Friday, November 19, 2010

სლობოდან მილოშევიჩის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

1). სამძიმარი ბორისლავ მილოშევიჩს
ბ-ნ ბორისლავ მილოშევიჩს












ძვირფასო ბორისლავ!

მიიღეთ და გრდაცვლილის ოჯახს გადეცით დრამატული განცდებით აღსავსე სამძიმარი თქვენი ძმის იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის უდროო და ტრაგიკულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

სლობოდან მილოშევიჩის ცხოვრებამ დ პიროვნებამ როგორც წყლის წვეთში, ისე ასახა სერბი ხალხის დრამატული ბედი მეოცე საუკუნეში. მიწიერი სამოთხის აშენების ერთმანეთის მეტოქე ვერსიების (კომუნიზმისა და ლიბერალიზმის) ცდუნებებით დაგლეჯილი, მრავალტანჯული სერბეთი და მისი ხალხი, რომლებმაც განიცადეს მტრების ყველანაირი მოაზრებადი მზაკვრობა და მეგობრებისა და ძმებისგან გამყიდველობა, აღმოჩნდნენ მსოფლიო ძალების ბატონობისთვის დაპირისპირების ცენტრში.

სლობოდან მილოშევიჩი გახლდათ თავისი ხალხის სისხლი და ხორცი მისი წინააღმდეგობრივი ძიებებით, იმედებით, ილუზიებით, აღმაფრენებითა და დაცემებით, და მასთან ერთად გადაიტანა ყველაზე უფრო დრამატული განსაცდელები. დღეს, როდესაც ნათელია სერბების მიმართ ბალკანეთში ჩადენილის ისტორიული აზრი, როდესაც ერთი-მეორის მიყოლებით ცვივა ხმელი ტოტები საერთოსლავური და მართლმადიდებლური ხიდან, 1999 წლის გმირული სერბული წინააღმდეგობა, რომელსაც მეთაურობდა სლობოდან მილოშევიჩი, მოჩანს როგორც მსოფლიო ისტორიის გზის პირას განდევნილი სლავობის ლპობადი ხრწნილებიდან ამოჭრილი უკანასკნელი წმინდა და კაშკაშა ალის ენა. სლობოდან მილოშევიჩს არ სურდა სერბეთის ისტორიული ინტერესებით ვაჭრობა, რისთვისაც უარყოფილ იქნა მათგან, ვინც განაგებდა და დღესაც განაგებს უსამართლო სამსჯავროს ისტორიაზე.

ჩვენმა დრამატულმა გამოცდილებამ უკვე გვასწავლა, რომ არ უნდა ველოდეთ დამპყრობლისდგან _ ხსნას, ხოლო ცილისმწამებლისგან _ სიმართლეს. ვერ მოვისმენთ ჩვენ სიმართლეს დღესაც ჩვენგან წასული სლობოდან მილოშევიჩის გამო გლოვის დღეებში. ლიბერალური დასავლეთი თავის მონაწილეობას ზედ დაურთავს დემონურ მაცდუნებლობას, შემოგვთავაზებს რა მაცდური ეშმაკივით: „ხედავ ამ სამეფოს, ყოველივე ამას მოგცემ, თუ დაეცემი და თაყვანს მცემ მე“.

მაგრამ მე მწამს, რომ დასავლეთის აგრესიის მსვლელობისას გამოვლენილ ამაყ სულსა და ეროვნულ ნებას, რომლებმაც ხორცი შეისხეს სლობოდან მილოშევიჩის წინააღმდეგობრივ და ტრაგიკულ პიროვნებაში, ჯერ კიდევ არ დაუხარჯავთ (ამოუწურავთ) თავიანთი მოწოდება. მისი ტრაგიკული ბედი ცოცხალი საყვედური იქნება მათთვის, ვინც გაყიდა იგი ოცდაათ ვერცხლად, და მათთვისაც, ვინც მიიღო ეს გამყიდველობა.

მე მწამს, რომ სერბი ხალხის გულში კვლავ ცოცხლობს თქმულება კოსოვოს ველზე ბრძოლის წინ მეფე ლაზარეს ხილვის შესახებ, რომელშიც უფლის ანგელოზმა მას გამოუცხადა არჩევანი ერთის მხრივ მიწიერ გვირგვინსა და მოჩვენებით გამარჯვებას, ხოლო მეორეს მხრივ, სიკვდილსა და მოჩვენებითი დამარცხების ფასად მოსყიდულ ზეციურ გვირგვინს შორის.

ასეთად იქცა ცილდაწამებული, შეურაცხყოფილი, „სიმართლის გულისთვის განდევნილი“ სლობოდან მილოშევიჩის უკანასკნელი _ ყველაზე უფრო მთავარი არჩევანი, ანუ მიწიერი ცხოვრებიოს შედეგი, რომელიც გამოაცხადა ჰააგის სასამართლოს საპყრობილე-საწამებელში. სწორედ იქ გამოვლინდა მისი გოლიათური ნება და ღირსება, მისი სიამაყე და პატიოსნება, რომლის წინაშეც უძლური აღმოჩნდა მზკვრობა, სიცრუე, ფარისევლობა, სისაძაგლე და სულმდაბლობა.

ნატალია ნაროჩნიცკაიასაიტზე გამოქვეყნდა: 12. 03. 06.

2). სისხლის სამართლის საქმე („The Guardian“, დიდი ბრიტანეთი)

მე ვიყავი ერთერთი უკანასკნელი დასავლელი ჟურნალისტი, რომელიც შეხვდა სლობოდან მილოშევიჩს (Slobodan Milosevic). ვიყავი რა გამოძახებული ჰააგაში გასული წლის იანვარში პოზენციური მოწმის სახით, მე ერთი საათი გავატარე მის საკანში. მე _ ისევე როგორც თითქმის ყველას, ვინც შეხვედრია მას _ იგი მომეჩვენა როგორც ზრდილი და ინტელიგენტური ადამიანი. „ჩვენ გავიმარჯვებთ, _ მითხრა მან. _ თავისუფლება საყოველთაო ფასეულობაა. მათ არ გააჩნიათ მტკიცებულებები ჩემს წინააღმდეგ“.

ასეთი განცხადებები შოკში აგდებს მათ, ვინც დარწმუნებულია, რომ მილოშევიჩი იყო დიქტატორ-ნაციონალისტი, რომელიც ისწრაფვოდა რასობრივად სუფთა დიდი სერბეთის შექმნისკენ. მაგრამ ცივილიზებული საზოგადოებები ფრთხილად უნდა ეკიდებოდნენ ისეთ ბრალდებებს, რომლებიც დაფუძნებულია სიძულვილის გაღვივების კამპანიებზე. ფაქტები ისაა, რომ მილოშევიჩის მტრებმა საბოლოო ჯამში ვერ შეძლეს ვერც ერთი მისი ნაციონალისტური გამონათქვამის მოყვანა, არაფერი რომ არ ვთქვათ უკვე რასისტულ გამონათქვამებზე, ხოლო ჰააგაში მისი ყოფნის ოთხი წლის მანძილზე ვერც ერთმა მოწმემ ვერ დაადასტურა, რომ იგი იძლეოდა ისეთ ბრძანებებს, რომლებსაც შედეგად მოჰყვა სამხედრო დანაშაულებანი.

სამაგიეროდ მთელი ორი წლის განმავლობაში ჰააგაში მოდიოდნენ მოწმეები, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ კოსოვოში არ ყოფილა არც გენოციდი, არც ალბანური სამოქალაქო მოსახლეობის განდევნის გეგმა, და რომ მილოშევიჩი არ შეიძლება ითვლებოდეს პასუხისმგებლად არც იუგოსლავიის დაშლისა და არც ამის შემდეგ ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში დაწყებული ომის გამო.

სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დადგენა _ ეს ზუსტი მეცნიერებაა, ხოლო ფაქტები ისეთია, რომ მილოშევიჩი არ იდგა იუგოსლავიის სათავეში, როდესაც ის იშლებოდა. 1991 წელს (მრავალეროვნულ) იუგოსლავიურ არმიას ქვეყნიდან გასული ხორვატიისა და სლოვენიის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების წარმოების ბრძანება მისცა ფედერალური მთავრობის მაშინდელმა მეთაურმა ანტე მარკოვიჩმა (Ante Markovic), რომელიც იყო დასავლეთის ფავორიტი, და სწორედ დასავლეთის ჩარევამ კიდევ უფრო გააუარესა სიტუაცია. მილოშევიჩს ხშირად ბრალს სდებენ იუგოსლავიის ფედერალური კონსტიტუციით დადგენილი შინაგანი წონასწორობისთვის ძირის გამოთხრაში, მაგრამ ცოტას თუ სჯერა სერიოზულად, რომ შვეიცარიის ნიმუშის მიხედვით შექმნილი პოლიტიკური სისტემა კიდევ დიდხანს გააგრძელებდა არსებობას ტიტოს გარდაცვალების შემდეგ.

ჰააგაში გამოძიებამ მილოშევიჩის წინააღმდეგ თავისი პირველი ბრალდება წამოაყენა 1999 წლის მაისში, იუგოსლავიაზე ნატო-ს გახურებული შეტევის დროს, როგორც ჩანს, ამ შეტევის გამართლებისთვის. იუგოსლავიის ლიდერს ბრალს სდებდნენ კოსოვოში ჩადენილი დანაშაულებების გამო. წელიწადნახევრის შემდეგ დაუმატეს ბრალდებები მანამდე შვიდი-ათი წლის წინათ ხორვატიაში ჩადენილი დანაშაულებებისთვის. როგორც ჩანს, ეს გააკეთეს იმისთვის, რომ ბრალმდებლებმა შეიგნეს, რომ კოსოვოში გენოციდის შესახებ ნატო-ს განცხადებების დამტკიცება სასამართლოში შეუძლებელი იქნებოდა. ასევე არ იყო აშკარა ბრალდებების ბოსნიური და ხორვატიული ნაწილი. მილოშევიჩი ყოველთვის უარყოფდა მორალურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობას ბოსნიელი სერბების მხეცობების გამო, კერძოდ, 1995 წელს სრებრენიცაში (Srebrenica) ჟლეტის გამო, რამდენადაც იყო რა მეზობელი სერბეთის პრეზიდენტი, იგი არ აგებდა პასუხს ბოსნიის ან ბოსნიელი სერბების გამო. და თუნდაც ჰქონოდა მას მათზე გავლენა, ეს სულაც არ არის იგივე, რაც სისხლის სამარათლებრივი პასუხისმგებლობა.

ყოფილი იუგოსლავიის საკითხში საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალი რომ ჩვეულებრივი უფლებამოსილი სასამართლო ყოფილიყო, მაშინ ბრალდებებს მილოშევიჩს უკვე დიდი ხანია მოუხსნიდნენ. სამწუხაროდ, ეს უკიდურესად პოლიტიზებული ორგანოა, რომელიც შექმნილია სწორედ იმ სახელმწიფოთა ინიციატივით, რომლებიც თავს დაესხნენ იუგოსლავიას 1999 წელს, ხოლო მისმა მოსამართლეებმა ჩირქი მოსცხეს თავიანთ თავს საკუთარი ნორმების დარღვევით ბრალდებისთვის ამოცანის შესამსუბუქებლად. 2004 წელს მოსამართლეებმა თავს მოახვიეს მილოშევიჩს ადვოკატი, მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი იუგოსლავიის საკითხებში საერთაშორისო ტრიბუნალის ქარტია უფლებას აძლევს მოპასუხეს თავად იცავდეს თავს, და მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ, რომ მილოშევიჩი ძალზედ ავად არის, რათა პასუხს აგებდეს სასამართლოს წინაშე, 2006 წლის 24 თებერვალს ბრალდების დაჟინებით მათ უარი უთხრეს მილოშევიჩს თხოვნაზე კარდიოლოგიურ კლინიკაში გადაყვანის თაობაზე, და ორი კვირის შემდეგ იგი გარდაიცვალა.

მთავარი ჰააგელი პროკურორის კარლა დელ პონტეს (Carla del Ponte) სიტყვები იმის შესახებ, რომ სიკვდილის წყალობით მილოშევიჩი გაექცა მართლმსაჯულებას, ძირს უთხრის დასავლეთის ცივილიზაციის საბაზო ფასეულობებს. ამ შემთხვევაში ხომ „მართლმსაჯულება“ ნიშნავს არა შესაფერისად საჭირო სამართლებრივ პროცედურას, არამედ საბრალდებო საკვნას. იმ დრეს, როდესაც ჩვენი აზროვნება გახდება ასეთი, ჩვენ სამუდამოდ დავემშვიდობებით სამართლის ნორმებს.

ჯონ ლაფლენდი _ ავტორი წიგნისა Le Tribunal Penal International: Gardien du Nouvel Ordre Mondial (საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალი: ახალი მსოფლიო წესრიგის დარაჯი)

ჯონ ლაფლენდი (John laughland),The Guardian, 14. 03. 06.
საიტზე გამოქვეყნდა 22. 03. 06.

3). ნატალია ნაროჩნიცკაია: „სლობოდან მილოშევიჩის სიკვდილი _ ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევის შედეგია“.
_ ნატალია ალექსის ასულო, როგორ კომენტარს გაუკეთებდით ცნობებს სლობოდან მილოშევიჩის სიკვდილის შესახებ?


_ მე შემძრა ამ სიკვდილმა. მე ხომ ვიცნობდი სლობოდან მილოშევიჩს. იუგოსლავიაში ერთერთი ჩემი ჩასვლის დროს მე ვიყავი მიღებაზე და ვესაუბრე მას.

მის პიროვნებას აქვს მეტად დრამატული ბედი, რომელშიც თითქოს სარკეში, აისახა სერბი ერის დრამატული ბედი XX საუკუნეში. აქ არის რყევებიც კომუნიზმის ცდუნებებსა და ეროვნულ იდეალს შორის, და გირაგებიც დასავლეთა და აღმოსავლეთს შორის, და მსოფლიო გეოპოლიტიკის მარწუხებიც, და ბალკანეთში შექმნილი მდგომარეობაც... აქ არის ჯერ ერთი, ხოლო შემდეგ მეორე პარტნიორების გამყიდველობაც, რწმენა იმაში, რომ იგი იქნება დეიტონის შეთანხმებების გარანტი და შეინარჩუნებს მნიშვნელოვნებას დასავლეთისთვის. შემდგომში დასავლეთმა უღალატა მას. ნაწილობრივ ჩვენც ვუღალატეთ...

მაგრამ, მაინც, იგი გარდაიცვალა გაუსამართლებელი. თუკი ჩვენ ვაფასებთ სახელმწიფო მოღვაწის პიროვნებას, გასაგები ხდება, რომ არ შეიძლება იყოს პოლიტიკა შეცდომების გარეშე, მისდამი პრეტენზიების გარეშე... როდესაც მილოშევიჩი მოიტაცეს, სერბმა ერმა (ჩემი თვალსაზრისით, სამარცხვინოდ) დათმო კანონიერად არჩეული პრეზიდენტი იმისთვის, რომ რომელიღაც თვითგამოცხადებულ ორგანოს გაესამართლებინა სუვერენული ქვეყნის მოქალაქე იმ ქმედებებისთვის, რომლებიც ჩაიდინა მან თავის ქვეყანაში, რომლის კანონებითაც ეს ქმედებები არ წარმოადგენს სამართალდარღვევას. ერის ასეთი თვითგამყიდველობის შემდეგ, იგი, რა თქმა უნდა, ახლა გატეხილია.

სლობოდან მილოშევიჩმა თავი დაიჭირა ძალზედ ღირსეულად. ერთის მხრივ, იგი დაემორჩილა, მაგრამ მეორეს მხრივ მისი შინაგანი ნება იყო ძალზედ ძლიერი. მას არასოდეს დაუხევია უკან თავისი პოზიციიდან, რომ იგი არ აღიარებს ამ ტრიბუნალის კანონიერებას. მას თავად ვირტუოზულად მიჰყავდა თავისი პროცესი ადვოკატის სახით. პროცესი თვალსა და ხელს შუა იფანტებოდა! და, პატიოსნად რომ ვთქვათ, არაოფიციალურ ვიტარებაში მე არაერთხელ მივარაუდია, რომ მილოშევიჩზე სამსჯავროს ინიციატორებს მოუწევთ მისი მოკვდინება, რადგანაც ისინი იმყოფებიან გამოუვალ მდგომარეობაში. პროცესი ერთ ადგილზე იტკეპნებოდა. მალე უნდა დასრულებულიყო მანდატი ამ პროცესზე. აშკარა იყო, რომ ამჯერად ახალ მანდატზე ხელის მოწერაზე რუსეთი ნამდვილად არ დათანხმდებოდა, ისევე როგორც მანდატის გაგრძელებაზე. მილოშევიჩის გამართლება მათ არ შეუძლიათ, რადგანაც მთელი პროცესი ჩაიფიქრეს როგორც ნატო-ს აგრესიის გამართლება სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ.

მე მუდამ მეშინოდა მილოშევიჩის სიცოცხლის გამო. მე ვეთანხმები სლობოდან მილოშევიჩის ძმას, ბორისლავს, იმაში, რომ ტრიბუნალის ექიმების მოსაზრების ნდობა არ შეიძლება. ამიტომ ვთვლი, რომ რუსეთს შეეძლო გამოსულიყო იმის მომხრედ, რათა ექსპერტების დამოუკიდებელ ჯგუფს გამოეძია იმფორმაცია მისი სიკვდილის შესახებ.

უკანასკნელი მოვლენები _ ეს არის როგორც კარლა დელ პონტეს პოლიტიკური კარიერის, ისე თავად ტრიბუნალის დასასრულიც. ბრალდებები არ არის დამტკიცებული...

მილოშევიჩი მოქმედებდა მხოლოდ თავისი ქვეყნის ინტერესებში, ახლა რასაც არ უნდა ლაპარაკობდნენ მილოშევიჩის რეჟიმის შესახებ. ყველაზე უფრო მძიმე პერიოდის დროს მე ვიყავი ხოლმე იუგოსლავიაში რამდენჯერმე წელიწადში. იუგოსლავია იყო ერთი დიდი ღია კაფეს... ამასთან ავტორიტარიზმისა და კლანურობის ეფექტები, რა თქმა უნდა იყო. მაგრამ მე ჩავდიოდი იქ ბომბების ქვეშაც, ამერიკული დაბომბვების დროს. ის რაც მოხდა იუგოსლავიაში, არის ცოცხალი საყვედური რუსეთისთვის. მაშინვე მას შემდეგ, რაც დაეცა საბჭოთა კავშირი, იუგოსლავიამ დაიწყო თავის დაცვა. იუგოსლავიის დაშლა არ იქნებოდა, და არ მოხდებოდა ის, რაც მოხდა, რუსეთი რომ რუსეთი ყოფილიყო იმ დროს...

_ როგორ შეიძლება შევაფასოთ სლობოდან მილოშევიჩის სიკვდილი ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით? იგი, მოხუცი, მძიმედ ავადმყოფი, რაც აღიარეს ექიმებმა, მაინც არ გამოუშვეს სამკურნალოდ რუსეთში, მიცემული გარანტიებისა და მისი თხოვნის მიუხედავად. საქმის ასეთი ვითარება როგორ ეხამება დასავლეთში ახლა პოპულარულ ჰუმანისტურ იდეალებს?

_ როგორც საზღვარგარეთის ქვეყნებში ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, შემიძლია სრული საფუძვლით ვთქვა, რომ ეს არის ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, სწორედ იმ, ნებისმიერ გრემოებებში განუყოფელი წმინდად ჰუმანიტარული უფლებების, მათ შორის _ სამედიცინო დახმარებაზე! და ეს იმ ციხეში, რომელიც ითვლება სანიმუშოდ, ცივილიზებული ევროპის ცენტრში, რომელიც თავს უფლებას აძლევს მენტორული ტონით გვასწავლიდეს საკითხებს ადამიანის უფლებების შესახებ. ესაა თავის მოჭრა და სირცხვილი დასავლეთისთვის. საკითხი იმის შესახებ, თუ როგორ ჩამოყალიბდა ასეთი სიტუაცია, დასმული უნდა იქნას.

_ ალბათ, მილოშევიჩის სიკვდილის შემდეგ დასავლეთში გააგრძელებენ იუგოსლავიაში მოვლენების ისეთი შეფასების მხარდაჭერას, რომლის თანახმადაც დაბომბვები და ძალადობა გამართლებული იყო. შეგვიძლია ჩვენ რაიმე დავუპირისპიროთ ამ იდეებს?

_ რუსეთში არიან არც თუ მცირე ძალები, რომლებიც მაშინაც ცდილობდნენ და ახლაც ცდილობენ სიმართლის ყველგან მიტანას. მე მახსოვს, რომ, როდესაც დაბომბვები დაიწყეს, მე მქონდა ისეთი სასოწარკვეთილების გრძნობა... მე ვგრძნობდი, რომ ჩემთვის ძვირფას ადამიანს სიცრუით ცილი დასწამეს, ტალახი შეასხეს, ფეხით გათელეს, დასცინეს... ახლა კი აბუჩად იგდებენ და ძალადობენ მასზე, მაგრამ არაფრის გაკეტება არ შეგიძლია. ეს იყო საშინელი შეგრძნება.

ახლა, ვესწრები რა ევროპის საბჭოს, მე ვგრძნობ: როგორც კი ლაპარაკი იწყება იუგოსლავიაზე, მაშინვე იწყებენ ძველ სიმღერას იმის შესახებ, რომ ყველაფერში დამნაშავეა მილოშევიჩის რეჟიმი. როდესაც გასული წლის მარტში კოსოვოში იყო საშინელი მოვლენები, როდესაც სერბებს პირდაპირ ყრიდნენ იქიდან, იყო იმის შეგრძნება, რომ ცივილიზებულ და გამძღარ ევროპაში, რომელიც ყოყოჩობს და თავს იწონებს თავისი სამართლითა და ადამიანის უფლებებით, ვერ ამჩნევენ ამას! იქ კი პირდაპირ დარბოდნენ იანიჩრები, რომლებიც დასდევდნენ მათგან მოთქმა-გოდებით გაქცეულ ქალებს... ამ საკითხის დაყენების მცდელობის შემდეგ ჩვენ დაუყოვნებლივ ვიგრძენით წინააღმდეგობა დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლის მხრიდან. მან კვლავ დაიწყო მილოშევიჩის რეჟიმის ძაგება, თუმცა კი ეს რეჟიმი უკვე დიდი ხანია არარ არსებობდა.

მე ვერ ვხედავ, რომ რაიმე შეიგნეს ევროპაში. მას ისიც კი არ სურს აღიაროს, რომ საკუთარი ხელით გამოზარდა კიდეც მებრძოლი მუსლიმანური სახელმწიფო ევროპის ცენტრში (იგულისხმება ბოსნია-ჰერცოგოვინა _ ი. ხ.), რომ იქ მყოფი ტერორისტული დაჯგუფებები და ბოევიკები ახლა ხდებიან პრემიერ-მინისტრები, რომ ეს ტერორიზმი ვლინდება ყველაზე უფრო საშიში ფორმით _ ტერორიზმად საზღვრების შეცვლის სფეროში. მაგრამ ამის აღიარება უტოლდება იუგოსლავიასთან მიმართებით აწყობილი კონცეფციის კრახის აღიარებას, მისთვის ყველანაირი გამართლების ჩამორთმევას. მაგრამ ეს ხომ იყო ნატო-ს ქვეყნების აგრესია ეუთო-ს ხელმომწერი სახელმწიფოს წინააღმდეგ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დამფუძნებელი ერთერთი სახელმწიფოს წინააღმდეგ.

მე ვთვლი, რომ ჩვენი პოლიტოლოგები, განსაკუთრებით _ ლიბერალური მიმართულების პოლიტოლოგები, ასევე ამჯობინებენ ამ მოვლენის დავიწყებას. მაგრამ, სინამდვილეში, იუგოსლავიის დაბომბვებმა აღნიშნა საერთაშორისო სამართლის მოქმედების ეპოქის დასასრული. ერის სახელმწიფოებრივი სტატუსი დააყენეს კითხვის ნიშნის ქვეშ, მათ შორის საკითხი მისი სუვერენობის შესახებ. ამის შემდეგ მსოფლიო შეგნებაში, მეცნიერებასა და სამართალში დაიწყეს იდეების ჩაგდება იმის თაობაზე, რომ ყველაფერი შესანიშნავად და სწორადაა, რომ ყოველივე იმყოფება კანონებთან სრულ შესაბამისობაში, ხოლო დასავლეთმა შეიარაღებაში აიღო თითქმის ბრეჟნევისეული დოქტრინა.

საერთაშორისო სამართალი ვესტფალიის ზავის დროიდან ეფუძნება სახელმწიფოების სუვერენიტეტს. და საშინაო პოლიტიკა მიეკუთვნება შიდასახელმწიფოებრივი საქმიანობის სფეროს, ხოლო გარედან ზეწოლა შესაძლოა ვლინდებოდეს მხოლოდ საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად. ყოველივე ეს ფეხით გათელეს. დაიწყო ახალი ეტაპი...

ამაში რუსეთმაც ასევე არასწორი როლი ითამაშა. გავიხსენოთ ჩვენი პორაჟენცული (კაპიტულანტური) პოლიტიკა. ჩვენ ყოველთვის გვითრევდნენ ასეთ სხვადასხვანაირ მექანიზმებში ერთადერთი მიზნით _ რათა ჩვენ ყველაფერი დაგვეთმო. ჩვენ დავკარგეთ ის როლი ბალკანეთში, რომელიც ჩვენ იქ საუკუნეების მანძილზე გვქონდა... დავკარგეთ პოზიციებიცა და გავლენაც. ყოველივე ამის აღდგენა ძალზედ ძნელი იქნება. მაგრამ, სესაძლოა, ეს ჩვეთვის იყოს გაკვეთილი?..

_ მაშინ გვითხარით, თუ შეიძლება, ნატალია ალექსის ასულო, შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ რუსეთმა დაკარგა იუგოსლავია როგორც თავისი გეოპოლიტიკური გავლენის ტერიტორია?

_ პატიოსნად რომ გითხრათ, მე არ შემიძლია დაბეჯითებით იმის თქმა, რომ იუგოსლავია იყო რუსეთის ცალსახა გავლენის ქვეშ მყოფი ტერიტორია. და მაინც რომ ასეთი გავლენა იყო იქ _ ეს ფაქტია. და რუსეთი, უდაოდ, 1990-იან წლებში გამოდევნეს ბალკანეთიდან. თავად ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკაც უწყობდა ამას ხელს. ბალკანეთი კი უწინდებურად ინარჩუნებს თავის როლს. ეს არის უკიდურესად მაღალი სტრატეგიული მნიშვნელობის ადგილი, სადაც ყოველთვის წყდება რაღაც მსოფლიო-ისტორიული. იმისდა მიხედვით, თუ როგორ პოზიციას დაიკავებენ ყოფილი იუგოსლავიის მცირე ხალხები, ვისზე იქნებიან ისინი ორიენტირებული, მაშინვე იცვლება ძალთა თანაფარდობა სტრატეგიულ რაიონში, შავი ზრვის სრუტეების რაიონში. შემთხვევით არ არის დღეს კოსოვო ნატო-ს კონტროლის ქვეშ.

განსაკუთრებით ტრაგიკულად წარმოგვიდგება ახლა სერბი ერის ბედი. ისტორიის 150 წელიწადი პრაქტიკულად დამსხვრეულია. კოსოვო, რომელსაც XV საუკუნეში უწოდებდნენ „ძველ სერბეთს“, შესაძლოა მოწყვიტონ ახლანდელ სერბეთს. და ეს ხომ სერბული სახელმწიფოებრიობის აკვანია, ნემანოვიჩების ძველი სამპყრობელო (დერჟავა), წმინდა საბა სერბის სამშობლო. ეს იგივეა, რაც მოსკოვი ან კულიკოვოს ველი რუსეთისთვის. თუკი ჩამოაშორებენ ჩერნოგორიასაც, სერბები აღმოჩნდებიან ზღვაზე გასასვლელის გარეშე. რამდენიმე სახელმწიფოდ დანაწევრებულ სერბულ ხალხებს არასოდეს არ მისცემენ გაერთიანების საშუალებას. შემდეგ შესაძლოა დაიწყოს პრობლემები ვოევოდინაშიც... თავის დროზე ბალკანელი სერბები ძალზედ დიდ როლს თამაშობდნენ მსოფლიო პოლიტიკაში, ახლა კი ისინი აღმოჩნდებიან ფრაგმენტირებულნი, მიმოფანტულნი თავიანთ ეთნიკურ უთანასწორობაში. ღა იქნება შემდეგ?!... ისინი შესაძლოა აღმოჩნდნენ ეთნიკური მასალა სხვათა პროჟექტებისთვის.

სლობოდან მილოშევიჩის დრამატული ბედი გვაიძულებს კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ ამის შესახებ. მე ეჭვი არ მეპარება, რომ დროთა განმავლობაში იგი იქცევა გმირად სერბებისთვის. იგი არ არის უცოდველი, მაგრამ მისი ისტორიული ბედი ძალნედ ნათელია (კაშკაშაა). ტყვეობის წლები და ის ღირსება, რომლითაც მან ისინი მიიღო, ის, თუ როგორ ეჭირა მას თავი და როგორ იცავდა თავს, არ შეიძლება არ იწვევდეს პატივისცემას.

ესაუბრებოდა არტემი პუშკოვისაიტზე გამოქვეყნდა 12. 03. 06.

4). ვინ გაასამართლებს „ტრიბუნალელებს“?(რაიხსტაგის დაწვის გამო პროცესის ისტორია განმეორდა)

გასაოცრად უხერხული ბრალდებული იყო ჰააგის ტრიბუნალისთვის სლობოდან მილოშევიჩი. გამოძიებასთან გარიგებაზე არ მიდიოდა, თავის დანაშაულს არ აღიარებდა, უფრო მეტიც _ უარი თქვა ტრიბუნალის მიერ დანიშნული ადვოკატების სამსახურზე და თავისი თავის დაცვა თვითონ იკისრა. აქ გამოვლინდა კიდეც ის, რომ იურისტის დიპლომი მას ტყუილად არ მიუღია. თვით მისი არაკეთილმოსურნეების აღიარებითაც კი, იგი თავს იცავდა უმაღლესი პროფესიულობით. უნებურად გვახსენდება ბულგარელი გიორგი დიმიტროვი, რომელმაც 1933 წელს რაიხსტაგის დაწვის გამო პროცესი ჰერმან გიორინგის მეთაურობით წამოწყებული სასამართლოს აშკარა დაცინვად და ჰიტლერულ რეჟიმზე იდეოლოგიურ გამარჯვებად გადააქცია.

ოთხი წელი ებრძოდნენ მილოშევიჩს კარლა დელ პონტე და მისი ამხანაგები. მათი შრომების შედეგი ძალზედ წააგავდა გიორინგისეულ „მიღწევებს“. ვერ შეძლეს მათ იუგოსლავიის დაშლის სისხლიან ტრაგედიაში მილოშევიჩის დანაშაულის თუნდაც რამდენადმე დამაჯერებელი საბუთის მოტანა. ყბადაღებული „ბეჭდური სიტყვის თავისუფლების“ შეზღუდვასა და პროცესის მსვლელობაზე, ასევე მილოშევიჩის გამოსვლების შემცველი ინფორმაციის გაფილტვრაზეც კი მოუხდათ წასვლა. ძალზედ მერყევი აღმოჩნდა ბრალდების პოზიცია.

მაგრამ მთავარი უსიამოვნება მილოშევიჩმა ტრიბუნალელებს მიაყენა თავისი სიკვდილით. მაშინვე წარმოიშვა კითხვების სიმრავლე, რომლებიც დკავშირებულია მის გარდაცვალებასთან. უწინარეს ყოვლისა, ჰააგაში მყოფი სერბი ლიდერების სიკვდილი ასე კვალდაკვალ რატომ მოჰყვა ერთმანეთს? 2006 წლის 5 მარტს ხორვატიის სერბების ლიდერმა მილან ბაბიჩმა ვითომდა თავი მოიკლა თავის საკანში, ხოლო ექვსი დღის შემდეგ იქვე გარდაიცვალა მილოევიჩიც. როგორია ყოველივე ამაში დაცვის როლი? გარდაცვლილის ძმა ბორისლავ მილოშევიჩი წინასწარ რატომ აფრთხილებდა ყველას სლობოდან მილოშევიჩის ციხეში მოწამვლის შესაძლებლობის შესახებ? თავისი ძმის „ჩუმად ლიკვიდირების“ ასეთი შესაძლებლობის თაობაზე ბორისლავმა განაცხადა რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ პირდაპირ ეთერში ჯერ კიდევ ამა წლის 24 თებერვალს.

და რა არის ნათქვამი მილოშევიჩის წერილში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვისადმი, რომელიც მან დაწერა თავისი სიკვდილის წინ? მაინც რა ბევრი უცნაურობაა...

უარის თქმა გამოეშვათ მილოშევიჩი სამკურნალოდ მოსკოვში, რუსეთის, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი სახელმწიფოს მიერ მიცემული მთელი გარანტიების მიუხედავად, მილოშევიჩისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენაში დაშვებული აშკარა „უცნაურობები“, რომლებსაც ყურადღება მიაქცია რუსეტის გამოჩენილმა კარდეოლოგმა ლეო ბოკერიამ _ ყოველივე ეს მოჩანს როგორც ტრიბუნალის სულმდაბალი შურისძიება სასამართლო ბატალიებში თავისი დამარცხებების გამო. ამრიგად, ვერსია იმის შესახებ, რომ მილოშევიჩის სიკვდილი „შეუკვეთეს“ ჰააგის ტრიბუნალის მოთავეებმა, მოჩანს არცთუ უსაფუძვლოდ, რომელსაც აშკარად გააჩნია არსებობის უფლება.

ვინ იცის, რა შეიძლება მოხდეს რამოდენიმე წლის შემდეგ, _ ფორტუნა საერთაშორისო პოლიტიკაში _ ჭირვეული ქალბატონია. უეცრად რომ თავად კარლა დელ პონტეს მოუწიოს პროკურორის შეკითხვებზე პასუხის გაცემა? რარაც ამის მსგავსი: „გვითხარით, ბრალდებულო, მთელს მსოფლიოში ვინ იყო თქვენზე უფრო მეტად დაინტერესებული მილოშევიჩის სიკვდილში? ოთხი წლის განმავლობაში ვინ მოსჩანდა იურისპრუდენციაში ხელმოცარულად“? ნეტავ გავიგოთ, შეძლებს კი კარლა თავის დაცვას ისევე წიგნიერად, როგორც ამას აკეთებდა ჭირვეული სერბი, შეძლებს კი თავის დაჭერას ისეთივე ღირსებით?

სერგეი სმირნოვი14. 03. 06.

5). უკანასკნელი მოვლენები კოსოვოში: ეთნიკური იმპერიალიზმი და როგორ ვებრძოლოთ მას

ამ დღეს გაურკვეველ გარემოებებში ქალაქ მიტროვიცეს ალბანური და სერბული ნაწილების გამყოფ მდინარეში დაიღრჩო ორი ალბანელი მოზარდი, რამაც გამოიწვია კოსოვოს მთელ ავტონომიურ მხარეში აგრესიული ანტისერბული გამოსვლების ამოხეთქვა. მოვლენები, თითქოს განგებ, დაემთხვა ე. წ. „სერბული უღლისგან ალბანელთა განთავისუფლების“ ხუთი წლის თავს, როგორადაც სეპარატისტები თვლიან 1999 წლის 24 მარტს დაწყებულ ნატო-ს ომს სერბეთის წინააღმდეგ. რამდენიმე დღის მანძილზე მხარის ტერიტორიაზე მოკლეს 31 ადამიანი (თითქმის ყველანი სერბები) და დაჭრეს დაახლოებით 700, მათ შორის 61 სამშვიდობო ძალების სამხედრო მოსამსახურე. თითქმის ოთხი ათასი სერბი იძულებული შეიქმნა სასწრაფოდ მიეტოვებინა მთელი თავისი ქონება და მშობლიური მიწა, და სადაც მოუხდებოდა, იქ გაქცეულიყო. მესამედმა თავი შეაფარა ნატო-ს სამხედრო ქალაქებში, დანარჩენები მიიღეს ნათესავებმა და მეგობრებმა სერბეთში.

აბობოქრებულმა ეთნოფაშისტებმა დაწვეს 30-ზე მეტი მართლმადიდებლური ეკლესია და მონასტერი და პირისაგან მიწისა აღგავეს ათობით სერბული სოფელი. სერბული მოსახლეობის დაცვის ნაცვლად ნატოელი „სამშვიდობოების“ 20-ათასიანმა კორპუსმა დაიწყო მისი ევაკუაცია უსაფრთხო ადგილებში, რაც ალბანელი სეპარატისტების ინტერესებში კოსოვოს ეთნიკურ წმენდაში ხელშეწყობის ტოლფასი იყო. მსოფლიო გონდაკარგული ადევნებდა თვალყურს კონტროლქვეშიდან გამოსულ სიტუაციას.

ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსები მონდომებით აბრუნებენ ცხვირს კოსოვოში მიმდინარე მოვლენებისგან, ვერ პოულობენ რა თავიანთ თავში იმის აღიარების ვაჟკაცობას, რომ სწორედ ადამიანის უფლებების დაცვის ლოზუნგით გატარებულმა მათმა პოლიტიკამ მიიყვანა საქმე სისხლიან დრამამდე, რომლის დასასრულიც ჯერ კიდევ არ სჩანს. რუსეთი შემოიფარგლა სახელმწიფო სათათბიროს წევრების დუნე განცხადებითა და დარბევის მსხვერპლთათვის ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნით. უხერხულიც კი არის ვიხსენებდეთ, თუ რამდენი სუკუნის მანძილზე იცავდა ისტორიული რუსეთი ბალკანელი იუგოსლავების _ სისხლითა და რწმენით თავისი ძმების _ ინტერესებს, და 1914 წელს როგორ ჩაება იგი პირველ მსოფლიო ომში მოკავშირე სერბეთის გადასარჩენად.

კოსოვოში დატრიალებული მოვლენები ამავდროულად ააშკარავებს უმნიშვნელოვანეს ზოგადმსოფლიო პრობლემას, რომელიც ბევრმა პოლიტოლოგმა მონათლა ეთნიკურ იმპერიალიზმად, ე. ი. ცალკეული ერების მიერ მათ კუთვნილებაში არმყოფი ტერიტორიების დაპყრობას მიზანმიმათული მიგრაციული ნაკადების მეშვეობით, ან პოლიტიკური სტატუსის, სახელმწიფო კუთვნილების შეცვლას მოსახლეობის დემოგრაფიულ შემადგენლობაში ცვლილებების შედეგად.

შეგახსენებთ, რომ მიწების დაპყრობის მიზნით ძირეული მოსახლეობის მასობრივი გენოციდის პირველი შემთხვევა განახორციელეს ინგლისელმა კოლონიზატორებმა ახლანდელი შეერთებული შტატების ტერიტორიაზე. ინდიელი მოსახლეობა მაშინ თითქმის მთლიანად გაანადგურეს, ხოლო მისი ნარჩენები გადააქციეს „სამუზეუმო ექსპონატად“, რომელიც რეზერვაციებში ჰყავთ საჩვენებლად გამოფენილი.

საჭიროებდა რა ახალ სამხრეთულ მიწებს ბამბის მოსაყვანად, აშშ-ის მთავრობამ 1827 წელს სთხოვა მექსიკას ნებართვა ტეხასის ტერიტორიაზე, რომელიც იმ დროს მექსიკას ეკუთვნოდა, 30 ათასი ამერიკელი კოლონისტის დასასახლებლად. გულუბრყვილო მექსიკელები დათანხმდნენ. 30 ათას ხელშეკრულებით გადასახლებულთან მალე ჩავიდა კიდევ რამდენიმე ათეული ათასი და 1835 წელს სტუმრებმა განაცხადეს ტეხასის მექსიკისგან გამოყოფის შესახებ, შექმნეს საკუთარი მთავრობა და არმია. მექსიკის მცდელობებმა თავისი უფლებების აღსადგენად გამოიწვია ის, რომ ვაშინგტონმა 1847 წელს ომი გამოუცხადა სამხრეთელ მეზობელს, სასტიკად დაამარცხა იგი და თავს მოახვია „ხელშეკრულება“, რომლის ძალითაც არა მხოლოდ ტეხასი, არამედ მთელი ახლანდელი კალიფორნია, არიზონა, ნიუ-მექსიკო შეუერთდა აშშ-ს. მოკლე ვადაში _ სულ 20 წელიწადში _ მარტივი მიგრაციული შეღავათის გაწევა მექსიკას დაუჯდა თავისი ტერიტორიის 2/5-ის დაკარგვად.

გერმანელები XX საუკუნის 20-30იან წლებში აქტიურად ასახლებდნენ თავიანთ მოსახლეობას ჩეხოსლოვაკიის სუდეტის ოლქში. როგორც კი გერმანული მოსახლეობის კრიტიკულმა მასამ მიაღწია მაქსიმუმს, ჰიტლერულმა გერმანიამ დააყენა საკითხი სახელმწიფო საზღვრების გადასინჯვის შესახებ. „ერთი ხალხი, ერთი სახელმწიფო, ერთი ფიურერი“-ს ლოზუნგით ჰიტლერმა ზეწოლა მოახდინა საფრანგეთისა და ინგლისის მთავრობებზე და მათ მიუნჰენში თანხმობა მისცეს ჩეხოსლოვაკიის გაყოფაზე. მსოფლიოს მეორედ მისცეს გაკვეთილი, თუ როგორ შეიძლება მოსახლეობის მიგრაციის გამოყენება ცენტრალურ ევროპაში ჰეგემონიისთვის პოლიტიკურ ბრძოლაში.

სულ ახლახანს, 1974 წელს, ისარგებლა რა კვიპროსის თურქული მოსახლეობის გაზრდილი დემოგრაფიული პოტენციალით, თურქეთმა გაგზავნა თავისი სამხედრო-საზღვაო ფლოტი და საექსპედიციო კორპუსი ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან კუნძულზე, მოახდინა მისი ჩრდილოეთ ნაწილის ოკუპაცია, და გამოაცხადა ჩრდილოეთ კვიპროსის დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნა. ჯერჯერობით მსოფლიო საზოგადოებრიობას კანონიერად არ უღიარებია ეს ღიად დამპყრობლური აქტი და ცდილობს გავლენის მოხდენას კვიპროსის ერთიანობის აღსადგენად. მაგრამ, თურქების ქცევით თუ ვიმსჯელებთ, აქამდე ჯერ კიდევ ისე შორია, როგორც დედამიწიდან ცამდე.

ყველა მოყვანილ შემთხვევაში ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოვიდა ე. წ. „ისტორიული სამართალი“ და „ეთნიკური სამართალი“. თუ კი პირველი ემყარება ისტორიულ და იურიდიულ ფუნდამენტებს, რომლებიც თავისთავად ექვემდებარებიან ეროზიას პროპაგანდის გავლენისა და გარეშე ძალების ზემოქმედების ქვეშ, მეორე ემყარება ხისტ რეალობასა და არსებული ეთნიკური უპირატესობის უდაო ფაქტებს, რომელთანაც ბრძოლა შეიძლება მხოლოდ იძულებითი ზომებით.

კოსოვოში მოხდა სწორედ ასეთი შეჯახება. ძირძველ სერბულ მიწაზე, დაწყებული XV საუკუნიდან, როდესაც ოტომანის იმპერია შეიჭრა ევროპაში, თურქებმა დაიწყეს მათი ერთმორწმუნე ალბანელების განსახლების წახალისება, ცოტ-ცოტად მხარის ეთნიკურმა შემადგენლობამ შეცვლა დაიწყო. მაგრამ თვით XIX საუკუნის ბოლოსთვისაც კი ალბანელებს არ ჰქონიათ აშკარა უპირატესობა. მეორე მსოფლიო ომმა მნიშვნელოვნად დააჩქარა ეთნიკური დისბალანსის ჩამოყალიბების პროცესი. იტალია იუგოსლავიაში ხედავდა თავის მთავარ მტერს ბალკანეთში და ამიტომ ფსონი გააკეთა ალბანეთზე. ჰიტლერულმა გერმანიამ მხარი დაუჭირა თავის მოკავშირეს. მუსლიმანი ალბანელებისგან ჩამოაყალიბეს შშ-ის მოხალისეთა დივიზია „სკანდერბეგი“, რომელიც გაუშვეს საბრძოლველად იუგოსლაველ პარტიზანებთან. სიტყვამ მოიტანა და, მისი დროშა _ ორთავიანი შავი არწივი წითელ ტილოზე _ ახლა წარმოადგენს კოსოვოელი სეპარატისტების ოფიციალურ დროშას. სისხლისმსმელები (რუს. головорезы) ამ დივიზიიდან ახდენდნენ კოსოვოს სერბული მოსახლეობის ტერორიზებას. ძარცვა, ძალადობანი, მკვლელობები შეიქმნა ყოველდღიური ცხოვრების ნორმად მხარეში, სადაც მაშინ ჯერ კიდევ ცხოვრობდა დაახლოებით მილიონი სერბი. დაიწყო ორმაგი მიგრაცია, სერბები ათეულათასობით მიდიოდნენ მშობლიური ადგილებიდან, ხოლო მათ სახლებსა და მიწას იკავებდნენ ალბანელები.

მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებას არ მოუტანია ცვლილებები კოსოვოს მხარის ეთნოგადაწყობებში. ი. ბროზ ტიტოს (ეროვნებით ხორვატს) ყოველთვის ეშინოდა სერბების პოლიტიკური და ეკონომიკური პოტენციალისა. სპეციალური დეკრეტით მან აკრძალა იუგოსლავიის ტერიტორიიდან ალბანელების გასახლება და სერბი დევნილების მათი უწინდელი განსახლების ადგილებში დაბრუნება. ასეთი ზომები მაშინ ეწინააღმდეგებოდა გამარჯვებული ქვეყნების განწყობას, რომლებმაც 1945 წლის 1 აგვისტოს პოტსდამის კონფერენციაზე მიიღეს გადაწყვეტილება გერმანელების იძულებითი გასახლების შესახებ ჩეხოსლოვაკიიდან, პოლონეთიდან და უნგრეთიდან, ისევე როგორც სხვა ტერიტორიებიდანაც, რომლებიც აღმოჩნდა მოკავშირეთა ხელში. მხოლოდ ჩეხოსლოვაკიიდან გაასახლეს დაახლოებით 3 მლნ. გერმანელი.

ომის შემდეგ მრავალი წლის მანძილზე ალბანეთ-იუგოსლავიის საზღვარი რჩებოდა ღიად, და ალბანელების ახალ-ახალი ნაკადები დაუბრკოლებლად ჩაედინებოდა კოსოვოში. ამბობენ, რომ ტიტოს აბოდებდა ბალკანეთის ფედერაციის შექმნის იდეით მასში იუგოსლავიის, ბულგარეთისა და ალბანეთის ჩართვით და ამიტომ არ სურდა ალბანეთთან დავა. 1966 წელს მან იუგოსლავიის ხელმძღვანელობის უმაღლესი ეშელონიდან მოიშორა უკანასკნელი სერბი, რანკოვიჩი, და ამის შემდეგ პრაქტიკულად აღარ აწყდებოდა დაბრკოლებებს თავისი პოლიტიკის განხორციელებაში.

სიტუაციას აჩქარებდა ალბანური მოსახლეობის დემოგრაფიული აფეთქებაც. 1981 წელს კოსოვოს ალბანური საშუალო სტატისტიკური ოჯახი შედგებოდა 6-9 ადამიანისგან. ფართოდაა ცნობილი იასირ არაფატის გამონათქვმი იმის შესახებ, რომ პალესტინის წინააღმდეგობის საიდუმლო იარაღს წარმოადგენს ქალი, რომელიც შობს საშუალოდ 7-8 შვილს. ასეთი „იარაღი“ მოქმედებდა კოსოვოშიც, სადაც XX საუკუნის 80-იანი წლების ბოლოსთვის ალბანელები გადაიქცნენ მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობად და გადავიდნენ აქტიურ ძალადობრივ მოქმედებებზე კოსოვოს იუგოსლავიისგან გამოყოფის მიზნით.

სლობოდან მილოშევიჩის მთავრობის მიერ 1989 წელს მიღებულმა კოსოვოდან ალბანელების შევიწროვება-განდევნის ზომებმა აშკარად დაიგვიანა. ის, რაც ლოგიკური იქნებოდა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების შემდეგ, ახლა აღმოჩნდა კონტრპროდუქტიული. კოსოვოს ალბანელებს იმ დროისთვის უკვე ჰქონდა პოლიტიკური ორგანიზაცია, ჰყავდათ თავინთი კარგად შეიარაღებული ძალები, მათ მხარი დაუჭირა დასავლეთმა, რომელიც უკიდურესად იყო დაინტერესებული ჭირვეული სერბული სახელმწიფოს განადგურებით, რომელიც დაჟინებით არ ამბობდა უარს სოციალიზმზე, მართლმადიდებლობაზე და ახდენდა თავისი პასიონარობის დემონსტრირებას. მოვლენების შემდგომი განვითარება ყველასთვის ცნობილია. შეგახსენებთ მხოლოდ სერბული ტრაგედიის ძირითად პარამეტრებს.

სერბეთის წინააღმდეგ ნატო-ს აგრესიის 78 დღის მანძილზე მოახდინეს 25 ათასი თვითმფრინავ-გაფრენა, მის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს 3 ათასი მართვადი ზემძლავრი ბომბი და გაუშვეს ათასზე მეტი ფრთოსანი რაკეტა. დაიღუპა 2 ათასი სამოქალაქო მოსახლეობა, 7 ათასი დაიჭრა და დასახიჩრდა. დაზარალებულთა შორის 30% იყვნენ ბავშვები. იუგოსლავიისთვის მიყენებულმა საერთო მატერიალურმა ზარალმა შეადგინა 100 მლრდ. დოლარზე მეტი.

რა უნდა გააკეთონ ახლა კოსოვოში? ალბანელთა გააფთრებული აგრესიულობა შეუძლებელს ხდის განცალკევებული სერბული ანკლავების არსებობას მის ტერიტორიაზე. ე. წ. ნატო-ს სამშვიდობო კონტინგენტი უუნარო აღმოჩნდა ამ ამოცანის შესრულებაში, რომლის გულისთვისაც იგი შეიყვანეს იუგოსლავიაში. საერთაშორისო ადმინისტრაცია ახდენს თავისი უძლურების დემონსტრირებას. იგი ვითომდა ვერ ამჩნევს, თუ იუგოსლავიის სუვერენულ ტერიტორიაზე, როგორსაც წარმოადგენს კოსოვო, როგორ ცვლის იუგოსლავურ დინარს ევრო, როგორ აწესებენ ალბანურ სასამართლოებს, აყალიბებენ ალბანურ არმიას და ა. შ.

ალბანური პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლები არ ლაპარაკობენ სხვა არაფერზე, იუგოსლავიისგან სრული გამოყოფისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის გარდა. უსარგებლოა მიუთითებდე გაეროს რეზოლუციებსა და სხვა დოკუმენტებზე, რომლებიც ამტკიცებს და ადასტურებს იუგოსლავიის მთლიანობის პრინციპს. ყველა რეალურად მნიშვნელოვანი და პოლიტიკური წონის ფაქტორი მეტყველებს იმის შესახებ, რომ ამ პრინციპს პრაქტიკულად არა ჰყავს მოკავშირე, თავად სერბეთის გარდა. დანარჩენები აცხადებენ ერთს და ფიქრობენ სხვას. ახლანდელი მდგომარეობის შენარჩუნება ნიშნავს ომის მდგომარეობის განუსაზღვრელი დროით გაგრძელებას, რომელშიც იმყოფებიან კოსოვოელი სერბები და ალბანელები. აქ დაუსრულებლად იდინებს სისხლი, დაგროვდება ურთიერთ სიძულვილი, განადგურდება კაცობრიობისთვის ფასდაუდებელი ისტორიული ძეგლები და მართლმადიდებელი სარწმუნოების სიწმინდეები.

განა უფრო მიზანშეწონილი არ იქნება, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობას შეენანებია უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე მის მიერ ბალკანეთში ჩადენილი საქმეების გამო და რეალობისთვის თვალებში ჩაეხედა: იქნებ ჯობდეს, დაიყოს კოსოვო ორ ნაწილად? ერთში, სერბულში, დააბრუნონ ყველა სერბი, რომლებმაც დატოვეს მშობლიური ადგილები მეორე მსოფლიო ომის წლებსა და ომისშემდგომ პერიოდში, ხოლო მეორეში დაასახლონ ალბანელები იმათი ჩათვლითაც, ვინცა ახლა საკუთრივ სერბეთის ტერიტორიასზე აღმოჩნდა. გამყოფი ზოლის აუცილებელი დროით დაცვას შეძლებდნენ ახლანდელი სამშვიდობოები. ეს მათ ხელეწიფებათ.

ეთნოკონფესიური კონფლიქტები, როგორც წესი, ისეთი რთული და ჩახლართული არის ხოლმე, რომ თავად მონაწილეებს არ შეუძლიათ მათი გადაწყვეტა საკუთარი ძალებით. სისხლიანი ჩიხებიდან გამოსასვლელების ძიებაში დიდია მსოფლიო საზოგადოებრიობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების როლი. მოდავე მხარეებს შეუძლიათ იქამდე ებრძოლონ ერთმანეთს, სანამ ქვა ქვაზე აღარ დარჩება თავად დავის საგნიდან. ვერც ერთი მათგანი ვერ მოინდომებს და ვერ შეძლებს უკან დახევას. მაგრამ მოდავეები უფრო მსუბუქად აღიქვამენ „თავსმოხვეული მშვიდობის“ იდეას, თუკი მის ფორმულას მოძებნიან მესამე ქვეყნები და ამას უზრუნველყოფენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ძალისმიერი ატრიბუტებით.
მოვლენებს კოსოვოში, ისევე როგორც ყველა ზემოხსენებულ ისტორიულ მაგალითს, სანიმუშო და საგულისხმო მნიშვნელობა აქვს რუსეთისთვის, რომლის ტერიტორიაზეც მიმდინარეობს ღრმა დემოგრაფიული პროცესები და დასეირნობს მძლავრი მიგრაციული ტალღები. ჩვენი მთავრობის მხრიდან ჯერჯერობით, სამწუხაროდ, არ მოდის არც ერთი სიგნალი იმის შესახებ, რომ იგი გრძნობს ცვლილებებს მოსახლეობის ეროვნულ შემადგენლობასა და რუსეთის ტერიტორიაზე მის განლაგებაში. ჯერჯერობით ამ საკითხებზე მსჯელობენ (სიმხურვალის მაღალი ხარისხით) მხოლოდ ყოფით დონეზე და ბეჭდურ გამოცემებში, და სულ უფრო ხშირად ბევრს უჩნდება კითხვა: „ხომ არ მოძრაობს რუსეთი იმ მიჯნისკენ, რომლის იქითაც მას მოელის კოსოვოს ვარიანტები?“

ნიკოლოზ ლეონოვი,გენერალ-ლეიტენანტი,
ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი.
მასალის ორიგინალი
საიტზე გამოქვეყნდა: 05. 04. 04.

6). ნაშრომიდან: „რას უნდა ელოდეს რუსეთი „ახალი ევროპისგან“?

ამ ბოლო ხანებში მოკლე დროის მანძილზე ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე უფრო მაღალი თანამდებობის პირებისგან გაისმა მეტად საყურადღებო თეზისები. გამოდიოდა რა ვილნიუსში, ნატო-ში ლიტვის ოფიციალურად მიწვევის აღსანიშნავ ზეიმზე 2002 წლის 23 ნოემბერს პრეზიდენტმა ბუშმა წარმოსთქვა უპრეცედენტო სიტყვები: „ჩვენ ვიცოდით, რომ დიქტატორების მიერ თვითნებურად დახაზული საზღვრები წაიშლება, და ეს საზღვრები გაქრა. უკვე აღარ იქნება მიუნჰენი, უკვე აღარ იქნება იალტა“. ამ გამონათქვამზე რუსეთში წაყრუება ამჯობინეს, მიიღეს რა იგი ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ მსოფლიო დემოკრატიის ამერიკული ბრძოლის ჩვეულებრივ კლიშედ. მაგრამ იგი განსაკუთრებით ასახავს გეოპოლიტიკურ აზროვნებას და ნიშნავს: „აღმოსავლეთ ევროპა ამიერიდან აღარ იქნება არც გერმანიისა და არც რუსეთის გავლენის სფერო, არამედ ამერიკის შეერთებული შტატებისა“.

ამავე აზრით უნდა განვმარტავდეთ აშშ თავდაცვის მისისტრის დონალდ რამსფელდის ხმაურიან გამონათქვამებს ინ´მის შესახებ, რომ საფრანგეთი და გერმანია _ ეს არის „ძველი ევროპა“, ხოლო ცენტრი გადაინაცვლებს აღმოსავლეთ _ „ახალ ევროპაში“. ეს არ არის ჩავარდნა დიპლომატიურ ეთიკაში და არც უბრალოდ ნატო-ს შიგნით სერიოზული უთანხმოებების დაფარვის მოუხეშავი მცდელობა.

ორივე თეზისმა გააშიშვლა ვაშინგტონის ღრმა კმაყოფილება იმით, რომ დღეს მიღწეულია ანგლოსაქსონელთა XX საუკუნის მთელი გეოპოლიტიკური სტრატეგიის ერთერთი მთავარი მიზანი _ აღმოსავლეთ ევროპის დაუფლება, რომლის მნიშვნელობაც თავის დროზე კარგად გამოხატა გამოჩენილმა რუსმა პოლიტიკურმა გეოგრაფმა ვ. პ. სემიონოვ-ტიან-შანსკიმ: „ეს არის საკვანძო რეგიონი ერთის მხრივ ხმელთაშუა ზღვას, ასევე ბალტიისა და შავ ზღვებს შორის“, რომელზე კონტროლიც უზრუნველყოფს „მსოფლიოს ბატონის“ როლს.

XX საუკუნის პანორამული ანალიზი გვიჩვენებს, რომ ორივე მსოფლიო ომსა და „ცივ ომს“ აწარმოებდნენ ბევრ წილად აღმოსავლეთ ევროპისთვის, ხოლო დასავლეთი _ „ძველი ევროპა“ _ არც თუ მცირე ხარისხად გააერთიანეს სწორედ იმისთვის, რომ ამ საქმეში მას ტრამპლინობა გაეწია.

* * *

ბრიტანული გეოპოლიტიკური სტრატეგიის კანონებით, რომლებიც მემკვიდრეობით მიიღო ამერიკამ მსოფლიო არენაზე გამოსვლის შემდეგ, ანგლოამერიკული სამყაროს სერიოზულ როლს კონტინენტურ ევროპაში და მსოფლიოს მზარდი სივიწროვის გამო _ ევრაზიაშიც, უზრუნველყოფს ორი პირობა: 1) სამხედრო-საზღვაო ძალებით ატლანტის ოკეანის ევროპული სანაპიროსა და ხმელთაშუა ზღვაში საკვანძო წერტილების საკმარისი კონტროლი; 2) გერმნიისა და რუსეთის, ორი ნამდვილად კონტინენტური ძალის გაძლიერების დასწრება, რომელთა შეკავებისთვისაც სამხედრო-საზღვაო ძლიერება საკმარისი არ არის. პირველი ამოცანის გადაწყვეტას ბრიტანეთმა მიაღწია სამი საუკუნის მანძილზე ზღვაში მეტოქეების _ ჰოლანდიის, ესპანეთის, პორტუგალიისა და საფრანგეთის გეგმაზომიერი ჩამოცილებისა და XX საუკუნეში ნატო-ში სიტუაციის განმტკიცების გზით.

მეორე პირობის რეალიზებას ვერ ახერხებდნენ მთელი XX საუკუნის მანძილზე, მაგრამ დღეს ამ მიზნის მიღწევასთან ახლოს არიან. კლასიკოსი ჰ. მაკკინდერი პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე 10 წლით ადრე და ანგლოსაქსონელთა მიერ ვერსალის ფორმირების დროსაც ამბობდა, რომ ბრიტანული საზღვაო დერჟავის მსოფლიო როლისთვის საშიშია ორი პოტენციური სისტემა კონტინენტზე _ „შუაგული ევროპა“ („Mitteleuropa“) _ გერმანია და ევრაზიული გიგანტი რუსეთი. მან დააზუსტა, რომ ეს ძალები გლობალურ როლს იძენენ მხოლოდ მათთან აღმოსავლეთ ევროპის მიერთების შემდეგ, რომელიც აძლევს კიდეც მათ ამა თუ იმ კონტინენტური კონფიგურაციის სისტემის ხასიათს.

ამიტომ ბრიტანეთი უნდა ისწრაფვოდეს ბალტიკიდან ხმელთაშუა ზღვამდე, ე. ი. რუსეთსა და გერმანიას შორის სუსტი და ფორმალურად დამოუკიდებელი სახელმწიფოებისგან „შუალედური იარუსის“ შექმნისკენ. ეს არის ქრესტომათიული ეგზოტიკური ფორმულის ამოცნობის გასაღები: „ვინც მართავს აღმოსავლეთ ევროპას, ბატონობს დედამიწის შუაგულზე („ჰართლენდი“); ვინც მართავს დედამიწის შუაგულს, ბატონობს ევრაზიაზე („მსოფლიო კუნძულზე“); ვინც მართავს მსოფლიო კუნძულს, ბატონობს მსოფლიოზე“. ამ დოქტრინის განვითარება ჩვენს დროში განახორციელა ზ. ბჟეზინსკიმ თავის წიგნში „დიდი საჭადრაკო დაფა“.

სწორედ ასე შექმნეს ბუფერული სახელმწიფოები ავსტრია-უნგრეთის ყოფილი ტერიტორიებისა და რუსეთის იმპერიის ბალტიისპირა სახელმწიფოებისგან 1919 წელს ვერსალის სისტემის ანგლოამერიკელმა არქიტექტორებმა ლოიდ-ჯორჯმა და ვუდრო ვილსონმა. ევროპის ახალ არქიტექტურას იდეოლოგიური დასაბუთების სახით გააჩნდა შესაბამისი პოლიტიკური იდეოლოგია _ „ვილსონიანობა“, „დემოკრატია და თვითგამორკვევა“. ამ პრინციპს XX საუკუნეში იყენებდნენ მხოლოდ საჭირო რეგიონებისადმი, არსებითად აღმოსავლეთ ევროპისა და ისტორიული რუსული სახელმწიფოსადმი. ერთა ლიგამ განმარტა, რომ „თვითგამორკვევის უფლება ეწინააღმდეგება სახელმწიფოს როგორც ასეთის ცნებას და ეხება მხოლოდ ომითა და რევოლუციებით შეპყრობილ ქვეყნებს“. სწორედ ეს დოქტრინა გამოიყენეს გარდაქმნისა და ხავერდოვანი რევოლუციების მსვლელობისას 1990-იან წლებში.

ეს სტრატეგია არ იცვლებოდა მთელი XX საუკუნის განმავლობაში, თუმცა კი დაფარული და შენიღბული იყო კომუნიზმისა და ლიბერალიზმის იდეოლოგიური ბრძოლით, ჰიტლერულ აგრესიასთან ბრძოლით. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის შეუწყვეტელი დემონიზირების მიზეზს წარმოადგენს ის, რომ იგი იქცა აღმოსავლეთევროპული ანგლოამერიკული სტრატეგიის უმსხვილეს ჩავარდნად მთელი XX საუკუნის მანძილზე. ჰ. კისინჯერი გულდაწყვეტით აღიარებს, რომ სტალინმა თუმცა დროებით, მაგრამ მაინც შეცვალა ჰიტლერის პრიორიტეტები, რომელმაც საბჭოთა კავშირზე ლაშქრობის წინ ამჯობინა თავიდან დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის დაპყრობა. პაქტმა გარდაუვალი ომის კონფიგურაცია ისეთნაირად შეცვალა, რომელმაც შეუძლებელი გახადა „ატლანტიკური“ დერჟავების აღმოსავლეთ ევროპაში შემოსვლა ომის მსვლელობისას ან მის შემდეგ, და მისი ამოღება როგორც გერმანიის, ისე რუსეთის კონტროლქვეშიდანაც.

სწორედ ამ მიზანს ახორციელებენ ისინი დღეს, რის შესახებაც ამცნო ყველას ჯ. ბუშმა ვილნიუსში: „უკვე აღარ იქნება არც მიუნჰენი, არც იალტა“.

ზედმეტი არ იქნება იშვიათი ამერიკული დოკუმენტის მოყვანა, რომელიც განასაიდუმლოეს მხოლოდ 90-იანი წლების შუახანებში. მალევე ჰიტლერული გერმანიის სსრკ-ზე თავდასხმის შემდეგ _ 1941 წლის 22 აგვისტოს აშშ-ის საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭომ, რომელიც მაშინ წარმოადგენდა ამერიკული სტრატეგიის ნამდვილ სამზარეულოს, სახელმწიფო დეპარტამენტისთვის წარდგენილ მემომარნდუმში ჩამოაყალიბა მიზანი, რომლის რეალიზება მოახდინეს კიდეც XX საუკუნის ბოლოს: „ამ ომის სამხედრო შედეგებმა შესაძლოა განაპირობოს ძალთა გადაჯგუფების უზარმაზარი პროცესი ბოჰემიიდან ჰიმალაებამდე და სპარსეთის ყურემდე. ისტორიის ფურცლები ხელახლა იშლება, საღებავები ხელახლა იღვრება რუკებზე.

ამის გასაღები ძევს აღმოსავლეთ ევროპის რეორგანიზებაში, ტევტონებსა და სლავებს შორის ბუფერული ზონის შექმნაში. ამერიკის ინტერესებშია მიმართოს თავისი ძალისხმევა ამ პრობლემების კონსტრუქციულ გადაწყვეტაზე“...

შეგვიძლია მხოლოდ წარმოვიდგინოთ, თუ როგორი დარტყმა იყო ამ გეგმისთვის მეორე მსოფლიო ომის შედეგები და იალტა-პოტსდამის სისტემა. ცივი ომი გარდაუვალი იყო. 1945-1947 წლების მოლაპარაკებები საბჭოთა კავშირის, დიდი ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის ევროპის ომისშემდგომი მოწყობის საკითხებზე გვიჩვენებს ანგლოსაქსონური ძალების თვალსაჩინო ხაზს: კატეგორიულად არ შეუშვან სსრკ ბალკანეთში, მას შემდეგ, რაც მისი შესვლა აღმოსავლეთ ევროპაში იქცა ფაქტად... საბჭოთა კავშირის „უსაფრთხოების ზონის“ საზღვარი ბალტიკიდან სამხრეთისკენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ებჯინებოდეს ხმელთაშუა ზღვას. იგი უნდა მოებრუნებინათ აღმოსავლეთისკენ შავი ზღვა და სსრკ სამხედრო-სტრატეგიულად უნდა ჩამოეცილებინათ ხმელთაშუა ზღვისგან.

დასავლეთმა მოიგერია სსრკ-ის განზრახვა თუნდაც ნეკა თითით მობღაუჭებოდა რომელიმე პუნქტს ხმელთაშუა ზღვაში _ მომავალი ატლანტიკური ევროპის საზღვარზე. სსრკ-ის სამხრეთ მიჯნებს ალყა შემოარტყეს სამხედრო ბაზებით. ფაშისტური გერმანიის განადგურებით სრუტეების რეგიონში წარმოქმნილი ვაკუუმი დროებით უნდა შეევსოთ საბჭოთა კავშირის მიერ ვერკონტროლირებადი ძალებით, სანამდე არ შექმნიდნენ სამხედრო-პოლიტიკური ხასიათის მდგრად მექანიზმს _ ნატო-ს. ამისთვის ინგლისელები ომის მიწურულს გადასხდნენ საბერძნეთში და ისარგებლეს ტიტოს ამბიციებით...

ანგლო-ამერიკული სტრატეგია ბალკანეთში XX საუკუნის დასაწყისიდან წარმოადგენდა მინიატურულ მოდელს მთელი ბალტო-ხმელთაშუა ზღვის რკალისთვის. კარნეგის ფონდის მოხსენება 1913 წლის ბალკანეთის ომების შესახებ ხელახლა გამოსცეს 1993 წელს ჯ. კენანის წინასიტყვაობით, როგორც დამხმარე სახელმძღვანელო იუგოსლავიის გარდასაქმნელად. ადგილობრივი ნაციონალიზმი, კლანურ-გვაროვნული პარტიკულარიზმი, ეთნოკულტურული და რელიგიური მემკვიდრეობის საერთოობის მიუხედავად, ჯერ კიდევ დამახასიათებელია ბალკანეთის ხალხებისთვის მნიშვნელოვან წილად ორმაგი უცხოური ბატონობის (ავსტრია და თურქეთი) გამო, რამაც ხელი შეუშალა დიდი კონკურენტუნარიანი ერების ჩამოყალიბებას ეთნოგენეზის იმ ეტაპზე, როდესაც ხალხებისთვის დამახასიათებელია შემოკრება.

ეს სტრატეგია ჯერ კიდე პირველ მსოფლიო ომამდე ეწინააღმდეგებოდა ერთგვაროვანი სლავური სახელმწიფოების ჩამოყალიბებას, განსაკუთრებით „დიდი სერბეთისა“, რომელიც 150 წლის მანძილზე საფრთხობელას წარმოადგენდა დასავლეთისთვის, უბრალო სერბების რუსეთისადმი გულწრფელი სიყვარულის გამო. რადგანაც ლათინელ ხორვატებს ჰქონდათ გერმანული ორიენტაცია, ხოლო მართლმადიდებელი სლავები მათი, ელიტების მთელი ლავირების მიუხედავად, არ შეიძლება სრულებით იზოლირებული ყოფილიყვნენ რუსეთისგან. ანგლოსაქსონურ სტრატეგიას ბალკანეთში მიზნად ჰქონდა ერთდროულად მოეხდინა სხვადასხვა მიზიდულობის მქონე ხალხების პოლიტიკური პოტენციალის ერთდროულად ფრაგმენტირებაცა და დაკავშირებაც. ამისთვის ისინი ერთიმეორის მიყოლებით ხელს უწყობდნენ სეპარატიზმს და თავს ახვევდნენ არასიცოცხლისუნარიან და დამოკიდებულ გაერთიანებებს. ასე იყო ვერსალშიც და 1945 წლის მაისის შემდეგაც.

გავრცელებულია უსაფუძვლო კლიშე, რომ ჩერჩილმა სტალინის ზეწოლით ფსონი გააკეთა ი. ბ. ტიტოზე, გაყიდა რა „ნაციონალისტი“ დ. მიხაილოვიჩი, _ ანტიჰიტლერული კოალიციის აღიარებული მოკავშირე. არჩევანი ნაკარნახევი იყო ბრიტანული გეგმებით. ავტორიტეტულ მიხაილოვიჩს შეეძლო ომში სერბების დამსახურების გამო მოეთხოვა „დიდი სერბეთი“, ხოლო ტიტომ, იცოდა რა, თუ რითი შეეძლო ჩერჩილის დაინტერესება, მას წერილში შესთავაზა დაემყარებია „იუგოსლავი ხალხების ისეთი კავშირი და ძმობა, რომლებიც ომამდე არ არსებობდა“, „შეექმნა ფედერაციული იუგოსლავია“. ეს გეგმა შეესაბამებოდა ბრიტანულ სტრატეგიას, სერბებს კი ექვს კვაზისახელმწიფოში თქვეფდა და ფანტავდა. ევროპაში ძალთა დამოუკიდებელ ცენტრზე თავისი პრეტენზიებით ტიტოს პროექტი ხდებოდა სსრკ-ის საპირწონე. ჩერჩილმა დაუყოვნებლივ დაუჭირა მხარი „ფედერაციული იუგოსლავიის“ იდეას, მაგრამ ამ ფედერაციამ იარსება ზუსტად იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც მასში საჭიროება ჰქონდა დასავლეთს.

იუგოსლავიური დრამის თითოეულ ეტაპზე აშშ ითრევდა რუსეთს თავის პროექტებში, რომლებიც ნაბიჯ-ნაბიჯ ანაწევრებდა ისტორიულ სერბეთს. ამას შედეგად მოჰყვა რუსეთის გავლენის შემცირება ბალკანეთში. განიცადა რა არა მხოლოდ აგრესია და კაპიტულაცია, რომლებზედაც იგი დაიყოლია არა თუ სხვა ვიმემ, არამედ რუსეთმა, არამედ დარტყმებიც ეროვნულ ღირსებაზე, სამარცხვინო ბოძზე გაკვრა, დემონიზაცია და საეჭვო ორგანოსთვის პრეზიდენტის მიცემა, დღეს სერბი ერი დემორალიზებულია და არ შეუძლია კონსენსუსის მოძებნა თავისი წარსულის, აწმყოსა და მომავლის არც ერთ საკითხში. აშშ სხვადასხვანაირი ფონდების მეშვეობით პრაქტიკულად აკონტროლებს მასობრივი ინფორმაციის წამყვან საშუალებებს, რომლებიც გახდა მებრძოლურად პროდასავლური და ლიბერალური. შეცვლილია პრაქტიკულად ყველა ხელმძღვანელი თანამდებობის პირი სასწავლო, სამეცნიერო, ანალიტიკურ და ჟურნალისტურ საზოგადოებებში _ ე. ი. საზოგადოებრივი შეგნების ფორმირების სფეროში.

სერბეთისა და ჩერნოგორიის უკვე ამორფული სახელშეკრულებო ერთიანობის მომავალი დაშლა საბოლოოდ მოკვეთს სერბებს ზღვაზე გასასვლელისგან, ხაზს გადაუსვამს სერბული ისტორიისა და ჰიტლერის წინააღმდეგ ბრძოლის 150 წელიწადს. ჰიტლერთან ომში სერბებმა დაკარგეს ყოველი მეათე _ ევროპის ყველა ერზე მეტი...

აღმოსვლეთევროპული სახელმწიფოების ნატო-ში შესვლის შემდეგ ბელგრადმა _ უწინ სსრკ-ის საპირწონემ, იწყო გადაქცევა ერთადერთ ანტიატლანტიკურ ანკლავად. 1992 წლიდან ეტაპობრივად ახდენდნენ მორიგეობით დაძაბულობის მოდელირებას, რაც უზრუნველყოფდა ეტაპობრივ სამხედრო ყოფნას ყოფილი იუგოსლავიის ნაწილებში _ თავიდან კრაინაში, შემდეგ ბოსნიაში. კოსოვოს კრიზისი აპოგეამდე მიიყვანეს მხოლოდ ბოსნიაში სიტუაციის დასრულების შემდეგ.

2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ დაწყებული აშშ-ის აზიაში შემოსვლისა და სპარსეთის ყურის სახელმწიფოთა შანტაჟის შუქზე ნათელია, რომ კოსოვოს ოკუპაცია საჭირო იყო ევროპაში ახალი პლაცდარმის შესაქმნელად და გეოპოლიტიკური და სამხედრო-სტრატეგიული ამოცანების გულისთვის: „ახალი“ ევროპის დანარჩენ ქვეყნებზე ზეწოლისთვის, დუნაიდან სალონიკამდე გზისა და მცირე აზიასთან ევროპის სანედლეულო და სამხედრო-სტრატეგიული კომუნიკაციების საკონტროლოდ, სპარსეთის ყურესთან დასაახლოებლად.

უკვე კოსოვოს ოკუპაციის შემდეგ ბელგრადის დემონიზაციის მიზეზები იყო არა ავტორიტარიზმში, რომელიც მცირედ თუ განსხვავდებოდა მსოფლიოს ნახევარი ქვეყნების ხელისუფლების მექანიზმისგან, არამედ ანტიატლანტიზმში. ვაშინგტონს სჭირდებოდა ბელგრადის საერთაშორისო კურსის შეცვლა და აგრესიის გამართლება. სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის სტაბილურობის პაქტის სპეციალურმა კოორდინატორმა (მოგვაგონებდა „დუნაის კონფიგურაციას“, რომელსც ბრიტანეთი აყენებდა XX სუკუნის დასაწყისიდან, შემდეგ კი ჩერჩილიც) ბ. ჰომბახმა აღიარა, რომ 2000 წლამდე ხორციელდებოდა „სერბეთის იზოლაციის“ სტრატეგია, ხოლო ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაიწყო „იუგოსლავიის რეინტეგრაცია საერთაშორისო საზოგადოებრიობაში“.

* * *

რისი პროგნოზირება შეგვიძლია „ახალ ევროპაში“, რომელიც იმყოფება მისთვის ახალი ანგლოსაქსონური ეგიდის ქვეშ? (რუსეთის) შედგომი გამოდევნისა ბალტიკიდან და კალინინგრადის ოლქის იზოლირებისა. უფრო ხისტად უნდა აღვდგომოდით წინ ბალტიისპირეთში ნატო-ს განლაგებას. ძნელია გამოვრიცხოთ საკითხის დაყენება ევროპაში „საერთაშორისო საწყლოსნო გზების“ შესახებ _ დუნაიზე ნაოსნობისა, რის თაობაზეც მიდიოდა მწვავე დებატები 1945-1947 წლებში მოლოტოვს, ბირნსსა და ბევინს შორის. ბრიტანეთის ზეწოლის მიუხედავად სსრკ-მა მიაღწია იმას, რომ მიღებულ ყოფილიყო დუნაის შესახებ კონვენცია, რომელმაც განსაზრვრა დუნიური და არა-დუნაიური ქვეყნების სხვადასხვანაირი უფლებები. სსრკ-ის დაშლის შემდეგ გვპირდებოდნენ, რომ რუსეთი შეინარჩუნებდა დუნაიური დერჟავის სტატუსს. გვპირდებოდნენ ასევე, რომ არ გააფართოებდნენ ნატო-ს. მუქარის ქვეშაა ავსტრიის ნეიტრალიტეტიც, განმტკიცებული ავსტრიასთან სახელმწიფო შეთანხმებით 1955 წელს, რომელიც დავდევით ამ ქვეყანასთან საბჭოთა ჯარების გამოყვანის სანაცვლოდ.

ბლკანეთში ერთადერთი ბუნებრივი დაბლობის, რომლის გავლითაც ტანკებს შეუძლიათ გასვლა სალონიკთან, _ კოსოვოს ოკუპაციის ერთერთ ამოცანად თვლიდნენ იქ გერმანიიდან და იტალიიდან (ავიანო) ამერიკული სამხედრო ბაზების გადანაცვლებას. მაგრამ ალბანელი „ბოევიკების“ ჩეჩნურმა ქცევებმა (რუს. повадки), როგორც ჩანს, სურვილი აღუძრეს ვაშინგტონს სხვა წერტილის მოსაძებნად. გამოჩნდა შეტყობინებები, რომ ასეთ წერტილად იქცევა ატლანტიკური პოლონეთი და, როგორც ჩანს, ლიტვა, რათა მოახდინონ კალინინგრადის ოლქის ბლოკირება.

აი ასეთი „ახალი ევროპა“ გამოსჭედა „თუ არა ჯვრით, მაშინ ფილთაქვით“ (რუს. «не крестом, так пестом») დასავლურმა სტრატეგიამ, რომელიც რუსეთს სდევნის ბალტიკიდან და შავი ზღვიდან _ ორი პიზიციიდან, რომლებმაც გადააქციეს იგი თავის დროზე „სახელმწიფოდ, რომლის გარეშეც ვერც ერთი ზარბაზანი ევროპაში ვერ ისროდა“.

ნატალია ნაროჩნიცკაია

7). ნაშრომიდან: „ანგლოსაქსონური გეოპოლიტიკური გეგმების მემკვიდრეობითობა ევროპასთან მიმართებით“
მსოფლიოს მორიგი გადანაწილება, რომელიც ხდება შემდგომ ასწლეულში ყოველი გადასვლისას, ყველაზე უფრო ნაკლებად ასახავს XX საუკუნის იდეოლოგიების ბრძოლას. „ტოტალიტარიზმისა და დემოკრატიის“ მეტოქეობის შედეგების დემაგოგიური განმარტებები, სამწუხაროდ, მეტად გვახსენებს მარქსისტული საზოგადოებათმცოდნეობის თეზისს „ჩვენი ეპოქის მთავარი შინაარსის _ კაპიტალიზმიდან კომუნიზმში გადასვლის“ შესახებ. საქმით კი ყბადაღებული იდეოლოგიების „ბრძოლა“ თითქმის ვერ ახდენდა გავლენას XX საუკუნის რეალურ საერთაშორისო ურთიერთობებზე, ცივი ომის ჩათვლით. რაც შეეხება აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რესტრუქტურიზაციის დღევანდელ „დემოკრატიულ“ პროექტებს, ისინი ამჟღავნებენ ძველი სამყაროს ისტორიული წარსულის ნაცნობ გეოპოლიტიკურ და სულიერ მისწრაფებებს.

უნგრეთი და ჩეხეთი, ხდებიან რა ნატო-ს წევრები, გარბიან არა კომუნიზმისგან, არამედ მათთვის უცხო რუსეთისგან, და ბრუნდებიან ლათინურ არეალში. არ უნდა გვიკვირდეს არც კათოლიკური პოლონეთის, რომელიც ასე თანაუგრძნობს ჩეჩენ ბანდიტებს, რომლებიც ქრისტეს შობის 2000 წლის აღსანიშნავად თავებს სჭრიან ქრისტიანებს. ავიხსენოთ, რომ ა. მიცკევიჩი, ა. გერცენის გამოთქმით „ჩაქრა“ სადღაც კონსტანტინოპოლში, სადაც იგი გაემგზავრა „პოლონელ კაზაკთა ლეგიონის“ შესაქმნელად, რათა ყირიმის ომში ებრძოლა „ცივილიზებული“ ოსმალეთის მხარეზე „ბარბაროსული“ რუსეთის წინააღმდეგ. აყალიბებენ რკალს ბალტიის ზღვა _ შავი ზღვა: XVI საუკუნის ამ ძველ პროექტს, რომელიც რუსეთს გზას უკვეთავს ზღვებისკენ, ხოლო ბალკანეთი და ვარდარო-მორავას დაბლობი მასზე კოსოვოს ველით, როგორც ასი, ორასი, ოთხასი წლის წინათაც, იქცევა იმ ღერძად, რომელიც დასავლეთ ევროპას აერთებს შავი ზღვის სრუტეების რეგიონთან.

და ბოლოს, რომის პაპი იოანე-პავლე II ერთ ერში თესავს არეულობასა და უთანხმოებას თავისი ვიზიტით უკრაინაში, აშკარაა, რომ ამით აგრძელებს პაპის ურბან II-ის საქმეს, რომელიც მალევე ბრესტის უნიის შემდეგ 1596 წელს მოუწოდებდა: „ო, ჩემო რუსინებო! თქვენი მეშვეობით მე ვიმედოვნებ აღმოსავლეთში მიღწევას“. ვატიკანისა და რჟეჩ პოსპოლიტას საუკუნოვანი ოცნებაა _ თავიდან სულიერად, ხოლო შემდეგ ფიზიკურად დაეუფლონ კიევს _ რუსული ქალაქების დედასა და ბიზანტიური მემკვიდრეობის სიმბოლოს. თუმცა კი გალიციურ დროშებზე 90-იან წლებში აღმართეს „თეორიები“ „არიელი უკრაინელებისა“ და „თურანული მოსკოვეთის“ რასობრივი განსხვავების შესახებ, რომელმაც ვითომდაც უკანონოდ მიითვისა წმ. სოფიოს ტაძრის შესამოსლებიცა და კიევის ისტორიაც, მაგრამ არც ეს ანთროპოლოგია გახლავთ ახალი _ მის შესახებ XIX საუკუნეში პარიზული კათედრებიდან უკვე გაიძახოდა პროვინციელი პოლონელი ფრანციშეკ დუხინსკი, რომელიც აქეზებდა „ლათინური“ დასავლეთის მუდმივ ინტერესს პოსტბიზანტიური სივრცის ჩასაყლაპავად, რის საწინდარსაც ყოველთვის შეადგენდა მალოროსიის ველიკოროსიისგან ჩამოცილება. შეგვიძლია მხოლოდ გავოცდეთ ა. პუშკინის ისტორიულ-ფილოსოფიური ალღოთი, რომელმაც გასული საუკუნის დასაწყისში ნაპოლეონის შემოსევის ფონზე ამოიცნო საკითხი, რომელიც აუცილებლად დგება ხოლმე დასავლეთის რუსეთზე შემოტევის მომენტში: „ჩვენი კიევი ძველი, ოქროსთავიანი, ეს წინაპარი რუსული ქალაქებისა, დაანათესავებს კი მშფოთვარე ვარშავასთან, თვის საძვალეთა ყველა სიწმინდეს?“.

კარგ ტონად ქცეული სკეპტიკური დამოკიდებულბა კლასიკური გეოპოლიტიკისადმი, რომელსაც აკავშირებენ ძირითადად პანგერმანისტების სტრატეგიასა და გეგმებთან, მოწოდებულია ასევე გადაეფაროს და გარეშე თვალისგან შენიღბოს უდაო ისტორიული ფაქტი: მთელ გეგმებს, რომლებიც არ გამოუვიდათ გერმანელებს არც პირველ და არც მეორე მსოფლიო ომებში, მშვენივრად შეასხეს ხორცი ანლგლოსაქსებმა თავიანთ თანამიმდევრულ სტრატეგიაში და სრულად მოახდინეს მათი რეალიზება XX საუკუნის მიწურულისთვის. ნატო-ს ბლოკის გაფართოების გეოგრაფია და განრიგი სავსებით ემთხვევა პანგერმანისტების 1911 წლის რუკას და ფ. ნაუმანის მიერ აგებულ პროექტებს, ხოლო ის რაც ვერ შეძლეს პოლიტიკისა და იდეოლოგიის საშუალებებით, დაასრულეს სავსებით „ტევტონური“ მეთოდების გამოყენებით _ ომით იუგოსლავიის წინააღმდეგ.

უახლოესი დროის გეოპოლიტიკური კონსტანტები. პირველი მსოფლიო ომი.

მზერის გადატანა XX ასწლეულის დასარულიდან მისი დასაწყისის მოვლენებზე მოულოდნელად მიგვიყვანს დასკვნამდე, რომ მთელი ეს საუკუნე წარმოადგენს ერთი და იგივე გეოპოლიტიკური და მსოფლმხედველობრივი კონსტანტების გეგმაზომიერ გამოხატულებას. ესაა აღმოსავლური საკითხი, სრუტეები და კონსტანტინოპოლი, და სულიერი და გეოპოლიტიკური დილემა „რუსეთი და ევროპა“. ისინი ასახავენ რუსეთის როგორც მთელი ერთობლივი დასავლეთის თანატოლი გეოპოლიტიკური ძალისა და დამოუკიდებელი ისტორიული პიროვნების სუკუნეების მანძილზე განფენილ არმიღებას, რომელსაც (რუსეთს _ ი. ხ.) გააჩნია ყოფიერების უნივერსალური აზრის ძიების საკუთარი გზა.

რას ნიშნავს მაინც რუსეთისთვის ეგეოსის ზღვაში თავისუფალი გასასვლელის არსებობა? იგი ნიშნავს გასასვლელს სალონიკთან, ხოლო მისგან ხმელეთით ვარდარო-მორავას დაბლობამდე _ ერთადერთ ბუნებრივ დაბლობ ადგილამდე ბალკანეთის მთებში, რომელიც დასავლეთ ევროპას აკავშირებს სამხრეთის საზღვაო თეატრთან. სწორედ ეს, სხვათა ტერიტორიების ყოველგვარი დაპყრობის გარეშე უზრუნველყოფდა რუსეთის მანამდე უნახავ გეოპოლიტიკურ პოზიციებს პოსტბიზანტიურ სივრცეზე, რაც დააჩქარებდა ოტომანური იმპერიის (ოსმალეთის) გარდაუვალ დაშლას დასავლეთის მიერ ვერკონტროლირებადი ფორმით. საბერძნეთი შეიძლებოდა შემოსულიყო რუსულ პოლიტიკურ ორბიტაში, ხოლო ბალკანეთის სლავური და მართლმადიდებელი სახელმწიფოები ჩამოაყალიბებდნენ რუსეთზე ორიენტირებულ მსხვილ ერთგვაროვან ერთიანობას. მთლიანობაში ეს არის ევრაზიის კონტინენტზე მსოფლიო პოლიტიკის უმსხვილესი ცენტრის სულიერი და გეოპოლიტიკური კონსოლიდაციის შანსი მოუწყვლადი საზღვრებითა და გასასვლელებით ბალტიისა და ხმელთაშუა ზღვებში, აგრეთვე წყნარ ოკეანეში. ლათინური ევროპა გადაიქცეოდა ევრაზიის დანაწონად, რომელიც თანდათანობით ჩაცურდებოდა ატლანტიკაში.

ასეთი რამის დაშვება არ შეეძლოთ არც ინგლისს, არც ავსტრიას, რომელიც ბოსნიის დაპყრობის მეშვეობით მიისწრაფოდა თბილი ზღვებისკენ, არც მთელ ევროპას, ვინაიდან ქრისტიანობის ისტორიაში მათი მეტოქის ხატება შეიძენდა მოუწყვლად გეოპოლიტიკურ სახეს, და არ დაუტოვებდა შანსებს არც გერმანელებს მათი „Lebensraum“-ის გაფართოებისთვის, და არც ანგლოსაქსებს მისცემდა ამ „Lebensraum“-ში გერმანულ-სლავურ დაჯახებაზე თამაშის შესაძლებლობას. რუსეთის წინააღმდეგ ბუნებრივ მოკავშირედ იქცეოდა საფრანგეთიც, ვინაიდან სხვა შემთხვევაში გერმანელების პოტენციალი მისკენ მიბრუნდებოდა.

თუკი გერმანელებთან ადრე თუ გვიან მოხდებოდა ინტერესების ბუნებრივი გამიჯვნა, ინგლისისთვის მსგავსი ჰიპოთეტური შედეგი განსაკუთრებით მიუღებელი იყო. მაგრამ გერმანელებიც ამჯობინებდნენ თავიანთი „Lebensraum“-ის გაფართოებას სლავურ მიწებზე ექსპანსიის მეშვეობით დასავლეთში მომიჯნავე ტერიტორიებისთვის ძვირადღირებული მეტოქეობის სანაცვლოდ, თუმცა იქაც ცვალებადი შედეგებით ეომებოდნენ ფრანგებს. ამიტომ ერთობლივი ევროპა ივიწყებდა შინაგან უთანხმოებებს და შეთანხმებული მოქმედებებით ყოველთვის აკავებდა, ერთის მხრივ, რუსეთს, ხოლო მეორეს მხრივ კი, პორტასადმი დაქვემდებარებული ბერძნებისა და სლავების განმათავისუფლებელ მოძრაობებს. თავის მხრივ რუსეთიც ყოველთვის არ ახალისებდა მოჩქარეობას სლავების განმათავისუფლებელ იმპულსში, თუმცა კი თანაუგრძნობდა მას, რამდენადაც არ უნდოდა „Pax Ottomana“-დან ამ ხალხების განთავისუფლების შემდეგ მათი დაუყოვნებლივ მოხვედრა „Pax Germana“-ში. სხვანაირი შედეგი კი ვერ იქნებოდა, ვინაიდან რუსეთს არ შეეძლო წინ აღდგომოდა ევროპული სახელმწიფოების გარდაუვალ ფრონტს, თუკი შეეცდებოდა ამისთვის დაპირისპირებას. ეს წარმოადგენს კიდეც ყბადაღებულ პანსლავიზმს. მთელი ეს გარეგნულად რეგიონული პრობლემატიკა იქცა კიდეც მსოფლიო აღმოსავლურ საკითხად, რომელშიც არც ერთი დასავლური ისტორიოგრაფია გულწრფელი არ არის.

... ბრიტანული პროექტები და მოსაზრებანი ბალკანელი სლავების საერთაშორისო ურთიერთობებში ჩაშენების შესახებ მკაფიოდ გვიჩვენებს იმ გეგმებს, რომლებსაც თანამიმდევრულად წინ წამოსწევდნენ და ატარებდნენ სხვადასხვა სახელწოდებებით მთელი XX საუკუნის განმავლობაში, და რომლებიც დაასრულეს სტაბილურობის პაქტით სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის.

ინგლისში XIX საუკუნის მიწურულს მეტად აქტიურად ფირობდნენ ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის „მომავალზე“ და ერთობოდნენ გეოპოლიტიკური პასიანსებით. 1888 წელს გამოქვეყნებული რუკა უჩვენებდა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ევროპა „მსოფლიო ომის შემდეგ“ (!). (R. Heise. Die Entente-Freimaurerei. Basel, 1920). მეორე რუკა, რომელიც პარლამენტის წევრმა და ლონდონის ყოველკვირეული გაზეთის „Truth“-ის გამომცემელმა გ. ლაბუშერმა მოათავსა 1890 წლის საშობაო ნომერში, პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე 24 წლით ადრე (Des Keisers Traum. The Keiser’s Dream. Faksimile-Dokumentation, 1992.) სულაც გვაოცებს კიდეც, ვინაიდან იძლევა XX საუკუნის 90-იანი წლების ევროპის მიახლოებით მონახაზს. ორივე რუკაზე ჰაბსბურგების იმპერიაცა და გერმანიაც ექვემდებარებიან ორჯერ შემცირებას დაახლოებით დღევანდელ საზღვრებამდე და წვრილ სეკულარულ რესპუბლიკებად დანაწილებას, ბოჰემია გახდება ჩეხეთი, სილეზია _ პოლონეთი (!), ხოლო სამხრეთის მიწებისგან წარმოქმნილია „დუნაის კავშირი“. რუსეთის იმპერია ექვემდებარებოდა გარდაქმნას „სლავურ კონფედერაციად“ ან სულაც უდაბნოდ _ „Desert“. დასავლეთ ევროპის ყველა გასასვლელი ზღვასთან, მთელი მისი სანაპირო დაშტრიხულია როგორც „დამოუკიდებელი რეგიონები, მაგრამ ინგლისის პოლიტიკური კონტროლის ქვეშ“. ყველა ისინი ახლა ნატო-შია ან ნატო-თან ერთად ჩერნოგორიის ბოკა კოტორსკაიასა და ალბანური სანაპიროს გარდა, რომლისკენაც გზა გადის კოსოვოს ველზე.

XX ასწლეულის შემდგომი მოვლენების ფონზე, რომლებმაც ნაბიჯ-ნაბიჯ აღსრულებაში მოიყვანეს ყველა ეს ჩანახატი, მკვლევარებს უფლება აქვთ იფიქრონ, წარმოადგენს თუ არა მსოფლიოს პოლიტიკურ-გეოგრაფიული სახის „კარტოგრაფიული“ განადგურების ზემოთ მოყვანილი მაგალითი, რომელსაც მიმართეს ჯერ კიდევ XX საუკუნის ორ მსოფლიო ომამდე უფრო ადრე, ვარჯიშობას პოლიტიკურ შარჟებში, თუ პირიქით, შეადგენს რაღაც პროგრამას. მოვიხსენიოთ ჰ. მაკკინდერი, ვისი „ისტორიის გეოპოლიტიკური ღერძიც“ დაბეჭდეს პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე 10 წლით ადრე. მისი მომდევნო ნაშრომი (Mackinder H. Democratic ideals and Reality: A Stady in the Politics of Reconstruction, N. Y., 1919), რომელიც გამოვიდა სწორედ ანგლოსაქსების მიერ ვერსალის ფორმირების მომენტში, _ წარმოადგენს ზემოთ აღნიშნული რუკების სრულ ილუატრაციასა და რეალიზაციას, რადგანაც მასში მაკკინდერი პირველად მიუთითებს დანაწევრებულ აღმოსავლეთ ევროპაზე, როგორც ევრაზიის კონტინენტზე ბრიტანული კონტროლის ქვეშ გერმანელებსა და რუსებს შორის არსებულ ბუფერზე.

ბრიტანული გეოპოლიტიკური აზროვნება ერთიანია: ტრადიციული კვლევებიც თემაზე და ეკზოტიკური აგებებიც შესრულებულია ერთსა და იმავე პარადიგმაში. ბრიტანეთის ამოცანას შეადგენდა დაესწრო განთავისუფლებული ერებისა და სახელმწიფოების შესვლისთვის როგორც გერმანიის, ისე რუსეთის ორბიტაში, ამიტომ არ დაეშვა მსხვილი და ერთგვაროვანი სლავური ერების კონსოლიდაცია. ვინაიდან ხორვატები და სლოვნები მაშინ უცილობლად შევიდოდნენ გერმანიის ორბიტაში, დიდი სერბეთისა და ბულგარეთის სახელმწიფოები, ელიტის მთელი ლავირების მიუხედავად, არ შეიძლება სრულიად ამოღებული ყოფილიყვნენ რუსეთის გავლენის ქვემოდან.

სერბული გამაერთიანებელი ეროვნული იმედების ნებისმიერი გამოვლენა ილია გარაშანინის „მონახაზის“ (1844 წელი) შემდეგ აგერ უკვე საუკუნე ნახევარია საფრთხობლად არის ქცეული დასავლეთ ევროპისთვის. მოვლენების მსგავსი განვითარება გამორიცხულია კონსტრუქციული პარადიგმებიდან როგორც ბრიტანული ბალკანისტიკის პატრიარქის რ. სეტონ-ვატსონის შრომებში, ისე კარნეგის ფონდის მოხსენებაშიც 1913 წლის ბალკანეთის ომების შესახებ. სერბულ იდეებთან მიმართებით აშკარა სკეფსისთან ერთად, რომლებსაც მოხსენებაში უწოდებენ ეკზალტირებული „ისტორიკოს-დილეტანტების“ წარმოსახვის ნაყოფს, მოხსენებაში შესამჩნევია განსაკუთრებული ყურადღება მაკედონური საკითხისადმი, რომელიც ნაკარნახევია ბალკანური პოლიტიკის პოტენციურად მთავარ სუბიექტებს _ ბულგარეთს, სერბეთსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობების გართულების სურვილით.

„აღმოსავლური საკითხის“ კარგად მცოდნე რ. სეტონ-ვატსონი გადმოსცემს პრობლემას პარადიგმაში, რომელიც დღემდე უცვლელია: სერბულ-ხორვატული რასის მომავალ ბედზე არის დამოკიდებული ძალთა ბალანსი ადრიატიკაში მთელი მისი შედეგებით საერთაშორისო სიტუაციისთვის“. სეტონ-ვატსონი უარყოფს სერბების გაერთიანების თავად იდეასაც, „რომელთა ტრიუმფიც ნიშნავდა ნამდვილ უბედურებას ევროპული კულტურისთვის“, „დარტყმას პროგრესისა და თანამედროვე განვითარებისთვის მთელს ბალკანეთში“. ომამდე ბრიტანელი კიდევ წერს, რომ ბალკანეთში ევროპული კულტურის წარმოდგენის მისია ეკისრება ავსტრია-უნგრეთს, „რომელიც რომ არ ყოფილიყო, უნდა შეგვექმნა“-ო (seton-Watson R. W. The Southern Slav Question and the Habsburg Monarchy, London, 1911, p. vii, 337). ომის შემდეგ მისი და ყველა სხვა ბრიტანული კონფიგურაცია გამიზნულია არასტაბილური, საგარეო პატრონაჟზე დამოკიდებული ხუთი-ექვსი ერისგან შემდგარ წარმონაქმნზე, თანაც როდესაც ეს ერები მიისწრაფვიან ურთიერთდაპირისპირებული პარტნიორებისკენ, სადაც ამ ხალხების ისტორიული და საერთაშორისო-პოლიტიკური პოტენციალი ნეიტრალიზებული და გაუსახურებულია და გადაქცეულია მასალად მაკკინდერისეული „იარუსისთვის გერმანიასა და რუსეთს შორის ბალტიკიდან ხმელთაშუა ზღვამდე“ ანგლოსაქსების კონტროლის ქვეშ.

... ვერ დვეთანხმებით ჰ. კისინჯერის მოსაზრებას გამოთქმულს მის წიგნში „დიპლომატია“, რომ ბრიტანეთს პრაქტიკულად არ გააჩნდა ინტერესები ბალკანეთის საქმეებში. ინგლისის ანტანტაში მონაწილეობის აზრს შეადგენდა არ დაეშვა არც გერმანიისა და არც რუსეთის გამარჯვება, აგრეთვე ხელი შეეწყო სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეორგანიზებისთვის. შეიძლება ითქვას, რომ ბრიტანული და მთლიანად ანგლო-საქსონური სტრატეგია პირველი მსოფლიო ომის წინ და მისი მსვლელობისას მეტად წარმატებული იყო.

ვერსალის ზავი

... ურთიერთ დამეტოქებული გეოპოლიტიკური სისტემების პირაპირზე არ შეიძლება იმყოფებოდეს დამოუკიდებელი მცირე სახელმწიფოები. როგორი შესაძლოა იყოს ეს კონფიგურაცია _ თუ არა გერმანული ან რუსული, რის დასწრებასაც ესწრაფვის მაკკინდერის სქემა, მაშინ _ ანგლოსაქსონური. მაგრამ ეს აღმოსავლეთ ევროპისა და ბალკანეთის საკუთრივ ანგლოსაქსონური ქვეყნებისგან დაშორებულობის გამო შესაძლოა განხორცილებულ იქნას მხოლოდ ევროპის სანაპიროების სამხედრო-სტრატეგიული დაუფლების, აგრეთვე ბლოკებისა და კავშირების, სერთაშორისო ზეეროვნული (რუს. არა сверхнациональные, არამედ наднациональные) ინსტიტუტების მეშვეობით, რომლებიც გარემოებების, პოლიტიკური და იდეური კონიუნქტურის მიხედვით იძენენ სხვადასხვანაირ ფორმებს: სამხედრო-პოლიტიკური სტრატეგიული კავშირების, უნივერსალური ორგანიზაციების ან ე. წ. კოლექტიური უსაფრთხოების სისტემებისა.

მცირე აღმოსავლეთევროპული სახელმწიფოების შესაქმნელად საჭირო იყო ორი მრავალეროვნული სახელმწიფოს _ ავსტრიისა და რუსეთის დანაწევრება. ვერსალურმა გეოპოლიტიკამ, რომელშიც შედიოდა სამხრეთ-აღმოსვლეთ ფლანგის _ დუნაის რეგიონისა და ხმელთაშუა ზღვაში გასასვლელების აუცილებელი კონტროლი, განახორციელა პროგრამის პირველი ნაწილი. ბალკანეთში ავსტრო-გერმანული ყოფნის კვალის წაშლის მიზანს ემსახურებოდა სერბების, ხორვატებისა და სლოვენების სამეფოს წარმოქმნაც, რომელშიც ანგლოსაქსებს არ დავიწყებიათ სერბული პოტენციალის შებოჭვა პროგერმანული ხორვატებითა და ნაციონალისტი მაკედონელებით.

ახალი ანგლოსაქსონური პოლიტიკა საჭიროებდა იდეურ დასაბუთებას _ „ვილსონიანობამ“ წარმოადგინა შესაბამისი პოლიტიკური იდეოლოგია _ „დემოკრატია და თვითგამორკვევა“. რამდენადაც ერთა ლიგა შემდგომში თვითგამორკვევის უფლებას მისცემს მხოლოდ „ომითა და რევოლუციებით შეპყრობილ ქვეყნებს“, ხოლო სხვების შესახებ დაასკვნის, რომ თვითგამორკვევის უფლება „ეწინააღმდეგება თავად სახელმწიფოს ცნებას“, ეს ნიშნავს, რომ ზემოთ აღწერილის მსგავსი გეოპოლიტიკური კონფიგურაციების რეალიზებისთვის აუცილებელია ომები და რევოლუციები. სწორედ ეს გარემოებები აძლევს საშუალებას დემოკრატიული გადაკეთებისა (გადაწყობისა) და თვითგამორკვევის დოქტრინის მოქმედებაში მოსაყვანად, რომელთა ფარგლებშიც თავიდანვე სუფთა დაფის სახით განხილვას ექვემდებარება არა მხოლოდ დამარცხებული ქვეყნების ტერიტორიები, არამედ ომის სხვა მონაწილეებისაც და მთელი ის საზღვრებიც, რომლებსაც კი ომი შეეხო.

რეალური პოლიტიკა და იდეოლოგია სამხედრო თანამშრომლობის კულისებს მიღმა და „ცივი ომის“ პერიოდში

1941 წლის 4 აგვისტოს – სსრკ-ზე ჰიტლერის თავდასხმიდან თვენახევრის შემდეგ _ გამოაცხადეს „ატლანტიკური ქარტია“ _ შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობათა მეთაურების ფ. ფრუზველტისა და უ. ჩერჩილის ერთობლივი დეკლარაცია, რომელსაც ჩვულებრივ განმარტავენ ხოლმე როგორც დემოკრატიული პრინციპებისა და ომის მიზნების ზოგადი ფორმულირებების ჩამონათვალს და აქცენტს აკეთებენ ამ ქვეყნების მხრიდან „ტერიტორიული ან სხვა შენაძენებისკენ მისწრაფებების“ არ არსებობაზე.

ატლანტიკურ ქარტიაში გაიჟღერა აპელაციამ ყოვლი ერის თვითგამორკვევის უფლებაზე და გამოცხადებულ იქნა „ყოველი ხალხის უფლების შესახებ თავად ირჩევდეს თავისთვის მმართველობის იმ ფორმას, რომელშიც სურს ცხოვრება“. ხალხები არასდროს არ ითხოვდნენ საამისოდ ვიმესგან ნებართვას, შესაბამისად, ასეთი განცხადების აზრი მდგომარეობს ანგლოსაქსონელთა უფლების გამოცხადებაში სჯიდნენ, წარმოადგენენ თუ არა არსებული სუვერენული სახელმწიფოები „თავიანთი ხალხების უფლებების მჩაგვრელებს“, და ანგლოსაქსების უფლებაში მათი შეხედულების-და მიხედვით არ აღიარებდნენ სუვერენიტეტს.

შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა განაცხადეს აგრეთვე თავიანთი გადაწყვეტილების შესახებ ხელი შეუწყონ „იმ ხალხების სუვერენული უფლებებისა და თვითმმართველობის აღდგენას, რომელთაც ეს წაართვეს იძულების ძალით“, ამასთან დოკუმენტში არანაირი მითითება არ იყო ჰიტლერულ აგრესიაზე. ერების ქვეშ იგულისხმებოდა არა მხოლოდ სახელმწიფოები, არამედ ის ხალხებიც, რომელთაც თავიანთი სახელმწიფოებრიობა არ ჰქონიათ. თუკი ეს პუნქტი გაშიფრული იქნებოდა როგორც მოთხოვნა დაბრუნებულიყვნენ მდგომარეობაში „ante bellum“, ანუ „ომამდე“, ეს ნიშნავდა მხოლოდ ჰიტლერული გერმანიისა და ფაშისტური ღერძის ქვეყნებისა და სატელიტების მიერ აღსულებული ყველა დაპყრობისა და ანექსიის გაუქმებას. მაგრამ დოკუმენტში ეს დაზუსტება არ ყოფილა.

„ატლანტიკური ქარტიის“ ეს ჩანაწერი წარმოადგენდა ანგლოსაქსონელთა უფლების გამოცხადებას ომის მომენტიდან ეღიარებინათ ან არ ეღიარებინათ არა მხოლოდ ჰიტლერული და მისი მოკავშირეების აგრესიის შედეგები, არამედ ომამდელი რეალიებიც. ფაქტიურად ეს არის ევფემიზმი მსოფლიო რუკის „სუფთა დაფად“ გამოცხადებისა და „მასზე დასახლებული ხალხების ბედის მოხაზვისთვის“ (პოლკოვნიკ ჰაუზის მიერ 14 პუნქტისგან შემდგარ ვილსონის პროგრამაში რუსეთის შესახებ პუნქტის გაშიფვრა). რუზველტს მხედველობაში ჰყავდა უწინარეს ყოვლისა ბალტიისპირეთი, იუგოსლავები, რუსეთის მთელი ხალხები რუსების გარდა, _ „კომუნისტური რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის მსხვერპლნი“, რომლებიც შეყვანილი იქნებიან აშშ კონგრესის მიერ მიღებულ კანონში „დამონებული ერების შესახებ“ (P. L. 86-90) 1959 წელს.

მეორე მსოფლიო ომი

ომის მსვლელობისას ბრიტანეთის მიზანია _ არ მისცეს საბჭოთა კავშირს შანსი სამხრეთ ევროპაში საყრდენის მისაღებად. ბრიტანეთი თავს არიდებდა სტალინის დაჟინებულ მიმართვებს გაეხსნათ მეორე ფრონტი იქ, სადაც ეს დააჩქარებდა გერმანიის განადგურებას და ჯიუტად სთავაზობდა მეორე ფრონტს ბალკანეთში. ამის შედეგად იგი გადასხდა საბერძნეთში (შავი ზღვის) სრუტეების კონტროლისა და იმისთვის, რათა არ დაეშვა იქ პროსაბჭოური ძალების განმტკიცება, რისი დიდი შანსებიც არსებობდა.

ჯერ კიდევ 1942 წელს სტალინისადმი მიწერილ წერილში უსაფრთხოების მომავალი ორგანიზაციის შესახებ პირველი მოხსენიებისას უ. ჩერჩილმა მოხაზა მომავალი ევროპის სტრატეგიული ელემენტები და მიუთითა, რომ მასში აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას „ევროპისა და მცირე აზიის დიდი ერები“, თანაც დაადასტურა თავისი მუდმივი ფსონი თურქრთზე, და მოიხსენია „დუნაის კონფიგურაცია“ (Архив внешней политики РФ, фонд 0512, опись №4, док. №304, папка №31, лист 1).

ბრიტანეთის სტრატეგიაში სრუტეები, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპა, ბალკანეთი და მართლმადიდებელი სლავები არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხვედრილიყვნენ რუსეთის გეოპოლიტიკურ ორბიტაში. აღმოსავლური საკითხის ეს სრული აღდგენა სტალინისთვის საბოლოოდ ნათელი გახდა თეირანში. „დიდი სამეულის“ მოლაპარაკებების დასასრულს, როგორც აღწერს მას მ. გილბერტი, ჩერჩილი ალაპარაკდა ომის შემდგომ მომავალსა და თავის „შეგრძნებებზე“, რომ პრუსია უნდა იქნას იზოლირებული და შემცირებული, ხოლო ბავარიას, ავსტრიასა და უნგრეთს შეუძლიათ ჩამოაყალიბონ ვრცელი, მშვიდობიანი... კონფედერაცია“ (Gilbert Martin. Winston S. Churchill. Volume VII. The Road to Victori. 1941-1945. Boston. 1986. p. 575).

ჩერჩილმა შესთავაზა „გამოიყოს ბავარია, ვიურტემბერგი, პფალცი, საქსონია და ბადენი“, რათა ეს ჯგუფი „შეიზარდოს იმაში, რასაც იგი უწოდებდა დუნაის კონფედერაციას. სტალინმა კი რიტორიკულ სენტენციებს შორის უჩვენა, რომ მიუხვდა ჩერჩილს ჩანაფიქრს და დაინტერესდა, „იქნებიან თუ არა უნგრეთი და რუმინეთი რომელიმე მსგავსი კომბინაციის წევრები“ (უინსტონ ჩერჩილი, „მეორე მსოფლიო ომი“, V ტომი „რგოლი იკვრება“ /რუსულ ენაზე/, მოსკოვი, 1955, გვ. 392-394). გერმანელი ისტორიკოსი რ. რიმეკი, მიაქცია რა ყურადღბა ამ დიალოგს, ვარაუდობს, რომ სტალინი წინ აღუდგა „სამხრეთ ევროპისა და უწინარეს ყოვლისა ბალკანეთის სლავების დასავლურ ძალოვან არეალში ჩართვის“ გეგმას „არა იმიტომ, რომ უნდოდა სამხრეთ ევროპა კომუნისტური გაეხადა, არამედ იმიტომ, რომ როგორც ნებისმიერი რუსი სახელმწიფო მოღვაწე და ნებისმიერი რუსი მეფე, მოვალე იყო წინ აღდგომოდა ასეთ დასავლურ მისწრაფებებს“ (Rimeck Renate, Bilanz eines Jahrhunderts, Stuttgart, 1997, S. 177).

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის 1944 წის 16 თებერვლის საიდუმლო თეორიული შემუშავება თავის თავად ნაგულისხმევად ვარუდობს, რომ „საბჭოთა კავშირი ბუნებრივად ეწინააღმდეგება „სანიტარული კორდონის“ შექმნას იმ რაიონში, რომელიც გადის მისი საზღვრების გასწვრივ. იგი ალბათ შეეწინააღმდეგება ისეთი კონფიგურაციების შექმნას, რომლებიც მოიცავს ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპის ყველა სახელმწიფოს ან მათ ნაწილს, ისეთებს, როგორებიც იგეგმება 1942 წლის ჩეხოსლოვაკურ-პოლონური ან ბერძნულ-იუგოსლავური პაქტებით (Архив внешней политики РФ, фонд 0512, опис. №4, док. №212, папка №25, листы 27, 28).

ბრიტანეთის არჩევანი სერბეთში დამეტოქებულ ძალებს _ ი. ბ. ტიტოს პარტიზანებსა და დრაჟე მიხაილოვიჩს შორის, რომლებიც წარმოადგენდნენ ანტიჰიტლერული კოალიციის მოკავშირეებს, ლოგიკურია. საბერძნეთისგან განსხვავებით, სადაც ინგლისურმა დესანტმა აღკვეთა ხელისუფლებაში მემარცხენეთა მოსვლა, აქ ბრიტანეთმა მომგებიანად ჩათვალა ფსონის გაკეთება კომუნისტ ტიტოზე და მოითხოვა მიხაილოვიჩის გადადგომა. ტიტომ იცოდა რითი დაეინტერესებინა ჩერჩილი და პრემიერ-მინისტრისადმი მიწერილ წერილში ყურადღება გაამახვილა თავის მიზანზე „შექმნას იუგოსლავი ხალხების ისეთი კავშირი და ძმობა, როგორიც არ არსებობდა ომამდე“, „შექმნას ფედერაციული იუგოსლავია“. ასეთი გეგმა აერთიანებდა სხვადასხვა მიზნისკენ მისწრაფებულ ბალკანელ ხლხებს _ ხორვატებსა და სერბებს, ალბანელებს, რითაც ასწრებდა და თავიდან იცილებდა როგორც პროგერმანული, ისე პრორუსული ვექტორების წარმოქმნა-გაძლიერებას, ხოლო თავისი მომცველობით, ზღვაზე გასასვლელითა და ევროპაში ძალის დამოუკიდებელ ცენტრობაზე ორიენტაციით სავსებით შეესაბამებოდა „დუნაის კონფიგურაციის“ პროექტებს. ჩერჩილმა „დაუყოვნებლივ უპასუხა“ ტიტოს, დაჰპირდა მას „მისი უდიდებულესობის მთავრობის მხარდაჭერას“, რომელსაც ასევე „სურს იუგოსლავი ხალხების კავშირისა და ძმობის შექმნა“ (უინსტონ ჩერჩილი, „მეორე მსოფლიო ომი“, ტომი V..., გვ. 459, 460). ტიტომ ითამაშა დიდი თამაში ბრიტანეთის ინტრესებზე, მაგრამ „ტიტოს იუგოსლავიამ“ იარსება ზუსტად იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც იგი სჭირდებოდათ ანგლოსაქსებს.

ბრიტანელთა სტრატეგიულ ამოცანას შეადგენდა გეგმები სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ამიტომ ჩერჩილმა ყოველგვარი დარცხვენის გარეშე ჩააბარა პოლონეთი, რათა მის სანაცვლოდ დაენარჩუნებინა ის, რასაც ბრიტანეთისა და აშშ-თვის გაცილებით უფრო მეტი მნიშვნელობა ჰქონდა _ შავი ზღვის სრუტეების რეგიონის მდგომარეობა და პირობები. სტალინი დაჟინებით მოითხოვდა აღმოსავლეთ საზღვარს „კერზონის ხაზის“ გაყოლებით... და საუბარი დასრულდა ჩერჩილის სიტყვებით, რომ „ბრიტანული მთავრობა სავსებით თანაუგრძნობს მარშალ სტალინის სურვილს უზრუნველყოს საბჭოთა კავშირისადმი მეგობრული პოლონეთის არსებობა“ (ამხ. ი. ბ. სტალინის საუბრის ჩანაწერი ჩერჩილთან 1944 წ. 14 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის არქივის უწყებანი, წყარო, რუსეთის ისტორიის დოკუმენტები 1995/4 (17) გვ.).

თუკი გავითვალისწინებთ ანგლოსაქსონური ძალების მუდმივ სტრატეგიას ევრაზიის სივრცეზე, მაშინ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ თუ რამდენად იქნა ეს გეგმები ჩაშლილი სსრკ-ის ახალი ძლიერებით. ბალტიკიდან შავ ზღვამდე სუსტი და როგორც გერმანიის, ისე რუსეთის მხრიდან ვერკონტროლირებადი სახელმწიფოების იარუსის ნაცვლად, „ტევტონებსა და სლავებს შორის ბუფერის“ ნაცვლად სსრკ-ის გამარჯვება და იალტურ-პოტსდამური გადაწყვეტილებები წარმოადგენდა დარტყმას ამ სქემაზე და მათ გააფორმეს რუსეთ-სსრკ-ის გავლენისადმი მთელი აღმოსავლეთ ევროპის დაქვემდებარება.

კონტრ-იალტა

როდესაც მეორე მსოფლიო ომის ველებზე დადუმდა ზარბაზნები, მაშინ მოლოტოვის, აშშ სახელმწიფო მდივნის ბირნსისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბევინის მოლაპარაკებებისა და საუბრების მსვლელობისას 1945 წლის სექტემბერ-ოქტომბერში დაიწყო პოზიციური დიპლომატიური ომი.

ანგლოსაქსონური ძალების თვალსაჩინო ხაზი, რომელიც სავსებით ნათელია (გარკვეულია) მოლაპარაკებების ნამდვილი ისტორიისა და განსაიდუმლოებული არქივების საფუძველზე, მდგომარეობდა შემდეში:

კატეგორიულად არ შეეშვათ სსრკ ბალკანეთში, რათა მისი უსაფრთხოების გეოპოლიტიკური ზონის საზღვარი ბალტიკიდან სამხრეთისკენ არავითარ შემთხვევაში არ შეხებოდა ხმელთაშუა ზღვას, ანუ არ ქცეულიყო მერიდიანულ სისტემად „ზღვიდან ზღვამდე“, რის შესახებაც სწერდა ვ. ს. სემოინოვ-ტიან-შანსკი, არამედ შემოეხვია შავი ზღვისკენ, რომელიც პოლიტიკურად და სამხედრო პარამეტრებით გამოყოფილი უნდა ყოფილიყო სამხრეთ ევროპისგან, ისე, რომ დასავლეთს გაეკონტროლებინა მთელი ხმელთაშუა ზღვის აუზი შავი ზღვის სრუტეებთან ერთად.

შთამბეჭდავია თავად მოცულობაც ფურცლებისა, რომელიც ასახავს ყველაზე უფრო დეტალურ და სასტიკ კამათებს ხმელთაშუა ზღვისპირეთში ყოფნის ან დაშვების საკითხებში, სახელდობრ კი ყოფილ იტალიურ კოლონიებზე მეურვეობის ფორმებისა და მათი ბედის, დუნაიზე ნაოსნობისა და ტრიესტის _ ევროპის რუკაზე არსებული ამ ნამცეცისოდენა პუნქტის გეოგრაფიული არეალისა და სტატუსის თაობაზე.

XX ასწლეულის 90-იან წლებში მომხდარი მოვლენები, ნატო-ს გაფართოების მიმართულება, კოსოვოს _ ვარდარო-მორავას დაბლობის გასაღების ოკუპაცია, რომელიც დასავლეთ ევროპას აერთებს სრუტეების რეგიონთან, ამ ფონზე მოსჩანს წარსული ომის მიწურულში და გამარჯვებული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სესიებზე ვერგანხორციელებული გეგმების უფრო გვიანდელ რეალიზაციად. ეს პროექტები ამჟღავნებენ XIX საუკუნის დასასრულიდან ნაცნობი მუდმივი სამხედრო-სტრატეგიული სიმეტრიებისა და გეოპოლიტიკური კანონზომიერებების ნიშნებს, რომლებიც შენიღბულია „ტოტალიტარიზმისა და დემოკრატიის ბრძოლით“; უწინარეს ყოვლისა კი იკვეთება აღმოსავლური საკითხი.

არსებული კლიშეს მიუხედავად რუსეთის მოკავშირეები, ისევე როგორც პირველ მსოფლიო ომშიც, არაფერს არ უთმობდნენ მას „უსაფრთხოების ზონისთვის“ სამხრეთ-დასავლეთ მიმართულებაზე იმ მიჯნების გარდა, რომლებზედაც იგი XX საუკუნის დასაწყისში ისედაც მთავარ რეგიონულ დერჟავას წარმოადგენდა. ვაკუუმი სამხრეთში _ სრუტეებისა და ცივილიზაციების პირაპირის (ურთიერთშეხების) რეგიონში, რომელიც საუკუნის დასაწყისში წარმოიქმნა ავსტრო-გერმანული ბლოკის განადგურებისა და ოტომანის იმპერიის ნარჩენების საბოლოოდ დაშლის შედეგად, ხოლო 1945 წელში _ ფაშისტური გერმანიის განადგურებით, ანგლოსაქსონელთა გეგმებით, უნდა შევსებულიყო საბჭოთა კავშირის მიერ ვერკონტროლირებადი ანდა მისდამი დაპირისპირებული ძალებით, მანამდე, სანამ მათ არ შეიყვანდნენ ახალ კონფიგურაციაში _ ნატო-ში.

ბრიტანეთი და აშშ უარს აცხადებდნენ უნგრეთის, რუმინეთისა და ბულგარეთის მთავრობების აღიარებაზე, რომლებიც ვითომდა შექმნილი იყო არადემოკრატიული გზით, და ამასთანავე ადვილად „ჩააბარეს“ პოლონეთი და ჩეხოსლოვაკია, თუმცა კი საამისოდ საფუძვლები გაცილებით ნაკლები იყო _ პოლონეთისგან განსხვავებით უნგრეთი, რუმინეთი და ბულგარეთი იყვნენ „დამნაშავეები“ _ „გერმანიის სატელიტები“, და მათთან მიმართებით სსრკ _ „მაოკუპირებელი“ გამარჯვებული სახელმწიფოა, რომელსაც გაცილებით უფრო მეტი მორალური და პოლიტიკური უფლება ჰონდა „მეგობრული“ მთავრობების უზრუნველსაყოფად. ამის უკან იდგა „საერთაშორისო საწყლოსნო გზების“ პროგრამა _ დუნაიზე ნაოსნობა და მოთხოვნა, მოეხდინათ დუნაის სრული ინტერნაციონალიზაცია.

საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს ოფიციალურ სხდომებზე 1945 და 1946 წლებში, რომლებიც სავსე იყო დიპლომატიური შეუთანხმებლობებით, მოლოტოვი სთავაზობდა, რათა „დამარცხებული სახელმწიფოების“ ყოფილი კოლონიები ქვემანდატური ტერიტორიების სახით გადაეცათ მოკავშირეთა დრობითი მმართველობის ქვეშ, ხოლო კერძოდ კი, ტრიპოლიტანია _ საბჭოთა კავშირისთვის. ჯ. ბირნსი და ბჯ. ბევინი უარზე არიან და ვერანაირი დამაჯერებელი არგუმენტით ამის მოტივირებას ვერ ახდენენ. 1990-იანი წლების შუახანებში განსაიდუმლოებული საუბარი ვ. მ. მოლოტოვსა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ბევინს შორის ერთი ერთზე 1945 წლის 23 სექტემბერს, ბევრს რამეს ფენს ნათელს.

ბევინი წინააღმდეგია სსრკ-ის ყოფნის პერსპექტივისა ხმელთაშუა ზღვაში ქვემანდატური ტერიტორიის მეშვეობით: „ჩერჩილი თავის დროზე ამბობდა, რომ მასთან ერთერთ საუბარში სტალინმა სთქვა, რომ საბჭოთა კავშირს არა აქვს განზრახული ხმელთაშუა ზღვისკენ მოძრაობა“. ბევინმა ასევე პრინციპულად დააყენა „საკითხი საერთაშორისო შიდა საწყლოსნო გზების შესახებ ევროპაში“, და ითხოვა, რომ საწყლოსნო გზებზე საერთაშორისო რეჟიმის დამყარებისას ბრიტანულ მთავრობას დაუბრუნდეს ის, რაც დიდმა ბრიტანეთმა დაკარგა ომის დროს.

პასუხად მოლოტოვი ასევე სავსებით გულახდილია: „წარსულ მსოფლიო ომში ბრიტანეთის მთავრობა დაჰპირდა მეფის მთავრობას კონსტანტინოპოლის მიცემას. საბჭოთა მთავრობას ამაზე პრტენზია არ გააჩნია.

რატომ ინტერესდება დიდი ბრიტანეთი შავი ზღვის სრუტეებით? შავი ზღვა _ შიდა ზღვაა, და ამასთან ერთად არცთუ უსაფრთხო საბჭოთა კავშირისთვის, როგორც ეს ომმა გვიჩვენა... მაგრამ ბრიტანულ მთავრობას არ სურს, რომ საბჭოთა კავშირი ამ საკითხში მოელაპარაკოს თურქეთს... შავი ზღვის სრუტეებში სურთ ჩვენ ყელში გვწვდნენ თურქების ხელით. ხოლო როდესაც ჩვენ დავაყენეთ საკითხი იმის შესახებ, რომ მოგვცენ თუნდაც ერთი ქვემანდატური ტერიტორია ხმელთაშუა ზღვაში _ ტრიპოლიტანია, მაშინვე ჩათვალეს, რომ ჩვენ თავს ვესხმით დიდი ბრიტანეთის უფლებებს... ნუთუ საბჭოთა კავშირს არ შეიძლება ჰქონდეს კუთხე ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე თავისი სავაჭრო ფლოტისთვის?“

ბევინი კი რას ამბობს? „ტრიპოლიტანიასთან მიმართებით მას, ბევინს, შეუძლია სთქვას,... ბრიტანულ მთავრობას დიდად აშფოთებს ის, რომ არ მოხდეს ხმელთაშუა ზღვაში რაიმე ისეთი, რომელიც ორ ნაწილად გაჰყოფდა ბრიტანეთის იმპერიას“.

„ბრიტანული მთავრობა ისწრაფის თავისი უფლებების აღდგენისკენ საერთაშორისო საწყლოსნო გზებზე ევროპაში“. პირობაა _ დუნაის სრული ინტერნაციონალიზაცია. ბევინი აქვე მიანიშნებს, რომ ამის სანაცვლოდ „ბრიტანეთს შეეძლებოდა თავისი ნეგატიური დამოკიდებულების შეცვლა რუმინეთისა და ბულგარეთის მთავრობების აღიარების საკითხისადმი და იმის გარკვევა, ხომ არ არის ბრიტანული მთავრობის პოლიტიკა ამ ქვეყნებთან მიმართებით არასწორი“ (Архив внешней политики РФ, фонд 0512, опись №4, док. №304, папка №31, листы 33-60).

სახეზეა ორსაუკუნოვანი გეოპოლიტიკური რეალობა _ აღმოსავლური საკითხი.

როდესაც გაისმა ჩერჩილის ფულტონის სიტყვა, სტალინისთვის, რომელიც კარგად იცნობდა ყოფილი მოკავშირეების ხისტ პოზიციას და საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოში წარმოებულ ბატალიებს, მსოფლიოს გამაოგნებელი ეს სიტყვა წარმოადგენდა მხოლოდ დამასრულებელ პროპაგანდისტულ და იდეოლოგიურ ტაშის შემოკვრას. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ ამ სიტყვის მომზადების დღეებში ჩერჩილმა იგი უჩვენა აშშ სახელმწიფო მდივანს ჯ. ბირნსს, „რომელიც აღტაცებაში მოვიდა და არანაირი ცვლილებები არ შეუთავაზებია“. პრეზიდენტმა კი შეატყობინა ჩერჩილს, რომ ამ მომენტში მარმარილოს ზღვაში „განუსაზღვრელი ვადით“ უკვე შეიკრიბა საგანგებო დანიშნულების ამერიკული სამხედრო-საზღვაო რაზმი, რომელიც შედგება „მსოფლიო ფლოტში ყველაზე უფრო ძლიერი სახაზო ხომალდის „მისურის“, ორი უახლესი და უძლიერესი ავიამზიდის, რამდენიმე კრეისერისა და ათზე მეტი საესკადრო ნაღმოსნისგან“. და ყოველივე ეს მოწყობილია ვაშინგტონში გარდაცვლილი თურქეთის ელჩის ცხედრის გასაცილებლად!

ფულტონში ჩერჩილის სიტყვისთვის ფონს წარმოადგენდა აგრეთვე მოვლენები „აღმოსავლური საკითხის“ გარშემო. სახელდობრ, ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ სსრკ-ს განზრახული აქვს ჯარების მხოლოდ ნაწილის გამოყვანა ჩრდილოეთ ირანიდან, აგრეთვე ხელახლა, ამჯერად ვ. მოლოტოვის პირდაპირ მიმართვაში თურქეთის სგარეო საქმეთა მინისტრის ა. ლ. ერკინისადმი კვლავ დაისვა საკითხი ყარსისა და არტაანის დაბრუნების, აგრეთვე შავი ზღვის სრუტეების ერთობლივი საბჭოთა-თურქული კონტროლის შესახებ (იქვე, ასევე იხ. Erkin Feridun Cemal Les Relations Turco-Sovetiques et la Question des Detroits, Ankara, 1968, pp. 323-327). შევნიშნავთ, რომ ჯერ კიდევ თეირანში სტალინის მიერ დარდანელის სრუტის რაიონში საბჭოთა ბაზირებისადმი ბრიტანეთის დამოკიდებულების შესახებ ნიადაგის მოსინჯვისას ჩერჩილმა სანაცვლოდ თავად შესთავაზა და დაპირდა სტალინს, რომ აუცილებლად გადახედილ იქნებოდა სსრკ-ის სასარგებლოდ 1933 წლის მონტრეს კონვენცია შავი ზღვის სრუტეების თაობაზე. 1945 წელს კი ბრიტანეთი უკვე ხისტად იცავდა „აღმოსავლურ საკითხს“, ისევე როგორც პირველი მსოფლიო ომის წინ. შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ასეთსავე ბედს გაიზიარებდა ინგლისის თანხმობაც 1915 წლის ხელშეკრულებაში რუსეთისთვის კონსტანტინოპოლის გადმოცემის შესახებ.

... გავრცელებული მსჯელობის საწინააღმდეგოდ, აღმოსავლეთ ევროპაზე კონტროლი ცოტა რამეს თუ მატებდა სსრკ-ის ძლიერებას და მისთვის იქცა მძიმე ტვირთად, აუცილებლობად მუდმივად თვალყური ედევნებინა თავისი არცთუ ლოიალური „ძმებისთვის“, თუნდაც პოლონელებისა და უნგრელებისთვის, რომლებიც მხოლოდ რუსეთზე რევანშის აღებაზე ოცნებობდნენ.

ერთადერთი ნამდვილი პრიზი ამ ომში შესაძლოა ყოფილიყო ისტორიული რუსეთის იმ ტერიტორიების აღდგენა, რომლებმაც თავის დროზე გადააქციეს იგი ისეთ დერჟავად, „რომლის გარეშეც ვერც ერთი ზარბაზანი ვერ ისროდა ევროპაში“, ეს კი არის _ ბერლინის კონგრესის შედეგები _ ყარსი, არტაანი (რომელთა ოკუპაციაც თურქებმა მოახდინეს 1918 წელს), ბალტიისპირეთი და შავი ზღვის სრუტეებში დაუბრკოლებლად გასვლის შესაძლებლობა. ეს ტერიტორიები სატელიტებად ქცეული რუმინეთის, უნგრეთისა და ბულგარეთისგან განსხვავებით, რევოლუციამდე შეადგენდა რუსეთის ტერიტორიებს და მაშინ ვერც ერთი რუსეთის ყველაზე უფრო ხისტი მეტოქეც კი მათზე ვერ დაობდა. მაგრამ დათმეს რა სინდისის ქენჯნის გარეშე აღმოსავლეთ ევროპა, სწორედ რუსეთის ისტორიული ტერიტორიის აღდგენის წინააღმდეგ კლდესავით აღიმართნენ ანტიჰიტლერულ კოალიციაში სსრკ-ის ანგლოსაქსონელი მოკავშირეები. ვინაიდან, როგორც პირველ მსოფლიო ომშიც, ჰიტლერის წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობის აზრს მათთვის შეადგენდა არც გერმანიისა და არც რუსეთის გამარჯვების არდაშვება.

რუსეთი, „Mitteleuropa“ და ბალკანეთი თანამედროვე ისტორიის ანგლოსაქსონურ „გეოპოლიტიკურ ღერძში“

90-იანი წლების მიჯნაზე რუსეთმა დათმო თავისი გეოპოლიტიკური პოზიციები და უარი თქვა პოლიტიკაში თავის ტრადიციულ კონსტანტებზე. რა მოსდის ამ დროს ევროპას? დასავლეთ ევროპა რჩება იალტის ხელშეკრულების ფარგლებში, და ამასთან კონსოლიდირებულია ნატო-ში. მაგრამ „სოციალისტური აღმოსავლეთ ევროპა“ იფანტება (იშლება) პოსტ-ვერსალურ „Mitteleuropa“-დ, რომლის ინკორპორირებაც სასწრაფოდ უნდა მოეხდინათ დასავლურ პოსტი-ალტურ კარკასში ანგლოსაქსონური კონტროლის ქვეშ. მაგრამ სამხრეთ, ბალკანურ ფლანგზე, სწორედ იმაზე, რომლისთვისაც ცხარე დიპლომატიური ბრძოლები წარმოებდა საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სესიებზე, იუგოსლავია, პირიქით, სსრკ-ისა და ვარშავის ბლოკის უწინდელი საპირწონიდან თვალსა და ხელს შუა გადაიქცეოდა ანტიატლანტიკურ ძალად, ხოლო განთავისუფლებადი სერბული პოტენციალი ემუქრებოდათ „არასწორი ორიენტაციით“, რომელსაც რუსეთის გარდაუვალ აღორძინებასთან ერთად შეეძლო უაზრო გაეხადა მთელი ანგლოსაქსონური სტრატეგია ბალკანეთში XX საუკუნის სულ დასაწყისიდანვე _ „დუნაის კონფიგურაციის“ შექმნა, რომელიც ჩართული იქნებოდა ანგლოსაქსონურ არეალში.

ევფემიზმი „კოსოვოს კონფლიქტი“ საჭირო იყო იმისთვის, რათა გაენადგურებინათ და პარალიზებულ მდგომარეობაში ჩაეყენებინათ იუგოსლავია _ ომისშემდგომი წონასწორობის უკანასკნელი შემნარჩუნებელი. ომი ბოსნიაში და „კოსოვოს კონფლიქტი“ ჩაწერილი იყო ნატო-ს აღმოსავლეთისკენ გაფართოების ზოგად გეგმებში. იუგოსლავური ატლანტიკური ანკლავი ხმელთაშუა ზღვაზე გასასვლელით წარმოადგენდა იმ მოზაიკის ნაკლულ ელემენტს, რომელშიც დასავლეთ ევროპის მთელი სანაპირო უნდა ყოფილიყო „ინგლისის პოლიტიკური კონტროლის ქვეშ“. ამ „მეორე ვერსალში“ ნატო-ს გაფართოება წარმოადგენს მხოლოდ ერთერთ ასპექტთაგანს იმათგან, რომლებიც იძლევიან იმ დასავლური სტრუქტურის განუხრელობისა და უწინდელი როლის შენარჩუნების გარანტიას, რომელიც დაშლილი და გაფანტული საბჭოთა ბლოკისგან განსხვავებით კვლავაც რჩებოდა პოსტ-იალტურად, და ასევე გადიოდა მაკკინდერისეულ მერიდიანზე _ ბერლინზე.

აშშ-ის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტმა (The U. S. National Defense University) 1996 წელს ხელახლა გამოსცა ჰ. მაკკინდერის ნაშრომი ამ სტრუქტურის პრეზიდენტის აშშ სამხედრო-საჰაერო ძალების გენერლის ერვინ როკის წინასიტყვაობით. როკი გვიცხადებს, რომ „ჯერ კიდევ 1942 წელს მოკავშირეთა სტრატეგიის ავტორებმა აღიარეს მაკკინდერის ნაშრომის ფასეულობა, რომელსაც ისინი იყენებდნენ გერმანიის დამარცხების კონსტრუირებაში“, და შემდეგ აღიარებს, რომ „მთელი ცივი ომი საბჭოების წინააღმდეგ (1947-1991 წწ.) წარმოადგენდა მხოლოდ შუალედურ სტადიას“ „ოკეანის ძალების უფრო დიდ ბრძოლაში „მსოფლიო კუნძულზე“ მფლობელობისთვის“. „რეგიონული სტრატეგიის მოსაზრებები“, _ როკის სიტყვებით, ბიძგს აძლევს ნატო-ს სახელმწიფობს „კვლავაც ეყრდნობოდნენ“ მსოფლიო ბატონობისთვის გეოპოლიტიკური ომის მაკკინდერისეულ „კლასიკურ“ ფორმულას.

შეერთებული შტატებისა და ნატო-ს სტრატეგია იუგოსლავიასთან მიმართებით და იდეოლოგიური მოტივაცია უკიდურესად ემსგავსება XIX საუკუნისა და XX-ის დასაწყისის სტრატეგიას. სეტონ-ვატსონისა და მაკკინდერის ნაშრომები მეტად აქტუალურია, ისევე როგორც სემიონოვ-ტიან-შანსაკის ნაშრომიც, რომელმაც ახსენა გავლენის ყველაზე უფრო მაცდუნებელი სფეროს შესახებ „ზღვიდან-ზღვამდე“ _ მერიდიანის გაყოლებით ბალტიკიდან ხმელთაშუა ზღვამდე, რის შექმნასაც ორჯერ შეეცადნენ გერმანელები 1914 და 1941 წლებში, მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, ქმნიან ანგლოსაქსები, რომლებმაც ჰიტლერისგან განსხვავებით უფრო მოხერხებულად და უნარიანად გააიგივეს თავიანთი დიდმპყრობელური ინტერესები უნივერსუმის მორალურ-ეთიკურ კანონებთან.

ვარდარო-მორავას დაბლობი იქცევა გასაღებად „ტრანსატლანტიკური პარტნიორობის მეშვეობით ევრაზიის კონტინენტზე ამერიკული პლაცდარმის განმტკიცებისთვის, რათა „მზარდ ევროპას“ შეეძლოს იქცეს „რეალურ ტრამპლინად ევრაზიაში წინსვლისთვის“. სწორედ ასე ჩამოაყალიბა შეერთებული შტატების სტრატეგიული გეოპოლიტიკური მიზნები ზ. ბჟეზინსკიმ, რომლის რუკებიც გვაგონებს ჰ. მაკკინდერისეული „ისტორიის გეოპოლიტიკური ღერძისა“ და ფ. ნაუმანისა და გერმანული „Grossraum“-ის სხვა იდეოლოგების მიერ მოცემულ აგებებს (გადანაწილებებს).

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის სტაბილურობის პაქტის სპეციალური კონტროლიორი ბოდო ჰომბახი ღიად გამოთქვამს, რომ წინა პერიოდთან შედარებით, როდესაც თვით „2000 წლამდე ჩვენ ჯერ კიდევ არ ვემხრობოდით სერბეთის იზოლაციის სტრატეგიას... ახლა კი ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ იუგოსლავიის საერთაშორისო საზოგადოებრიობაში რეინტეგრაციის შესახებ“, ხოლო პაქტის მიზნებს იგი განსაზღვრავს „როგორც შანსს და ვალდებულებას არა მხოლოდ შეეწყონ და შეეგუონ ევროპული კავშირის სტანდარტებს, არამედ შეთანხმებულად აითვისონ კიდეც ომისშემდგომი ევროპის გაკვეთილები“. მაგრამ გაკვეთილი იმაში მდგომარეობს, რომ მსოფლიოს ახალმა გადანაწილებამ არანაირი დივიდენდები არ მოუტანა ევროპის კონტინენტურ სახელმწიფოებს, და პირიქით, ანადგურებს გერმანიისა და პოლიტიკურად მნიშვნელოვანი ცენტრალური ევროპის ნამდვილი აღორძინების შანსს, რომელიც პირველად მთელს თავის ისტორიაში შესაძლოა ქცეულიყო ხიდად დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის.

დღესდღეობით აღმოსავლეთ ევროპის გადაქცევა ცენტრალურად, ხოლო ისტორიული რუსული სახელმწიფოს დასავლეთ ტერიტორიებისა აღმოსავლეთ ევროპად _ იმ გეოპოლიტიკური ჯაჭვის მხოლოდ ერთი რგოლია, რომელსაც გეგმავდა აშშ-ის საგარეო ურთიერთობათა საბჭო (1941 წლის 22 აგვისტოს) _ „ბოჰემიიდან, _ რომელიც ნატო-ს ბლოკის წევრი გახდა, _ „სპარსეთის ყურემდე, _ სადაც განადგურებულია რეგიონული დამოუკიდებლობა _ ერაყი, _ „და ჰიმალაებამდე“, სადაც თითქმის მივიდნენ თალიბები. იგი მოწოდებულია ავიწროებდეს რუსეთს ერთგვარ რკალზე _ ბალტიკიდან სამხრეთისკენ, შემდეგ მოკვეთავს რა მას შავი და კასპიის ზღვების აუზებისგან, უხვევდეს აღმოსავლეთით და იკარგებოდეს ცენტრალური აზიის სიღრმეებში, სადაც მიმდინარეობს ბრძოლა ახლადწარმოქმნილი სახელმწიფოების _ ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი _ ორიენტაციისთვის. მისი სტრუქტურული მონაკვეთები, ისევე როგორც დაკლებული (ჯერ კიდევ ხელში ვერჩაგდებული) ელემენტები, უკვე თვალშისაცემია, რაც მიგვითითებს ამ რკალის კონსტრუირების სხვადასხვანაირი ინსტრუმენტების თვალსაჩინო კავშირზე _ ატლანტიკური ლობიდან ბალტიისპირეთში, ანტირუსული ფრონტებიდან ბელორუსიასა და უკრაინაში, ნატო-ს სამხედრო მანქანის შეჭრამდე ბალკანეთში, ისლამური კვაზიწარმონაქმნების შექმნამდე ევროპაში _ ბოსნია და კოსოვო, რომლებიც ამ რკალში დაკავშირებული არიან ჩეჩნეთთან და თალიბანის მოძრაობასთან, ხოლო ეს უკანასკნელი კი თავის ამბიციებს ავრცელებს ჰიმალაებამდე.

ახლა, როდესაც რუსეთის საგარეო პოლიტიკა ნელა, მაგრამ სარწმუნოდ თავისუფლდება ინფანტილური სახაროვ-გორბაჩოვისეული სკოლის ვირტუალური დოგმებისგან, გვინდა კიდევ ერთხელ ყურადღება მივაქციოთ რევოლუციამდელი რუსეთის ორასწლოვანი მუშაობის სიდიადეს სამხრეთში. არ იქნა რა ჩამოყალიბებული რაიმენაირ დოქტრინად, მას მაინც გააჩნდა ინტუიტიური სისტემური მთლიანობა და წარმატებით იდგა ფეხზე მისი გარემომცველი ინტერესებისა და ცივილიზაციების ურთულეს კონტექსტში. ეს პოლიტიკა არ მალავდა თავის ეროვნულ ინტერესებს, თუმცა კი არასდროს თვითდაჯერებულად არ აიგივებდა მათ „ზოგადმსოფლიო ინტერესებთან“, მაგრამ გააჩნდა პრინციპებიც, იგი ყოველთვის ათანაზომებდა თავის შესაძლებლობებს არსებულ დაბრკოლებებთან, როდესაც საჭირო იყო „ჯგუფდებოდა, ამახვილებდა თავის ყურადღებას“ და შეეძლო თავის შეკავება რისკისგან.

ნატალია ნაროჩნიცკაიარფ-ის სახელმწიფო სათათბიროს
უსაფრთხოების კომიტეტის ექსპერტი
18/07/2001

8). ნაშრომიდან: „რუსეთი და მსოფლიო აღმოსავლური საკითხი“

„აღმოსავლური საკითხი არ მიეკუთვნება მათ რიცხვს,
რომლებიც ექვემდებარება დიპლომაციის მიერ გადაწყვეტას“.
ნ. ი. დანილევსკი „რუსეთი და ევროპა“

ამერიკული ბომბების აფეთქებებმა მრავალტანჯული სუვერენული იუგოსლავიის ტერიტორიაზე საბოლოოდ დაასამარა XX საუკუნის მსოფლიო წესრიგი. თავისი უცერემონიულობით ჰიტლერის დროის შემდეგ უნახავმა აგრესიამ ევროპის ცენტრში, საერთაშორისო სამართლის ფეხით გათელვამ და აღმაშფოთებელმა ორმაგმა სტანდარტებმა გააშიშვლა Pax Americana-სა და ე. წ. „მსოფლიო პოლიტიკის დემოკრატიული გარდაქმნის“ ჭეშმარიტი სახე. ამ იდეოლოგიური დროშის ქვეშ ამთავრებენ რუსეთის, როგორც სახელმწიფოს შეგნებულ ნგრევას, რომლის გარეშეც აქამდე „ვერც ერთი ზარბაზანი ვერ ისროდა ევროპაში“. ტოტალიტარიზმთან გამოთხოვების ნიღბით ხდებოდა მთელი რუსული ისტორიის ნგრევა _ იასისა და ქუჩუკ-ყაინარჯის ხელშეკრულებების, ნიშტატის ზავის, პოლტავისა და პოლონეთთან მარადიული მშვიდობისა.

იგივე ხდება სერბებთან და სერბეთთან მიმართებითაც. ისინი, როგორც მართლმადიდებელი სამყაროს ფორპოსტი, რომლის საზღვარიც გადის მდ. დრინზე, იქცნენ „Mitteleuropa“-ს გეოპოლიტიკური პროექტების ობიექტად საუკუნის დასაწყისში და უხეში სამხედრო აქციებისა _ მის დასარულს. მიზანი აშკარაა: მოახდინონ მართლმადიდებელი სლავების საბოლოო ფრაგმენტირება, ჩაახშონ მათი ეროვნული ნება, და ბოლოს, პოსტბიზანტიური სივრცე გადააქციონ ატლანტიკუროი ცივილიზაციისა და მისი მსოფლიო მთავრობის სამკვიდროდ. მხოლოდ ეს მისცემს მათ რუსეთის გეოპოლიტიკურ რეზერვაციაში უკანმოუბრუნებლად ჩაკეტვის შესაძლებლობას: მდგომარეობა ლივონიის ომამდე ჩრდილო-დასავლეთში, მდგომარეობა ყირიმის ომის შემდეგ სამხრეთში, შავი ზღვისა და ბიზანტიური სივრცისგან თურქულ-ისლამური რკალით მოკვეთა ჩინეთამდე, რომელიც გაივლის კავკასიის, თათარსტანის, ვოლგისპირეთის გავლით და გამოყოფს აგრეთვე კასპიის ზღვის აუზისგან. რუსეთისა და სლავების ნამსხვრევებზე დასავლეთი ქმნის ახალ იმპერიას, ავლენს რა ისეთ აულაგმავ მისწრაფებას მსოფლიო ბატონობისკენ, რომელმაც გაგვახსენა ჯვაროსნული ლაშქრობებისა და კონკვისტადორების ხანა.

დღევალდელი აგრესია ვითარდება აღმოსავლეთ ევროპაში არა მხოლოდ სამხედრო-სტრატეგიული სიტუაციების მკვეთრი ცვლილებების ფონზე, არამედ იდეოლოგიურისაც. უნგრეთის, პოლონეთისა და ჩეხეთის ნატო-ში შესვლამ სამხედრო-სტრატეგიული სიმეტრიის მკვეთრად დარღვევის გარდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი გახადა გაცილებით უფრო მეტად ანტირუსული, მართლმადიდებელი სლავობისადმი გამოხატული ნეგატიური დამოკიდებულებით. ამის მიზეზებს ღრმა ისტორიული ფესვები გააჩნია.

შეიქმნენ რა კათოლიციზმის რელიგიური ექსპანსიის უკანასკნელ ნადავლად აღმოსავლეთში, ეს ერები გადააქციეს ლათინობის ფორპოსტად სლავურ სამყაროში და საუკუნეების მანძილზე ან თვითონ, ან კიდევ ჰაბსბურგების იმპერიის ფარვატერში აწვებოდნენ და თავს ესხმოდნენ რუსეთსა და მართლმადიდებელ სლავებს. უნგრელთაგან დაპყრობის შემდეგ XIV საუკუნეში სერბული ეთნოსის ნაწილი გააკათოლიკეს და გადააქციეს ხორვატებად, რომელთა სიძულვილიც თავიანთი უწინდელი ბუნებისადმი _ სერბებისადმი აღემატება ყველანაირ მოაზრებად პარამეტრებს. ხორვატია იბრძოდა ჰიტლერის მხარეზე და მოახდინა მართლმადიდებელი სერბული მოსახლეობის საშინელი, შემზარავი გენოციდი. საუკუნოვანი რეალობა _ პოლონეთის ისტორიული მტრობა რუსეთისადმი _ უცვლელად ვლინდებოდა პოლონეთის ძლიერებისა და დამოუკიდებლობის ყველა საუკუნეში რუსული ძლიერების მიერ მის მოთვინიერებამდე. დასავლეთრუსულ მართლმადიდებლურ მიწებზე არაფრით არ პროვოცირებული ექსპანსიის ხუთი საუკუნის (XII-XVII საუკუნეები) შემდეგ სასაცილოა ამას ვხსნიდეთ „ცარიზმის“ მიერ „პოლონეთის გაყოფებით“... (1)

რასაც არ უნდა წერდნენ რუსული იმპერიალიზმის შესახებ, შუა საუკუნეებისა და ახალი ისტორიის უდაო შედეგად რჩება ის ფაქტი, რომ X-დან XX საუკუნის შუახანებამდე სწორედ დასავლეთი აღმოსავლეთევროპელი კათოლიკების წინამბრძოლობით მუდმივად, მოიწევდა აღმოსავლეთისკენ, ხოლო რუსული სახელმწიფოებრიობის აკვნის დასავლეთ საზღვრებს ძლივს-ღა ვინარჩუნებდით მეტ-ნაკლები წარმატებით.

მხოლოდ იალტამ და პოტსდამმა შეცვალეს მდგომარეობა, გადააქციეს რა აღმოსავლეთ ევროპის მთელი ტერიტორია 50 წლით სსრკ-ის გავლენის სფეროდ, და, როგორც აღნიშნავდა ბრიტანული ისტორიული აზრის პატრიარქი არნოლდ ტოინბი, „დასავლეთმა ათასი წლის მანძილზე პირველად იგრძნო თავის თავზე რუსეთის ზეწოლა, რომელსაც იგი (რუსეთი _ ი. ხ.) განიცდიდა ყველა დროში დასავლეთისგან“...

ძნელია ვერ შენიშნო, რომ რუსეთისა და დაუმორჩილებელი სლავი მართლმადიდებელი „ბარბაროსების“ ინტერესებზე შემოტევაში, როგორც წარსულშიც, ლათინური დასავლეთი, უწინარეს ყოვლისა ანგლოსაქსონური ინტერესები გეოპოლიტიკურ და რელიგიურ კავშირში შედის „უფრო ცივილიზებულ“ ისლამთან. იმისთვის, რათა გაეკვეთა ბალკანეთი მწვანე დერეფნით, დასავლეთი არ შეუშინდა ევროპის ცენტრში მებრძოლი მუსლიმანური სახელმწიფოს _ ბოსნიის შექმნას, მისი პრეზიდენტის ა. იზეტბეგოვიჩის სტრატეგიული მიზნების მიუხედავად _ შეიქმნას ისლამური ფედერაცია ადრიატიკიდან ჩინეთის დიდ კედლამდე (2). ახლა დღის წესრიგშია სერბეთისგან კოსოვოს სამართალსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ჩამოშორება. სერბული სახელმწიფოებრიობის აკვანი, ნემანიჩების სახელმწიფოს ძირძველი მიწაწყალი, წმ. საბა სერბელის სამშობლო დასავლეთს სურს მისცეს ალბანელებს, რომლებიც 1945 წელშიც კი, მას შემდეგ რაც სერბებმა ერთ სულ მოსახლეზე ჰიტლერის წინააღმდეგ ომში ყველა ერზე მეტი დანაკარგი განიცადეს, კოსოვოში შეადგენდნენ უმცირესობას.

აშკარაა, რომ კოსოვოს ოკუპაცია აშშ-ის გააზრებული და შესასრულებლად მიღებული მიზანია იუგოსლავიაში საქმეთა ნამდვილი მდგომარეობის მიუხედავად, რომელიც არ ემუქრება ნატო-ს არც ერთ წევრს. ეს მიზანი ისე მნიშვნელოვანია შეერთებული შტატებისთვის, რომ იგი ამართლებს საშუალებებს _ უხეშ აგრესიას სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რამაც გააუფასურა საერთაშორისო სამართალი. ეს აუცილებელია მისთვის ნატო-ს ფრონტალური გაფართოებისა და მთელი ევროპის სამხედრო-პოლიტიკური დაუფლების გზაზე დაბრკოლებების მოსახსნელად, აგრეთვე სხვა მიზეზებით. იყენებს რა დაუმორჩილებელ სლავებთან თავის ბრძოლაში თურქებსა და ალბანელებს, აშშ ისწრაფვის ამ პროცესის გაკონტროლებისკენ. ეს აქტუალურობას იძენს იმასთან ერთად, რაც მსოფლიო ისლამი გადაიქცევა თანამედროვე მსოფლიოს უსერიოზულეს გეოპოლიტიკურ, დემოგრაფიულ, ფინანსურ და სამხედრო ფაქტორად, აახლოებს რა იმ ჰიპოთეტურ მომენტს, როდესაც ისლამური სახელმწიფოები შეეცდებიან მსოფლიო ისტორიაში თავიანთი გეოპოლიტიკური მიზნების რეალიზებას დასავლელი მფარველებისკენ მიხედვის გარეშე. ამასთან, „ბრწყინვალე პორტა“, რომელმაც ხუთი ათწლეული ერთგულად იმსახურა ნატო-ს პლაცდარმად რუსეთის სამხრეთ მოსადგომებზე, დაუოკებლად მიისწრაფვის ისტორიული რევანშისკენ.

ამრიგად, მსოფლიო ცივილიზაციების პირაპირზე (შეხების ხაზზე) მდებარე იუგოსლავიის დრამა, როგორც წყლის წვეთში, ისე ასახავს მსოფლიოს, მეოცე ასწლეულისა და თავისი ერის ყველანაირ წინააღმდეგობებს. ესაა „აღმოსავლელი ბარბაროსების“ მარადიული უგულვებელყოფა, რომელიც ძევს დასავლეთის კულტურულ-ისტორიულ შეგნებაში, მეტოქეობის სახითაა გადმოტანილი ქრისტიანობის ისტორიაში და განხორციელებულია ლათინობის მართლმადიდებლობაზე მრავალსაუკუნოვან შემოტევაში. ესაა ღმერთის გარეშე მიწიერი სამოთხის აშენების ორი რაციონალისტური პროექტის _ მარქსისტულისა და ლიბერალურის სატირალი შედეგი. ესაა სულიერი და გეოპოლიტიკური მეტოქეობა რუსეთის ისტორიული სახელმწიფოს დაშლის შემდეგ. ამ მიწაზე ახლა წყდება არა მხოლოდ სერბების, არამედ მსოფლიო ისტორიის გზის ბედიც. ამიტომ დასავლეთის მიერ ფეხით გათელილი იუგოსლავია _ დღეს როგორც არასოდეს _ არის დიდი დერჟავა (რუს. великая держава). მესამე ათასწლეულის ზღურბლზე კი მთელი თავისი მასშტაბებით კვლავ დგება მსოფლიო აღმოსავლური საკითხი და მსოფლიო დილემა „რუსეთი და ევროპა“.


9). „ჰააგის ტრიბუნალი“: სუვერენიტეტის სიკვდილია

ნებისმიერ გლობალურ მექანიზმს მივყავართ საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური პრინციპისთვის _ ერი-სახელმწიფოს სუვერენობისთვის _ ძირის გამოთხრისკენ. XX საუკუნის ისტორიაში ასეთი შემთხვევები უკვე შეგვხვედრია. მაგრამ ჰააგის ტრიბუნალისთვის სლობოდან მილოშევიჩის მიცემა ძირეულად განსხვავდება მსოფლიო პრაქტიკაში არსებული პრეცედენტებისგან.

მსოფლიო ტრიბუნალის პირველი მცდელობაა _ ნიურნბერგის ტრიბუნალი. მაგრამ არ უნდა გვავიწყდებოდეს, რომ გერმანიის „სრული და უსიტყვო კაპიტულაცია“ ნიშნავდა მისი სუვერენიტეტის სრულ დაკარგვასა და სახელმწიფოს, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტის არსებობის შეწყვეტას (ჩვეულებრივი კაპიტულაციისგან _ საომარ მოქმედებებში დამარცხების აღიარებისგან _ განსხვავებით). ჰიტლერულმა გერმანიამ ჩაიდინა დანაშაულებანი სხვა ქვეყნების წინააღმდეგ, ე. ი. სახეზეა საერთაშორისო სამართლის დარღვევა, უფრო სწორად, მისი სრული ფეხით გათელვა.

სრულებით არასწორია აგრეთვე ვადარებდეთ მილოშევიჩის შემთხვევას ლონდონში პინოჩეტის დაკავებასთან. იურისტების უმეტესობა მესამე ქვეყანაში მეორე ქვეყნის სარჩელის თანახმად დაკავებას თვლიდა არამართლზომიერად, თუმცა პინოჩეტის შესახებ მოსკოველი ლიბერალების ენის მოჩლექვით ლაპარაკისგან განსხვავებით, მისდამი დამოკიდებულება 90 პროცენტით _ უარყოფითია. მაგრამ პინოჩეტის შემთხვევაში არსებობდა საერთაშორისო ასპექტი _ პინოჩეტის წინააღმდეგ სარჩელს აყენებდა ესპანეთი, რომელიც ადანაშაულებდა მას ესპანელი მოქალაქეების, ე. ი. უცხოელების, დაღუპვაში, და არა დანაშაულებებში მისი საკუთარი მოქალაქეების, ჩილელების წინააღმდეგ, რაც წარმოადგენს მხოლოდ ეროვნული სასამართლოს პრეროგატივას, ვინაიდან სუვერენიტეტი განუყოფელია. მიუხედავად ამისა, მსოფლიოს იურისტების უმეტესობა ამ შემთხვევაშიც ერთი ქვეყნის მოქალაქის დაკავებას მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე მესამე ქვეყნის სარჩელით თვლიდა საერთაშორისო სამართლისა და მისი ფუძემდებლური პრინციპის _ სახელმწიფოს სუვერენიტეტის უხეშ დარღვევად.

დღესდღეობით ჰააგის ტრიბუნალისადმი დაქვემდებარება სუვერენიტეტზე ნებაყოფლობით უარის თქმის ტოლფასია. ამასთანავე ირღვევა პრინციპი: ჩადენილი მოქმედებებისთვის გასამართლერბა არ შეუძლია სპეციალურად ამისთვის შექმნილ ორგანოს _ ეს სასამართლო კი არ არის, არამედ ანგარიშსწორებაა.

მსოფლიო მთავრობა პრეტენზიას აცხადებს იმაზე, რომ ქვეყანათა ჯგუფების მიერ შექმნილი სადამსჯელო ორგანო ამავე ქვეყნების მიერ დადგენილი ნორმებით (რომლებიც არ ემთხვევა სამართლებრივ სისტემებსა და ცოდვისა და დანაშაულის განმარტებას მსოფლიოს სხვა ქვეყნებსა და ცივილიზაციებში) ასამართლებდეს სუვერენული სახელმწიფოს მოქალაქეს თავისივე სახელმწიფოში ჩადენილი მოქმედებებისთვის, რომლის კანონებიც არ აძლევს ამ მოქმედებებს დანაშაულის კვალიფიკაციას. ეს ნიშნავს, რომ საუდის არაბეთს, სადაც ცოლ-ქმრული ღალატი ისჯება სიკვდილით, და სხვა ფუნდამენტურ ქვეყნებს შეუძლიათ შექმნან თავიანთი ტრიბუნალი და მოითხოვონ მისთვის კლინტონის მიცემა. რა უფლება აქვს აშშ-ს მოითხოვდეს იუგოსლავიის ყოფილი კანონიერად არჩეული პრეზიდენტის გაცემას იმ მოქმედებებისთვის, რომლებიც მან ჩაიდინა საკუთარ ქვეყანაში? ნუ თუ იუგოსლავია აშშ-ის იურისდიქციაში იმყოფება? რა უფლება აქვს აშშ-ს შეურაცხჰყოფდეს ერს, უწოდებდეს რა მის ყოფილ ლიდერს დიქტატორს? ეს მხოლოდ სერბების უფლებაა.

უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ „მსოფლიო მთავრობას“ სჭირდება არა იმდენად მილოშევიჩი, რამდენადაც მსოფლიო მთავრობის პრაქტიკისა და სუვერენული სახელმწიფოს კანონებზე ამ სადამსჯელო ორგანოს პრიმატის ლეგალიზება. ეს განსაკუთრებით საშიშია მსოფლიოსთვის მთლიანობაში, რამდენადაც ნიშნავს გლობალური ტოტალიტარიზმისა და დესპოტიის დასაწყისს.

დასავლეთის მიერ იუგოსლავიის ყოფილი ხელმძღვანელობის დემონიზაცია აიხსნება არა მისი „ავტორიტარიზმით“, რომელიც არაფრით არ განსხვავდება ხელისუფლების მექანიზმებისგან მსოფლიოს ქვეყნების ნახევარში, მათ შორის აშშ-ის მოკავშირე და მეგობარ ქვეყნებშიც, რომელთა შორის არც თუ ცოტაა ისეთი რეჟიმები, სადაც საერთოდ არც კი შეიძლება ლაპარაკი ადამიანის უფლებებზე ევროპული აზრით ან ევროპის საბჭოს ტერმინებით. და ეს მათი უფლებაა ცხოვრობდნენ თავიანთი ტრადიციების მიხედვით. შეგახსენებთ, რომ ოტომანის იმპერიის მთავრობას, რომელშიც ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის წინ ძელზე სვამდნენ, ქრისტიანებს თავებს სჭრიდნენ და მათ ყველას დასანახად გამოფენდნენ, დიპლომატიური ლექსიკონით უწოდებდნენ ბრწყინვალე პორტას, რაც ასახავდა სწორედ დემოკრატიზმსა და პატივისცემას ერისადმი, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების მემკვიდრეობითი სუბიექტისადმი. იუგოსლავიის ხელმძღვანელობის დემონიზაცია დაკავშირებული იყო ანტიატლანტიზმთან. ნებისმიერი სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა იყოს პროამერიკული, სხვანაირად მის დემოკრატიას გამოაცხადებენ არანამდვილად, ხოლო თავად სახელმწიფოსა და მის ლიდერებს _ ფაშისტურებად. აშშ არ დააყოვნებს შავ სიაში ახალი ხელმძღვანელების შეყვანასაც, თუ კი მათი პოლიტიკა არ დააკმაყოფილებს ამერიკას.

მეორე ასპექტი _ ესაა ორმაგი სტანდარტი. ყველას ახსოვს ჰააგის ტრიბუნალის, ახალი მსოფლიო წესრიგის არალეგიტიმური სადამსჯელო ორგანოს მიერ მხოლოდ სერბეთის სახელმწიფო (არა სამხედრო) ლიდერის რადოვან კარაჯიჩის გამოცხადება დამნაშავედ და „მისი დამარცხება უფლებებში“ (როგორც სტალინის დროს) _ განდევნა საზოგადოებრივი ცხოვრებიდან. სამოქალაქო პირების სამხედრო დანაშაულებებად აცხადებენ მხოლოდ „არამართალი“ მხარის მოქმედებებს. დასავლეთმა ბოსნიელი სერბების წინააღმდეგობა მათი ქვეყნის ძალისმიერი დანაწევრებისადმი გამოაცხადა არამართლზომიერად _ აგრესიად. ახლა მილოშევიჩსაც ადანაშაულებენ ბოსნიაში ომის გაჩაღებაში, რათა სერბებს დააკისრონ დანაშაული „ყოფილ იუგოსლავიაში კონფლიქტის“ გამო. ჰააგის ტრიბუნალი ყველაფერს გააკეთებს, რათა კოსოვოელი ბანდიტები გამოაცხადოს „ეთნიკური წმენდების“ მსხვერპლებად და, ეს ნიშნავს, გამოაცხადოს მართლზომიერ „ეროვნულ-განმათავისუფლებელ“ მოძრაობად, რათა გაამართლოს სერბეთისგან კოსოვოს ჩამოშორება, ვინაიდან ეუთო-ს თანამედროვე ნორმებით, სახელმწიფოსგან ეთნიკური უმცირესობის გამოყოფა დაიშვება უფლებების არდაცვისა და ჩაგვრის შემთხვევაში. აი რა სჭირდება მსოფლიო ჟანდარმს!

ჯერ კიდევ ივანე ილინი წერდა, რომ ჩვენი დრამატული გამოცდილება გვასწავლის არ მოველოდეთ დამპყრობლისგან _ გადარჩენას, დამნაწევრებლისგან _ დახმარებას, მაცდუნებლისგან _ თანაგრძნობასა და გაგებას, დამღუპველისგან _ კეთილმოსურნეობასა და ცილისმწამებლისგან _ სიმართლეს.

სერბეთის მთავრობის ნაწილის მიერ ქვეყნის კონსტიტუციური სასამართლოს გადაწყვეტილებისა და პრეზიდენტის ნების საწინააღმდეგოდ, იუგოსლავიის ექს-პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის „მსოფლიო ჟანდარმისთვის“ საიდუმლო გადაცემის შემდეგ საერთოდ აღარ იქნება საჭირო ქვეყნების ფორმალური თანხმობა ტრიბუნალისადმი დაქვემდებარევაზე, რომლის ლეგიტიმიზაციასაც ჯერ კიდევ მხოლოდ ცდილობენ. ახლა ტრიბუნალისთვის საკმარისი იქნება წამოაყენოს ბრალდება, რათა მიიღონ გადაწყვეტილება საქმის აღძვრის შესახებ და შემდეგ გამოიტაცებდნენ მოქალაქეებს. სუვერენიტეტი უკვე აღარ არსებობს.

სურვილი დასცინონ დაცემულ დიდებას _ ტიპიურია მესამეფენისეული ამერიკული ქამობისთვის. ამერიკელები ნეტარებით იქექებოდნენ თავიანთი პრეზიდენტის „ჭუჭყიან თეთრეულში“, და წარმოადგენდნენ ამას როგორც დემოკრატიის აპოთეოზს, საქმით კი სჩადიოდნენ სხვას არაფერს, თუ არა ბიბლიური ქამის ცოდვას. ასეთი ქცევები _ დაბალი პიროვნებებისა და დაბალი ერების ხვედრია, რომელთაც არასდოს არ სჭერიათ ხელში დაშნა, არამედ მხოლოდ ფულის ქისა. ვისურვებდით გვენახა სლავები ამაზე მაღლა (დავუმატებდით _ ქართველებიც _ ი. ხ.).

ნატალია ნაროჩნიცკაია

10). ნაშრომიდან: „რუსეთი და გერმანია: ურთიერთმიზიდულობა თავისუფალ ევროპაში

ანგლოსაქსები პერიოდულად ადასტურებენ თავიანთ ეჭვიანობას გერმანელთა როლისადმი ევროპის ისტორიასა და კულტურაში, ერთგვარ „უსიამოვნო გრძნობას“ ტევტონებისადმი. 1999 წელს (და არა 1942-ში!), „ერთიან ევროპაში“ „Sanday Times“-ი წერდა: „Wir alle hassen die Deutschen. Nicht als Individuen... Aber insgesamt, reihenweise, hassen wir sie. Oh, ein Deutscher, hort man abschatzlich...“ („ჩვენ ყველას გვძულს გერმანელები. არა ინდივიდუალურად... მაგრამ მთლიანობაში, მწყობრში, ჩვენ გვძულს ისინი. ოჰ, ჩვენ სერიულად გვძულს გერმანელები...“). ეს სრულებით არა აქვთ სლავებს, რუსებს, რომელთაც გერმანელებთან არც თუ სახუმარო ომების გადატანა მოუხდათ...

მაგრამ XX საუკუნის მეორე ნახევარშიც, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სწორედ აშშ ცდილობდა რაც შეიძლება უფრო მეტ ხანს გამოეყენებინა გერმანია, როგორც მთავარი იდეოლოგიური და პოლიტიკური მახვილი სსრკ-ის წინააღმდეგ, თანაც სულაც არ აპირებდა „რევანშისტების“ დაკმაყოფილებას. როდესაც 60-იანი წლების ბოლოსა და 70-იანების დასაწყისში, გული აუცრუვდათ რა იმ უნაყოფო პოლიტიკაზე, რომელიც გერმანიას გადააქცევდა მთლიანად აშშ-ის მხარდაჭერაზე დამოკიდებულად, დასავლეთგერმანულმა წრეებმა აირჩიეს სხვა კურსი, ამანაც ისევ გამოიწვია აშკარა უკმაყოფილება ოკეანის გაღმა. აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში შეშფოთებით ალაპარაკდნენ „რაპალოს სულისკვეთების“ შესახებ და ბევრი მოითხოვდა შეეჩერებინათ „ვილი ბრანდტის უგუნური სირბილი მოსკოვში“. მაგრამ სწორედ გფრ-ის „ახალმა აღმოსავლურმა პოლიტიკამ“ გამოიწვია გერმანიის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ემანსიპაცია, გადააქცია რა იგი ლიდერად დასავლეთევროპულ პროცესებში, ხოლო თავად ევროპა _ გადაწყვეტილებათა მიღების მნიშვნელოვნად უფრო სერიოზულ ცენტრად.

უკანასკნელ მოვლენებში ასევე ჩანს, რომ გერმანიის მონაწილეობა იუგოსლავიის წინააღმდეგ აგრესიაში ძალზედ სჭირდებოდათ მათ, ვინც ისურვებდა ყველა ისტორიული ფობიის აღორძინებას სლავებსა და გერმანელებს შორის, რათა გერმანია, როგორც ევროპის ლიდერი, არ გადაქცეულიყო დამაკავშირებელ რგოლად აღმოსავლურ ქრისტიანულ და ლათინურ სამყაროებს შორის, ხოლო გაერთიანების გზაზე დამდგარ ევროპას მთლიანობაში არ შეეძინა უფრო მეტად ავტონომიური სახე. გერმანიამ, გააკეთა რა ფსონი 90-იანი წლების დასაწყისში ხორვატებზე, და თანაუგრძნობდა რა აგრესიას სერბების წინააღმდეგ, რისკენაც ისწრაფოდნენ ანგლოსაქსები, თითქმის ხელიდან გაუშვა იშვიათი შანსი კვლავ ქცეულიყო მნიშვნელოვან „Mitteleuropa“-დ და მთელი დივიდენდები მისცა ისტორიის დღევანდელი ეტაპის ანგლოსაქსონელ ლიდერებს.

11). ნაშრომიდან: „ტერორიზმი როგორც გლობალიზაციის გარდაუვალი ნიშანი“

...როდესაც საჰაერო დარტყმების მიყენება დედამიწის ნებისმიერ წერტილში შესაძლებელი გახდა აღწევდეს დასახულ მიზანს, ასეთი მდგომარეობა პრინციპულად ცვლის თავად ცნებას საბრძოლო მოქმედებების შესახებ. მათში შემტევი არმიის პირადი შემადგენლობის მონაწილეობა ფაქტიურად ნომინალური გახდა, ხოლო თავდაცვაში მყოფი მხარის ყველაზე უფრო თავგანწირული და მრავალრიცხოვანი არმიის წინააღმდეგობა _ ტექნიკურად შეუძლებელი და უაზრო.

„რიგით რაიანს“ ეშინია პირისპირ ომისა და არ აპირებს მას, იგი ომობს მხოლოდ კომპიუტერით ისეთი არმიის წინააღმდეგ, რომელსაც არ შეუძლია სუპერთანამედროვე ჩვეულებრივ შეიარაღებათა დარტყმების მოგერიება, მაგრამ, ბირთვული დარტყმისგან განსხვავებით, ჯერ კიდევ შეუძლია მისგან თავის შეფარება. ამის შედეგად „ჩვეულებრივი“ ომის ხარისხობრივად ახალი მეთოდები, ფსევდოჰუმანიტარული რიტორიკის საწინააღმდეგოდ, გამიზნულია სულ უფრო მეტ წილად სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ, რასაც გააჩნია სხვა სარჩულიც _ როგორც მატერიალური, ისე თანამედროვე ლიბერალური საზოგადოების შეგნების სფეროშიც...

რატომ იყო, რომ იუგოსლავიაში დაბომბვები მიზნმიმართულად ანადგურებდა ქალაქის სოცოცხლის უზრუნველყოფის ობიექტებს? დაიღუპა სერბული არმიის 100-ზე ნაკლები სამხედრო მოსამსახურე, და ამასთანავე რამდენიმე ათასი სამოქალაქო პირი (მათ შორის 400-ზე მეტი ბავშვი). ეს შემთხვევითობა არ არის, არამედ გათვლაა, რათა ზემოქმედებას ახდენდნენ როგორც ინდუსტრიული საზოგადოების პრინციპულად ახალ პარამეტრებზე, ისე შეგნების ახალ ტიპზეც.

ურბანისტული საზოგადოება კაპიტულაციას აცხადებს არა მაშინ, როდესაც არმია განადგურდება, არამედ როდესაც მილიონიან ქალაქში ჩერდება წყალგაყვანილობა და კანალიზაცია, ხოლო ხელისუფლების შანტაჟი როგორც ჰუმანიტარული ინტერვენციებით, ისე ტერორისტული აქტებითაც ხერხდება მაშინ, როდესაც თავისი სამშობლოს ბედთან თანაზიარობის არმქონე „მსოფლიოს მოქალაქეების“ ლიბერალური შეგნება საკუთარ თავს არ აიგივებს ერთან, მის ისტორიასთან და მის არმიასთან. ასეთი შეგნება გლობალიზაციის იდეოლოგიისა და ღია სამოქალაქო საზოგადოების ქადაგების თანამედროვე პროდუქტია...

12). „დასავლეთის ანტისერბული ფობიების მწარე ნაყოფები“
(ეს ნაშრომი ცალკე სახით გვაქვს მოყვანილი სერბეთის მასალებში, და ამიტომ, მისი შედარებით დიდი მოცულობის გამო, მას აქ უკვე აღარ მოვიყვანთ).

13). რუსეთი და სლავები ცვლილებების ეპოქაში.(უნივერსალისტური პროექტები ისტორიის რელიგიურ-ფილოსოფიური საფუძვლების შუქზე)

ეძღვნება კოსოვოს ველის წარსულის,
ახლანდელ და მომავალ დამცველებს

წინასიტყვაობა

საუკუნესა და ათასწლეულს რუსეთი აბიჯებს ისე, რომ დაკარგა თითქმის ათი თაობის მიერ აღსრულებული ყველა საქმე. დანგრეულია რუსი ხალხის ეროვნული და სახელმწიფოებრივი სხეული. რუსული ცხოვრების ისტორიული და სულიერი გამოცდილება, რომელმაც შექმნა თვითმყოფადი ღრმად ქრისტიანული კულტურა და ცივილიზაცია, განიცდის მანამდე უნახავ ცდუნებასა და დაცინვას მარქსიზმის წარმატებული ბიძაშვილის _ ლიბერალიზმის მხრიდან.

ტოტალიტარიზმთან დამშვიდობების სახით დაინგრა მთელი რუსული ისტორია _ იასისა და ქუჩუკ-ყაინარჯის ხელშეკრულებები, ნიშტატის ზავი და პოლტავა, და მასთან ერთად პოსტბიზანტიური სივრცე. რუსეთი უკვე აღარ წარმოადგენს იმ დერჟავას, რომლის გარეშეც ვერც ერთი ზარბაზანი ევროპაში ვერ ისროდა, და დასავლეთმა დაუწყო სროლა ყველას, ვისაც მოესურვება, ფეხით თელავს რა დემოკრატიის ყურანს _ საერთაშორისო სამართალს.

სუვერენული იუგოსლავიის წინააღმდეგ აგრესიამ, რომელიც აღასრულეს მოგონილი საბაბით, გახსნა მსოფლიოს გადანაწილების ახალი ეტაპი. მას ახორციელებენ, ისევე როგორც „ტირანების დროს“, პირდაპირი სამხედრო ძალით, მაგრამ ფსევდოჰუმანისტური ლიბერალური უნივერსალიზმის ფარდის ქვეშ. ამ დოქტრინის მარცვლად იქცა ეროვნული ინტერესებისა და სუვერენიტეტის „მსოფლიო დემოკრატიის“ წინაშე მეორეხარისხოვნად გამოცხადება, რაც მოგვაგონებს პროლეტარული ინტერნაციონალიზმისა და მსოფლიო რევოლუციის პრიმატს მარქსიზმ-ლენინიზმში. ცენტრალური ახალი იდეოლოგემა _ ადამიანის უფლებები და მიწიერი ცხოვრება როგორც უმაღლესი ფასეულობა _ წარმოაგენს ადამიანის პიროვნების ღმერთისგან ავტონომიურობის იდეის ლოგიკურ დასრულებას, ანტიქრისტიანული განმანათლებლობის ძალისხმევის მთავარ შედეგს, რომელმაც ათასწლეულის დასასრულისთვის ურწმუნოების გავლით ადამიანი მიიყვანა სრულ დეჰუმანიზაციამდე.

ეს ძირს უთხრის არა მხოლოდ ორათასწლოვან ქრისტიანულ კულტურას, არამედ ადამიანთა ერთად ცხოვრების უმარტივეს ფორმებსაც. თუკი სიცოცხლე უმაღლესი ფასეულობაა, მაშინ დედა არ გადაეფარება შვილს, ქმარი ცოლს მისცემს მოძალადეს. ეს არის ადამიანის ბესტიალიზაცია, რადგანაც ადამიანი მხოლოდ იქ არის, სადაც სული ხორცზე მაღლა დგას. რწმენა, სამშობლო, მოვალეობა, ღირსება, სიყვარული _ მეტაფიზიკური ფასეულობები ადამიანისთვის იდგა სიცოცხლეზე უფრო მაღლა, და ქრისტიანებისთვის შთამაგონებელ ხატებას წარმოადგენდა მაცხოვრის მიერ ჯვარზე გაღებული მსხვერპლი, სახარებაში კი ნათქვამია: „უფროისი ამისა სიყუარული არავის აქუს, რაითა სული თვისი დაჰსდუას მეგობართა თვისთათვის“ (იოანე, 15. 13).

ასეთი იდეოლოგიის გეოპოლიტიკური შედეგები მეტად დრამატულია ერი-სახემწიფოებისთვის. უმაღლეს სულიერ ფასეულობებთან _ რელიგიურთან, ეროვნულთან, ოჯახურთან ასოციაციისგან თავისუფალი ადამიანი ხდება მსოფლიოს მოქალაქე და ცხოვრობს პრინციპით „ubi bene ibi patria“ _ „სადაც კარგად ვარ, იქაა სამშობლოც“ _ ე. ი. „პურითა მხოლოდ“. ასეთ ადამიანებს მართავს მსოფლიო მთავრობა და არა ეროვნული ხელისუფლება. ერი უკვე აღარ არის სულითა და საერთო ისტორიული განცდებით დაკავშირებული მემკვიდრეობით მცხოვრები ორგანიზმი, და გადაიქცევა ოხლოსად _ ბრბოდ. ეს არის კიდეც თვითდაჯერებული „დემოსისა“ და მისი მოჩვენებითი „კრატიის“ ბედი ატლანტიკურ Pax Americana-ში. მაგრამ ოხლოკრატიის უკან ყოველთვის დგას ყოვლისშემძლე ოლიგარქია. ასეთი მსოფლიო მთავრობის პრეტენზიები სჯიდეს ყველა დაუმორჩილებელს სახეზეა. ლიბერალიზმის ფილოსოფია მახინჯდება ტოტალიტარულ მსოფლმხედველობად, რომელიც ვერ ითმენს (არ იწყნარებს) სხვა ფასეულობებს. ნებისმიერი სახელმწიფო, უწინარეს ყოვლისა, ვალდებულია ატარებდეს პროამერიკულ პოლირტიკას და არ ეწინააღმდეგებოდეს მსოფლიოზე მისი მფლობელობის გეოპოლიტიკურ გეგმებს, სხვა შემთხვევაში მის დემოკრატიას დაუყოვნებლივ გამოაცხადებენ არანამდვილად, ხოლო თავად სახელმწიფოს ფაშისტურად.

ეს არის დასავლეთევროპული ლიბერალიზმის როგორც ფილოსოფიისა და დემოკრატიის როგორც პრაქტიკის გამანადგურებელი გაკოტრება. მაგრამ სწორედ ამ იდეოლოგიური დროშით ახდენენ რუსეთის შეგნებულ ნგრევას მის ორ ჰიპოსტასში _ როგორც მთელი ერთობლივი დასავლეთისადმი თანაბრად დიდი გეოპოლიტიკური ძალისა და მსოფლიო ისტორიის აზრის საკუთარი ძიების მქონე დამოუკიდებელი ისტორიული პიროვნებისა. მომხდარი ყველაზე უფრო ნაკლებად ასახავს XX საუკუნის იდეოლოგიების ბრძოლას _ დემოკრატიისა და ტოტალიტარიზმის ყბადაღებულ მეტოქეობას. ეს კლიშეები იალტა-პოტსდამის სისტემის ნგრევის დასაწყისში ჯერ კიდევ ფარავდა დასავლური ცივილიზაციის ჭეშმარიტ მისწრაფებებს. დღეს დაპირისპირებამ შეიძინა ნაცნობი მოხაზულობები _ მისი საზღვარი ისევ წარმოიშვა იქ, სადაც ვატიკანი, რჟეჩ პოსპოლიტა და ჰაბსბურგების იმპერია ესწრაფვოდნენ ბიზანტიური სივრცის დაუფლებას და სადაც ეს ექსპანსია დაიმსხვრა რუსული დიდმპყრობელობის ძლიერებაზე, რომელიც ამ ხაზს ინარჩუნებდა სამასი წლის მანძილზე.

რუსეთმა თავისი ორჯერადი თვითგამყიდველობით _ 1917 და 1991 წლებში დაკარგა თავისი სულიერი ეროვნული სახე და გეოპოლიტიკური მისია. დასავლეთის სამემკვიდრეოში ნებაყოფლობით გადადის კიევის რუსეთი _ რუსული მართლმადიდებლობის აკვანი და ბიზანტიური მემკვიდრეობითობის სიმბოლო. დროის სამწუხარო ნიშნად იქცევა მართლმადიდებლური საქართველოს პარტნიორობა ატლანტიკურ პორტასთან, ხოლო ბრიტანული ხომალდების სევასტოპოლში შემოსვლა ახდენს წარსული საუკუნეებიდან აღმოსავლური საკითხის კვლავ დაბრუნებას. ამ აპოკლიფსურ ფონზე 1999 წლის სერბული წინააღმდეგობა წარმოადგენს უკანასკნელ წმინდა და კაშკაშა ალის ნათელს, რომელიც ამოვარდა სლავობის ლპობის ჩირქოვანი წყლულიდან. სადღაც იფეთქებს ხოლმე მცირე კერები _ მართლმადიდებელი ბერძნები წვავენ ამერიკულ დროშებს, და მათ, სერბების მსგავსად დაუყოვნებლივ აცხადებენ კომუნისტებად. ეს საბოლოოდ გვარწმუნებს იმაში, რომ XX საუკუნის დასაწყისში ჩვენს თავს დამტყდარი კომუნიზმი შეადგენდა მომავალი ასწლეულის საერთო ჩანაფიქრის ერთერთ ინსტრუმენტთაგანს. Pax Americana-ს დღევანდელ მიწიერ წარმატებაში არის XX საუკუნის ყველა უნივერსალისტური იდეის შედეგი, როგორც მარქსისტულების, ისე ლიბერალურებისაც _ „შრომის მსოფლიო ძმობის“, „საერთოევროპული სახლის“, „ერთიანი მსოფლიოსი“.

მსოფლიო დილემა „რუსეთი და ევროპა“, რომელსაც ასე თუ ისე, გვერდი ვერ აუარა რუსეთის წარსულის ვერც ერთმა მსხვილმა მოაზროვნემ, და მსოფლიო აღმოსავლური საკითხი კვლავ მთელი თავისი გოლიათური მასშტაბით დგება მესამე ათასწლეულის ზღურბლზე. ისტორიის მართლმადიდებლურ-ქრისტიანული განმარტება საშუალებას გვაძლევს პანორამულად დავინახოთ ლათინური დასავლეთის მრავალსაუკუნოვანი და ახლანდელი შემოტევის წამახალისებელი მოტივები, მართლმადიდებელი რუსეთის გზა XX ასწლეულის დასაწყისისა და დასასრულის კატასროფისკენ. ასეთი მიდგომა თვალწინ გვიშლის კალვინისტური პროვიდენციალიზმით გამოკვებილი ამერიკული მესიანიზმის რელიგიურ საფუძვლებს, გვიჩვენებს ლიბერალური ევროპის ატლანტიზმის წინაშე კაპიტულაციის გარდაუვალობას, ახლანდელ „დრანგ ნახ ოსტენში“ (Drang nach Osten _ „მიწოლა აღმოსავლეთისკენ“) ევროპის მემარცხენე მთავრობების თანამონაწილეობის ლოგიკურობას, XX ასწლეულის ყველა უნივერსალისტური პროექტის ანტიქრისტიანულ ხასიათს.

ფიქრების ცენტრშია _ არა სახელმწიფო _ პოლიტიკური მიწიერი ინსტიტუტი, ყოველთვის ცოდვიანი და არასრულყოფილი, არამედ სამშობლო _ მარადიული საჩუქარი, რომელიც გვებოძა ჩვენ მუდმივი ისტორიული მოღვაწეობისთვის, რომლის გზაზეც გარდაუვალია ცოდვები და დამარცხებები. ტანჯვათა სიდიდის თანაზომადია დავალებაც: შევიგნოთ დაპირისპირების სიღრმე, ჩვენი ძალის სათავეები და გავაგრძელოთ ჩვენი შემოქმედებითი აქტი მსოფლიო ისტორიაში. რუსეთი სჭირდება მსოფლიოს როგორც რუსეთი და ასეთად უნდა დარჩეს. მწარე იმედგაცრუებათა მიუხედავად, მე მწამს, რომ რუსეთი აღდგება მოჩვენებითი კუბოდან, ააღორძინებს თავის სულიერ ჰიპოსტასს და დაიბრუნებს თავის როლს მსოფლიოში.

ახლა, როდესაც გამხმარი ტოტების ჩამოცვენა საერთო სლავური და მართლმადიდებლური ხიდან ძალზედ შორს წავიდა, სერბების _ დასავლეთში მართლმადიდებლობის ფორპოსტის _ ბედსა და ისტორიულ არჩევანს გააჩნია არანაკლები მნიშვნელობა მსოფლიო ისტორიისთვის, ვიდრე რუსების არჩევანს. და, თუმცა წიგნი არის რუსეთის შესახებ, მე ტკივილითა და სიყვარულით ვუძღვნი მის პირველ გამოცემას ჩემს სერბეთს.

ბალკანეთში, სერბებსა და დრინაზე, მუდმივად თვითკმაყოფილი დასავლეთის თვალში, გადის „ცივილიზებული“ სამყაროს საზღვარი. ამიტომ, იუგოსლავიის დრამა, როგორც ერთ წვეთ წყალში, ასახავს მსოფლიო ისტორიის XX ასწლეულისა და თავისი ერის ყველა წინააღმდეგობას. ეს არის მარადიული უპატივცემულობა „აღმოსავლელი ბარბაროსებისადმი“ დასავლეთის თავად კულტურულ-ისტორიულ შეგნებაში, რომელიც შესამჩნევია ჯერ კიდევ ჰეროდოტესთან და ესქილეს „სპარსელებშიც“ კი. ქრისტიანულ ისტორიაში მეტოქეობის სახით გადმოტანილმა ამ გრძნობამ ხორცი შეისხა მართლმადიდებლობაზე ლაღთინობის მრავალსაუკუნოვან შემოტევასა და დღევანდელ მანამდე უნახავ „დრანგ ნახ ოსტენში“ („მიწოლა აღმოსავლეთისკენ“). ეს არის მიწიერი სამოთხის ორი რაციონალისტური პროექტის _ მარქსისტულისა და ლიბერალურის _ მეტოქეობის შედეგიც, რომელმაც დაანგრია ეროვნული თვითშეგნება და გახლიჩა ერები კომუნისტურ ქვეყნებში. ეს არის სულიერი და გეოპოლიტიკური მეტოქეობაც პოსტბიზანტიური სივრცისა და რუსეთის მემკვიდრეობის გარშემო. აქ წყდება არა მხოლოდ სერბების მომავალი, არამედ მთელი მსოფლიო ისტორიის გზებიც. ამიტომ დანაწევრებული იუგოსლავია, რომელსაც ფეხით თელავს და ამავე დროს აცდუნებს დასავლეთი _ დღეს, როგორც არასდროს _ არის დიდი დერჟავა.

მე მინახავს, რომ დასავლეთის აგრესიის მსვლელობისას გამოვლენილ სერბი ხალხის ამაყ სულსა და ეროვნულ ნებას ჯერ კიდევ არ დაუხარჯავს (დაუკარგავს) თავისი მოწოდება. ხომ სწორედ მაშინ ნამდვილი ერის სიდიადით სერბებმა გვერდზე გადადეს თავიანთი უთანხმოებები სახელმწიფო მოწყობის საქმეში, რათა დაეცვათ სამშობლო, დაანახვეს რა ყველას სულის პრიმატი, ერთიანობა, უღვთო XX საუკუნეში მზადყოფნა მანამდე თვალით უნახავი თავგანწირვისთვის. და სწორედ მაშინ სულმდაბალი აგრესორი შეშინდა და ვერ გაბედა პირისპირ ბრძოლა.

დღეს კი, როდესაც ლიბერალური დასავლეთის მონაწილეობას თან ახლავს დემონური მაცდუნებლობა, მახსენდება კათოლიკური ევროპა: როგორც მაცდუნებელი ეშმაკი, ეუბნებოდა დასუსტებულ ბიზანტიას: „ხედავ სამეფოსა ამას, ესე ყოველი მიგცე შენ, უკეთუ დაჰვარდე და თაყვანის-მცე მე“ _ სუსტმა ბიზანტიამ, როგორც წერს ნ. დანილევსკი, _ „მსოფლიოს უჩვენა სულიერი გმირობის უნახავი მაგალითი, ამჯობინა რა პოლიტიკური სიკვდილი და არ უღალატა რა რწმენას, რის საფასურადაც სთავაზობდნენ ფიზიკურ გადარჩენას“. იგივე ცნება ყველაზე უფრო ფასეულის შესახებ ყოველთვის ცოცხლობდა სერბი ხალხის გულში მეფე ლაზარეს ხილვის შესახებ თქმულებასთან ერთად, ვისაც სთავაზობდნენ არჩევანს, ერთის მხრივ, მიწიერ გვირგვინსა და გამარჯვებას, ხოლო მეორეს მხრივ, სიკვდილისა და დამარცხების საფასურად ნაყიდ ზეციურ გვირგვინს შორის.

ჩვენი დრამატული გამოცდილება გვასწავლის არ მოველოდეთ დამპყრობლისგან _ ხსნას, დამნაწევრებლისგან _ დახმარებას, რელიგიური შემაცდენლისგან _ თანაგრძნობასა და გაგებას, დამღუპველისგან _ კეთილმოსურნეობას და ცილისმწამებლისგან _ სიმართლეს.

ანტიქრისტიანული ძალების მიერ ჯვარცმულ კოსოვოს ველზე, სერბული სახელმწიფოებრიობის აკვანში, ნემანიჩების სახელმწიფოს ძველ მიწაზე, წმინდა საბა სერბის სამშობლოში კიდევ აღსრულდება მსოფლიო ბრძოლა.

ნატალია ნაროჩნიცკაიასაიტზე გამოქვეყნდა: 15. 03. 06.

მასალები ნატალია ნაროჩნიცკაიას ვებ–გვერდიდან narochnitskaia.ru

თარგმნა და შენიშვნები დაურთო ირაკლი ხართიშვილმა

შ ე ნ ი შ ვ ნ ე ბ ი:

(1) XIII საუკუნიდან (მონღოლობის ხანიდან) XVII საუკუნის მეორე ნახევრამდე რუსეთის დასავლეთ სამთავროები შედიოდა ჯერ ლიტვის დიდი სამთავროს, ხოლო შემდეგ კი პოლონეთის სამეფოს (რჟეჩ პოსპოლიტას) შემადგენლობაში; მათ შორის ქალაქები: კიევი, მინსკი და სმოლენსკი. საზღვარი მოსკოვის სამეფოსა და რჟეჩ პოსპოლიტას შორის გადიოდა მოსკოვსა და სმოლენსკს შორის დაახლოებით შუა გზაზე (შესაძლოა შემდგომში სახელგანთქმულ ბოროდინოს ველზეც). რაც შეეხება პოლონეთის პირველ გაყოფას, XIX საუკუნის რუსი ისტორიკოსის ს. მ. სოლოვიოვის სიტყვებით, იგი მოახდინეს 1773 წელს პრუსიის მეფის ფრიდრიხ II-ის მოთხოვნით, რომელიც დაემუქრა რუსეთის იმპერატრიცას ეკეტერინე II-ს, რომ ამაზე მისი წინააღმდეგობის შემთხვევაში უარს იტყოდა ოსმალეთთან და ავსტრიასთან ომში რუსეთის მხარდაჭერაზე, და შესაძლოა, შვედეთთან ერთობლივად რუსეთის წინააღმდეგაც გამოსულიყო. ასეთ პირობებში რუსეთი დათანხმდა პოლონეთის გაყოფაზე და მიიღო ბელორუსია, ავსტრიამ _ გალიცია, პრუსიამ _ პომერანია და დიდი პოლონეთის ნაწილი.

(2) როგორც სხვა მკვლევართაგან მოგვისმენია, 1980-იანი წლების შუახანებში, თურქეთის იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი, შემდგომში პრეზიდენტი თურგუთ ოზალი დასავლეთის პრესისთვის მიცემულ ერთერთ ინტერვიუში აცხადებდა, რომ თურქეთს დიდი ტერიტორიული პრეტენზიები არ გააჩნია, ვინაიდან იგი მხოლოდ რეგიონული სახელმწიფოა _ ადრიატიკიდან ჩინეთის დიდ კედლამდეო. როგორც ვხედავთ, გუშინდელ და დღევანდელ კონფლიქტებს ბალკანეთში და სხვაგანაც უფრო ადრინდელი და უფრო სხვა ნიადაგებიდან ამოზრდილი ფესვები გააჩნია.

No comments:

Post a Comment