Tuesday, November 16, 2010

ნიჰილიზმიდან ფასეულობებისკენ

(ინტერვიუ სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატთან, ისტორიკოს ნატალია ნაროჩნიცკაიასთან)

ტელემაუწყებლობის საერთო კონტექსტის, ტელევიზიის განვითარების გზებისა და პრობლემების შესახებ მსჯელობს სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი, ფილოსოფოსი, ისტორიკოსი ნატალია ალექსის ასული ნაროჩნიცკაია

_ რა მიზნებს ისახავს დღეს ტელევიზია? როგორია მსოფლიოს სურათი, რომელსაც ჩვენ გვაწვდიან, მისი დამახასიათებელი ნიშნები?

_ მასობრივი ინფორმაციის ელექტრონული საშუალებებით მანიპულირება წარმოადგენს ჩვენს დროში პოლიტიკის ერთერთ უმნიშვნელოვანეს და უმძლავრეს ინსტრუმენტს. რის შესახებაც არ უნდა ვწერდეთ ჩვენს გაზეთებში, ჟურნალებში, წიგნებში, მით უმეტეს ისეთ სქელტანიან წიგნებში, როგორიც ჩემია, _ ყველაფერი უსარგებლო იქნება, სანამდე ეს ყველგანმყოფი, და ამავე დროს განსაზღვრულად დაფოკუსირებული „თვალი“ შეგნებაში გვიტენის საპირისპირო მსოფლმხედველობრივ სტერეოტიპებსა და კლიშეებს.

ახლა უნივერსალური ლიბერალიზმის კომუნიზმზე გამარჯვების შემდეგ ჩვენ თვალყურს ვადევნებთ მიმდინარე პროცესის მანამდე უნახავ იდეოლოგიზაციას. მან შეიარაღებაში აიღო ორივე სისტემის მიერ გამოყენებული პროპაგანდის ყველა ფორმა და სახეობა. კლასიკური საერთაშორისო ურთიერთობების ეპოქისგან განსხვავებით დასავლური სამყაროს ექსპანსიას აუცილებლად ნიღბავენ იდეოლოგიური ფორმულებით. დღეს თქვენ ვერასდროს ვერ გაიგონებთ ინგლისისა და აშშ-ის ეროვნული ინტერესების შესახებ, რომლებსაც სჭირდებათ ნავთობი, ეს კი ნიშნავს, ბატონობაც სპარსეთის ყურეში. მაგრამ თქვენ მოგიყვებიან „ადამიანის უფლებებისა“ და „დემოკრატიის“ შესახებ. მართალია აშშ-მა ახლა ჩვენ უკვე შიშვლად წარმოგვიდგინა თეოდორ რუზველტის დროის უხეში იმპერიალიზმისა და ვუდრო ვილსონის სულისკვეთებით მსოფლიოს გადარჩენაზე მაღალფარდოვნების ერთგვარი ნარევი.

_ შეგვიძლია თუ არა ვლაპარაკობდეთ, რომ დასავლეთის პროპაგანდისტული მანქანა მუშაობს აწყობილად, მუშაობს აშშ-ისა და ევროპის სასარგებლოდ, იმ დროს როდესაც ჩვენი მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, ჩვენი ტელევიზია _ ეს არის მთლიანი ვაკუუმი ან, უფრო უარესი, დასავლურ პროპაგანდასთან შეხმატკბილებული მოქმედებები.

_ სამწუხაროდ, განსაკუთრებით 90-იან წლებში ეს სწორედ ასე იყო, და დღესაც მისი ინერცია დიდია. პოსტსაბჭოთა რუსეთში ათი წლის განმავლობაში თითქმის ტოტალიტარული მეთოდებით გვახვევდნენ თავზე რუსეთის მთელი ისტორიის ბოლშევიკურ ნიჰილისტურ ინტერპრეტაციას, მკაფიოდ გამოხატულ ჰედონისტურ იდეალთან ერთად, გაცილებით უფრო მეტად, ვიდრე ეს დასავლეთშია. უმაღლეს იდეალად გამოაცხადეს საკუთარი სამშობლოს საქმეებთან ართანაზიარობა და მათში არ თანამონაწილეობა.

გახსოვთ, რას ლაპარაკობდნენ ჩვენთან ტელევიზიაში პირველი ჩეჩნური ომის დროს? სამშობლოს განუყოფლობისთვის დაცემულებს ყველა დროსა და ყველა ქვეყანაში პატივს მიაგებდნენ და ძეგლებს უდგამდნენ. ჩვენთან კი მათ დასცინოდნენ. ტერორიზმის თარეში იმ ფორმით, რომლითაც იგი თავს იჩენს რუსეთში, სხვა მიზეზების გარდა _ გეოპოლიტიკა, კავკასიიდან რუსეთის განდევნის სტრატეგია _ წარმოადგენს სასჯელს ნელთბილი ინდივიდებისგან შემდგარი ჰედონისტური ურბანისტული საზოგადოებისთვის, რომლებიც გართიანებული არიან მხოლოდ პასპორტში გაკეთებული აღნიშვნით.

_ გასაგებია, რომ თანამედროვე პირობებში საერთოეროვნული თვითშეგნების ჩამოყალიბებაზე ტელევიზიის მონაწილეობის გარეშე ლაპარაკიც კი არ შეიძლება. ხოლო თქვენ კი კონკრეტულად როგორ შეაფასებდით ჩვენი ტელეიდეოლოგების საქმიანობას? ანალიტიკური და პუბლიცისტური პროგრამების წამყვანები _ ესენი ახლანდელი დღის იდეოლოგები არიან, ესენი უეჭველად პროპაგანდისტები და საზოგადოებაში მნიშვნელოვანი კომუნიკატორები არიან.

_ რაც ჩვენ გვაქვს დღეს ტელევიზიაში, ეს არის ძირითადად 90-იანი წლების დასაწყისის ულტრალიბერალური სტრუქტურული პროექტის ჯერ კიდევ მოხილვადი ზედნაშენი, რომლისგან განთავისუფლებაც ჩვენ ვერანაირად ვერ მოვახერხეთ. თუმცა კი მოძრაობა გაჯანსაღების მხარეს საზოგადოებაში და თავად მასობრივი ინფორმაციის საშუალებებშიც არის. მაგრამ მთლიანობაში კომენტარების უმეტესობაში, ყველა ამ „ვითომდა“-ში გამოსჭვივის კარგად ნაცნობი შეფასებითი რიგი.

პოსტსაბჭოთა ტელევიზიამ აიღო საერთოდ ისეთი მსოფლმხედველობა, რომელშიც არის ბოლშევიკური ტოტალიტარიზმიც _ ვითომდა ნაშობი მონობისადმი სწორედ რუსული ძველთაძველი სიყვარულის მიერ, და რომელიც თავის ათვლას იწყებს არა რობესპიერისგან, არამედ ივანე მრისხანესა და ჩინგიზ-ყაენისგან... ჩემთვის უცნაურია, რომ განათლებული ადამიანები უარს ამბობენ იმის დანახვაზე, რომ უღმერთოება, გამრავლებული საზოგადოების განსაკუთრებით დაბალ კულტურულ დონესა და მოწყვეტაზე არა მხოლოდ რუსული მართლმადიდებელი, არამედ ჭეშმარიტად ევროპული _ თავის საფუძველში ქრისტიანული _ კულტურისგან, წარმოშობს მახინჯ ნაყოფებსა და გაველურებას _ როგორც კულტურულს, ისე მოქალაქეობრივსაც.

_ თქვენ არა მხოლოდ მაყურებელი ბრძანდებით, არამედ ბევრი პროგრამის მონაწილეც. ახერხებთ თუ ვერა თქვენი პოზიციის გამოთქმას? თანაბარუფლებიანი არიან თუ არა მონაწილეები? შეესაბამება თუ არა უშუალო მონაწილეობა იმას, რასც თქვენ ხედავთ შემდეგ ეკრანზე?

_ ძალზედ ბევრია წამყვანზე დამოკიდებული. ყველა მათგანი გაცილებით უფრო მეტად გამოცდილია ჩემთან შედარებით. და თუკი მონაწილე ამსხვრევს მათ მიერ წინასწარ მომზადებულ სცენარს, მას, როგორც წესი, მაშინვე აწყვეტინებენ. ან უცებ შემოაქვთ საუბარში რაიმე წვრილმანი და კონკრეტული, რათა არ მოგცენ განზოგადოების საშუალება. ასეთ ტექნოლოგიას განსაკუთრებით ფლობდა „სიტყვის თავისუფლება“. დაუშვან, მოგცენ ყველაფრის წინასწარ დაქვეითებული (დამცრობილი) წაკითხვა _ ეს არის თანამედროვე ლიბერტარიანული კულტურის ნიშანი და ილეთი. აქ ძნელია ბრძოლა. უკანასკნელ ხანს ჩემი სტატუსი ამაღლდა, და მე მიკროფონს მიმაგრებენ პიჯაკის ბორტზე, რაც საშუალებას მაძლევს ყოველთვის ჩავერთო საუბარში. ჩემი პირველი გამოსვლების მსვლელობისას კი წამყვანს ჩემთან მოჰქონდა მიკროფონი მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს მისთვის იყო სასურველი. და შენ არასდოდეს არ იცოდი, თუ როდის მოგმართავდნენ. თავს გრძნობდი მეტად დაძაბულად.

_ თქვენ ვერ ხედავთ აქ პარტიული პროპაგანდის მანქანის რაიმენაირ მემკვიდრეობას? რამდენსაც არ უნდა ყოყოჩობდნენ ახლანდელი ტელეწამყვანები თავიანთი ლიბერალიზმით, თითქმის ყველა ისინი ხომ პარტიული პროპაგანდის მიერ არიან აღზრდილნი?

_ მაგრამ ტოტალიტარული საბჭოთა იდეოლოგიური მანქანა ხომ ნამდვილი საბავშვო ბაღია იმ პროპაგანდისტულ მანქანასთან შედარებით, რომელსაც მე შევეჯახე მაშინ, როდესაც 80-იან წლებში ვმუშაობდი ამერიკაში! საბჭოთა პროპაგანდას თავის განკარგულებაში გააჩნდა დღეში რამდენიმე ტელესაათი ყველაზე უფრო მეტად მოსაწყენი პროდუქციისა, მაშინ როდესაც აშშ-ის ტელევიზია უკვე ათეულობით არხზე გადასცემდა თვალის მომჭრელი ვიდეორიგითა და გასართობი პროდუქციით. მაგრამ ამერიკული ტელევიზიის გამოცდილება საბჭოთა აგიტპროპაგანდაზე დამატებით _ ეს არის „ბრწყინვალე სკოლა“.

მახსენდება ბევრი თოქ-შოუ, რომელთა მეშვეობითაც მაყურებლისთვის უნდა ჩაეგონებინათ ზოგიერთი იდეა, მაგალითად, სექსუალური ყოველივეს ნებადართულობა. მათ აჟღერებდნენ „მქადაგებლები“ _ უგამოცდილესი პოლემისტები პოლიტოლოგიური განათლებით. ოპონენტის როლში ჩვეულებრივ გამოჰყავდათ ვინმე წესიერი პროვინციელი პუტკუნა ქალი _ ოჯახის დედა უგემოვნო კაბაში, რომელიც ჩანაფიქრის მიხედვით განწირული იყო ჩავარდნისთვის, ვინაიდან იგი შეძლებდა მხოლოდ გაწითლებას ან აღშფოთებას. ახლა ყოველივე ეს მოვიდა ჩვენთან. მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ 80-იანი წლების შუახანებისთვის აშშ-ში გამოიკვეთა კონსერვატიული ამერიკის აშკარა პროტესტი ტელევიზიის მსგავსი ზემოქმედების წინააღმდეგ. იყო ასევე მოძრაობის არაჩვეულებრივი აფეთქება აბორტების წინააღმდეგ და ტრადიციული ფასეულობების მხარდასაჭერად.

_ რაში ხედავთ თქვენ იმის მიზეზს, რომ ცუდად გაგებული ან ბინძურად ინტერპრეტირებული ლიბერალური იდეები აგრძელებენ დომინირებას ჩვენს ტელევიზიაში?

_ ჩვენმა ინტელიგენციამ, როდესაც რკინის ფარდის ქვეშიდან გამოდიოდა, წაუტირა: „მოგვეცით ბაზარი, კოკა-კოლა, ჰედონიზმი სხეულისთვის და ნარცისიზმი სულისთვის“. საერთოდ კი ეს არ არის თავისუფლება, არამედ ხორცისა და ამპარტავნების მონობა. ვერ მოესწრო რა ლენინის მიერ დაპირებულ „ოქროსგან აშენებულ ფეხის ალაგს მერკანტილური დასავლეთისთვის ჭკუის სასწავლებლად“, მან მოინდომა ამ ოქროს უნიტაზის მიღება „ვაჭრობის თავისუფლების“ მეშვეობით. აი ჩვენ მივიღეთ კიდეც თავისუფლება ვუყურებდეთ MTV-სა და გვძულდეს საკუთარი ქვეყანა. ვერაფერ ახალს ისინი ვერ მოიგონებდნენ.

წავიდა ომის მონაწილეთა თაობა, რომელიც ყველაზე უფრო მეტად მენიადაგე იყო _ იგი ცდილობდა ინტუიტიურად შეეთავსებინა „წითელ იდეასთან“ ადამიანის ბუნებრივი მიდრეკილება ქმნიდეს (აშენებდეს) თავის მიწაზე და არ ანადგურებდეს მას მსოფლიო აბსტრაქციების გულისთვის. მათი წყალობით ჩვენ გავძელით კიდეც ორმოც წელიწადს ომებისა და რყევების გარეშე. მაგრამ შემდეგ გაიმარჯვეს სრულიად სხვა ძალებმა.

_ შეიძლება ჩვენ რაიმემ დაგვაიმედოს?

_ ჩვენ ვხდავთ გაგრძელებულ დაქვეითებასთან ერთად, პირველ რიგში კულტურის სფეროში, თუ როგორ იწყება ყველგან „ტელევაკხანალიის“ ჩამოშორება, რომელიც რყვნის ყველასა და ყველაფერს, და რომელიც დომინირებდა 90-იანი წლების პირველ ნახევარში. ამაში არის ჯანსაღი იმპულსი, იგი ვლინდება ტელევიზიასთან მიმართებით და თავად ტელევიზიაშიც. მე ვხედავ ტელევიზიის ერთერთ ამოცანას იმაში, რომ დაიჭიროს ეს იმპულსი და ამკვიდრებდეს მას ადამიანებში. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ძალზედ ბევრი ზემოქმედება მიმართულია საწინააღმდეგო მხარეს. დღეს ჯანსაღი ინტელექტუალური ძალების ერთერთი ძირითადი ამოცანაა _ შევიდნენ მასობრივი ელექტრონული ინფორმაციის საშუალებების კონტექსტში.

ბევრს არ მოსწონს ტელეეკრანზე არსებული არც მსოფლმხედველობრივი, არც ესთეტიური, არც მუსიკალური რიგი. აი მაგალითად, ფილმმა „იდიოტი“ ტელეარხ „რუსეთზე“ გადააჭარბა ყველა არსებულ რეიტინგს, ლაპარაკობდნენ მომავალი ბუმის შესახებ კლასიკის საფუძველზე. მაგრამ სად არის იგი? ხომ აღმოჩნდა, რომ ბევრი მაყურებელი სულ ადრეული ასაკიდანვე მზად არის აღიქვამდეს სერიოზულ საგნებს, მაგრამ ჯერჯერობით ტელევიზია არ ზრდის ძალისხმევას ამ მიმართულებით.

_ გასაგებია, რომ პრეზიდენტის ინიციატივებთან დაკავშირებით ქვეყანა მოძრაობს ცენტრალიზაციისკენ. ასევე გასაგებია, რომ ასეთი ტიპის ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია იდეოლოგური საფუძველი. ამასთან ერთად ტელევიზიაში ვხედავთ სრულ იდეურ სიცარიელეს, განუწყვეტელ მცდელობებს ჩაფლავებულ მითითებებთან დაბრუნებისკენ. ყველა არხი ავსებულია ცარიელი, ბრტყელი გასართობი, ანუ როგორც თქვენ მას უწოდებთ, ყველაზე უფრო დაბალი დონის „ჰედონისტური“ პროდუქტით. ხომ არ არის სახელმწიფოს მიერ თავისი ამოცანების ერთგვარი ვერგაგების შეგრძნება ამ სფეროში?

_ მმართველებს იმისთვის, რათა გვიგზავნიდნენ იმპულსს, სჭირდებათ არა მხოლოდ პოლიტიკური ალღო, არამედ ფართო აზროვნებაც, ცოდნაც, კადრებიც. არ უნდა გვეშინოდეს ნებისმიერი ნართაული ნათქვამისა, რუსების ეროვნული გრძნობების მხარეს. არა შოვინისტურად საზარალოსი, არამედ ჯანსაღისა. ჩვენ აქამდე არ შეგვიძლია ვაღიაროთ როგორც თავის თავად გასაგები, და არა როგორც თეზისი პროკლამაციისთვის, რომ რუსი ხალხი არის რუსული სახელმწიფოს დამფუძნებელი და ღერძი. რომ იმაზე, შეინარჩუნებს თუ არა იგი თავის თავს როგორც კულტურისა და ისტორიის მოვლენას, სწორედ ამაზე არის დამოკიდებული შეინარჩუნებს თუ არა რუსეთი საკუთარ თავს როგორც ქვეყანას, და არა უბრალოდ როგორც ტერიტორიას ნავთობის მოსაპოვებელი ანძებით.

_ თქვენ ხართ პოლიტიკოსი, თქვენ ხართ ფრაქცია „როდინას“ წევრი სახელმწიფო სათათბიროში. როგორ თვლით: შესაძლებელია თუ არა რუსეთში საზოგადოებრივ-სამართლებრივი ტელევიზიის შექმნა? მით უმეტეს რომ ასეთი პრაქტიკა საზღვარგარეთ არსებობს.

_ საერთოდ მე ვოცნებობ თავისუფალ სადისკუსიო კლუბზე ტელევიზიაში, რომელიც დამოუკიდებელი იქნება ტოტალიტარიზმისგან, როგორც ლიბერალურისა და მარქსისტულის, ისე ფულის ტოტალიტარიზმისგანაც. ამასთან დაკავშირებით ჩემი „ისტორიული პერსპექტივის ფონდი“ და სათანამგზავრო ინტერნეტ-ტელემაუწყებლობის სისტემა დაკავებულია ახალი საექსპერტო-ანალიტიკური ვიდეოარხის შემუშავებით, სადაც, სიტყვას არ შეგაწყვეტინებენ. ასეთი ტექნოლოგია გვაძლევს ხარისხიან გამოსახულებასა და ხმას და თანაც ინტერნეტის ღირებულებაზე სამჯერ უფრო იაფია. შეგიძლიათ თქვენთვის საინტრესო მასალას ასახავდეთ დისკზე ნებისმიერ დროს მულტიმედიური პროექტორის დახმარებით ნებისმიერი სოფლის კლუბში ან დასასვენებელ სახლში.

_ როგორ შეაფასებდით რელიგიური მაუწყებლობის ადგილს ჩვენს ტელევიზიაში?

_ კარგია, რომ თუნდაც რაღაც არსებობს. იზრდება „რუსსკი ვზგლიადი“. მაგრამ სამწუხაროდ ეს მოკლე სიუჟეტები და სადღესასწაულო ტრანსლაციები ქრისტე მაცხოვრის ტაძრიდან _ ცალკეული წინწკლების შეფრქვევებია, რომლებიც არსებობენ თავისთავად, ცალკეულ ნიშში. სისტემატიური ზემოქმედება საზოგადოებაზე არ ხდება. სპეციალური რელიგიური გადაცემების აუდიტორია რჩება სპეციალურ აუდიტორიად. ამოცანა მდგომარეობს არა კლერიკალური პროგრამების შექმნაში, არამედ ისეთი საერო პროგრამების მუდმივ არსებობაში, რომლებიც შექმნილია მართლმადიდებლურ მსოფლმხედველობრივ საფუძველზე, რომელმაც თავის დროზე წარმოშვა კიდეც რუსული კულტურა. ასევე დიდი ევროპული კულტურაც წარმოშვა ქრისტიანობამ, და არა განმანათლებლობამ _ ამ უკანასკნელის ნაშობია ემილ ზოლას პერსონაჟები. მნიშვნელოვანია მსოფლმხედველობრივი ჩარჩო, ხოლო მასში კი შესაძლებელია იყოს ყველაფერი, რაც არის ცხოვრებაში, _ ყოფითი ხუმრობებიდან, სპორტიდან, საერო ქრონიკიდან საგარეო პოლიტიკამდე.

ნატალია ნაროჩნიცკაიას ესაუბრებოდა
ალექსანდრე გორბუნოვი, «Литературная газета»,
მასალის ორიგინალი გამოქვეყნებულია საიტზე pravoslavie.ru 08/11/2004
შემდგომში განახლებულ იქნა საიტზე narichnitskaia.ru


თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment