Tuesday, November 16, 2010

ბალტიისპირეთის დამოუკიდებლობა: საკითხი რჩება საკითხად

რევოლუციისა და სამოქალაქო ომის დროის ტერიტორიული გადანაწილების ისტორია და ფაქტები

დღეს აშკარაა, რომ დასავლური პოლიტიკის ყველა თანამიმდევრული, თუმცა კი გარეგნულად მცირედ დაკავშირებული საპროგრამო მითითება სსრკ-ის ტერიტორიაზე პროცესებთან მიმართებით ემსახურებოდა დაბრკოლებების მოშლას (წაშლას, გათქვეფას) ისტორიული რუსეთის ნაწილების ნატო-ში შესასვლელად. მათგან უმნიშვნელოვანესად იქცა ბალტიისპირეთის სახელმწიფოთა აღიარება (ცნობა) არა საბჭოთა კავშირისგან გამოყოფადი ნაწილების სახით, არამედ როგორც ომამდელი სახელმწიფოების აღდგენა. რუსეთის მთავრობის მიერ სახელდობრ ამ კონცეფციის მიღება მეტად მნიშვნელოვანი იყო დასავლეთისთვის.

ეს კონცეფცია არღვევდა შეთანხმებულ პოზიციას ეუთო-ს დასკვნით აქტში, რომელიც მიღებულ იქნა 1975 წ. ჰელსინკში, ვინაიდან ამ ფორუმის ერთერთ უმნიშვნელოვნეს გადაწყვეტილებათაგანი გახლდათ ყველა ომისშემდგომი ევროპული სახელმწიფოს ლეგიტიმურობისა და ტერიტორიული მთლიანობის დადასტურება. ხელი მოაწერა რა ჰელსინკის დასკვნით აქტს, ევროპამ აღიარა ყველა ომისშემდგომი სახელმწიფოს ლეგიტიმურობა და ტერიტორიული მთლიანობა იალტისა და პოტსდამის საზღვრებში, ე. ი. ის ფაქტი, რომ ბალტიისპირა რესპუბლიკები _ საბჭოთა კავშირის ნაწილები არიან. ამ დროს მხოლოდ აშშ-მა მოაწერა ხელი ამ უმნიშვნელოვანეს ომისშემდგომ მრავალმხრივ დოკუმენტს, დათქმით, რომ აშშ უწინდებურად არ აღიარებს ბალტიისპირეთის აღდგენას როგორც სსრკ-ის ტერიტორიისა. აშშ ასეთნაირად მიზნად ისახავდა _ რუსეთსა და გერმანიას შორის ბალტიკიდან შავ ზღვამდე სუსტი და წვრილი სახელმწიფოების იარუსის შექმნას ანგლოსაქსონური გავლენის ქვეშ. მაგრამ, რამდენად შეესაბამება ყოველივე ეს საერთაშორისო სამართლის ნორმებს?

ა. ნ. იაკოვლევი _ „გარდაქმნის გროსმაისტერი“: როგორც იგი აღინიშნა ბალტიისპირეთში

ამერიკული, ხოლო შემდეგ კი ერთობლივი დასავლური სტრატეგიული კონცეფცია 1991 წელს შედგებოდა ომამდელი ბალტიისპირა სახელმწიფოების აღდგენაში. იურიდიულად ამას ასაბუთებდნენ იმით, რომ ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის უმაღლესი საბჭოების 1940 წლის გადაწყვეტილებებს სსრკ-ში შესვლის შესახებ არ გააჩნიათ იურიდიული ძალა, რამდენადაც ეს საბჭოები არჩეული იყო „საბჭოთა ოკუპაციის“ პირობებში.

ამ კონცეფციის გამოყენება საშუალებას აძლევდათ გამოეცხადებიათ რუსეთი ოკუპანტად, აქედან გამომდინარე ბალტიისპირეთის მოსახლეობის 40%-ს (რუსებს) ჩამოერთვათ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები და ადმიანის უფლებები. პარტიზანი კონონოვი და დღევანდელი მსჯავრდებული სავენკო ექვემდებარებინ სასამართლოს დღევანდელი სახელმწიფოს კანონების მიხედვით იმ მოქმედებებისთვის, რომლებიც არ კვლიფიცირდებოდა როგროც დანაშაული იმ სახელმწიფოში, რომელშიც ეს მოქმედებები ჩადენილ იქნა. რუსეთის არმია და ფლოტი დაექვემდებრენ უპირობო გამოყვანას, რამაც სერიოზული დარტყმა მოაყენა რუსეთის უსაფრთხოებას და მიგვიყვანა კოლოსალურ მატერიალურ ხარჯებამდე. ამასთან, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია, ეს ტერიტორია იურიდიულად ამოღებულ იქნა საბჭოთა კავშირის ერთიანი სამხედრო-სტრატეგიული სივრციდან, რომელიც მემკვიდრეობით მიღებული აქვს რუსეთს განიარაღების სფეროში ხელშეკრულებების მიხედვით. სახელდობრ ამ კონცეფციამ გაუწიათ იურიდიული საფუძვლის სამსახური რადიოსალოკაციო სადგურის დემონტაჟისთვის სკრუნდაში, რომელიც იქ განთავსებული იყო რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის შესახებ 1972 წლის ხელშეკრულებისა და მისი პროტოკოლის (1974) მიხედვით.

ამრიგად, დასავლეთის ისტორიული საპროგრამო მითითებაა XX საუკუნეში _ სამუდამოდ აქციონ რევოლუციის შემდგომი ბრესტის ზავის შედეგები, შეუქცევადად ჩათვალონ ბოლშევიკების მიერ ისტორიული რუსეთის დანგრევა, არ აღიარებდნენ დაკარგული ტერიტორიების აღდგენას, გამოაცხადებენ რა მას იმვე ბოლშევიზმის „აგრესიად“. ე. წ. „ა. ნ. იკოვლევის (სკკპ პოლიტბიუროს წევრის) კომისიის“ როლი რუსეთისთვის სწორედ ამ უკიდურესად არახელსაყრელი კონცეფციის მიღებაში შეუძლებელია გადაფასებულ იქნას.

გვიხსენოთ, რომ სახელდობრ ეს ადამიანი თავისი წერილით „ანტიისტორიზმის წინააღმდეგ“, რომელიც გამოქვეყნებულ იქნა „პრავდაში“ 1972 წელს, ცდილობდა მოეხდინა „რუსული ნაციონალიზმისა“ და „დიდმპყრობელური შოვინიზმის“ ნამდვილი იდეოლოგიური დარბევა. „პერესტროიკის“ მომავლი პრარაბი მარქსის ნაშრომის „XIX საუკუნის საიდუმლო დიპლომატიური ისტორია“ და „ცარიზმის“ ბოლშევიკურ-ტროცკისტული განქიქების სულისკვეთებით თავს ესხმოდა რუსული მემკვიდრეობითობის ელემენტებს საბჭოთა სახელმწიფო იდეოლოგიაში და დერჟავულ-ეროვნულ ხაზს სკკპ-ის ხელმძღვანელობაში. საინტერესოა, რომ სწორედ ა. ნ. იაკოვლევსა და მის მსგავს იდეოლოგებს სკკპ-ის შიგნით გულდასმით მეურვეობდა დასავლეთი, თუმცა კი არა ღიად და აშკარად. რაც არ არის გასაკვირი, რამდენადაც ორთოდოქსალური მარქსისტულ-ლენინური ისტორიული მატერიალიზმი და დასავლეთევროპული ლიბერალიზმი იმყოფებიან ერთი და იგივე სულიერ-ფილოსოფიური კონცეფციის ფარგლებში.

იმის წინ სანამ სათავეში ჩაუდგებოდა „პერესტროიკას“ და იქცეოდა ამერიკული პოლიტიკისა და დასავლური ფასეულობების მგზნებარე პროპაგანდისტად, ა. ნ. იკოვლევმა მოასწრო კიდევ ერთი შედევრის გამოქვეყნება _ წიგნისა, სადაც თვით გვიანბრეჟნევული პროპაგნდის სულისკვეთებით კი არა (მაშინ იყო განმუხტვის იდეოლოგია), არამედ გვიანხრუშჩოვული მყვირალა პროპაგანდის სულისკვეთებით ამხელდა აშშ იმპერიალიზმისა და კერძო საკუთრების „ბობოლების“ „მხეცურ სახეს“. მიუხედავად ამისა, სწორედ მას დაავალეს მეთაურობა კომისიისა, რომელსაც უნდა განეხილა 1939 წლის საბჭოთა-გერმანული ხელშეკრულება, რომელიც ცნობილია როგორც მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი, რაც ძნელად თუ შეიძლება შეფასებულ იქნას როგორც შემთხვევიტობა. დასავლეთისთვის ხომ ძალზედ მნიშვნელოვანი გახლდათ ის კონცეფცია, რომლიც შესაძლო იყო დაედოთ ხელშეკრულების განხილვის საფუძვლად.

ამა თუ იმ კონცეფციაზე დასავლეთისთვის დამოკიდებული იყო ბალტიისპირეთის ჩათრევის მომავალი სამართლებრივი და გეოპოლიტიკური შესაძლებლობები ნატო-ს სამხედრო-სტრატეგიულ კონფიგურციებში და თვით სამხედრო-სტრატეგიული სივრცის პარამეტრებიც კი. იაკოვლევმა „გაამართლა ნდობა“ და მისი ხელმძღვანელობით კომისიამ თავისი მუშაობის მთავარ კონცეფტუალურ საფუძვლად გამოაცხადა თეზისი იმის შესახებ, რომ ხელშეკრულება მის მიერ განხილული იქნება მხოლოდ per se _ თავის თავად, ყოველგვრი კავშირის გარეშე მანამდელ ან მის შემდგომ მოვლენებთან.

ყველა არგუმენტს და მოყვანილ ისტორიულ ფაქტს, რომლებსაც მსჯელობაში შემოჰქონდათ სხვა პარამეტრები, თავიდან იშორებდნენ. ასევე ხისტად აღიკვეთებოდა ნებისმიერი მცდელობები იმისა, რომ თვალი მიედევნებიათ ბალტიისპირეთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობისა და ტერიტორიის წარმოშობის ისტორიისთვის, როგორც სამოქალაქო ომის, ანტანტის ინტერვენციისა და ბოლშევიკების მიერ ტერიტორიებით ვაჭრობის შედეგისა ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე დაპყრობილი (მიტაცებული) ძალაუფლების შენარჩუნების გულისთვის. რა თქმა უნდა, მთლიანად კადრის მიღმა რჩებოდა მოვლენებიც საერთაშორისო არენაზე, რომლებიც უშუალოდ წინ უძღოდა ხელშეკრულების დადებას სსრკ-სა და გერმანიას შორის 1939 წლის აგვისტოში. ჭეშმარიტად „ანტიისტორიზმის პრინციპია“ მოქმედებაში!

კომისია განიხილავდა ბალტიისპირეთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობას როგორც შედეგს, როგორც აბსოლუტურ მოცემულობას, ხოლო საბჭოთა ჯარების შეყვანას ბალტიისპირეთში აფასებდა ისე, როგორც, თითქოსდა ეს ყოფილიყოს საფრანგეთი ან დანია. საერთაშორისო ვითარება, სსრკ-ის საგარეოპოლიტიკური ძალისხმევა კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ დასავლეთევროპულ დერჟავებთან ხელშეკრულების დადების მიზნით, _ ყოველივე ამას მოისროდნენ, როგორც საქმესთან არ დაკავშირებულებს.

შევნიშნავთ, რომ XX ასწლეულის დასავლური საპროგრამო მითითება სსრკ-თან მიმართებით სრულად ემთხვეოდა ლენინურ-ტროცკისტულს: ჩაითვალოს შეუქცევადად რუსეთის დანგრევა, აღსრულებული 1917 წ. რევოლუციის შედეგად და არცთუ დასავლეთის დახმარების გარეშე. მაგრამ თუკი ვაღიარებთ, რომ ქვეყნის ნახევარზე გადაჭიმული რუსეთი რეალობაში არსებობდა 1917 წლამდეც, მაშინ აუცილებელია ვაღიაროთ ისიც, რომ ბალტიისპირეთის „არადემოკრატიული“ უმაღლესი საბჭოების 1940 წლის გადაწყვეტილებანი „ოკუპანტ“ _ სსრკ-თან შეერთების შესახებ სრულებით მართლზომიერია.
სრულებით აშკარაა, რომ თეზისი 1940 წლის ბალტიისპირეთის რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების „არადემოკრატიულად“ არჩევის შესახებ მიეკუთვნება ისეთებს, რომლებიც შეუძლებელია დაამტკიცო ან უარყო, თუმცა კი ვერც ერთი იურისტი ვერ შეძლებდა ეპოვნა საოკუპაციო რეჟიმის ნიშნები ამ რესპუბლიკებში. მაგრამ ხელსაყრელი ფონის სამსახურს „ლეგიტიმისტური“ ძიებებისთვის ამ დროს სწევდა „მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის“ ისეთი განმარტება, რომელშიც „ორმა ტოტალიტარულმა მტაცებელმა“ ურთიერთშორის გაინაწილა კანონიერი და სრულუფლებიანი დამოუკიდებელი სახელმწიფოები.

თუკი გამოვიყენებთ იმავე სტანდარტს, რაც შემოგვთავაზეს ბალტიისპირეთის პოლიტიკოსებმა (მათი მფარველების ჩაწოდებით) 1940 წლის მოვლენებისთვის, მაშინ შეიძლება გაცილებით უფრო მეტი განსაზღვრულობით გავაკეთოთ დასკვნა, რომ 1920 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ ლატვიასთან, ლიტვასთან და ესტონეთთან ხელშეკრულებებზე ხელის მოწერისას არანაირი კანონიერი, ლეგიტიმური გამოყოფა ბალტიისპირეთისა რუსეთის იმპერიისგან არ ყოფილა. ულმანისი, ფაშისტური ტიპის დიქტატორი, რომელიც საერთოდ არავის არ აურჩევია, ხელისუფლებაში მოვიდა გერმანულ ხიშტებზე რუსეთის იმპერიის ამ ნაწილის გერმანული ოკუპაციის პირობებში. იგივე ეხება ლიტვასაც და ესტონეთსაც. დამოუკიდებლობის შეძენისა და აღიარების სამართლებრივი მხარე შედგება აბსურდული შეუსაბამობებისგან.

თუკი ბალტიისპირეთის დღევანდელი დამოუკიდებლობის მთელი კონცეფცია აგებულია საბჭოთა-გერმანული პაქტის სულ თავიდანვე არანამდვილად აღიარებაზე, მაშინ უნდა იყოს ახალი ტერიტორიული გამიჯვნა, ვინაიდან დღევანდელი ტერიტორია ლიტვამ მიიღო მხოლოდ „მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის“ _ 1939 წლის 23 აგვისტოს ხელშეკრულების შედეგად, რომელმაც მისცა გერმანიის ჩაურევლობის გარანტია, თუკი სსრკ მიმართავს რევოლუციისა და სამოქალაქო ომის მსვლელობისას დაკარგული ტერიტორიების აღდგენას. ამასთან სწორედ „სამარცხვინო“ საიდუმლო ოქმში იყო ლაპარაკი, რომ „ლიტვის ინტერესებს ვილნოს ოლქში აღიარებს ორივე მხარე“. საარქივო ფაქტები მოწმობენ არა სირცხვილის შესახებ ამ ხელშეკრულების გამო, არამედ იმის თაობზე, რომ მიიღო რა ვილნო მალევე ამ ოქმის შემდეგ მომყოლი ხელშეკრულებით ლიტვასა და სსრკ-ს შორის, ლიტვა სიხარულით ზეიმობდა, ადამიანები გამოვიდნენ ქუჩებში ეროვნული დროშებით და ერთმანეთს ეხვეოდნენ! თუკი ლიტვა _ ომამდელი სახელმწიფოა, ხოლო მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი „დანაშაულებრივი“, განგვირგვინებული და არარსებულად აღიარებული (ცნობილი), მაშინ ლიტვის ტერიტორია გადახედილ უნდა იქნას.

ვისთან უფრო მეტად თანამშრომლობდა ანტანტა _ თეთრებთან თუ წითლებთან?

ასეთი გაგების შუქზე სრულებით სხვანაირად გამოიყურება ანტანტის ე. წ. ინტერვენციის თემა რუსეთში, რომლის მიზანიც მდგომარეობდა სულაც არა იმაში, რომ დაემარცხებიათ ბოლშევიზმი და კომუნისტური იდეოლოგია, და სულაც არა იმაში, რომ დახმარებოდნენ თეთრ მოძრაობას უწინდელი ერთიანი რუსეთის აღდგენაში. საბჭოთა ისტორიოგრაფია ყურადღების აქცენტირებას ახდენდა დასავლური დერჟავების კლასობრივ და იდეოლოგიურ წახალისებებზე. მაგრამ ეს წახალისებები ყოველთვის იყო გეოპოლიტიკური და სამხედრო-სტრატეგიული, რაც ხსნის კიდეც მონაცვლეობით თანამშრომლობას ან პარტნიორობას ხან წითელ არმიასთან თეთრის წინააღმდეგ, ხანაც პირიქით, რაც მთლიანობაში დასრულდა ანტანტის მიერ სწორედ თეთრი არმიისადმი ღალატით. ანტანტის პოლიტიკა იქცა არაკეთილშობილების ნიმუშად თავისი მოკავშირის რუსეთის მიმართ, და ასახა მტაცებლური დამოკიდებულება მისდამი, რაც ზუსტად განმეორებულ იქნა 1991 წელშიც.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ სწორედ თავად ანტანტამ მიიღო გადაწყვეტილება გერმანული ჯარების დატოვების შესახებ ბალტიისპირეთში გერმანიის კაპიტულაციის შემდეგ. საფრანგეთმა, რომელიც გადარჩენილ იქნა მხოლოდ რუსეთისა და მის მიერ გაღებული მსხვერპლის წყალობით აღმოსავლეთის ფრონტზე, 1918 წლის კომპიენის ზავის ტექსტში ჩართო პუნქტი კაიზერული გერმანიის ჯარების შენარჩუნების შესახებ ბალტიისპირეთში, ამავდროულად მათი გაყვანით ყველა სხვა ოკუპირებული ტერიტორიიდან. გერმანული ჯარები გაყვანილ იქნა იქიდან მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი შეცვალეს ინგლისელებმა, რათა მხარი დაეჭირთ და განემტკიცებიათ ბალტიისპირა სახელმწიფოების დამოუკიდებლობა და უზრუნველეყოთ ამ ტერიტორიების გამოყოფა რევოლუციით მოცული რუსეთისგან.

1918 წელს გერმანიის კაპიტულაციამდე ანტანტის ქვეყნებმა გადმოსხეს თავიანთი დესანტები რუსეთში მხოლოდ იმ იმედით, რომ აღედგინათ გერმანული აღმოსავლეთის ფრონტი, და ხელი შეეშალათ გერმანელებისთვის ბოლშევიკების მიერ ბრესტის ზავით მათთვის ნაბოძვარი სამხედრო-სტრატეგიული უპირტესობებით სარგებლობაში. ახლა აშკარაა, რომ ამ ნამდვილად „უწმაწურმა“ (ლენინი) ხელშეკრულებამ მისცათ საშუალება (უფლება), რათა გერმანულ ხიშტებზე გაფორმებულიყო ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის კვაზისახელმწიფოებრივი სტრუქტურები და იქცა იმ პროცესების პირველსაფუძვლად ბალტიისპირეთში, რომლებმაც XX საუკუნის 90-ინ წლებში მიგვიყვანეს მდგრადად ანტირუსული ბალტიის რგოლის წარმოქმნამდე.

დოკუმენტები და თეთრი ემიგრაციის არქივები გვარწმუნებს იმაში, რომ დახმარების არც ერთი დაპირება ანტანტის მხრიდან, რომლებიც მისცეს სხვადასხვა ანტიბოლშევიკური წარმონაქმნის წარმომადგენლებს, არ ყოფილა შესრულებული თვით პირველ ეტპზეც კი, როდესაც წითელი არმია ჯერ კიდევ ცუდად იყო ორგანიზებული, და ბრძოლის შედეგი წინასწარ განსაზღვრული არ იყო. მაგრამ ეს სულაც არ შედიოდა ინგლისისა და აშშ-ის გეგმებში. ბალტიისპირეთში ინგლისელები გამოჩნდნენ ჯერ კიდევ 1918 წლის დეკემბერში, მაშინვე გერმანელების იქიდან წასვლის შემდეგ, მაგრამ უკვე არა იმისთვის, რათა აღედგინათ არასაჭიროდ ქცეული აღმოსავლეთის ფრონტი, არამედ სწორედ მათი კონტროლის ქვეშ მყოფი სანიტარული კორდონის ჩამოყალიბებისთვის ბალტიკიდან შავ ზღვამდე, რისთვისაც საჭირო იყო დამოუკიდებელი ბალტიისპირა მთავრობები.

1919 წლის აგვისტოში ინგლისელმა ემისარმა წინასწარ შედგენილი სიის მიხედვით დანიშნა ჩრდილო-დასავლეთის მთავრობა გენერალ იუდენიჩთან, და, როგორც წერს მ. მარგულისი, რომელიც პირადად მონაწილეობდა ამ მთავრობის შედგენაში, მოითხოვა მისი ყველა წევრისგან ხელი მოეწერათ ფურცელზე, რომელშიც ჩაწერილი იყო „ესტონეთის დამოუკიდებლობის აღიარება“, სხვანაირად ანტანტა შეწყვეტდა დახმარებას“. მაგრამ დახმარება არ ყოფილა თვით იუდენიჩის შეტევის დღეებშიც კი, ხოლო დამოუკიდებელმა ესტონურმა მთავრობამ დახმარებაზე თხოვნის საპასუხოდ მიუგო, რომ „უპატიებელი სისულელე იქნებოდა ესტონელი ხალხის მხრიდან, თუკი ის ამას გააკეთებდა“.

ანტანტამ მინც არ აღიარა რუსეთის თეთრი ემიგრანტების არც ერთი მთავრობა, რომლებიც ბოლშევიკებისგან განსხვავებით კატეგორიულად ამბობდნენ უარს ტერიტორიებით ვაჭრობაზე. მაგრამ როგორც სიმწრით წერს დენიკინი წიგნში „მსოფლიო მოვლენები და რუსული საკითხი“, ამავდროულად ისინი „ხალისით და დაჩქარებით აღიარებდნენ ყველა ახალ სახელმწიფოს, რომლებიც წარმოიქმნა რუსეთის განაპირა მხარეებში“. ამას ადასტურებს არა მხოლოდ თეთრემიგრანტული წიგნები, არამედ რუსეთის საგარეოპოლიტიკური უწყების თანამშრომლის გ. მიხაილოვსკის ჩანაწერებიც, რომელიც შემდეგ მსახურობდა დროებითი მთავრობის დროსაც, დენიკინთანაც და ვრანგელთანაც, რომლებიც ნაპოვნია ხელნაწერის სახით ათი წლის წინ. ისინი გაკეთებულია უშუალოდ მოვლენების დროს და არ განუცდიათ გადამუშავება უფრო გვიანდელი განზოგადებების საფუძველზე, რჩებოდნენ რა ინფორმაციის საგანძურად თეთრი მოძრაობის საგარეოპოლიტიკური ამოცანების განხორციელების გარშემო არსებული ვითარების შესახებ. „გართულებები ინგლისელებთან, _ მისი მოწმობით, _ ხდებოდა მათი პოლიტიკის ეჭვსგარეშე ორპირობის ნიადაგზე. თუკი ერთი ხელით ისინი მხრს უჭერდნენ რუსეთის სამხრეთში დენიკინს, ხოლო ციმბირში _ კოლჩაკს, მეორე ხელით კი _ დენიკინის და საერთოდ რუსეთის აშკარა მტრებს... ბალტიის ზღვის ნაპირებზე ჩვენი ბალტიისპირა განაპირა მხარეები (რუს. окрайны) დიდი ბრიტნეთისგან ნახულობდნენ ძლიერ მხრდაჭერას თავიანთ სეპარატისტულ მისწრაფებებში... ეს ზოგადი ტონი ინგლისური პოლიტიკისა expressis verbis განსაზღვრული გახლდათ თავად ლოიდ ჯორჯის მიერ ინგლისურ პარლამენტში, როდესაც მან პირდაპირ თქვა, რომ ეჭვი აქვს უწინდელი ძალმოსილი რუსეთის აღდგენის ინგლისისთვის ხელსაყრელობაში“ (და ამ დროს რუსეთი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მოკავშირე იყო I მსოფლიო ომში გერმანიისა და ავსტრია-უნგრეთის ბლოკის წინააღმდეგ _ ი. ხ.).

რუსეთის საგარეო საქმეთა უკანასკნელ მინისტრს საზონოვს, რომელიც ცხოვრობდა პარიზში, ჰქონდა ლონდონში უწინდელი რუსული საელჩოს მეშვეობით მიღებული ცნობები, რომლებიც შეეხებოდა „ინგლისის გრანდიოზულ გეგმას, რომელსაც მიზნად ჰქონდა რუსეთის დანაწევრება. ბალტიის სახელმწიფოებს საბოლოოდ უნდა მოეჭრათ რუსეთი ბალტიის ზღვისგან, კავკასია უნდა ყოფილიყო ბუფერი, რუსეთისგან სრულიად დამოუკიდებელი, ერთის მხრივ მასა, და მეორეს მხრივ თურქეთსა და სპარსეთს შორის; ასეთივე დამოუკიდებელი უნდა გამხდარიყო თურქესტანიც, რათა ერთხელ და სამუდამოდ გზა გადაეღობათ ინდოეთისკენ. სპარსეთი ხვდებოდა მთლიანად ინგლისის ძალაუფლების ქვეშ, ხოლო კავკასიის, თურქესტანისა და ბალტიის სახელმწიფოების „დამოუკიდებლობა“ შეზღუდული იქნებოდა ინგლისის პრაქტიკული პროტექტორატით ამ ოლქებზე“. (Михайловский Г. Н. Из истории внешнеполитического ведомства России. 1914-1920. М., кн. 2, стр. 209-210).

ბოლშევიკები, რომლებიც სასიცოცხლოდ იყვნენ დაინტერესებული „მშვიდობიანად სულის მოთქმაში“ უფრო ხელსაყრელი პარტნიორები აღმოჩნდნენ ანტანტისთვისა და თვითგამოცხადებული მთავრობებისთვის ისტორიული რუსეთის ტერიტორიაზე, ვიდრე თეთრები.

სსრკ-ის საგარეო პოლიტიკის არქივში არის საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის გ. ვ. ჩიჩერინის წერილი, რომელიც მეტად მჭერმეტყველურად ახდენს ბოლშევიკების უტილიტარული დამოკიდებულების დემონსტრირებას მათ მიერ დეკლარირებული „დემოკრატიული“ პრინციპებისადმი, აგრეთვე ცინიკური ვაჭრობისა ტერიტორიებით თავიანთი მიზნების მისაღწვად: „თვითგამორკვევა არის პრინციპი, რომელიც გამოიყენება ზოგადად და მთლიანობაში, და არა ცალკეულ გეოგრაფიულ პუნქტებში, _ დოქტრინიორობს ჩიჩერინი, _ ყველა ჩვენს ხელშეკრულებაში, არა მხოლოდ ბრესტისა, არამედ ყველა ჩვენს უკანასკნელ ხელშეკრულებაში, ჩვენ ცალკეული ადგილების მიმართ ვარღვევდით ამ პრინციპს. ჩვენ მივეცით ესტონეთს სუფთად რუსული მიწის ნაჭერი, ჩვენ მივეცით ფინეთს პეჩენგა, სადაც მოსახლეობას ეს დაჟინებით არ სურდა, ჩვენ არ ვეკითხებოდით ლატგალიას ლატვიისთვის მისი გადაცემისას, ჩვენ სუფთად ბელორუსული ადგილები მივეცით პოლონეთს“.

შემდეგ მოდის ამ პრინციპის გამოყენების მიზანშეწონილობის მეტად პრაგმატიკული ახსნა Realpolitik-ის ჩვეულებრივი ინსტრუმენტის სახით: „ეს ყოველივე დაკავშირებულია იმასთან, რომ ახლანდელი საერთო მდგომარეობისას, საბჭოთა რესპუბლიკის კაპიტალისტურ გარემოცვასთან ბრძოლის დროს უმაღლეს პრინციპს წარმოადგენს საბჭოთა რესპუბლიკის თვითშენარჩუნება, როგორც რევოლუციის ციტადელისა. ამ უმაღლესი პრინციპის გულისთვის გვიხდება წასვლა ხელშეკრულებებზე ბურჟუაზიულ სახელმწიფოებთან, რომლებშიც ჩვენი პრინციპები ვერ ხორციელდება. ამავე პრინციპის გულისთვის გვიხდება დაჟინებით ძალისხმევა რომელიღაც გეოგრაფიული პუნქტების შესანარჩუნებლად, რომლებიც აუცილებელია საბჭოთა რესპუბლიკის თავად არსებობისთვის, ე. ი. მისი შენარჩუნების უმაღლესი პრინციპისთვის. ჩვენ ვხელმძღვანელობთ არა ნაციონალიზმით, არამედ მსოფლიო რევოლუციის ინტერესებით“. (АВП СССР. Фонд 04, опись 51, папка №321а, дело 54877, лист 21).

რამდენად „დემოკრატიულად“ წარმოიქმნა ბალტიისპირეთის დამოუკიდებლობა

ფაქტები რევოლუციისა და სამოქალაქო ომის დროის ტერიტორიული გადანაწილებიდან ახდენს ომამდელი სახელმწიფოების აღდგენის კონცეფციის იურიდიული ვერშემდგარობის დემონსტრირებას საბჭოთა რესპუბლიკების მიერ 1991 წელს დამოუკიდებლობის შეძენისთვის 1940 წლის მოვლენების ვითომდა არალეგიტიმურობის საფუძველზე. 20-იან წლებში ბოლშევიკი იოფე, რომელმაც ხელი მოაწერა ხელშეკრულებებს ლატვიასთან და ესტონეთთან, წარმოადგენდა მთავრობას, რომელიც ვერ აკონტროლებდა ქვეყნის მთელ ტერიტორიას და არავის მიერ არ იყო აღიარებული. ხელშეკრულება კი უდაოდ შეიცავდა საიდუმლო და ზეპირ მუხლებს. ვინაიდან ულმანისს გადაეცა ლატგალია _ ვიტებსკის გუბერნიის ნაწილი თეთრი არმიის ალყაში მოქცევასა და ლიკვიდაციაში ბოლშევიკებისთვის გაწეული დახმარების სანაცვლოდ.

ესტონეთის თვითგამოცხადებულმა მთავრობამ, რომლის დამოუკიდებლობის აღიარებასაც ჩრდილო-დასავლეთის თეთრი მთავრობისგან მოითხოვდა ინგლისის წარმომადგენელი, ყველაზე უფრო არსებითი მონაწილეობა მიიღო თეთრი გენერლის იუდენიჩის არმიის ალყაში მოქცევასა და განიარაღებაში, რომელსაც მანამდე არცთუ დიდი ხნით ადრე უარი უთხრა დახმარებაზე. ტროცკის მოთხოვნით, მასთან ყველაზე უფრო გულითად თანხმობაში მყოფმა „ბურჟუაზიულ-მემამულურმა“ ესტონურმა ხელისუფლებამ მოახდინა თეთრი შენაერთების ინტერნირება და მავთულხლართების შიგნით ჩამწყვდევა, სადაც ათასობით ადამიანი დაიღუპა. ამისთვის ესტონელებმა ბოლშევიკებისგან მიიღეს დაახლოებით 1000 კვ. კმ რუსული მიწისა 1920 წლის 2 თებერვლის ხელშეკრულებით. ახლა ესტონეთი პრეტენზიას აცხადებს ამ მიწებზე.

ლიტვის სახელმწიფო წარმოიქმნა ინგლისისა და საფრანგეთის განზრახვების საწინააღმდეგოდ, და ისინი არ ცქარობდნენ ლიტვის აღიარებას, იმედოვნებდნენ რა შეექმნათ საბჭოთა რუსეთის საზღვრების მახლობლობაში „ძლიერი (რუს. крепкая) ანტისაბჭოთა პოლონეთი“, რომელშიც ფედერაციულ საფუძველზე შევიდოდა ლიტვაც. ლიტვის წარმომადგენლობამ, რომელმაც გამოაცხადა დამოუკიდებლობა ჯერ კიდევ 1917 წლის დეკემბერში, თავიდან მოისურვა დაემყარებია „მარადიული მტკიცე სამოკავშირეო კავშირები გერმანიასთან“. მაგრამ ლიტვაში იყო ორხელისუფლებიანობა. ოქტომბრის რევოლუცია, ნოემბრის რევოლუცია გერმანიაში, გერმანიის დამარცხება ომის დასასრულისთვის წარმოადგენდა იმ ფონს, რომელზედაც ვილნოში გამოცხადებულ იქნა სხვა, საბჭოთა მთავრობაც, რომელმაც გამოაცხადა თავისი სოლიდარულობის შესახებ საბჭოთა რუსეთთან, და შემდეგ გადაწყვეტილებაც კი მიიღო ერთ რესპუბლიკად გაერთიანების თაობაზე ბელორუსიასთან.

მაგრამ როდესაც ვილნოს საბჭოები დაეცა პილსუდსკის დარტყმების ქვეშ, და დარჩა მხოლოდ მთავრობა კოვნოში, ანტანტა ერთმნიშვნელოვნად დადგა პოლონეთის მხარეზე მის დავაში ლიტვასთან ვილნოს მხარის გამო. მხოლოდ საბჭოთა რუსეთი ხელშეკრულებაში ლიტვასთან და ყველა საგარეოპოლიტიკურ დოკუმენტში თანამიმდევრულად იმეორებდა, რომ ვილნოს მხარეს თვლის ლიტვის ტერიტორიად, რომელიც უკანონოდ არის ჩამოცილებული პოლონეთის მიერ. მაგრამ დასავლური ფორპოსტის იდეა „ძლიერი“, ან „მძლე“ („ძალმოსილი“), (რუს. «крепкая» или «могучая») პოლონეთის სახით, რაც ასევე გამეორებულ იქნა ომისშემდგომი მოწყობის ბრიტანულ გეგმაში 1944 წელს _ წარმოადგენს უწინარეს ყოვლისა ანგლოსაქსების, მაგრამ ასევე მთლიანად ევროპის მუდმივ მიზანსაც, რაშიც ახლაც შეგვიძლია დავრწმუნდეთ.

ხელისუფლების „დემოკრატიული“ ლეგიტიმურობის თანამედროვე კრიტერიუმების მიხედვით, სწორედ ვილნოს საბჭოს, რომელმაც გამოაცხადა საბჭოთა ხელისუფლება, შემდეგში გაერთიანდა ბელორუსიის საბჭოთა რესპუბლიკასთან და ბოლოს კი დაეცა იუ. პილსუდსკის პოლონური ჯარების დარტყმების ქვეშ, ჰქონდა რაღაც მსგავსება ლეგიტიმურობისა, რადგანაც წარმოიქმნა 1918 წლის 8 დეკემბერს, თუმცა კი გერმანული ჯარების იქ ყოფნის დროს, მაგრამ უკვე გერმანიის კაპიტულაციის შემდეგ, როდესაც ეს ჯარები უკვე აღარ იყვნენ საოკუპაციო ხელისუფლება და ელოდებოდნენ გაყვნას. ხოლო ე. წ. ლიტვის ტარიბა კოვნოში, რომელმაც გამოაცხადა დამოუკიდებლობისა და „მარადიული მტკიცე სამოკავშირეო კავშირების აღდგენა“ გერმანიასთან, დაყენებულ იქნა 1917 წლის დეკემბერში სწორედ კაიზერული საოკუპაციო ხელისუფლების მიერ და არ გააჩნდა არანაირი ლეგიტიმურობა როგორც იმ დროის სახელმწიფო სამართლის თვალსაზრისით, ისე დღევანდელისაც. მაგრამ სწორედ ამ სტრუქტურისგან აითვლის დღეს ლიტვა თავის დამოუკიდებლობას.

1919 წლის გაზაფხულზე ლიტვის ტერიტორიაზე ანტანტის თანხმობით დაუყოვნებლივ შეიჭრნენ იუ. პილსუდსკის პოლონური ლეგიონები და 1919 წლის 21 აპრილს დაიპყრეს ვილნო. პოლონური ოკუპაცია განიცადა სწორედ იმ ნაწილმა, რომელიც ორიენტირებული იყო რუსეთზე, და პილსუდსკისთვისაც უფრო მოსახერხებელი იყო, რომ ის იყო _ „საბჭოთა“, ეს ნიშნავს რომ ჯერ კიდევ არ იყო აღიარებული დერჟავების მიერ და იყო არავისი. რაღაც დროის შემდეგ, როდესაც ვრანგელის დახმარებით, რომელმაც ბოლშევიკებს ზურგში დაარტყა, იუ. პილსუდსკიმ გააჩერა ბუდიონი, მან უპასუხა, რომ ვერ ხედავს ვერანაირ აზრს იმაში, რომ თავის მხრივ დაეხმაროს ვრანგელს. „დაე რუსეთი კიდევ ჩალპეს 50 წელიწადს ბოლშევიკების ქვეშ, ხოლო ჩვენ კი ფეხზე დავდგებით და გავძლიერდებით!“ ასეთი იყო მისი სიტყვები.

რევოლუციისა და სამოქალაქო ომის დროების ტერიტორიული გადანაწილებიდან მოყვანილი ფაქტები ახდენს ომამდელი სახელმწიფოების აღდგენის კონცეფციის იურიდიული ვერშემდგარობის (უსუსურობის) დემონსტრირებას, თანაც ლიტვის სრულიად უცნაური წასვლით იმ ტერიტორიით, რომელიც მან მიიღო 1939 წლის 10 ოქტომბრის ხელშეკრულების შემდეგ და საბოლოოდ განიმტკიცა ლიტვის ტერიტორიის სახით მხოლოდ სსრკ-ის შემადგენლობაში. ბალტიისპირა სახელმწიფოების ომებსშორისი სტატუსი იურიდიულად ნაკლულია (რუს. юридический ущербен), ხოლო 1940 წლის მოვლენები, როგორ უსიამოვნოდაც არ უნდა ეჩვენებოდეთ მათი ფორმა (საბჭოთა ჯარების შეყვანა) _ არის სამართალაღდგენითი აქტი, ვინაიდან არანაირი ლეგიტიმური გამოყოფა რუსეთის იმპერიისგან არ ყოფილა, არამედ იყო მხოლოდ ტერიტორიის დროებით დაკარგვა სამოქალაქო ომისა და რევოლუციის შედეგად.

კოზირევის „დემოკრატიული“ საგარეო პოლიტიკის აშკარა ჩავარდნა ამ უმნიშვნელოვანეს რეგიონში ემუქრება რუსეთს ზღვასთან გასასვლელის ვერკომპენსირებადი დაკარგვით ბალტიკაზე და ამ რეგიონის გადაქცევით აშშ-ისა და ნატო-ს სტრატეგიული ინიციატივების ზონად, რა თქმა უნდა, რომლებიც გეგმავენ ამ რესპუბლიკების გადაქცევას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებად. რუსთა უფლებების აღმაშფოთებელი ფეხქვეშ გათელვა, აგრეთვე რუსეთის სამხედრო მოსამსახურეთა დამცირება ევროპული უფლებათა დამცველი ორგანიზაციების უგულისხმობის (უყურადღებობის) და თვით წახალისების პირობებშიც კი, მთელი სიცხადით ახდენს ორმაგი სტანდარტების დემონსტრირებას ევროპის დამოკიდებულებებში რუსეთთან.

მაგრამ რუსეთის ხელმძღვანელობის არანაირ სპორადულ მკვეთრ განცხადებებს არ შეუძლიათ სიტუაციის რადიკალურად შეცვლა იმ დრომდე, სანამ თავად კონცეფცია ბალტიისპირა რესპუბლიკების „გამოყოფისა“, რომელიც თავს მოგვახვიეს სახალხო ფრონტებმა, რომელსაც მხარი დაუჭირა ევროპამ და უდრტვინველად მიიღო რუსეთის დიპლომატიამ, არ იქნება გადახედილი საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.

ცოტაოდენი ისტორია, რომელიც სასარგებლოა მომავლისთვის

სსრკ-სა და დღევანდელ რუსეთს _ ისტორიული რუსეთის სამართალმემკვიდრეებს გააჩნიათ უდაო უფლებები ამ ტერიტორიაზე, რომლებიც გამომდინრეობს ისტორიულ რუსეთში მათი შემოსვლის საერთაშორისო-სამართლებრივი პირობებიდან.

ჩრდილოეთის ომი პეტრე დიდის რუსეთსა და შვედეთის სამეფოს შორის დასრულდა კრლოს XII-ის დამარცხებითა და 1721 წლის ნიშტატის ხელშეკრულების ხელმოწერით. იმ მომენტში ლატვიელები და ესტონელები არ ყოფილან ისტორიის სუბიექტები, არამედ იმყოფებოდნენ „სვეისეული (შვედეთის) გვირგვინის“ ქვეშევრდომობაში. მათ არა თუ არასდროს არ ჰქონიათ საკუთარი სახელმწიფოებრიობა, არამედ ჯერ კიდევ არ ჰქონდათ ლიტერატურული ენაც, არ ჰყავდათ საკუთარი ეროვნული ელიტა, ვინაიდან მთელი ადგილობრივი დიდგვაროვანი წოდება იყო გერმანული წარმოშობისა, ასევე სწვლებაც სასწავლო დაწესებულებებში წარმოებდა გერმანულ ენაზე. მხოლოდ ალექსანდრე II-ის (1856-1881) დროს გამოჩნდა სასწავლო დაწესებულებები ლატვიურ ენაზე სწავლებით. იმ დროს ჩატარებულ გეოგრაფიული მაჩვენებლების შეცვლას რუსულებით „ხალხთა საპყრობილის“ ახლანდელი მამხილებლები უწოდებენ რუსიფიკაციას, ავიწყდებათ რა, რომ უწინდელი მაჩვენებლები იყო გერმანულ ენაზე...

1721 წ. ნიშტატის სამშვიდობო ხელშეკრულება შედის საერთაშორისო-სამართლებრივი აქტების კორპუსში, რომლებზედაც დაფუძნებულია მსოფლიოს ბევრი სახელმწიფოს ტერიტორიების ლეგიტიმურობა. შეერთებული შტატების, შვედეთის, საფრანგეთის ან ესპანეთის ახლანდელი საზღვრები ასევე დამყარებულია, სხვებთან ერთად, მეტად ძველ საერთაშორისო-სამართლებრივ აქტებზე, და მათ გამო დღეს არავინ არ დაობს. ამ ხელშეკრულების მიხედვით რუსეთმა სამარადისოდ მიიღო ეს ტერიტორიები არა უბრალოდ როგორც ჩრდილოეთის ომში გამარჯვებულმა, არამედ მათი ყიდვის შედეგად. „მისმა სამეფო უდიდებულესობამ ვალდებულება აიღო გადაუხადოს შვედეთის სამეფოს ხუთი წლის განმავლობაში „ორი მილიონი ეფიმკა გამართულად გამოქვითვის გარეშე და რა თქმა უნდა მისი სამეფო უდიდებულესობისგან სათანადო სრულუფლებიანი და ხელწერილებით აღჭურვილი რწმუნებულებით...“ (Под знаменем России. Сборник архивных документов. М., 1992, стр. 122) _ იმ დროისთვის არცთუ მცირე თანხა ვერცხლით ამსტერდამის ბანკების მეშვეობით, რომლებიც უკვე მაშინ ახორციელებდნენ მშვიდობიან ფინანსურ „მონიტორინგს“. ეს თანხა ფასებში შესაძლოა შედარებულ იქნას რომელიმე მცირე სახელმწიფოს ხაზინასთან.

სრულებით აშკარაა, რომ რუსეთის პოზიციები ბალტიისპირეთთან მიმართებით არ შეიძლება არსებითად შეიცვალოს კონცეფციის შეცვლის გარეშე. სულ თავიდანვე რომ ყოფილიყო საფუძვლად დადებული და ყველამდე მიტანილი მკაფიო გაგება იმისა, რომ რუსეთს საქმე ექნება არა ომამდელ სახელმწიფოებთან, არამედ საბჭოთა კავშირის ნაწილებთან, ე. ი. ყოფილ ლატვიის, ესტონეთისა და ლიტვის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკებთან, რომლებმც მოისურვეს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გახდომა, მაშინ დღეს ბევრი რამ სხვანაირად იქნებოდა, უწინარეს ყოვლისა სამხედრო-სტრატეგიულ სფეროში, აგრეთვე ადამიანის უფლებათა სფეროშიც რუსებისთვის, ამ ახლადმოვლენილი „სუპერდემოკრატიული“ ქვეყნების ნახევრად ფაშისტურ რეჟიმებში. დასავლეთი, განსაკუთრებით აშშ, რა თქმა უნდა არ მოისურვებს ორმაგი სტანდარტის გადალახვას, რომელსაც ურცხვად იყენებს ყოფილი სსრკ-ის პრობლემებისადმი. მაგრამ სტრატეგიის ასეთი კონცეფტუალური გადახედვის გარეშე ძნელად თუ შეიძლება მოველოდეთ შესაძლებლობებს იმისა, რომ ეფექტურად დავიცვათ რუსეთის ინტერესები და წინ აღვუდგეთ ბალტიისპირეთის შესვლას ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურებში, რაც რუსეთს დააბრუნებს მდგომარეობასთან ლივონიის ომამდე.

სასარგებლო იქნებოდა დაგვეწყო ეს მძიმე, მაგრამ აუცილებელი სამუშაო, რომელიც ვერ გვპირდება სწრაფ შედეგებს. თუკი ევროპას არ სურს იქცეს ანგლოსაქსონური ატლანტიკური გლობლისტური ავანტიურების მძევლად, მან უნდა შეიგნოს, რომ სერიოზული და კონსტრუქციული ურთიერთმოქმედებისთვის რუსეთთან, თავად ევროპული პროცესების სტაბილურობისა და წინასწარ განჭვრეტადობისთვის (პროგნოზირებადობისთვის) აუცილებელია რუსეთის ისტორიულად მემკვიდრეობითი გეოპოლიტიკური ინტერესების აღიარება მისი გავლენის ტრადიციულ არეალში.

ნატალია ნაროჩნიცკაიაისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი
მასალის ორიგინალი გამოქვეყნებულია საიტზე narochhnitskaia.ru

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment