Monday, November 15, 2010

ადამიანის უფლებები და მსოფლიო პოლიტიკა: კონცეფციები და რეალობა

(საიტის მკითხველისთვის შემოთავაზებული მასალა გამოქვეყნებული იქნება მასალების კრებულში, რომელიც მიძღვნილია უმცირესობათა მდგომარეობის იურიდიული და სხვა ასპექტებისადმი, და რომელიც მომზადებულია ერთობლივად რუსეთის ფერედაციის ფედერალური კრების სახელმწიფო სათათბიროს კომისიის მიერ ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების უზრუნველყოფის პრაქტიკის, აგრეთვე მათ უზრუნველყოფაზე კოტროლის შესწავლის საქმეში უცხოურ სახელმწიფოებში, ასევე რადიოსადგურ „რუსეთის ხმისა“ და ისტორიული პერსპექტივის ფონდის მიერ).

უფლებადაცვითი პრობლემატიკა უკვე დიდი ხანია განზრახ არის გადაქცეული დასავლური ცივილიზაციის ობივატელის შეგნებაში საზოგდიების ცხოვრების თითქმის ძირითად ასპექტად. საკმარისად კბილგაცვეთილი კლიშეები ავსებენ საინფორმაციო ველს, რომელზედაც იქმნება სტერეოტიპები და წინასწარ შეგონებები ერთი სახელმწიფოების მიმართ და ყალიბდება თითქმის უცოდველი ხატებანი სხვა ქვეყნებისა, რომლებიც გამოდიან სულ უფრო მეტად თავდაჯერებულად მენტორების როლში. ადამიანის უფლებები, დემოკრატია და ეროვნულ უმცირესობათა უფლებები იქცა იმ არასასურველი სახელმწიფოების დანაწევრების ინსტრუმენტად, რომლებიც არ ექვემდებარებიან გლობალურ მმართველობას, ძალის გამოყენების საბაბად სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ, რაც აკრძალულია გაერო-ს წესდებით.

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს ახალი საპარლამენტო სტრუქტურა _ „უცხოურ სახელმწიფოებში ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების უზრუნველყოფის პრაქტიკის შესწავლისა და მათ უზრუნველყოფაზე კონტროლის კომისია“ შეიქმნა რუსეთის თანასწორუფლებიანი და სრულფასოვანი მონაწილეობის შესაძლებლობების გაფართოების მიზნით უფლებადაცვითი პრობლემატიკის განხილვაში საერთაშორისო არენაზე, აგრეთვე დასაბუთებული და არასადისკრიმინაციო საერთაშორისო კრიტერიუმების დადგენაში (დაწესებაში) ამ სფეროში და მათ კეთილსინდისიერ გამოყენებაზე კონტროლში საერთაშორისო პოლიტიკაში.

საერთაშორისო ურთიერთობების ბიპოლარული სისტემის დაშლისა და ძალთა ბალანსის დარღვევის შემდეგ, რომელიც თვით უძლიერეს დერჟავებსაც და მათ ბლოკებსაც კი აიძულებდა მიჰყოლოდნენ კლასიკურ საერთაშორისო სამართალს, უფლებადაცვითი თემატიკა ძალზედ სწრაფად გადაიქცა დაუფარავი პოლიტიკური ზეწოლის მძლავრ ინსტრუმენტად საერთაშორისო ურთიერთობებში. რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათი ერთი ნაწილი, რომელთაც უწინ სულაც არ გააჩნდათ გავლენა, გადაიქცნენ თვითგამოცხადებულ არბიტრებად, რომლებიც იძლევიან „სიმწიფის ატესტატებს“ ცივილიზებულობაზე.

რუსეთი, რომელმაც რკინის ფარდის მიღმიდან გამოსვლის დროს გამოაცხადა „მსოფლიო ცივილიზებულ საზოგადოებრიობაში (გაერთიანებაში)“ შესვლის დოქტრინა, მეტად უწყობდა ხელს დასავლეთის მიერ საკუთარი თავის გამოცხადებას ერთადერთ „მაჩვენებელ თითად“ ამ სფეროში. აშშ-ის საგარეოპოლიტიკური იდეოლოგიის მესიანიზმი დღეს თითქმის ისევე, როგორც თეოდორ რუზველტის უხეში იმპერიალიზმის დროსაც, ღიად ამართლებს ექსპანსიას. ამერიკის შეერთებული შტატები მენტორული ტონით ცდილობს კარნახობდეს სხვა სახელმწიფოებს მათი დემოკრატიული შინაგანი განრიგის წესებს, იმუქრება სანქციებითა და სამხედრო შეჭრით. მაგრამ ამის შედეგად მთელს მსოფლიოში იზრდება თავად დასავლური ფასეულობებისა და მსოფლიო პოლიტიკაში დემოკრატიული იდეალების, ასევე გაერო-ს წესდების სულისკვეთებისა და აზრის გაკოტრების შეგრძნება, რომ არაფერი ვთქვათ უკვე მსოფლიოში ამერიკული პრეტენზიის მზარდი უარყოფის შესახებ ნიშნავდეს კრიტერიუმებს, ასამართლებდეს და სჯიდეს საერთაშორისო სამართლის-და მიუხედავად (საწინააღმდეგოდ). მით უმეტეს, რომ ორმაგი სტანდარტები და განქიქებანი მიმართულია იმ სუვერენული ქვეყნებისკენ, რომელთაც არ სურთ ემორჩილებოდნენ დიქტატს.

სახელმწიფო დეპარტამენტის მორიგმა მოხსენებამ მსოფლიოში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ მოახდინა აღშფოთების ძლიერი ტალღის პროვოცირება ძალიან ბევრ ქვეყანაში. თავად დასავლეთისა და მსოფლიო სისტემის არამდგრადობისთვის ერთერთ სატირალ შედეგთაგანად იქცა ცივილიზაციათაშორისი ურთიერთობების აშკარა დაძაბულობა მსოფლიოში, ეთნოსებშორისა და რელიგიებშორის კამათების (დავების) სახიფათო გამწვავება თავად დასავლურ საზოგადოებაში.

სახელმწიფო სათათბიროს კომისიის საქმიანობა მოწოდებულია არა უბრალოდ აფიქსირებდეს ადამიანის უფლებების სხვადასხვანაირ დარღვევებს სხავადასხვა ქვეყანაში, არამედ უწინარეს ყოვლისა გააფართოოს ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტრუმენტარია და შესაძლებლობები, უწინარეს ყოვლისა თანმემამულეებისა ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე, სისტემურად გამოავლინოს საზღვარგარეთის სახელმწიფოებისა და სერთაშორისო ორგანიზაციების როგორც პოზიტიური გამოცდილება, ისე ორმაგი სტანდარტებიც, მათ შორის უფლებადაცვითი ორგანიზაციებისა, ადამიანის უფლებთა სფეროში მდგომარეობის შეფასებაში სხვადასხვა ქვეყნებში. მხოლოდ ასეა შესაძლებლი შეიქმნას სერიოზული საფუძველი შეტევითი (წინსვლითი) საქმიანობისთვის და ხელი შეეწყოს უფლებადაცვითი თემატიკის გადაქცევის თავიდან აცილებას სახელმწიფოებზე პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად.

კომისია აუცილებლად თვლის განმაზოგადებელ და ანალიტიკურ მუშაობას ამ სფეროში რუსეთის ანალიტკურ სტრუქტურებთან და სპეციალისტებისა და პრაქტიკოსების ფართო წრესთან თანამშრომლობით. რუსეთის საქმიანობის ძირითად ამოცანებს ამ სფეროში კომისიის აზრით წარმოადგენს:

_ მიდგომების შესწავლა და შეთანადება ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების ინტერპრეტაციისა და პრაქტიკისადმი სხვადასხვა ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის უფლებადაცვით ორგანიზაციებშიც;

_ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების როგორც გამოვლენილი დარღვევევბის, ისე სხვა ქვეყნების საკანონმდებლო და სამართალგამოყენებითი გამოცდილების სისტემატიზაცია, კეთილსინდისიერების შემოწმება ადამიანის უფლებების სფეროში მდგომარეობის შეფასებაში სხვადასხვა ქვეყნებში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მთავრობების მხრიდან;

_ კრიტერიუმების შეთანადება ადამიანის უფლებებისა და მათი დაცვის ინტერპრეტაციაში სხვადასხვა კულტურებსა და სახელმწიფოებში ერთიანი და დასაბუთებული სტანდარტების გამოვლენისთვის ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების საერთაშორისო მოღვაწეობისთვის ადამიანის უფლებების დასაცვად;

_ არადამაკმაყოფილებელი მდგობარეობის ხასიათის შედარებითი ანალიზი ადამიანის უფლებთა სფეროში საზღვარგარეთის ქვეყნებსა და რუსეთში როგორც კანონშემოქმედებითი, ისე სამართალგამოყენებითი ხასიათის არასრულყოფილებათა ფართო იურიდიულ და სოციო-კულტურულ ველზე გამოვლენისთვის რუსეთში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში.

* * *

ერთერთ გამწვავებულ პრობლემად ადამიანის უფლებათა სფეროდან იქცა ეთნოსებშორისი და კონფესიებშორისი პრობლემები, ასევე პრობლემების მთელი სპექტრის გამწვავება ან წარმოქმნა, რომლებიც დაკავშირებულია ეროვნულ უმცირესობათა ცხოვრებასთან და მოსახლეობის ეროვნული ჯგუფების ეროვნულ უმცირესობებად გადაქცევა ევროპის რუკაზე დრამატული ცვლილებების შედეგად.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (ესპა, რუსული აბრევიატურით _ ПАСЕ) იურიდიული კომისიის ამასწინანდელმა სხდომამ (ბუდაპეშტი, 2006 წ. 17 მაისი) გამოავლინა სახელმწიფოთა დიამეტრულად ურთიერთსაპირისპირო მიდგომები ამ თემის ზედმიწევნით ყველა ასპექტისადმი. ევროპის საბჭო და მისი სტრუქტურები, რომლებიც მეტად ერთსულოვანი და მკაცრები არიან ნებისმიერი საბაბის გამო რუსეთის დამგმობი რეზოლუციების მიღებაში, რომლებმაც თავს დაატეხეს სერბეთსა და სერბებს ბრალდებები კოსოვოელი ალბანელების უფლებების დათრგუნვაში (ჩახშობში), ხოლო ეს უკანასკნელნი არც კი მალავდნენ თავიანთ სეპარატისტულ მიზნებს, მიდრეკილი არიან მეტად გულმოწყალედ ეპყრობოდნენ თუნდაც ყველაზე უფრო კომპრომისული დებულებების არშესრულებას დასავლეთევროპული წევრების მიერ. ასე, მოხსენებამ ჩარჩო კონვენციის რატიფიკაციის თობაზე უმცირესობათა დაცვის შესახებ, გამოავლინა, რომ ქვეყნების ნაწილი (საფრანგეთი, ანდორა, მონაკო, თურქეთი) საერთოდ თავს იკვებს მისი ხელმოწერისგან, ნაწილს, ხელი მოაწერა რა მას, არ სურს მისი რატიფიკაცია (ბელგია, საბერძნეთი, ისლანდია და ლუქსემბურგი), ხოლო ზოგიერთი კი რატიფიკაციას თან ურთავს ისეთ დათქმებს (ლატვია), რომლებიც გამოშიგნავენ კონვენციით დაკისრებულ უიმისოდაც რბილ ვალდებულებებს. მოსაზრებების გაცვლამ გამოავლინა თანხმობის არარსებობა უმცირესობების თავად განმარტებაშიც კი, ასევე არსებობა კონცეფციებისა (საფრანგეთი), რომლებიც სავსებით უარყოფენ ამ ცნებას და გააფთრებით არქონა სურვილისა ქვეყნების მიერ მოხსენიებული იქნენ ამ რეზოლუციაში.

ამასობაში სწორედ ეროვნულ უმცირესობათა უფლებების თემას, რომელიც უკვე იქცა რუსული მოსახლეობის დრამად ბალტიისპირეთში და 25 მილიონი რუსის იდენტურობის შენარჩუნების უმნიშვნელოვანეს თემად დსთ-ში, გააჩნია აშკარა ტენდენცია აღმოსავლეთ ევროპაში გამოვლინებისკენ, არცთუ მსუბუქ პრობლემებს ჰპირდება მომავალში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და ბალკანეთს, აგრეთვე მკვეთრად მწვავდება თავად დასავლეთ ევროპაშიც. გაძლიერებული რუსეთი სულ უფრო მეტად გადააქცევს თავისი ეროვნული საგარეო პოლიტიკის საგნად გაყოფილი რუსი ხალხის ადამიანის უფლებების დაცვას, რომლის ნაწილიც სულ ერთ წამში გადაიქცა ეროვნულ უმცირესობებად.

რუსულენოვანი მოსახლეობისთვის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების სრული მოცულობით არმიცემის პრობლემა ბალტიისპირეთში, რუსულ ენაზე ლაპარკისა და ფიქრის უფლების შელახვის გაძლიერება უკრაინაში, გაყოფილი რუსი ხალხის გადარჩენისა და ეროვნული იდენტურობის შენარჩუნების პრობლემა დსთ-ის ტერიტორიაზე, ეროვნებათაშორის ურთიერთობებისა და კონფესიათაშორის მშვიდობის გამწვავება ევროპაში, დაბოლოს ორმაგი სტანდარტების დახმარებით ეთნოსებშორის წინააღმდეგობების გამოყენება ევროპული საზღვრების გადაკერვისთვის (კოსოვო) და წახალისება ტერორიზმისა როგორც ინსტრუმენტისა სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობის ძირის გამოთხრისთვის (ჩეჩნეთი), _ ყველაფერი ეს გვკარნახობს იმას, რომ უწინარეს ყოვლისა ვახდენდეთ ეროვნულ უმცირესობათა ცხოვრების ყველა ასპექტისა და გამოცდილების სისტემურ შესწვლას.

ამ სფეროში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე სერიოზული და ეფექტური შეტევისთვის აუცილებელია ადამიანის უფლებათა კონცეფციების სხვადასხვანაირი ფილოსოფიური საფუძვლების ცოდნა სხვადასხვა ცივილიზციებში, ყველა არსებული საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტის აღრიცხვა (გათვალისწინება) და ანალიზი, აგრეთვე სხვადასხვა ქვეყნების კონკრეტული გამოცდილებისა და ორმაგი სტანდარტების მაგალითების კვლევა. პრობლემატიკის ასპექტების ეს იდენტიფიკაცია _ აუცილებელი სფუძველია სისტემური და კონკრეტული მუშაობისთვის.

შემოთავაზებული კრებული, რომლის შექმნაშიც კომისია ღებულობდა უშუალო მონაწილეობას, წარმოადგენს მასალებს, რომელთა წინასწარგნზრახული მრავალფეროვნება (განსხავავებულ ხასიათობრიობა) წარმოდგენას გვაძლევს ეროვნულ უმცირესობათა პრობლემების სპექტრისა და ცხოვრების ასპექტების უფართოესი სპექტრის შესახებ. აუცილებლად წარმოგვიდგება იურიდიული მიდგომების გაცნობა ძირითადი ცნებებისადმი, ასევე საერთაშორისო ხასიათის მოქმედი იურიდიული დოკუმენტების გაცნობაც. ადამიანის უფლებათა ისლამური კონცეფციის ფილოსოფიური საფუძვლების კვლევის მაგალითზე შეიძლება გავიგოთ თუ როგორ განსხვავებულია ადამიანის უფლებათა კატეგორიის ინტერპრეტაციები სხვადასხვა ცივილიზციებში, რომელთა წარმომადგენლებიც გლობალიზაციის პირობებში ცხოვრობენ ევროპელებთან ერთად ერთ სახელმწიფოებში. დასავლური ეთნოპოლიტოლოგია და დასავლეთევროპული ოფიციალური დომინირებული პრაქტიკა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით მიდრეკილია უფრო მეტად ამ ასპექტების იგნორირებისკენ, წმინდად სამოქალაქო ერის (ნაციის) კონცეფციის კრიზისის მუქარის მიუხედავად, ასევე ტრადიციული ევროპული საზოგადოებებისადმი იმიგრანტების მიერ გამოწვევის მასშტაბებისა და ამ საზოგდოებების აშკარა უუნარობის მიუხევავად შეიგნონ თავიანთი მოწყვლადობის მიზეზები „იდეალური ზოგადსაკაცობრიო საზოგადოებრივი ინსტიტუტების“ ყოვლისშემძლეობაში თითქმის მარქსისტული რწმენის (დაჯერებულობის) გამო.

სერბეთის დანაწევრებისთვის გამოყენებული ორმაგი სტანდარტების გამოცდილება გვიჩვენებს მრავალეროვნული სახელმწიფოსთვის არსებულ საფრთხეებს. არანაკლებ მნიშვნელოვანია გავეცნოთ ევროპაში გვერდი-გვერდ მრავალსაუკუნოვანი ცხოვრების შედარებით პოზიტიურ გამოცდილებასაც.

მაგრამ საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციების მოხსენებების თანახმად, ადამიანის უფლებებისა და ეროვნული, რასობრივი და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვის სიტუაცია, მაგალითად გფრ-ში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ აშშ-ში და ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ კანონის მიღების შემდეგ მხოლოდ გაუარესდა. ისლამის წარმომადგენლების რიცხოვნების გადიდებასთან ერთად (3,3 მლნ. ადამიანი მოსახლეობის საერთო რიცხოვნების დროს 82 მლნ.) იზრდება წინააღმდეგობები ეთნიურ და რელიგიურ ნიადაგზე. საზოგადოებაში თანხმობას ხელს არ უწყობს მასობრივი ინფორმაციის ცალკეული საშუალებების მოქმედებებიც, რომლებიც დამცინავად არიან განწყობილი ისლამისადმი, სამართალდამცავი ორგანოების შესამჩნევად ამაღლებული აქტიურობა მუსლიმანებთან მიმართებით.

ისლამოფობიასთან და რასიზმთან ბრძოლის ფორუმმა დიდ ბრიტანეთში აღნიშნა 2005 წელს ანტიისლამური გამოსვლების სულ უფრო მეტი ზრდა ქვეყანაში. წელიწადის განმავლობაში სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი 12 ათასზე მეტი დანაშაულიდან 919 შეადგინა სამართალდარღვევებმა რელიგიური შეუწყნარებლობის ნიადაგზე, რაც თითქმის ორჯერ უფრო მეტია წინამორბედ პერიოდთან შედარებით. დიდი ბრიტანეთის ღია საზოგადოების ინსტიტუტის მონაცემებით, ქვეყნის 1,6 მუსლიმანური მოსახლეობის დაახლოებით 80% ამა თუ იმ ხარისხით დაზარალდა დისკრიმინაციისგან რელიგიური მტრობის ნიადაგზე.

ეროვნულმა საკონსულტაციო კომისიამ ადამიანის უფლებებში საფრანგეთში 2004 წელს მოახდინა 1556 რასისტული და ანტისემიტური გამოსვლის რეგისტრცია 2003 წლის 833 შემთხვევასთან შედარებით. სამჯერ გაიზარდა ასეთი ინციდენტების როდენობა სკოლებში. კომისიამ 2004 წელს მოაგროვა მოწმობები 595 გამოსვლის შესახებ მიგრანტების წინააღმდეგ, იმ დროს როდესაც 2003 წელს ასეთი გამოვლინებები დაფიქსირებულ იქნა 232.

ავსტრიული არასამთავრობო ორგანიზაციის ZARA-ს გამოკვლევის თანახმად, ავსტრიაში მცხოვრები ეთნიკური და რასობრივი უმცირესობების წარმომადგენლები აწყდებიან მზარდ დისკრიმინაციას სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, რაც წარმოადგენს იმაზე უფრო სერიოზულ პრობლემას, ვიდრე უკვე ჩვეულებრივად ქცეული „საყოფაცხოვრებო რასიზმი“.

ნიდერლანდებში აღინიშნება მუსლიმნური თემის გაძლიერებადი გაუცხოება ქვეყანაში. იზრდება მუსლიმანების მიერ პოლიციაში მიმართვების რიცხვი, რომლებმაც განიცადეს შეურცხყოფანი სხვადასხვანაირი ფორმით. ხელისუფლების მიერ ამუშვებული ისლამოფობიის ამოძირკვის კამპანია დემოკრატიასა და ლიბერალიზმზე დაიმედების გაბატონებული იდეოლოგიის ფარგლებში ევროპული ცივილიზაციის კრიზისის სიღრმისეული მიზეზების ვერგაგების ფონზე იძლევა მხოლოდ შეზღუდულ შედეგებს. გამოკითხვების თანახმად, ყოველი მეხუთე ჰოლნდიელი იზიარებს ტიპიურ ცრუ შეხედულებებს ებრაელების წინააღმდეგ.

თანაბარი შესაძლებლობების და რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრი ბელგიაში აღნიშნავს, რომ გასულ წელს მიიღო თითქმის ათასი საჩივარი უფლებების შელახვის გამო სწავლასა და სამუშაოზე მოწყობაში. 2005 წელს ბელგიაში დარეგისტრირებული გამოსვლები რელიგიური და რასობრივი შეუწყნარებლობის საფუძველზე მიმართული იყო უმთავრესად ებრაელების წინააღმდეგ, აგრეთვე მუსლიმანებისა, უპირატესად მაროკოელების და თურქებისა. თუმცა კი ბელგიაში იზრდება გაუცხოება ორ ძირეულ ეროვნულ და ენობრივ თემს შორისაც _ პროტესტანტული ფლანდრიისა და კათოლიკური ფრანგულადმოლაპარაკე ისტორიული ბრაბანტის მცხოვრებლებს შორის.

რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის მოხსენების შესაბამისად შვეიცარიაში აღნიშნულია დისკრიმინაციის გამოვლენის ფაქტები იმიგრანტებთან მიმართებით. კერძოდ, კომისიამ გამოხატა შეშფოთება „შავკანიან აფრიკელებთან მიმართებით რასიზმისა და დისკრიმინაციის ზრდის“ გამო. შვეიცარიის ფედერალური კომისია რასიზმთან ბრძოლის საქმეში აღნიშნავს ზეწოლის გაძლიერებას საზოგადოების მხრიდან რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებსა და მათ წარმომადგენლობებზე.

თუმცა კი აშშ-ის სახელმწფო დეპარტამენტი ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე თავის ყოველწლიურ მოხსენებაში აღნიშნავს ქსენოფობიის მდგრად ზრდას ევროპულ ქვეყნებში, თავად ამერიკაში იზრდება ძალადობრივი დანაშაულებების რიცხვი ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებით. გამოძიებთა ფედერალური ბიუროს (გფბ, FBI) 2005 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული მოხსენების თანახმად, 2004 წელს სიძულვილის ნიადგაზე ჩადენილი დანაშაულებების 9.528 მსხვერპლიდან 53,8% იყვნენ რასობრივ ცრუ შეხედულებათა მსხვერპლები და ამ მსხვერპლთა 67,9% იყვნენ შავკანიანი ამერიკელები. იმ დამნაშავეებს შორის, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს სიძულვილის ნიადაგზე, 60,6% იყვნენ _ თეთრკანიანი ამერიკელები.

შვედური რადიოს გამოკვლევაში, რომელმაც მოიცვა 80 ათასი ადგილობრივი მუსლიმანი, ხაზი ესმება იმას, რომ ისლამური ორგანიზაციების ნახევარი ქვეყანაში მუდმივად ღებულობდა მუქარებს სხვადასხვა ფორმით, ხოლო მესამედმა მათგან განიცადა თავდასხმა. შვედური სპეცსამსახურების მონაცემების თანახმად, ყოველ წელს დანაშაულებების რიცხვი ებრაელებისადმი სიძულვილის ნიადაგზე იზრდება 40%-ით, ამასთან უმეტესი ნაწილი მათ შორის დაკავშირებულია ნაცისტურ იდეოლოგიასთან.

2003 წლის იანვარში ფინეთში მიიღეს კანონპროექტი სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლებიც შეიცავს რასისტულ მოტივებს, დამამძიმებელი გარემოებების რიცხვში და შემოაქვთ პასუხისმგებლობა იმ ორგანიზაციებში მონაწილეობის გამო, რომლებიც ეწევიან რასობრივი დისკრიმინაციის პროპაგანდას ან ახდენენ მის პროვოცირებას. მიუხედავად ამისა, მოსახლეობის განსაზღვრულ ფენებში, განსაკუთრებით ახალგაზრდობაში, აღინიშნება რასისტული და ქსენოფობიური განწყობების მაღალი დონე.

* * *

ჰუმანისტური უნივერსალიზმიდან გლობალური მმართველობისკენ

ევროპული ლიბერალური ცივილიზაცია სულ უფრო მეტად ზარალდება საკუთარი იდენტურობის დაკარგვისგან, რაც ხდის კიდეც მას მოწყვლადად, თუმცა კი დემოკრატიის უნივერსალიზმი თავდაპირველად მიმართული იყო მთელი მსოფლიოსადმი და წარმოგვიდგებოდა ჰუმანისტური მოწოდებით ცივილიზაციებს შორის ჰარმონიზაციისა და ურთიერთგაგებისკენ. დღეს ეს პათოსი ემსახურება ძირითადად საშინაო საქმეებში ჩარევისთვის საბაბის უზრუნველყოფისა და მსოფლიოს გლობალური მმართველობისადმი დაქვემდებარების მიზანს.

ტენდენციამ ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების უნივერსალური განმარტებისკენ მიიღო იმპულსი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველი უნივერსალური ორგანიზაციის _ გაერო-ს შექმნასთან დაკავშირებით. გაერო-ს წესდებაში პირველად მიიღო ხორცშესხმა თავად იდეამ ზოგადად აღიარებული საერთაშორისო სტანდარტების შესახებ ურთიერთობებში არა მხოლოდ სახელმწიფოებს შორის, არამედ ადამიანებს შორისაც სახელმწიფოების შიგნით, რომელთა აღიარებაცა და დაცვაც იქცეოდა პირობად და შევიდა საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ პრინციპებში. მაგრამ გაერო-ს წესდება აკავშირებს ადამიანის უფლებათა გამოცხადებასა და დაცვას საერთაშორისო სამართლის ისეთ ძირითად პრინციპებთან, როგორებიცაა სახელმწიფოთა საშინაო საქმეებში ჩაურევლობა და მათი სუვერენული თანასწორობის აღიარება. გაერო-ს წესდება იძლევა ადამიანის ძირითადი უფლებების შეთანხმებულ ჩამონათვალს, არ აძლევს რა მათ შინაარსობრივ განმარტებას, ვინაიდან უფლებების შინაარსის განმარტება დიდად არის დამოკიდებული სხვადასხვა ცივილიზაციების ფასეულობრივ კრიტერიუმებზე.

მაგრამ უნივერსალიზმის იდეამ წარმოშვა (დაბადა) სხვა ტიპიც ორგანიზაციისა _ ეს არის ევროპის საბჭო _ ღრმად იდეოლოგიური ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საერთაშორისო სამართლის, ე. ი. ხალხებს შორის სამართლის ტრანსფორმაციისთვის „მსოფლიოსამოქალაქო“ ანუ „მსოფლიო სამართლად“ (World Law). მისი დღევანდელი როლი ამტკიცებს, რომ მასში „უკეთეს“ დროებამდე შეკრებილ იქნა ვერშემდგარი უნივერსალისტური პრეტენზიები მსოფლიოს მმართველობისა „მუდმივი“ სტანდარტების სფუძველზე, რომლებსაც ფესვები აქვს წარსულის კოსმოპოლიტურ და თვით ანტიქრისტიანულ სწავლებებშიც კი. ამ საკვები ბულიონიდან ამოიზარდა „მსოფლიოს მოქალაქეთა“ აზროვნების მთელი კულტურა. ევროპის საბჭო აშკარად შექმნილ იქნა როგორც სტრატეგიული რეზერვი და დიდი ხნის მანძილზე პრაქტიკულად რჩებოდა იმ ორბიტის ფარგლებს გარეთ, რომელშიც ბრუნავდა მსოფლიო პოლიტიკის ყველა სერიოზული პრობლემა და ასპექტი. სანამ მსოფლიოში დომინირებდნენ კლასიკური სერთაშორისო სამართალი და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები, და გავლენიანი ძალები ახდენდნენ მათ გარანტირებას, ეს ორგანო ვერ თამაშობდა როლს საერთაშორისო პოლიტიკაში. მაგრამ როგორც კი შეგნების იდეოლოგიურმა მომზადებამ საშუალება მისცათ ეჭვის ქვეშ დაეყენებიათ სახელმწიფო-ერის სუვერენიტეტი და წინ წამოეწიათ გლობალური მმართველობისა და ზეეროვნული (რუს. наднациональные) სტრუქტურების „არბიტრაჟის“ იდეა, დადგა მომენტი ევროპის საბჭოსთვისაც.

ევროპის საბჭოსა და მის კონცეფტუალურ ბაზაზე შიგნიდან თვალყურის დევნება (დაკვირვება) ეჭვს არ გვიტოვებს, რომ მასში დომინირებს სხვა არაფერი, თუ არა ფილოსოფიური აზრის უკიდურესად მემარცხენე მიმდინარეობა და ურელიგიო და უეროვნებო სტანდარტების ძალადობრივად დამკვიდრების თითქმის ტროცკისტული მესიანიზმი. ევროპის საბჭოს საპროგრამო დოკუმენტებში არც ერთხელ არ გამოუყენებიათ ტერმინი სუვერენიტეტი.

სწორედ ამიტომ დიდი ხანია უკვე მომწიფდა შეტევითი ტაქტიკა და კონცეფტუალური სამუშაო ადამიანის უფლებების სისტემატიზაციასა და ტიპოლოგიაში. სულიერი კრიტერიუმების ამაღლების, წინსვლისა და შემდგომი დეგრადაციის ისტორიული გამოცდილების განზოგადება ისტორიული კონცეფციების შემუშავებაში, აგრეთვე კულტურული კონტექსტის როლის ანალიზი ადამიანის უფლებათა სფეროში საშულებას მოგვცემდა შეგვემუშავებინა ადამიანის უფლებათა კატეგორიების შედარებითი განმარტების დღესდღეობით არარსებული მეთოდოლოგია შეგნების რელიგიურ-ფილოსოფიური საფუძვლებისდა მიხედვით მსოფლიოს სხვადასხვა ცივილიზაციებში.

უმნიშვნელოვანეს კონცეფტუალურ და მეთოდოლოგიურ ეტაპად უნდა იქცეს ჭეშმარიტად დემოკრატიული მიმართულების გამოყოფა ადამიანის უფლებათა გაგებაში თანამედროვე ლიბერალიზმის „ფასეულობრივი ნიჰილიზმის“ ლიბერალურ-ტოტალიტარული თავსმოხვევისგან და ხისტი წინააღმდეგობა ორმაგი სტანდარტებისადმი.

მნიშვნელოვანია ასევე რომ წარმოვიდგენდეთ ჩვენთვის ადამიანის უფლებების ისტორიასა და კლასიფიკაციას. პოლიტოლოგიაში, სოციოლოგიაში, ასევე პოლიტიკური სწავლებებისა და ადამიანის უფლებათა შესახებ მეცნიერებაში არსებობს ადამიანის უფლებების დაყოფა სამ თაობად.

1. ადამიანის უფლებების პირველი თაობა _ ეს არის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები _ სქესებისა და ეროვნებთა თანასწორობა, სინდისის, რჯულის აღმსარებლობის, სიტყვის, შეკრებებისა და პოლიტიკური გაერთიანებების თავისუფლება, კანონის წინაშე თანასწორობა, საცხოვრებლის ხელშეუხებლობა, არასანქცირებული დაპატიმრების დაუშვებლობა და მათი მსგავსი. ეს უფლებები დამკვიდრდა საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ აბსოლუტიზმის, დესპოტიისა და კათოლიკური ეკლესიის მიერ თავისი უფლებების ბოროტად გამოყენების, სასამართლოს წინაშე წოდებათა უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ მონაპოვრებს აქვთ უდაო წარუვალი ფასეულობა და დიდი ხანია იქცნენ საყოველთაოდ, ისინი ჩართული არიან გაერო-ს წესდებაში.

2. მეორე თაობა _ ეს არის სოციალური და ეკონომიკური უფლებები. ისინი დამკვიდრდა XX საუკუნეში და არ შეიძლება არ ვაღიარებდეთ, რომ მათმა გამოცხადებამ ჩვენს ქვეყანაში წაახალისა დასავლეთის ქვეყნებიც წასულიყვნენ ამ გზით. ეს არის ისეთი უფლებები, როგორებიცაა შრომის უფლება, საცხოვრებლის უფლება, თანაბარი შრომისთვის თანაბარი ანაზღაურების უფლება, სქესის, რასის, ეროვნების, ასაკის გამო არადისკრიმინაციის უფლება, ბავშვის შრომის აკრძლვა ან შეზღუდვა, ნორმირებული სამუშაო დღე, პენსიები და სამედიცინო დახმარება. XX საუკუნე გვაძლევს მუდმივ იმპულსს ადამიანის უფლებათა ამ კატეგორიის შემდგომი სრულყოფისთვის.

ადამიანის უფლებათა ეს ორი თაობა შევიდა გაერო-ს წესდებში, ადამიანის უფლებათა 1948 წლის საყოველთაო დეკლარაციაში, აგრეთვე ადამიანის უფლებების შესახებ 1966 წლის საერთაშორისო პაქტებში. უნდა აღინიშნოს, რომ პაქტების შინაარსის შეთანხმებამ დაიკავა 18 წელიწადი, რაც ასახავს ერთიანი მიდგომებისა და ჩამონათვალის გამომუშავების სირთულეს, რომ არაფერი ვთქვათ უკვე კრიტერიუმების შესახებ ამდენად განსხვავებული ცივილიზაციებისა და მსოფლიო ისტორიული, კულტურული და ეკონომიკური პირობებისთვის.

3. დაბოლოს, ადამიანის უფლებათა მესამე თაობაა _ ის, რაც გამოტანილია ახლანდელი „ლიბერალური რევოლუციის“ მესიანურ დროშაზე, რომლითაც გამოდის ევროპის საბჭო. _ ეს არის ე. წ. ჰუმანიტარული უფლებები, ე. ი. პიროვნების უფლებები, რომელთა განმარტებასაც წმინდად დასავლურ-ლიბერალურ კრიტერიუმებში დღესდღეობით დასავლეთი განწყობილია თვლიდეს უნივერსალურად დამოუკიდებლად იმისგან, რომ პიროვნება მიეკუთვნება სხვადასხვა სახელმწიფოებს, ცივილიზციებსა და რელიგიურ-ფილოსოფიურ სისტემებს. აშკარაა, რომ ასეთი მიდგომების საფუძვლად შეიძლებოდა გამოსულიყო მხოლოდ სეკულარული დოქტრინა, ამასთან რომელიც საკმარისად აგრესიულად და შეგნებულად იღებს (აცილებს) იქიდან მკაფიო წარმოდგენებს კეთილისა და ბოროტის შესახებ, ცოდვისა და სათნოების შესახებ, რომლებიც იბადებიან მხოლოდ რელიგიური მოძღვრებიდან, და უკვე მხოლოდ შემდეგ გადაეცემიან თაობიდან თაობაში სარწმუნოებისადმი ადამიანის შეგნებული (გაცნობიერებული) დამოკიდებულების მიუხედავად.

ადამიანის უფლებათა სახელდობრ ეს კატეგორია იწვევს მეტად განსხვავებულ განმარტებას სხვადასხვა ცივილიზციებში, ვინაიდან მასში არ არის ერთიანი განსაზღვრება იმისა, თუ რა არის ადამიანი! ადამიანის უფლებათა სახელდობრ ეს კატეგორია შეიძლება შედიოდეს კონფლიქტში იმ ზნეობრივ საფუძვლებთან (ბურჯებთან), რომლებიც არ ექვემდებარებიან ფორმალიზაციას კონსტიტუციებში, არა მხოლოდ მართლმადიდებლურ რუსეთში, არამედ ევროპაშიც, სადაც ევროპელი კონსერვატორები დასაბუთებულად ტეხავენ განგაშს ევროპული ქრისტიანული ცივილიზაციისა და კულტურის დაღუპვის გამო.

მაგრამ „ლიბერალური თავისუფლების“ მქადაგებლები ევროპასა და რუსეთში თავს ესხმიან „თავისუფლების“ ნებისმიერ შეზღუდვებს, წარმოადგენენ რა ამას „ინფორმაციაზე“, „არჩევანზე“, „შემოქმედების თავისუფლებაზე“ უფლებების დათრგუნვად, ბოლშევიკური სიძულვილით განსაკუთრებით თავს ესხმიან ქრისტიანობას, რომელიც შეადგენს სწორედ პიროვნების სულიერი ძალების განვითარების შეუცვლელ წყაროს.

არ შეიძლება არ შევნიშნოთ, რომ პიროვნების თავისუფლებისა და უფლებების მებრძოლი ლიბერალური განმარტება სულ უფრო ხშირად შედის წინააღმდეგობაში (დაპირისპირებაში) ადამიანის უფლებების პირველ თაობასთან, ე. ი. შეტევაზე გადადის დემოკრატიის თავად საფუძვლის _ რჯულის აღმსარებლობის თავისუფლებაზე უფლების წინააღმდეგ, სინდისისა და აზრის თავისუფლებაზე უფლების წინააღმდეგ. ვინაიდან ლიბერალური თვალსაზრისით ქრისტიანს უკვე აღარა აქვს იმის უფლებაც კი, რომ გამოთქვამდეს თავის შეხედულებებს, რომლებიც არის ნაწილი რჯულის მოძღვრებისა. და ხდება ეს არა სადღაც, არამედ ევროპაში!

ადამიანის უფლებათა სამი თაობის თვით ზედაპირული ანალიზიც კი გვიჩვენებს, რომ პირველი მათგანი მიეკუთვნება დემოკრატიის ცნებას, მეორე _ სოციალური სახელმწიფოს ცნებს, ამასთან, რომელიც გამომდინარეობს სახარებისეული მცნებებიდან „ფეხზე და ტანზე შევმოსოთ და დავაპუროთ მოყვასი“, ხოლო მესამე კი _ ლიბერალიზმს. დემოკრატია _ ეს არის ფორმის ინსტიტუციონალური, ფუნქციონალური კატეგორია. ჯერ კიდევ გამოჩენილმა გერმანელმა ფილოსოფოსმა კ. შმიდტმა შენიშნა, რომ დემოკრატიას „არ გააჩნია ფასეულობრივი შინაარსი და იგი არის მხოლოდ ორგანიზაციის ფორმა“. იგი არ მოითხოვს მსოფლმხედველობის ერთიანობას და შეიძლება ხორციელდებოდეს სხვადასხვა იდეოლოგიების მონაწილეობით. მხოლოდ ამიტომ იქცა კიდეც დემოკრატია ოპტიმალურ მექანიზმად პლურალისტურ საზოგადოებაში ერთიანი იდეალის გარეშე.

XX საუკუნეში დემოკრატიის გამოყენების გამოცდილება ახდენს დემოკრატიული კონსტიტუციების და ინსტიტუტების საკმარისად წარმატებით დანერგვის დემონსტრირებას ყველა კონტინენტზე, რაც საშუალებას გვაძლევს ვაღიარებდეთ მის უნივერსალიზმს.

მაგრამ ლიბერალიზმი _ ეს არის ფილოსოფია, მსოფლმხედველობა, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის ჰუმანიტარული უფლებების ფასეულობრივ ავსებას. ადრეულ სტადიაზე იგი ჯანყდებოდა მაიძულებელი რელიგიური სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელშიც უდაოდ ყალბად (ცრუდ) იყო დაკავშირებული ერთმანეთთან როგორც, ვითომდა, ღვთის მიერ დადგენილი, _ წოდებრივი უთანასწორობა და საზოგადოებრივი იერარქიის ეკონომიკურ-გარეშე (რუს. внеэкономические) საფუძვლები. დღესდღეობით სულ უფრო შესამჩნევად საგანგაშო ხდება ლიბერალიზმის ლიბერტარიანობად დამახინჯების სიმპტომები, რომელიც შეუწყნარებელი ხდება სხვა მსოფლმხედველობებისადმი, ნებისმიერი ტრადიციისადმი. ევროპა, როგორც ჩანს, ჯერჯერობით უარს ამბობს აღიარებდეს იმას, რომ სწორედ მემარცხენე პანევროპული სტრუქტურების მიერ ქადაგებული ფასეულობრივი ნიჰილიზმი გადააქცევს ტრადიციულად ქრისტიანულ დასავლეთევროპულ საზოგადოებებს მოწყვლადად სხვა ცივილიზაციათა მიგრანტების დიდი რაოდენობის შერევისთვის.

ფასეულობრივი ნიჰილიზმი _ ეს არის არსებითად ისტორიის დასასრულის ფილოსოფია. ასეთ შემთხვევაში ევროპისთვის მთავრდება ყოფიერების საზრისის ძიების გზა, შობილისა იმ სულის მიერ, რომელიც სულაც არ არის გულგრილი და განურჩეველი კეთილსა და ბოროტს შორის არსებული მკაფიო საზღვრისადმი. რჩება ტექნოკრატიული ცივილიზაცია. ეს უკვე აღარ არის მეტაფიზიკური „რომი“ _ უხილავი ცენტრი, სადაც აღესრულება მსოფლიო-ისტორიული, ეს არის წარმართული რომი მისი პანიკური შიშით ფიზიკური არასრულყოფილების წინაშე, დაბერებისა და სიკვდილის წინაშე. მაგრამ ასეთი რომი მთელი მისი მატერიალური აღმატებულობით _ წყალგაყვანილობით, თერმებით, კოლიზეუმითა და ფორუმით უკვე იქნა აღგვილი პირისაგან მიწისა ალარიხ ვესტგოთელის მიერ. დღესდღეობით ტექნოკრატია უძლურია მიგრანტების წინაშე სულაც არა იმიტომ, რომ ისინი ბევრნი არიან და განსხვავებულები, არამედ იმიტომ, რომ თავად მისთვის სამშობლო ის არის _ სადაც უფრო დაბალი გადასახადებია, თავად ევროპას კი არა აქვს სიწმინდეები _ არამედ მხოლოდ კომპიუტერები და „უფლებები“, რომლებსაც მიგრანტები ავსებენ თავიანთი სიწმინდეებით.

დროა ყველაზე უფრო გულდასმით მიაქციონ ყურადღება იმ ფაქტს, რომ, დასავლური სამყაროს უდაო მიღწევების მიუხედავად ადამიანის უფლებების სფეროში და მთლიანობაში ინსტიტუტების, ორგანოებისა და მოხელეთა მოქალაქეებთან ურთიერთობის კულტურის მაღალი დონის მიუხედავად, მდგომარეობა ამ სფეროში თავად ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში, რომლებსაც შეთვისებული აქვთ სიტყვაშეუბრუნებელი მენტორების როლი, შორს არის სრულყოფილებისგან, ხოლო რიგ სფეროებში კი სულაც ღრმა კრიზისში იმყოფება.

მასშტაბური ეთნოსებშორისი და რელიგიებშორისი მღელვარებები საფრანგეთში, რომლებიც შობილია სულაც არა მხოლოდ სოციალური პრობლემებით, ცივილიზაციებს შორის დაძაბულობის საერთო აშკარა ზრდა მათი, თითქოსდა, ლოგიკური ჰარმონიზაციის ნაცვლად გლობალიზაციის საუკუნეში, ხდება სხვათა შორის ადამიანისა და მისი „უფლებებისა და თავისუფლებების“ უკიდურესად ლიბერტარული ინტერპრეტაციის უცერემონიოდ თავსმოხვევის გამოც განურჩევლად ყველა რელიგიურ-ფილოსოფიური სისტემისთვის, რომლებიც აყალიბებენ საზოგადოებრივ შეგნებას სხვადასხვა ცივილიზაციათა სახელმწიფოებში.

აშშ-ში სახეზეა დემოკრატიის ღრმა კრიზისი და შესამჩნევი შეტევა ადამიანის უფლებებსა და თვით ყბადაღებულ სიტყვის თავისუფლებაზეც კი, რომლის დათრგუნვაშიც ვაშინგტონი ბრალს დებს სწორედ იმ სახელმწიფოებს, რომელთა პოლიტიკაც არ ემორჩილება (შეერთებული შტატების) დიქტატს. გავლენიანი არასამთავრობო უფლებადაცვითი გაერთიანებები, რომლებიც გამოდიან რეგულარული ანგარიშებით ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ (Human Rights Watch, Amnesty International და რიგი სხვები), აღნიშნვენ ფუძემდებლური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევების მზარდ მასშტაბს წმყვანი დასავლური სახელმწიფოების მიერ, უწინარეს ყოვლისა აშშ-ისა და ევროკავშირის ქვეყნების მიერ, მათ შორის ანტიტერორისტული კამპანიის კონტექსტშიც. როგორც აღინიშნებოდა Human Rights Watch (HRW)-ის 2005 წლის შესახებ მოხსენებაში, პრობლემების მასშტაბი დაკავშირებულია დასავლური სახელმწიფოების მიერ სურვილის არქონასთან ანგარიშს უწევდნენ საბაზო უფლებადაცვით პრინციპებს ტერორიზმთან ბრძოლის გულისთვის. ასეთი მიდგომის შედეგად იქცევა ორმაგი სტანდარტები სხვა ქვეყნების მოქმედებების შეფასებაში, გაძლიერება ტენდენციისა ადამიანის უფლებების ინტერესების დაქვემდებარებისკენ პოლიტიკური და ეკონომიკური ხასიათის მოსაზრებებისადმი.

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ბუშმა უფლებებით აღჭურვა ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო (მიყურადებისა და ელექტრონული თვალთვალის ცენტრალური უწყება _ ი. ხ.) და სხვა სამსახურები ეწარმოებინათ მეთვალყურეობა ამერიკელებზე, თუმცა კი აშშ-ის კანონებით სპეცსამსახურებს არა აქვთ უფლება აკეთებდნენ ამას სპეციალური სასამართლოს შესაბამისი სანქციის გარეშე. 2002-დან 2004 წლების ჩათვლით პერიოდში დაფიქსირებულია უკანონო ელექტრონული მეთვალყურეობის სულ მცირე 287 შემთხვევა, რომელთაგან ერთერთი აღსანიშნავია იმით, რომ გამოძიებათა ფედერალური ბიუროს (გფბ, FBI) აგენტი უსმენდა აშშ-ის მოქალაქის ტელეფონს 5 წლის განმავლობაში იუსტიციის სამინისტროსთვის შეტყობინების გარეშე. New York Times-ის მტკიცებით, სააგენტოს ტექნიკური შესაძლებლობები იძლევა ერთდროულად 500-მდე ადამიანის მოსმენის შესაძლებლობას ქვეყნის შიგნით და 7 ათასამდე ადამიანისა საზღვარგარეთ.

ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ლოზუნგებით აშშ-ის ხელისუფლებამ მიმართა ზომების მთელ კომპლექსს შინაგანი რეჟიმის გამკაცრებისთვის. აშშ-ში ე. წ. პატრიოტული აქტის მიღებამ (კანონისა ტერორისტული აქციების აღკვეთისთვის ინსტრუმენტების შექმნის შესახებ), შინაგანი უსაფრთხოების სამინისტროს შექმნამ მნიშვნელოვნად გააფართოვეს სპეცსამსახურების უფლებამოსილებანი თვალყურის დევნის საქმეში ყველა იმათზე, ვინც შესაძლოა მიჩნეულ იქნას საეჭვოდ. კერძოდ, მნიშვნელოვნადაა გამარტივებული სანქციების მიღების პროცესი ეჭვმიტანილის ლაპარაკების მოსმენაზე, ქაღალდისა და ელექტრონული კორესპონდენციის დაჭერაზე, აგრეთვე ჩხრეკების ჩატარებასა და თვალყურის დევნების წარმოებაზე. სპეცსამსახურების აგენტებმა მიიღეს ხელმისაწვდომობა ბიბლიოთეკებისა და წიგნის მაღაზიების არქივებში, აგრეთვე უფლება მოითხოვდნენ კომპანიებისგან კონფიდენციალურ ინფორმაციას მათი კლიენტების შესახებ. 2005 წლის 21 დეკემბერს სენატმა კვლავ კენჭი უყარა ე. წ. პატრიოტული აქტის გაგრძელებას, ხოლო ამჟამად კი მიდის დებატები აშშ-ის კონსტიტუციაში პირველი შესწორების გაუქმების თაობაზე _ სიტყვის თავისუფლების შესახებ, რომელიც არ გავრცელდება სახელმწიფო მოხელეებზე! მახსენდება ა. დე ტოკვილის ნაშრომი „დემოკრატია ამერიკაში“, სადაც ავტორმა მიაგო რა სათანადო პატივი საზოგდოების ორგანიზციის რაციონალურობას, აღნიშნა: „მე არ ვიცი არც ერთი ქვეყანა, სადაც მთლიანობაში სულის თავისუფლება და სიტყვის თავისუფლება ისე იყოს შეზღუდული როგორც ეს ამერიკაშია“...

საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ ისინი ვინც მენტორობენ თავისუფლებზე აშშ-ში, სხვა ქვეყნებს აცხადებენ „პოლიციურ“ რეჟიმებად, თავად იკავებენ პირველ ადგილს ერთ სულ მოსახლეზე პატიმრების რაოდენობის მიხედვით. სულაც არ არის იდეალური მდგომარეობა საფრანგეთშიც, ამასთან იმ სფეროში, რომელშიც ჩვეულებრივ აკრიტიკებენ რუსეთს. ევროპის საბჭოს კომისარმა ადამიანის უფლებებში ა. ჰილ-რობლესმა გასული წლის სექტემბერში საფრანგეთში მგზავრობის დროს უცხოელთა წინასწარი პატიმრობის ადგილში საქმეების მდგომრეობა პარიზში იუსტიციის სასახლეში ყოფნისას დაახასიათა სიტყვებით, რომ „არსად თავის ცხოვრებაში, გარდა მოლდავეთისა“, მას არ უნახავს „უფრო საშინელი ადგილი“, და მოუწოდა მისი დაუყოვნებლივ დახურვისკენ.

საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს მონაცემების თანახმად, ადგილობრივი ციხეების გადატვირთულობამ (გადავსებულობამ) გასულ წელს შედგინა 112%. არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ ანტისანიტრულ პირობებს, სამედიცინო და სხვა დახმარების არაღმოჩენის შემთხვევებს, ნარკოდამოკიდებულების გავრცელებას პატიმრებს შორის, თვითმკვლელობების რიცხვის ზრდას. მსგავსი ინფორმაცია მოიპოვება ციხეებში მდგომარეობაზე მეთვალყურეობის საერთაშორისო ორგნიზაციის ანგარიშშიც.

თანამედროვე ლიბერალური პროექტი, რომელიც უნივერსალურის სახით თავს გვახვევს ადამიანის ბევრი ჰუმანიტარული უფლების მისეულ განმარტებას, ერთის მხრივ ხრწნის ყველა თვითმყოფად ცივილიზაციას, ხოლო მეორეს მხრივ კი _ საქმით ხურავს (ამცირებს, ზღუდავს) უფლებებსა და თავისუფლებებს საკუთარ ქვეყნებში, რაც ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლის საერთო პათოსს გადააქცევს ფრსად და მსოფლიოს გლობალური მმართველობის ინსტრუმენტად. ამ პროექტის ყველა ასპექტი საჭიროებს გულდასმით ანალიზს, ვინაიდან ისინი პოტენციურად ემუქრებიან დემოკრტიას.

აშკარაა, რომ კომისიას წინ ძალზედ რთული სამუშაო აქვს ადამინის უფლებების დარღვევათა სისტემატიზაციის საქმეში დასავლეთსა და აშშ-ში, რომელიც წააწყდება გააფთრებულ წინააღმდეგობასაც და გაქვავებულ სტერეოტიპებსაც. მაგრამ სწორედ ასეთი მუშაობაა ახლა აუცილებელი არა მხოლოდ რუსეთში, რათა გამოვიდეთ არასრულფასოვნების კომპლექსის ხლართებიდან, არამედ თავად ევროპაშიც.

ნ. ა. ნაროჩნიცკაია _ ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, სახელმწიფო სათათბიროს კომისიის თავმჯდომარე ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების უზრუნველყოფის პრაქტიკის შესწავლის, მათ უზრუნველყოფაზე კონტროლის სფეროში უცხოურ სახელმწიფოებში, ისტორიული პერსპექტივის ფონდის პრეზიდენტი.

ნ. ა. ნაროჩნიცკაია
საიტზე narochnitskaia.ru გამოქვეყნდა: 06. 06. 06.

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment