Tuesday, November 16, 2010

ანტირუსული პერმანენტული რევოლუცია

„ევროპა რუსეთთან მიმართებით ყოველთვის იყო იმდენადვე უმეცარი, როგორიც უმადური“ («Европа в отношении России, всегда была столь же невежественна, как и неблагодарна»), _ წერდა პუშკინი. რუსეთის მოქმედებები საერთაშორისო არენაზე არცთუ იშვიათად მოტივირებული იყო მორალური და არა მხოლოდ უტილიტარული მოსაზრებებით, რაც დასავლეთში მოჩანდა როგორც თავის მოსულელება. რუსები ხშირად უცხოელებთან უფრო კორექტულად იქცეოდნენ, ვიდრე თავისიანებთან. ევროპელები კი წესიერებას იცავდნენ თავისიანებს – „ცივილიზებულებს“ შორის, ხოლო „ბარბაროსების“ მიმართ იჩენდნენ ხშირად უმაღლესი დონის ვერაგობასა და სისასტიკეს. ამის შედეგად რუსეთის ქცევა არცთუ იშვიათად ზნეობრივ საყვედურად იქცეოდა ევროპელებისთვის. ზნეობრივი დისკომფორტის წყარო კი იწვევს თავისადმო აგრსიული დამოკიდებულების გაჩენას.

რუსული ეროვნული შეგნება
რუსული სახელმწიფო შექმნილია რუსი ხალხის მიერ. რუსეთის ფედერაციაში დაახლოებით 85% რუსია, რომლებსაც 90-იანების ათწლეულში ამცირებდნენ საკუთარ სახლში და იმასაც თვალწინ უნგრევდნენ. ახლა რუსეთში ღაღადებს რუსული ხასიათი.

ხალხის, როგორც კრებსითი ეროვნული ორგნიზმის, როგორც ქმედითი ეროვნული სულის არსებობის ძირითად ნიშნებს წარმოადგენს ისტორიული მეხსიერება _ ეს არის უძველესი დროის ანდერძები, მამა-პაპისეული გადმოცემები, ერთიანობისა და ნათესაობის გრძნობა, გვარის, ხალხის, ქვეყნის სულიერი მისიისადმი საკუთარი თანაზიარობის შეგრძნება. განათლებულ ადამიანს ველურისგან განასხვავებს მშობლიური კერისადმი, ნასახლარებისადმი, მამა-პაპათა საფლავებისადმი სიყვარული. ეს არის კიდეც ადამიანის არსებობის სულიერი საფუძველი: გაგება იმისა, თუ ვინ ვართ ჩვენ, შესაძლო იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც გავიხსენებთ, თუ ვინ ვიყავით. ისტორიული მეხსიერება ახორციელებს დროის კავშირს, მისი გაწყვეტა წყვტს ისტორიულ დროსაც, რომლის წიაღშიც ყალიბდება ხალხის ბედი. უდროობის დროის ხანაში მეხსიერებადაკარგული და საკუთარი თავის ვერმცნობი ხალხი მთელ რიგ კატასტროფებში, რომლებიც მთავრდება ან აგონიითა და სიკვდილით, ან თავისუფლების შეძენით, ისტორიულ დროში საკუთარი ბედის გზაზე დაბრუნებით. ეროვნული თვითშეგნება – ხალხის უნარი აცნობიერებდეს საკუთარ თავს, საკუთარ ისტორიულ მისიასა და ბედს – გამოიხატება ხალხის რელიგიურ, კულტურულ, სამეურნეო და სახელმწიფოებრივ შეგნებაში. როგორი იყო რუსი ხალხის ეროვნული თვითშეგნება 1917 წლის კატასტროფამდე?

რუსი ხალხი რელიგიურად იმეცნებდა საკუთარ თავს მართლმადიდებლობაში. მართლმადიდებლობა – ეს არის სიყვარულით, თანაგრძნობით, თავმდაბლობით, მსხვერპლად შეწირვით, კრებსითი ერთიანობითა და სოლიდარული პასუხისმგებლობით გადარჩენის (სულის ცხონების) რელიგია. რადგანაც მართლმადიდებლობაში უფალი წარმოგვიდგება, უწინარეს ყოვლისა, თანამგრძნობელად, მოსიყვარულედ და მწყალობელად, და არა მხოლოდ დამსჯელ და მრისხანე ხელისუფლად და მსაჯულად, ამიტომ გადარჩენა (სულის ცხონება) მართლადიდებელი ადამიანისთვის, უწინარეს ყოვლისა, ღმერთისა და ახლობლებისადმი სიყვარულშია, და არა მხოლოდ დისციპლინასა და საეკლესიო იერარქიისადმი მორჩილებაში (რაც დამახასიათებელია კათოლიციზმისთვის), და არა იმდენად ესქატოლოგიურ საშინელებებში, საშინელი სამსჯავროს შიშში (როგორც ეს ლუთერანობაშია). გადარჩენა არ დაიყვანება მიწიერ თვითსრულყოფასა და წარმატებაზე, როგორც ეს კალვინიზმშია, სადაც ადამიანს ზრდიან ანგარიშიან და ცივსისხლიან მიზანსწრაფულ არსებად. ამიტომ ასეთი განუმეორებელნი არიან რუსეთში კანონიზებული პირველი ვნებათდამთმენი (მოწამე) წმინდანები ბორისი და გლები, რომლებმაც მორჩილად მიიღეს სიკვდილი, რათა ამით აღეკვეთათ ძმური რუსული სისხლის დაღვრა; უნიკალურია მართლმადიდებელი ბერობის, სასულიერო წოდების ტრადიცია. რუსულმა მართლმადიდებლობამ ხალხი იმედით აღავსო მესიანური მოწოდებით: ხალხის დანიშნულება და მისი არსებობის აზრი მდგომარეობს მესიის, ქრისტეს მსახურებაში, მართალი სარწმუნოების დაცვასა და ხალხებისთვის მის მიტანაში.

კულტურული თვითშეგნება რუს ხალხში გამოიხატა დიდი კულტურის შექმნით, რომელიც თავისი შინაარსით რელიგიურია და ამიტომ ვერ შეძლებდა გადაგვარებულიყო მატერიალისტურ მასობრივ კულტურად, როგორც ეს მოხდა დასავლეთში. რუსული კულტურა თავისი ყოფიერებით-ისტორიული არსით კრებსითია (რუს. соборна), დასავლური ინდივიდუალისტური კულტურის საპირისპიროდ. მისი გაგება შეუძლებელია მართლმადიდებლობის გარეშე: მასში მხატვრული ფორმით წყდებოდა პირველ რიგში ადამიანის გადარჩენის (სულის ცხონების) საკითხები, ხოლო შემდეგ კი მიწიერი ერთად ცხოვრების კონფლიქტები და კოლიზიები.

რუსი ხალხის სამეურნეო თვითშეგნება ყალიბდებოდა რიგი გარე ფაქტორების გავლენით, როგორებიცაა: რუსეთის დიდი სივრცეები; ევრაზიული სავაჭრო გზები; კლიმატის სიმკაცრე; ოლქების უმეტესობაში მიწების დაბალი ნაყოფიერება; გაუყინავ ღია ზღვებთან გასასვლელების არარსებობა, ამ ზღვებისკენ მიმავალი სანაოსნო მდინარეების არარსებობა; ბუნებრივი რესურსების გაფანტულობა; უმძიმესი სხელმწიფო ტვირთი, რომელსაც უპირატესად ატარებდა რუსი ხალხი. რუსეთში ჩამოყალიბდა თავისებური სამეურნეო ფორმები, რომლებიც იძლეოდა უმძიმეს პირობებში ფიზიკურად გადარჩენის შესაძლებლობას. სახელმწიფო აქ უფრო მეტ როლს თამაშობდა, ვიდრე ევროპაში, ვინაიდან უზარმაზარ და მცირედ დასახლებულ სივრცეებზე მხოლოდ სახელმწიფოს ძალუძს გზებისა და კავშირგაბმულობის მოწყობა, სამეურნეო მოღვაწის დაცვის უზრუნველყოფა, მსხვილი პროექტებისთვის კაპიტალის კონცენტრირება. ევროპული ინდივიდუალისტური სამეწარმეო სულისკვეთების ნაცვლად რუსეთში უფრო მეტად ვითარდებოდა საზოგადოებრივი, კოლექტიური, სათემო ფორმები, რადგანაც სწორედ ისინი იძლეოდა აუცილებელი ძალისხმევის თავმოყრის შესაძლებლობას მუდმივი ფათერაკებისა და დაუჯერებელი დაბრკოლებების გადასალახად. სახელმწიფოებრიობისა და მეურნეობის გაძღოლის ზოგიერთი ხისტი ფორმა – მაგალითად, ბატონ-ყმობა, _ წარმოადგენდა ერის ფიზიკური გადარჩენის ხისტ, მაგრამ გარდაუვალ პირობას.

სამეურნეო თვითშეგნებაში აისახებოდა რუსული ეროვნული ხასიათიც. ქრისტიანისთვის საკუთრება წარმოადგენს ადამიანის, როგორც ღმერთის ხატებისა და მსგავსების, როგორც ბუნებრივი კოსმოსის პასუხისმგებელი პატრონისა და მომწყობის მიკროკოსმოსს. ამასთან ერთად, რუსი ადამიანის შეგნება არ იყო ინდივიდუალისტური, როგორც ევროპულ ცივილიზაციაში, არამედ ორიენტირებული იყო თემობრივ ფასეულობებზე, სოლიდარულ ინტერესებზე. რუსი ადამიანისთვის დამახასიათებელი იყო შრომისმოყვარეობა და გერგილიანობა (ფხიანობა), სხვანაირად იგი ვერ აითვისებდა ასეთ უზარმაზრ სივრცეებს ისტორიულად მოკლე ვადებში. სამეურნეო თვითშეგნება არ იყო თვითკმარი, იგი ყალიბდებოდა არა მხოლოდ ეკონომიკური სტიმულების გავლენით, არამედ ბევრ რამეში ხელმძღვანელობდა რელიგიური და ეროვნული მოტივებითაც. ახალი მიწების კოლონიზაცია არცთუ იშვიათად ხდებოდა მართლმადიდებლურ მისიონერობასთან ერთობლივად ან მის კვალდაკვალ. აშენებული მონასტრები გადაიქცეოდა სასულიერო და ეკონომკურ ცენტრებად. ცნობილია, რომ რუსი გზისგამკვალავები (მოახალშენეები) პირველ რიგში აშენებდნენ ტაძარს. შესაბამისად რუსეთში რუსი ხალხის ასკეტურ ხასიათს არ გააჩნდა ევროპული პიეტეტი საკუთრებისა და სიმდიდრისადმი. ადამიანის ღირსება განისაზღვრებოდა შინაგანი თვისებებით, და არა კაპიტალის მოცულობით. მეურნეობრიობის ხასიათი არ ყოფილა მტაცებლური, მომხმარებლური, არ ანადგურებდა და არ ნთქავდა ბუნებრივ რესურსებს. რუსი ადამიანი მოფრთხილებით ეპყრობოდა ბუნებას, ვინაიდან სიცოცხლის მისეულ შეგრძნებაში ბუნება გაუცხოებული ცივი ნატურა კი არ არის, რომელსაც ძალადობრიბად ართმევენ მომხმარებლურ სარგებელს, არამედ ცოცხალი და მონათესავე არსია (არსებაა) _ ამიტომ არის იგი მშობიარობისას (რუს. при-роде); ამიტომ არიან ხალხი (რუს. на-род) და მისი პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფი ბუნება (რუს. при-рода) ურთიერთშორის ეკზისტენციალისტურად დაკავშირებულნი.

სახელმწიფოებრივი შეგნება, როგორც ეროვნული სულისკვეთების თვითდამკვიდრების ფორმა იყო დერჟავული, იმპერიული, იგი ასახავდა რუსეთის გეოპოლიტიკურ მდებარეობას – ბუნებრივი დაბრკოლებების არარსებობას აღმოსავლეთის, სამხრეთისა და დასავლეთის მხრიდან წამოსული აგრესიისგან დასაცავად. XIII-XV ასწლეულებში რუსეთს დაახლოებით 50 წელიწადში ერთხელ აჩანაგებდა მტერთა შემოსევები; მოსკოვს საუკუნეში რამდენჯერმე გადაწვავდნენ ხოლმე. ასეთი მდგომარეობა მოითხოვდა ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბებასა და აგრსორთა მიწების აქეთ დამორჩილებას. ვერც ერთი სხვა ხალხი ვერ შენარჩუნებულა ისტორიაში ასეთ მკაცრ გეოპოლიტიკურ, კლიმატურ და გეოგრაფიულ პირობებში. სახელმწიფოებრივ მშენებლობას ამოძრავებდა უწინარეს ყოვლისა დაძაბული ბრძოლა თვითშენარჩუნებისთვის და პირობების შექმნა რუსი ხალხის ისტორიული მოწოდების რეალიზებისთვის.

რუსი ადამიანის სახელმწიფოებრივი შეგნება უძველესი დროიდანვე მონარქისტული იყო: ჭეშმარიტი ხელისუფლება არის პერსონიზებული, არ არის თვითკმარი, იკურთხება ეკლესიის მიერ და ემორჩილება სინდისის კარნახს – ღმერთის ხმას ადამიანში. ამიტომ უმაღლესი ხელისუფლება რუსეთში უფრო მეტად ვიდრე სადმე სხვაგან ხელმძღვანელობდა ქრისტიანული მორალის იმპერატივებით. სახელმწიფოებრივი მშენებლობის სულს წარმოადგენდა მართლმადიდებლური მესიანიზმი (მოსკოვი _ მესამე რომი) – მართალი სარწმუნოების დაცვა და ხალხებისთვის მისი მიტანა. მხედარი და მონაზონი, კაზაკი და ვაჭარი წარმოადგენდნენ რუსული კონტინენტის უზარმაზარი სივრცეების ათვისების ეპოქის მთავარ ფიგურებს. რუს ხალხს ერგო მიწებისა და ხალხების შემკრების როლი.

რუსული სახელმწიფოებრიობის მშენებლობა არსებითად განსხვავდებოდა დასავლეთევროპული იმპერიული პოლიტიკისგან. რუსეთის საზღვრების გაფართოება ძირითადად მიდიოდა რუსული მიწების შემოკრებისა და გლეხებისა და ვაჭრების, აგრეთვე მონასტრების მიერ დაუსახლებელი სივრცეების მშვიდობიანი კოლონიზაციის ხარჯზე, ასევე სხვადასხვა ეროვნული და სახელმწიფობრივი წარმონაქმნების ნებაყოფლობით შემოერთების ხარჯზეც. ძალადობრივ სამხედრო საშუალებებს იყენებდნენ იმაზე გაცილებით უფრო იშვიათად, ვიდრე დასავლეთ-ევროპელი ხალხები. ამასთან დასავლეთის ცივილიზებულმა ხალხებმა გაანადგურეს ამერიკისა და ავსტრალიის მატერიკების ძირძველი მოსახლეობა, დაიმონეს უზარმაზარი აფრიკა. ცოცხლად გადარჩენილ აბორიგენებს ნათლავდნენ ცეცხლითა და მახვილით. მთელ კოლონიებს დაუნდობლად ძარცვავდნენ ევროპული მეტროპოლიების სასარგებლოდ. არაფერი მსგავსი არ ყოფილა ევრაზიული კონტინენტის სივრცეების კოლონიზებისას. იყო, ბუნებრივია, ომები, მაგრამ სისხლის ღვრისა და ძალადობის მასშტაბები ერთმანეთს ვერ შეედრება. რუსეთთან შემოერთებული ტრიტორიების ხალხებს არ ანადგურებდნენ და ასიმილაციას არ უტარებდნენ, ძალადობრივად არ ნათლავდნენ, არ ჩაგრავდნენ და მონებად არ აქცევდნენ. რუსეთში შეუძლებელია წარმოვიდგინოთ სკალპირების პრაქტიკა, ანუ ძირძველი მოსახლეობის გენოციდის სახელმწიფო პოლიტიკა, რაზედაც ჩამოყალიბდა აშშ. ამაში თავი იჩინა აგრეთვე ეროვნული ხასიათის ისეთმა ნიშნებმა, როგორებიცაა შემწყნარებლობა, შემთვისებლობა, ღვთისმოსაობა (კეთილზნეობა), „რუსი ადამიანის უნარი ეგუებოდეს იმ ხალხების ზნე-ჩვეულებებს, რომელთა შორისაც მას უხდება ცხოვრება“ (მ. ი. ლერმონტოვი).

რუსეთში ცენტრალური რუსული გუბერნიების მოსახლეობა ატარებდა სახელმწიფოებრივი მშენებლობის ძირითად ტვირთს. ამიტომ იგი იყო უფრო ღარიბი და უფრო დამონებული (ყმადქცეული), ეროვნული განაპირების ხალხებთან შედარებით. შემოერთებულ ტერიტორიებზე არ ნერგავდნენ ბატონ-ყმობას, და მათი მოსახლეობა არცთუ იშვიათად უფრო თავისუფალიც გახლდათ, ვიდრე „მეტროპოლიაში“. ფინეთსა და პოლონეთს, მაგალითად, გააჩნდათ ევროპისთვის სამაგალითო დემოკრატიული კონსტიტუციები. ძნელია ვივარაუდოთ, რომ კოლონიური ხალხების წარმომადგენლებს მეტროპოლიის მაცხოვრებლებთან თანაბარი მდგომარეობა დაეკავებინათ ევროპული სახელმწიფოების საზოგადოებაში. რუსეთში შემოერთებული ხალხების არისტოკრატიას, ბურჟუაზიასა და ინტელიგენციას ორგანულად რთავდნენ საერთო რუსულ ელიტაში, _ თათარი გოდუნოვებიდან სომეხ თავად ლორის-მელიქოვამდე, რომელსაც პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა. ვგონებ, ერთადერთ გამონაკლის შეადგენდა ებრაელი ხალხი, მაგრამ აქაც შეზღუდვები იმდენად ფორმალური იყო, რომ ებრაელი ხალხის წარმომადგენლებს აძლევდა წამყვანი ადგილების დაკავების შესაძლებლობას მეურნეობისა და კულტურის ბევრ სფეროში.
მხოლოდ ასეთი სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად, რომელც განსაზღვრული იყო რუსების ეროვნული ხასიათით, მსოფლიო ისტორიაში ყველაზე დიდმა იმპერიამ 1917 წლისთვის შეინარჩუნა მასში შესული ყველა ხალხი, და მხოლოდ ამიტომ, ამერიკის ინდიელებისა და ავსტრალიის აბორიგენებისგან განსხვავებით, მათ აქვთ შესაძლებლობა მოითხოვდნენ ახლა „სუვერნიტეტებს“.

ახლა ზოგიერთი რამ ვთქვათ ყბადაღებული „რუსული ექსპანსიონიზმის“ თაობაზეც. იმპერატრიცა ელისაბედის დროს რუსულმა არმიამ აიღო ბერლინი. მაგრამ მისმა მომდევნო მეფემ მოწყალედ დაუბრუნა გერმანიას მთელი დაპყრობილი ტერიტორია და კომპენსაციაც კი გადაუხადა. მხოლოდ რუსი მეფის უგუნურებით ან გერმანოფილობით ამას ვერ ავხსნით. იმისთვის, რათა ნებაყოფლობით დააბრუნო ძლიერ მოწინააღმდეგეზე გამარჯვების ყველა ნაყოფი, სხვა თვისებების გარდა საჭიროა გაგაჩნდეს განსაზღვრული კეთილშობილება ან, ყოველ შემთხვევაში, არ გქონდეს ექსპანსიონისტური ინსტინქტი. სწორედ ეროვნული სულისკვეთების ეს ნიშანი ქმნიდა ისეთ საზოგადობრივ ატმოსფეროს, რომლიც საშუალებას აძლევდა პეტრე III-ს ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად. მას რუსეთის მეტოქე გერმანია უყვარდა არა როგორც რენეგატს, არამედ როგორც რუს მეფეს. მსგავსი სიყვარული, და არა ევროპული ისტორიისთვის ჩვეული შუღლი, არ არის შემთხვევითი – ეს რუსული დამახასიათებელი ნიშანია.

ევროპაში გამარჯვებას ტრადიციულად აგვირგვინებდა გამარჯვებულის მიერ დამარცხებულის ან სუსტის ტერიტორიის მეტ-ნაკლებად მსუყე ნაჭრის შეძენა. 1814 წელს რუსული ჯარები მივიდნენ პარიზამდე, მაგრამ რუსეთმა არანაირი მიწები არ შემოიერთა. შესაძლოა კი რაიმე მსგავსის წარმოდგენა ევროპული სახელმწიფოების ახალ ისტორიაში? „შუახანის კულტურაში რელიგია ხდება პოლიტიზებული, დასასრულის კულტურაში პოლიტიკა ხდება რელიგიური. ალექსანდრე I-ის „საღვთო კავშირი“ (1) ამის დადასტურებაა. ყოფილა კი ევროპის უახლეს ისტორიაში თუნდაც ერთი პოლიტიკური სისტემა, რომლის სახელწოდებაც აგებული ყოფილიყო სიტყვებით რელიგიური ტერმინოლოგიიდან, და რომელ ქვეყანაში იქნებოდა ასეთი ენა შესაფერისი?“ (ვ. შუბარტი).

ყველა ეს ფაქტი მეტყველებს იმის შესახებ, რომ წარმოდგენები რუსეთზე, როგორც ძირძველ აგრესორზე, გამოგონილია. რუსეთის იმპერია დაპყრობილ და შემოერთებულ ხალხებთან, აგრეთვე მეზობლებთან მიმართებაში გამოირჩეოდა დიდი შემწყნარებლობით, ხოლო რუსეთის უმაღლესი ხელისუფლება კი შეუდარებლად იმაზე მეტად, ვიდრე ეს სხვა ქვეყნებში იყო, პოლიტიკაში ხელმძღვანელობდა უმაღლესი ზნეობრივი წახალისებებით. ამაში აისხა რუსი ხალხის ხასიათი, რომლის დადანაშაულებანიც მარადიულ ექსპანსიონიზმში, აგრესიულობაში, სხვა ხალხების დამონებისკენ მისწრაფებაში არანაირად არ დასტურდება ისტორიის მიერ. ამრიგად, რუსეთის იმპერია წარმოადგენდა არა მხოლოდ მონარქიული სახელმწიფოებრიობის ფორმას, არამედ იყო მართლმადიდებლი ცივილიზაციის უნიკალური მოვლენაც. სწორედ დასავლეთევროპული და რუსული ცივილიზაციების პრინციპული განსხვავების ძალით დასავლეთის მხრიდან რუსეთზე ხორცილდება მრავალსაუკუნოვანი ექსპანსია – არა მხოლოდ სამხედრო და ეკონომიკური, არამედ სულიერიც, კულტურულიცა და რელიგიურიც.

რუსოფობიის მიზეზები დასავლეთში
ბოლშევიკების ანტირუსულ პოლიტიკას მხარს უჭერდნენ დიდი მსოფლიო ძალები, მათ შორის სავსებით ანტიკომუნისტურებიც. ვინაიდან მართლმადიდებელი რუსეთი მისი სულიერი პოტენციალითა და უმდიდრესი ბუნებრივი რესურსებით თეთრ ლაქას წარმოადგენდა მსოფლიო მომხმარებლურ ცივილიზაციაში. დასავლეთში გავრცელებული რუსოფობიისა კომუნიზმოფილიის შეხებას თავისებური ეკზისტენციალური მიზეზები გააჩნდა. თანამედროვე ცივილიზაცია ჩამოყალიბდა დასავლეთევროპული ცხოვრების წესის ექსპანსიის შედეგად. კათოლიკურ-პროტესტანტულმა ევროპამ კაცობრიობას თავს მოახვია ტექნოლოგიური მომხმარებლური ცივილიზაცია. ისტორიაში გამოჩენილი ყველაზე უფრო დამანგრეველი იდეოლოგიური დოქტრინები, რევოლუციები, ტერორიზმი, განადგურების უსრულყოფილესი საშუალებები, მსოფლიო მფლობელობის მანია, რომლებმაც წალეკეს კაცობრიობა – სათავეს იღებენ ძველ წყნარ ევროპაში.

მაგრამ როდესაც აგრესიის ეს ტალღა თავს დაატყდა დასავლეთსაც, მან არ მოისურვა ეღიარებინა თავისი ისტორიული დანაშაული ნგრევისა და სიკვდილის ძალების განთავისუფლებაში. დასავლური ელიტა პასუხისმგებლობას იხსნის თანამედროვე მსოფლიოს მდგომარეობის გამო და არ უფიქრდება უგუნური „პროგრესის“ კატასტროფულ შედეგებს. კერძოდ, ასეთნაირი თვითგამართლება ახალისებდა და უბიძგებდა დასავლელ პოლიტოლოგებს ბოროტების სათავე დაენახათ არა კომუნიზმში, არამედ რუსეთში. როდესაც დასავლელი ლიბერალები იძულებული შეიქმნენ იმედი გაცრუებოდათ მსოფლიოში პირველი სოციალიზმის ქვეყნის „წარმატებებში“, მათ დაიწყეს საკუთარი თავის დარწმუნება იმაში, რომ საბჭოთა რუსეთში ყველაფერი განხორცელდა იმის საპირისპირო მიმარტულებით, რაც ჩაფიქრებული ჰქონდათ კომუნიზმის კორიფეებს. სსრკ-ში, უცხოელი სოვეტოლოგების აზრით, გაიმარჯვა არა კომუნიზმმა, არამედ ივანე მრისხანის – პეტრეს – სტალინის მარადიულმა აზიურმა დესპოტიამ, „სტალინშჩინა“ – ეს არის რუსული ეროვნულ-ბოლშევიზმი. ჯერ კიდევ XIX საუკუნის შუახანებში ნ. ი. დანილევსკი სწერდა: „რუსეთი, _ დაუღალავად გაიძახიან ყველა ყაიდაზე, _ კოლოსალური დამპყრობელი სახელმწიფოა, რომელიც შეუჩერებლად აფართოებს თავის საზღვრებს, და, აქედან გამომდინარე, ემუქრება ევროპის სიმშვიდესა და დამოუკიდებლობას. ეს ერთი ბრალდებაა. მეორე იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთი ვითომდა წარმოადგენს ერთგვარ პოლიტიკურ არიმანს, რაღაც ბნელ ძალას, რომელიც მტრულად არის განწყობილი პროგრესისა და თავისუფლებისადმი“. საბჭოთა სისტემა კი ვითომდა იქცა რუსული დესპოტიზმის კანონზომიერ შედეგად, სსრკ-ის ექსპანსია – რუსული იმპერიალიზმის ახალ ეტაპად. ყოველივე აქედან გამომდინარეობდა კიდეც ის, რომ ბრძოლა აუცილებელია არა იმდენად კომუნიზმთან, რამდენადაც რუსებთან.

რაშია ამ თვითდაბრმავების გამოცანა? ადამიანებს სჩვევიათ თვალების დახუჭვა იმაზე, რისი დანახვაც არ სურთ. რატომ ეშინია დასავლეთში ბევრს რუსეთისა და რატომ სძულს იგი, რტომ უჭერს მხარს მის დამმონებელ რეჟიმს? ანუ როგორია რუსოფობიის სულიერ-ზნეობრივი ფესვები? ჩვეულბრივ ეშინიათ იმისა, რაც გაუგებარია, უცხოა; აგრეთვე იმისაც, ვინც უფრო დიდებულია, ძლიერია. რუსული ცივილიზაცია წარმოადგენს ქრისტიანული ცივილიზაციის განსხვავებულ ტიპს, ამიტომ შეიძლება ვთქვათ, რომ „რუსეთს არასოდეს არაფერი ჰქონია საერთო დანარჩენ ევროპასთან“ (ა. ს. პუშკინი). მაგრამ ზოგადქრისტიანულ ნათესაობაში რუსეთის ამ განსხვავებულობის გაგების უნარი დასავლეთევროპელებს არ გააჩნდათ. „დასავლეთ ევროპა არ ცნობს რუსეთს. მაგრამ უცნობი ყოველთვის საშიშია. რუსეთი კი თავისი მოსახლეობის რიცხოვნებით, ტერიტორიითა და ბუნებრივი სიმდიდრით უზარმაზარია. უზარმაზარ უცნობს ყოვლთვის ისე ეკიდებიან, როგორც არსებით საშიშროებას... რა იქნება, თუკი ეს აღმოსავლეთიდან ჩამოწოლილი მასივი დაიძრება დასავლეთზე? რუსეთი – ეს არის ამოუცნობი, ნახევრად ბარბაროსული „სიცარიელე“; მას უნდა ჩაუტარონ „ევანგელიზაცია“ ანუ გადაიყვანონ კათოლიკობაზე, ასევე ჩაუტარონ „კოლონიზაცია“ (პირდაპირი გაგებით) და გააცივილურონ, ხოლო საჭირობის შემთხვევაში შეიძლება და აუცილებელია კიდეც მას იყენებდნენ თავიანთი ვაჭრობისა და თავიანთი დასავლეთევროპული მიზნებისთვის... თუმცაღა აუცილებელია რათა მას ყოვლმხრივ ასუსტებდნენ. როგორ? მისი ჩართვით არახელსყრელ მომენტებში მისთვის გამაჩანაგებელ ომებში; მისი არდაშვებით თავისუფალ ზღვებთან; თუკი ეს შესაძლებელია – მისი დანაწევრებით მცირე სახელმწიფოებად, მისი მოსახლეობის შემცირებით... ასევე თუკი შესაძლებელია, მასში რევოლუციებისა და სამოქალაქო ომების დანერგვით, ხოლო შემდეგ კი – რუსეთში საერთაშორისო „კულისებსმიღმა ძალების“ ჩანერგვით, რუსი ხალხის თავზე მისთვის მეტად ძნელი რესპუბლიკის, დემოკრატიისა და ფედერალიზმის დაჟინებულად მოხვევით, პოლიტიკური და დიპლომატიური იზოლირებით, მისი მოჩვენებითი „იმპერიალიზმის“, მისი მოჩვენებითი „რეაქციულობის“, მისი „უკულტურობისა“ და „აგრესიულობის“ დაუღალავად მხილებით“ (ი. ა. ილინი).

ევროპა რუსეთისგან მოელოდა იმას, რასაც ანალოგიურ სიტუაციებში თავად სჩადიოდა. რამდენადაც კი რუსეთი ხშირად იქცეოდა სრულიად საწინააღმდეგოდ, იმდენად ეს, ბუნბრივია იწვევდა ვერგაგებასა და გაღიზიანებას: „ევროპა რუსეთთან მიმართებით ყოვლთვის იყო იმდენადვე უმეცარი, რამდენდაც უმადური“ (ა. ს. პუშკინი). ვთქვათ ასე, რუსი ხალხი ყოველთვის შეუპოვრად და თავგანწირულად იცავდა თავის მიწებს აგრესიისგან და არცთუ იშვიათად გამარჯვების შემდეგ არ შემოიერთებდა სხვათა მიწებს. ევროპაში, პირიქით, ხშირად ენტუზიაზმით ნებდებოდნენ უცხოელთა ბატონობას (როგორც, მაგალითად, ნაპოლეონოს „პროგრესულ“ ბატონობას), ხოლო ომი კი გარდაუვალად მთავრდებოდა გამარჯვებულის მიერ მოწინააღმდგის ტერიტორიების შემოერთებით. დასავლეთ ევროპას გარედან თავდასხმა არ სცოდნია ხალხთა დიდი გადასახლების დროიდან (არაბების გამოკლებით, რომლებმაც ევროპას მაღალი კულტურა მოუტანეს).

რუსეთმა გზა გადაუღობა მონღოლ-თათრების ევროპაში შესევას, _ ევროპა კი არასდროს არ ეხმარებოდა რუსეთს თავდაცვაში, რუსები, ევროპლებისგან განსხვავებით, არ ანადგურებდნენ, არ იმონებდნენ და არ ძარცვავდნენ დაპყრობილ ხალხებს. რუსეთი პრაქტიკულად არ აწარმოებდა დაპყრობით ომებს დასავლეთში, ევროპა კი საუკუნეების მანძილზე ისწრაფოდა რუსული მიწების დაპყრობისკენ. „შეტევა (მიწოლა) აღმოსვლეთისკენ“ („დრანგ ნახ ოსტენ“, Drang nach Osten) – ეს არის რელიგიური და საერო ევროპელი ხელმწიფეების ათასწლოვნი პოლიტიკა რუსულ ევროპასთან მიმართებით. რომის პაპის კურთხევით XIV საუკუნეში სპეციალურად იქმნება ჯვაროსნების ლივონიის ორდენი, ხოლო ტევტონთა ორდენი კი პალესინიდან გადმოჰყავთ ბალტიისპირეთში – რუსულ აღმოსავლეთზე ექსპანსიისთვის. შვედეთთან ერთად ისინი ომით მოდიან რუსეთზე თათარ-მონღოლებთან მისი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის მომენტში. „მაშინ შვედები, დანიელები და გერმანელები ბალტიის ზღვის მხრიდან შემოიჭრენ რუსულ მიწებზე, დააარსეს რიგა და რეველი, მოაღწიეს ფსკოვსა და ნოვგოროდამდე. ასეთი იყო პასუხი იმ დაბეჯითებით თხოვნებზე, რომლებითაც რუსი მთავრები მიმართავდნენ ქრისტიანულ დასავლეთს, რათა იგი მოხმარებოდა მათ წარმართი თათრების შემოტევის მოგერიებაში“ (ვ. შუბარტი). კათოლიკური პოლონეთი, როგორც დასავლეთ ევროპის ფორპოსტი, ეომებოდა რუსეთს რამდენიმე ასწლეულის განმავლობაში. XVII საუკუნის შფოთიან დროში პოლონეთის სამეფო მოსახლეობის რიცხოვნებითა და სამხედრო პოტენციალით აღემატებოდა რუსეთს და ისწრაფოდა რუსული სახელმწიფოებრიობის განადგურებისკენ. მან მნიშვნელოვნად გააფართოვა თავისი საზღვრები აღმოსავლეთში ძველი რუსული მიწების ხარჯზე. მხოლოდ აღმოსავლური დაპყრობების წარუმატებლობის შემდეგ გაიშალა დასავლეთევროპული ექსპანსია დასავლეთისკენ – ამერიკისა და სხვა კონტინენტების მიმართულებით. მაგრამ ამის შემდეგაც რუსული მიწების დაპყრობა რჩებოდა დასავლეთევროპელების სანუკვარ ოცნებად.

არის მოსაზრება, რომ შემოტევა აღმოსავლეთისკენ აიხსნას მჭიდროდ დასახლებული დასავლეთ ევროპის ბუნებრივი მისწრაფებით მცირედ დასახლებული აღმოსავლური სივრცეების ათვისებისკენ. მაგრამ დასავლეთ ევროპის სივრცე იმიტომაც აღმოჩნდა თავიდანვე მჭიდროდ დასახლებული, რომ კლიმატურად და გეოპოლიტიკურად ყველაზე უფრო მეტად უწყობდა ხელს ცივილიზაციის განვითარებას. ასე რომ ცივი, მცირედ ნაყოფიერი და მსოფლიო სავაჭრო გზებისთვის ძნელად მისადგომი რუსული მიწები თავისთავად ნაკლებად მიმზიდველი იქნებოდა დასავლეთევროპელებისთვის. მათ შეუკავებლად იზიდავდა აღმოსავლეთისკენ, უწინარეს ყოვლისა, მისწრაფება მათთვის უცხო და მათი შემშინებელი რუსული ცივილიზაციის დასამორჩილებლად („გასაცივილიზებულებად“). „ევროპა არ გვაღიარებს ჩვენ თავისიანებად, იგი რუსეთსა და საერთოდ სლავებში ხედავს რაღაც მისთვის უცხოს, ხოლო ერთად ისეთს, რომელიც არ შეიძლება გამოადგეს მას უბრალო მასალად, რომლის ჩამოყალიბებასა და გადაკეთებას შეძლებდა ევროპა თავისი ხატებისა და მსგავსების მიხედვით. როგორადაც ფხვიერი და რბილი არ უნდა იყოს ქარებისგან გამოფიტული ზედა ფენა, მაინც ევროპას ესმის, ან უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ინტუიტიურად გრძნობს იმას, რომ ამ ზედაპირის ქვეშ ძევს მაგარი, მტკიცე ბირთვი, რომელსაც ვერც დანაყავს, ვერც დაამტვრევს, ვერც წყალში გახსნის და შესაბამისად, ვერც ასიმილაციას ჩაუტარებს, ვერც თავის სისხლად და ხორცად გადააქცევს; რომლსაც გააჩნია ძალა და დაჩემება იმისა, რომ ცხოვრობდეს თავისი თვითმყოფადი, დამოუკიდებელი ცხოვრებით“ (ნ. ი. დანილევსკი).

არაფერს არ მიმგავსებული ცხოვრება რუსეთისა ყოველთვის იყო გაუგებარი და შემაშინებელი ევროპელებისთვის, რომლებიც მთელი ძალებით ცდილობდნენ იმას, რომ საკუთარი ნიმუშის მიხედვით გადაეკეთებინათ ეს აზიატური კოლოსი, ან ბოლოს და ბოლოს, თავიდან მოეშორებინათ იგი. ამიტომ „რომანულ-გერმანული ხალხები... მუდმივად ახორციელებდნენ მოწოლას აღმოსავლეთისკენ, ამ მოწოლის საზღვრად ხელოვნურდ აირჩიეს ურალის ქედი. ხოლო როდესაც ნათელი გახდა, რომ „აღმოსავლეთ ევროპის“ დაპყრობა განუხორციელებელია, დამპყრობლებმა აგრესია გადაიტანეს ოკეანის გადაღმა: ამერიკაში, ავსტრალიასა და სამხრეთ აფრიკაში“ (ლ. ნ. გუმილიოვი). მაგრამ უხალოეს დროში ევროპული ექსპანსიის მესიამ კვლავ გაგვახსნა პრიორიტეტების შესახებ: „ჩვენ გავაჩერებთ გერმანელთა მუდმივ მისწრაფებას ევროპის სამხრეთისა და დასავლეთისკენ და მზერას მივაპყრობთ დიდ ქვეყანას აღმოსავლეთში“ (ა. ჰიტლერი, „მაინ კამპფი“, 1915 წ.).

ეროვნული ხასიათის რა თვისებები კარნახობდა მაინც ამდენად განსხვავებულ ქცევას რუსეთისა და დასავლეთ ევროპის ხალხებს? ნ. ი. დანილევსკი ამტკიცებდა, რომ რომანულ-გერმანული ტიპის ხალხებისთვის დამახასიათებელია ხასიათის ისეთი საერთო და მუდმივი ნიშანი, როგორიცაა ჰიპერტროფული ინდივიდუალიზმი, რაც სხვა ხალხებთან მიმართებით გამოიხატება „ძალადობრიობაში“. „ძალადობრიობა“ სხვა არაფერია, თუ არა ზომაზე მეტად განვითარებული პიროვნულობის, ინდივიდუალურობის გრძნობა, რომლის მიხედვითაც მისი მქონე ადამიანი საკუთარი აზრების მიმართულებას, საკუთარ ინტერესს აყენებს ისე მაღლა, რომ ნებისმიერმა სხვა აზრის მატარებელმა, ნებისმიერმა სხვა ინტერესმა მას უნდა დაუთმოს, ნებსით ან უნებლიედ, როგორც მისდამი არათანასწორუფლებიანმა. საკუთარი აზრის სხვებისთვის ასე თავზე მოხვევა, საკუთარი ინტერესისადმი ყოველივეს ასე დამორჩილება ზომაზე მეტად განვითარებული ინდივიდუალიზმის, საკუთარი ღირსების ზომაზე მეტი გრძნობის თვალსაზრისით, სულაც არ მოჩანს რაიმე არასამართლიანად. იგი წარმოგვიდგება როგორც უფრო დაბლის უფრო მაღლისადმი ბუნებრივი დაქვემდებარება, გარკვეული აზრით როგორც ამ უფრო დაბლისადმი კეთილმოქმედებაც კი. გონების, გრძნობისა და ნების ასეთი წყობა, პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, გარმოებების-და მიხედვით, იწვევს არისტოკრატიზმს, ხალხების ჩაგვრას ან უსაზღვრო, ზომიერებაში ვერაფრით ვერ მოყვანილ თავისუფლებას, უკიდურეს პოლიტიკურ დანაწევრებას; რელიგიაში – შეუწყნარებლობას ან ყველანაირი ავტორიტეტის უარყოფას. რა თქმა უნდა, მას გააჩნია კარგი მხარეებიც, შეადგენს შეუპოვარი, დაჟინებული მოქმედებების „საფუძველს“, ასევე საკუთარი უფლებების მტკიცედ დაცვისა და ა. შ. დასავლეთევროპული ძალადობრიობის ექსპანსია ვლინდებოდა რელიგიურ, კოლონიურ და პოლიტიკურ სფეროებში. ამასთან ქედმაღალი ევროპელები მხოლოდ საკუთარ თავს თვლიან ერთადერთ განათლებულ და ცივილიზებულ ხალხებად, დანარჩენებზე კი შეუძლიათ ყოველივეს შესახებ მსჯელობდნენ მხოლოდ ევროპოცნტრიზმის პოზიციიდან. „ზოგად რომანულ-გერმანულ შოვინიზმს გულუბრყვილოდ უწოდებენ „კოსმოპოლიტიზმს“... ყველანაირი ევროპელის გულში ჩამალულ ოცნებას წარმოადგენს დედამიწის მთელი ხალხების სრული გაუსახურება, ყველა თავისებური (განსაკუთრებული)... სახის, იერისა და კულტურის დანგრევა, გარდა ერთისა, ევროპულის, რომელსაც სურს სახელი გაითქვას ზოგადსაკაცობრიოდ“ (ნ. ს. ტრუბეცკოი). თუკი ხვდებოდათ რაიმე უცხო (გარეშე), მაშინ მას იძულებით გადააკეთებდნენ ხოლმე საკუთარი ნიმუშის მიხედვით, ან ამოშლიდნენ ზოგადსაკაცობრიო ხარისხიდან და ამიტომ ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე იმონებდნენ და ანადგურებდნენ. „დასავლეთისთვის ეთნოსების განსხვავება მდგომარეობს ცივილიზებულობის ხარისხში. საშუალო დასავლელი ადამიანი ხშირად ლაპარაკობს რუსების სრულად (ბოლომდე) განუვითარებლობის შესახებ, არასაკმარისი ცივილიზებულობის აზრით. აქედან კი გამომდინარეობს, რომ დასავლეთის მისია მდგომარეობს სხვა ხალხების იძულებით გაცივილიზებულებაში, რაც გამოვლინდება მათი ალგორითმიზებით, და იმათი განადგურებით, ვისაც ამისი სურვილი არა აქვს. ამაში მდგომარეობს ძირითადი განსხვავება რუსული აზოვნებისგან, რომელიც ადვილად ეგუება გარშემო მყოფი სხვა ხალხების სიღრმისეულ განსხვავებებს. ამიტომ რუსეთი ფართოვდებოდა კიდეც უნიფიკაციის გარეშე. უფრო სწორედ, უნიფიკაცია იყო საკმარისად ზედაპირული და ინარჩუნებდა თითოეული ხალხის სიღრმისეულ ფსიქოლოგიას“ (ვ. ა. მალიშევი).

ევროპოცენტრული შეგნება პრინციპულად შეუწყნარებელია უცხოსადმი (გარეშესადმი), და ეს დამოკიდებულება არ შეცვლილა თვით ინდიფერენტული პოზიტივიზმის ბატონობის პირობებშიც კი. ამასთან ერთად ევროპელი ავადმყოფურად აღიქვამს მორალურ გაკიცხვას. ევროპის გვერდით არსებული განსხვავებული ბუნების მქონე რუსეთი წარმოადგენდა ცოცხალ საყვედურს მისთვის. რუსები აგერ უკვე რამდენიმე ასწლეულია ევროპაში მოჩანან ერთგვარ უცხოპლანეტელებად, რომლებიც არ აპირებენ არავის დაპყრობას, ესწრაფვიან დაიცვან საკუთარი თვითმყოფადობა და სწორედ ამიტომაც უფრო მეტად იწვევენ ეჭვს, საშიშებად მოსჩანან. ამასთან იმ აზრში, რომ რუსეთი უცხო და მტრულია დასავლეთ ევროპისთვის, იქ ერთმანეთს ეთანხმებოდნენ ლიბერალებიცა და რადიკალ-რვოლუციონერებიც. XIX საუკუნეში პოპულარული იყო ფრანგი მარკიზის დე კიუსტინის წიგნი, რომელიც წაროადგენს რუსოფობიის აპოთეოზს. რუსეთში მოგზაურობისას მარკიზმა დაინახა მხოლოდ ის, რომ რუსები „გონების დაკარგვამდე მთვრალები არიან მონობით... არიან პატივმოყვარენი, თვითკმაყოფილნი, მკვეხარანი... არა ორიგინალურები, რადგანაც არ გააჩნიათ შემოქმედებითი ნიჭი და ბუნებრივი გონიერება... არიან ეშმაკები და ზარმაცები, მუშაობა შეუძლიათ მხოლოდ მაღალი ანაზღაურების ფასად, და არა როგორც ევროპაში – სხვათა კეთილდღეობისთვის... არიან მშიშრები, ხოლო თუკი უშიშობას იჩენენ ბრძოლაში, ეს მხოლოდ იმიტომაა, რომ თავიანთი უმეცრების გამო სჯერათ უფროსების, რომ დაღუპვიდან სამი დღის შემდეგ აღდგებიან და სახლში აღმოჩნდებიან... ხალხი ცხოვრობს მუდმივი შიშის ქვეშ; და რუსეთში ყველას და ყოველთვის მართავს შიში... რუსები მატყუარები და მზაკვრები არიან, ვინაიდან ყველა მათი ღირსება არის სინამდვილეში თვალთმაქცობისა და სიცრუის შედეგი... ყველა ზრდილობიანია ერთმანეთთან, მაგრამ აქ ზრდილობა სხვა არაფერია, თუ არა იმ ორმაგი შიშის ურთიერთ დაფარვის ხელოვნება, რომელსაც თითოეული განიცდის და სხვასაც ჩააგონებს... მართლმადიდებლური მოსკოვური სტუმართმოყვარეობა ასევე გადაიქცა განსაკუთრებულად სათუთ პოლიტიკად, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ რაც შეიძლება ნაკლები გულწრფელობის დახარჯვით, რაც შეიძლება მეტად ასიამოვნონ სტუმარს“ (კიუსტინი). ამ თათარი ხალხის ბუნების ასეთი ახსნიდან გამომდინარეობს დე კიუსტინისეული ძირითადი დასკვნა: „აქ ყველაფერი უნდა დაინგრეს და ხალხიც ხელახლა შეიქმნას“. დაახლოებით იმავე დროს კ. მარქსი წერდა: „არა ნორმანული ეპოქის მკაცრ ჰეროიზმში, არამედ მონღოლური მონობის სისხლიან ჭაობში წარმოიშვა მოსკოვი. ხოლო თანამედროვე რუსეთი კი სხვას არაფერს წარმოადგენს, თუ არა გარდასახულ (გარდაქმნილ) მოსკოვს“. ასეთი გაგებიდან კ. მარქსისა და ფ. ენგელსისთვის გამომდინარეობდა, რომ „რუსეთისადმი სიძულვილი გერმანელებისთვის იყო და კვლავაც რჩება მათ პირველ რევოლუციურ ვნებად (მიდრეკილებად)“.

ევროპოცენტრიზმის საპირისპიროდ რუსულ ხასიათში დომინირებდა შემწყნარებლობა, რომლის გარეშეც შეუძლებელი იყო ფიზიკურად გადარჩენა ხალხების სიმრავლესთან ერთობლივად ევრაზიის მკაცრ სივრცეებზე. მაგრამ პატივს სცემდა რა სხვათა ბუნებას, რუსი ხალხი ყველა საუკუნეში იცავდა საკუთარ თვითმყოფადობას: „ჩანერგვის“ მრავალსაუკუნოვანი მცდელობების, მჭიდრო ურთიერთობებისა და ურთიერთგაცვლის მიუხედავად ჩვენი კულტურა არ შეერთო და არ ერთვება ორგანულად დასავლეთევროპულს, არამედ წარმოადგენს ერთგვარ „განსაკუთრებულ აზრს“ ადამიანისა და სამყაროში მისი ადგილის თაობაზე არსებულ საკითხში... ჩვენი კულტურა ამოდის სხვა წარმოდგენიდან ადამიანისა და სამყაროში მისი ადგილის შესახებ. და ამიტომაც (და არა უცოდინრობის, შეუძლებლობის ან განუვითარებლობის მიზეზით) იგი ტონს აძლევს ქცევის სხვა მოდელს“ (კ. კასიანოვა).
თავის მხრივ, რუსეთი არასდროს არ მიისწრაფოდა დაპყრობებისკენ დასავლეთში, თუმცა კი ექსპანსიონისტური ლოგიკით იქ ბევრი რამ იყო მიმზიდველი. რუსული ჯარები ევროპაში შედიოდნენ ან მორიგი აგრესორის განდევნის შედეგად, ან კიდვ ევროპელი მოკავშირეების დასახმარებლად. „1799, 1805 და 1807 წლებში იბრძოდა რუსული არმია ევროპაში, სხვადასხვანაირი წარმატებით, არა რუსული, არამედ ევროპული ინტერესებისთვის. იმავე ინტერესების გამო, რომლებიც საკუთრივ მისთვის უცხო იყო, მან საკუთარ თავზე დაიტეხა 1812 წლის ჭექა-ქუხილი; ხოლო როდესაც პირისაგან მიწისა აღგავა ნაპოლეონის ნახევარმილიონიანი არმია და თუნდაც ამით, როგორც ჩანდა, უკვე საკმარისი სამსახური გაუწია ევროპის თავისუფლებას, იგი ამაზე არ გაჩერებულა, არამედ საკუთარი სარგებლის სწინააღმდეგოდ, _ ასეთი გახლდათ 1813 წელს კუტუზოვისა და საერთოდ მთელი ე. წ. რუსული პარტიის აზრი, _ ორი წელი იბრძოდა გერმანიისა და ევროპისთვის და, დაასრულა რა ბრძოლა ნაპოლეონის დამხობით, ზუსტად ისევე იხსნა საფრანგეთი ევროპის შურისძიებისგან, როგორც იხსნა ევროპა საფრანგეთის მიერ ჩაგვრისგან“ (ნ. ი. დანილევსკი). რუსეთის მოქმედებები ევროპაში შესაძლოა დაგვეგმო როგორც მოგვესურვებოდა, მაგრამ არა რუსული ექსპანსიის ეგოისტური მოტივების გამო. შეუძლებელია წარმოვიდგინოთ, რომ რუსები არბევდნენ პარიზს „ცივილიზებული“ ფრანგების მაგალითის მიხედვით, რომლებმაც ააფეთქეს მოსკოვის კრემლი.

რუსეთ-თურქეთის ომი ალექსანდრე II-ის დროს დასრულდა ბალკანელი სლავების განთავისუფლებით – ძნელია ევროპის ისტორიაში ასეთი უანგარო ომის მაგალითის პოვნა. ომის შედეგად დამოუკიდებლობა მოიპოვეს და საკუთარი საზღვრები გაიფართოვეს ბულგარეთმა, რუმინეთმა, სერბეთმა და ჩერნოგორიამ. რუსეთმა დაიბრუნა მხოლოდ 1856 წელს მისთვის წართმეული ბესარაბია და თავისი ჯარები გამოიყვანა ბერლინის კონგრესის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში. სამაგიეროდ ომში არმონაწილე ევროპულმა სახელმწიფოებმა თავიანთი ლუკმა ხელიდან არ გაუშვეს: ინგლისმა მოახდინა კვიპროსის ოკუპაცია, ავსტრიამ – ბოსნიისა და ჰერცოგოვინის, საფრანგეთმა პროტექტორატი მიიღო თურქეთის ტუნისზე (2). მოცემულ შემთხვევაში რუსეთიცა და ევროპული სახელმწიფოებიც მოქმედებდნენ მათთვის ტრადიციული სახით, ანუ ერთმანეთის საპირისპიროდ. ერთიცა და მეორეც დასავლური საზოგადოებრივი აზრისთვის ნორმალური იყო, ვინაიდან ნორმის კრიტერიუმები რუსეთისა და ევროპისთვის განსხვავებული აღმოჩნდებოდა ხოლმე.

თუმცა კი ბევრი პოლიტიკური რეალია რუსეთში შორსაა იდეალისგან, ისინი მაინც განსხვავდებოდა უპრინციპო ევროპული პოლიტიკისგან. თვით უტილიტარისტი პეტრე I-იც კი მოითხოვდა თავისი დიპლომატებისგან დაედოთ ისეთი ხელშეკრულებები, რომელთა შესრულებასაც რუსეთი შეძლებდა, რადგანაც ამას მოითხოვდა მიცემული „სიტყვის ღირსება“ (რუს. «гонор пароля»), რაც, როგორც წესი, სრულებით არ აღელვებდათ ევროპელ პოლიტიკოსებს. როდესაც რუსული ხომალდები ქრისტიანული სამყაროდან პირველები მიადგნენ იაპონიის კუნძულებს, მათ ვერ შეძლეს ვერანაირი ხელშეკრულების დადება, ვინაიდან პირობის სახით იაპონელებმა მოითხოვეს ქრისტეს დაგმობა, რაზედაც მართლმადიდებლებს წასვლა არ შეეძლოთ. მაგრამ ამაზე მაშინვე დათანხმდნენ ჰოლანდიელები, რომლებმაც რამდენიმე წლით მოახდინეს კიდეც იაპონიასთან ურთიერთობების მონოპოლიზება. ყოველივე ეს მეტყველებს იმაზე, რომ საერთაშორისო არენაზე რუსეთის მოქმედებები, არც თუ იშვიათად, მოტივირებული იყო მორალური, და არა მხოლოდ უტილიტრული მოსაზრებებით, რაც დასავლეთში ღვთის გლახობად (სულელობად) მოჩანდა. რუსები ხშირად უცხოებთან უფრო კორექტულად იქცეოდნენ, ვიდრე თავისიანებთან, ევროპელები კი წესიერებას იცავდნენ თავისიანებს _ „ცივილიზებულებს“ _ შორის, „ბარბაროსებთან“ მიმართებით კი ისინი ავლენდნენ უმაღლეს უპრინციპობას, მზკვრობას, სისასტიკეს. ამის შედეგად რუსეთის ქცევა ხშირად ზნეობრივ საყვედურს წარმოადგენდა ევროპელებისთვის. ზნეობრივი დისკომფორტის წყარო კი ხშირად წარმოშობს თავის წინააღმდეგ აგრესიულობას.

დასავლეთს აშინებს რუსული სულის, გონებისა და რუსული იდეის ისეთი მახასიათებელი, როგორიცაა მესიანიზმი, თუმცა კი ამ მოვლენას გააჩნია სულიერი ბუნება და არაფრით არ ახდენს აგრესიის ან ექსპანსიონიზმის სტიმულირებას. ეს კარგად ესმოდა გერმანელ ფილოსოფოსს ვალტერ შუბარტს: „რუსეთი არ ისწრაფვის არც დასავლეთის დაპყრობის, არც მის ხარჯზე გამდიდრებისკენ _ მას სურს მისი სულიერი გადარჩენა. რუსული სული თავს გრძნობს ყველაზე უფრო ბედნიერად თვითგაცემისა და საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვის მდგომარეობაში. იგი ისწრაფვის საყოველთაო მთლიანობისკენ, ყოვლად ადამიანურობის იდეის ცოცხალი განხორციელებისკენ. იგი ნაპირებიდან გადმოდის – დასავლეთის მხარეს. რამდენადაც მას სურს მთლიანობა, მას სურს იგიც (დასავლეთიც). იგი არ ეძიებს მასში საკუთარ თავზე დამატებას, არამედ იგი ხარჯავს საკუთარ თავს, მას განზრახული აქვს კი არ იღებდეს, არამედ გასცმდეს. იგი განწყობილია მესიანურად“. ნათქვამია რამდენადმე მაღალფარდოვნად, მაგრამ არსებითად სწორად: რუსული სულიერება ორიენტირებას ახდენს არა პარტიკულარულად, არამედ ყოვლად ადამიანურად, არა კერძო ეგოისტური, არამედ უნივერსალური პრობლემების მიხედვით. ესეც ასევე აღიზიანებდა დასავლელ ადამიანს და ახალისებდა მას რუსების საკუთარი ნიმუშის შესაბამისად გადაკეთებისკენ.

სტალინისეული რკინის ფარდა გარკვეული ზომით წარმოადგენდა რუსეთის ევროპეიზაციის ორსაუკუნოვანი პოლიტიკის შედეგს. გარკვეული ხარისხით სტალინურ ეპოქაში ევროპული გრძნობები დაკმაყოფილებული იყო: რუსული დათვი ბოლოს და ბოლოს ჩასმული გახლდათ გალიაში. ამ გალიისთვის შესაძლო იყო ეწოდებინათ სოციალისტური სამოთხე ან რკინის ფარდა, _ და არ დატანჯულიყვნენ სინდისის ქენჯნით ქრისტიანულ ცივილიზაციაში თანამოძმეთა ტანჯვა-წამებისა და დაღუპვის გამო. მხოლოდ შემსუბუქების გუცნობიერებელი შეგრძნების არსებობით შეიძლება აიხსნას დასავლეთის საუკეთესო ადამიანების ზეიმი და აღტაცება საბჭოთა კომუნიზმის „წარმატებებით“ ტერორის ყველაზე უფრო საშინელ წლებში. დასავლეთს შესაძლებლობა ჰქონდა ყველაფერი სცოდნოდა სსრკ-ში მომხდარის შესახებ, მაგრამ არ სურდა არაფრის დანახვა. ასეთი (საბჭოთა) რუსეთი დასავლეთმა პირველად და დიდი ხნით შეიყვარა, სანამ იგი არ დაემუქრა მის უსაფრთხოებას. სიმპატიები კომუნიზმისა და სიძულვილი რუსეთისადმი ძლიერად იყო ფესვგადგმული დასავლეთევროპული სულის ავადმყოფურ კომპლექსებში, მის ბნელ იატაკქვეშეთში.

რელიგიური განსხვავება
ევროპისა და რუსეთის საუკუნეებში მიმავალი კონფლიქტურობა ყველაზე უფრო მეტად ემყარება კათოლიკურ-პროტესტანტული და მართლმადიდებლური სამყაროების რელიგიური მითითებების (დებულებების) განსხვავებას. კათოლიკობა თავიდანვე ორიენტირებული იყო ქრისტიანობის საყოველთაო, მსოფლიო (ბერძ. katholikos – საყოველთაო, მსოფლიო) გავრცელებაზე; ყველა ხალხი უნდა ექვემდბერებოდეს პირველი მოციქულის პეტრეს მემკვიდრეს – რომის პაპს. ეს არის თავდაპირველი მითითება რელიგიურ ექსპანსიონიზმზე. კათოლიკები მთლიანად დარწმუნებულნი არიან, რომ მათ უნდა მოაქციონ და გადააკეთონ მსოფლიო: „რომის კათოლიკები ამოდიან იქიდან, რომ მსოფლიოში „მადლი“ და „ჭეშმარიტება“ არის მხოლოდ იქ, სადაც „წამყვანია“ კათოლიკური ეკლესია და სადაც ადამიანები უსიტვოდ აღიარებენ რომის ეპისკოპოსის ავტორიტეტს. ყველა დანარჩენები მიდიან (როგორც მათ ესმით) არასწორი გზით, იმყოფებიან წყვდიადში ანუ ერესსი და ადრე თუ გვიან უნდა მოექცნენ მათ სარწმუნოებაში... არა-კათოლიკური მსოფლიოში უნდა გაქრეს: ან პროპაგანდისა და მოქცევის შედეგად, ან კიდევ ღვთის მიერ მათი დაღუპვით“ (ი. ა. ილინი). კათოლიკობა იქცა ევროპოცენტრიზმისა და მისი ექსპანსიის ძირითად იდეოლოგიად. ამაში პროტესტანტიზმი კათოლიკობისგან არ განსხვავდება: „თავად პროტესტანტიზმი მთელი მისი პროტესტისა და სარწმუნოების გადასინჯვის მიუხედავად – დარჩა თავისებურ გადაწურულ და გაღარიბებულ კათოლიციზმად – რომის ხორცად ხორცთაგან და სისხლად სისხლთაგან; და თუმცა კი დასავლელი ადამიანის სულს მან სახე უცვალა, მაგრამ მაინც ვერ გარდაქმნა, ვინაიდნ სულმა შეინარჩუნა ის წყობა, რომლის სახელწოდებც შუბარტს მოსწონს პრომეთეული სულის სახით“ (ი. ა. ილინი). იმის თაობაზე, რომ დასავლეთევროპულ ექსპანსიონიზმს გააჩნია, უწინარეს ყოვლისა, რელიგიური სათავე, მეტყველებს ის ფაქტიც, რომ კათოლიკური პოლონეთი საკუთარ თავს შეიგრძნობდა ქრისტიანობის ფორპოსტად აღმოსავლეთ ევროპაში, რომელიც მოწოდებული გახლდათ მთელი საშუალებებით რუსეთის ჭეშმარიტ სრწმუნოებაში მოსაქცევად.

უფრო მეტიც, აგრესიულად ექსპანსიონისტური დამოკიდებულება ვრცელდებოდა არა მხოლოდ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, არამედ მთელ სამყაროზეც. ბუნება განიხილებოდა როგორც ობიექტი დასაპყრობად, როგორც დაუსრულებელი გადაკეთებისა და მატერიალური აყვავების მასალა: „ცოდნა ძალაა“, „გავიმარჯვოთ ბუნებაზე“ – ახალი დროიდან უპოპულარულესი ლოზუნგები ფრენსის ბეკონისა. „ყოველივე ეს ერთად ქმნიდა უკიდურესი შეუწყნარებლობის ფსიქოლოგიას, როდესაც ნებისმიერ სხვა, სხვანაირად აგებულ ცივილიზაციას, სხვა თვალსაზრისს აღიქვამდნენ როგორც მკრეხელობას, როგორც ღვთაებრივი ნების დარღვევას. და აქამდე შეერთებულ შტატებში, ხშირად, როდესაც გადადიან უფრო მაღალ სტილზე, ასე ლაპარაკობენ თავიანთ ქვეყანაზე: თავად ღმერთის ქვეყანა, ღმერთის საკუთარი ქვეყანა. ე. ი. ის, რაც ეწინააღმდეგება მათი ტენდენციების განხორციელებას, ეწინააღმდეგება თავად ღმერთის ნებას. და შედეგად კი ამას მოჰყვებოდა გენოციდის ინტელექტუალური, სულიერი გამართლება და ხშირად გამოიხატებოდა ფიზიკურ გენოციდშიც – მთელი ხალხების განადგურებაში. მაგრამ ამავე დროს ეს იყო განსაკუთრებით პროდუქტიული ცივილიზაცია. მან მიგვიყვანა სამეცნიერო ცოდნის კოლოსალურ დაგროვებამდე, რომელიც დაუყოვნებლივ გადაიქცეოდა ტექნიკურ გამოყენებად. და იმასთან შედარებით, რაც კი ოდესმე ჰქონია კაცობრიობას, იძლეოდა კოლოსალურ ძალაუფლებას მსოფლიოზე. XX ასწლეულისთვის ეს ჩამოყალიბდა იმად, რასაც ახლა უწოდებენ „ტექნოლოგიურ ცივილიზაციას“, რომლის პრინციპიც მდგომარეობს ყველგან თანდათანობით ბუნებრივი ელემენტების ტექნიკით განდევნაში“ (ი. რ. შაფარევიჩი).

ყველა კონტინენტზე დასავლეთევროპული ექსპანსიის სასტიკი ფორმების მოტივირებას ახდენდნენ, უწინარეს ყოვლისა, რელიგიური მითითებით. იგორ როსტისლავის ძე შაფარევიჩი აღწერდა ჩრდილოამერიკელი ინდიელების გენოციდს იქ გადასახლებული ინგლისელი კალვინისტების მიერ. ჩრდილოეთ ამერიკაში სახლობდა 8 მლნ.-მდე ინდიელი. მათი კულტურა იყო მეტად თავისებური, ღრმად განვითარებული იდეოლოგიით, მითოლოგიით, მაღალი ეთიკური ნორმებით, ღირსების, სიამაყის ვაჟკაცობის შესახებ განვითარებული წარმოდგენით. მასში აყალიბებდნენ და პასუხს იძლეოდნენ ყოფიერების ფუნდამენტური საკითხების შესახებ – სამყაროსა და ადამიანის წარმოშობის, ცხოვრების აზრის შესახებ. ინდიელებმა მთლიანად ვერ მიიღეს დასავლური ცივილიზაცია, რის შედეგადაც ინგლისელმა კოლონისტებმა (პურიტანმა კალვინისტებმა) მათ გამოუტანეს საყოველთაო განადგურების განაჩენი. „ინდიელების წინააღმდეგ აწარმოებდნენ ომებს, მათი თავებისთვის ნიშნავდნენ საფასურს. ინდიელების სკალპისთვის ინგლისელები ნიშნავდნენ საფასურს: მამაკაცის სკალპისთვის 5 დოლარს, ქალის – 3 და ბავშვის სკალპისთვის – 2 დოლარს. ინდილებს უგდებდნენ შავი ჭირით ან კეთრით დასნებოვნებულ ფქვილს. და რამდენიმე საუკუნის ბრძოლის შედეგად მათ როგორც ხალხმა არსებობა შეწყვიტეს. რა თქმა უნდა, ამაში კოლოსალურ როლს ინგლისელი გადასახლებულებისთვის თამაშობდა მათი კალვინისტური იდეოლოგია. მათი რჩეულობა, რომლის თანახმადაც ინდიელები _ ის იყო ხალხი, რომელსაც არ გააჩნდა არსებობის უფლება. რომელიც თავისი არსებობით ერთგვარად შეურაცხჰყოფდა ღვთის განგებულებას. ამას ისინი ბევრჯერ აყალიბებდნენ – ადამიანების შედარებას ველურ ცხოველებთან. მაგალითად, ამბობდნენ, რომ ინდიელებთან, ველურებთან დადებული ხელშეკრულება ადამიანს არაფერს არ ავალებს, თითქოს-და მას დაედოს ხელშეკრულება ველურ ცხოველებთან“ (ი. რ. შაფარევიჩი).

მართლმადიდებლური მსოფლმჭვრეტელობა კი პრინციპულად არააგრესიულია, იგი არ ჰყოფს ადამიანებს ღვთივრჩეულებად და უარყოფილებად (მოკვეთილებად). მართლმადიდებლობის ყურადღება თავმოყრილია სამყაროს შესახებ ჭეშმარიტად ქრისტიანული (მართლმადიდებლური) შეხდულების დაცვასა და შენარჩუნებაზე, ყოველგვარი შემონატანებისა და დამახინჯებებისგან მის მოზღუდვაზე (დაცვაზე). ეს არის მითითება ადამიანის ხსნასა (სულის ცხონებასა) და სამყაროს ფერისცვალებაზე. მართლმადიდებლები გულწრფელად თვლიან, რომ ისინი მოწოდებული არიან ეკლესიის წმინდა მამებისგან მემკვიდრეობით მიღებული მართალი სრწმუნოების შენარჩუნებისთვის, მათ იციან, თუ როგორ ადიდონ ჭეშმარიტად – მართლად ღმერთი. თუკი დასავლური ქრისტიანული ცივილიზაცია უფრო მეტად დინამიურია, ღიაა, მაგრამ უფრო მეტად შეუწყნარებელიც, ექსპანსიისადმი მიდრეკილიც, მართლმადიდებლური – უფრო მეტად შემმეცნებელია, ჩაღრმავებული, შემწყნარებელი, მაგრამ ისტორიულად უფრო ნაკლებად აქტიურიც. წინასწარ საწინააღმდგოდ არგანწყობილი მოაზროვნე ადამიანებისთვის ევროპაში ნათელი იყო, რომ „მართლმადიდებელი ეკლესია თავის საფუძველში შემწყნარებელია. იგი უარყოფს საკუთარი მოძღვრების ძალადობრივ გავრცელებასა და მომხრეა სინდისის თავისუფლების“ (ვ. შუბარტი). მართლმადიდებლობა აღიარებს აღმსარებლობის თავისუფლებას და უარყოფს ინკვიზიციას, მწვალებელთა ხოცვა-ჟლეტას, წამებასა და იძულებით ნათლობას. „ადამიანთა მოქცევისას იგი იცავს რელიგიური ჭვრეტის სიწმინდესა და მის თავისუფლებას ყველანაირი გარეშე მოტივისგან, გნსაკუთრებით დაშინების, პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და მატერიალური დახმარებისგან („ქველმოქმედება“); იგი არ თვლის, რომ მიწიერი დახმარება ქრისტესმიერი ძმისთვის ამტკიცებს ქველმოქმედის „მართლმორწმუნეობას“. იგი, გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვებით, ეძიებს „არა გამარჯვებას, არამედ (რწმენაში) ძმების შეძენას“. იგი არ ეძიებს ძალაუფლებას დედამიწაზე ნებისმიერ ფასად. მართლმადიდებლობა ევედრება თავისუფალ ადამიანურ გულს, კათოლიციზმი – ევედრება ბრმად მორჩილ ნებას. მართლმადიდებლობა ეძიებს ადამიანში ცოცხალი, შემოქმედებითი სიყვარულისა და ქრისტიანული სინდისის გაღვიძებას; კათოლიციზმი ადამიანისგან მოითხოვს მორჩილებასა და ბრძანების (მიწერილობის, მითითების) შესრულებას (კანონდამცველობა)... მართლმადიდებლობა მიდის სულის სიღრმეში, ეძიებს გულწრფელ რწმენასა და გულწრფელ სიკეთეს. კათოლიციზმი ახდენს გარეგანი (გარეგნული) ადამიანის დისციპლინირებას, ეძიებს გარეგნულ კეთილზნეობას (ღვთისმოსაობას) და კმაყოფილდება სიკეთის ქმნის ფორმალური შესახედაობით“ (ი. ა. ილინი).

მართლმადიდებლური წარმოდგენები ადამიანის ბუნებასა და დანიშნულებაზე ძლიერ გნსხვავდება დასავლურ-ქრისტიანულისგან. „ადამიანი რუსის განცდაში წარმოგვიდგება სტიქიურ მშვინვიერ-სულიერ წყაროდ, ერთადერთ თავისებურ ძალოვან ცენტრად, უკვდავი სულის ძალად, ღვთის მიერ შეყვარებულისა და მოწოდებულის, თავისუფლებისთვის ღვთის მიერ განკუთვნილისა და ღვთის მიერ გამოხსნილის. ვერასდროს ვერ შეძლებთ თავს მოახვიოთ მართლმადიდბელ რუსს დასავლეთევროპული განსხვავებული სწავლება ცალკეული ადამიანის „არყოფიერების“ შესახებ ღვთის წინაშე, მისთვის ეს ცრუ, გამოგონილი მორჩილებაა; თანამიმდევრულ დეტერმინიზმს იგი განმარტავს და გაიაზრებს მხოლოდ მისტიურად; არასდროს ღმერთს არ სურდა მის მიერ შექმნილი და შეყვარებული, თუმცა კი დაბნეული, დაკარგული ქმნილების „არყოფიერება“ (რუს. «небытие»). დასავლელი ადამიანი დეტერმინისტია, რომელიც იბრძვის პოლიტიკური თავისუფლებისთვის. აღმოსავლელი ადამიანი – ინდეტერმინისტი, რომელიც პოლიტიკურ თავისუფლებას აღწევს რელიგიური განწმენდის გზით. ორი გნსხვავებული მენტალიტეტი, ორი განსხვავებული ბედი. აღმოსვლელ ქრისტიანს სწამს, რომ იგი მოწოდებულია თვით-ყოფიერებისთვის, თვით-დგომისთვის, თვით-მოქმედებისთვის – თავისუფლებისკენ; მას გააჩნია „უსაზღვროების“, „უკიდეგანოობის“ უნარი, თუკი ქრისტიანულად უყვარს, სწამს და სურს; მაშინ შეუძლია მას განახორციელოს ის, რისთვისაც არის მოწოდებული, სახელდობრ კი: თავისუფალი სიყვარულითა და შემეცნებით გახდეს ღვთის ჭურჭელი, მისი სუნთქვა, მისი ყვავილი, მისი ალი (რუს. пламя)“ (ა. ი. ილინი). რელიგიურად თვითდამცირებული დასავლელი ადამიანი ამბოხს აწყობს ღვთის წინააღმდეგ და ახალი დროის ტიტანურ ჰუმანიზმში საფუძველს უდებს ღვთისმგმობელურ და მომხმარებლურ იდეოლოგიებს. რუსი მართლმადიდებელი ადამიანი გრძნობს საკუთარ დიდებულებასა და სისრულეს უფლის წინაშე მორჩილად დგომაში, რისთვისაც არ გააჩნია ტოტალური მიწიერი თვითდამკვიდრების საჭიროება, ეს კი ნიშნავს, რომ მას არ გააჩნია მიზიდულობა მიწიერი ბედნირებისკენ, ნებისმიერ ფასად კეთილდღეობის მიღწევისკენ. შინაგანი გარეგნულზე განუზომელად უფრო მნიშვნელოვანია.

აქტიურად მოღვაწე ევროპული რელიგიურობა გარდაუვალად აღარიბებდა ადამიანს სულიერად. მართლმადიდებლობა კი უფრო მეტად ორიენტირებულია შინაგან ფერისცვალებაზე და წარმოადგენს უმდიდრესი სულიერების ტრადიციას. ეს განსხვავება აისახებოდა (თავს იჩენდა) ყველაფერში: „ჰარმონიაა დაღვრილი რუსი მღვდლის სახზე. მისი რბილი ნაკვთები, ტალღისებური თმები მოგვაგონებს წმინდანთა ძველ ხატებს. როგორ სწინააღმდეგოა ეს დასავლური იეზუიტური თავებისადმი მათი ბრტყელი, მკაცრი, კეისრისებური სახეებით!.. ჰარმონიის ბეჭედი ადევს ბერობასაც (რუს. старчество) _ რუსულ მიწაზე წარმოშობილ ამ თავისებურ და ამაღლებულ მოვლენას... (3) ეს იგრძნობა ყველაფერში, მათ შორის ლოცვაშიც. რუსი არ კარგავს თავს გრძნობების მორევისგან (გულის აჩუყებისგან), პირიქით, განსაკუთრებულ ყურადღებას იგი აქცევს ფხიზელი გონებისა და სულის ჰარმონიული მდგომარეობის შენარჩუნებას... ჰარმონიის იმავე გრძნობის დადასტურებას წარმოადგენს რუსული ხატწერა და საერთოდ ძველი რუსული ფერწერა: ფორმის მიხდვით სრულყოფილი ანდრია რუბლიოვის (1370-1430), ოსტატ დიონისეს ქმნილებები, ძველებური ხუროთმოძღვრება მისი კეთილშობილური სიმშვიდით, როგორც ღვთისმშობლის საფარველის ეკლესია ნერილზე ვლადიმირთან (1165) ან დიმიტრის ტაძარი ვლადიმირში (1194). უმალვე თვალში გეცემათ ფორმის იდეალური გრძნობა ამ ხელოვნებაში... ჰარმონიის რუსულმა გრძნობამ თავისი ყველაზე უფრო სრული გამოხატულება ჰპოვა ქრისტეს ღმერთკაცობის რწმენაში“ (ვ. შუბარტი). გერმანელი ფილოსოფოსის ეს მოწმობა მნიშვნელოვანია იმით, რომ რუსული მართლმადიდებლობის ჭეშმარიტ სახეს ხედავდნენ გამჭრიახი ადამიანები ევროპაშიც, და იმითაც, რომ იგი ამას წერდა თავის წიგნში „ევროპა და აღმოსავლეთის სული“ 30-იანი წლების ბოლოს, როდესაც ღმერთმებრძოლი კომუნიზმი სპობდა რუსეთში რელიგიურობის ყველა ნიშან-წყალს. ვალტერ შუბარტი სოლიდრულია რუს მოაზროვნეებთან, რომელთა სიტყვებიც მას მოჰყავს: „წმინდანთა რუსული ტიპებისთვის მთლიანობაში დამახასიათებელია მთელი სულიერი წყობის სიმშვიდე და ზომიერება, განათლებულობა და სირბილე, სულიერი სიფხიზლე, რომელიც შორსაა ეკზალტაციისა და ისტერიისაგან, ვაჟკაცობა და ამავდროულად სიმშვიდე“ (ნ. ს. არსენიევი). ივანე კირეევსკი აპირისპირებდა „ევროპელების საქმიან, თითქმის თეატრალურ ქცევას, მათთვის დამახასიათებელი მოუსვენრობით (ფუსფუსით), _ მართლმადიდებლობის ტრადიციებზე აღზრდილი ადამიანის თავმდაბლობასთან, სიმშვიდესთან, ღირსებასა და შინაგან ჰარმონიასთან“.

ევროპის დასავლეთისა და აღმოსავლეთის სამყაროს რელიგიური მსოფლჭვრეტის (რუს. миросозерцание) განსხვავება აისახება ყველაფერში, მათ შორის ტაძრების შესახედაობაშიც. გოთური ტაძარი – ეს არის მოქმედება, აქტი, მისწრაფებული ზეცისკენ, ეს არის ამაყი პასუხი ღმერთისთვის დედამიწიდან. რუსული მართლმადიდებლური ტაძარი – ეს არის ზეცა დედამიწაზე და აგრეთვე დედამიწა მიმართული ზეცისკენ, მაცხოვარი დედამიწაზე და აგრეთვე მიწიერის ფერისცვალება, უფლის აღდგომა ადამიანში. მართლმადიდებლური ტაძარი _ ეს არის სამყაროს ხატი, მაგრამ არა მხოლოდ მიწიერისა, არამედ ყოფიერებისა მთლიანობაში, ეს არის ჰარმონიული კოსმოსი. ტაძარი არის ზეციური კარავი, რომელიც ზემოდან ფარავს ქრისტიანიზებულ კოსმოსს, მართლმადიდებელ ქვეყანას, სადაც უნდა იცავდნენ (ინახავდნენ) გარდამოცემას, სარწმუნოებას, გამოცხადებულ ქრისტიანულ ჭეშმარიტებათა სიწმინდეს. ეს არის ყოვლად მთლიანი (რუს. всецелая) მისწრაფებულობა დედამიწიდან ზეცისკენ, მაგრამ არა ამ ქვეყნისგან მოწყვეტით, არა ექსპანსიით, არამედ ყოველივე ამქვეყნიურის ფერისცვალებით. იგივე განსხვავება გამოიხატება ქრისტიანული დღესასწაულების აქცენტირებაშიც. ქრისტიანულ ევროპაში მთავარ დღესასწაულს წარმოადგენს ქრისტეს შობა, მართლმადიდებლურ ქვეყნებში კი – უფლის აღდგომა – პასქა. დასავლელი ქრისტიანებისთვის მთავარი რელიგიური ჭეშმარიტებაა ღმერთის შობაში, მის დედამიწაზე მოსვლაში, მართლმადიდებლებისთვის კი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანის ის, რომ უფალი მოვიდა იმისთვის, რათა მიეღო ჯვარზე ვნებანი კაცობრიობის გამოსახსნელად, და „სიკუდილითა სიკუდილის დათრგუნვით“, აღმდგარიყო: ჯვრის მეშვეობით – აღდგომა და სიკვდილის მეშვეობით – შობა. აქედან გამომდინარე, დასავლური ქრისტიანობა მიმართულია იმაზე, რათა მთელ მსოფლიოს მიუტანოს ჭეშმარიტება დედამიწაზე ღმერთის მოსვლის შესახებ; მართლმადიდებლობა კი ადიდებს ღმერთის აღსრულებულ აღდგომას დედამიწაზე ადამიანის აღდგომისთვის ზეცაში. დასავლეთს ყველგან აქტიურად მიაქვს ღმერთის შობის გამოცხადებული ჭეშმარიტება, მართლმადიდებელი აღმოსავლეთი _ მოწიწებით მოწმობს ღმერთის აღდგომის შესახებ.

დასავლური სულის მითითებამ მსოფლიოს დაუფლებაზე საშუალება მისცათ შეექმნათ ძლიერი ტექნიკური ცივილიზაცია, გაეფართოებინათ მისი საზღვრები, მის შემადგენლობაში ჩაერთოთ არაქრისტიანი ხალხები. მაგრამ ამ მიწიერ საზრუნავებში მათ აქეთ-იქით გაეფანტათ ბევრი ქრისტიანული ჭეშმარიტება. თვით ფრანგულ სოციალიზმშიც კი, რომელიც კათოლიციზმის ანტითეზას წარმოადგენდა, აისახა კათოლიციზმის ექსპანსიონისტური თვისებები: „ადამიანის სულის კათოლიკურობისგან განთავისუფლების იდეა აქ აღიჭურვებოდა ყველაზე უფრო ვიწრო კათოლიკური ფორმებით, რომლებიც ნასესხები იყო მისი სულის სულ შუაგულიდან, მისი არსიდან, მისი მატერიალიზმიდან, მისი დესპოტიზმიდან, მისი ზნეობრიობიდან“ (თ. მ. დოსტოევსკი). მართლმადიდებლური მსოფლჭვრეტა, პირიქით, არ ახდენდა ხალხის ძალის კონცენტრირებას სახელმწიფოებრივი ძლიერების შექმნაზე. შესაძლებელია ამიტომაც მართლმადიდებლურ სახელმწიფოებს იპყრობდნენ ერთი-მეორის მიყოლებით, სანამ არ დაეცა ყველა. მაგრამ, ამასთან ერთად მართლმადიდებლობამ შესძლო სიცოცხლისადმი (ცხოვრებისადმი) გასაოცრად ცოცხალი და მთლიანი რელიგიური დამოკიდებულების გამომუშავება. ძირითადი ქრისტიანული გრძნობები: სინანული, სიმდაბლე, მორჩილება, გულმოწყალება, თანაგრძნობა, პატიება, სიყვარული – უფრო მეტად დამახასიათებელია მართლმადიდებლური ცხოველშეგრძნებისთვის (რუს. жизнеощущение). კათოლიკობა უფრო მეტად ავრცელებს მსოფლიოში მოწმობას ქრისტეს შესახებ, პროტესტანტობა კი უფრო მეტად ისწრაფვის ცხოვრების მოწყობისკენ სახარებისული მორალის მცნებების მიხედვით. ხოლო მართლმადიდებლობა უფრო მეტად ორიენტირებულია ქრისტეს როგორც ჯვარცმული და მკვდრეთით აღმდგარი ღმერთის ხარებაზე (რუს. благовестие), რუსული მართლმადიდებლური იდეალები სხვა ქრისტიანულ კონფესიებზე უფრო მეტად ასახავს მთაზე მაცხოვრის ქადაგების მხურვალე სულს (4).

ამრიგად ევროპისა და რუსეთის კონფლიქტში ერთმანეთს ეჯახება დასავლური და რუსული ქრისტიანობის რელიგიური იდეალები. ეს არის ქრისტიანული ხარების სხვადასხვანაირი აღქმებისა და განმარტებების მეტოქეობა. დასავლეთი არ ღებულობს რუსეთს, არ სურს გაიგოს მისი და უარყოფს მის რელიგიურ იდეალს. ევროპა საუკუნეებით მტკიცდებოდა იმაში, რომ მხოლოდ იგია ქრისტიანული ჭეშმარიტების მატარებელი და მსოფლიოში გამავრცელებელი, რომელსაც უნდა ამკვიდრებდეს ამქვეყნიური საშუალებებით: სახელმწიფოებრივი ძლიერებით, იძულებითა და ძალადობით. აქედან მოდის ევროპული სახელმწიფოების განუწყვეტელი „ჯვაროსნული“ ექსპანსია მართლმადიდებლურ აღმოსავლეთში: შუა საუკუნების ჯვაროსნებიდან ჰიტლერის „ჯვაროსნებამდე“. ამიტომ დასავლეთი სავსებით გულწრფელად ისწრაფვოდა რუსეთის დაყენებისკენაც „ჭეშმარიტების გზაზე“, ბუნებრივია, რომ ასეთი მისწრაფება ჩვენს დაცემულ მსოფლიოში გადაგვარდებოდა „თავისკენ მიტაცების“, „ხელში ჩაგდების“ სურვილში. რუსი ხალხი კი მთელი ძალებით ეწინააღმდეგებოდა თავის მართლმადიდებელ სახელმწიფოზე წამოყენებულ პრეტენზიებს ბასურმანებისა და ლათინელების მხრიდან. რუსეთი (პროევროპული ფენის გამოკლებით) ისვე არ ღებულობდა რელიგიურ დასავლეთს, როგორც დასავლეთი რუსეთს. მაგრამ რუსეთის რელიგიური იდეალი აიძულებდა მას მთელი ძალები მიემართა თვითშენარჩუნებაზე, იმ დროს, როდესაც დასავლეთის იდეალი უბიძგებდა ამ უკანასკნელს რუსული არსის გადასხვაფერებისკენ, ანუ ეს ნიშნავს _ აგრესიისკენ.

აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ დასავლეთთან მუდმივი კონფლიქტურობის მიუხედავად რუსეთი კულტურულად და ცივილიზაციურად ყოველთვის წარმოადგენდა ევროპულ ქვეყანას. „ისტორიულად რუსეთი, რა თქმა უნდა, აზია არ არის, მაგრამ გეოგრაფიულად იგი არც მთლად ევროპაა. ეს არის გარდამავალი ქვეყანა, შუამავალი ორ სამყაროს შორის. კულტურამ იგი უწყვეტად დააკავშირა ევროპასთან, მაგრამ ბუნებამ დაადო მას ისეთი თავისებურებები და გავლენა, რომლებიც ყოველთვის ეწეოდნენ მას აზიისკენ, ან მისკენ იზიდავდნენ აზიას“ (თ. მ. დოსტოევსკი). რუსული კულტურა – ეს არის ევროპული კულტურა, ვინაიდან რუსული ცივილიზაციის კულტურული და რელიგიური ფესვები ბიზანტიის მეშვეობით მიდის ანტიკურ საბერძნეთში – ევროპული კულტურის აკვანში. უფრო მეტიც, რუსები ისტორიულად არცთუ იშვიათად უფრო მეტ ევროპელობას ამჟღავნებდნენ, ვიდრე დასავლეთევროპელი ხალხები. ეს აძლევდა კიდეც საფუძველს თ. მ. დოსტოევსკის ეთქვა: „ჩვენ ჩვენს თავში და ყოველივე იმის განზოგადების გარეშე, რაც თავის ისტორიულ გზაზე გადაიტანა ევროპამ, ვერ ვივლით. მომავალში ჩვენ საკუთარი თავით წარმოვუდგენთ ევროპას, ასე ვთქვათ, მისი საკუთარი თავის სინთეზს, წარმოვუდგენთ და ჩამოვუთვლით მას მის კეთილ და ბოროტ სულებს – ამაშია ჩვენი დანიშნულება, რადგანაც სწორედ ჩვენ, რა თქმა უნდა, ვეტყვით კიდეც ევროპას უკანასკნელ სიტყვას... მაგრამ ამაზე უწინ ჩვენ უნდა გავხდეთ დამოუკიდებლები (რუს. самостоятельные). შემობრუნება აზიისკენ იქნება ერთერთი საშუალება, ერთერთი ბიძგი ამისთვის, და მოემსახურება ჩვენი შემდგომი აღზრდისა და სულიერად ხელახლა შობის საქმეს. გაქრება ჩვენი მონობა ევროპაში“. თავისთავად რუსეთი არის ევრაზია საკუთარი თვითმყოფადი კულტურით, რომელიც გენეტიკურად და ტიპოლოგიურად დაკავშირებულია ევროპასთან, მაგრამ შეიწოვა აზიური გავლენებიც.

ამიტომ რუსეთის ისტორიული მისია მდგომარეობს აღმოსავლეთის სულისა და დასავლეთის სულის შერიგებასა და სინთეზში. ეს ესმოდათ შორსმჭვრეტელ ადამიანებს ევროპაშიც: „აღმოსავლეთი და დასავლეთი – ესენი არა მხოლოდ გეოგრაფიული ცნებებია, არამედ ის ცნებებიც, რომლებიც განისაზღვრება სულის წყობით. დახლეჩილი, ვიწრო, დაცალცალკევებული ევროპა ექვემდებარება ლანდშაფტის უფრო განსხვავებულ სულს, ვიდრე აზია, თავისი დაბლობების უკიდეგანო სივრცით. ადგილობრივი პირობები და შესაძლებლობები კარნახობენ ევროპას ადამიანის ისეთი ტიპის ჩამოყალიბებას, რომელიც განსხვავდება აღმოსავლელი ადამიანისგან. აზია იქცა ყველა დიდი რელიგიის სათავედ, ევროპას არ მოუტანია არც ერთი... აღმოსავლეთისა და დასავლეთის პრობლემა – ეს არის უწინარეს ყოვლისა სულის პრობლემა... ჰორიზონტზე იკვეთება უგრანდიოზულესი სულიერი ამოცანის მონახაზები, რომლებიც ოდესმე მდგარა კაცობრიობის წინაშე: აღმოსავლეთისა და დასავლეთის შერიგების, აღმოსავლურ-დასავლური კულტურის შობის ამოცანა... საქმე იმაშია, რათა ოდესმე მიეცეთ საშუალება აღმოსავლური და დასავლური სამყაროს სულიერ დინებებს გაჭოლავდნენ ერთმანეთს ურთიერთ განაყოფიერებისთვის... დასავლეთმა აჩუქა კაცობრიობას ტექნიკის, სახელმწიფოებრიობისა და კავშირგაბმულობის ყველაზე უფრო სრულყოფილი სახეობები, მაგრამ წაართვა მას სული. რუსეთის ამოცანა იმაშია, რომ ადამიანს დაუბრუნოს სული. სწორედ რუსეთს გააჩნია ის ძალები, რომლებიც ევროპამ დაკარგა ან დაანგრია საკუთარ თავში. რუსეთი წარმოადგენს აზიის ნაწილს და ამავე დროს ხალხთა ქრისტიანული საზოგადოებრიობის წევრია. ეს არის აზიის ქრიტიანული ნაწილი. ამაშია მისი ისტორიული მისიის თავისებურება და განსაკუთრებულობა. ინედოეთი და ჩინეთი დაშორებული არიან ევროპელი ადამიანისგან. რუსეთში კი იგი მოჰყავს იმ გზებს, რომლებიც დაკავშირებულია უწინარეს ყოვლისა რელიგიის საერთოობასთან. ამიტომ მხოლოდ რუსეთს ძალუძს ჩაბეროს სული ძალაუფლების სიყვარულისგან დაღუპვის გზაზე დამდგარ, საგნობრივ საქმიანობაში ჩაფლულ კაცობრიობას... ამით მე არ მინდა იმის თქმა, რომ ევროპელი ერები დაკარგავენ თავიანთ გავლენას. ისინი დაკარგავენ მხოლოდ სულიერ ლიდრობას. ისინი უკვე ვეღარ იქნებიან გაბატონებული ადამიანური ტიპი, და ეს იქცევა სიკეთედ ადამიანებისთვის... რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც შესწევს ევროპის გადარჩენის უნარი და გადაარჩენს კიდეც მას, რამდენადაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკიხთების მთელ ერთობლიობაში ემხრობა (მიჰყვება) ისეთ მითითებებს, რომლებიც ევროპელი ხლხების მიერ გატარებულის საპირისპიროა. სწორედ თავისი უმაგალითო ტანჯვების სიღრმიდან იგი ამოიღებს (ამოხაპავს) ადამიანთა და ცხოვრების აზრის ასეთსავე ღრმა შეცნობას, რათა აუწყოს მის შესახებ დედამიწის ხალხებს. რუსს ამისთვის გააჩნია ის სულიერი წინაპირობები, რომლებიც დღეს აღარა აქვს არც ერთ ევროპელ ხალხს. თავისი ამჟამინდელი სახით აღმოსავლეთ-დასავლეთის პრობლემა წარმოგვიდგება როგორც კაცობრიობის განახლების გრანდიოზული პრობლემა, როგორც აღმოსავლეთის მიერ დასავლეთის განსულიერების შესაძლებლობა, როგორც გახლეჩილი კაცობრიობის თავდაპირველი ერთიანობის აღდგენისკენ მოწოდება, როგორც სრულყოფილი ადამიანის შექმნის ამოცანა“ (ვ. შუბარტი).

დასავლეთის როლი რუსულ კატასტროფაში
დასავლეთისა და რუსეთის სულიერი სხვადასხვაობა გამოიხატა XIX საუკუნის შუახანებისთვის იმ დაპირისპირებაში, რომელიც თ. ი. ტიუტჩევმა წინასწარმეტყველურად განსაზღვრა – „რევოლუცია და რუსეთი“: „იმისთვის რათა ჩვენთვის ნათელი გავხადოთ იმ საბედისწერო გადატრიალების არსი, რომელშიც ფეხი ჩადგა ევროპამ, აი რა უნდა ვუთხრათ ჩვენს თავს. დიდი ხანია უკვე ევროპაში არსებობს მხოლოდ ორი ნამდვილი ძალა – რევოლუცია და რუსეთი. ეს ორი ძალა ახლა ერთიმეორის პირისპირ დგას, და, შესაძლებელია, ხვალ ისინი ჩაებნენ ბრძოლაში... რუსეთი უწინარეს ყოვლისა, ქრისტიანული იმპერიაა; რუსი ხალხი ქრისტიანია არა მხოლოდ თავისი მრწამსის მართლმადიდებლობის ძალით, არამედ კიდევ უფრო სულისმიღმიერის წყალობითაც, ვიდრე მრწამსია. იგი ქრისტიანია თავგანწირვისა და თვითშეწირვის იმ უნარის ძალით, რომელიც შეადგენს მისი ზნეობრივი ბუნების საფუძველს. რევოლუცია – უწინარეს ყოვლისა ქრისტიანობის მტერია! ანტიქრისტიანული განწყობილებები შეადგენს რევოლუციის სულს, მის განსაკუთრებულ, განმასხვავებელ ხასიათს. ის სახეცვლილებები, რომლებსაც ეს სული თანამიმდევრობით განიცდიდა, ის ლოზუნგები, რომლებსაც ის მონაცვლეობით ითვისებდა, თვით მის მიერ ჩადენილი ყველა ძალადობა და ბოროტმოქმედება იყო მეორეხრისხოვანი და შემთხვევითი. მაგრამ ერთი, რაც მასში ასეთი არ არის, ესაა სწორედ ანტიქრისტიანული განწყობა, მისი შთამაგონებელი, და სწორედ მან (არ შეიძლება ეს არ ვაღიაროთ) მოუტანა კიდეც რევოლუციის სულს ეს მრისხანე ბატონობა მსოფლიოზე. ის, ვისაც ეს არ ესმის, უბრალოდ ბრმაა, რომელიც ესწრება იმ სანახაობას, რომელსაც მას მსოფლიო წარმოუდგენს“.

ამრიგად, ამ დროისთვის გნისაზღვრა გარკვეული ევროპული ძალებისა და ისტორიული რუსეთის დაპირისპირება. რა თქმა უნდა ევროპაში ყველაფერი არ ტრიალებდა რუსეთის წინააღმდეგ, არამედ სახელდობრ ის მზარდი მღვრიე ტალღა, რომელსაც ტიუტჩევმა უწოდა რევოლუცია. ევროპულმა რევოლუციამ მოახდინა ევროპული კულტურის წიაღში ჩამოყალიბებული ყველა ანტიქრისტიანული იდეოლოგიის ინტეგრირება და გააერთიანა ამ იდეოლოგიით შეპყრობილი ყველა ძალა. ახლა აშკარაა, რომ სწორედ ანტიქრისტიანული იდეოლოგიების მქონე ძალებმა, რომლებიც ხელისუფლებისკენ ისწრაფოდნენ ყველა ევროპულ რევოლუციაში, გაიმარჯვეს ასევე რუსულ რევოლუციაშიც. გასული საუკუნის 30-იან წლებში გერმანელი ფილოსოფოსი ვალტერ შუბარტი წერდა: „დღეს ევროპა გრძნობს რუსული ბოლშევიზმის სერიოზულ მუქარას. თუკი იგი უფრო ყურადღებით ჩაუკვირდებოდა მას სახეში, მაშინ აღიარებდა მასში თავის საკუთარ იდეებს, გაუხეშებულსა და გროტესკამდე მიყვანილს ბოლშევიკების მიერ. ესენია _ ათეიზმი, მატერიალიზმი და პრომეთეული კულტურის მთელი საეჭვო ხარა-ხურა“ (რუს. хлам). შეიძლება ვიკამათოთ იმაზე: თუ რამდენად იყო რუსეთი ქრისტიანული ქვეყანა, მაგრამ სავსებით რეალურ ფაქტს წარმოადგენს ის, რომ განსაზღვრული დროიდან ანტიქრისტიანული გადატრიალების ევროპული და ზოგადმსოფლიო ძალები სულ უფრო მეტად უყრიან თავს თავიანთ ძალისხმევას რუსული სახელმწიფოებრიობის დამხობაზე, რუსეთში მართლმადიდებლური ცხოვრების წესის დანგრევაზე, რუსეთის მთელი რესურსების მსოფლიო ექსპანსიის პლაცდარმად გადაქცევაზე. რა თქმა უნდა, ეს სულიერი დაპირისპირება არ ემთხვევა ევროპის სახელმწიფოებსა და რუსეთს შორის დიპლომატიური და სამხედრო ბრძოლის ფრონტებს. მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ტრადიციულ სახელმწიფოებს შორის კონფლიქტებში სულ უფრო მეტად ერთვება ახალი მოტივები და პრინციპები.

საუკუნებით ეკიდებოდნენ რა რუსეთს გაუცხოებულად ან აგრესიულად, ევროპულ ელიტებს ეშინოდათ მისი ძლიერებისა. XX ასწლეულის დასაწყისში გამოჩნდა რუსეთის გამსწრები სამეურნეო ზრდის ყველა სიმპტომი. რუსეთის ძლიერების აღმაფრენა შეადგენდა პირველი მსოფლიო ომის გაჩაღების ერთერთ მიზეზთაგანს და ამან გამოიწვია არა მხოლოდ რუსეთის სამხედრო მოწინააღმდეგეთა, არამედ მოკავშირეების უკმაყოფილებაც. ეს ხსნის ანტანტის ქვყნების მხრიდან რუსეთისადმი არამოკავშირული დამოკიდებულების ბევრ ფაქტს. და ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ ყველა ევროპული სახელმწიფოს მოქმედებები – გერმანიისაც და რუსეთის მოკავშირეებისაც – მიმართული იყო რუსეთის სახელმწიფოებრიობის განადგურებაზე. ეს არანაირად არ იყო გამოწვეული და ვერ მართლდებოდა ევროპული ქვეყნების ნამდვილი ეროვნული ინტერესებით, რაც დადასტურებულ იქნა კიდეც ევროპული ისტორიის მთელი შემდგომი მსვლელობით. იმ საბედისწერო მომენტისთვის რუსეთისადმი დამოკიდებულება ყალიბდებოდა საერთოევროპული იდეოლოგიური დაბინდულობის (რუს. помутнение) გავლენით, რომელიც მოიცავს (ითრევს) არა მხოლოდ რევოლუციონერებს, არამედ სხვადასხვანაირი ფორმებით მთელ საზოგადოებასაც. ევროპულ საზოგდოებრივ აზრში ბატონობდა წარმოდგენები იმის შესახებ, რომ რუსეთის თვითმპყრობელობა არის რეაქციული ძალა. თავად რუსეთი კი, მისი ეროვნული ტრადიციები და მართლმადიდებლური რელიგიურობა სახიფათოდ უცხოდ ეჩვენებოდათ. დამახინჯებული იდეოლოგიზებული აღქმა მათ წარმოდგენაში მართლმადიდებელ რუსეთს ხატავდა ერთგვარი მსოფლიო საფრთხობელას სახით. ბუნებრივია, რომ როდესაც 1917 წელს ამ საფრთხობელამ ყველას თვალწინ დაიწყო ნგრევა, ამან გაუღვივა მისწრაფება დასავლეთის სახელმწიფოებს უფსკრულისკენ ებიძგებინათ რუსეთისთვის, ან უკეთეს შემთხვევაში – არ ჩარეულიყვნენ. ქრისტიანი მეზობლისთვის რაიმენაირი დახმარების შესახებ ლაპარაკიც კი არ ყოფილა. ამრიგად, ცივილიზებული ქვეყნების საზოგადოებრივი აზრის იდეოლოგიურმა დასნებოვნებამ ხელი შეუწყო რუსეთის ნგრევას და წაართვა მას შესაძლო მოკავშირეები მსოფლიო ბოროტებასთან ბრძოლაში.

რუსეთის კატასტროფა ბევრწილად ინსპირირებულია გარედან, ვინაიდან მსოფლიო არენაზე ბევრს ეშინოდა მისი ძლიერების ზრდის, მისი თვითმყოფადობის _ სიდიდე და განსხვავებულობა ყოველთვის საეჭვოდ და საშიშად მოჩანს. ამიტომ დასავლეთის სახელმწიფოებმა, ძირითადად გერმანიამ, ბევრი რამ გააკეთეს რუსეთის შიგნიდან გასახრწნელად. მაგრამ როდესაც რუსეთი დაეცა _ მისი მიწაზე განრთხმული სხეული, მოსალოდნელის საწინააღმდეგოდ, სასიკვდილო საშიშროების წყაროდ იქცა ყველა მის გარშემო მყოფთათვის. რუსეთზე გადმოანთხიეს მთელი შხამები, კიდევ უფრო მეტად დაამძიმეს მთელი მისი შინაგანი უძლურებანი, შეუყვანეს ყველანაირი შესაძლო დამღუპველი ინექციები, და ამასთან ერთად მოელოდნენ, რომ მსოფლიოში დადგებოდა მშვიდობა და კეთილდღეობა! თუკი ჩვენ მეზობელს საწმელში ჩავუდებთ შხამს, რომელიც იწვევს გაშმაგებულ შეშლილობას, მაშინ უცნაურია მოველოდეთ სიწყნარესა და სიმშვიდეს კომუნალურ ბინაში – ხოლო მსოფლიო კი სულ უფრო და უფრო მეტად იქცევა ვიწრო კომუნალურ ბინად. თუკი ჩვენ მოვკლავთ მეზობელს, მაშინ ჩვენ დავკარგავთ ადამიანურ ღირსებას, ხოლო ჩვენი სახლი ვეღარ იქნება საცხოვრებელი. კომუნალური სკანდალები და ცემა-ტყეპანიც კი მაინც წარმოადგენს კლასიკური თანაცხოვრების ფორმას, ვინაიდან ოდესმე საჭირო შეიქმნება დავის დასრულება, შერიგება, ერთმანეთთან ჩახუტება და ერთობლივი ცხოვრების დიპლომატიური რეგულირება. ეს ცუდი, მაგრამ მაინც ცხოვრებაა, რომელიც ტოვებს უკეთესად ცხოვრების ფორმების გამოძებნის შესაძლებლობას. ცხოვრება სართოდ არ იქნება, თუკი ჩვენ გადავალთ აბსოლუტურად დაუშვებლის საზღვრებს და დავიწყებთ ერთმანეთის დევნას. სწორედ ეს მოხდა კიდეც ევროპელი ხალხების საერთო საცხოვრებელში გასული ასწლეულის დასაწყისში.

საუკუნეების განმავლობაში ევროპა ახერხებდა საკუთარი არსებობის შენარჩუნებას იმის წყალობით, რომ კონფლიქტებსა და ომებში, რომლებშიც სახელმწიფოები ისწრაფოდნენ სხვებისთვის რაც შეიძლება მეტის წართმევისა და მითვისებისკენ, არავინ არ ისახავდა მიზნად მეზობლის საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი მოწყობის სრულ დანგრევას, ან მოწინააღმდეგის სრულ განადგურებას. ხოლო დღევანდელი მოწინააღმდეგე ხვალ შესაძლოა მოკავშირედ ან მეგობრადაც კი ქცეულიყო. ყველა კონფლიქტსა და ომში დავებისა და გადანაწილებების ფრჩხილებს გარეთ რჩებოდა ზოგადი ნორმები, რომელთა მიხედვითაც ასოციალურ, ანტისაზოგადოებრივ და ანტისახელმწიფოებრივ ელემენტებს ასეთნაირად აღიარებდნენ ყოველი მხარისთვის. შესაძლო იყო საკუთარ ტერიტორიაზე მოეთმინათ მეზობლის ტერორისტების ყოფნა, მაგრამ დაუშვებლად ითვლებოდა ძირითადი ფსონის გაკეთება მოწინააღმდეგე სახელმწიფოების ექსტრემისტულ ელემენტებზე. ევროპული სახელმწიფოები მიისწრაფოდნენ კიდეც ქაოტური ანტისოციალური სტიქიის შეთანხმებული განეიტრალებისკენ და ამით მას რაღაც ზღვარს მაინც უდებდნენ. ასე იყო საღვთო კავშირის წლებში XIX საუკუნის პირველ ნახევარში. ამის შესახებ ისიც მეტყველებს, რომ საფრანგეთთან ომის წლებში ბისმარკს თავში არც კი მოსვლია საფრანგეთის კომუნისთვის მხარის დაჭერა.

პირველ მსოფლიო ომში იშლება (ირეცხება) კლასიკური წარმოდგენები ომის როგორც პოლიტიკის სხვა საშუალებებით გაგრძელების შესახებ. პოლიტიკა კი მიმართული ხდება იმაზე, რომ დაიცვან თავიანთი ინტერესები, შემოიზღუდონ მეტოქეებისგან ან მიაღწიონ უპირატესობას. პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს უნდა ზღუდავდნენ ძალით, ასუსტებდნენ ან კიდევ მიწაზე ანარცხებდნენ მას, მაგრამ სრული განადგურება საჭირო არ არის. XX საუკუნემდე არც ერთი ევროპული სტრატეგია არ ვარაუდობდა მოწინააღმდეგის საზოგადოებრივი წყობილების განადგურებას ან ცხოვრების წესისთვის ძირის გამოთხრას. პოლიტიკური თვითშენარჩუნების ეს ინტუიცია პირველად დაკარგეს დამარცხების პირას მისულ გერმანიაში, რომელიც წავიდა ადამიანური და მატერიალური რესურსების უპრეცედენტო ტოტალურ მობილიზაციაზე და გადავიდა ტოტალურ ომზე, რუსეთის ტოტალურ განადგურებაზე (აქვე აღსანიშნავია ამავე დროს გერმანელების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენება დასავლეთის ფრონტზე – ი. ხ.). პირველმა გარდაუვალად გამოიწვია თვით გერმანიის სოციალიზაციაც, მეორე კი გაანგარიშებული იყო რუსეთში ტრადიციული სოციუმის ნგრევაზე.

გერმანიის გენერალური შტაბი ღებულობს რევოლუციონერ პარვუსის გეგმას და მსხვილ თანხებს გამოყოფს რუსეთში მთელი ანტისახელმწიფოებრივი და ანტისოციალური ძალების მობილიზებისთვის. გენიალურმა იდეოლოგიურმა ტაქტიკოსმა შესთავაზა გერმანული ფულებით ყველა რევოლუციური პარტიის ძალისხმევის გაერთიანება პროპაგანდის, საბოტაჟისა და გაფიცვების ორგანიზებასა და შეიარაღებული აჯანყების მომზადებაში. სხვა სიტყვებით, გერმანიის ფულადი მხარდაჭერით ვარაუდოდნენ რუსეთში სოციალური აფეთქების გამოწვევას. ამით იხსნებოდა გერმანიის რუსეთთან ბრძოლის მეორე _ შიდა ფრონტი და იგი ერწყმოდა იდეოლოგიის მსოფლიო ძალების რუსეთთან ბრძოლის საერთო ფრონტს. პარვუსის მიერ მიღებული მილიონობით მარკა გამოიყენეს იმ დროისთვის თითქმის დაშლილი ბოლშევიკურ პარტიის აღორძინებისთვის. დახმარებამ ახალი ძალები შესძინა ლენინს, რომელიც იმ მომენტისთვის სრულ მარტოობაში აღმოჩნდა შვეიცარიაში, და გერმანიის სწრაფი გამარჯვების იმედიც უკვე აღარ ჰქონდა, ასევე იმედი ჰქონდა გაცრუებული რუსეთში რევოლუციის შესაძლებლობაზეც: შვეიცარიის სოციალისტური ახალგაზრდობისადმი მიმართვაში 1916 წლის შემოდგომაზე ლენინმა გამოთქვა თავისი დარწმუნებულობა იმაში, რომ მისი თაობა ვერ მოესწრებოდა რუსეთში რევოლუციას. რუსეთის პროლეტარიატის ბელადი ჩაფლული იყო ქიმერულ ფიქრებში შვეიცარიაში ან შვედეთში რევოლუციის მოწყობის თაობაზე. ლენინმა დაკარგა რუსეთის რევოლუციურად გახედნის იმედი და კაცობრიობის წინააღმდეგ ლაშქრობებისთვის სხვა ევროპულ ცხენს ეძებდა. და ამ მომენტში გერმანია უთანხმდება რუსეთის წინააღმდეგ რევოლუციის ევროპულ ძალებს და ფსონს აკეთებს მანიაკ-მარგინალებზე.

მართლმადიდებელი რუსეთის დანგრევის შემდეგ მანამდე აკრძალული ილეთი პოპულარული ხდება. მეტად მაცდური აღმოჩნდა ბრძოლის წარმოება ყოველგვარი წესების გარეშე, მოწინააღმდეგის შიგნიდან დაზიანება, სადაც იგი არ ემზადებოდა თავდაცვისთვის, შინაგანი ფრონტის ორგანიზებით, გარედან გადატრიალების შეტანით. პირველად ახალი ევროპის ისტორიაში ძირგამომთხრელი საქმიანობა იქცევა არა განსაკუთრებულ ზომად, არამედ ომის ძირითად საშუალებად. და ჯინი ამოშვებულ იქნა ბოთლიდან. მსოფლიომ სწრაფად დაიწყო სულ უფრო დაბლა სვლა ტერორიზმისა და პოლიტიკური გადატრიალებების თანამედროვე პარპაშისკენ მაშინ, როდესაც დარღვეულ იქნა ევროპელი ხალხების ზნეობრივი ურთიერთთავდებობა. იმაზე, რომ ევროპულ საერთაშორისო ურთიერთობებში არსებობდა განსაზღვრული ზნეობრივი თვითკონტროლი და ბრძოლის ზოგიერთი სულმდაბალი ილეთისგან ქვეცნობიერი გარიდება, _ გავლენას ახდენდა ევროპელი ხალხების ქრისტიანული აღზრდა. ქრისტიანული ზნეობრიობის სწორედ ამ ოაზისმა განიცადა იდეოლოგიური გახრწნა. ამიერიდან უკვე აღარ უდებდნენ საზღვარს მეზობელი ხალხების ჩახშობასა და განადგურებას და ამ მიზნის მისაღწევად ყველა საშუალება კარგია. უპირობოდ, ყველას დაუსრულებელი ბრძოლა ყველას წინააღმდეგ წარმოადგენს იდეოლოგიის ფარულ მიზანს, ვინაიდან ეს ხელს უწყობს მისი მსოფლიო ბატონობის დამყარებას.

ამრიგად, რუსეთში ინტერნაციონალურმა რევოლუციურმა ძალებმა პირველად შეძლეს სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდება. და აქეთკენ უკანასკნელი გადამწყვეტი საფეხური ააშენეს გერმანიის სახსრებით. რუსეთი ძირს დასცეს, მაგრამ ამან გერმანიასაც და მთელ მსოფლიოსაც მოუტანა აურაცხელი უბედურებები. სოციალისტური ხელისუფლება – ეს არის ანტისოციალური ხელისუფლება, ვინაიდან იგი მოწოდებულია ხალხების ტრადიციული ცხვრებისეული წყობილების დანგრევისთვის. მსოფლიოში საბჭოების პირველი ქვეყანა აღმოჩნდა სოციალური ანტიყოფიერების საერთაშორისო ძალების პირველი პლაცდარმი, და მას იყენებენ მთელი მსოფლიოს დასაპყრობად. ამ მოწინააღმდეგის მიერ ძირს დაცემული აღმოჩნდა გერმანიაც, ვინაიდან იგი რვოლუციურად გაწეწეს იმავე ძალებმა, რომლებიც მან თავად გამოკვება. გერმანიაში რვოლუციაზე ფაშისტური რეაქცია უკვე დაპროგრამებული იყო: თქვენ გაშინებთ საშინელი რუსული კომუნიზმი, _ მიიღეთ თქვენივე მშობლიური ფაშიზმი, რომელიც იძლევა კანონიერებისა და წესრიგის გარანტიას. ასეთნაირდ აამოძრავეს იდეოლოგიური ქანქარა, რომელიც განსაზღვრავდა შემდგომ ისტორიას. იდეოკრატიის ორივე ფორმამ წარმოშვა მსოფლიო სასაკლაო, რომლშიც გამარჯვება არ შეიძლება ყოფილიყო, ვინაიდან საკითხი არსებითად იდგა იმის თაობაზე, თუ სნეულების რომელი ფორმა დაეუფლებოდა მსოფლიოს. გაიმარჯვა კომუნურ-სოციალისტურმა სნეულებამ, და მსოფლიოს პოლიტიკურმა რუკამ სწრაფად იწყო გაწითლება. იმ დროიდან ყავისფრი ჭირი წარმოადგენს საფრთხობელას, რათა მისგან დაშინებული ხალხები დანებდნენ წითელ ქოლერას. სოციალური არყოფიერების იდეოლოგები ტოვებენ კაცობრიობას არჩევანის წინაშე: როგორი ფერის დროშის ქვეშ დაიღუპოს _ ან საყოველთაო კეთილდღეობისა და ბედნიერების მისაღწევად (წითელი დროშა), ან კიდევ საყოველთაო კანონისა და წესრიგის (ყავისფერი დროშა).

ასე რომ, რუსეთის დაცემასთან ერთად, მსოფლიო ისტორია გადავიდა ახალ აპოკალიფსურ განზომილებაში. ეს არის არა დასრულებისა და შეჯამების ქრისტიანული აპოკალიფტიკა, არამედ ღვთაებრივი მსოფლიოს (სამყაროს) ნგრევის სატანური აპოკალიფსისი. ამიერიდან რუსულ გოლგოთაზე წარმოებს მსოფლიო ბრძოლა სოციალური არყოფიერების ძალებთან. ძირს დანარცხებული, დასნეულებული და დამონებული რუსეთი ეჩვენებათ მსოფლიო საფრთხობელად და მსოფლიო ბანდიტად. მაგრამ საბედისწერო ცვლილება აისახება იმაში, რომ ევროპაში ეშინიათ არა იმის, რამაც დაღუპა რუსეთი, არამედ ეშინიათ თავად რუსეთისა. ვითომდა არ არის საშიში კომუნიზმი, რომელიც ათწლეულების მანძილზე ერთიმეორის მიყოლებით ნთქავდა ქვეყნებს, არამედ საშიშია რუსეთი, რომელიც კომუნიზმსგან ითმენდა უპრეცედენტო უბედურებებს. საბჭოთა კომუნიზმის მთელ ათწლეულებში ავრცელებდნენ „სამეცნიერო“ კონცეფციებს, რომლებიც დასავლეთს აჩვევდნენ იმ აზრს, რომ შორეული რუსეთი ყოველთვის იყო ტოტალიტარული, სასტიკი და აგრესიული, ხოლო ევროპაში შექმნილი კომუნიზმი თავდაპირველ საფუძველში ადამიანურია. ყურადღებას აქცევენ იმას, რომ რაც უფრო შორს არიან მოსკოვიდან, კომუნისტური რეჟიმები მით უფრო რბილი და სუფთაა: კომუნიზმი ადამიანური სახით, ევროკომუნიზმი. ხოლო აღმოსავლეთ ევროპას, ცენტრალურ აფრიკას იპყრობს არა კომუნიზმი, არამედ საბჭოთა რუსეთი, რომელმაც ბუნებრივ-ისტორიულად მემკვიდრეობით მიიღო და დასრულებამდე მიიყვანა ექსპანსია ამ მიმართულებით პეტრე დიდის რუსეთისგან და მოსკოვის რუსეთისგანაც კი. მაგრამ ამასთან ერთად არავის არ მოსდიოდა აზრად აეხსნა კუბელი ჯარისკაცების პარპაში ანგოლაში კუბის მარადიული ექსპანსიით აფრიკაში. პატარა კუბაზე ეს დიდი ისტორიული სიცრუე მაშინვე შესამჩნევი გახდებოდა. ხოლო დიდ რუსეთზე კი შეიძლება ყველაფერი ჩამოკიდონ, რასაც მოისურვებენ. ასეთი პოზიციის ავტორიტეტულობაზე მოწმობს შემდეგი განცხადებაც: „რუსეთი ივანე მრისხანედან და პეტრე დიდიდან თვით ლენინამდე და სტალინამდეც მოდის თავისი უცვლელი გზით. მე მეტსაც ვიტყვი: რუსეთმა საბჭოების ორგანიზებით ჰპოვა თავისი ბუნების გამოხატულება“ (ადოლფ ჰიტლერი).

არც ერთ მომქმედ პოლიტიკურ ძალას არ გააჩნდა უნარი ეღიარებინა, რომ სსრკ-ის ყველა ხალხზე ძევს დანაშაული კომუნისტური რეჟიმის გამო. სულისკვეთებისა და შემადგენლობის მიხედვით ინტერნაციონალისტური ბოლშევიკური პარტია არაეთხელ გადაურჩენიათ თეთრჩეხებსაც, ლატვიელ მსროლელებსაც, საგანგებო დანიშნულების მრავალეროვნულ ნაწილებსაც (რუს. ЧОН, ЧК), კომისრებსაც – მსოფლიო რევოლუციის ამ რეკრუტებს. კომუნისტურ რეჟიმს აშენებდნენ არა მხოლოდ ველიკოროსები, არამედ პოლონელებიც (ძერჟინსკი, მენჟინსკი), ებრაელებიც (ტროცკი, კამენევი, ზინოვიევი, სვერდლოვი), ქართველებიც (სტალინი, ორჯონიკიძე, ბერია), უკრაინელებიც (დიბენკო, კრილენკო)... კომუნიზმის დამრტყმელი ძალა თავისი შემადგენლობით თავიდანვე იყო ინტერნაციონალისტური და რუსები მასში პროპორციულად სხვებზე გაცილებით უფრო ნაკლები იყვნენ. მაგრამ მსოფლიო „დემოკრატიული“ საზოგადოებრიობა ამ თვალსაზრისით იმყოფება ფიქციების ტყვეობაში.

ვიქტორ აქსიუჩიცისაიტზე pravoslavie.ru გამოქვეყნდა 02/01/2002
შემდგომში განახლებულ იქნა საიტზე narochnitskaia.ru
თარგმნა და შენიშვნები დაურთო ირაკლი ხართიშვილმა
(1) “საღვთო კავშირი” («Священный союз») დადეს 1815 წელს ვენის კონგრესის მსვლელობისას, ევროპაში რევოლუციური მოძრაობის აღზევების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლისა და სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით რუსეთისა და ავსტრიის იმპერატორებმა და პრუსიის მეფემ.

(2) ამ ომის შედეგად შემოიერთა რუსეთის იმპერიამ ასევე ბათუმის, ართვინის, არტაანის, ოლთისის, ყარსისა და ქაღზევანის ოლქები, ანუ ოსმალეთის იმპერიის ტრაპიზონისა და არზრუმის ვილაიეთების უკიდურესი აღმოსავლეთ რაიონები.

(3) ბერობის (რუს. старчество) ინსტიტუტი რუსეთში არ წარმოშობილა, მაგრამ ამ შემთხვევაში გერმანელ ფილოსოფოსს ალბათ უფრო იმას უნდა გაუსვას ხაზი, რომ დასავლეთს უკვე დიდი ხანია დაკარგული აქვს ის შინაგანი სულიერი სიმდიდრე, რაც მართლმადიდებლური ქრისტიანობის დაცვით შეინარჩუნა რუსეთმა. ჩვენში ხშირად ბერობას პირდაპირ აიგივებენ მონოზვნობასთან, რაც, მკაცრად რომ ვთქვათ, სწორი არ არის. ბერი ეწოდება იმ მამაკაც მონოზონს, რომელიც თავისი ღვაწლით უფლის წინაშე თავს დაიბერებს მიწიერი სურვილების მიმართ, რის სანაცვლოდაც სულიერად უფრო მაღალ საფეხურზე აჰყავს ღმერთს. და ეს არა რუსული, არამედ სართოდ მართლმადიდებელი მონოზვნობის პრაქტიკაა. რუსულ „სტარეცს“ და ქართულ „ბერს“ ბერძნულად შეესაბამება ტერმინი „გერონტა“ (ი. ხ.).

(4) აქ თუმცა კი ავტორი ლაპარაკობს რუსული მართლმადიდებლობის შესახებ, მაგრამ იგულისხმება საერთოდ მართლმადიდებლური დამოკიდებულება აღნიშნული საკითხებისადმი. რუსულ მართლმადიდებლობს ხაზი ესმება იმდენად, რამდენადაც ნაშრომში ლაპარაკია რუსული და დასავლეთევროპული ისტორიული დაპირისპირების შესახებ (ი. ხ.).

No comments:

Post a Comment