდა დასახმარებლად მოსული აქეთ კიდევ დამატებით ძირს უთხრიდა მას, და საბჭოთა პერიოდშიც ვითომდა სოციალიზმის დროს ხალხებს შორის წინააღმდეგობათა არსებობის შეუძლებლობის საბაბით თავის მძარცველურ და რუსიფიკატორულ პოლიტიკას ატარებდა. და ასეთ პირობებში განა საკუთარი სამშობლოს, საკუთარი ხალხის მოყვარული რომელი ჭკუათმყოფელი და სინდისიერი ქართველი ადამიანი არ ჩათვლიდა თავის წმინდა მოვალეობად სამშობლოს ასეთი უღლისგან განთავისუფლებას? განა მსგავს შემთხვევაში რუსებიც ასევე არ მოიქცეოდნენ? სწორედ ასეთი წინააღმდეგობები და სხვა მისთანანი ედო საფუძვლად ანტირუსეთულ განწყობებს სსრკ-ში, რაზედაც ქ-ნი ნაროჩნიაცკაია სხვათა შორის მოხსენიებით იფარგლება. მეორეს მხრივ, ბევრ რამეში ქართველებიც ვართ დამნაშავე, ამაში სავსებით ვეთანხმებით ავტორს.

(3) უფრო ღრმა წიაღსვლებს რომ თავი დავანებოთ, აკადემიკოსი ნ. დუბროვინი 1871 წ. გამოცემულ თავის წიგნში _ „კავკასიაში ომისა და რუსების მფლობელობის ისტორია“, ტ. I, ნაწ. 2 _ წერს: „VI ასწლეულის ბოლოში, აფხაზეთი. იმყოფებოდა რა ბერძენთა მფარველობის ქვეშ, სარგებლობდა გარკვეული დამოუკიდებლობით და იმართებოდა თავისი ადგილობრივი მმართველების მიერ, რომლებმაც, გახდნენ რა მემკვიდრეობითი მმართველები, მიითვისეს მეფის ტიტული. X საუკუნეში აფხაზეთი ექცევა საქართველოს ძალაუფლების ქვეშ, რომელსაც იმ დროიდან ეწოდებოდა ქართველთა და აფხაზთა სამეფო, ხოლო კათოლიკოსს _ საქართველოს სასულიერო წოდების მეთაურს _ ეწოდებოდა აფხაზეთისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოსი. საქართველოს სამეფოს დაშლის შემდეგ, XIV ასწლეულში, აფხაზეთი გამოეყო საქართველოს; მის ეკლესიას მართავდა დამოუკიდებელი კათოლიკოსი, რომელიც იმყოფებოდა ბიჭვინთის მონასტერში. დრანდაში არსებობდა საგანგებო საეპისკოპოსო, და მთელი აფხაზეთი მოფენილი იყო ეკლესიებით, რომელთა ნანგრევებიც გვხვდება ყველა ნაბიჯზე“.

რა თქმა უნდა, აფხაზეთისა და დასავლეთ საქართველოს დანარჩენი მხარეების ცხოვრება და ურთიერთობები VI ასწლეულამდეც არსებობდა და ვითარდბოდა, მაგრამ ნ. დუბროვინს ამის შესახებ ყურადღების გამახვილება, როგორც ჩანს, არ სურდა. ისე კი ჯერ კიდევ სტრაბონი I საუკუნეში ქრ. შ. აღნიშნავს, რომ კავკასიის მთებსა და მესხეთის მთებს შორის მხარეში, მდ. რიონის (ფაზისის) დასავლეთით და შავი ზღვის ნაპირებამდე მდებარეობს კოლხეთის სამეფო, რომლის მეფედაც რომაელმა მხედართმთვარმა პომპეუსმა, მისი დამორჩილების შემდეგ, დააყენა არისტარხოსი. სტრაბონის სიტყვებით, ქალაქები პიტიუნტი (ახლანდელი ბიჭვინთა) და დიოსკურიადა (შემდგომში სებასტოპოლისი, ცხუმი, სოხუმი) ეკუთვნოდა კოლხეთის სამეფოს. ხოლო ასი წლის შემდეგ, II საუკუნის 30-იან წლებში კი ფლავიოს არიანე წერს, რომ იმავე ტერიტორიაზე მდებრეობს უკვე ოთხი სამეფო: ლაზების, აფშილების, აფხაზებისა და სანიგების, რომელთაც თავ-თავიანთი მეფეები ჰყავთ და ყველანი რომს ემორჩილებიან. აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილს ამ ოთხი ხალხის ჩამოთვლა მიაჩნია არა ამ ხალხების ახალ დასახლებად კოლხეთის მიწაზე, არამედ რომაელთა პოლიტიკის „დაყავი და იბატონე“-ს განხორციელებად. XVII საუკუნის იტალიელი მოგზაური და მისონერი არქანჯელო ლამბერტი კი აღნიშნავს, რომ საზღვარი აფხაზეთის სამთავროსა და სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროს შორის გადიოდა მდ. კოდორზე და დრანდის ეკლესია სამეგრელოს მთავარს, ლევან II დადიანს, ეკუთვნოდა. გარდა ამისა, XII-XIII სს. საქართველოს სამეფო შეადგენდა ერთერთ უძლიერეს სახელმწიფოს ახლო აღმოსავლეთში, მას გააჩნდა კარგად განვითარებული სამეურნეო, სავაჭრო და კულტურული ურთიერთობები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთაც. ნუთუ ყოველივე ეს არ შეხებია აფხაზეთის ცხოვრებას, მის კულტურასა და მეურნეობას? ნუთუ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანს“ აფხაზი ბავშვები უცხოური ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე ეცნობოდნენ? ნუთუ აფხაზეთში აშენებული უძველესი ტაძრების კედლებზე ამოკვეთილი ან ფრესკებზე არსებული ქართული წარწერები აფხაზებისთვის უცხო და გაუგებარი იყო? თავისთავად ცხადია, რომ არა, და ამის უამრავი ისტორიული და ლიტერატურული მოწმობაც არსებობს. XIV საუკუნიდან, მონღოლების მძიმე უღლის გადატანისა, და მათ კვალდაკვალ თურქმენული მოდგმის სხვა დამპყრობლების გამოჩენის ხანაში, ერთიანი საქართველოს სამეფოს დაშლის შემდეგ, და ფეოდლური ურთიერთ ბრძოლების პირობებში, ბუნებრივია, მოხდებოდა მნიშვნელოვანი გაუცხოება უწინდელ თანამოძმეებს შორის, მით უმეტეს ოსმალური იმპერიის მიერ დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავართა შორის დაპირიპირებების სისტემატიურად გაღვივებისა დ გამოყენების შედეგად. მართლია, რომ საქართველოს ცალკეული სამეფო-სამთავროები ცალ-ცალკე შევიდნენ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, თანაც იმერეთის მეფემ და გურიის დედოფალმა არ მოისურვეს რუსეთის შემადგენლობაში პირდაპირ შესვლა, მათ სურდათ რუსეთის მფარველობა თავიანთ სამფლობელოებზე, შინგანი დამოუკიდებლობის შენარჩუნებით, და არა საშინაო განკარგულებებშიც რუსი მოხელეების მბრძანებლობა. და მათმა დაუმორჩილებლობამ გააქარწყლა რუსული პროპაგანდის მიერ ყბადაღებული „ნებაყოფლობითობა“ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხში. იმის შესახებც უკვე ვისაუბრეთ, რომ XX საუკუნის დასაწყისში თავად აფხაზეთის დელეგაციამ სთხოვა რუსეთის მთავრობას არ ჩამოეცილებინა მათი სამშობლო ისტორიული საქართველოს სხეულისგან. ისიც ლოგიკურია, რომ ფეოდალურ და წოდებრივ საზოგადოებაში საერთო-სახელმწიფოებრივი შეგნებისა და მუხტის მატარებლები იქნებოდნენ უწინარეს ყოვლისა თავადაზნაურობა და სასულიერო წოდება. გლეხობას კი უფრო პასიური როლი ექნებოდა სამეფო-სამთავროების ურთიერთობებში, ვინაიდან იგი საკუთარ მიწაზე იყო მიჯაჭვული. ბოლშევიკური ხელიუფლების მიერ საქართველოს თავადაზნაურობისა და სასულიერო წოდების დიდი ნაწილის განადგურება და განდევნა, მათ შორის შერვაშიძეების, აფაქიძეების, ანჩაბაძეების, მარშანიების, ემხვარების, რომლებიც შეადგენდნენ აფხაზეთის უმაღლეს საგვარეულოებს, ასევე უარყოფითად აისახებოდა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე. ამიერკავკასიაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მისი ხალხები გაერთიანებული იყვნენ ერთ ფედერაციულ სოციალისტურ რესპუბლიკად, რომელშიც უკვე საურთიერთობო ენად გამოცხადებული იყო რუსული და შემდეგ უკვე ამიერკავკასიის ფედერაციული საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა შედოიდა სსრკ-ის შემადგენლობაში, ამის წინააღმდეგ ჯერ კიდევ 1922 წელს გამოდიოდნენ ე. წ. ნაციონალ-უკლონისტები (ქართველი კომუნისტების ერთი ხელმძღვანელი ნაწილი), მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს არანორმალური სიტუაცია გრძელდებოდა 1937 წლამდე, რის შედეგადაც ითრგუნებოდა ქართული ენა და აფხაზეთში, ისევე როგორც დანარჩენ სქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანშიც, ხელოვნურად ინერგებოდა რუსული. ყოველივე ეს გაცილებით წინ უსწრებდა 1980-იან წლებში ქართველი ხალხის მიერ დამოუკიდებლობისკენ მისწრფების ღიად გამოცხადებას, და ყოველივე ამას მნიშვნელოვან წილად განაპირობებდა რუსული სახელმწიფოს (როგორც თეთრის, ისე წითელის) ის დანაშაულებრივი პოლიტიკა, რომელიც ქართველობას მისთვის ღვთივბოძებულ სამშობლოსა და მასთანვე ღვიძლად შეზრდილ აფხაზეთში არ აყენებდა, შინაურ ცხოვრებაში უხეშად უფათურებდა ხელებს.

რაც შეეხება ოსეთსა და ოსებს, აქ ისევ რუს ავტორებს მოვიშველიებთ. ბროქჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედიურ ლექსიკონში 1890.ინი წლების მიწურულს გამოქვეყნებულ წერილში „ოსეთი“ ავტორი ნ. დინნიკი წერს: „ოსეთი არის ადგილი, რომელიც უჭირავთ ოსებს; იგი მოიცავს თერგის გუბერნიის ნაწილსა (ვლადიკავკაზის ოკრუგის დასავლეთ ნახევარი) და ტფილისის გუბერნიის ნაწილს (დუშეთის მაზრის დაახლოებით ერთი-მესამედი და გორის მაზრის დიდი ნაწილი). გორის მაზრის ნაწილი 40-იან და 50-იან წლებში ატარებდა ტფილისის გუბერნიის ოსეთის ოკრუგის სახელწოდებას“. კი მაგრამ, აღმოსვლეთ საქართველო, რასაც XIX-XX სს. ეწოდებოდა ტფილისის გუბერნია, ჯერ კიდევ 1801 წლიდან შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, და რატომ 40-იან წლებამდე არ ჰქონია მის ნაწილს ოსეთის ოკრუგის სახელი, რა ერქვა ამ ადგილებს ისტორიულ საქართველოში? ასეთივე წარმატებით შეიძლება, მაგალითად, ითქვას, რომ ჩინეთი არის ადგილი, რომელიც უჭირავთ ჩინელებს. რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, დაახლოებით 40 მლნ. ჩინელი ამჟამად ცხოვრობს ციმბირში, და მაშინ ციმბირის ის ნაწილიც, სადაც ჩინელები სახლობენ მეტ-ნაკლებად კომპაქტურად შეგვიძლია ჩავთვალოთ ჩინეთად. ასეთი შედარება რომ უსაგნო არ არის, ამას ადასტურებს პროფ. ვსევოლოდ მილერის წერილი „ოსები“ იმავე ლექსიკონში. სახელდობრ, პროფესორი მილერი აღნიშნავს: „რუსების მიერ ყაბარდოლების დამორჩილებამდე ოსები ცხოვრობდნენ მხოლოდ მთებში: ყაბარდოლები არ უშვებდნენ მათ დაბლობზე, და ამ სავალალო მდგომარეობის შესახებ, რომელმაც მნიშვნელოვნად შეამცირა ოსების რიცხოვნება, დღემდე არის შენარჩუნებული მოგონებები ხალხში. მთებისგან ყაბარდოელების განდევნის (შევიწროვების) შემდეგ რუსულმა მთავრობამ ნება მისცა ოსებს, რომლებიც იტანჯებოდნენ მოსახლეობის უკიდურესი სიმჭიდროვისგან მთათა ხეობებში, დასახლებულიყვნენ დაბლობ ადგილას, და იმ დროიდან ჩნდება მათი დასახლებები თერგის შუა დინების ორივე ნაპირზე, და უფრო ზევით დასავლეთისკენ, მოზდოკის ახლოს“. კეთილი და პატიოსანი. ახლა ვნახოთ ოსების განსახლების ხასიათი პროფ. მილერის მიხედვით: „ოსები – კავკასიის ერთერთ ინდოვროპულ ტომთაგანია, რომელსაც უძველესი დროიდან უჭირავს კავკასიონის ქედის შუა ნაწილი მის ორივე კალთებზე... ამ მთავარი რაიონის გარდა ოსური დასახლებები გავრცელებულია თერგის შუა დინების გაყოლებით, მოზდოკის ახლოს. აქ ისინი მიმოფანტულია ნაწილობრივ განცალკევებულად, ნაწილობრივ კი რუსულ დასახლებებთან ერთობლივად, და მთავარი ოსური რაიონისგან განკერძოებული (გამოყოფილი) არიან ჩეჩნური და რუსული დასახლებების 50-ვერსიანი ზოლით, და წარმოადგენენ ერთგვარ კოლონიას, რომელიც შედგება რამდენიმე ათასი სულისგან. ჩრდილოეთ განაპირა მხარეზე (რუს. окраина) ოსური დასახლებები ესაზღვრება ყაბარდოელთა დასახლებებს, შემდეგ – შერეულად არის განლაგებული კაზაკების სტანიცებთან და ჩეჩნური ტომის ინგუშურ აულებთან. აღმოსავლეთ საზღვარზე კავკასიონის ქედის ამ მხარეს (ჩრდილოეთ კალთებზე) ოსები ემეზობლებიან ინგუშებსა და ქისტებს – თერგის დინების გაყოლებით, ხოლო უღელტეხილზე – ხევსურებსა და ფშავლებს; კავკასიონის სამხრეთ კალთებზე, არაგვის აუზში, ოსთა აულები შერეულად არის განლაგებული ქართველთა სოფლებთან. ეს სამხრეთი ზოლ-საზღვარი, იწყება რა ქ. დუშეთის მახლობლად, თავიდან გადის ქედის ძირში, ხოლო შემდეგ კი ლიახვის მარჯვენა შენაკადების გავლით მიმართულია რიონის ზედა წელისკენ. დასავლეთში ოსური ოკრუგი ებჯინება ამიერკავკასიაში, რიონის ზემო წელში, იმერელთა მიწებს...“ ანუ ოსების დასახლებები საქართველოს ტერიტორიაზე ძირითადად არის შერეული ქართულ სოფლებთან, ანუ ისეთივე ხასიათისაა, როგორიც ჩრდილო-კავკასიის დაბლობ ადგილებში, სადაც ისინი ჩაასახლეს რუსებმა შერეულდ კაზკების სტანიცებთან, ინგუშებისა და ქისტების აულებთან ერთად. ანუ ამ სურათიდანაც კარგად ჩანს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ოსები ჩამოსხლებულნი არიან, თანაც მათი გნსხლება მიუყვებოდა მაშინ კავკსიონის ქედის მთებს, მთისწინებსა და მცირე ლიახვის ხეობას რაჭისკენ, და სულაც არ ჩამოდიოდა თითქმის გორამდე, რა საზღვრებიც მიეცა სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ. უფრო ქვემოთ პროფ. მილერი წერს: „1833 წ. მონაცემებით, მთელი ოსები ირიცხებოდნენ მხოლოდ 35750 ადამიანი; 60-იანი წლების მონაცემებით, ჩრდილოელი ოსები ირიცხებოდნენ 46802, სამხრეთელი – 19324 ადამიანი; კავკასიის სტატისტიკური კომიტეტის 1880 წ. მონაცემებით, ჩრდილოეთ ოსეთში იყო 58926 ადამიანი, სამხრეთ ოსეთში კი – 51988“. ამ რიცხობრივი მონაცემებიდან პირდაპირ არ ჩანს, თუ რამდენი ოსი სახლობდა საქართველოში 1833 წ., მაგრამ მისი კარგი მიახლოებით გამოანგარიშება შეიძლება 1860-იანი წლების მონაცემების მოშველიებით. სახელდობრ 1860-იან წლებში სულ უნდა ყოფილიყო 46802 + 19324 = 66126 ოსი მოსახლე; მათგან ჩრდილო-კვკასიაში მცხოვრები ოსები შეადგენდნენ მთელი ოსური მოსახლეობის 70,8%, საქართველოსში მცხოვრებნი _ 29,2%. თუკი ეს პროცენტული თანაფარდობა იქნებოდა შენარჩუნებული 1833 წელშიც, მაშინ საერთო ჯამში 35750 ოსიდან ჩრდილო-კავკასიაში უნდა ეცხოვრა 25311 და საქართველოში კი 10439 სულ ოსს. საქართველოს რუსეთთან შეერთებამდე ოსების რიცხვი კიდევ უფრო ნაკლები იქნებოდა საქართველოში. და განა ამდენი მოსახლე დაიკავებდა იმ ტერიტორიას, თანაც უაღრესად ნაყოფიერს, რომელიც საბჭოთა პერიოდში წარმოადგენდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს და სადაც 1980-იან წლებში ცხოვრობდა დაახლოებით 90000 ადამიანი? ყურადღება უნდა მივაქციოთ კიდევ ერთ საკითხს. პროფ. მილერი წერს: „ოსები ქედის ამ მხარეზე (ანუ ჩრდილო-კავკასიაში _ ი. ხ.) იყოფიან რამდენიმე საზოგადოებად: დიგორიისა, შემდეგ აღმოსავლეთისკენ, მდ. არდონის ხეობებში _ ალაგირის (ანუ ვალაჯირის), ორიაგ-დონისა და მისი შენაკადების ხეობებში _ ქურთათის, გიზელ-დონისა და გენალ-დონის ხეობებში _ თაგაურის, რომელიც საკუთარ თავს თვლის ოსეთის უმაღლეს წოდებად. ოსები, ნაწილობრივ გაქართველებულები, ამიერკავკასიაში ემეზობლებიან ტფილისის გუბერნიის დუშეთის მაზრასა და ქუთაისის გუბერნიის რაჭის მაზრას და უჭირავთ ოლქი, რომელიც ქართველებში ცნობილია დვალეთის სახელწოდებით. ჩრდილოელი ოსები მათ უწოდებენ თუალთეს ტომს“. დვალეთთან, დვალების ეროვნულ კუთვნილებასთან, დაკავშირებით თუნდც ასე რომ იყოს, როგორც პროფ. მილერი წერს, მაინც იქნებოდა ერთი დიდი შეუთავსებლობა. ისტორიული დვალეთი, როგორც ამას ვკითხულობთ აკად. ივ. ჯავახიშვილის ნაშრომში „საქართველოს საზღვრები ისტორიული და თანამედროვე თვალსაზრისით“, კვკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთებზე კი არ მდებარეობდა, არამედ კავკასიონის მთავარ ქედსა და მის ჩრდილოეთით გამავალ გვერდით ქედს შორის _ ანუ მთავარი ქედის ჩრდილო კალთებსა და გვერდითი ქედის სამხრეთ კალთებს შორის სივრცეზე, სწორედ იქ სადაც მიედინება მდ. არდონი თავისი შენაკადებით. პროფ. მილერი კი სამხრეთ ოსეთსა და თუალთეს ოსურ ტომს აფიქსირებს კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთებზე. აქ მართლაც სახლობდნენ ოსები ჯერ კიდევ საქართველოს რუსეთთან შეერთებამდე და მათი განსახლების შესახებ კარგად უწერია გიორგი XII-ის ძეს იოანე ბატონიშვილს თავის „ქართლ-კახეთის სამეფოს აღწერა“-ში, რომელიც მან ერეკლე II-ისა და გიორგი XII-ის დავალებით, ჩაატარა 1796-99 წლებში, და იქ ხეობების მიხედვით კარგდ არის ნაჩვნები სოფლების განლაგება, მათ შორის იმ სოფლებისაც, სადაც ოსები სახლობენ, ან სადაც შერეული ქართულ-ოსური მოსახლეობაა. როგორც ვთქვით, ოსური მოსახლეობის რიცხვი საქართველოს სამეფოში იმხანად დაახლოებით 10 ათასი სულის ფარგლებში უნდა ყოფილიყო.

რაც შეეხება სახელწოდებას „სამხრეთ-ოსეთი“ _ უნდა ითქვას, რომ ისტორიულ საქართველოში მიწებს ხშირად ერქვა სახელები იმ ფეოდალური საგვარეულოების მიხედვით, რომლებიც ფლობდნენ ამათუიმ მიწებს _ არგვისა და ქსნის სერისთავოები, საციციანო (ციციშვილების მამულები), საამილახვრო (ამილახვრებისა), საბარათიანო (ბართაშვილებისა), საორბელიანო (ორბლიანების), სამაჩაბლო (მაჩაბლების), საწერეთლო (წერეთლების), სააბაშიძეო (აბაშიძეების), სამცხე-საათაბაგო (ჯაყელ-ათაბაგების) და ა. შ. გარდა ამისა, ადგილებს აძლევდნენ შესაბამის დიდ და მცირე მდინარეთა ხეობების სახელწოდებებს და ა. შ. რაც შეეხება „ოსეთის ოლქი“, ან „სამხრეთ-ოსეთი“, მსგავსი დასახელება საქართველოში არასდროს არ ყოფილა და ეს მთლიანად რუსეთის მეფის მთავრობის „შემოქმედებაა“. როგორც ზემოთ ხაზი გავუსვით, თვით ამ მთავრობამაც მხოლოდ 1840 წლებში მოიფიქრა გორის მაზრის ერთი ნაწილისთვის „ოსური ოკრუგის“(რუს. Осетинский округ) დარქმევა და 1850-იანი წლების შემდეგ იგი კვლავ გორის მაზრაში შეიყვანა, თანაც ეს არ იყო „სამხრეთ-ოსეთი“, არამედ საქართველოში მოსახლე ოსების ოკრუგი; ასეთ ოკრუგებში რუსეთის იმპერიაში იყო არა სამაზრო მმართველობა, არამედ სამხედრო-სახალხო. ეტყობა ამ ღონისძიებამ არ გაამართლა და აღნიშნული მიწები კვლავ გორის მაზრას დაუბრუნეს. 1880-იან წლებში ილიას აქვს გამოქვეყნებული წერილების სერია „ხიზნების შესახებ“, რომლებშიც რუსების მიერ „სამხრეთელ ოსებად“ მოხსენიებული ადამიანებისთვის იყენებს ტერმინს „პირაქეთელი ოსები“, რაც უფრო მეტად შეესაბამება ქართულ ტოპონიმიკურ ტრადიციას. სხვაგან პროფ. მილერი წერს: „საერთო ეროვნული სახელი მთელი ტომისთვის თავად ოსებს არ გააჩნიათ. ყველაზე უფრო მეტად არის გავრცელებული სახელი ირონები (ირ, ირონ), რითაც დიგორელებისგან განსხვავებით საკუთარ თავს მოიხსენიებენ თაგაურელები, ქურთათელები, ალაგირელები. ქართველები ოსებს ასევე უწოდებენ, მათ ქვეყანას კი ოსეთს, აქედან არის ეს სახელები შემოსული რუსულ ენაშიც“. როგორც ვხედავთ, სახელები „ოსეთი“, „ოვსეთი“, „ოსნი“, „ოვსნი“ _ ხმარებაში შემოტანილია ქართველების მიერ და რუსებსაც ქართველებისგან აქვს გადაღებული ეს ტერმინი. მაშინ განა თავად ქართველებმა არ იცოდნენ რისთვის ეწოდებინათ იგი? და თუკი აქ ოსები უძველესი დროიდან სახლობდნენ, მაშინ რატომ არ იყო ქართულ სინამდვილეში ეს ასახული ტოპონიმიკაში? განა სახელები _ ნარიყალა, ხარფუხი, სოღანლუღი, ნავთლუღი, ავლაბარი, მეიდანი, სეიდაბდი, აღბულაღი, სიღნაღი, ლაგოდეხი ქართული წარმოშობისაა? თუკი ეს არაქართული ტოპონიმები გვაქვს ქართველებს, მაშინ ოსურს კი რატომ დავიწუნებდით? არც დაგვიწუნებია, უბრალოდ ოსები გვიან ჩამოესახლენ საქართველოში, ხოლო მათი განსახლების შესხებ იოანე ბატონიშვილის ცნობები უკვე ვახსენეთ და ისინი გამოქვეყნებულია. ამ საკითხში რუსებისგან წამოსულ სიცრუესა და გაყალბებას კარგად ხედავენ ქართველები, თანაც რადგანაც რუსეთი დიდი სახელმწიფოა, ამიტომ პატარა საქართველოსთან დამოკიდებულებაში მისგან უფრო მეტ გულახდილობასა და სიმართლეს მოელიან, და როცა ეს არ სრულდება, მაშინ უნდობლობა რუსეთის მიმართ კიდევ უფრო იზრდება. მეორეს მხრივ, საჭიროა ქართველებმაც დავინახოთ რომ, როდესაც საქართველო თავის-თავად კი არ ელაპარაკება რუსეთს, არამედ ამერიკის ზურგს ამოფარებული, მაშინ იგი გამოდის როგორც სხვა დიდი სახელმწიფოს _ აშშ-ის ჯაშუში, გნებავთ ის პატარა პროვოკატორი, რომელსაც ვაშინგტონი იყენებს რუსეთზე წასაქეზებლად და შემდეგ კი კონფლიქტის წარმოქმნისას იწყებს „საწყალი დაჩაგრული“ საქართველოს ვითომდა გამოქომაგებას, სინამდვილეში კი ატარებს საკუთარ საგარეოპოლიტიკურ ინტერესებს. ასეთი დიდი ძალების წიდილში კი შესაძლოა ეს პატარა პროვოკატორი გაიჭყლიტოს, რაც ნაწილობრივ გვემართება ხოლმე კიდეც. შესაძლოა მეტიც დაგვემართოს, თუკი ასეთ თამაშს თავს არ დავანებებთ.

(4) პროფესორი ანატოლი სმირნოვი ინტერნეტში გამოქვეყნებულ მირქმის სახელობის სასულიერო სემინარიაში წაკითხულ თავის ლეციების კურსში „რუსეთის ისტორია რევოლუციისა და სამოქალაქო ომის წლებში“ აღნიშნავს, რომ თეთრგვარდიული მოძრაობა იბრძოდა ერთიანი და განუყოფელი რუსეთის აღდგენისთვის, ბოლშევიკებს კი ასეთი რამ სულაც არ ადარდებდათ, და ამიტომ ისინი თეთრების წინააღმდეგ ასამხედრებლად იყენებდნენ რუსეთის ქვეშევრდომ ხალხებს, აცხადებდნენ რა მათ დამოუკიდებლობას და მიმართავდნენ რა მათ ხან კოლჩაკის (ბაშკირები და თათრები), ხანაც ალექსეევისა და დენიკინის (კავკასიის მთიელთა რესპუბლიკა) წინააღმდეგ. რუსეთის ხალხებში რომ არ ყოფილიყო ასეთი სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ, მაშინ არც ის აღტყინება იქნებოდა, რომლითაც ეს ხალხები იბრძოდნენ თეთრგვარდიული მოძრაობის წინააღმდეგ. როგორც ზემოთ ვნახეთ, საქართველოს ტერიტორიაზე ეროვნებათშორისი კონფლიქტები ერთიანი რუსული სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე იყო და არის ხელოვნურდ ჩასახული, გაღვივებული და გამძაფრებული, რასაც ვერ ვიტყვით მაგალითად ბაშკირებისა და თათრების შესახებ, რომ მათი გამოსვლების ორგანიზებაში ქართველებს მიუძღოდეთ რაიმე სერიოზული წილი. მეორეს მხრივ ნ. ნაროჩნიცკაიასა და სხვა რუსი მართლმადიდებელი ავტორების ნაწერებიდან აშკარდ იკვეთება დასავლეთის მხრიდან რუსეთზე ძალუმი ანტიქრისტიანული შემოტევის სურათი, რისი დანახვაც ჩვენს წინაპრებს შეეძლოთ რუსი წმინდა მღვდელთმთავრების თეოფანე დაყუდებულის, ეგნატე ბრიანჩანინოვის, ფილარეტ მოსკოველის, წმ. მამის იოანე კრონშტადტელის, ქრისტიანი მწერლების _ ტიუტჩევის, დოსტოევსკის, ს. ნილუსისა და სხვათა ნაწრებიდან, ჯერ კიდევ XIX საუკუნეში, და ეს ჩვენმა წინაპრებმა ვერ შეძლეს, უფრო მეტიც, თითქმის მთელი საქართველო გადაეშვა ღმერთმებრძოლურ მარქსისტულ მოძრაობაში, მის მენშევიკურ და ბოლშევიკურ ფრთებში. და ამ მოძრაობამ დიდი წვლილი შეიტანა ქრისტიანული რუსული სახელმწიფის დანგრევაში. ამიტომ ჩვენ ქართველებსც ბევრი რამ გვაქვს მოსაბოდიშებელი რუსებთან, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ერთმანეთთან პირისპირ ლაპარაკით და არა ევროატლანტიკური დასავლეთის „ეგიდით“. და ეს კარგად უნდა გავიგოთ. რაც მეტი სიმართლით ვიქნებით ერთმანეთთან, მით მეტი ნდობა და გაგება იქნება ჩვენს შორისაც.

No comments:

Post a Comment